შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე {4}


10-07-2018, 00:06
ავტორი სალანდერი
ნანახია 454

ეშმაკთან მოთამაშე {4}

- არ მინდოდა შენი წყენინება. - საუბრის დაწყება დაასწრო ანდრეამ როგორც კი ნინო ოთახში შესული დაინახა.
- არ გაბედო ბოდიშის მოხდა. - სერიოზული ჩანდა ქალი.
- ვერ იტან როცა ბოდიშს გიხდიან?
- ვერ ავიტან ეს შენ რომ გააკეთო. - ღრმად ამოიოხრა.
- მაინც არ შემეძლო, მაგრამ მიხარია რომ არც გჭირდება. - ოდნავ გაეღიმა "ეშმაკს".
- შენთან კითხვა მაქვს. - საქმეზე გადავიდა ნინო.
- რა თქმა უნდა, აბა სხვა რისთვის მოხვიდოდი, აქ ხომ ჩემს გარდა ასცხრამეტი პატიმარია. - ირონიულად ჩაიღიმა გოგონამ.
- წავიდე? - სახეში მიაჩერდა ქალი ანდრეას.
- არა, გისმენ.
- რატომ არ მიეცი ჩვენება? - წყვეტილად წარმოთქვა.
- რა ჩვენება?
- მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, ყველა პატიმარი დაკითხეს, მხოლოდ შენ არ მიეცი ჩვენება, მაინტერესებს რატომ? - ვრცლად განმარტა ნინომ.
- ჩემი საქმე ყურადღებით გადაიკითხე?
- კი, მაგრამ ეგ რა შუაშია?
- სადმე ნახე ჩემი მიცემული ჩვენება? - ბრაზი გაუკრთა თვალებში.
- გინდა თქვა რომ . . .
- მინდა ვთქვა რომ მე არასდროს ვენდობოდი ამ ბინძურ პოლიციას და მათ მოჩვენებით სამართლიანობას, შესაბამისად არასდროს არც ერთ მათ კითხვაზე არ მიპასუხია და არც ერთი ჩვენება არ მიმიცია, მაშინაც კი როცა ათი წელი მომისაჯეს. - ანდრეამ ხმას აუწია, ჭრილობა დაეჭიმა და სახე ტკივილისგან დაეჭყანა.
- გეყოფა, გაჩერდი. - ხელზე ფრთხილად შეეხო ნინო და ანდრეაც გაჩუმდა, თუმცა ტკივილის კვალი ჯერ კიდევ აშკარად ეტყობოდა სახეზე.
- გინდა გამაყუჩებელი გავაკეთებინო? - ხმა დაუთბა ნინოს.
- მინდა რომ აქედან მალე გამიყვანო.
- როგორც კი ფეხზე დადგომას შეძლებ კამერაში დაგაბრუნებ.
- მართლა?
- გპირდები. - ნინო თავადაც გააბედნიერა იმ ფაქტმა, რომ ანდრეასთვის სულ მცირე რამის გაკეთება მაინც შეეძლო.
- რატომ აკეთებ ამას ნინო?
- ტვინს გირევ. - მისივე ფრაზა გაუმეორა ეშმაკს და ფართოდ გაუღიმა.
- მშვენივრად გამოგდის. - ღიმილითვე დაუდასტურა ანდრეამ, თუმცა ჭრილობამ ისევ შეახსენა თავი.
- მგონი ჯობია გამაყუჩებელი გაიკეთო. - ანდრეას ტკივილი რატომღაც ძალიან აწუხებდა ნინოს.
- სახეს გავუხევ თამარას როგორც კი აქედან გავალ. - კბილებში გამოსცრა ეშმაკმა.
- არც გაბედო, თუ არ გინდა საავადმყოფოდან პირდაპირ კარცერში ამოჰყო თავი.
- ნეტა ვის ადარდებს. - ხმა გაუბზარა ტკივილმა.
- შენი თავი არ გადარდებს?
- მეტყობა რამე დარდიანის?
- დავიჯერო არავის ადარდებ ამ ქვეყნად? - ანდრეას თვალებში მიაჩერდა, თითქოს იქ შეეძლო პასუხის ამოკითხვა.
- მევალეები არ მყავს. - უდარდელად გაიცინა.
- როგორ შეგიძლია გამუდმებით მაიმუნობდე? - თავადაც გაეღიმა ნინოს.
- არ ვმაიმუნობ, მართლა არ მყავს მევალეები.
- ანდრეა, ადამიანებზე მევალეების გარდა სხვებიც ღელავენ.
- ვიცი. - მშვიდად დაუდასტურა "ეშმაკმა"
- შენ არავინ გყავს ასეთი?
- არა! - მტკიცედ უპასუხა.
- აი ისევ ტყუი, ყოველ კვირაში მოგდის წერილები ორი სხვადასხვა ადამიანისგან, არც ერთს არ იღებ და არ პასუხობ.
- არ მომწონს ამდენ რამეს რომ გებულობ ნინო. - თავი გადააქნია.
- ჩემს ხელში ხარ "ეშმაკო". - გაეცინა ქალს.
- შენს ხელში მხოლოდ წერილებია. - ღიმილი გაეპარა ანდრეასაც.
- სხვათაშორის ორივე ქალია. - წარბის აწევით აღნიშნა.
- ხომ იცი კაცებს არ უყვართ წერილების წერა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
- და ვინ არიან? გარეთაც ვინმეს დაახვიე თავბრუ? - ეჭვის ჭია შეუჩნდა ნინოს.
- დედაჩემი და ჩემი და. - მოკლედ მოუჭრა ანდრეამ.
- რატომ არ იღებ მათ წერილებს.
- არ მინდა.
- და რატომ არ გინდა? - არ ნებდებოდა ქალი.
- ნინო ნუ იქცევი ჭორიკანა დედაკაცივით. - წარბები შეკრა ანდრეამ.
- მაშინ შენც ნუ იქცევი უკანასკნელი ნაბიჭ'ვარივით და მითხარი რატომ არ იღებ მათ წერილებს. - ხმას ოდნავ აუწია ქალმა.
- იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს მატყუებდნენ.
- რას გულისხმობ?
- ქეთა ჩემი გამზრდელი დედაა, თითქმის ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავიგე რომ ნაშვილები ვარ. - პირი უგემურად გააწკლაპუნა.
- ბიოლოგიური დედა?
- წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის.
- არ გაინტერესებს?
- არა. - მოკლედ მოუჭრა.
- ქეთაზე იმიტომ ბრაზობ რომ გაგზარდა? - მშვიდად იკითხა ნინომ.
- იმიტომ ვბრაზობ რომ ტყუილში მაცხოვრა.
- რამდენი წელია არ გილაპარაკია მასთან?
- რაც ეს ამბავი გავიგე. - მშვიდად პასუხობდა ქალის კითხვებს ეშმაკი.
- ზოგჯერ ვფიქრობ რომ მართლა არ გაქვს გული. - თავი გადააქნია ნინომ.
ანდრეას არ უპასუხია, ტკივილისგან ღრმად ჩაისუნთქა და ნინოს ხელს სიმწრისგან მაგრად მოუჭირა ხელი.
- ხომ არ გატკინე? - ჰკითხა როგორც კი ტკივილი შეუმსუბუქდა და ხელი გაუშვა ქალს.
- ეს გადარდებს? საერთოდ გადარდებს ვინმეს ტკივილი ანდრეა?
- არა. - მოკლედ მოუჭრა და თავად მოაშორა ნინოს ხელს თავისი.
- მაშინ ნუ მეკითხები. - სევდა დაეტყო ქალის თვალებს.
- კარგი. - თქვა და მზერა მოარიდა.
- მეორე? ვინ არის მეორე ქალი რომელიც წერილებს გიგზავნის.
- ქეთას ნამდვილი შვილია.
- შენზე უფროსია?
- ჰო, შენი ასაკისაა მგონი.
- და მის წერილებს რატომ არ იღებ?
- იმიტომ რომ სენტიმენტების დრო არ მაქვს.
- ზოგჯერ მგონია რომ უბრალოდ მშიშარა ხარ, მშიშარა რომელსაც ისე ეშინია სიყვარულის რომ მის ცხოვრებაში ადამიანების შეშვებას ვერ ბედავს. - სევდა გაუკრთა თვალებში.
- შეიძლება. - მშრალად დაეთანხმა ანდრეა.
- მაინც რატომ არ გინდა, ვინმეს უყვარდე ან ვინმე გიყვარდეს?
- ვინმე გიყვარს ნინო? - კითხვა დაუბრუნა ეშმაკმა.
- რა თქმა უნდა, თუნდაც დედაჩემი. - სასწრაფოდ თქვა ქალმა.
- თუ ოდესმე შენს გამწარებას გადავწყვეტ, როგორ ფიქრობ ვისი მოკვლით დავიწყებ?
- აღარ გაიმეორო მსგავსი ფრაზა. - ტანში გააჟრჟოლა ქალს.
- კარგი. - სახეში შეაჩერდა ანდრეა.
- ჰოდა ახლა მითხარი, როგორი უფროსი ვარ? - ღიმილით ჰკითხა ნინომ, რათა უხერხული სიჩუმისა და ანდრეას თვალებისთვის თავი დაეღწია.
- საშინელი. - მხიარულად გაიცინა გოგონამ.
- რატომ ვითომ? - მოჩვენებითი გაბრაზება გამოეხატა სახეზე.
- პატარა ხარ და ზედმეტად კარგი ამ ადგილისთვის. - სწრაფად დასერიოზულდა "ეშმაკი".
- თამარივით ლაპარაკობ.
- თუ კიდევ ერთხელ შემადარებ მას, თავს ჩამოვიხრჩობ და წერილს დავტოვებ რომ შენ მიბიძგე ამისკენ.
- ღმერთო ჩემო, ნუთუ ასე მარტივად შემიძლია მოგიშორო თავიდან. - გაიღიმა.
- უფრო მარტივადაც, აი იქ რომ შპრიცი დევს იმით შეგიძლია ჰაერი შეუშვა ჩემს წვეთოვანში.
- ანდრეა, რატომ ბოდავ ხოლმე?
- როგორც ჩანს აქ რომ მომათრევდნენ თავი მიმარტყმევინეს რამეზე. - გაიცინა.
- იცი რომ შენი თვალები ძალიან ცივია? - ანდრეას მზერაში ჩაძირულმა ისე წამოროშა თავადაც ვერ გააცნობიერა.
- კი, შენი კი თბილი და სევდიანია, თორემ ძალიან ემსგავსებოდა ჩემსას. - გულწრფელი ჩანდა ანდრეაც.
- შეიძლება, მამას სიკვდილმა დიდი დაღი დამასვა და მანამ ვერ მოშუშდება სანამ მის მკვლელს არ ვიპოვი.
- შეეშვი ამ საქმეს ნინო.
- რატომ?
- შეიძლება გული იმაზე მეტად გეტკინოს ვიდრე წარმოგიდგენია. - თვალები დახუჭა ანდრეამ.
- შენ რაღაც იცი არა?
- არა. - მოკლედ მაგრამ მტკიცედ უპასუხა ქალს.
- ტყუი, ისევ ტყუი ანდრეა, შენ მე გამუდმებით მატყუებ.
- შეიძლება. - არაფრის მთქმელი იყო ანდრეას გამომეტყველება.
- გთხოვ ანდრეა, უნდა მითხრა რაც იცი, გინდა გთხოვო? შეგევედრო? თამანახმა ვარ ოღონდ თუ რამე იცი უნდა მომიყვე. - ვედრება ისმოდა ნინოს ხმაში და ანდრეამაც საუბარი დაიწყო.
- მამაშენს მინისტრობა უნდოდა, მისი სიკვდილის შემდეგ ეს პოზიცია სხვამ დაიკავა.
- ირაკლის გულისხმობ, ვიცი ეგ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ იყარა კენჭი ირაკლიმ.
- პაზლის აწყობაში ძალიან სუსტი ხარ ნინო.
- უბრალოდ ცდილობ ირაკლიში ეჭვი შემატანინო. - ტუჩები აუთრთლდა ქალს.
- კარგი. - მოკლედ მოუჭრა.
- რა კარგი ანდრეა, რა კარგი? ასეთი სისულელე მითხარი და ახლა საუბარს წყვეტ?
- ჰო ვწყვეტ. - სწრაფად დაუდასტურა.
-ჯანდაბაშიც წასულხარ ანდრეა ჩაჩუა! - მთელი ხმით იყვირა ქალმა და ფეხზე წამოვარდა.
- ჰოდა მივდიოდი, რას მომათრიეთ ამ დამპალ საავადმყოფოში. - ხმას აუწია ანდრეამაც და ტკივილმა ისევ დაუმანჭა სახე.
- მოკეტე და ნუ ბღავი, გტკივა.
- საყვარელი და მზრუნველი უფროსის როლის თამაშს მორჩი. - ყვირილით განაგრძობდნენ საუბარს.
- ანდრეა, მოკეტე ნაკერები გაგეხსნება! - ხმას დაუწია ქალმა.
- შენ რა გედარდება ნეტა, შენ ხო არ გტკივა?
- ჯანდაბა, სისხლი, სისხლი მოგდის შე დეგენერატო. - ექიმის დასაძახებლად გავარდა ნინო და რამდენიმე წამში დაბრუნდა მასთან ერთად.
- გახსნილა. - მშვიდად თქვა ექიმმა და ნაკერები თავიდან დაადო.
ანდრეას გაფრთხილება მისცა რომ ისევ იყო ნაკერების გახსნის საშიშროება და ფრთხილად ყოფილიყო, ნინოს კი თხოვა ზედმეტად აღარ დაეძაბა პატიმარი.
- გტკივა? - სიჩუმე დაარღვია ნინომ როგორც კი ექიმი გავიდა და მარტო დარჩა ეშმაკთან.
- ვის ადარდებს? - კბილებში გამოსცრა ანდრეამ.
- მე იდიოტო, მე მადარდებს და ნორმალური პასუხის დაბრუნება ისწავლე.
- ცოტა. - ნინოს პასუხმა თითქოს გაადნო ანდრეა.
- შენი ცოტა ნიშნავს რომ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ასეთი ტკივილი ჭკუიდან გადაიყვანდა არა? - ტკივილი გაუკრთა თვალებში ნინოს.
- დაახლოებით.
- იმდენად გტკივა რაღაც შიგნით, რომ გარეგნულ ტკივილებს ვეღარც აღიქვამ.
- ყოჩაღ, ფსიქოლოგი ხარ? - ირონიული იყო ანდრეა.
- სხვათაშორის კი, ფსიქოლოგიც და მოიშორე ეგ ცინიზმი სანამ სერიოზულად დავფიქრდებოდე წვეთოვანში ჰაერის გაშვებაზე.
- წადი. - მტკიცედ თქვა ანდრეამ.
- რა?
- წადი, მარტო დარჩენა მინდა, შენც ხომ ბევრი საქმე გაქვს.
- გეფიცები, არ ხარ შენ ნორმალური. - ბრაზით მიაძახა, კაბინეტში დაბრუნდა და პაატას თამარის მოყვანა თხოვა.
არ უნდოდა ეფიქრა, არ უნდა ეფიქრა, საფიქრალი დრო არ უნდა დარჩენოდა, ანდრეა ნელ-ნელა იკავებდა ადგილს ტვინის ყველა უჯრედში და ნინო მშვენივრად ხვდებოდა ამას.
ოთახში შემოსულმა თამარმა შეაწყვეტინა ფიქრი ნინოს, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და მისალმების გარეშე ჩაჯდა სავარძელში.
- გამარჯობა, როგორ ხართ? - ნინომ დაიწყო საუბარი.
- მშვენივრად, თქვენ? ძალიან გინერვიულიათ, სახეზეც გეტყობათ.
- ვერ ვიტან როცა ჩემს წესებს არღვევენ. - თამარის ირონია არ შეიმჩნია ქალმა.
- ვერ იტანთ როცა წესებს არღვევენ, მაგრამ წესების დამრღვევები სასტიკად გიზიდავენ.
- რას გულისხმობთ?
- ეშმაკი როგორ არის? - სიტყვა ბანზე აუგდო თამარმა.
- ცოცხალია, მალე გამოჯანმრთელდება.
- სამწუხაროა რომ არ მოკლეს. - ღრმად ამოიოხრა ქალმა.
- არ ფიქრობთ რომ ზედმეტად ცივი დამოკიდებულებაა თქვენი მხრიდან?
- სითბო რომ გამოვიჩინო ვერ მიხვდებით რომ ვაფერისტობ?
- რა პრობლემა გაქვთ ანდრეასთან? - ამჯერად ნინომ შეცვალა თემა.
- არავითარი.
- მაშინ რატომ გაიმეტეთ სასიკვდილოდ?
- ანდრეას ბევრი მტერი ჰყავს, თქვენი მხრიდან სწორი არ არის პირდაპირ მე რომ მადებთ ხელს.
- მე კითხვას გისვამთ.
- ანდრეა მე არ დამიჭრია, მაგრამ რომც დამეჭრა, თქვენ ვერაფრით დამიმტკიცებთ ამას. - თავისი საფირმო საზიზღარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- მე შემიძლია კარცერში გაგიშვათ ბევრი საუბრისთვის. - გამაფრთხილებელი იყო ნინოს ტონი.
- რა თქმა უნდა შეგიძლიათ, ანდრეაზეც შეგეძლოთ მაგრამ არ გაუშვით. - ნინომ დუმილი შეინარჩუნა, თამარმა კი საუბარი განაგრძო.
- ის ზუსტად ჩემნაირია, თქვენ მე არ მოგწონვართ მაგრამ ანდრეა ძალიან მოგწონთ. იცით თავიდანვე მივხვდი რომ ამ თანამდებობისთვის სუსტი იყავით, მაგრამ ეშმაკმა იმაზე მარტივად გაცდუნათ ვიდრე წარმომედგინა. - ღიმილი არ შორდებოდა.
- ისევ ცდილობთ პროვოკაციაზე წამომაგოთ.
- თქვენს ადგილას პრესტიჟის თავშეკავებას მაინც გამოვიჩენდი.
- დავამტკიცებ რომ ის თქვენ დაჭერით. - სიტყვა ბანზე აუგდო ნინომ.
- წარმატებები, ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერი გამოგივათ, როგორც კი "ეშმაკის" ჰიპნოზს თავს დააღწევთ და ფართოდ გაახელთ თვალებს.
- ეჭვიც არ შეგეპაროთ. - ხმადაბლა ჩაისისინა ნინომ.
- ჩემი შვილის ტოლი რომ არ იყოთ გაჩვენებდით რას ნიშნავს ნამდვილი ჯოჯოხეთი. - ბოროტულად ჩაიცინა ქალმა.
- რა თქმა უნდა, მსმენია თქვენი კეთილშობილების შესახებ შვილის ტოლების მიმართ.
- ანდრეას გულისხმობთ?
- ანდრეასაც, თუმცა სანამ ანდრეამდე მივალთ, თქვენ თქვენი შვილი მოკალით.
- სისულელეა, მისი მოკვლა არ მინდოდა, მხოლოდ მამამისის მოკვლას ვგეგმავდი, ბავშვმა უბრალოდ დაინახა, არ მინდოდა ეყვირა და პირზე ხელი ავაფარე, ისე ვიყავი განერვიულებული რომ ჩემმა შვილმა ეს საშინელება ნახა, ვერ მივხვდი რამდენად ძლიერად ვაფარებდი ხელს, ის კი გაიგუდა. - ხმამაღლა, თითქმის ყვირილით მოყვა ქალმა.
- ქმარს რას ერჩოდით? - მეტისმეტად მშვიდი იყო ნინო.
- ნეტავ რა თქვენი საქმე, თუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი ჩემს საკანში დავბრუნდები.
ნინომ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი და თამარმაც სასწრაფოდ დატოვა კაბინეტი.

. . .
- როგორ ხარ? - ანდრეას საწოლთან ახლოს მივიდა თათია.
- კარგად!
- ჩემზე ჯერ კიდევ ბრაზობ? - დამნაშავესავით ბურტყუნებდა ქალი.
- არა!
- მე, იმ დღეს ძალით გამოგიწვიე. - სიმწრით ამოთქვა.
- ვიცი.
- ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
- არა. - სასწრაფოდ უარყო ანდრეამ.
- ეს თამარმა გააკეთა? - გადაწყვიტა ეშმაკთან არ ეკამათა.
- დღეს უკვე მეასედ მეკითხებიან. - კბილები გააღრჭიალა გოგონამ.
- მე პირველად გეკითხები.
- ამას რამე მნიშვნელობა აქვს? - ყალბი ცნობისმოყვარეობით იკითხა ანდრეამ.
- ჰო აქვს, მე ყველა არ ვარ.
- ყველა ხარ. - მტკიცე იყო გოგონას ხმა.
- კარგი ანდრეა, გავიგეთ რომ გაბრაზებული ხარ.
- რა გინდა აქ? - საუბარი გადაიტანა ეშმაკმა.
- მინდოდა მენახა რომ უკეთ ხარ. - სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა ქალმა.
- ხომ ნახე, ახლა მიბრძანდი.
- შევცდი შენს წინაშე, შემეშალა და ბოდიშს გიხდი. - თავი დახარა თათიამ.
- მიღებულია. - ყინულივით ცივი იყო ანდრეას მზერა.
- როდის გამოგწერენ?
- არ ვიცი.
- ნინომ გნახა? - ინტერესი გაუკრთა თვალებში.
- კი. - აშკარა მოკლე პასუხებით იშორებდა ანდრეა.
- მასზე არ ხარ გაბრაზებული და ჩემზე ხარ ხომ?
- ნინოს არ უცდია ჩემი კარცერში გაშვება.
- ნინომ გითხრა რომ შენი კარცერში გაშვება მინდოდა?
- მოიცა, მანაც იცოდა? - აშკარა გაოცება შეეტყო ანდრეას.
- მას მოგვიანებით ვუთხარი, უფრო სწორად თვითონ მიხვდა და მეც დავუდასტურე, ესეიგი ნინოს არ უთქვამს?
- არა, ცოტაოდენი ტვინი მეც მაქვს. - კბილები გააღრჭიალა ბრაზისგან.
- ანდრეა, მე უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა.
- დიდი ხანია რაც დაცვა მჭირდება? - მოთმინებას ნელ-ნელა კარგავდა "ეშმაკი".
- ხომ გითხარი რომ შევცდი.
- ეს არაფერს ცვლის თათია, აღარ გენდობი.
- რა? - ტუჩები ჩაუთეთრდა ქალს.
- რაც გაიგე. - მტკიცედ საუბრობდა ანდრეა.
- ნინოს ხომ ენდობი? - ვეღარ მოითმინა ქალმა.
- ეჭვიანი საყვარელივით ნუ მელაპარაკები.
- ორი წელია რაც მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ ანდრეა, ნინომ თვენახევარში უფრო დაიმსახურა შენი ნდობა ვიდრე მე ორი წლის მანძილზე?
- ვერ ვიტან როცა ჩემს ზურგს უკან მოქმედებენ და შენ, მშვენივრად იცოდი ეს.
- ჰო ვიცი, მაგრამ ანდრი, აქ ვერ ვილაპარაკებთ, დიდხანს დარჩენის უფლება არ მაქვს, რომ გამოგწერენ და გაკვეთილებს დავუბრუნდებით უფრო შევძლებ ყველაფრის ახსნას. - გამოსავალი იპოვა ქალმა.
- გაკვეთილები აღარ იქნება, სწავლას ვწყვეტ. - შეუვალი იყო ანდრეას ტონი.
- ამის უფლება არ გაქვს.
- უფლებები არ მჭირდება.
- ანდრეა, მორჩი ამ აბსურდს, შენს მომავალს ეხება საქმე.
- მე ვთქვი რისი თქმაც მინდოდა, ახლა კი დამტოვე უნდა დავიძინო.
- ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ, ცდები თუ ფიქრობ რომ ასე მარტივად მოგეშვები.
- ნახვამდის თათია.
ქალი მიხვდა რომ ანდრეასთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა, მისი გადაწყვეტილება მეტისმეტად მტკიცე იყო, ამიტომ კარი ფრთხილად გაიხურა და პირდაპირ ნინოს კაბინეტში ავიდა.
- შეიძლება დავჯდე? - ნერვიულად შევიდა ოთახში და ნინოს პასუხს არც დალოდებია ისე დაჯდა.
- თუ ისევ ჩემს დადანაშაულებას აპირებ, ანდრეას მდგომარეობის გამო, გთხოვ ახლა ამის თავი არ მაქვს.
- უბრალოდ შენთან საუბარი მინდა. - სასოწარკვეთა ეტყობოდა თათიას.
- ყველაფერი რიგზეა?
- არა ნინო, არ არის რიგზე, ანდრეა სწავლის გაგრძელებაზე უარს ამბობს.
- რაა? რატომ?
- გაბრაზებულია ჩემზე.
- თათია ხომ იცი რომ ამაში ვერ გავამტყუნებთ.
- ნინო, ანდრეა ერთადერთია ვინც განათლების პროგრამას იყენებს ციხეში, თუ ისიც თავს დაანებებს, მოგვიწევს სამინისტროს წიგნები დავუბრუნოთ და პროგრამის შეწყვეტის შესახებ ვაცნობოთ, ეს კი შენს სახელზე ცუდად იმოქმედებს. - სწრაფად ჩამოაყალიბა ქალმა.
- ახალმა ციხის უფროსმა დანიშვნიდან დაახლოებით ორ თვეში, პატიმრებს განათლების პროგრამა შეუწყვიტა, გადასარევი სათაურია ახალი სტატიისთვის, შესანიშნავი ახალი პრობლემა შემიქმნა, ანდრეა ფორმაშია. - სიმწრის სიცილით ჩაიცინა ქალმა.
- ჩემი ბრალია.- თავი დახარა თათიამ.
- ანდრეას ბრალია, მაგრამ მე დამბრალდება. - მოკლედ მოუჭრა ნინომ.
- მას უნდა დაელაპარაკო, იქნებ შენ მოგისმინოს.
- დაველაპარაკები, მაგრამ არამგონია დიდი აზრი ჰქონდეს. - ხელები მაგიდაზე დააწყო და თავი დაადო ზედ.
- არც მე, მაგრამ მაინც უნდა სცადო.
- ყველაფერი მირჩევნია ანდრეას გადარწმუნების მცდელობას.
- როგორმე უნდა დაიყოლიო ნინო. - უფროსს იმედიანი თვალებით მიჩერებოდა ქალი.
- კარგი თათია, როგორც კი გამოჯანმრთელდება დაველაპარაკები, ახლა ვერ ჩავალ ქვემოთ, ისედაც ორჯერ ვიყავი დღეს ჩასული და შესაძლოა თანამშრომლებმა არასწორად აღიქვან.
- ორჯერ? - წარბი აწია ფსიქოლოგმა.
- რაღაც უნდა მეკითხა, იმიტომ ჩავედი მეორედ. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ნინოს.
- მგონი ძალიან დაუახლოვდი ანდრეას.
- ვინ მეუბნება ამას? - ოდნავ გაეღიმა ქალს.
- ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ.
- ჩვენც. - სწრაფად დაეთანხმა ნინო.
- მისგან შორს უნდა გვეჭიროს თავი, პატიმრებთან დაახლოების უფლება არ გვაქვს.
- თათია, ლექციას მე მიკითხავ თუ საკუთარ თავს?
- მგონი ორივეს გვჭირდება. - ღიმილი შეერია თათიასაც.
- შენ მითხარი რომ ანდრეასთან კარგი ურთიერთობა უნდა შემენარჩუნებინა.
- ჰო მართალია.
- ჰოდა მეც ამას ვცდილობ, საპრობლემო არაფერია.
- კარგი, წავედი მე და როგორც კი საშუალება მოგეცემა დაელაპარაკე ანდრეას.
თათიამ სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
მარტო დარჩა თუ არა მაშინვე იგრძნო ნინომ როგორ გამოსცლოდა ენერგია, ანდრეასთან შეხვედრები სრულიად ფიტავდა ქალს და ვინაიდან სამუშაო დღე თითქმის დასრულებულიყო სახლში წასვლა გადაწყვიტა.


დილით რა თქმა უნდა ადრე მივიდა სამსახურში, პირველ რიგში ანდრეასთან შევიდა, გაარკვია რომ გამოჯანმრთელების პროცესი ნორმალურად მიდიოდა, ცოტა ხანს მასთან დარჩა რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელზე პასუხიც რა თქმა უნდა ვერ მიიღო შემდეგ კი თავის კაბინეტში ავიდა და ეკას დაუძახა, ჰკითხა ანდრეასთვის ისევ მოდიოდა თუ არა წერილები და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სთხოვა კონვერტზე მითითებული ნომერი და მისამართი ამოეწერა და მოეტანა.
ეკა რამდენიმე წუთში დაბრუნდა ფურცლით ხელში და ნინოს ბევრი არც უფიქრია ისე დარეკა ტელეფონზე.
-გისმენთ! - ქალის მშვიდი ხმა გაისმა.
-გამარჯობა, ქეთა ორჯონიკიძეს ვესაუბრები?
-დიახ, ვინ ბრძანდებით?
-მე ნინო მესხიშვილი ვარ, თბილისის ქალთა კოლონიის უფროსი.
-ღმერთო ანდრეა, რა მოუვიდა ჩემს შვილს? - სასოწარკვეთა და ტირილი გაერია ხმაში ქალს.
-ანდრეა კარგად არის, თქვენთვის რამდენიმე კითხვის დასმა მინდა თუ შეიძლება რომ სადმე შევხვდეთ ერთმანეთს?
-დიახ რა თქმა უნდა, საღამოს ვახშამზე დაგპატიჟებთ თუ მეწვევით, აქ მშვიდად შევძლებთ საუბარს. - ოდნავ დამშვიდდა ქალი.
- რა თქმა უნდა, მოვალ. - სასწრაფოდ დაეთანხმა ნინო.
-მისამართს მესიჯით გამოგიგზავნით. - ნინოს აღარ უთქვამს რომ მისამართი ისედაც იცოდა, ზრდილობიანად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ისე გაერთო საქმეში ვახშამზე ლამის დააგვიანა თუმცა მაინც მოასწრო დროულად მისვლა და კარზე ზარი დარეკა.
-გამარჯობა. - კარი დაახლოებით ნინოს ასაკის ქალმა გააღო და თაფლისფერი თვალები შეანათა ქალს.
-გამარჯობა, მე ნინო მესხიშვილი ვარ. - მშვიდად გაეცნო.
-მობრძანდით დედა გელოდებათ. - სახლში შეიპატიჟა სტუმარი, სადაც ნინოს ლამაზი ასაკოვანი ქალი საკმაოდ გულთბილად შეხვდა და დაჯდომა თხოვა.
-ჩემი შვილი ხომ კარგად არის? - პირველ რიგში ანდრეას ამბავი იკითხა ქეთამ.
-დიახ ანდრეა კარგადაა. - ღიმილით დაუდასტურა ნინომ.
-რამე დააშავა? სასჯელი ხომ არ დაუმატეს? - აშკარად ძალიან ღელავდა ქალი.
-არა ქალბატონო ქეთა, ყველაფერი რიგზეა.
-მაშინ რამ შეგაწუხათ ქალბატონო ნინო? - საუბარში ჩაერთო ახალგაზრდა ქალი.
-თქვენ ანდრეას და ხართ არა?
-დიახ სულ დამავიწყდა გაგცნობოდით, სოფო ჩაჩუა. - ხელი გაუწოდა ნინოს.
-სასიამოვნოა, აქ იმისთვის მოვედი რომ ანდრეას შესახებ რაღაცეები გავიგო. - ზრდილობიანად ჩამოართვა ხელი.
-მაგალითად რა? - ამჯერად ქეთა გამოეპასუხა.
- როგორც ვიცი, ანდრეამ თავის დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე გაიგო რომ ნაშვილებია, მაინტერესებს ამას აქვს თუ არა რამე კავშირი მკვლელობასთან რომელიც თავის დაბადების დღეზე ჩაიდინა. - სწრაფად აუხსნა ქალმა.
-ეს ანდრეამ გითხრათ? - გაოცება დაეტყო ქეთას.
-რა?
-ის რომ ნაშვილებია!
-დიახ, რა მოხდა?
-უბრალოდ, ის არასოდეს ლაპარაკობს და რადგან ეს მოგიყვათ, როგორც ჩანს მართლა ძალიან გენდობათ. - თვალები გაუბრწყინდა ქეთას.
- იცით ჩვენ ძალიან კარგი ....... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ნინომ, რა უნდა ეთქვა? ვინ იყო ანდრეა მისთვის? რა აკავშირებდათ ერთმანეთთან? რატომ ესიზმრებოდა თითქმის ყოველ საღამოს?
-ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. - თავი ძლივს მოუყარა სიტყვებს.
-ანდრეა ერთი კვირისაც არ იყო როდესაც სახლის კართან დამისვეს, მაშინ უკვე მყავდა სოფო, თუმცა ვიცოდი რომ მეტი შვილი აღარ მეყოლებოდა. ანდრეა საოცრად ლამაზი ბავშვი იყო, მისი თვალები, ის საოცარი მზერა რომელიც ბოლომდე გამოჰყვა, არც კი ვიცი რა ვიგრძენი მის მიმართ. ის უსუსური ულამაზესი და უსაყვარლესი არსება იყო, რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდებოდა, მაშინვე დედობრივი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ, ხელში ავიყვანე და იმ დღის შემდეგ ბევრი ბრძოლა მომიწია რომ ანდრეას მეურვე გავმხდარიყავი.
ანდრეას კალათში პატარა ბარათი იყო, დედამისი წერდა რომ გააუპატიურეს და ეს ბავშვი ზიზღის ნაყოფი იყო, თუმცა მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტებდა, ამიტომაც ტოვებდა კართან.
მისი დაბადების ზუსტი თარიღიც ბარათზე ეწერა, ექვსი მარტი ეს თარიღი არც შემიცვლია, სახელი მე თვითონ დავარქვი დედაჩემის საპატივცემულოდ, დედა ჩეხია, მისი სახელი აქ ჩვენთან უცხოა და გოგონებს მგონი არც ჰქვიათ, ყველასგან გამორჩეულ ანდრეას კი ნამდვილად ძალიან უხდებოდა ეს სახელი, გვარიც ჩემმა მეუღლემ მისცა, დათოს სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ანდრეა, ამბობდა რომ ღმერთის საჩუქარი იყო ეს ბავშვი, საერთოდ მას ყველა უფლის საჩუქრად თვლიდა, რაც უფრო იზრდებოდა უფრო ლამაზი ხდებოდა, ისეთი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო მისთვის საყვედურიც კი არასდროს უთქვამს ვინმეს.
სკოლა წარჩინებით დაასრულა, მაგრამ მის დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე, ანდრეამ მისი შვილად გაფორმების ფურცლები იპოვა, სადაც მითითებული იყო რომ პასუხისმგებლობას მთლიანად ჩვენ ვიღებდით მასზე.
იმ წელს ცხრამეტის უნდა გამხდარიყო, თუმცა ჩემმა ანდრეამ ცხრამეტი ვერ შეასრულა, მისმა უცნაურმა ხასიათმა სწორედ იმ დღეს იჩინა თავი, ჯერ სახლში ყველაფერი მილეწ-მოლეწა მერე უაზროდ იჩხუბა და გაიქცა. ანდრეამ ტყუილი ვერ გვაპატია, სამი დღე ვეძებდით მაგრამ ვერ ვიპოვეთ, შემდეგ პოლიციიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ ის დაიჭირეს, თავის დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად დამთვრალა კლუბში, ვიღაც კაცმა რაღაც უთხრა და ნასვამმა ანდრეამ კონტროლი დაკარგა.
ის სპორტსმენი იყო და მამაკაცი ცემაში შემოაკვდა, მას შემდეგ ანდრეას ნახვას ყოველ დღე ვცდილობდით, მაგრამ მან ჩვენი ნახვა აღარ მოინდომა, იმ დაწყევლილი დღის შემდეგ, ჩემი შვილი აღარ მინახავს. - საუბარი დაასრულა და ცრემლები გადმოსცვივდა ქალს.
-თქვენი ქმარი სად არის? - დაბნეულობისგან სხვა ვერაფრის თქმა მოახერხა ნინომ.
-გარდაიცვალა, ორი წელია. - ტირილს უმატებდა ქეთა.
-ანდრეამ იცის?
-არა. - სწრაფად უარყო ქალმა.
სწორედ ამ დროს, ოთახში პატარა გოგონა შემოვარდა, ის დაახლოებით სამი წლის იქნებოდა და საოცრად ჰგავდა ქეთას.
-ეს ჩემი სოფოს ქალიშვილია, პატარა ანდრეა. - გოგონა ხელში აიყვანა ბებიამ.
ნინო ბავშვს მიეფერა, ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს, ანდრეას ბავშვობის ფოტოები დაათვალიერა და ორი მათგანი თხოვა კიდეც მასპინძლებს, მათაც უარი არ უთქვამთ და ფოტოები მისცეს.
ნინო დაჰპირდა რომ ანდრეას დაელაპარაკებოდა და ეცდებოდა დაერწმუნებინა ენახა, ან წერილებზე მაინც ეპასუხა ოჯახისთვის.
-ამის იმედი დიდად არ მაქვს, მაგრამ დიდი მადლობა. - ღიმილით უთხრა ქეთამ და თბილად დაემშვიდობა.


. . .
ანდრეას დიდ ხანს მოუწია საავადმყოფოში დარჩენა, ნინო ყოველ დღე ნახულობდა მას და ათას სისულელეზე ელაპარაკებოდა, თუმცა ანდრეას ხასიათი უფრო და უფრო გაუფუჭდა, გამუდმებით იმეორებდა რომ ვერ იტანდა საავადმყოფოს კედლებს და აქ ყოფნას, კარცერში ყოფნა ერჩია. გოგონას უხასიათობის გამო ნინო ანდრეასთან დალაპარაკებას ვერ ბედავდა, ვერც მისი ოჯახის შესახებ და ვერც განათლების პროგრამაზე, ამიტომაც გადაწყვიტა სანამ ანდრეას არ გამოწერდნენ კრინტიც არ დაეძრა ამ ორ თემაზე.
მეათე დღეს როცა ნინო დილით ადრე მივიდა სამსახურში კაბინეტის კარზე მოაკაკუნეს.
- მობრძანდით. - მშვიდად თქვა ქალმა და კარში ანდრეამ შემოაბიჯა.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, გამოგწერეს? - გულთბილად გაიღიმა ქალმა, ჩასახუტებლადაც გაიწევდა მაგრამ მშვენივრად იცოდა რომ ციხის შინაგანაწესი ამას სასტიკად კრძალავდა.
- ჰო და მითხრეს რომ კამერაში დაბრუნებამდე შენთან უნდა შემომევლო, პაატამ ამომიყვანა, ასეთი წესი ყოფილა. - ნინოს სავარძელში ჩაჯდა გოგონა.
- ნუთუ წესებს ემორჩილები. - ოდნავ გაიღიმა ქალმა.
- შენს წესებს. - მოკლედ უთხრა.
ნინო ანდრეას პირისპირ დაჯდა და საუბარი დაიწყო.
- მოგწონს ეგ სავარძელი თუ? - ღიმილი არ შორდებოდა.
- ღადაობ? ჩემს საწოლზე რბილია. - გაიცინა.
- ხომ არ გადმოვიტანო შენს საკანში? - ხუმრობაში აჰყვა ქალი.
- მშვენიერი იდეაა, მაგრამ აქ ხომ ჩემს გარდა ასცხრამეტი პატიმარია. - კიდევ ერთხელ შეახსენა წარმოთქმული ფრაზა.
- დაიწყოოო. - ფეხზე წამოდგა ნინო.
- წავიდე?
- არა, საქმე მაქვს შენთან.
- აჰჰ, გისმენ. - ქალს მიაჩერდა ანდრეა.
- თათიამ მითხრა რომ სწავლის გაგრძელებაზე უარს ამბობ.
- მერე?
- ეს შენს მომავალს არ წაადგება.
- მომავალი არ მაქვს. - მოკლედ მოუჭრა.
- ანდრეა, კარგი რა, ოთხი წლის შემდეგ აქედან გახვალ და ცხოვრება არ უნდა გააგრძელო?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია? - უდარდელად დაიჭყანა.
- დროა იფიქრო, პატარა გოგო აღარ ხარ.
- ნინო, პირდაპირ მითხარი რა გინდა ჩემგან?
- მინდა რომ სწავლა განაგრძო.
- ამას იმიტომ არ ამბობ რომ ჩემს მომავალზე ნერვიულობით კვდები, ზუსტად მითხარი რა გჭირდება ჩემგან.
- ჯერ ერთი შენზეც ვღელავ. - საუბარი დაიწყო თუმცა ანდრეამ მაშინვე შეაწყვეტინა.
- ჭირი იქა ლხინი აქა, ზღაპრებს ნუ მიყვები ნინო, გეკითხები, რაში გჭირდება შენ ჩემი მეცადინეობა.
- განათლების პროგრამას შენც თუ არ გამოიყენებ, მთელი მასალის დაბრუნება მომიწევს სამინისტროსთვის, ეს კი ციხის და ჩემს პრესტიჟზე ცუდად იმოქმედებს. - გულწრფელად აუხსნა ქალმა.
- ახლა გასაგებია.
- და რას იტყვი? - იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში.
- შენ როგორ ფიქრობ, რას ვიტყვი ნინო?
- მე ვფიქრობ, ახლა უფროსობანას ითამაშებ და მეტყვი გთხოვო რომ დამთანხმდე.
- არა, დღეს კეთილი ვარ. - სწრაფად უარყო ეშმაკმა.
- მართლა? ანუ დამთანხმდი? - თვალები გაუბრწყინდა ქალს.
- ერთი პირობით დაგთანხმდები.
- აქ პირობებს შენ არ აყენებ ანდრეა.
- კარგი, შემიძლია წავიდე. - ფეხზე წამოდგა თუმცა ნინომ მაისურში დაააჩა და სასწრაფოდ დააბრუნა ადგილზე.
- მოიცადე და თქვი რა ჯანდაბა გინდა.
- სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით თუ შენ მამეცადინებ. - ღიმილით შეხედა ქალს.
- ღმერთო, ანდრეა მე არ შემიძლია.
- რა თქმა უნდა შეგიძლია. - ღიმილი არ შორდებოდა გოგონას.
- ნამდვილი ნაბიჭ'ვარი ხარ, იცი როგორ ისარგებლო ადამიანის მდგომარეობით და სიტუაციას ყოველთვის შენს სასიკეთოდ იყენებ. - ხმას აუწია ნინომ.
- ვაუ, ამდენი კომპლიმენტი ერთად, ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის. - მხრები უდარდელად აიჩეჩა.
- კომპლიმენტი, ეს არის კომპლიმენტი? - - ხმამაღლა საუბარს განაგრძობდა ქალი.
- მოდი ისტერიკას რომ მორჩები მერე დამიძახე კარგი? თავი ამატკივე უკვე. - ფეხზე წამოდგა და გასვლას აპირებდა რომ მაგიდაზე დადებულ თავის ფოტო სურათს მოჰკრა თვალი.
- ეს რა არის? - მშვიდად იკითხა თუმცა ბრაზი გაუკრთა თვალებში.
- ფოტოა. - საშინლად დაიბნა ნინო.
- მადლობა ვიცანი, საიდან გაქვს ეს?
- გთხოვ დამშვიდდი და აგიხსნი. - ამჯერად ნინომ დაუწია ხმას.
- კითხვაზე მიპასუხე ნინო. - მოთმინებას კარგავდა ანდრეა.
- ქეთას გამოვართვი.
- ქეთას? აქ ქეთა იყო მოსული?
- არა, არა მე რომ ვიყავი მასთან მაშინ წამოვიღე. - თქვა თუ არა მაშინვე ინანა რომ რომ ენას კბილს ვერ აჭერდა.
- ქეთასთან რამ მიგიყვანა? - მაგიდას დაარტყა ხელი ანდრეამ.
- გთხოვ ოღონდ ყველაფერს ნუ დალეწავ და აგიხსნი კარგი? - მუდარა გაისმა ქალის ხმაში, თუმცა ანდრეამ ერთი ხელის მოსმით გადმოასუფთავა მაგიდა და იატაკზე დაყარა ყველაფერი.
- გთხოვ, ჯანდაბა გთხოვ ერთი წუთით მომისმინე. - ანდრეას მიუახლოვდა ქალი, იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთის სუნთქვა ეფინებოდათ სახეზე, ანდრეამ თავი ასწია და თვალებში მიაჩერდა ნინოს, ქალსაც უწინდებურად აურია თავგზა ამ გამოხედვამ.
აქამდე ასე ახლოს არასდროს უგრძვნია არც ანდრეა და არც ეს მზერა, რომელიც საშინლად უცხოსთან და გამყინავთან ერთად ტკივილამდე ნაცნობი და ახლობელი იყო მისთვის.
- გისმენ, ამიხსენი. - კბილებში გამოსცრა "ეშმაკმა".
- ცოტა უკან დაიხიე და მოგიყვები. - სიმწრით ამოთქვა ნინომ.
- უკან დავიხიო?
- ჰო, გთხოვ უკან დაიხიე.
- ჩემი გეშინია? - წამით სევდა გაუკრთა თვალებში ანდრეას.
- არა, უბრალოდ აზრებს ვერ ვიკრებ, როცა ასე მიყურებ. - ენაზე იკბინა ქალმა, მიხვდა რომ ისევ ზედმეტი წამოროშა.
- გისმენ. - ერთი ნაბიჯი უკან გადადგა ანდრეამ.
- უბრალოდ შემებრალა დედაშენი, აინტერესებდა როგორ იყავი, ექვსი წელია არ უნახიხარ.
- ეს რა შენი საქმე იყო?
- არ იყო ჩემი საქმე. - თავი დახარა ნინომ.
- მაშინ რა ჯანდაბა გინდოდა? - ხმამაღლა საუბრობდა ანდრეა.
- იცი, არსებობს ასეთი ორგანო, სახელად გული და მე ის მაქვს, გაიგე? გული მაქვს რომელმაც მიკარნახა რომ საბრალო დედაშენი იმსახურებს, ის მაინც იცოდეს რომ ცოცხალი ხარ და არაფერი გიჭირს. - შეძლებისდაგვარად მტკიცედ საუბრობდა ნინოც.
- ის დედაჩემი არ არის.
- დედაშენია, ყველაფერი მომიყვა ქეთამ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა თუ ამის მეტი არაფერი გაუკეთებია შენთვის? ქეთამ გაგზარდა, ყველაფერი მოგცა რისი მოცემაც შეეძლო.
- მან შეცდომა დაუშვა. - ყბები კატასტროფულად დაეჭიმა ანდრეას.
- მისი ერთადერთი შეცდომა ისაა რომ ასეთი ნაგ'ავი გაგზარდა. - მთელი გამბედაობა მოიკრიბა ამის სათქმელად.
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ნინო.
- შენ თვითონ ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, ყველაფერს აქვს საზღვარი შენი სიდამპლის გარდა.
- შენ ნუ ერევი.
- იცი რომ მამაშენი მოკვდა? იცი რომ არაჩვეულებრივი დის შვილი გყავს რომელიც შენს სახელს ატარებს? იცი რომ შენს დას ყოველ ჯერზე ცრემლები ადგება რამდენჯერაც შენს სახელს ახსენებს? იცი რომ დედაშენი ავადაა? შენ რა შვილი ხარ? შენ რა ადამიანი ხარ? საერთოდ რა ჯანდაბა ხარ ანდრეა ჩაჩუა. - ხმას აუწია ნინომაც.
ანდრეა უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და ღრმად ამოისუნთქა.
ნინომ პირველად ნახა ასეთი სერიოზული ანდრეა და მაშინვე გაჩუმდა, მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და საშინელი ტკივილი იგრძნო მკერდში.
გოგონას მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.
- გთხოვ ნახე დედაშენი, არ დაუშვა ისიც ისე მოკვდეს რომ ვერ ნახო.
- არ შემიძლია. - სულის შემძვრელი იყო ანდრეას მზერა ქალისთვის.
- რატომ?
- თუ ამ საზიზღარ გისოსებში მნახავს უკეთ ვერ გახდება.
- პრობლემა ეს არის? - თვალს არ აშორებდა ეშმაკს ქალი.
- ჰო, ახლა ეს არის პრობლემა, არ მინდა გისოსებში მიყუროს, სჯობს იცოდეს რომ მისი ანდრეა ცხრამეტი წლის მოკვდა.
- არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ ახლა, მათ შენ უყვარხარ. - გულწრფელი იყო ქალი.
- შემეშვი, უნდა წავიდე. - ფეხზე წამოდგა ანდრეა.
- კარგი მაგრამ თავს გაუფრთხილდი და დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე, პატარა ანდრეა აუცილებლად უნდა გაიცნო.
ანდრეას არაფერი უპასუხია ისე გაიხურა კარი, ნინოც მაშინვე დასწვდა ტელეფონს და ქეთას დაურეკა.
- გამარჯობა ქალბატონო ნინო. - ისე უპასუხა თითქოს ელოდა მის ზარს.
- გამარჯობა ქალბატონო ქეთა, როგორ ბრძანდებით?
- კარგად გმადლობთ, თქვენ?
- მეც მშვენივრად, დღეს ანდრეას ველაპარაკე. - ვეღარ მოითმინა და საქმეზე გადავიდა.
- რა რეაქცია ჰქონდა? არც კი იცით როგორ ველოდი თქვენს ზარს.
- რამდენ ხანში შეძლებთ ციხესთან მოსვლას? არ ვიცი რა რეაქცია ექნება მაგრამ შევძკებ დაგანახოთ მაინც.
- ნახევარ საათში მანდ ვიქნები, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ მისი დანახვაც კი რამდენს ნიშნავს ჩემთვის.
- მესმის ქალბატონო ქეთა, კარგი გელოდებით და პატარა ანდრეაც წამოიყვანეთ. - ოდნავ გაიღიმა ნინომ.
- რა თქმა უნდა, თქვენ კი რა გითხრათ, მადლობა მეტისმეტად პატარა სიტყვაა იმის გამოსახატად რისი თქმაც მინდა.
- სამადლობელი არაფერია.
ქეთამ ტელეფონი გათიშა და დაახლოებით ნახევარ საათში თავიდან დარეკა, ნინოს აცნობა რომ უკვე ციხესთან იყვნენ.
ქალი თვითონ ჩავიდა ქვემოთ, ქეთა სოფო და პატარა ანდრეა, თავის კაბინეტში შეიყვანა და სთხოვა დალოდებოდნენ სანამ ანდრეას მოიყვანდა.
სწრაფი ნაბიჯით ნაბიჯით გაეშურა ქვრმოთ სართულში და გზაში რამდენჯერმა გაიფიქრა რომ ანდრეას ზემოთ აყვანამდე ყველა მტვრევადი ნივთი უნდა გადაემალა.
- ახლა რაღა გინდა? - მობეზრებით კითხა ნარზე წამოწოლილმა ანდრეამ როგორც კი ნინოს მოჰკრა თვალი.
- კარგად ხარ? - დაეჭვებით ჰკითხა ქალმა.
- კი.
- აბა რატომ წევხარ?
- იმიტომ რომ სხვა საქმე არ მაქვს ნინო.
- ნუ იკბინები რა. - მშვიდად თქვა ქალმა.
- დაძინებას ვაპირებ.
- ჯერ ჩემს კაბინეტში უნდა წამომყვე.
- ახლა რაღა დავაშავე?
- არაფერი, სიურპრიზი მაქვს. - ფართოდ გაიღიმა ნინომ.
- სიურპრიზი?
- ჰო.
- არ მიყვარს სიურპრიზები.
- შენ არაფერი გიყვარს, არავინ და არაფერი.
- სწორი შენიშვნაა. - წარბის აწევით აღნიშნა ანდრეამ
- წამოდი. - მშვიდად გაიმეორა ნინომ.
- თხოვნაა თუ ბრძანება?
- რომლის გამოც დამთანხმდები ის.
- შეგიძლია იმ შენს ახმახ დაცვის ბიჭებს დაუძახო და სულ სირბილ-სირბილით ამათრევენ ზემოთ.
- მე მოძალადე არ ვარ და არც შენს წათრევას ვაპირებ სადმე.
- რას ვიზამთ, მთლად იდეალურიც ხომ არ იქნები.
- შენი აზრით იდეალური ადამიანები მოძალადეები არიან?
- რა თქმა უნდა, მაგალითად მე.
ანდრეა ფეხზე წამოდგა და ღიმილით გაჰყვა ნინოს.
- როცა შიგნით შევალთ, არ გაბედო და ჩემი კაბინეტი არ დაარბიო. - მკაცრად გააფრთხილა ქალმა.
- ასეთს რას მახვედრებ იქ?
- ნახავ, მაგრამ დამპირდი რომ ადამიანურად მოიქცევი.
- და ცხოველივით როდის ვიქცევი? - შეურაცხყოფილის იმიჯი მოირგო.
- ყოველთვის, დამპირდი ახლა.
- კარგი, გპირდები მთელ ჩემს ადამიანურობას მოვიკრებ.
უგენურად დაეთანხმა გოგონა, ამასობაში კაბინეტის კარს გაუსწორდნენ და ნინოც ანდრეასთან ერთად შევიდა შიგნით.
ოთახში მყოფები გაოცებულნი მისჩერებოდნენ ანდრეას, ქეთას ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა ცრემლები, ანდრეა კი უემოციო სახით გაჩხერილიყო კარში.
მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოვიდა აზრზე და უკან გაბრუნდა, ნინოც სასწრაფოდ გაეკიდა და კართან ახლოს შეაჩერა, მაისურით დაიჭირა და ძლიერად დაქაჩა.
- რას აკეთებ? - ბრაზი უკრთოდა თვალებში ქალს.
- ამ კითხვას მე უნდა ვსვამდე, რას აკეთებ ნინო?
- ვცდილობ დავრწმუნდე რომ გული თუ არა სისხლი მაინც გაქვს, სისხლი მაინც არ გიდუღს? ასე როგორ ტოვებ ქალს რომელმაც ამდენი რამ გააკეთა შენთვის.
- რატომ გააკეთე ეს ნინო. - კბილებს აღრჭიალებდა ანდრეა.
- აქ ხომ გისოსები არ არის, გთხოვ ანდრეა, მხოლოდ რამდენიმე წუთი დაელაპარაკე მათ, მე გთხოვ ამას, ჩემს გამო გააკეთე ან იმ ანდრეას გამო ცხრამეტი წლის ასაკში რომ მოკალი.
გოგონამ თავი დახარა, ნინომ კი მაისურში მოქაჩა და რამდენიმე წამში ისევ ოთახში აღმოჩდნენ.
ქეთას ტირილი ჯერ კიდევ არ შეეწყვიტა, სოფოს კი პატარა ანდრეა ეჭირა ხელში და ფანჯარაში იხედებოდნენ.
- დე. - ანდრეასკენ წამოვიდა ქალი და მაგრად ჩაეხუტა შვილს.
- რამდენი წელი გავიდა შვილო, ამდენი წლის მანძილზე ერთხელ როგორ არ იფიქრე დედაშენზე. - სითბოსთან ერთად საყვედური იგრძნობოდა ქალის ხმაში, გულამოსკვნილი ტიროდა და მკერდზე ეკვროდა შვილს.
ანდრეა არ შეხებია ქეთას, თუმცა არც მისი მოშორება უცდია, რამდენიმე წუთი მოფერებაც აცადა, შემდეგ კი ქალს გაშორდა და სოფოს მიუახლოვდა, რომელსაც ბავშვი ქვემოთ დაესვა და ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა "ეშმაკს".
- შეიძლება შევეხო? - თვალებით ბავშვისკენ ანიშნა სოფოს.
- მე? მე შეიძლება შეგეხო ანდრეა? - უკვე ხმამაღლა ზლუქუნებდა ქალი.
-რა ვიცი, თუ გინდა ჰო. - მშვიდად დაეთანხმა და მის მკერდზე მჭიდროდ მიკრულ სოფოს თავადაც მოჰხვია ხელები.
- მე რა დავაშავე ანდრი? მე რას მერჩოდი? ვინ მყავდა შენს მეტი? ექვსი წელი როგორ არ მოგინდა ჩემი ნახვა? - სლუკუნს განაგრძობდა ქალი.
- ნუ ტირი რა, შენ მაინც ნუ ტირი. - ხელები შეუშვა დას და ბავშვისკენ დაიხარა, რომელსაც ვერ გაერკვია რა ხდებოდა და გაოცებული სახით ხან ანდრეას და სოფოს მისჩერებოდა, ხან ქეთას და ნინოს.
- გამარჯობა ანდრეა. - მუხლებზე დადგა და ხელი გაუწოდა ბავშვს.
- გამარჯობა ანდრეა. - გაიმეორა ბავშვმა და ხელი ჩამოართვა.
- ჩემი სახელი საიდან იცის? - სოფოს მიუბრუნდა "ეშმაკი"
- შენი სახელი არ იცის, უბრალოდ რასაც ეუბნები იმას იმეორებს. -- გაეცინა სოფოს.
- რამდენი წლის არის?
- სამის.
- დედა, ხომ გავს სურათში რომ არის იმას? - სოფოს მიმართა ბავშვმა.
- ჰო დე, სურათში რომ არის ისაა. - დაუდასტურა ქალმა.
- დიდი ანდრეა? - დიდი თაფლისფერი თვალები გაოცებით მიაპყრო "ეშმაკს" ბავშვმა.
- დიდი ანდრეა. - ჩაილაპარაკა ანდრეამ, "ეშმაკი" თავისთვის თქვა ნინომ.
- არა და სულ ვაპროტესტებდი პატარა ანდრეათი რომ მომიხსენიებდნენ ბებიაჩემის გამო და აი, დიდი ანდრეაც გავხდი. - ოდნავ გაეღიმა ანდრეას.
- შენ ჩემი სახელი გქვია? - კიდევ უფრო მიუახლოვდა ანდრეას ბავშვი.
- არა, ეს შენ გქვია ჩემი სახელი. - გაეცინა ეშმაკს.
- ჩვენ ერთმანეთს ვგავართ? - კიდევ ერთხელ იკითხა პატარამ.
- არა, არც ვგავართ და არც დავემსგავსებით. - სასწრაფოდ უარყო და ფეხზე წამოდგა.
- დე, დეიდას არ აკოცებ? - ღიმილით მიუახლოვდა სოფო შვილს.
- ანდრეა პატარავ, მე ანდრეა ვარ, არავითარი დეიდა, მამიდა, ბიცოლა და ნათლიდედა. - პატარას ხელი დაავლო და ოდნავ მოუხეშავად აიყვანა.
- რაღაცეები არ იცვლება. - ღიმილით აღნიშნა სოფომ.
- მაგალითად? - საუბარში ნინოც ჩაერთო.
- ანდრეა ბავშვობაში სულ ამბობდა რომ ჩემს შვილებს "დეიდა_ს" დაძახების უფლებას არ მისცემდა.
- კიდევ რას ამბობდა ბავშვობაში? - ღიმილით იკითხა ნინომ.
- ანდრეა სტატუსებს ვერ იტანდა, იმის უფლებასაც კი არ მაძლევდა რომ დაიკო_თი მიმემართა.
- უბრალოდ ჩემი სახელი მომწონს. - თავი იმართლა "ეშმაკმა"
კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკეს და ბოლოს ანდრეამ შეახსენა რომ წასვლის დრო იყო.
- კიდევ როდის გნახავთ დედა? - შვილის ხელი ეჭირა ქეთას.
- რომ გამოვალ მაშინ.
- კიდევ ოთხი წელი არ უნდა გნახოთ ანდრი? - სოფო ჩაერია საუბარში.
- ნუ მანანებინებთ ახლა დარჩენას, არ მინდა წარამარა აქ სიარული, წერილებზე გიპასუხებთ მაგრამ ყოველ დღეც ნუ მომწერთ.
- კარგი რა. - თხოვნა გაისმა ქეთას ხმაში.
- ქეთა, მოვრჩით ამაზე საუბარს. - სიმტკიცეს ინარჩუნებდა ანდრეა.
- ისევ ისეთი ჯიუტი ხარ დედა.
- ციხე უკეთესობისკენ არაფერს ცვლის. - მშრალად წარმოთქვა.
- თქვენი ხშირი სტუმრობა აქ ნამდვილად არ არის კარგი იდეა, არც თქვენთვის არც ბავშვისთვის და მითუმეტეს ანდრეასთვის, თუმცა წერილებზე გიპასუხებთ, პირადად გავაკონტროლებ ამას. - საუბარში ჩაერთო ნინო, რადგან მიხვდა რომ ანდრეა მოთმინებას კარგავდა.
- არც კი იცით რა მადლიერი ვარ თქვენი. - ფეხზე წამოდგა და ამჯერად ნინოს ჩაეხუტა ქეთა.
მადლობა გადაუხადა, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა შვილს და მალევე დატოვეს ნინოს კაბინეტი.
- ხედავ? არსებობენ ადამიანები რომლებსაც უყვარხარ და ეს, სულაც არ არის ცუდი. - ღიმილით უთხრა ნინომ როგორც კი მარტოდარჩა ანდრეასთან.
- ცუდად ვარ.
- შეუძლებელია, ნუთუ ემოციები გაქვს, მოიცა შენ რა, მართლა ასე ინერვიულე? - სწრაფად მიუახლოვდა ეშმაკს ქალი.
- რა ვინერვიულე, რა ემოციები, ბავშვი რომ ავიყვანე ნაკერები ისევ გამეხსნა მგონი.
- მაჩვენე. - მაისური წამოუწია ქალმა.
- ჯანდაბა, სისხლი გდის ისევ. - ხელი მოკიდა და საავადმყოფოში ჩაიყვანა.
ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო და შეხორცებაც უჭირდა, ანდრეას თავიდან დასჭირდა ნაკერების დადება და ექიმმა მკაცრად უთხრა რომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.
ანდრეა საკანში დააბრუნა ნინომ, თვითონ კი კაბინეტში აბრუნდა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
უამრავი ემოცია მიიღო დღეს, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ აკეთებდა ანდრეასთვის ამდენს, თუმცა არც უნდოდა ამაზე ფიქრი, თავს იმით იმართლებდა რომ ამ ციხეში ყველა პატიმარზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და ახლა ანდრეა იყო ის ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება.
მაგიდაზე თავჩამოდებულს ისე ჩაეძინა ვერც გაიგო, არც ის იცოდა რამდენ ხანს ეძინა, როცა ეკას ყვირილმა გამოაფხიზლა.
- თამარი მოკლეს. - ყვირილით აცნობა მდივანმა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი თათუსა

როგორგამეხარდაა????????ჩავუჯდე ეხა❤

 



№2 მოდერი სალანდერი

თათუსა
თათუსა

უიიჰ ❤
გელი ❤

 



№3 სტუმარი ucnobi

ხვალ ველოდები.წარმატებები

 



№4 მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

მადლობა ❤

 



№5 სტუმარი ucnobi

სალანდერი
ucnobi
ucnobi

მადლობა ❤

ხვალ ველოდები 12ს მერე

 



№6  offline წევრი ჟიზელი

თამააააააღ ! რა მიგარბენინებდა ქალოოლოოოოოო ?!
კაი ვიტყუები, თამარა :დ
მაგრამ ახლა შენ მოკალი,მე არ მომიკლავს დიალოგებიიიიი რომ აიწწწწწევააააა :დ
ისეეე ,გამოგიტყდები და ახლა მივხვდი,რომ ანდრეა-ნინოს წყვილს ვერ აღვიქვამ,ანუ რას ვგულისხმობ იცი? ???? უცხოა ჩემთვის რა და აი, დამშვიდდი და ამბები რომ ჩაირთო,მეთქი ახლა ეცემა და აკოცებსთქო,მერე გავიფიქრე მაიცაააა ორივე ქალია რანაირადთქო,მერე კიდე გავიფიიიიქრე მაიცა, ესენი წყვილია თუ არა ბოლოსთქო...
მერე არ აკოცეს და მივხვდი არც უნდა მეფიქრა ამდენი "მაიცა"...
ისა და ეს ნინოს წამოდი,შედი,გადი და აქეთ-იქით ანდრეას წოწიალი არ დამთავრდება კარგად ))) ხო გააფრთხილა პაატამ და ვგონებ მალე დააჯდება სიკვდილის ბუზი მაგის სკამს -_-
და კიდო, ნინო მესხიშვილი მყავს ლექტორი და ძააააააააან დონე ქალია,ხოდა :დ კარგი ასოციაცია მიჩნდება ეგრევე ამ ნინოზე... რანაირი გოგოა ეს ანდრია,ბიჭი რომ იყოს უგონოდ შემიყვარდებოდა :დ

 



№7 მოდერი სალანდერი

ucnobi
ucnobi

თორმეტზე გავგზავნი როგორც ყოველთვის ❤

ჟიზელი
თამააააააღ ! რა მიგარბენინებდა ქალოოლოოოოოო ?!
კაი ვიტყუები, თამარა :დ
მაგრამ ახლა შენ მოკალი,მე არ მომიკლავს დიალოგებიიიიი რომ აიწწწწწევააააა :დ
ისეეე ,გამოგიტყდები და ახლა მივხვდი,რომ ანდრეა-ნინოს წყვილს ვერ აღვიქვამ,ანუ რას ვგულისხმობ იცი? ???? უცხოა ჩემთვის რა და აი, დამშვიდდი და ამბები რომ ჩაირთო,მეთქი ახლა ეცემა და აკოცებსთქო,მერე გავიფიქრე მაიცაააა ორივე ქალია რანაირადთქო,მერე კიდე გავიფიიიიქრე მაიცა, ესენი წყვილია თუ არა ბოლოსთქო...
მერე არ აკოცეს და მივხვდი არც უნდა მეფიქრა ამდენი "მაიცა"...
ისა და ეს ნინოს წამოდი,შედი,გადი და აქეთ-იქით ანდრეას წოწიალი არ დამთავრდება კარგად ))) ხო გააფრთხილა პაატამ და ვგონებ მალე დააჯდება სიკვდილის ბუზი მაგის სკამს -_-
და კიდო, ნინო მესხიშვილი მყავს ლექტორი და ძააააააააან დონე ქალია,ხოდა :დ კარგი ასოციაცია მიჩნდება ეგრევე ამ ნინოზე... რანაირი გოგოა ეს ანდრია,ბიჭი რომ იყოს უგონოდ შემიყვარდებოდა :დ

ჩემი საყვარელი სახელი და გვარია "ნინო მესხიშვილი" :დ
ახლა რაც შეეხება ანდრეას და ნინოს "წყვილს" გეფიცები ძან მოულოდნელობა გელოდება :დ
ანდრეა კიდე ასეთი კაი ტიპი ჩავიფიქრე და კიდე უფრო კაი ტიპი გახდება ნელ-ნელა :დ
სიკვდილის ბუზს რაც შეეხება მარტო ნინოს სკამს არ დააჯდება ვგონებ :დ
ეშმაკი დააჯდათ მაგ ციხეში ყველას :დ

 



№8  offline წევრი ჟიზელი

სალანდერი
ucnobi
ucnobi

თორმეტზე გავგზავნი როგორც ყოველთვის ❤

ჟიზელი
თამააააააღ ! რა მიგარბენინებდა ქალოოლოოოოოო ?!
კაი ვიტყუები, თამარა :დ
მაგრამ ახლა შენ მოკალი,მე არ მომიკლავს დიალოგებიიიიი რომ აიწწწწწევააააა :დ
ისეეე ,გამოგიტყდები და ახლა მივხვდი,რომ ანდრეა-ნინოს წყვილს ვერ აღვიქვამ,ანუ რას ვგულისხმობ იცი? ???? უცხოა ჩემთვის რა და აი, დამშვიდდი და ამბები რომ ჩაირთო,მეთქი ახლა ეცემა და აკოცებსთქო,მერე გავიფიქრე მაიცაააა ორივე ქალია რანაირადთქო,მერე კიდე გავიფიიიიქრე მაიცა, ესენი წყვილია თუ არა ბოლოსთქო...
მერე არ აკოცეს და მივხვდი არც უნდა მეფიქრა ამდენი "მაიცა"...
ისა და ეს ნინოს წამოდი,შედი,გადი და აქეთ-იქით ანდრეას წოწიალი არ დამთავრდება კარგად ))) ხო გააფრთხილა პაატამ და ვგონებ მალე დააჯდება სიკვდილის ბუზი მაგის სკამს -_-
და კიდო, ნინო მესხიშვილი მყავს ლექტორი და ძააააააააან დონე ქალია,ხოდა :დ კარგი ასოციაცია მიჩნდება ეგრევე ამ ნინოზე... რანაირი გოგოა ეს ანდრია,ბიჭი რომ იყოს უგონოდ შემიყვარდებოდა :დ

ჩემი საყვარელი სახელი და გვარია "ნინო მესხიშვილი" :დ
ახლა რაც შეეხება ანდრეას და ნინოს "წყვილს" გეფიცები ძან მოულოდნელობა გელოდება :დ
ანდრეა კიდე ასეთი კაი ტიპი ჩავიფიქრე და კიდე უფრო კაი ტიპი გახდება ნელ-ნელა :დ
სიკვდილის ბუზს რაც შეეხება მარტო ნინოს სკამს არ დააჯდება ვგონებ :დ
ეშმაკი დააჯდათ მაგ ციხეში ყველას :დ
ანდრემ რომ უთხრა ნინოს თვალებზე, შენი კი თბილია,თორემ ძალიან ემსგავსებოდა ჩემსასო. თუ ის არის რასაც მე ვფიქრობ,ძაააან ,უსაააააააშველოდ ავხორხოცდები იცოდე :დდდ პროსტა , რანაირად გამისწორდა ფრაზა "ეშმაკი დააჯდათ მაგ ციხეში ყველას"... ანუ დედა ეტირა ყველას ,ნინოს გარდა ,რა თქმა უნდა... და ეკაც შეიცოდე, მაინც ზაღვარელი გოგოა, სწრაფი მაცნე და ოპერატიული მუშაკი :დ რამდენს ვბოდავ, წავალ წავუძინებ.

 



№9 მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

ნუჰ :დ
ძან ამბებია მანდ :დ
ეშმაკი ყველას დააჯდა კი :დ
დანარჩენს ნახავ, ორ მაქსიმუმ სამ თავში დავასრულებ :დ

 



№10 სტუმარი სტუმარი LiLu

წვიკითხე და ვფიქრობ მივხვდი რას გულისხმობ მოულოდნელ განვითარებაში.... კომე-ნტარებს გავეცანი,სადაც იწერებოდა,რომ ნინოს და ანდრეას როგორც წყვილს ვერ აღიქვამენ, ანდრია,რომ ბიჭი იყოს დიდ სიმპტიას გამოიწვევდა მკითხველში... (არავის აზრს არ ვაკრი-ტიკებ) ყველას მისი შეხედულება აქვს... მაგრამ ამ სტილის მწერლის პლიუსი სწორედ ეგ წეროს საკითხზე,რომელიც მიუღებლად მიგვაჩნია და ჩვენთვის მისაღები გახადოს... მოკლედ რაღაც კარტები გახსენი და დაახლოებით ვხვდები რა კუთხით განავითარებ თხრობას.ამ თავიდან, გამო-მდინარე მივხვდი, რომ ,,ნინო და ანდრეა" წყვილი არ არიან))) და ცოტათი გული დამწყდა... ვფიქრობ ეს ის ისტორიაა,სადაც ყველას თავისი სასღაურის გადახდა მოუწევს ეშმაკთან თამაში-სთვის...წარმატებები შენ და ველოდები შემდეგ თავს)

 



№11 მოდერი სალანდერი

სტუმარი LiLu
სტუმარი LiLu

პირველ რიგში მადლობა ყველაფრისთვის ❤
მეორე რიგში გეტყვი რომ ჩემი კომენტარით როგორც ჩანს შეცდომაში შეგიყვანე, "ნინო და ანდრეა" ჩემთვის ეს ორი ადამიანი ცალ-ცალკე წარმოუდგენელია.
მოულოდნელ განვითარებას რაც შეეხება რა გითხრა აბა, მომდევნო თავი იტყვის დანარჩენს ❤
კიდევ ერთხელ მადლობა ❤

 



№12 სტუმარი სტუმარი LiLu

სალანდერი
სტუმარი LiLu
სტუმარი LiLu

პირველ რიგში მადლობა ყველაფრისთვის ❤
მეორე რიგში გეტყვი რომ ჩემი კომენტარით როგორც ჩანს შეცდომაში შეგიყვანე, "ნინო და ანდრეა" ჩემთვის ეს ორი ადამიანი ცალ-ცალკე წარმოუდგენელია.
მოულოდნელ განვითარებას რაც შეეხება რა გითხრა აბა, მომდევნო თავი იტყვის დანარჩენს ❤
კიდევ ერთხელ მადლობა ❤

კომენტარი ნამდვილად დამაბნეველი იყო.... კარგი მაშინ ველოდები შემდეგ თავს გაგვაოცე... <3

 



№13 მოდერი სალანდერი

სტუმარი LiLu
სტუმარი LiLu

❤ ❤ ❤

 



№14 წევრი GentleWoman

ეჰ, თქვენ არა და მე ხომ ვიცი ზუსტად წინ რაც გველის(((( ბევრი არ იფიქროთ, მაინც ვერ ჩაწვდებით ბოლომდე ავტორის მზაკვრულ ჩანაფიქრს. ხედავ, დღემდე ვერ "მიპატიებია" შენთვის ჩემი ანდრის გამო?! ))

 



№15 მოდერი სალანდერი

GentleWoman
ეჰ, თქვენ არა და მე ხომ ვიცი ზუსტად წინ რაც გველის(((( ბევრი არ იფიქროთ, მაინც ვერ ჩაწვდებით ბოლომდე ავტორის მზაკვრულ ჩანაფიქრს. ხედავ, დღემდე ვერ "მიპატიებია" შენთვის ჩემი ანდრის გამო?! ))

შენ იყავი პირველი ადამიანი რომლის კომენტარებსაც ძაან გულის "ფანცქალით" ველოდი ხოლმე ❤
რომ არ მაპატიე ეგეც ვიცი, მეც ვერ ვაპატიე ჩემს თავს, მაგრამ მეორე ნაწილით გამოვისყიდი როცა იქნება იმედია ❤

 



№16  offline წევრი ბელუ შეროზია

თამარი მოკლესო!!! scream scream ეხლა ამას ისევ ანდრიას დააბრალებენ. imp ვფიქრობ ვიღაცამ ეს განგებ გააკეთა, რომ ანდრეასთვის დაებრალებია rage და ამ ვიღაცას ძალიან, ეშინია ანდრეასი confused

პ.ს ეს თავი რომ პერფექტო იყო, ამას თქმა არ უნდა heart_eyes

მიყვარს ეს ბიჭი ძალიან heart_eyes ბიჭი კიარადა გოგო joy
აიი კაცი ისე როგორ ცემა რომ შემოაკვდა joy გადავირიე. შეიძლება მასთან გაკვეთილებზე ვიარო ? ერთი-ორი მეც მყავს საცემი smiling_imp

 



№17 მოდერი სალანდერი

ბელუ შეროზია
ბელუ შეროზია

ანდრეას ნუ შემიწუხებ მაგისთვის :დ მე გასწავლი ერთ-ორ ილეთს :დ ადგილზე დაუმთავრებ ნათელ მომავალს :დ
მადლობა ❤

 



№18 სტუმარი Anansio

ვაიმეეე აუუუუ❤️❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თაავს ❤️❤️ ოღონდ ანდრეას და ნინოს რამე ცუდი არ დაემართოოს????????????????????????????

 



№19 მოდერი სალანდერი

Anansio
ვაიმეეე აუუუუ❤️❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თაავს ❤️❤️ ოღონდ ანდრეას და ნინოს რამე ცუდი არ დაემართოოს????????????????????????????

ვუუიიჰჰ ❤
მადლობა ❤
დღეს საღამოს გავგზავნი ❤

 




vaimeeee es ra iko?:ooo es iko shoki tavi. axals velodebi saswrapod,sulmoutqmelad vaime ra moitmens xvalamde.vgijdebi amdreaze da vgijdebi ninoze. cheminert-erti nomer pirveli istoria gaxda es.<3<3 saswaulad momwons "eshmaktan motamashe"<3

 



№21 მოდერი სალანდერი

შემოდგომის-ფერი
vaimeeee es ra iko?:ooo es iko shoki tavi. axals velodebi saswrapod,sulmoutqmelad vaime ra moitmens xvalamde.vgijdebi amdreaze da vgijdebi ninoze. cheminert-erti nomer pirveli istoria gaxda es.<3<3 saswaulad momwons "eshmaktan motamashe"<3

უფს როგორ გამიხარდი ❤
ჩვეულებისამებრ დღეს გავუშვებ ახალს ❤

 



№22  offline წევრი შამხათი

ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები.

 



№23 მოდერი სალანდერი

შამხათი
ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები.

ძალიან დიდი მადლობა ❤
ძალიან მიხარია ❤❤

 



№24 სტუმარი Kat

Dges ar deb ? ????

 



№25 მოდერი სალანდერი

Kat
Dges ar deb ? ????

გუშინ ღამის მერე გაგზავნილია, ადმინები აგვიანებენ ❤

 



№26 სტუმარი Kat

სალანდერი
Kat
Dges ar deb ? ????

გუშინ ღამის მერე გაგზავნილია, ადმინები აგვიანებენ ❤
რაღას ელოდებიან სასწავლი მაქ ????????:-D

 



№27 მოდერი სალანდერი

Kat
სალანდერი
Kat
Dges ar deb ? ????

გუშინ ღამის მერე გაგზავნილია, ადმინები აგვიანებენ ❤
რაღას ელოდებიან სასწავლი მაქ ????????:-D

აუუუ : დ :დ
არ ვიცი, არ სცალიათ ეტყობა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent