შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უძილო ღამეები თავი 2


11-07-2018, 18:17
ავტორი i want
ნანახია 157

უძილო ღამეები თავი 2

სამზარეულო მივალაგე და ჩემს ოთახში გადმოვინაცვლე. საწოლზე წამოვწექი და სახეზე ხელები დავიფარე. ცოტახანი ფიქრებში ჩავიძირე , რამდენიმე წუთში წამოვფრინდი და ნოუთბუქი მაგიდიდან საწოლზე გადმოვდე.
ყურსასმენები მივუერთე და სიმღერები ჩავრთე, როგორც მჩვევია მშვიდი და დეპრესიული. თვალები ცოტახანს მივნაბე. შემდეგ გამოვცოცხლდი და ინტერნეტში რაღაცის ძებნა დავიწყე. ვეძებ.. ვეძებ... თავადაც არ ვიცი რას.
მაგრამ... ვიპოვე! სიხარულისგან სადაცაა ხტუნვას დავიწყებ. სურათი ვიპოვნე გვირილა წვიმაში.
ფურცელი და ფანქარი ავიღე და ძალიან პატარა ზომის გვირილა და რამდენიმე ქვევით მომავალი წვეთი დავხატე. შემდეგ ეგრედწოდებული ,,კალკა" მოვახიე და ნახატი მასზე გადავიტანე.

უცბად კარი გაიღო ნახევრად და დედამ თავი შემოყო.
- აუ ნინა, ჩვენ მივდივართ და კარი დაკეტე რა.
- აა კაი. სად მიდიხართ?
- მამაშენის თანამშრომელი გარდაიცვალა და პანაშვიდზე მივდივართ.
- აა კაი. ტერიტორიულად ?
- ვარკეთილში.
- ეუჰ! - შევიცხადე, გულში კი გამიხარდა, დააგვიანდებათ.

მშობლები გავაცილე თუარა ოთახში დავბრუნდი და ჩემი საქმიანობა გავაგრძელე.
თმა მაღლა ავიწიე რათა ხელი არ შემიშალოს და მშობლების ოთახში შევედი.
წამლების ყუთი გადმოვიღე და სპირტი , ნიშადური და სტერილური ბამბა ამოვიღე. ოთახში შევედი სიმღერები ხმაღლა ჩავრთე და აბაზანაში ჩემი ატრიბუტიკით შევაჭერი. სარკის წინ ტუში და ნემსი დავდე, მაისური მაღლა ავიწიე და სასურველი ადგილი შევარჩიე. ნახატი მკერდის ქვეშ გადავიტანე და სპირტის ბოთლს თავსახური მოვხადე.
თვითონაც არ ვიცი რას ვაკეთებ, ან საიდან ვიცი ამის გაკეთება მაგრამ ერთადერთი ის ვიცი რომ ჩემს სურვილს ვიოკებ.
თვალებს ვხუჭავ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ნემს და ტუშს ვიღებ და ტატუს კეთებას ვიწყებ.

მტკინვეული იყო მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ. მომწონს! კიდევ ვცდი.
ოთახში შევდივარ და საწოლზე ვწვები. კომპიუტერში კალენდარს ვნახულობ და დღეებს ვითვლი. 6 დღეში სკოლის სახით ტანჯვა მეწყება.
მეთერთმეტე კლასი... ვფიქრობ და გული მიჭერს ამის გახსენებაზე.
მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. ნაწილობრივ ბედნიერიც კი ვარ. როგორც იქნა დადგება ის დღე როდესაც მის ნახვას შევძლებ.
უკვე ექვსი თვეა რაც ლაშაზე ვფიქრობ, სრულიად უიმედოდ მაგრამ მაინც.
მასზე ფიქრებმა მისი სახე მომანატრა და სოციალურ ქსელში მისი სურათების თვალიერებას მოვყევი. ვგრძნობ რომ სახე უნებურად მებადრება მისი სახის დანახვისას და საკუთარ თავს იდიოტიზმში ვიჭერ.
ის მე არც მიცნობს. ნანახი ვყავარ, შეიძლება შორიდან მიცნობს , მე ხომ სკოლაში ერთადერთი მხატვარი ვარ.
ვინც გაიგო რომ ის მომწონდა, ყველა ძალიან გაოცდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაც საშინელებაზე იყოს ლაპარაკი და არა ადამიანზე. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ სხვებზე უკეთ მე ვიცნობ. მე მასში ის შევამჩნიე რაც არავის არასდროს დაუნხავს და არც კი უფიქრია რომ დაენახა, და სწორედ ეს შემიყვარდა მასში.
ის დღე რომ მახსენდება... აი მაშინ კი ნამდვილად ვგრძნობ მუცელში პეპლებს. სასიამოვნო გრძნობაა, როცა ვინმე გიყვარს, მაგრამ ძალიან მტანჯველი. ჩემს შემთხვევაში ეს გრძნობა ყოველთვის ცალმხრივია და არანაირი შანსი არ მაქვს...

ალბათ სანამ მას არ დავინახავ ფერადი დღეები არ აღმიდგება.
ახლა მხოლოდ ის მინდა რომ არდადეგების ბოლო დღეები ყველანაირად გამოვიყენო და რაღაც შევცვალო ჩემს თავში.

სარკესთან ვდგები და საკუთარ თავს ვათვალიერებ.
მახინჯი არ ვარ მაგრამ არც საოცრება.
თაფლისფერი თვალები და ამავე ფერის თმა მაქვს, სწორი ცხვირი და ნორმალური ზომის ტუჩები. გამხდარი ვარ მაგრამ იდეალური და უნაკლო სხეულით ვერ დავიკვეხნი.
პირველი რასაც მივადექი თმაა. გრძელი და ძალიან სქელი.
შემიძლია შევიღებო ან შევიჭრა.
მაკრატელს ვიღებ და თმას ოდნავ ვიმოკლებ.
- რა საჭიროა სალონი, როცა თავად შემოქმედი ხარ. ჩემთვის ვბუტბუტებ და საკუთარ თავზე მეცინება.
სრულიად მოულოდნელად ტელეფონზე ზარი რეკავს. რა თქმა უნდა ნიაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი.
- გისმენ
- რაიყო გეძინა ?
- არა
- აბა რა გჭირს
- ტატუ გავიკეთე ჩემით და მტკივა. - ზუსტად ვიცოდი მისი რეაქცია და წვალება არ დავუწყე პირდაპირ ვახალე.
- რა? რა ქენი?
- რაც გაიგე- ისეთი სერიოზული ხმით ვუთხარი მიხვდა რომ არ ვხუმრობდი. ის კი ჩემს გამოხტომებს მიჩვეულია და დიდი გაკვირვება აღარ გამოუხატავს.
- გადაირიე? დროზე სურათი! - ყურში ჩამყვირა და გამითიშა.
მეც მაისურს ვიწევ, სურათს ვიღებ და ვუგზავნი.
ტელეფონი ისევ რეკავს. ყურმილს ვიღებ და ბოლო ხმაზე ყვირის რამაგარიაო და მეც გულგახეთქილი ვპასუხობ
- რა გაკივლებს ? ჯანმრთელი ხარ?
- აი მე კი, შენ არა! როგორ არ მითხარი!
- გამაჩერებდი...
- მართალი ხარ, მაგრამ უნდა გეთქვა!
- ოო კარგი .
კიდევ დიდ ხანს ვილაპარაკეთ შემდეგ კი კარზე კაკუნი იყო და გავუთიშე. მშობლები დაბრუნდნენ და ცოტახნით ლაპარაკს შევყევი.
საუბარი რომ დავასრულეთ ოთახში შევედი და ნოუთბუქს მივუჯექი. ტელეფონი ავიღე და facebook- დან გამოსვლას ვაპირებდი როცა საკუთარმა სურათმა თვალი მომჭრა.
დავიღუპე! მოვკლავ ამ გოგოს მე!
ჩემი ტატუს სურათი აუტვირთავს, ესეც არ იკმარა და სურათზე მომნიშნა.
ყვირილი და ყველაფრის დალეწვა მინდოდა მაგრამ უცბად შოკისგან გავიყინე.
აი მაშინ ჩემი ემოციები საბოლოოდ განულდა და ნულს ქვევით ჩავიდა როცა სურათზე ლაშა დვალმა დამი- ,,ოჰო"- ვა.
აკანკალებული ხელით დავაჭირე მის სახელს და მის გვერდზე გადავედი. ხელს ძლივს ვიმორჩილებდი და თვალებიდან ძლივს ვიხედებოდი, არ ვიცი რა მომიფრიალდა თავში და მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე.
შოკიდან გამოსვლა ვერ მოვასწარი რომ რამდენიმე წუთში დამიმატა.
ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა ვიგრძნო, მთელი სამი თვე ყოველგვარი ემოციებით დაცლილი ვიყავი ახლა კი სადაცაა გავგიჟდე.

- შე facebok- ის მონავ! რა გააკეთე ნორმალური ხაარ? - გაგიჟებული ვარ და არ ვიცი როგორ გავლანძღო.
- 1-1
- აღარ დამენახო!
- კაი რა იყო.
ნიამ დიდი ხანი მაწყნარა და შემომირიგა. მერე ლაშაზეც მოვუყევი და ცოტა მომეშვა.

საღამოა. მუდმივად მასზე ვფიქრობ. მთელი ეს დრო თავს ვარიდებდი მასზე ფიქრს რათა საკუთარი თავისთვის ტყუილი იმედები არ მიმეცა, ახლა კი სრულიად არეული ვარ.
უცბად თავში რაღაცამ დამარტყა და აბაზანაში შევედი. ნემსი და ტუში ავიღე მაისური ავიწიე და გვირილასთან ერთი ნოტი მივახატე. მეღიმება. აქ ყველაფერი სიმბოლურია. გვირილა - მე, ნოტი - ლაშა, წვიმა - უძილო ღამეები.

დაღამდა. ძილი არ შემიძლია. საწოლისკენ არც გამიხედავს პირდაპირ აივანზე გავედი.
ხელში ტელეფონი მიჭირავს და ყურსასმენებში მის ხმას ვუსმენ. ხმას რომელმაც მომაჯადოვა და თავი შემაყვარა.
ჩუმად ჩავიწერე როცა მღეროდა.
ხმას რომ თავი დავანებოთ ეს სიმღერაც ზუსტად ისეთია სულ რომ მას მახსენებს და ყოველი მოსმენისას ჩემი დაწერილი რომ მგონია-,,ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო".скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent