შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეული მინისტრისთვის * 4 *


8-07-2018, 00:07
ნანახია 1 587

მზარეული მინისტრისთვის * 4 *

^^^

- მხოლოდ მზარეული არა??
გაიხსნა ოთახში ქალის ხმა. ხელები შეუშვი უცებ და ვუბიძგე მომშორებოდა.
- მაკრინე?? აქ რა გინდა??
აღმოხდა დათას.მეც სწორედ ახლა შევხედე იმ ქალს. ჩემს წინ, ელეგანტური, ლამაზი ქალი იდგა , დაახლოებით 55-60 წლამდე.ასაკს მისთვის ვერაფერი დაეკლო.
- ჰმ, ჩემს სახლში,როდის მოვიდე თურმე , შვილიშვილს უნდა ვკითხო.
კუშტი მზერა ჰქონდა,ქალს. ისე, მათვალიერებდა, აშკარად თვალებში რენტგენი აქვს .
- კარგი ,რა ბებო , ხომ იცი სულ მიხარია შენი ნახვა.
ღიმილით გაემართა ,როგორც აღმოჩნდა ბებიისკენ. ისე თბილად გადაეხვია,წამიერად ჩემი გარდაცვლილი ბებია გამახსენდა.
- აბა, გამაცანი შენი "მზარეული"
ბოლო სიტყვა ირონიით თქვა,რაც დათასკენ იყო მიმართული.
- მზარეული არა , საცოლე.
რაოოოო??? საცოლე???მომესმა???ნამდვილად,მომესმა..
- ოჰ, ჯერ კიდევ 4 დღის წინ უბრალოდ მზარეული იყო .
- კარგი,ხო მოგატყუე. ხომ იცი , სანამ არ გავერკვეოდი ვერაფერს გეტყოდი. ახლა,კი დარწმუნებული ვარ.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაბრწყინებული მიყურებდა და ისე საუბრობდა. ხალხო,მიშველეთ!! ახლა,ალბათ მუხლს მოიდრეკს და ხელსაც მთხოვს.
- ნეტავ,იცოდე ჩემო გოგოვ ,როგორ გამახარე. წლებია ველოდები , ჩემი დათუჩას რჩეულს,მიხარია, რომ ასეთი არაჩვეულებრივი აარჩია.
დავმუნჯდი, ჩვეულებრივად დავმუნჯდი...
- მეც ძალიან მიხარია,რომ დათა ვიპოვნე.
"თამაშში" ავყევი დათას,სადაც ჩვენ რიგითი საყვარელი წყვილი ვართ,რომელთაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ!
ქალი, ისე სწრაფად მოვიდა და გადამეხვია,რომ რეაგირება ვერ მოვახერხე.
ისეთი თბილი იყო მისი ჩახუტება,თვალები ამიცრელიანდა,ჩემი საყვარელი თამრო ბებო გამახსენდა. ცრემლის ბურთულამ ,მაინც მოახერხა ჯებირიდან გადმოსვა,რაც დათას არ გამორჩენია.
- მაკრინ, მარიამს ცოტახნით მოგტაცებ,სხვენი უნდა ვაჩვენო.
- სულელო, ამდენ ხანს რას ელოდი,მიდი ,აჩვენე.
დათამ,წელზე ხელი მომხვია და გვერდით ისე მომეკრა , ვეღარ ავდიოდი კიბეზე,ნორმალურად.
- დათა
გადავუჩურჩულე
- გისმენ, ძვირფასო
ლამის თვალები შუბლზე ამოვიდა.
- რა თამაშს, თამაშობ? სანამ გეგმებს დააწყობდი იქნებ ჩემთვისაც გეთქვა?!
- მშვიდად , ძვირფასო,მშვიდად.
ვითომც არაფერიო,ხელი საჯდომთან ახლოს ,წელთან ჩააცურა ,რაზეც თვალები ვჭყიტე. მისი ხელის მოშორება , უშედეგოდ ვცადე.ისეთი დაკუნთული ,ალბათ ცალი ხელითაც ამწევს.
ისე ავიარეთ სამი სართული,რომ ვერც კი გავიგე.სხვენის კართან ვიდექით, კარი ისეთი ლამაზი ორნამენტებით იყო გაფორმებული ,რომ აღვფრთოვანდი.
- ჩემი დიზაინია.
- მართლა? ულამაზესია,ჩემს სახლშიც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი...
- როგორც შენ უწოდებ ჩემს "სასახლეში" არის ასეთი , თითქმის ,ოღონდ კედელზე.
- მართლა?? არ მინახავს
- სახლში,რომ მივალთ გაჩვენებ.
კარის შეხსნა.
- ღმერთო ჩემო!!! ეს რეალურია????
გაოცება,გაკვირვება, აღფრთოვანება ყველაფერი ერთად სუფევდა, იმ წამს ჩემში.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა. თქვენ რას იზავდით ,როცა კაცი ,რომელიც ძალიან მოგწონს ,თან ამავდროულად მინისტრია და შენ მისი ქვეშევრდომი, შეჰყავხარ ოთახში ,სადაც კედლები შენი სურათებითაა სავსე. არა სურათებით , არამედ ხელით ნახატი , შავ-თეთრში,ჩარჩოში ჩასმული. ადგილი,არ იყო კედელზე თავისუფალი,სულ სავსე იყო ჩემი პორტრეტებით. ჩუმად მყოფ დათას გავხედე
- ეს....ე..ს.. ვინ? რატომმ? კი ,მაგრამ...
- ეს ყველაფერი ჩემი შემოქმედებაა, რატომ??! ალბათ,იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი,პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ,ალბათ იმიტომ რომ შენამდე ვერავინ შეძლო , ასე თავდავიწყებით თავის შეყვარება,ასე უსასრულოდ, უსაზღვროდ.ეს აქამდეც უნდა მეთქვა,მაგრამ ვფიქრობდი ,რომ ჯერ ადრე იყო,ახლა კი მგონი დროა ,ჩემი ქალის ტიტული ატარო და არა მზარეულის ,ნუ რა თქმა უნდა, მზარეული ისევ იქნები,ოღონდ არა მინისტრის,არამედ ქმრის, საყვარელი მამაკაცის და მომავალში შვილების მამის. ბავშვებზე აქედანვე მოვრიგდეთ, მაქსიმუმ 5 შვილი მინდა , 3 ბიჭი ,2 გოგო .აბა ???არაფერს მეტყვი????
რა ვთქვა?არ ვიცი,ისიც არ ვიცი ახლა ფეხზე ,როგორ ვდგავარ, საერთოდ როგორ ვარ გონზე.. ჰო...მისი ხელები მიჭერს , თორემ აქამდე ზღართანს მოვადენდი.
- და..თა... ეს...ეს.. ჯანდაბა.. ისიც კი არ ვიცი,რა გითხრა! ასეთ საუბარს არ ველოდი,არც იმას რომ ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა გექნებოდა...მიჭირს ნდობა,მას მერე რაც ზურას დავშორდი,ხომ იცი რა რთულია ნდობა,ახლა მითუმეტეს..გენდობი, პირველივე შეხვედრიდან გენდობი.იმედი მაქვს ეს გრძნობა რაც ახლა მაქვს , მეტად გაღვივება და გასერიოზულდება...ჩვენ აღარ ვართ პატარები,რომ "იდუმალი წყვილი" ვიყოთ.. ვგრძნობ,რომ მიყვარდები,მაგრამ არ მინდა მხოლოდ"მიყვარხარ" ,მეტი მსურს, უფრო მეტი ვიდრე უბრალო სიყვარულია...
- მაშ, თუ ასეა, მგონი დროა პირველ და ოფიციალურ პაემანზე დაგპატიჟო !
- ველი, ჩვენს პირველ პაემანს!!
კეკლუცური ღიმილით მივუახლოვდი და საყვარელ ბაგეებს,ჩემივე სურვილით დავეწაფე.

^^^

" დღეს,საღამოს 8 საათზე გამოგივლი.პაემანზე მივდივართ ,მარიამ! "

დილით გაღვიძებისთანავე შეტყობინება გაუგზავნა მარიამს.. უცებ , დაფაცუცდა გოგონა და სააბაზანოში შეიჭრა.. აბაზანა აავსო და მისი საყვარელი ,სურნელოვანი ქაფით გაავსო,რომელსაც მისი საყვარელი ყვავილის , იასამნის სუნი ჰქონდა.
დაახლოებით,ერთი საათი ინებივრა ,შემდეგ შხაპი მიიღო,საჭირო პროცედურები ჩაიტარა და დაროს დაურეკა,რომელიც ელენასთან ერთად , ურეკში იმყოფებოდა.
- დე, რას შვრებით,როგორ ხართ აბა? ხომ არ გაბრაზებს ელენა??
- არა,დედიკო რას ამბობ,რას მაბრაზებს, პირიქით ჭკვიანად იქცევა,მიჯერებს.შენ როგორ ხარ დედი???
- კარგად დეე არამიშავს. ცხელა აქ ძალიან,დავდნი ლამის
- სიცხემ დაგადნო თუ დათამ?
- დაროოო,კარგი რაა.. სხვათაშორის დღეს პაემანზე დამპატიჟა.
- ოჰჰ, სიძე-მინისტრი ნახეთ რაა..
- რით ვერ გადაეჩვიე ,ასეთ ხუმრობებს
- კარგი,ჰო ,კარგი..
- წავედი დე უნდა გავემზადო ,თორემ ვერ მოვასწრებ.
- კარგი, ბევრი არ იცელქოთ
- ვაიმე,დაროო.
სიცილით გაუთიშა ტელეფონი , გოგონამ.. უცებ მიალაგა სახლი,ოთახში შევიდა და სამოსის არჩევას შეუდგა.
***
უკვე რვას უჩვენებს ისრები,მაგრამ დათა არ ჩანდა. ცხრა საათი ,რომ გახდა ისევ იმედით იყურებოდა,რადგან ეგონა აგვიანდებოდა, თერთმეტი საათი ,რომ გახდა იმედი საბოლოოდ გადაეწურა და დამწუხრებული გაემართა ოთახისკენ გამოსაცვლელად.მისი საყვარელი იასამნისფერი პენუარი ჩაიცვა და ფუმფულა საწოლში ჩაიკარგა...
***
მეორე დღეს გაიგო,რომ მოულოდნელი,საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ამერიკაში,მის კოლეგასთან შესახვედრად.
გაუგო,თუმცა მაინც ძალიან იყო ნაწყენი მასზე, რომ ასე უსიტყვოდ წავიდა ,თანაც არც კი იცის,როდის დაბრუნდება.

დილით გაიღვიძა,მაგრამ როგორც კი გაიხსენა მომხდარი, განაწყენებული,ისევ დაწვა და სცადა დაძინება,თვალები დახუჭა ,თუ არა კარზე ზარის ხმაც გაისმა.. ახლა, ნამდვილად ესიკვდილებოდა ,ადგომა და კარებამდე მისვლა,მაგრამ ,როდესაც ზარის ხმა არ შეწყდა ადგა და გალასლასდა, ძლივძლივობით.
"ჭუჭრუტანაში" გაიხედა და მომღიმარი,პარკებით და სასმელებით ხელდამშვენებული , თეაკო უმზერდა,რომელსაც გვერდს ნინა უმშვენებდა.
- ამ დილა უთენია ,რომელმა დამპალმა ქარმა გადმოგაგდოთ??!!
ამოიბუზღუნა ,მარიამმა.
წარბაწეულმა გადახედეს გოგონებმა,მარიამს თვალით მისაღებისკენ უბიძგეს და უკან მიჰყვნენ.
- აბა,დღეს ვწვავთ წაქცევამდე
მხიარულად გამოაცხადა ნინამ.
- ოჰ, რა გენაღვლება ქალბატონო ნინა, საქმრო გვყავს აღარ ვდარდობთო???
ირონიით ამოთქვა მარიამმა.
- მწარევვ,ვიცი რომ გაბრაზებული ხარ და ამიტომ მეუბნები,სწორედ ამიტომ გპატიობ
ცხვირაბზუებულმა უპასუხა
- კარგი,გეყოთ ეხლა. ვსვავთ გათიშვამდე
კამათით დაღლილმა თეაკომ,როგორც იქნა ხმა ამოიღო.
დალევა დაიწყეს და რა დაიწყეს.არყის ჭიქებს, ერთმანეთს ანაცვლებდნენ,საბოლოოდ კი ისე გამოთვრნენ,რომ ნინას და თეაკოს,ფეხზე დგომაც კი აღარ შეეძლოთ.
- უი,კარზე ზარია
- ლექსო იქნება,მე გავაღებ
ღიმილით "გაბობღდა" ნინა,საქმროს შესახვედრად.
- ოჰ,სიძევვ ,მოდი ,მოდი
- რა გჭირთ ხალხო?
აღმოხდა გაკვირვებულ ლექსოს,გოგონების დახანვისას.
- არაფერი,ლექსიკუნა დავთვერით
ამოიბლუყუნა მთვრალმა ,მარიამმა.
- ღმერთო,შენ უშველე ქალებს.კარგი შენ მესმის მარიამ,მაგრამ ნინა,შენ რაღატომ მოგინდა დალევა?
წარბაწეულმა გადახედა , აწ უკვე საცოლეს.
- რა ვიცი,ჩემო სიცოცხლევ , " უბედურთა დუეტს" ხომ არ მივატოვებდი.
გაკრეჭილი საუბრობდა გოგონა
- ეჰჰ,არაფერი გეშველებათ... კარგი,მოდი წავიდეთ ,თეკო მიდი აიღე შენი ნივთები.
ღიმილით დაემშვიდობა ,წყვილს და თეაკოს.
მარიამმა,დაძინება გადაწყვიტა, ზუსტად ნახევარი საათი ჩათვლიმა,როცა კარზე მშვიდი, მელოდიური კაკუნი გაისმა. ზოზინით წამოდგა,ჯერ კიდევ მთვრალი და დარეტიანებული გაუყვა ოთახიდან-შემოსასვლელამდე გზას.
- კიდევ,ღამე დაგრჩათ ლექსო?
ამოიბუზღუნა და თვალებდახუჭული მიეყუდა კედელს.
- ლექსო ვინ არის?
მოულოდნელობისგან გოგონამ თვალები ჭყიტა,ეგონა ეჩვენებოდა,ისევ სიზმარი ეგონა,იცოდა რომ ვერ ახერხებდა ჩამოსვლას...
"გეჩვენება,აქ არ არის,გეჩვენება მარიამ!!"
- არ გეჩვენები , აქ ვარ...შენთან

****

პირველ რიგში ,ძალიან დიდი ბოდიში ,მინდა მოგიხადოთ ყველას, ვინც ასე გულმოდგინედ ელოდით ამ თავს.. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,რომ ამდენ ხანს გალოდინეთ... პირადი პრობლემების გამო,ვეღარ მოვახერხე ახალი თავის ატვირთვა...
იმედი მაქვს ,რომ ისიამოვნეთ ამ ახალი თავით... შემდეგი თავი იქნება კულმინაციური და შედარებით სავსე და საინტერესო... მიყვარხართ ყველა და მადლობა ყველას მოთმინებისთვის ♥ ♥ ♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი abezara98

ამდენი ხანი მალოდინეე და მაინც ისე გამახარე გამოჩენით ❤❤❤ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და ძალიან მომწონს ♡♡♡♡

 



№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რაა ვიცინებ მარიამმა რომ ცხვირწინ მიუხუროს კარი გაბრაზებულ გულზე :დ :დ აღარ დააგვიანო რა

 




abezara98
ამდენი ხანი მალოდინეე და მაინც ისე გამახარე გამოჩენით ❤❤❤ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და ძალიან მომწონს ♡♡♡♡

ძალიან მიხარია,რომ ჯერ კიდევ შემორჩა მკითხველი,ჩემი დაგვიანული ატვირთვის გამო❤ რაღა თქმა უნდა მიხარია პირველ რიგში შენ ,რომ ხარ აქ ❤❤მიხარია,რომ მოგეწონა და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში,ასე დაგვიანებისთვის ❤❤

ანი ანი
რაა ვიცინებ მარიამმა რომ ცხვირწინ მიუხუროს კარი გაბრაზებულ გულზე :დ :დ აღარ დააგვიანო რა

ნუუ მთლად ასე ზუსტად არაა, მაგრამ თავი შენთვის ყოფილა❤❤❤ smile

 



№4 სტუმარი სტუმარი keti

ase uceb sheyvareba,misi portretebit otaxis gavseba.. da es yvelaferi xdeba 4 dgeshi

 




სტუმარი keti
ase uceb sheyvareba,misi portretebit otaxis gavseba.. da es yvelaferi xdeba 4 dgeshi

დაველოდოთ შემდეგ თავს, წინასწარ ნუ აკეთებთ ცრუ პროგნოზს

 



№6  offline წევრი mirandaa31

პორტრეტებმა დამაბნია, ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავი, როგორც ჩანს ახლა არ გაუცვნია დათას ჩვენი მზარეული. გელოდები ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№7  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ცოტა რეალობას აცდენილი მგონია.
იმის მიუხედავად რომ მომწონს.
მთელი გულით გთხოვ არ გააბანალურო
და
ყურადღება მიაქციო პირველ პირში დაწერ თუ მესამეში ❤️
აბა შენ იცი
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№8  offline წევრი Mziako mziako...

ჰეი მეც აქ ვარ :D ახლა ვნახე რომ დაგიდია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძალიან მაგარი თავი იყო... ბოლოს განსაკუთრებით :D არ ვიცი შეილება ვცდები მარა მგონია რომ დათას შემთხვევით არ აურჩევია მარიამო მზატეულად და უკვე დიდი ხანია იცნობს... ნუ ვნახოთ ვნახოთ რა მოხდება ამ ისტორიის დიდი ფანი ვარ და დიდი შემართებით ველი კულმინაციას როგორც შენ თქვი
პ.ს. იმედია მალე დადებ შემდეგ თავს მაგრამ როდესაც არ უნდა დადო ადრე თუ გვიან მე მაინც დაგელოდები ❤❤❤აი უკვე მართლა გყავრობ ყოველ თავში მაოცებ❤❤❤

 




Mziako mziako...
ჰეი მეც აქ ვარ :D ახლა ვნახე რომ დაგიდია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძალიან მაგარი თავი იყო... ბოლოს განსაკუთრებით :D არ ვიცი შეილება ვცდები მარა მგონია რომ დათას შემთხვევით არ აურჩევია მარიამო მზატეულად და უკვე დიდი ხანია იცნობს... ნუ ვნახოთ ვნახოთ რა მოხდება ამ ისტორიის დიდი ფანი ვარ და დიდი შემართებით ველი კულმინაციას როგორც შენ თქვი
პ.ს. იმედია მალე დადებ შემდეგ თავს მაგრამ როდესაც არ უნდა დადო ადრე თუ გვიან მე მაინც დაგელოდები ❤❤❤აი უკვე მართლა გყავრობ ყოველ თავში მაოცებ❤❤❤

გულის ფანცქალით ჩავიკითხე❤❤ისე გამახარე გამოჩენით❤❤ ძალიან მიხარია,რომ ასე მოგეწონა... შენ მაოცებ პირიქითთ❤❤ მიყვარხარრრ შენ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent