შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /6 (+16)


10-07-2018, 02:24
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 048

წითელი ღამე /6 (+16)

დადადამ...
აბა, რას ფიქრობთ მიშკას საქციელზე?
ძალიან მაინტერესებს!!!
ნამდვილად არ ვაპირებდი, ღამის ორ საათზე ამეტვირთა. ვიფიქრე, ხვალ საღამოს დავდებ-თქო, მაგრამ კომენტარები რომ ვნახე, გადავიფიქრე.
მადლობა ძალიან მცირეა იმ ემოციებისთვის, რასაც თქვენ ჩემში იწვევთ!
ისე, ქეთის დამსახურებაა, ამ თავს რომ ვდებ. ისეთი სიტყვები მითხრა, ვეღარ გაუძლო გულმა და სულ მისით ატვირთა :დ
თუმცა, მაქსიმუმ (მაქსიმუმ!!) ორი დღე, ახალ თავს ვერ დავდებ.
საშინელი გამოცდა მაქვს და ვერანაირად ვერ მოვახერხებ.
ამ თავზე ვეღარ იტყვით პატარააო, თითქმის 3000სიტყვაა.
სიყვარულით, მარგო ტოკიო!


თავი 6


- ნორმალური რომ არ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთი გაფრენილი თუ გქონდა, არ მეგონა! - ერთიანად შერცხვენილს, მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა; მომეკლა ეს პრიმატი და ერთხელ და სამუდამოდ დამესვენა მისგან!
- მე გაგაფრთხილე და სანამ იგივეს გავიმეორებ, სწრაფად მანქანაში! - თავისი საქციელით გამოწვეულ კმაყოფილებას არც მალავდა და კიდევ უფრო მაღიზიანებდა!
ეს ის შემთხვევა იყო რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, უკვე დამიმტკიცა რისი გაკეთებაც შეეძლო, თუ არ დავემორჩილებოდი. ნამდვილად არ მინდოდა ისევ სახალხოდ შერცხვენა. როგორც ჩანს ჩემზე ბევრად ჯიუტია! ყველაფერ უბედურებასთან ერთად, ერთი დადებითი მხარე აღმოვაჩინე, - მისი ხასიათის რაღაც დეტალები უფრო კარგად შევისწავლე.
ერთი შევუბღვირე და მანქანის კარი გავაღე. ჩემს ზურგს უკან მდგომს მივხვდი რომ ჩაეცინა, სწრაფი ნაბიჯებით მეორე მხრიდან მოვიდა და საჭესთან დაჯდა.
უნივერსიტეტში აკადემიურიც რომ ამეღო, დაბრუნების შემდეგაც კი ამ ამბავზე ილაპარაკებდნენ. თავი მომაბეზრებლად გადავაქნიე! როგორ ამომივიდა ყელში ეს იდიოტური და გაურკვეველი ურთიერთობა, მაგრამ თან რომ მომწონს, რას უნდა ნიშნავდეს?!
- ალბათ იმას რომ სულელი ხარ! - ამომძახა ჩემმა მეორე მემ.
ეს უკვე ჩემი მოთმინების მწვერვალი იყო. არც დავაყოვნე. ეგრევე ავფეთქდი და ჩხუბი დავუწყე.
- შენ სულ გააფრინე? - წამოვიყვირე უცებ და მისკენ უფრო კარგად შევბრუნდი. - გაფრთხილებ, არასდროს! არასდროს გაბედო და მომიახლოვდე, კოცნა ხომ საერთოდ! ამიხსენი, რა უფლებით მკოცნი? გიჟი ხარ! - დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი აფეთქება. იშვიათად ვბრაზდები, ჩხუბი და მითუმეტეს ხმამაღალი საუბარი, ძალიან მეზარება ხოლმე. მაგრამ თუ გავბრაზდი, ჯობია შენი ნივთები სწრაფად შეაგროვო და გამცალო!
ზუსტად ამ ფაზაში იყო ჩემი ნერვული სისტემა.
- რელაქს, მეგი! - მითხრა ისე რომ მზერა მოძრავი მანქანებისთვის არ მოუშორებია. გგონიათ ჩემს ყვირილზე გამომეტყველება ოდნავ მაინც შეეცვალა? არამც და არამც! რეაქცია ნული. თითქოს ელოდა კიდეც რომ ასეთ ამბავს ავწევდი და წინასწარ მზად იყო.
ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა ადამიანი დამცინის, ან არასერიოზულად მიყურებს. მიშკა ამ ორიდან, ორივეს მაქსიმალური ქულებით აკეთებდა.
- აი, სულ ცოტაც და შემომაკვდები! - დავემუქრე ბოლოს და თითი ჰაერში გავაქნიე. ვეღარ მოვიფიქრე რა მეთქვა, ამიტომ მუქარაზე გადავედი. რაღაც სისულელეების ბოდვას, ჯობდა ისევ მისი მოკვლის გეგმა გამეცნო.
- ეგრე რომ მეუბნები, ჩემი გაბრაზების ნაცვლად, საშინლად აღმაგზნებ. ამიტომ თუ არ გინდა, აქვე და ახლავე მოხდეს რაღაც-რაღაცები, ჩუმად იჯექი. - მითხრა ცალყბა ღიმილით და თვალი ჩამიკრა. ჩემს პირდაღებულ სახეზე კიდევ უფრო გამხიარულდა.
- ჩვენს შორის რაღაც-რაღაცები არასდროს მოხდება, ასე რომ, შეგიძლია აღგზნებულმა იარო! - ზუსტად იგივე ხმის ტემბრით და გამომეტყველებით ვუთხარი, როგორც თვითონ მეუნებოდა!
- ნუ მიწვევ თორემ შენს კვნესას მთელი თბილისი გაიგებს! - არც მანდ დამაკლო, როგორც ყოველთვის. ხელიდან არ უშვებდა ჩემი შერცხვენის მომენტს. - სხვათაშორის, ჩემი მეზობელი 80 წლის ლამრო, შენს გამო სიკვდილს ებრძვის, - დაამატა ბოლოს და რომ უნდა მეკითხა, რა შუაში ვართქო, ეგრევე მომაყარა, - კიდევ რომ გიკვირს?! ნწ, 80 წლის კლიმაქსიანი ქალი რომ შენს კვნესას მოისმენს, როგორ გინდა გადაიტანო და გულმა არ დაგარტყას?!
- ღმერთო, როგორ გაკლია! - რასაც ქვია, გაოგნებულმა აღმოვთქვი და ნერვებმოშლილმა ზურგი შევაქციე.
- კაი, ნუ ბრაზდები, - მითხრა სიცილით და მანქანა ერთ-ერთ ჩემთვის ცნობილ კაფესთან გააჩერა. - ძვირფასო მეგან, გააღებთ კარს და დატოვებთ მანქანას, თუ როგორ ჯენტლმენმა მამაკაცმა, კარგი გაგიღოთ და რევერანსით შეგეგებოთ? - ჩემგან განსხვავებით, აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო. დაბღვერილმა გადავხედე. ახლა ჩემს გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა, ზედმეტად ქაჯური ქცევა იქნებოდა ჩემი მხრიდან. რომ მოვდიოდი, მაშინ უნდა მეფიქრა.
მიუხედავად ჩემი პირვანდელი რეაქციისა, მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ მასთან ერთად ყოფნა არ მინდოდა. ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი, არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია, სიმართლეს ვერ გავექვები.
აზრზე არ ვიყავი რაზე უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ ერთ-ერთი თემა სანიკიძე რომ იქნებოდა, ზუსტად ვიცოდი.
მანქანიდან გადავედი და კაფეში შევედი. თვალებით ვეძებდი თავისუფალ ადგილს, ზურგზე მიშკას ხელი რომ შემეხო, რომელიც მოძრაობისკენ მიბიძგებდა, კარში დაყუდებულს. მის შეხებაზე დეჟავუს გრძნობა დამეუფლა და უჰაერობის გრძნობა დამეუფლა. მომნატრებია მისი უბრალო შეხებაც კი. ღმერთმანი, ისე ვლაპარაკობ, თითქოს სულ მისი შეხება მაღვიძებდეს!
ფეხებს ვამოძრავებდი, მაგრამ იმ წამს, მისი ხელის გარდა, ვერაფერს აღვიქვამდი. გათიშული მივედი თავისუფალ მაგიდასთან და მის პირდაპირ დავიკავე ადგილი. მიშკამ ორი კაპუჩინო შეუკვეთა და სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, თითები აათამაშა მაგიდაზე. სიტყვა არ უთქვამს მიმტანის მოსვლამდე, მოსულს მკრთალად გაუღიმა და სახე იმდენად დაუსერიოზულდა, უბრალოდ ვერ დავიჯერე რომ ხუთი წუთის წინ სხვა მიშკა იყო, ახლა კი რადიკალურად განსხვავებული. ხომ ვთქვი, ვერცხლისწყალივით ცვალებადი ხასიათი აქვს-მეთქი.
ისედაც დაძაბული, კიდევ უფრო დავიძაბე და დაველოდე როდის დაიწყებდა ლაპარაკს. არ ჩქარობდა, დამაინტრიგებლად წელავდა დროს და ნელი მოძრაობით, ათამაშებდა თითებს მაგიდაზე, თან დამფრთხალს, მზერას არ მაშორებდა.
- არ დაიწყებ? - ვკითხე ბოლოს, ყელში რომ ამომივიდა, სამარისებური სიჩუმე. თავი ინდურ სერიალში მეგონა, ნახევარი საათი რომ ტრიალებს კადრები, მაგრამ არაფერი ხდება.
- ვფიქრობ, როგორ დავიწყო, - ჩაილაპარაკა თავსთვის.
- პირდაპირ და გარკვევით! მაგრამ შენ გარკვევით საუბარი არ შეგიძლია, ამიტომ მხოლოდ პირდაპირ! - ვუთხარი მკვახედ. ყველაზე პირდაპირ მიშკას, ჩემთან საუბარი უჭირდა.
მიშკას, რომელიც ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რაც ენაზე მოადგებოდა. მივხვდი რომ რაღაც ძალიან სერიოზული იყო. შეიძლება მისთვის არა, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად სერიოზულიც კი და ამიტომ უჭირდა ჩემთვის აეხსნა, რა ჯანდაბა სჭირდა!
- სანამ მთავარ თემაზე გადავალ, მანამ იმ ს*რზე უნდა გელაპარაკო.
- მოიცადე, სანამ შენ გაურკვეველ საუბარს დაიწყებ, ჩემს კითხვებს უპასუხე. - გავაწყვეტინე უცებ, - რა უნდა შენგან იმ სანიკიძეს? ან ვარდებით რისი თქმა უნდოდა? - ვკითხე და ჩანთიდან ამოღებული პრიალა ბარათი, ცხვირწინ ავუფრიალე. ხელი დამიკავა, ბარათი გამომართვა და რამდენიმე წამი, ინდიფერენტული სახით იჯდა.
ერთ წინადადებას კითხულობდა და ალბათ უკვე დაზეპირებულიც ჰქონდა.
ბოლოს, ფურცელი მაგიდაზე მიაგდო, ერთი ხელი მეორეში მოიქცია და მხრებში გასწორდა. ვხვდებოდი რომ გაბრაზებული... არა, ეს სიტყვა ნამდვილად არ გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. საშინლად გაცოფებული იყო! კისრზე და ხელებზე ვენები გამუქებული და დაჭიმული ჰქონდა. კიდევ კარგი თავის შეკავება შეეძლო, თორემ მთელ კაფეს ჰაერში აწევდა, ისეთი სახით იჯდა.
- ხედავ? ამიტომ არ მინდა რომ ამ ამბებში გაეხვიო, ეს დედამო***ული არ გაჩერდება, სანამ თავისას არ მიიღებს, - კბილებს შორის გამოსცრა სახე მორყეულმა. ჩემი გამომეტყველების აღწერა ცოტათი მიჭირს. ანუ, ყველაფრის დამთავრება უნდოდა.
- ძალიან დამღალა ამ გაურკვევლობამ! ან ამიხსნი რა ჯანდაბა ხდება, ან წავედი! - ძლივს შევძელი ხმის გამკაცრება. ყელში გაჩხერილი ბურთი, ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა. მეც არ ვიცი, რატომ მქონდა ასეთი მძაფრი შეგრძნება, მაშინ როცა, თავისი სათქმელის ნახევარიც კი არ უთქვამს ჩემთვის.
- მეგი, მომისმინე და არ გამაწყვეტინო! - გამაფრთხილა წინასწარ. იქვე დადებული წყალი მოსვა და ლაპარაკი დაიწყო, - არ შემიძლია რა, ვერ აგიხსნი რა ხდება ჩემსა და მას შორის, უბრალოდ არ მინდა იფიქრო რომ ცუდი ტიპი ვარ. ფუ, ამის დედაც, ცუდი ტიპი კი არა, ალბათ ფიქრობ რომ მაგარი გამოყლ*ვებული ტიპი ვარ! არც გეწინააღმდეგები, ხო ხედავ... მოკლედ, ეგ ვატო სანიკიძე ყველაფერზეა წამსვლელი. პროსტა, მიზეზი რომ კითხო, რა ჩემი ყლ* უნდა, ვერ გეტყვის. მამამისის ტრაკზეა ამოფარებული! მოკლე რა, პირდაპირ გეტყვი, მართალია სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ვახ ჩემი! თუ არ დავასრულებთ, საფრთხე შეგექმნება, არ მოისვენებს ეგ, მაგის დედაც რომ მოვტ**ნ! უკვე გიცნობს, იცის რომ უმნიშვნელო არ ხარ! შენ ისეთი სიმამაცე გამოიჩინე იმ ღამეს, გამიკვირდა არაფერი რომ არ დაგიშავა. ყველას ემტერებიან, ვინც ჩემთან არის დაკავშირებული. შენ გგონია, თორნიკეს და დემეტრეს რაიმე კავშირი აქვს მაგ სირთან? პროსტა, ჩემი ძმაკაცები რომ არიან, არაკაცურად თავს ესხმიან! ხუთმა ტიპმა თორნიკე სცემა. ალბათ, ხვდები რა დონის ნაბიჭვრები არიან! - ისეთ ემოციებში იყო, ხელების კანკალს ვერც მალავდა. მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერ გავაწყვეტინე. ლაპარაკი რომ დაასრულა, ისიც აღარ მახსოვდა, რა უნდა მეკითხა. საშინელ იმედგაცრუებას ვგრძნობდი.
ისინი რომ ნაბიჭვრები იყვნენ, ძალიან კარგად ვიცოდი. უბრალოდ იმას ვერ ვიჯერებდი, მაგათ გამო ჩემზე უარს რომ ამბობდა. ზუსტად ვიცოდი, მიშკა მშვიდობაძე არაფერს ამბობდა ბოლომდე! კიდევ სხვა ამბებიც იყო... სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბები, რომლის თქმაც არ შეეძლო. ან მართლა არ შეეძლო, ან უბრალოდ არ უნდოდა რომ მცოდნოდა. იქნებ სპეციალურად მეუბნებოდა ამ ყველაფერს რომ მოვეშორებინე?! თუმცა, იმდენად გულწრფელად ლაპარაკობდა, მასში ეჭვიც არ შემიტანია.
მაგრამ მე ხომ მასში მხოლოდ კარგს ვხედავ... ცუდის დანასხვა არ შემიძლია და სწორედ ამის გამოა, ასეთ სიტუაციაში რომ ვარ ახლა!
- სანამ ეს იდიოტობა დასრულდება, მაქვს რაღაც კითხვები და პასუხები მჭირდება. თუ არ მიპასუხებ, იცოდე სანიკიძეს დავურეკავ და ყვავილებისთვის მადლობას გადავუხდი! იქნებ შევხვდე კიდეც... - მისი პროვოკაციაზე წამოგება ვცადე. მინდა გითხრათ რომ პირველად გამომივიდა! ვთქვი თუ არა, ეგრევე დაიძაბა. თმაში ხელი შეიცურა და გაოცებულმა გადმომხედა. არ შევიმჩნიე მისი ეს მზერა. არ ჰქონდა უფლება კიდევ აქეთ ყოფილიყო გაბრაზებული. წესით, ჩემს ადგილას, სხვა გოგო რომ ყოფილიყო (ამის წარმოდგენაზეც კი გამაჟრიალა, ალბათ სადმე რომ დავინახო, ადგილზე მოვკვდები) კივილით, ჩხუბით და რაღაც ბლაგვის საგანის ჩარტყმით დაასრულდებდა მასთან ლაპარაკს. მაგრამ მე - მე ვიყავი. ჯერ პასუხები, შემდეგ გადავწყვეტ, ღირს თუ არა ომი!
ისედაც საკმარის ზიზღს ვგრძნობდი ჩემი თავის მიმართ, ასეთი სუსტი რომ აღმოვჩნდი.
- გისმენ, - ამოიოხრა იდაყვდაყრდნობილმა, ერთი ხელით სიგარეტს ეწეოდა, მეორე თმაში ჰქონდა შეცურებული და მინდა გითხრათ რომ მისი ხელის მშურდა!
ვიცი, ძალიან იდიოტი რომ ვარ.
- რას ნიშნავდა შენი ქცევები? უბრალოდ მაინტერესებს, რა გინდოდა ჩემგან? დარწმუნებული ვარ, კარგად გქონდა გააზრებული ყველაფერი. მითხარი, თუ წინასწარ იცოდი რომ არაფერი გამოვიდოდა, რატომ დაიწყე? თუ იცოდი რომ არ ღირდა, რატომ შემოვარდი ჩემს ოთახში, მაკოცე და ცხოვრება თავდაყირა დამიყენე? საშინელი ტყუილი გამომივა, თუ ვიტყვი რომ შენზე არ ვფიქრობდი, მაგრამ არც ის უნდა იფიქრო, რომ ამ საქციელით გულს მატკენ! უბრალოდ, ერთი რამ მაინტერესებს, ჩემგან რა გინდოდა? - ემოციებისგან სრულიად დაცლილი ვიყავი შინაგანად. დანამდვილებით ვიცოდი რომ ჩემს სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ წაიკითხავდა. თითქოს გავქვავდი. ვერაფერს ვგრძნობდი და ერთადერთი მისია მქონდა, მომესმინა პასუხები, შემდეგ კი, აქედან წავსულიყავი და აღარასდროს... აღარსდროს მომეხედა უკან, მიშკასკენ.
- მეგი, - ამოიჩურჩულა დაბალი ხმით, - არასწორად მოვიქეცი, ამის დედაც! გეფიცები, ჩემი თავი მეზიზღება! ნამდვილი არაკაცივით მოგექეცი. მართალი ხარ, მე არ მქონდა შენთან არანაირი უფლება. უბრალოდ, არასდროს იფიქრო რომ შენ როგორც გასართობს ისე გიყურებდი. თუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, თუ შენს თვალში მეც ტყუილი ვარ, მინდა მხოლოდ ერთი რამ დაიჯერო! რაც გამიკეთებია, არაფერი ყოფილა ხელოვნური! ჯანდაბა! არ დაგიმალავ, მაგიჟებ, მაყლ*ევებ... ფუ შენი, ბოდიში, წამომცდა რა... იცი, როგორ მსიამოვნებდა შენთან ყოფნა? პროსტა, დამიჯერე, თავიდან კი არ გიშორებ, ისეთი სიტუაციაა რომ შენ დაიტანჯები. ვიცი რომ მაგრად დაიღლები, მოგბეზრდება, ბოლოს იმ დონეზე იქნები რომ მეტყვი უნდა დავშორდეთო. ვიცი რომ ჩემთან არ გამოგივა... არ ვიცი, სწორად გამიგებ თუ არა, უბრალოდ ვერ გამოვა, რა... -ისეთი სინანულით და ემოციით ლაპარაკობდა, რომ არა საშინელი იმედგაცრუება, მის ყველა სიტყვას დავიჯერებდი. იქნებ უნდა დამეჯერებინა კიდეც, ან იქნებ ყველაფერი ტყუილი იყო.
ჩემთვის რომ გეკითხათ, იმ წამს, მიშკა მშვიდობაძე ყველაზე გულწრფელი იყო, მაგრამ პრინციპები არ მაძლევდა უფლებას რომ ასე მეფიქრა. დღეიდან ჩემს თავს ყველაზე ნაკლებად ვენდობოდი.
არ მჯეროდა მისი.

- ნახვამდის, მიშკა. - ყველაზე მეტად ამ ორის სიტყვის თქმა გამიჭირდა.
მაგრამ უნდა მეთქვა, სხვა გზა არ მქონდა.
მე თუ არ ვეტყოდი, თვითონ მეტყოდა, ერთი განსხვავებით;
მას არ გაუჭირდებოდა.

*

იმედგაცრუება - გრძნობა, უხილავი ძალა, რომელიც შენს სხეულს შიგნიდან მთლიანად შთანთქავს და ცხოვრებას გინადგურებს. როცა ეს გრძნობა შენშია შემოჭრილი, არ შეგწევს ძალა რაიმე შეცვალო, უბრალოდ მისით მთლიანად ხარ მოცული და ყველანაირ სურვილს კარგავ, გააგრძელო ცხოვრება. ყველაზე რთულად, ადამიანს ეს გრძნობა გადააქვს და არა ღალატი ან რაიმე სხვა. მეც იმედგაცრუებული მივაბიჯებ, ხელები ქურთუკის ჯიბეში მაქვს ჩაყოფილი, გაშლილი თმა სახეზე გადმოყრილი. ყურსასმენებით, თუმცა სიმღერები ისე სწრაფად იცვლება, ფაქტია არცერთს არ ვუსმენ. წამიერად დეჟავუს გრძნობა მეუფლება, ის ღამე გამახსენდა, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს. მაშინაც ფიქრებში ჩაძირული მივაბიჯებდი, იმ განსხვავებით რომ არავისზე ვფიქრობდი. ახლა და ეს ბოლო დღეებია, ჩემი გონება მხოლოდ მიშკა მშვიდობაძესთან დაფრინავს.
მაგრამ, მეგი...
ყველაფერი დასრულდა.
დასრულდა ის, რაც საერთოდ არც დაწყებულა.
ის, რაც არც არასდროს დაიწყება და მითუმეტეს, არც დასრულდება.
ჩემი ცხოვრებიდან ის ღამე რომ წავშალო, როდესაც მიშკას პირველად შევხვდი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება..? სახლი,- მეგობრებთან მეტი დროის გატარება, - მხიარული მეგი, რომელიც ყველა კითხვაზე წამის მეასედში გიპასუხებდათ, რაც მის პირადს ეხებოდა. არ იქნებოდა დაბნეული, არ იქნებოდა გაურკვევლობაში, შესაძლოა არც მისი თავის მიმართ ჰქონოდა სიძულვილის გრძნობა.
ახლა როგორია მეგი მეტრეველი? რა შეიცვალა მასში ასე სწრაფად?
ახლა, მეგი მეტრეველი ისეთია, როგორიც მე ვერასდროს წარმომედგინა.
ცალმხრივად შეყვარებული ბიჭზე, რომელიც რაღაც დიდ შარშია გახვეული და მისი ცხოვრებიდან გაქრობისკენ უბიძგებს. აი, შენი პირველი სასიყვარულო იმედგაცრუება.
როცა ატირებული ლიზის და ნიაკოს დაწყნარებას ჩემს თავზე ვიღებდი, გულში მეცინებოდა, თუ როგორი სულელები იყვნენ. ისინი ხომ ბიჭის გამო ტიროდნენ. არც მათი მონოლოგები მესმოდა სიყვარულზე. არც ის მესმოდა, ასეთი შეპყრობილები რომ იყვნენ ერთი ადამიანით.
ახლა კი, თქვენს წინ დგას ადამიანი, რომელსაც რამდენიმე დღეში შეუყვარდა ბიჭი, მართალია თვითონაც ვერ გაუგია უყვარს თუ არა, მაგრამ დიდი სიამოვნებით იტირებდა მის გამო. დიდი სიამოვნებით დაიწყებდა მონოლოგს სიყვარულზე და დიდი სიამოვნებით იქნებოდა შეპყრობილი მისით.
მოკლედ რომ ვთქვათ, განსხვავებულობის იმედი არ გქონდეთ, ყველა შეყვარებული გოგო ერთნაირია.
სულ ტყუილად მეგონა რომ მათგან გამორჩეული ვიყავი.
მიჭირდა მის წინ ჯდომა და თავის შეკავება, ამ დროს ცრემლები მახრჩობდა. არა იმიტომ რომ მშორდებოდა, არამედ იმიტომ რომ მის სიტყვებს ვერ ვუძლებდი. როგორი მაგარიც არ უნდა ვყოფილიყავი, ემოციური მხარე ძალიან სუსტი მქონდა და ძალიან მალე შეიძლებოდა ჩემი ატირება, თუ სუსტ წერტილში დამარტყამდი...
ჩემი სუსტი წერტილი, უხერხული სიტუაციები იყო. ისეთი, როგორიც დღეს, კაფეში.
ჯილდო რომ არსებობდეს ; „ყველაზე სულელი ადამიანი“ პირველ ადგილს კონკურენციის გარეშე დავიკავებდი.
ვიცი, ალბათ ჩემი ბევრს გაუკვირდებოდა. არ დაგიმალავთ და მე უფრო მიკვირს საკუთარი თავის.
საოცარია, როცა არასდროს გყვარებია,
რამდენიმე დღეში უეცრად გრძნობ რომ ვიღაც სერიოზულად მოგწონს,
ბრახ და ყველაფერი მთავრდება.
შესაძლოა, მე მიშკა არც მომწონდა, მე მისი რაღაც ნაწილი მიზიდავდა, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავდი მასში. ამოუცნობი იყო მისი ეს მხარე. მეც არ ვიცოდი რატომ მივეჯაჭვე, ისიც კი გავიფიქრე, ჯადო ხომ არ გამიკეთეს-მეთქი.
სულელური ფიქრები! ნეტავ, კიდევ რამდენი ხანი დავიტანჯავდი თავს მასზე ფიქრით? ერთი კვირა? იქნებ ერთი თვე?
-მომშორდით რა, - გავიფიქრე ჩემთვის და ფიქრების გასაფანტად, თავი აქეთ-იქეთ გავაქნიე. სახლში ასვლას, ჯობდა ნიაკოსთან ავსულიყავი. მაინც მარტო იყო.
უჩვეულო სიჩუმე სუფევდა უბანში. სწრაფად ავირბინე კიბეები და გაუჩერებელი კაკუნი დავიწყე. რა თქმა უნდა, მიხვდა მე რომ ვიყავი და სულ კივილ-კივილით მორბოდა. ღმერთო, მადლობა მეგობრებისთვის. მხოლოდ ისინი და კერძოდ ნიაკო ახერხებს ჩემს უპირობო გაბედნიერებას.
- მანდ არ დამხვდე მეტრეველი, იცოდე ცომის საბრტყელებელით მოვდივარ! - ისმოდა მისი წრიპინი. მართლაც რომ წრიპინი!
კარი გააღო თუ არა, ეგრევე შევვარდი, მართლა რამე რომ არ ჩაერტა და გავეთიშე. გგონიათ, არ გააკეთებდა?!
ხომ არ გავიწყდებათ, ვისი შეყვარებულია?!
თავზეხელაღებული დონ კაკის.
- ცოტა მშვიდად, ნაზად, ჰარმონიულად, როგორც მე შემეფერება, ისე რომ დააკაკუნო არ შეგიძლია? ან ზარის ღილაკს რომ თავს ურტყამ, ვერ ხვდები? - მკითხა ძლივს შეკავებული სიცილით და სიმაღლეზე გაამახვილა ყურადღება. მართლა თავს ვურტყამდი, არადა ნიაკოს მამამ სპეციალურად მაღლა დაამონტაჟა ადრე, პატარა ბავშვებს ტვინი რომ არ წაეღოთ. მაშინ მოდაში იყო, ზარს დარეკავდი და გაიქცეოდი. მერე მაგრად ხარხარებდი, ჩავაბანძეო ფიქრობდი.
- აუ, ყავა გამიკეთე რა, გთხოოვ, - გავიწელე ნიაკოს მისამართით. ისიც მორჩილად წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
იმდენად დაღლილი ვიყავი ფიზიკურად და სულიერად, იქვე მივესვენე დივანზე და ჩემი ინდიფერენტული სახის შემყურე ნიამ, ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- რა გჭირს, გოგო? - მკითხა ბოლოს და ყავის ჭიქა, მინის მაგიდაზე დადო.
- არაფერი, დავიღალე სამსახურში და უნივერსიტეტში. - გავიმეორე დაზეპირებული ფრაზა. როცა მეკითხებიან, პირველი დედა თქვი თუ მამაო, ამ ფრაზას ვპასუხობ. იმიტომ რომ დღეში მილიონჯერ მაინც მიწევს გამეორებას.
-გთხოვ ნიაკო, არაფერი მკითხო - ვლოცულობდი გულში. მაგრამ მაინც კარგად ვიცოდი რომ კითხვების გარეშე არ მოისვენებდა, მე კი მაინც ვაგრძელებდი ლოცვას. როგორი ადამიანი სევდაა, არა?!
- ადამიანო, ცხრა წლიდან გიცნობ, შენ დააბოლე შენი კურსელი თიკუშა, რა! - მითხრა საშინლად გაღიზიანებულმა. გამეცინა. თიკუშას ვერა და ვერ ივიწყებდა.
კარგი გოგო იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ტვინი აკლდა. დაუღალავად ცდილობდა ჩემთან დამეგობრებას, ვერ ვიგებდი რატომ არ ისვენებდა. ბოლოს ძალიან დამღალა და ყველა რომ შევიკრიბეთ, ესეც წავიყვანე. თიკუშას ჩვენს სამეგობროში შემოსვლა უნდოდა, მთავარი მიზეზი კაკი იყო.
თქვენ როგორ ფიქრობთ, საშინლად ეჭვიანი ნიაკო, ამ ამბავს დაივიწყებდა?!
მე ორი დღე არ მელაპარაკებოდა,
არადა აზრზე არ ვიყავი რომ თიკუშას კაკი მოსწონდა...
ბოლოს ისიც დამაბრალა, ძალით გააჩალიჩეო. ნუ, მოკლედ. კაკის გაძლება ვუსურვე და ნიაკო ძლივს შემოვირგე!
- დავიღალე-მეთქი, გოგო! უნივერსიტეტი, გამოცდები, იდიოტური მოთხობები. დამღლელია, აბა რა არის?
- ნეტა შენ რა! რომელი ხუთი შვილის დედა შენ ხარ! - აიქნია ხელი და ყავა დალია.
- ლიზი სად არის? არ მინახავს ნორმალურად სამი დღეა.
- ეგ და დათუნა ცუდად დაძვრებიან რაღაც, გაპარვას ხომ არ აპირებენ? - მკითხა ეშმაკური მზერით და წარბები აათამაშა.
- ნელა რა, შენ და კაკიმ არ დაასწროთ, - გავუცინე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე.
- ხო არ გაგიჟდი, ქალო? - დამიქაჩა თვალები, - ჯერ არაფერი!
- რაღაც უნდა გკითხო, პროსტა შენ რომ იცი, შოშიაშვილები და რაღაც ფარშევანგი გალიაში არ დაიწყო, კაი? - რამდენიმე წამის შემდეგ გადავხედე სერიოზული სახით.
- გამოუშვი, მიყვარს გამოწვევები, - ფეხები დივანზე აიკეცა და ინტერესით მომაჩერდა. ისეთი სახე ჰქონდა, გიფი გამახსენდა „Tell me more”.
- უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრით, სიყვარული რა არის? ანუ, როგორ ხვდები რომ კაკი გიყვარს? ან საერთოდ, პირველად როდის მივხვდი? - სიტყვებს ფრთხილად ვარჩევდი, ნამდვილად არ მინდოდა რამეს მიმხვდარიყო და ისედაც დასრულებული, წერტილდასმული ისტორია მომეყოლა მისთვის.
- ოოო, - გაიწელა ნიაკო, - როგორ გითხრა? იცი, როგორი კითხვაა?! შიგნიდან რომ გრძნობ, როცა პასუხი იცი, მაგრამ ახსნა არ შეგიძლია. როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, პირველად რომ შემეხო და სასწაულები დამემართა, მაშინ მივხვდი რომ მის მიმართ გრძნობები მქონდა. შეიძლება ბიჭს მაგარი გარეგნობა ჰქონდეს, მაგრამ როცა შეგეხება, ვერაფერს იგრძნობ. მაგრამ როცა გიყვარს და გეხება, შანსი არაა რამე რომ ვერ იგრძნო. აი, როგორ გითხრა… ჟრუანტელმა დამიარათქო რომ ვთქვა, ძალიან უბრალოდ აღვწერ. აი, ყველაფერი მჭირდა! ცოტაც და კანკალს დავიწყებდი. იცი, როგორი ცხელი ვიყავი? - იცინოდა ნიაკო, - მაგრამ ეგ მარტო პირველ შეხებაზე არაა,რა... როცა კაკი მეხება, ამდენი წლის შემდეგაც, შანსი არაა რომ იგივე არ დამემართოს! სულ ეგრე ვარ.
გმადლობთ ნიაკო, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით მითხარი რომ მე მიშკა მიყვარს.
ნიაკოს სიტყვებმა, უარესად დამაბნია. არ მინდოდა ამის მოსმენა.
არ მინდოდა!
ყველაზე მეტად ცალმხირივი სიყვარული მეზიზღებოდა.
აუცილებლად უნდა დამევიწყებინა მიშკა მშვიდობაძე!



скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ყველაზე მეტად იმ მომენტზე გამეცინა სრული ჭეშმარიტება რომ თქვა, ანუ რო ეგონა სხვანაირი შეყვარებული იქნებოდა და აღმოაჩინა, რომ ყველა შეყვარებული ერთნაირია ???? მეც ეგრე მეგონა ხოლმე რატომღაც.???????????????? მოკლედ რა მოიცდის ორი დღე???????????????? ისე თავები შეიძლება არაა პატარა, უბრალოდ არ გვყოფნის და პატარა გვეჩვეჩვენება ☺

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargiaaaaa, ertad cavikitxe yvelaaaaa, mejavreba lodiniiii, kargad cer, yochagg

 



№3  offline წევრი Nobodyelse

შოკში ვარ ეს რა იყოო?????
რა მოითმენს ორი დღე და როგორ მაინტერესებს გაგრძელება:(((((
თავიდან ვხალისობდი მიშკას რეპლიკებზე, მაგრამ მერე სულ დავიძაბე!!
ჩემი ცეცხლი მიშკა ტყუილად არ მოიქცეოდა ასე, ანუ რაღაც მიზეზი აქვს და ისე მაინტერესებს ვერ ვითმენ((
შეყვარებულ გოგოებზე მეც ძაან გამეცინა :დდდდ
ყველა რომ რაღაც განახვავებულად აღწერს რომ “აი ჩვენ გვიყვარს მარტო და სხვას არავის” არადა ყველა ერთნაირები არიან თითქმის :დდდ
უმაგრესი ხარ. არვიცი რა გითხრა საოცრად წერ!
სანიკიძეს და მიშკას მტრობის ამბავი ძალიან მაინტერესებს, თან ამათი ჰოთ მომენტებიც მომენატრაა მოკლედ მინდა ახალი თავებიიი
როდის გავა ორი დღე:(((

 



№4  offline წევრი mirandaa31

კარგი კარგი.. მიშკასი მესმის კიდეც, რომ არ უნდა შარში გახვიოს, მაგრამ მაინტერესებს მიზეზი რის გამოც არიან გადაკიდებული ერთმანეთზე. აუ როფის გავა ორი დღეე.. ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

ჩემო საყვარელო გოგო (მგონი მაქვს უფლება ასე დაგიძახო)
ჭეშმარიტად გეუბნები, შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე და ყველაფერი წმინდას დაფიცება შემიძლია, რომ როგორც მე მიყვარს ეს ისტორია, არც ერთ შენს მკითხველს არ შეუყვარდება!!!ა რ ა ს დ რ ო ს
მე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ ემოციების გადმოცემას, იმდენად პიკში ვარ.
ეს ის პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი გულით ვწერ იტორიას და არც ერთ სიტყვას არ ვაბუქებ!
გელოდები!
სულიიით!

 



№6  offline წევრი ბიბი

ძალიან ძალიან კარგი ხარ, მე მინდა მეგობრები და მათთან ურთიერთობა მეტად ჩანდეს რადგან ძალიან მომწონს )))

 



№7  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნინო
ყველაზე მეტად იმ მომენტზე გამეცინა სრული ჭეშმარიტება რომ თქვა, ანუ რო ეგონა სხვანაირი შეყვარებული იქნებოდა და აღმოაჩინა, რომ ყველა შეყვარებული ერთნაირია ???? მეც ეგრე მეგონა ხოლმე რატომღაც.???????????????? მოკლედ რა მოიცდის ორი დღე???????????????? ისე თავები შეიძლება არაა პატარა, უბრალოდ არ გვყოფნის და პატარა გვეჩვეჩვენება ☺

აჰაჰ,
მგონი ნამდვილად ეგრეა smile :დდ
მესმის თქვენი, მეც რომ ვკითხულობ ისტორიას, სულ მგონია რომ პატარაა :დ <3
დიდი მადლობა, ყველანაირად ვეცდები მალე დავდო <3

Qeti qimucadze
Zalian kargiaaaaa, ertad cavikitxe yvelaaaaa, mejavreba lodiniiii, kargad cer, yochagg

არც მე მომწონს რომ გალოდინებთ, მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ მაქვს sweat
მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს!! heart_eyes

Nobodyelse
შოკში ვარ ეს რა იყოო?????
რა მოითმენს ორი დღე და როგორ მაინტერესებს გაგრძელება:(((((
თავიდან ვხალისობდი მიშკას რეპლიკებზე, მაგრამ მერე სულ დავიძაბე!!
ჩემი ცეცხლი მიშკა ტყუილად არ მოიქცეოდა ასე, ანუ რაღაც მიზეზი აქვს და ისე მაინტერესებს ვერ ვითმენ((
შეყვარებულ გოგოებზე მეც ძაან გამეცინა :დდდდ
ყველა რომ რაღაც განახვავებულად აღწერს რომ “აი ჩვენ გვიყვარს მარტო და სხვას არავის” არადა ყველა ერთნაირები არიან თითქმის :დდდ
უმაგრესი ხარ. არვიცი რა გითხრა საოცრად წერ!
სანიკიძეს და მიშკას მტრობის ამბავი ძალიან მაინტერესებს, თან ამათი ჰოთ მომენტებიც მომენატრაა მოკლედ მინდა ახალი თავებიიი
როდის გავა ორი დღე:(((

ვაიმე,
რა გითხრა?!
ვგიჟდები მე ასეთ კომენტარებზე! ისე მეღიმება ხოლმე, ხალხს შეყვარებული ვგონივარ satisfied
დიიდი მადლობა!!
ყველაფერი იქნება, ჯერ არ ვაპირებ დასრულებას <3
heart_eyes

mirandaa31
კარგი კარგი.. მიშკასი მესმის კიდეც, რომ არ უნდა შარში გახვიოს, მაგრამ მაინტერესებს მიზეზი რის გამოც არიან გადაკიდებული ერთმანეთზე. აუ როფის გავა ორი დღეე.. ❤️❤️❤️

მიხარია რომ მიშკას „ლანძღვა“ არ დაიწყე და სულ სხვა მხრიდან შეხედე მის ქმედებას blush
რა თქმა უნდა, მიზეზს გაიგებთ, უბრალოდ რამდენად მალე, ეგ არ ვიცი :დ
ყველანაირად ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ! heart_eyes kissing_heart

სტუმარი ქეთი
ჩემო საყვარელო გოგო (მგონი მაქვს უფლება ასე დაგიძახო)
ჭეშმარიტად გეუბნები, შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე და ყველაფერი წმინდას დაფიცება შემიძლია, რომ როგორც მე მიყვარს ეს ისტორია, არც ერთ შენს მკითხველს არ შეუყვარდება!!!ა რ ა ს დ რ ო ს
მე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ ემოციების გადმოცემას, იმდენად პიკში ვარ.
ეს ის პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი გულით ვწერ იტორიას და არც ერთ სიტყვას არ ვაბუქებ!
გელოდები!
სულიიით!

აი,
ახლა რა ვთქვა, უბრალოდ მართლა არ ვიცი! weary heart_eyes
შენმა სიტყვებმა იმდენად გამაბედნიერა, გადმოცემაც კი არ შემიძლია, მართლა!
ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია, როცა ასე ძალიან გიყვარს ეს ისტორია და ელოდები!!
ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ შენ და დიდი მადლობა რომ ჩემს განწყობაზე ზრუნავ heart_eyes
ყველანაირად ვეცდები რომ მალე დავდო kissing_heart

ბიბი
ძალიან ძალიან კარგი ხარ, მე მინდა მეგობრები და მათთან ურთიერთობა მეტად ჩანდეს რადგან ძალიან მომწონს )))

ბიბი,
მიყვარს შენი კომენტარების კითხვა grin
ჯერ არ ვაპირებ დასრულებას, ვეცდები ყველაფერი ისე დავწერო, ბოლოს დანაკლისის გრძნობა რომ არ გაგიჩნდეთ <3

 



№8  offline წევრი møøn šhinė

მოკლედ სამი დღეა საიტზე არ შემოვსულვარ და შესაბამისად ვერც ვნახულობდი... აი გამა20ე არ ველოდი, არანაირად ბანალური არაა, არაფერი ზედმეტი არაა, ისე ვკითხულობ თითქოს ფილმს ვუყურებდე ეს შენი გრამატიკის სისწორის და არაჩვეულებრი გადმოცემის დამსახურებით. ძალინ ცუდია რომ მალე ვერ მოახერხებ დადებას მაგრამ სულმოუთქმელად დაველოდები... გაღიარებ, შენგან კარგი მწერალი დადგებოდა, გისურვებ წარმატებებს როგორც ისტორიაში ასევე გამოცდებშიც. აუუ და კიდევ პერსონაჟების ფოტოები ამაზეც უნდა ვთქვა (დავწერო) ეს ფოტოები არააჩვეულებრივად გაქვს შერჩეული, და რაც მთავარია საშულაებას მაძლევს რომ რეალურად წარმოვიდგინო... მოკლედ ძალიან ძალიან კარგი ხარ და ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც ❤

 



№9 სტუმარი სტუმარი Salomee

Rodis iqneba kidee?

 



№10  offline წევრი Margo Tokyo

møøn šhinė
მოკლედ სამი დღეა საიტზე არ შემოვსულვარ და შესაბამისად ვერც ვნახულობდი... აი გამა20ე არ ველოდი, არანაირად ბანალური არაა, არაფერი ზედმეტი არაა, ისე ვკითხულობ თითქოს ფილმს ვუყურებდე ეს შენი გრამატიკის სისწორის და არაჩვეულებრი გადმოცემის დამსახურებით. ძალინ ცუდია რომ მალე ვერ მოახერხებ დადებას მაგრამ სულმოუთქმელად დაველოდები... გაღიარებ, შენგან კარგი მწერალი დადგებოდა, გისურვებ წარმატებებს როგორც ისტორიაში ასევე გამოცდებშიც. აუუ და კიდევ პერსონაჟების ფოტოები ამაზეც უნდა ვთქვა (დავწერო) ეს ფოტოები არააჩვეულებრივად გაქვს შერჩეული, და რაც მთავარია საშულაებას მაძლევს რომ რეალურად წარმოვიდგინო... მოკლედ ძალიან ძალიან კარგი ხარ და ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც ❤

ვაი-მე!
გეფიცები, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა...
ეს კომენტარი რომ წავიკითხე, ნახევარი საათი მაინც გაღიმებული ვიჯექი,ისეთი გახარებული ვარ რომ არ ვიცი, რა ვთქვა! თან საშინლად მომინდა წერა! ახლაც ვწერ და ვეცდები ხვალ დავდო. grin
აი, გეფიცები შოკში ვარ! weary
პირველ რიგში, მახარებს ის ფაქტი რომ ჩემი წერის სტილი მოგწონს.
მეორე რიგში, ასე სერიოზულად რომ აღიქვამ ამ ისტორიას.
მართალია არ ვიცი, მომავალში გავაგრძელებ თუ არა წერას, მაგრამ ახლა რომ უბედნიერესი ვარ, ეგ ზუსტად ვიცი! flushed
ასევე მაბედნიერებს ის ფაქტი რომ პერსონაჟის პროტოტიპები მოგწონს და თვლი რომ ზუსტად არის შერჩეული. მათი ფოტოები რომ ვნახე, ისტორიის იდეაც კი არ მქონდა, ისე დავარქვი სახელები და ამიტომ განსაკუთრებით მიხარია ეს რომ აღნიშნე. relaxed
უდიდესი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის!
მეც ძალიან მიყვარხარ! heart_eyes heart_eyes

სტუმარი Salomee
Rodis iqneba kidee?

ვეცდები რომ ხვალ იყოს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent