შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის" მკვლელია *თავი 1*


12-07-2018, 01:38
ავტორი fotoxelovneba
ნანახია 187

წვიმდა. იდგა და შავ,ოთხკუთხედ ფიცარში ჭაღარათმიან,შუა ხნის მამაკაცს გაშეშებული უყურებდა. ამდენი ტირილისგან თვალებ დასიებულს,სახეზე ცრემლი შეშრობოდა. ისედაც დიდი ტუჩები,კიდევ უფრო გაბუშტვოდა,თვალები ჩაშავებოდა.
წვიმის ხმას გრძელ,შავ კაბაში მყოფი ქალის ხმამაღალი ტირილი ანაცვლებდა.
გოგონა ქალს ნელა მიუახლოვდა და ხელი მხარზე ოდნავ შეახო. ქალმა უმალ მოატრიალა თავი და გოგონას ხელები მოხვია,ვერ წყნარდებოდა,კანკალებდა.
-ნინო დამშვიდდი.
გაბზარული,ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა გოგონამ.საკუთარი ხმა თავადაც ეუცხოვა.
- ქეთა ის მოკლეს...მოკლეს გესმის?!
კვლავ ცახცახებდა ქალი და ქეთას ხელებს უფრო მაგრად უჭერდა.
-მკვლელს ვიპოვი ნინო.. მამაჩემის სისხლს არავის შევარჩენ! გპირდები.
ყბა აუკანკალდა და ბრაზისგან თვალები გაუფართოვდა.
შურისძიება სწყუროდა! უკან არაფერზე დაიხევდა.
-ქეთა ახლა რა უნდა ვქნა?
ნელა მოშორდა ქალი და კამკამა,ცისფერი თვალები გერს შეანათა
-ყველაფერი კარგად იქნება..უნდა გავუძლოთ!
ყბები ერთმანეთს დააჭირა და სწრაფად მოსცილდა ქალს.
...
ბუხართან იჯდა,ხელში უკვე კარგახანს გაციებული ჩაი ეჭირა და მოთმინებით ელოდებოდა სტუმარს. ცოტა ხანში კარი გაიღო და ოთახში ჭაღარაშეპარული კაცი შემოვიდა. შავ თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა,ხელები ნერვიულობისგან უკანკალებდა.
-ქეთა!
წარმოთქვა ბოხი,გატეხილი ხმით და გოგონასკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.
-ბიძია!
საყვარელი ბიძიის დანახვაზე,ქეთას თვალები ცრემლებით აევსო და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს.
-ჩემო გოგონა.
თმაზე მიეფერა ილია.
-მტკივა ბიძია!
აქვითინდა ქეთა.-ჯერ დედა დავკარგე..ახლა მამა,ვერ გავუძლებ!
-დამშვიდდი ჩემო პატარა! ჩვენ შენთან ვართ,ყველაფერს გაუძლებ!
ამაოდ ცდილობდა ძმის შვილის დამშვიდებას.
-ქეთა რაღაც მინდა გითხრა.
შუბლზე აკოცა და ანიშნა დამჯდარიყო
-გისმენ ბიძია.
ცრემლი თითებით შეიმშრალა და დივანზე დაჯდა.
-მგონი მკვლელი ვიპოვეთ!
-რაა? ვინ არის?!
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგონამ და გაყინული მზერა მიაპრო მამაკაცს.
-ბიზნესმენი ანდრეა ბარათაშვილი.
-უკვე დააკავეს?
-საქმეც მაგაშია ქეთა.. სამხილები არ არსებობს,მტკიცებულებები განადგურებიულია!
შუბლი მოისრისა ილიამ
-ახლა რა უნდა ვქნათ?
ფეხზე წამოვარდა და ოთახში სიარული დაიწყო
-არ ვიცი ქეთა რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
თავი ხელებში ჩარგო ილიამ და ღრმად ამოიხვნეშა
ცოტა ხანს გაჩუმებულები იყვნენ. ქეთა-აქეთ იქით დადიოდა,ილიას კი თავი არ აუწევია. მერე კარი გაიღო და ოთახში მაღალი,ქერათმიანი გოგონა შემოკაკუნდა
-გამარჯობა ბიძაშვილო!
კაბის სწორებით დაიძრა ქეთასკენ
-ეკატერინე!
ცალყბად გაუღიმა და მონატრებულ ბიძაშვილს გადაეხვია
-მაპატიე,რომ ვაჟას დაკრძალვაზე,ვერ მოვედი.. როგორც კი გავიგე ეგრევე მინდოდა წამოსვლა,მაგრამ შტორმის გამო ყველა რეისი გადადებული იყო. ძალიან მეწყინა,ხომ იცი როგორ მიყვარდა ბიძია!
თვალებში ცრემლი ჩაუდგა და კვლავ მოეხვია ბიძაშვილს
-არაუშავს ეკატერინე,გმადლობ!
-დავსხდეთ რაღაც მოვიფიქრე!
ცრემლი შეიმშრალა გოგონამ
ქეთა მაგიდასთან მოკალათდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ბიძაშვილს.
-ყველაფერი გადავქექე და ინფორმაცია მოვიძიე ანდრეა ბარათშვილის შესახებ. საკმაოდ მსხვილი ბიზნესი აქვს,არამარტო აქ, საზღვრებს გარეთაც. უამრავი ნაცნობი ჰყავს და დიდი პრივილეგიებით სარგებლობს ყველგან. დავინტერესდი რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მამაშენთან, რაღაც ბიზნესზე ერთად მუშაობდნენ,თუმცა ამის შესახებაც არაა ვრცლად ინფორმაცია,მოკლედ ყველაფერი განადგურებულია.-
ქეთამ ამოიხვნეშა და ეკატერინეს ანიშნა გაეგრძელებია,გოგონამაც ღრმად ამოისუნთქა და განარძო-მოკლედ მხოლოდ ის ვიცი,რომ ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ, ის ბიზნესიც გაკოტრდა,ყველაფერი აირდაირია,მაგრამ არ ვიცი რაში ჭირდებოდა ვაჟას მოკვლა.
ქეთას თვალები ცრემლებით აევსო და თავი ხელებში ჩარგო.
-ამ ბიზნესის შესახებ რაღაცეები მეც ვიცი
საუბარში ილია ჩაერთო-თუმცა ანდრეასთან პირდაპირი კავშრი არასოდეს მქონია,ვაჟა ამის შესახებ არასდროს საუბრობდა. ბოლო დროს კი მამაშენი ძალიან განერვიულებული იყო,საქმე ცუდად წავიდაო მეუბნებოდა,თუმცა არაფერს ყვებოდა.
-საიდან ვიცით რომ ეს მან გააკეთა?
თვალები გაუფართოვდა ქეთას.
-ქეთა სხვა მტერი მამაშენს ფაქტობრივად არ ჰყავდა! ხომ გითხარი,ბოლო დროს ანდრეასა და ვაჟას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. თან მათი კავშირის შესახებ,ყველაფერი განადგურებულია. რატომ დამალავდნენ მათ ურთიერთობას თუ ანდრეა მკვლელი არა არის?! სხვა საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს. მოკლედ ყველაფერი კარგად უნდა გამოვიძოთ
-რა ვქნათ?
შუბლი მოისრისა და ბიძიას და ბიძაშვილს თვალებ მოჭუტულმა ახედა.
-ხომ ვთქვი,რაღაც მოვიფიქრე!
ფეხზე წამოდგა ეკატერინე.- ქეთა,ვიცი,რომ ძალიან რთული იქნება..მაგრამ თუ გინდა,რომ მამაშენის მკვლელი ციხეში ჩასვა, ეს უნდა გააკეთო.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ეკატერინემ და თმაზე ხელი ნერვიულად აათამაშა
-ყველაფერს გავაკეთებ!
წამოიძახა ქეთამ
-კარგი...მოკლედ ანდრეა მის ოფისში სამუშაოდ მენეჯერს ეძებს.. შენ უნდა მიხვიდე,დაუახლოვდე და ნელ-ნელა ყველაფერი გამოტყუო
-რაა?
წამოიყვირა გოგონამ-მამაჩემის მკვლელთან..
-ქეთა მისმინე!
საუბარი შეაწყვეტია ეკატერინემ-ეს უნდა გააკეთო.. ხომ გინდა,რომ სათანადოდ დაისაჯოს ანდრეა ბარათაშვილი?! დაუახლოვდი,თავი შეაყვარე,ყველაფერი დეტალურად გამოტყუე მერე კი ორმაგი დარტყმა მიაყენე! სხვა გზა არ გვაქვს. დროებით ახალი პასპორტი უნდა გააკეთო სხვა გვარით,რომ არ მიხვდეს. ქეთა არაბულის მაგივრად ქეთა ლაბაძე იქნები!
-კარგი იდეაა
წამოიწყო ილიამ.-მხოლოდ ასე გავიგებთ სიმართლეს! როცა ისე დაუახლოვდები,რომ ამ ყველაფრის მოყოლას გადაწყვეტს , ყველაფერი ჩაიწერე,მერე კი როგორც ეკატერინემ ახსენა ორმაგ დარტყმას მივაყენებთ! დაფიქრდი ქეთა.. სხვა გზა არ არსებობს.
ვისკი ჭიქაში ბოლომდე ჩაისხა მამაკაცმა და სულმოუთქმელად დალია.
-კარგი..
ფეხწე წამოდგა არაბული.-წავალ ანდრეასთან და ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც საჭირო იქნება.დროა პასუხი აგოს ყველაფერზე!
თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა,ვერანდაზე გავიდა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, ხვალ მნიშვნელოვანი დღე ელოდა,მამამისის მკვლელისთვის თავი უნდა შეეყვარებია...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი დი კო

საინტერესოააააა....მაგრამ ანდრეა არ მგონია მე მკვლელი, რაღაც ეჭვები მაქ და გამართლდა მერე გეტყვი❤❤❤????????????

 



№2  offline წევრი talia

მომეწონა მიყვარს ასეთი შანრის ისტორიები,მეც არ მგონია რომ ანდრეა მკვლელია უფრო ბიძამისზე ვეჭვობ,მაგრამ თუ ამ გოგოს ანდრეასთან აგზავნიან ხომ ყველაფერს გაიგებს? თU რათქმაუნდა შურისძიება თვალს არ აუხევს,აუუ ვეღარ ვითმენ ისე მინდა გავიგო რა მოხდება, მალე დადე რა, გთხოვ.

 



№3  offline წევრი fotoxelovneba

სტუმარი დი კო
საინტერესოააააა....მაგრამ ანდრეა არ მგონია მე მკვლელი, რაღაც ეჭვები მაქ და გამართლდა მერე გეტყვი❤❤❤????????????

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

talia
მომეწონა მიყვარს ასეთი შანრის ისტორიები,მეც არ მგონია რომ ანდრეა მკვლელია უფრო ბიძამისზე ვეჭვობ,მაგრამ თუ ამ გოგოს ანდრეასთან აგზავნიან ხომ ყველაფერს გაიგებს? თU რათქმაუნდა შურისძიება თვალს არ აუხევს,აუუ ვეღარ ვითმენ ისე მინდა გავიგო რა მოხდება, მალე დადე რა, გთხოვ.

მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

რა მაგარი იქნება, მკვლელი რომ იყოს:)))))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent