შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანასტასია (თავი I)


9-07-2018, 17:30
ავტორი Anano Magradze
ნანახია 211

ანასტასია (თავი I)

***
-რა უნდათ ჩემგან, რა? -დაღლილი ხმით ამოილაპარაკა კაცმა და ჩაბნელებულ კაბინეტს გადახედა. უკვე შუაღამე იყო, მაგრამ სახლში წასვლა არ ეწერა.
-ჯერ-ჯერობით მხოლოდ საუბარს ითხოვენ, ბატონო პრემიერო, მაგრამ მალე გამწვავდება სიტუაცია. -დაბეჯითებით მოახსენა ახალგაზრდა თანაშემწემ და ყავის ჭიქა დაუდო წინ.
-ირაკლი მოვიდა? -იკითხა კაცმა და საყელო მოუშვა.
-არა ბატონო პრემიერო. -თავი გააქნია ახალგაზრდამ.
პრემიერმინისრტმა ერთი გემრიელად შეიკურთხა და საზურგეს მიადო თავი. თვალები დახუჭა და სახეზე ხელი ჩამოისვა. სიტუაციის გამწვავება ახლა ნამდვილად არ აწყობდა. ბოლოს და ბოლოს უკანასკნელი თვეები მხოლოდ ამ საქმეზე ფიქრში გაატარა. ჩაწითლებულ თვალებზე და გაუხეშებულ ნაკვთებზეც კარგად ეტყობოდა, რომ კაცს მშვიდი ძილი დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა.
-ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ დავურეკო? -ეჭვნარევი ხმით იკითხა თანაშემწემ.
-არა ცოტნე. -თავი გააქნია კაცმა და სათვალეები მაგიდაზე დადო. -თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე.
-კარგით ბატონო პრემიერო. -ახლგაზრდამ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
მაგიდაზე განთავსებული სანათი აანთო და კვლავ უსწორმასწოროდ მოფანტულ საბუთებს მიუბრუნდა. გვიან ღამემდე მუშაობდა. გამთენიისას თავის სავარძელში ჩაეძინა.

***
-როდის ჩამოხვედი? -აღტაცებული სახით უყურებდა ნინო დევდარიანი ქალიშვილს და მონატრებულს გულში იკრავდა.
-დღეს დილით. -მხიარულად განაცხადა გოგომ და დედის სურნელი შეისუნთქა. მშობლის მონატრება ჩახუტებისას უფრო ცხადად იგრძნო.
-რატომ არ მითხარი? -იწყინა ნინომ. -დაგხვდებოდი!
-არ მინდოდა ეს აეროპორტში დახვედრები დე. -გაუცინა გოგომ და ქალს სახეზე მიეფერა. -რაც მთავარია ახლა აქ ვარ!
ერთმანეთს მანამ ეხუტებოდნენ სანამ დედა-შვილს იოანე არ წამოადგა თავზე. ბიჭმა და რომ დაინახა გახარებული მივარდა და გულში ჩაიკრა. ვის, ვის და იოანეს ყველაზე მეტად ენატრებოდა ანასტასია. გოგოც გადაეხვია ძმას და უნებართვოდ ჩამოუგორდა სახეზე სიხარულის რამოდენიმე ცრემლი.
-როგორ მენატრებოდი! -დაიჩურჩულა გოგომ ძმის მკლავებში და უფრო მაგრად შემოეხვია ბიჭს.
-ჩემი ტასუნა! -გაიღიმა ბიჭმა და გოგოს მოშორდა. ჯერ სახეზე დაუწყო დაკვირვება, აინტერესებდა იყო თუ არა შეცვლილი. მეტყველი მწვანე თვალები ისევ ისეთი გასაოცარი ჰქონდა. მთელი სამყარო რომ იხატებოდა მათში. თეთრი სახე და აღტაცებული გამომეტყველება, აფორიაქებული, ღიმილისგან შეფაკლული ლოყები. ზუსტად ისეთი იყო მისი უმცროსი და როგორიც ორი წლის წინ ამერიკისკენ მიმავალ თვითმფრინავში მოათავსა ძმამ.
-როდის ჩამოხვედი? -იკითხა ბიჭმა.
-დღეს დილით. -გაუცინა გოგომ და დივანზე დედის გვერდით დაიკავა ადგილი. ნინო სიამაყით შეჰყურებდა შვილებს და უბედნიერესი იყო იმით, რომ მათი აღზრდა სათანადოდ მოახერხა, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი დედმამიშვილებს.
-რატომ არ მითხარი? -წარბები შეკრა ბიჭმა და გოგოს წინ მოთავსდა. ანასტასიას გაეცინა და დედას გახედა. ქალის მას ათვალიერებდა და უღიმოდა. უნებართვოთ მოჰხვია მხრებზე ხელი და ძმას მიუბრუნდა.
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. -გაიცინა გოგომ. -რა იყო არ გამომივიდა? -იკითხა რაც ძმის შეკრული შუბლი დაინახა.
იოანე მოეშვა და წარბები გახსნა. ჯმუხი გამომეტყველება უკუაგდო და მონატრებულ დას გაუბა საუბარი. ორი წელი დიდი დროა. ყველაფერი აინტერესებდა, რა ხდებოდა გოგოს ცხოვრებაში. ანასტასიაც არ იშურებდა კითხვებს და თან აღტკინებული, ემოციებ მოწოლილი ესაუბრებოდა ძმას.
ყველაფერი მოუყვა. როგორი საოცარი იყო მისი სასწავლებელი. რა კარგ დროს ატარებდა, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს მაინც მშობლიურ ქალაქზე იჩენდა. ბიჭმაც შენიშნა რისი კითხვა უნდოდა გოგოს და უკმაყოფილოდ აწია წარბები. ანასტასიამ ვეღარ მოითმინა და დედას მიუბრუნდა.
-დე, მამა რას შვრება?
ნინოს სახეზე რამოდენიმე ფერმა გადაურბინა. თვალებზე ძალიან ძნელად შესამჩნევი წყლის ფენა აუკიაფდა. ქალიშვილის კითხვით შეწუხებულმა სწრაფადვე იმარჯვა ემოციებზე და უდარდელი ღიმილი შეაგება მას.
-კარგად არის. -მოკლე პასუხი ამჯობინა. გოგოს თემა რომ აღარ გაეგრძელებინა წამოდგა და სამზარეულოსკენ შებრუნდა. -დალევთ რამეს? -მხიარულად მოუბრუნდა შვილებს.
-დალევით არა მაგრამ, შენს გაკეთებულ საჭმელს კი შეჭამდა კაცი! -გაეცინა გოგოს. -იცი როგორ მომენატრა?!
-რა გაგიკეთო მითხარი და მოგართმევ. -გახალისდა ქალი და თვალები გაუბრწყინდა. სამზარეულოში ფუსფუსი და შვილების მოვლა მისი საყვარელი საქმიანობა იყო. ტრადიციული ოჯაცში მოფუსფუსე ქალბატონი, სწორედ ასეთი ახსოვდა ანასტასიას დედა და მართლაც არ შეცვლილიყო ქალი. არ ანებებდა არცერთ დამხმარეს და თუ მაინც და მაინც, ვერ ახერხებდა თავად ფუსფუსს სამზარეულოში, ჩუმ-ჩუმად მაინც გადმოხედავდა ხოლმე მათ, რათა შეემოწმებინა ისე კეთდებოდა საქმე, როგორც მას სურდა თუ-არა!
-არვიცი დე, გამაოცე აბა! -გადაიკისკისა გოგომ.
-მაშ დაელოდეთ თქვენს კერძს. -ტაში შემოკრა ქალმა და კარებს უკან გაუჩინარდა.
ანასტასია ბიჭისკენ შებრუნდა, რომელიც მშვიდი ღიმილით აკვირდებოდა დას. იოანესთვის ყველაზე ძვირფასს ცხოვრებაში დედა და და წარმოადგენდნენ. ანასტასიასგან შორს ცხოვრება ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან უჭირდა და ხშირადაც აწუხებდა მას თავისი თხოვნებით, რომ საქართველოში გაეგრძელებინა სწავლა, თუმცა საბოლოოდ იცოდა ტასოსთვის უკეთესი იქნებოდა უცხოეთში ყოფნა, აქაური მძიმე სიტუაციიდან მოშორებით, სიმშვიდეში ცხოვრება.
-ეს მითხარი დაიკო, -საუბარი დაიწყო ბიჭმა -საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებ?
-აქ არ ვარ?! -მხიარულად წარმოთქვა გოგომ და წამწამებს ქვემოდან ახედა ძმას.
-არა ტასიკო, სერიოზულად, როდის დაგვიბრუნდები? -მომლოდინე სახით შეათვალიერა ბიჭმა გოგო. ტასომ ღიმილი მოიშორა სახიდან და ამოიოხრა. თავად მას, ძალიან სურდა სამშობლოში გადმობარგება, მაგრამ ვერაფერს მოახერხებდა სანამ სწავლას არ დაამთავრებდა.
-შენც ხომ იცი იო, სწავლას რომ დავამთავრებ მაშინვე დავბრუნდები. -ამოილაპარაკა გოგომ და ძმას გაუსწორა თვალი. -როგორ მენატრება ხოლმე აქაურობა იცი?
ბიჭმა გოგოს ხმაში სევდა დაიჭირა. ტასოსაც ისევე უჭირდა ოჯახისგან შორს ყოფნა როგორც იოს და ნინოს უმისობა.
-იმედია მალე მორჩები!.. უნდა დაგვიბრუნდე ტასიკო თორე უშენოდ ამხელა სახლში რა მოწყენილობაა იცი?! -ჩაიცინა ბიჭმა და გოგოს თმა აუჩეჩა.
-იო! -წამოიყვირა გაბრაზებულმა გოგომ და სცადა მისთვის სამაგიეროს გადახდა.
მთელი საღამო სიცილ-კისკისის ხმები გამოდიოდა ნინო დევდარიანის სახლიდან. ჯმუხ კედლებსაც, შეუვალ გალავანსაც და მწვანედ მობიბინე მკაცრი ყვავილებით გაჯერებულ ეზოსაც კი დაეტყო სიცოცხლით სავსე ანასტასიას დაბრუნება. ერთ ღამეში თავისი სილაღითა და სიხარულით აავსო გოგომ უშველებელი სახლი და მისი შემოგარენი, მაგრამ რაც მთავარია საკუთარი, წრფელი, ბედნიერი გრძნობებით თითქოს სევდა მორეული ოჯახი გაამთელა ანასტასიამ.


***
-ბატონო პრემიერო თქვენთს სანახავად არიან მოსულები. -გაისმა ყურმილში ცოტნეს ხმა.
-ვინ არის? -დაღლილი ხმით უპასუხა კაცმა და შეშუპებული თვალების ზელვას მოჰყვა.
-თქვენი შვვილა. -სიამაყით განაცხადა ცოტნემ.
პრემიერ მინისტრს სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. მისი ვაჟი ხშირად არ სტუმრობდა, მაგრამ როდესაც სტუმრობდა ყოველთვის ახერხებდა მამის კარგ ხასიათზე დაყენებას და სტრესის დავიწყებას.
-შემოვიდეს მერე! -ახლად მოზღვავებული ენერგიით დაიძახა კაცმა. -როდის იყო იოანეს თხოვნა სჭირდებოდა!
-არა ბატონო პრემიერო, -ცოტნე დაიბნა -ანასტასიაა მოსული.
კაცს თვალები გაუფართოვდა. სიამოვნების ტაომ დააყარა ტანში. უფრო გულწრფელად და ბედნიერად გაიღიმა. ანასტასია, მისი ქალიშვილი. ორი წელი რომ არ ენახა.
-შემოვიდეს. -ეს ჩაილაპარაკა და ინტერესით მიაჩერდა კარს.
ანასტასიას ოთახში შემოსვლას კაცის თვალებიდან გადმოვარდნილი რამოდენიმე ცრემლი მოჰყვა. მამა შვილი სწრაფად გადეხვია ერთმანეთს.
-როგორ მომენატრე ჩემო ტასი! -ჩაილაპარაკა კაცმა და გოგონა სავარძელში ჩასვა.
სიხარულის ცრემლები მალევე მოიწმინდა გრძელი წამწამებიდან გოგონამ და მამას ახედა. ბედნიერების ჭიანჭველები რბოდნენ მის ტანში.
-მეც იცი როგორ მომენატრე მა? -ჩაილაპარაკა სევდიანად გოგომ.
პრემიერმინისტრი კვლავ საკუთარ სავარძელს დაუბრუნდა და იქიდან განაგრძო გოგოს თვალიერება. მონატრებულს დაუხამხამებლად უცქერდა და მისი დავიწყებული სახის გონებაში სამუდამოდ აღბეჭდვას ლამობდა, თუმცა ასაკს მაინც თავისი გაჰქონდა. იცოდა ბატონმა დავითმა, თუ ხშირად არ შეხედავდა ქალიშვილის სურათს, მისი გამოსახულებაც ისევე გაქრებოდა გონებიდან როგორც სხვების.
-რატომ არ გამაფრთხილე რომ ჩამოდიოდი? -ნაზად მიმართა გოგონას კაცმა და სცადა მისი სიურპრიზით გამოწვეული სიხარული ჩაექსოვა კითხვაში.
-გაგაოცე მა! -გაიცინა გოგონამ და სიყვარულით შეხედა წინ მჯდომს. მამის დაბერებული და დაღლილი სახე არ გამოჰპარვია, ანდა როგორ გამოეპარებოდა?! ამ ორი წლის განმავლობაში კაცი თითქოს მოტეხილიყო. -როგორ მიდის შენი სამსახურის საქმეები მა? -შეპარვით ჰკითხა გოგონამ.
კაცმა თავი გააქნია. ქვეყანაში გამეფებულ სიტუაციას კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა, ის კი არა, ცუდიც იყო. ძალიან ცუდი. ხელები ნიკაპ ქვეშ ამოიდო და შეფარული ღიმილით გადახედა კაბინეტს.
-მომიწევს ალბათ მალე აქაურობის დატოვება. -დანანებით ჩაილაპარაკა.
-ასე ცუდად არის საქმე? -ფრთხილად იკითხა გოგონამ. იოანესგან კი ჰქონდა გაგონილი რომ ხალხი მთავრობის მიმართ აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა, მაგრამ მაინც არ მოელოდა რომ მამამისს იმ პოზიციის დათმობა მოუწევდა, რომლის მიღებასაც მთელი ცხოვრება და ოჯახი შეალია.
წამიერად კაცის თვალებში მრისხანების ალმა იჩინა თავი. როდესაც იმ უსამართლობაზე ფიქრობდა რაც ხდებოდა მშვიდად ყოფნა არ შეეძლო. დაუღალავი და დაუმთავრებელი აქციები, პროტესტები და მოთხოვნები. ყველა რაღაცას ითხოვდა, მაგრამ სიტუაციაში გარკვევა არავის სურდა. ყვლა საკუთარი სათვალიდან იხედებოდა და მთლიანი სურათის დანახვას გაურბოდნენ. იოლია სხვას მოსთხოვო, ვიდრე ამ მოთხოვნის მაგივრად, გაანძრიო ტვინი და შენვე გააკეთო ყოველივე.
-კი ტასი, ძალიან ცუდად, -ჩაახველა კაცმა და ქალიშვილის შეწუხებულ სახეს, რომ შეხედა სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა. -მაგრამ შენ მაგაზე არ ინერვიულო ჩემო ლამაზო! შენსკენ რა ხდება სასწავლებელში?
ანასტასია მიუხვდა მამას, რომ არ სურდა სახელმწიფო საქმეებზე საუბარი და გულდამძიმებულმა მოჩვენებითი სიხარულით დაიწყო საკუთარი ცხოვრების აღწერა. ცხოვრების, რომელიც ოჯახისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით მოიწყო.


***
დაფიქრებული მიუყვებოდა ანასტასია ერისთავი თბილისის ქუჩებს და მონატრებულ ქალაქს ათვალიერებდა.
მამამისს მაშინ გამოემშვიდობა თანაშემწემ, როდესაც ამცნო მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდა კაცს. პრემიერმინისტრს არ უნდოდა მონატრებული ქალიშვილის გაშვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მოვალეობა უხმობდა. გოგო მხოლოდ იმ პირობით გამოისტუმრა რომ აუცილებლად შეხვდებოდა კვლავ. ტასომაც პირობა მისცა მამას და გამოვიდა.
მისეირნობდა ანასტასია და გაჰყურებდა ქალაქს, რომელიც გაზაფხულის სურნელით იყო კვლავ გაჯერებული, მიუხედავად იმისა რომ მკრთალად შემოპარულიყო ზაფხულის პირველი დღე გარშემო.
ტკბებოდა ხალხის თვალიერებით, თითოეულის გამომეტყველებას იბეჭდავდა თავში და ადარებდა, ნუთუ იქაც, ამერიკაში მშობლიური მხარისგან ასე შორს იგივე ხიბლი ჰქონდა ქუჩაში სეირნობას?! - ტუილია ეგ! ანასტასიამ კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ ჰქონდა სიმარტოვის შეგრძნება საქართველოდან ათასობით კილომეტრით შორს მცხოვრებს.
საქართველოში ჩამოსვლა წამალივით იყო მისთვის. ახლაც მიუყვებოდა დაფიქრებული ერისთავი ქუჩებს და ნაცნობ ადგილებზე ეღიმებოდა, სხეულში უცნაური სითბო ჩაღვროდა, რომელიც მუცელზე უღიტინებდა და გამუდმებით ღიმილს აიძულებდა.
ჯიბეში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნო, შემდეგ კი მობილურის ზუზუნი გაიგონა გოგომ და ხელით ამოაძვრინა ცივი ტელეფონი ჯიბიდან. ეკრანს დახედა და სახე გაებადრა.
-იო! -აღტაცებულმა წაიჩურჩულა გოგომ. -სწორედ ახლა ვდგავარ ჩვენი კაფის წინ გამოხვალ?
-ინაზღაურებ ხო დაკარგულ დროს? -სიცილნარევი ხმით წარმოთქვა ბიჭმა და ტასოს ხაეღიმა.
-აბა რა! ორი წელია აქ არ ვყოფილვარ და რა გეგონა, შენ დაგიჯდებოდი სახლში? -მსუბუქი სარკაზმი გაისმა გოგოს ხმაში. ყურმილის მეორე მხრიდან ჯერ იოანეს ღრმა ამოსუნთქვა, შემდეგ კი შეკავებული სიცილი გაისმა.
-მოვდივარ ტასიკო ჩვენს კაფესთან და ხო იცი რაც უნდა შეუკვეთო ჩემთვის?!
-გაუზავებელი ტეკილა? -წარბები აათამაშა გოგომ.
-რაო?! -იოანეს ხმა გაუმკაცრდა. -იქ ამერიკაში კაფეებში ტეკილას სვამდით?
გოგოს წკრიალა სიცილი და იოანეს მოგუდული წამოცინების მსგავსი ხმა ერთი იყო.
-წავედი იო, ვიცი რაც უნდა შევუკვეთო ნუ ღელავ. -მზრუნველი ხმით ჩაილაპარაკა გოგომ და ზარი დაასრულა. ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩაასრიალა და ფრთხილად გადაჭრა ქუჩა.
კაფეში შესულმა სწრაფად მისცა შეკვეთა დახლის უკან მდგომ გოგონას და მისი და იოანეს საყვარელი ადგილისაკენ გასწია. არაფერი შეცვლილიყო აქ. ისევ ისეთი თბილი და სანდომიანი გარემო სუფევდა. მინის კედლიდან დანახული ხედიც ისევ აჩქარებული და ქაოსურად მოძრავი მანქანებით შემოიფარგლებოდა.
უმალ ღიმილი გამოესახა გოგოს, როგორც კი ნაცნობმა მანქანამ დაამუხრუჭა კაფის წინ. მძღოლის მხრიდან იოანე ერისთავი გადმოვიდა, ხოლო მეორე კარები გაბედულად გამოაღო ქეთათო მაჩაბელმა. სიხარულისგან არ იცოდა სად წასულიყო, მოუსვენრად მოსწყდა ადგილს და კაფეში ახლად შემოსულ მონატრებულ დაქალს გადაეხვია. ქეთათოს სიხარულის ცრემლებით გაუბრწყინდა ოკიანისფერი თვალები.
-ჩემი ქეთო -ხელი მაგრად ჩასჭიდა ანასტასიამ მაჩაბელს და მაგიდასთან მიიყვანა. იოანე ღიმილით შეჰყურებდა ერთმანეთ მონატრებულ გოგონებს.
მათ გვერდით მოთავსდა და სამმა განუყრელმა მეგობარმა ლაღი საუბარი გააბა.
ქეთათო მაჩაბელი ანასტასიას და იოანეს ბავშობის მეგობარი იყო. ამერიკიდან ხშირად ეკონტაქტებოდა ანასტასია მას, მაგრამ მაინც ყოველთვის დაუოკებელი მონატრების შეგრძნება უტევდა როდესაც გოგოს ხმას გაიგონდბდა ხოლმე ყურმილში.
ქეთათომ ხელები აათამაშა ერისთავების წინ და ანასტასიას მოგუდული კივილი აღმოხდა.
-ეს რა არის? -წამოიყვირა უმცროსმა ერისთავმა და მაჩაბელის არათითს დააკვირდა. ქეთათო გაუაზრებლად იცინოდა და თავს უქნევდა ტასოს. -როდის?... კი, მაგრამ მე რატომ არ ვიცი?! -წარბები შეჭმუხნა მან.
-ერთი კვირის წინ მითხრა! -აღტაცებით ამოილაპარაკა გოგომ -მეც დავთანხმდი. ხომ იცი, როგორ ველოდებოდი ამ დღეს?! თითქოს ოცნება ამიხდა, ახლაც არ მჯერა ტასი! ასე მგონია მეცხრე ცაზე დავფრინავ!
ანასტასიამ გულწრფელად გაიხარა მეგობრის ახალ ამბავზე და იმდენი ხანი ეხუტებოდა მას სანამ იოანემ არ განაცხადა, რომ სიძის მეჯვარე თვითონ იყო.
-შენ იცოდი ამის შესახებ? -მოუბრუნდა ბიჭს და.
-რათქმაუნდა ვიცოდი! -წარბშეუხრელად, სიამაყით გამოაცხადა ერისთავმა -როგორ გგონია, ვინ გაჰყვა ერეკლეს ბეჭდების საყიდლად?! -მერე ქეთათოსკენ გააპარა მზერა.-ქეთინო -სპეციალურად წარმოთქვა გოგოს ის სახელი რომელიც აღიზიანებდა მას. -ეგ ბრილიანტის ბეჭედი ხელს რომ გიმშვენებს ჩემი არჩეულია! თანაც, -თითის ქნევით დაამატა ბიჭმა -ფერადი ნათურებით განათებული ოთახიც ჩემი მოწყობილი გახლავთ! -სიამაყით გაიჯიმა სანამ გოგოები სიცილით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
-ნეტავ შენ, შენი საცოლის ბეჭდის ასარჩევად როდის წახვალ ერისთავი! -გადაიკისკისა ქეთათომ და ბიჭს მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი.
-ეგ დღეც დადგება ქეთოვ, -წარბები აათამაშა ბიჭმა -მთავარია გამოჩდეს ის ერთადერთი გოგო რომელიც ჩემს გულს დაიპყრობს.
-ერისთავების გულის დამპყრობლები იგვიანებენ. -ჩიალაპარაკა გოგომ და ცხვირაბზუებულ ანასტასიას გახედა.
-მართალი ხარ. -ხელი აიქნია ანასტასიამ. -მე რომ შემეფერება ისეთი კაცი დედამიწაზე არ დადის! -სიამაყით გამოაცხადა ანასტასიამ.
-ოჰო! ერისთავო, რა გიქნეს შენ ამერიკაში, ამხელა ეგოთი რომ დაგვიბრუნდი?!
-ჩემო ქეთო, იმას რომ საჩემო კაცი არ არსებობს საქართველოში მივხვდი!... ყველა კაცი ქალის გრძნობებზე მოთამაშეა.
-რას ამბობ? -თეატრალურად შეიცხადა იოანემ.
-მემგონი აჭარბებ ტასო. -გადაულაპარაკა ქეთათომ გოგოს. უმცროსმა ერისთავმა მეგობარს თვალი გაუსწორა. -იმის შემდეგ რაც ჩემს მშობლებთან ვნახე, ძნელია ვირწმუნო იმის, რომ ცხოვრებაში შეიძლება არსებობდეს მამაკაცი, რომელიც მე გამაბედნიერებს.
ჩემი აზრით ყოველი ურთიერთობა კრახით და ცრემლებით სრულდება. მე კი არ მინდა ჩემი დრო უაზროდ გავფანტო ოჯახის შექმნაზე, მაშინ, როდესაც ის საბოლოოდ მაინც დაინგრევა.
-ერთ დღესაც შენს ცხოვრებაში გამოჩდება ის ერთადერთი და მერე ამ შენს “ბრძნულ” ფიქრებს სრულიად დაგავიწყებს. საკუთარ თავსაც დაივიწყებ ტასი, სიყვარული ასეთია, ყველაფერს გავიწყებს რაც მის გამოჩენამდე იყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბელუ შეროზია

ველოდები მოვლენების განვითარებას, რადგან პირველი თავია და მეც არ ვიცნობ პერსონაჟებს ბევრს ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა, რომ ანასტასია და იო ძალიან მომწონს heart_eyes

 



№2  offline წევრი mirandaa31

ჯგუფში ვნახე ეს და დამაინტერესა, კარგად დაიწყე საინტერესოდ წერ და კარგი წერის სტილი გაქვს. ველოდები მივლენების განვითარებას, აბა ვნახო ვინ დაიპყრობს ერისთავების გულებს :დდ
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი AnnaAkhalaia

კარგია ????????????????????????????

 



№4  offline წევრი პენელოპე

არ დადებ?? გელოდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent