შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ციცქნა! (1-7თავები)


7-07-2018, 18:42
ავტორი ჵჵჵჵ
ნანახია 538

ჩემი ციცქნა! (1-7თავები)

***
სულ რაღაც 10 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, სულ რამოდენიმე თვის წინ კი ის ერთადერთი ადამიანიც გამოე ც ალა ხელიდან, რომელიც მის ერთადერთ საყრდენად გადაიქცა, დედამისის სიკვდილის შემდეგ მამის დაკარგვამაც საბოლოოდ გაანადგურა.
მატერიალურად ყოველთვის უჭირდათ, მაგრამ ამაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია. მთავარი მისთვის თავისი ოჯახის სიყვარული და სითბო იყო, რომელსაც მშობლები არასოდეს აკლებდნენ.
სამი თვის წინ დაასრულა მეთერთმეტე კლასი და საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა.
ახლა 17წლისაა, საშუალო სიმაღლის, შავი თვალწარბითა დაა ამავე ფერის გრძელი ხვეული თმებით. არასოდეს ჰყოლია მეგობარი გოგო ან ბიჭი, პირიქით მასთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა და სკოლაში მისულს ყველა ამრეზით უყურებდა. ნეტავ მაშინ ჩაგეხედათ მის სულსა და გულში, ძალიან სტკიოდა საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება მისდამი.

*****
სულ რაღაც სამ დღეში სკოლა იწყება , სწავლა ძალიან მიყვარს, სკოლაში მისვლის სურვილი კი საერთოდ არ მაქვს, მიზეზი რაღათქმაუნდა, ის ქედმაღალი საზოგადოებაა, რომელმაც აღარ იბის სად დახარჯოს მდიდარი მამიკოების ფული და ყოველდღე ახალ-ახალი მანქანებითა და ცნობილი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანისამოსით იწონებენ თავს.
გაგიკვირდებათ აბა თუ ასეთი საზოგადოებაა სკოლაში, მე ასეთი უბრალო ადამიანი, როგორ მოვხვდი აქ. მამას ძალიან უნდოდა, რომ კარგ სკოლაში მესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ჩემი სახლიდან ძალიან შორს არის, და ვინაიდან ახლოს მდებარე სკოლებში არ არის კარგი სწავლა, მამამ გადაწყვიტა აქ მოვეყვანე ამბობდა, რომ ეს ჩემი კარგი და წარმატებული მომავლის საწყისი წეტილია და რომ
იმედები უნდა გამემართლებინა მისთვის, მგონი გამომდის კიდეც და დასახული მინისაკენ სწრაფვას არასოდეს არ შევწყვეტ.

***

სახლში სულ რაღაც ოთხი ოთახია: საძინებელი, სადაც ერთი საწოლი და კარადა დგას, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი თითქმის გახუნებული ტანისამოსი დევს, და ორი წყვილი ფეხსაცმელი, რომლისგანაც ერთერთის ძირი ისე წამოწეულიყო, რომ მოხმარებას აღარ ექვემდებარებოდა. ერთი ოთახი მეტად პატარა სამზარეულოს ეკავა, სადაცერთი პატარა გაზის ბალონი, ორი ან სამი ჭურჭლის კარადა, ონკანი და პატარა მაგიდა იდგა. მისაღები დანარჩენ ორ ოთახთან შედარებით დიდი იყო, ერთი პატარა ფანჯარა იყო, მაგრამ ოთახის განათებისათვის საკმარისი. ერთი მაგიდა იდგა ოთახის ცენტრში ოთხი დიდი სკამით ირგვლივ. ორი ქოთანში ლამაზად მოვლილი ყვავილი ხარობდა. ერთი კედლის ერთკუთხეში იდგა, მეორე კი მეორე კუთხეში. ეტყობოდა, რომ ყვავილები ძალიან უყვარდა.
სულ ეს წარმოადგენდა მის სიმდიდრეს სხვა არაფერი გააჩნდა.
***
აი დადგა სკოლის დღეც ნეტავ იცოდეთ, როგორ მეჯავრება და ვერ ვიტან, ჯერ არ მივსუვარ და უკვე წამოსვლაზე ვფიქრობ, საშინელებაა.
ოთახში შევედი და კარადა გამოვაღე, გუშინ მეზობელმა თავისი შვილს ნაქონი მაისური და ქვედაბოლო მომცა. არც კი დავფიქრებულვარ ისე დავავლე ხელი და სასწრაფოდ ჩავიცვი ვინაიდან სკოლა ჩემი სახლიდან შორსაა ადრე მიწევს წასვლა, რომ არ დავაგვიანო.
აი ჩემი სკოლაც, ეზოში რამოდენიმე ძვირადღირებული მანქანაა გაჩერებული, რომელთაგანაც რამოდენიმე არ მეცნო მაგრამ დიდად ყურადღება აღარ მიმიქცევია, პირდაპირ სკოლის კიბეებისაკენ ავიღე გეზი კიბის ორივე მხარეს რაღათქმაუნდა გოგონებისა და ბიჭების ჯგუფები იყო, რომლებიც არაამქვეყნიურად იცინოდნენ. ჩემს დანახვაზე ერთერთმა გოგომ მის გვერდით მდგომებს, რაღაც გადაულაპარაკა, ყველას გაკვირვებული მზერა ჩემსკენ მოიმართა შემდეგ კი ყველამ ერთად დაიწყო სიცილი. გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს ირგვლივ, მაგრამ სასაცილო ვერაფერი ვიპოვე დაღონებულმა დავხარე თვალები, რადგან ჩემი ცრემლით სავსე თვალები არავის შემჩნია და კლასისაკენ წავედი.
კლასში შესულმა განცალკევებული მერხისკენ ავიღე გეზი, რომელიც სულ უკან იდგა. ჩანთა სწრაფად მოვიხსენი და სკამზე დავაგდე, შემდეგ კი თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე. მანამ არ ამიწევია თავი სანამ ზარი არ დაირეკა და კლასი მოსწავლეებით გაივსო. დღეს პირველი დღე იყო და თავს არავინ იკლავდა გაკვეთილზე მოსმენისათვის.
ოცწუთიანი დასვენება იყო, როდესაც ჩვენი კლასის დამრიგებელმა შემოხსნა კარი, ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა და წარმატებები გვისურვა.
-დემეტრე მოდი-კლასიდან გასძახა ვიღაც დემეტრეს.
-მოვდივარ-საშინლად ბოხი ბარიტონი გაისმა, მაგრამ დიდად აღარ დავვინტერესებულვარ თუ ვინ იყო დემეტრე და ადგილს დავუბრუნდი. ალბათ კიდევ ერთი ახალი მოსწვლე მაგათი ატანა აღარ მაქვს იმედია გაკვეთილები მალე დასრულდება. როგორც ვთქვი კიდევ ერთი ახალი მოსწავლე გადმოვიდა თუმცა მისკენ არც კი გამიხედავს არ მინდოდა მისი სახის დანახვა, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა, მეორეც იმიტომ, რომ არ მინდოდა კიდევ ერთი ირონიით გაჟღენთილი სახის დანახვა. იმმდენად ვარ ჩაციკლული, რომ ყველა ასეთი მგონია. კლასელები დამრიგებლის გასვლისთანავე მიცვივდნენ და გამოკითხვა დაუწყეს ისიც, ყველა კითხვას მოთმინებით პასუხობდა. ზარიც მალევე დაირეკა, ძალიან გამიკვირდა, როდესაც კუთვნილი სკამი და მერხი, ჩემი მაგიდის უკან მოათავსა და იქ დაიკავა ადგილი. ყველა გაკვირვებული აკვირდებოდა, მეც გამიკვირდა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია გაკვეთილისათვის მზადებით დავკავდი. გაკვეთილები მალე დასრულდა დემეტრე კი კვლავ ყურადღების ცენტრში იყო აქამდე თუ ცემს მერხე არ უახლოვდებოდნენ ახლა აღარ შორდებიან. მაგრამ ისე, რომ ჩემსკენ ყოველთვის ზურგით დგებიან და ზოგჯერ ზიზღითაც გადმომხედავდნენ.
სახლისაკენ გავუდექი გზას, თან ვფიქრობდი. სასწრაფოდ სმსახური უნდა მეშოვნა, რადგან დანაზოგი საკმარისი არ არის ეკონომიურად თუ მოვიხმარ ალბათ, ერთი თვე მაინც არ მეყოფა, მაგრამ მე სამსახურში ვინ ამიყვანს?! ტანსაცმელიც კი არ მაქვს შესაბამისი, რადგან მამაჩემის დატოვებული ფულით საკვების გარდა არაფერი არ მიყიდია.
სახლის კარები გავაღე და სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი, რათქმაუნდა არაფერი დამხვდა ერთი პატარა პურის ნატეხის გარდა ახლა ისევ უკან დბრუნება მომიწევს, რადგან ახლოს მდებარე მაღაზიებში ყველაფერი ძვირია და რაც უფრომოვუფრთხილდები ფულს ჩემთვის იქნება ისევ სასარგებლო ფულის ამოწურვის შემდეგ კი არვიცი რა მეშველება იმედია ვიშოვი სამსახურს. ოთახში შევედი და ოცი წუთით დავისვენე, შემდეგ კი კვლავ ფეხით დავადექი გზას. სულ რაღაც ხუთი ლარი ავიღე მაგრამ მის მთლიანად დახარჯვას არ ვაპირებ. მარკეტში შესულმა მხოლოდ და მხოლოდ სამი კვერცხი და ერთი პური ვიყიდე ალბათ ხვალ საღამომდე მეყოფა. მარკეტიდან გმოსულმა, იქვე ბიჭების ბირჟა შევამჩნიე ოთხი მათგანი ჩემი კლასელი იყო ორი გოგო და ორი ბიჭი, ერთ-ერთ მათგანში კი დემეტრე ამოვიცანი, სერიოზული სახით იდგა და საუბრობდა. ახლა მხოლოდ ის მინდოდა, რომ მათ არ შევემჩნიე, თავი დავხარე და ისე წვედი, რადგან გვერდით უნდა ჩამევლო.
-რაო მათხოვარო ფული აღარ გეყო?!-მომაძახა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა დათომ და ციინიკურად გადმომხედა. სიტყვა არ შემიბრუნებია ვიცოდი ამას აზრი არ ჰქონდა. შევამჩნიე, როგორი გაკვირვებული სახით იყურებოდნენ დემეტრე და ის უცხო ბიჭი. ყურადღება აღარ მიმიქცევია ისე გავნაგრძე გზა. უკან კი აუტანელი სიცილის ხმა მომესმა. ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა. მეც თავის ვეღარ შევიკავე და, როდესაც საკმაოდ ჩამვშორდი მათ ერთ-ერთ შესახვევში შევუხვიე და ბოლო ხმაზე ავტირდი.
-რა უნდათ ჩემგან რა დავუშავე?! მხოლოდ იმიტომ ვეზიზღები ყველას , რომ ღარიბი ვარ?! მე ხომ მაქვს გული?! ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?!-უაზროდ ვსაუბრობდი ჩემთვის და სკუთარ თავს იმ კითხვებს ვუსვამდი რაზეც ალბათ, თვითონ ამ საზოგადოებასაც არ ექნებოდა პასუხი.
საკმაოდ ჩამობნელდა სასწრაფოდ ავიღე პური და კვერცხი და გეზი სხლისაკენ ავიღე. მხოლოდ სალში მისულმა შევამჩნიე, რომ სამი კვერცხიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი დარჩენილიყო. მწარედ ჩამეცინა და წყალი დავდგი ასადურებლად, მაგრამ ბედი არ გინდა? ჩაის ფერიც გათვებულიყო. ნერვებ მოშლილმა, ის პური და კვერცხიც კარადაში მოვათავსე და სამეცადინოდ წავედი.
***
მეორე დღეს რვა იყო საათი, რომ გამეღვიცა ძალიან მშიოდა, მაგრამ ამის დრო აღარ იყო სსწრაფოდ სასწრაფოდ ჩავიცვი, თმა დავივარცხნე, ჩანთა ზურგზე მოვიგდე და სკოლისაკენ მიმავალ გზას ფეხით დავადექი. სკოლაში მისულს, ყველამ ერთდროულად მომაშტრდა და გაკვირვებული აქა-იქ დაიწყეს ჩურჩული, ვინაიდან ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, პირდაპირ კლასისაკენ ავიღე გეზი.
კლასის კარი, როგორც კი შევხსენი დათო ამესვეტა და ხელი ძლიერად ჩამავლო მკლავში ძალიან შემეშინდა. ნეტავ ახლა რაღა დავაშავე.
-მომისმინე შე მათხო...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კლასში ვიღაც შემოვიდა, მეგონა, რომელიმე მასწავლებელი იქნებოდა და ამიტომ გაჩერდა, მაგრამ შევცდი, უკან მიბრუნებულს დემეტრე დამხვდა, რომელმაც ამ წამს შემოაბიჯა კლასში ჩანთა ხელში მომაჩეჩა და დათოს ანიშნა გამომყევიო. მე კი ასე სულელივით ვიდექი, მისი ჩანთა ხელში მეკავა და მიმავალთ გავყურებდი. ზარი მათი გასვლისთანავე დაირეკა შევამჩნიე, როგორ ჩაავლო ხელი დათოს საყელოში და გაბრაზებულმა ქვედა სართულისაკენ წაათრია. ერთ წამს მეგონა, რომ მე დამიცვა, მაგრამ ეს უაზრო ფიქრი სასწრაფოდ ამოვშალე ჩემი უტვინო თავიდან მწარედ ჩამეცინა ჩემივე ფიქრებზე და მისი ჩანთა თავისსავე მერხზე მოვათავსე. ალბათ კიდევ რაღაც დააშავა დათომ, დემეტრემ კი დაინხა თუ არა, ისე რომ არც დაფიქრებულა ჩანთა შემომაჩეჩა ხელებში ალბათ, ვერც შემამჩნია მე, რომ ვიყავი თორემ ახლოსაც არ გამაკარებდა მის ჩანთასთან მან ხომ უკვე იცის, რომ ღარიბი ვარ.
ორი გაკვეთილის შემდეგ კარი დაუკითხავად შემოხსნა დემეტრემ და თავისი ადგილისაკენ აიღო გეზი იქ მისულმა სწრაფად დასტაცა ხელი ჩანთას და სწრაფადვე დატოვა კლასი. ყველა გაკვირვებული უყურებდა, მასწავლებელს კი კინაღამ ყბა ჩამოუვარდა და თვალები გადმოუცვიდა. შემდეგ რაღაც ჩაილაპარაკა მობეზრებული სახით თავი გააქნი და ჟურნალს მიუბრუნდა.
***
სახლში, რომ მივედი ოთხი იყო საათი სწრაფად გამოვიცვალე ცოტა დავისვენე და მეცადინეობას შევუდექი, შემდეგ კი სამზარეულოს მივაშურე და თითქმის ორი დღის უჭმელმა ისე გემრიელად შევექეცი ჭამას, რომ აღარავის ახსოვდა არც ეკონომიურად ჭამა და მითუმეტეს ფინანსური მდგომარეობა.
ათი საათი იყო, როდესაც დასაძინებლად წავედი. ხვალ შაბათია ძლიან მიხარია, თან დროა სამსახურის ძებნა დავიწყო, მაგრამ აზრზე არ ვარ სად უნდა ვეძებო.
დილით ადრიანად წავედი იქნებ რამე ვიშოვომეთქი. ერთერთ ქუჩას მივუყვებოდი, როდესაც კაგის ვიტრინაზე გაკრულ განცხადებას მოვკარი თვალი სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ მიმტანი, არც კი დავფიქრებულვარ ისე შევაღე კარი და ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით კაფის მეპატრონის კაბინეტიც მალევე ვიპოვე. გასაუბრება წარმტებული აღმოჩნდა, თან სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ კიდევ ერთი თანამშრომელი და თითქმის არც დაფიქრებულა ისე ამიყვანა სამსახურში. ბედნიერმა დავტოვე შენობა ხვალიდან მუშაობას ვიწყებდი.
მეორე დღეს კვირა იყო და ადრიანად წავედი აწ უკვე ჩემს სამსახურში, იქ მისულს არაჩვეულებრივი გარემო და თბილი ადამიანები დამხვდნენ. გართულება მხოლოდ მათ უნიფორმაზე მქონდა, რომელიც ძალიან მაკომპლექსებდა, მაგრამ რა უნდა მექნა.
კაფეს მეპატრონეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე, რადგან სკოლა მქონდა დრო უნდა შემეთანხმებინა მასთან. ძალიან გამიხარდა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათის გაცდენა მომიწევდა დანარჩენ დღეებში სკოლის შემდეგ ვიმუშავებდი საღამოს რვა საათამდე.
ორშაბათი დღეც მალევე მიიწურა. დაღლილ დაქანცულმა სახლში მისვლისთანავე დავიძინე დილით კი ადრიანად გავიღვიძე და წავიმეცადინე. სკოლაში ხუთი წუთით დამაგვიანდა. კარებზე დავაკაკუნე და მასწავლებლის „შემოდის“ შემდეგ თავდახრილმა შევაღე კარი ბოდიში მოვიხადე დაგვიანებისათვის და ჩემი ადგილისაკენ ავიღე გეზი. მერხისაკენ მიმავალმა დემეტრეს გაბრაზებულ სახეს გადავაწყდი,თვალს არ მაშორებდა და ყველ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა სანამ ჩემს მერხთან დავჯდებოდი. კი შემეშინდა მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე.

***
ოცწუთიანი დასვენება იყო შესააბამისად ყველა კაფეტერიაშია. მე როგორც ყოველთვის ფანჯარასთან ვიდექი და უაზროდ გავყურებდი სივრცეს. ვფიქრობდი მამაზე, დედაზე, ახლად დაწყებულ სამუშაოზე, პირველ ხელფასზე და ჩემს მომავალზე. ზარის ხმამ ისევ რეალობაში დამაბრუნა სასწრაფოდ დავუბრუნდი ადგილს. და მათემატიკის წიგნი ამოვიღე.
გაკვეთილების დასრულებისთანავე ავიღე ჩანთა და სწრაფად გავუყევი გზას. სახლში მივედი ვისადილე და კაფეში წავედი. სწრაფად მოვირგე სამოსი და მუშაობას შევუდექი. ათ საათზე ბოლო კლიენტმაც დატოვა რესტორანი, მაგიდა ავალაგე და სახლისაკენ ავიღე გეზი.
შემდეგი დღე სკოლაში ჩვეულებრივად მიდიოდა, გაკვეთილების ბოლოს ჩემმა კლასელმა ლანამ ფეხზე წამოდგა და ყველა თავის დაბადებისდღზე დაპატიჟა, მე რათქმაუნდა ამასაც არ მივაქციე ყურადღება და სახლში გავიქეცი რადგან მაგვიანდებოდა საჭმელი არ კი მიჭამია პირდაპირ გავიქეცი სამსახურში, რესტორანში რატომღაც არავინ დამხვდა მარიამს ვკთხე თუ რატომ არავინ არ იყო, თანაც შევამჩნიე, რომ ყველა აქეთ-იქით დარბოდა და რაღაცას ამზადებდნენ. თურმე ვიღაცის დაბადების დღე ყოფილა. მეც მხიარულად შევუდექი საქმეს, ბავშვები ექვსისთვის უნდა მოსულიყვნენ. მანამდე ყველაფერს მოვრჩით და კმაყოფილმა შევათვალიერე ნახელავი, ყველაფერი შესანიშნავი იყო. მალე იუბილარიც მოვიდოდა. ექვსს ხუთი წუთი ეკლო სამზარეულოშ გადავინაცვლე, ცხელი კერძები გამომეტანა. მაგრამ ჯერ მზად არ იყო, ამოტომაც იქვე ჩამოვჯექი და დაველოდე. ბავშვებმა კარი ხმაურით შემოაღეს, ამასობაში კერძებიც გაამზადეს, ხელი დავავლე და მაგიდისაკენ დავიძარი, როდესაც მივედი მაგიდასთან მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შევხედე სახეზე ყველა გაკვირვებული მიყურებდა, მეც არანაკლებ გაოცებული დავრჩი, როდესაც მათში ჩემი კლასელები ამოვიცანი. მალევე მოვაშორე მათ მზერა და ჩემი საქმის შესრულებას შევუდექი. კიდევ ერთი ბოლო კერძის გამოსატანად წავედი. გამოსვლისას დემეტრე შევამჩნიე, რატომრაც არ მინდოდა, რომ ასე დავენახე, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოიხედა და მეც მზერა სასწრაფოდ მოვშორე, რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ დემეტრეს კი ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი შეეყინა საინტერესოა რატომ?! თუმცა რა მიხვედრა უნდა ამას. კერძი თავისუფალ ადგილას ჩავდგი და აივნისაკენ დავიძარი, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდოდა. გავედი და ჩემდაუნებურად სახე მლაშე სითხემ დამისველა, კუთხეში ჩავიკეცე და უხმოდ დავიწყე ტირილი. მეც არ ვიცოდი რაზე ვტიროდი. ათ წუთში უკან დავბრუნდი, მათი მაგიდა უნდა გამევლო, როდესაც დემეტრემ მანიშნა მოდიო, სხეულის კანკალით მივედი იმის მოლოდინში თუ რას მეტყოდა
-დიახ, რა გნებავთ!
-ხვალვე დაწერ განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე-ჩემს ყურთან მოიტანა სახე და ჩამჩურჩულა.
-რა?-მოულოდნელობისაგან შევკივლე და ყველას მზერა ჩვენსკენ მოიმართა.
-რაც გაიგე ძვირფასო!-თვალი ჩამიკრა და გაიღიმა.
-კი როგორ არა ზუსტად მაგის გაკეთებას, ვაპირებ.
-ძალიანაც კარგი-მითხრა ისე, რომ არც კი შემოუხედავს. პსუხის დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც უფროსმა მანიშნა მოდიო.
-შემდეგისათვის დაიმახსოვრე, რომ კლიენტებთან საუბრის უფლება არ გაქვს-მითხრა მკაცრად მეც თავდახრილმა გამოვედი და სამზარეულოში უნდა შევსულიყავი, როდესაც ერთ-ერთმა კლსელმა მანიშნა მოდიო. იქ მისულმა დემეტრეს მზერას შევეყარე, მოურიდებლად მიყურებდა, თან იღიმოდა სასწრაფოდ ავარიდე თვალი, რადგან ძალიან მაბნევდა და მაკომპლექსებდა. ვიგრძენი, როგორ ავხურდი სახეზეალბათ პომიდორს დავემსგავსე. მისგან ზურგით დავდექი და ისე ავიღე შეკვეთა არ მინდოდა ჩემი სახე დაენახა.
ღამის თორმეტი იყო საათი როდესაც დაიშალნენ. ძლინ დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაგიდები უნდა დაგვესუფთვებინა, რასაც ნახევარი საათი მოვანდომეთ დ პირველის ნახევარზე უკვე თავისუფლები ვიყავით, მაგრამ ჩემი გასავლელი გზა, რომ გამახსენდა, სიკვდილი ვინატრე.
-ანა წამოდი თუ გინდა გაგიყვან-მომიახლოვდა ამავე რესტორანში მომუშავე ბიჭი საბა ძალიან კარგი ბიჭია. მომერიდა, მაგრმ მინც დათანხმებას ვაპირებდი, როდესაც დემეტრე გადმოვიდა იქვე მდგარი მანქანიდან.
-ანა ჩემთან ერთად მოდის არ არის საჭირო-უთხრა გაღიზიანებულმა. საბამაც კარგიო და წავიდა. საბას წასვლისთანავე მივუბრუნდი დემეტრეს.
-რას აკეთებ შენ საერთოდ? ვინ მოგცა ამდენის უფლება?...-ვუყვიროდი მას კი, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს აქ არც არაფერიო.
-ჩაჯექი ანა!-ყურადღება აღარ მივაქციე, ისე მომიშალა ნერვები, როცა გვერდის ავლა დავაპირე, მკლავით დამიჭირა-ასეთ დროსთუ გგონია მარტო გაგიშვებ ცდები პატარავ-თქვა თუ არა ხელში ამიტაცა.
-რას აკეთებ დამსვი!. არ გესმის?! დამსვიმეთქი!-თითქოს არც არაფერიო. ისე დამსვა მანქანაში. აღარაფერი მომიმოქმედებია. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ მანქანაში აქამდე არასოდეს არ ვმჯდარვარ. მანქანა იყო, ვერ ვერ ვერკვევი მანქანებში მაგრამ ამაზე უდაოდ შემეძლო მეთქვა, რომ ძალიან მდიდრული იყო. ჩემს ფიქრებში ვიყავი, როდესაც დემეტრემ მეორე მხრიდან მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-ღვედი შეიკარი!-მითხრა, მაგრამ ვერ გავიგე რა უნდა გამეკეთებინა-ღვედი შეიკარითქო!-კიდევ ერთხელ გამიმეორა, მაგრამ როდესაც არაფერი მოვიმოქმედე თვითონ მოიწია ჩემსკენ მე კი დაბნეულმა და შეშინებულმა კარს ავეკარი. მას კი ამაზე გაეცინა ადგილზე დამაბრუნა და ღვედი შემიკრა. აი თურმე რას ამბობდა. გავიფიქრე ჩემთვის, და თავი ფანჯრისაკენ მივატრიალე, ალბათ ახლა დებილად შემრაცხავს. გავიფიქრე თუ არა ცრემლებმა იწყეს დენა.
-სად ცხოვრობ?-უცებ დავიბენი რა მკითხა და სახე გაუცნობიერებლად გავტრიალე მის თვალებს გადავეყარე, ჩემი დანახვისას სახე უცებ მოეღუსა და ახლაღა გამახსენდა ჩემი თვალები.
-შენ რა ტირი?-ცალი ხელით ლოყაზე ცრემლი სემიმშრალა მეორეთი კი კვლვ აგრძელებდა მართვას. მანქანა სავალი გქიდან გადაიყვანა და მე მომიბრუნდა-რატომ ტირი აან?! გთხოვ ნუ ტირი არ უხდება შენს სახეს ცრემლები-მითხრა და ცრემლები შემიმშრალა.
-ამას რატომ აკეთებ რა გინდა ჩემგან?! ოღონდ ახლა ნუ იტყვი მეგობრობაო უბრალოდ სისულელეა ჩემნაირთან მეგობრობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
-შენნაირთან როგორთან?!
-აი მაგალითად ღარიბთან, რომელსაც საჭმლისათვის საკმარისი ფულიც კი არ აქვს, რომ კარგად გამოიკვებოს.
-მეორედ მაგას გაიმეორებ და არ ვიცი რას გიზამ. ცხოვრებაში მთავარი ფინანსური მდგომარეობა არ არის. მთავარია აქ რა გიდევს გაიგე?!-ხელი გულთან მოიტანა-ყველაზე სუფთა ხარ, შენ ანგელოზი, ჩემი ანგელოზი ოღონდ-ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა. შიშისაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი პირველად ვიყავი ასე ახლოს უცხოსთან.
-ჩემი არ შგეშინდეს.
-მაინც ვერ ვხვდები ვერაფერს, შენ ხომ სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ჩვენს სკოლაში გადმოხვედი.
-მართალია სულ რაღაც ერთი კვირაა გადმოვედი, მაგრამ დიდი ხანია გიცნობ...
-რა?! როგორ?!
-გრძელი ამბავია, თან ახლა დაღლილი ხარ სახლში მიგიყვან დაისვენე.
-კარგი-სულ რაღაც ათ წუთში ჩემს სახლთან გააჩერა მანქანა მის რეაქციას დავაკვირდი, მაგრამ მანამდე იმ აზრმა გამიელვა თავში, თუ საიდან იცოდა ჩემი მისმართი რადგან მე არ მითქვამს. კითხვისნიშნიანი თვალებით გავხედე
-შენ...
-გრძელი ამბავია შემდეგისთვის ვილაპარაკოთ ამ თემაზე.-უკანმოუხედავად შევედი სახლში, საწოლში შევწექი და მალევე დამეძინა.
მეორე დღეს სკოლაში, ლამის ჩამომეძინა ძალიან მეძინებოდა. დემეტრეს კი არაფერი ეტყობოდა დაღლილობის. კლასელებს ჩემზე არაფერი უთქვამთ, რაც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არანაკლებ გამიხარდა. მესამე გაკვათილი იყო, როდესაც კარი ვიღაცამ შემოაღო
-გამარჯობა ქალბატონო მარინა,
-გამარჯობა თორნიკე რამე მოხდა?
-შეიძლება, ანა გაათავისუფლოთ გაკვეთილიდან მერწმუნეთ სასწრაფო საქმე, რომ არ იყოს ამას არ გთხოვდით-გაკვირვებული მივჩერებოდი, ჩემთვის სრულიად უცხო პიროვნებას.
-კი შეიძლება, ოღონდ აღარ უნდა განმეორდეს.
-დიახ რათქმაუნდა-გაიღიმა და მანიშნა გავყოლოდი. დემეტრეს შევხედე ჩემდაუნებურად, კალამი ეკავა ხელში და ათამაშებდა. ნეტავ რა უნდა ჩემგან?! ან ვინ არის?! მანიაკი რომ იყოს, მერე რა მეშველება?! ამ ფიქრებში ვიყავი, თან მისკენ მივდიოდი. კოლიდორში, რომ გავედით პირდაპირ ვკითხე
-რა გინდა? ან საერთოდ ვინხარ?
-ანა არ მინდოდა აქ გვესუბრა მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მაინც მოვედი-ხელი ჩემი მხრისაკენ წამოიღო. მაგრამ უკან დავიხიე და გავაჩერე.
-რა გინდა?
-წამოდი დავსხდეთ და მოგიყვები.
-აქაც არაჩვეულებრივი გარემოა.
-აქ ამ თემაზე სასაუბრო ადგილი არაა.
-მაგრამ გაკვეთილები მაქვს.
-მაგაზე არ ინერვიულო დირექტორთან მოვაგვარე უკვე.
-იქნებ მანიაკი ხარ როგორ უნდა გენდო?
-ნუ გეშინია მანიაკი არ ვარ-თქვა სერიოზული ხმით და წინ წავიდა. მეც სხვა გზა არ მქოდა და უკან გავყევი. ახლოს მდებარე ერთ-ერთ კაფეში შევედით და მოშორებით მდგარი მაგიდისაკენ ავიღეთ გეზი.
-რას შეუკვეთავ?
-არაფერს-ხელით ოფიციანტს ანიშნა მოდიო.
-ორი ყავა და ერთი შოკოლადის ნამცხვარი.
-რა უნდა გეთქვა?
-მაშინ სულ ორი წლისები ვიყავით, მეც იქ ვცხოვრობდი სადაც ახლა შენ ცხოვრობ-რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ მანიშნა მომისმინეო-ვცხოვრობდი მანამ სანამ სხვას არ გადაულოცეს ჩემი თავი. და სამუდამოდ დამივიწყეს. მიზეზი კი იმით ახსნეს, რომ მაშინ ძალიან გვიჭირდა, და არ შეეძლოთ კიდევ ერთი პატარას ასე აღზრდა. „ახალ ოჯახში“ ისე მიმიღეს, როგორც მათი ღვიძლი შვილი, მაგრამ პერიოდულად ყველაფერს მიყვებოდნენ რათქმაუნდა პატარაობიდანვე არა, მაგრამ შემდგომი პერიოდიდან თანდათან მაგუებდნენ იმ აზრს, რომ ჩემი ნამდვილი დედა და მამაარ იყვნენ. რათქმაუნდა რთულად გადავიტანე ის პერიოდი, როდესაც გავიაზრე, რომ მშობლებმა მიმატოვეს. როდესაც მითხრეს, რომ მე ტყუპი და მყავდა, გადავწყვიტე მომეძებნე, რთული არ აღმოჩნდა შენი პოვნა, რომ დაგინახე ისეთი უმწეო და დაუცველი იყავი შენთან ახლოს მოსვლაც კი ვერ გავბედე, ისეთი ტკივილისავსე თვალები გქოდა ძალიან გამიჭირდა უბრალოდ მოვსულიყავი და მეთქვა, „იცი ანა მეშენი ძმა ვარ“ ამ სიტყვების ტქმა არ შემეძლო. მაშინ გავიგე, მეორე დღეს გავიგე თურმე ერთი თვით ადრე მამა გარდაცვლილა დედა კი, როდესაც თორმეტი წლისები ვიყავით. ყველაფრის მიუხედავად ძალიან მეტკინა მათი სიკვდილი.
-გთხოვ აღარ გინდა ამდენს ვეღარ გადავიტან-ამდენი ემოციისაგან ტირილი დავიწყე.
-მაპატიე არ მინდოდა ასე გაგეგო ეს ყველაფერი, მაგრამ ამდენს მეც ვეღარ ვუძლებ. გთოვ მაპატიე, რომ სულ აგრიე, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, არ შემეძლო კიდევ დიდხანს დამემალა ეს ყველაფერი შენთვის. თუ არ გჯერა საბუთებიც მაქვს, რომ მე და შენ და-ძმა ვართ. საბუთები ამოიღო და წინ დამიდო. ხელი ხელზე შემახო და მხოლოდ ახლა დავაკვირდი მის თვალებს
-ორივეს მამას თვალები გვაქვს- წამომცდა ჩემდაუნებურად, მან კი ღიმილით მიპასუხა.
-მართლა?
-ხო.
-ფოტოები გაქვს?
-მხოლოდ რამოდენიმე-თვალი ავარიდე მას.
-არაუშავს -ფეხზე წამოდგა და ჩემს სკამთან მოვიდა-არ ჩაეხუტები შენს ძმას-მეც უთქმელად წამოვდექი და ხელები მთელი ძალიათ შემოვხვიე, გულში ჩამიკრა და ასე ვიყავით ალბათ ხუთი წუთი შემდეგ ყავა და ჩემი საყვარელი ნამცხვარი დავაგემოვნე, რომელის დაგემოვნების საშუალებაც ათასში ერთხელ თუ მომეცემოდა.
-ძალიან მიყვარს ეს ნამცხვარი.
-ვიცი.
-საიდან?
-შენზე ყველაფერი ვიცი ჩემო პატარავ, თანაც ბოლოს და ბოლოს ტყუპები არ ვართ?
-ძალიან ბედნიერი ვარ თორნიკე.
-მეც პრინცესა მეც ძალიან ბედნიერი ვარ.

-წავიდეთ?
-წავიდეთ-მალევე გაჩერდა მანქანა ანას სახლის წინ, მანაც ბედნიერმა შეაღო კარი და ძმის რექაციას დააკვვირდა. ჩვეული ღიმილით შევიდა თორნიკე სახლში და მის თვალიერებას შეუდგა.
-შეიძლება ღარიბულია, მაგრამ ეს ჩემი სახლია-ბევრი ლოდინის შემდეგ ისევ მან ამოიღო ხმა-ვიცი შენ მდიდარი...
-ან გთხოვ, არ გეგონო ქონებაზე დახარბებული მდიდარი მამიკოს ბიჭი გასაგებია?! არ გამაგონო შენ მდიდარი მე ღარიბი და ასე შემდეგ ჩემთვის მთავარი შენ ხარ და არა შენი ქონება, შენ ხარ ჩემი სიმდიდრე, ჩემი სული და ჩემი სიამაყე-ხელი გადახვია, დაიკოს და გულზე ძლიერად მიიკრა.
-შენ კი ჩემი, მიყვარხარ!
-მეც-თავზე კოცნა დაუტოვა და ახლა უკვე ხელიხელ გადახვეულებმა ოთახისაკენ აიღეს გეზი.
-დღეს შენს ძამიკოს ხომ გაუმასპინძლდები?
-რათქმუნდა!
იმ დღეს თორნიკე ანასთან დარჩა, მთელი ღამე საუბრობდნენ გნვლილ წლებზე და ბევრი საერთოც აღმოაჩინეს. დილით ადრიანად ადგა ორივე და საუზმისათვის საჭირო პროდიქტების საყიდად წავიდნენ თორნიკეს მანქანით, კი მოერიდა თორნიკესი, რომ არაფერი არ ჰქონდა მაგრამ თორნიკს ერტსაათიანი ლექციის მოსმენის შემდეგ, სადაც თორნიკე არწმუნებდა, რომ ამაში არაფრი არ იყო სამარცხვინო, და ყოველწამს მის ნერვებზე ნუ თამაშობდა ეს რათქმაუნდა სიცილით დააყოლა ბოლოს და სახლიდანაც სიხარულით გავიდა და-ძმა.
მარკეტიდან გამოვდიოდი, როდესაც ვიღაცას ძლიერად შევეჯახე
-ბოდიში-არც კი შემიხედავს ისე მოვუხადე ბოდიში, წამოსვალს ვაპირებდი მისი ხმა, რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას
-არაუშავს პატარა!-დემეტრე იყო მისი ნათქვამი პატარა ძალიან მეუცხოვა თან ნერვები მომეშალა რა უფლება აქვს ასე, რომ მოომმართვს? დაბღვერილმა გავხედე, მან კი თვალი ჩამიკრა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და მარკეტში შევიდა, სასწრაფოდ წავედი მანქანისაკენ ჩავჯექი და თორნიკეს დაველოდე, რომელსაც სიგარეტის ყიდვა დაავიწყდა და უკან გაბრუნდა.
სკოლაშიც თორნიკემ მიმიყვანა, მაგ დროს უნდა გენახათ მოსწავლეების სახეები ყველა გაკვირვებული გვიყურებდა, და შიგადაშიგ ერთიმეორეში გადაილაპარაკებდნენ ხოლმე. გოგოები თვალმოუშრებლად უყურებდნენ უყურებდნენ თორნიკეს, რომელიც ახლახანს გადმოვიდა მანქანიდან და ჩემი მიმართულებით დაიძრა.
-რამე დაგავიწყდა?
-კი, დღეს საქმეები მაქვს, ჩემს ძმაკკაცს შევუთანხმდი და დღს ის წაგიყვანს კარგი?
-არა არ მინდა მე თვითონ წავალ!-სასწრაფოდ განვუცხადე თორნიკეს იმის წარმოდგენაზე, რომ რომელიმე ჩემი სკოლელი მისი ძმაკაცი იყო, კინაღამ გული წამივიდა, მითუმეტეს არცერთ ჩემს სკოლელთან თუნდაც გოგოებთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, კარგი კი არა საერთოდ არ მაქვს მათთან ურთიერთობა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ არ მინდა, თანაც ყოველდღე ისედაც ამ გზას გავდიოდი აქამდე და ამ ერთ დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
-არა ნუ მეწინააღმდეგები ანა, აი ისიც მოვიდა.
-დილამშვიდობის-როგორც კი ნაცნობი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას ადგილზე შევხტი დაბნეული მზერა მივაბყარი ჯერ კიდევ ჩვენსკენ მომავალ დემეტრეს.
-დილამშვიდობის დემეტრე, როგორ ხარ?-ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ ერთმანეთს.
-ფანტასტიურად შენ როგორ ხარ?
-რავიცი დღეს ადრიანად დამირეკეს კომპანიიდან აუცილებლად უნდა მოხვიდეო და ამიტომაც გთხოვე შენ წაგეყვანა ანა.
-არ არის პრობლემა გავიყვან.
-რა? რომელიმე გამარკვევთ აქ რა ხდება? საიდან იცნობ თორნიკე დემეტრეს?
-ვიცი ძალიან დაგაბნიე პატარა, მაგრამ ახლა ახხსნის დრო არა ორ წუთშ ზარი დაირეკება აბა თქვენ იცით იცოდე არ მანერვულო, დემეტრე გაგიყვანს სახლში კაი?-გაპროტესტებას ვაპირებდი, მაგრამ ვინ დამაცადა.
-არ ინერვიულო შენ მიხედე საქმეს ანას მე გავიყვან. ახლა კი წამოდი კლასში ზარი დაირეკა-როდესაც მისი ნათქვამი გადავხრშე და გონზე მოვედი, ხელგადახვეული მივყავდი სკოლისაკენ თან იცინოდა იდიოტი რა უნდა ჩემგან რას გადამეკიდა? თვალი იქ მყოფ მოსწავლლეებს შევავლე, რომლებიც უკმაყოფილოდ მიყურებდნენ. დემეტრეს ავხედე მას საერთოდ არ აინტერესებდა, გარშემომყოფთა მზერა, რომელიც მე საშინად მაკომპლექსებდა. დემეტრეს მარწუხებიდან გათავისუფლება ვსცადე, მაგრამ ამაოდ. ხელი დამიჭირა თითქოსდა განგებ ჩავჭიდეო.
-ხელი გამიშვი იდიოტო.
-რატომ? მშვენივრად ვგრძნობ მე პირადად თავს და შეენ თუ რამე პრობლემა გაქვს შეგიძლია წახვიდე.
-ხელი გამიშვი იდიოტო, ასე ვერ წავალ
-ეგ შენი პრობლემაა, მე რა შუაში ვარ.
-შენ კარგად თუ ხარ ხელი გამიშვი მეთქი.
-აჰა წადი სად მიდიხარ ძალიან მაინტერესებს-ხელი გამიშვა და გაიცინა.
სასწრაფოდ ავირბინე კლასში და ჩემი ადგილი დავიკავე, ძალიან აფორიაქებული ვიყავი. მლევე შემოხსნა დემეტრემ კარები და თავისი მერხისაკენ წამოვიდა, ჩემდაუნებურად შევხედე, მე მიყურებდა. თვალი ჩამიკრა და ჩანთა სკამზე მოათავსა მისი მეერხი კი ჩემსას გაუტოლა
-რას აკეთებ?-ხმამაღლა მომივიდა კითხვა ამიტომაც მთელი კლსის ყურადღება ჩვენსკენ მოიმართა.
-აღარ მომწონს ეს ადგილი.
-სკამიც მერხს მიუდგა და კმაყოფილი ღიმილით დაიკავა ადგილი. მთელი გაკვეთილის განმავლობაში მის მწველ მზერას ვგრძნობდი, ვცდილობდი დამეიგნორებინა, მაგრამ ჩემს ახურებულ და შეფაკლულ სახეს ვერაფერს ვუხერხებდი.
მეორე გაკვეთილი იყო, როდესაც ჩემს წინ მჯდომმა მოსწავლემ, პატარა ფურცელი გადმომიგდო მეც სასწრაფოდ ავიღე და გავშალე. იქ წაკითხულმა კი აზროვნების უნარიც კი დამიკარგა, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც დემეტრემ გამომგლიჯა ხელიდან, ვცადე წამერთვა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან თავისუფალი ხელით შეძლო ჩემი დაჭერა. ოღონდ ეს არა რა. დავინახე, ერთიანად როგორ წამოწითლდა სახეზე, ადგომას აპირებდა, მაგრამ ხელები მის მარჯვენა ხელს ისე ძლიერად შემოვხვიე მეც კი გამიკვირდა
-გთხოვ არ გინდა ახლა არა-მუდარანარევი მზერა მივაბყარი მას.
-გეფიცები მოვკლავ-გაცეცხლებული იყურებოდა დათოსაკენ, რომელიც თითქოსდა მასწავლებელს დიდი ინტერესით უსმენდა.
-გთხოვ დემეტრე.
-ანა რა სისულელეს მთხოვ ხვდები?
-ამას არ გააკეთებ დემეტრე, ამ ყოველდღიურობას შეჩვეული ვარ გესმის უბრალოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს სხვა ჩემზე-მთლად ასეც არ იყო, რათქმაუნდა მაინტერესებდა, მაგრამ ამ ყოველივეს წინაშე მე უძლური ვიყავი და ამას ვერ შევცვლიდი, განა არ ვეცადე?! ძლიან ბევრი, მაგრამ ალბათ მათზე სუსტი აღმოვჩნდი და დავნებდი.
-რას ლაპარაკობ გოგო საერთოდ აზროვნებ? შეჩვეული ხარ იმ ყოველდღიურობას, რომ ვიღაც ნაბი***რი, ბ***სა და მათხოვარს გიწოდებს?-სასწრაფოდ კლასი მოვათვალიერე, კიდევ კარგი არავინ გვისმენდა-შენ გელაპარაკები ამ ყოველდღიურობას შეეჩვიე და აღარ გაქვს ამაზე გართულება?! თითქოს ვიღაც შესაქებ სიტყვებს გეუბნება. არვიცი როგორ აღგიწერო ამას როგორ აკეთებ? ენა არ გაქვს? ლაპარაკი ხომ შეგიძლია? საკუთარი თავის დაცვა რატომ არ იცი? რატომ აჩაგვრინებ ვიღაც ა***ს თავს? რატომ არ იღებ ხმას და რატომ უხრი თავს, ამით შენს თავს, ამ ყველაფერზე მეტად, რომ იმცირებ ვერ ხვდები?!-გაბრაზებულმა წამოხტა და ჩანთას ხელი დაავლო, თან გავლისას დათოს, ჩუმდ მიაძახა და მასწავლებლისათვის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე გავიდა გარეთ. ჯერ კიდევ გაშტერებული ვიჯექი, მართალი იყო თუნდაც ჩემთვის მოესმინა მაინც ვერაფერს ვიტყოდი თავის გასამართლებლად. თვალებზე ცრემლი მომადგა, თავი ძალიან უსუსურ ადამიანად ვიგრძენი, მეზიზღება საკუთარი თავი.
მესამე და მეოთხე გაკვეთილებს არც დემეტრე და არც დათო არ დასწრებიან ძალიან მაფიქრებდა ეს ფაქტი, მაგრამ შევეცადე ცუდზე არ მეფიქრა.
მეოთხე გაკვეთილის შემდეგ სახლში წასვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემს წინ მანქანა გაჩერდა, დემეტრე იყო.
-ჩაჯექი!-თვალებში შეხედვა ვერ გავბედე, ამიტომაც თითქოსდა არაფერიო გზა გავაგრძელე, მაგრამ ისიც გამომყვა
-ჩაჯექი ანა! რამდენჯერ გაგიმეორო?
-არ მინდა დემეტრე შეგიძლია წახვიდე თორნიკეს მე ავუხსნი ყველაფერს.
-რას აუხსნი გოგო, დაჯექი, რომ მინდოდეს ისედაც აქ დაგტოვებდი-შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც გადავწყვიტე მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შევამჩნიე მისი გახეთქილი წარბი.
-რა დაგემართა?
-არაფერი შენთვის საინტერესო.
-კი, მაგრამ...
-არაფერითქო ანა!-ისეთი ცივი იყო მისი ხმა, რომ ვერაფერი ვეღარ ვუთხარი.
ისე მივედით სახლამდე, რომ არც კი გამოუხედავს ჩემსკენ.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-გისმენ!
-როგორც მივხვდი შენ და თორნიკე ახლო მეგობრები ხართ ხო?
-კი რათქმაუნდა.
-გთხოვ დღეს მომხდარს ნუ ეტყვი.
-შენი თხოვნა არაა საჭირო ისედაც არ ვეუბნებოდი-გული შემეკუმშა მის სიტყვებზე, მაგრამ რა გაეწყობოდა, მთავარი ახლა ის იყო, რომ თორნიკეს არ გაეგო ეს ყველაფერი. მანქანიდან ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა
-დათოს ეჩხუბე ხომ?
-რა?
-დათოს ეჩხუბე?-კიდევ ერთხელ მივანიშნე გახეთქილ წარბზე, რომელზეც სისხლი შემხმარიყო-დემეტრე შენ გეკითხები.
-კი მერე?
-არაფერი.-მეტი ვერაფერი ვუთხარი.
-4-ზე გამოგივლი საქმე გვაქვს იმ შენს სამსახურში.
-რა? რა საქმე?
-გამოგივლი და ნახავ.


შეიძლება 9 10 დღე ვერ დავდო ახალი თავიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი sali

auu ra 9 10 dge kaiii ra isedac amdeni xania gelodebi❤️

 



№2  offline წევრი ჵჵჵჵ

sali
auu ra 9 10 dge kaiii ra isedac amdeni xania gelodebi❤️



Zustad arvici vnaxot movaxerxeb tu aradadebas

 



№3 სტუმარი Ani

Raaaaaaaaa 9-10 dge raambaviaaaaaaaaaaaaa

 



№4  offline წევრი ჵჵჵჵ

Ani
Raaaaaaaaa 9-10 dge raambaviaaaaaaaaaaaaa



Arvici zustad sheizleba male davdo

 



№5  offline წევრი Crazy dreamer

ველოდები მოთმინებით ახალ თავებს. წარმატებებიი

 



№6  offline წევრი ჵჵჵჵ

Crazy dreamer
ველოდები მოთმინებით ახალ თავებს. წარმატებებიი



Gmadlob <3

 



№7  offline წევრი ყვითელგულა

ძალიან კარგია,იმედი მაქვს შემდეგს მალე დადებ

 



№8 სტუმარი გვანცა❤

wow ????dzaan magaria erti suli maq kide rodis dadeb ro wavikitxo ai dzaan magaria ❤asr gaagrdzele????

 



№9  offline წევრი ჵჵჵჵ

ყვითელგულა
ძალიან კარგია,იმედი მაქვს შემდეგს მალე დადებ

Madloba <3

გვანცა❤
wow ????dzaan magaria erti suli maq kide rodis dadeb ro wavikitxo ai dzaan magaria ❤asr gaagrdzele????


Madloba didi

 



№10 სტუმარი your fan

ძალიან მაგარია,გთხოვ გააგრძელე , ასეთI კარგი ისტორია ჯერ არ წამიკიღხავს და ვიმედოვნებ შემდეგ თავს მალე დადბ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent