შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უძილო ღამეები თავი 3


12-07-2018, 19:25
ავტორი i want
ნანახია 109

უძილო ღამეები თავი 3

დღეები მალე გავიდა. გარეგნობაში მცირედი ცვლილებები შევიტანე. თმა ერთი ტონით გავიღავე, და ბოლოები გავისწორე. თმამ თითქოს მეც შემცვალა და უფრო სხვანაირი გამხადა. სარკეში რომ ვიყურები საკუთარი თავი რაღაცნაირად მომწონს.
ახლა ღამეა და ხვალ უკვე სკოლა იწყება. მინდა რომ დავიძინო მაგრამ არ გამომდის. საწოლში ვწევარ და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, ნეტავ რა მოხდება.
გათენებიდან სადღაც ერთ საათში ვდგები, აბაზანაში შევდივარ და ერთ საათში გამოვდივარ ტანსაცმელს ვიცვამ და ყავას ვსვამ. კიდევ ერთი საათი წინ მაქვს.
დედას გაუღვიძია და ოთახში ჩემს გასაღვიძებლად შესულა. როცა სამზარეულოში დამინახა გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა მე ხომ საყოველთაოდ ცნობილი მძინარა ვარ, უბრალოდ ბოლო ხანებში მჭირს რაღაც.

-დიდი ხანია რაც გღვიძავს?
- არა, 15 წუთი მაქსიმუმ. - საკმაოდ ოსტატი მატყუარა და მსახიობი ვარ და არც ახლა გამჭირვებია ტყუილის მოფიქრება.
- კარგი. მეც მოვემზადები და ერთად გავიდეთ.
- რა დიდი შორი ეგაა? თუმცა კომფორტულად მგზავრობაზე უარს არ ვიტყოდი.
- კარგი - თქვა და ორივე ოთახიდან გავედით.
ჩემს ოთახში შევედი სარკესთან დავდექი და საკუთარ თავს თვალი შევავლე. რაღაც მავიწყდება... ვაიმე! ყელსაბამი! ჩემი საყვარელი ყელსაბამი. რამდენ მოგონებას ინახავს. საკეტი მორყეულია, თუმცა რაღა დღეს გაწყდება. ცოტახანში დედამ შემომიარა და სახლიდან ერთად გავედით. სკოლასთან რომ მივედით ზარამდე ხუთი წუთი იყო , დედა გადავკოცნე და გეზი სკოლისკენ ავიღე. გული აფორიაქებული მაქვს ცოტას ვნერვიულობ. სანერვიულო რაარის გულში ვფიქრობ მაგრამ ყელში ბურთს მაინც ვგრძნობ. სკოლაში შევედი პირველ სართულზე იმდენი ადამიანი ირეოდა გული უარესად შემიწუხდა. რამდენიმე წყვილი თვალი ვიგრძენი რომელიც ჩემსკენ იყო მომართული ცოტათი მესიამოვნა.
კლასის კარს ვაღებ და ოთახში შევდივარ. ჯანდაბა! ლაშა! ამას აქ რა უნდა?! გულში ვფიქრობ და ვხვდები რა სისულელე გავიფიქრე, კლასის მესამედი ხომ მაგის ძმაკაცია. გოგოებმაც და ბიჭებმაც პირი დააღეს ჩემს დანახვაზე, ერთი ორი ისიც მომესმა ეს ნინააო?
(ბოლოს რომ მნახეს საამაყო ტანი ნამდვილად არ მქონდა შემდეგ ზაფხულის დასაწყისში ცოტა დავიკელი და ახლა ნორმალურად ვარ.)

ვაა ნინა?! რამდენიმე ბიჭმა შეიცხადეს.
ჯერ ბიჭებს მომაბეზრებელი თვალებით გავხედე, შემდეგ ლაშას და ბოლოს გოგოებს. ლაშას გაკირვებული და გამოშტერებული თვალები რომლებიც ჩემსკენ იყვნენ მომართული არასდროს დამავიწყდება. ახლა კი მართლა გული ტვინში მიცემს როცა ლაშას მზერას ვხედავ. ჩემი კლასელი მარი მოვიდა და შემომახტა რა ლამაზი ხარო. სანამ მარის ვეხუტები ჩემზე მოშტერებული ლაშა თავს ატრიალებს და ვიღაცას უეჭველად რაღაცას ეკითხება პასუხის შემდეგ ისევ ჩემსკენ ატრიალებს თავს მაგრამ მე ვაიგნორებ და გოგებისკენ მივდივარ.
ჩემსკენ ჩემი კლასის ,,ზვეზდა' ბიჭები მოდიან , ჩემი ერთგვარი ძმაკაცები.

- ვაა ნინაა... როგორ ხარ ე? - კარგად, შენა? - რავი... რა ლამაზი ხარ გოგო რა გჭირს. - მეუბნება მხიარულად. მის ასეთ სახეზე და სიტყვებზე გულიანად მეცინება და სადაცაა გავწვე ისე ვარ. - რა გაცინებს გოგო? - არაფერი. - ვამბობ და სიცილს როგორღაც ვწყვეტ.
-ეეე ნინაა?! - გააგრძელა მეორემ და გვერდში ლაშა ამოიყენა. - ვაიმე ხალხო რაიყო პირველად მხედავთ? - გიო ხელს მიწვდის და მეც ხელს ვართმევ. ვინაიდან ლაშა გვერდზე უდგას ისიც ხელს მიწვდის და ვითომც არაფერი ხელს ვართმევ. აი ახლა ისეთ რამ ვიგრძენი მისი შეხებისას რომ ვერ აგიღწერთ.
ჯერ კიდევ მისი შეხებით მონუსხული ვარ რომ მასწავლებელი შემოდის და გვეუბნება რომ ზარი დიდი ხნის წინ დაირეკა.

გაკვეთილები გადის , მასწავლებლები შემოდიან და წარმატებებს გვისურვებენ. რამდენიმეს არ გამოპარვია ჩემში ცვლილებები და სახალხოდ აღნიშნა.
ბოლო გაკვეთილი იწყება როცა ჩემსკენ მომავალ ლიზას ვხედავ. კომპლიმენტი მაჯახა და გადავკოცნე. - გოგო დღეს დარჩი რა სტადიონზე, ვიკრიბებით.
- რა? - ბავშვები ვიკრიბებით, ჩვენ და პარალელიდან კიდევ რამდენიმე. ლაშა, თორნიკე და ვიღაცეები. - აა კარგი და რა ხდება? -არაფერი გავერთობით ბიჭებს გიტარა მოაქვთ, გოგოებს სასუსნავები და რაღაცეები, მოკლედ კარგ დროს გავატარებთ. ერთხელ ვიყავით ეგრე და ძაან მაგრა გავერთეთ.
- ვაა არ ვიცოდი... კარგი მოვალ. რომელზე ?
- სამზე. ბავშვებმა თქვეს გიტარებზე გადავირბენთ და მოვალთო და სამზე ყველა ვიქნებით.
- კარგი მაშინ მეც ვიყიდი რაღაცეებს და მოვალ
- კაი. მოდი ძაან გავერთობით.
- კარგი სამზე მანდ ვარ.
გაკვეთილები დამთავრდა სამის ნახევარია მაღაზიაში მივდივარ თხუთმეტი ლარი მაქვს შეგროვებული და რაღაცეებს ვიყიდი. ის ფაქტი რომ იქ ლაშაც იქნება ძალიან მაბედნიერებს. გაცნობას შევძლებ როგორც იქნა. მაღაზიაში შევდივარ სასუსნავებს და ერთჯერადებს ვყიდულობ ფული მრჩება და ვფიქრობ რა ვიყიდო, მაღაზიას თვალს ვავლებ და დიდი ბოთლით ლუდს ვყუდილობ. მაღაზიიდან გამოვდივარ და სკოლისკენ მივდივარ. ლუდს ჩანთაში ვიდებ რომ ვინმემ არ დაინახოს და გზას ვაგრძელებ.
სტადიონთან ვარ და შევდივარ. ლაშას ვხედავ , ჩემსკენ მოდის გული სადაცაა ბაგაბუგით ტვინში ავიდეს, თავი გახლიჩოს და გაფრინდეს.
- ვა მოხვედი?
- ჰო. სად არიან?
- იქით არიან სუფრას შლიან - ხელით მათკენ მანიშნებს.
- აა კაი. - მშორდება და გვერდს მივლის ღრმად ვისუნთქავ და გზას ვაგრძელებ.

- ვაა მოხვედი ?
- ჰო. რაღაცეები ვიყიდე.
- მმმ... რა კაია... ვაიმე ერთჯერადები დაგვავიწყდა!
- ვიყიდე დაწყნარდი.
- ვაიმე რაკაი გოგო ხარ! რომელი საათია?
- ათი უკლია.
- ჯერ ადრეა. მოდი გაშლაში მომეხმარე.
- კაი. მოიცა დირექტორმა იცის?
- ჰო აბა, უფლება მოგვცა რომ ერთი დღე გვეგულავა. ოღონდ დრო და დრო შეგვამოწმებენ რამეს ხოარ ვაშავებთ.
- რა ძაან კეთილია ჩვენი დერეხტორი. - ვამბობ და ორივეს გვეცინება.

ბალახზე გადასაფარებელი გავშალეთ და საჭმელ სასმელები დავალაგეთ. ნელნელა ბავშვები მოდიოდნენ, ჩემი თვალები კი მას ეძებდნენ.
თითქმის ყველა მოვიდა და ბალახზე დავჯექით ლაშა ჯერ კიდევ არ იყო მოსული, არადა აქ იყო.
ლაპარაკს შევყევით რაღაცეები მოვყევით და ვმხიარულობდით როცა სანდრომ შესძახა ლაშა მოდიო და თავი მისკენ გავატრიალე.
მომენტალურად გაქრა სახიდან ღიმილი და განწყობა. თვალებში დამიბნელდა და ბალახს ჩავებღაუჭე რომ არ გადავყირავებულიყავი. ლაშა კი არხეინად იდგა გოგოზე ხელ გადახვეული და სიყვარულით მომზირალი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი i want

პატარა შეცდომა მოხდა და სურათი არასწორად დაიდო, ეს ისე რომ არ დაიბნეთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent