შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი (თავი 5)


11-07-2018, 00:27
ავტორი teengirllove
ნანახია 244

გვირილების დედოფალი (თავი 5)

თავი 5

-ანუ ყველაფერი რიგზეა ხო? - უკვე მესამედ ეკითხებოდა იოანე ექიმს
-დიახ ,უბრალოდ გაცივდა ,სხვა არაფერი ,წამლებს მისცემთ და დამთავრდება ,გაუვლის - მესამედვე პასუხობდა ,შიგადაშიგ კი მომაბეზრებლად ატრიალებდა თვალებს
-კარგით,ეგ ისედაც ცხადია - თავისთვის ჩაილილაპარაკა
-გოგონა ,რა მითხარით რა მქვიაო? - უცნაურად აკვირდებოდა
-ელიზა - დაბნეულმა უთხრა
-ელიზა ? გვარი?
-მას ამნეზია აქვს ექიმო ,ისე კარგი იქნება თუ გასინჯავთ ამმხრივაც
-რამდენი წლის ხართ, რა გიყვართ ყველაზე მეტად ,რისი გაკეთება შეგიძლიათ ,ესენი გახსოვთ?
-19 წლის ვარ, ყველაზე მეტად არ მახსოვს რა მიყვარს
-ჭამა - წამში გააწყვეტინა იოანემ ,გოგონამ ერთი შეუღრინა და ისევ ექიმს მიუბრუნდა
-რისი გაკეთება შემიძლია არც ის ,უმნიშვნელო რაღაცეები მახსოვს მარტო
-ჭიდან წყლის ამოღება შეუძლია კარგად - ისევ წამოსცდა და სიცილი აუტყდა
-გვაცადეთ თუ შეიძლება - ერთი შეუღრინა ექიმმა და ისიც წამში დასერიოზულდა
-ანუ ,ცხოვრებიდან მარტო ასაკი გახსოვთ?
-დიახ ,ხანდახან რაღაც მომენტებიც მახსენდება - წამოაყრანტალა
-მოიცა ეგ რატომ არ მითხარი? - წყენით გადახედა იომ
-არ მიმიქცევია დიდი ყურადღება
-მაგალითად რა?
-მაგალითად რაღაც ვარდისფერი ოთახი,კიდევ ქალის სახე..გუშინ უცებ ვიღაც კაცის სახე დამიდგა თვალწინ რომელიც რაღაც ბეჭედს მანახებდა -
-გასაგებია , მსუბუქი ამნეზიაა ,სავარაუდოდ მალე უნდა დაგიბრუნდეთ მეხსიერება ..კარგი იქნება თუ პოლიციაში წახვალთ და იმ ქალის პორტრეტს დაახატინებთ ,ვინც გაგახსენდათ ,იქნებ თქვენი ახლობელია ,ისინი მოძებნიან
-ვიფიქრებთ ამაზე
-კარგით, თავისუფკები ხართ ,ჩემი თხოვნა იქნება გოგონა არ გადაღალოთ
-გასაგებია ,ნახვამდის - ფეხზე წამოდგა იოანე და ექიმს წამლების ფურცელი გამოართვა ,შემდეგ მან და ელიზამ ერთად დატოვეს კაბინეტი..
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია ,სახლში მისულებს ანა და ჯეკო შეეგებათ ,მისაღებში დასხდნენ და კარგადაც მხიარულებდნენ ,ათას რამეზე საუბრობდნენ
-მე წავალ - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა
-სად?
-ოთახში, წყალს გადავივლებ
-აი შენი წამლები, ჭამამდე უნდა დალიო - იოანემ პარკი გაუწოდა ,შემდეგ კი თვალი გააყოლა კიბეებზე მიმავალ გოგონას
-იო! იო!
-გისმენ ჯეკო
-რაო ექიმაა ელიზაზე?
-უბრალოდ გაცივდა , მალე გამოჯანმრთელდება ,საშიში არაფერია
-ამნეზიაზე გეკითხება - წამში აუხსნა ანამ
-აა ,მსუბუქი ფორმით აქვსო ,მალე აღუდგება ნელ -ნელა - მოწყენილმა თქვა
-არ გინდა მეხსიერება დაუბრუნდეს? - წამში შეატყო ძმას დამწუხრება
-როგორ არა , რა სისულელეა - ორაზროვნად ჩაილაპარაკა
-ტყუი! არ გინდა
-რატომ არ უნდა მინდოდეს?! -ხმაში ბრაზე შეეპარა
-იმიტომ ,რომ მას რამე თუ გაახსენდა მაშინვე მის ოჯახში დაბრუნდება !
-მერე ,ეგ რა ცუდია?
-შენ არ გინდა ელიზას გაშვება იოანე ,მე ვხვდები ამას - ძმას თვალი თვალში გაუყარა
-ჯეკო მართალია იო ,მეც გატყობ როგორ სხვანაირად ექცევი ელიზას - ანამაც აუბა მხარი უმცროს დეიდაშვილს ,იოანემ წვერზე ხელი ჩამოისვა ,არ ელოდა სიმართლეს ორივე ასე პირდაპირ თუ აჯახებდა პირში
-სისულელეა ,რაებს ბოდავთ ,ელიზა ჩვეულებრივი გოგოა ,გაიხსენებს რაც გადახდა და ოჯახში დაბრუნდება ,მეკი ამის წინააღმდეგი არ ვარ ! - ფეხზე წამოიჭრა და გასასვლელისკენ წავიდა
-სად მიდიხარ?
-ოთახში ანა ,კიდევ გაქვს კითხვები?
-რატომ ბრაზდები ვერ ვხვდები,არ შეიძლება ჩვენი აზრი გამოვთქვათ?!
-არ ვბრაზდები, უბრალოდ დასვენება მინდა ! - ტონი შეარბილა და ოთახში შევიდა , ჯეკომ და ანამ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს
-თავი დაიწვა ამ საქციელით - თავისთვის ჩაილაპარაკა ჯეკომ
-შენ შენი ქცევებით იწვავ თავს
-მე?
-ხო შენ ,ფაქტია იოანეზე ეჭვიანობ
- რას ქვია ვეჭვიანობ, შეყვარებული კი არაა - სიცილი აუვარდა
- ჯეკო!
- კარგი ხო - მხრებში გასწორდა და წინ გადმოიწია - გამიგე, ელიზა ძალიან კარგი გოგოა ,მაგრამ იოანე ჩემთვის მშობლის მაგივრობას წევდა სულ, არასდროს მის ცხოვრებაში ჩემს გარდა არავინ ყოფილა ,ცოტა მიჭირს შეგუება იმის რომ კიდევ ერთი გამოჭნდა და ჩვენს შორის დგება
- თქვენს შორის არ დგება ჯეკო, იოანეს შენ ძალიან უყვარხარ,მან გაგზარდა ,ელიზა თუ შეუყვარდა იმას არ ნიშნავს ,რომ შენ არ ეყვარები
- ვიცი ანა ,არც იმდენად პატარა ვარ მაგდენს ვერ მივხვდე ..ვიცი ,ვიცი ეგოისტური საქციელი გამომდის ,ვცდილობ ასე სულელურად არ ვიქცეოდე
- ვიცი ,გამჩნევ ,გინდა ელიზა მიიღო -ოდნავ ჩაეღიმა
- კი,ხომ იცი მშობლების გარდაცვალების დროს ძალიან ოატარა ვიყავი, თითქმის ოთხი წლის , იმხელა დაღი დამასვა ახალ ადამიან ძნელად ვიღებდი ,ეს ისეთი რთულია იყო ყვეკასგან განსხვავებული
- შენ არ ხარ განსხვავებული - ხელი ხელზე დაადო
- ვარ ანა ,ვარ და ამას მეც ვამჩნევ ,ტვინში რაღაც მაქვს დაზიანებული, ეს ისედაც ხომ იცი...ვცდილობ ნორმალურ ბიჭებს დავემსგავსო, ძალ-ღონეს არ ვიშურებ ,წამლებიც მშველისავით
- მოგვარდება ყველაფერი
- ვიცი..თან არ მინდა ელიზამ ჩემს ძმას გული ატკინოს
- არ ატკენს
- მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ცხოვრება ჰქონდა მას ,იქნებ შეყვარებული ჰყავდა,ან გათხოვილი იყო?
- ნუ გამაგიჟე 19 წლის ასაკში რა გაათხოვებდა - სიცილი წასკდა
- რა ცოტა ხდება ეგეთი?
- არამგონია მაინც..
- ხო რავი ,მინდა იოანე ბედნიერი იყოს ,მე მივხედავ ჩემს თავს როგორმე ..- ჩაეღიმა ,ანასაც გაეღიმა
- ჯეკო,მომისმინე ..მერე რა ,რომ სხვებისგან განსხვავდები და ბავშვური ხარ, ჩვენ ყველას ასეთიც გვიყვარხარ, ნუ დაადანაშაულებ თავს ამაში, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მთავარი ესაა
- გმადლობ - თვალები აუცრემლიანდა ,ანა მისკენ მიიწინა და მაგრად მოჰხვია ზურგზე ხელები..

*****
ცოტახანს ფანჯარაში იყურებოდა ,შემდეგ წიგნების თაროსთან მივიდა ,ერთ-ერთი წიგნი ამოარჩია ,,გვირილების დედოფალი " და კითხვა დაიწყო ,ამბავი ერთ გოგონასა და მწყემს ბიჭზე იყო, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ..
ცოტახანსში დაინტერესდა ,უფრო კომფორტულად მოთავსდა,კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა ,ცოტახანში კი იოანეს თავიც გამოჩნდა
-შეიძლება?
-შემოდი - სავარძელზე შელაგებული ფეხები ჩამოსწია და წიგნი დახურა
-რას კითხულობ? - ინტერესით შეავლო ყდას თვალი
-რომანია ,,გვირილების დედოფალი "
-რა ხდება ,საინტერესოა?
-რავი კი ,ჩვენს ამბავს გავს ,მხოლოდ ერთი განსხვავებაა -მოწყენილმა ჩაილაპარაკა
-რა?
-აქ მთავარ გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ - თქვა და იოანეს ცისფერი თვალები მიანათა ,იოანემაც მიაგება თავისი შავი სფეროები და ყველაფერი გაჩერდა ,მხოლოდ ერთმამეთს შეჰყურებდნენ ,იმის იქით ვეღარაფერს ხედავდნენ,მზად იყვენენ ასე მჯდარიყვნენ და არ განძრეულიყვნენ..ოთახში სიჩუმე ჩამოწვა ,დაძაბულობაც კი იგრძნობოდა ,ბოლოს ისევ იოანე მოვიდა გონს და გოგონას თვალები მოაშორა,სადღაც შორს დაიწყო ყურება ,ელიზაც უხერხულად შეიშმუშნა ..არც ერთმა იცოდა რაზე დაეწყოთ საუბარი
- წამალი დალიე ? - ბოლოს ისევ იოანემ დაარღვია სიჩუმე
- კი - არ შეუხედავს ისე უთხრა
- თავს როგორ გრძნობ?
- კარგად ,არაფერი მაწუხებს
- გშია? - ღიმილით გადახედა ,ელიზასაც ჩაეცინა
- რომ გითხრა კითქო მეტყვი ღორმუცელა ხარო
- არ გეტყვი ,წამოდი ვჭამოთ - ფეხზე წამოდგა და ხელი გაიშვირა ,გოგონამაც მაგრად ჩასჭიდა თხელი თითები და უკან გაყვა ..
***
-აბა ,რას მიირთმევთ? - ღიმილით შეეგება ბავშვებს სამზარეულოში ლილი
-რავი , ჩვენ თვითონ მოვამზადებთ ლილ, შენ არ შეწუხდე - წინსაფარი აიფარა
-რას ამბობ შვილო, სამზარეულოში როდის იყო შემოდიოდი ?- გაოგნდა ქალი
-ეს პირველია ,მე და ელიზა მოვამზადებთ - თვალი ჩაუკრა იქვე ჩუმად მდგარ გოგონას
-არავითარ შემთხვევაში ! - ოთახში შემოვიდა ნორა ,ორივეს მკაცრი მზერა სტყორცნა - ლილი მომზადებს ყველასთვის!
-ჩვენ ჩვენით გვინდა მომზადება დეი
-შენ არ გევალება სამზარეულოში ტრიალი, ამ გოგონას ძაან თუ უნდა შეუძლია ლილის დაეხმაროს !
-ამას ელიზა ჰქვია , მერე მეორე მე მინდა მოვამზადო და არა ელიზას
-როდის აქედან ამზადებ ?!
-კაი რა ნორა ,რა გემართება ?!
-ძალიან არ მომწონხარ ამ ბოლო დროს იოანე
-რას ვაშავებ?
-ჰმ..ახლა აქ მაგას ვერ გავარჩევ
-კაი, აბა ლილი სადაა პროდუქტები ?- ღიმილით მიუბრუნდა ქალს
-მაცივარშია შვილო ყველაფერი
-არ მოამზადებ შენ და მორჩა ,კაცს მზარეულობა და სამზარეულოში ტრიალი არ ევალება ! - თავისას არ იშლიდა ნორა
-დეიდა!
-აღარ გავიმეორებ !
-კარგი - გაბრაზებულმა მოიხსნა წინსაფარი და იქვე დააგდო -წამოდი ! - ელიზას ხელი დაავლო და კარებისკენ წაიყვანა
-სად მიდიხართ?! - დეიდის კითხვა დააიგნორა ,გოგონა გარეთ გაიყვანა და მანქანაში ჩასვა ,თვითონ საჭესთან მოთავსდა და ღვედი შეიკრა
-სად მივდივართ? - გაკვირვებულმა ჰკითხა ელიზამ
-ნიკუშასთან - ჩაეღიმა
-თქვენი ოჯახის ახლობელი რომაა იმასთან?
-კარგი მახსოვრობა გქონია
-დიახ ..იქ რა გვინდა?
-სად?
-ნიკასთან
-იქ უნდა დაგტოვო
-რა ?- თვალები გაუფართოვდა - იქ..რატომ?
-რავი , ნორას კომენტარებს რომ აღარ უსმინო
-არ მაწუხებს - მხრები აიჩეჩა
-რავი,რავი ..
-კაი რა ,მართლა არ მაწუხებს ,არ მინდა ნიკასთან დარჩენა
-ჩემთან გირჩევნია? - ყურებამდე გაიკრიჭა
-კი - დაუფიქრებლად წამოროშა
-ანუ აღარ დაგტოვო?
-არა! -იოანეს სიცილი აუტყდა -რა გაცინებს?!
-ბავშვი ხარ
-თვითონ ხარ ! - ხელები გულზე დაიკრიფა
-ნუ ტლიკინებ თორემ დაგტოვებ ნიკასთან
-იცოდე თუ დამტოვებ ...- მუქარის მიზნით საჩვენებელი თითი აღმართა
-რაა?
-რადა...გცემ - რაც პირველი მოაფიქრდა ის თქვა ,ამას კაცის ხარხარიც მოყვა
-მცეემ? შენ მეე?
-დიახ ,ჯოხით!
-თან ჯოხით - სიცილს არ წყვეტდა
-არამგონია სასაცილო იყოს
-მე მეცინება
-ხოდა იცინე ! - მკვახედ მიახალა - მართლა რატომ მივდივართ?
-მივალთ და გაიგებ
-სანამ მივალთ მითხარი
-ნწ..
-იოანე ,რატომ მივდივართ იქ ?
-აუ რამდენი ლაპარაკი გიყვარს
-მე?
-დიახ შენ
-ხმას აღარ ამოვიღებ ,აი ნახავ !!
-მადარდე - მხრები აიჩეჩა ,გოგონამ ერთი შეუბღვირა და ფანჯრისკენ მიბრუნდა ,მთელი გზა ხმა არ გაუცია ,არც მანქანა რომ გაჩერდა მაშინ უკითხავს რამე ,ისე გადავიდა იოანესთვის ერთხელაც არ გადაუხედავს ,რა თქმა უნდა ბიჭს ეს არ სიამოვნებდა ,მაგრამ თან მოსწონდა კიდეც ..
-ვახ ,ვახ ამას ვის ვხედავ ,თავად იოანე მობრძანებულა - მხიარულად შეეგება ნიკა მეგობარს ,ხელი მოხვია და სახლისკენ შეუძღვა
-რავა ხარ ნიკოლოზ ძმა - სასაცილო ხმით მიუგო
-კარგად თავად? სად დაიკარგე ტო,ასე უნდა?
-რავიცი,საქმეები ,ისა ,ესა - მხრები აიჩეჩა ,ელიზა ორივეს თვალებგაფართოებული უყურებდა ორივეს ,ნიკა ერთი ათჯერ აათვალიერა ,სიმპატიური იყო -ღია ფერის თვალებით, დაბალზე წვერით ,შავი თმითა და საოცარი ღიმილით
-ეს გოგონა ვინაა? - ახლაღა შეამჩნია იქვე მდგარი ელიზა
-ეს ელიზაა ,ჩემი მეგობარი
-სასიამოვნოა ,ნიკა - ხელი გაუწოდა
-ელიზა - გოგონამაც გაუღიმა
-შემოდით - წინ გაუძღვა -აბა ,რამ შეგაწუხათ?
-სამზარეულო უნდა დაგვითმო
-რაა? - გაჩერდა და გაოცებულმა გადმოხედა - მთვრალი ხარ?
-არა ბიჭო, ნორამ გაჭედა იქ ,სამზარეულოში კაცი ვის გაუგიაო ისაო,ესაო ..კაროჩე რა ,ხოდა მე მინდა ელიზას ჩემი გაკეთებული კერძი გავასინჯო - გვერდულად გადმოხედა მასზე ერთი თავით დაბალ ,ქერა არსებას ,რომელიც დიდ
წითეკ ტუჩებს იკვნეტდა და გარემოს ათვალიერებდა
-კარგით ,მაშინ თქვენთვის მომინდია ჩემი სამზარეულო - ღიმილით დაჰკრა მეგობარს მხარზე ხელი,-ხო მართლა ,ანა და ჯეკო როგორ არიან?
-კარგად ,სახლში დავტოვე
-წამოგეყვანა რა ,რამდენი ხანია არც ისინი მინახავს
-მოდი სტუმრად და ნახავ მერე
-ხო გამოვივლი - სამზარეულოში შეუძღვა ,აჩვენა სად რა იყო და მარტო დატოვა ,ელიზა ისევ არ იღებდა ხმას ,იქვე შემოჯდა დახლზე ,ვაშლი აიღო და გემრიელად აგემოვნებდა ,შიგადაშიგ ტუჩებს ილოკავდა ,იოანემაც კარგად მოირგო წინსაფარი,პროდუქტები გამოალაგა და საგულდაგულოდ გარეცხა ,ელიზასკენაც აპარებდა თვალს ,მაგრამ გოგონა ზედაც არ უყურებდა ..ბოლოს ყელში ამოუვიდა ასე ყოფნა
-დიდხანს უნდა ახრამუნო ეგ ვაშლი?
-...
-დამუნჯდი?
-...
-ელიზა ნერვებს მიშლი ! - გაბრაზებულმა გახედა ,მაგრამ გოგო ზედაც არ უყურებდა
-ელიზა!
-...
-ამოიღე ხმა !
-...
დანა მაგიდაზე გაბრაზებულმა დააგდო და გოგონას პირდაპირ წინ აესვეტა ,ნერვებს უშლიდა მისი იგნორი,სიჩუმე და საერთოდ ასეთი საქციელი..
-ახლა არ ვიცი რას გიზამ ,თქვი რამე !
-თვითონ მითხარი ბევრს ლაპარაკობო ! - წარბშეკრულმა შეხედა
-მე ის არ მითქვამს საერთოდ არ ილაპარაკოთქო
-მაგრამ შენ ჩემი ლაპოარაკით შეწუხდი, ხოდა ჩუმად ვარ!
-ვერ ავიტან ასე ჩუმად რომ იყო !
-რატომ? შენ ხომ არ გადარდებს
-ჯანდაბა ! მადარდებს,თანაცა ძალიან მადარდებს ,ვერ ვიტან ასე რომ ზიხარ,ვერ ვიტან შენი ხმა რომ არ მესმის ,ვერ ვიტან ზედაც რომ არ მიყურებ ! - მოთმინება დაკარგულმა მიაყარა სხაპასხუპით და პირდაპირ მიაჩერდა ,ელიზას კი თვალები გაუფართოვდა ,გაოცებისგან პირი დააღო და ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა ეთქვა
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ მითხარი ეს ,რატომ გადარდებს მე სად გავიხედავ, რას ვიტყვი ან რას ვიზამ? -ა პასუხი თვითონაც არ იცოდა ,ცოტახანს ჩუმად იყო
-უბრალოდ ასეთს შეგეგუე ,მხიარულს ,ტლიკინას და ჯიუტს..-ოდნავ ჩაეღიმა, ელიზასაც ჩაეღიმა ,არ იცოდა რატომ ,მაგრამ ავტომატურად მოხვია წელზე ხელები და გულზე აიკრა ,ძალიან მაგრად მიიხუტა ,ცხვირი მის კისერში ჩარგო ,მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა ,თმაზე გადაუსვა ხელები, არ უნდოდა გაეშვა..ელიზა ჯერ გაოცდა ,არ ელოდა მისგან ასეთ საქციელს , შემდეგ თვითონაც მოხვია დაკუნთულ ბეჭებზე თხელი ხელები და მაგრად აეკრა ტანზე ..
-არასდროს შეიცვალო - ჩუმად უჩურჩულა ყურში ..
-იოანე მე..შენ..
-რაა? - ხელები შეუშვა და თვალებში ჩააჩერდა
-შენ პიტნის სუნი აგდის - ღიმილით უთხრა ,კაცს ერთი წუთით გადაურბინა სახეზე იმედგაცრუებამ ,შემდეგ ისიც გაიკრიჭა
-შენ კი გვირილების ..
-მშია
-ვამზადებ - წამში მოშორდა და მზადებასскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი ლათინო

იიი პირველი ვარ! მიხარი ძალიან მიხარია შენდა უნებურად რომ შეასრულე ჩემი თხოვნა. ამათი ამბები ხო მიხარი და მიხარია და ნუ მოკლედ. ახალ თავს ველოდები ♥♥♥♥♥

 



№2  offline წევრი teengirllove

ლათინო
იიი პირველი ვარ! მიხარი ძალიან მიხარია შენდა უნებურად რომ შეასრულე ჩემი თხოვნა. ამათი ამბები ხო მიხარი და მიხარია და ნუ მოკლედ. ახალ თავს ველოდები ♥♥♥♥♥

ვეცდები დავდო ახალი ხვალ :))) ანუ ისევ შენი რაღაცნაირი ისტორიაა ხო? :)))

 



№3 მოდერი gogona migraciidan

ისევ დებილივით რომ ვიღიმი იცი?
ვაიმეეე გავგიჟდი მიყვარს ამათი ჩხუბები მერე შერიგებები ძალიან მაგარია მართლაა, მაგრამ მე რომ უფრო ესრთი ვინემს გამოჩენა მომეწონა ხომ იცი? სახელს არ ვიტყვი თორემ ისევ გამომიხტებიან :დდდდ
მოკლედ ძაან საოცრება იყო ბედნიერებით ავივსე ჯერ ის წავიკითხე მთვარე გოგოს ისტორია ახლა ეს და უფრო გავბედნიერდი, ამ ყველაფერში ისიც დამავიწყდა ჯერ რომ არაფერი მიჭამია და მომშივდა :დდდ
ჩემი საოცრება გოგო როგორ მიხარიხართ მე თქვენ რაა ❤

 



№4  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
ისევ დებილივით რომ ვიღიმი იცი?
ვაიმეეე გავგიჟდი მიყვარს ამათი ჩხუბები მერე შერიგებები ძალიან მაგარია მართლაა, მაგრამ მე რომ უფრო ესრთი ვინემს გამოჩენა მომეწონა ხომ იცი? სახელს არ ვიტყვი თორემ ისევ გამომიხტებიან :დდდდ
მოკლედ ძაან საოცრება იყო ბედნიერებით ავივსე ჯერ ის წავიკითხე მთვარე გოგოს ისტორია ახლა ეს და უფრო გავბედნიერდი, ამ ყველაფერში ისიც დამავიწყდა ჯერ რომ არაფერი მიჭამია და მომშივდა :დდდ
ჩემი საოცრება გოგო როგორ მიხარიხართ მე თქვენ რაა ❤

ჩვენც გვიხარიხარ ხომ იცი, მიხარია ასე რომ მოგწონს , ისიც ვიცი ვისი გამოჩენა გაგიხარდა და ვეცდები კიდევ ხშირად გამოვაჩინო ხოლმე :))

 



№5  offline წევრი .M.A.R.I.

აუ ნეტა
განახა რა
სახე მაქვს
მოკვდები
სიცილით
გეფიცები
ყოველთვის
რამე ასეთს
რომ ვკითხულობ/ვკითხულობდი
სიცილით ვკვდებოდი
და ვამბობდი
"კაიით"
და ხო
ისე
შენმა მოთხრობამ
შეძლო და
"სიყვარული" შემაყვარა
დებილურად ჟღერს
მაგრამ ასეა❤:))
დებილივით ვუღიმი
თვალები კიდევ
მიბრწყინავს
აი ასე
პატარა რაღაცას
შეუძლია ადამიანი
ბედნიერი გახადოს
და უნდა
გიხაროდეს რომ
ეს პატარა რაღაცა
შენი ისტორიაა blush
რავი საოცრებაა
სიტყვებსაც ვეღარ
ვფიქრობ ტვინი
იმდენად დამიბინდა
ამ მოთხრობამ
უბრალოდ იცოდე
რომ საოცრებაა!❤
:))

 



№6 მოდერი ლათინო

teengirllove
ლათინო
იიი პირველი ვარ! მიხარი ძალიან მიხარია შენდა უნებურად რომ შეასრულე ჩემი თხოვნა. ამათი ამბები ხო მიხარი და მიხარია და ნუ მოკლედ. ახალ თავს ველოდები ♥♥♥♥♥

ვეცდები დავდო ახალი ხვალ :))) ანუ ისევ შენი რაღაცნაირი ისტორიაა ხო? :)))


რათ უნდა მაგას კითხვააა?!

 



№7  offline წევრი teengirllove

.M.A.R.I.
აუ ნეტა
განახა რა
სახე მაქვს
მოკვდები
სიცილით
გეფიცები
ყოველთვის
რამე ასეთს
რომ ვკითხულობ/ვკითხულობდი
სიცილით ვკვდებოდი
და ვამბობდი
"კაიით"
და ხო
ისე
შენმა მოთხრობამ
შეძლო და
"სიყვარული" შემაყვარა
დებილურად ჟღერს
მაგრამ ასეა❤:))
დებილივით ვუღიმი
თვალები კიდევ
მიბრწყინავს
აი ასე
პატარა რაღაცას
შეუძლია ადამიანი
ბედნიერი გახადოს
და უნდა
გიხაროდეს რომ
ეს პატარა რაღაცა
შენი ისტორიაა blush
რავი საოცრებაა
სიტყვებსაც ვეღარ
ვფიქრობ ტვინი
იმდენად დამიბინდა
ამ მოთხრობამ
უბრალოდ იცოდე
რომ საოცრებაა!❤
:))

vaimee , ar vici ra gitxra ,ai martla ,davmunjdi...ise mixaria aseti shegrdznebebi rom gagigvidza , madloba rom gamoxatav shens emociebs ;))

 



№8 წევრი mirandaa31

ძალიან საყვარლები არიან <3 ეს ნორა მოჯდეს რა თავის ადგილას, ნერვებს მიშლის :დ ძალიან კარგიაა
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent