შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე (8 ნაწილი)


9-07-2018, 20:44
ავტორი du-da
ნანახია 375

სავსე მთვარე (8  ნაწილი)

ელენას თავი მინაზე ჰქონდა მიდებული და ფიქრობდა,რაღაც აწუხებდა გულში,რამდენჯერ დატუქსა საკუთარი თავი ვინ იცის,მაგრამ მაინც ვერ შეძლო ის ყველაფერი ბოლომდე ამოეგდო გონებიდან და გეგასთვის ეპატიებინა.
-შეგიძლია ერთ ადგილას წამიყვანო?
-ნაყინი აღარ გინდა? გაუღიმა ბიჭმა.
-არა.
-კარგი,სად მივდივართ?
-ნინის საფლავზე.
გეგას სახე შეეცვალა.
-ელე მისმინე,ეხლა გვიანია,მოდი ხვალ წაგიყვან.
-არა გეგა,ეხლა წავიდეთ,მაშინ შენ არ გიკითხია გვიანი იყო თუ არა,გახსოვს?
-ელენე თავიდან იწყებ?
-უნდა ვისაუბროთ,ტონი გაუმკაცრდა ქალს.
-სხვა ადგილას ვისაუბროთ.
-შენ გგავარ,წავიდეთ.
გეგეშიძეს არაფერი უთქვამს,სწრაფად მიატრიალა მანქანა და სასაფლაოსკენ აიღო გეზი,ისე მივიდნენ დანიშნულების ადგილას ქალს ხმა არ ამოუღია,ასევე უსიტყვოდ დაუყვა ბილიკს და ნინიას საფლვთან შეჩერდა,უზარმაზარი მთვარე ანათებდა ყველაფერს,ფრთხილად დაიხარა სურათთან და ხელი ჩამოუსვა.
-იცი იმ დღეს აქ,რომ დამტოვე,ატირებულმა ვთხოვე ჩემთვის იქიდან ელოცა და სიმართლე გარკვეულიყო და სურვილი შემისრულა.
-ელე გთხოვ.
-ოდესმე გიყვარდი?ხმა აუკანკალდა ქალს.
-მაგას როგორ მეკითხები?
-მიპასუხე,გიყვარდი?
-მე ეხლაც სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
-უცნაური სიყვარული გცოდნია,როგორ შეძელი და ასე გამიმეტე?რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, როცა არც კი მენდობოდი,ჩემი დანახვაც არ გინდოდა.
-მაგის გამო ბოდიში უკვე მოგიხადე.
-გგონია მხოლოდ ბოდიში შველის?ცარიელი სიტყვები იმ ტკივილს წაშლის რაც მე გადავიტანე?არ აქვს შენს სიტყვას მაგხელა ძალა.
-თვიდან იწყებ ყველაფერს,რას არ ვაკეთებ, რომ შენი პატიება დავიმსახურო და მხოლოდ ძველ დროზე ხარ ჩაციკლული.
-იქნებ მადანაშაულებ კიდეც?იქნებ მე უარგყავი,როგორც ცოლი?იქნებ მე მოგაყენე შეურაწყოფა?ერთმა ძალიან მაგარმა ადმიანმა მითხრა,მყარი ურთიერთობები ნდობაზე დგასო,მეშინია იცი რისი?
-რისი?
-ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით,კიდევ ერთხელ რომ წამოვკრა ფეხი და დავეცე, ისევ ისე შემაქცევ ზურგს,შენ საკუთარი დის სიკვდილი დამაბრალე და მაგაზე მეტი აღარაფერი მოხდება,რა გარანტია მაქვს,რომ იგივეს არ გავივლი?
-მორჩი,იყვირა მოულოდნელად გეგამ,ურთიერთობებს გარანტია არ სჭირდება,გეყოფა წარსულით ცხოვრება,ამდენს ვეღარ ავიტან,მიყარხარ სიცოცხლეზე მეტად და მინდა რომ ჩემი ცოლი გერქვას,შენი სხეული მომენატრა,შენთან ერთად გაღვიძება,მაგრამ შენ ახლოსაც არ მიკარებ,იცოდე დავიღალე,საკუთარი დაც კი დამავიწყდა უკვე,მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რითი გასიამოვნო და შენი გული მაინც ვერ მოვიგე.
-შეგიძლია მიბრძანდე.
-რა თქვი? ტონს აუწია გეგეშიძემ.
-რაც გაიგე,ყველა იმას ვიღებთ,რასაც ვიმსახურებთ,არამგონია მაშინ გეფიქრა იმაზე ,რომ ოდესმე ჩემთვის ბოდიში გექნებოდა მოსახდელი,მაშინ არც ჩემს სხეულზე გიფიქრია და არც ჩემი დაკარგვის შიში გქონია.
-წავედით სახლში,დამრალა ამდენმა სისულელემ.
-გასაღები მომეცი.
-რა?
-გასაღები მომეცი,ხელი გაუწოდა ქალმა,გეგას გაეცინა.
-ელე რას აკეთებ?
-მომეცი.
-აიღე,გაღიმებულმა ჩაუდო ხელში მანქანის გასაღები.
-სახლის გზა იცი და მოაგნებ,გაუღიმა ელენამ და მანქანაში ჩაჯდა,სულ რამდენიმე მეტრი გაიარა და ის თავდაჯერებული ელენა სადრაც გაქრა,თავი საჭეზე ჩამოდო და ხმით ატირდა,როგორ სტკიოდა გულში რაღაც,ზუსტად იცოდა გეგა სიცოცხლეს ერჩია,მაგრამ ის კედელი რაც მათ შორის იყო სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,აზრზე კარის გაღების ხმამ მოიყვანა,შიშისგან შეხტა და დაფეთებულმა ახედა მაღალ სილუეტს.
-გადმოდი მანქანიდან,კბილებში გამოსცრა გეგამ,ელენა დასჯილი ბავშვივით დაემორჩილა.
-ეხლა კარგად მომისმინე,მკლავებში ეცა გეგეშიძე და მანქანაზე მსუბუქად მიახეთქა,მორჩეს დღეიდან ეს უაზრო გამოხტომები,აღარ მინდა ოდესმე წარსულის გახსენება,მე და შენ ერთ ნავში ვსხედვართ და ერთი ტკივილი გვაერთიანებს,კი ბატონო დავაშავე და ბოდიშიც მოგიხადე,მაგრამ სულ მე ვერ გადმოვდგავ ნაბიჯს შენსკენ,თუ არ გინდივარ ან ჩემთან თავს ცუდად გრძნობ,მიცნობ და იცი არ დაგაკავებ,მაგ ბავშვს კი ისედაც მიხვედავ,ასე რომ ან ხარ ჩემი ცოლი ან ცალ-ცალკე ვაგრძელებთ.
-როგორ შეგიძლია ამ ყველაფრით ცხოვრება?ამოიტირა ქალმა.
-ასეთი ვარ,მიცნობ და იცოდი ვისაც მიყვებოდი ცოლად,ნუ მთხოვ შევიცვალო,ნუ მთხოვ ფინია ძაღლივით კუდში გზდიო,როგორი დიდი სიყვარულიც ვიცი ორი იმაზე მეტად დავიწყება შემიძლია,მიყვარხარ ელენა,სიცოცხლეს მირჩევნიხარ,ამის შემდეგ შენ გადაწყვიტე,ეხლა კი გასაღები მომეცი და მაქანაში ჩაჯექი თუ არ გინდა აქ დაგტოვო.
ხელი სწრაფად შეუშვა და მანქანაში კუთვნილი ადგილი დაიკავა.
* * *
მათემ ნაცნობი კაფის კარი შეაღო და როგორც კი ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი გაეღიმა.
-გამარჯობა ნატა,მიესალმა წიგნის კითხვაში გართუ;ლ ქალს.
-გაგიმარჯოს მათ,როგორ ხარ?მშვიდობაა?
-ამოისუნთქე,გაეცინა ბიჭს,კარგად ვარ და კი მშვიდობაა.
-უფ,ისე ვარ ამ ბოლო დროს დაძაბული,ყველგან ცუდი ამბავი მელანდება.
-მოკლედ გოგაზე არარ იფიქრო,აღარ შეგაწუხებს.
-ეგ როგორ?
-აი ესე.
-მათე მე ჩმი პრობლემის მოგვარება არ მითხოვია შენთვის,მე შემეშინდა გეგასთვის ან ელენასთვის არ დაეშავებინა,რამე შურისძიებუის გულისთის.
-შენთვისაც არანაკლებ საშიშია.
-გთხოვ,ჯობია ის გაარკვიო რაც გითხარი.
-გოგა თემოს არ გავს,არაკაცი არ არის.
-არაკაცებად არ იბადებიან,ეგეთებად დრო და ცხოვრება ყალიბებთ,ასე რომ არავინ იცის რას მოიმოქმედებს ზმის გულისთვის.
-მაგ თემაზე შეგიძლია მშვიდად იყო.
-მაშინ სანერვიულო არაფერია.
-იცოდი რომ უყვარდი?
-კი ვიცოდი,მითხრა უკვე და მაგაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ,ვინმეს მოვეწონები ალბათ.
-ხვდები რას ამბობ? დაიძაბა ბიჭი.
-მათე რა გინდა?
-არც შენ ხარ გულგრილი ალბათ,იცი რომ არ შეგეშვას შეიძლება ხო?
-კაი ვთქვათ სწორი ხარ,რა ვქნათ?კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გავხდე?
-ცოლად გამომყევი,წამოსცდა გაუაზრებლად მათეს.
-რა თქვი?თვალები გაუფართოვდა ქალს.
-რაც გაიგე.
-ღმერთო ჩემო მე შენ ნორმალური ადამიანი მეგონე.
-რა გითხარი ეგეთი?
-ვერ ხვდები ხო? სრულიად უცხო ადამიანს რატო უნდა გამომგყვე ცოლად?
-ოღონდ ნუ მეტყვი,რომ არ მოგწონვარ.
-კარგი მოვრჩეთ,მივდივარ,ვატყობ ხუმრობის ხასიათზე ხარ,გთხოვ მსგავსი წინადადებებით არარასდროს მომმართო და კიდევ გოგასთან მე მოვაგვარებ ყოველგვარი გარჩევების და მუქარების გარეშე.მათმ გონზე მოსვლაც ვერ მმოასწრო ისე გავარდა ნატა კაფიდან.
-ვნახოთ სადამდე ირბენ,ჩაეცინა მათეს და ფანჯრიდან გახედა ქუჩაში მიმავალს.

* * *
ნატა ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში და ცოფებს
ყრიდა.
-გთხოვ გაჩერდი რა,მობეზრებულმა აიქნია ხელი ელენამ.
-არა წარმოგიდგენია რა მაკადრა?
-ცოლობა გთხოვა,რა გაკადრა ამისთან რომ გაგიჯდი?
-ეხლა თავს ნუ მომაკვლევინებ,სულ რამდენჯერ მნახა?
-არ გაგიგია ეტყობა,ერთი ნახვით სიყვარულზე.
-გეყოფა რა,ზღაპრებში არ ვართ.
-ისე გადასარევი ბიჭია რას უწუნებ?
-ელენა მოგხვდება ეხლა.
-კარგი,კარგი ვჩუმდები,დანებების ნიშნად ხელები ასწია და გაეცინა.
-შენ ის მითხარი,როგორ ხარ აბა?
-რა გითხრა?ვცდილობ შევეგუო,დავივიწყო და ვაპატიო.
-არ ფიქრობ რომ დროა?ორივემ ევრი იტანჯეთ,უნდა მისცე თავს უფლება ბედნიერების.
-ეგ რა არის აღარც მახსოვს ნატ,ეს ბავშვი რომ არა.
-გაჩუმდი,მსგავს სისულელეებს ნუ ამბობ,ყველაფერი დროის საქმეა,აი ნახავ ისევ იქნები ბედნიერი.
-ყოველ რამე კოშმარები მესიზმრება,ვერაფრით ვივიწყებ იმ სცენას,თემომ რომ თავი მოიკლა.
-თუ არ მისცემ დავიწყების უფლებას,თავისთავად არ დაგავიწყდება,ელე პატარა ხომ არ ხარ?ნუ მისცემ თემოს მოჩვენებას იქიდანაც გაგიმწაროს ცხოვრება.
-ძალიან დავიღალე,ხანდახან სურვილი მიჩნდება,მივიდე და ძალიან მაგრად ჩავეხუტო,ხელი ცავკიდო და ვუთხრა რომ უსაზღვროდ მიყვარს და მინდა გადავრჩე,მინდა ვიცოცხლო მასთან ერთად.
-ხოდა უთხარი,მხოლოდ შენ შეგიძლია ყველაფრის დალაგება,დამიჯერე უკვე დროა.
-შენ რომ არ მყავდე,გაეცინა ელენას და მეგობარს ხელი მოხვია.
საკმაოდ გვიანობამდე ისაუბრეს გოგოებმა,ბევრი კარგი გაიხსენეს და თთქოს რეალობას მოსწყდნენ,ნატამ დარჩნაზე უარი განაცხადა და წასვლისას მაგრად ჩაეხუტა ელენას.
-აბა შენ იცი,იცოდე უკან არ დაიხიო.
-გაქრი ეხლა აქედან,გაეცინა ელენას.
ფრთხილად აიარა საფეხურები და გეგას ოთახის კართან შეჩერდა,დიდხანს ფიქრობდა დაეკაკუნებინა თუ არა,"მიდი რისი გეშინია?" შეუძახა საკუთარ ტავს და სუსტად დააკაკუნა,ორ წუთში ზღურბლზე გეგას ნამძინარევი სახე გამოჩნდა.
-რამე მოხდა?ცუდად ხომ არ ხარ?
-რაღაც მინდოდა მეთქვა,ამოილუღლუღა ქალმა.
-გისმენ.
ელენა სწრაფად წაიწია წინ და გეგეშიძეს ტუჩებში აკოცა,
-ეს ისე,ერთ ნავში ვართ,თვალი ჩაუკრა გაოცებულ კაცს და ღიღინით გაემართა ოთახისკენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი დარინა

სხვათაშორის დღეს ვფიქრობდი ახალი თავი როდის დაიდებამეთქიი მიყვარს მე ეს ორი და ვერ ვუძლებ რომ ერთად არ არიან. იმედია მალე ეშველებათ.

 



№2 სტუმარი ტატუკა20

როგორ გამახარეეე .დავიტანჯე ამათი ცოდვით.დროა მოაგვარონ ურთიერთობა და ბედნიერები იყვნენ.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას იმრდია არ დაიგვიანებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent