შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში ბავშვობიდან {მეორე თავი}


9-07-2018, 00:44
ავტორი ლათინო
ნანახია 568

ჯაშუში ბავშვობიდან {მეორე თავი}

უკან დაბრუნებულ ბიჭს მიმტანმა აცნობა რომ კაბინეტში ელოდებოდნენ. ბიჭიც აუყვა კიბეებს და მამის ოთახში დაუკაკუნებლად შეაჭრა.
-გისმენ ზურიკელა.
გაუღიმა მამას და ინტერესით მიაშტერდა.
-არ ვარ ახლა სიცილის ხასიათზე,ასე რომ თავი შეიკავე!
-კარგი გისმენ,ისევ რამე დავაშავე?
-მე მეკითხები?! რას ნიშნავს შენი საქციელი?
-რომელზე მეკითხები?
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა და შვილს თვალი თვალში გაუყარა.
-კარგი,მიგანიშნებ! ლოყაზე რა გჭირს?
-აჰამ,გასაგებია!
ჩაეღიმა ბიჭს.
-არაფერი ისეთი,მხოლოდ ნათითურებია.
-და რის გამო დაიმსახურე ეგ?
-ვიღაც არანორმალური იყო, ხელი ჩამავლო,ძალით მაკოცა და აქეთ მითავაზა.
-ლუკა ახლა წადი სახლში და აქ მოსული აღარ დაგინახო! აქ ვისაც მოგესურვება იმას ვერ აკოცებ!
-კარგი ზურიკელა!
-და ნუ მეძახი ამ დედამო*** ზურიკელას!
დაიღრიალა კაცმა. ბიჭმაც გაუცინა და კაბინეტი დატოვა.
.......
-გუშინ სად გამექეცი?
გაუღიმა დიტომ გოგონას.
-არსად არ გავქცეულვარ,დავიღალე და წამოვედი!
-შეგეძლო ჩვენთან ერთად წამოსულიყავი.
-არა,არ შემეძლო.
-მირეი როგორ მელაპარაკები?
-ჩვეულებრივად.
-არა,ადრე ასე არ მელაპარაკებოდი.
-ხო,ალბათ.
-მისმინე,გუშინდელი..
-არ მინდა გუშინდელი,მორჩა მე გითხარი რომ ზედემტად ვერავინ ვერ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში,ვერც შენ!
-მაგრამ მე მინდა რომ მქონდეს უფლება,მინდა რომ შენი ცხოვრება მეც მეხებოდეს.
-დიტო რას ამბობ?
-მირეი,მინდა რომ ჩემს გვერდით იყო. ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ დავიღალე! არ შემიძლია შემთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდეს,ვერ შევძლებ ისე შემოგხედო როგორც სალოს,თიკას....
-დიტო წადი!
-მირეი...
-არავითარი მირეი,საერთოდ დაივიწყე ჩემი სახელი.
-კარგი.
ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში,თავი დახარა და გოგონას სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
-სალო,ამოდი რა ჩემთან!
შეეხვეწა მირეი დაქალს და ტელეფონი გაუთიშა.
სალომეც მაშინვე მიხვდა რომ დაქალს რაღაც კარგად ვერ ჰქონდა,საწოლიდან წამოვარდა რაც ხელში მოჰყვა ის ჩაიცვა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.
......
-შემოდი!
გზა დავუთმე კარებში მდგომ სალომეს და სახლში შევატარე.
-აბა მოყევი,რა ხდება?
-დიტო....
-გითხრა?
გადაწოლილი ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-შენ საიდან იცი?
-გვითხრა რომ აპირებდა.
-გასაგებია.
-კარგი რა მირე,ნუ გწყინს! მის მაგივრად ხომ არ გეტყოდი?!
-არ მწყინს...კარგი არაუშავს.
-და შენ რა უთხარი?
-შენი აზრით?
-კარგი.
-გინდა რამეს ვუყუროთ?
-ვუყუროთ,მაგრამ გუშინ სად გამოიქეცი ასე უთქმელად?
-დიტოს ვეკამათე და წამოვედი.
-კარგი და რაზე იკამათეთ?
-დამინახა ვიღაცას რომ ვეცეკვებოდი და ლექციების კითხვა დამიწყო.
-ვიღაცას? ვიღაცეებთან როდის მერე ცეკვავ შენ?
-ვაიმე სალომე დამღალე.ვიღაც იდიოტი იყო,მოვიდა და შემომხვია ხელები,მე ჩემებურები ჩავურთე მაგრამ ვინ გისმენს?! სანამ მუსიკა არ დამთავრდა,იქამდე ხელები არ მომაშორა.
-ოუუ!
გადაიკისკისა სალომემ.
-მერე რა გააკეთა იცი?
-როდის მერე?!
-აი რო გამოვედი გარეთ?
-მერავიცი! მიდი თქვი!
-მაკოცა.
-ჰააა?
წამოიკივლა და თვალებიც გადმოყარა.
-ხო.
-მერე?
-ვლეწე.
-რა ქენი?
-გაშლილი ხელი ვუთავაზე სახეში.
-მერე?
-რა მერე,იმანაც მლეწა!
მობეზრებულმა ავატრიალე თვალები.
-მართლა?
-რა მართლა გოგო?! უკვე ნერვებს მიშლი,წადი მიდი გააკეთე რამე.
-ოჰ!
-მიდი მიდი,სტუმარი ხარ შენ!
....
მთელი დღე უაზროდ გაიწელა,საღამოს დედჩემიც დაბრუნდა,სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან დაღლილი იყო,თუმცა დაღლილობასთან ერთად მის თვალებში დიდი ტკივილი ამოვიკითხე.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ,მერე კი თავის ოთახში გადაიკარგა.
ვერ ვიტან როდესაც თავის ოთახში,მარტო შეიკეტება ხოლმე. ვიცი ძალიან უჭირს ამხელა საწოლში მარტო ძილი.
ვიცი,ვიცი რომ ღამე ისევ ტირის,ვიცი რომ ისევ ისე უყვარს და მისი მონატრება აგიჟებს,ეს ყველაფერი კი ჩემი ბრალია.
გადავწყვიტე მასთან ავსულიყავი,ასეც მოვიქეცი. ოთახის კარები ფრთხილად შევაღე,ჩემგან ზურგით იწვა,თუმცა შევატყვე რომ ტიროდა. მასთან მივედი,ფრთხილად დავადე ხელი მხარზე,ის კი დამფრთხალი შემობრუნდა ჩემკენ.ხელში მამას სურათი ჩაებღუჯა და მას დასტიროდა. გული მომეწურა,ვერ შევძლებდი ახლა მასთან ლაპარაკს,არ შემეძლო მისთვის მამის გახსენება მეთხოვა,მხოლოდ ცრემლები მოვწმინდე და ოთახი უკანმოუხედავად დავტოვე. ქვემოთ ჩავედი,ყავა მოვიმზადე და აივანზე,დიდ პუფში ჩავჯექი.
თავი ისევ ფიქრებმა წამართვა.
რომ არა ჩემი უაზრო საქციელი ახლა მამაჩემი გვქრდით მეყოლებოდა. სკოლაში რომ დავდიოდი მაგიჟებდა ის ფაქტი რომ მამა ვერასოდეს მომაკითხავდა ისე, როგორც სხვა დანარჩენებს. მე მხოლოდ დედა მყავდა,დედა რომელიც ჩემში დამნაშავეს ხედავდა. ცრემლები მომადგა,ვეღარ დავიტიე და თბილი სითხე თვალებიდან გადმოვუშვი. ნიკაპი და ხელები ერთიანად ამიკანკალდა,ჭიქის ადგილზე დაბრუნება ძლივს მოვახერხე,ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში მოსამზადებლად დავბრუნდი. ჯინსი,კედები,მაისური და ტყავის კურტკა ჩავიცვი,შავი "ბუჩქისთვის" ხელი არ მიხლია,მობილური და ყურსასმენები ავიღე და სახლი დავტოვე. შემეძლო სალოსთან დამერეკა,ვიცოდი რომ მოვიდოდა,მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარ თავთან ერთად მინდოდა ყოფნა. არავის აზრი არ მაინტერესებდა,უნდა მეფიქრა და ჩემი ცხოვრება შემეცვალა.
მუსიკებითა და ფიქრებით გართული მივაბიჯებდი,სრულიად უცხო უბანში აღმოვჩნდი. სიბნელე იყო,რამაც ცოტა არ იყოს და შემაშინა.ვეცადე ყურადღება ისევ მუსიკაზე გადამეტანა მაგრამ ვერ შევძელი. გზის გაგნება გადავწყვიტე,თუმცა მგონი უფრო დავიკარგე. ერთ-ერთ შესახვევში რომ შევუხვიე საშინელი სურათი დამხვდა. ბიჭები ჩხუბობდნენ. ხუთი კაცი ურტყამდა ერთს.იქვე კედელს ამოვეფარე და მათ თვალს არ ვაშორებდი,გული გახეთქვაზე მქონდა. დავინახე როგორ გაუყარა ერთ-ერთმა დანა,პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეკივლა და გაფართოებულ თვალებს ახლა უფრო შეშინებული ვაცეცებდი.
-ფუ მე ამის! რა გააკეთე?!
დაიღრიალა მეორემ და ყველანი სწრაფად მოსწყდნენ ადგილს. ღმერთო ახლა მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ,ეს ლაშას ხმა ნუ იქნება,გთხოვ უბრალოდ მე მომჩვენებოდა!
კედელზე აკრული ბიჭი მოწყვეტით ჩასრიალდა ქვემოთ. იქაურობა მოვათვალიერე და ბიჭს მივუახლოვდი,სახე კარგად არ უჩანდა,თუმცა ადვილი მისახვედრი იყო რომ ძალიან უჭირდა. ჩემი მიახლოება რომ იგრძნო თვალების გახელას შეეცადა,თუმცა ჯანდაბა! გონებას კარგავდა.
-ეცადე არ გაითიშო,შევეცდები დაგეხმარო, მაგრამ ეს შენზეცაა დამოკიდებული. ჰეეი! გესმის?
-მესმის!
ამოიხრიალა და თვალები გაახილა. ფეხზე წამოვხტი და ხელი გავუწოდე,მანაც შემაგება თავისი და სამწუთიანი ტანჯვის შემდეგ ძლივს წამოდგა ფეხზე. მისი ხელი მხარზე გადავიხვიე და ასე დაყრდნობილი გავედით იმ წყეული ჩიხიდან.
-აქვე ჩემი მანქანაა,იქ მიმიყვანე.
ძლივს ამოთქვა.
მეც მის ნებას დავყევი და როდესაც მანქანას მივუახლოვდით მისი ჯიბიდან გასაღები ამოვაძვრინე. უკანა კარები გავაღე და იქ გადავაწვინე,მე კი მძღოლის ადგილს მოვერგე. თუმცა რას მოვერგე,მხოლოდ ერთხელ ვარ ნაჯდომი ამ ადგილას და ისიც თხუთმეტი წუთით.
-მართვა არ იცი?
ისევ მისწვდა ყურთასმენას მისი საცოდავი ხმა. თუმცა რატომღაც მეცნო,მისკენ მივბრუნდი და სინათლეზე რომ დავაკვირდი მივხვდი ჩემი პირველი კოცნის პატრონს რომ ვუყურებდი. ლამის თვალები გადმომცვივდა,მას კი უბრალოდ ჩაეცინა.
-ვიცი და შენ გირჩევნია ძალა არ დაკარგო,საავადმყოფომდე გაუძელი და მერე თავშიც ქვა გიხლია!
მივაყარე ისე რომ მისკენ აღარ შევბრუნებულვარ.
-არანაირი საავადმყოფო! იქ არ წამიყვან!
-ვერ გავიგე?! აბა აქ აპირებ სიკვდილს? ბოდიში მაგრამ მომაკვდავების ყურება არ მხიბლავს.
-არც სიკვდილს არ ვაპირებ,აფთიაქში შეხვალ,საჭირო ნივთებს იყიდი,ჭრილობას დამიმუშავებ და მერე შენთან სახლში წამიყვან.
-კიდევ? ბულიონი ხომ არ მოგიმზადო?
-კი,ძალიან მიყვარს!
მობეზრებულმა თვალები გადავატრიალე და მანქანა დავქოქე.ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მან მითხრა.
მას ჩაეძინა,მე სისხლიანი ბამბები გადავყარე და ისევ მანქანაში დავბრუნდი.
-ახლა სად წამიყვან?
თავი წამოყო ბატონმა და ლამის გული გამიხეთქა.
-შენ ცოცხალი ხარ?!
კბილებს შორის გამივცერი და ჯიქურად მივაშტერდი.
-ნწ,მოვკვდი და ახლა შენს წასაყვანად მოვედი.
გამეღრიჯა ბიჭი.
-ზედმეტად სასაცილო იყო.
დავეჭყანე და ენა გამივუყავი,მას კი გაეცინა.
-ის რა გქვია ჩემო გმირო?
ისევ გამიცინა.
-მემგონი ძაან გავშინაურდით ხო?!
წარბაწეულმა გავხედე.
-ხო,რატომაც არა!
მხრები აიჩეჩა.
-აბა,არ მეტყვი რა გქვია?!
-არა.
-რატომ?
-იმიტომ
-მითხარი,რა დაშავდება.
-მირეი.
უკმაყოფილო სახით მივუბრუნდი და მის ფიქრიან მზერას გადავაწყდი. ერთიანად მომავლო მზერა და ისევ თვალებში ჩამაშტერდა.
-დიდხანს უნდა მათვალიერო?
-საიდანღაც მეცნობი!
დაასკვნა ბოლოს.
-ნეტავ საიდან?
ირონია არ დავიშურე.
-აჰ გამახსენდი,კლუბში რომ ძალით მაკოცე!
-მეე?!
მთელ ხმაზე შევყვირე და თვალები ლამის გადმოვყარე.
-ხო,აბა მე?
-რა უნამუსოდ ამბობ მაგას?
-აი ასე ჩვეულებრივად.თუ გინდა კიდევ გეტყვი.
-მოკეტე!
-არა ისე სერიოზულად,მგონია რომ მანამდეც შეგხევდრივარ.
-არასოდეს ყოფილა ეგეთი შემთხვევა,თორემ დამიჯერე გაგახსენდებოდა!
-ხოო,ლუკა!
-რა?
-ლუკა მქვია. შევატყვე რომ არ მკითხავდი,ამიტომ მე თვითონ გითხარი.
-ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ.
-ხოო ვიცი!
შეიფერა და გაიბღინძა. იდიოტი!
-სად წაგათრიო?
-არ ვიცი!
-რომელიმე ძმაკაცთან რომ დაგტოვო?
-ჭკვიანი გოგო მყავხარ!
-სულ შენ გყავარ-თვალები ავატრიალე მე- ისე კი ჭკვიანი ვარ,ბევრს უთქვამს,მაგრამ შენგან რა უნდოდათ?
-მაგის მოყოლას არ ვაპირებ და გირჩევ შენც დაივიწყო!
უეცრად შეეცვალა ტონი და უფრო მკაცრი და ცივი გაუხდა.
-არც ვინტერესდები!
მივახალე გაბრაზებულმა და მანქანა დავქოქე.
მისი ძმაკაცი სახლში არ აღმოჩნდა,
ბევრი კამათის,ჩხუბისა და თხოვნის შემდეგ ისევ ჩემთან წავიყვანე.
მანქანა გავაჩერე და მას მივუბრუნდი.
-გაფრთხილებ! შენი ხმა არ გავიგო,ისე შემოიპარები რომ დედაჩემმა ვერაფერი ვერ გაიგოს!
-....
-ჰეეი! რამდენ ხანს უნდა მიყურო ასე გამოშტერებულმა? გადმოდი და ხო კარგად გაიგე,შენი ხმა არ გავიგო!
-კი,კი დამშვიდდი.
ჩუმად შევაღე სახლის კარები,სინათლე ჩამქვრალი იყო,ანუ დედას ეძინა. ვანიშნე რომ შემოსულიყო და მანაც შემოალაჯა.
-მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში რომ კარებია იქ შედი და დამელოდე,მალე მოვალ.
-არაა არ დაგელოდები, ფანჯრიდან გადავხტები და ღამის თბილისს დავათვალიერებ!
მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
-მოკეტე და ბევრს ნუ ლაპარაკობ,ჩუმად ადი,მეორე სართულზეა დედაჩემიც.
-კარგი,ხო!
დაიჩურჩულა და უკან მიბრუნდა კომოდს გამოედო და ლარნაკიც გადმოაყირავა.
-იდიოტი ხარ! ნამდვილი იდიოტი!
-კარგი ხო ნუ ღრიალებ,გაეღვიძებათ!
-თ?
გულდაწყვეტილმა ამივილაპარაკე.
-კარგად ხარ?
-კი,ადი მაღლა!
-დარწმუნებული ხარ?
-აეთრიე თქო!
-ახლა ნამდვილად კარგად ხარ!
გამიცინა და კიბეებს აუყვა.
თავი მოვიწესრიგე და ოთახში ავიპარე. იქ კი საწოლზე გაშხლართული ბატონი დამხვდა.
-უკაცრავად,ხელს ხომ არ გიშლი?!
-არაა! შუქი ჩააქრე, მხოლოდ ამის თხოვნა მინდა!
-ახლავე აეთრიე მაქედან და დივანზე გადმოდი!
-ჭრილობა გამეხსნება მოუხერხებლად რომ დავწვე!
-ჯანდაბა! მართალია.
-შეგიძლია შენ დაწვე მანდ.
-ვერ დავეტევი.
ამის თქმა და მისი ხარხარი ერთი იყო.
-იდიოტო რა გაკივლებს?! გაეღვიძება დედაჩემს!
მას კი თითქოს ჩემი ხმა არ გაეგოს ისევ აგრძელებდა სიცილს თუმცა დაბალ ხმაზე. იქამდე იცინა სანამ ჭრილობამ არ შეახსენა თავი!
-რა გაგიხარდა ასე ძალიან?
-შენ ვერ დაეტევი და მე დავეტევი?
-ხო,რაიყო? მეგონა უფრო დიდი მიზეზი გქონდა.
თვალები ავატრიალე.
-ჩააქრე შუქი და დაწექი,მანდ ვერ დაეტევი და მოდი აქ დაწექი!
-კიდევ?
- ღამე არ გაინძრე,ჭრილობაზე შემეხები!
-ჯანდაბაშიც წასულხარ!
შუქი ჩავაქრე და დივანზე გადმოვალაგე თეთრეული. მთელი ღამე ვერ მოვისვენე,ბოლოს ავდექი და ჩემს საწოლში შევწექი,ისე ჩამეძინა რომ ოდნავადაც ვერ შევძელი განძრევა.

მეგობრებო პირველ რიგში მინდა რომ უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის რომელმაც ასე ძალიან გამახარა და ამაცანცარა :დდ ნამდვილად არ მოველოდი ამდენ მოწონებას და ახლა ზედმეტად გახარებული და ბედნიერი ვარ ...აცანცარებულიც :დდ ახალ თავებს რაც შეეხება... ჯერ ისტორიის მხოლოდ რამდენიმე თავი მაქვს, ახლავე რომ ავტვირთო ყველა მერე ძალიან დიდხანს მოგიწევთ ლოდინი ამიტომ გადავწყვიტე რომ ახალი თავის დაწერის შემდეგ დავდო მომდევნო თავი,ყველანაირად ვეცდები რომ მალე დავდო.თავიდან არ ვაპირებდი ატვირთვას მანამდე სანამ არ ვასრულებდი,მაგრამ ვერ მოვითმინე და აი ისიც....ახალი ისტორია.
ვიცი ვიცი ბევრი ვილაპარაკე და მივდივარ. იმედია მოგეწონებათ,გელოდებით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი teengirllove

pirveliii vaarrr :)))) dzaa momewona ,kai iyo, shemdegi male dade..xo da patara iyo ;(

 



№2  offline მოდერი ლათინო

teengirllove
pirveliii vaarrr :)))) dzaa momewona ,kai iyo, shemdegi male dade..xo da patara iyo ;(

ძაან მიხარია რომ მოგეწონა :)
აი შენს ნათქვამ პატარა იყო -ზე კიდე ავტომატურად მეცინება :დდ

 



№3  offline მოდერი gogona migraciidan

ვაიმეე როგორ მომეწონააა, მეც კარგად ვხარხარებდი რაა ლუკა დვა :დდდდ
მოკლედ ჩემო გოოგ ეს იყო გადასარევი, ვაიმე მირეიზე და ლუკაზე ვგიჟდები, უკვე ვიცი ლუკა ვინმაც დაჭრა და გული დამწყდა ეს არ უნდა გაეკეთებინა.
მოკლედ ჩემო საოცრწბა სიხარულო სიყვარულო ბედნიერებავ გელოდები ახალი თავით და იმედია არ დამწიწკნი ამ ძვლივს შეკოწიწებულ ნერვებს.
ძალიან ძალიან მიყვარხარ მე შენ ❤

 



№4  offline მოდერი ლათინო

gogona migraciidan
ვაიმეე როგორ მომეწონააა, მეც კარგად ვხარხარებდი რაა ლუკა დვა :დდდდ
მოკლედ ჩემო გოოგ ეს იყო გადასარევი, ვაიმე მირეიზე და ლუკაზე ვგიჟდები, უკვე ვიცი ლუკა ვინმაც დაჭრა და გული დამწყდა ეს არ უნდა გაეკეთებინა.
მოკლედ ჩემო საოცრწბა სიხარულო სიყვარულო ბედნიერებავ გელოდები ახალი თავით და იმედია არ დამწიწკნი ამ ძვლივს შეკოწიწებულ ნერვებს.
ძალიან ძალიან მიყვარხარ მე შენ ❤

თუ საიდუმლო არ არის იქნებ მითხაფ რაზე ხარხარებდი?! :დდ
ხო აბა შენი ჰიპოტეზები პირადში წარმიდგინე და რაღაცას რო მიხვდები მიკროფონით ნუ ყვირიხარ -_-
ხო კაი ....მადლობა ქომენთარისთვის ლამასო . მიხარია თუ მოგეწონა ♥♥♥♥

 



№5  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან მომეწონა... კარგი თავი იყო, რაც შეეხება ახალ თავებს მოთმინებით დაველოდები მათ გამოჩენას... საინტერესო თავები გველოდება როგორც ვხვდები...
წარმატებები...

 



№6  offline წევრი teengirllove

ლათინო
teengirllove
pirveliii vaarrr :)))) dzaa momewona ,kai iyo, shemdegi male dade..xo da patara iyo ;(

ძაან მიხარია რომ მოგეწონა :)
აი შენს ნათქვამ პატარა იყო -ზე კიდე ავტომატურად მეცინება :დდ

xo icine icine ,martla patara iyo

 



№7  offline წევრი nathali lifhonava

ეს რა იყო?
რომ დაამთავრე გული
ამომივარდა
ნუ არარაა
რა დროს შეწყვიტე?
-.-
ნერვები კი მომეშალა
მარა მალე დადე შემდეგიი!
დიდი ხანი არ მალოდინო
თორე
გამისკდება
გული;დ
და ამ ისტორიის
დასასრულსაც
ვერ
ნახავენ ჩემი
თვალები;დდდ kissing_closed_eyes
რაც შეეეხება
მირეის
უკვე მიყვარს,პირველი
თავიდან
შემიყვარდა
რაღაც საოცარი გოგოა;დდ
საყვარელი
როგორც თითონ
ისტორია<3
ლუკას რაც შეეხება
მართლა
ძაან,ძაან შოკი
პიკი
პანიკაა;დდ
ძალიაან მინდა რომ
დიდი ხანი
გაიწელოს ეს ისტორია
ისე ხალისიანად ვკითხულობ
დდასრულებაც არ მინდა
ასეთი
ისტორიები იშვიათია
ამ საიტზეე<3
არ არისს ბანალური
რაც მიზიდავს
ამიტომ
აბაშენ
იცი
<3
(შენი სახელი?)
დამაინტერესე
საყვარელო<3
ახალ
თავს
ველი<3
ძალიან
მინდა
რომ
უზარმაზარი
იყოოს;დდ
ისე
რომ
მთელი
ერთი
კვირა
ვიკითხო
და
არ
დამთავრდეს
<3
ვსიოორა
ჩემი
ფავორიტი
ისტორიაა;დდ
ყველასაგან განსხვავებული
კარგი
საოცარი
ლამაზი
სათუთი
საოცარი
წასაკითხია
ყველაზე
კარგია
ყველაზე
სახალისოა
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
და
იმენა
ყველაზე
მაგარია;დდ
საიტის
მართლა
პირველხარისხოვანი
ისტორიაა;დდ
ახალბედამწერლების
არჩევა
რო
იქნება
ჩემი
ხმა
უეჭველი
შენ
გექნება
ლათინოო
გყვარობ
ჩემო
საყვარელოო<3333 kissing_closed_eyes kissing_closed_eyes kissing_closed_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes blush blush
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№8  offline მოდერი ლათინო

nathali lifhonava
ეს რა იყო?
რომ დაამთავრე გული
ამომივარდა
ნუ არარაა
რა დროს შეწყვიტე?
-.-
ნერვები კი მომეშალა
მარა მალე დადე შემდეგიი!
დიდი ხანი არ მალოდინო
თორე
გამისკდება
გული;დ
და ამ ისტორიის
დასასრულსაც
ვერ
ნახავენ ჩემი
თვალები;დდდ kissing_closed_eyes
რაც შეეეხება
მირეის
უკვე მიყვარს,პირველი
თავიდან
შემიყვარდა
რაღაც საოცარი გოგოა;დდ
საყვარელი
როგორც თითონ
ისტორია<3
ლუკას რაც შეეხება
მართლა
ძაან,ძაან შოკი
პიკი
პანიკაა;დდ
ძალიაან მინდა რომ
დიდი ხანი
გაიწელოს ეს ისტორია
ისე ხალისიანად ვკითხულობ
დდასრულებაც არ მინდა
ასეთი
ისტორიები იშვიათია
ამ საიტზეე<3
არ არისს ბანალური
რაც მიზიდავს
ამიტომ
აბაშენ
იცი
<3
(შენი სახელი?)
დამაინტერესე
საყვარელო<3
ახალ
თავს
ველი<3
ძალიან
მინდა
რომ
უზარმაზარი
იყოოს;დდ
ისე
რომ
მთელი
ერთი
კვირა
ვიკითხო
და
არ
დამთავრდეს
<3
ვსიოორა
ჩემი
ფავორიტი
ისტორიაა;დდ
ყველასაგან განსხვავებული
კარგი
საოცარი
ლამაზი
სათუთი
საოცარი
წასაკითხია
ყველაზე
კარგია
ყველაზე
სახალისოა
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
და
იმენა
ყველაზე
მაგარია;დდ
საიტის
მართლა
პირველხარისხოვანი
ისტორიაა;დდ
ახალბედამწერლების
არჩევა
რო
იქნება
ჩემი
ხმა
უეჭველი
შენ
გექნება
ლათინოო
გყვარობ
ჩემო
საყვარელოო<3333 kissing_closed_eyes kissing_closed_eyes kissing_closed_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes blush blush

ვაიმეეე! აუ ახლა ცუდად ვარ! ვერ ვარ.
ძაან გამახარე თქო რო გითხრა მოგატყუებ. ძააან-ზე მეტი იყო ეს ემოცია რაც ჩემში გამოიწვიე. გეფიცები ცუდად ვარ. თავიმტკიოდა და კიდე მტკივა :დდდ მარა ახლა ისე მიხარია რო ვეღარ ვხვდები მტკივა თუ უბრალოდ მახსოვს რო მტკივა. ხო კაი ნუ არ ვიცი რააა. აი უბრალოდ ძააააააააააააან დიდი მადლობა! ♥♥♥♥♥

 



№9  offline მოდერი Girl with pretty smile

დაბრუნდააა.
ჩემი გოგო დაბრუნდაა!!
მართლა ძალიან კარგია!
აუ,ამ მეორე თავში შენ ამოგიცანიი :დდ
არ დააგვიანო იცოდეეე!!!
გკოცნიი!!

 



№10  offline მოდერი ლათინო

Girl with pretty smile
დაბრუნდააა.
ჩემი გოგო დაბრუნდაა!!
მართლა ძალიან კარგია!
აუ,ამ მეორე თავში შენ ამოგიცანიი :დდ
არ დააგვიანო იცოდეეე!!!
გკოცნიი!!

იიიი ეს ვინ გამოჩნდაა♥♥♥ ძალიიაან გამიხარდა შენი კომენტარი ჩემს ისტორიაზე ♥
არ დავაგვიანებ დღეს დავდებ ოღონდ გვიან ცოტა.

პ.ს მე სად ამომიცანი? რომელ ნაწილში? პმ მითხარი :)♥♥♥♥

 



№11  offline წევრი .M.A.R.I.

უძალიანესად
ძალიან
მაგარი
იყო
ისეთ ემოციებში
ვიყავი
აი რავი
ვერ ავხსნი
დედაჩემი გაკვირვებული
მიყურებდა
:დდ ხან ვიცინოდი
ხან ლამის ცრემლებს ვყრიდი
და რავი აი ძალიან ემოციურია
და ზოგადად განსხვავებული
აი იმდენად მომწონს
გრამატიკული შეცდომებიც
რომ გქონდეს ვერ შევამჩნევდი
scream scream scream scream scream scream
ანუ
ერთი სიტყვით
რომ ვთქვა
სრულყოფილია
ყოველი შემთხვევისთი
|ჩემთვის მართლა
სრულყოფილებაა
ისე პატარა თავი
არაა მაგრამ მე უფრო
დიდი მინდა laughing
ძალიან გამიხარდე თუ
არ დააგვიანებ
ხოლმე heart_eyes
იმხელა შთაბეჭდილება
დატოვა ამ
ისტორიამჩემზე
აი მართლა მიჭირს
აზრის ჩამოყალიბება
იმედიმაქვს ჩემი
არეული სიტყვებიდან
აზრს გამოიტან :დ
სხვათაშორის ამ
ისტორიამ
შემაყვარა შენი
თავი
ილყ heart_eyes innocent

 



№12  offline მოდერი ლათინო

.M.A.R.I.
უძალიანესად
ძალიან
მაგარი
იყო
ისეთ ემოციებში
ვიყავი
აი რავი
ვერ ავხსნი
დედაჩემი გაკვირვებული
მიყურებდა
:დდ ხან ვიცინოდი
ხან ლამის ცრემლებს ვყრიდი
და რავი აი ძალიან ემოციურია
და ზოგადად განსხვავებული
აი იმდენად მომწონს
გრამატიკული შეცდომებიც
რომ გქონდეს ვერ შევამჩნევდი
scream scream scream scream scream scream
ანუ
ერთი სიტყვით
რომ ვთქვა
სრულყოფილია
ყოველი შემთხვევისთი
|ჩემთვის მართლა
სრულყოფილებაა
ისე პატარა თავი
არაა მაგრამ მე უფრო
დიდი მინდა laughing
ძალიან გამიხარდე თუ
არ დააგვიანებ
ხოლმე heart_eyes
იმხელა შთაბეჭდილება
დატოვა ამ
ისტორიამჩემზე
აი მართლა მიჭირს
აზრის ჩამოყალიბება
იმედიმაქვს ჩემი
არეული სიტყვებიდან
აზრს გამოიტან :დ
სხვათაშორის ამ
ისტორიამ
შემაყვარა შენი
თავი
ილყ heart_eyes innocent

კი კი გავიგე. ყველაფერი გავიგე და ისევ ავცანცარდი :დდ მახარებს და მაცანცარებს მე ასეთი კომენტარების ხილვა. მიხარია თითოეული თქვენთაგანის ნაჩუქარი სიტყვა,ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ახალ თავს კი დღეს დავდებ,ცოტა ხანში :)))♥♥♥♥

 



№13 წევრი triniti

Dzalian momeond erti suli maqvs rodis wavikotxav arvici ratom gegona rom likebi ar geqneboda me dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent