შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 19


9-07-2018, 22:58
ავტორი mariia
ნანახია 191

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 19

ბედისწერა წვირილი ხაზებით ერთმანეთში ხლართავს გზებს. შენ უბრალოდ ლაბირინთში სწორი გზის პოვნა გჭირდება. შეიძლება სხვები ფიქრობდნენ,რომ არასწორს გზას ირჩევ მაგრამ შეიძლება ის ყველაზე სწორი აღმოჩნდეს. ყველას გარკვეული ბედი გვეწერება დაბადებისას მასში შესწორებები კი გზადაგზა შეგვაქვს,როგორც ლაბირინთში მოსახვევის არჩევისას.

შტორმა გადაიარა თითქოს.ირაკლის სახე ისე იყო ,როგორც ზღვა აღელვების შემდეგ.ტყის სახლში გატარებული მომენტები ორივეს გონებაში ოქროს ასოებით ჩაიბეჭდა. ნუცას იქიდან წამოყვანა არ უნდოდა,მაგრამ გრძნობდა,რომ იქაც ვეღარ გააჩერებდა დიდხანს. ერთდროს უსაფრთხო ადგილი ახლა ყველაზე მეტად საშიშად ეჩვენა. 

-მინდა იმ სახლში ვიცხოვროთ-სიჩუმე ნუცამ დაარღვია.საჭეს ჩაფრენილი მძღოლის გაოცებული სახე მიღო პასუხად.

- რა?-ფიქრებში იმდენად იყო ახლართული ნორმალურად ვერც გაიგო რა უთხრა.

-მინდა ტყის სახლში  ერთად ვიცხოვროთ. -ნუცამ ირაკლის დაბნეულობის გადასაფარად გაიღიმა.- არ ვამბობ დღეს ხვალ ან ერთ კვირაში მეთქი. ჰომ მითხარი,რომ მაგ სახლის დიასახლისად გესახებოდი -სიცილი ატეხა გოგონამ.-ჰო და თუ ჩემთან ერთად ყოფნას არ გადაიფიქრებ ,მაშინ მინდა რომ იქ ვიცხოვროთ ქალაქიდან შორს.მყუდრო გარემოში. იქ სადაც შენ იზრდებოდი.იქ სადაც ყოფნა გიყვარდა და იქ სადაც შენს მშობლებთან ერთად ბედნიერი იყავი.-მისი სიტყვები გამომძიებლის გულს სიხალისეს უბრუნებდა. სახეზე მისი ღიმილი კიდევ უფრო ფართო ხდებოდა. ირაკლი გზას წამით თვალი მოაცილა მარჯვენა ხელი ნუცას კისერზე თმაში შეაცურა და სწრაფად მიიზიდა. კიდევ ერთხელ შეიგრძნო გოგონას ალუბლისფერი ტუჩების გემო. წამიერად ორივემ შეხედეს ერთმანეთს თვალებში. მათ სახეებს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

ნუცას სადარბაზოსთან ერთდროულად ორი მანქანა გაჩერდა. გამომძიებლის მანქანიდან ჯერ ნუცა გადავიდა და წინ მდგომი მანქანიდან გადმომსვლელს მომღიმარი დაელოდა.  

-ნუცა შვილო როგორ გამიხარდა შენი ნახვა-ნანამ გოგონა გულში ჩაიკრა.

-მეც გამიხარდა თქვენი ნახვა.

-ბიცოლა აქ რა გინდათ?-ირაკლი მათთან ახლოს მივიდა.

-მაიამ დაგვპატიჟა.-ქალმა წარბი აუწია ბიჭს.ნუცას მკლავი მკლავში გაუყარა და სადარბაზოსკენ უბიძგა.ისიც თან გაჰყვა,თუმცა შესვლამდე მზერა ირაკლის შეატოვა. ზვიადმაც სადარბაზოსკენ გადადგა ნაბიჯი,მაგრამ ირაკლის ხმამ შეაჩერა.

-ბიძია...-კაცი შედგა და სერიოზული სახით გახედა ძმიშვილს.ირაკლი მასთან ახლოს მივიდა.- ბოდიში მინდა მოგიხადო ციხეში მომხდარის და ჩემი ტონის გამო შენთან დამოკიდებულებაში. ხომ იცი როცა საქმე იმ ნაბიჭვარს ეხება თავს ვერ ვაკონტროლებ.-მის ხსენებაზე კბილებში გასცრა.

-ვიცი- მხარზე ხელი დაადო-მაგრამ ეს არ ამართლებს შენს საქციელს. ვიცოდი,როგორი რეაქციაც გექნებოდა ამიტომაც არ გითხარი არაფერი. გპირდები მის შეწყალების თხოვნას არ დააკმაყოფილებენ. თუ კანონიერად არაფერი გამოვა უკანონოდ მივხედავ ამ საქმეს.არ  შეიძლება ჩემი ძმის და რძლის მკვლელი ქუჩაში არხეინად დადიოდეს. 

-თუ ეს მოხდება და გამოვა არც ერთი წამით არ ვაცოცხლებ.-თვალებში  ნაპერწკლები აევსო.

-დამშვიდდი.ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ეს არ მოხდეს. შენ კონცეტრაცია სამსახურზე მოახდინე და იმ ადამიანზე ვინც ასე ძალიან გიყვარს..

-აღარ მოდიხართ?-მესამე სართულის კიბეებიდან ჩამოყვირა ქალმა. ორივემ ერთდროულად შესძახეს.

-ახალავე. -ჩაეღიმათ და სადარბაზოს კიბეებს აუყვნენ.

კარებზე ჯერ პირველი ზარი დასრულებული არც იყო ლიზამ მაშინვე გააღო და ნუცას ძლიერად მიეხუტა.

-ძალიან მომენატრე-მისი ასეთი საქციელით ცოტა გაკვირვებული იყო მაგრამ ძალიან ესიამოვნა.ბოლო დროს მათ შორის დაძაბულობის შემდეგ ეს თბილი შეხვედრა პირველი იყო.

-მეც ჩემო პატარა-მკლავებში უკეთესად მოიქცია პატარა და.

-როგორ მონატრებიათ ერთმანეთი.- ნანამ თბილი ხმით ჩაილაპარაკა გვერდი აუარა მათ და სახლში შევიდა რათა შესასვლელში მომღიმარ მაიას მისალმებოდა,რომელიც შვილების ცქერით ტკბებოდა.

-გამიხარდა,რომ მოხვედით-ნანა და მაია ერთმანეთს გადაეხვივნენ.

-პირიქით ძალიან გაგვიხარდა,რომ ვახშამზე დაგვპატიჟე და პატივი დაგვდე თქვენთან ერთად მივსხდომოდით სუფრას. ბოლოსდაბოლოს შეიძლება მძახლები გავხდეთ-ბოლო სიტყვები ჩურჩულით ჩაილაპარაკა მაიას მიმართ და თვალით ჩაუკრა. ორივეს გაეცინათ.

- შეიძლება კი არა ეს ნამდვილად მოხდება.-დათომ გამოტენილი პირით სამზარეულოს კარებიდან გადაულაპარაკა ქალებს.

ირაკლი და ზვიადიც სახლში შევიდნენ და მაიას მიესალმნენ შემდეგ კი დათოს გახედეს.

-შენ აქ რა გინდა?-ირაკლიმ ინტერესი ვერ დამალა.

-მაია დეიდამ დამპატიჟა. აბა შენ ერთი სიტყვა არ დაგცდება. სულ აღარ მაქცევ ყურადღებას. -სანამ დათო ისევ ეჭვიანი ცოლის ფუნქცას ჩართავდა ირაკლიმ სიცილით შეაჩერა.

-კარგი გეყოფა ჰომ აქ ხარ მაინც.

- მაია დეიდას წყალობით- სახე გაებადრა და ქალს გაღიმებულმა გახედა.

- სუფრას მივუსხდეთ თორემ ყველააფერი გაცივდება.-მაიამ ყველა ზალაში გაშლილი დიდი მაგიდისკენ მიიპატიჟა.

ვახშამი მშვიდ და მხიარულ ტემპში მიმდინარეობდა.უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევდა,რომ იმ ოთახის შესასვლელში, სადაც ახლა ვახშამი მიმდინარეობდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამ სახლის უფროსი სისხლისგან იცლებოდა საკუთარი ცოლის ხელით მოკლული. უცხო თვალი ვერც იმას შეამჩნევდა ახლა ამ მომღიმარი "მკვლელის" უკან რამხელა დარდი და ტკივილი იმალებოდა. ვერც იმას შეამჩნევდა იმ გოგონამ ახლა,რომ ბედნიერი სახით ზის რამხელა ტკივილი გადაიტანა იმ ოჯახის გამო,რომელიც მისი სულაც არ არის. რამხელა დამცირებას იტანდა მამისგან,რომელიც მამა არ იყო და რამხელა მსხვერპლზე მიდიდოდა დედა მის გამო,რომელიც მისი დედა არ იყო. ამ მომღიმარ ადამიანებში პატარა გოგონასაც შეამჩევდა უცხო თვალი,მაგრამ ვერც მასზე მიხვდება. თუ როგორ უჭირდა ახლა მას ამ ღიმილიანი სახით ჯდომა და ნუცას და დედის ყურება. როგორ უჭირდა იმ საიდუმლოს შენახვა,რომლის მოსმენაც სრულიად შემთხვევით მოუწია. ვერ დაინახავდა როგორ უჭირდა იმ მამის კულტის დანგრევა რომელიც მის გონებაში იყო აქამდე. ვერც იმას შეამჩნევდა რამხელა სინანულს გრძნობდა ნუცასა და დედამისის მიმართ თავისი საქციელების გამო. ვერც იმ ბიჭს შეამჩნევდა სული ცოცხლად,რომ ეწვოდა და ახლა ამ ვახშამს მომღიმარი სახით მხოლოდ საყვარელი ადამიანების გამო,რომ იტანდა.  ახლა უცხო თვალით მხოლოდ მათ ბედნიერ ღიმილს დაინახვდით. თითქოს ყველაფერი რიგზე ქონდათ და ცხოვრებაში არაფერს შეუწუხებიათ.

  სიმყუდროვეში ხელი კარზე ზარმა შეუშალა.ყველას ყურადღება კარებმა მიიპყრო.

-მე გავაღებ- მაია ფეხზე წამოდგა. -ნუცი დე შენ სუფრაზე ჩაამატე რაც აკლია.-გოგონამ თავი დაუქნია და სამზარეულოში გავიდა. მაიამ კი მაგიდა დატოვა და კარები მომღიმარი სახით გამოაღო. და აი სახე,რომელიც მთელი საღამო ჰქონდა წამში სადღაც გაქრა. -ჰომ გითხარი,რომ თავი დაგენებებინა ჩვენთვის. 

-მაია გთხოვ მომისმინე. მინდა ჩემი შვილი...

- რა შენი შვილი???-ქალმა ბოლო ხმაზე იყვირა. სამზარეულოდან სწრაფად გამოვიდა მისაღებში ნუცა. მაგიდიდანაც ყველა წამოიშალა და ყველას მზერა მათკენ იყო მიპყრობილი.-რომელ შვილზე მელაპარაკები?! თავი დამანებე. წადი იქ საიდანაც ჩამოხვედი. მიხედე შენს ცოლს და ასრულე მისი სურვილები ოღონდ მე თავი დამანებე.

- დედა რა ხდება?კარგად ხარ?- ნუცა მის გვერდით მივიდა და მკლაავებში ხელი ჩაავლო,თორემ სადაცაა წაიქცეოდა.

-შვილო...-კაცმა პირიდან გამოცრა. ხელი მისკენ წაიღო თუმცა ნუცამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.მაიამ სწრაფად დაარტყა ხელზე და ჩამოაშვებინა.

-არაფერი გესაქმება ჩვენთან. გაეთრიე აქედან. მე ძმა აღარ მყავს. ის მაშინ მოკვდა როცა დამტოვა და წავიდა. 

-გეყოფა მაია.-კაცმაც აუწია ხმას. -უფლება მაქვს...

-რომელ უფლებაზე მელაპარააკებიიი....-ქალს ხმის იოგები ჩაუწყდა ყვირილისგან. უცებ მოწყვეტით დაეცა ნუცასთან ერთად იატკზე.

- დეე.. დედაა...- შეშინებული ცდილობდა ქალის გონზე მოსვლას. ლიზა სასწრაფოდ მათთან მიიჭრა. 

- დეეე... გთხოვ თვალები გაახილე.-სახეზე ნაზად უსვამდა ხელებს. ნანა ერთ ადგილს მიეყინა. ირაკლი კი სასწრაფოს გამოძახებით იყო დაკავებული.ლიზა უცებ ფეხზე წამოხტა და კარებში გაშეშებულ კაცს ეცა- შენი ბრალია!ყველაფერი შენი ბრალია! წახვედი დატოვე და აახლაა ითხოვ?! გაეთრიე ჩვენი სახლიდან.-ხელების რტყმევით კარებს იქეთ გააგდო შოკში მყოფი კაცი.

- მხოლოდ შვილთან ლაპარაკი მინდა...-თავისთვის რამდენჯერმე ჩაიბურტყუნა კაცმა. ნუცამ წამით ახედა მობურტყუნეს,მაგრამ ყურადღება ისევ დედაზე გადაიტანა. 

სასწრაფო მანქანა იმაზე სწრაფად მოვიდა ვიდრე ამას ანდომებს ხოლმე. 

მაია საკაცეზე დააწვინეს და უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანეს. სუფრაზე მსხდომებმა კი საავადმყოფოს ფოიეში გადაინაცვლეს.

******

და მაინც როგორია არა ცხოვრება. ერთ წუთში ბედნიერი ხარ საყვარელი ხალხის გარშემო,მეორე წუთში კი ირგვლივ მხოლოდ მოწრიპინე აპარატები გაკრავს და მათ გულმოდგინედ უსმენ. თან თვალი იმ ადამიანზე გიჭირავს ვინც შენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

ნუცა მაიას საწოლის გვერდით იჯდა და გულმოდგინეთ უყურებდა დედის სახეს.დახუჭულ თვალებს. მშვიდან და თანაბრად მოძრავ მკერდს. უძრავად მყოფ ხელებს, სხეულს. ფიქრობდა.ძალიან ბევრს ფიქრობდა. ნუთუ ოდესმე მასთან სიმშვიდე დაიდებდა ბინას?! ოთახს მხოლოდ ერთი სანათი მბჟუტავად ანათებდა. უმეტესი ნაწილი ჩაბნელებული იყო. არც უცდიაა შუქის მეტად ანთება არ უნდოდა შეეწუხებინაა დედა და არც თვითონ სიამოვნებდა ზედმეტად განათებულ პალატაში ჯდომა. კარები გაიღო. გარედან შემომავალმა შუქმა ოთახის ნახევარი კიდევ უფრო გაანათა.ირაკლის ჩრდილი ნუცას ჩაფიქრებულ სხეულთან მივიდა და მასთანნ ჩაიმუხლა.ხელი ხელზე ფრთხილად შეახო. გოგონა მოულოდნელობისგან შეხტა.

-ანალიზების პასუხები მოვიდა?-შეშინებულმა იკითხა.

-ჯერ არა. დილამდე პასუხები არ იქნება. დაწვრილებით მერე გვეტყვის ყველაფერს. გვთხოვა,რომ პაციენტი დავასვენოთ. ამაღამ მშვიდად ეძინება. იქნებ...

-სად ცხოვრობს?-ირაკლი ამ კითხვა ცოტა დააბნია. უცებ ვერც მიხვდა ვიზე ეკითხებოდა.

-ვინ?

-ის...-თვალები მაგრად დახუჭა და გაახილაა-ის კაცი ვინც თავს დედას ძმას ეძახის.

-ნუცა არ გინდა. -ირაკლიმ მუდარით სავსე თვალები ესროლა. ხვდებოდა,რომ მან უკვე რაღაც იცოდა.

-გთხოვ მითხარი სად არის? ვიცი რო იცი.თავად დაგავალე მასზე ინფორმაციის მოპოვება.რაზეც ჯერ კიდევ არ გითქვამ არაფერი. მისამართი ვიცი,რომ იცი. მითხარი-გამომძიებელი მიხვდა,რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან. 

-კარგი- ღრმად ამოისუნთქა.- მე წაგიყვან.

-საჭირო არაა მე თვითონ...

-ან მე მიმყავხარ ან საერთოდ არ მიდიხარ!-მკაცრად გააჟღერა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.გოგოც დანებდა და ფეხზე ადგა.

პალატიდან გასულებს წინ ლიზა შემოეგებათ.

-ხომ არ გაიღვიძა?-ნუცას თვალებში უყურებდა.

-არა ისევ ძინავს.დილამდე არ გაიღვიძებს.შეგიძლია დედასთან იყო პალატაში სანამ მოვალ?

-კარგი და სად მიდიხარ?

-ცოტა ჰაერზე გავიყვან თორე ფერი არ ადევს-ირაკლიმ ოდნავ შეღიმა ლიზას და ნუცას მკლავებში ხელი მოკიდა. სიარულისკენ უბიძგა.

ლიზამ მიმავლებს თვალი გააყოლა და მალევე შევიდა პალატაში.

******

 თბილისის ერთ-ერთ ფეშენებელურ ხუთ ვარსვლავიანი სასტუმრო ამბასადორის შესასვლელ კარებთან ირაკლის მანქანა გაჩერდა. გოგონამ ფანჯრიდან ახედა ოთხ სართულიან შენობას.მომსახურე პერსონალმა უცებ კარები გამოუღო და დაელოდა სანამ გოგონა გადმოვიდოდა. ამასობაში ირაკლიმ მანქანას მოუარა. მძღოლს მომსახურე პერსონალმა შეღიმა და ხელი გაუწოდა.

-ბატონო მანქანას გადავაყენებ გასაღები მომეცით თუ შეიძლება.-ბიჭი ღიმილს არ იშორებდა. გამომძიებელმაც მაშინვე მისცა გასაღები ნუცას ხელი მოკიდა და სასტუმროს შენობაში შევიდნენ. 

გოგონამ წამით მოავლო გარემოს თვალი. ყველაფერი მდიდრული ჩანდა უფრო სწორედ იყო. მიმღებში მომუშავე გოგონამ ორივეს გულითადი ღიმილი აჩუქა.

-რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?

-მმმ...-დაფიქრდა ნუცა იმ კაცის სახელზე,ვისთთან შესახვედრადაც მოვიდა. 

-ალექსანდრე -გადაულაპარაკა გოგონას გამომძიებელმა.

-ალექსანდრე სიხარულიძის ნახვა მინდა. რომელ ოთახში გაჩერდა?

-მაპატიეთ,მაგრამ ვერ გეტყვით...-გოგონა კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა,მაგრამ ირაკლიმ მოწმობა თვალწინ აუთამაშა.

-ბატონი საშა ახლა ოთახში არ იმყოფება.მესამე სართულზე სტუმრების მოსასვენებელ ოთახში ბრძანდება. -ნუცა მაშინვე კიბეებისკენ წავიდა.გამომძიებელმა მადლობა მოუხადა მისაღებში მდგარ გოგონას და დაპროგრამებულივით მიმავალ გოგოს გაჰყვა .

მესამე სართულზე ფოიეში რამდენიმე მაგიდა იდგა თავისი ტყავის სავარძლებით. ერთ-ერთ მაგიდასთან ტყავის სავარძელში მოკალათებულიყო ბატონი საშა.მარჯვენა ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და ყლუპებით სვავდა.მეორე ხელში კი ტელეფონი მიედო ყურთან და ვიღაცას მშვიდად ესაუბრებოდა. მის დანახვაზე გოგონამ ცინიკურად ჩაიცინა და წინ გადადგა ნაბიჯი.ირაკლიმ წამით დაიჭირა და თავისკენ მოახედა.

-აქ დაგელოდები. -ნუცასგან თავის დაქნევა მიიღო პასუხად.ხელი შეუშვა გოგოს და ისიც ნელი ნაბიჯებით გაემართა ობიექტისკენ. გამომძიებელმა ახლა მშვენივრად იცოდა იქ მისი ყოფნა ლაპარაკისას სრულიად უადგილო იყო. შეეძლო მხოლოდ გვერდიდან ეყურებინა მამასა და ქალიშვილისთვის. 

 სულ ცოტაც და უკვე ამ კაცის წინ დადგებოდა. კაცის,რომლის სახელიც კი წესიერად არ იცის. საშამ მის დანახვაზე ტელეფონში განცვიფრებული ხმით ჩასძახა "მოაგვიანებით გადმოგირეკავ!" გათიშა და მაგიდაზე დადო.

-შვილო...-ამ სიტყვებზე ნუცამ თვალები დახუჭა და ძლიერად მოუჭუტა.

-გეყოფათ. ამდენი შვილო შვილოს ძახილი. -კბილებს შორის მაგრამ მაინც მშვიდი ტონით გაოუცრა კაცს.

-იქნებ დაჯდე? დავილაპარაკოთ.მაია უკეთ არის? სავამდყოფოში არ წამოგყევით რადგან ის პატარა გოგო ისედაც გაღიზიანებულია და რომ მხედავ ყვირის. ჩემი იქ ყოფნით სიტუაციას უფრო დავძაბავდი.-სავარძელში ჩაჯდმამდე ცინიკურმა ღიმილმა გადაჰკრა გოგონას ამ სიტყვებზე.

-იქნებ საერთოდ თქვენი გამოჩენა ძაბავს ყველგან სიტუაციას. და საერთოდაც არ წამოხვედით იმიტომ,რომ სავადმყოფოში ლოდინს გირჩევნია აქ-დემოსტრაციულად ხელები გაშალა და გარემო მოათვალიერა -იჯდეთ და ვისკი წრუპოთ.იმის მგივრად სავამყოფოში წამლების სუნით გაჟღენთილი ჰაერი ისუნთქოთ და ელოდოთ. არადა,რომ ჩამოხვედით ისე ჩანდა თითქოს დედა განაღვლებდათ.

-ასეც არის...

-მე ამას ვერ ვხედავ- სიტყვა გააწყვეტინა კაცს.

-ზრდილობა საერთოდ არ უსწავლებიათ შენთვის? როცა უფროსი ლაპარაკობს არ უნდა გააწყვეტინო.არც შენ და არც იმ პატარა ქალბატონმა არ იცით უფროსებს როგორ მოექცეთ.-კაცი მშვიდი და თან დამცინავი კილოთი საუბრობდა. იმის მაგივრად შვილი შემოერიგებინა თითქოს აქეთ თავს ესხმოდა.-ჩემი დის მიკვირს როგორ გაგზარდათ ასეთები.

-ზრდილობა არ გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიმატოვეს-კაცს ხელში ვისკის ჭიქა აუთამაშდა და ძლივს მოასწრო მაგიდაზე დადგმა.

-როდის გაიგე?-ბატონ საშას თვალები საცერისოდენა გაუხდა. რატომღაც ელოდა,რომ გოგომ არაფერი იცოდა..

-როდის გავიგე რა? ის რომ ჯერ თვისაც არ ვიყავი სანაგვეზე რომ მომისროლეს თუ ის რომ ვინც მომისროლა სანაგვეზე ეს თქვენ და თქვენი ცოლი ხართ?-სრულიად არაადეკვატურად მომღიმარი იჯდა და კაცს შეჰყურებდა.-შეგიძლიათ მითხრათ ის რისი თქმაც გინდოდათ,რისთვისაც ამხელა გზა გამოიარეთ და ჩემთან დასალაპარაკებლად იბრძოდით.გისმენთ! თქვით სანამ ამის უფლებას გაძლევთ. შემდეგ როცა მორჩებით მე დავიწყებ ლაპარაკს და თქვენი ჩასამატებელი სიტყვის ადგილი აღარ იქნება.მიდით გისმენთ.ხომ ამისთვის ჩამოხვედით რომ მომესმინა თქვენთვის.

-ნუცა...-კაცმა ყელი ჩაიწმინდა და სიმამაცისთვის კიდევ ერთხელ მოსვა ბოლო ყლუპი ვისკი.მიმტანს კი ანიშნა ახალი მოეტანა.-არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველ რიგში მინდა იცოდე,რომ ორივე ვწუხვართ იმის გამო,რომ დაგტოვეთ.დედაშენი ცუდად არის და შენი ნახვა უნდა. მითხრა მომეძებნე და მასთან მიმეყვანე.უნდა იცოდე,რომ ძმა გყავს.შენი სისხლი და ხორცი. -სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ნუცას და გულმოდგინედ უსმენდა.-ალბათ ჩემი დისგან იცი როგორი მშობლები გვყავდა. ნასწიას საშინელ დღეში აგდებდნენ.განსაკუთრებით დედაჩემი. არ მოსწონდა. რუსი იყო და ზედმეტად ამაყიც თავი დაეხარა დედაჩემისთვის. შენს გაჩენამდე ორი თვე კიდევ იყო დარჩენილი.ერთ დღესაც დილით მე სამსახურში წავედი.ნასწია სახლში თავის ოთახში დავტოვე. ყოველ დილით ადრე იღვიძებდა და სუფთა ჰაერზე გადიოდა შენს გამო. მერე ბრუნდებოდა საწოლზე მოკალათდებოდა და ზღაპრებს გიკითხავდა.-კაცმა წარმოიდგინა თავისი დახატული სცენა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.-რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს,რომ შენ ჩნდებოდი.მაშინვე სახლში გამოვიქეცი. ჩემმა მშობლებმა უფლება არ მისცეს საავადმყოფოში გადაეყვანათ ნასწია ამიტომ სახლში მოუწია მშობიარობა.ჩემი მისვლისას უკვე გვიანი იყო მისი სადმე წაყვანა. ოთახის გარეთ კარებთან ვიცდიდი,მეორე მხრიდან კი საშინელი კივილი მესმოდა. მალევე გაისმა შენი ტირილის ხმაც. იმ წუთას ჩემს სიხარულს საღვარი არ ქონდა. მალევე ექიმი გამოვიდა და თქვა,რომ დედა -შვილს არ იკარებბდა. გავოგნდი.არც ჭამისთვის გიკარებდა და არც გამოსაცვლელად.რამდენიმე დღის შემდეგ კი პასპორტს ხელი დაავლო და  სახლიდან გაიქცაა. აეროპორტში მივუსწარი დავინახე მაგრამ მისი შეჩერება ვერ შევძელი უკვე თვითმფრინავში ადიოდა.გავჩერდი. დანაზოგი რაც მქონდა ავიღე და მეც უკან გავყევი.კარგი.დაწვრილებით აღარ გეტყვი. მოკლედ როგორც ექიმებმა თქვეს მშობიარობის შემდგომი სტრესი ქონდა. მერე გაირკვა,რომ მამაჩემს უცემია და წიხლი მუცელში ჩაურტყამს.ამიტომ გაჩნდი დროზე ადრე.იმდენაად გადავერთე მის ჯამრთელობაზე შენზე აღარ მიფიქრია. ვიცოდი გულის სიღრმეშიი ვიცოდი რომ ჩემი მშობელბი თუ არა ჩემი და მაინც მოგხედავდა და მართალიც აღმოვჩნდი. მოგვიანებით გავიგე რომ მაია გათხოვდა.თვითონ თამაზი დამიკავშირდა და მითხრა ,რომ მოგხედავდათ მხოლოდ ფულადი დახმარება უნდა გამეწია მისთვის.დავთანხმდი,და შენ მათ შვილად დაგარეგგისტრირეს.დავთანხმდი რადგან იმ მომენტში დედაშენი ჯერ ისევ ებრძოდა სტრესს.ამასობაში კი წლები გადიოდა და ჩვენ უფრო გშორდებოდით და არ თქმის მიზეზებიც მატულობდა.ახლა კი მისი ჯამრთელობას ისევ ემუქრება საფრთხე. არ უნდა შვილის უნახავად და პატიების მიღების გარეშე წავიდეს ამ ქვეყნიდა.-კაცს სახეზე ცრემლი ჩამოუვარდა და სწრაფად მოიწმინდა.ნუცას კი სახეზე ერთი ნერვიც არ შეტოკებია.

-იმედი მაქვს მორჩით,რადგან მე ვიწყებ.წუხართ? მიხარია,რადგან ასეც უნდა იყოს. ცუდია,რომ თქვენი მეუღლე ცუდად არის. ძმა? ჩემი სისხლი და ხორცი?-მწარედ ჩაეღიმა გოგონას.- გგონიათ მოხვალთ გულის ამაჩუყებელ ისტორიას მომიყვებით მეც ავქვითინდები და გამოგყვებით ქალთან,რომელსაც თავი დედაჩემად მოაქვს?! მე აღარ ვტირი და იცით რატომ? იმიტომ,რომ საკმარისად ვიტირე. ჩვენი ისტორია უფრო გულის ამაჩუყებელია ვიდრე მშობიარობის შემდეგი სტრესი და ბავშვის მიგდება. 

-ნუცა...-კაცი შეეცადა ლაპარაკში ჩართულიყო.

-ძალიან გთხოვთ ნუ მაწყვეტინებთ,რადგან ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი საუბარია თქვენთან და ალბათ გირჩევნიათ ბოლომდე მომისმინოთ.მაშინ როცა თქვენ სტრესს ებრძოდით დედაჩემი! დიახ! ჩემი ნამდვილი დედა,რომელიც ახლა სავადმყოფოში წევს თქვენს გამო, ყველა მხრიდან ებრძოდა ჩემს გამო ხალხს. თქვენი მეუღლე თქვენს ტირან მშობლებს გაექცა. დედა კი ჩემს გამო მათ იტანდა და მერე იმ არაკაცის ატანაც მოუწია. ფინანსური დახმარება?ჰაააჰააა-ჩაიცინაა -რომელი დახმარება?! როცა თქვენ ორივე უფრო სწორედ სამივე ოჯახობანას თამაშობდით და არაფერი გაკლდათ,მაშინ ჩვენ ვცდილობდით გადავრჩენილიყავით თქვენი ფულით დამთვრალი არაკაცისგან.ერთხლე მაინც დაინტერესებულხართ სად მიქონდა ფული რომელსაც აგზავნიდით? ან ერთხელ მანც დაინტერესებულხართ როგორი გავხდი?როგორი გავიზარდე? ლამაზი ვიყავი თუ უშნო? ერთხელაც არ გიხსენებიათ თქვენს ლაპარაკში რა იგრძენით როცა დამინახეთ ან ამიყვანეთ ხელში! საერთოდ გჭერივათ ხელში?-კაცის სახეზევე იკითხებოდა პასუხი-რა თქმა უნდა არა. თქვენ ჰომ თქვენი ცოლის სტრესის დამარცხებას ცდილობდით და სად გახსოვდათ ბავშვი რომელიც ტირილით იხეოდა მშიერი და დედის ალერს მოკლებული.

-შენთან მაია იყო...

-დიახ! სწორედაც!-ისევ არ დააცადაა საკუთარ კითხვებზე პასუხი მიეღო- ჩემთან მაია იყო. დაბადების დღიდან ზრუნავდა ჩემზე და ჩემი ერთი წამოტირება იმ ქალზე, მეტად სტკიოდა,ვინც გამაჩინა. ჩემს მიმართ წამოსულ ყველა დარტყმას საკუთარი სხეულით იღებდა და მფარველობდა. თქვენ იცით,რომ ჩემს გამო დედა პირველი შვილი მოუკვდაა?! როცა ჩემთვის უნდა დაერტყა გადამეფარა და პირდაპირ მუცელში მოხვდა. მის მერე კიდევ უფრო შემიძულა იმ კაცმა. დედას გგონია ყველაფერი დამავიწყდა და ბავშობის მწარე მოგონებები აღარ მაქვს,მაგრამ არაა ყველაფერი აი აქ-თავზე თითი მიირტყა რამდენჯერმე-აი აქ წერია და წაშლის ღილაკი არ აქვს. თქვენ გგონიათ მოხვალთ მე ყველაფერს დავივიწყებ გავიღიმებ ხელებს გავშვლი და ჩაგეხუტებით?რა თქმა უნდა არა.ძალიან გთხოვთ ნუღარ მოხვალთ დედასთან. მას ისედაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა ჩემს გამო და კიდევ უფრო ნუ გაურთულებთ.მინდა ახლა მაინც იყოს ბედნიერი მიუხედავად იმისა,რომ პრობლემები გვააქვს და შეიძლება ციხეში ისევ ჩასვან მაინც ბედნიერი და იცით რატომ? იმიტომ რომ მე მის გვერდით ვარ.წამითაც არ მიფიქრია იმაზე რომ მის გამო ციხეში ტყუილად ვიჯექი. ის მეტს იმსახურებს ჩემგან. ჰომ იცით დედის ამაგს შვილი ვერ გადაიხდისო. სწორედ ასეა სულ რომ თავდაყირა დავეკიდო და კვირეები ეგრე ვიარო მის ამაგს მაინც ვერ გადავიხდი. ჩემთვის დედა,მამაც,ოჯახიც და ადამიანი ვისზეც ყველაზე მეტად ვფიქრობ და მინდა ბედნიერი იყო ეს დედაჩემია. იცით მის გამო მე შემეძლო რომ მომეკლაა ის კაცი და ამას მართლა გავაკეთებდი,რომ ეს დედას არ გაეკეთებინა. აი დედა-შვილობა რა არის. მე მზად ვიყავი მომეკლა მის გამო,მან კი ეს ჩემ გამო გააკეთა. ჰოდა მოდით ნუ დამიწყებთ იმაზე ლაპარაკს რაამდენად ნანობს და რამდენად უნდა ჩემი ნახვა თქვენ მეუღლეს. ვწუხვარ რომ მის ჯამრთელობას პრობლემები შეექმნა.ვიმედოვნებ კარგად იქნება და ისევ განაგრძობთ ცხოვრებას თქვენ მდიდრულ აპარტამენტებში თქვენს ვაჟთან ერთად. დაივიწყეთ,რომ ოდესღაც ქალიშვილი გყავდათ. -ნუცა ფეხზე წამოდგა-თუმცა ეს მაინცდამიანც არც არადროს გახსოვდათ. შეწყვიტეთ ჩვენი უკან დევნა და დაბრუნდით თქვენს მეუღლესთან. გადაეცით,რომ სინდისი დაიმშვიდოს. ყველაფერი ვაპატიე,რადგან მან ამ საქციელით არაჩვეულებრივ ადამიანს გაუნთავისუფლა ადგილი და უფლება მომცა ცხოვრებაში გამომეცადა,როგორია როცა არაჩვეულებრივი დედა გყავს. მადლობა უთხარით ჩემგან ჩემი მიტოვებისთვის. მადლობა,რომ მაიას დღეს დედაჩემი ქვია და მე მისი შვილი ვარ. როცა მაიასნაირი დედა გყავს მისი ქმრის ნაირი არააკაცის გაძლება არაფერია.მშვიდად იყოს მასზე ნაწყენი საერთოდ არ ვარ.ნაწყენი,რომ ვიყო რამეს მაინც უნდა ნიშნავდეს ჩემთვის თქვენ კი არაფერს ნიშნავთ არც ერთი. ძალიან გთხოვთ უკან დაბრუნდით და დაგვანებეთ ყველას თავი. იმედი მაქვს ჩემი სათქმელი მკვეთრად და გასაგებად გამოვხატე. -გაშტერებული და თავზარდაცემული კაცი ზურგს უკან მოიტოვა და კიბეებისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯებით.კაცი კი მაგიდაზე დადებულ ვისკს დაწვდა,რომლის მოტანა ვერც კი შეამჩნია და ერთი მოყუდებით ჩაცალა.

კიბეებთან მდგარ ირაკლის ხელები მძლავრად ჩასჭიდა და თვალებში ჩააშტერდა.

-გთხოვ აქედან სწრაფად წავიდეთ.-გოგონას ხელი ძლიერად ჩასჭიდა.სასტუმრო ამბასადორს სწრაფად მოცილდნენ.

ღამის თბილისის ქუჩებში მანქანა გზას მიიკვლევდა. მძღოლი გზას და თან მის გვერდით გოგოს შესცქეროდა,რომელიც გაშეშებული გზას შეცქეროდა და ხმას არ იღებდა.

-ვაპატიე...-სიჩუმე უცებ დაარღვია ნუცამ.ირაკლიმ მანქანა სასწრაფოდ გვერდით გადააყენა და გააჩერა.გოგონამ კვლავ განაგრძო-ვუთხარი გადაეცა მისთვის,რომ ვაპატიე. ისიც ვუთხარი,რო ნაწყენი არ ვიყავი მასზე. არ ვიცი რას უნდა ვგრძნობდე ადამიანის მიმართ ვინც მიმატოვა.ალბათ იმაზე მეტ უარყოფითს ვიდრე ახლაა განვიცდი. ყოველთვის მინდოდა გამეგო როგორი იყო.როგორ გამოიყურებოდა?! ვგავდი თუ არა?! მინდოდა მომესმინა მიზეზი რატომ დამტოვა,მაგრამ ახლაა არანაირი სურვილი არ მაქვს მისი გაცნობის. ახლა არ მინდა...-გოგონას ცრემლები ჩამმოუვარდა. ვეღარ გაუძლო და ბოლო ხმაზე ავქითინდა. ირაკლი მისკენ გადაიწია და მკლავებში მოიქცია. -არ მინდა დედას ვაწყენინო. თავიდან როცა გავიგე მინდოდა მენახა,მაინტერესებდა ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ.მე ხომ მხოლოდ ის ვიცოდი რო დედამ ამიყვანა და მისი ნამდვილი შვილი არ ვიყავი,მაგრამ რაც გავიზარდე მასზე აღარ მიფიქრია. მითუმეტეს როცა დედას ჩემს გამო ასე ცხოვრება უწევდა. მივხვდი,რომ ღმერთმა საუკეთესო ადამიანი მაჩუქად დედად. მე კიდევ უმადურმა წამით გავიფიქრე,რომ ის ქალი მენახა ვინც გამაჩინა. -ნუცამ ტირილს კვლავ უმატა.

-ეს ბუნებრივია. მიუხედავად იმისა,რომ მას არ გაუზრდიხარ და არაფრი გაუკეთებია მასთან მაინც კავშირი გაქვს ისევე როგორც დედაშენთან. ბუნებრივია,რომ აპატიე. პატიება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. შენ კი ყველაზზე დიდი ადამიანი ხარ ვისაც კი ცხოვრებაში შვეხვედრილვარ. ალბათ ამიტომაც შემიყვარდი.-გოგონამ თავი ამოწია. თვალები გაუშტერა და ირაკლის აწყლიანებული თვალები შეაყინა. გამომძიებელმა ორივე ხელში გოგონას სახე მოიქცია და ლოყებზე ჩამოგორებულ და გზად გაჩერებულ ცრელებზე სათითაოდ ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა შემდეგ მეორეზე.- შენ მაიასთვის სინათლის წყარო იყავი და ხარ. ისევე როგორც ჩემთვის. ამიტომაც დაგარქვი ჩემი ადამიანი. -ბოლო სიტყვებზე გაუღიმა გაშტერებულ გოგოს. მისი თავი უფრო ახლოს მოსწია და ალუბლისფერ ტუჩებს ნაზად ეამბორა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 აქტიური მკითხველი Chikochiko

საუკეთესო თავი იყო. ყოჩაღ ნუცას. უნდა ეპატიებინა. ის ყველაზე გამორჩეული და ლამაზი სულის პატრონია. ირაკლი ყველანაირად ჩამოყალიბებული მამაკაცია, რომელიც მყარი კედელივითაა აღმართული ნუცას ზურგზე. ძალიან მიყვარს ეს წყვილი და როგორ მინდა ხშირად მქონდეს ბედნიერება ამ ისტორიის კითხვის.იმდენად იშვიათად დებ, რომ ამ ისტორიის არსებობა მავიწყდება, მაგრამ წინა თავების შეხსენება არ მჭირდება. გული მწყდება, ასეთ მაგარ ისტორიას ასეთი ცოტა მკითხველი ჰყავს. იქნებ, როგორმე მოახერხო და ასე დიდი ხნით არ დაგვეკარგო❤

 



№2 სტუმარი მერო

მინდა რომ წავიკითხო სათაური მომეწონა მაგრამ როდის დაიწყე გვიან დებ თავებს მეყოფა იქამდე ნერვებიი სანამ დაამთავრებ .

 



№3  offline წევრი დარინა

მოუხედავადიმისა რომ ასეთი დაგვიანებით იდება ეს იატორია არ მავიწყდება სად ჩერდება და ახალი თავია დადების შემდეგც ისევ ისე ვაგრძელებ კითხვას, საოცრად მიყვარს ეს წყილი, ერთი სული მაქვს როდის მოაგვარებენ ამ პრობლემებს რომ ასე აღარ იტანჯებოდენ არ იმსახურებენ ამდენ ტანჯვას.

 



№4  offline წევრი mariia

უღრმესი მადლობა. მიხარია როცა ასეთ კომენტარებს ვნახულობ ხოლმე. მიხარია რომ მოგწონთ და არ წყვეტთ კითხვას. ვიცი რო თქვენთან დამნაშავე ვარ. უბრალოდ იმდენად გადატვირთული ვარ რო ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე. ვციი ესეც არაა გასასამართლებელი,მაგრამ მიხარია რომ ამ ისტორიაც კვლავ კითხულობთ. მე პირობას ვდებ რომ ეს ისტორია ბოლომდე აუცილებლად მივა. მადლობა კიდევ ერთხელ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent