შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი ( თავი 4 )


8-07-2018, 19:05
ავტორი teengirllove
ნანახია 209

გვირილების დედოფალი ( თავი 4 )

(თავი 4)
******

მეორე დღეს ადრე გამოემართნენ თბილისისაკენ,გზაში მხოლოდ ჯეკო ტიტინებდა ,იმდენს ლაპარაკობდა ორივე ერთად ამდენს ვერ ილაპარაკებდა ,ბევრი აცინათ ...
ელიზა ყველაფერს ათვალიერებდა ირგვლივ,თუმცა ვერაფერს იხსენებდა ,ხანდახან გრძნობდა წინა სარკიდან იოანეს დაჟინებულ მზერას ,თუმცა ყურადღებას არ აქცევდა ..
აი თბილისშიც შემოვიდნენ , ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ კი მანქანა სამსართულიანი სახლის წინ გაჩერდა , ნელა გადმოვიდა და მიდამოს თვალი მოავლო, ლამაზი ეზო იყო,ისევე როგორც სახლი..
-აქ ცხოვრობთ? -გადახედა იოანეს ,რომელსაც ჩანთები გადმოჰქონდა მანქანიდან
-კი,კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს პატარა სახლში-ღიმილით გახედა გოგოს
-ეს არის პატარა სახლი? -გაკვირვებულმა აზიდა წარბები
-ხო, ადრე უფრო დიდში ვცხოვრობდით,შემდეგ აქ გადმივედით - მხრები აიჩეჩა და სახლისკენ დაიძრა ,ჯეკოც მას გაჰყვა ..
ელიზაც ნელა მიაბიჯებდა ბილიკზე ,არ იცოდა შიგნით რა სიტუაცია დახვდებოდა ,ცოტა დაძაბული იყო, იქნებ მიბრუნდეს და ახლავე წავიდეს აქედან? მაგრამ სად უნდა წასულიყო, ისიც არ იცოდა აქ რა გზით მოვიდა ..ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ზღურბლზე გადააბიჯა ..

-დეიი დავბრუნდით!! -ყვირილით შევარდა ჯეკო სახლში
-რა გაყვირებს !-ერთი შეუღრინა იოანემ ძმას
-დეიდა გენაცვალოთ თქვენ ,ასე ადრე რატომ დაბრუნდით? - კიბეებზე დაეშვა ,შავ მუხლამდე კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელსაც თავზე სათვალე დაეკოსა ,მსუბუქი მაკიჟი ეკეთა ,შავი თმა კი კოსად ჰქონდა კისერთან შეკრული..ხელები გაშალა ,ჯერ ერთ დისშვილს გადაეხვია ,შემდეგ მეორეს
-საქმე მქონდა და ჩამოსვლა მომიწია -ღიმილით უთხრა იოანემ და თვალებით ელიზას დაუწყო ძებნა
-დეი, ანნა სადაა? - ინტერესით იკითხა ჯეკომ
-ზევით არის ,ბანაობს ,მალე ჩამოვა
-აა..ჩვენ სტუმარი ჩამოვიყვანეთ
-ვინ სტუმარი? -წამში შეეცვალა სახე
-შემოვა ახლა და გაგაცნობ - მხიარულად შევიდა ჯეკო მისაღებში,დეიდაც მას გაჰყვა ,მხოლოდ იოანე იდგა გაუნძრევლად ,გაკვირვებული აკვირდებოდა ღია კარებიდან ,ეზოში შეშინებული თვალებით მოსიარულე გოგონას ,რაღაც მომენტში მის დაბნეულობაზე გაეცინა კიდეც ,შემდეგ სახე დაისერიოზულა და მასთან მივიდა
-ელლიზა - მხატვრულად გამოთქვა -რატომ არ შემოდიხარ?
-შემოვალ..მოვდივარ - დაბნეულმა მიმართა
-წამოდი, წამოდი დეიდაჩემს გაგაცნობ, შემდეგ ანნას ჩემს დეიდაშვილს,მერე ნიკუშაც შემოგვიერთდება
-ნიკუშა ვინ არის?-ინტერესით იკითხა
-ჩვენი გარე ბიძაშვილია
-გასაგებია..
-ასე რატომ მოზოზინებ ,სწრაფად წამოდი - ხელი მოკიდა და სახლისკენ გააქანა ,ერთიანად დაბურძგლა მთელ ტანზე ელიზას ,უცნაურმა გრძნობამ მოიცვა მისი სხეული,უფრო ანერვიულდა ,სწრაფად გაუშვა ხელი,იოანეს დაბნეული გამომეტყველება დააიგნორა და თავად შეაბიჯა სახლში..
-გამარჯობა - დიდ ოთახში მდგომ ქალს გახედა ,მანაც ცივი ,მკაცრი მზერით შეათვალიერა გოგონა ,მისი შავი თვალების დანახვისას ცოტა გააჟრჟოლა,თავი მორცხვად დახარა
-დეიდა ,გაიცანი ეს ელიზაა - გოგონაა გააცნო ქალს იოანემ -ელიზა ,ეს დეიდაჩემია ნორა ,მან გაგვზარდა ..
-გოგონა ,მომიხლოვდი - ცივი ხმით უთხრა ქალმა და დივანზე ჩამოჯდა - დაჯექი - ხელი მის გვერდით გაიშვირა ,მანაც შეასრულა მითითება ,ქალს გვერდით ჩამოუჯდა..ერთიანად დაიძაბა ,ნორაც მკაცრი სახით ათვალიერებდა ,არ იცოდა საით გაეხედა ,ამიტომ ოთახს მოავლო თვალი.. იატაკზე ლამინატი ეგო,კედლები ძალიან ღია კაკაოსფერი, აღმოსავლეთ მხარეს კედლის მაგივრად უზარმაზარი ფანჯრები იყო,რომლიდანაც მთელი ეზო მოჩანდა ,ფანჯარასთან ერთი სამკაციანი და ორი პატარა თეთრი ფერის დივანი იდგა ,დივანთან პატარა ჟურნალის მაგიდა ,იქვე გვერდით ტუმბო,რომელზეც სახლის ტელეფონი იდო, ძალიან მყუდრო და ნათელი ოთახი ჩანდა..
-სადაური ხარ ,რა გვარის ,წარმომავლობის ?-ერთიანად მიაყარა კითხვა ქალმა ,მას მერე რაც მის თვალიერებას მორჩა ,გოგონამ ერთი შეხედა და თვალები დაბნეულმა ააფახურა ,შემდეგ იოანეს გადახედა შემბრალებლური მზერით
-ხო ისა -თითქოს გამოფხიზლდაო -,იცი დეი ,ელიზას ამნეზია აქვს ,ტყეში ვიპოვეთ შემთხვევით მარტო და წამოვიყვანეთ
-ყველა მაწანწალა თქვენ უნდა შეიფაროთ?! -ცივი ხმით ჰკითხა ქალმა
-ნორკა ,კაი რა ასე რატომ ამბობ- გაბრაზებულმა გადახედა
-იო,მე მესმის რომ თქვენ გიყვართ ადამიანების დახმარება ,მაგრამ რაიცი ეს გოგო ვინ არის -იმასაც არ ერიდებოდა ,რომ ელიზა იქ იყო,გოგონა ერთიანად აწითლდა
-ჩვენ მას ვენდობით დეი - საუბარში ჩაება ჯეკო -ძალიან კარგი გოგოა,დარჩეს რა ჩვენთან -ელიზას გადახედა და თვალი ჩაუკრა ,ამ უკანასკნელმაც გაუღიმა საპასუხოდ
-დარჩეს ,ეს თქვენი სახლიცაა - ამოიოხრა ქალმა - გშია ? ელიზა - გოგონამ თავი გააქნია არაო
-კარგი,მაშინ იოანე ,აჩვენე მას თავისი ოთახი-დაავალა დიშვილს
-წამოდი ელიზა -ხელი მაჯაში ჩაავლო,რაც ნორას მზერას არ გამოპარვია .. ელიზაც უხმოდ გაყვა.

***
-აი დღეიდან ეს შენი ოთახია - მეორე სართულზე ,დერეფნის ბოლოს მდებარე კარები შეაღო იოანემ და გოგონას ნაზად გაუღიმა
-ლამაზია - ღიმილით თქვა ,თან ოთახს მოავლო თვალი ,იასამნისფერი კედლები და ამავე ფერის ღია ფარდები საოცარ კონტრასტს ქმნიდა თეთრი ფერის ავეჯდთან,ოთახში უზარმაზარი წიგნების თაროც იდგა ,მის გვერდით კი თეთრი ,ყვავილებიანი სავარძელი..გოგონა აღბრთოვანებული ათვალიერებდა ამ ყველაფერს,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც წიგნები მოსწონდა ,თვლი შეავლო თითოეულ წიგნს ,მათ სათაურებს და ავტორებს კითხულობდა,იოანემაც გააყოლა მის მზერას თვალი და როცა წიგნების თაროებს გადააწყდა გაეღიმა
-კითხვა გიყვარს?
-კი ძალიან
-ხოდა ,ახლა იკითხე და იყავი ,სხვა რა საქმე გაქვს -თვალი ჩაუკრა ,ელიზამ ერთი ჩაიღიმა ,შემდეგ უფრო მიუახლოვდა თავისი დაკვირვების ობიექტს და ახლოდან დაუწყო თვალიერება
-ელლიზა -ძალიან ახლოდან მოესმა კაცის ხმა ,მაშინვე შემობრუნდა ,იოანე იმდენად ახლოს იდგა მასთან ,რომ კინაღამ ცხვირით შეასკდა ,მორიდებით ახედა და პირდაპირ შავ თვალებში ჩააშტერდა ,ბიჭსაც ერთიანად დაეძაბა სხეული,სათქმელს თავი ძლივს მოუყარა - მინდოდაა..მინდოდა მეთქვა ,რომ ,მოკლედ ,დეიდას ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ,მკაცრი ქალია ,მაგრამ კეთილი .. -გოგონამ თავი დაუქნია ,მაშინვე აუარა გვერდი და ღია ფანჯარასთან დადგა ჰაერის ჩასაყლაპად ,ეუცნაურა მისი ასეთი რეაქცია ,ხარბად ისუნთქავდა ჰაერს ,იოანეს მის ამ საქცელზე ერთი კარგად გაეცინა ,გოგონას დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა..
მას მერე რაც თავი დაიმარტოხელა ,ერთი ამოისუნთქა და მოშვებით დაეცა საწოლზე , მგზავრობისას ძალიან დაიღალა ,ახლა რა უნდა ქნას? როგორ შეეგუება აქაურობას ? იქნებ არ გაუჭირდეს, მაგრამ ნორა ისეთი მკაცრი სახით უყურებს ნამდცილად არ იქნება მასთან შეგუება ასეთი ადვილი..კარებზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან, წამოჯდა და დაელოდა როდის შემოვიდოდნენ..ზღურბლზე შუახნის ქალი გამოჩნდა ,ხელში თეთრი პირსახოცი და კიდევ რაღაც ნივთები ეკავა ,ღიმილი შემოვიდა
-გამარჯობა,მე ლილი ვარ ,ამ ოჯახის დამხმარე ქალი,შენთან ბატონმა იოანემ პირსახოცისა და ღამის პერანგის მოტანა დამავალა -ერთი გაუღიმა და ეს ყველაფერი იქვე დააწყო
-გმადლობთ ,იოანესაც მადლობა გადაუხადეთ -უცნაურად კარგი გრძნობით განიმსჭვალა ამ ქალის მიმართ
-აბა ,როგორ არის ელიზაა -კარში გამოჩნდა ჯეკოც ,თავისი ბავშვური ღიმილით
-კარგად ვარ ჯეკო,ოთახიც ლამაზია ძალიან
-მე გავალ,კიდევ რამე თუ დაგჭირდეთ დამიძახეთ-ქალი გასასვლელად მოემაზა
-აუ ლილი,ნამცხვარი გამომიცხვე რა -ყელზე ორი თითი მიიბჯინა ჯეკომ
-ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე ჭამაზე ციქრობ არაა-ლოყებში ჩააფრინდა ლილი
-აუუ,მშია და რა ვქნა ,მიდი რა გთხოვ ლილიკო საბრალო თვალებით შეხედა
-კაი ხო,უფ..იცოდე ლილიკოს კიდევ დამიძახებ და გავბრაზდები -სიცილით უთხრა ქალმა და ოთახი დატოვა..ჯეკომ ჯერ მას გააყოლა მზერა ,შემდეგ ელიზას გადმოხედა და მისკენ წავიდა
-ე.ი. ოთახი მოგწონს
-კი ძალიან ,ლამაზი და მყუდროა
-მიხარია..ხო აქ იმისთვის ამოვედი,რომ მეთქვა ,სუფრა უკვე გაწყობილია შეგიძლია წამოხვიდე
-ჩამოვალ მალე ,მანამდე თუ შეიძლება წყალს გადავივლებ
-კი ,როგორ არ შეიძლება -თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა..
წყალი გადაივლო ,პირსახოცშემოცვეული გამოვიდა გარეთ ,უცებ კინაღამ რომ შეჰკივლა ,რადგან იქვე მდგარი იოანე დაინახა, ამ უკანასკნელმა ერთი მაგრად გადაყლაპა ნერწყვი ,გამჭოლი მზერით აათვალიერა და წამში აარიდა თვალი
-მეე..-კისერი მოიქექა - საჭმელად რომ არ ჩამოხვედი ამოგაკითხე,თან ტანსაცმელი მოგიტანე
-მადლობა..ვიფიქრე წყალს გადავივლებთქო და
-ხო,კაი გავალ მე ,გამოიცვალე და ჩამოდი -არ შეუხედავს ისე შებრუნდა ,უნდა გასულიყო უცებ კარებს ,რომ შეასკდა ,ელიზამ ერთი შეჰკივლა ,შემდეგ გაეცინა ,იოანესაც გაეცინა და გარეთ გავიდა..
ლამაზი იყო ახალი ტანსაცმელი,სადა და ზუსტად მისი ზომა , შავი მაღალწელიანი შარვალი ამოიცვა ,თეთრი პერანგი მკლავებთან აიკეცა ,ოდნავ ჩახსნა ზევით, თმა გაიშრო და ქვევით ჩავიდა ..
-მოდი ,ჩემს გვერდით დაჯექი - სკამი გამოსწია ჯეკომ,ისიც მორცხვად მიუახლოვდა და პირდაპირ იოანეს წინ დასკუპტა
-ჰაიით - მხიარული ძახილით შემივარდა ახალგზარდა გოგონა ,ძალიან ლამაზი იყო, შავი თმა და ამაზე ოდნავ მუქი თვალები ჰქონდა ,იოანეს ძალიან ჰგავდა - ოჰ, ძმები ჩამომსვლიან - ორივეს გადაეხვია და ელიზასთან გაჩერდა -არ უნდა გეთქვათ სტუმარი თუ გვყავს?
-ანა ,ეს ელიზაა ,ჩვენი ახლობელი ,ელიზა ეს ანაა ,ჩვენი დეიდაშვილი - სწრაფად გააცნო იოანემ გოგონებს ერთმანეთი
-რომელი ახლობელი - კბილებში გამოსცრა ნორამ - ეს გოგონა ,ბიჭებმა ტყეში იპოვეს და გადაწყვიტეს შეეფარებინათ,მანამ სანამ მეხსიერება არ დაუბრუნდება
-ამნეზია გაქვს? - შავი თვალები შეანათა ,ელიზამაც თავი დაუქნია - მაგარია - გაიცინა და იქვე ჩამოჯდა - მიხარია ,შენი გაცნობა ლიზა - სახელის გაგონებაზე ისევ უცნაური შეგრძნება დაეუფლა ,მაგრამ არაფერი შეიმჩნია ,ანას გადახედა და უბრალოდ გაუღიმა
-დღეს საყიდლებზე წავალთ -უცებ შეანათა იოანემ შავი თვალები
-რა,რა საჭიროა?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-ტანსაცმელი არ გაქვს ,შიშველი ხომ არ ივლი?
-ანას ძველ ტანსაცმელს მივცემთ -უცებ გადაჭრა თემა ნორამ
-არა დეი,ელიზას ახალ ტანსაცმელს ვუყიდი
-მაგრამ რა საჭიროა ფულის დახარჯვა ,თუ შეგვიძლია ანასი მივცეთ?
-მე ასე ვთქვი და ასე იქნება ,ეს თემა დაიხურება!- მკაცრად თქვა იოანემ და ხმაც არავის ამოუღია ,თვალი ელიზასკენ გააპარა რომელიც კოვზს ნერვიულად ათამაშებდა ხელში -რატომ არ ჭამ? - გოგონამ წამში შეანათა დაბნეული თვალები
-უბრალოდ არ მშია - ჩუმად ჩაილაპარაკა
-მადლობელი უნდა იყო საჭმელს რომ გთავაზობენ ! - იოანემ მკაცრი მზერა სტყორცნა დეიდამისს ,რომელიც ელიზას მიმართ ცივ დამოკიდებულებას არ მალავდა
-მადლობა - ქალს ცისფერი სფეროები მიანა ,შემდეგ ფეხზე წამოდგა და ოთახში ავიდა ,ცრემლებს ძლივს იკავებდა ,იქვე ლოგინთან ჩამოჯდა ,თავი მუხლებში ჩარგო და ჩუმად ატირდა ..
- დეიდა ,არ შეგეძლო ცოტა რბილად მოქცეოდი?- კოვზი ხმხმაღლა დაახეთქა იოანემ თეფშზე
- არა იოანე ,ეგ გოგო ძალიან თავხედია
- რა შეატყვე თავხედობის ? - საუბარში ჩაერია ანა
- ძალიან არ მომწონს ეგ გოგო
- ნორა ,ელიზა მხოლოდ ერთი საათია რაც გაიცანი და ამ ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ ხუთი წუთით დაელაპარაკე ,ძალიან მაინტერესებს როდის გადაწყვიტე როგორია?!
- იოანე ,შენი ტონი არ მომწონს !
- არც მე მომწონს იმ გოგოს როგორც ელაპარაკები!
- როგორც ჩანს მოახერხა უკვე შენი მოთაფვლა !
- მისმინეთ ყველამ,ელიზა ჩემი სტუმარია ,ეს კი ჩემი სახლია ,მოვითხოვ მას ზრდილობიანად მოექცეთ და არ აწყენინოთ!- ფეხზე წამოდგა და კიბეებისკენ გაემართა

******
ფრთხილად დააკაკუნა კარებზე ,პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო ,მაშინვე ელიზას ნამტირალევ თვალებს გადააწყდა ,ფრთხილად მიუახლოვდა და იატაკზე დასკუპებულს გვერდით მიუჯდა
-რატომ ტირი?
-არ ვტირი
-აბა რას აკეთებ?
-არაფერს - მხრები აიჩეჩა
-მტირალა ხარ -ეცადა ლააპარაკში აეყოლიებინა ,ამისთვის კი მისი ნერვების მოშლა იყო საჭირო
-არ ვარ - წარბებშეკრულმა გადახედა
-კი ხარ, სულ ტირიხარ და ტირიხარ - კვლავ აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს
-რაა ,როდის დამინახე მეტიროს! - მისკენ შეტრიალდა ,წარბშეკრული მიაჩერდა ,იოანეს ერთი ჩაეცინა
-ახლა
-არ ვტიროდი!
-კი ტიროდი!
-არა!
-კი!
-არა მეთქი !
-რატომ არ დაასრულე ჭამა?
-არ მშიოდა!
-ასეთ ღორმუცელას როგორ არ გშიოდა?
-ღორმუცელა შენ ხარ -ხელები გულზე დაიკრიფა ,ბიჭმა მეტი ვეღარ მოითმინა ,ავტომატურად აწია ხელი და ლოყები დაუწელა -გამიშვი მეტკინაა! - ჭირვეული ბავშვივით წამოიკნავლა
-წამოდი გავისეირნოთ -ღიმილით უთხრა
-არ მინდა
-წამო წამო,თან ტანსაცმელიც უნდა ვიყიდოთ, ხვალ ექიმთან მიმყავხარ
-არ მინდა ტანსაცმლის ყიდვა ,არ შეწუხდე
-რატომ?
-ესეც მეყოფა ,არ დაიხარჯო - თავის ტანისამოსს დახედა
-ახლა მაბრაზედბ იცოდე, ადექი და წამოდი !
-იო,არაა საჭირო
-ლიზა ნერვებს მიშლი,დეიდას ყურადღებას ნუ მიაქცევ ,ხანდახან უხეშია
-აი თურმე ვის გავხარ -ოდნავ ჩაეღიმა
-ანუ მე უხეში ვარ?-ცალი წარბი აწია
-ცოტა - ოდნავ დამანჭა სახე
-აჰ..კაი ადექი წავედით ,დრო არ ითმენს-ფეხზე სწრაფად წამოდგა და გოგონას ხელი გაუწოდა
-იო ,ხომ გითხარი ...
-აბა ახლა ! - თითი დაუქნია - მიდი მალე ,პონჩიკს გიყიდი
-ეგ რა არის?
-გიყიდი და ნახავ - გოგონაც წამში წამოიმართა ფეხზე და ოთახი მასთან ერთად დატოვა ..
-სად მიდიხართ? - კარებთან აესვეტნენ ანა და ჯეკო
-ტანსაცმელს ვიყიდით ,შემდეგ გავისეირნებთ - ელიზას მაგივრად გასცა პასუხი იოანემ
-მეც წამოვალ რა ,მიყვარს შოპინგი - შავი თვალები შეანათა დეიდაშვილს
-კაი ხო წამოდი - ამოიოხრა და კარებში გასვლა სცადა
-მე?- ახლა ჯეკომ ახედა ძმას ,იოანემ ჯერ ელიზას გადახედა თვალების ტრიალით,ამ უკანასკნელსაც გაეცინა ,შემდეგ ისევ ჯეკოს შეხედა - კაი ხო,შენც წამოდი - ჯეკომ ტაში შემოკრა და ოთხივე ერთად წავიდნენ..

****
-ეს გოგო არ მომწონს ლილი - შეშფოთებულმა გადახედა ქალს ,რომელიც ჩაის ასხამდა
-რატომ? კარგი გოგო ჩანს
-იოანეს თავგზას ურევს - ჭიქას დასწვდა და ფრთხილად მოსვა
-საიდან მოიტანეთ ?- გაეცინა ქალს
-ვერ ხედავ როგორ უყურებს?როგორ შეიცვალა ,სულ სხვანაირია ,მის გამო მეჩხუბა კიდეც
-არ ვიცი, მე ვფიქრობ ელიზა კარგი გოგონაა,თავისი გაჭირვება აქვს
-რა გაჭირვება
-აი ამნეზია ,არაფერი ახსოვს საბრალოს ,არადა ალბათ როგორ ეძებს მისი ოჯახი - თავი გააქნია
-აა ხო ამნეზია -შავი თვალები აუციმციმდა - ეგ კარგი გამახსენე ლილი
-რას აპირებთ?
-მისი ოჯახი უნდა მოვძებნო -თვალები ააფახურა და დამხმარე ქალს ერთი გაუღიმა

****
-უფ რამდენი რამე ვიყიდეთ - მხიარულად შემოჰკრა ტაში ანამ და იქვე დაიკავა ადგილი
-მართლაც ,რა საჭირო იყო იო ამდენი?- უხერხულად შეიშმუხნა ელიზაც და ანას გვერდით დაჯდა
-იყო ! - ცივად მოუჭრა -აბა ,რას შეჭამთ?
-მე ის რაღაც მინდა დილას რომ მითხარი -ცისფერი თვალები ააფახურა და ტუჩი მოიკვნიტა ,იოანეს ერთი გააჟრჟოლა ,შემდეგ ჩაეღიმა
-პონჩიკია ეგ
-ხო ,აი ეგ მინდა
-მე ცივი ყავა მინდა და კიდევ შოკოლადის ტორტი - სიცილით თქვა ანამ
-მეც ეგ მინდა - ელიზას შოკოლადის ხსენებაზე ნერწყვი მოადგა
-რა შოკოლადის ტორტი? -დაბნეულმა ჰკითხა იოანემ , თავი დაუქნია - მერე პონჩიკი?
-აა ხო პონჩიკი - თავისთვის ჩაილაპარაკა
-ჯაკო შენ რას შეჭამ? -გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა
-ყველაფერს - უცებ წამოიძახა და ყველას სიცილი აუტყდა
-აუფ, ანა ჩვენ ეს ორი ღორმუცელა მალე გაგვაკოტრებს - სიცილით გადახედა დეიდაშვილს
-ღორმუცელა თვითონ ხარ ! - ორივემ ერთად მიაძახა
-აჰ,ანუ ასე არა? ორი ერთზე მოდიხართ ხო, ანა ჩემსკენაა - ამაყად გაიჯგიმა იოანე
-გეგონოს - ენა გამოუყო - მე ელიზასკენ ვარ
-შეენც? - თვალები ააბრიალა
-ქალური სოლიდარობა დეიდაშვილო - თვალი ჩაუკრა და ელიზას გაუღიმა
-ვჩუმდები - ხელები დანებების მიზნით ზევით ასწია
-რას ინებებთ?-მალევე მიუახლოვდა ოფიციანტი
-ესეიგი, ერთი ვიცი ყავა ,ორი შოკოლადის ნამცხვარი -შემდეგ ელიზას გადახედა - და ერთი პონჩიკი, ჯეკოსთვის კოკა-კოლა და ლობიანი მოიტანეთ, მე კი მინერალური წყალი მინდა - სწრაფად ჩამოურაკრაკა ,ქალმაც თავი დაუქნია და ადგილს გაეცალა
-აბა - მაგიდაზე აათამაშა ანამ თითები -ახლა რა ვქნათ?
-ვჭამოთ და სახლში წავიდეთ,დავისვენოთ
-არ გავისეირნოთ?
-დღეს არა ,ელიზას გუშინ მაღალი სიცხე ქონდა ,გარეთაც არ უნდა გამომეყვანა წესით
-სიცხე აღარ მაქვს !
-მერე რა ,ერთ დღეში ვირუსი არ გამოდის ორგანიზმიდან, რომ წამოგიყვანე მადლობა თქვი!
-მადლობა ! -უხეშად მიაძახა
-რატომ გქონდა სიცხე? -კითხვით მიუტრიალდა ანა
-შენ დეიდაშვილს ჰკითხე !
-წყალი გადაისხა თავზე - სიცილით უთხრა იოანემ -ჭიდან იღებდა - ანას სიცილი აუტყდა
-მართლა?
-ხო, და მერე ბოლო ხმაზე გაჰკიოდა - ისევ სიცილით გააგრძელა მოყოლა ,ელიზა ორივეს დაბღვერილი უყურებდა
-სხვათაშორის მისი ბრალი იყო - წამოიძახა ბოლოს
-ჩემი? -ხელი მისკენ მიმართა იოანემ
-დიახ ,თვითონ მთხოვე ამომეღო !
-იოო ,ეს არ გეპატიება - თვალები დაუბრიალა ანამ
-ჯიუტია ,ვუთხარი კაი მე ამოვიღებთქო მაგრამ არაო
-რომ დამეთმო დამცინებდი!
-როგორ გეკადრება!
-ნერვებს მიშლი!
-გეყოთ რა ! - წამოიძახა ჯეკომ , ამასობაში სასმელებიც მოიტანეს და ოთხივე გაჩუმდა , გემრიელად მიირთვეს შემდეგ კი სახლისკენ გაემართნენ..




ესეც ახალი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ ...დიდი თავია ,იმედია მეგის ამჯერად მაინც დააკმაყოფილებს stuck_out_tongue_winking_eyeскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლათინო

აჰმმ.
დიდი თავი არ იყო,მოზრდილზე თანახმა ვარ! მოკლედ ეს თავიც მომეწონა. მაგრამ აქ ნაკლები "სირაღაცნაირე" იგრძნობოდა.
იმედი მაქვს სულ არ გააქრობ...

არა მაინც წავიკითხავ,უბრალოდ მინდა რომ ჩემს რაღაცნაირ ისტორიად დარჩეს♥♥♥♥♥

 



№2  offline წევრი teengirllove

ლათინო
აჰმმ.
დიდი თავი არ იყო,მოზრდილზე თანახმა ვარ! მოკლედ ეს თავიც მომეწონა. მაგრამ აქ ნაკლები "სირაღაცნაირე" იგრძნობოდა.
იმედი მაქვს სულ არ გააქრობ...

არა მაინც წავიკითხავ,უბრალოდ მინდა რომ ჩემს რაღაცნაირ ისტორიად დარჩეს♥♥♥♥♥

ver vxvdebi ragacnairshi ras gulisxmob da ranairad gavigo ra ar unda gavaqro :))

 



№3  offline მოდერი gogona migraciidan

არგაგიკვირდება ალბათ პირველ როგში ვის სახელსაც ვახსენებ :დდ
ნიკააააა, რათქმაუნდა ნიკაა შენ გამოიცანი :დდდ
მე მართლა გავჭედე მგონი არავარ ნორმალური ჰო კაი ჩემით :დდ
მოკლედ რაც შეეხება ისტორიას ნორა, ნორას დიდი სიამოვნებით ვითრებდი იმ შავი თვალებით :დ
როგორ მომიწამლა აურა მაგ ქალმა რაა.
ანა, ანა ხომ საოცრება გოგო ყოფილა.
ჯემალიზე რავთვა ძალიან კარგი ბიჭოა ეგ.
ბოლოს რაც შეეხება იო და ელიზა ნამდვილად საოცრებები არიან.
მოკლედ შენ ხარ ჩემი სიხარული გოოგ ❤

 



№4  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
არგაგიკვირდება ალბათ პირველ როგში ვის სახელსაც ვახსენებ :დდ
ნიკააააა, რათქმაუნდა ნიკაა შენ გამოიცანი :დდდ
მე მართლა გავჭედე მგონი არავარ ნორმალური ჰო კაი ჩემით :დდ
მოკლედ რაც შეეხება ისტორიას ნორა, ნორას დიდი სიამოვნებით ვითრებდი იმ შავი თვალებით :დ
როგორ მომიწამლა აურა მაგ ქალმა რაა.
ანა, ანა ხომ საოცრება გოგო ყოფილა.
ჯემალიზე რავთვა ძალიან კარგი ბიჭოა ეგ.
ბოლოს რაც შეეხება იო და ელიზა ნამდვილად საოცრებები არიან.
მოკლედ შენ ხარ ჩემი სიხარული გოოგ ❤

nikas gareshe rogor chaivlida sheni komentari :))) shen kidev chemi sixaruli da siyvaruli gogo xar ;)

 



№5  offline წევრი mirandaa31

კარგი იყო, ნორას რომ არ მოეშალა ნერვები :დ სახელიც სტრანნი რომაქვს :დ მომწონს ისტორიის ასე განვითარება ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი teengirllove

mirandaa31
კარგი იყო, ნორას რომ არ მოეშალა ნერვები :დ სახელიც სტრანნი რომაქვს :დ მომწონს ისტორიის ასე განვითარება ❤️

xo saxeli xasiatisda mixedvit shevarchie :))) mixaria tu mogwons

 



№7  offline წევრი .M.A.R.I.

იუ ძაალიან მაგარია <3 ძალიან მომწონს blush
უფრო ხშირად დადე რა grimacing
ძალიან კარგი ისტორიაა
ნორა მაგრად მევუასა
მაგარი ტიპია joy
ველოდები შემდეგ თავს
innocent innocent innocent innocent innocent
ახლა ერთადერთი რაც
მაინტერესებს ისაა
თუ ჯეკო ასე რატო
იქცევა ის ხომ
15 წლისაა :/
სხვათაშორის ბევრს
ვფიქრობ ამ თემაზე innocent

წარმატებები joy joy blush
ანუ ეს წარმატებები არ ვიცი რატო
უბრალოდ იყოს :დდ

 



№8  offline წევრი teengirllove

.M.A.R.I.
იუ ძაალიან მაგარია <3 ძალიან მომწონს blush
უფრო ხშირად დადე რა grimacing
ძალიან კარგი ისტორიაა
ნორა მაგრად მევუასა
მაგარი ტიპია joy
ველოდები შემდეგ თავს
innocent innocent innocent innocent innocent
ახლა ერთადერთი რაც
მაინტერესებს ისაა
თუ ჯეკო ასე რატო
იქცევა ის ხომ
15 წლისაა :/
სხვათაშორის ბევრს
ვფიქრობ ამ თემაზე innocent

წარმატებები joy joy blush
ანუ ეს წარმატებები არ ვიცი რატო
უბრალოდ იყოს :დდ

Madloba, RAC sheexeba jekos ,magas shemdeg tavebshi gaigebt :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent