შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემულნი/2/


8-07-2018, 18:16
ავტორი Life is Good
ნანახია 515

დაცემულნი/2/

ორი კვირით ადრე.
ის ,ის იყო ცხელი ყავა გადაანაწილა ფინჯნებში და მისაღებში მაგიდაზე დააწყო კარზე ზარი რომ დარეკეს.არავის ელოდა დღის ამ მონაკვეთში და გაოცებული დაიძრა კარის გასაღებად.კლიტეში გასაღები ხმაურით გადაატრიალა და ფართოდ გამოაღო მასიური რკინის კარი...ზღურბლზე გაჩერებულმა ასე 45 ოდე წლის, მაღალმა მამაკაცმა რომ გაუცინა და შემფასებლურად შეათვალიერა თავით ფეხამდე საშინაო ,შორტსა და მაისურში გამოწყობილი ფეხშიშველი ქალი.
-გამარჯობაა...-მთელი სახით გაუღიმა მამაკაცმა გაოცებულ ჩხეიძეს და მალევე გაარკვია სტუმრობის მიზეზში-რეზი სანიკიძე აქ ცხოვრობს ხოო?
-დიახ?-წარბები შეყარა ქალმა
-ასეც ვიცოდი..-პირი გააწკლაპუნა ირონიული ღიმილით სტუმარმა და დაუპატიჟებლად შეაბიჯა სახლში. მის უკან მდგარი ორი ახმახიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ და ისე გადმოხედეს ელენას თითქოს,მის ადგილზე ცარიელი სივრცე ყოფილიყო.
ქალმა კარი ხმაურით მიხურა და მისაღები ოთახისკენ გაემართა სადაც ,უკვე დაეკავებინათ სავარძლებზე ადგილები სტუმრებს.
-დაუძახე!-ცივად გამოსცრა სტუმარმა და მაგიდაზე მდგარი,სურნელოვანი ყავის ფინჯანი უპარდონოდ აიღო. მოსვა ცხელი სითხე და სიამოვნებისგან გაეღიმა.
ელენას გასვლა არ დასჭირვებია თავისით შენოვიდა რეზი და დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვაზე ადგილზე გაქვავდა.სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა და უკან ისე დაიხია თითქოს ,თავის საშველად ფანჯრიდან გადახტომას გეგმავსო.დაბნეული ელენე ხან ქმარს უყურებდა და ხანაც სტუმარს რომელიც ცივი, ირონიული სახით თითქოს რედგენში ატარებდა წყვილს.
-რა ჯანდაბა ხდება?-სახე მოეღრუბლა ჩხეიძეს და ქმარს გამომცდელი მზერით დააკვირდა.-იქნებ გამარკვიო ახლა რაღა შარში გაეხვიე რევაზ?!
-ოოო ...ესეც პატარა ოჯახური დრამა-ხელი ხელს შემოჰკრა სტუმარმა.
-შენ მოკეტე!-თითი გამაბრთხილებლად გაიშვირა სტუმრისკენ რომელსაც გაეცინა და დანებების ნიშნად ხელები ასწია.შემდეგ კი ისევ სანიკიძეს მიუტრიალდა და ხმაში სუსხი გაურია.-ამოღერღავ ბოლოს და ბოლოს თუ, ასე იდგები იდიოტის გამომეტყველებით?!
-ელი...აგიხსნი ყველაფერს-ხმა წართმეულმა ამოიხრიალა სანიკიძემ.
-გელოდები!
-ბატონებოო...ბატონებო!!-ფეხზე წამოდგა სტუმარი-აქ ვინმე განრისხებული თუ უნდა იყოს ეს მე ვარ...რაიყო რეზი არ იცის შენმა მშვენიერმა ცოლმა რამხელა განავალში ხარ თავით ჩავარდნილიი?! -გაიცინა კაცმა.
-ბადრი...ბატონო ბადრი! ყველაფერს მოვაგვარებ...გეფიცები..დრო მჭირდება...-ალუღლუღდა რეზი.
-რას მოაგვარებ შე სი@ ო? რითი აპირებ ჩემი ვალის გასტუმრებას?! ესეიგი ,რამოდენიმე დღით გავედი ქვეყნიდან და დაბრუნებულს რა დამხვდა?!-ხელები ფართოდ გაშალა კაცმა და იღრიალა...-სად დედის ტყვნაში წაიღე ჩემი 50 ათასიი?!
-რაა?!-ამოიგმინა ჩხეიძემ და შოკისგან მუხლებში ძალა გამოცლილი იატკზე ჩაჯდა.ქმარს კი გამორეცხილი და იმედგაცრუებული თვალებით ახედა რომელსაც სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო და სევდიანი თვალებით უყურებდა ცოლს.
-წავაგე-ამოიხრიალა სანიკიძემ და თავი დახარა.ჩხეიძეს კი კიდევ ერთხელ უჩხვლიტა მარცხენა მხარეს მტკივნეულად რაღაცამ და ამღვრეულ თვალებში სისველემ არ დააყოვნა.სახეზე ორივე ხელი აიფარა და სუნთქვა წამით შეიკავა ...შოკისგან რომ არ გაგიჟებულიყო.
პირველად არ ხვებოდა მისი სანუკვარი ქმარი ანალოგიურ სიტუაციაში და მაშინდელი პრობლემები ნამდვილად ახლოსაც ვერ მივიდოდა ეხლანდელთან.გული საშინლად ნატკენი ჰქონდა და ცრდილობდა მთელი ამ დროის განმავლობაში სწორ გზაზე დაეყენებინა მოთამაშე ქმარი...მიყვარს და ვერ ვტოვებო თავს იმართლებდა საკუთარ თავთანაც და მისი კეთილის მსურველებთანაც რომლებიც, დროულად თავის დაღწევას სთხოვდნენ რეზისგან მაგრამ,დებილივით ხმის ამოუღებლად იტანდა მუქთახორა ქმრის ყველანაირ გამოხტომას და საკუთარი თავის თავადვე უკვირდა...სიყვარული?! ამას სიყვარული ნამდვილად აღარ ერქვა...ეცოდებოდა...ხო, ძალიან ეცოდებოდა სწორი გზიდან აცდენილი ერთ დროს საყვარელი მამაკაცი და ხანდახან, საკუთარ თავსაც კი უსვამდა კითხვას ...ნეტავ ნანა მართალი ხომ არაა და რეზის ასეთად ჩამოყალიბებაში მართლა მას ხომ არ მიუძღოდა ლომის წვლილი?! რამოდენიმეჯერ დაეხმარა კიდევაც...იმდენად იყო თავადაც ამ სიბინძურეში გასვრილი უკვე საკუთარი თავი ზიზღს გვრიდა...
-ჯანდაბა...ამოიხრიალა ქალმა და სახე ნერვიულად მოისრისა.
-მაპატიე ელი...-იატაკზე ჩაჯდა სანიკიძე...-მაპატიე.
- მოვრჩეთ ამ სენტიმენტებს და დროა იმაზე ვისაუბროთ როგორ და რა გზით აპირებთ ჩემთვის წყეული ფულის დაბრუნებას?-გამოსცრა კაცმა,სავარძელს დაუბრუნდა და სიგარეტს მოუკიდა.-საფერფლე თუ შეიძლება.
ელენა წამოდგა,იქვე მდგარი კარადის თავიდან ფაიფურის საფერფლე ჩამოიღო და კაცს წინ დაუდო...თავად კი კედელს მიეყრდნო ცალი მხრით და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
-მე რა შუაში ვარ?-წარბი ასწია ქალმა როდესაც სტუმრის დაჟინებული მზერა იგრძნო.
-ვინ შუაშია და ვინ თავში ეგ არაა ჩემი გასარკვევი...ორივე მაგარ შარში ხართ და ფეხებზე , მარტივად რომ აგიხსნათ რომელი და როგორ გადამიხდით ამ ვალს...
- მოვახერხებ რამეს-წამოდგა ფეხზე სანიკიძე და სავარძელზე გადაინაცვლა.
-კარგია...მომწონს რეზიკო შენი შემართება მაგრამ ახლა მე ვაყენებ აქ მოთხოვნებს და შემიძლია ძალიან მარტივად გითხრათ ,როგორ და რა გზით უნდა იშოვოთ ის ფული.-ჩაიცინა სტუმარმა და სიგარეტის კვამლს მზერა გააყოლა.-ვიცი ერთი ადგილი სადაც ფულზე ძვირფასი რამ ინახება და ის რაღაც რატომღაც ძალიან მინდა..
-რა?-ნერწყვი ხმაურით გადააგორა კისერში რეზიმ.
-ყელსაბამი...დიდი და საკმაოდ ძვირად ღირებული ყელსაბამი...რომლის ფასიც დამერწმუნეთ თქვენი,ორივეს სიცოცხლეზე ძვირად ფასობს.-პირი გააწკლაპუნა კაცმა.
-და სად ინახება ეგ ყელსაბამი?
-ჩემი ძმის სახლში...-ორაზროვნად გაიღიმა სტუმარმა.
-რა აა?!-ფეხზე წამოხტა სანიკიძე.-ჯანდაბა...მეღადავები ეს დედამოტყნული ხოო?!
-არანაირად...-მხრები აიჩეჩა კაცმა.-ეს საქმე არც პირველია შენთვის და არც ბოლო...კარგად გიცნობ ბატონო რევაზ ვინ ხარ და რას წარმოადგენ.
-ცოტნე პაპსკირის გაქურდვას მაიძულებ?!
-არა ძმაო...კი არ გაიძულებ უბრალოდ ვალდებულს გხდი.-გაიცინა კაცმა-შენ ჩემი ვალი გაქვს...მე კი ბრილიანტი მინდა,იმ სეიფში ფულიც იმდენი იქნება თუ კარგად მოიქცევი ავანსიც დაგრჩება და ჩემ ვალსაც პირნათლად გაისტუმრებ.
-და რანაირად უნდა გავიტანო ის სეიფი როდესაც, არცკი ვიცი სადაა და პახოდუ არანაირი გეგმა არ მაქვს?!-თავზე ხელი გადაისვა სანიკიძემ და ოთახში ბოლთის ცემას მოგყვა.
-ორი კვირა გაქვთ...-ფეხზე წამოდგა ბადრი-ორ კვირაში ან ბრილიანტს მომიტან, ან არა და...-ელენე ისეთი მზერით შეათვალიერა თითქოს გამოფენაზე გატანილი საექსპონატო ნიმუში ყოფილიყო და მისი ღირებულების გამოცნობას ცრდილობდა.-შენს ლამაზ ცოლს...ჯერ მე ვიხმარ...დიდხანს და სასტიკად,შემდეგ კი იმდენ ხანს ვაპახავებ ზურგზე გაწოლილს სანამ ბოლო თეთრამდე არ ამოვიღებ ჩემს ფულს.-ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა მამაკაცმა.-მიცნობ ალბათ და იცი ჩემთან ხუმრობა რომ არ შეიძლება.
-ჯანდაბა!-იყვირა სანიკიძემ-პაპასკირის გაძარცვას მაიძულებ,არანაირი გეგმა არ მაქვს და დროსაც არ მაძლევ ნორმალურად რომ მოვიფიქრო რა და როგორ გავაკეთო???
-ორი კვირა...-ორი თითი ასწია სტუმარმა-აქვს შენს ცოლს ფარული ტალანტი რისი დამსახურებითაც ადვილად შეაღწევ პაპასკირის სახლში...მჯერა მე მისი.
გაიცინა კაცმა და კარისკენ გაემართა...
-ელი...-ამოიხრიალა რეზიმ და გაოგნებულ ცოლს გახედა.-ძალიან გთხოვ მაპატიე...
-გაპატიო?!-გაეცინა ჩხეიძეს..-შენი საქციელით ყველა დასაშვებ ზღვარს გადახვედი რევაზ.-მე ...
-არ გკიდია-გაიცინა რეზიმ-შენც ისეთივა საბრთხეში ხარ როგორშიც მე ამიტომ, უნდა დავამთავროთ ეს საქმე და მერე ...
-მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე-ცივად გამოსცრა ქალმა...
-ბიჭებთან წავალ ...დახმარება არ გვაწყენდა...უბრალოდ ძალიან გთხოვ, მათთან თავი ისე დავიჭიროთ როგორც მოსიყვარულე ცოლ ქმარმა..არ მინდა ჩვენი დაძაბული ურთიერთობის აფიშირება თან, დიდი შანსია უარი თქვან დახმარებაზე-ამოიოხრა სანიკიძემ და პასუხს არც დალოდებოა ისე გაემართა კარისკენ.ელენემ კი ყველა ემოცია გამორთო და სრულიად გამოფიტული ჩაეშვა სავარძელში...გვიანი იყო უკვე თავში ხელის შემორტყმა...გასაქცევი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა და სადაც არ უნდა წასულიყო დარწმუნებული იყო ყველგან მიაგნებდნენ.
* * *
ორი კვირის შემდეგ:

ღამის ორი საათი ხდებოდა და ბარში ისევ ისეთი ხალხმრავლობა იყო როგორც მანამდე.. წასვლას არავინ ჩქარობდა ...პირიქით მოდიოდნენ და მოდიოდნენ.ახალი გახსნილი გახლდათ ეს ეგრედ წოდებული ბარი და დედაქალაქის ელიტის ნაღები საზოგადოება წინ დაუკან "დააბოტებდნენ" მანამ სანამ სხვა ახალი ,უფრო უკეთესი არ გაიხსნებოდა ალბათ.
მოშორებით ასე ათ ,თხუთმეტ ახალგაზრდას მოეყარა თავი ერთად და უკვე საკმაოდ შემთვრალნი ხმაურით იკლებდნენ იქაურობას...ცოცხალი ბენდი ტვინის გამბურღავ მელოდიას არახუნებდა და ერთ- ერთი გოგონა რომელიც, სავარაუდოდ იუბილარი გახლდათ და თავისი ზედმეტად ვულგარული სამოსის გამო მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმეტად გამომწვევად იქცევდა იქ მყოფთა ყურადღებას პირდაპირ, გულ- მუცელს უტრიალებდა ბარის დახლთან მდგარ ჩხეიძეს.თავი საშინლად რომ სტკიოდა ხმაურისგან და აყროლებული სიგარეტის ბუღისგან სასუნთქი გზები გადაკეტილი ჰქონდა.
-ნიკა, ერთიც დამისხი ფლიიზ-ნახევარი ტანით აზარტში შესული,ენერგიული ბარმენისკენ გადაიხარა და თითქმის ყვირილით უთხრა.-ოღონდ გაუზავებელი.
ნიკამ ფართოდ გაუღიმა და თხელ ჭიქაში ტეკილა თითქმის ნახევრამდე დაუსხა რომელიც, ქალმა ერთ მოყუდებაზე გამოცალა და თან თვალი ფარულად გააპარა მოღრიალე ახალგაზრდების ჯფუფთან მყოფ ბაჩი პაპასკირისკენ რომელსაც, კისერზე ქერა ქალი გარდამავალი დროშასავით ჩამოკონწიალებოდა და რაღაცას უმტკიცებდა ხელების დახმარებით.გაეღიმა ჩხეიძეს და უკანა გასასვლელისკენ ისე დაიძრა, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული საკმაოდ შენთვრალი პაპასკირი გაეკიდებოდა.არც შემცდარა...ავტო სადგომზე შავი "გელენვაგენის" ძარას მიყრდნობილი გადაჯვარედინებული ფეხებით თავის ხელში აყვანას რომ ცრდილობდა და ნერვიულობისგან ისე იყო ალბათ სიამოვნებით რომ დაიმტვრევდა ისედაც გადათეთრებულ თითებს.ადრეც დახმარებია სანიკიძეს მსგავს საქმეში და აღრიალებულ სინდისის ქენჯნას, ყოველთვის იმით იმშვიდებდა, რომ გზიდან აცდენილ,გასაჭირში მყოფ საყვარელ მამაკაცს ეხმარებოდა.ახლა, უკვე სინდისი ქენჯნასთან ერთად მთელი მისი სხეული შიშის და ნერვიულობის საცეცებში გახვეულიყო. საღად უნდა ეაზროვნა.საღად აზროვნება კი ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იმათ შეუძლიათ ვისაც, შუბლის ძარღვი საბოლოოდ აქვთ გაწყვეტილი...ორად გახლეჩილიყო...ერთს გაქცევა,ყველაფრისთვის მიფურთხება და ფეხებზე უდარდელად დაკიდება უნდოდა...მეორე კი ,დამფრთხალი კურდღელივით,ბუჩქების ქვეშ შეყუჟული ცახცახებდა და სხვა გამოსავალის არ ქონის ყველანაირ გზა მოჭრილი მორჩილი ბავშვივით თავდახრილიყო.რა ჯანდაბა უნდა ექნა? მართლა არ ხიბლავდა ქმრის გამო ვიღაცას პასუხი მისთვის მოეთხოვა...არადა ,მას სთხოვდნენ...ჯანდაბა...ჯანდაბა...რამოდენიმეჯერ გემრიელად შეუკურთხა თავის ბედს ქალმა.ხოო შუბლზე რაც გაწერია არ აგცდებაო და როცა დაიბადე შენი ბედის წიგნიც მაშინ დაიწერა და შენ, რამდენიც არ უნდა ათამაშო მაინც ,არაფერი გამოვაოოო...რომ ამტკიცებენ...არ გავარტყი ბედს?! რას ქვია მას როგორც უნდა ისე იქნება? ადამიანი როდესაც უფალმა შექმნა თავის ხატად და უთხრა: დღეიდან შენ ხარ შენი ბედის განმგებელი!...საერთოდ არ უხსენებია იმ დალოცვილს მე დაგიწერე ეს ჯანდაბა ბედი და შენ ვინუჟდენი ხარ...გინდა თუ არა, ამ ჩემი ეგრედ წოდებული ნაშრომით იხელმძღვანელოვო?! არა გენაცვალე, როდესაც უფალმა განუცხადა შენ ხარ თავისუდალი...ანუ აქ იგულისხმება რომ შენ ხარ შენი თავის უფალიც გამგებელიც,პრეზიდენტიც და დედამოტყნული მოწინააღმდეგეცო...ხოდა აწიე და თავადვე აწმინდე შენი ჩასვრილი საქმე მე არ ვარ ვალდებული ყველა განსაცდელის დროს გვერდით გედგე,კალთა გადაგაფარო და ტილიანი ბავშვივით დაგიცვაო...ამ საქმესაც ჩაამთავრებდა...აიღებდა ფულს და ჯანდაბაში გააგზავნიდა რეზი სანიკიძეს რომელის ძიძობაც უკვე ყელში ჰქონდა ამოსული.
-მანქანის საჭესთან ჯდომა უფრო მოგიხდებოდა-მამაკაცის ხმამ გამოიყვანა საკუთარ თავთან გამართული ორთაბრძოლიდან რომელიც ,ისე უღიმოდა ყინულს გაადნობდა.
-ხოო?-გაიღიმა ჩხეიძემ.-არასდროს მიოცნებია.
-რა გვიშლის ხელს არარსებული და ჯერ არ ნაოცნებარი,ოცნების ასახდენად?-გაიცინა პაპსკირმა და მძღოლის მხარეს კარი გამოაღო.-დაჯდები?!
ელენამ წარბები შეყარა და ეჭვნარევი მზერა შეანათა ზედმეტად ახლოს მდგარ მაღალ ფიგურას.რომელსაც, სასიამოვნოდ გრილი სუნამოს სურნელი ასდიოდა..არეული ალკოჰოლთან და სიგარეტის არომატთან რომელიც უცნაურ ტანდემს ქმნიდა და ადრე თუ მსგავს რამეზე შეიძლება გულიც კი არეოდა ახლა, სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში.
-ვმუშაობ-ტუჩები დაბრიცა ქალმა.
-შენი ცვლა დამთავრებულია,ასე რომ...შემიძლია აქ ამ მყრალ და ხმაურიან დარბაზზე უკეთესი შემოგთავაზო.
-ხოო?-თვალები დააწვრილა ქალმა.
-არ გჯერა?-უფრო ახლოს მიიწია მამაკაცმა და ლოყაზე ბრთხილად შეახო ამობრუნებული ხელის ზურგი.-წამოხვალ?
-კარგი..-გაეცინა ქალს...
-ჭკუიანი გოგო...- ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადაიტარა მამაკაცმა და უცნაურად შეათვალიერა ქალი. რომელმაც მანქანას შემოუარა და წინ,მგზავრის სავარძელზე დაიკავა ადგილი.
მამაკაცმა სასმლის მიუხედავად ზედმეტად მოხერხებულად დაძრა საპარკინგე ზოლიდან ჯიპი...შლაგბაუმი გადალახა და ცენტრალურ გზაზე გასული ბოლომდე დაადგა სიჩქარის პედალს ფეხი.უზარმაზარი მანქანა მსუბუქად გაიჭრა წინ და ძრავის სასიამოვნო ღუღუნით თითქმის წამებში აკრიფა სიჩქარის მაქსიმუმი.საჭეს მარცხენა ხელით მართავდა პაპასკირი და დრო და დრო გვერდით სავარძელში მჯდომ ქალს გადახედავდახოლმე ამოუცნობი ღიმილით.
-იქნებ დროა სახელი მითხრა ჟღალო...-გაიცინა პაპასკირმა
-ელენა-გაპარული ხმით თქვა თავისი სახელი ქამლა და მოსალოდნელი გაურკვევლობისგან ერთიანად დაიძაბა.
მალევე ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან, შედარებით მყუდრო ქუჩაზე გადაინაცვლეს და ალბათ 5 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა მაღალ ჭიშკართან შეჩერდა...კარი ავტომატურად გაიღო და მაღალი ხეებით დაჩრდილულ ბაღში აღმოჩნდნენ რომლის შუაშიც, სამანქანო გზა გაეჭრათ და ფილებით იყო მოპირკეთებული.ბაღის ბოლოში ორ სართულიანი მაგრამ საკმაოდ დიდი ...სახლი იწონებდა თავს რომელიც, ვიქტორიანულ სტილში იყო აგებული და პატრონის ზედმეტად დახვეწილ გემოვნებაზე მიგვითითებდა.სახლის წინ ფანტანი გაეკეთებინათ რომელსაც, გარს უვლიდა ბზის დაბალი ბუჩქები და ამ სიმწვანიდან ამოზრდილი მარმარილოს ანგელოზის ფორმის ქანდაკება მნახველის თვალს აჯადოვენდა.პაპასკირმა მანქანა სახლის პარმაღთან შეაჩერა და გადავიდა.. შემდეგ შემოუარა და ქალის მხარეს გამოაღო კარი.
აკანკალებული მუხლებით,ნერვიულობისგან ძალა გამოცლილი ძლივს მიჰყვებოდა გვერდით მამაკაცს ჩხეიძე...კარის მიხურვის შემდეგ კი კაცმა ერთიანად რომ ააკრა კედელს და ტუჩებზე დააცხრა მთლად გამოეთიშა სამყაროს...ვნებიანად უკოცნიდა ორივე ბაგეს პაპასკირი და ხელებს მთელს სხეულე ურცხვად დაატარებდა. მოკლე ქვედაბოლოს ქვეშ რომ შეძვრნენ მისი მოქნილი თითები, ელენეს ტვინში თითქოს განგაშის ზარებმა შემოჰკრეს ისე შეხტა და შეეცადა მისი ხელებიდან თავის დახსნას...
-რა გჭირს?-შეცვკილი ხმით იკითხა მამაკაცმს და უფრო მჭიდროდ შებოჭა ქალი. .
-საპირფარეშოში მინდა გასვლა-ამოილუღლუღა მის ტუჩებთან ქალმა და თავი გაარიდა.
-კარგი...-გაეცინა პაპსკირს და უზარმაზარი მისაღები ოთახიდან დერეფნის ბოლოსკენ მიუთითა.-იქ არის...
-კარგიი...ახლავე დავბრუნდები.-მომხიბვლელად გაუღიმა ქალმა და ლერწამივით ტანის სექსუალური რხევით,დერეფბისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით.მერე კი თითქოს მეორედ მოსვლააო..ღრიალი, მსხვრევის ხმა და სამმა კბილებამდე შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა თმით შემოათრია ატირებული ქალი რომელიც, იატაკზე მუხლებზე დააყენეს და კეფაზე იარაღი მიაბჯინეს.გაოცებულმა პაპასკირმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე მიაბჯინა ერთ ერთმა ლულა შუბლზე და მუხლებზე დადგომა უბრძანა.
-დადექი ამის დედაც!-გამოსცრა ერთ ერთმა და პირდაპირ სახეში მოუქნია იარაღის კონდახი.
-რას აკეთებ შე სირო!-იღრიალა პაპასკირმა მაგრამ ,გატოკების საშუელება არ მისცეს კეფაზეც მიაბჯინეს იარაღი და იძულებული გახდა მუხლებზე დამდგარიყო.
-თუ არ გინდა ამ ძუკნას ტვინი აქვე გავასხმევინო, სეიფი გახსენი!!-გამოსცრა მამაკაცმა რომელსაც თმით ჰყავდა დათრეული ჩხეიძე.
-ერთი შენი დედაც მოვტყან და მაგისიც! -გაიცინა პაპასკირმა და პასუხად სახეში ფეხიც მიიღო რომელმაც, ზურგზე გადააგდო და დაცემისას თავი იატაკზე დაარტყა.-ააყენეთ ეგ ნაბი@ რი და წამოათრიეთ!-,ბრძანა იგივე მამაკაცმა და ქალთან ერთად მეორე სართულის კიბისკენ დაიძრა.ორმა ახმახმა თრევა თრევით აიყვანეს მამაკაცი მეორე სართულის დერეფნამდე და ერთ -ერთი ოთახის კართან შეუშვეს ხელი.ქალთან ერთად ასულს უკვე მოესწრო კაბინეტის კედელზე დაკიდებული პეიზაჟის გვერძზე გაწევა და ციფერბლატიანი სეიფის წინ იდგა.-გახსენი!
-გამოსცრა კაცმა და ქალს ისევ მიაბჯინა შუბლზე იარაღი..
-ღმერთო!-შეკივლა ქალმა და ტირილი აუვარდა რომლის შემხედვარე პაპასკირმაც ყრუდ შეიგინა, სეიფს მიუახლოვდა და თითების სწრაფი მოძრაობით პანელზე აკრიფა ოთხნიშნა კოდი.საკეტი გაჩხაკუნდა და სეიფის შიგთავსი გამოჩნდა.რამოდენიმე ას დოლარიანების შეკვრა და მოზრდილი, შინდისფერი კოლოფი.რომელიც , მძარცველებმა ერთი ხელის მოსმით ჩაუძახეს ზურგჩანთაში და სწრაფი ნაბიჯით დაიძრნენ მძევლებთან ერთად პირველ სართულზე.
-სერიოზულ შარში ხართ ბიჭებო!-ჩაეცინა პაპასკირს და სისხლი გამოაფურთხა რომელიც პირში გულისამრევ გემოს უტოვებდა.
-გავედით!-მისი მუქარა დააიგნორა მამაკაცმა და გასასვლელისკენ ანიშნა სამივეს-ამ ლამაზ გოგოს ჩვენ გავასეირნებთ...იმედია არ გეწყინება ხოო!!-ირონიულად გამოსცრა, ქალის თავთან მდგარმა და უფრო მჭიდროდა შებოჭა ატირებული ქალი.
რომელიც თითქმის სირბილით გაიყვანეს სახლის უკანა კარიდან და ისე გაუჩინარდნენ იქიდან როგორც ღამის მოჩვენება...მისაღებ ოთახში მდგარი პაპასკირი კი ჯერ ისევ შოკში მყოფი ერთ ადგილს მიშტერებოდა შემდეგ, დაბალ თმაზე გადაისვა რამოდენიმეჯერ ხელი და გაეღიმ,შემდეგ ჩაეცინა და ბოლოს ისე ახარხარდა წელში მოხრილი სუნთქვაც კი ეკვროდა.იატაკზე დაჯდა მუხლებ მოკეცილი,სავარძლის ფეხს მიეყრდნო და ისტერიულ ხარხარს ვერ წყვეტდა.მერე ერთიანად გაჩუმდა სახეზე ცივი,მრისხანება გადაეკრა და იქვე მაგიდაზე დაგდებულ პარლამენტის კოლოფს დასწვდა...ერთ ღერს მოუკიდა და ისე ღრმად ჩაისუნთქა კვამლი თითქოს ფილტვების დახეთქვას ლამობსო...შემდეგ, სწორ ზოლად გამოუშვა პირიდან და ჰაერთან ერთად გამოტუმბა მხუთავი აირი ფილტვებიდან.ღრმად ჩაისუნთქა რამოდენიმეჯერ მოზღვავებული მრისხანების გასაკონტროლებლად და თვალებ დახუჭული,თლილ თითებს შორის მოქცეულ ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერით...გამოსავლის ძებნას შეუდგა.
* * *
სწრაფად გადახტა მანქანიდან ჩხეიძე და კიბეები ისე აირბინა უკან მოყოლილო მამაკაცები არაფრად ჩაუგდია.სახლის კარი თითქმის შეანგრია და მისაღებში იმ თეთრ დივანზე დაეხეთქა აქამდე გულს რომ ურევდა.
-ალბათ მართებული იქნება ცოტახანს ქალაქიდან თუ მოვხევთ!-ხმაურით დადო ჩანთა მაგიდაზე ბექამ და დივანზე დაჯდა.
-ცოტნე პაპასკირი ხელწამოსაკრავი კაცი არაა...-ამოიოხრა ლუკამ და თმაზე ნერვიულად გადაიტარა ხელი.
- იცით რაა??- იფეთქა აქამდე ერთ ადგილს მიშტერებულმა ელენამ და სვარძლიდან ტყვიასავით წმოვარდა.-ახლა მე,ავიღებ ჩემს ნივთებს და მივდივარ...აი,თქვენ კიი ...ჯანდაბამდე გზაც გქონიათ.
სამივემ გოგნებული სახით ახედეს გაცეცხლებულ ქლალს
-ელი-ამოიხრიალა რეზიმ.და საძიებელში გასულ ცოლს უკან გაეკიდა რომლსაც, საშუალო ზომის ზურგჩანთა აეღო და შიგ დაუდევრად ტენიდა სჭირო ნივთებს.
-ასე სად მინიხარ?-წონასწორობის დასაცავად კარის ჩარჩოს მიეყრდნო კაცი.
-მამაჩემის მამასთან!!-ზიზიღით გამოსცრა ქალმა-წამოხვალ?!
-ელიი...
-ნუ იმეორებ შენი დამპალი პირით ჩემს სახელს-თითი გაბრთხილების ნიშნაც ცხვირწინ გაუბზიკა ქალმა-ყელში ამოხვედი შენი საქციელებით,უნამუსო ,მუქთახორა ნაბ@ჭვარი ხარ რომელიც, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს ...მეზიზღები...გესმის?! მეზიზღები!!!
კაცმა რაღაცის სათქმელად გააღო პირი მაგრამ, ქალმა ისევ შეაჩერა.
-ყელში უკვე შენი უსუსური თავის მართლება სნიკიძე...ჯანდაბაშიც წასულხარ მე მივდივარ...არ გაბედო უკან გამოყოლა თუარა, საკუთარ თავზე არ ვაგებ პასუხს...
ჩანთა მხარზე მოიკიდა და გასასვლელი კარისკენ დაიძრა.
-შენს წილს არ აიღებ?-თაველბი გაუფართოვდა ბექას...
-ტრაქში გაიკეთეთ ეგ ჩემი წილი...
-ელი...
-წადი თქვენიც!-გამოსცრა ქალმა და კარი ისე გაიჯახუნა ხმაურმა მთელი სახლი შეაზანზარა.ქუჩაში გავარდნილმა კი თავი ვეღარ შეიკავა და მთელს სხეულში დაგროვილმა დაძაბულობამ,ბოღმამ და სიბრაზემ ერთიანად იფეთქა და თვალებიდან ნაკადულებად დაედინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი GentleWoman

მომწონს სიუჟეტს რომ არ წელავ და მოვლენებს სწრაფად ავითარებ. უკვე წარმომიდგენია, რა ქარ-ცეცხლს დაატეხს პაპასკირი ჟღალს და სიამოვნებისგან და მოლოდინისგან კბილები მიკაწკაწებს ))))

 



№2 სტუმარი სტუმარი nata

auu sascaulia !!!

 



№3 სტუმარი makukuna

ოეეე, ძალიან მომწონს ჩხეიძე, მაგარ შარში აქვს თავი გაყოფილი. ფუუ, რეზი რა ამაზრზენია, ასეთი ქმარი როგორ ჰყავდა, ამდენი წელი. სიმართლე გითხრა, მთლად კარგად ვერ გავიგე, ამ ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის სახლში, ასე ადვილად შევარდნა თუ შეიძლებოდა, გოგოს გამოყენება რაში იყო საჭირო. თუ მძველად სჭირდებოდათ და თავს შეაცოდებდნენ პაპასკირს, უნდა ცოდნოდათ მისი ხასიათი, ახალგაცნობილ ქალს რომ დაიკიდებდა.
უფ, გელოდები და იმედია, ტრადიციას არ დაარღვევ და პუნქტუალური დარჩები.)))

 



№4  offline წევრი დარინა

ისეი ისორიააა ჯერჯერობი ვერ ამოვარჩიე რომელი პერსონაჟი მომწონს ყველა ერათმანეთზე უარესია, მართლა განსხვავებული ისტორიააა რომელმაც დასაწყისიდანვე ჩამითრია.

 



№5  offline წევრი mirandaa31

ძალიან ძალიან მომწონს. წინ დიდი ამბები გველოდება. ველოდები ახალ თავს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი Someone wandering

GentleWoman
მომწონს სიუჟეტს რომ არ წელავ და მოვლენებს სწრაფად ავითარებ. უკვე წარმომიდგენია, რა ქარ-ცეცხლს დაატეხს პაპასკირი ჟღალს და სიამოვნებისგან და მოლოდინისგან კბილები მიკაწკაწებს ))))

ააუუ ჰოოოოო, იმენა ბომბა იქნება მათი შეხცედრა. თან პაპასკირს კახპა ჰგონია წარმომიდგენიაა რა წარმოდგენააქ მასზე... მმმმ ველი ახალ თავს მიყვარს ეს გაუგებრობები

 



№7 სტუმარი სტუმარი თაკო

auu dzalian momwons ra sainteresoaaa))
male dade raaa♥♥♥♥♥

 



№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ო გოსპაძი...ბაჩუკის რეაქციაზე რომ იტყვიან ტანში გამცრა. ოო, რას უზამს ელენას და ღირსიცაა. მგონი, იმასაც მიხვდა რომ თეატრი დაუდგა უბრალოდ.
სულ ტყუილად გარიეს ეს გოგო შარში, თავდასხმა თუ ჰქონდათ გეგმაში. სულ ფეხებზე ეკიდა ამ ბიჭს რას უზამდნენ აგოგოს და ზუსტად მანდ მოწვა მგონი კიდეც სიტუაცია.

 



№9  offline წევრი GentleWoman

MaaiKoo
GentleWoman
მომწონს სიუჟეტს რომ არ წელავ და მოვლენებს სწრაფად ავითარებ. უკვე წარმომიდგენია, რა ქარ-ცეცხლს დაატეხს პაპასკირი ჟღალს და სიამოვნებისგან და მოლოდინისგან კბილები მიკაწკაწებს ))))

ააუუ ჰოოოოო, იმენა ბომბა იქნება მათი შეხცედრა. თან პაპასკირს კახპა ჰგონია წარმომიდგენიაა რა წარმოდგენააქ მასზე... მმმმ ველი ახალ თავს მიყვარს ეს გაუგებრობები


კახპა კი არ ჰგონია, უკვე მოწვა რაც გაუჩალიჩეს. აუუ, რას გაატყავებს ელენეს, კი დაატრიალებს წისქვილის თავს მის თავზე, მე პოპკორნს ვიმარაგებ უკვე )))

 



№10 სტუმარი makukuna

ელენას გატყავება არ იქნება მთლად ადვილი, და აქ იქნება სწორედ მთელი ისტორიის ხიბლი. ნუ მთლად, "მისტერდამისისსმიტობაც" არ გვინდა, ისე, რომ ქალურობაც შეინარჩუნოს და შტერიც არ გამოჩნდეს. შენი იმედი რომ მაქვს, უკვე კითხარი, ხოო? heart_eyes
ვგიჟდები შენი კაცების რეაქციებზე. ბაჩის რომ ხარხარი აუტყდა, მეც ვხარხარებდი მასთან ერთად. ასე იყო გიგაც, აი, რომ ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოსო და უცებ, ისეთს დააბრეხვებს, რომ შოკში ხარ და დრო გჭირდება გასაანალიზებლად. (მე, ჯერ გიგას მაინც ვერ ვღალატობ blush)
წინა თავის კომენტარზე ეხლა ვნახე, მთლიანად ხომ არ დავდოო, რომ ამბობ, სიმართლე გითხრა, მე ასე თავებად მირჩევნია, უფრო გემრიელია relaxed

 



№11  offline მოდერი Life is Good

დღეს იქნება ახალი თავი kissing_heart kissing_heart

 



№12 სტუმარი სტუმარი nata

aauu rodis ikneba velodebi

 



№13 სტუმარი სტუმარი life is good

avtvirte magram,xan ise gadis 4,5 saati ar deben saitze da me mapatiet ???????? cota patara iqneba magram tormetis merec davdeb axal tavs aucileblad...gpirdebiiit????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent