შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /4 (+16)


8-07-2018, 00:15
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 310

წითელი ღამე /4 (+16)

ამ თავის წაკითხვის შემდეგ,
ნამდვილად არ ვიცი, როგორი რეაქცია შეიძლება გქონდეთ,
შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, ან მოგეწონოთ.
სანამ აზრს დააფიქსირებთ, მინდა გითხრათ რომ ყველაფერი ასე ადვილად არ იქნება,
ისტორია მალე დასრულდება-თქო, ამასაც ვერ ვიტყვი. წინ დიდი ამბებია...
ამიტომ, ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემი მკითხველის აზრი!
-რას ფიქრობთ ისტორიის შესახებ?
თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები, ესეც მითხარით, ყველანაირად ვეცდები რომ გამოვასწორო.
როგორც თქვენი თბილი სიტყვები, ისე ჯანსაღი და დამსახურებული კრიტიკაც მომწონს და შეძლებისდაგვარად, ვითვალისწინებ კიდეც^^
თან ისიც მაინტერესებს, რამდენი კითხულობს ისტორიას... <3
თქვენი კომენტარების მოლოდინში მყოფი,
მარგო ტოკიო! :D



თავი 4

თვალები ზანტად გავახილე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საუკუნე მეძინა, მაგრამ ჯერ ისევ დილა იყო. ისეთი დილა, მე რომ მიყვარდა, მზის გარეშე, ცოტა სიცივეც, მაგრამ მაინც თბილი დღე.
ცნობიერების დაბრუნების და ადგილსამყოფელის გახსენების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ მარტო ვიყავი. რამოდენიმე წამით თავი ხელებში ჩავრგე და ისედაც გათიშული ტვინი, რომელიც 2+2 ვერ გიპასუხებდათ, კიდევ უფრო გავთიშე.
მიშკას ადგილი ცარიელი იყო, თუმცა თეთრი, პატარა ფურცელი დაეტოვებინა.
„მალე დავბრუნდები.
გადახტომაზე არც იფიქრო. წასვლაზე ხო საერთოდ.
P.s ვარდი ვერ ვიშოვე და იმედია ესეც მოგეწონება“
ისარით მინიშნებულ ადგილს დავხედე, რომელიც ნებისმიერ რამეს გავდა, ვარდის გარდა.
- კაქტუსი ვითომ? - გავიფიქრე ხმამაღლა და ფურცელი ამოვაბრუნე, - ან დინოზავრი, - ჩემს მსჯელობაზე მე თვითონ გამეცინა. წერილს ღიმილით გადავუსვი ხელი და მის მოსვლას დაველოდე. მანამდე ტელეფონი შევამოწმე, საათსაც დავხედე. ჯერ მხოლოდ 9 საათი იყო, ანუ ყველას გათიშულს ძინავს და არავის ვახსოვარ.
ფიქრებში ვიყავი გართული, ნაბიჯების ხმა რომ გავიგე. უკან გავიხედე, მიშკა იყო.
ხელში ორ ყავის ჭიქა ეჭირა, თან ცოტა მოხრილი მოდიოდა ჭრილობის გამო.
ვუყურებდი მის მოძრაობას, ვაკვირდებოდი მის გამომეტყველებას რომელიც ძალიან სწრაფად ეცვლებოდა ხოლმე და თითქოს დაზეპირებას ვცდილობდი, რის შემდეგ როგორ სახეს მიიღებდა. არ ვიცოდი რა დამერქმია ამ გრძნობისთვის.
სიყვარული ორ დღეში?! - ნამდვილად არა.
უფრო ძალიან დიდი ინტერესი მის მიმართ და დარწმუნებული ვიყავი რომ უკვე სიგიჟემდე მომწონდა ეს ადამიანი და მეშინოდა რომ ისეთი არ აღმოჩნებოდა როგორსაც ველოდი.

- სიმპათიური რომ ვიყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთ ყურადღებას თუ მივიქცევდი არ მეგონა, - მითხრა სერიოზული ხმით, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ჩემს გაფითრებულ გამომეტყველებაზე გულიანად გაეცინა.
ახლაც...
ისეთი წამი დავიჭირე, მინდოდა გადამეღო და სამუდამოდ მეყურებინა მისი გულიანი, გულწრფელი და ლამაზი სიცილისთვის.
რა გჭირს, მეგი? ის ხომ შენ დაგცინის?! - არ ჩერდებოდა ჩემი მეორე ხმა, რომლის დატყვევება ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა მიშკა მშვიდობაძემ და მადლობა მას ამისთვის!
- ძალინ.... ძალიან ნარცისი ხარ! - ვუთხარი გაღიზიანებულმა და ჭიქა გამოვართვი. ძალიან ცხელი იყო, მომწონდა ეს შეგრძნება. თითები ჭიქას შემოვხვიე და ამომავალ ორთქლს დავაკვირდი. ის გვერდულად, ღიმილით აკვირდებოდა ჩემს შეკრულ წარბებს. ისე მიყურებდა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, რომელსაც თავზე ხელი უნდა გადაუსვა და შოკოლადი აჩუქო რომ ხასიათზე მოვიდეს.
- შენ კი ბრაზიანი, თან ხუმრობის გარტყმაშიც არ ხარ, - მითხრა სიცილით და ყავა მოსვა, - მაგრამ საყვარელი ხარ! - დაამატა ბოლოს.
- დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი კომპლიმენტისთვის, უნარცისესო და მრავალგზის დაჭრილო! - ვუთხარი კვლავ წარბშეკრულმა, მაგრამ ირონიულად ჩავიცინე.
- კაი ნუ ბრაზდები, გეხუმრები. - მითხრა სიცილით და თმა უფრო აირია ხელით. - შენი თმა რომ გადმოვინერგო, არ გინდა? - ისეთი დაეჭვებით მკითხა, თითქოს რომ რომც მინდოდეს, გადაინერგავდა.
მის ნათქვამზე გამეცინა, დათუნა გამახსენდა, რომელიც დაუღალავად მეხვეწება ამას წლებია.
- რიგში ჩაეწერე. თმის გაჩუქებას თუ გადავწყვეტ, არ მგონია დათუნამ ვინმეს დაუთმოს! - ვუთხარი სიცილით. გამომტყველება შეეცვალა, ალბათ ფიქრობდა ვინ იყო დათუნა. ან მე მეგონა რომ დათუნას ხსენებამ შეუცვალა გამომეტყველება.
სად დაფრინავ, მეგი?!
- დამიჯერე, თუ მოვინდომე, ხელს ვერავინ შემიშლის, - მითხრა რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ. ცოტა გული დამწყდა დათუნაზე რომ არ მკითხა, მე კიდევ მეგონა გამომკითხავდა რამეს ჩემს შესახებ, მაგრამ არაფერიც!
- ეს შენი სახლია? - რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, თემა შეცვალე. იმედი მქონდა რომ ამ კითხვაზე მაინც მიპასუხებდა. გადაწყვეტილი მქონდა რომ თუ ასეთ კითხვებსაც გვერდს აუვლიდა, სასწრაფოდ წავსულიყავი აქედან.
- ჩემია, ხშირად აქ ვარ. როცა რამე ხდება, რა.
- მომწონს, ლამაზი ადგილია. - თვალი მოვავლე აივანს. მართლა მომწონდა ეს სახლი თავისი უცნაურობებით.
- დარჩი, - მითხრა სრული სერიოზულობით. მეგონა ახლაც დამცინოდა, მაგრამ ისეთი სახე ქონდა ეჭვის თვალით გადავხედე.
- კი, როგორ არა, - ჩამეცინა. ყავა მოვსვი და მის თვალებს დავაკვირდი. მე ვამბობდი რომ თვალებში ვერ ჩავხედავდი სირცხვილით?! ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მთელი დღე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი.
- რატო კომპლექსდები, ძვირფასოო? - გაიწელა მშვიდობაძე და თან იცინოდა.
- რა შემატყვე დაკომპლექსებული ადამიანის?! - ვკითხვე დაეჭვებულმა, აშკარა იყო მიხვდა რომ გუშინდელს ვგულისხმობდი და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
- ხომ არ გინდა კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ? - მითხრა და ხელი ჩემს შიშველ ფეხზე აასრიალა. ჟრუანტელმა რომ დამიარა, ისევ ჩაეცინა. ყავის ჭიქა გვერდით გადადო და მისი სახე ჩემსას მიუახლოვა. ჯერ მიყურებდა, ჩემი რეაქციები ართობდა, მაკვირდებოდა და ალბათ ძალიან სიამოვნებდა ის ფაქტი რომ მისი გამოხედვაც კი ბრინჯივით მაბნევდა.

ფრთხილად შეეხო ჩემს ტუჩებს, მხოლოდ წამიერად. მომშორდა, თვალებში მიყურებდა და მომაკვდინებლად იღიმოდა. სულ მაბნევდა, თავგზას მირევდა, სახელს მავიწყებდა. ერთადერთი რაც მინდოდა მისი კოცნა, შეხება იყო. ალბათ იმ წამს, ჩემს თვალებში მხოლოდ ამას თუ დაინახავდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა, თავი გააქნია და ისეთი სიველურით დამეტაკა, ცოტაც და გული გამისკდებოდა. მის მუხლებზე გადამსვა, ერთი ხელი თმებში შეაცურა, მეორე წელს ჩამოაყოლა და უკანალთან გააჩერა. გამაჟრიალა. არ მაინტერესებდა კაბის სიგრძე, არ მაინტერესებდა ასე უსირცხვილოდ რომ ვიჯექი მის მუხლებზე და მხოლოდ მის სველ ტუჩებს ვგრძნობდი ჩემს ტუჩებში, ტუჩის კუთხესთან, ცხვირზე, თვალებზე. ყველგან მისი კვალი იყო. ხელი თმებში შევუცურე. ამჯერად მე ავიღე ინიციატივა და ტუჩები ფრთხილად ყბის ძვალზე შევახე. ჩემი ოცნება ავისრულე და მას შევეხე. ვგრძნობდი როგორ იძაბებოდა, როგორ უჭირდა თავის კონტროლი. ჩემი ტუჩების შეხებისას ვგრძნობდი როგორ უცემდა გული და სწორედ ეს მაძევდა სტიმულს რომ უნდა გამერისკა და არაფერიც არ დასრულდებოდა. წამით მომშორდა, ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე და დავინახე როგორ აენთო სურვილით თვალები. ხელი კისერს ჩამოაყოლა და კაბის ჭრილთან გაჩერდა. ჩემს მოშიშვლებულ მკერდს უყურებდა და კონტურებს ხაზავდა. ერთიანად მისით მოცულს, არაფერზე ფიქრი არ მინდოდა, მისი შეხების გარდა. უცებ მომიახლოვდა, კოცნისგან დაწითლებული ტუჩები ყელში ჩააცურა და კოცნით გაიკვლია გზა მკერდამდე.
- აჰ... გაჩერდი, გთხოვ... - ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი და ისეთი ხმით ამოვიკნავლე, ეჭვი მაქვს სიტყვაც არც გაუგია.
- მიშო... - კვლავ გავიბრძოლე მაგრამ ხელი მკერდზე მომიჭირა. ამჯერად ჩუმი კვნესა, ისეთი ხმამაღალი გახდა, დიდი ალბათობით, ყველა მეზობელმა იცოდა თუ რა ხდებოდა მათ ზემოთ. მაგიჟებდა! მართალი იყო კრისტიან გრეი, როცა თქვა რომ ტკივილიდან სიამოვნებამდე ერთი ნაბიჯიც არაა. მტკიოდა და თან მსიამოვნებდა, აღმაგზნებდა. თუმცა გაჩერების დრო იყო.
ჩემმა გონებამ წამში გადახარშა მომხდარი და ჩემი თავი სრულ იდიოტად შერაცხა!
არც შემცდარა!
მე ვიჯექი ვიღაც უცნობი ბიჭის მუხლებზე და კოცნაში ვყვებოდი,
ბიჭის, რომლის მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი.
ბიჭის, რომელიც მეორედ დაჭრეს გაურკვეველი მიზეზის გამო და ამ მიზეზს, ცოცხალი თავით არ ამხელდა.
მეგი, ნორმალური ხარ?! სასწრაფოდ გაეცალე აქაურობას! - მეუბნებოდა მეორე მე. თუმცა, ყვირილს უფრო ჰგავდა.
სწრაფად ვკარი ხელი უჰაერობისგან გაჩერებულ მიშკას და გვერდით გადავჯექი.
- არ მომეკარო! მიშკა, არ მომიახლოვდე! - ორჯერ გავუმეორე, რადგან ვიცოდი რომ თუ ასეთი კატეგორიული ტონი არ მექნებოდა, ჩემს სიტყვებს არაფრად ჩააგდებდა. - ნუ მეხები! - ვუთხარი დაბნეულს. ალბათ ვერც ხვდებოდა რატომ მქონდა ასეთი რეაქცია, მე ხომ პირველივე კოცნაზე ხელებში ჩავვუვარდი. მის თვალში ალბათ ერთი უსირცხვილო გოგო ვიყავი, რომელიც ისე მოიხიბლა მისი ვიზუალით რომ ყველაფერზე თანახმა იყო. ამის გააზრებაზე იმდენად ჩამწყდა გულში რაღაც რომ ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. ჩემს თავს ვწყევლიდი ასეთი იდიოტი რომ ვიყავი!

- იქნებ შეყვარებული მყავს?! რა უფლებით მკოცნი, მაშინ როცა გინდა? - ჩემი ხმა ნამდვილად არ გავდა ისეთს, რომ ვინმე შემეშინებინა. უფრო კატის კნავილს თუ მიამსგავსებდა ადამიანი.
ცოტა ხანი ჩუმად იყო. მოჭუტული თვალებით მიყურებდა და ოდნავ იღიმოდა.
- მერე შეყვარებულს რატომ ღალატობ, მეგი? - მითხრა ბოლოს, საშინლად ბოხი ხმით, ისეთი ხმით რომ გულში ჩემს არარსებულ შეყვარებულს ბოდიშიც კი მოვუხადე, იმის გამო რომ მე ვუღალატე.
- შენ დამეტაკე... ველურივით! სიტყვის თქმაც არ მაცადე! - დავიწყე უაზრო თავის მართლება. არ მინდოდა რომ ამ თვითკმაყოფილ, ნარცის იდიოტს ჩემზე დაეცინა და გადავწყვიტე ამ უაზრო არგუმენტებით თავი გამომეძვრინა, თუმცა მეც ხომ ვიცოდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.
- როცა გაბრაზებული ხარ, მაშინაც კი, თავს სულელური და არარეალური არგუმენტებით რომ იმართლებ, საშინლად... არა, ბევრად უფრო სექსუალური ხარ! მიჭირს ჩემი აღფრთოვანება აქვე და ახლავე რომ არ გამოვხატო, - მითხრა სიცილნარევი, ვნებიანი ხმით და ტუჩები გაილოკა, როცა ჩემს მოშიშვლებულ მკერდს გაუსწორა მზერა. მის მზერას თვალი რომ გავუსწორე და ობიქეტი ჩემი მკერდი აღმოჩნდა, გაბრაზებულმა დავავლე ჩანთას ხელი და ფეხზე ავდექი.
- პირველად ვნანობ რომ სიკეთე გავაკეთე და ადამიანი გადავარჩინე! - ვუთხარი მკვახედ და ჩემი სიტყვებით გამხიარულებულს, აღშფოთებულმა გავხედე.
- მართლა ფიქრობ რომ სიკვდილს გამომგლიჯე ხელიდან? - მითხრა ეჭვნარევი ხმით. მე საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა, სწრაფად დავუქნიე თავი.
- რა, არა?!
- წითურო და ს*ქსუალურო, ეგეთი ჭრილობა თითქმის ყველა ადგილას მაქვს მიღებული, მაგრამ შენს წინაშე ცოცხალი, საღსალამათი და ენერგიით სავსე ვდგავარ, რა თქმა უნდა, ეს ადგილი არ ითვლება, - თვალი ჩამიკრა და შარვალზე დაიხედა, - იმედია ხვდები, ხო, რასაც ვგულისხმობ... ისიც ენერგიით სავსეა. - მითხრა ჩუმი ხმით და ჩემს სახეზე ისეთი ხარხარი ატეხა, ვიფიქრე ჭრილობა გაეხსნა-მეთქი. თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მაგრამ მისი და ჩემი მზერა, მის ს*სქესო ორგანოს რომ შეეჩეხა, მერე კი ნამდვილად მივხვდი რას გულისხმობდა ეს ვიგინდარა!
- შენთან ლაპარაკის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს. - ვუთხარი ლამის ყვირილით, - მე წავედი!
- მართალია, შენთან ლაპარაკიც ძალიან მართობს და კარგ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ჩემო სულსწრაფო და ს*ქსუალურო! ხედავ? უკვე კომპლექსებიც გეხსნება, მგონი კარგი მასწავლებელი ვარ, ხო?
- გიჟი ხარ, ნამდვილი არანორმალური! მე წავედი, მორჩა! - ვთქვი და იმ პატარა კარისკენ დავაპირე წასვლა, რომლითაც აქ შემომიყვანა. კარი იმდენად პატარა იყო, თავი ნარნიაში მეგონა.
უკვე კარის გაღებას ვაპირებდი, მისი ტკივილნარევი ხმა რომ მისწვდა ყურთასმენას და მეც შეშინებული შემოვბრუნდი.
- ახ... - ამოიკვნესა სახე დამანჭულმა და ხელი იმ მხარეს დაიდო, სადაც ჭრილობა ჰქონდა. იმ წამს ყველაფერი ვიფიქრე; ჭრილობის გახსნა, თავიდან დაჭრა, ახალი ჭრილობა. მოკლედ, ყველაფერი საშინელება. სწრაფად მივუახლოვდი და კედელთან ჩამომჯდარს თავზე ანერვიულებულმა დავადექი. ქვემოდან ამომხედა და ბოროტულად ჩაეცინა.
- შეგეშინდა, მეგან? - მკითხა და ცალყბად ჩაიცინა.
- ეგრე არასდროს მომმართო, გასაგებია? - იმდენად გავღიზიანდი ამ სახელის გაგებისას, ტონი ვერ გავაკონტროლე და ცოტა ზედმეტი მომივიდა. თუმცა იმდენად ს*ქსუალური იყო მისი წარმოთქმული „მეგანი“, რომ მთელს ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. - მანახე ჭრილობა, მგონი გაგეხსნა! შენ კიდე ამბობდი რომ მარტო დარჩენილიც ჯანზე იქნებოდი, ხო? - ვკითხე ქოთქოთით, თავზე დავტრიალებდი და ვცდილობდი ხელით დაფარული ჭრილობისთვის თვალი მომეკრა, რომელიც ჩემს წამოსახვაში სისხლის მდინარეს ჰგავდა.
რამდენიმე წამი მიყურებდა, შემდეგ თავი გააქნია.
- გაბრაზებული ხომ მესექსუალურები, მაგრამ ანერვიულებული, როცა საქმე მე მეხება და აქოთქოთებული, შენი გრძნობების დამალვას უნიჭოდ რომ ცდილობ, სულ სხვა ხარ! მაგ წამს ვგრძნობ რომ ხვალაც შევძლებ შენი ტუჩების გემოს გაგებას! - მისი ირონია, ჩაცინებები და სარკაზმი წამში გაქრა და ჩემს წინ, იმდენად სერიოზული მიშკა აღმოჩნდა რომ პირდაღებული ვცდილობდი მისი ნათქვამის გააზრებას.
- მომატყუე, ჰო? - ვკითხე ჩუმი ხმით და მზერა ჭრილობაზე გადავიტანე, რომელიც ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც გადახვევის შემდეგ დავტოვე.
- ჰო, - მხრები დამნაშავესავით აიჩეჩა და გაეცინა.

წამში ჩამავლო მკლავში ხელი, მისკენ დამქაჩა და წონასწორობა დარღვეული, მის მუხლებზე აღმოვჩნდი. მთელ ტანზე ჭიანჭველების შემოსევა ვიგრძენი, როცა მისმა ცხელმა ხელებმა, კაბის სიგრძე უფრო დაამოკლა და კაბის შიგნიდან, წელამდე ამოვიდა. იმ წამს, გონება ერთიანად გამეთიშა, თითქოს დავკარგე უნარი აღმექვა რეალობა. ერთადერთი სწორი გზა, აქედან წასვლა იყო... მე აქედან უნდა წავსულიყავი, მაგრამ არა. არ შემეძლო მისგან თავის დაღწევა. ერთადერთი რისი აღქმაც იმ წამს შემეძლო, მისი ხელები იყო ჩემს წელზე, მისი საშინლად ვნებიანი ტუჩები იყო ჩემს ტუჩებზე. სასიამოვნო იყო ჩვენი რიგით მესამე კოცნა და წინააღმდეგობის გაწევაზე არც ამჯერად მიფიქრია. მხოლოდ ახლა გამახსენდა მისი ჭრილობის სიმძიმე... იმის ნაცვლად რომ საავადმყოფოში წამეყვანა, მისი შეხებისგან ერთიანად აკანკალებული, მის მუხლებზე ვიჯექი და კოცნაზე კოცნით ვპასუხობდი. ჩუმი კვნესა აღმომხდა, როცა საოცრად კმაყოფილი სახით მომშორდა. შემრცხვა. თუმცა ვერ ავდგებოდი და გავიქცეოდი, ვერც მიწა ჩამყლაპავდა, ვერც ღმერთი გამაქრობდა და არც ის დამტოვებდა მარტოს, როგორც გუშინ. აცახცახბულმა, ინსტიქტურად ენა გადავისვი ქვედა ტუჩზე. სირცხვილით მზერას ვერ ვუსწორებდი. რამდენიმე წუთიანი მცდელობა, რომ თვალებში არ ჩამეხედა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ნერწყვი ყელში გამეჩხირა, თვალებ აგიზგიზებულს რომ გავუსწორე მზერა. ლოყებზე, ტუჩებზე, მთელ სახეზე ვგრძნობდი სიმხურვალეს. არ ვიცი მისი კოცნის გამო იყო თუ სახე ჩემს თმაზე ბევრად წითელი მქონდა.
- ნელ-ნელა იხვეწები... და ეს მე საშინლად აღმაგზნებს, მეგან. - მისი ბოხი ხმა, გაცილებით ხრინწიანად გაისმა და სიტყვების თქმაც ვერ მოვახერხე, ისეთი სიველურით დამეტაკა. მის მუხლებზე მჯდომი ვგრძნობდი მის ერექციას და ხმამაღალ კვნესას ვერ ვიკავებდი. რამდენიმე წამიანი კოცნის შემდეგ, ჩემი წინააღმდეგობა რომ იგრძნო, უფრო მეტად მომიჭირა ხელები ფეხებზე. ტკივილისგან სახე დამემანჭა. ცოტაც და გონებას დავკარგავდი. ეს იმდენად, იმდენად... ჯანდაბა, ამის დედაც, საშინლად მომწონდა ეს ყველაფერი! კვლავ დავუქნიე ხელი ჩემს ნაქებ თავმოყვარეობას, რომელიც მთელი 22წელი, დაუღალავად ცდილობდა ჩემს დაცვას იდიოტი ბიჭებისგან. უჰაერობისგან, მოზღავებული ემოციებისგან, ტუჩების ტკივილისგან არაამქვეყნიურად გაფრენილი მქონდა. თავის გაწევა რომ დავაპირე, კეფა ხელით დამიჭირა, მისი თლილი თითები ჩემს თმაში შეაცურა და მაშინ კი, საბოლოოდ გავითიშე, ეს სამყარო დავტოვე და მიშკას სამყაროში მთლიანად ჩავიძირე. ჩემი მარჯვენა ფეხი, მის მარცხენაზე მქონდა გადებული, ხოდა მარცხენა - მარჯვენაზე. მოძრაობა დავიწყე, ჩემი სითამამით და ინიციატივით გაკვირვებულმა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა. მარჯვენა ხელით ჩემს ბარძაყს აუყვა და ხელის ტრ*სის ქვეშ შეცურებას აპირებდა, ჩემი ტელეფონის გამაყრუებელი ხმა რომ გაისმა.
აქოშინებულმა, ძლივს გამოვერკვიე და ხელები გულზე მივადე რომ ისევ კოცნა არ დაეპირებინა.
- მოიცადე, ტელეფონი... - ამოვიოხრე და ჩანთაში ხელების ფათური დავიწყე, ტელეფონი რომ მეპოვნა.
- ამის დედაც, - შეიკურთხა და თვალები გადაატრიალა. ტელეფონი რომ ვიპოვე და ჩემი უფროსის ნომერი რომ ამოვიცანი, მასზე უარესი რეაქცია მქონდა. რა უნდოდა დილის 10 საათზე?!
- გისმენთ, - ტელეფონის აღებამდე რამდენიმეჯერ ჩავახველე რომ ხმა გამესწორებინა.
- მეგი, ეკა ვარ. ხომ არ გაგაღვიძე? - მკითხა მოვალეობის მიზნით. როცა ასე იწყებდა საუბარს, უკვე წინასწარ ვხვდებოდი რაც უნდოდა. ანუ მისი საქმის ჩემთვის შემოტენვა და თავის თავზე დაბრალება.
- არა, მეღვიძა უკვე. რა ხდება? - ვკითხე ხმადარბილებულმა.
ნამდვილად არ მინდოდა ამ სამსახურის დაკარგვა, ნუ უნივერსიტეტის დამთავრებამდე მაინც.
- ორი პატარა მოთხრობაა, რომლის რედაქტირებასაც ვერ ვასწრებ, სასწრაფოდ მიწევს ქვეყნიდან გასვლა და სანამ მე არ ვიქნები, ამ საქმეს შენ უნდა მიხედო. ნაწერები უკვე გადმოგიგზავნე და გთხოვ სწრაფად დაიწყო მუშაობა, ოთხ დღეში უკვე დასაბეჭდად იწყებენ გამზადებას! - მომაყარა როგორც ყოველთვის მკაცრი, მაგრამ ამავდროულად მეგობრული ხმით. თვალები ავატრიალე. ესღა მაკლდა! ამან უნდა დაისვენოს, მე ორი მოთხრობა უნდა დავარედაქტირო, თან ოთხ დღეზე ნაკლებში! მეხუმრებით, არა?!
- სამ დღეში უნდა მოვასწრო ორი მოთხრობა?! - ვკითხე შეშფოთებულმა.
- სხვა გზა არაა, ვიცი რომ რთულია, მაგრამ სასწრაფოდ მოითხოვა უფროსობამ მაგ მოთხრობების გამოქვეყნება. ყდაზეც კი დაამთავრეს მუშაობა, მოკლედ სრული მობილიზაციაა გამოცხადებული! აბა შენ იცი, ოთხ დღეში მეც ჩამოვალ. გთხოვ, იმედები არ გამიცრუო. - როგორც ჩანს ბარგს ალაგებდა, აქეთ-იქეთ დაფრინავდა და დაზეპირებული ტექსტით მელაპარაკებოდა. - ნინაკა მგალობლიშვილის მოთხრობაა ორივე, მოკლედ, ნახე.
- დიახ, შევეცდები. - ჩავილაპარაკე ნერვებ მოშლილმა და გათიშულ ტელეფონს გამწარებულმა დავხედე.
- სასწრაფოდ უნდა წავიდე! - ვუთხარი მიშკას და ფეხზე წამოვდექი.





скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Peoplefallformysmile

აუცილებლად უნდაგააგრძელო, ყოველმიზეზ გარეშე! :დდ

 



№2 სტუმარი თეოშა

აუ სასწაული ხარრრ ძალიანნ მომწონს

 



№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

უბრალოდ გააგრძელე, რა.
:))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline წევრი tinatini

Peoplefallformysmile
აუცილებლად უნდაგააგრძელო, ყოველმიზეზ გარეშე! :დდ

 



№5 სტუმარი ნინუც

ერთადერთი და თვალშისაცემი
ეს ვითომ ცენზურა, ანუ ფიფქები, ძალიან უბილწო სიტყვებთან გქონდა გამოყენებული.
ტრუსი და სექსუალური არ არის საცენზურო სიტყვა.
აბა, წარმატებები!

 



№6 სტუმარი ninia

Dzaaliaan kargia martlac kargad wer da yvelaferi ise migkavs rogorc sachiroa rac sheexeba istoriaas rogorc gaqvs chafiqrebuli rogorc mogwons ise dawere velodebi mtavaria arvdaagviano warmatebebi

 



№7  offline წევრი Margo Tokyo

Peoplefallformysmile
აუცილებლად უნდაგააგრძელო, ყოველმიზეზ გარეშე! :დდ

გავაგრძელებ აუცილებლად kissing_heart

თეოშა
აუ სასწაული ხარრრ ძალიანნ მომწონს

ვაიჰ,
ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes

ნინუც
ერთადერთი და თვალშისაცემი
ეს ვითომ ცენზურა, ანუ ფიფქები, ძალიან უბილწო სიტყვებთან გქონდა გამოყენებული.
ტრუსი და სექსუალური არ არის საცენზურო სიტყვა.
აბა, წარმატებები!

მე არ მაქვს გამოყენებული,
საიტზე რომ ავტვირთე ეგრე „დაიფიფქა“ relieved

ninia
Dzaaliaan kargia martlac kargad wer da yvelaferi ise migkavs rogorc sachiroa rac sheexeba istoriaas rogorc gaqvs chafiqrebuli rogorc mogwons ise dawere velodebi mtavaria arvdaagviano warmatebebi

უდიდესიი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!!
ძალიან გამახარე heart_eyes heart_eyes

მარიკუნაა♥️
უბრალოდ გააგრძელე, რა.
:))

გავაგრძელებ heart_eyes

 



№8  offline წევრი Nobodyelse

ეს რა ჰოთობა იყო მარგო?:)))))
სასწაულად წერ, ისე გაქვს აღწერილი ყველა დეტალი რომ წარმოდგენაც არ მიჭირს!!!
მეგი ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა. მიშკაც ძაან ჰოთია!
ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს გაგრძელება. დაინტრიგებული ვარ...
გელოდებიიიი:)))

 



№9  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
ეს რა ჰოთობა იყო მარგო?:)))))
სასწაულად წერ, ისე გაქვს აღწერილი ყველა დეტალი რომ წარმოდგენაც არ მიჭირს!!!
მეგი ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა. მიშკაც ძაან ჰოთია!
ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს გაგრძელება. დაინტრიგებული ვარ...
გელოდებიიიი:)))

აუ,
ძაან ვბედნიერდები ასეთი კომენტარებით! weary
მიხარია რომ მეგი ზუსტად ისეთია, როგორიც წარმოგედგინა <3
თუმცა...
გაგრძელება სულ სხვანაირი იქნება... smiling_imp sweat_smile

 



№10  offline წევრი ბიბი

მეტად მკაცრი მეგი მინდა მე!
ისე კი ყველაფერი შესანიშნავია.
გთხოვ ბანალური არ გახადო..

 



№11  offline წევრი Margo Tokyo

ბიბი
მეტად მკაცრი მეგი მინდა მე!
ისე კი ყველაფერი შესანიშნავია.
გთხოვ ბანალური არ გახადო..

ჯერ არა, მაგრამ მეგის ცვლილებაც მალე იქნება.
თუ ჩემს გეგმებს გავითვალისწინებ, მაშინ ვფიქრობ ბანალური არ იქნება. თუმცა ეგ თქვენი გადასაწყვეტია!
მადლობა შეფასებითვის❤️❤️

 



№12  offline წევრი mirandaa31

ძალიან ძალიან მომწონსსს ❤️ მაინტერესებს მიშოს ამბები, მეგანიც მომწონს გელოდები მალეე ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№13 სტუმარი სტუმარი Gabi

Ar daideba dges?

 



№14 სტუმარი სტუმარი lika

Rodis dadeb?

 



№15  offline წევრი Margo Tokyo

mirandaa31
ძალიან ძალიან მომწონსსს ❤️ მაინტერესებს მიშოს ამბები, მეგანიც მომწონს გელოდები მალეე ❤️

მიშოს ამბებიც მალე იქნება.
მადლობა <3 <3

სტუმარი Gabi
Ar daideba dges?

სტუმარი lika
Rodis dadeb?

ავტვირთე, თუმცა შემოწმებას ელოდება
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent