შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედუინი (თავი 1. საჰარა)


7-07-2018, 11:18
ავტორი ნეფერტარი
ნანახია 781

ბედუინი (თავი 1. საჰარა)

თავზარდამცემად ლამაზი, იდუმალი და ვერაგი ოქროს საჰარა...
იმ ღამეს უდაბნოში ვათენებდით...
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს მეორე დილით დიუნებზე მოტოციკლებით, კვადროციკლებით, სერფინგებით და დელტაპლანით ქროლა ელოდათ. იცინოდნენ და ემზადებოდნენ, გამომშრალები, დაღლილები, ბედნიერი სახეებით ისხდნენ ცეცხლის გარშემო და ხვალინდელ დილას გეგმავდნენ.
მე მარტო კვადროციკლზე თუ გავბედავდი დაჯდომას...
უბრალოდ, საჰარა მინდოდა... ძალიან მინდოდა.
ეს უდაბნო ზღვას და ოკეანეს ჰგავს, ოქროსტალღებიან, შეჩერებულ ოკეანეს, რომლის ზედაპირზეც სიარული შეიძლება. ოღონდ ერთი რამ უნდა ინატრო - არ აღელდეს. ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყაროში, ათი ადამიანი ისე ვეყარეთ, როგორც საჰარაში ქვიშის მარცვლები.
საჰარა ვერც კი გვამჩნევდა... ჩვენ მისთვის არც კი ვარსებობდით.
ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო. თბილისიდან პირდაპირი რეისი არ იყო და ეგვიპტეში სტამბოლის გავლით უნდა ჩავსულიყავი. ფრენა ღამით მომიწია. მთელი გზა ბოინგის ილუმინატორს ვიყავი მიკრული, მაგრამ მარტო მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავდი. ღრუბელი ფუმფულა საბანივით ეფარებოდა დედამიწას და არაფერი ჩანდა.
კაიროში იქაური დროით ღამის ათ საათზე ჩავფრინდი. ისე ცხელოდა, ვერც კი დავიჯერე, რომ თბილისში თებერვლის თოვლ-ჭყაპი, ქარები და ძვალ-რბილში გამჯდარი სიცივე დავტოვე.

ფეშენებელური აეროპორტის მოსაცდელი გაუჩერებლად მოფუსფუსე, ენაჭრელი ადამიანებით უცნაურად ჰგავდა ბაბილონის გოდოლს. ამდენი სხვადასხვა ჯურის ხალხი ერთად არასოდეს მენახა და თავბრუდასხმული, ვახოს გამოჩენამდე უილაჯოდ ვყურყუტებდი. გასასვლელში მისი მაღლა აწეული ხელი რომ დავინახე, დაღლილობა სულ გადამავიწყდა და ჩემი ბარგი-ბარხანიანად სიხარულით გავქანდი მისკენ. ვახო, ოცდაათი წლის მხიარულთვალებიანი მცხეთელი კაცი, თბილისში უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა, მერე კაიროს უნივერსიტეტში გადავიდა, იქ გახდა არაბული ფილოლოგიის დოქტორი და პროფესორი, ამავდროულად, საქართველოს საელჩოში ბიძაჩემის რეფერენტი და მარჯვენა ხელი იყო.

გახარებული ბიძაჩემი რამდენიმე დღეს არ მომცილებია, ათას წვრილმანს მეკითხებოდა, თავადაც უამრავ რამეს მიამბობდა და კაიროს მათვალიერებინებდა. მონუსხული შევყურებდი ქვაში დარჩენილ ისტორიას, გაცოცხლებულ პირამიდებს, ისტორიის სახელმძღვანელოებში რომ მენახა, დიდ სფინქსს და ნილოსს, ლუქსორის ციხე-დარბაზების ნაშალ-ნანგრევებს, იქ, სადაც ბიბლიურ მოსეს ფარაონის სასახლეში უფლისწულად ზრდიდნენ. თითქოს ათობით საუკუნე უკან გავიარე და კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისებთან დავბრუნდი.

მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ბიძაჩემი სტამბოლში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრაზე გაემგზავრა და ჩემი თავი ვახოს ჩააბარა, მან კი ერთ დღესაც, სადილობისას, გამომიცხადა, მავრიტანიაში საქმეზე მივდივარ და ჩემს დაბრუნებამდე სახლიდან ფეხი არსად გაადგაო. კარგა ხანს ვეხვეწებოდი, თან წამიყვანე-მეთქი, მაგრამ სასტიკ უარზე იდგა, მიმტკიცებდა, გზაში გაწვალდები, პატარა თვითმფრინავში ჰაერის ტალღის ყოველი დარტყმა საშინლად იგრძნობა და, ფრენას მიუჩვეველს, გაგიჭირდება მოკლე დროში ორი მიმართულებით მგზავრობის ატანა, აზრზე მოსასვლელად მთელი კვირა მაინც დაგჭირდება და დღეებს დაკარგავ, თანაც მავრიტანიაში სანახავიც არაფერიაო. უკვე იმედიც აღარ მქონდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა:

- გაემზადე, პატარა ჩანთა ჩაალაგე, თავსაფარი და პასპორტი არ დაგრჩეს, მსუბუქად ჩაიცვი და შარვალი არ დამანახო, მე ბილეთს შევუკვეთავ. შენთვის ისეთი სურპრიზი მაქვს, იქნებ ღირდა კიდეც შენს აჩემებად, უკან დღესვე უნდა დავბრუნდეთ, ქალაქის დათვალიერებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ გულდასაწყვეტიც არაფერია, მთავარი სანახაობა სწორედ გზაშია, მანქანაში დაგელოდები, - თვალი ჩამიკრა და კარისკენ გაემართა.
სიხარულისგან ჩემს პატარა ოთახს ცეკვა-ცეკვით დავუარე, ჩანთა საწოლზე დავაგდე და ყოველ ახალ წრეზე შიგ ტანსაცმელს ვყრიდი. თეთრი ზედატანი, ნაქსოვი ჟაკეტი, აბრეშუმის დიდი თეთრი თავშალი, კეპი, მზის სათვალე, ყოველი შემთხვევისთვის - კოსმეტიკის მცირე ბუდე, პასპორტი და დედის ნაჩუქარი, ჩემი განუყრელი „ტიმბერლენდის“ ფეხსაცმელები ჩანთისკენ ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდნენ და შიგნით უჩინარდებოდნენ.

მივფრინავდით პატარა ბოინგით და ილუმინატორიდან ვუცქერდი, როგორ მიცურავდა ჩემ ქვეშ დედამიწა. თვითმფრინავი ჩრდილოეთ აფრიკის თავზე ხმელთაშუა ზღვის ნაპირს მიუყვებოდა. ლიბია, ალჟირი, ტუნისი, მაროკო... - ქალაქები მსხვილი მძივებივით იყო ასხმული, სოფლები კი წვრილი ბისერივით მიმობნეულიყო დედამიწაზე.

კარგა ხნის ფრენის შემდეგ თვითმფრინავი გადაიხარა - მარცხნივ უხვევდა. დედამიწამ ჰორიზონტის ხაზზე ელიფსის ფორმა მიიღო და ახლა უკვე ჩემი თვალით დავინახე, რომ ის ნამდვილად მრგვალი და სულისშემშემძვრელად ლამაზია. მძაფრად ვიგრძენი, რა დიდი უსამართლობაა საზღვრები, კანონები, წესები, რომლებსაც ადამიანები იგონებენ საკუთარი ცხოვრების ჩარჩოებში მოსაქცევად. ციდან სრულიად ზედმეტი მეჩვენა ადამიანების გამოგონილი ათასგვარი უცნაურობა, რომლებიც მხოლოდ მიწაზე არსებობს, ცა კი, დიდი, უსასრულო და ცისფერი სივრცე, სადაც მხოლოდ მზე და მთვარე ბატონობენ, თავისუფალია ყოველგვარი საზღვრებისა და კანონებისგან.
ცა ყველასია.

ჩვენ ახლა მავრიტანიის თავზე მივფრინავთ,- გამოაცხადა რადიოთი კაპიტანმა, - ათ წუთში მარცხენა მხარეს გამოჩნდება ბუნების იშვიათ საოცრებათაგან ერთ-ერთი _ „საჰარის თვალი“. ის კარგად ჩანს თვითმფრინავის ორივე მხარეს, ამიტომ მგზავრებს ვთხოვ, ადგილებზე დარჩნენ.
მე თვალებად ვიქეცი და ილუმინატორს ავეკარი. ამგვარი რამ გაგონილიც კი არ მქონდა.
„საჰარის თვალი“ - ნეტავ რა უნდა იყოს... ან როგორი... რამდენი რამის დანახვა შეიძლება თურმე ციდან...
კაპიტნის გაფრთხილების მიუხედავად, სალონის მარჯვენა მხრიდან ზოგმა მარცხნივ დაიწყო გადმოსვლა. ჩემს ილუმინატორთან არავინ მოსულა, ისე მქონდა სახე მიჭ....ტილი ზედ, მიხვდნენ, ადგილს არავის დავუთმობდი.
მალე თვალწინ უცნაური ლანდშაფტი გადამეშალა და უკნიდან აღფრთოვანების შეძახილები მომესმა....
დედამიწიდან ლურჯად მიმზერდა ადამიანის მარცხენა თვალი. „წარბით“ შემოსაზღვრული „თვალის“ კონტური ზუსტად იმეორებდა ადამიანის თვალის მოხაზულობას. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მის ფერად გარსს მოლურჯო დაჰკრავდა. თვალის დიამეტრი ორმოცდაათი კილომეტრი იქნებოდა. ციდან ისე ჩანდა, თითქოს ვეებერთელა გუბეში შიგ ჩავარდნილ მსხვილ წვეთს ტალღები წრიულად გაეშალა და მოძრაობაში ჯადოსნურად გაყინულიყო, მაგრამ, როცა მივუახლოვდით, კონტურები უფრო გამოიკვეთა და ტერასებად განლაგებული წრეები გამოჩნდა, შუაგულში პატარა წრით, რომელიც გუგას წააგავდა.
აი, თურმე რა იყო ვახოს სიურპრიზი.
- ეს რა არის? რა სასწაულია! როგორ გაჩნდა ეს საოცრება! - მესმოდა აქეთ-იქიდან.
- შემიძლია, ამ ადგილზე ბევრი რამ გიამბოთ. გეოლოგი ვარ. - ინგლისურად ალაპარაკდა ჩემ უკან მაღალი კაცი.
მის ნათქვამს აღფრთოვანებით შეხვდა მთელი სალონი.
- „საჰარის თვალი“ გეოლოგიაში ცნობილია „რიშატის სრტუქტურის“ სახელით. ესაა რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც საჰარის უდაბნოში მავრიტანიის ქალაქ უადანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოციოდე კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ბერბერები ამ ქალაქს „სწავლულთა ქალაქს“ ან „პალმების ქალაქს“ ეძახიან. ეს ადგილი კოსმონავტებმა აღმოაჩინეს 1965 წელს და მას „დედამიწიდან კოსმოსში მომზირალი თვალი“ ჰქვია. დიდი ხნის განმავლობაში ის ასტრონავტებისთვის მთავარი ორიენტირი იყო საფრენი ორბიტიდან, რადგან უდაბნოს ერთფეროვან სივრცეში ყველაზე კარგად ის მოჩანს. უწინ მიაჩნდათ, რომ საჰარის თვალი მეტეორის ჩამოვარდნისას წარმოშობილი კრატერია და პლანეტა ფაეტონის აფეთქებით გახლეჩილი ნაწილის დედამიწაზე დაცემის შედეგად გაჩნდა. ვარაუდობდნენ, რომ მაშინდელი კატასტროფების ჯაჭვმა დიდი ტერიტორია მოიცვა - ტიტიკაკას ღრმული ამერიკაში, აღდგომის და კანარის კუნძულები, „საჰარის თვალი“, ძველი ახეტატონი, იერიქონი, სოდომი და გომორი და მოჰენჯო-დარო პაკისტანში. მაგრამ „თვალის“ ფსკერი ბრტყელია და ამიტომ ეს მოსაზრება არ გამართლდა. არც ვულკანური წარმოშობისა აღმოჩნდა, რადგან გუმბათი არა აქვს. „თვალის“ ფერადი გარსის რგოლების სილურჯეს იწვევს ზედ მობნეული ლაზურიტის მოლურჯო-მოიისფრო ქანები და ისინი ხუთასი ან ექვსასი მილიონი წლის უნდა იყოს. მოკლედ, თვალის წარმოშობის ისტორია დღემდე გაურკვეველია. მაგრამ ამჟამად ერთმა არაბმა გეოლოგმა, რომელიც უდაბნოში უბრალო ბედუინივით ცხოვრობს და საჰარაში გავრცელებულ ქანებს სწავლობს, ახალი საინტერესო მეცნიერული ჰიპოთეზა წამოაყენა. მისი აზრით, „საჰარის თვალი“ დიდი კოსმოსური ელექტრომაგნიტური განმუხტვის შედეგი უნდა იყოს, ისეთივესი, როგორიც იყო „ტუნგუსის დიდი აფეთქება“. სწორედ ამ ახალი ვერსიის შესასწავლად მივემგზავრები მავრიტანიაში; „საჰარის თვალის“ გამოსაკვლევად ჩასულ გეოლოგიურ ექსპედიციას ნუაქშოტში უნდა შევუერთდე.

-არადა, როგორ ჰგავს მფრინავი თეფშის დაჯდომის ადგილს. აფრენისას ალბათ ყველაფერი დაადუღა. ნაპირებიც ისეთი აქვს, რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ, - გაიცინა ვიღაცამ.

ვახო ჩემი გაოგნებული სახით ტკბებოდა. ჩუმად ვიჯექი და ვფიქრობდი ძველი ელინების მითზე ფაეტონის შესახებ და იმაზეც, რომ ამ პლანეტის აფეთქების დრო უცნაურად ემთხვეოდა წარღვნის დაწყებას. თვალწინ მედგა საჰარის ულამაზესი პეიზაჟი. მტკიცედ გადავწყვიტე, საჰარის უნახავად ეგვიპტიდან არავითარ შემთხვევაში არ წავსულიყავი.
რა თქმა უნდა, ბიძაჩემთან საჰარაში გასეირნებაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. მას ეს უდაბნო მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე იდუმალ, ამოუცნობ, მოულოდნელობებით აღსავსე, სახიფათო და მისტიკურ ადგილად მიაჩნდა. ამიტომ ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, დილაადრიან, ჩემს საწოლზე ბარათი დავტოვე და მცირე საგზლის, ორასი ამერიკული დოლარის და ერთი ხელი სამოსის ამარა სახლიდან უჩუმრად გამოვიპარე. კაიროს ეროვნული მუზეუმის წინ შეკრებილ „საფარი-ტურის“ მონაწილეებს შევუერთდი, ფული ინსტრუქტორს მივაჩეჩე და, სანამ რამეს მეტყოდა, ჯიპში უკანა სკამზე, ფანჯარასთან მოვიკალათე.
ახლა საჰარაში ბედნიერი ვიდექი და სრულ ნეტარებას ვეძლეოდი.
ჩვენი ბანაკი მაღალი დიუნის მოსწორებულ თავზე იყო გაშლილი. ბიჭები ლუდს _ „ბირას“ ითხოვდნენ. ჩვენი გამოცდილი გამყოლი, მუჰამედი იცინოდა, „ბრანდიი“ გირჩევნიათ, კონიაკი, მალე აცივდება და გაგათბობთო... ყველა მხიარულობდა. კაცები მაღალ დიუნას ჩუმ-ჩუმად თვალით ზომავდნენ. დილაადრიან მოტოცილებით აპირებდნენ ქვიშის მთებიდან დაშვებას... ქვიშა ცხელი იყო. შუადღის მზისგან გახურებული, შიშველ ფეხისგულზე სასიამოვნოდ რომ გკბენს, ისეთი.
ერთი ბოთლი წყალი ავიღე, ჩემი ბასრი, ორლესული დანა ბუდიანად გულის ჯიბეში ჩავიცურე, მამისეულ საათზე პატარა კომპასს დავხედე, სიგარეტი და სანთებელა მოვისინჯე და ბანაკს გავერიდე.
- ეჰეი ნი’ლნა, - გამომძახა გამყოლმა, - ჯერ ადრეა, მაგრამ ორ საათში აცივდება და არ ჩაგეძინოს... - თანაც ხელით მანიშნა, თუ შეგცივდა, ცეცხლთან გადმოინაცვლეო.
მუჰამედი, ჩვენი გამყოლი, ენას უკიდებდა და ჩემს სახელს ასე უცნაურად გამოთქვამდა.
- ისმი ნინა მუჰამედ! ნინა, ნი-ნა! -მთელი გზა ვუსწორებდი, - ნინა მქვია მუჰამედ! ნინა, ნი-ნა!
-ნი’ლნა, ნი’ლნა! - იმეორებდა ჯიუტად და მაღლა აშვერილი ცერა თითით მიჩვენებდა, ასე უკეთესიაო. მართლაც, ჩემი სახელი მისი ენა-მოკიდებული არაბულით მოფერებასავით ჟღერდა, ჰოდა მოფერებაზე ვინ იტყვის უარს?! თანაც მთელმა ჯგუფმა მხარი აუბა, ყველა ნი’ლნას მეძახდა და მეც მალევე დავანებე მუჰამედის წვალებას თავი.

გამყოლს ხელით ვანიშნე გავიგე-მეთქი და რაკი ჯერ კიდევ არ ციოდა, ბანაკიდან მოშორებით, დიუნის კალთაზე ყოველი შემთხვევისთვის წამოღებული ჩადრი გავშალე, ზედ გულაღმა გავწექი და ცას ავაცქერდი. ცხელი ქვიშა მხრებს და ზურგს სასიამოვნოდ მიკაწრავდა... ხელისგულებში ნელა ვაგროვებდი და თითებიდან წვრილ-წვრილ ნაკადად ვუშვებდი. ყოველი დიუნის თავი ჰორიზონტი იყო... მეც, ერთ-ერთის თავზე გაწოლილი, ახლა თავად ვიყავი ჰორიზონტი.
მზე სულ გადაიხარა და უდაბნოს ზღვაში ჩაიძირა... მოსარკულმა ზეცამ უამრავი ვარსკვლავი კოსმოსურ ქვიშასავით მოაფრქვია ციურ უდაბნოს. დიდი დათვის თანავარსკვლავედი, პატარა დათვთან ერთად, უკუღმა იდო ცაზე; „კუდის“ მხარე ჰქონდათ ჩემკენ მოქცეული... ორიონის თანავარსკვლავედსაც მივაწვდინე მზერა. მახსოვდა, საქართველოდან როგორ მოჩანდა, ახლა კი ძლივს ვცნობდი. მის მოხაზულობას თვალით გვიან ვიჭერდი. არაბული დამწერლობასავით შებრუნებულად ჩანდა.
ღრმა სიმშვიდეში ჩავიძირე. არაფერი იძვროდა: არც ქვიშა, არც ვარსკვლავები, არც ჰაერი, არც მე. ბანაკის ჟრიამულიც მინელდა. კონიაკმა და „ბირამ“ თავისი ქნა. აღარც ცეცხლი ტკაცუნობდა, ჩირაღდანივით ჩუმად გიზგიზებდა დიუნის წვერზე. მთვარე ნელ-ნელა უფრო კაშკაშა ხდებოდა. სხვანაირი იყო საჰარის ვეებერთელა მთვარე, სულ სხვანაირი _ ნამტირალევი ქალის ჩაშავებული თვალებით, გაბუტული და მარტოხელა.

- ალ ლაილა ჯამილა! - მომესმა შორიდან გამყოლის ხმა. ლამაზი ღამეაო - არაბულად ამბობდა.
ნელ-ნელა აგრილდა, თუმცა, ქვიშა ჯერ კიდევ თბილი იყო და ცეცხლთან დაბრუნებას არ ვჩქარობდი.
საჰარა ნელა იწყებდა ტანგოს კოსმოსთან და სრული ექსტაზის მოსალოდნელი განცდა არ მტოვებდა.
უეცრად დაგუბებული სიჩუმე ღრმა ამოსუნთქვის ხმამ და რიტმული მოძრაობით აშლილმა ქვიშის ხმაურმა შეარხია. ნირვანიდან სწრაფად გამოვერკვიე, დანა მოვსინჯე და სიბნელეს მივაყურადე. არაფერი ჩანდა. ჯერ მხოლოდ ისმოდა... გავირინდე.
არ მომჩვენებია... ხელახლა გაისმა ჩუმი ფრუტუნი და აშლილი ქვიშის ჩუმი შრიალიც მაშინვე მოსწვდა ჩემს ყურს. გაქცევას ვეღარ ვასწრებდი, ამიტომ ლოდინი და მზადყოფნა ვარჩიე. მთლად სმენად ვიქეცი, მუხლებზე წამოვიწიე და დიუნიდან ქვემოთ გადავიხედე.
მთვარის კაშკაშა შუქზე დიუნებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ხეობაში ამქვეყნად ყველაზე ლამაზად მოყვანილი თავი, ამაყი კისერი და ძლიერად დაკუნთული მკერდი გამოჩნდა... ყველაფერს ველოდი მაგრამ, რასაც ვხედავდი, იმას - ნამდვილად არა.

მთვარით განათებულ უდაბნოს ღამეში ველური გრაციოზულობით მოაბიჯებდა არაბული ბედაური. თეთრი, წვრილი კოჭებით ქვიშაში ეფლობოდა და ჰაერს მთელი ძალით იყნოსავდა. მაღალ, მშვილდივით მოდრეკილ კისერზე არტერია ისე დასჭიმვოდა ძარღვზე თითების და ტუჩების ჩაყოლება მოგინდებოდა. მისი თვალების თეთრი სკლერის შუქი მთვარისას ერწყმოდა. შავი, ჩამოშლილი, ჩანჩქერივით ძუა მიწას ეფინებოდა. ქალის თმასავით ნაზი ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა. გაოგნებული მივჩერებოდი უნაკლო ცხოველს. მჯეროდა, რომ ზეციური სამყაროდან შემთხვევით აღმოჩნდა დედამიწაზე და ახლა, უკან დასაბრუნებელ გზას ეძებდა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. უცბად გულმა მითხრა, რაც ახლა ხდება, „ათას ერთი ღამის“ რომელიღაც ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავსო და ამ ზღაპარში სამუდამოდ დარჩენა მომინდა.
- ჯადარი! ამ ცხენს მთელი საჰარა იცნობს. - ჩაიჩურჩულა მუჰამედმა.
- ულამაზესი ცხოველია...
- ეს ალ ქაბირის ცხენია. - ჩემ გვერდით ჩაიჩოქა გამყოლმა.
- ვერც კი იფიქრებ, რომ ნამდვილია, ნახატს ჰგავს. მარტო როგორ გამოუშვეს?
- ალბათ რაღაც მოხდა.
- არა მგონია, პატრონს რამე უჭირდეს, ცხენი შეუკაზმავია, გამოიქცეოდა. - ვუპასუხე დამტვრეული არაბულით.
- ბედუინი და შეკაზმული ცხენი? ბედუინი ცხენზე კი არ ზის, წევს და მის ფაფარში გახვეული, დიდი ალაჰის ლოცვასავით მიფრინავს უდაბნოს მზისკენ.
- ალ ქაბირი ვინაა?
- ბედუინია უდაბნოს კაცი. ალჟირის საჰარაში მშობლები ჰყავს, ტიდიკელტიში სახლობენ. თვითონ უდაბნოში ცხოვრობს. ოაზისების შორიახლოს ჩერდება ხოლმე. აქაურებს არ ჰგავს, უცნაურია კაცია.
- უცნაურობაში რას გულისხმობ?
- მისნაირები სიცოცხლეს დიდად არ დაგიდევენ. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ და თუ ეს მიზანი მიუღწეველი ეჩვენებათ, მათთვის სიცოცხლესაც ფასი ეკარგება. მათ ცხოვრებაში ყველაფერი სხვა - ოჯახი, ცოლ-შვილი, სიყვარული - მხოლოდ ამ მიზნის დანამატია. თუმცა, მას არც ცოლი ჰყავს, არც შვილი. მომთაბარეები ამბობენ, რაღაცას წერსო. რას - ვინ იცის... არავის აჩვენებს, საიდუმლოდ ინახავს და ემი კუსიზე ოცნებობს.
- ემი კუსი რა არის?
- ვეებერთელა კლდოვანი მთაა ტიბესტის მთაგრეხილზე, ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ვულკანია. ჩადის ტერიტორიაზეა და ყველაზე მაღალი ადგილია საჰარაში. ზედ ქვიშაც კი ვერ ჩერდება ქარების გამო. აი, ამ მთაზე უნდა ასვლა. ეჰ... რამდენი ქალი და მზეთუნახავი „ფათა ჯამილა“ გიჟდება მასზე, ის კი თქვენსავით დიუნის წვერზე გაწვება და მთელი ღამეები ცას ასცქერის. შეუდარებელი ვაჟკაცი და ღირსეული ჭაბუკია ალ ქაბირი. ცხენიც საკადრისი ჰყავს, ჯიშიანი. მთელ საჰარაში ტოლს ვერავინ დაუდებს ვერც კაცს და ვერც მის ბედაურს. ჩვენებური ლეგენდა ბედაურებზე ამ ცხენზეა ზედგამოჭრილი.
- რა ლეგენდა?
- ამბობენ, რომ ერთხელ დიდმა ალაჰმა სამხრეთის თბილი ქარი დაიჭირა, სული შთაბერა, ცხენად აქცია და უბრძანა, ამიერიდან შენ გერქმევა არაბული ბედაური, შენი ღირსება შენს ფაფარში მოექცევა, შენი მეგობარი შენი პატრონი იქნება და გაჯილდოვებ დიადი ნიჭით - უფრთოდ იფრინო. შუბლზე კი ნიშნად თეთრი ვარსკვლავი გექნებაო აი, ასე გაჩნდა არაბული ბედაური.
-ეგ ლეგენდა ახლა სინამდვილეს ჰგავს. - ვთქვი ჩუმად.
- ჩვენებურ ბედაურებზე უძველესი დროიდან უამრავი ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ისინი ქვიშიდან, ღამის ციდან და თავისუფალი ქარებიდან იბადებიან, უსაზღვრო უდაბნოს შუაგულში ბინადრობენ და მათთან შეხვედრა მოკვდავისთვის დიდი გამართლებაა, ოღონდ ისინი არავის იკარებენ. მათი სახლი უდაბნოა, მათი ბედისწერა კი - თავისუფლება.
- ეს ბედაური მართლა საოცრად ლამაზია და ღირსებით სავსე. თუმცა, მგონი, შეშინებულია ან ვიღაცას ეძებს.
- შეიძლება რაღაც მოხდა. ბანაკის მიტოვება არ მინდა, მაგრამ ეს ცხენი... არ მახსოვს, ასეთი რამ ადრე მომხდარიყოს... რამე ხიფათი არ გვემუქრებოდეს... ნი’ლნა, ბანაკში დაბრუნდი, ყოველი შემთხვევისთვის პოლონელი ინსტრუქტორი გააღვიძე, ცეცხლი არ ჩააქროს. მეც მალე მოვალ. - მითხრა მუჰამედმა. მისი ჩუმი სტვენა დიუნის კალთაზე დაქანდა, მაგრამ ბანაკამდე ხმას არც კი მიუღწევია. არც უდაბნოს დუმილს დაჰკლებია რამე, ცხენმა კი მაშინვე გაიგონა. სანამ მუჰამედი დიუნას კალთაზე ქვევით ცურდებოდა, ჩემკენ მობრუნდა და ქანდაკებასავით გაქვავდა.

(გაგრძელდება)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე თვალებს არ ვუჯერებ. ყველა ემოცია ერთბაშად მომაწყდა, რაც ამ რომანის წაკითხვისას მეუფლებოდა.შარშან წავიკითხე და იმხელა შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, დედაჩემს მოვუყევი მთელი ისტორია და ისიც კი გავაგიჟე.
უსაზღვრო მადლობა ნეფერტარ, რომ ეს რომანი აქ გამოაქვეყნე და კიდევ ერთელ მომეცა საშუალება დავტკბე ამ საოცარი ისტორიით. ველოდები იმ დღეს, როცა ბედუინს წიგნად ვიხილავ და ჩემს ირგვლივ ყველას გავაგებინებ, როგორი ნიჭიერი და სასწაული მწერალი გვყავს თქვენი სახით.

 



№2 წევრი mirandaa31

თვალებს არ ვუჯერებ, რა მაგრია ვგიჟდები საუკეთესოა საუკეთესოთა შორის! ამის წაკითხვის შემდეგ ძალიან დიდხანს ვიყავი შთაბეჭდილებები ქვეშ. დიდი მადლობა რომ დაიწყე
დადება ამ რომანის, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გადავავლებ თვალს. ვსაც წაკითხული არ აქვს და მშუურს.. წინ ძალიან მაგარი
რაღაც გელოდებათ.
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი ნეფერტარი

ვისაც წიგნად აინტერესებს, მალე იქნება, უკვე სტამბაშია, ჩემი ავატარი წიგნის ყდაა. ფოტოზე, ნილნა უდაბნოში მიწაზე ზის, მშიერი, მწყურვალი, ჭუჭყიანი, ქვიშიანი, ფეხზე ტიმბერლენდის ფეხსაცმელი აცვია და დაღლილი შესცქერის მზეს. :)

 



№4 წევრი mirandaa31

ნეფერტარი
ვისაც წიგნად აინტერესებს, მალე იქნება, უკვე სტამბაშია, ჩემი ავატარი წიგნის ყდაა. ფოტოზე, ნილნა უდაბნოში მიწაზე ზის, მშიერი, მწყურვალი, ჭუჭყიანი, ქვიშიანი, ფეხზე ტიმბერლენდის ფეხსაცმელი აცვია და დაღლილი შესცქერის მზეს. :)

ვაიმე არ იცი როგორ გამახარე.. აუცილებლად შევიძან აუცილებლად. ნილნა როგორ მომენატრაა ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5 სტუმარი Mako

Zalian damainteresa.sxvagan sad shemizlia cavikitx,cina komentaridan chans rom sxvaganac devs.ar daagviano ra shemdegi tavi

 



№6  offline წევრი ნეფერტარი

წიგნის ჩემი ფსევდონიმით გამოდის, ამიტომ მაღაზიებში უნდა მოიკითხოთ ასე:

"ნეფერტარის ბედუინი მინდა !!!"


ანუ როგორც შეჩვეულები ხართ. :)

 



№7 წევრი mirandaa31

მე pdf მქონდა. აუცილებლად ეგრე ვიკითხავ. აქაც თუ დაწერ რომ გამოვა კარგი იქნება ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№8  offline წევრი ნეფერტარი

mirandaa31
მე pdf მქონდა. აუცილებლად ეგრე ვიკითხავ. აქაც თუ დაწერ რომ გამოვა კარგი იქნება ❤️


აუცილებლად გამოვაქვეყნებ ოფციალური პრეზენტაციის თარიღს და იმ წიგნის მაღაზიების ნუსხასაც მისამართებით სადაც ნეფერტარის ბედუინის ყიდვა შეგეძლებათ. ფასსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

 



№9  offline წევრი ჟიზელი

წაკითხული მაქვს ეს არაჩვეულებრივი ქმნილება. რომ დავამთავრე კითხვა, გაგიჟებული,აღფრთოვანებული ვუყვებოდი ჩემს წიგნებზე შეყვარებულ მეგობარს და წაიკითხე-მეთქი ვაძალებდი,მაგრამ ონალინ ვერაფრით დავაძალე,რომ ეკითხა თავისი "გაფუჭებული" თვალევით... ამიტომ დავპირდი,თუ ოდესნე წიგნად გამოიცემა ,აუცილებლად გაჩუქებ-მეთქი. ძალიან გამახარა ამ ამბავმა, თუმცა რატომღაც გული დამწყდა ,რომ ფსევდონიმით აქვეყნებ და ასეთი ნიჭიერების ნამდვილი სახელით არ იქნება ეს წიგნი ჩემს ხელებში.

 



№10  offline წევრი ნეფერტარი

ჟიზელი
წაკითხული მაქვს ეს არაჩვეულებრივი ქმნილება. რომ დავამთავრე კითხვა, გაგიჟებული,აღფრთოვანებული ვუყვებოდი ჩემს წიგნებზე შეყვარებულ მეგობარს და წაიკითხე-მეთქი ვაძალებდი,მაგრამ ონალინ ვერაფრით დავაძალე,რომ ეკითხა თავისი "გაფუჭებული" თვალევით... ამიტომ დავპირდი,თუ ოდესნე წიგნად გამოიცემა ,აუცილებლად გაჩუქებ-მეთქი. ძალიან გამახარა ამ ამბავმა, თუმცა რატომღაც გული დამწყდა ,რომ ფსევდონიმით აქვეყნებ და ასეთი ნიჭიერების ნამდვილი სახელით არ იქნება ეს წიგნი ჩემს ხელებში.


ჟიზელ,
გამახარა თვენმა კომენტარმა, ცხადია ჩემი სახელი და გვარიც იქნება წიგნში როგორც ტექსტის ავტორის, ოღონდ საავტორო გვერდზე. :)

ამ რომანს ყველა ნეფერტარის "ბედუინით" იცნობს და ასე უყვართ, ჰოდა ჯობია დარჩეს ასე...

 



№11  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Gmerto ar vici ra gitxrat jer tvalebs ver davujere...
Sharshan wavikitxe da saswaulad viyavi emociebis qvesh. She.deg tqvenc mogweret gvqonda patara dialogi. Dgemde moutbenlad velodi gamocemas da imedi ar d damikargavs. Chemi udidesi siyvaruli da pativiscema tqven am bednierebistvis romelas axla tqvrn manichebt. Echviarshegeparot rom tqveni beduini daamshvenebs chems bibliotekas saxlshi. Me ububralod dzalian miyvarxart rqvenc da tqveni beduinic.

 



№12  offline წევრი ნეფერტარი

nawkas12345
Gmerto ar vici ra gitxrat jer tvalebs ver davujere...
Sharshan wavikitxe da saswaulad viyavi emociebis qvesh. She.deg tqvenc mogweret gvqonda patara dialogi. Dgemde moutbenlad velodi gamocemas da imedi ar d damikargavs. Chemi udidesi siyvaruli da pativiscema tqven am bednierebistvis romelas axla tqvrn manichebt. Echviarshegeparot rom tqveni beduini daamshvenebs chems bibliotekas saxlshi. Me ububralod dzalian miyvarxart rqvenc da tqveni beduinic.


მადლობა ნაწკას1234,
პრეზენტაციას აქვე გამოვაქვეყნებ, თუ მოხვალთ, ავტოგრაფსაც მოგართმევთ და კიდევაც გაგიცნობთ. აუცილებლად მოხვდება თქვენი წიგნის თაროზე ნეფერტარის "ბედუინი"

 



№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ურაკპარაკზე დავიწყე კითხვა და მერე ვერარ მოვახერხე შესვლა.
ძალიან გამიხარდა აქ რომ დავინახე.
მომწონს სათავგადასავლო რომანები, მით უფრო სხვა კულტურაზე და ხალხზე.
ლამაზი ენა გაქვს, მოქნილი, ლაღი, არ დაგრლის, არც იმას იფიქრებ მოდი გადავახტებიო, რაც ხშირად მემართება ხოლმე.
წიგნსაც აუცილებლად შევიძენ და პრეზენტაციაზეც მოვალ. საუკეთესო გოგო ხარ.

 



№14  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ღმერთო როგორ გამიხარდა. პირველი დედას გავუგზავნი წიგნს საჩუქრად. ასეთი კარგი რომანი აქამდეც უნდა გამოსულიყო წიგნად.

 



№15  offline წევრი ნეფერტარი

Chikochiko
ღმერთო როგორ გამიხარდა. პირველი დედას გავუგზავნი წიგნს საჩუქრად. ასეთი კარგი რომანი აქამდეც უნდა გამოსულიყო წიგნად.


დედას ავტოგრაფიანი წაუღე, უფრო გაეხარდება. :)

ლორელაი
ურაკპარაკზე დავიწყე კითხვა და მერე ვერარ მოვახერხე შესვლა.
ძალიან გამიხარდა აქ რომ დავინახე.
მომწონს სათავგადასავლო რომანები, მით უფრო სხვა კულტურაზე და ხალხზე.
ლამაზი ენა გაქვს, მოქნილი, ლაღი, არ დაგრლის, არც იმას იფიქრებ მოდი გადავახტებიო, რაც ხშირად მემართება ხოლმე.
წიგნსაც აუცილებლად შევიძენ და პრეზენტაციაზეც მოვალ. საუკეთესო გოგო ხარ.


აუცილებლად მობრძანდით პრეზენტაციაზე, გაგიცნობთ და ავტოგრაფსაც სიხარულით გიძღვნით.

 



№16  offline მოდერი Life is Good

ჰეეი ეს ვინ აღმოვაჩინეეე kissing_heart kissing_heart სად დევს სრულად იქნებ მეც მითხრაათ?რაც შეეხება წიგნს, აუცილებლად შევიძენ და ჩემი ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს დაიკავებს.

 



№17  offline წევრი ნეფერტარი

Life is Good
ჰეეი ეს ვინ აღმოვაჩინეეე kissing_heart kissing_heart სად დევს სრულად იქნებ მეც მითხრაათ?რაც შეეხება წიგნს, აუცილებლად შევიძენ და ჩემი ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს დაიკავებს.


მიხარია რომ შეიძენთ... :) აი ძალიან მიხარია...:)

 



№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან გამიხარდა აქაც რომ შემოგვიერთდით და ეს ისტორია დადეთ.ძალიან მაგარი ისტორიაა და უკვე ვიცი წინ როგორი სიამოვნება მელოდება

ნეფერტარი
Life is Good
ჰეეი ეს ვინ აღმოვაჩინეეე kissing_heart kissing_heart სად დევს სრულად იქნებ მეც მითხრაათ?რაც შეეხება წიგნს, აუცილებლად შევიძენ და ჩემი ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს დაიკავებს.


მიხარია რომ შეიძენთ... :) აი ძალიან მიხარია...:)

მოიცა ეს ისტორია არის წიგნად გამოშვებული?
--------------------
ლანა

 



№19  offline წევრი ნეფერტარი

La-Na
ძალიან გამიხარდა აქაც რომ შემოგვიერთდით და ეს ისტორია დადეთ.ძალიან მაგარი ისტორიაა და უკვე ვიცი წინ როგორი სიამოვნება მელოდება

ნეფერტარი
Life is Good
ჰეეი ეს ვინ აღმოვაჩინეეე kissing_heart kissing_heart სად დევს სრულად იქნებ მეც მითხრაათ?რაც შეეხება წიგნს, აუცილებლად შევიძენ და ჩემი ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს დაიკავებს.


მიხარია რომ შეიძენთ... :) აი ძალიან მიხარია...:)

მოიცა ეს ისტორია არის წიგნად გამოშვებული?


სტამბაში ვარო ლანა, სტამბაშიო და მალე მოვბრუნდებიო წიგნადო. :)

 



№20  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნეფერტარი
La-Na
ძალიან გამიხარდა აქაც რომ შემოგვიერთდით და ეს ისტორია დადეთ.ძალიან მაგარი ისტორიაა და უკვე ვიცი წინ როგორი სიამოვნება მელოდება

ნეფერტარი
Life is Good
ჰეეი ეს ვინ აღმოვაჩინეეე kissing_heart kissing_heart სად დევს სრულად იქნებ მეც მითხრაათ?რაც შეეხება წიგნს, აუცილებლად შევიძენ და ჩემი ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს დაიკავებს.


მიხარია რომ შეიძენთ... :) აი ძალიან მიხარია...:)

მოიცა ეს ისტორია არის წიგნად გამოშვებული?


სტამბაში ვარო ლანა, სტამბაშიო და მალე მოვბრუნდებიო წიგნადო. :)

აი ძალიან გამახარე.ეს ისტორია ისე მიყვარს მიხარია მალე წიგნის სახითაც რომ მექნება სახლში
--------------------
ლანა

 



№21  offline აქტიური მკითხველი lalita

შენი სხვა ისტორიები სად შეიძლება წავიკითხო .

 



№22  offline წევრი ნეფერტარი

lalita
შენი სხვა ისტორიები სად შეიძლება წავიკითხო .


ლალიტა პმ- ში ვერ გიკავშირდებით, იქნებ თქვენ მომწეროთ.

 



№23 სტუმარი სტუმარი Inga

კითხულობ და ნატრობ,რომ დასასრული მალე არ დადგეს,უმაგრესია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent