შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცარიელი თავი 1


11-07-2018, 22:30
ავტორი პენელოპე
ნანახია 267

ცარიელი თავი 1

ეძღვნება იმ ადამიანს,
რომელმაც არც კი იცის ამ ისტორიის არსებობა.
პროლოგი:
2015 წელი. იანვარი.
ჩაბნელებული ადგილი. არასასიამოვნო სუნი. მტვრიანი, გაცრეცილი იატაკი და კედლები. პატიმრების უწმაწური შეძახილები და მუქარა.
ხელბორკილდადებული ახალგაზრდა ხელკავგაყრილი მოჰყავდათ ამ ნესტიან ადგილას პოლიციელებს. ბიჭის უხეში, მაგრამ ამაყი გამოხედვა ნებისმიერს შეაძრწუნებდა. მისი კაშკაშა მწვანე თვალები სიძულვილით იყო მოცული. ხელები მუდმივი ჩხუბის გამო გაუხეშებული ჰქონდა. თმები ბინძური და დაუვარცხნელი. ტანსაცმელი - მტვრიანი და ჭუჭყიანი.
ციხის კარები ხმაურით გაიღო. ბიჭმა უდარდელად შეაბიჯა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-აქ ყოფნა ძალიან მოგიხდება, ალექსანდრე! - ვიღაცის უხეში ბარიტონი რომ მოესმა, თავი მაშინვე ასწია. ეს კაცი სულაც არ იყო ვიღაცა. ღვარძლიანად ახედა და რამის თქმა ნამდვილად საჭირო არ იყო, რადგან ბიჭის მზერას რომ შეხედავდით, აუცილებლად მიხვდებოდით თუ როგორი ცუდი დამოკიდებულა ჰქონდა ამ კაცისადმი.
-გპირდები, როცა გამოვალ, მუხლებზე დაჩოქილი მთხოვ პატიებას! - ბიჭმა კბილებში გამოსცრა ეს სიტყვები. როდესაც კაცის ხარხარი მოესმა, დენდარტყმულივით მივარდა გისოსებს და მის პირდაპირ მყოფ კაცს ამრეზით შეხედა. - შენს ერთადერთ ქალიშვილს სიცოცხლეს გავუმწარებ! კარგად დამალე, რადგან, როცა გამოვალ, ვეღარ გადამირჩები ვერც შენ და ვერც შენი ერთადერთი ქალიშვილი!
კაცმა გაიღიმა, მაგრამ ვერავინ მიხვდებოდა ეს სიმწრის, შიშისა თუ გაბრაზების ღიმილი იყო. იყო ამ ბიჭში რაღაც საშიში და სწორედ ამის ეშინოდა მას; იყო ამ ბიჭში რაღაც კარგი, მაგრამ ის გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს, სიცოცხლის სურვილი დაუკარგეს და სულში სიცარიელე დაუტოვეს..

თავი პირველი: "ჩაშავებული მწვანე თვალები"
2017 წელი.
-ალექსანდრე გირგვლიანი, არა? კარგი, ამ საქმეს მე მივხედავ. - ქერათმიანმა გოგონამ გაიღიმა და მეგობრის კაბინეტიდან გავიდა. ლურჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ცდილობდა ის ადამიანი დაენახა, რომლის დანახვაც საერთოდ არ ეხალისებოდა. ბოლოს კი გადაწყვიტა, რომ კაბინეტში შესულიყო და გაერკვია ყველაფერი. კარებზე რამდენიმე წამით შეყოვნდა და გაიფიქრა, ღირდა თუ არა ამის გაკეთება ვიღაც უცნობის გამო; მაგრამ, შემდეგ გაახსენდა, რომ სწორედ ამის გამო იბრძოდა მთელი ცხოვრება და ღრმად ამოისუნთქა. კარებზე დააკაკუნა და როდესაც თანხმობა მიიღო, მაშინვე შევიდა. 
სავარძელზე მჯდომი შუახნის კაცი გაკვირვებული დარჩა გოგონას იქ შესვლით და მაშინვე წამოდგა. ერთხანს უყურა, მართლა ეს არისო და როცა დარწმუნდა, თავი უაზრო ფიქრებისგან გაათავისუფლა. 
-აქ რას აკეთებ?-როგორც იქნა კაცმა ხმა ამოიღო და გოგონას ანიშნა, სავარძელზე დაჯექიო. 
-აქ რას ვაკეთებ? როგორც ყოველთვის, შენი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას ვცდილობ. რატომ? რატომ ჩასვი ის ბიჭი ციხეში? რამე დაგიშავა? - ოდნავ ხმას აუწია და გამწარებულმა ის ფურცლები ესროლა, რომელიც ხელში ეკავა. ქაღალდები აქა-იქ მიმოიფანტა. ერთ-ერთი აიღო და კითხვას შეუდგა, მაგრამ, როდესაც ნავნობი სახელი და გვარი ამოიკითხა, გამწარებულმა ყვირილი დაიწყო.
-ეს საიდან მოიტანე? საიდან იცნობ მას? - კაცის ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა მთელს ოთახში. გოგონას გააჟრჟოლა, რადგან არ მოელოდა ასე ძალიანაც თუ გაბრაზდებოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს. ნახე, იმ დანაზე არსებული ანაბეჭდები, ერთი პროცენტითაც კი არ ემთხვევა ალექსანდრე გირგვლიანის თითის ანაბეჭდს! ეს რატომ გააკეთე? რატომ არის ის ბიჭი ციხეში?- გოგონა ისტერიკაში ჩავარდა და ტირილი დაიწყო. მისი ატირება არც ისეთი ადვილი იყო, მაგრამ იმ კაცს, რომელიც ახლა წინ ედგა და ყოველთვის ხედავდა, მხოლოდ მას შეეძლო ასე მოქცეულიყო. 
-ელენე, მისმინე! ეს შენ არ გეხება და გთხოვ, თავი დაანებე ამ საქმეს. - კაცმა იცოდა, რომ ამას ტყუილად ამბობდა, მაგრამ მაინც აღმოხდა ეს სიტყვები პირიდან. 
-როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო. ჩემ ხელა. - ტკივილნარევად ჩაილაპარაკა.
-ის ამას იმსახურებს! - დაიყვირა მან და ელენემ ყურები ხელით დაიფარა. 
-არ მინდა შენი მოსმენა! შენი ხმის გაგონებაც არ მინდა! - ყვირილი დაიწყო ელენემ და მდივანმა კარებზე დააკაკუნა, მაგრამ კაცმა დაუყვირა, გაეთრიეო. -მე ახლა წავალ და ალექსანდრეს მოვინახულებ. დავკითხავ და თუ მოისურვებს მისი ადვოკატი გავხდები. იცოდე, არც კი გაბედო ხელი შემიშალო.- კარებთან დადგა და გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეხედა კაცს და ისე ჩაიბუტბუტა, რომ მას გაეგონა.-მძულს ის ფაქტი, რომ მამაჩემი ხარ. - ბოლო სიტყვები მთელი სიძულვილით წარმოსთქვა, მის წინ მოიწმინდა ცრემლები და კარიც ხმაურიანად გაიჯახუნა. 
ეს გოგონა ელენე ხერგიანი იყო. გოგონა, რომელიც არავის არ ჰგავდა და გოგონა, რომელიც ყოველთვის სამართლიანობის მხარეს იყო. ეს იყო გოგო, რომელსაც ჩვეულებრივი გარეგნობა, მაგრამ არაჩვეულებრივი სულიერი სამყარო გააჩნდა. მამად წოდებულ კაცს ბევრჯერ დაპირისპირებია და ამის გამო მარჯვენა და მარცხენა ლოყებზეც მოხვედრია ხელი.
* * *

სახლში დაღლილ-დაქანცული მივიდა. გადაწყვიტა, შეხვედრა ხვალისათვის გადაედო და ლოგინში ჩაწვა. ნოემბერი იდგა, ამიტომ საკმაოდ ციოდა. არ დასძინებია და საერთოდ არ ჰქონდა ამის სურვილი, უბრალოდ იწვა და ფიქრობდა, თუ რა მოხდა დღეს. ცრემლები წასკდა, რადგან არ უნდოდა ჰყოლოდა ასეთი მამა. მამა, რომელიც უსამართლოდ სვამდა ხალხს ციხეში და სცემდა საკუთარ ქალიშვილს, უსამართლობასთან შეწინააღმდეგების გამო. ცრემლები უხეშად მოიწმინდა და დედა გაახსენდა. წამოდგა და ტუმბოზე კოხტად დადებულ ჩარჩოს მიაშტერდა. იქიდან ლამაზი ქალი უმზერდა და თან, იღიმოდა. დაიჩოქა. ხელებით დედის სახეს მოეფერა და ამოილუღლუღა:-არ ვაპატიებ იმას, რაც შენ გაგიკეთა. მე მახსოვს დედა.. მე ყველაფერი მახსოვს. შენ თავს გეფიცები, ამას არასოდეს ვაპატიებ. 
დილით დედის ფოტოსთან ერთად ჩახუტებულს გაეღვიძა. გაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი სულაც არ ყოფილა ბედნიერებისგან, უფრო ტკივილისგან, ტანჯვისგან და ყველაფერი იმისგან, რაც მას მამამისმა მიაყენა.
დღეს დიდი ამბები ელოდა, ამიტომ დღე პოზიტიურად დაიწყო. იცოდა, რომ იმ ბიჭთან შეხვედრა კარგად არ ჩაივილდა და შესაძლებელი იყო, რომ მას საერთოდ არ მოესურვა მისი ნახვა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო. თავს იმით იმშვიდებდა, რომ ალექსანდრე დაინახავდა მასში კარგს და დაინახავდა განსხვავებას მასსა და იმ ადამიანს შორის, რომელმაც ციხეში ამოაყოფინა თავი. 
ზამთრისთვის შესაფერისად ჩაიცვა და დღევანდელი განსაკუთრებული სიცივის გამო, ქუდიც დაიხურა და შარფიც ლამაზად შემოიხვია კისერზე. გარეთ გასვლისთანავე მოთავსდა საკუთარ მანქანაში, რომელსაც არც თუ ისე კარგად ატარებდა. ხვდებოდა, რომ კარგად ტარება არ იცოდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა ამ მანქანას. ეს იმ ფულით იყიდა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი აგროვებდა. არასოდეს არ უსარგებლია მამიკოს ფულებით, რადგანაც თვითონ სურდა ყველაფრისათვის დამოუკიდებლად მიეღწია და მიაღწია კიდეც. 
მანქანა გაჩერდა; გადმოვიდა; ხელებაკანკალებულმა დაკეტა მანქანის კარი და ანერვიულებული გაეშურა ციხეში შესასვლელად. ბადრაგს ამცნო, რომ ადვოკატი იყო და ალექსანდრე გირგვლიანის ნახვას მოითხოვდა. მანაც უყოყმანოდ დაუქნია თავი და იმ ოთახისკენ მიაცილა, სადაც შეხვედრა გაიმართებოდა. გოგონა რამდენიმე წუთი იცდიდა და ეს რამდენიმე წუთი, საუკუნედ ეჩვენა. ძალიან ნერვიულობდა, ეშინოდა რამე ცუდი ან რამე ისეთი არ გაეკეთებინა, რაც ბიჭის გაბრაზებას გამოიწვევდა. 
ოთახის კარებიც გაიღო და გოგონასაც გააჟრჟოლა. არ მიუხედავს, ელოდა როდის დაჯდებოდა ბიჭი მის წინ და ლოდინიც არ მოუწია. ასეც მოხდა. მაღალი, მწვანეთვალება, სიმპათიური ბიჭი მის წინ დაჯდა. ელენე თვალებს არ უჯერებდა, მის წინ ასეთი სიმპათიური ბიჭი რომ იჯდა. შეამჩნია, რომ მწვანე თვალები ჩაშავებული, განადგურებული და არაფრისმთქმელი რომ იყო და გული მოუკვდა. 
-რა სიურპრიზია! თვით ზაზა ხერგიანის ქალიშვილი მესტუმრა, - ბიჭის უხეში ბარიტონი რომ გაისმა, გოგონა მიხვდა, რომ ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდებოდა. ის სიტყვები ისეთი სიძულვილით წარმოსთქვა, რომ ცოტაღა დააკლდა და მის წინ აქვითინდებოდა.
და სიმართლე რომ ითქვას, მისი ფიქრები სწორიც აღმოჩნდა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

ძალიან მომეწონა, კარგი დასაწყისია. კარგად წერ, სასიამივნოდ იკითხება. საინტერესო სიუჟეტია.
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი პენელოპე

mirandaa31
ძალიან მომეწონა, კარგი დასაწყისია. კარგად წერ, სასიამივნოდ იკითხება. საინტერესო სიუჟეტია.

მადლობა. <3

 



№3 სტუმარი სტუმარი nine

Chemo penelope
Daviwyeb imit rom mama-shvilis urtiertoba dzalian vigrdzeni da ici shen ratomac.
Dzalian kargi dasawyisia da sheni fantaziis ulevi maragis wyalobit vfiqrob saocar love storys sheqmni.
Mebednierebi da yvelaze chemi xar ❤

 



№4 სტუმარი უცხო

პირველ რიგში ძალიან პატარა თავი იყო.
ძალიან ჩქარა კი განვითარდა მოვლენები და მაინც, იმდენად ბანალურად, რომ ამდენის დაბეჭდვა არ იყო საჭირო.
ეცადე სიუჟეტი განავითარო საინტერესოდ და რაც მთავარია აზრიანად, ანუ არ დაიტკეპნო.
2017 წელზე რო გადახვედი უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა და ერთადერთი სიმწვავეც რაც იყო მათი საუბარი მომდევნო თავში გადააგდე.
კიდევ, უკეთესი იქნება სიუჟეტიდან სიუჟეტში თუ გადახვალ მოკლე დროში, ანუ ერთი თვე/წელი ბევრია ერთ თავში. თავიდან თავში შეიძლება კიდევ, მაგრამ ერთ თავში დატვირთვაა.
მოკლედ ამ თავის გაფართოება შეიძლებოდა ყველანაირად.
ნუუ, ჩემთვის არ იყო გამართული თავი ))

კითხვა მაქვს, აქამდეც იყავი საიტზე რეგისტრირებული?
ისეთი სითბოთი მოგმართავენ, ან შენი მეგობრები არიან ან აქამდეც დებდი ისტორიებს ))

 



№5  offline წევრი პენელოპე

უცხო
პირველ რიგში ძალიან პატარა თავი იყო.
ძალიან ჩქარა კი განვითარდა მოვლენები და მაინც, იმდენად ბანალურად, რომ ამდენის დაბეჭდვა არ იყო საჭირო.
ეცადე სიუჟეტი განავითარო საინტერესოდ და რაც მთავარია აზრიანად, ანუ არ დაიტკეპნო.
2017 წელზე რო გადახვედი უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა და ერთადერთი სიმწვავეც რაც იყო მათი საუბარი მომდევნო თავში გადააგდე.
კიდევ, უკეთესი იქნება სიუჟეტიდან სიუჟეტში თუ გადახვალ მოკლე დროში, ანუ ერთი თვე/წელი ბევრია ერთ თავში. თავიდან თავში შეიძლება კიდევ, მაგრამ ერთ თავში დატვირთვაა.
მოკლედ ამ თავის გაფართოება შეიძლებოდა ყველანაირად.
ნუუ, ჩემთვის არ იყო გამართული თავი ))

კითხვა მაქვს, აქამდეც იყავი საიტზე რეგისტრირებული?
ისეთი სითბოთი მოგმართავენ, ან შენი მეგობრები არიან ან აქამდეც დებდი ისტორიებს ))

მადლობა, ჯანსაღ კრიტიკა ძალიან მესიამოვნა.
კი, ვდებდი, მაგრამ აქ არა. ფეისბუქზე გავაზიარე და ჩემმა ძველმა მკითხველებმა დააკომენტარეს. <3

სტუმარი nine
Chemo penelope
Daviwyeb imit rom mama-shvilis urtiertoba dzalian vigrdzeni da ici shen ratomac.
Dzalian kargi dasawyisia da sheni fantaziis ulevi maragis wyalobit vfiqrob saocar love storys sheqmni.
Mebednierebi da yvelaze chemi xar ❤

მამა-შვილის ურთიერთობა აქ უფრო გამწვავებული სახით არის ;)

 



№6  offline წევრი ყვითელგულა

კარგია ყოჩაღ,ძალიან მომეწონა ❤❤

 



№7  offline წევრი პენელოპე

ყვითელგულა
კარგია ყოჩაღ,ძალიან მომეწონა ❤❤

მადლობ :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent