შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში ბავშვობიდან {მეხუთე თავი}

12-07-2018, 00:24
ავტორი ლათინო
ნანახია 296

ჯაშუში ბავშვობიდან {მეხუთე თავი}

სახლში ავედით თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გავიძრეთ და კარებთან მივყარეთ. პირველი სააბაზანოში მე შევვარდი და ცხელ წყალს დაღლილობაც გავაყოლე,თუმცა იმდენადაც არა რომ ძილი გამჭირვებოდა. როდესაც ორივე მოვემზადეთ დასაწოლად სალომ შუქი ჩააქრო და საწოლზე გულაღმა დაეხეთქა. ცოტახანს ჭერს მიაშტერდა და ისე რომ ჩემკენ არც გამოუხედია თქვა.
-არ გიყვარს!
-რა?
-დიტოზე ვამბობ. არ გიყვარს!
-არ ვიცი...
-რა არ იცი მირეი? გეტყობა,მე ხო მაინც გიცნობ არა? მთელი საღამოა გაკვირდებით და გეფცები ორივე მეცოდებით. დიტოს მართლა უყვარხარ,რომ გიყურებს თვალები უბრჭყვიალდება,მაგრამ შენ...შენ გეტყობა რომ იძულებით უღიმი. განა გავალდებულებს ვინმე რომ მასთან იყო? ვერ ხვდები რომ ასე საკუთარ თავსაც იტანჯავ და მასაც დატანჯავ? მითხარი რატომ აკეთებ ამას? ხომ შეგიძლია რომ უბრალოდ აუხსნა. არ გიყვარს მირეი და ვერც შეიყვარებ. მხოლოდ შენთვის გეუბნები. დიტოც ჩემი მეგობარია,მაგრამ შენ სიცოცხლეს მირჩევნიხარ! რამე რომ მოხდეს და დიტოს ტვინში რაღაც აფეთქდეს,მოგადგეს და ცოლობა გთხოვოს,დათანხმდები?
-არ ვიცი.
-არ იცი კი არა იცი. შენთვითონაც იცი რომ უარს ეტყვი.
-ხო მაგრამ ...აი არ ვიცი სალომე. პირველი შემთხვევაა როცა არაფერი ვიცი. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. ალბათ იმიტომ რომ მაშინ გვერდით არავინ მყავდა და ის ერთადერთი ცელჩასაჭიდი იყო.ალბათ იმიტომ რომ მეგონა შევიყვარებდი...იქნებ შევიყვარო კიდეც,ჯერ ხომ ახალი დაწყებული გვაქვს.
-და ის უცნობი?
-ვინ უცნობი?
-კლუბში რომ ჩნდება ხოლმე.
სახე შემოატრიალა ჩემკენ და თვალებში ჩამაშტერდა. დავიბენი,არ ვიცოდი რას მეკითხებოდა. მან ეს შეამჩნია და ეშმაკურად გაიღიმა.
-ხო რა მერე?
-მაგის დანახვაზე რეები გემართება?
-არაფერიც არ მემართება. ვიღაცა ბიჭის გამო გეხვეწები რა უნდა მემართებოდეს?
უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-შვილო! მე მაინც ნუ მატყუებ. დავინახე დღეს რაც მოხდა და ვხვდები რომ მაგის თქმას არც აპირებდი.
ბოლო სიტყვები წყენით მითხრა.
-ხო რაიყო. კარგი რა რას მებუტები?! მნიშვნელოვანი რომ იყოს დაგიმალავდი?!
-უკვე მიმალავ...
-არ არის მნიშვნელოვანი მეთქი. და ჯერ ეს ერთი არც გიმალავ!
-კარგი როგორც გინდა.
-გცემ! ხომ იცი რომ ვერ ვიტან მასე რომ ამბობ?
-აბა რა გითხრა?
-რა უაზრობაზე მებუტები აბა?
-რატოა უაზრობა,ადამიანის მიმართ რაღაც გრძნობა გაქვს,ლამისაა ჩაადნი ხელში.
-არანაირი გრძნობა არ მაქვს! როგორ უნდა მქონდეს სრულიად უცხო, დეგენერატი ადამიანის მიმართ გრძნობა?! რა სისულელეებს მეუბნები?
-კარგი იყოს ეგრე! მაგრამ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე.
-ვიმახსოვრებ.
თვალი ჩამიკრა და გადაბრუნდა. მეც ვაქციე ზურგი და ბალიშს ჩავეხუტე. თუმცა იმ საღამოს ინციდენტი გამახსენდა ჭრელთვალება რომ დაჭრეს.
-სალო!
-ჰო.
-ხომ არ იცი დიტომ და ლაშამ იჩხუბეს? ანუ ერთმანეთში კი არა...
-შენც შეამჩნიე ხო?
-რა?
-მაგათი ხელები,ლაშას წარბთანაც ჰქონდა რაღაც სილურჯე. რომ ვაკვირდებოდი დაბნეული აცეცებდა თვალებს და მემგონი ჰო.
-ხოო...მეც ეგ შევნიშნე.
-კარგი დავიძინოთ,რაც მთავარია მთელები არიან და ჩხუბს ეგენი ვერ გადაეჩვევიან.

ძილი მქონდა გადაწყვეტილი მაგრამ ისევ ამოტივტივდა ჩემს ფიქრებში ჭრელთვალება და მისი "ჯაშუშური" მზერა. სალოს სიტყვებზეც დიდხანს ვიფიქრე. მართალი იყო,დიტო არ მიყვარდა და ალბათ ვერც შევხედავდი სხვა თვალით,მაგრამ...არ ვიცი თავადაც არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. ახლა ვეღარ ვეტყვი ერთად ვერ ვიქნებით თქო,მაგრამ ვერც დიდხანს ვავძლებ ყალბი ღიმილით და ყალბი ბედნიერებით ცხოვრებას. მართლაც,ერთ მშვენიერ დღეს რომ ცოლობა ეთხოვა რა უნდა მეპასუხა? არ ვიცი,ჯანდაბა არაფერი ვიცი! ახლა კიდევ ის საღამო...ნუთუ ლუკა მათ დაჭრეს? არაა! ამის გაფიქრებაც არ მინდა...უბრალოდ დაემთხვა! თავი ვაიძულე და ფიქრებისგან განთავისუფლების და ცოტა ხნით დასვენების უფლება მივეცი ტვინს. დაღლილს მალევე ჩამეძინა.

მოკლედ აღგიწერთ იმ სამ თვეს რომელმაც ჩემს ცხოვრებაში არც თუ ისე საინტერესოდ განვლო. დასასვენებლად ერთი კვირით ვიყავი ბავშვებთან ერთად თუშეთში. გადაწყვეტილი ჰქონდათ სვანეთში წასვლა,მაგრამ მე არ მინდოდა იქ. არ მინდოდა ჩემს მშობლიურ კუთხეში მათთან ერთად წავსულიყავი პირველად,ამდენი ხნის შემდეგ. არადა მათზე ახლობელი ადამიანი არავინ მეგულებოდა. არც მე ვიცი რატომ,მაგრამ გადავწყვიტე რომ იქ პირველად ჩემს ქმართან ერთად წავალ. იმ ადამიანთან ერთად ავივსებ სვანეთის ჰაერით ფილტვებს ,ვისი სიყვარულითაც მექნება გული სავსე. საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ თუშეთში წავსულიყავით და მართლაც ყველაზე საინტერესო ერთი კვირა იყო მთელი სამი თვის განმავლობაში. ბავშვებთან ერთად ლაშქრობებზე და პიკნიკებზე დავდიოდი. საღამოობით ბუხრის წინ ვისხედით და ან ვთამაშობდით ან უბრალოდ ლაპარაკით ვირთობდით თავს. ქალაქში რომ დავბრუნდით ხშირად დავდიოდით იმ კლუბში სადაც ჩემ...ჭრელთვალება მეგულებოდა,მაგრამ ის არსად ჩანდა. ალბათ დროებითი ამოჩემება იყო ეს კლუბი მისთვის და ახლა სხვა ადგილას ერთობა,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მეც არ ვიცი რატომ მაგრამ კლუბის გარეთაც ვეძებდი მას თვალებით,მაგრამ ის ჯიუტად არ ჩნდებოდა. პირველად მოახდინა ასეთი შთაბეჭდილება ადამიანმა ჩემზე,განსაკუთრებით კი ბიჭმა. თუმცა რომ გითხრათ მთელი ზაფხული მასზე ფიქრში გავატარე თქო მოგატყუებთ. უკვე ერთი თვეა,ან მეტი მასზე ძალიან იშვიათად თუ მომაგონდება რამე. ისიც ჩემი ცხოვრების განვლილ ეტაპებს მიეკუთვნება. რაც შეეხება დიტოს...მასთან ურთიერთობა ბევრად უფრო დამითბა. ახლა ძალით არ ვიღიმი. არც მისი დანახვით გამოწვეული სიხარულია ყალბი. მასთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. უკვე მის მიერ " ცოლად გამომყევი" ზეც ვიცი პასუხი...მგონი.
სამი თვეც გავიდა და დადგა დრო,როცა მე მომავალისა და კარიერის ასაწყობად აუდიტორიიდან აუდიტორიაში უნდა ვირბინო კონსპექტებით ხელში. უნივერსიტეტშიც ჩვეულებრივად იყო ყველაფერი. საღამოობით მე,დიტო,ლაშა და სალო ვიკრიბებოდით და ერთად ვერთობოდით.
ოქტომბერში კი ყველაფერი შეიცვალა.

15 ოქტომბერი,ჩემი დაბადების დღე....

თვალების გახელა სალომეს კივილმა მაიძულა.
-გაიღვიძეე! ჰეეი გაიღვიძე! იუბილარი ხარ გოგო,კიდევ ერთი წლით დაბერდი. მაგრამ ეგ იმის საშუალებას არ გაძლევს რომ ლექციები გააცდინო ადექიი!
-რომელი საათია?
ამოვიღმუვლე.
-თორმეტის ათი წუთია,ლექცია კი თორმეტზე გვაქვს!
- ჯანდაბა უფრო ადრე რატომ არ გამაღვიძე? ახლა დავაგვიანებ!
სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან და ოთახში სირბილს მოვყევი. პირველი რაც ხელში მომყვა ჩავიცვი,თმა უბრალოდ დავივარცხნე და სახლიდან სალოსთან ერთად გავვარდი.ლექციაზე ათი წუთით დამაგვიანდა,წარბშეკრულმა ლექტორმა საყვედურით ამავსო და მხოლოს ამის მერე მომცა დაჯდომის უფლება.
ლექცია რომ დამიმთავრდა სალომ დამირეკა.
-გისმენ სალო!
-წამოო რა ჩვენს კაფეში!
-აუუ დაღლილი ვარ და პირდაპირ სახლში უნდა წავიდე,სხვა დროს იყოს რა!
-არვითარი სხვა დროს იყოს! დაბადების დღე გაქვს და აპირებ ძილში ჩაიხრჩო? ბოდიში მაგრამ ამის უფლებას ვერ მოგცემ!
-აუუ სალო...
-არა მეთქი მირეი! იცოდე ხმას არ გაგცემ.
-ჯანდაბას შენი თავი! მე ვარ სვანი თუ შენ?!
ბუზღუნით დავაბრუნე ტელეფონი ჩანთაში და "ჩვენი" კაფისკენ ავიღე გეზი. რომ მივედი შუქები ჩამქვრალი დამხვდა.
მივხვდი რაშიც იყო საქმე და უაზროდ გამეღიმა. ცოტა ხანში დიდი ფირი ჩაირთო,სადაც ჩემი,სალოს,დიტოს,ლაშასი და ჩემი პატარაობის სურათები იყო . თვალები ცრემლებმა დამიფარეს უდარდელად მომღიმარი რომ დავინახე საკუთარი თავი მამასა და დედას შორის მოქცეული.
ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემძლოს...მხოლოდ ეს ოცნება მაქვს. ოცნება რომელსაც ვერასოდეს ავისრულებ. და მართლაც,ოცნება ხომ აუხდენელია? ოცნება არის ის რასაც ვერასოდეს აიხდენ,სხვა ყველაფერი კი რისი გარეალურებაც შეიძლება სურვილია!
ვიდეო დასრულდა და დარბაზიც გაჩახჩახდა. გული ცოტა ხნით გამიჩერდა ჩემს წინ,ცალ მუხლზე დამდგარი დიტო რომ დავინახე ბეჭდით ხელში. ირგვლივ კი უნივერსიტეტისა და უახლოესი მეგობრები შემოკრებილიყვნენ.
მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მირე,ჩემო ლამაზო გახდები ჩემი ცოლი?

არც კი ვიცი რა მოხდა,არაფერი მახსოვს,არ მახსოვს როგორ დავთანხმდი და როგორ დამეტაკა დიტო ტუჩებზე მას შემდეგ რაც ბეჭედი მომარგო თითზე. ბედნიერი,ძალიან ბედნიერი ვიყავი...ალბათ.
სანთლები ჩავაქრე და ბედნიერი ღიმილით გადავხედე ჩემს ბავშვებს. გვიანობამდე ვერთობოდით.ვსვავდით,ვცეკვავდით,ვლაპარაკობდით.
-თურმე რა ტყუილად მეპარებოდა ეჭვი.
ღიმილით ჩამომისვა თმაზე ხელი სალომ. საპასუხოდ მეც გავუღიმე.
-შენ კი არა მეც მეპარებოდა ეჭვი,მაგრამ ხომ ხედავ...
-ხომ ხედავ, ერთ თვეში ქორწილი გვაქვს!
სიტყვის დასრულება არ მაცადა დიტომ, ზურგიდან ამომიდგა,ნიკაპი მხარზე ჩამომადო და სალოს თვალი ჩაუკრა.
-ერთ თვეში?
თვალები ვჭყიტე მე.
-ჰო რაიყო?
ღიმილით მომიბრუნდა ჩემი საქმრო. " ჩემი საქმრო" რატომღაც მეხამუშა ეს სიტყვა,თუმცა დავაიგნორე და დიტოს მივუბრუნდი.
-ძალიან ადრეა,ვერაფერს მოვასწრებთ!
-საკმარისი დროა მირეი,აი ნახავ ყველაფერი იდეალურად იქნება!
-მაინც მგონია რომ ვჩქარობთ.
-კარგი რა! მიყვარხარ და გიყვარვარ, რას ხედავ ცუდს იმაში რომ დრო ტყუილად აღარ გავწელოთ და ბარემ ვიქორწინოთ?
-ხო კარგი !
გამეცინა და დავნებდი.თუმცა მაინც ვფიქრობდი რომ ვჩქარობდით.
იმ საღამოს დიტომ დამაბრუნა სახლში. ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო ჩემი ასეთი სისუსტე და კარები რომ დავხურე იქვე ჩავიკეცე და ავბღავლდი. მივტიროდი რაღაცას მაგრამ რას თავადაც არ ვიცი. ალბათ იმას რომ ადრე ჩემს გვერდით იყვნენ მშობლები,მე არ მახსოვს მაგრამ ერთ დროს მამაც ჩემს გვერდით იყო. თუნდაც შარშან დედა ჩუმად მიცხობდა ტორტს, მაგრამ მეუბნებოდა რომ ყიდულობდა. ამიტომ ჰქონდა იმ ტორტს განსხვავებული გემო,სულ სხვა სიტკბო.
ბევრი ვიტირე,თუმცა სანამ ისტერიკაში გადამივიდოდა შევძელი თავის ხელში აყვანა და სააბაზანოსკენ დავიძარი. ცხელმა შხაპმა კიდევ უფრო მომადუნა და საწოლზე როგორც დავეცი იმავე პოზაში ჩამეძინა. მეორე დღეს ლექციები არ მქონდა,ამიტომ მთელი დღე თავისუფალი მქონდა.
შუადღით სალო მესტუმრა ყავა დავლიეთ და გუშინდელი დღე განვიხილეთ. ვხვდებოდი რომ სალოს რაღაცის თქმა უნდოდა,ეჭვნარევი მზერით მათვალიერებდა, მაგრამ ფიქრობდა ეთქვა თუ არა ჩემთვის.
-მითხარი.
პირდაპირ ვუთხარი და გავუცინე. მასაც გაეცინა თუმცა მალევე დასერიოზულდა.
-მირე,ისევ ეჭვებში ვარ. გუშინ ბედნიერი ჩანდი,მაგრამ დღეს,დიტოზე რომ მელაპარაკე ისევ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება. მგონია რომ შენს მისადმი გრძნობას ნაჩქარევად შეურჩიე სახელი და თან არასწორი.
შეწუხებულმა ჩამომირაკრაკა და თვალებში ჩამაშტერდა.
-არ ვიცი.
თვალი ავარიდე და ყავა მოვსვი.
-არ იღელვო შენთან ვიქნები.
მკლავზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა. მე კი საპასუხოდ ჩავეხუტე.

საღამოს დიტომ გამოგვიარა და კლუბში წავედით,ისევ იმ კლუბში. უკვე ჭრელთვალება აღარც გამხსენებია,მოურიდებლად შევაბიჯე და იმ მაგიდისკენ ავიღე გეზი სადაც ძირითადად ჩვენ ვსხედვართ ხოლმე. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო,მაგრამ ცოტა ხანში გვერდიდან მწველი,დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გვერდით არ გამიხედია მაგრამ მივხვდი, ის იყო...
ნერწვი მძიმედ გადავაგორე ყელში და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მეგონა უკვე მის გამოჩენაზე არანაირი რეაქცია მექნებოდა, მაგრამ მთელ სხეულში რაღაც გაიკლაკნა და ჯერ ცხელი კვალი დატოვა,მერე კი ერთიანად გაიყინა. სალომემ შეამჩნია რომ ყველაფერი არ მქონდა რიგზე.
-მირეი, კარგად ხარ?
- კი კი.
მაშინვე ვუპასუხე და იძულებით გავუღიმე.
-რატომ მეკითხები?
დავამატე ბოლოს,რადგან მივხვდი ჩემი ასეთი პასუხი მეტად საეჭვო იყო.
-რავიცი,ფერი არ გადევს.
-არაფერია,ცოტა ჩახუთულობაა და ალბათ მაგიტომ. მალე გამივლის.
ურცხვად ვიცრუე.დიტომ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა,ნაზად მაკოცა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა. ვეღარ მოვითმინე და მარჯვნინ ფრთხილად მივატრიალე თავი,მაგრამ იქ არავინ იყო.
ნუთუ მომეჩვენა?
...
გონებაში ისევ ამერია ყველაფერი. ნუთუ მართლა მომეჩვენა? შეუძლებელია! ვგრძნობდი,ვხვდებოდი რომ ვიღაც დაჟინებით მაშტერდებოდა. შეუძლებელია მომჩვენებოდა.
ბავშვებს მკრთალად გავუღიმე და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი,წყალი შევისხი და საკუთარ თავს დავაკვირდი სარკეში.დეჟვუს გრძნობა მქონდა.თავიდან მეორდებოდა ყველაფერი.როცა დამშვიდება ასე თუ ისე შევძელი, ხელის კანკალით გამოვხსენი კარები და აი კიდევ ერთი განმეორებული ფაქტი. კარებთან ისევ ჭრელთავალება ამესვეტა.შეშინებულმა ავხედე სხეულს,რომელიც ჩემთან საკმარისზე მეტად იყო ახლოს.თვალები ჩამუქებული ქონდა და ღრმად სუნთქავდა. ცალი ხელი კედელზე მოათავსა,მეორე კი ჩემს წელზე და კედელზე ამაკრა.უამრავმა გრძნობამ იხეთქა ჩემში.
ისევ განმეორებული ფაქტი,მაგრამ სულ სხვანაირი გრძნობა,უფრო მკვეთრი და ძლიერი. ვეცადე მომეშორებინა, მაგრამ უფრო მაგრად მომხვია ხელი და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო.
კანი დამიბუსუსდა და გულმაც გამალებით დაიწყო ბაგა-ბუგი.
-ვინ იყო?
-რ..რა? ვინ?
-ზედმეტად ახლოს რომ იყო შენთან.ის ბიჭი,ქერა!
-დ..დიტო?
ამოვიხრიალე ხმაწართმეულმა.
-მერავიცი რა ჰქვია,შენს გვერდით რომ იჯდა.
ერთ ღრმად ამოვისუნთქე და ხელი ვკარი მოსაშორებლად. ისიც მორჩილად მომშორდა და ჩემს წინ კედელზე აეყუდა.
-ჰო დიტო...ჩემი საქმრო!
განვაცხადე და ყელი მოვიღერე. მეც არ ვიცი რატომ მაგრამ მის რეაქციას ვაკვირდებოდი. სახეზე უზარმაზარი გაკვირვება ეწერა.
-საქმრო?
-ჰო.
-ამ სამ თვეში ბევრი რამ მოგისწრია...მირეი.
ირონია არ დაიშურა და ჩემი სახელი მკაცრად და ხაზგასმით თქვა.
-წესიერად მელაპარაკე!
გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი,მას კი გაეცინა და ჩემს ხელს დახედა.
-ბეჭედიც მისნაირია...სრული სიბანალურე.
-უკაცრავად მაგრამ შენ რა გაწუხებს? საერთოდ რას ითხოვ ჩემგან? რატომ გადამეკიდე? ვინ ხარ ჩემთვის? მე თვითონ გეტყვი,არავინ!
-ნწ,იმაზე მეტი ვარ ვიდრე გგონია.
-რას ნიშნავს შენი ნათქვამი?
-მოითმინე და გაიგებ!
-ვითმენ, ვითმენ და ცოტა ხანში ამომასხამს! რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? რატომ გამოჩნდი ისევ? არ შეგიძლია რომ ეგ შენი თვალები სადღაც ჯანდაბისკენ მიმართო და მე უბრალოდ შემეშვა?
-რატომ ვიყურო ჯანდაბაში როცა შემიძლია შენ გიყურო? ს**ი ვარ?
- ეგ რამდენად ხარ არ ვიცი მაგრამ იდიოტი ნამდვილად ხარ!
მივახალე და არაფრის თქმა არ დავაცადე ისე წამოვედი. მაგიდასთან დავბრუნდი და ბავშვებს უდარდელად გავუღიმე.
-ამდენ ხანს სად იყავი?
-საპირფარეშოში დიტო,სად ვიქნებოდი?
-კარგით წავიდეთ რაა!
აწუწუნდა სალომე,თუმცა მივუხვდი რატომაც ეჩქარებოდა წასვლა.
ამჯერად მასთან მივედით. დედამისს უკვე ეძინა ,ამიტომ პირდაპირ მის ოთახში შევაჭერით. საწოლზე ავცოცდი და კომფორტულად მოვკალათდი.
-აბა გისმენ!
თან მელაპარაკებოდა,თან კარადაში ეძებდა რაღაცას.
-ისევ ის იყო.
-მივხვდი.
მოტრიალდა და გამიცინა,მეც გამეცინა.
-რაო რა მინდაო?
-რავიცი მე. დიტოზე მკითხა ვინ არისო.
-აუფ...მერე? შენ რა უთხარი?
-რას ვეტყოდი საქმრო თქო.
-რაო მერე?
-არაფერი,მე ვუთხარი რა უფლებით იქექები ჩემს საქმეებში ვინ ხარ საერთოდ თქო.
-მერე?
-იმაზე მეტი ვარ ვიდრე წარმოიდგენო.
-ჰა?
-რავიცი,რომ ვკითხე არ მიპასუხა არაფერი.
-საინტერესოა!
აღნიშნა ფაქტი ჩაფიქრებულმა.
-ხო არ ვიცი,იმედია გავარკვევ რა უნდა და შემეშვება.
-და გინდა რო შეგეშვას?
-არა...არ ვიცი.
-და მერე იტყვი რომ დიტო გიყვარს?
-კარგი რა სალომეე!
-კი ბატონო,მე ჩემი გითხარი,აი დიტოს ადგილას რომ იქნება ეგ შენი უცნობ-ნაცნობი მერე დამაფსებ!
-ნეტა არ გეზარებოდეს.
-იძახე ახლა,აი ნახავ.

აღარაფერი მიპასუხია, სააბაზანოში შევიკეტე,თავი მოვიწესრიგე და რომ გამოვედი ის უკვე უდარდელად ფშვნიავდა. არც მე მქონდა ფიქრის თავი,ბალშზე თავის დადებისთანავე ჩამეძინა.
დილით სალოზე ადრე გამეღვიძა. ტანსაცმელი მის კარადიდან მოვიპარე.გავემზადე,ყავა დავლიე და სახლიდან გამოვიძურწე. ლექცია დღეს ორზე მქონდა. სახლში მისვლა და მომზადება უნდა მომესწრო. პირველი საათი იყო სახლიდან რომ გამოვედი,ცოტა ადრე მომიწია მისვლა,თუმცა რამდენიმე კურსელთან ერთად გავირთე თავი. თეკოს გარდა დიდად არც ერთი მეხატებოდა გულზე,მაგრამ არც მეზიზღებოდა. უაზრო თემაზე ვსაუბრობდით,უფროსწორად საუბრობდნენ და მე ვუსმენდი როცა თეკო აყვირდა და სწრაფად გავარდა. თვალებგაფართოებული მივტრიალდი რადგან დამენახა თეკოს კივილის მიზეზი. აი იმაში,ვისზეც თეკო იყო ჩამოკიდებული ჭრელთვალება რომ ამოვიცანი ლამის იქვე გადავყირავდი. მაშინვე მოვტრიალდი და ვეცადე შესამჩნევი არ ვყოფილიყავი. თუმცა მე რომ ბედი არ მაქვს უკვე ცნობილი ფაქტია. თეკო და ის მეორე პირდაპირ ჩემს წინ დადგნენ. ღმერთო ოღონდ ახლა ამაორთქლე!
-ლუკიიი გაიცანი, ეს ნინია,ეს ქეთაა,ეს მაიკოა ეს კი მირეი. სათითაოდ ყველას ჩამოგვიარა და გააცნო ჩვენი თავი "უცნობს" . მანაც ღიმილით ჩამოართვა ყველას ხელი და აი ჩემი ჯერიც დადგა. ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი შევაგებე,ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა და გაფართოებულ თვალებს იქით-აქეთ ვცეცებდი. თუმცა ხელი ოდნავ მომიჭირა და იძულებული გავხდი მისთვის შემეხედა. როცა მივხვდი რომ ხელის გაშვებას არ აპირებდა უხერხულად ჩავახველე მანაც კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და ხელი ნელა შემიშვა.
"ღმერთმა დაგწყევლოთ შენც და შენი ღიმიმილიც ლუკა" გავიფიქრე და უკან დავიხიე.
ალბათ ასე თხუთმეტი წუთი მაინც იდგა ეს აყლაყუდა ჩვენს წინ და გოგოებს ელაპარაკებოდა,ზოგჯერ კი თვალს აპრებდა ჩემკენ და იქამდე არ მაშორებდა მზერას სანამ არ შევხედავდი,მერე კი კმაკოფილი ღიმილით აგრძელებდა ლაპარაკს. ეს კი საშინლად მოქმედებდა ჩემზე.
ხმის გასაწმენდად ჩავახველე და გოგონებს მივბრუნდი.
-გოგონებო,მე დაგტოვებთ თქვენ ისაუბრეთ.
-კარგი რა მირეი,კარგად ვერთიბოდით,იყავი და ათ წუთში ერთად ავიდეთ.
-არა მაიკო,მირჩევნია აუდიტორიაში ავიდე. თან დაცხა...ანუ იმას ვგულისხმობ რომ მზემ დააჭირა.
დავამატე როცა ლუკას კმაყოფილ მზერას და ცინიკურ ღიმილს წავაწყდი.აღარავის ვაცადე სიტყვის თქმა მაშინვე გამოვბრუნდი და აუდიტორიისკენ ავიღე გეზი. ლექციაც დაიწყო და ბოლომდე უაზროდ გაიწელა. ცოტაც და ფეხზე წამოვვარდებოდი და გავიქცეოდი. მითუმეტეს გაუსაძლისი გახდა სიტუაცია "შეყვარებულმა წყვილმა" ლამის იქვე რომ დაიწყეს და დაამთავრეს ყველაფერი. როგორც კი ლექცია დამთავრდა აუდიტორიიდან როგორც შემეძლო ისეთი სისწრაფით გამოვვარდი თუმცა დერეფანში თეკო დამეწია და ცოტა ხნით გაჩერება მომიწია.
-მირე, რაღაც უნდა გთხოვო.
საწყალი თვალებით ამომხედა.
-გისმენ თეკო რა ხდება?
-იცი... ორ კვირაში ჩემი დაბადების დღეა და მინდა რომ დაგპატიჟოთ.
-მაგიტომ გაქვს ეგეთი საწყალი თვალები?
გამეცინა მე.
-არა,რაღაც უნდა გთხოვო. შეგიძლია რომ ლაშაც წამოიყვანო?
-რატომ?
-იცი..მე ის მომწონს და...
თავი ჩახარა და თითების მტვრევას მოჰყვა.
-კარგი დამშვიდდი,ვეტყვი და წამოვა.
თვალი ჩავუკარი და გავუცინე. შენობიდან ერთად გავედით და გაბმული სიგნალის ხმაც გაისმა. მანქანის კარები გაიღო და ნახევარი ტანით ჭრელთვალება გადმოიხარა.
-თეკოო! რა ჯანდაბას უცდი?
ღრიალით და ხელების ქნევით დაუწყო თეკოს ძახილი.
-მაცადე ერთი წუთით!
მანაც აქედან მიაკივლა და სიცილით მოტრიალდა.
-ანუ სთხოვ?
-აუცილებლად.
-ნუ დიტო და სალომეც არ დატოვო ახლა!
-კარგი მათაც ვეტყვი.
-ოქრო გოგო ხარ,აბა კარგად!ანადაც მოიცა ჩვენ გაგიყვანთ.
-არა არა თეკო მადლობა. ჩემით წავალ,არ შეგაწუხებთ.
-არა რა სისულელეა,ასე მეხმარები და ეს არაფერია,არაფერი მოუვა ჩემს ძმას ნუ ღელავ.
-ძმას?
-ჰო ჩემი ძმაა! ვიცი არ ვგავართ და გეუბნები წამოდი არ შეწუხდება ვაა!
-ეგ შენთვის,აბა მას ჰკითხე?!
სიცილით ვუთხარი.
-არც მისთვის არის შეწუხება.
თეკოს გვერდით ამოუდგა და თვალი ჩამიკრა. ახლა ამ ჭრელ თვალებს მართლა დავთხრი!
-მაინც მირჩევნია რომ...
-მე ვიცი რაც გირჩევნია,წამოდით!
-ხო ხო წამო მირე.
-კარგი.
მეც მორჩილად ავედევნე უკან. მეც და თეკოც უკან მოვთავსდით და ლაპარაკი გავაბით.
-ტაქსის მძღოლს ვგავარ?
გაკვირვებული მოგვიტრიალდა ლუკა.
-არა ძმაო,როგორ გეკადრება!
-აბა რას მოკალათდით ორივე უკან?
წარბაწევით გადმოგვხედა და სიცილის შეკავებას შეეცადა.
-ოო ლუკა მოიცა რაა! სალაპარაკო გვაქვს ჩვენ და ვლაპარაკობთ. შენ მიდი დაძარი ეგ მანქანა,როგორც მახსოვს გეჩქარებოდა.
ენა გამოუყო და გაეკრიჭა. მათ შემყურე მეც მეცინებოდა. ნეტავ მეც მყოლოდა ასეთი ახლობელი ადამიანი, ის ვისაც ძმას დავუძახებდი. მაგრამ რეალობა ასეთია,მე არავინ მყავს გვერდით ისეთი რომელსაც ძმას დავუძახებ და მასავით შევიყვარებ. ნეტავ ის ბიჭი სად არის, იმ დღეს ჩემთან ერთად რომ გაიპარა?
პირველად მომინდა მასზე ფიქრი. პირველად ამომიტივტივდა გონებაში პირველად დავინტერესდი მისი არსებობით თუ არარსებობით და პირველად მომინდა მას შევხვედროდი. ნეტავ როგორი იყო?
ვიცოდი რომ თუ ახლავე არ შევწყვეტდი წარსულზე ფიქრს აქვე ავტირდებოდი,ამიტომ ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და ცრემლებიც შევიკავე.
-კარგად ხარ მირე?
ეჭვისთვალით შემათვალიერა თეკომ. ამის გაგონებაზე კი დაფეთებულმა შემომხედა სარკიდან ლუკამ.
-კი,კარგად ვარ.
გავუღიმე თეკოს და დავინახე როგორ მოუდუნდა სხეული ჩვენს "მძღოლს". რატომღაც მესიამოვნა მისი ასეთი რეაქცია.ჩემს სახლამდე ისე მივედით რომ მე და თეკოს ენა არ გაგვიჩუმებია. პირდაპირ ჩემს სახლთან რომ გააჩერა მანქანა ვაჟბატონმა თეკომ წამოიყვირა.
-მოიცადეთ! ლუკა,საიდან იცი რომ აქ ცხოვრობს?
-საიდან მეცოდინება,თავად თქვა.
თავის დაძვრენას შეეცადა ბიჭი. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი როგორ იჭერენ ტყუილში მაგრამ ამ შემთხვევაში მეც დავზარალდებოდი.
-ზუსტაფ ვიცი რომ არ უთქვამს.
-ვთქვი თეკო,ვთქვი. აი შუქნიშანზე რომ გავჩერდით მაშინ.
-ხო კარგი,ალბათ არ გამიგია. კარგად მირე!
-კარგად.
ხელი დავუქნიე მეც და მაშინვე სახლში ავვარდი.
უკვე აღარ მაფრთხობდა მარტოობა. მეტიც,შევეჩვიე. ამხელა სახლში სულ მარტო ვცხოვრობდი მაგრამ ეს უკვე აღარ მიქმნიდა პრობლემებს, აღარ მეშინოდა. სამზარეულოში შევედი და კარტოფილის თლა დავიწყე. ფიქრებში ლუკა ამომიტივტივდა და იმდენად გადავეშვი ფიქრებში რომ ვერც კი გავიაზრე როგორ მოვახერხე ხელის გაჭრა. პატარა ნაკაწრი არ იყო,მაგრამ არც იმხელა იყო ნაკერების დადება რომ დამჭირვებოდა. ძალიან მეწვოდა,ცოტახანი მაგრად ვიჭერდი ხელს და ერთ ადგილზე დავხტოდი მაგრამ მივხვდი რომ ასე ვერაფერს ვუშველიდი. ჭრილობა წვალებ-წვალებით დავიმუშავე და გადავიხვიე. თითების მოკეცვა მიჭირდა,ამიტომ კარტოფილის შეწვის გეგმები ჩამეფუშა. პიცა გამოვიძახე და დაველოდე მის მოსვლას. კარზე ზარის ხმაც გაისმა და გასაღებად წავედი. კარებში დიტო დამხვდა,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-დიტო? კარგად ხარ?
-შემომიშვებ?
-შემოდი.
დაბნეული გავიწიე გვერდით და გზა გავუნთავისუფლე. კარები მივხურე და უკან ავედევნე.
-გისმენ,რა გჭირს?
-ვისი მანქანით მოხვედი?
-კარგი რაა! ახლა ეჭვიანობის სცენები უნდა გამიმართო?
მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები და დივანზე დავეხეთქე.
-მირეი ვინ იყო მეთქი?
ბოლო ხმაზე დაიგრგვინა. მეც გაოცებულმა თვალები ვჭყიტე.
-დიტო! ხომ იცი რომ ასეთ სისულელეებს ვერ ვიტან? რა გინდა მითხარი !ამ უაზრობაზე უნდა იეჭვიანო? ჰო რა მოხდა, სხვამ მომიყვანა! მერე? დავაშავე რამე? თეკოს ძმა იყო და ერთად მოვდიოდით მე და თეკო,ეგ ბიჭი შეგვხდა და წამოგვიყვანა. დაშავდა რამე?
-მართლა?
კარებზე ისევ ზარის ხმა გაისმა.
-ერთი წუთით,პიცა მოიტანეს ალბათ.
კარები გამოვაღე და გეფიცებით ასე არაფერს გამოვუშტერებივარ. ლუკა იდგა პიცის ყუთით ხელში.
-შეიძლება?
გამიღიმა და ჩემს უკან სივრცე მოათვალიერა.
- ანუ უბრალოდ მოგიყვანა ხო? თეკოს ძმაა! რა თქმა უნდა!
ამოისისინა დიტომ,რომელიც ჩემს უკან იდგა.
-ფუ მე ამის.... ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?
როცა კარგად შეათვალიერა ლუკა მაშინვე დაიღრიალა.
-როგორც ჩანს ცუდ დროს მოვედი. აი ეს პიცა მოჰქონდათ შენთან და მეც შენთან მოვდიოდი და ბარემ წამოვიღე მაგრამ თურმე ჯობდა იმ ბიჭს მოეტანა.
ცალყბად ჩაიცინა,პიცა დიტოს მიაჩეჩა,კიდევ ერთხელ შეგვათვალიერა ირონიული ღიმილით და უკან გაბრუნდა,თუმცა მაშინვე მოტრიალდა და ხელზე დამაკვრდა.
-გოგოებზეც გადახვედი?
ანთებული თვალებით შეხედა და ცინიკურად ჩაიცინა. მეც მომავლო თვალი და თვალისდახამხამებაში გაქრა.
-მე ამის დედა მივ***ნ! რამდენს ბედავს?
დაიღრიალა მთელ ხმაზე და პიცა გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.
-დიტო...
-ხმა! შენი ხმა არ გავიგო! ესე გიყვარვარ? იმდენად გიყვარვარ რომ თეკოს ახლობლებთან აბავ რომანს ხო?
-დიტო მომისმენ?
-მიდი გისმენ. როგორ ჩანს კიდევ ერთი ტყუილი მოიფიქრე,აბა გისმენ!
-ან ახლავე შეწყვეტ ამ უაზრო სკანდალს ან წახვალ და აღარ დაბრუნდები!
დავიყვირე ბოლო ხმაზე და თვალებში ჩავაშტერდი.
-გისმენ...
-გჯერა ჩემი? მენდობი? როგორ ფიქრობ შენი ღალატი "გამისწორდება"? ხო იცი რომ ვერ ვიტან ღალატს? შენი ნაჩუქარი ბეჭედი მიკეთია! ანუ შენი საცოლე ვარ, ანუ შენს სახელს უნდა გავუფრთხილდე,ანუ შენი ცოლი უნდა გავხდე სულ რაღაც ერთ თვეში და მითხარი რატომ უნდა გავაბა სხვასთან რომანი?
-მირეი ხო დაინახე...
-გაჩუმდი!
გავაჩუმე და ჩავეხუტე. მანაც ჩემს თმებში ჩარგო ცხვირი და ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი. მივხვდი დამშვიდდა.
- ხელზე რა გჭირს?
-არაფერი,კარტოფილს ვთლიდი და გავიჭერი... მას იცნობ?
-არა!
-მატყუებ?
-ჰო...არა.
-დიტო!
-მირეი მეჩქარება!
ფეხზე წამოხტა და სახლიდან გავარდა. მე კი ასე გაკვირვებული და მშიერი დამტოვა.

.......
აიი ისიც. დაიპირებული მოზრდილი კი არა დიდი თავი! იმედია მოგეწონებათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი დგფვბ

ვერ ბიტან გოგოები მირეივით რომ იქცევიან ერთი მოწონთ და მეორესთან რომანს აბამენ ისე დიტოს ღირსია ეგდოს დიტოსთან თავისი სისულელის გამო და დაიტანჯოს მთელი ცოვრება ხომ ამბობს შევიყვარებოოო, მე მაგალითად ღალატად მიმაჩნია ერთთან რომ ხარ და მეორეზე ფიქრობ, სულაც აღარ მინდა ლუკასთან რომ დარჩეს, ისე გოგოები ზოგადად ასეთი დებილები არიან იმიტომ არის დღეს რომ ვეღარ მიხვდები ვის ვინ უყვარს.

№2  offline წევრი ლათინო

დგფვბ

ჰო ნუ ასეა,ვხვდები რატომაც ფიქრობთ ასე და შესაძლოა გასამართლებელი მიზეზიც არ აქვს,უბრალოდ ზედმეტად იმოქმედა ახლანდელმა სიტუაციამ მასზე და დაუფიქრებლად შეურჩია სახელი დიტოსთან ურთიერთობას.
მომავალში ვნახოთ რა მოხდება :))
შენ კი მადლობა რომ აზრი გამიზიარე ♥♥♥

№3 მოდერი gogona migraciidan

არანაირი ღალატი არა არის ეს ახლა და ნერვები არ ამიწეწოთ, მირეის არსად უთქვამს მიყვარს, მომეონს ანდაც გონება მეფლითება მისი დანახვისასო :დდ
მოკლედ ეს საერთოდ არ არის ღალატი და დიტოს გადაეცი იმ უაზრო ეჭვიანობებს შეეშვას თორე ავკუცავ :დდ
მოკედ ჩემი ლუკა მიყვარს მე ლუკა როგორი საყვარელია, მირეი ცოტა დებილი კია მაგრამ ჰადავიტან.
აუ სალომეზე ვგიჟდებიი რა მაგარი ტიპია რაა :დდ
მაგრამ ამ თავში ვიღაც რომ დამაკლდა ხომ იცი არა ;დდდ
მოკლედ შენ ხარ ჩემი მთვარე გოგო ❤
მომეწონა ეს თავი და ველოდები ახალს ❤

№4  offline წევრი Crazy dreamer

Mshvenieri tavi iyo yvelanairad... Netav mirei male chamoshordebodes am ditos ra. Mixaria ase male, rom deb xolme Axal tavebs da sakmaod didebsac.... Dzalian sainteresoa ra Iqneba momaval tavebshi... Velodebi Axal tavs warmatebebii....

№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რატო ვერ ხვდება ეს გოგოოო

№6  offline წევრი ლათინო

gogona migraciidan
არანაირი ღალატი არა არის ეს ახლა და ნერვები არ ამიწეწოთ, მირეის არსად უთქვამს მიყვარს, მომეონს ანდაც გონება მეფლითება მისი დანახვისასო :დდ
მოკლედ ეს საერთოდ არ არის ღალატი და დიტოს გადაეცი იმ უაზრო ეჭვიანობებს შეეშვას თორე ავკუცავ :დდ
მოკედ ჩემი ლუკა მიყვარს მე ლუკა როგორი საყვარელია, მირეი ცოტა დებილი კია მაგრამ ჰადავიტან.
აუ სალომეზე ვგიჟდებიი რა მაგარი ტიპია რაა :დდ
მაგრამ ამ თავში ვიღაც რომ დამაკლდა ხომ იცი არა ;დდდ
მოკლედ შენ ხარ ჩემი მთვარე გოგო ❤
მომეწონა ეს თავი და ველოდები ახალს ❤

იიიი გოგოოვ! როგორ იცავ მირეის :დდ. ჰო ნუ არ ვიცით შეიძლება კიარადა არცაა ღალატი მაგრამ ვალდებული ვარ ყველას აზრი მივიღო. რაღათქმაუნდა მიხარია რომ მოგეწონა და ახალ თავს ვნახოთ როდის დავდებ
ვფიცავ არ დავაგვიანებ!!!!!

Crazy dreamer
Mshvenieri tavi iyo yvelanairad... Netav mirei male chamoshordebodes am ditos ra. Mixaria ase male, rom deb xolme Axal tavebs da sakmaod didebsac.... Dzalian sainteresoa ra Iqneba momaval tavebshi... Velodebi Axal tavs warmatebebii....

მადლობა,მიხარია რომ მოგწონთ. ახალ თავს მალე ავტვირთავ და არ დავაგვიანებ,მაგრამ დღეს რამდენად მოხერხდება არ ვიცი მაგრამ არ დავაგვიანებ ♥♥♥

ანი ანი
რატო ვერ ხვდება ეს გოგოოო

ვნახოთ მომავალში რა მოხდება :))

№7  offline წევრი .M.A.R.I.

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაკვირვებულს მტოვებ
არ ვიცი რა ვთქვა რომლით დავიწყო მაგრამ
იცოდე რომ ასეთი არასდროს არაფერი წამიკითხავს
ასე არასდროს არაფერი განმიცდია
იმდენად ვიყავი როლებში შესული რომ
მაგრად გამიტყდა რომ დამთავრდა
აი უძალიანესად გახარებული ვარ რომ
ლუკა ისევ გამოჩდა მაგრამ
მირეის საქციელი არ მომწონსსავიტ
რადგან იმ ბიჭს ასე ექცევა
ბოლოს მაინც გულგატეხილი დარჩება
ის ბიჭი და მერე ეტყვის აი შენი ლუკა
და რაღაცა და არ მინდა ასე მოხდეს
ისე ქენი რომ დიტო მოიქცეს ცუდად
და დაშორება დიტოს ბრალი იყოს და არა მირის
ლუკაზე ვგიჟდები ძალიან მოულოდნელად
იცის გამოჩენა
და ზოგადად ისეთი რაღაცეები რომ შოკში ვარ ხოლმე
მირეის დაქალზე არაფერს ვამბობ
იმისგარდა რომ უმაგრესი გოგოა მაგრამ
ერთხე მირეიმაც კითხოს შენს ცხოვრებაში რა ხდება?
და ჰომ ეგეთი კარგი გოგო
იქნებ უბრალოდ ვერ უყვებადა რაღაცა
ნუ რავი რა იმისგარდა რა მაქვს სათქმელი რომ უმაგრესი
ისტორიაა და რათქმაუნდა ვინნც წერს ისიც უმაგრესია
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤:)))

№8  offline წევრი ლათინო

.M.A.R.I.

მიხარია,ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონთ! აი უბრალოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს რომ ისე გიპასუხოთ კომენტარებზე როგორ საჭიროა,უბრალოდ ვერ ვახერხებ. ერთადერთი რისი თქმაც უკვე ჩვევად მექცა მადლობაა.
თითოეული თქვენგანის სიტყვები მახარებს,მაცანცარებს და მაბნევს,იმდენად რომ ვერ ვხვდები რა უნდა ვთქვა ♥♥♥♥

№9  offline წევრი nathali lifhonava

არა!
მარიამ!ოღონდ მირე დიტოს არ დააშორო!
შემიყვარდა და რა ვქნა?;დ
ლუკა,გეფიცები უკვე ნერვებს საშინლად მიშლის,რატომ უშლის მირეს და დიტოს ურთიერთობას ხელს?
-.-
არა,დიტოს და მირეს დაშორებას ვერ გადავიტან!
მომაშორე!ლუკა მომაშორეთ!;დ
რატო შემიყვარდა დიტო ასე ძაან ვერ ვხვდები
ძაან მომწონს^_^
მაგრამ,ამ თავში ლაშუკა დამაკლდა;დდ
არსად ჩანდა ის და მისი ყროყინი;დდ
ეჭვი გამიჩნდა ლაშას და თეკოს ურთიერთობის;დდ
ან ეს რა ცეცხლი დაატრიალე გოგო?!
თურმე ლუკას დაც ყოლია
სად ინახავდი ამ ოქროს გოგოს ამდენი ხანი?;დდ
აი ჭრელთვალება და მისი ქმედებები
მისი ჯაშუშური მზერა
პირდაპირ ნერვებს მმიკუწავს
ნუ ეხა საყვარელი არის და არის,
სიმპატიურიც არის და არის
მარა
მარა;დდ
მაინც არ მინდა მირესთან რო დარჩეს,რატო მეთითონ არ ვიცი;დ
დიტო რო არ გამოჩენილიყო ალბათ მენდომებოდა,მარა დიტოს ისე უყვარს
ცოდოა რა^_^
სალო უმაგრესი ტიპია რა;დ
უძალიანესად მიყვარს^_^
მირეის კიდე ამოუგდე გონებიდან
ეს ჭრელთვალება თორე გავგიჟდები ასე მეეე;დდ
ღალატს არ გავს,,მარა რახან სხვას მიჰყვება ცოლად შეეშვას ამ ლუკას
თუ არ უყვარდა დიტო,რას აიმედებდა საბრალო ბიჭს;დდ
^_^
აუ შენ არ იცი ამ ისტორიის დასასრული
როგორ
უძალიანესად მაინტერესებს;დდდ
^_^
რაც შეეხება დღევანდელ თავს დიდი კი არა უზარმაზარი იყო
თუ ყოველ ჯერზე ასეთ თავებს დადებ აღარ ვიწუწუნებ უფრო დიდი და დიდი დადეთქო;დდ
კომენტარებს რო გადავხედე არავის დაუწერია პატარაა-ო რაც ძაან კარგია;დდ
^_^
ბოლოსკენ რო წავედი
ჰოპეხა დამთავრდება არა ეხათქო და წინასწარ მოვყევი შენებურად ნერვიულობას და ცანცარს;დდ
ისე შემითრია დღევანდელმა თავმა რო დამთავრდა
ძაან გულიმეტკინა;დ
^_^
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო და თავი არ მოგაბეზრო ჩემი სამკილომეტრიანი კომენტარებით,გეტყვი რო ძაან მაგარი თავი გამოგივიდა,ისეთი მაგარი როგორიც გჩვევია და როგორიც შენ ხარ მარ!!<3
იცი როგორც მიყვარს ეს ისტორია
და ისიც იცი როგორც მიყვარხარ!
ისე მომწონსეს ისტორია
უკვე სამკილომეტრიანი კომენტარიც აღარ გამომდის,უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი მაგარია
ეს ისტორია
და ისეთი მაგარი ხარ შენ!
**
საუკეთესო საუკეთესოთა შორის!!!!! kissing_closed_eyes
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№10  offline წევრი ლათინო

nathali lifhonava

რას გიშლის ლუკა კაცო?! თავისთვის წყნარად,მშვიდად გამოუხტება მირეის და აურევს დაწყობილ ფიქრებს თორე სხვა კი არაფერი :დდ ნუ რა ქნას ახლა და მისი ბრალია დიტო რო გულზე არ ეხატება? აიაიაი მომავალ თავებში რომ გაიგებ ამბებს მერე იმედია არ გადაგიყვარდება ეს ისტორია.
შენი საკილომეტრიანი კომენტარები კიდე თავს მაბეზრებს კი არა ძალიან მახარებს. ამხელა თავებს კი რავიცი მემგონი ვერ შეგპირდები...
მადლობა და მიხარია რომ ასე ძალიან მოგწონს
♥♥♥♥

№11  offline წევრი nathali lifhonava

ლათინო

რას ამბობ?
ეგ როგორ მაკადრე გოგონი?;დდ
გადამიყვარდება კი არა
ჩემი ფავორიტია<3;დდ
როგორც ჩანს დიტოს მოშორება გაქვს დაგეგმილიი;დდ
აუჰ,ცუდია მარა
ეს ისტორია არასდროს გადამიყვარდება
ნევერ;დდ<3
მიხარია თუ გახარებს ჩემი კომენტარები<3
ეხა მეც ავცანცარდი;დდ
ველოდები მეექვსე თავს
♥♥♥♥♥♥♥♥
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№12  offline წევრი ლათინო

ახლა იმდენს ნუ იზამ ინფორმაციები გამომსტყუო.ვეცდები მალე ავტვირთო ♥

№13  offline წევრი teengirllove

me momwons mirei,yvelas mosdis egeti ragac ,ibnevian da ver xvdebian ra qnan..jer es erti mireis luka ar uyvars ,uvralod ragacnairad moswons ,gatacebasavitaa..ditoc ar uyvars , vfiqrob ubralod tavs ajerebs rom mastan unda , imedia male mixvdeba..dito kai tipia ,arc cudi vinmea ,magram luka mevaseba da ra vaqna? :))) male dade shemdegi, im tavs moutmnlad veli..ici romelsac

№14  offline წევრი ლათინო

teengirllove

ხოოო და მიხარია რო გესმის მირეის მდგომარეობა,რა ქნას ეხლა დაბნეულია. ხოო შენ რო გინდა ის თავი ახლოვდება smiling_imp დღეს გავგაზავნი მეექვსეს,ეხლაც ვეჩალიჩები მარა დროოო!!! არადა იმ თავიდან იწყება ამბებიი
ეჰმმმ წავიდე და ველოდო დროის გასვლას ყურებჩამოყრილი
disappointed :დდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent