შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეული მინისტრისთვის * დასასრული *


10-07-2018, 09:45
ნანახია 1 431

მზარეული მინისტრისთვის * დასასრული *

***
"გეჩვენება,აქ არ არის,გეჩვენება მარიამ!!"
- არ გეჩვენები,აქ ვარ .... შენთან
***
დაბნეულმა, დიდხანს უყურა,ბოლოს მიხვდა,რომ ნამდვილად დათა იყო და გაბრაზებამ კვლავ წამოუარა... კარს უცებ ხელი ჰკრა და დახურვა სცადა,მაგრამ მინისტრმა წინასწარ გათვალა და ფეხი კარში დაუდო,რითიც შეძლო და გააჩერა კარი,შეაღო და მისკენ ისე დაიძრა, როგორც მტაცებელი უახლოვდება მის მსხვერპლს.შემთვრალი გოგონა მისმა ქცევამ, დააფრთხო, მისი ერთი ნაბიჯისას, მარიამი ორ ნაბიჯს დგამდა უკან,ბიჭის გააფთრებული მზერის შეეშინდა..
უკვე კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული,როცა ხმა ამოიღო,მაგრამ ვაი ამ ამოღებას.
- აბა, არ მეტყვი ვინ არის ლექსო??
იმდენად დააბნია,მისმა სიახლოვემ,რომ ხმის ამოღება ვერ შეძლო,შეჰყურებდა მის საყვარელ და მონატრებულ ადამიანს,რომელიც მასზე ძალიან იყო "გაბრაზებული" .
- ნინას საქმროა
ამოთქვა თვალებმილეულმა
- კარგად გაერთეთ გოგოები?
ვითომც არაფერიო,ისე თქვა
- შენ რა იცი?
- ლექსოს მე ვთხოვე მათი წაყვანა.. ლექსო ,ნატალიას ნათლულია
ტკივილით ამოთქვა ბიჭმა.ბიჭს , გარდაცვლილი დედის გახსენებაზე ,თვალები დიდი ტკივილით აევსო,ის უძირო თვალები ასე,რომ მოსწონდა მარიამს,ახლა ტკივილს და მწუხარებას დაეფარა...
- ვწუხვარ
გოგონა მოეხვია,ისე მოეხვია,თითქოს მის ტკივილს გაინაწილებდა.
- რადგან დღეს გულახდილი საუბრები გვაქვს , მოდი ბოლომდე ვისაუბროთ...
- კარგი, ის პორტრეტები,სხვენში...შენ რა მანამდეც მიცნობდი?
ბიჭს ჩაეღიმა
- რა თქმა უნდა... მე და ლექსო, დაახლოებით 3 წლის წინ ერთ-ერთ კლუბში ვიყავით,სადაც კუთხეში, მაგიდასთან მეტად სექსუალური, მიმზიდველი,წითელ კაბიანი ქალი იჯდა,რომელმაც ერთი ნახვით შეძლო,ჩემი ყურადღების მიქცევა.მაშინ უბრალოდ ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი, სამინისტროში. იმდენად,მოხდენილად ცეკვავდი,რომ ერთი სული მქონდა ხელში ჩამეგდე, შემდეგ მივხვდი,რომ მხოლოდ ერთი ღამისთვის არ მჭირდებოდი და გადავწყვიტე სხვანაირად მომეყვანე ჩემამდე,
თუმცა,მასე მერე შეიცვალა ყველაფერი ,რაც პრემიერის თანამდებობა დავიკავე,სულ საქმეებში ვიყავი და თითქმის ვეღარც სახლშიც ვერ ვახერხებდი,ამიტომ გადამავიწყდა ის წითელ კაბიანი ქალიც,მაგრამ როცა მეგონა ,რომ დამავიწყდა სწორედ მაშინ გამოჩნდა და კვლავ ამაფორიაქა.ჩემი ძველი მზარეული გავუშვი და ისე მოვაწყვე ,რომ გასაუბრებაზე მოსულიყავი. პორტრეტების ხატვა მაშინ დავიწყე ,როცა პირველად გნახე,მას შემდეგ შენით შებყრობილი გავხდი. გაგიკვირდება და მანამდე არც კი ვიცოდი,რომ ხატვა შემეძლო უბრალოდ ასე გამოვხატავდი ყველაფერს...
მოკლედ, ასე გაგიცანი.
გაკვირვებული უსმენდა გოგონა მთელ ამ მონოლოგს.
- ვერ ვიჯერებ.
ამოთქვა ძლივს
- დაიჯერებ,მალე დაგაჯერებ.. ახლა კი ,მგონი დროა ჩაშლილი პაემანი , ხელახლა დავგეგმოთ.
ვნებიანი ხმით ამოთქვა ბიჭმა
- იმედი მაქვს ,ახლაც არ დამივიწყებ.
წყენანარევი ხმით ამოთქვა მარიამმა
- მიდი , ტანსაცმელი ჩაალაგე, 2 დღით ჩემს აგარაკზე ავიდეთ,მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.
გოგონა , ოთახისკენ გაემართა ,ბარგის ჩასალაგებლად,თან ტელეფონი გაიყოლა ,რომ დედისთვის მიეწერა.
" მე და დათა, მის აგარაკზე ავდივართ ორი დღით და იცოდეთ! " დაწერა შეტყობინება და ნინას,თეაკოს და დაროს ერთად გაუგზავნა.მობილური კი გამორთო და ჩანთაში ჩაიგდო. გარდერობში უცებ მოძებნა საჭირო სამოსი და ჩანთაც გაამზადა.ოთახიდან გამოვიდა და დათას წინ დაუდგა.
- მზად ვარ
- კარგი,წავედით
ბიჭმა ჩანთა გამოართვა და საბარგულში ჩადო ,ჩასხდნენ მანქანაში და ტრასაზე გააქროლა მანქანა.
სულ რაღაც ერთ საათში , მივიდნენ დანიშნულების ადგილას. მაკრინეს სახლთან შედარებით , მოკრძალებული და მყუდრო ჩანდა,აქაც ყვავილებით იყო გადაჭედილი ეზო.
- ულამაზესია აქაურობა
- მიხარია,რომ მოგეწონა. შევიდეთ
ოთახში ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ბარგი იქვე დააწყვეს და სამზარეულოში გადაინაცვლეს.
- ყავა მინდა მე,შენ რას დალევ?
კითხვა გოგონამ
- მეც ყავას..უი, ჰო მართლა , მანდ კარადაში "წინასწარმეტყველების " მსგავსი ნამცხვრებია.
გოგონამ კარადიდან გამოიღო შეკვრა და მაგიდაზე დადებულ თეფშზე ამოაპირქვავა,იქ კი ერთი ცალი ნამცხვარი იყო.
დასხდნენ ,დათას ცოტა არ იყოს სახეზე ღელვა ეტყობოდა.
მარიამმა ნამცხვარი აიღო და შუაზე გადატეხა, ხელში ფურცელი აიღო და ნელნელა გაშლა დაიწყო.
" გამომყვები ცოლად? "
ოთახში, მარიამის გამაყრუებელი სიცილი გაისმა,ვერ იჯერებდა,რომ მინისტრი ხელს ასე სთხოვდა. ბოლოს სიცილით ძლივსღა ამოთქვა
- საშინლად,საშინლად არარომანტიკოსი ხარ, მაგრამ....მაინც თანახმა ვარრ!!!
სკამიდან წამოიწია და დათას ბაგეებს დაეკონა...
- მიყვარხარ,რომ გითხრა ბანალური ვიქნები?
კითხვა ბიჭმა
- არა,არ იქნები.
- სიტყვა,მიყვარხარ ვერ გადმოსცემს იმ გრძნობას,რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობ.
ღიმილით ამოიბუბუნა დათამ
- უკიდეგანოდ!
- უსასრულოდ!
-----------------------------------------------------

* ქორწილი *

მეორე ქორწინება, ქმარი, ოჯახი.... რთულია, მარიამისთვის მეორედ გადადგას ნაბიჯი,რომელმაც პირველ შემთხვევაში იმედი გაუცრუა,მაგრამ რა ქნას? უყვარს!
მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო,კაბის ძიებაში თითქმის მთელი ქვეყანა შემოიარა, მაგრამ ვერ ნახა ის ერთი, რომელიც მას სურდა.ამ შემთხვევაშიც ,როგორც მხსნელი ისე მოევლინა დათა და წაიყვანა მის მეგობარ დიზაინერთან,რომელმაც ზუსტად იცოდა,თუ რა სურდა მარიამს. თითქმის სამეფო ქორწილს გაუტოლდა ,მათი ქორწილი ,რადგან პრემიერ-მინისტრს ბევრი მაღალჩინოსანი ჰყავდა დაპატიჟებული. რა თქმა უნდა თავიდან ძალიან არ უნდოდათ დიდი და გრანდიოზული ქორწილი , მაგრამ როგორცკი პრესაში ამ ინფორმაციამ გაჟონვა დაიწყო,ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა დათას...მარიამის მეჯვარე ნინა უნდა ყოფილიყო,ხოლო დათას მეჯვარე კი, მისი ბავშვობის მეგობარი დიმიტრი ,რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა...
თქვენ უნდა გენახათ დათას სახე ,როდესაც ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მარიამი , დაინახა. ორივე მათ გადაწყვეტილებაში ,კიდევ უფრო დარწმუნდა ,როცა უფლის წინაშე ფიცს დებდნენ...
რესტორანი??? ისეთი მდიდრული და ლამაზი გაფორმებით იყო,რომ მხოლოდ მის სანახავად ღირდა იქ ყოფნა,თუნდაც ხუთი წუთით..დიაზინი კი არც მეტი , არც ნაკლები თეაკოს ორგანიზებული იყო...
აღფრთოვანებულმა ძალიან ბევრმა სტუმარმა კი, თეაკოს გადმობირება სცადეს,თავიანთ კომპანიებში....
ელენა? პატარა ელენა ,გახარებული იმით ,რომ ნამდვილი მამიკო ეყოლებოდა ,გახარებული დააბიჯებდა აქეთ-იქით. ფერიას ჰგავდა,ისეთი საყვარელი ატმისფერი კაბა ეცვა...
და მაინც,რა არის ქორწილი ახალი წყვილის ან სიურპრიზების გარეშე??
ამიტომ,ლექსომ ქორწილიდანვე დაავლო ხელი ნინას და "მოიტაცა",თუმცა მოტაცებას არ ერქვა ,რადგან უარზე არავინ იყო,ხოლო რაც შეეხება თეაკოს... თეაკოს ყურადღება , სწორედ სიძის მეჯვარემ დიმიტრიმ.ასევე იყო ბიჭიც,რომელმაც ძალიან სექსუალური, დახვეწილი ქალი დაინახა თეაკოს სახით...
მათი ამბავი შეიძლება ოდესმე თქვენც გაგიზიაროთ,თუმცა ჯერ ამასაც დავჯერდეთ...
****
" პრემიერ-მინისტრის დათა ლაშხის და მარიამ ჟღენტის ქორწილი,გუშინ გაიმართა,სადაც დედოფალს, ცნობილი დიზაინერის ევა გვაზავას შეკერილი კაბა ეცვა."
" გახმაურებული ქორწილი დეტალები"...
და კიდევ სხვა მრავალი ,სტატია დაიბეჭდა და იბეჭდებოდა ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში.მათი ქორწილი მართლაც ,რომ გახმაურებული და ყველასათვის საინტერესო იყო.
წყვილი ქორწილიდან, ტოკიოში გაემგზავრა,მარიამის საყვარელ ქვეყანაში.
მოგვიანებით,როცა ისინი ქვეყანაში დაბრუნდნენ ,მალევე გასაჯაროვდა პრემიერ-მინისტრის მეუღლის ორსულობის ამბავი.
დათა ,მარიამი, ელენა და უკვე პატარა ანდრეა, ერთი დიდი ოჯახი გახდნენ...


^^^
ესეც დასასრული..იმედი მაქვს მოგეწონათ ეს მოთხრობა.ასეთი დასასრული არ მქონდა გეგმაში , მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომზე ვმუშაობ და სანამ ჩავხლართავდი , გადავწყვიტე დამესრულებინა. იმედი მაქვს ძალიან ბანალური არ გამოსულა დასასრული და თქვენც არ გაგიცრუვდათ იმედები, მოთხრობასთან დაკავშირებით..ყვწლას ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებით მათ ,ვინც გმირულად იტანდა დაგვიანებებს,ვინც ასე გულმოდგინედ კითხულობდა მოთხრობას და ასე ელოდით ახალ თავებს.. ძალიან მიყვარხართ ყველა ..კიდევ ერთხელ დიდი მადლობ.. გთხოვთ, დააფიქსირეთ ყველამ თქვენი აზრი,მოთხრობას თან დაკავშირებით.თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,როგორც დამწყებისთვის.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ara zalian sayvarloba iyo, kargia rom ar gaabanaliree, momeconaaaa, tochaggg, imedia male vshemigvtavazeb axal istorias

 




Qeti qimucadze
Ara zalian sayvarloba iyo, kargia rom ar gaabanaliree, momeconaaaa, tochaggg, imedia male vshemigvtavazeb axal istorias

მიხარია,რომ მოგეწონა ❤❤ძალიან დიდი მადლობა , საყვარელო❤❤

 



№3  offline წევრი mirandaa31

კარგი იყო, თუმცა მალე დაასრულე როგორც თავად აღნიშნე, მაგრამ მაინც მომეწონაა. ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
კარგი იყო, თუმცა მალე დაასრულე როგორც თავად აღნიშნე, მაგრამ მაინც მომეწონაა. ❤️

სხვანაირად არ გამოდიოდა,მართლა .. ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა ❤❤❤

 



№5  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო heart_eyes
მაგარი გოგო ხარ relaxed
ველოდები შემდეგ ისტორიას blush heart_eyes

 




Taattu
ძალიან კარგი იყო heart_eyes
მაგარი გოგო ხარ relaxed
ველოდები შემდეგ ისტორიას blush heart_eyes

დიდი მადლობა ❤❤❤ მალევე შემოგთავაზებთ ,ახალს და ცოტა განსხვავებულს(ჩემი ნაშრომებისგან) ❤

 



№7 სტუმარი Ablabuda13

ბოლო თავი ძალიან ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო ჩემი აზრით -:)

 




Ablabuda13
ბოლო თავი ძალიან ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო ჩემი აზრით -:)

ვერ შეგედავები, სწრაფად ვცდილობდი დამემთავრებინა..
მადლობა ,აზრის დაფიქსირებისთვის ❤❤❤

 



№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო, მაგრამ ცოტა სწრაფად ხომ არ მოხდა მოვლენების განვითარება?ნუ თუ შენ ასეთი სტილით მოგწონს წერა ეგ სხვა საკითხია.თუმცა მე კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო
--------------------
ლანა

 



№10  offline წევრი Mziako mziako...

ვაუ ისევ არ მყოფნის სიტყვები აი მართლა რა ვთქვა არვიცი უბრალოდ ძალიან მაგარი ისტორია იყო რაც შეეხება შენს ნათქვამს... შენ თქვი რომ დამწყები ხარ არადა ყველა შენი ისტორია ძალიან მაგარია და სულ არ გავს დამწყების ნაწერს...
პ.ს იმედია ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები სულ მალე გელი გელი სულმოუთქმენლად ❤❤❤

 




La-Na
კარგი იყო, მაგრამ ცოტა სწრაფად ხომ არ მოხდა მოვლენების განვითარება?ნუ თუ შენ ასეთი სტილით მოგწონს წერა ეგ სხვა საკითხია.თუმცა მე კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო

ასე გამოვიდა,სამწუხაროდ,ასევე არ მიყვარს ძალიან ჩახლართული ამბები❤❤მიხარია,რომ მაინც მოგეწონა დასასრულის მიუხედავად❤❤

Mziako mziako...
ვაუ ისევ არ მყოფნის სიტყვები აი მართლა რა ვთქვა არვიცი უბრალოდ ძალიან მაგარი ისტორია იყო რაც შეეხება შენს ნათქვამს... შენ თქვი რომ დამწყები ხარ არადა ყველა შენი ისტორია ძალიან მაგარია და სულ არ გავს დამწყების ნაწერს...
პ.ს იმედია ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები სულ მალე გელი გელი სულმოუთქმენლად ❤❤❤

როგორ გამახარე❤❤❤ ძალიან დიდი მადლობა,ჩემო კარგო ,დიდი სტიმულია ჩემთვის❤❤ მალევე "გამოვამზეურებ" ახალ მოთხრობას ,ნუ გეგმაში მაქვს smile ❤❤❤

 



№12  offline წევრი Jinijini

ძალიან მოეწონა არაჩვეულებრივი იყო ... ვგიჟდები უკვე ამ მოთხრობაზე

 



№13 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან მაგარი იყო, ძალიან მომეწონა და ასე გააგრძელე♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent