შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე {2}


8-07-2018, 00:06
ავტორი სალანდერი
ნანახია 349

ეშმაკთან მოთამაშე {2}

დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ, ახალი უფროსის დანიშვნიდან ორი კვირა ისე გავიდა, ციხეში სრული იდილია სუფევდა.
ნინომ უკვე მყარად მოიკიდა ფეხი ახალ სამსახურში და დაპირებების შესრულებასაც შეუდგა, პატიმრებისთვის სპორტდარბაზის მოწყობა დაიწყო.
ქალმა საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, როგორც თანამშრომლებთან, ასევე მსჯავრდებულებთან, თითქოს ახალი ენთუზიაზმი გაუღვიძა ყველას.
სამსახურის მეთხუთმეტე დღეც მშვიდად მიიწურა, თუმცა ნინო მაინც საკმაოდ დაღლილი მივიდა სახლში.
კარზე ზარი დარეკა თუ არა მოხუცი დედა გამოეგება.
- მოხვედი შვილო? რომ დაგაგვიანდა ძალიან ვინერვიულე. - საქაღალდე და ჩანთა კარშივე ჩამოართვა და შინ შეუძღვა.
- კარგი რა დე, რა განერვიულებდა? ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ პატიმრების საქმეებს ვეცნობოდი და დრო ისე გამეპარა ვერც გავიგე. - სწრაფი ნაბიჯით აედევნა უკან ქალს.
- არ იცოდე მაინც რა მანერვიულებს შვილო. - დანანებით გადააქნია თავი და სევდიანი თვალები შეანათა ქალმა.
- დედა, მორჩი რა, მამას გარდა მილიონობით პოლიციელი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს არ ხოცავენ, ამდენი წელი გავიდა უკვე, ბოლოს და ბოლოს მომეცი საშუალება ცხოვრება გავაგრძელო. - მტკიცედ საუბრობდა ნინო.
- გააგრძელე დედა, ვინ დაგიშალა გაგრძელება, მაგრამ მაქვს მე ნერვიულობის სავაბიც და უფლებაც, მაშინ როცა სწორედ იმ თანამდებობას იკავებ ახლა რომელსაც მამაშენი შეეწირა. - ცრემლებმა თვალები აუციმციმა.
- მე კარგად ვარ და კარგად ვიქნები, გასაგებია? ახლა კი მაჭამე რამე, ციხოს საჭმელი არც ისე გემრიელია, უახლოეს მომავალში უნდა გადავჭრა ეგ პრობლემა. - სუფრას მიუჯდა ნინო.
- მიხარია რომ მამაშენის სიკვდილმა არ გაგაბოროტა და მართლა ცდილობ პატიმრების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო. - ქალმა მალევე გააწყო სუფრა, დედა-შვილმა ერთად ივახშმა და ნინო ფეხზე წამოდგა.
- შხაპს მივიღებ და დავიძინებ რა, ძალიან დავიღალე. - შუბლზე აკოცა და საპირფარეშოსკენ დაიძრა.
სწრაფად იბანავა და ის ის იყო დაწოლას აპირებდა ტელეფონი აწკრიალდა.
- გისმენთ! - ნომერი არ ეცნო ქალს.
- როგორ მიდის სამსახურის საქმეები ქალბატონო დირექტორო? - მამაკაცის მხიარული ხმა მოისმა ყურმილს იქედან.
- რა ვიცი ირაკლი მშვენივრად, ვისი ნომრით მირეკავ?
- მცველის, ხომ იცი ჩემი ტელეფონი ისმინება, არ მოგენატრე? - კითხვა დაუბრუნა მამაკაცმა.
- რომ გითხრა კი_მეთქი, მოხვალ?
- მგონი არასდროს გითქვამს რომ მოგენატრე. - თემა სასწრაფოდ შეცვალა მინისტრმა.
- მგონი არასდროს ჰქონია ამას აზრი, ახლა კი მაპატიე, დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო.
- კარგი, ძილინების და მიყვარხარ არ დაგავიწყდეს.
- ძილინების ირაკლი. - ცივად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.


. . .
დილით შეშფოთებულს გაეღვიძა, ოფლში გაწუწულიყო ქალი.
ნაცნობი კოშმარი ესიზმრა, თუმცა შეიძლებოდა კი ამისთვის კოშმარი დაგერქმიათ? მას უბრალოდ თვალები ესიზმრებოდა, თვალები რომლის პატრონზეც წარმოდგენა არ ჰქონდა ნინოს.
ამ ცისფერი თვალების გამყინავი და ბრაზით სავსე მზერა წლები იყო ძილს უფრთხობდა ქალს.
წარმოდგენა არ ჰქონდა რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს, რატომ ხედავდა ამ მაგიურ ცისფერებს ასე ხშირად, რატომ იღვიძებდა აცახცახებული და ამავდროულად მონუსხული, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ამ თვალების პატრონს არასდროს შეხვედროდა აქამდე.
ძილის გაგრძელება ვეღარ შეძლო ქალმა, შხაპი მიიღო და არც უსაუზმია ისე წავიდა სამსახურში, ეზო სწრაფი ნაბიჯით გაიარა, გზად შემხვედრ თანამშრომლებს მიესალმა და საკუთარ კაბინეტს შეაფარა თავი.
- ქალბატონო ნინო დაგაგვიანდათ, ხომ ყველაფერი რიგზეა? - უკან შემოჰყვა ეკაც.
- კარგად ვარ, სამინისტროში მომიწია გავლა საბუთების თაობაზე, ჩემს არ ყოფნაში რამე მნიშვნელოვანი მოხდა? - კითხვით სავსე მზერით შეხედა ქალმა.
- დიახ, პრობლემა გვაქვს.
- ანდრეა? - თითქოს თავისთავად წამოცდა ნინოს.
- დიახ, ერთ-ერთ პატიმარს ორივე ხელები მოტეხა.
- ჯანდაბა, კი მაგრამ რამ გადარია? არა და ისეთი კარგი იყო მთელი ორი კვირა ლამის ვიფიქრე რომ ყველა ცდებოდა მასში. - ნერვიულად გადააქნია თავი. - და ხელები ვის მოტეხა?
- ნათია გოგიას, ნარკოტიკების გამო იხდის სასჯელს, დიდი ხანია აქ არის და კიდევ კარგა ხანს მოუწევს ყოფნა, თუმცა ანდრეასთან პრობლემა არასოდეს ჰქონია. - შეძლებისდაგვარად აუხსნა ქალმა.
- სად არიან ახლა, ან ერთი ან მეორე. - სახეზე მოისვა ხელები ნინომ.
- ნათია ციხის საავადმყოფოშია, ანდრეა კარცერში.
- კარგი ეკა, პაატას დაუძახე, ჯერ ნათიასთან მიმიყვანოს, შემდეგ ანდრეას ვნახავ.
მამაკაცი რამდენიმე წუთში გაჩნდა ნინოს კაბინეტში და სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ საავადმყოფოს შენობისკენ, რომელიც ციხის უკიდურეს მარჯვენა ზოლში იკავებდა რამდენიმე ოთახს და ორიოდ ექიმი ემსახურებოდა.
- გამარჯობა. - შესვლისთანავე მიესალმა ნინო ხელებზე თაბაშირ დადებულ პატიმარს.
- გამარჯობა ქალბატონო ნინო.
- ხელები როგორ გაქვთ? - თავზე დაადგა ქალი.
- ექიმმა თქვა რომ ორივე მოტეხილია, კიდევ კარგი თქვენმა თანამშრომლებმა შემოგვისწრეს თორემ კისერსაც მომიგრეხდა "ეშმაკი".
- რატომ იჩხუბეთ? - მშრალად იკითხა ქალმა.
- ვიჩხუბეთ? თქვენ მართლა გგონიათ რომ ეშმაკს ვეჩხუბე? ფიქრობთ სიცოცხლე მომბეზრდა? - გაოცებით იკითხა პატიმარმა.
- გინდათ მითხრათ, რომ ანდრეამ ხელები უმიზეზოდ დაგამტვრიათ?
- დაზარალებული მე ვარ და თქვენ მას იცავთ? - თემა სასწრაფოდ შეუცვალა ქალმა.
- არავის ვიცავ, უბრალოდ ვცდილობ სიმართლე გავარკვიო და შესაბამისი ზომები მივიღო.
- ჰოდა ის შეშლილი არასოდეს ამოიყვანოთ კარცერიდან, რადგან უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ყოველი ჩვენგანისთვის.
- ამას თავად გადავწყვეტ, თქვენ კი ჩემს კითხვაზე არ გიპასუხიათ. - შეახსენა ნინომ.
- წარმოდგენა არ მაქვს რას მერჩის, დანარჩენი შეგიძლიათ მასთან გაარკვიოთ.
- კარგი რა გაეწყობა, სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ. - სწრაფად დატოვა ოთახი ნინომ და ამჯერად პაატას მიუბრუნდა.
- რას ფიქრობ? - კითხვა გამოსჭვიოდა ქალის ხმაში, თუმცა სანამ პაატა პასუხს დააბრუნებდა თათია გაჩნდა მათთან.
- რა მოხდა? - აღელვება ეხატა სახეზე.
- შენმა საამაყო ეშმაკმა, ამჯერად ხელები დაამტვრია ერთ-ერთ პატიმარს. - კმაყოფილი რეპლიკა ესროლა მამაკაცმა.
- რატომ?
- როგორც დაზარალებული ამბობს ტყუილად. - საუბარში ჩაერთო ნინოც.
- სისულელეა, ანდრეა ავადმყოფი არ არის, ხელებს ტყუილად არავის დაამტვრევდა. - სასწრაფოდ უარყო თათიამ.
- ანუ შენი აზრით მისი რეაქცია ნორმალურია? - მზერა გაუსწორა ნინომ ქალისას.
- არა, რა თქმა უნდა ეს ნორმალური არ არის, მაგრამ ტყუილად ნამდვილად არავის დაამტვრევდა ხელებს. - სასწრაფოდ განმარტა. - და ახლა სად არის? - საუბარი განაგრძო.
- კარცერში. - მამაკაცმა დაასწრო პასუხი ნინოს.
- თქვენ გაგზავნეთ ქალბატონო ნინო?
- არა, მე ახლახან მოვედი.
- ანდრეამ რა თქვა? - ისევ პაატას მიუბრუნდა ფსიქოლოგი.
- ეშმაკი როგორც ყოველთვის დუმს. - კმაყოფილმა ღიმილმა სახე გაუბადრა მამაკაცს.
- ისევ არაფერი გიკითხავთ, ისე ჩაიყვანეთ კარცერში, თქვენ არასოდეს უსმენთ მას. - არ ცხრებოდა თათია.
- სწორედ ახლა ვაპირებ მასთან ჩასვლას და დალაპარაკებას. - ქალის დამშვიდება სცადა ნინომ.
- ხომ არ გირჩევნიათ ჯერ მე დაველაპარაკო? - მავედრებელი მზერა ესროლა თათიამ უფროსს.
- არა, თავად ვცდი. - მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ნინოს.
- კარგი, მაგრამ გთხოვთ ყველაფერი გააკეთეთ რომ სიმართლე გაარკვიოთ და ანდრეას არ მოეშვათ სანამ ყველაფერს არ მოგიყვებათ, თუ თქვენ არ გამოგივათ, მაშინ გთხოვთ მე მომცეთ მისი ნახვის ნებართვა.
- თქვენ კარცერში ჩასვლის უფლება გაქვთ? - მშვიდად იკითხა ქალმა.
- მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამიტომაც გთხოვთ ნებართვას. - უფროსს სახეში მისჩერებოდა თათია.
- თუ საჭირო გახდებით შეგატყობინებთ. - სწრაფი ნაბიჯით გაშორდა ნინო თათიას და პაატასთან ერთად ჩავიდა ანდრეას სანახავად.
- კარი გამიღეთ, პირისპირ მინდა გავესაუბრო. - თქვა როგორც კი გრძელ დერეფანში ჩამწკრივებული ექვსი კარიდან ერთ-ერთთან გაჩერდნენ.
- ეს სახიფათოა ქალბატონო ნინო.
- ეს ბრძანებაა. - მტკიცედ თქვა ქალმა და პაატამაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
კარი გაიღო თუ არა ნინომ ოთახში შეაბიჯა, პაატამ კი კარი მიხურა და იქვე, დერეფანში დაელოდა მოვლენების განვითარებას.
ანდრეა იატაკზე დადებულ, ნაცრისფერ ლეიბზე იჯდა, თავი მუხლებში ჩაერგო და ხელები თავზე შემოეწყო.
კარის ხმამ გამოაფხიზლა გოგონა, თავი ასწია და კარში შემომავალ ნინოს ცივი მზერა ესროლა.
მზერა რომელმაც ადგილზე გააქვავა ქალი, მზერა რომელიც წლები იყო ტანჯავდა და თავს არ ანებებდა. მზერა რომელიც ერთი შეხედვით უცხო მაგრამ ღრმად შესისხლხორცებული იყო ნინოსთვის.
ნაცნობი, ცისფერი თვალების, ცივი და ბრაზიანი გამომეტყველება, გაქცევა უნდოდა ნინოს, ძალიან უნდოდა სასწრაფოდ მოშორებოდა მზერის პატრონს, მაგრამ მიხვდა რომ პანიკა უნდა მოეთოკა, ახლა ასეთი სისუსტის გამოჩენა ყოვლად დაუშვებელი იყო, ამიტომ ოთახის სიღრმისკენ შეიწია და ანდრეას მიუახლოვდა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა რათა საკუთარი ხმის ჟღერადობა მოესინჯა.
აღმოჩნდა რომ ნინომ ყველა ემოცია მშვენივრად დაფარა.
- ისე მეკითხები თითქოს ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს პენთჰაუსში გამომიშვი. - ცალყბად გაეღიმა გოგონას.
- ასე ნუ მიყურებ, კარგი? აქ მე არ გამომიშვიხარ. - ჯერ კიდევ კანკალებდა შიგნიდან თუმცა მეტყველება არ გასცემდა ნინოს ემოციებს და ძალიან მადლიერი იყო ამის გამო ქალი.
- მოიცა, ანუ ჯერ ვერ იმორჩილებ ხელქვეითებს? - ირონიულად ჩაიცინა.
- ანდრეა, შენ დანაშაული ჩაიდინე და იმიტომაც მოხვდი აქ. - საკუთარი ბაგიდან წარმოთქმული ანდრეას სახელი მეტისმეტად სასიამოვნოდ ჩაესმა ნინოს.
- ვიცი. - მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
- მაშინ რატომ მსაყვედურობ?
- და შენ თავს რატომ იმართლებ? - კითხვა დაუბრუნა.
- ღმერთო, ანდრეა შენ მას ორივე ხელი მოტეხე. - ნერვიულად ჩამოისვა თმაზე ხელი.
- ღმერთი არა, ეშმაკი ანდრეა ვარ მე სა საერთოდ, სიმართლე გითხრა მხოლოდ ცალი ხელის მოტეხვას ვგეგმავდი მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა და მეორეც შემატყდა. - ფეხზე წამოდგა და წინ აეტუზა ნინოს.
- რატომ გააკეთე ეს? - ფეხებიდან ააყოლა მზერა ქალმა მაგრამ თვალებში შეხედვა ვერ გაბედა.
- რატომ გაინტერესებს?
- რადგან არ მინდა იმის დაჯერება, რომ ავადმყოფი ხარ რომელიც ხალხს ტყუილად ამტვრევს ხელებს. - ხმას აუწია ქალმა.
- სიმართლის გარკვევა მას შემდეგ, რაც უკვე მივიღე სასჯელი ვერაფერი შვილია, ასე რომ შეგიძლია საკუთარ კაბინეტში დაბრუნდე.
- თუ სიმართლეს გავარკვევ შევძლებ აქედან დღესვე წაგიყვანო, მაგრამ თუ არ მომიყვები არ ვიცი რამდენ ხანს მოგიწევს დარჩენა.
- ნინო, სასჯელი უკვე მივიღე, ახლა მტყუან მართალი ფეხებზე , ჩემთვის სულერთია აქ ერთი დღით დავრჩები თუ ერთი წლით, თავს მშვენივრად ვგრძნობ.
- მერამდენედ ხარ აქ? - თემა შეცვალა ქალმა.
- ალბათ მეათედ, ან მეოცედ რა ვიცი არ დამითვლია, მაგრამ შევეჩვიე და თავს ისე ვგრძნობ როგორც დელფინი წყალში.
- ესე იგი არაფრის მოყოლას არ აპირებ? - ერთხელაც გაიბრძოლა ნინომ.
- არა! - მტკიცედ გაისმა ანდრეას პასუხი.
- რა გაეწყობა, მაშინ შეგიძლია ამ უნიტაზთან ერთად გაერთო, რომელიც შენს გარდა ერთადერთია ოთახში, რასაც ფეხზე დგომა შეუძლია. - ბრაზით მიაყარა ქალმა.
- სამწუხაროა რომ ბიჭი არ ვარ, ისეთი სილამაზე მეწვიე "პენთჰაუსში" უნიტაზის გარეშეც ორი ვიდგებოდით. - მოჩნებეითი სევდით წარმოთქვა.
- თავხედო. - ხმამაღლა იყვირა ნინომ და ქუსლების კაკუნით დატოვა ოთახი, პაატაც რკინის კარის დახურვისთანავე უკან აედევნა ქალს.
ნინო გაცოფებული დაბრუნდა კაბინეტში.
- ამ იდიოტის მზერას ვხედავ ორ წელიწადზე მეტია? რა ჯანდაბის გამო? სულ ორი კვირაა რაც ვიცნობ, რა ჯანდაბას აკეთებდა ჩემს სიზმრებში? არა და დამეფიცება იგივე თვალებია, იგივე მზერაა, თითქოს პირდაპირ სიზმრიდან გადმოვიდა ეს თავხედი ცინიკოსი, თან როგორ მელაპარაკება, ღირსია დარჩენილი სასჯელი კარცერში გავატარებინო, ჭკუას გასწავლი ანდრეა ჩაჩუა, აი ნახავ თუ ჭკუა არ გასწავლო. - საკუთარ თავთან ლაპარაკი კაკუნის ხმამ შეაწყვეტინა ნინოს.
- ქალბატონო ნინო, პატიმარი ითხოვს თქვენს ნახვას. - კარში თავი შემოყო ეკამ და უფროსის აჭარხკებულ სახეს წააწყდა.
- ამოიყვანეთ. - მოკლედ მოუჭრა ქალმა სავარძელში ჩაჯდა და პატიმრის ამოსვლამდე თავის დამშვიდებას ეცადა.
ეკა მალე დაბრუნდა ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, რომელიც ნელა შემოვიდა ნინოს კაბინეტში და უფროსის ნებართვის შემდეგ მოუხერხებლად ჩაჯდა სავარძელში.
- გამარჯობა, შენი სახელი? - გულთბილად გაიღიმა ქალმა რადგან შენიშნა რომ ახალგაზრდა მეტისმეტად ნერვიულობდა.
- მაია, მე მაია ვარდოსანიძე ვარ. - ნერვიულად წარმოთქვა და თითები ახლართა ერთმანეთში.
- რამდენი წლის ხარ?
- ოცის.
- რისთვის დაგიჭირეს ასეთი პატარა? - გულწრფელად გაიკვირვა ქალმა.
- სამსახურიდან ფული ავიღე დაუკითხავად. - ნერვებს ვერ იოკებდა და ნინოს ეს არ გამოჰპარვია.
- ბევრი?
- ორიათასი, უნივერსიტეტისთვის გადასახდელი თანხა მჭირდებოდა თორემ გამომრიცხავდნენ, სასოწარკვეთილი ვიყავი და დღემდე წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვახერხე უფროსის კაბინეტიდან ფულის აღება. ბატონმა ვაჩემ იჩივლა და მეც მომისაჯეს.
- რამდენი მოგისაჯეს?
- ერთი წელი, თუმცა ათი თვე უკვე გავიდა, მალე წავალ აქედან. - იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში.
- ძალიან კარგია, ახლა კი აბა, რამ შეგაწუხა? - მზერა გაუსწორა მაიასას ქალმა.
- მე ანდრეა ჩაჩუას შესახებ მინდა დაგელაპარაკოთ.
- ღმერთო ისევ ანდრეა, ნუ ღელავ ის კარცერშია. - მოთმინებამ უმტყუნა ნინოს.
- ვიცი ვიცი, და სწორედ იმის სათქმელად მოვედი რომ იქ ჩემს გამოა. - სახეზე აშკარად წამოწითლდა გოგონა.
- გისმენ. - მთელი ყურადღება მაიაზე გადაიტანა ქალმა.
- ქალბატონო ნინო, ნათია გოგონებს აიძულებს რომ ეთამაშონ, მათ ვალებს ადებს, შემდეგ კი სხვადასხვა ხერხით სჯის, ან რაღაც უაზრო სურვილებს ასრულებინებს.
- მერე? - ღრმად ამოისუნთქა ნინომ.
- ამას წინ ნათიამ ჩემთან თამაში სცადა, ამბავს ანდრეა შეესწრო და უთხრა, აქ გაფუჭებული ახალგაზრდები ისედაც ბევრნი ვართ, ამ ბავშვს მომავალი აქვს გარეთ და შეეშვიო.
იმ დღეს ნათია შემეშვა მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ მომთხოვა მასთან მეთამაშა, ჩემს ბედად ანდრეა ისევ იქვე აღმოჩნდა და ნათია გააფრთხილა თუ კიდევ ერთხელ გიცდია მაგასთან თამაში, ხელებს დაგამტვრევ რომ კამათელი კარგა ხანს ვერ დაიჭირო ხელშიო.
ნათიამ დღეს მესამედ სცადა ჩემთან თამაში და ანდრეამაც პირობა შეასრულა.
- გასაგებია. - მშრალად წარმოთქვა ნინომ, თუმცა გულის სიღრმეში საოცარი შვება იგრძნო, ნეტავ რატომ იყო მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი ანდრეას უდანაშაულობა? ახლა ამაზე ფიქრის არც დრო ჰქონდა და არც საშუალება.
- ქალბატონო ნინო, გთხოვთ ანდრეას კარცერში ნუ დატოვებთ, მე მესმის რომ ბრაზის ასე გამოხატვა ნორმალური არ არის, მაგრამ ანდრეას ცუდი განზრახვა არ ჰქონია, მას უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს. - ვედრება შერეოდა ხმაში ახალგაზრდას.
- ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებ. - ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა და ხმადაბლა დაუბრუნა პასუხი.
მაიაც მალე დაემშვიდობა და წავიდა, ნინომ კი თანამშრომლები სასწრაფოდ შეკრიბა, სიტუაციაში გაარკვია და მიუხედავად რამდენიმე თანამშრომლის მკაცრი წინააღმდეგობისა მაინც დაავალა პაატას ანდრეას კარცერიდან ამოყვანა.
ახალი ამბით და ნინოს გადაწყვეტილებით, ჭეშმარიტად აღფრთოვანებული მხოლოდ თათია ჩანდა, თანაც იმდენად რომ ციხის განაწესი სულ დაავიწყდა და ოთახში ახლადშემოყვანილ "ეშმაკს" გულწრფელი სიხარულით გადაეხვია.
- როგორ ხარ? - ჰკითხა და მთელი ყურადღებით შეათვალიერა, რათა დარწმუნებულიყო რომ არავის უცემია.
- კარგად, მშვენივრად გავერთეთ მე და უნიტაზი. - ჯერ თათიას შეხედა, შემდეგ კი ირონიული ღიმილი ესროლა ნინოს.
- თუ შეიძლება მარტო დაგვტოვეთ. - ანდრეას კომენტარი არ შეიმჩნია ნინომ.
- ერთ საათში შევხვდებით გაკვეთილზე. - ანდრეას გაუღიმა თათიამ, შემდეგ ნინოს დაემშვიდობა და ოთახი დატოვა.
- დღეს ძალიან თავხედურად მოიქეცი. - საუბარი დაიწყო ქალმა როგორც კი "ეშმაკი" მარტო დაიგულა.
- მართლა? - სავარძელში ჩაჯდა გოგონა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ჰო, მართლა. მე შენი უფროსი ვარ და ჩემთან ასე საუბარს არ უნდა ბედავდე. - ანდრეას დამცინავი ტონი არ შეიმჩნია ქალმა.
- თორემ რას იზამ, დამსჯი? იმ ჩემს პენთჰაუსში გამგზავნი?
- შენი აზრით ადამიანები მხოლოდ მაშინ სცემენ ერთმანეთს პატივს თუ დასჯის ეშინიათ? - საუბრის მანერა შეცვალა ნინომ, რადგან მიხვდა, ეშმაკის დაშინება შეუძლებელი იყო.
- არა, არ ვთვლი ასე, თუმცა არც იმას ვთვლი რომ თავხედურად მოვიქეცი.
- რატომ არ მომიყევი რის გამო მოტეხე ხელები თათიას.
- გასაგებია, ესე იგი გაარკვიე. - მზერა ნინოსას გაუსწორა ეშმაკმა.
- ჰო და სიმართლე გითხრა გამიკვირდა. - თვალები მაშინვე დახარა ქალმა, სულით ხორცამდე ძრავდა ანდრეას მზერა.
- საიდუმლოდ გეტყვი, ზოგჯერ ადამიანური გამონათებები მაქვს ხოლმე. - თითები ერთმანეთში ახლართა გოგონამ.
- ანდრეა, მე არ ვაპირებ შენს დაშინებას, მხოლოდ მინდა მეგობრად მიმიღო და გულწრფელი იყო ჩემთან.
- შენი შემოთავაზება ყავასთან დაკავშირებით ისევ ძალაშია? - გვერდულად გაიღიმა.
- რა თქმა უნდა, დალევ?
- კი, ამჯერად ხელები თავისუფალი მაქვს. - გაიცინა და ხელები ცხვირწინ აუთამაშა ნინოს, ქალმაც მაშინვე თხოვა მდივანს ყავის შემოტანა.
- არც კი მჯერა, ექვსი წლის შემდეგ პირველად ვსვამ ყავას. - კმაყოფილმა გაიკრიჭა და ყავიან ტუჩებზე ენა გადაისვა.
- ეშმაკს რატომ გეძახიან? - მის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა ნინო.
- იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი შემიძლია ვაცდუნო. - ყავის სმას განაგრძობდა.
- სხვათაშორის შევამჩნიე რომ ყველა ზედამხედველს ეფლირტავები, განურჩევლად სქესისა. - წარბის აწევით აღნიშნა ნინომ.
- მე მაქვს ამის უფლება, ერთბაშად სამსახურიდან არავინ დამითხოვოს. - უგემურად დაეთანხმა "ეშმაკი".
- ანუ ეს უბრალოდ ფლირტია თუ თავდაჯერებულობას გმატებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა თანამშრომელს თავბრუს ახვევ? - გულიანად გაეცინა ქალს.
- მე მათ უბრალოდ ვეთამაშები. - წარბები შეჭმუხნა ანდრეამ.
- ეთამაშები?
- ჰო, თამაში ეს ხომ გართობაა, მეც თავს ვირთობ.
- თათიასაც ეთამაშები? - დაეჭვებით იკითხა ნინომ.
- არა. - მშვიდად უარყო.
- გინდა თქვა რომ თათია მოგწონს?
- ღმერთო, არა საიდან მოიტანე. - ლამის ხმამაღლა გადაიხარხარა და საუბარი განაგრძო - ის უბრალოდ ერთადერთია ვინც მისმებს მაშინ, როცა დანარჩენი სამყარო ფეხზე მიკიდებს.
- ანუ შენი მეგობარია. - თითქოს გამოსაცალი იპოვაო ისე თქვა.
- არ ვიცი, მეგობრები არასდროს მყოლია, თუმცა ალბათ ჰო, ეგ არის.
- და სათამაშოდ ყოველთვის სუსტებს ირჩევ? - ოდნავ გაეღიმა ქალს.
- თუ გავითვალისწინებთ რომ ისინი ეშმაკს ეთამაშებიან თამამად შეიძლება ითქვას რომ ძალები თანაბარი ვერ იქნება, მაგრამ არ მიფიქრია ამაზე, დავფიქრდები და გაგაგებინებ. - ფეხზე წამოდგა და გასასვლელად მოემზადა.
- კარგია ანდრეა, მშვენიერია ახლა კი მინდა გთხოვო ეცადე აღარავინ დაამტვრიო კარგი?
გოგონას პასუხი არ დაუბრუნებია ისე წავიდა კარისკენ.
- თუ რამე დამაინტერესებს ხომ შეიძლება რომ დაგიძახო? - კარში მიაწია სიტყვები.
-ჰო, შეიძლება და ნინო. - ოდნავ ხმამაღლა დაიძახა ანდრეამ.
- რა? - შეშფოთებული მზერა მიაპყრო ქალმა.
- ნუ აკეთებ ამას.
- რას? - გაკვირვება ვერ დამალა.
- ეშმაკს ნუ ეთამაშები.
- ფიქრობ რომ გეთამაშები? - ანდრეას თვალებს გაუსწორა მზერა და სადღაც შიგნით მოუსვენრობა იგრძნო.
- მე არასოდეს ვფიქრობ ნინო, თუ რამეს ვამბობ ნიშნავს რომ ზუსტად ვიცი.
- ასე იმიტომ ფიქრობ რომ კარცერიდან დაგიხსენი? - ანდრეას მზერაში ჩაძირული, თავს ძალას ატანდა რომ საჭირო სიტყვები მოეძებენა.
- იმიტომ რომ მეტისმეტად გულითადი ხარ. - თვალს აშორებდა ანდრეა ქალს.
- იქნებ უბრალოდ კეთილი ვარ. - ანდრეას მზერა ბურღავდა ქალს.
- გგონია ამას დავიჯერებ?
- თათიასი ხომ დაიჯერე?
- შენ თათია არ ხარ. - მოკლედ მოუჭრა.
- სამაგიეროდ შენ ხარ ანდრეა.
- ზუსტად, ამიტომ აუცილებლად დამარცხდები.
- ჰო?
- ჰო, მე ყოველთვის ერთი სვლით წინ ვარ ნინო, და გახსოვდეს, არ არსებობს რამე რაც შენ იცი და მე არა.
ანდრეამ კარი გაიხურა და ბიბლიოთეკისაკენ დაიძრა, ნინო კი გაშეშებული იდგა და ვერ ხვდებოდა რა უთხრა "ეშმაკმა" წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე საუბრობდა ანდრეა, რა უნდა სცოდნოდა ან მასთან თამაში რატომ უნდა სდომოდა ნინოს

. . .
-აბა როგორ ხარ? - კიდევ ერთხელ ჰკითხა თათიამ, მის წინ მოკალათებულ "ეშმაკს".
- კარგად.
- არ გინდა დაწვრილებით მომიყვე რა მოხდა? - მეტისმეტად მშვიდი ჩანდა თათია.
- არა.
- აბა მეცადინეობას შევუდგეთ?
- არა, დღეს ხასიათზე არ ვარ.
- აბა რა გავაკეთოთ? - ანდრეას მიაჩერდა ქალი.
- არაფერი.
- ორი საათი უბრალოდ ვისხდეთ და ერთმანეთს ვუყუროთ? - ხელები გადააჯვარედინა თათიამ.
- ჩემზე უკეთესს, ვის უნდა უყურო? - კმაყოფილმა გაიკრიჭა.
- კარგი ანდრეა, მომიყევი რამე შენს შესახებ.
- მაგალითად? - კბილებს შორის გადაატარა ენა "ეშმაკმა"
- მაგალითად შენს ოჯახზე, ან იმაზე რატომ ზიხარ აქ.
- ოჯახი არ მყავს და ხომ იცი რომ მკვლელობისთვის. - უგემურად დაიჭყანა.
- ჰო, ეგ შენს საქმეშიც წერია და საერთოდ იქ ყველაფერი წერია შენი ჩვენების გარდა, მე კი შენი ვერსიის მოსმენა მინდა.
- ვააჰ. - ტუჩები გაბუშტა.
- რატომ არ მიეცი ჩვენება? - თვალებში მიაჩერდა ქალი.
- იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს დავამტკიცებდი.
- ესე იგი შენ არ მოგიკლავს?
- კი, ეს მე ჩავიდინე.
- რატომ? - მზერა მოარიდა ეშმაკს თათიამ.
- ჩვენებებს არ ვიძლევი. - კბილებში გამოსცრა ანდრეამ.
- ეს ჩვენება არ არის, მე შენი ფსიქოლოგი და მეგობარი ვარ და ჩვენ ახლა უბრალოდ ვსაუბრობთ.
- გეყოფა უკვე. - ხელი აუქნია გოგონამ.
- ცდილობ დამიმტკიცო რომ მაგარი გოგო ხარ? - მშრალად წარმოთქვა.
- გინდა მწყობრიდან გამომიყვანო?
- და თუ გამოხვალ რას გააკეთებ? მეც ხელებს დამამტვრევ? აჰაა ჩემი ხელები, მიდი ანდრეა. - ხელები მის წინ მაგიდაზე დააწყო თათიამ, თუმცა ანდრეა არ შეხებია, ფეხზე წამოდგა მაგიდა ამოატრიალა და იატაკზე დაახეთქა, სკამს დაარტყა წიხლი და წიგნების თაროსთან მივიდა, რამდენიმე უჯრა მთლიანად გადმოყარა და ფეხებით შედგა ძირს გადმოყრილ წიგნებს.
სწორედ ამ დროს ჩაიარა ბიბლიოთეკასთან ნინომ და ხმაურის გაგონებისთანავე შიგბით შევიდა.
- გააფრინე? - დაიყვირა როგორც კი დარბეული ბიბლიოთეკა დაინახა.
- კი გავაფრინე. - მშვიდად დაემოწმა და კიდევ ერთი უჯრა გამოაცარიელა.
- გეყოფა უკვე, პატარა ჭირვეული ბავშვივით იქცევი. - მასთან ახლოს მივიდა ნინო და მაისურში დაქაჩა.
- რა? - გაკვირვებისგან პირი დააღო ეშმაკმა და სახეში შეაჩერდა ნინოს.
ღმერთო როგორ აბნევდა ეს მზერა ქალს, როგორ ურევდა თავგზას მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო, სწრაფად მოვიდა გონს, ანდრეას ხელს ხელი ჩასჭიდა და ბიბლიოთეკიდან გაათრია.
არც გოგონას გაუწევია დიდი წინააღმდეგობა, მორჩილად შეყვა კაბინეტში და სავარძელში ჩაჯდა.
ნინომ კარი გადაკეტა და თავზე წამოადგა ანდრეას.
- რა ჯანდაბა მოგიხერხო? - მკაცრი იყო ქალის გამომეტყველება.
- მე მეკითხები? - ირონიულად გაეცინა.
- ჰო შენ გეკითხები, რადგან ვერ გავიგე რა ჯანდაბა გემართება, ორი კვირა სანიმუშოდ იქცეოდი და დღეს მეორედ გაეხვიე შარში.
ანდრეას პასუხი არ მიუცია, თავი ჩახარა და იატაკს ჩააშტერდა.
- ისევ კარცერში გაგიშვა? - უღონოდ დაეყრდნო მაგიდას.
- რაც გინდა ის გააკეთე. - თავი არ აუწევია "ეშმაკს".
- ანდრეა! - ხმას აუწია ქალმა.
- შეიძლება წავიდე?
- არა, არ შეიძლება, აქ მე ვარ უფროსი და ამიტომ მე დამემორჩილები, გასაგებია? და ძალიან ცდები თუ გგონია რომ კარცერში ვერ გაგგზავნი.
- უფროსობანას თამაშს რომ მორჩები დამიძახე. - უემოციოდა მიახალა და კარი გაიჯახუნა.
ნინომ მხოლოდ მზერით გააცილა გოგონა, უნდოდა მოებრუნებინა, დალაპარაკებოდა ან ეჩხუბა მასთან მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა.
მიხვდა რომ ძალიან აბნევდა ანდრეასთან საუბარი, ამიტომაც გადაწყვიტა ჯერ დამშვიდებულიყო და მერე ესაუბრა გოგონასთან.
ახლა მხოლოდ დასვენება უნდოდა, მარტო დარჩენა და არაფერზე ფიქრი თუმცა ვინ დააცდიდა? ოთახში დაუკაკუნებლად შემოიჭრა თათია.
- ანდრეა სად არის? - სახეში შეაჩერდა უფროსს.
- წარმოდგენა არ მაქვს და დღეს აღარაფრის მოსმენა არ მინდა მის შესახებ. - მობეზრებით წარმოთქვა და ოთახში ბოლთას ცემას მოჰყვა.
- კარცერში გაუშვით?
- არა, მაგრამ ასე რატომ ღელავ მასზე?
- იმიტომ, რომ ის რაც დღეს გააკეთა ჩემი ბრალია. - სასოწარკვეთილი ჩაეშვა სავარძელში.
- მხოლოდ დღევანდელ შემთხვევას არ ვგულისხმობდი, თუმცა ისიც მაინტერესებს რა მოხდა დღეს.
- მე ის გამოვიწვიე. - სევდიანად აღიარა.
- გამოიწვიე? ეს როგორ გავიგო თათია?
- იცით არსებობს ასეთი მცნება, რომ ადამიანი გაბრაზებულზე თავს ვეღარ აკონტროლებს და ისეთ რამეებს ამბობს, რასაც მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში არ იტყვის.
- კარგი რა, ანდრეა რომ ბრაზს საუბრით არ განოხატავს მე მივხვდი უკვე და შენ ბევრად მეტი დრო გქონდა მის გასაცნობად.
- ჰო ვიცი, მაგრამ მაინც ვცადე.
- რისი გაგება გაინტერესებდა? - წამით შეებრალა კიდეც თათია ქალს.
- ყველაფრის, იცით ანდრეას არც ერთი ჩვენება არ აქვს მიცემული, ის არასოდეს საუბრობს თავის წარსულზე ან მომავალზე, მე კი ფსიქოლოგი ვარ და მინდა ყველაფერი ვიცოდე.
- ეს მხოლოდ წმინდად პროფესიული ინტერესია არა? - ოდნავ გაეღიმა ქალს.
- ახლა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა ამ ციხეში. - თავი დახარა თათიამ.
- მოიცადე, ესე იგი ანდრეას ათი წელი ისე მიუსაჯეს რომ მას არაფერი უთქვამს და არც ერთი ჩვენება არ მიუცია? - ახლახანს მოპოვებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაამოწმა ქალმა.
- მის საქმეს არ გაეცანით? - ნინოს ახედა თათიამ.
- ბოლოსთვის მინდოდა მომეტოვებინა. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ნინოს.
- ბევრს მაინც ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ თქვენს ადგილას მაინც გადავხედავდი.
- დღესვე გავეცნობი. - მოკლედ მოუჭრა და მაგიდაზე დადებულ საქაღალდეებში სასურველი ამოარჩია.
- კარგი, ახლა საქმეზე გადავალ.
- ახვა საქმეც გაქვთ? - ინტერესი აღებეჭდა სახეზე ნინოს.
- ხვალ თამარს საკანში დააბრუნებენ.
- მერე?
- მერე ის რომ ახლანდელი სიტუაცია სამოთხედ მოგეჩვენებათ.
- რას მირჩევ? - თათიას ახედა ქალმა.
- ანდრეა კარცერში უნდა გაუშვათ. - საქმიანად წარმოთქვა.
- ანუ განგებ გააკეთე, ანდრეა განზრახ გამოიწვიე რომ კარცერში გამეშვა.
- დიახ. - უარყოფა ვეღარ გაბედა, მიხვდა რომ ნინოს მოტყუება თითქმის შეუძლებელი იყო.
- მე კი ანდრეას მეგობარი მეგონე, ისიც კი ვიფიქრე რომ მასზე ღელავდი. - თვალები აატრიალა ნინომ.
- ასეც არის, მაგრამ ანდრეას გადასარჩენად ერთადერთი გზა მისი იზოლირებაა.
- რატომ გგონია რომ ანდრეა თამარზე სუსტია.
- არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ანდრეა ან მოკვდება ან თამარს მოკლავს და სასჯელს დაუმატებენ,მე კი არც ერთი არ მინდა.
- მათ ყურადღებას მივაქცევთ და ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ.
- როგორც კი თამარი დაბრუნდება, პატიმრები ორ ნაწილად გაიყოფიან და მათი გაკონტროლება გაჭირდება.
- ეს შენს კომპეტენციაში არ შედის თათია, ყველაფერს თავად მივხედავ. - შეუვალი იყო ნინო და თათიასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა უფროსს.
- წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ნინო, იმედი მაქვს ყველაფერი გამოგივათ.
ქალები ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ჯერ თათიამ დატოვა ოთახი, ნინომაც ანდრეას საქაღალდეს დაავლო ხელი და სახლში წავიდა.
დედასთან ერთად არ უვახშმია იმ დღეს, შუბლზე აკოცა ქალს, შხაპი მიიღო და მაშინვე დაწვა, ანდეეას პირადი საქმწ გადმოიღო გადაკითხვას შეუდგა.
მიუხედავად იმისა რომ ფაიკი საკმაოდ სქელი ჩანდა, ძირითადად იმ საჩივრებისგან შედგებოდა რომელიც ციხის ადმინისტრაციის მიერ იყო დაწერილი.
ინფორმაცია დაახლოებით ასე გამოიყურებოდა .

ანდრეა ჩაჩუა, დაიბადა 1992 წლის ექვს მარტს, ქალაქ თბილისში, დაკავებული იქნა 2011 წლის ექვს, ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მან შიშველი ხელებით მოკლა ორმოცი წლის მამაკაცი.
დასაწყისისთვის სასჯელს იხდიდა ბათუმის ქალთა კოლონიაში, მხოლოდ 2014 წელს გადმოიყვანეს თბილისის მკაცრი რეჟიმის ქალთა ციხეში.
შემდეგ იყო საჩივრები, საჩივრები და საჩივრები, რომელსაც ხელს ციხის სხვადასხვა უფროსები აწერდნენ, მათ შორის იყო ბათუმის ციხის უფროსი ლაშა მესხიშვილი.

- ჯანდაბა! - ხმამაღლა დაიყვირა ნინომ და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, წამით ნათლად იგრძნო როგორ მოძრაობდა სისხლი მის ორგანიზმში, თავგზა აერია, გულს გაჩერებამდე ცოტა დააკლდა.
ანდრეა იცნობდა მამამისს, მეტიც ის სასჯელს იხდიდა ბათუმის ციხეში მაშინ, როცა ლაშა მოკლეს და სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ გადმოიყვანეს ანდრეა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
რას უნდა ნიშნავდეს ეს? შესაძლოა ანდრეამ რამე იცოდეს მამამისის მკვლელობის შესახებ?
მართალია პოლიციამ ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვა და შესაბამისად ვერც დამნაშავე დაიჭირეს, მაგრამ თუ ანდრეა ისეთივე ავტორიტეტით სარგებლობდა მაშინაც, როგორითაც ახლა სარგებლობს, დიდი შანსი იყო მას ლაშას მკვლელის ვინაობა სცოდნოდა.
აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა ანდრეას, იქნებ ამიტომაც ესიზმრებოდა მისი მზერა ასე ხშირად, იქნებ ანდრეა იყო ის ვინც მამის მკვლელის პოვნაში უნდა დახმარებოდა ნინოს.
მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი ცრუმორწმუნე არ გახლდათ, ცხოვრებაში პირველად ირწმუნა ბედისწერის.
მთელი ღამე ვერ მოისვენა და გადაწყვიტა ირაკლისთვის დაერეკა.
ანდრეას ნახვამდე კიდევ ერთხელ, დაწვრილებით უნდა გამოეკითხა ირაკლისთვის ყველაფერი, ის ხომ მამამისის საუკეთესო მეგობარი იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მკვლელი ეპოვათ, თუმცა ირაკლიც უძლური აღმოჩნდა და ვერაფერი მოახერხა, ლაშას მკვლელობა საკმაოდ კარგად იყო დაგეგმილიც და შესრულებულიც.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჟიზელი

თავიდან ვიფიქრე,ეს გოგო ხომ არ არის ნინოს მამის მკვლელი-მეთქი. მერე 46-ს 32 რომ გამოვაკელი, არ მგონიათქო და არც ასე ბანალურად იქნება საქმე,მაშინ როცა სალანდერს ასეთი დახვეწილი თხრობის სტილი აქვსთქო :დ თუმცა , ჩვენში რომ დარჩეს ,მოვლენების განვითარებას გააჩნია, თორემ შეიძლება ანდრიაც იყოს მკვლელი და პირიც დამრჩეს ღია :დ ისე თვალები რომ ესიზმრება,მე მსგავსი რამეების მას მერე მჯერა,რაც დამესიზმრა ,რომ ჩემი ბიძაშვილის საფლავს ვეძებდი მთელი ღამე და გავიღვიძე თუ არა,მითხრეს ,რომ კომაში იყო... არ ვიცი, ალბათ ადამიანის ქვეცნობიერი იმდენად ამოუხსნელია,რომ არცოდნის შემთხვევაშიც კი იცის რაღაცები.
მოკლედ , მომწონს მე ეს ისტორია და ვნახოთ რა იქნება ^^

 



№2  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

უჰჰ, როგორ გამახარე შენ მე ❤
ნუ აქ ძალიან ძალიან ბევრი რამ ხდება და თანდათან, მაქსიმალურად დიდი თავებით ვეცდები კარტების დახსნას ❤
მადლობა რომ მომყვები ❤

და ისა, 46_ს 32 რატომ გამოაკელი ვერაფრით ვერ მივხვდი :დ

 



№3  offline წევრი ჟიზელი

სალანდერი
ჟიზელი
ჟიზელი

უჰჰ, როგორ გამახარე შენ მე ❤
ნუ აქ ძალიან ძალიან ბევრი რამ ხდება და თანდათან, მაქსიმალურად დიდი თავებით ვეცდები კარტების დახსნას ❤
მადლობა რომ მომყვები ❤

და ისა, 46_ს 32 რატომ გამოაკელი ვერაფრით ვერ მივხვდი :დ

კაროჩე რატო და :დ
40 წლის კაცი მოკლაო რომ ეწერა ანდრიას საქმეში, უცბად გავიფიქრე მაშინ, რომ ნინოს მამაზე ეწერა და კომენტარი რომ დავწერე,მერე დავწვი,რომ ლაშას მამას მკვლელობამდე ანდრეა ბათუმის ციხეში იჯდა იმ ვიღაც 40 წლის კაცის მკვლელობისთვის :დ ხოდა მერე ჯიგრულად 40-ს მივუმატე ანდრიას 6 წლიანი პატიმრობა და ნინოს ასაკი(32) გამოვაკელი :დ
#არადაგრანტიანივარ
#კოღოებსდავაბრალოთ
#დასიცხეს

 



№4  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

გრანტიანი ჟიზელი :დ
აუუ შენ გაიხარე, რა მაგრად ვიცინე :დ
სიცხე კლა"მ"ს :დ

 



№5 სტუმარი ucnobi

დღესაც დაიდება ახალი თავი?

 



№6  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

რა თქმა უნდა, თორმეტზე გავგზავნი ❤

 



№7 სტუმარი ucnobi

სალანდერი
ucnobi
ucnobi

რა თქმა უნდა, თორმეტზე გავგზავნი ❤

ღამის 12 ზე ანუ?

 



№8  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

დიახ, მანამდე არ მაქვს გაგზავნის უფლება

 



№9 სტუმარი ucnobi

სალანდერი
ucnobi
ucnobi

დიახ, მანამდე არ მაქვს გაგზავნის უფლება

ძალიან კარგი,ძალიან საიტერესოა და თან მე აქ კომენტარეებს იშვიათად ვტოვებ.

 



№10  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

ძალიან დიდი მადლობა ❤ ძალიან გამახარე და ჯერ ყველაფერი წინ არის ❤

 



№11 სტუმარი ucnobi

სალანდერი
ucnobi
ucnobi

ძალიან დიდი მადლობა ❤ ძალიან გამახარე და ჯერ ყველაფერი წინ არის ❤

ესე გააგრძელე:)

 



№12  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

❤ ❤ ❤

 



№13  offline წევრი ბელუ შეროზია

ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ joy joy პირველ თავში კომენტარებიდან გავიგე რომ ანდრეა გოგო იყო, ძალიან დავიბენი კითხვისას joy ჰმ, ისე კი მაინტერესებს ეს ანდრეა ლესბოსელი ხომ არაა?? joy

პ.ს ისტორია ძალიან განსხვავებულია, რაც განსაკუთრებით მხიბლავს. შემდეგ თავს კი ორმაგი ინტერესით ველი kissing_heart

 



№14  offline მოდერი სალანდერი

ბელუ შეროზია
ბელუ შეროზია

ანდრეა ანდრეაა რა :დ
და შემდეგ თავში უფრო კარგად მიხვდები ვინაა და რა უნდა :დ
არაპროგნოზირებადი რომ ვარ კარგი არაა ეგ? :დ

 



№15  offline აქტიური მკითხველი lalita

წაკითხული მაქ მაგრამ სიამოვნებით გადავიკითხავ თავიდან.

მე გაგრძელებას ეშმაკის სათამაშოს ველოდი, თუმცა ამასაც გადავიკითხავ ხელახლა.

 



№16  offline მოდერი სალანდერი

lalita
lalita

გაგრძელება იწერება ❤
თუმცა საკმაოდ ნელა, მაგრამ იწერება და აუცილებლად დავდებ ❤
მადლობა ❤

 



№17 სტუმარი ucnobi

ბელუ შეროზია
ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ joy joy პირველ თავში კომენტარებიდან გავიგე რომ ანდრეა გოგო იყო, ძალიან დავიბენი კითხვისას joy ჰმ, ისე კი მაინტერესებს ეს ანდრეა ლესბოსელი ხომ არაა?? joy

პ.ს ისტორია ძალიან განსხვავებულია, რაც განსაკუთრებით მხიბლავს. შემდეგ თავს კი ორმაგი ინტერესით ველი kissing_heart

რომ იყოს არც გამიკვირდება მაგრამ მე უფრო მამის საქმე მაინტერესებს ვინ არის მკლელი?

 



№18  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
ბელუ შეროზია
ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ joy joy პირველ თავში კომენტარებიდან გავიგე რომ ანდრეა გოგო იყო, ძალიან დავიბენი კითხვისას joy ჰმ, ისე კი მაინტერესებს ეს ანდრეა ლესბოსელი ხომ არაა?? joy

პ.ს ისტორია ძალიან განსხვავებულია, რაც განსაკუთრებით მხიბლავს. შემდეგ თავს კი ორმაგი ინტერესით ველი kissing_heart

რომ იყოს არც გამიკვირდება მაგრამ მე უფრო მამის საქმე მაინტერესებს ვინ არის მკლელი?

ოოო, ყველაფერს გავარკვევთ ნელ-ნელა :დ
მიხარია მე თქვენი ინტერესი ❤

 



№19 სტუმარი ucnobi

იმედია მე-3 თავი დაიდება მალე :)

 



№20  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

გაგზავნილი მაქვს ❤
მოდერაციას ელოდება ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent