შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /5 (+16)


9-07-2018, 19:38
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 907

წითელი ღამე /5 (+16)

ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე ატვირთვა.
მთელი ღამის უძინარი ვარ, ამიტომ გადახედვას ვერ ვასწრებ და შეცდომები მომიტევეთ <3
მოკლედ, ისტორია რადგან დავიწყე, სულ რომ ერთი კომენტარი ჰქონდეს, იმ ერთი ადამიანისთვის, მაინც დავასრულებ. კომენტარებზე დამოკიდებული არ ვარ,
მაგრამ თქვენი კომენტარები დიდ სტიმულს მაძლევს, ამ საშინელი გამოცდების ჟამს.
გელით...
ამ თავის შემდეგ ცოტა დაიძაბება სიტუაცია, მაგრამ მალევე დალაგდება... მგონი. :დ
სიყვარულით,
მარგო ტოკიო^^




თავი 5

მიშკა მშვიდობაძე.
ძალიან რომ ვეცადო, მასზე ბევრს არ - არა, ვერ ვილაპარაკებ. ეს იყო ადამიანი - ერთი დიდი გაუგებრობა. ჩემი გული ამის საშუალებას რომ მაძლევდეს, მას ჩემი ცხოვრების დიდ შეცდომას ვუწოდებდი. ზოგჯერ მეგონა რომ არაამქვეყნიური იყო. შესაძლოა უცხო პლანეტელიც. არ ვიცი. საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ის, რას წარმოადგენდა, ვინ იყო მისი ოჯახი, ელემენტარულიც კი არ ვიცოდი მის შესახებ, სახელის და გვარის გარდა. თუმცა, მისი სახლი ვიცოდი, სადაც მაშინ რჩებოდა, როცა რაღაც ხდებოდა მის ცხოვრებაში.
ვერცხლისწყალივით ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ მგონი ჩემზე ბევრად უცნაური და გადარეული ადამიანი აღმოვაჩინე.
სულ რაღაც ორი დღეა ვიცნობ, თუმცა ამას ცნობასაც ვერ დავარქმევ. ერთმანეთს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ვხვდებით, მაშინ როცა ვიღაც აუცილებლად სიკვდილს ებრძვის და ჩვენი შეხვედრა, საოცრად ვნებიანი კოცნით, ან სექსთან მიახლოვებული ქმედებით სრულდება. თავი ბოლო დონის ადამიანი მეგონა ამის გამო!
მარტო დარჩენილი, როცა მის შეხებას და ჩემს კანზე დარჩენილ მის სურნელს ვიხსენებდი, ისე მრცხვენოდა ჩემი თავის, ჩემი ოჯახის და მეგობრების, ლამის მტკვარში ჩამეხრჩო თავი.
სირცხვილის გრძნობა ასე მძაფრად, მხოლოდ ამ დროს მიტევდა და მომენტალურად მაშინ როცა, მეხებოდა და საოცარ ემოციებში იწვევდა ჩემში. ყოველი შეხებისას, გული ამოვარდნაზე მქონდა. რამდენიმე წამიც და გასკდება-მეთქი, ვფიქრობდი, და რამდენიმე წამის გასვლას მოთმინებით ველოდებოდი.

მის გარეგნობაზე რომ დამეწყო ლაპარაკი, დარწმუნებული ვიყავი რომ ვერასდროს გავჩერდებოდი, მაგრამ ვერც ისე ვისვენებ რომ მისი ღვთაებრივი გარეგნობა არ აღვწერო.
მაღალი სუსტი სხეული და გრძელ ფეხებზე შემდგარი, ნებისმიერ გოგოს თუ ბიჭს ნერწყვს აყლაპინებდა. გამოკვეთილი პრესი ისეთ სექსუალურობას სძენდა, ვერცერთი სულიერი ვერ გაუძლებდა ცდუნებას რომ არ შეხებოდა. ხორბლისფერ კანზე, წვრილ-წვრილი ხალები ჰქონდა და ეს კიდევ უფრო დიდ განსხვავებულობას სძენდა მის გარეგნობას. ხელებზე ლურჯი ვენები მკრთალად ეტყობოდა, თუმცა როცა ბრაზდებოდა, ხელებზე და კისერზე ძალიან გამოკვეთილად ჰქონდა გამუქებული ვენები. დიდი სიამოვნებით გავაბრაზებდი, ამ მომენტისთვის რომ მეყურებინა. წვრილი, თლილი თითები ჰქონდა, რომელიც ჩემი და დარწმუნებული ვარ გოგოების უმეტესობის სუსტი წერტილი იყო. მუქი ცისფერი თვალები, თუმცა თვალის გუგა იმდენად შავი იყო, თვალებში უნდა ჩაგეხედა მისი ეს უცნაური ფერი რომ დაგენახა. სწორი ცხვირი, წითელი თხელი ტუჩები და ხშირი წარბები, გამოკვეთილი ყბის ძვალი. ღმერთო, მას რომ ვუყურებდი, მეგონა ჩემს წინ ღვთაება იდგა და ეგრევე მეკარგებოდა თვითშეფასება. მის წინ მდგომს, თავი ყველაზე მახინჯი გოგო მეგონა.
თქვენი აზრით, არის ეს სიყვარული, თუ მისი გარეგნობით გამოწვეული აღფრთოვანება?
სიყვარული თუ უბრალოდ ვნება?

*

მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი და ისედაც იდიოტური ტექსტის გასწორებას ვცდილობდი. აშკარაა, ავტორი წერის აზრზე არ იყო. შეიძლება ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა გქონდეს, მაგრამ მოთხრობის შინაარსი იყოს საინტერესო. თუმცა, ამ გოგოს, გრამატიკული შეცდომები უფრო საინტერესო ჰქონდა, ვიდრე შინაარსი.
ნერვები მომეშალა. მთელი ძალით ვურტყამდი თითს კლავიატურას, თითქოს ის იყო დამნაშავე რომ ქალბატონი ეკა საზღვარგარეთ წავიდა საგულაოდ, მე კი მისი საქმე გადმომაბარა და თან გამაფრთხილა რომ ბანერებიც დამებეჭდა.
ვიღაც ნინაკა მგალობლიშვილის ნაწერი უნდა იქცეს წიგნად, ჩატარდეს პრეზენტაცია და ცოტახანში, წიგნი ბესტსელერადაც უნდა აღიარონ. საცოდაობა და დიდი უსამართლობაა გამომცემლობის მხრიდან, როცა ნიჭიერ, თუმცა დაუფასებელ მწერლებს არ აძლევენ საშუალებას რომ ხალხს მათი ნაწერები გააცნონ და ვიღაც, 25 წლის ნინაკას თავზე ისვამენ. მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ასეთი უნიჭო ადამიანები უფრო იყვნენ ცნობილები...
მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ამ უნიჭო ადამიანებს, ოდნავი ფანტაზიის ნატამალიც არ გააჩნდა და მწერლის სტატუსს ამაყად იკერებდნენ. თანაც ისეთი დაბალი დონის წიგნებს უწევდნენ პოპულარიზაციას, როგორიც იყო ნინაკას „ცისფერთვალება ანგელოზი“ და „უცნაური სიყვარული“. სათაურიც კი ისეთი ბანალური და მოსაწყენია... წიგნის კითხვის დროს არ ვიცი, თუმცა სათაურის წაკითხვისას ნამდვილად ჩამოგეძინებათ! მერე კიდევ უკვირთ, რატომ არ კითხულობს ახალგაზრდობა წიგნებს... სასაცილოა.

მთელი ორი დღე და ღამე ვიჯექი და გრამატიკულ შეცდომებს ვასწორებდი, როცა ერთი მოთხრობა დავასრულე, მთავარ რედაქტორს გადავუგზავნე და მეორე მოთხრობის კითხვა დავიწყე. ვერ ვიტყოდი რომ ეს საქმე არ მომწონდა, თუმცა ამაზრზენია, როცა ძალიან დიდ იდიოტობას კითხულობ და ოდნავადაც კი არ გაინტერესებს. პირველი მოთხრობა „ცისფერთვალება ანგელოზი“ სკოლის მოსწავლე წყვილზე იყო, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ, თუმცა ბოლოს, როგორც ყველა ბანალურ მელოდრამაში, მათ ერთმანეთი „გაგიჟებით შეუყვარდათ, ისე თითქოს მათ გარდა არავინ არსებობდა“ მინდა გითხრათ რომ ვციტირებ... და ასევე მინდა გაგაფრთხილოთ რომ ინტერესში არ ჩავარდეთ, ბიჭს კიბო აღმოაჩნდება და მოკვდება, ბოლოს კი მის ცისფერთვალება ანგელოზს ხედავს. ამ იდიოტობის კითხვისას, მხოლოდ გულისრევას ვგრძნობდი. შიშისგან მაჟრიალებდა და ვლოცულობდი რომ ვინმე ასე არ შემყვარებოდა და ასეთი სასიყვარულო თავგადასავალი ყველასგან აეცილებინათ.
მეორე მოთხრობა სრული ანტიპოდი აღმოჩნდა პირველის. „უცნაური სიყვარული“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე იყო, რომელიც სოციალურ ქსელში გაიცნობს გოგოს და ერთმანეთი ვირტუალურად შეუყვარდებათ. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ისინი მაინც ერთად რჩებიან. საბოლოო ჯამში, ისტორია კარგი იყო და შეცდომებიც ნაკლები, ამიტომ დილის ექვს საათზე დასრულებული ვერსია, ისევ რედაქტორს გავუგზავნე. მთქნარება ავარდნილი, ეგრევე საწოლში გავიშხლართე და წელგაჩერებული ტკივილისგან დავიმანჭე. დილის 10ზე გამომცემლობაში მივდიოდი ბროშურების გამო.
თუმცა ორი საათი ძილს, ფიქრი ვამჯობინე და ნინაკას მოთხრობების გამო მივიწყებული ფიქრები გავიხსენე, რომელიც მიშკას ეხებოდა. მთელი ორი და თითქმის სამი დღეა არ გამოჩენილა. უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ დიდი შეცდომა დავუშვი და ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი. უკვე მერამდენედ ვამბობ ამას, აღარც კი ვიცი.
ნინაკას მოთხრობები კი არა, მთელი ჩემი ცხოვრებაა ბანალური და მოსაწყენი. პირველად მომეწონა ბიჭი, რომელსაც ამდენის უფლება მივეცი და ისიც კი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. როგორი დრამაა. ფილმის გადაღებასაც კი შეძლებდა ვინმე ბანძი რეჟისორი.
- ეჰ, - ჩავიფრუტუნე ჩემთვის და თხელ საბანში გავეხვიე.

ოთხი დღეა გიორგი ნორმალურად არ მინახავს, ხან მორიგეა, ხან მე არ მცალია და ხანაც მეც არ ვიცი, სად დადის. ადრე უფრო ხშირად იყო სახლში და მის მონატრებას ნაკლებად ვგრძნობდი. ამ ბოლო დროს კი, ძალიან დამაკლდა და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. იმდენად გადავერთე მთელი გონებით მიშკაზე რომ ისიც კი არ ვიცი მამაჩემი სად არის, ბოლოს ნორმალურად როდის ვნახე, რაიმე თემაზე საუბარი უკვე ზედმეტიც კია ჩვენს შორის.
თუმცა, ექიმია და ალბათ ბევრი პაციენტი ჰყავს, ან იქნებ რამე პრობლემები აქვს სამსახურში.... დიდი ხანია ბებია და ბაბუაც აღარ მინახავს. დედაჩემის მშობლები სულ მეხვეწებიან რომ მათთან ჩავიდე და ცოტა ხნით მაინც დავრჩე. მართალია ფრანგები არიან, მაგრამ ქართველ ტიპურ ბებია-ბაბუას უფრო გვანან. აი, ბებიები რომ კარაქიანი პურებით დასდევენ შვილიშვილებს, მათი ასაკის მიუხედავად. ზუსტად ასეთები არიან ჟიზელი და პიერი. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ხალხი!

საბანში გახვეული წამოვდექი ფეხზე და ამოღამებული თვალებით დავდექი ჩემი საწოლის წინ მდგარ დიდ სარკესთან. ჩემს გარეგნობას დავაკვირდი. რა თქმა უნდა, ისევ ფიქრები მიშკაზე და ჩემი გარეგნობის კომპლექსები.
ცეცხლისფერი თმა უდიერად დამჰყროდა ძალიან თეთრ მხრებზე, ღია ფერი წარბები, მწვანე თვალები, რომელიც მუდამ ბრაზს ასხივებდა. ჩემი ცივი მზერის გამო, ყველას უჟმური და სწერვა ვეგონე. ძირითადად, ეშინოდათ ჩემი. მათ თვალში ირონიული მონსტრი ვიყავი. სარკაზმის დედოფალსაც მეძახდნენ. კბილებს შორის ოდნავი დაშორება, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მომწონდა, ამიტომ უარი ვთქვი ბრეკეტებზე. სუსტი და ძალიან თეთრი სხეული. სიმაღლე არც მე მაკლდა. გენეტიკის წყალობით 1.80 გავიზარდე და ვამაყობდი ჩემი სიმაღლით, თუმცა მიშკას გვერდით ჩემი სიამაყე სადღაც ქრებოდა და თავი ჭიანჭველა მეგონა. ჩემი გამოთვლით 1.95 მაინც იქნებოდა, მეტი თუ არა.
ცხვირი სწორი მქონდა, თუმცა ვერც კურნოსას ვუწოდებდი და ვერც ძალიან მაგარს. უხეში ცხვირი მქონდა, რომელიც ჩემს გარეგნობას უფრო დიდ ხიბლს სძენდა და ამის კომპლექსი არც არასდროს მქონია. ნიაკო სულ მეუბნებოდა მოდელობა სცადეო, თუმცა მე ხომ ყველაფერი მეზარებოდა, ოჯახში ისიც უკვირდათ გამოცდები რომ ჩავაბარე და უნივერსიტეტში მოვხვდი.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, წასვლის დროც რომ მოვიდა.

*

ბროშურების ამბავი ბოლო წამს რომ გამახსენდა, ამის გამო მილიონჯერ მაინც გამოვლანძღე საკუთარი თავი. ბუზღუნით, წუწუნით და სერიული მკვლელის სახით ჩავიცვი ტანსაცმელი. არა, ისე ნამდვილად მანიაკის სახე მქონდა. ამოღამებული თვალები, უპეები გაშავებული, ტუჩებზე ფერიც აღარ მქონდა და ისედაც თეთრი კანი, კიდევ უფრო გაფითრებული.
ჩემს სამსახურში წავედი, სადაც ერთი პატარა ოთახი მქონდა გამოყოფილი. ეკას უზარმაზარი კაბინეტის გვერდით. როცა ჩემს სოროში შევძვერი, ბროშურების შეკვეთაც მივეცი, გადავწყვიტე ნიასთან დამერეკა. იმ დღის შემდეგ, არცერთი არ მინახავს, იდიოტური მოთხრობების გამო. რაღაც მხრივ, კარგიც კი არის რომ არ მინახავს გოგოები. ჩემს ცვლილებას, რომელსაც მიშკა ერქვა, ასე თუ ისე მაინც შეამჩნევდნენ და ყველაზე ნაკლებად ეგ მინდოდა. ჩემი საქციელი არ მომწონდა, მათ ვუმალავდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, მაგრამ მეც არ ვიცოდი ამ ამბის გაგრძელება, ამიტომ ლაპარაკს ჩუმად ყოფნა ჯობდა, ამ ეტაპზე მაინც.

- ხალხნო, უძღების შვილი დაბრუნდა კი არა, წითელა რეკავს. - ორი ზარის შემდეგ რომ მიპასუხა, ისეთი კივილი დაიწყო, ეჭვი მაქვს მთელი თბილისი გააღვიძა.
- ნიაკო, შენ კიდე მთვრალი ხარ? - ვკითხე გულწრფელი მწუხარებით.
- გოგო, მე მთვრალი ვარ სიყვარულით, გაიგე? - მითხრა ტელეფონში გამომძვრალმა, - ოღონდ კაკისთან არ გამიბაზრო, რა! - დაამატა ჩუმად. გამეცინა.
- აუ ძაან გაკლია, რა!.. სად ხართ?
- მე, ლიზაზუ, დავითა და დავითას და, ანიჩკა ვართ ჩემთან და ველოდებით ჩემი სიყვარულის ნატეხს და ზე კაცს! - ჩამომიყალიბა წამში, - აუ, შენ ვაფშე სად მოძრაობ ეს დღეები, საერთოდ არ გრცხვენია, დავიჯერო?! აი, ლიზაზუს რომ გავათხოვებთ, შენ უეჭველი სტუმრის პონტში მოხვალ, ხო?!
- ბატონო? - წამოვიყვირე უცებ, - რამე ხდება და მე არ ვიცი? ნია, იცოდე სიმართლე მითხარი თორემ თქვენს სხეულებს მტკვარი გამორიყავს. - ჩავყვირე ტელეფონში.
- ჩემო სიცოცხლე, ცოლი მოვიყვანო და შენს გარეშე? არ არსებობს, ტო! აი, დაჟე პირველ ღამეს, სანთლის პონტში წაგიყვან და შენი წითელი თავით რომანტიკულად გაგვინათე, ხო? - გაუჩერებლად მოლაპარაკე ნიას ტელეფონი დათუნამ წაართვა და დამამშვიდა... *სარკაზმი*
- აუ დათ, პირველი ღამისთვის რომ ქორწილს ელოდები, არ გიტყდება, ამ ზე კაცს?! - არც მე დავაკელი სარკაზმი და ტელეფონიდან გამომძვრალ აფოფრილ დათუნას, ავის მომასწავლებლად გავუცინე.
- რაები უსწავლია, ნახე რა! შოკში ვარ! ლიზა ადექი, მივდივართ! - ჯერ კიდევ შეურაცხყოფილი და აღშფოთებული ხმით ლაპარაკობდა დათუნა.
- სად მივდივართ? - გავიგე ლიზას გაოგნებული ხმა. აზრზე არ იყვნენ რა ვუთხარი და რატომ ჰქონდა დათუნას ასეთი შოკური რეაქცია.
- ადექი და წამოდი, ბავშვი უნდა გავაკეთოთ! - უთხრა ლიზას სრული სერიოზულობით, - მე არ ვიყო დავითა, შენ თუ არ ჩაგიგორე პამპერსიანი მამას ბიჭი კალთაში! - მეუბნებოდა და ახლა უკვე ვერცერთი ვიკავებდით სიცილს.
ოთხივე, ო-თ-ხ-ი-ვ-ე ერთმანეთზე უარესი იყო!
უბრალოდ თავიანთ სიგიჟეებს, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გზით აჩვენებდნენ. არცერთი არ იყო ჩვეულებრივი და მოსაწყენი. ისეთები იყვნენ, ნებისმიერს რომ მოიყვანდნენ ხასიათზე და თავიანთ უბედურებაზეც ბოლო ხმაზე იცინებდნენ. ამიტომ ავირჩიე ისინი. განსაკუთრებულები.

ტელეფონი გავთიშე თუ არა, ლეპტოპი ჩავრთე. მხოლოდ ეკას წერილი დამხვდა, რომელიც თავიანთ ადგილსამყოფელს და გეგმის რამდენიმე პუნქტს დაუღალავად მამცნობდა. როგორც ჩანს, ზეგ დაბრუნდება და დაიწყება დამშვიდებული შენობის ჰაერში აწევა.
ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, კარზე რომ დააკაკუნეს და ყვავილებით ხელდამშვენებული გოგონა შემოვიდა.
- მეგი მეტრეველი თქვენ ხართ? - მკითხა მორიდებით, - გამარჯობა, იცით აქ გამომიშვეს მიმღებიდან. - ამიხსნა სიტუაცია, უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი.
- დიახ, მე ვარ, - გაოცებას ვერ ვმალავდი, ხმაზეც აშკარად დამეტყო.
- ეს ყვავილები თქვენ, თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ რომ ჩაიბარეთ. - მითხრა გოგონამ და მორიდებით გამიღიმა.
- ამმ... ვისგან არის? - ვკითხე ჯერ კიდევ გაოცებულმა. მართალია, არსებობდა რამდენიმე ბიჭი, რომლებისგანაც საჩუქრები მუდამ მხვდებოდა კართან, თუმცა სამსახური რაღაც ახალია...
- ინფორმაცია კონფიდენციალურია, მე მხოლოდ კურიერი ვარ, - მხრები აიჩეჩა და სქელი ფურცელი გამომიწოდა, ხელი რომ მომეწერა.
უზარმაზარი თაიგული ხელში ავიღე და კურიერს დავემშვიდობე. წერილს ვეძებდი და ვიპოვე კიდეც.
„მამაცს და საოცრად ლამაზ გოგოს,
ვ.სანიკიძე :)) “
ერთი წინადადება ალბათ მილიონჯერ წავიკითხე. სახელის და გვარის ინიციალებს დავაკვირდი. ასეთს არავის ვიცნობდი...
- სანიკიძე, სანიკიძე... ღმერთო, სანიკიძეო! - წამოვიყვირე უცებ. თვალწინ დამიდგა ის ღამე, პირველად რომ შევხვდი დაჭრილ მიშკას, რომელიც ვიღაც სანიკიძეს მოკვლით ემუქრებოდა.
წერილი კვლავ გადავიკითხე.
მამაცს...
ალბათ კი არა, უეჭველი ის ღამე იგულისხმა ჩემს სიმამაცეში!
- ჩემგან რა უნდა? - ვკითხე საკუთარ თავს გაოცებულმა და წერილი აკანკალებულ ხელში ავათამაშე.

*

უნივერსიტეტში ვიყავი, ლექტორს ველოდებოდით. პირველი შემთხვევა იყო, მე რომ ველოდებოდი და არა ლექტორი - მე. ნამდვილად ისტორიული მომენტი იყო და დარწმუნებული ვიყავი, ლექციაზე შემოსული ქეთინო, აუცილებლად აღნიშნავდა ჩემს გამოსწორებულ ქცევას. ქეთინო ისეთი ქალი იყო, ძალინ დიდი სურვილიც რომ გქონოდა, ბულკის ან პონჩიკის გარდა ვერაფერს დაარქმევდი. ერთადერთი ლექტორი იყო, რომელიც დაგვიანებას მპატიობდა, მაგრამ უსწავლელი მისვლას - არა.
ძალიან მეძინებოდა, სამი დღე ჯამში 6 საათი მეძინა, არც კი.
თუმცა ამ ამბებმა, სულ ამირია გონება. სხვა ვერაფერზე ვახერხებდი ფიქრს და ცოტა მაკლდა, ტვინის აფეთქებამდე.
ბურუსით მოცული ღამე.
მიშკა მშვიდობაძე და გაურკვეველი გარჩევები, რომელსაც ცოცხალი თავით არ ხსნიდა.
მიშკას მტერი, ვ.სანიკიძე, რომელმაც უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული გამომიგზავნა.
ასევე, გაუჩინარებული მიშკა მშვიდობაძე
და
ყველანაირად არეული მე.

- მეგი, ტვინი გათიშე და თვალები დახუჭე, - ამომძახა მეორე მემ.
დავემორჩილე.
თვალები დავხუჭე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი, ხელები კი სახეში ჩავრგე. რომ არა ჩემი ტელეფონის ზუზუნი, რამდენიმე წამში გავითიშებოდი. ნომერს რომ დავხედე, ჩემი არეული და უძინარი მზერითაც, კარგად დავინახე ბოლო ორი შვიდიანი, რომელიც მშვიდობაძეს ეკუთვნოდა.
გული ამიჩქარდა, გეფიცებით.
რამდენიმე დარტყმაც გამოტოვა და იმდენად ძლიერად და სწრაფად ამიძგერდა, მეგონა ცოტაც და გასკდებოდა.
ალბათ მეხუთე ზარზე ვუპასუხე, იმის შიშით რომ გათიშავდა და აღარ დარეკავდა.

- გისმენთ, - დავინაზე ხმა, თუმცა სულ ტყუილად. ძალიან კარგად იცოდა, ჩემი ვაჟკაცური ბოხი ხმა.
- მართალია? - მკითხა სწრაფად. არც მისალმება, არც როგორ ხარ, არც არაფერი.
- ... რა?! - ვერ მივხვდი რა უნდოდა.
- ყვავილები, იმ ს*რისგან. - დაამატა ბოლოს. უკვე ვიცოდი როგორი სახეც ჰქონდა ამის თქმისას. ოფლმა დამასხა. ხელები ამიკანკალდა. საიდან გაიგო? ტელეფონითაც კი ვხვდებოდი ამ კითხვის სერიოზულობას, მის დაძაბულობას და საერთოდ ყველაფერს.
კიდევ რამე რომ მოხდეს? გამიელვა უცებ თავში.
- საიდან გაიგე? - ვკითხე ჩავარდნილი ხმით. გამიკვირდა ხმის ამოღება საერთოდ რომ შევძელი.
- ანუ მართალია... ხარაშო. - მითხრა და ეგრევე გათიშა. სიტყვის სათქმელად დაღებული პირი მოულოდნელობისგან გამიშეშდა და სიბრაზისგან გაწითლებულმა დავხედე უკვე გათიშულ ტელეფონს.
გამითიშა.
მიშკამ გამითიშა.
მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა გონებაში.
მთელი ორი საათი ისეთი გამომეტყველება მქონდა, ჩემი თავი შორიდან რომ დამენახა, მე თვითონ შემეშინდებოდა და საკუთარ თავს გავეცლებოდი.
ქეთინომ ჩემი პუნქტუალური ქცევა აღნიშნა, თუმცა ჩემს ცოცხალ-მკვდარ გამომეტყველებაზე წარბები უსიამოვნოდ შეკრა. საყვედური არ ამცდებოდა, თუმცა ახლა არაფრის თავი არ მქონდა, სულ რომ უნივერსიტეტიდან გავერიცხე ვინმეს.
რაღაც მაწუხებდა შიგნიდან. არ ვიცოდი რა იყო. იმედგაცრუება?
ალბათ.
ლექციის ბოლოს საყვედურიც არ ამცდა აწ უკვე მონსტრი ქეთინოსგან.
ეს რამ გააგიჟა საინტერესოა.
ალბათ უსიყვარულობამ, კლიმაქსმა, უკაცობამ... მიზეზები არის, იცოცხლე.

კიბეებზე ჩავდიოდი და ქეთინოს ვლანძრავდი, მომენტებში მიშკასაც და მთელ ჩემს ცხოვრებას ვწყევლიდი. თავი რომ ავწიე და ყველა გამვლელი გოგოს მზერა ერთი მიმათულებით რომ იყო მიმართული, ცოტა გამიკვირდა. დაინტრიგებულმა, მეც იქეთ გავიხედე და ვინ დავინახე?
თვით მიშკა მშვიდობაძე.
მანქანას მიყრდნობილი. ერთი უგრძესი ფეხი, მეორეზე გადაედო. სიგარეტს ეწეოდა და მოჭუტული თვალებით მიყურებდა. ისეთი მზერა ჰქონდა, დიდი ხანი რომ ელოდები ადამიანს და ბოლოს, როგორც იქნა რომ დაინახავ.
მივუახლოვდი. მზერამ მეც კი ამწვა ზურგი.
ღმერთო, ეს რა ხამობაა?

მათი მზერა ოსტატურად დავაიგნორე და მიშკას წინ გულხელდაკრეფილი დავდექი. შავები ეცვა, ეტყობოდა რომ ბრენდი იყო. ფილმიდან, ან ფოტოებიდან გადმომხტარ მოდელს გავდა.
იდეალურობას ასხივებდა, მაგრამ რამდენად იყო ასეთი, ეგ არ ვიცოდი.

როცა მისი შესწავლა დავასრულე, წარბები ავწკიპე და ირონიული ღიმილი ავიკარი.
- ამჯერად ვინ კვდება? თუ ჰო, გამახსენდა, ჩემი დახმარება არ გჭირდება... - ვუთხარი მთელი ჩემი არსებული ირონიით და კმაყოფილმა ჩავიცინე.
ჩემს ირონიაზე ზუსტად ისე გაეცინა, მე რომ მადებილებს და თავს მაკარგვინებს. მგონი დამუღამებული ჰქონდა.
ცერა თითი ტუჩზე გადაისვა, კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი გადააგდო. ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და მე მომაჩერდა, ისევ ისეთი, იდიოტური ღიმილით.
- გარემოს აბინძურებ, - ვუთხარი და თავით გადაგდებულ სიგარეტზე ვანიშნე, მისი სიცილით გაღიზიანებულმა, თუმცა ამავე დროს, სრულიად და ერთიანად მონუსხულმა.
- მითქვამს რომ მაგიჟებ? - მითხრა დაბალი, ბოხი ხმით. ისეთივე ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, იფიქრებდით ძალიან უმნიშვნელო რამეს ამბობსო. თუმცა მის სიტყვებზე სახე ისე ამელეწა, რომ არა ჩემი მსახიობური ნიჭი, იმ წამსვე დავიწვებოდი და მთელს ჩემს გრძნობებს სააშკარაოზე გამოვიტანდი. თუმცა ეს ისედაც ცხადზე ცხადი იყო.
- ქმედებით თქმას თუ გულისხმობ, მაშინ კი, გითქვამს. - არ დავიბენი, ყველაზე მთავარი ეს იყო. იგივე ტონით ვუთხარი.
-ჰო, არა? - ჩაეცინა, - კაი, ეგ მერე განვიხილოთ, მანამდე მანქანაში ჩაჯექი, სალაპარაკო გვაქ. - მითხრა და მანქანისკენ მანიშნა. მე ჯერ მანქანას გავხედე, მანქანაც კი იდეალური ჰყავდა! შემდეგ მას.
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ?
- მართალია ლაპარაკზე უკეთესი რამეებიც არსებობს, და მე ეს უკვე მითქვამს შენთვის, მაგრამ ამჯერად მართლა საქმე მაქვს. აქაც გეტყოდი მაგრამ გოგოების მზერამ უკვე მთელი სხეული დამიწვა. - ჩაილაპარაკა დანანებით და თავი გააქნია.
- ჰო, არა? - გავიმეორე ზუსტად ისე, როგორც თვითონ მითხრა. - ვერ წამოვალ, არ მცალია! - ვუთხარი და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.
- თუ არ გინდა სახალხოდ შეგარცხვინო, სამ წამში მანქანაში იჯექი! - მითხრა და იმდენივე ნაბიჯით მომიახლოვდა, რამდენიც მე გადავდგი უკან.
- არ გიხდება სიმკაცრე, - გამეცინა მის ტონზე.
- მეგან, სწრაფად მანქანაში , - არ წყვეტდა ის.
- არა-მეთქი! - გავუმეორე და წარბები შევკარი.
- იცოდე ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.
- არ მაინტერესებს! - ცოტაც და ფეხების ბაკუნს დავიწყებდი.
- კარგი, - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ორივე ხელით სახე დამიკავა. ისე ძლიერად რომ გარხევაც არ შემეძლო და ტუჩებზე დამეტაკა. ერთიანად გაწითლებული ვიდექი გაოგნებული ხალხის ირგვლივ.





скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი nina

Unagresiiko magram dzaliaaan patara tavi tan ia dzalian patara ! gazarde da gtxov aghar daigciano icode da dzaan magrad wer

 



№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ამდენი ლოდინი და ასეთი პატარა თავი :-(

 



№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

თქვენ რა მეღადავებით? ვაბშე როგორ ფიქრობთ მოცულობაზე, როდესაც წინ ასეთი მაგარითავი გიდევთ?!
მე ვარ შოკში!!!
იმდენად გავგიჟდი ყველანაირად და ავფორიაქდი რომ მეორეჯერაც გადავიკითხავ დიდი სიამოვნებით!
ერთადერთი, რამაც ამ თვში გამაცინა, იყო პერსონაჟების სიმაღლეები, ღმერთო ეს რა ჟირაფი წყვილი გვყოლია და არ ვიცოდით :დდ
სულ რომ მარტო მე დავრჩე მკითხველი, ჩემი ხათრით მაინც უნდა დაწერო, დაწერო და დაამთავრო, თორემ ვერ გადავიტან.
ბრავო!

 



№4  offline წევრი Violet

გრეის ორმოცდაათი ელფერის გავლენა იგრძნობა რაღაც მომენტებში მაგრამ ძალიან კარგი ისტორიაა, საინტერესო.. ველი შემდეგ თავს <3 წარმატებები.

 



№5  offline წევრი mirandaa31

ძალიან კარგია ძალიან. იმედი მაწცს არ შეწყვეტ წერას და ბოლომდე მიიყვან ამ ისტორიას. ისე მეგანს რომ თავის 1.80 აკომოკექსებს მე რავქნა 1.65ძლვს რომ ვარ კიარადა არც ვარ მაგდენი :დდ მიშო მომწონს, სანიკიძის გამიჩენაც კარგი იქნება, ცოტა დაძაბულიბა არ გვაწყენს.უჰ ვეკოდები ახალ თავს რაა ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი nina
Unagresiiko magram dzaliaaan patara tavi tan ia dzalian patara ! gazarde da gtxov aghar daigciano icode da dzaan magrad wer

არადა არ არის ეგეთი პატარაც pensive
უბრალოდ, აქ გაჩერება იყო აუცილებელი <3
მადლობა რომ კითხულობ და შენს აზრს აფიქსირებ!heart_eyes

სტუმარი ნინო
ამდენი ლოდინი და ასეთი პატარა თავი :-(

ამ მომენტზე გაჩერება იყო აუცილებელი, თორემ ყველა ასეთი ზომის ნამდვილად არ იქნებაsweat
მადლობა რომ ელოდები <3

სტუმარი ქეთი
თქვენ რა მეღადავებით? ვაბშე როგორ ფიქრობთ მოცულობაზე, როდესაც წინ ასეთი მაგარითავი გიდევთ?!
მე ვარ შოკში!!!
იმდენად გავგიჟდი ყველანაირად და ავფორიაქდი რომ მეორეჯერაც გადავიკითხავ დიდი სიამოვნებით!
ერთადერთი, რამაც ამ თვში გამაცინა, იყო პერსონაჟების სიმაღლეები, ღმერთო ეს რა ჟირაფი წყვილი გვყოლია და არ ვიცოდით :დდ
სულ რომ მარტო მე დავრჩე მკითხველი, ჩემი ხათრით მაინც უნდა დაწერო, დაწერო და დაამთავრო, თორემ ვერ გადავიტან.
ბრავო!

არაა?! flushed
როგორ მიყვარს ასეთი კომენტარები!
ვიფიქრე დღეს აღარ დავამატებ შემდეგ თავსთქო, მაგრამ ეს კომენტარი რომ წავიკითხე, ეგრევე გადავიფიქრე smile
პროტოტიპების სიმაღლეები მაქვს გამოყენებული, ანუ რეალურადაც ეგეთი ჟირაფები არიან :დ
მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის!
what can i say?
you made my day!
heart_eyes heart_eyes heart_eyes

Violet
გრეის ორმოცდაათი ელფერის გავლენა იგრძნობა რაღაც მომენტებში მაგრამ ძალიან კარგი ისტორიაა, საინტერესო.. ველი შემდეგ თავს <3 წარმატებები.

ვაუუ,
წიგნის სამივე ნაწილი ვიცი, მაგრამ მე პირადად, მათ შორის მსგავსებას ვერ ვხედავ...
თუმცა, შენ თუ დაინახე გავლენა, ჩემთვის კიდევ უფრო უკეთესი! laughing heart_eyes
მადლობა დიდი!! <3

mirandaa31
ძალიან კარგია ძალიან. იმედი მაწცს არ შეწყვეტ წერას და ბოლომდე მიიყვან ამ ისტორიას. ისე მეგანს რომ თავის 1.80 აკომოკექსებს მე რავქნა 1.65ძლვს რომ ვარ კიარადა არც ვარ მაგდენი :დდ მიშო მომწონს, სანიკიძის გამიჩენაც კარგი იქნება, ცოტა დაძაბულიბა არ გვაწყენს.უჰ ვეკოდები ახალ თავს რაა ❤️

რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვან <3
მეგანი ძალიან ამაყობს თავისი 180ით, თუმცა 165 დაბალი ნამდვილად არ არის. smile
აბა ვნახოთ, მიშკა როგორ მოგეწონებათ შემდეგ თავებში! smiling_imp
დაძაბულობა ნამდვილად გელოდებათ laughing <3

 



№7 სტუმარი New Reader

საკმაოდ კარგად წერ,ჩემგან დიდი მხარდაჭერა და წარმატებები შენ!!!
ვიცი რომ კარგი გამოვა,ამიტომ გელოდები მოუთმენლად❤️

 



№8 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ მესიამოვნა ასე თუ გაგახარე!
კიდევ უფრო, თუ დღეს დადებ!
თან გულის სიღრმეში, მიხარია კიდეც ამ მოთხრობის წაკითხვა,
ბოლოს და ბოლოს მეც ხომ რიჟა ვარ არა?!
ერთადერთი განსხვავებით,
სიმაღლეში ცოტა მოვიკოჭლებ :დდ

 



№9  offline წევრი Margo Tokyo

New Reader
საკმაოდ კარგად წერ,ჩემგან დიდი მხარდაჭერა და წარმატებები შენ!!!
ვიცი რომ კარგი გამოვა,ამიტომ გელოდები მოუთმენლად❤️

ძალიან დიდი მადლობა!!!❤️❤️❤️❤️

სტუმარი ქეთი
როგორ მესიამოვნა ასე თუ გაგახარე!
კიდევ უფრო, თუ დღეს დადებ!
თან გულის სიღრმეში, მიხარია კიდეც ამ მოთხრობის წაკითხვა,
ბოლოს და ბოლოს მეც ხომ რიჟა ვარ არა?!
ერთადერთი განსხვავებით,
სიმაღლეში ცოტა მოვიკოჭლებ :დდ

ვაუჰჰ, რიჟა?
რა მაგარია❤️ ჩემი ოცნება იყო წითური თმა :დდ <3
ახალი თავი გუშინ ღამე ავტვირთე, მაგრამ ჯერ არ დაუდიათ...

 



№10  offline წევრი ბიბი

ნუ წუწუნებთ ერთი მოკლე თავზე რა, მოკლე თავი არ გინახავთ ტქვენ.
არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო, ერთი კიარა ძალიან ბევრი მკითხველი გყავს და ნუ წუწუნებ smile
ძალიან კარგია, ძალიან, მომწონს მეგის გამკაცრება, აღარ უნდა ანახოს ამ ნარცის თავხედ, სიმპატიურ სექსუალურ ბიჭს სისუსტე.
წარმატებები heart_eyes

 



№11  offline წევრი Margo Tokyo

ბიბი
ნუ წუწუნებთ ერთი მოკლე თავზე რა, მოკლე თავი არ გინახავთ ტქვენ.
არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო, ერთი კიარა ძალიან ბევრი მკითხველი გყავს და ნუ წუწუნებ smile
ძალიან კარგია, ძალიან, მომწონს მეგის გამკაცრება, აღარ უნდა ანახოს ამ ნარცის თავხედ, სიმპატიურ სექსუალურ ბიჭს სისუსტე.
წარმატებები heart_eyes

წერის შეწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ, თან არც ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა ვიცოდე ვინ კითხულობს :დდ
ძალიან, ძალიანნ დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent