შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 5] (18+)


11-07-2018, 18:51
ავტორი ჰაიკო
ნანახია 293

წყურვილი [ნაწილი III, თავი 5] (18+)

ამ ქარიან, შფოთიან ღამეს სალემის ქუჩები თითქმის მთლიანად დაცლილიყო ხალხისგან, მხოლოდ აქა-იქ შეხვდებოდით ეულად მოხეტიალე საკმარისად ნასვამ მამაკაცებს, რომლებსაც უკვე მოესწროთ რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლიანი სასმელით ყელის ჩაკოკლოზინება.
ბნელი, ბოროტი ღამე იდგა, ცაზე ვარსკვალვები და ჩამუქებული ღრუბლები ქარიშხლის ძალის მოქმედებით ერთმანეთს ცვლიდა. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ატლანტის ოკეანიდან მომავალი ტორნადო უახლოვდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლება ბუნების ამ სასტიკ შემოტევას ყოველ წუთს ელოდა, ამიტომ ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებდა, მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი სახლიდან გარეთ გასვლისგან, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაურკვეველი ვადით შეწყდა სწავლება, დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სალემი უძლიერესი გრიგალის დასახვედრად ემზადებოდა...სრული შემადგენლობით იყო მობილიზებული შერიფის დეპარტამენტი, სამედიცინო დაწესებულება ექიმ ალდო ტომპსონის ხელმძღვანელობით, გადაუდებელი სიტუაციების სამსახური და მსგავსი სამსახურები, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.
ისევე, როგორც სალემის ყველა საზოგადოების თავშეყრის ადგილი, ქალაქგარეთ მდებარე ბარიც დაეკეტათ, ამას მოწმობდა შენობის კარზე გამოკიდული "CLOSED" აბრა, მაგრამ კარგად დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევდა კარის ღრიჭოებიდან გამომავალ სუსტ შუქს.
ბარი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა კლიენტი, მას ოდნავ შეჭაღარავებული ქერა თმა უკან გადაევარცხნა, შევერცხლილი წვერი მოკლედ შეეკრიჭა და ზურმუხტივით მწვანე თვალებით დაფიქრებით ათვალიერებდა ოფიციანტის მიერ მორთმეულ მენიუს წიგნაკს. პირველყოფილ ვამპირთა კლანის ძლევამოსილი ლიდერის გუნება-განწყობილებაზე სინოპტიკოსთა პროგნოზი აშკარად ვერ მოქმედებდა.
- სერ...
- ერთი წუთით, გთხოვთ, - გაბრიელმა თითი ასწია და თვალით ჩამოჰყვა კერძების ჩამონათვალს.
ოფიციანტმა უხმოდ დაუქნია თავი და მოთმინებით აღჭურვილი დაელოდა ამ აბეზარ კლიენტს, რომელიც თავაზიანობაში გალესილი მუქარის წყალობით შემოიჭრა უკვე დაკეტილ ბარში და ვახშმობასაც აპირებდა. უნდოდა, თავისი უკმაყოფილება გამოეხატა, მაგრამ საოცრად აშინებდა ამ დახვეწილი, ელეგანტური მამაკაცის უცნაური, ძველმოდური მანერები და უცნაურად მომზირალი თვალები.
- თიკნის მწვადი, მწარე სოუსით, - როგორც იქნა მოიღო მოწყალება გაბრიელმა.
ოფიციანტმა უხმოდ ჩაიწერა შეკვეთა.
- სასმელს რომელს ინებებთ, სერ? - უკიდურესი თავაზიანობით ჰკითხა, ეს უცნობი არასდროს ენახა სალემში და მითუმეტეს ბარში, სადაც უკვე თითქმის ათი წელი სრულდება, რაც მუშაობდა.
გაბრიელმა შევერცხლილი წვერი ზანტად მოიწიწკნა.
- ღვინო, - მიუგო მცირე ხნის შემდეგ, - ფრანგული.
- გასაგებია, - თავი დაუკრა ოფიციანტმა და წავიდა.
გაბრიელი სკამზე გადაწვა და სანამ ოფიციანტი შეკვეთას მოიტანდა, სიგარეტს მოუკიდა და ფიქრებში წავიდა. მის სხარტ გონებაში ელვასავით მოკიაფე ფიქრები კი სულაც არ იყო ფერადი, უფრო შავ-თეთრი ეთქმოდა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში-რუხი. მისი კლანი დაშლის პირას იყო, კოვაქსი უპირობოდ მოკვდებოდა, თუ უკვე არ იყო მკვდარი, ლუციუსი მას არ ენდობოდა, მაგრამ პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს გარეშე თითსაც ვერ დააკარებდა, კონორი სადღაც ახლო-მახლო იყო, მაგრამ ალბათ მისი სალემში ჩამოსვლა იყნოსა და ჯერჯერობით თავს არ ამჟღავნებდა...
გაბრიელმა უცებ აღმოაჩინა, რომ ოფიციანტი იგვიანებდა, თვალები მოჭუტა, კატასავით ფრთხილად წამოდგა და ბარის სამზარეულოს მიმართულებით გაემართა.
სამზარეულოში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ფილებით მოპირკეთებულ ოთახში დამწვრის სუნი იგრძნობოდა და მცირე კვამლიც გამეფებულიყო ოთხკუთხა სივრცეში, რაც განიერ ტაფაზე დანახშირებული ხორცის ბრალი იყო. გაბრიელმა ჰაერი ყურადღებით დაყნოსა და მაშინვე იგრძნო მომლაშო სუნი, რომელიც მხოლოდ ერთ ნივთიერებას შეიძლება ჰქონოდა. ის ოდნავ მოიხარა წელში და ყურადღება გაამახვილა, შემდეგ ნელა გადააბიჯა უბედური ოფიციანტის დასახიჩრებულ, თავმოგლეჯილ გვამს, სამზარეულოს ცენტრში შესდგა და ოთახს თვალი მოავლო.
უეცრად წინ ჩრდილმა ჩაუქროლა წარმოუდგენელი სისწრაფით და მკერდში ძლიერი დარტყმა მიაყენა, გაბრიელი ადგილს მოსწყდა და უკან, მაგიდებისკენ გაფრინდა, მაგრამ ჰაერშივე მოიკრიბა კონცენტრაცია, საკუთარი მაგიდის გვერდით ცალ მუხლზე დაჩოქილი დახტა, ოთახს სწრაფი მზერა მოავლო და ყრუდ დაიღრინა, ვიღაც თავხედი ბედავდა და მას თავს ესხმოდა, მას-გაბრიელს, პრიმუმთა კლანის დამაარსებელს და ლიდერს.
ოთახში კვლავ სიწყნარე და სიმყუდროვე სუფევდა, კედლის დიდი საათი მონოტონურად წიკწიკებდა.
- ვინ ხარ? - ხმამაღლა მიმართა სივრცეს გაბრიელმა და ნელა წამოდგა ფეხზე, - ალბათ არ იცი, ვის ესხმი თავს.
გარეთ დაიქუხა და ბარში ელექტროენერგია გაითიშა, მაგრამ ეს სულაც არ იყო პრობლემა, გაბრიელი მშვენივრად ხედავდა სიბნელეშიც, მართალია მთლად ისე ვერა, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ არც ამას დაეწუნებოდა რამე.
მის წინ კვლავ ჩაიქროლა ჩრდილმა, გაბრიელი წამის უსწრაფესად შებრუნდა მისი მოძრაობის მიმართულებით და თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა, მის მაგიდასთან მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იჯდა, პროფილით გაბრიელისკენ და აუჩქარებლად აბოლებდა სიგარეტს, გაბრიელმა მაშინვე შენიშნა საშინელი ნაიარევი, რომელიც მთელ სახეზე გასდევდა თავდამსხმელს.
- მარკუს...
- მეც მიხარია შენი ნახვა, გაბრიელ, - ცივად მიუგო მარკუსმა და სკამიანად შემობრუნდა მისკენ.
გაბრიელი ყურადღებით დააკვირდა, მარკუსთან სიფრთხილე იყო საჭირო, ის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერი პირველყოფილი იყო პრიმუმთა შორის, ასე მარტოდმარტო მის პირისპირ გაბრიელს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ საყოველთაოდ ცნობილ საკუთარ მზაკვრობას მოუხმო და სახეზე მაშინვე აიფარა კეთილი მასპინძლის ნიღაბი. მარკუსის მზერა, როგორც ყოველთვის უსიცოცხლო და მელანქოლიური იყო.
- ისევ ფორმაში ხარ, - გაბრიელმა თავი გააქნია სამზარეულოსკენ.
- დანას წამოავლო ხელი, - უემოციოდ უპასუხა მარკუსმა.
გაბრიელმა უხმოდ დაუქნია თავი, მაგიდას შემპარავი ნაბიჯით მიუახლოვდა და მარკუსის პირისპირ ჩამოჯდა.
- თითქმის არ შეცვლილხარ, - თქვა გაბრიელმა მცირე ხნის შემდეგ.
- ვითომ? - მარკუსმა ჩაიქირქილა, შემდეგ დასერიოზულდა და გაბრიელს მიაპყრო მზერა, - ვიცოდი, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდი... მაგრამ ეს სიფრთხილე..
- მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, - შეაწყვეტინა გაბრიელმა.
- ჰო, - დაეთანხმა მარკუსი და ნაიარევზე ხელი ჩამოისვა, - მაგრამ არა საკუთარი კლანის წევრების მიმართ, - ის ოდნავ წინ გადმოიხარა და მწვანე თვალებში ჩააჩერდა კლანის მეთაურს, - გაბრიელ, რა ხდება? ამდენი გვამები, ამდენი ფარული ზრახვები, კოვაქსის სასიკვდილოდ გაწირვა..
გაბრიელს არაფერი უპასუხია, სიგარეტს მოუკიდა, ღრმად ჩაისუნთქა.
- რა საჭირო იყო კოვაქსის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება? - იკითხა მარკუსმა, - თან ასეთ დროს, როდესაც ყველა ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდა.
გაბრიელმა სუსტად გაიღიმა და თვალები მოჭუტა.
- ამაზე მეც ვიფიქრე, მერწმუნე, ის ყველაზე ძალიან მე მეცოდება, მაგრამ ის თავს დამესხა, მარკუს, შენ ხომ იცი, რომ ეს დაუშვებელია.
მარკუსი სწრაფად წამოდგა და ზურგზე ხელებდაწყობილმა გაიარ-გამოიარა.
- ის კვდება, არ მეგონა, ასე ადვილად თუ შეელეოდი შენს ერთ-ერთ საუკეთესო პრიმუმს..
გაბრიელმა თვალი თვალში გაუყარა.
- ასე ნერვიულობ მასზე?
- არა, - თავი გააქნია მარკუსმა, - ამჟამად ის ძალიან გვჭირდება.
- მან კოდექსი დაარღვია, - ბოროტად თქვა გაბრიელმა, - ის სიკვდილს იმსახურებს, კლანის მეთაურზე თავდასხმა დაუშვებელია.
მარკუსმა შხამიანად ჩაიცინა, შემდეგ შესდგა და გვერდულად გამოხედა.
- იქნებ ჰქონდა ამის მიზეზი?
- მნიშვნელობა არ აქვს, - თავი გააქნია გაბრიელმა, - კოდექსს ყველა უნდა დავემორჩილოთ.
მარკუსმა თვალები მოწკურა და ნელი ნაბიჯით დაიძრა გაბრიელისკენ.
გაბრიელმა წარბი დამცინავად ასწია და იმავ წამს მის გვერდით ოთხი ვამპირი გაჩნდა, მარკუსმა ორი მათგანი მაშინვე იცნო, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ტყუპები - ეზეკიელი და აზრაელი, გაბრიელის პირადი დაცვის უცვლელი წევრები.
მარკუსმა ავად ჩაიცინა და ხელები მოიფშვნიტა.
- გაბრიელ, შენ რა, იმ დონეზე არ გვენდობი, რომ პირადი დაცვით დადიხარ?
- თავის დაზღვევა არასდროსაა ზედმეტი, - დაცინვით უპასუხა გაბრიელმა, - ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი, ვერ ვიტყვი, რომ შენს კომპანიაში ყოფნა მსიამოვნებს, ამიტომ იქნებ მითხრა აქ რისთვის მოხვედი?
მარკუსმა კვლავ მაგიდასთან, გაბრიელის პირისპირ დაიკავა ადგილი და ვამპირებს თვალი შეავლო, შემდეგ კლანის მეთაურზე გადაიტანა მზერა.
- ხომ იცი, რომ ისინი ვერ შემაჩერებენ.
- მუქარა უადგილოა, - თავი გააქნია გაბრიელმა, - თან მე შენი მტერი არ ვარ, მითხარი რისთვის მოხვედი აქ.
- წამალი მჭირდება, - მოკლედ ისროლა მარკუსმა და თითები გადააჯვარედინა.
- ვერ მივხვდი.
- წამალი მჭირდება, ანტიდოტი, რომელიც ჰიბრიდის ნაკბენს მოაშუშებს, - გაიმეორა მარკუსმა, ხელები ერთმანეთს მოუჭირა, ძლივს იკავებდა თავს, რომ მის წინ მჯდომი გაბრიელისთვის კოხტად დავარცხნილი თავი არ მოეგლიჯა.
- ჯანდაბა, - გაიცინა გაბრიელმა და წამოდგა, მარკუსივით ზურგზე ხელებდაწყობილმა გაიარ-გამოიარა ოთახში, - აი თურმე რაშია საქმე, შენ რა, ლუციუსის და კოვაქსის მხარეს გადახვედი?
- მე ანტიდოტი მჭირდება, რომელიც იმ ბინძური ძაღლის ნაკბენს მოარჩენს, - გამომეტყველება არ შეცვლია მარკუსს, - მნიშვნელობა არ აქვს, ვის მხარეს ვარ, მე პრიმუმის გადარჩენა მინდა.
- ადრე ასეთი არ ყოფილხარ, - დაცინვით უთხრა გაბრიელმა.
აქ კი მარკუსს მოთმინებამ უმტყუნა, ელვასავით სწრაფად გაჩნდა ვამპირების წინ, ერთ-ერთს თმაში სწვდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და მსხვერპლს ყელში სწვდა.
გაბრიელის თავზარდაცემულმა პირადმა მცველებმა უკან დაიხიეს, მათ რასაკვირველია სმენოდათ მარკუსის შესახებ.
მარკუსმა მსხვერპლს ბოლომდე გამოსწოვა სისხლი, შემდეგ ხელის მარტივი მოძრაობით თავი მოაგლიჯა და მაღლა ასწია - სახით გაბრიელისკენ.
- ეს ავანსია, - დემონურად დაიღრინა მან, - ერთხელ კიდევ გაგიმეორებ, ანტიდოტი მჭირდება...

*****

მეორე დღე სრულდებოდა, რაც მია ჯეკსონი გვერდიდან არ მოშორებია შავგვრემან უკვდავს. კოვაქსი განუწყვეტლივ ბოდავდა, თვალებს შეშლილივით აბრიალებდა, ხან გულამოსკვნილი ტიროდა, ხანაც ფანჯრისკენ მიიწევდა გადასახტომად და შეასრულებდა კიდეც, ლუციუსის ფოლადისმაგვარ ხელებს რომ არ გაეკავებინათ ხოლმე. ამ ორი დღის განმავლობაში მიამ ბევრი რამ შეიტყო მისი ბოდვიდან, მისი ცხოვრების და საზარელი მკვლელობების შესახებ, მან თითქოს კოვაქსის სულში შეაბიჯა, თვალნათლივ ხედავდა ყოველ წუთს როგორ უძლურდებოდა პირველყოფილი, ჭრილობა გაიზარდა, თითქმის ნახევარ მხარს მოედო, საიდანაც უწყვეტად მოედინებოდა მომწვანო-მოწითალო სითხე, ეს იყო ჰიბრიდის შხამით გაჯერებული სისხლი. მია მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვივით უვლიდა ავადმყოფს, სველ საფენებს ყოველ წუთს უცვლიდა სიცხისგან გავარვარებულ შუბლზე.
- რატომღაც მეგონა, რომ ვამპირს ასე იოლად ვერ მოერეოდა ავადმყოფობა, - ჩაილაპარაკა გოგონამ და მორიგი საფენი დააფინა შუბლზე.
- მიუხედავად ყველაფრისა, - დინჯად გამოეპასუხა კუთხეში მჯდომი ქერა უკვდავი, - ჩვენი ორგანიზმი თითქმის ერთი ერთზე ემთხვევა ადამიანის ორგანიზმს, უბრალოდ ეს ჰიბრიდის შხამია და მის წინააღმდეგ ჩვენი კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციის უნარიც კი უძლურია.
ამ დროს ავადმყოფი საწოლზე წამოჯდა, ლუციუსი წამის უსწრაფესად გაჩნდა მის გვერდით და მკლავები გაუკავა, კოვაქსმა გაკვირვებით შეხედა მას, ლუციუსმა მაშინვე შენიშნა, რომ კოვაქსის თვალები წინანდებურად აღგზნებულად აღარ გამოიყურებოდა.
- ლუციუს...
- ჯანდაბა, კოვაქს, - გაოცებული გამოეპასუხა ლუციუსი, - როგორც იქნა, მოხვედი გონს.
კოვაქსმა თვალები მოჭუტა და გოგონას გახედა.
- მის ჯეკსონ...სად ვარ? - მან უცხო ოთახს თვალი მოავლო.
- ჩემს ოთახში, - სწრაფად მიუგო მიამ, გახარებულმა იმით, რომ კოვაქსი ნორმალურად აზროვნებდა.
კოვაქსს ღიმილმა შეუფერადა წყვდიადივით შავი თვალები.
- შენს ოთახში? რა რომანტიკულია... თუმცა ჯგუფური რომანტიკის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.
ლუციუსმა ჩუმად ჩაიცინა.
- როგორც ჩანს, ხასიათი გიბრუნდება, - უკბინა გოგონამ და ჭიქით ცივი წყალი მიაწოდა.
- წყალი? - ცხვირი აიბზუა ავადმყოფმა, - სისხლი მირჩევნია, - მან თხოვნით გახედა ლუციუსს, რომელსაც წინანდელი პოზიცია დაეკავებინა, ფანჯარასთან, სავარძელში.
- ეს არც ისე ადვილია, - ლუციუსმა პაუზა გააკეთა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, - შენი ორგანიზმი სისხლს არ იღებს..
- რა? - გაოცდა კოვაქსი.
- როდესაც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, - განაგრძო ლუციუსმა, - ჩვენ ვცადეთ სისხლი დაგველევინებინა შენთვის, მაგრამ...შენი ორგანიზმი სისხლს არ იღებს, ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა.
კოვაქსმა თავი დაუქნია და ჩაფიქრდა, შემდეგ მიას წყლის ჭიქა ჩამოართვა, ორიოდე ყლუპი მოსვა და უკან დაუბრუნა, ერთხანს გოგონას უყურებდა, შემდეგ ბალიშზე მიესვენა.
- მადლობელი ვარ, საკუთარი ოთახი რომ დამითმე.
- მადლობის გადახდა არ არის საჭირო, - მშრალად მიუგო გოგონამ, ჭიქა ლანგარზე დადგა და ოთახიდან გავიდა.
კოვაქსს ეუცნაურა სიტუაცია, არ ელოდა გოგონას ასეთ ქცევას, ცივს და მშრალს, ისეთს, როგორიც არასდროს ყოფილა მია ჯეკსონი.
- რა დაემართა? - ლუციუსს გახედა კოვაქსმა.
ლუციუსმა ჩაახველა.
- შენ ორი დღის განმავლობაში ბოდავდი, - მიუგო მან, - ის კი გვერდიდან არ მოგშორებია, დღეც და ღამეც შენს გვერდით იყო და ბევრი რამე დაადგინა შენი წარსულის შესახებ.
- მან ისედაც იცის, რომ ურჩხული ვარ, - ტკივილშეპარული ხმით თქვა კოვაქსმა.
ლუციუსს უცებ აზრმა გაურბინა თავში, რომ კოვაქსს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის მიერ ფლორიდის ჯუნგლებში მოკლული ტურისტთა გიდი მია ჯეკსონის დედა იყო.
- ჰო, იცის, - სასხვათაშორისოდ ჟღერდა ქერა უკვდავის პასუხი, - იქნებ სჯობს შენ თვითონ ჰკითხო?
- კარგი, - დაეთანხმა კოვაქსი და კვლავ ბალიშზე გადაწვა.
ერთხანს სიჩუმემ იმეფა, შემდეგ ოთახში გოგონა შემოვიდა, კოვაქსს მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და სწრაფად წამოჯდა.
- ელიზ, ბავშვები სად არიან?
მია ლამის წაიქცა ამ სიტყვების გაგონებაზე.
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა, სავარძლიდან წამოიჭრა და კოვაქსს ეცა, - ისევ ბოდავს, მისი ნდობა არ შეიძლება მის ჯეკსონ, სანამ ის ავადაა, მსხვილი თოკი ან ჯაჭვი მჭირდება.
- სარდაფში ვნახავ რამეს, - თავი დაუქნია გოგონამ და ოთახიდან გავიდა.
ლუციუსმა მკლავები შემოხვია კოვაქსს, რომელიც ნელ-ნელა იკრებდა მძვინვარებას. ოთახში ფეხის ხმა გაისმა.
- მალე დაბრუნდი, - უკანმიუხედავად თქვა ლუციუსმა.
- გამარჯობა, ლუციუს...
ეს ხმა მია ჯეკსონს არ ეკუთვნოდა, ეს იყო ძალიან თბილი, ტკბილი ხმა, რომლის გაგონებაზეც ლუციუსს ყოველთვის სითბო ეღვრებოდა ხოლმე სხეულში. ის გაოცებული მოტრიალდა, მის წინ რებეკა იდგა, ნაღვლიანად მომღიმარი და უსაზღვროდ ლამაზი, ლუციუსს გული შეუტოკდა, იმდენად მშვენივრად და მიმზიდველად გამოიყურებოდა ქალი.
ლუციუსმა მღელვარება დაიოკა და კვლავ ცივი და შეუვალობის ნიღაბი აიფარა სახეზე.
- აქ რას აკეთებ?
- გაბრიელს შეუმჩნევლად გამოვეპარე, - მიუგო ქალმა, - მინდა იცოდე, რომ...
- საჭირო არ არის, - ცივად შეაწყვეტინა ლუციუსმა, - შენ ჩვენ გვიღალატე, რებეკა, რასაც უნდა ვგრძნობდე შენს მიმართ, შენი საქციელით ყველაფერს ხაზი გადაუსვი.
- იქნებ მაინც მოგესმინა ჩემთვის? - ვედრებით გაიწოდა ხელი ქალმა.
- არა, გმადლობთ, - ქედმაღლურად უკან დაიწია ლუციუსმა, - უკვე გვიანია, რებეკა, სიყვარულის გამო მეგობრებს არ გავწირავ, შენ მიცნობ და იცი, რომ ასე ვერ მოვიქცევი.
ქალმა ამოიოხრა, ხელი დაუშვა, შემდეგ კოვაქსს შეავლო მზერა, რომელიც შეშლილის თვალებით მისჩერებოდა.
- უნდა მომისმინო, ლუციუს, აუცილებლად, ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გგონია, რომ იცოდე....
ამ დროს კართან ხმაური გაისმა. ლუციუსი და რებეკა სწრაფად შებრუნდნენ ხმის მიმართულებით. კარში ერთ ადგილზე გაყინულიყო მია ჯეკსონი, ერთ ხელში მსხვილი თოკის გორგალი ეჭირა, ერთიანად კანკალებდა, ტუჩები უცახცახებდა, თვალებიდან ღვრად სდიოდა ცრემლი, თვალმოუშორებლად უყურებდა რებეკას.
ოთახში გამეფებული სიჩუმე მხოლოდ ერთმა სიტყვამ დაარღვია.
- დედა...



P.S. ჩემო მკითხველებო, გთხოვთ შემინდოთ ჩემი ეგზომ თავხედური საქციელი, ამდენ ხანს რომ დავაგვიანე. შევეცდები ორ დღეში ერთხელ მაინც დავდო ხოლმე. წინასწარ გმადლობთ ყველას, რომ კითხულობთ ამ ისტორიას!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჰაიკო

აბა ხალხო, გამლანძღეთ და გამთათხეთ რომ დავაგვიანე:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№2  offline წევრი mirandaa31

პირველი ვარ :დ
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი ჰაიკო

mirandaa31
პირველი ვარ :დ

:D:D დიახ, პირველი ხარ და ყოველთვის პირველი იქნები;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№4  offline მოდერი Hermann

velodebi or sam dgeshi axal tavs

 



№5  offline წევრი ჰაიკო

Hermann
velodebi or sam dgeshi axal tavs

დაელოდე, იქნება.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№6  offline წევრი goddess

როგორც იქნა დაბრუნდი და როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტე,მაგრამ ნამდვილად ღირდა ლოდინი heart_eyes

 



№7  offline წევრი ჰაიკო

goddess
როგორც იქნა დაბრუნდი და როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტე,მაგრამ ნამდვილად ღირდა ლოდინი heart_eyes

იმიტომ გავწყვიტე რომ კითხვას არ დაანებოთ თავი:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№8 სტუმარი სტუმარი მიკი

ძალიან,ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤ ეცადე არ დააგვიანო ხოლმე,მოუთმენლად ველი ახალ თავს :)

 



№9  offline წევრი ჰაიკო

სტუმარი მიკი
ძალიან,ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤ ეცადე არ დააგვიანო ხოლმე,მოუთმენლად ველი ახალ თავს :)

მადლობა რომ მოგწონს და კითხულობ :) ვეცდები ხვალ ან ზეგ დავდო შემდეგი.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№10  offline წევრი goddess

ჰაიკო
goddess
როგორც იქნა დაბრუნდი და როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტე,მაგრამ ნამდვილად ღირდა ლოდინი heart_eyes

იმიტომ გავწყვიტე რომ კითხვას არ დაანებოთ თავი:D

ისეთი საინტერესოა თავს მაინც ვერ დავანებებთ smile

 



№11  offline წევრი ჰაიკო

goddess
ჰაიკო
goddess
როგორც იქნა დაბრუნდი და როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტე,მაგრამ ნამდვილად ღირდა ლოდინი heart_eyes

იმიტომ გავწყვიტე რომ კითხვას არ დაანებოთ თავი:D

ისეთი საინტერესოა თავს მაინც ვერ დავანებებთ smile

მაგაზე უკეთესი რა არის თუ არ დაანებებთ;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№12 სტუმარი ჰეილი

აი მესმის ინტრიგა????❤

 



№13  offline წევრი ჰაიკო

ჰეილი
აი მესმის ინტრიგა????❤

არადა ზოგადად ინტრიგანი არ ვარ;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№14  offline წევრი ჟიზელი

ამას როგორ უნდა დავანებო თავი. აუ რებეკა თუ მიას დედააა,უუუუუ :დ

 



№15  offline წევრი ბელუ შეროზია

მდაჰ worried როდის იქნება რომ დაგეწევით confused
მე ხო თავიდან მქონდა დასაწყები რადან აქ არ ვიყავი და რაც წავიკითხე ისინიც კანტიკუნტად მახსოვს stuck_out_tongue_closed_eyes
პრინციპში მანამდე შეიძლება დამთავრებულიც გქონდეს ხოიცი smile
და თან როგორ მიყვარს ჰორორი scream heart_eyes

პ.ს შენგან მომდევნო ისტორიასაც ველი და თან ამ ჟანრის kissing_heart

 



№16  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ღმერთო, როგორც იქნა. პაუზა დიდი გამოგივიდა. არადა როგორ გელოდი ყოველდღე. წავიკითხავ ახლა გემრიელად.

 



№17  offline წევრი mirandaa31

პირველი ვართქო კი დავწერე, მაგრამ წაკითხული არ მქონდა. ახლა წავიკითხე დააა... ჯანდაბა! დედაო? რა საინტერესოა, არადა ინტრიგანი არ ხარ :D მარკუსის ამ უეცარ გამოჩენაზე ვგიჟდები რაა. ძალიან მაინტერესებს რებეკა რატომაა გაბრიელთან და რის თქმა უნდოდა ლუციუსისთვის. მალე ველოდები ახალ თავს.
--------------------
ხელმოწერა

 



№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაანაც რომ მინდოდეს გაგლანძღო დაგვიანებისთვის,იმედენად გამიხარდა ახალი თავის ნახვა გადაწონა smile smile ბოლოს მაინც შენებურად დაგვაინტრიგე ხო?ისე რა გამოდის რებეკას სიკვდილს აბრალებდა კოვაქს მია? ძალიან საინტერესო თავი გველის შემდეგი
--------------------
ლანა

 



№19  offline წევრი ჰაიკო

ჟიზელი
ამას როგორ უნდა დავანებო თავი. აუ რებეკა თუ მიას დედააა,უუუუუ :დ

ჰოდა ნუ დაანებებ;)

ბელუ შეროზია
მდაჰ worried როდის იქნება რომ დაგეწევით confused
მე ხო თავიდან მქონდა დასაწყები რადან აქ არ ვიყავი და რაც წავიკითხე ისინიც კანტიკუნტად მახსოვს stuck_out_tongue_closed_eyes
პრინციპში მანამდე შეიძლება დამთავრებულიც გქონდეს ხოიცი smile
და თან როგორ მიყვარს ჰორორი scream heart_eyes

პ.ს შენგან მომდევნო ისტორიასაც ველი და თან ამ ჟანრის kissing_heart

მომდევნო ისტორიის შექმნასთან ცოტა მწყრალად ვარ მსუბუქად რომ ვთქვათ. მაგრამ ვნახოთ რა იქნება.

Chikochiko
ღმერთო, როგორც იქნა. პაუზა დიდი გამოგივიდა. არადა როგორ გელოდი ყოველდღე. წავიკითხავ ახლა გემრიელად.

კი, პაუზა დიდი იყო სამწუხაროდ, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან ვეცდები რომ ასე აღარ დავაგვიანო.

mirandaa31
პირველი ვართქო კი დავწერე, მაგრამ წაკითხული არ მქონდა. ახლა წავიკითხე დააა... ჯანდაბა! დედაო? რა საინტერესოა, არადა ინტრიგანი არ ხარ :D მარკუსის ამ უეცარ გამოჩენაზე ვგიჟდები რაა. ძალიან მაინტერესებს რებეკა რატომაა გაბრიელთან და რის თქმა უნდოდა ლუციუსისთვის. მალე ველოდები ახალ თავს.

დიახ, დედაო! ;) მაგრამ მე კი არ ვამტკიცებ რომ დედამისია, მის ჯეკსონმა თქვა ეს სიტყვა;) ძალიანაც ნუ გაგიჟდები, თორემ ლამისაა ვიეჭვიანო;)

La-Na
ძაანაც რომ მინდოდეს გაგლანძღო დაგვიანებისთვის,იმედენად გამიხარდა ახალი თავის ნახვა გადაწონა smile smile ბოლოს მაინც შენებურად დაგვაინტრიგე ხო?ისე რა გამოდის რებეკას სიკვდილს აბრალებდა კოვაქს მია? ძალიან საინტერესო თავი გველის შემდეგი

გალანძღვას რათქმაუნდა ვიმსახურებ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს:D მიხარია რომ მოგწონს :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent