შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უძილო ღამეები თავი 1


10-07-2018, 17:25
ავტორი i want
ნანახია 190

უძილო ღამეები თავი 1

თითქოს უგრძნობი სხეული ვარ,ვერაფერს ვგრძნობ. არც ბედნიერი ვარ არც უბედური. უბრალოდ ვარსებობ და ცხოვრებას მივყვები. ყოველი დღე წინანდელს გავს და არაფრით გამოირჩევა. დრო და დრო ვხატავ და ამით ვცდილობ ჩავახშო ყოველდღიური ერთფეროვნება, მაგრამ არ გამომდის. არაფერი იცვლება , ისიც არ ვიცი როგორ შევცვალო ან როგორი მინდა იყოს.
უბრალოდ ვიცი რომ დროში გაყინული არ მინდა ვიყო , არსებობა არ მინდა, მინდა ვცხოვრო. დრო გადის და თანდათან ცხოვრებას აზრი ეკარგება, ყველაფერი ერთფეროვანი ხდება, ყველა დღე ერთი სცენარით არის დაწერილი და შავ- თეთრ ფერებში გადაწყვეტილი.

ისევ დაღამდა. არ მეძინება, მომიწევს როგორც ყოველი ღამე ესეც გავათენო. დავიღალე ამ უსასრულო ღამეებით...
როგორ გავიყვანო დრო?
რა თქმა უნდა , ფიქრებში.
უკვე ათასჯერ წაკითხული წიგნივით დავუბრუნდები ჩემს ცხოვრებაზე ფიქრს და ისევ თავიდან წავიკითხავ.
ამ წიგნმაც დამღალა, რატომ არ შეიძლება უბრალოდ დავწვე და როგორც ყველა ნორმალური ადამიანი მეც ათიოდე წუთში ამოვუშვა ფშვინვა.

დღეს სავსე მთვარეა. მიყვარს მთვარის ყურება განსაკუთრებით მაშინ როცა იდეალურად მრგვალია .
ზოგჯერ ღია ცის ქვეშ აივანზე ვიძინებ. მაშინ განსაკუთრებით მიყვარს ღამის გათენება. ვერც კი წარმოიდგენთ რა სასიამოვნო მოსასმენია ჩიტების ჭიკჭიკი მაშინ როცა ცას ჯერ კიდევ არ შეპარვია სინათლე. საოცრებაა ნამდვილი.
აი ასეთი ღამეები არ მიყვარს ოთახში გამოკეტილი , სიბნელესა და სიჩუმეში ჩამკვდარი.
საწოლში ვწევარ და ვწრიალებ. ვერ ვიძინებ. თითქოს მთვარემ მომაჯადოვა და თავისკენ მიმიზიდა სრულიად უაზროდ ავდექი და აივანზე გავედი.
რა კარგია , გრილა. ნიავი სასიამოვნოდ უბერავს. სკამს მოაჯირთან ახლოს ვდგავ და ვჯდები. მოაჯირიზე ხელებს ვალაგებ და თავს ხელებზე ვდებ. ლამპიონებით განათებულ ქუჩას ვუყურებ.
ბნელა და ჩიტები მაინც ჭიკჭიკებენ, რაც იმას ნიშნავს რომ მალე გათენდება.

არ ვიცი რამდენი ხანია რაც ასე ვზივარ მაგრამ წამით არ შევრხეულვარ.
ხელზე სისველე ვიგრძენი, ჯერ ერთი შემდეგ მეორე.
წვიმას იწყებს გულში ვფიქრობ და ბედნიერებისგან მეღიმება.
როგორ მიყვარს წვიმა... ახლა უნაკლო ღამე იქნება!
ცას ნელნელა სინათლე ეპარება , იმის მიუხედავად რომ წვიმს და ნელნელა იმატებს მე ისე გაუნძრევლად ძალიან კომფორტულად ვზივარ და არაფერზე ვფიქრობ.
რამდენიმე წუთში ვითიშები და ასეთ ფორმაში მეძინება.

სიცივე მაფხიზლებს. დილაა უკვე!
ჩამძინებია.
არადა რა ტკბილად მეძინა.
ხელით თმას უკან ვიწევ და....
ღმერთო! სულ სველი ვარ.
თავსხმა წვიმაა. დავსველებულვარ.
ვიყინები, სახლში უნდა შევიდე.
აფსუს არადა რა ლამაზია...
თვალს ძლივს ვწყვეტ ამ საოცარ პეზაჟს და ოთახში შევდივარ.
საათს ვუყურებ და გაკვირვებისგან პირს ძლივს ვკეტავ. 12 საათი ყოფილა. რა დრო გასულა.
აბაზანაში შევდივარ წყალს ვივლებ და მალე გამოვდივარ.
თმას ვიშრობ, ტანსაცმელს ვიცვამ და ოთახიდან უჩვეულოდ კარგ ხასიათზე მყოფი გავდივარ.

მშობლების საძინებლის კარს ფრთხილად ვაღებ და ოთახს თვალს ვავლებ. ჯერ ისევ სძინავთ.
კარგია.
საათს ვუყურებ და 12: 40 - ია. სადაცაა გაიღვიძებენ.
სამზარეულოში გავდივარ და მაცივრის კარს ვაღებ. ვხედავ ყველს და რაც პირველი მახსენდება მჭადებია.
ვიღებ ფქვილს, ცომს ვზელ და გახურებულ ტაფაზე გულის ფორმებად გამოძერწილ მჭადებს ვალაგებ.
ვუალაა! ექსპერიმენტმა გაამართლა!
სახლში გემრიელი სურნელი დატრიალდა, როგორც ჩანს სწორედ ამ სურნელმა წამოყარა დედ-მამა ფეხზე და გულის ფორმის მჭადებმა საერთოდ შოკში ჩააგდო. ესეც სიურპრიზი!
მიზანი შესრულებულია! ესეც პირველი განსხვავებული დღე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბიბი

და რა გავიგოთ?

 



№2  offline წევრი i want

ბიბი
და რა გავიგოთ?

პირველი თავია და მეორედან უფრო განვითარდება

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიკა

კარგი იყო , მომეწონა. შემდეგ თავს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent