შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთთა ცოდვანი (სრულად)


12-07-2018, 23:24
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 913

ღმერთთა ცოდვანი (სრულად)

მოთხრობა შთაგონებულია ძველეგვიპტური ზღაპრებით, როგორიცაა „განწირული უფლისწული“, „ზღაპარი ორი ძმის შესახებ“, “zRaprebi faraon xufusa da jadosnebis Sesaxeb“.



პროლოგი
იყო დრო, როცა ადამიანებს ღმერთების არსებობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ და მათი ბედის განმკარგავად მეფეები მიაჩნდათ. არსებობდა მხოლოდ ერთი ღმერთი, უზენაესი მზის განმგებელი რა და არ იყო მასზე ძლიერი სხვა სულიერი ცასა და დედამიწაზე. იგი იბრძოდა ადამიანების გამო- ებრძოდა წყვდიადში გამეფებულ დემონებს და ყოველ გარიჟრაჟზე, განახლებული მოევლინებოდა სამყაროს.
რა იყო პირველი შემქმნელი ადამიანებისა და მაშინ, როცა მიხვდა, რომ მათი მართვა დღითიდღე უფრო ძნელდებოდა, ინატრა სხვა ღმერთების დაბადებაც. ინატრა ჰყოლოდა ძმები და დები, რომლებიც სამყაროს მართვის სადავეებს ღიმილით გადაინაწილებდნენ საკუთარ მხრებზე და ყველაფერი გახდებოდა იმაზე მარტივი, ვიდრე აქამდე იყო.
რა ხშირად იწყენდა.
გარდა იმისა, რომ ადამიანთა ყოფასა და ხასიათს ნელ-ნელა ახალი სირთულეები ემატებოდა, მზის ღმერთს მარტოობის უკიდეგანო მორევიც ითრევდა. იგი გახდა იმაზე მარტოსული, ვიდრე ნებისმიერი დაობლებული სულიერი. მაშინ, მოძმეთა ყოლის ოცნებაში გადაღლილმა ღმერთმა პირველად ჩათვლიმა და ამ ძილში წარმოიშვა სიზმარი, რომელიც აქამდე არასდროს ენახა. რამ იხილა ყვავილებში ჩაფლული ბაღი, ოქროს გალავნით გარშემორტმული სასახლე და გაიგო სხვა ღმერთების სიცილი. ამ სიცილში მან ზაფხულის მხურვალე დღეს, მოულოდნელად ამოქროლებული სიოსავით საამური ჰანგები გამოარკვია და მიხვდა, რომ ამაზე საოცარი სიმღერა ჯერ არასდროს გაეგო. მზისგან განათებული სასახლის ბაღში მრავალი ღმერთი დააბიჯებდა. ისინი განსხვავებულნი იყვნენ კანის ფერით, გარეგნობით, სქესითა და ხასიათით, თუმცა ერთნაირად ამაღელვებელი და მშვენიერი განცდა ეუფლებოდა ღმერთს სიზმარში მათი ხილვისას.
ეს იყო ბედნიერება.
გამოღვიძებულმა, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: სხვადასხვა ქვეყნის სათავეების მმართველებში, მან დაბადა საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებული მეფისშვილები, რომლებიც მხოლოდ ერთ სიცოცხლეს გაატარებდნენ ადამიანებად და სიკვდილის შემდეგ, მეორე სიცოცხლე ერგებოდათ, როგორც მარადიული საჩუქარი. ისინი რას კურთხევით გახდებობდნენ უკვდავი ღმერთები. მათი ადამიანური ცხოვრების არჩევანი, ჩადენილი საქციელი თუ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვარვდა მომავალში, ღვთიურ ხასიათს.
ისინი იზრდებოდნენ და ღმერთს ყველა მათგანი ერთნაირად უყვარდა. უყურებდა, როგორც და-ძმას და ხარობდა მათი სიხარულით, გუნებას უფუჭებდა მათი სევდა. მხოლოდ ერთს არჩევდა უზენაესი მზის ღმერთი - ეგვიპტის დედოფალ, თაიას, რომელიც იყო ყველაზე გვიან დაბადებული დედოფალი სხვა ღმერთებად განწირულ მეფისწულებს შორის.
ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილი ბავშვობიდანვე უცნაური იყო და ახასიათებდა ისეთი თვისებები, რომელიც რას მისთვის არ უბოძებია. ის იყო ზოგჯერ სულის შემძვრელად შეუბრალებელი, ზოგჯერ კი მზის ცვარივით სპეტაკი და კეთილი. თაია უცნაურ მაგიას ფლობდა. რა ვერ ხვდებოდა, ეს მაგია სიწმინდის ნიშანი იყო თუ დემონობის დაღი. გოგონას მიახლოებისას, იფურჩქნებოდა ვარდის კოკორი, ღვივდებოდა მიწაში ჩამარხული თესლი თუმცა კვდებოდა ის, ვისაც სიცოცხლის ხანგრძლივი დრო გაევლო.
თაია უცნაური იყო...
ზოგჯერ შეუბრალებელი, ზოგჯერ შემწყნარებელი.
ზოგჯერ კეთილი, ზოგჯერ ბოროტი.
რთული და თან მარტივი.
უხილავი ცალი ფრთა ანგელოზისა ჰქონდა, ცალი კი დემონის.
რას ყველა უფლისწული და-ძმასავით უყვარდა.
ყველა, გარდა თაიასი.
ღმერთის უცოდველ სულში მაშინ პირველად გაკრთა შურის პატარა ნაპერწკალი და იმ დღეს დაიხოცა მეფე-დედოფალი ეგვიპტის.
თაია დაობლდა.
რა იყო გულმოწყალე ღმერთი, რომელსსაც უსასრულოდ და უკიდეგანოდ უყვარდა ადამიანები. მზად იყო ეწამა, ებედნიერა, ეტანჯა და ეგლოვა მათ გამო. თუმცა პირველად, თავისი მარადიული ღმერთობის ისტორიაში, მან უსამართლოდ დახოცა თაიას მშობლები, რადგან უზენაესი მზის ღმერთის გარდა, სხვა აღარავინ ჰყოლოდა მშობელი.


პირველი თავი
- კაენ, შენი სულსწრაფი ხასიათი დაგღუპავს! - ცოფიან ძაღლს ადევნებული პატრონივით ცდილობდა მარკუსი კაენის შეჩერებას.
- და რას ვუცადოთ ძმაო? მამაჩვენი ავადაა. სამეფო ტახტი მალე ჩვენი გახდება და მე გთავაზობ, რომ ერთის მაგივრად, ორი სამეფო ვმართოთ. ეგვიპტე დანაწევრებულია, მის ყველა ფარაონს ვერ შევეჭიდებით, თუმცა არსებობს ერთი, რომლის ტახტსაც ისე ადვილად ჩავიგდებთ ხელში, გეგონება ნაჩუქარი ძალაუფლება ყოფილიყოს.
- არა, არა! - მწარედ გაეცინა მარკუსს - ოღონდაც არ მითხრა, რომ ჩრდილოეთ ეგვიპტის ჰელიოპოლისის1 დაპყრობა გაქვს განძრახული.
- ეს ჭიანჭველას გასრესაზე ადვილია. - ეშმაკურად გაუღიმა ძმას კაენმა. - წარმოიდგინე, თითქოს ჩვენი ერთადერთი მოქიშპე ქალის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა. თან მეზობელი ქვეყანა. ქალთან ბრძოლა კი ჯერ არასდროს გამოუცდია სამყაროს და ჩემი მამაკაცური ძალები მკარნახობენ, რომ მის ხელში ჩაგდებაზე ადვილი არაფერია.
- კაენ ეს ხომ უსამართლობაა? ჰერმოპოლის მაგნას2 მხოლოდ იმიტომ არ ვიგდებთ ხელთ, რომ მისი მბრძანებელი კაცია და გალაშქრებას ქალის წინააღმდეგ ვაპირებთ? - გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა მარკუსს.
- მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ქვეყანა ქალმა მართოს ძმაო. არასწორად ისმენ ჩემი პირიდან წარმოთქმულ სიტყვებს. მისი სამეფო მთავარი ჰელიოპოლისია და თითქმის არ ჰყავს მებრძოლი ჯარი, ილუზიებში ცხოვრობს ისე, გეგონება, მტრის ცნება არ არსებობდეს. აჯანყებასაც კი ვერ ჩაახშობს თუ საკუთარ ქვეყანას მისი ტახტრევანიდან ჩამოგდება მოუნდება.
- არ ვიცი კაენ. სიგიჟეს ღაღადებ. ჩვენ ძმები ვართ, ერთი სისხლი გვაქვს და ერთია ჩვენი სიცოცხლე. თუ მამა მხოლოდ ერთს გვარგუნებს ქვეყნის მმართველობას, მაინც ორის მხრებზე გადავანაწილოთ ძალაუფლება. ესაა ჩემი რჩევა. ხომ იცი, რომ სიცოცხლესაც დავთმობ შენთვის? გგონია, მე თუ გამაფარაონებენ, მზაკვრულად მოგიშორებ ან უპატრონო ძაღლივით მიგაგდებ?
- შენს მოშორებას არც მე ვაპირებ. სამყარო გამიწყრეს თუ ჩემი სიცოცხლე შენსას მერჩივნოს მარკუს, მაგრამ კეთილი ხარ. თან ზედმეტად კეთილი. გადამეტებული კი სიკეთეც და ბოროტებაც, ერთნაირად ანადგურებს მეფის გავლენას და ასუსტებს ჩვენს სულს.
- შენ მაინც ისე მოიქცევი, როგორც გინდა. იმედიც არ მაქვს, რომ ან მოფერებით ან მწარე სიტყვებით გადმოგიყვან ჩემს ჭკუაზე და პირდაპირ მითხარი, რა გეგმა გაქვს. - მხრები უსუსურად ჩამჰოყარა მარკუსმა და უმცროსი ძმის ცბიერი გეგმის მოსმენას შეუდგა მთელი არსებით.
- ყური დამიდგე - ცალი ტუჩით გაეღიმა კაენს. თავისი აზრების გამარჯვებასა და ძმის ჭკუაზე გადმოყვანას ზეიმობდა ნაადრევად - შევიპარები ეგვიპტის ჩრდილოეთ ჰელიოპოლისში არა როგორც მეფე, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და ვუთვალთვალებ დედოფალს იქამდე, სანამ ყველა კუნჭულში ჩამალულ მის დემონსა თუ ანგელოზს არ შევისწავლი. ყველა სისუსტეს სააშკარაოზე გამოვიტან და ხუთი თითივით მეცოდინება რა უჭირს ან რა ულხენს მის ხალხს. ეს იქნება ჩემი კოზირი და მაშინ, როცა ეგონება, თითქოს ყველაფერი ჰარმონიულია, თავს ჭექაქუხილივით დავატყდები.
- და მოკლავ? - შეაწყვეტინა დაზაფრულმა მარკუსმა.
- არა. მე მას ტახტიდან ჩამოვაგდებ ჩვენი ჯარის მეშვეობით. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდება, რომ ერთი მთვარიანი ღამის გავლის შემდეგ, ხალხი გაიღვიძებს და აღმოაჩენს ხელმწიფეს. არც გაახსენდებათ, რომ ოდესღაც, პატარა, სათუთი გოგონა მართავდა მათ ქვეყანას.
- სარისკოა.
- მიყვარს ყველაფერი, რაც ფათერაკთანაა დაკავშირებული.


ჩრდილოეთ ეგვიპტის ჰელიოპოლისი1 - რას კულტის ცენტი იყო ქალაქი იუნუ ჩრდილოეთ ეგვიპტეში, რომელსაც ბერძნებმა ჰელიოპოლისი დაარქვეს.
ჰელოპოლისი მაგნა2 - დინასტიურ ეგვიპტეში, თოტის მთავარი საკულტო ქალაქი.
* * *

მაშინ, როცა კაენი მზაკვრულად შეიპარა თაიას სამეფოში და თავისი გეგმის შესრულებას შეუდგა, დედოფლის კვალმა ნილოსის ჩანჩქერამდე მიიყვანა. ქალის სამი მცველი დედოფლისგან მოშორდებით აკონტროლებდა ტერიტორიას, რათა კაენის მსგავსი თავდამსხმელისგან დაეცვათ მბრძანებელი. თუმცა კაენს გაუმართლა, რადგან თავისი ონავარი ბუნებითა და ბავშვობიდან დაუფლებული საბრძოლო ხელოვნების წყალობით, დედოფლის მცველებზე მოხერხებული აღმოჩნდა და თვალისდახამხამებაში დახოცა სამივე. დედოფალს თავისი ხალხის განწირული ყვირილი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მათი ტანჯული ამოსუნთქვა არ ესმოდა. ის მთელი არსებით მინდობოდა ნილოსის სურნელით გაჟღენთილ ჩანჩქერს და უსმენდა ბუნებისგან მომავალ ხმებს.
კაენი ფეხაკრეფით მიუახლოვდა ქალს და მისი დანახვისას, წამით ეგონა, რომ თვით განგება ეთამაშებოდა, რადგან მასზე უფრო მშვენიერი აქამდე ფანტაზიებშიც კი არავინ დაეხატა. თაია ისეთი ლამაზი იყო, გეგონება ათასი სასწაულის თესლი მისი დაბადებისთის ჩაიღვარა სამყაროში და არ დააბიჯებდა სულიერი დედამიწაზე მასზე უფრო თვალისმომჭრელი. თაია თავისი შიშველი სხეულით, ნელი ნაბიჯებით მიაბიჯებდა წყალში, მკერდის კერტებზე წელამდე ჩამობნეული,ღამესავით შავი, სველი თმა სამოსივით ჩამოეფარა. კაენს წამით მოეჩვენა, რომ გოგონა საყვარელი იყო ნილოსის და არა უბრალო სულიერი, რომელიც მისით მორწყულ მიწაზე დააბიჯებდა.
თაია მაგიური ნიჭით იყო დაჯილდოებული და მეტიც, იგი თავად იყო მაგია. მას ესაუბრებოდნენ ცხოველები, მცენარეები და ბუნების სტიქიები. მისი დანახვისას, ბედნიერებით ივსებოდა ყვავილის კვირტი და წამშივე მომაჯადოებელ, გაფურჩქნულ ყვავილად გარდაიქმნებოდა. გამხმარი ხის ტოტები ხელახალ სიცოცხლეს იძენდა და ხავსივით მწვანე ფოთლებით იმოსებოდა. ხარობდა მთელი ბუნება, ჰაერში საოცარი სურნელება გაბატონებულიყო თაიას სველი სხეულის და თვით ნილოსიც იმაზე მეტად მოსავლიან მიწას ქმნიდა, ვიდრე ოდესმე.... მაშინ კი, სასიამოვნო ჩურჩულის მაგიერ, პირველად შემოესმა გაფრთხილება დედოფალს:
„ფრთხილად იყავი თაია. ისინი მალე მოვლენ და ეს არ იქნება გულკეთილი ვიზიტი. მათ შენი მიწის ხელში ჩაგდება სურთ“ - აბობოქრდა მდინარე.
შეშინებულმა გოგონამ იმ ადგილას მიაპყრო მზერა, სადაც კაენი უთვალთვალებდა და კაენმა იხილა დედოფლის სხვადასხვა ელვარებით აღვსილი თვალები - ცალი ისეთი ცისფერი იყო, გეგონება თვითონ ცამ ისესხა მისი თვალის ფერი. მეორე კი მზისფერი, მასზე უფრო კაშკაშა, მომნუსხველი და ზოგჯერ საშიში. კაენს ეგონა, რომ მასთან მიახლოება ისეთივე მტკივნეული იქნებოდა, როგორც მზის პლანეტაზე ვიზიტი და მიხვდა, თუ როგორი საშიშია ყველაფერი, რაც ბრწყინავს და რაც მშვენიერია.
თაიამ კაენი ვერ შენიშნა, თუმცა შენიშნა გარშემო გაბნეული უცხო ადამიანის სურნელი, რომელიც თავხედურად ერთვოდა თავის მომაჯადოებელ არომატს და მაშინ ჰაერიც გამოეპასუხა მის ფიქრებს:
„დაიმალე თაია, ნილოსის ტალღები დაიცავენ შენს მაგიურ ბუნებას“.
და თაია ჩახტა აბობოქრებულ მდინარეში. კაენს შორიდან ეგონა, რომ თვითმკვლელობის მოწმე შეიქმნა, თუმცა რამდენიმე წამიც არ იყო გასული, რომ იხილა ყველაზე დამზაფვრელი სურათი - მდინარეში თავით გადამხტარმა გოგონამ ჰაერში მოიქნია ფეხები და ადამიანური ტერფების მაგიერ, ნოზის სხეულად გარდაექმნა ქვედატანი.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, კაენს აზროვნების უნარი დაჰკარგვოდა. მონადირეების მსხვერპლი კურდღელივით აკანკალებულიყო და თვალს არ აშორებდა მდინარეს, საიდანაც, ისე მოულოდნელად ამოვიდა გოგონა, როგორ მოულოდნელადაც ჩაჰყვინთა მასში. სრულიად უვნებელი იყო იგი. უფლისწულმა მისი თვალების დანახვაც მოასწრო და შენიშნა, ახლა ორივე თვალი ადამიანური, ერთი ფერისა ჰქონდა, ფეხები კი ისეთივე ჩვეულებრივი, როგორიც მზეთუნახავ ქალწულს.
- ალქაჯი! - ჩაილაპარაკა შეცბუნებულმა და სასწრაფოდ გაეშურა თავისი ცხენისკენ, რათა სახლში დაბრუნებულს, მყის მოეყოლა მამისა და ძმისთვის ის დაუჯერებელი ამბავი, რაც თავისი ორივე თვალით იხილა.

* * *
- მარკუს, მამა! - სასახლის კარი სულმოუთქმელად შეაღო კაენმა და მოულოდნელად, მამისა და ძმის ისეთ უნდობელ თვალებს შეეჩეხა, რომ თაიას სილამაზე თითქმის გადაავიწყდა ეჭვებით შეპყრობილს.
- შენმა ძმამ შენი მზაკვრული გეგმის შესახებ მომითხრო კაენ და მეც კი სასოწარკვეთილი შევიქმენი. ვერ ვხვდებოდი, შენს შესაჩერებლად ჯარი გამომეგზავნა და ამითი, იმ ქვეყნის დედოფლის ყურადღება მიმექცია თუ დავნებებულიყავი, გულხელდაკრეფილს მეცქირა, როგორ იქცევი მეფისთვის შეუფერებლად. - მიმართა მამამისმა მომაკვდინებლად სასტიკი ხმით.
კაენმა მარკუსს შეხედა.
გული დასწყდა, არ მოელოდა ძმისგან დაბეზღებას. მარკმა თვალი აარიდა კაენს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დაბეზღებით მის დაცვას ცდილობდა, გულის სიღრმეში, მაინც იცოდა თუ რაოდენ დიდი ცოდვა იყო დასმენა. თან ერთადერთი ძმისა.
- შენ გული გამიტეხე - ჩუმად უთხრა კაენმა მარკუსს და შემდეგ მამამისისკენ შეტრიალდა - მე შენ მიყვარხარ ჩემო მშობელო, თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ იმდენად ვართ დაცილებულნი ერთმანეთს, თითქოს სხვადასხვა სამყაროებში ვცხოვრობთ. შენ ცდილობ, იყო ღირსეული მეფე, თუმცა საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის ამ ღირსების მსხვერპლად გაღება გესირცხვილება. ჩრდილოეთ ეგვიპტის ჰელიოპოლისი დარწმუნებული ვარ, სუსტია ბრძოლებში, მაგრამ ისეთი აურაცხელი სიმდიდსრის მატარებელია, რომ ას სამეფოს მოსახლეობას ეყოფა. მათ მხარეს, ნილოსი ყოველ წელს დიდდება და უხვი მოსავლით აჯილდოებს სამეფოს. ჩვენთან კი ზამთარში შიმშილით კვდება ხალხი, რადგან ზაფხულში დაგროვილი მოსავალი 4 თვეც არ ჰყოფნით საკვებად, არათუ მთელი წელი.
- ეს შენი საფიქრალი არაა კაენ. ყოველი შემთხვევისთვის, ჯერ-ჯერობით. ნუ ცდილობ, მაფიქრებინო, თითქოს საყვარელი ხალხის კეთილდღეობა გადარდებს. შენ მხოლოდ ტახტი გინდა და გვირგვინის გარდა, ვერ ხედავ ვერავისა და ვერაფერს. თვალები დაგიბრმავა ძალაუფლების წყურვილმა - გაცეცხლდა ხელმწიმე და გაავებული თვალებიდან მზად იყო, ცეცხლის ნაპერწკლები ესროლა თავისი ურჩი ვაჟისთვის.
- ცდები მამა. დღეს ისეთი რამ ვიხილე, რომ ვერც ერთი სამეფო ტახტისა და დიდების წყურვილი ვერ შეედრება... ზოგჯერ მგონია, ეშმაკეულისგან გამოგზავნილი ხილვა იყო, რათა ჩემი გონება მარადიული ქაოსის ზღვაში მოექცია და საღად აზროვნების უნარი დამკარგვოდა. ისეთი ქალი ვიხილე, რომ სხვა დანარჩენ მანდილოსანს, სირცხვილით ვეღარ ვუწოდებ ქალს. ის ალქაჯი იყო. ცალი თვალი ცისა ჰქონდა, ცალში მზის სხივები უგიზგიზებდნენ, ნილოსის მდინარე ესაუბრებოდა, ეტრფოდა და ეალერსებოდა მის ნაზ სხეულს. სწორედ ამიტომ სწყალობს უხვი მოსავლით თაიას სახელმწიფოს. უხილავი ხმები ყურში უწუოდნენ და როცა წყალმა მისი სახება დაფარა, დედოფლის დემონური თვალები ადამიანისამ შეცვალა. ეს ყველაფერი მის დასაცავად მოხდა, რადგან უცხო სულიერს ვერ დაენახა თუ როგორი განსხვავებულია დედოფალი სხვა ადამიანებისგან, თუმცა მე მაინც მოვასწარი მისი დემონური თვალების ხილვა. მდინარე მას მფარველობს, ცდილობს დაუფაროს ყველა ნიშანი, რომელიც სხვებისგან გამოჰყოფს და მის ამოუცნობ არსს ამხელს. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ გვერდით მთელი ბუნება უდგას, მთელი ბუნება მას იცავს იმის მაგივრად, რომ დაგვიცვას ჩვენ, ბუნების ჭეშმარიტი პიმშოები!
გუნებაგაფუჭებული გამოვიდა კაენი სასახლიდან და ბაღში გაისეირნა ცოტახანს. ვერ ხვდებოდა, რატომ არ მოუთხრო ბოლომდე მამასა და ძმას გოგონას გარდასახვა თევზად ან თევზქალად. შეიძლება, ზედმეტად ილუზიაშერწმული მოსჩვენებოდათ და ეს აზრიც კაენის ბოდვად ჩაეთვალათ, როგორც სხვა დანარჩენი. კაენის წყენა ოჯახის წევრების მიმართ და განსაკუთრებით კი თავისი ძმის მიმართ, უკვე გამკრთალებულიყო და ამ ყველაფერს, თაიას ხილვით გამოწვეული ეიფორია ჰფარავდა. ნუთუ მართლა რეალობა იხილა კაენმა? იქნებ სრულ გონზე აღარ იყო და მართლაც აზვიადებდა ყველაფერს?
საკუთარი თავისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ჭკუიდან არ გადასულა.
ამისათვის კი გოგონას ხელახალი ნახვა დასჭირდებოდა.
ვინ იცის, იქნებ, ახლა უკვე პირისპირ შხვედროდა?
* * *

ნილოსის დასავლეთ დელტაში იყო პატარა ქალაქი, სახელად ნავკრატისი, რომლის მოსახლეობა ჯერ კიდევ გლოვობდა თავიანთი ფარაონის, ჯოსერის გარდაცვალებას. ჯოსერი რასგან დალოცვილი მეფე იყო და მის სიცოცხლეში, არასდროს უჭირდა ხალხს. არც ერთი მათგანი იყო მშიერი და ტიტველი. ჰქონდათ თბილი სახლები და უხვი მოსავალი. ჯოსერს ორი შვილი ჰყავდა: უფროს ქალიშვილს ერქვა ებონი და ის იყო მშვენიერი თავის დროზე. დროთა განმავლობაში, როცა მეფის ანდერძის თანახმად, ტახტის მემკვიდრე არა გოგონა, არამედ, მისი უმცროსი ვაჟი, აბრაქსი გახდა, ებონის არსება ისე ძლიერად მოიცვა შურმა, რომ გარეგნულად დაამახინჯა მისი სპეტაკი სახე. ებონი სარკეში იხედებოდა, დარდობდა თავისი სილამაზის დაკარგვას და სწყევლიდა იმ დღეს, როცა თავისი უმცროსი ძმა მოევლინა ამ სამყაროს.
შურისა და ბოღმის ალში გახვეული მეფის ქალიშვილი, გულის გადაყოლებას თავისი მცველი მამაკაცების მკლავებქვეშ ცდილობდა. მას არავინ უყვარდა და არც არავის უყვარდებოდა თავად ებონი. ყოველ ღამით, როცა მრუშობისგან გადაგვარებული მისი სხეული მოსვენებას ცდილობდა და უცხო მამაკაცთან ერთად ჩასთვლემდა ხოლმე სამეფო სარეცელზე, მამამისი ჯოსერი ეცხადებოდა სიზმრად. ჯოსერი შერცხვენილი, განადგურებული და ღირსებაშელახული იყო.
- რატომ შვილო? ნუთუ შენი ბოროტება იმხელაა, რომ საკუთარი ემოციების ჩასახშობად გიწევს სხეულის განაწილება ყოველ ღამით, სხვადასხვა კაცთან? ნუთუ ასეთი შეცდომა დავუშვი შენი ჩასახვით? - ლოყებს იხოკდა ჯოსერი და ევედრებოდა შვილს გამოსწორებას - თუ არ მოინდომებ, რომ დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ ერთ კაცს მიუძღვნა, მაშინ დაიწყევლები ბუნების მიერ. გახდები იმაზე შეუხედავი, ვიდრე ახლა ხარ და ვეღარასდროს დაიბრუნებ პირვანდელ სახეს. ნუ მისცემ ბოროტებასა და გარყვნილებას შენი დაუფლების საშუალებას. დაფიქრდი და გამოსწორდი, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. - შესთხოვდა სასოწარკვეთილი ჯოსერი სიზმარში.
გამოღვიძებისას, ებონი ოფლში ცურავდა, უჭირდა სუნთქვა და იმის მაგივრად, რომ მამის სიტყვებს ჩაეფიქრებინა, ის კვლავ განაგრძობდა საკუთარი სხეულის გასხვისებას სხვადასხვა კაცზე.
ებონს ორი ვეფხვი ჰყავდა - კაისა და ფილისი. იყვნენ ისინი დაბადებიდან ქალის ერთგულნი და ასრულებდნენ ყველა მის დავალებას. ერთ დღეს, როდესაც ნილოსის ნაპირას, წყალს სვამდნენ, მდინარემ საუცხოო არომატი გამოაყოლა თავის დინებას და ეს არომატი იგრძნო ყველამ, ვინც წყალს მიუახლოვდა. ვეფხვების ხშირი და უხეში ჯაგარი ფაფუკ ბამბას დაემსგავდა და უმშვენიერეს სურნელებას აფრქვევდა.
როდესაც ებონი თავისი საყვარელი ცხოველების მოსაფერებლად დაიხარა და მის ნესტოებს ჭაობის აყროლებული არომატის მაგიერ, ნელსაცხებლებსა და მილიონ ვარდზე მშვენიერი სურნელი შენიშნა, ძალიან გაუკვირდა. გაკვირვება კი ცოტახანში ბრაზმა შეცვალა, როდესაც ნილოსის მდინარეში გარეცხილი მისი ტანისსამოსი მიართვეს მსახურებმა. ებონმა იგრძნო, რომ იგივე სურნელით გაჟღენთილიყო თავისი სამოსი.
ბრძანა მაშინ მეფისასულმა:
- გადაიარეთ მთელი სამეფო და მომგვარეთ ის, ვის გამოც, ერთნაირი სურნელება აგვდის მეც და აყროლებულ, უსახლკარო ლოთსაც!
* * *

ღამით, როცა ყველას ეძინა, თაია წამოდგა საწოლიდან, ფეხსაცმელები გაიხადა და გაეშურა თავისი სამეფოს იმ ადგილისკენ, სადაც ნილოსის წყალი, უდაბნოს ქვიშა და ტყე ერთდროულად ერთვოდა ერთმანეთს. ზუსტად ამ ადგილას მთავრდებოდა ეგვიპტის მთავარი ჰელიოპოლისი და იწყებოდა ომბისი, რომლის მმართველიც კაენისა და აბელის მამა, მეფე ეშაქი იყო. გაქვავდა თაია ერთ ადგილას, უცქერდა მთვარის ნელ ამოსვლას შავი ცის კაბადონზე და იმეორებდა თავისი ბაგეებიდან დაბადებულ შელოცვას:
- „შენ, რომელმან დამბადე წყვდიადის შვილად,
სინათლის დედოფლად და შემწყნარებლად ყოველთა ადამიანთა.
შეისმინე ჩემი ვედრება, დაიცავი მიწა, რომელზეც დავაბიჯებ,
ხალხი, რომელიც მიყვარს და განწმინდე წყალი, რომელსაც სვამენ ისინი.
აღაპყარი შენი ძლიერი მკლავები და შემოაჭდე ისინი ჩემს სახელმწიფოს,
რამეთუ ვერც ერთმა სულიერმა ვერ შეძლოს წაბილწული გულით შემოპარვა.
ისმინე ვედრება ჩემი...
დამიცავი მამავ ჩემო!“
წარმოთქვა თაიას სიტყვები და მოხდა სასწაული. მიწიდან ამოიმართა უზარმაზარი ოქროს გალავანი და შემოევლო ის ეგვიპტის ჰელიოპოლისს, როგორც დამცველი მტერთაგან.
თაიას გაეღიმა.
თუმცა იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი, რადგან მთვარიანი ღამის შუქზე განათებული ფოთლები ჩუმად ეჩურჩულებოდნენ მას:
„საფრთხე გემუქრება თაია და უნდა შექმნა იარაღი, რომელიც იქნება ძლიერი, როგორც ღმერთი, რომლის არსებობაც მხოლოდ შენ იცი“.
თაიას კვლავ გაეღიმა.
იარაღის შემქნის შემდეგ, ბუნებისა და მზის დახმარებით, ის თავად შეიქმნებოდა ქალღმერთი ადამიანებით მოცულ სამყაროში.
- ჯადოქარი ხარ? - შემოესმა კაენის ჩუმი, აღელვებული ხმა თაიას. მყისიერ შემოტრიალდა უკან და გაჭირვებით გაარჩია მამაკაცის მუქი სახება, რომლის შავი თმა ისე ერწყმოდა ღამეს, რომ ერთმანეთს აუფერულებდნენ. თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა და მისი თვალები ისეთი მწვანე იყო, როგორც აღელდევბული ნილოსი.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი - გაეღიმა თაიას - ყოველთვის ვგრძნობ, როცა მტერი მიახლოვდება.

* * *



მეორე თავი
- მე სამტროდ არ მოვსულვარ დედოფალო - დაუჩოქა კაენმა - მე შენი მეზობელი სამეფოს, ომბისის უფლისწული ვარ. მამაჩემმა ჩემი ძმა გაამეფა, მე კი ურჩობის გამო მომკვეთა სამშობლოდან. მოვედი, რათა შენ გემსახურო და ვიყო მტერი შენი მტრისა და მეგობარი შენი მეგობრისა.
- ცარიელი სიტყვებია - გაეცინა გოგონას. - მე ვხვდები, როდესაც ჩემს მოტყუებას ცდილობენ. ხომ იხილე უზარმაზარი გალავანი, რომელიც მხოლოდ კი არ გამოჰყოფს, არამედ იცავს გარე მტრისგან ჩემს საუფლოს. მე ქალი ვარ და შესაძლოა, იმხელა ძალას ვერ ვფლობ, რამდენსაც კაცი, თუმცა ჩემი მცველი ბუნება ისეთი ყოველისშემძლეა, რომ სამყაროში შეკრებილ ყველა კაცს გამოსჭრის ყელს, რომელიც ჩემს წინააღდეგ გალაშქრებას ჩაიფიქრებს.
- ვიცი დედოფალო. სწორედ ამიტომ მოვედი შენს მსახურად. მე მირჩევნია, იმის მხარეს ვიმსახურო, ვისაც სამყაროს დაპყრობის ძალა შესწევს, ვიდრე გავმეფდე იქ, სადაც ნაკლებია ძლევამოსილებაა.
- რა გინდა ჩემგან? - ჰკითხა ეჭვებით შეპყრობილმა დედოფალმა კაენს.
- ნება მომეცი, სათავეში ჩავიდგე შენს ჯარს.
- ისინი სასაცილოდ ცოტანი არიან.
- მე გავამრავლებ!
- როგორ? პირზე რძე რომ არ შეშრობიათ, ისეთ ბიჭებს გაიწვევ და როგორც კი ბრძოლის ჯერი დადგება, პირველივე ფრონტზე გაუშვებ ამოსაჟლეტად?
- რატომ გგონია, რომ ბავშვებს ვერჩი დედოფალო?
- ვიცი, შენი სამეფოს პოლიტიკა... ერთი წლის წინ, სინაის ნახევარკუნძულზე მომთაბარე ხალხთა წინააღმდეგ წამოიწყეთ ბრძოლა, რომელიც ორიოდე დღეში დასრულდა და თქვენ დაკარგეთ ვაჟები, მსგავსი ყველაზე მშვენიერი ძვირფასი ქვებისა. სასტიკი ხარ, როგორც დემონი, თუმცა არ მაქვს უფლება გაგამტყუნო - ამოიოხრა თაიამ - მაგრამ შემიძია, ერთგულებაში გამოგცადო უფლისწულო ომბისისავ. - ეშმაკურად გაეღიმა თაიას და თვალები ზეცისაკენ აღაპყრო. უკუნით სიბნელეში, მისი თვალები ღვთიური სინათლის სხივებს აბნევდა და განათებული ღამის ცაზე ყველა ვარკვლავის სათითაოდ დანახვა შეეძლო.
კაენი გაკვირვებით უცქერდა გოგონას.
წამით, ისიც იფიქრა, რომ თაია ალქაჯი არ იყო... პირიქით, იქნებ სამყაროს განმგებელ ძალებს შეექმნათ გოგონა, რადგან ყოველგვარი ბოროტებისგან გაეწმინდათ მიწა, რომელზეც ადამიანები დააბიჯებდნენ?
უცნაური იყო თაია და დანამდვილებით, ვერც კაენი ხვდებოდა, ავსულთა მხარეს იბრძოდა დედოფალი თუ სიკეთის დათესვას ემსახურებოდა.
- გამომცადე დედოფალო - ფეხზე წამოდგა კაენი და გოგონას ბრძანებას დაელოდა. რცხვენოდა, რადგან ოდნავ შიშს შეეპყრო მისი ძლიერი გული, მაგრამ იმ აზრსაც ეგუებოდა, რომ სადაც თაია დააბიჯებდა, იქ მარად იბატონებდნენ შიში და უსაფრთხოების განცდა - ორივე გრძნობა გადაჯაწვული, ერთმანეთს მიხორცებული.
თაიამ უზარმაზარი ხანჯალი ამოიღო ბუდიდან და კაენს გაუწოდა.
- შეირჭე გულში და თუ წრფელი გრძნობები გამოძრავებს ჩემს მიმართ, არ მოკვდები.
კაენი გაშრა. სიმხურვალემ აიტანა მისი ტანი და ახლა ასმაგად იგრძნო, რომ ნამდვილი კაცისთვის არაშესაფერისი შეგრძნებებით ავსებდა თაიასთან სიახლოვე.
- შენი სახელით დედოფალო - წარმოთქვა კაენმა. რაც არის, არისო, გაიფიქრა და გულში გაიყარა დანა. იმის შემდეგ, რაც სიკვდილის მოახლოება ჰაერში მოფრიალე ნიავივით სწრაფად იგრძნო, რამდენიმე წამის განმავლობაში, ათასამდე აზრმა ჩაუქროლა. იქნებ, საერთოდ სტყუოდა თაია და უბრალოდ, კაენის მოშორება განიძრახა? ფაქტი იყო, რომ სუნთქვა უძნელდებოდა, თვალის დახამხამება მილიონ მზის საათად ქცეულიყო და არ უნელდებოდა ტკივილი.
თაიამ მკერდიდან ამოჰგლიჯა ბასრი იარაღი და ყველაზე სასიამოვნო მალამოსავით მოაფინა თავისი ნაზი ხელი ჭრილობაზე.
კაენი განიკურნა...
თუმცა ახალი სნეულება გაუბატონდა გულსა და სულში.
იმის შემდეგ, რაც თავისივე ხელით განიგმირა გული, ახლა ეჩვენებოდა, რომ ახლიდან შეხორცებული, უფრო სხვაგვარი იყო.
მას აღარ ემორჩილებოდა, სხვისთვის სცემდა და ეს იყო მისი სცნეულება.

* * *
ქალაქ ჰერმოპოლის მაგნაში ცხოვრობდა ერთი ბრძენი მეფე, სახელად მონტუ. იგი განთქმული იყო, როგორც დავრდომილთა მკურნალი და კეთილი ბატონი, რომელიც ჰყვარობდა ყველა სულიერს. 21 წლის წინ დიდებულმა რამ მისა და მის ცოლს ვაჟი უბოძა. უფლისწულის დაბადების ჟამს, მოვიდნენ ხატხორები1, რათა ეწინასწარმეტყველათ მათ ჩვილის ბედი „ავხორცი ქალის ტრფობას შეეწირება ან მდინარე ნილოსის უხვი ნაკადი იმსხვერპლებს მისი მშვენიერი სხეული“.
ძლიერ დაღონდა ფარაონი. თავის ვაჟს, ჰეცურს1 21 წლის განმავლობაში ქალს არ აკარებდა, თუმცა გაიზარდა უფლისწული და მოუნდა სამოგზაუროდ წასვლა. დიდხანს ითანხმებდა მამას და როცა ვერაფერს გახდა, თავისი ერთგული ძაღლი წაიყოლა, გაიპარა სასახლიდან. მან მოიარა ეგვიპტის ყველა სახელმწიფო და მისმა თითოეულმა მმართველმა მიიღო იგი, როგორც სტუმარი და არა როგორც მტერი თავისი.
ჰეცურის უჩვეულო ძალა ჰქონდა: მამამისის მსგავსად, შეეძლო ყოფილიყო მომაკვდავთა მკურნალი, როგორც ეწინასწარმეტყველა სიყვარული, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში შემოაღებდა კარს.
მოგზაურობისას, როცა მთავარი ჰელიოპოლის იუნუს, თაიას სამფლობელოს მიადგა, ჰეცურიმ იგრძნო უჩვეულო სურნელი და მიხვდა, რომ ამ სახელმწიფოს მართავდა დედოფალი, რომელიც იყო ყველა ადამიანზე დიადი სულითა და სილამაზით. ის არ ჰგავდა სხვებს და ანებივრებდა ბუნება თავისი ძალებით. დანახვისთანავე მოინუსხა თაიას მშვენიერებით, დაუჩოქა გოგონას.
ჰეცურის პირველი სიტყვა, დედოფლისდამი მიძღვნილი, იყო ასეთი:
- მოვედი მშვიდობისათვის, რათა შევიცნო ეგვიპტის ყველა ხალხის კულტურა და ჩემი ნება შორს იდგა პოლიტიკისგან, სანამ შენ დაგიხანავდი დედოფალო. ვაღიარებ, რომ მითი, შენი სილამაზის შესახებ, რომელიც მთელს სამყაროსაა მოდებული, სიცრუე მეგონა, თუმცა ახლა ვრწმუნდები, რომ სასტიკად ვცდებოდი.
- წამოდექი მაგნას უფლისწულო ჰეცურ! - გაეღიმა დედოფალს. თაია ყოველთვის ხვდებოდა, ვის ჰქონდა სპეტაკი გული და ვინ იყო ორპირი. მან იგრძნო, უფლისულის სიწმინდე და მიიღო იგი ისე, თითქოს ერთი საშოდან ყოფილიყვნენ დაბადებულნი.
უფლისწული წამოდგა, შეეხო ქალის ხელს და გაოგნებული დააკვირდა ხაზებს, რომლებიც ისე არეულად გაბნეულიყო დედოფლის უნაზეს მტევნისგულებზე, რომ მიხვდა, ხელიც კი განსხვავებული შეექმნა მისთვის ბუნებას.
- შენ ისეთი სიყვარული გეწვევა, რომელიც ჯერ არასდროს შეუგრძვნია სამყაროს და ჩიტებიც ვეღარ გაბედავენ თავიანთი ნაზი სტვენით დაატკბონ ბუნება, რამეთუ ყველაფერი დაკარგას თავის ძალას, გარდა სპეტაკი გრძნობისა, რომელსაც შენ შეისისხლხორცებ.
თაიას არ მოეწონა ბიჭის სიტყვები.
იცოდა, რომ სიყვარული ასუსტებდათ ადამიანებს.
გულის სიღრმეში, შესაძლოა სურდა კიდეც, ეგრძნო ის, რის მიმართაც კაცობრიობა იდრეკდა მუხლს, თუმცა პირველ რიგში, თაია იყო დედოფალი და ეშინოდა ყველაფრის, რაც სახელმწიფოს მართვის სურვილს შეუსუსტებდა.
3 კვირა გაატარა ჰეცურიმ თაიას სასახლეში და შემდეგ გაუდგა ისევ გზას. უკანასკნელ ქალაქს მიადგა, რომლის თავზეც პირქუშ ღრუბლებს მოეყარა თავი და ჰაერიც კი შესამჩნევად შავი იყო. გეგონება, ყველაფერი აფრთხილებდა კეთილ უფლისწულს, რომ ადგილი, სადაც ის ფეხის შედგმას აპირებდა, უხილავი დემონებითა და სისხლსმოწყურებული ავი სულებით იყო სავსე.
ჰეცურიმ შეაბიჯა ნავკრატისში და ეახლა მეფე აბრაქსს, რომელიც იყო მკაცრი და სასტიკი, თუმცა სამართლიანი მმართველი. მან მიიღო მაგნას უფლისწული, როგორც კეთილი სტუმარი და თავის დას, ებონს უბრძანა, დაეთვალიერებინა მონტუსთვის ქვეყანა...
და სასტიკად ხარხარებდნენ შავი ღრუბლის მიღმა ჩამალული დემონები, რადგან ისინი ხშირად ურჩობდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც დიდ ღმერთს, რას არ სურდა. მაშინ კი განზრახული ჰქონდათ შემზარავი წინასწარმეტყველების ასრულება.
ებონს მაშინ ჯერ კიდევ შერჩენოდა ქალიშვილობის სილამაზე და როგორც ყველა ავხორც ქმნილებას, მასაც შესწევდა ძალა, მოენუსხა გამოუცდელი უფლისწული, გამხდარიყო მისი პირველი სიყვარული და ვაჟის წმინდა გრძნობები ეგდო ხელთ, როგორც სადავე, სამართავი ულაყისა.
გადიოდა დღეები, ჰეცური თავისი საყვარლის, ებონის საცერელსა და მკლავებში ეძებდა შვებას და მისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ ვერ მიეღწია ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის, რადგან გრძნობა მისი იყო წრფელი და უანგარო.
ჰეცურიმ იცოდა ყველაფერი, თუმცა არ იცოდა ებონის ცბიერი ბუნებდა, რადგან მიწიერ გრძნობებს დაებრმავებინა ბრძენი უფლისწული, დაეყრუებინა და გამოეცალა ძალა წინასწარმეტყველებისა.
ჰეცურის სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა, რადგან კვდება ყველაფერი, რაც ვერ იღებს საპასუხო სიყვარულს.
თუმცა უფლისწულს არ ეშინდოა სიკვდილის.
ისევე, როგორც თაიას.
რადგან ისინი აუხსნელად გრძნობდნენ, რომ ცის მიღმა, არსებობდა მზე, რომელიც მიახლოებისას, არ წვავდა სულებს. არსებობდა მკლავები მშვენიერი კაცისა, რომლის მამობრივი ალერსის ქვეშ, დაავიწყდებოდათ ყველა ბოროტება, განცდილი სიცოცხლეში.
და მხოლოდ თაიამ და ჰეცურიმ იცოდნენ რას არსებობაზე.
ისინი იყვნენ გამორჩეულნი ყველა მომავალ ღმერთს შორის, თუმცა ჰეცური იყო ძმა რაასი და თაია კი სამუდამოდ დიაკავებდა მისი ერთადერთი ქალიშვილის ადგილს.
მოკვდა უფლისწული ისე, რომ ვერ გაიგო თუ როგორი ბავშვური გულუბრყვილობით დაიღუპა თავი და იმსხვერპლა მრუში ქალის სიყვარულმა.
ატირდა ზეცა, წყვდიადისფერი თქეში ოხრად სდიოდა მთელ სამყაროს და ისვრებოდა ცოცხალთა სულის კედლები ამ წვეთებით, რათა შეეხსენებინა მათთვის, რომ სპეტაკი არსების სისხლით გაჟღენთილ ხელებს, ვეღარც ერთი კეთილი საქმე ვერ ჩამოჰბანს ადამიანს.
სამარადისოდ დარჩა ებონი ცოდვილთა შორის, რადგან რაამ ვერ შეძლო ქალისთვის ამ მკვლელობის შენდობა.
ეს იყო ერთი წლის წინათ და მაშინ დაკოჟრდა დედოფალი ებონი ისე, რომ მხოლოდ თავად ჰქონდა იმედი საკუთარი სილამაზის დაბრუნებისა, თუმცა მთელმა სამყარომ იცოდა, ფუჭი იყო ეს იმედი... როცა ისპობა სული, მალევე ნადგურდება სხეული და არსებობს ცოდვა, რომლის გამოც, მრავალი სიცოცხლის მანძილზე აგებენ კაცნი პასუხს.

ხატხორები2 - ასე მოიხსენიებდნენ შვიდ ხატხორს, რომელიც უფლისწულის ბედს განსაზღვრავდნენ.
ჰეცური2 - ჰერმოპოლისში, უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ პავიანის სახის ღვთაებას, ჰეხურს. ჰეცურმა მალე დაკარგა იდენტურობა და შეერწყა თოტს, რომელმაც პავიანის სახესთად ერთად, ჰეცურის სხვა თვისებების შეისისხლხორცა.
* * *


მოუვიდა თაიას წერილი მაგნას სახელმწიფოდან და შეიტყო, რომ მისი ხელმწიფე, მონტუ იბარებდა სალაპარაკოდ. გაეხარდა დედოფალს, რადგან უკანასკნელად, როდესაც მონტუს ფარაონს ეწვია, დაკრძალვა იყო მაშინ ჰეცურის. თაიას ცრემლად დაღვრილი ბუნება ესაუბრებოდა და თავისი მრავალი პირით უყვებოდა უფლისწულის ამბავს. ამბავს იმ სიყვარულის შესახებ, რომელმაც კეთილი ვაჟი იმსხვერპლა და თაიას ევსებოდა გული ებონის მიმართ სიძულვილით. ღვარცოდი ისე სასტიკად აწვიმდა დედამიწას, რომ წყალს შერეული ტალახი და ამ ტალახს შერეული სეტყვა, გულმკერდს აგლეჯდა მიწას და თავში ეცემოდა ყველა ადამიანს, რომლის გულებსაც ერთხელ მაინც შეჰპარვოდა ბოროტება.
- შენი მწუხარების მოზიარე ვარ ფარაონო მონტუ - თავი დახარა მეფის წინაშე დედოფალმა და მონტუმ მაშინ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც არასოდეს დაავიწყდებოდა თაიას:
- ვაჟი დავკარგე დედოფალო თაია, რადგან მას სიკეთისა და სიყვარულის სწამდა. მე კი დაწყევლილი ვარ, რადგან სიბრძნეს ატარებს ჩემი უბედური გონება და ეს გონება მკარნახობს, რომ შენი და ჰეცურის სულები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა შენ მასზე გაცილებით ჭკვიანი და წინდახედული ხარ. არასდროს მისცე უმეცარ გრძნობებს იმის უფლება, რომ დაგიმორჩილოს და თუ კი ღირსეული მმართველი იქნები შენი მიწის, ჩემი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო მაგნაც შენი დედოფლობის ღირსი გახდება... შენ ხარ ჩემი მემკვიდრე, რადგან არ მაბადია არც უღირსი და არც ღირსეული სხვა შვილი!
ძლიერ შეცბა მაშინ თაია და გაუხარდა, თუმცა ერჩივნა, ჰეცური ცოცხალი ყოფილიყო, რადგან გოგონამ იცოდა, რომ არც ერთი მიწის მართვის სურვილი არ იდგა ადამიანის სიცოცხლეზე წინ.
- მეფე მიხმობს - გაუმხილა კაენს.
- აპირებ, რომ ყოველი მეფის დაძახილის ააყოლო შენი ნაბიჯები? - ჰკითხა კაენმა დედოფალს.
- მონტუ არ არის ყოველი მეფე. მე მისი მემკვიდრე ვარ კაენ!
- არავინ იცის, რა უდევს გულში მეფეს, რომელსაც დასაკარგი ვაჟი აღარ შერჩა და ერთადერთი, რაც აბადია, თავისი მიწაა - უთხრა კაენმა და გაუკვირდა, რომ ამხელა ძალის მატარებელ დედოფალს, ასე გულუბრყვილოდ სურდა სხვა მიწაზე გამგზავრება.
- სწორედ იმიტომ ვენდობი მას. თავისი მიწის გარდა აღარაფერი შერჩა დასაკარგი და ყველაზე ღირსეული მემკვიდრეც შეარჩია, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ავა ტახტზე კაენ.
- დედოფალო, არ მინდა, თავხედი გეგონო, მაგრამ თვითმკვლელობაა ორიოდე მცველთან ერთად სახელმწიფოდან გასვლა. მეფე მონტუ სრულიად უსაფრთხოც რომ იყოს შენთვის, მრავალი მიწის გავლა მოგიწევს მის საუფლომდე მისასვლელად. რა იცი, რომ გალავანის მიღმა, ჩასაფრებული მტერი არ გელოდება?
- სწორედ ამიტომ, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ - გაუღიმა გოგონამ. თუმცა მისი ყოველი ღიმილის მიღმა, ისეთ დამღუპველ საფრთხეს გრძნობდა კაენი, რომ გაბრაზებული ქალის მომაკვდინებელი მზერა ერჩივნა. როცა თაიას ბაგენი ნელა იხსნებოდა და მზის ჩასვლისას, ოქროსფრად შეფერილი უდაბნოს სხივები ეფინებოდა არემარეს, კაენი ათასჯერ კვდებოდა და ათასჯერვე იბადებოდა.
- მე ყოველთვის შენთან ერთად წამოვალ - გაუღიმა გოგონას და კაცის ღიმილი იყო იმაზე გულწრფელი, ვიდრე ახალდაბადებული ჩვილის დანახვისას გაბრწყინებული დედის თვალები. - მაგრამ ბრძოლა უნდა ისწავლო, რადგან დედოფალი თავისი ქვეყნის მთავარი მებრძოლია და მებრძოლი ვერ იქნება ღირსეული თუ მან ხანჯლის მოქნევა არ იცის!
- ვიცი ხანჯლის მოქნევა - ცალი წარბი განრისხებით აღმართა თაიამ და სპილოსძვლისფერ კაბაზე შემოჭდილი ქარქაშიდან ხმალი ამოაძრო, რათა კაენისთვის თავისი ძალა დაემტკიცებინა. დედოფალმა ხელის გაშლაც ვერ მოასწრო, რომ კაენმა მსუბუქად აიცილა მისი მოქნეული იარაღი და ოსტატურად შემოჰხვია მკლავები მის მშვენიერ ზურგსა და წელს.
თაია ვეღარ ინრძრეოდა. ვეღარც ხელებს ინთავისუფლებდა. კაენს კი თავისი ძალის მეასედიც არ დასჭირვებია ქალის შესაჩერებლად.
- როგორ ბედავ! - შეჰკივლა დედოფალმა.
- მე მხოლოდ იმას გაჩვენებ, რომ სწავლა გჭირდება - აუხსნა კაცმა და დედოფლის ნაზი სურნელისგან ძილმოგვრილმა, თავისი ხელით შეიგრძნო მისივე წვეტიანი მენჯები და ამ მენჯებზე აგებული ჰაეროვანი, მშვენიერი სხეულის სითბო.
- უკანასკნელად, რომ ჩემი მსახური შემეხო, მე მას თითი მოვჭერი! - დაუყვირდა ქალმა ხელმეორედ და ჩამოეხსნა კაენს.
- მე თავად მოვაჭრი თითს იმას, ვინც შეგეხება, რადგან ჩემი შეხება არა თავხედური ვნებების გამომჟღავნება, არამედ შენი დაცვის სურვილი იყო და თუ მართლა დააპირებ მომაშორო სხეულის ის ნაწილი, რომლითაც შეგეხე, გამოდის, რომ ჩემი გათლა მოგიწევს, თუმცა ასეთი ძალით, ხელის კვრასაც ვერ შეძლებ.
- გგონია, ჯალათი ვარ? მე ხელს არ გავისვრიდი შენს სისხლში კაენ.
- მცველებს დაუძახებდი? მაშინ მცველები აღარ გეყოლებოდა და დავრჩებოდით ისევ მე და შენ მთელს სამეფოში. მე კი ვერ მოგკლავდი, რადგან არ ძალმიძს ვიმსხვერპლო ისეთი მშვენიერი ქმნილება, რომლის ფასი, სულიერი არ დაიარება ცასა და დედამიწაზე.
- ქალებს უყვარხარ, რადგან ენა გაქვს მილიონი ქათინაურით სავსე, თუმცა მე შენი ენა არ მჭირდება. ისედაც ვიცი, საკუთარი სილამაზისა და ძლევამოსილების ფასი კაენ. მე აი ეს მჭირდება - თქვა გოგონამ და ყელთან მოუღერა ხმალი ემოციებისგან ძალაგამოცლილ კაცს.
- როცა გსურს, ვინმე ყელის გამოჭრით დააშინო, ეგეთ მანძილზე მოღერებულ შენს ხელს წამსვე განაიარაღებს. შენ უნდა იყო სასტიკი, როგორც ადიდებული ნილოსი და მის კანს ისე მიაჭირო ბასრი მახვილი, რომ ოდნავ დაესეროს კანი. არასაკმარისად რომ მოკლა, თუმცა საკმარისად, რომ შიშისგან შარვალში მოშარდოს.
- შარდავ? - ჰკითხა დედოფალმა და უფრო ახლოს მიუტანა იარაღი.
- შენი ხელით სიკვდილი პატივი იქნებოდა ჩემთვის და სხვა არაფერი. თუმცა ზედმეტად ადე ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლა, რადგან იმაზე დაუცველი ხარ, ვიდრე გგონია. მაგია და ეს უზარმაზარი გალავანი, მხოლოდ შეაჩერებს მტრებს, მათ მოშორებაში ვერ დაგეხმარება.

* * *

მესამე თავი
ყოველ ღამით, როცა ებონის მორიგი საყვარელი, მის მკლავებში, ძილს მიეცემოდა, მაშინ ქალი ნელა უჭრიდა მას ყელს და ავსებდა აბაზანას სისხლით. ებონის სხეული მთელი ღამის განმავლობაში იჟღინთებოდა საყვარლის თბილი სისხლით და იფურჩქნებოდა მასში სილამაზე პირვანდელი. თუმცა ეს სილამაზე გრძელდებოდა მხოლოდ ერთ დღე-ღამეს.
და დედოფალი, კვლავ კლავდა ახალ საყვარელს.
ერთ დილას, შემოვიდნენ მისი ვეფხვები, რომელთაც პირი სნეულ ადამიანთა სისხლში ამოსვროდათ, სურნელი კი კვლავ ნილოსიდან ამოფრქვეული, უმშვენიერესი არომატისა ასდიოდათ.
- უსაყვარლესო ებონ! - მიმართა ვეფხვმა კაისამ - ყველა სამეფოში ვიყნოსეთ იმ ადამიანის სუნი, რომლის ვინაობის დადგენაც ასე ძლიერად უნდოდა ჩვენს უდიდებულესობას. გადავიარეთ ათასი მზისა და მთვარის ქვეყნები, მოვიარეთ მთელი ეგვიპტე და მივადექით უზარმაზარ გალავანს, რომლის ნათებამაც ორი დღით დაგვიბრმავა თვალები. სამეფოში ცხოვრობს ქალი, დედოფალი ჰელიოპოლისისა, რომელსაც სახელად თაია ჰქვია.
- რას ბოდავთ? - წამოხტა განრისხებული ებონი და ბროლის ვაზა სასახლის კედელს მიამსხვრია - გინდა თქვათ, რომ მოკვდავს აქვს ასეთი გამაბრუებელი სურნელი, რომელიც ჩემს სამეფოშიც კი შავი ჭირივით მოედო ყველა გამვლელს?
- მბრძანებელო, ამბობენ, რომ იყვნენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები იმ თესლში, რომლიდანაც წარმოიშვა გოგონა და ოდესმე თუ ჩაესვენებოდა რომელიმე მნათობი, სამყაროს არ მოაკლდებოდა მათი სხივები, რადგან დედოფალი თაია დარჩებოდა სინათლის წყაროდ. - დაუდასტურა ვეფხვმა ფილისმა.
- ეს რომელიღაც უმეცარი მწერლის ნაბოდვარია! ჩვეულებრივ ადამიანებს ძალიან უყვართ იმ ამბების გაზვიადება, რაც ყურში მოხვდებათ - წარმოთქვა გამწარებულმა.

იმ ღამით, ახალი მამაკაცის მკლავებში არ უძებნია ნუგეში ებონს და ძილიც მშფოთვარე ჰქონდა. საწოლის თავზე, ცეცხლისფრად, რქებიანი დემონი გამოესახა, რომელსაც წითელ თვალებში ყველა ცოდვილი სულის სისხლი ჩაჰგუბებოდა და უყურებდა ებონს, როგორც თანამოაზრეს თავისას.
ქალი ძლიერ შეშინდა.
კანკალმა აიტანა მისი სხეული და გახდა იმაზე უძლური, ვიდრე მიწაზე მცხოვრები ნებისმიერი მწერი.
- ნუ გეშინია ჩემო საყვარელო შვილო - მოესმა დემონის ხმა. - მე შენ შავი მაგია გიბოძე, რომლის დახმარებითაც, ერთი დღე-ღამე, კვლავ შეგწევდა ძალა, ყოფილიყავი მშვენიერი, თუმცა მიჰყევი ჩემს დარიგებას და მარადიული მშვენიერებით დაგაჯილდოებ!
დემონის სიტყვების მიუხედავად, ებონი კვლავ შეშინებული ჩანდა, თუმცა სურვილი, რომ დაებრუნებინა თავისი ქალწულებრივი სახე, იმ შიშის ჟრუანტელზე ძლიერი აღმოჩნდა, რომელიც ჭიანჭველებივით ესეოდა მის ტანს.
- გისმენ - თქვა ქალმა ენის ბორძიკით.
- მოჰკალი ჰელიოპოლისის დედოფალი. გადაიკარი მისი უნაზესი კანი სხეულზე და შენ გექნება სურნელი მისი, გარეგნობა მისი და სიდიადე, რომელიც ყველა არსებას მუხლბთან დაგიმხობს უძლურსა და მონუსხულს!
დემონის სიტყვების შემდეგ, ებონს გაემოეღვიძა.
თუმცა მან კარგად იცოდა, რომ ეს ხილვა სიზმარს არ ჰგავდა. ეს იყო იმაზე რეალური, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი.
ებონმა სინანულით გაიხსენა, თავისი ხელით მოკლული საყვარლები...
იგი შავ მაგიას ემსახურებოდა და სწორედ ამისი მეშვეობით შეეძლო იმ სისასტიკეების ჩადენა, რომელიც წამიერ ბედნიერებას ჰგვრიდა, შემდეგ კი კვლავ მახინჯ ალქაჯად იქცეოდა...
და ებონის სურვილებს ეწირებოდნენ საუკეთესო ვაჟები, მცხოვრები ნავკრატისში. საკმარისი იყო ყველა მკვლელობა, რომელიც აქამდე ჩაუდენია, რადგან ჰელიოპოლისის დედოფალი, იქნებოდა უკანასკნელი მსხვერპლი და უკანასკნელი სისხლი, დაღვრილი ებონის მიერ.
მაშინ დაავალა მან თავის ვეფხვებს, რომ დალოდებოდნენ დროს, როცა თაია თავისი ქვეყნის საზღვრებიდან გამოვიდოდა და განეგმირად იგი თავიანთი ბასრი კბილებით... მიეტანათ ებონთან გვამი ჰელიოპოლისის დედოფლისა.
* * *

მაგნას კარიბჭის შესასვლელთან, დედოფალ თაიას ათასობით მცველი დახვდა მეფე მონტუს მიერ გამოგზავნილი. მისი ეტლის დანახვისას, მაგნას მიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი მუხლს იყრიდა გოგონას წინაშე და ხვდებოდნენ მას, როგორც საკუთარ მბრძანებელს.
- ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი - გადაულაპარაკა კაენმა და კიდევ ერთხელ გაჰხედა დაჩოქილ ხალხს ეტლის პატარა ფანჯრიდან.
- შენ ყველაფერში რაღაც საეჭვოს ხედავ და ალბათ მაგიტომაც ვერ გაჩერდი საკუთარ მიწაზე კაენ. - დაგესლა გოგონამ.
უკვე მიჩვეული იყო, რომ თაიას პირიდან, უმეტესად, ეშმაკეული სიტყვები აღწევდნენ კაენამდე მისასვლელ გზას.
კაენს აღარაფერი უპასუხია.
რადგან ენამოსწრებული თაიასგან განსხვავებით, თვითონ სიტყვებს ვეღარ პოულობდა ხოლმე მის საპასუხოდ. ვეღარ ბედავდა, მისთვის ენის შებრუნებას ან თქმას იმისას, რაც დედოფლის ნათელ სულს არ ესიამოვნებოდა.
კაენი სნეული იყო.
ძლიერ სნეული და იმის შემდეგ, რაც ხანჯალგაყრილი მისი გული ერთხელ განიკურნა, ახლა მეორემ, უფრო ბასრმა იარაღმა გამოძებნა კაცის განადგურების გზა. ისე ძლიერად ჩაეკონა ეს იარაღი მთელს მის სხეულს, გეგონება ბედისგან მივიწყებული, მარტოხელა მოგზაური ყოფილიყო ამ უზარმაზარ სამყაროში. იარაღი, უხილავი იყო და ბევრ ხილულ შხამზე ძლიერი, რადგან მისი მთავარი, მომაკვდინებელი ძალა, სიყვარულს წარმოადგენდა.
კაენი დასნეულდა სასიკვდილოდ და მის სნეულებას თაია ერქვა.
- აღარ მელაპარაკები ამ ბოლო დროს. დავიჯერო, შენი სითამამე, ჩემდამი შიშმა ჩაანაცვლა? - ჰკითხა თაიამ.
- კი, შიშმა - დაეთანხმა კაენი.
მართლაც შიშის მომგვრელი იყო ის გრძნობები, რაც ცხოვრებაში პირველად აღუძრა გოგონამ მას. კაენს სიკვდილის არ ეშინოდა, თუმცა ეშინოდა ტანჯვის, რომელიც გარდაუვლად ემუქრებოდა, თუ კი ეს ამოუცნობი განცდა უფრო ღრმად გაიდგამდა მამაკაცის სულში ფესვებს.
- შიში არ გახასიათებს. სტყუი! - პატარა ბავშვივით განრისხდა თაია.
კაენს გაეღიმა.
- არც ტყუილი მახასიათებს - თქვა მან და შემდეგ, პატარა ბავშვივით დაიბნა...
თავიდან ბოლომდე ტყუილში ჰქონდა ამოგანგლული ხელები.
და ეს ბევრ რამეს სცვლიდა.
ფარაონი მონტუ ფეხზე ვერ დახვდა მოსულ სტუმრებს. ძლიერ დასნეულებულიყო და თაიას ნახვა სურდა უკანასკნელად.
- ხომ იცი, ჩემი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, შენ დარჩი ისეთივე ახლობელი, როგორც საკუთარი შვილი თაია. - გაჭირვებით ამოილუღლუღა, ოდესღაც მძვინვარე მეფემ.
- მეც მამასავით მიყვარხარ მონტუ - მამაკაცის უძლუერი ხელი, საკუთარ თითებში მოიქცია და სასთუმალთან ჩამოუჯდა დედოფალი ფარაონს.
- ოდესღაც, როცა ამ ყმაწვილივით ახალგაზრდა და მშვენიერი ვიყავი (კაენზე ანიშნა თაიას), ქალი შემიყვარდა. ყვავილების სურნელით გაჟღენთილიყო მისი კანი და ხავერდის სადარი თმა ჰქონდა. თავდავიწყებით ჩამივარდა გულში. ვერც კი გადმოვცემ, რას ჰგავდა ეს გრძნობა. ის, ის... - ენა დაება და ხმა აუკანკალდა მეფეს.
- სნეულების მსგავსი იყო - დაამატა კაენმა - ეგ გრძნობა ჰგავს სნეულებას, რომლის განკურნება, არც ერთ წამალს არ ძალუძს.
- მართალია - გაეღიმა მონტუს.- ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და მას დავპირდი, რომ შვილი ჩვენი, იქნებოდა კანონიერი მმართველი მაგნას სახელმწიფოსი, თუმცა ისეთი სუსტი აღმოვჩნდი თაია... ისეთი სუსტი - ამოიოხრა მეფემ.
- სჯობს დაისვენო, ძალა მოიკრიბო - სთხოვა სასოწარკვეთილმა გოგონამ მონტუს.
- არა. მხოლოდ ამ ისტორიის დასრულება მინდა და შემდეგ წავალ იქ, სადაც ჩემი ცოლი და შვილი არიან. აღარ მსურს აქ გაჩერება. ხომ გესმის ჩემი?
- მესმის - თავი მორჩილად დახარა გოგონამ.
- სუსტი აღმოვჩნდი თაია, რადგან ის ჩვეულებრივი გლეხის შვილი იყო და არ მომცა ოჯახმა მასზე დაქორწინების უფლება. ფარ-ხმალი ისე დავყარე, ისე წავბილწე ჩვენი უსპეტაკესი გრძნობები, თითქოს ერთი უმეცარი ლაჩარი ვყოფილიყავი. დაიმახსოვრე თაია! მეფეს თუ თავისი სიყვარულისთვის ბრძოლა არ შეუძლია, ის ვერც ქვეყნისთვის იბრძოლებს. მე სხვა შემრთეს, თუმცა გავიდა დრო და ის ქალი, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული იყო, ჰელიოპოლისის მეფემ შეირთო ცოლად.
- აი მესმის ინტრიგები - თავისთვის, ჩუმად გაეცინა კაენს.
- ჰელიოპოლისის მეფემ? - გაოგნდა თაია.
- ჰო თაია. მამაშენი აღმოჩნდა ჩემზე გაბედული, წრფელი და საყვარელი ქალისთვის, თავდადებული. მან ისეთი წინააღმდეგობა გაუწია საკუთარ ოჯახს, მზად იყო, წამოსულიყო უზარმაზარი ოქროს სასახიდან და ჩალის ქოხში ეცხოვრა იმასთან ერთად, ვინც უყვარდა. ესაა წყევლა ჩემი და სიკვდილამდე თანმდევს ცოდვა, ჩადენილი წარსულში. მე ჰელიოპოლისის დედოფალს პირობა მივეცი, რომ შვილი ჩვენი, გახდებოდა მაგნას მმართველი.ავასრულებ დაპირებას, თუმცა შენ მხოლოდ დალილას პირმშო ხარ და ქალიშვილი ყველაზე ძლიერი კაცისა, ვინც კი ოდესმე მინახავს. ვხვდები, რომ ყველა ცხოვრების მდინარე წესისამებრ მიედინება. ჰეცური სუსტი იყო სახელმწიფოს სამართავად და მოკვდა ისე, როგორც მე ვკვდები. შენ კი, მამაშენის მსგავსი ხარ - შეუპოვარი, თავდადებული და გამბედავი. თუ ვინმე მეტყვის, რომ სამყაროში არსებობს ერთი კაცი, ვინც შენზე ძლიერია, მე მას თავს მოვაჭრი, რადგან ქალის სურნელი აცოცხლებს ბუნებას და კურნავს სიკეთეს ბოროტებისგან.
- რა უცნაურია - გაეღიმა თაიას - ათი წლის ვიყავი, როცა დედა დავკარგე და ალბათ, ოდესმე მომიყვებოდა ამ ისტორიას ცოცხალი რომ ყოფილიყო.
- გასახსენებელი არაფერი იყო და თუ მოგიყვებოდა, ის მოგიყვებოდა სულელ მეფეზე, რომელსაც სიყვარულის შენარჩუნების შნო არ ეყო. მე კი ძლიერ მეფეზე გიყვები თაია... შენ მაგნას დედოფალი იქნები და თუ კი ჩემი სიტყვები შენთვის რამეს ნიშნავს, დაიპყარი მთელი ეგვიპტე, დაიპყარი ყველა მეზობელი სახელმწიფო და მართე იგი, რადგან ერთადერთი, ბუნებისგან კურთხეული არა დედოფალი, არამედ მეფე ხარ! დედაშენის თვალები გაქვს თაია... ლურჯი, როგორც მოწმენდილ ცაზე გაბატონებული მზის სხივები....
* * *
ჰელიოპოლისში ბრუნდებოდნენ კაენი და თაია. დედოფალი კი მონტუს სიკვდილის ფიქრით გამოწვეულ შიშებს შეეპყრო და ძლიერ დაღონებული ჩანდა.
- შესაძლოა, დღეს არ აღესრულოს, თუმცა ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევს ამ მიწის მართვა - ფიქრების გამოძახილივით მიმართა კენმა.
- მონტუმ მითხრა, რომ დედაჩემის თვალები მაქვს - ამოიოხრა გოგონამ და ეტლის ფანჯრიდან, მზეს მიუშვირა სახე. დედოფლის მარცხენა ცისფერი თვალი, უმალ გახდა მზისფერი და შემდეგ, მაგიის მბრძანებელივით მიაპყრო მზერა კაენს. - მე არ მაქვს დედაჩემის თვალები და არც მამის შეუპპოვარი ხასიათი გამომყოლია. ეს ყველაფერი ტყუილია, რადგან მიმაჩნია, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ჩემს მშობლებთან.
- ეს მხოლოდ შენი ფიქრებია დედოფალო. შენ მათი შთამომავალი ხარ.
- იქნებ ეს ტყუილია? იქნებ, რომლის თესლიდანაც ვჩნდებით, ის არაა ჩვენი ჭეშმარიტი მშობელი და სინამდვილეში, სხვისი სურვილის ნაყოფი ვართ?
- არ ვიცი, ვისი ან რისი ნაყოფი ხარ თაია, მაგრამ შენ სამყაროში ყველაზე კარგი ქმნილება ხარ ჩემთვის!
ამის მოსმენის შემდეგ, დედოფლის ნაზი ხელის შეხება იგრძნო კაენმა სახეზე...
თვალები დახუჭა.
ეგონა, რომ ილუზია, მისი ყველაზე ტკბილი სიზმარი იყო, რადგან რეალობა ამხელა საჩუქრით არ დააჯილდოებდა.
თუმცა ეს მართლა ხდებოდა.
- ერთხელ, ერთ ვეზირს შევუყვარდი - თქვა თაიამ ჩურჩულით - მისი გრძნობები წრფელი მეჩვენებოდა, თუმცა საპასუხოდ არაფრის მიცემა შემეძლო. ყინულივით ცივი და უკარება ვიყავი ისე, როგორც დედოფალს შეშვენის. მან შემთხვევით იხილა ჩემი ნამდვილი თვალები და გახდა მოწმე, ნილოსის ფსკერზე ჩემი მაგიური გარდასახვის. ამის შემდეგ, ჭკუიდან შეიშალა და გონებადაკარგულმა, თავი ჩამოიხრჩო სასახლის ეზოში, დიდ ჭადართან. ვიცოდი, რომ არავის არ უნდა შევყვარებოდი. ეს კანონად ვაქციე და გავხდი სასტიკი, როგორც სიტყვებით, ისე მოქმედებითაც. მე შევამჩნიე, როგორ მითვალთვალებდი უწინ... მაშინ, როცა პირველად მნახე. და შენ... - ლაპარაკი გაუძნელდა დედოფალს - მადლობა ბუნებას, რომ დღემდე ცოცხალი ხარ!
- თავის ჩამოხრჩობას არ ვაპირებ დედოფალო - გაეღიმა კაენს და ქალის სურნელოვან თითებს ტუჩებით შეეხო.
იცოდა, რომ თაიასთან შედარებით, უწმინდური იყო, რადგან დედოფალი კერპად, ცოცხალ ხატად ქცეულიყო მისთვის, თუმცა მაინც ესიყვარულებოდა ქალის ხელის ხუთივე თითს და ეს ნებისმიერ ალერსზე უფრო სასიამოვნო იყო...
მოულოდნელად, გაავებული ცხოველების ღრიალი და ადამიანთა განწირული ხმები შემოესმათ კაენსა და თაიას.
ორ ვეფხვს საბედისწეროდ დაეგლიჯა მათი ყველა მცველი და პირგამეხებული მიიწევდნენ ეტლისკენ.
- ფეხი არ გამოადგა აქედან! - გააფრთხილა კაენმა დედოფალი, ხმალი იშიშვლა და ორივე ცხოველს ეკვეთა.
გოგონა ეტლის სახურავზე აძვრა...
მოიკრიბა მთელი ძალ-ღონე, რათა გადაერჩინა უფლისწული, რომელიც სიცოცხლეს სწირადვდა დედოფლის კეთილდღეობისთვის.
თაიამ დაიკივლა.
და ეს კივილი არ ჰგავდა არაფერ ადამიანურს, რადგან იგი ადამიანს არ უხმობდა საშველად...
ზეცაზე ორ ნაწილად გაიყო ღრუბელი და ამ ღრუბელთა შორის, მზის უზარმაზარი სვეტი, დედამიწისკენ გამოფრინდა. იქცნენ მისი სხივები ფრთებად და შექმნეს უზარმაზარი კლანჭები, რომელიც შუაზე გააპობდა ნებისმიერ ნადირს.
გადაიქცა მზის სვეტი უზარმაზარ სვავად და გამოემართა იგი ვეფხვებისკენ, რათა გადაერჩინათ თავიანთი დედოფალი და გადაერჩინათ კაენი, რომელიც იყო ერთადერთი სიყვარული დედოფლისა.


მეოთხე თავი
კაენმა თვალისგახელისთანავე იგრძნო სუფთა თეთრეულისა და ყვავილების სურნელი. რბილ, ფაფუკ საწოლზე იწვა და მიუხედავად იმისა, რომ ვეფხვებისგან დასერილი სხეული ძლიერ ეწვოდა, მაინც გაეღიმა. მიხვდა, სასახლეში იყო და თაიას სურნელიც ცხადად შეგირძნო.
- შემეშინდა... ორი დღე, გონზე ვერ მოდიოდი - მოესმა დედოფლის ხმა.
- მე კი ყველაზე მეტად, თვალის გახელის მეშინოდა. - გამოუტყდა კაენი.
- გეშინოდა, ჩემი დაფლეთილი ცხედარი არ დაგენახა? - გაეღიმა გოგონას.
- მაგას მერჩივნა, სამუდამოდ ჩასვენებულიყო ჩემი მთვარე.
- ალბათ როგორ აგიჟებდი ქალებს მაგ შენი ტკბილი სიტყვებით. - საწოლთან ჩამოუჯდა თაია. გული გამალებით უძგერდა. კაენის დაშავების შემდეგ, ორი ღამე ვერ მოეხუჭა თვალი, თუმცა წარმოდგენებში, მაინც ათასობით კოშმარს ხედავდა. ყველა კოშმარში კვდებოდა უფლისწული. დედოფალი კი რჩებოდა უიმედოდ და უსულოდ, როგორც მომაკვდავი სენით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ძლიერ სტანჯავს ტკივილი სნეულებისა, თუმცა სიკვდილი მაინც არ ჩქარობს მოსვლას და რჩება იგი მარადიული ტანჯვით გარშემორტყმული.
- პირიქით, შენთან გაორება მემართება დედოფალო. ზოგჯერ, ენა მეყლაპება და ერთი სიტყვის თქმასაც ვერ გიბედავ, ზოგჯერ კი ისეთი ფრაზები აწყდება ჩემს გონებას, რომელსაც სხვა ქალისთვის ვერ გავიმეტებდი... ახლა კი ისეთ მიბნედილსა და სუსტს მხედავ, მინდება, საკუთარი გაჩენის დღე დავგმო. მძულს, როცა ჩემზე ძლიერი ხარ და კიდევ უფრო მეტად ის მძულს, რომ შენი მტრების ალაგმვა ვერ შევძელი ამ სამყაროდან. - ამოიოხრა კაენმა და როდესაც ტკივილისგან, ძალაუნებურად, სახე დაემანჭა, მაშინ უარესი სირცხვილი იგრძნო ქალის წინაშე.
- კაენ! მეზობელი სახელმწიფოს პრინცი და მომავალი მეფე ხარ, რომელიც ტახტიდან ჩემს გაძევებას უნდა ცდილობდეს. შენ მე ერთგულების ფიცი დამიდე და დაუფიქრებლად ეკვეთე ორ გაავებულ მხეცს, რათა გადაგერჩინე. მთელი ეს დრო, გონებადაკარგული, დაჭრილი იწექი და სხეულზე სისხლი ვერ გიშუშდებოდა, თუმცა მაინც ჩემს სახელს ბოდავდი. შენ ყველაზე გაბედული ხარ კაცთა შორის და გამეხებული ნადირებისგან მოყენებული ჭრილობები კი არ გასუსტებს, არამედ, ერთიასად გამაღლებს ჩემს თვალში. - გოგონამ კაენის ხელი, ყველაზე ძვირფასი საგანძურივით მიიხუტა გულზე.
- უცნაური სიზმარი მესიზმრა... ნოზივით დაცურავდი ნილოსის ტალღებში. - თაიას სურნელისგან გაბრუებულმა კაცმა თვალები დახუჭა, რათა უფრო მძაფრად შეეგრძნო გოგონას არომატი. ხვდებოდა, თაია ამ სამყაროს არ მიეკუთვნებოდა. იგი იყო შვილი ყველა საოცრებისა და იცოდა, მისი ტრფობა მიიყვანდა სამყაროს დასალიერამდე, თუმცა არ ადარდებდა არც ერთი შემაშფოთებელი მოლოდინი. მას მხოლოდ დედოფლის სიყვარული სურდა. თუნდაც ის ცალმხრივი ყოფილიყო. თუნდაც, ვერაოსდეს შეხებოდა ქალს ისე, როგორი შეხების სურვილიც ყოველწამიერად უფრო და უფრო უღვივდებოდა. კაენს სიკვდილიც კი სურდა თაიას გამო, რადგან ეს სიკვდილი იქნებოდა ყველაზე ღირსეული აღსასრული მისთვის.
- ნილოსში მართლაც შევცურე კაენ. მცენარეები, რომელიც მაგ ჭრილობის მოსაშუშებლად გჭირდებოდა, მხოლოდ მდინარის ფსკერზე ხარობს.
- და ჩემ გამო, ნლოსის ფსკერზე დაეშვი?
- კაენ, შენ თავს სწირავდი ჩემ გამო. ერთი კუდის გაქნევა და ჩაყვინთვა, არაფერია.
- ძალიან უცნაურად ისმის ადამიანის პირიდან წინადადება „ერთი კუდის გაქნევა“. - გაეცინა კაენს.
- დასანახადაც არაა ჩვეულებრივი.
- პირველად მეგონა, რომ ზუსტად ისეთი ნოზი იყავი, რომელზეც დედა მიყვებოდა ბავშვობაში. სილამაზით აჯადოვებდი მამაკაცებს და დამონებულ მიწიერებს, რომლებთაც თვალის სინათლე შენი მშვენიერებით ეხშობოდათ, ჰკლავდი.
- კაცთა მოდგმის ამოწყვეტა სიკეთეს არ მომიტანს, თორემ ეგეც ძალმიძს.
- შენ ისიც ძალგიძს, რომ მთელი სამყარო დააჩოქო.
- დაჩოქილი სამყარო ყველაზე სასტიკი სანახავია და თუ რომელიმე მმართველს, ოდესმე ამისი ხილვა მოუნდება, მაშინ მას ერთი წვეთი სიყვარულიც კი არ ჰქონიდა თავისი ხალხის მიმართ.
- ამიტომაც უნდა იყო მეფე თაია! - გაეღიმა კაენს. გოგონას თბილ ამოსუნთქვას, ჯერ კიდევ თავის ხელზე შეიგრძნობდა და ეს წამები, ყველაზე მშვენიერი გრძნობა იყო, კაცთა შორის განცდილ გრძნობებს შორის. - არა მხოლოდ ეგვიპტის, არამედ ყველა მიწის.
- ჩემთვის ეგვიპტეა ყველა მიწა და არ არსებობს სიწმინდე ამ საზღვრებს გარეთ.
- ჩემთვის შენ ხარ სიწმინდე და ამ სიწმინდეს, ყველაზე ძლიერი დაცვა სჭირდება - ოდნავ წამოიწია კაენი. ჭრილობებისგან გამოწვეულმა ტკივილმა, თვალი დაუბრმავა, თუმცა წარბიც არ შეუხრია. აღარ სურდა, თაიას მისი ნატანჯი სახე ენახა. - ის ვეფხვები არ იყვნენ ჩვეულებრივი ცხოველები - მიმართა გოგონას.
- ვიცი კაენ. აქამდე, არც ერთი ცხოველი დამსხმია თავს. დედა ბუნება საყვარელი ქმნილებასავით მეალერსებოდა და შემეძლო, ნიანგის ხახაში ისე შემეცურა, რომ სრულიად სახსალამათი გამოვსულიყავი იქიდან. ახლა კი, ყველა არსება ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი. ნუთუ, ასეთი მიუტევებელი ცოდვა მიმიძღვის?
- ბუნება არაფერ შუაშია. იმ ვეფხვებს სხვანაირი თვალები ჰქონდათ. ასეთი თვალები, მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი. მაშინ, როცა შავ მაგიას ვემსახურებოდი და უგუნურად მწამდა, რომ თუ კი სრულიად მივენდობოდი მას, მაშინ ყველა საწადელს ავისრულებდი. თუმცა, შავი მაგია, ყოველთვის მძიმე საზღაურს ითხოვს, შენი სურვილების სანაცვლოდ. ვიღაცას, შენი მოკვლა აქვს ჩაფიქრებული და იმდენად ძლიერად სურს ეს, რომ იმ წყვდიადით სავსე სამყაროში შეაბიჯა, რომლიდანაც, შესაძლოა, ცოცხალი ვერ გამოვიდეს.
- შენ როგორ გამოაღწიე ცოცხალმა?
- არ ვიცი. ვფიქრობ, რაღაც კეთილ ძალას იმდენად ვუყვარვარ, რომ ჩემი დახსნა გადაწყვიტა. თუ ამ ბოროტებასთან დაპირისპირება გსურს, შენი სიკეთით ვერ შეეჭიდები. ბუნებასთან ლაპარაკი, ვარდთა გაფურჩქვნა, წყალქვეშ სუნთქვა და ის დიდი სვავიც ვერ გიშველის, რომელიც არსაიდან გაჩნდა და გადამარჩინა... - კაენი ცოტახანს დაფიქრდა, შემდეგ გაოგნებული მზერა მიაპყრო გოგონა - თაია, მხოლოდ ახლა აღიდგინა ჩემმა მეხსიერებამ, რომ უზარმაზარი სვავი დაეშვა მიწაზე, რათა მხეცებისგან ვეხსნეთ.
- როგორც ჩანს, ეგ შენი შავი მაგია, არც ისეთი დაუმარცხებელია. ჩემმა ლარამ თავისი კლანჭებით გამოფატრა ყელი ორივე ვეფხვს.
- შენმა ლარამ? - უფრო გაოცდა კაენი.
- ჰო კაენ. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, მყავს ძლიერი ცხოველი, რომელიც ებრძვის იმათ, ვინც ჩემთან შერკინებას გაბედავს.
- მაგ ლარას ამბავი, ჯერ კიდევ ვერ გავითავისე. მგონია, საერთოდ არ მიეკუთნები ადამიანთა მოდგმას.
- ეს ცუდია თუ კარგი?
- კარგი.
- ვფიქრობ, რაღაცეების გადასახარშავად დრო გჭირდება - გაეღიმა დედოფალს - დაისვენე და შემდეგ ერთად მოვიფიქრებთ, როგორ დავამარცხოთ ის, ვისაც ჩემი გვამად ქცევა ასე გულით სწადია.
- შენი ხილვაა ჩემთვის დასვენება.
- კაენ, უნდა დამპირდე, რომ ხელმეორედ თუ განმეორდება მსგავსი რამ, საბრძოლო ველზე თავით აღარ გადაეშვები - შეევედრა დედოფალი და შიშველ მკერდზე ცისფერი ლოტუსის ფესვები დააფინა სამკურნალოდ.
- როდესაც შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება, გსურს, რომ პირველმა მე ვუშველო თავს?
- ბრძოლა ყველაზე შედეგიანი მხოლოდ მაშინაა, როდესაც უსაფრთხოდ გეგულება ის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. მსურს, რომ ბრძოლისას, შენზე ზრუნვის სურვილმა არ შემიპყროს, რადგან დავეცემი და ეს დაცემა იქნება სასიკვდილო ჩემი ხალხისთვის.
- მაპატიე დედოფალო, თუმცა ვერ დაგეთანხმები. საყვარელი ადამიანის გამო, ისე გამეტებითა და თავგანწირვით შეიძლება ბრძოლა, რომ მთელი სამყაროს დამარცხება შეძლო.
- ცდები... - მწარედ გაეცინა დედოფალს - გონება გეფანტება, თვალთ გიბნელდება და ხმალს კონტროლდაკარგული იქნევ ისე, რომ შეიძლება მოყვარეს გაუყარო მუცელში. ასეთ დროს, გონება კი არა, გული იბრძვის. გულის ბრძოლა ყველაზე დაუფიქრებელი რამაა... მაშინ, როდესაც ვეფხვები გკლავდნენ, მზად ვიყავი, ყველა მსხვერპლი გამეღო შენს გადასარჩენად და იცი რა დასკვნამდე მივედი? როცა ის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, უსაფრთხოდაა, მხოლოდ მაშინ ძალგიძს ფასეული გადაწყვეტილებების მიღება და ემორჩილები საღ აზრს.
- ამ შემთხვევაში, მოგიწევს, რომ შენ იყო უსაფრთხოდ და მე ვიბრძოლო შეგნებულად - ბაგე გახსნა კაენმა და ქალის სურნელოვანი ხელი ამბორით დაიპყრო.
* * *
კაენისა და მარკუსის მამა, მენეფერი, ნილოსის ნაპირას დააბიჯებდა და ნატრობდა თავისი ვაჟის გამოჩენას, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებულიყო მაგნას სამეფოში. მეფემ ზუსტად იცოდა, რომ კაენი ცოცხალი და უვნებელი იყო. გულში, ვაჟისთვის განკუთვნილი სიყვარულის ძაფი ჯერ კიდევ არ გამწყდარიყო და ზუსტად ეს ძაფი არწმუნებდა მის კეთილდღეობაში.
ნილოსმა, ჩვილი ბავშვის ხის აკვანი გამორიყა, რომელშიც პაპირუსზე დაწერილი წერილი იდო. მეფე მენეფერი გაოცებამ მოიცვა, რადგან მდინარის წრაფ დინებას ვერაფერი დაეკლო ქაღალდითვის და ისე იყო შემონახული, გეგონება, სულ რამდენიმე წუთის წინ გამოგზავნეს და გამოუგზავნეს, თავად მას. პირველივე აბზაცის წაკითხვისას, მეფე სასოწარკვეთამ მოიცვა. იგი მიხვდა, რომ წერილი იყო დაწერილი ძალიან დიდი ხნის წინ და მხოლოდ ამოუხნელი მაგიის საიდუმლოს თუ ძალუძდა მისი დაუზიანებლად შენახვა.
„მენეფერ, ძეო ჩემო და ერთადერთო იმედო მამისა! თუ შენს თვალებს, ჩემი სისხლით დაწერილი წერილის კითხვა დასცალდა, ესეიგი, ჯერ არ ყოფილა ყველაფერი დაკარგული ჩვენი ოჯახისთვის. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო იმ ამბის თხრობა, რომელიც ან გაგაბედნიერებს ან ძირეულად დაგინგრევს ცხოვრებას. ჩემთვის ყველაფერი დასრულებულია და მსურს, ერთსაუკუნოვანი ისტორია ერთ გვერდში ჩავატიო, რადგან სიკვდილი უკვე ახლოსაა და ვშიშობ, აღარ შერჩენია ბევრი წუთი შენს მხრცოვან მამას...
მე ვარ ჰელიოპოლისის ხელმწიფე, მე ვარ მამა ყოველთა და მმართველი გაერთიანებული ეგვიპტისა. მე მყავდა მრჩეველი, რომლის სახელიც იყო სები. სებს უცნაურად შეეძლო ადამიანთა გონების მართვა. მე მას ვენდობოდი, როგორც ძმასა და სისხლს ჩემსას, თუმცა ამ დნობითა და სიყვარულით ისარგებლა. სებმა მოწამლა ყველა კაცი, რომელსაც ჩემი მმართველობის სწამდა და გაიმეტა ისინი სასიკვდილოდ. მოსახლეობას კი მოუწამლა გონება. ისინი აღარ მაღიარებენ, რამეთუ, სები ჰგონიათ ჭეშმარიტი ფარაონი თვისი. ვგრძნობ, როგორ ალპობს შხამი ჩემს ძარღვებს და მიიწევს იგი გულთან, რათა სასიკვდილო დარტყმა მომაყენოს....
მხოლოდ ერთი ალქაჯი დარჩა ჩემი ერთგული და პირობა მომცა, რომ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც დადგება შესაფერისი დრო, შენ არ წერილს წაიკითხავ და იძიებ შურს ოჯახის, მიწისა და ხალხის გამო.
დედაშენი შენს გაჩენას გადაჰყვა და ხარ ახლა ორი დღის. არავინ იცის შენს არსებობაზე და ვშიშობ, თუ მალე არ გაგაპარებ სისხლიანი საზღვრებიდან, შენც გაგისწორდებიან და მომიკლავენ იმედს უკანასკნელს.
ნილოსს გავატან შენს აკვანს. ხოლო მპოვნელი და აღმზრდელი ჩემი ვაჟისა, იქნება დალოცვილი ბუნებისგან.
შენი ჭეშმარიტი სახელი, ყველაზე ძვირფასი ოქროს საბადოში გამოვაჭედინე მუშაკს და იგი გაბნევია გულზე, როგორც ერთადერთი ფასეული რამ ცხოვრებაში.
დაიბრუნე ჰელიოპოლისი, მოჰკალი სების შთამომავალი, რადგან ეს სისხლი დაღვრილი, ჩამოჰბანს ჩემსას და ვიზეიმებ, ჩემი მკვლელების სიკვდილით, სადაც არ უნდა ვიყო!“
მენეფერს მოეკეცა მუხლები და მიეყრდნო დიდი ჭადრის ხეს. თვალწინ დაუდგა მთელი ბავშვობა და ისტორია საკუთარი ცხოვრებისა.
უსუსური, ნილოსისგან გამორიყული, მაგნას ხელმწიფემ იპოვნა. უშვილო იყო იგი და გაამეფა მენეფერი, როგორც მონაგარი თვისი.
მენეფერი კი მთელი ცხოვრება სწყევლიდა თავის ხორციელ მშობლებს, რადგან ეგონა, სასიკვდილოდ გაიმეტეს, მზაკვრულად მოიშორეს და მიანდეს მისი ბედი ნილოსის სასტიკ ტალღებს.
მთელი ცხოვრება ცდებოდა მენეფერი...
მისი ჭეშმარიტი მშობლები, იყვნენ ჰელიოპოლისის მმართველნი და მკვლელი მათი, იყო სები.
მენეფერსა და მის ვაჟებს ეკუთვნოდათ ჰელიოპოლისი...
შთამომავალი სებისა, იყო თაია.
და დედოფალი თაია გახდებოდა გასაღები შურისძიების...

მეხუთე თავი
თაია სასახლის ბაღში სეირნობდა და ბაგეებგაშლილი აკვირდებოდა მზის გულზე გადაშლილ ყვავილებს. ყველა ღრუბელი გაფანტულიყო, თუმცა გულის სიღრმეში, მაინც წარმოიდგენდა გაშავებულ ცაზე მოტივტივე, სიკვდილისფრად შემოსილ ჰაერს.
- თავი უნდა დაიცვა თაია... ისინი გიახლოვდებიან - ესმოდა ბუნების ხმა. - გაიღე მთელი შენი ძალა და შექმენი იარაღი, რომელიც ამ ომს კი არა, მომავალში, კაცობრიობის წინააღმდეგ, გამძვინვარებულ ბრძოლაში გაგამარჯვებინებს.
ეჩურჩულებოდნენ ხეები.
გოგონა დაღონდა. ყველაზე მშვენიერ, დასაჭკნობად გამზადებულ ყვავილს ჰგავდა და გრძნობდა, დიდი დრო არ დარჩენოდა ამ სამყაროში.
არ ეშინოდა.
იცოდა, რომ რაღაც უძლეველი, უხილავი და ძლევამოსილი, მის მხარდამხარ იბრძოლება, თუმცა ვერ გაიმარჯვებდა...
კაენის საწოლოთახთან მივიდა დაღონებული.
- როგორაა? - ჰკითხა თაიამ მომვლელს, რომელიც კაენის გამოჯანმრთელებას მეთვალყურეობდა.
- კარგადაა. მოსამსახურე გოგონები სახვევებს უცვლიან - უპასუხა ხანში შესულმა, ჭაღარა ქალმა.
- რეებს ბოდავ? - გაბრაზდა თაია და თვალებგაფართოებული შეიჭრა კაენის საწოლოთახში, რომელსაც სამი ახალგაზრდა გოგონა დაჰფოფინებდა. - მოშორდით, თორემ თავებს დაგაყრევინებთ! - დაიღრიალა დედოფალმა და მაშინ, როცა ყველა შეცბუნებული გავარდა ოთახიდან, თაია ღიმილით მიუახლოვდა კაენს.
- ზოგჯერ, ველურ მორიელს ემსგავსები დედოფალო - გაეღიმა კაენს და თვალები თაიასკენ მიმართა. სურნდა, რომ მთელი ცხოვრება დედოფლის მშვენიერ სახებაზე შერჩენილიყო მისი მზერა და შეჩერებულიყო წამი, რათა თვალთახედვიდან, არასდროს დაეკარგა ღვთაებრივი გოგონა.
- ხშირად, მისი შხამივით მომაკვდინებელიც ვარ.
- ვხედავ, როგორ ნელ-ნელა და წამებით მიღებ ბოლოს.
- შენ კაენ? არადა, მეგონა, რომ სასიცოცხლო ჰაერი შთაგბერე.
- ვერ ვიტყვი დარწმუნებით. ზოგჯერ ჩემი სიკვდილი ხარ, თუმცა დაღუპვის საშუალებას არ მაძლევ და არსებობას მიტკბობ.
- ურთიერთგამომრიცხავ სიტყვებს ერთმანეთზე ისე აშენებ, რომ ბოლოს მაინც მშვენიერებას ქმნი.
- რა უცნაურია, რომ ყველა ადამიანმა მიუარა, თუმცა სამყაროს ყველაზე დიდებული წარმომადგენელი, ასეთ ხოტბას მასხამს. და მაშინ, როცა ჩემს გვერდით არ ხარ, ყველაზე მეტად იცი რა მენატრება?
- რა?
- შენი თხელი თითები, ყველაზე ოსტატი გენიოსის მიერ გამოქანდაკებული მაჯები და მათი სურნელი - თქვა კაენმა, ქალის მშვენიერი ხელი, ისევ თავისი ბაგეების ლუკმა გახადა.
- კაენ, გული ცუდს მიგრძნობს. გარშემო, ყველაფერი მაფრთხილებს, რომ თავის დაცვა გვჭირდება. დაცვა ბოროტებისგან, რომელიც ყოველწუთიერად, უფრო გვიახლოვდება და ჩვენი განადგურება სურს.
- მაშინ მოვემზადოთ სისხლისმსმელი ბრძოლისთვის - წამოიწია კაენი - ერთადერთი, რასაც ვერც სიკვდილს და ვერც სხვა სულიერს ვერ დავუთმობ, შენ ხარ დედოფალო.
- და იქნებ, შენზე არაა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე კაენ? რომ მოგიწიოს დათმობა? ორივეს რომ მოგვიწიოს?
- ასე უიმედოდ რატომ ლაპარაკობ? შენ ჩვეულებრივი მოკვდავი კი არა, მაგიური ნიჭით შემოსილი, ჰელიოპოლისის დედოფალი ხარ.
- სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი კი არა, ჰელიოპოლისი უნდა გადავარჩინო. ჩემი მიწა ვერ აიტანს სასტიკ მმართველს. მე და ამ სახელმწიფოს, ერთმანეთის გარდა, არავინ გვაბადია დამცველი, გულის შემტკივარი, მშობელი და ერთადერთი გადამრჩენელი.
- და მე რა ვარ შენთვის? - ვერ მოთმინა ვაჟმა, რომ არ ეკითხა.
- შენ ერთადერთი კაცი ხარ, რომლისთვისაც ჩემი შეხების ნება მიმიცია. შენ ხარ ის, ვინც ჩემს გულში, არარსებული ცეცხლი რეალურად აქცია და იწყო მისი გაღვივება, რათა სული გამოეგლიჯა ჩემი სხეულისთვის, თავისაში წაეღო და საკუთარ სუნთქვად ექცია.
- ერთადერთი კაცი, ვისაც შენი შეხების ნება აქვს - გაიმეორა კაენმა და გოგონას ხავერდოვან თმას სუნთქვით დაეწაფა, რათა სამარადჟამოდ ჩარჩენილიყო მის მეხსიერებაში თაიას სურნელი.
- მხოლოდ ეგ გაიგე? - ღიმილით გაუხახუნა გოგონამ თავისი ცხვირი მამაკაცის ლოყებს.
- ისიც გავიგე, რომ სული მოგტაცე და ვშიშობ, შენი სუნთქვის მოტაცებაც მომიწევს - გოგონას წითელი ტუჩები თავისაში მოიმწყვდია. ორი მშიერი, მწყურვალი სულის ბაგეები, როგორც იქნა, დაეწაფა წყლის ცივსა და სასიცოცხლო წვეთებს. გაცვალეს სუნთქვა, შთანთქეს ერთმანეთის არომატი და გახდნენ ისინი ერთნი, როგორც ერთი სული, რომელიც ორი სხეულის გულში ძგერდა. ქალის ნაზ სხეულს დაემონა კაენი და ეს ალერსი, არ ჰგავდა აქამდე გამოცდილ არც ერთ შეხებას, რადგან მამაკაცმა, პირველად იგრძნო, რას ნიშნავდა, როდესაც ხორცთან ერთად, სულებიც ეალერსებოდნენ ერთმანეთს.
ყინულივით დაადნა თაია კაენის მკერდს და იმახსოვრებდა მამაკაცის ბაგეების თითოეულ შეხებას, რომელიც სველ კვალს უტოვებდა სხეულის ყველა უჯრედზე. ნეტარებისგან კვნესოდა დედოფალი. მთელი სიძლიერით ეკვროდა მამაკაცს, რათა სამყაროში, ვერც ერთ სულიერს ვერ გაებედა მათი მშიერი სხეულებისა და სულების გაცალკევება. ცასა და დედამიწას ჰგავდნენ ისინი. თითქოს, სამუდამო სიშორე ეწერათ, თითქოს, არასდროს უნდა შეხვედრილიყო მათი თვალები ერთმანეთს, თუმცა, რადგან ბედისწერის მძვინვარე კლანჭები დათრგუნეს და მაინც იხილეს სიყვარული, მათი ერთად ყოფნა, ერთდროულად, საშიში და სამყაროს აღსასრულივით გარდაუვალი იქნებოდა.
- ჩემი ხალხი ცეცხლს ეთაყვანება, მე კი მხოლოდ შენი სიდიდადის მწამს - უთხრა კაცმა დედოფალს და თავისი მკლავი მჭიდროდ შემოჰხვია წვრილ წელზე. ყველაზე ფასეული საგანძურივით მიიკრო ქალის შიშველი სხეული თავისაზე.
- მე მეთაყვანები?
- ჰო. შენ გეთაყვანები... მთელი არსით ვარ შენზე შეყვარებული. არც კი დამესიზმრებოდა, რომ ოდესმე მსგავსი გრძნობის გამოცდას შევძლებდი, თუმცა ისე მიყვარხარ, შემიძლია, მთელს სამყაროს გამოვუცხადო ბრძოლა, რადგან ამ სიყვარულის სახელით თუ ვიგრძოლებ, ვერც ერთი სულიერი ვერ შეწვდება ჩემს ძალას.
დედოფალსა და უფლიწულს ჩაეძინათ.
ჩაეძინათ უშფოთველი ძილით და სიზმარშიც კი შეიგრძნობდნენ ერთმანეთის სუნთქვას, რომელიც ორივეს სამუდამო თანამგზავრი გამხდარიყო.
დიდმა მზის ღმერთმაც არ იცოდა, რას უმზადება მათ ბედი, რადგან თაიასა და კაენის ბედისწერა, ისე დაუკავშირდა ერთმანეთს, როგორც ღმერთისგან დამოუკიდებელი სიცოცხლე და სიკვდილი. ისინი, შორს, ამავდოულად კი ძალიან ახლოს იქნებოდნენ ერთმანეთთან, სამარადჟამოდ გადაჯაჭვულები.
დემონები სასტიკად ხარხარებდნენ შეყვარბეულთა ცქერით. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ - გაენადგურებინათ ყველაზე საოცარი და წმინდა, რაც კი სამყაროს უბოძებია ადამიანთათვის.
თაია რაას ერთადერთი სისუსტე იყო...
ბოროტების სავანეში დაბადებული არსებები კი გაანადგურბდნენ ყველაფერს, რაც კი დიდი ღმერთის გულში, სიყვარულის წვეთებად წარმოშვებულიყო.
ომბისის მეფეს უკვე შეეკრიბა ჯარი და ითვლიდა წუთებს, როდესაც სისხლისგან დაცლილ თაიას სხეულს, ღიმილით შეავლებდა თვალს და იძიებდა შურს თავისი წინაპრებისათვის!

* * *
ახლოვდებოდა ებონის მცირერიცხოვანი ამალა ომბისის მიწებზე. იდგა საზღვართან მენეფერი, თავის ვაჟთან, მარკუსთან ერთად და ელოდა მეფისასულის მოსვლას. როგორც კი ფეხი დაადგა ქალმა ომბისის მიწაზე, მაშინვე დაინახა ხელმწიფე და მისი ვაჟი, რომლის თმა და კანი, მზესთან მოთამაშე სხივების ფერისა იყო.
- მოგესალმებით - თავი დაუკრა ებონმა.
- მოგესალმებით ებონ. როგორც კი მივიღეთ წერილი, შენი ჩვენთან სტუმრობის შესახებ, მაშინვე სიხარული გვეწვია, ამავდროულად კი ცნობისმოყვარეობა გვტანჯავს. ვიცით, ჩვენი მიწების დასათვალიერებლად არ მოსულხარ.
- მართალია მენეფერ - მიუახლოვდა ქალი მეფეს, ხოლო მის ვაჟს, შესამჩნევად აარიდა თვალი - ვიცი, რომ ერთი მტერი გვყავს და ხომ იცი, საერთო მტერი, არამხოლოდ ადამიანებს, არამედ, სამეფოებსაც აახლოებს.
- რომელ მტერს გულისხმობ ებონ? - ჰკითხა მარკუსმა და იძულებული გახადა ქალი, რომ მზერის ღირსი გაეხადა.
- დედოფალ თაიას. ის ჩემი მტერია.
- რა დაგიშავა?
- მისმა მაგიამ ძალა წამართვა. - უპასუხა ებონმა და თვალები ნაზად დახარა მიწისკენ.
- მე კი ვაჟი წამართვა. - აღმოხდა მენეფერს- ამბობენ, თავის ერთგულ მრჩევლად გაუხდია კაენი და ისე დაიმონა, როგორც პატრონის კალთას მიკედლებული ცხოველი.
- ის ჯაშუშია მამა! - დასძინა მარკუსმა - კაენი ჩვენ არ გვიღალატებდა, არასოდეს!
- შესაძლოა, არ ეღალატა თავისი ნებით, თუმცა ალქაჯია დედოფალი და ალქაჯებს ძალუძთ, ყველა მოკვდავის სული გაიხადონ თავიანთი სურვილების უსიტყვო შემსრულებლად.
- მნიშნელობა არ აქვს! - ხმა დაიბოხდა მარკუსმა - შენც თუ ჩვენთად იქნები, ერთიანი ძალებით შევმუსრავთ დედოფლის ყველა მიმდევარს, ჩამოვაგდებთ ტახტიდან და შენ სამუდამოდ მოიშორებ მათ, ჩვენ კი კაენსა და მის მიწას დავიბრუნებთ, რაც ოდითგანვე, ჩვენი ოჯახის საკუთრება იყო - გაეღიმა მარკუსს - დიდძალ ქონებასაც გაგინაწილებთ. ჰელიოპოლისს მთელი სამყაროს სამყოფი ოქრო აქვს.
- მე მხოლოდ თაიას ცხოდარი მჭირდება. - ღიმილითვე უპასუხა ებონმა.
- შევთანხმდით - თავი დაუქნია მენეფერმა საერთო მტრის განადგურების მოლოდინში, მათი ძალები, სამად დატოტილი მდინარის სათავესავით შეერწყა ერთმანეთს.
საღამოს, როდესაც ბრძოლის გეგმის დასახვის შემდეგ, ებონი თავისთვის განკუთვნილ საწოლოთახში შევიდა, იგრძნო, როგორ აიტანა მისი ფეხის ტერფები სიმხურვალემ. ეს სიმხურვალე, ნელ-ნელა, სისხლივით შეგუბდა ძარღვებში და დაიყრო ებონის სხეულის ყველა ნაწილი. წარმოიდგენდა იგი მეფის ვაჟს, მარკუსს და სძლევდა შიში იმისა, რომ თვალებში ცეცხლი აუგიზგიზდებოდა და როდესაც კვლავ ნახავდა უფლისწულს, ეს ცეცხლი ამხელდა მას პირველად მოგვრილი სიყვარულის ცოდვაში.
ებონი ცოცხლდებოდა...
მკვდარი იყო და ცოცხლდებოდა.
ერთიანად ეფურჩქნებოდა გრძნობები, რომელიც აქამდე არასდროს განუცდია და იპყრობდა სურვილი სიყვარულისა.
ებონს სული ეძლეოდა.
და მაშინ, როცა ებონის მხარზე შემომჯდარი დემონები ზეიმობდნენ ხოლმე ყველაფერ მზაკვრულს, რასაც მეფისასული სჩადიოდა მათი კარნახით, ახლა ერთადერთ ღმერთს ეგვრებოდა სახეზე ღიმილი.
რადგან სიყვარული იყო ყველა ბოროტების ძლევა.
და მან დასაჯა ებონი სიყვარულით!
იმ საღამოსვე მოკლა ქალმა თავისი სამშობლოდან წამოყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცი, რათა მის სისხლში ებანავა და დილით, ისევ ლამაზი გამხდარიყო მარკუსის თვალში.
* * *

თაია ნილოსის ჩანჩქერთან იდგა და სევდანარევი თვალებით შეჰყურებდა ბუნებას, რომელიც მისი სულის ნუგეში გამხდარიყო. ცუდი წინათგრძნობა ეუფლებოდა. მის ბედნიერებას, უჩვეულო მოლოდინით აღსავსე სურნელი ჩრდილავდა, რომელიც ჰაერის ყოველ კუნჭულში გაფანტულიყო.
თაიას სიკვდილის ეშინოდა.
აქამდე არასდროს შეშინებია მისი, რადგან იცოდა, რომ სიკვდილი იმაზე სწრაფი და უმტკივნეულო იყო, ვიდრე ნილოსის ტალღებთან თამაში. თუმცა ახლა ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი.
კაენს დაჰკარგავდა.
სიკვდილს რომ უეცრად შემოეღო მისთვის კარი, ერთადერთ სიყვარულთან დააშორებდა და ჰელიოპოლისსაც აღარავინ დარჩებოდა, მშობელ დედასავით მზრუნველი.
- როცა მთელი ქვეყნის მმართველობას ტოვებ და გარბიხარ, აქ უნდა გეძებო ყოველთვის? - მოესმა კაენის ხმა. - არ მკითხო, საიდან გავიგე. უბრალოდ, სურნელით მოგაგენი. ისე გგრძნობ, როგორც ჩემი ტყავის თითოეულ ნაფლეთს.
თაია კაენს მიახლოვდა. ცხვირი ნიკაპზე მიადო და წყვილთან ერთად, ბუნებაც ისე დადუმდა, გეგონება სიყვარულის უკანასკნელ წუთებს სჩუქნიდა მათ სასუნთქად.
- უნდა დავიცვა - ჩაიჩურჩულა დედოფალმა.
- რა უნდა დაიცვა?
- ჩვენი სიყვარული.
- ყოველთვის ისე რატომ საუბრობ, თითქოს მე არ ვარსებობდე?
- რატომ? ჩვენი სიყვარული ანუ შენი და ჩემი.
- მადლობ, რომ მანდ მაინც მოიხსენიე ჩემი სახელი - გაეცინა კაენს - მხოლოდ შენ გინდა დაცვა?
- როდესაც ძალიან გიყვარს, გსურს, რომ მარტო შეეჭიდო ყველაფერს ბოროტსა და სიავით აღსავსეს.
- ნაცნობია ჩემთვის ეგ განცდა დედოფალო... ამიტომაც, სახლში უნდა დავბრუნდე.
- რაა? - სხვადასხვაფერის თვალებში ქარიშახლი ჩაუსახლდა თაიას.
- დროებით - დაამატა კაენმა - ხმები მომდის, რომ არაერთი ქვეყანა ცდილობს შენი თავიდან მოშორებას. უნდა გავიგო, რა გეგმა აქვს ჩემს სამეფოს.
- მათ ხომ გამოგაგდეს?
- არ გამოვუგდივარ - აღიარა კაცმა. - ჩემს ძმას ვუთხარი, რომ შენს სამეფოში, ჯაშუშად შემოვიპარებოდი.
ნათქვამი არ ჰქონდა კაენს ეს სიტყვები, რომ მარჯვენა ლოყა ქალის მწარე სილამ ასწვა... თუმცა ყველაზე მტკივნეული, თაიას უმშვენიერეს თვალებში შეპარული უნდობლობა და ცრემლები იყო.
- მომატყუე! - შეჰკივლა დედოფალმა.
- არ მომიტყუებიხარ. ფესვები შენს სამეფოში და შენს სასთუმალთან გაიდგა ჩემმა სულმა. ახლა უკანასკნელი საზრუნავი შენ ხარ და აღარ არსებობს ჩემთვის რაიმე, ამაზე უფრო წმინდა.
- გაეთრიე ჩემი მიწიდან ომბისის მეფის ვაჟო! შენს დანახვას, ვეღარც ერთ წუთს ვერ აიტანს ჩემი მზერა!
და გააგდო დედოფალმა კაენი სამეფოდან.
აიტანა იგი არაადამიანურმა ტკივილმა და მიხვდა, მარტოობისთვის იყო სამუდამოდ განწირული.
ერთადერთი საზრუნავი კი ჰელიოპოლისი ხდებოდა, რომლის დაცვაც, საკუთარი სისხლის ფასად მოუწევდა თაიას.


მეექვსე თავი
- საზიზღარი! საძაგელი! - წყევლასავით ანთხევდა თაია კანისთვის მიძღვნილ სიტყვებს და ღამით, წყეში დაეხეტებოდა, რომელსაც არ უჩანდა დასასრული. შეპყრობილივით, ხან ნელა მიაბიჯებდა, ხან თითქმის სირბილამდე უჩაქარებდა ნაბიჯებს და ცდილობდა, ამ მოძრაობაში ჩაეტია მთელი თავისი სევდა.
- ეს არ არის შენი უკანასკნელი ტკივილი - მოესმა ქალის ნაზი, წვრილი ხმა, რომელსაც კატების კნავილიც შეუერთდა და ერთიანად, მათმა დამზაფვრელმა ჰანგებმა აიტანა მთელი ყურთასმენა.
- ვინ ხარ? ვერ გხედავ! - დაიყვირა თაიამ.
- მე ვარ... - ხმა ჩაუწყდა ქალს, ვერ დაამთავრა სათქმელი და სიკვდილის წინ, უკანასკნელი სიტყვებივით ამოიგმინა თაიას სახელი: - თაია, ჩემო პიმშოვ! ჩემო უკანასკნელო იმედო!
კატები კვლავ ადევდნებდნენ თავიანთ კნავილს ქალის ხმას.
- ვინ ხარ? - თაიასაც ჩაუწყდა ჰანგი. ვერ ხვდებოდა, ამ მოულოდნელი, იდუმალი და უცნობი ქალის გაგონება, რატომ აღვიძებდა მასში, ჯერ არარსებულ ათას გრძნობას, რატომ ეჩხირებოდა ყელში გრძნობებით გატენილი სველი ბურთი და რატომ იყო იგი ასეთი უცნობიცა და ნაცნობიც, ერთდროულად.
- არსებობს ღმერთი, რომელიც ქმნის ადამიანს, თუმცა არსებობს ღმერთი, რომელიც ქმნის ღმერთებს - წარმოთქვა ქალმა. - შენ ძალგიძს, სუნთქვა შთაბერო მათ დაბადებას და გადაარჩნო კაცობრიობა, გარდაუვალი აღსასრულისგან. შექმენი იარაღი, ჩადე მასში შენი ნაწილი და მილიონი წლის შემდეგ, იპოვნე ჩემსკენ მომავალი გზა!
- ვინ ხარ? ვინ! - გაოცებულ თაიას, მხოლოს ეს სიტყვებიღა შერჩენოდა პირზე, გონებაარეული ტრიალებდა, რადგან ქალის ნაბიჯები, ყოველი მიმართულებით ესმოდა.
- ის, ვინც ყველაზე გულმხურვალედ ლოცულობს შენთვის - წარმოთქვა ქალმა და მთვარის შუქზე, დედოფალმა თაიამ იხილა ქალი, რომელის სხეულიდან, ნიავს ადევნებული ვარდის სურნელი იგრძნო და დედოფალს გონებაში ორი მოგონება ამოუტივტივდა.... მოგონება, რომელიც არა წარსულს, არამედ მომავალს ეკუთვნოდა და თაია მიხვდა, როგორ სიგიჟემდე სურდა ქალთან მიახლოება. თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან მომავლისთვის განკუთვნილი მოვლენები, უნდა მომხდარიყო მომავალში და თუ შემთხვევით, დროის საზღვრები ერთმანეთს გადაკვეთდნენ ან მოულოდნელად აიხლართებოდნენ ერთმანეთში, ყველაფერი შეიცვლებოდა საბედისწეროდ. - გაიქეცი ტბათა დაჭაობებულ ნაპირებზე, შექმენი ქაღალდი და დახატე ისინი! გასწირე შენი ძალა მომავლის გადასარჩენად! - მიმართა ქალმა საბოლოოდ და მთვარის შუქს შეერწყა მისი წვრილად ნათალი სხეული.

* * *
კაენის დაბრუნების ამბავი ტყვიასავით გავარდა მთელი ომბისის სამეფოში და მოედო ყველა მოსახლეს, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, სად წავიდა მათი უფლისწული ან რატომ დაბრუნდა უკან. მარკუსი და მენეფერი თავიდან ეჭვისთვალით შესცქეროდნენ კაენს, რომელიც არაფერს ჰყვებოდა, მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში იყო და სინამდვილეში, ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ დედოფალი თაიას მარჯვენა ხელი გამხდარიყო, სრულ სიცრუეს წარმოადგენდა.
- ვერაფერი გავიგე. შენ ხომ თქვი, საჯაშუშოდ მივდივარო? - დაიბნა მარკუსი.
- ჰო, მაგრამ თაია ალქაჯია. ერთი შეხედვით, მიმიხვდა სიცრუეს და დამადევნა თავისი ჯარი. 30 ჰელიოპოლისის მებრძოლი დავხოცე და გავიქეცი უდაბნოში. თავიდან სულელივით დავეხეტებოდი, წყურვილი და შიმშილი მკლავდა, თუმცა უკან დასაბრუნებელ გზას დავადექი და მე ისევ აქ ვარ, რათა აღარასდროს მიგატოვოთ.
- ეს მოგზაურობის ამბავი ზღაპარს უფრო ჰგავს შვილო - ეეჭვებოდა მენეფერს.
- არაუშავს, ბავშვობიდანვე მიყვარდა ზღაპრები მამა და როგორც ჩანს, ბედმა გამიღიმა, მისი მონაწილე გავხდი. აი, ებონი რას აკეთებს ჩვენს სამეფოში ან რა დარჩენია, მაგას ვერ ვხვდები. მაგ მეფისასულის მობრძანება უფრო ჰგავს ზღაპარს.
- რა დაგიშავა ებონმა? - ჰკითხა ძმას მარკუსმა.
- არაფერი არ დაუშავებია, თუმცა სიკეთეც არანაირი მახსოვს მისგან - კაენს ორი გამძვინვარებული მხეცის თავდასხმა გაახსენდა, თუმცა არაფერი უთქვამს. იცოდა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც თავისი ოჯახის ჩვეულებრივი წევრი, რათა არავის შეჰპარვოდა ეჭვი მის ერთგულებაში და ამის შემდეგ, გაიგებდა, რა მიზანი ჰქონდა ებონს ან რას გეგმავდნენ მამამისი და ძმა.
- ჯერ კიდევ მგონია, რომ დედოფალი თაიას მაგიამ გადაგაგვარა კაენ - გამოუცხადა ძმამ.
კაენს მწარედ გაეცინა.
მართალი იყო მარკუსი. დედოფლის სიყვარულის მაგიით დაავადებული და გადაგვარებული ჰქონდა მთელი სული უფლისწულს.
- ყველაფერი ზედმეტად საშიში გვგონია, რისი შეცნობაც არ ძალგვიძს მარკუს. თაია ნანახი რომ გყავდეს, დარწმუნებული ვარ, სხვანაირად იჭიკჭიკებდა შენი უმეცარი ენა.
- ჰო ვთქვი. ჯადოქარმა დაიპრო!
- საიდან დაასკვენი?
- აქამდე არასდროს მესაუბრებოდი ასე.
- მარკუს, აქამდე უფრო აგდებულად გესაუბრებოდი ხოლმე - ამოიოხრა კაენმა.
- თქვენი სულელური ქიშპობის შემყურე, ბედნიერი ვარ - გაეღიმა მენეფერს - ისევ ერთად ვართ და ნურაფერზე ნუ იღელვებთ. ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგვედგინა. - თავის ორივე ვაჟს მხარზე მოჰხვია ხელი - არ მომიწევს, არჩევანი გავაკეთო თქვენს შორის. ორივენი სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად იქცევით და არ იქნება შუღლი, მტრობა ძმათა შორის.
- ებონი თავის სამეფოს გვჩუქნის? - ირონიულად გაეცინა კაენს.
- არა. აღმოჩნდა, რომ ჰელიოპოლისის კანონიერი მმართველი, ჩვენი ბაბუა იყო, რომელიც ვერაგულად მოიშორა თავიდან თაიას ბაბუამ და თავად გამეფდა. მამაჩვენს, თავისი ოჯახის გამო, შურისძიება შურს. დედოფალს ისევე ჩამოვაგდებთ ტახტიდან, როგორც ბაბუაჩვენი ჩამოაგდეს და გავხდებით ჰელიოპოლისის მმართველნი ჩვენ! - დედოფალს გავაძევებთ? - თვალები შუბლზე აუვიდა კაენს.
- მოვკლავთ! - მოესმა ებონის ხმა.
- დიახ, მოვკლავთ - მხარი აუბა მენეფერმა. - და ამ სიკვდილით, მამაჩემის სისხლს ჩამოვბან დედოფალს!
- აქეთ არ მოგიგრიხოთ კისერი - ჩაიჩურჩულა კაენმა თავისთვის.
- რამე თქვი? - ჰკითხა მარკუსმა ძმას, თან ებონისთვის არ მოუშროებია თვალი.
- ის ვიკითხე, რატომ გასცემს ებონი ჰელიოპოლისის დედოფლის მოკვლის განკარგულებას, როდესაც ერთი ფარაონი და ორი სამე ტახტის მემკვიდრე ვდგავართ დარბაზში. - გადაუჩურჩულა კაენმა მარკუსს.
- ძალიან უცნაური ქალია. ამისი მცველები ქრებიან. მგონი, ხოცავს - ჩურჩულითვე უპასუხა მარკუსმა.
- არა, მაგას როგორ იკადრებს - ჩაეცინა კაენს.
* * *

ჭაობში მუხლამდე ჩაფლული თაია, ძირშივე სწყვეტდა ყველაზე სქელ პაპირუსის ხეებს. სახლში მიტანისას, ყველა მათგანი წყალში ჩაალბო, ქერქი გააცალა, შემდეგ ერთმანეთზე გადაჭიმა და ოცკილოიანი რკინის ლოდი დაადო დასაპრესად. დღის ბოლოს კი სახატავი ქაღალდი უკვე მზად ჰქონდა. მთელი ეს დრო, გრძნობდა, სულ სხვა ადამიანი ჩასახლებოდა სხეულში, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა უნდა გაკეთებინა.
მცენარეებისგან დამზადებული საღებავებით, მან დახატა პირველი ნახატი - მზის სხივებს შემყურე ადამიანი, რომელსაც მასხარასავით ფერადი ტანისსამოსი ეცვა. ის ზეცას შეჰყურებდა, არ ადარდებდა არავინ და არაფერი დედამიწის ზურგზე... თაიამ ან ნახატში, მთელი თავისი გარდასახვის უნარი ჩაატია და თავისი შინაარსით, ის იყო ყველაზე გულუბრყვილო, კეთილი და სულელი არსება სხვათათვის. სინამდვილეში კი მისი გონება ყველანაირ სიბრძნეს იტევდა და მხოლოდ მაშინ ირგებდა სულელის ნიღაბს, როდესაც უმეცარი ადამიანებისთვის სურდა თვალი ახვევა.
თაიამ მეორე ნახატი დახატა - მაგიური ძალებით შემოსილი ადამიანი. იგიიყო ძალაუფლებისა და ხელოვნების მატარებელი. წელზე, ქამრის მაგივრად, გველი ჰყავდა შემოხვეული. ხელთ კი ცეცხლმოკიდებული ჩირაღდანი აღეპყრო. თაიამ მას მაგი დაარქვა და შეამკო იგი ლიდერთა თვისებებით. უცნაურია, თუმცა მაგის დახატვისას, ის კაენზე ფიქრობდა, რადგან უფლისწულს, სხვებზე გავლენის მოხდენისა და მათი მართვის იშვიათი ნიჭი ჰქონდა.
თაიამ შეჰქმნა იმპერატორი ქალი, რომელშიც ქალის სიძლერე და მისი ღირსება ჩააქსოვა, იმპერატორი კაცი- იგი მამაკაცურობისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო. მან ასევე შექმნა განდეგილი, რომელიც თავისი ცოდნის დახმარებით, სიბნელეს სინათლედ გარდაქმნიდა, თუმცა იგი იყო უტყვი და მდუმარე, როგორც ყველაზე დიდი საიდუმლოს მცოდნე ბრძენი...
თაიამ დახატა ნახატი, რომელსაც სამყარო ერქვა, ბედის ბორბალი, მზე, სიკვდილი, ძალა, ეშმაკი, სამართალი...
და დახატა საყვარლები, როგორც ერთმანეთის მოყვარული ორი ადამიანი, დახშული თვალებითა და დახშული სმენით, რათა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულის შეგრძნება შესძლებოდათ...
თაიამ შექმნა 22 ნახატი და რაას დახმარებით, ჩააქსოვა მასში ყველანაირი სიბრძნე, სიკეთე, ბოროტება, გრძნობა და განცდა.
გოგონა გახდა ჩვეულებრივი...
მას აღარ ჰქონდა მაგია, რადგან ყველაფერი შესწირა იმის შექმნას, რაც მომავლიხ ხსნის იარაღი გახდებოდა. ეს ნახატები გახდებოდა თვით თაიას იარაღი...მილიონი წლის შემდეგ.
ძალაგამოცლილმა, მზერა აღაპყრო ზეცაში და ცხოვრებაში პირველად, ჩაისუნთქა ჰაერი, როგორც ჩვეულებრივმა გოგონამ.
თუმცა, ყოველგვარ მაგიას მოკლებული, ჟანგბადს და სიცოცხლეს მოკლებულიც კი იგრძნობდა, თუ კი ოდესმე კაენი საფრთხეში ჩავარდებოდა.
და თაიამ იგრძნო...
მიხვდა, თავის ერთადერთ სიყვარულს, რომ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა.

* * *

- დიდი ხანია, შენი დამარტოხელება მინდა - უთხრა კაენმა მამამისს. ორივენი უღიმოდნენ ერთმანეთს. მენეფერის ღიმილში, რაღაც მშობლიური, სანატრელი და ძვირფასი იყო.
კაენის ღიმილში კი მხოლოდ უკანასკნელი ცრემლის სევდა სუფევდა.
- მეც მინდოდა, დაწვრილებით მოგეყოლა ყველაფერი, რაც ჩვენგან შორს მყოფმა გამოიარე. ბოდიში მაქვს შენთან მოსახდელი. შენ ერთადერთი იყავი, ვინც დედოფლის დამხობაზე ღაღადებდა, თუმცა ყური არ გათხოვე. პირიქით, ისე მოგექეცი, როგორ პატარა, გამოუცდელ ბავშვს. სინამდვილეში კი შენ უკვე მეფე ხარ. არ ვიცი, ეს ნიჭი ჩემგან გადმოგეცა თუ რაიმე უფრო ღირსშესანიშნავ ძალასთან გვაქვს საქმე.
- აჭარბებ მამა - ცალი ტუჩით გაეცინა კაენს.
- არა კაენ. შენს ასაკში, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა დიდი ტვირთის ზიდვა უწევდა მეფეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფარაონი ვიყავი, მაინც არ ძალმიზდა მთელი ქვეყნის ტვირთი საკუთარი მხრებით მეთრია. როცა შენ გიცქერ, მგონია რომ ქვეყანას კი არა, მთელ სამყაროს მოიკიდებ ზურგზე ხურჯინად და ისე წაიყვან სინათლისკენ. - წარმოთქვა მენეფარმა და წითელი ღვინო ჩამოისხა ოქროს სასმისში.
- პირიქით მამა... ადრე უმეცარი ვიყავი. მხოლოდ ახლა ვარ ბრძენი.
- რა სიბრძნე შეგემატა? - გამხიარულებულმა მეფემ მთლიანად მოსვა სასმელი.
- სიყვარული მამა.
- მაშინ მითხარი, ვინ არის ის საოცარი ქმნილება, რომელმაც მზის შუქის მსგავსად მოგჭრა თვალი? - ჩაეცინა მენეფარს.
- ის თავადაა მზის შუქი - თავი დაბლა დახარა კაენმა. - ამიტომ, მისი მოკვლის უფლებას ვერ მოგცემ.
- რაა? - წარბები შეჭმუხნა მეფემ. რამდენიმე წამით, ისე შემოეხვია მის თავს შემზარავი ფიქრები, როგორც წყვდიადის ღრუბელი, რომელიც ყველა ნათელსა და საამურს შთანთქავდა ამ სამყაროში. ღრუბელმა, მენეფარის ფიქრების დაპყრობა არ იკმარა. მშიერი შემოეხვია კისერზე და მთელი ძალით შეუდგა მის გაგუდვას.
- ძალიან მიყვარხარ, თუმცა თაია უფრო ძვირფასია ჩემთვის. მაპატიე... - სისხლის ცრემლები ჩამოუგორდა კაენს თვალებიდან და იგრძნო, როგორ ეხუთებოდა, უმძიმდებოდა სული ჩადენილი ცოდვისგან.
ის ვეღარასდროს ივლიდა მსუბუქად, რადგან მომაკვდინებელი ცოდვა დემონივით შემოჰხვეოდა სხეულზე და გარდაცვლილი ადამიანის გახრწნილი გვამივით უყროლდებოდა სული.
თვალდაუხამხამებლად უყურებდა, როგორ კვდებოდა მამამისი შხამისგან, რომელიც თავადვე ჩაუყარა სასმელში.
კაენი იყო მკვლელი მამისა და არსებობს ცოდვა, რომელიც ყველა განვლილ ცხოვრებაში, კისერზე ვალად ადევს კაცის სულს.




- შენ რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო, ადვილად გავაერთიანებდით სამეფოებს - უთხრა ებონს კაენმა და ეცადა, შეუმჩნევლად შეევლო თვალი მისი გამჭვირვალე ხალათისთვის, რომლის თხელი ნაჭრიდან, თამამად ცდილობდნენ მკერდის კერტები თავის გამოყოფას.
- მხოლოდ ეს გაინტერესებს? სამეფოები? - წარბი მიმზიდველად აღმართა ქალმა.
- არ ვიცი. ალბათ, სამეფო ქორწინება რომ მდომოდა, უკვე გავკრავდი კბილს რომელიმე მეფისასულს.
- მეც მიკვირს, რომ ჯერ არავისთვის გამოგიკრავს კბილი - ნაზად შეეხო ებონი კაცის მხარს და შემდეგ მის მკერდზე, გადააცურა თითები. ტანისსამოსშიც კი გრძნობდა, მარკუსის მკვრივი სხეულის სითბოს და გული ევსებოდა იმის შიშით, რომ ეს სითბო, ვერასოდეს იქნებოდა თავისი წილხვედრი.
- შენზე ამბობენ, რომ მამაკაცებს ხოცავ - ვერ მოითმინა მარკუსმა და ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო ებონს.
- ჩემი გეშინია? - ისე მიაკრო ქალმა თავისი სხეული, რომ ერთმანეთის სუნთქვას, საკუთარივით გრძნობდნენ.
- არა. ვიცი, რომ არაფერს დამიშავებ და თან მგონია, არ არსებობს სულიერი, რომელსაც ჩემი სიკვდილი ძალუძს.
ებონს გაეცინა.
როგორ ადვილად შეეძლო მარკუსისთვის სიცოცხლე გამოესალმებინა, თუმცა ამას არასდროს გააკეთებდა.
პირიქით, საკუთარ ცხოვრებას დათმობდა მის გადასარჩენად.
- ხელმწიფე მოკლეს! - მოესმა მარკუსს მცველების ხმა. მთელი სხეული კანკალმა აიტანა. ხმისამოუღებლად მივარდა მამამისის გვამს და მასთან ჩაიმუხლა. ცრემლებს ვერ აძლევდა გასაქანს და დადუმებული შეჰყურებდა მოწამლულ მამას. - მხოლოდ კაენი იყო მასთან - უთხრა ებონმა.
მაშინ აღმოხდა მარკუსს სულისშემძვრელი ღრიალი. ღრიალებდა და ცდილობდა, სულიდან გამოედევნა დამზაფვრელი შეგრძნება, რომელიც არა მამის სიკვდილით, არამედ ძმის დაკარგვით იყო გამოწვეული.
ღრიალებდა კაენისთვის.
ღრიალებდა და გრძნობდა, რომ ამის შემდეგ, ვეღარასდროს გადაიკვეთებოდა მათი გზა, როგორც ორი მოყვრის.
* * *
უზარმაზარ კლდემდე სდიეს კაენს მდევრებმა. გამძვინვარებული ნილოსი, მთელი სიძლიერით ასკდებოდა კედელს და თითქოს ითხოვდა სხეულს, მამის მკვლელისას, რათა თავისი ტალღებით დაესაჯა ცოდვილი.
- ვეღარსად დაგვისხლტები უფლისწულო - თქვა მარკუსმა და იარაღმოღერებული გამოეყო მდევრებს.
- შენც იცი, რომ სხვა გზა არ მქონდა.
- შეწყალებას მთხოვ?
- არა. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი განსხვავებას, როდესაც ჰელიოპოლისის ნიავი მეჯახებოდა სახეზე. ახლა კი უმნიშვნელოა, რას გააკეთებ შურისძიებისთვის. მე მხოლოდ გთხოვ, რომ გამიგო, ისევე როგორც, მე გაგიგებ თუ კი მომკლავ.
- შენი უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვი და დაემორჩილე ბედს - აღმოხდა მარკუსს და თავის ძმას მოსაკლავად მიუახლოვდა. მხოლოდ ახლა წასკდა სინანულის, სიყვარულისა და სევდის ცრემლები. მას არ ეთმობოდა თავისი ძმა. თუმცა იცოდა, რომ კაცი, რომელიც თავისი სისიხლი და ხორცი იყო, ახლა სადღაც გამქრალიყო. ის კარგა ხნის წინ გარდაცვლილიყო და მის სხეულს მამისმკვლელი ცხოველი იკავებდა, რომელსაც არ ადარდებდა ქვეყნად არაფერი, გარდა დედოფალი თაიასი.
- თაია - წარმოთქვა კაენმა უკანასკნელი სიტყვა და მოემზადა სიკვდილისთვის. თუმცა მისი სიტყვების გამოძახილად, იგრძნო საოცარი სურნელი, რომელიც ნილოსიდან, ყველა მიწასა და სულიერს გადაეცემოდა.
სურნელი, მარკუსის სასახლეში ბინადადებულმა ებონმაც იგრძნო.
- თაია! - წამოიკივლა დედოფლის სახელი და ორივე ხელის მუშტი ისე შეკრა, რომ საკუთარმა ფრჩხილებმა გაუჭრა ხორცი... მას სისხლი სურდა, სხეული სურდა, ტყავი სურდა თაიასი, რათა სამუდამოდ მარკუსის მკლავებში დარჩენილიყო, როგორც მწყურვალე მკვლელი, რომელიც საბოლოოდ, მაინც უღირსად მიისაკუთრებს სხვის ბედნიერ დასასრულს.
ტალახისფრად ქცეულ ნილოსში, კაენმა თვალი მოჰკრა ნოზის კუდს და დაინახა წყვდიადისფერი აბრეშუმის თმა, რომელიც უკუნით ღამეზე უფრო შავი იყო.
კაენს გაეცინა.
გაეცინა ბედნიერებისგან...
- და მაშინ, როდესაც შენს მოკვლას გადაწყვეტენ, სიცოცხლის სურვილი გიბრუნდება - ხმამაღლა, გამოთქვით წარმოთქვა ეს სიტყვები უფლისწულმა და ხელგაშლილი გადაეშვა ადიდებულ მდინარეში.
თვალს ვერ ახელდა, მხოლოდ გოგონას ხელებს გრძნობდა. თაიას მაგრად ჩაებღუჯა კაენის მხრებისთვის და მიიწევდა შორს... იქ, სადაც ვერ მოსწვდებოდა მტერი.
ნაპირზე ამოსული, მთლიანად ტალახში ამოგანგლულიყო და გაოგნებული შეჰყურებდა შიშველ თაიას.
- ასე ნუ მიყურებ. - შეუბღვირა დედოფალმა და იქვე, შორე-ახლოს დატოვებული ხალათი შემოიცვა ტანზე.
- რატომ... როგორ? - გონზე ვერ მოდიოდა უფლისწული.
- ვიგრძენი, რომ საფრთხე გემუქრებოდა.
- ახლა შენც გემუქრება საფრთხე - ამოიოხრა კაენმა. შემდეგ კი ნეტარი სახით მიაშტერდა დედოფალს.
- როგორც ხედავ, მე სულ მემუქრება საფრთხე.
- ამას გამოვასწორებთ - წამოდგა კაცი. შემდეგ დადუმდა, თაიას შეხედა და ჰკითხა: - აღარ გძულვარ?
- როგორ შეიძლება შეიძულო ის, ვინც გიყვარს? გაბრაზებული, გულმოკლული ვიყავი შენი საქციელით, თუმცა ყველა ამ გრძნობამ დაკარგა აზრი, როდესაც ვიგრძენი, რომ საფრთხე გემუქრებოდა.
- შენ უფრო გემუქრება საფრთხე. ჩემი ძმა და ის გადარეული ებონი, შენთან მოდიან. უფრო სწორად, ჩვენთან მოდიან. მე კი მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს: შენ გადაგმალავ, მე კი ჯარს ვუმთავარსარდლებ და შევერკინები.
- ისინი გაცილებით მეტნი არიან. გადამალვას არ ვაპირებ. დედოფალი ვარ და არ მსურს, ჩემი ხალხის ზურგს ამოფარებული ვიდგე და მათ ხოცვას შევყურებდე.
- ხალხის დახოცვა არ სურთ. მხოლოდ შენი მოკვლა უნდათ... და ცოტათი ჩემიც.
- ნილოსში ვერ შემოვლენ კაენ. გამძვინვარებული მდინარე, ყველას შთანთქავს. გალავნის გადმოკვეთა კი არც ისე ადვილია, თუმცა შენი მოკვლა რატომ უნდათ?
- ცოტა ხნის წინ, მამაჩემი მოვკალი.
- საინტერესო სიახლეა, თუმცა მოულოდნელი - მზისფერი თვალი მოჭუტა დედოფალმა. - მე რაღას მერჩიან?
- რაღაც სისულელის გამო. შენს ბაბუას, ჩემი ბაბუა მოუკლავს ადრე, რომელიც კანონიერი მეფე იყო. ახლა კი მარკუსი თვლის, რომ ტახტი მისი საკუთრებაა.
- ვერაფერს იტყვი, ღირსეული მიზეზია.
- დღევანდელი დღე მშვენიერი მიზეზებითაა აღსავსე, არა? - გაეღიმა კაენს და თაიას ტუჩებს, გამხეცებული ეძგერა.

* * *
- მის სამეფოს ისეთი გალავანი შემოჰკვრია, რომ ვერც ერთი სულიერი ვერ ხედავს, სად აქვს დასაწყისი და სად, დასასრული. ვაფასებ შენს მონდომებას ებონ, თუმცა მისი გარღვევის შანსი არ გვაქვს - ბოლთას სცემდა მარკუსი.
- ის ოქროსია მარკუს - ჩაეღიმა ებონს.
- ჰო, ვიცი. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ენით აღუწერელი ქონების პატრონია ჰელიოპოლისის სამეფო.
- ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ მთელი ჰელიოპოლისის საზღვრებს ცეცხლს თუ შევუნთებთ, გალავანი დადნება.
- რაა?
- ჰო. არ იცოდი, რომ ოქრო დნებოდა?
- ვიცოდი, თუმცა ახლა იმის ვირწმუნე, რომ ნამდვილი გენიოსი ხარ - სახე გაებადრა უფლისწულს და სულ რაღაც, ერთი წამით, ბაგეზე ემთხვია ებონს.
ქალი კატის ნაშიერივით გაყუჩდა.
ცხოვრებაში, პირველად იგრძნო ჭეშმარიტი ნეტარება, მამაკაცის შეხებისას და ეს ნეტარება, სულისა იყო და არა, ხორციელი სიამოვნების მომდევნო გამოცდა.
- ეს ბრძოლა რომ დასრულდება, შენ ორი მიწის ხელმწიფე იქნები - გაეღიმა ქალს.
- ხელმწიფე, რომელიც შენზე იქორწინებს! - ყველაზე მტკიცედ წარმოთქვა მარკუსმა ეს სიტყვები, ოდესმე წარმოთქმულ სიტყვათა შორის.
- მე მართლა ვხოცავდი საკუთარ საყვარლებს. - გააშიშვლა ქალმა საკუთარი ცოდვები უფლისწულის წინაშე.
- და ბანაობდი მათ სისხლში. - განავრცო მარკუსმა.
- მართალია.
- ყველაფერი როცა დასრულდება, მტრის სისხლში ვიბანავებთ ერთად!

* * *

- გალავანს არღვევენ - შეჰკივლა თაიამ და თავისი სასახლიდან, ჰელიოპოლისის მთებს გადახედა, რომლის თავზე მოგროვებულ ღრუბლებს, სიმხურვალის ალი ასდიოდათ.
- დედოფალო! ყველა ოჯახიდან, სრულწლოვანი მამაკაცები, თავიანთი სურვილით იკრიბებიან, ჰქმნიან ჯარს, რათა დაიცვან თავიანთი დედოფალი და ქვეყანა - მიუგო მთავარმა მცველმა დედოფალს.
- დაშალე ისინი... დანებდით - თავი უძლურად დახარა ქალმა. - მათ ქვეყნის ან ხალხის განადგურება არ სურთ. მე ვუნდივარ.
- ქვეყანა მნიშვნელოვანია, თუმცა მის მიწაზე მცხოვრები ადამიანი უფრო ძვირად ფასობს. ერთმანეთს თუ დავიცავთ, სამშობლოსაც შევინარჩუნებთ... თქვენ ვერ გაგწირავთ დედოფალო. ეს ყველაზე არაადამიანური საქციელი იქნება და ვფიქრობ, თქვენი ღალატით, ჩვენ უწმინდური ხალხი გავხდებით, რომელიც წმინდა მიწაზე ცხოვობს. ჩვენ ვეღარ ვიქნებით ღირსნი, დავიმარხოთ ჰელიოპოლისში, რადგან დედა ჩვენი, ხარ შენ და შენი ციხესიმაგრეა ეს ქვეყანა. ხალხი კი შენს სახლში თავშეფარებული სტუმარი. სად გინახავს, სტუმარს მასპინძელი გაეწიროს?
დედოფალს ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან.
მცველმა, მხოლოდ ახლა შენიშნა თავისი დედოფლის სხვადასხვაფერის თვალები და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის არ იყო ადამიანი.
ის ადამიანზე მეტი იყო.
დედოფალი წმინდანი იყო თავისი ხალხისთვის.
- ახლა უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო - ჩაიჩურჩულა ქალმა. თავის მცველს შეხედა - აღმოსავლეთის კარიბჭისკენ იარეთ და შეხვდებით მტერს, რომელიც ჩვენი განადგურებისკენ მიისერაფვის.
- რას აპირებ? - ჰკითხა კაენმა, რომელიც მთელი ეს დრო, მათ საუბარს ისმენდა.
დედოფალმა აიღო ქაღალდი, დაწერა თავისი ადგილსამყოფელი და გადასცა თავის ერთგულ სვავს, რათა მტრისთვის მიეტანა წერილი.
- დასავლეთის კოშკში უნდა გავიქცე და ნახატები გადავმალო.
- რა ნახატები?
- დამავიწყდა შენთვის მეხარებინა, რომ მთელი ჩემი ზებუნებრივი შესაძლებლობები, 22 პატარა ნახატში ჩავდე, რომელიც, ოდესმე გამოგვადგება.
კაენი ცოტახანს დადუმდა.
შემდეგ გაეცინა.
- როგორ ხდება, რომ ასეთ სიტუაციებშიც ვახერხებთ, მხიარულებას?
- კაენ - მიუახლოვდა თაია კაცს და მთელი ძალით შემოჰხვია ხელები მკლავებზე. სულში ჩაიკრა უფლისწული.
თვალები დახუჭა.
აღარ განმეორდებოდა ეს წამები.
- მიყვარხარ ჩემო დედოფალო!
- მეც მიყვარხარ კაენ.
- შენს ჯარს უნდა გავყვე საბრძოლველად. გთხოვ, წინააღმდეგობა არ გამიწიო.
- წადი აღმოსავლეთში და იბრძოლე! - გაეღიმა დედოფალს.
* * *
თაია თვლიდა, რომ დედოფალი რაასგან, დედამიწაზე მოვლენილი არსება იყო, რომელსაც საკუთარი თავი უნდა შეეწირა ქვეყნისა და ხალხისათვის. მას არ სჭირდებოდა, მისი სიცოცხლისთვის მებრძოლი ჯარი, რადგან თავად იყო დედა.
დედა კი ყოველთვის სწირავს საკუთარ თავს.
სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთში მისული ჯარი, რომელსაც კაენი მეთაურობდა, მიხვდა დედოფლის სიეშმაკეს... იქ, სადაც თავად მივიდნენ, საბრძოლველი არაფერი იყო.
თაიას გაეტყუებნა მტერი დასავლეთის კოშკში.
მათი დაწევა კი იყო შეუძლებელი...
მომაკვდინებელი ღრიალი აღმოხდა კაენს თავისი პირიდან. ინატრა ფრთები, რომელიც სწრაფად მიიყვანდა დედოფლის ადგილსამყოფელამდე და აბრძოლებდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მისთვის.
* * *
- რა ლამაზი ხარ! - გაიგონა დასავლეთის ციხეში გამოკეტილმა დედოფალმა უცხო მამაკაცის ხმა და ელდანაცემივით შეტრიალდა მისკენ.
მარკუსი იყო.
- შენ ძმა ხარ კაენისა.
- შენ კი საყვარელი ხარ კაენის - არ დააყოვნა ქალის ხმამაც.
- ებონ!
- ორივეს გვცნობს - გაეცღიმა ებონს და ხმალი იშიშვლა. - ქალს შენ არ მოგაკვლევინებ. - მიმართა მარკუსს.
- ამ ქალის მოკვლა, ბედნიერებას მომანიჭებდა. მასში ბაბუაჩემის მკვლელის სისხლი სჩქეფს. იგი კაენისა და მამაჩემის მკვლელიცაა, რადგან რომ არა ის, ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით!
თაიას გაეცინა.
- დაგვცინის კიდეც! - დაიკივლა ებონმა და სურდა, თმაში წვდოდა თავხედ დედოფალს, თუმცა ვერ გაბედა.
მას სძულდა, შურდა, მაგრამ ამავე დროს, რიდი ჰქონდა დედოფლისა და ერჩივნა, ბასრი იარაღი გაეყარა გულში, ვიდრე შიშველი ხელებით შეჰხებოდა...
- მე მას შენი სულის პატიებას ვთხოვ - მიმართა თაიამ მარკუსს და ფანჯარიდან შემოსულ პატარა მზის სხივს მიაჩერდა - თუმცა ებონს ვერაფერს მოვუხერხებ. მისი სული უკვე განწირულია!
- შენც განწირული ხარ - თქვა მარკუსმა და ის იყო, თაიას გული უნდა განეგმირა მახვილით, რომ საკუთარ სხეულში შემავალი გავარვარებული ლავა იგრძნო, რომელიც ნელა, მტანჯველად გარდაიქმებოდა სიცივედ...
მარკუსმა ებონის განწირული კივილი გაიგონა და მიხვდა, ვერ იყო კარგად მისი საქმე. უკანასკნელი ძალა, თავისი მკვლელის სახის დანახვას შესწირა.
კაენი იყო.
ჩასისხლიანებული თვალები და სევდით აღსავსე მზერა ჰქონდა, თუმცა არა სინანულით.
- კაენ! მკვლელო ძმისა - აღმოხდა უკანასკნელი სიტყვები მარკუსს და უსულოდ დაესვენა ცივ მარმარილოს იატაკზე.
ჯანჯალი ამოასო კაენმა ძმის გულიდან, რომელსაც ზურგიდან აძგერა სასივდილო დარტყმა.
ტირილით დაემხო ებონი მარკუსის სხეულთან...
კაენმა დედოფლალს მაგრად ჩაჰბღუჯა ხელი და უზარმაზარი კიბეებით, კოშკის თავზე აიყვანა.
- ამაზე შორს წასასვლელი აღარ გვაქვს...
- მე წყევლა ვარ კაენ! შენი წყევლა - მდუღარე ცრემლებით სავსე გადაეხვია საყვარელს დედოფალი.
- შენ ყელაზე ტკბილი წყევლა ხარ!
- აქ როგორ მოხვედი?
- შენმა სვავმა მომიყვანა. საბრალომ, მთელი ძალა ჩემს კოშკამდე მოყვანას შეალია და შემდეგ, სული დალია. ებონიც უნდა მოგვეკლა.
- მისთვის სიკვდილი სასჯელი არ არის კაენ. ის ძალიან, ძალიან დიდხანს იცოცხლებს. მაგრამ ჩვენ.... ისინი ურიცხვნი არიან და ჩვენსკენ მოილტვიან. შენ მოგკლავენ, მე რომელიმე მმართველის ხარჭად გამამწესებენ!
- მაგას სჯობს... - ვერ დაამთავრა კაენმა სიტყვა. თავის დედოფალს შეჰხედა თვალებში და ენა ჩაუვარდა - რა მშვენიერი ხარ დედოფალო.
ამოიღო დედოფალმა ხანჯალი თავისი ქარქაშიდან და ამოაძრო კაენის ბუდიდანაც.
- მომკალი კაენ...
- რაა?
- მე შენ მოგკლავ.
- მე შენ ვერაფერს დაგიშავებ თაია.
- შენ გაგისწორდებიან, ჩემს სხეულს სხვანი მოუღებენ ბოლოს. ვერაფერს გაიგებ, რადგან ცოცხალი აღარ იქნები. მე შენი სიკვდილისა და ჩემი ნამუსშელახული ხორცის სევდა უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. მომკალი კაენ და სიკვდილითაც ერთად მოვკდეთ!
თოვლივით თეთრ სახეზე შეეხო კაენი დედოფალ თაიას.
ისინი თავად გამხდარიყვნენ გრძნობა სიყვარული, რომელიც ისე შემოეხვეოდა ადამიანის სულს, როგორც მოუშორებელი ჭირი... ყველაზე საამური ჭირი.
კაენმა მოჰკლა თაია.
თაიას მახვილმა კი უფლისწულის სხეულში გაკაფა სუნთქვის ძარღვები.
და მათ ქვადქცეულ სახეებს, შერჩენოდათ ღიმილი, ხოლო ცხედრები იყო თბილი და ერთმანეთზე მიკრული...
მოკვდა თაია.
იმ ღამით, ომბისის ჯარი შეიჭრა ჰელიოპოლისში და განმუსრა მებრძოლნი დედოფლისა, თუმცა ნაბრძანები ჰქონდათ, არ შეხებოდნენ უდანაშულო მოსახლეობას.
ჰელიოპოლისი ინგრეოდა და იგი ინგრეოდა არა მტრის ხელით, არამედ , თავისი ნებით ეშვებოდა ძირგამოცლილ ხრამში.
ომბისს სურდა ჰელიოპოლისის ქონება და ნილოსი, რომელიც ყოველი ადიდების ჟამს, უხვი მოსავლით აჯილდოვებდა სახელმწიფოს.
და ადიდდა ნილოსი.
თუმცა ადიდდა სასიკვდილოდ და საბედისწეროდ, რადგან არც მდინარეს, არც მიწასა და არც ზეცას ჰელიოპოლისისას, არ სურდა სხვა მბრძანებელი, გარდა გოგონასი, რომელიც ჯიბით მაგიას დაატარებდა, თავზე მზის დისკო დანათოდა და ღამე შემოჰხვეოდა წელზე სამუდამო მეგობრად.
ინგრეოდა ჰელიოპოლისი თაიას ძახილით. უხმობდა ბუნება დედოფალს, მშობელს თავისსას. მას ერჩივნა, სამუდამოდ მომსპარიყო, ვიდრე ჰყოლოდა მბრძანებელი უცხო.
თაიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, გვალვამ იმსხვერპლა მიწა იუნუსი, სამი ნაბიჯით დაიხია ნილოსმა უკან და ყოველთვის, როცა დიდდებოდა, უხვი მოსავლის მაგიერ, მოჰქონდა დამხრჩვალი ჩვილები თავიანთი აკვნებით, სახლებიდან გამორიყულნი. აღარ ისმოდა ჩიტთა ტკბილი გალობა. ხოლო სამოთხე, დამსგავსებოდა ჯოჯოხეთს, რომელიც იყო თვით ნამდვილ ჯოჯოხეთზე შემზარავი.
ხალხი ამბობდა, რომ ჰელიოპოლისი მოიცვა წყევლამ და იგი მთელს კაცობრიობაზე ანთხევდა ბოღმას თავისი დედოფლის სიკვდილის გამო.
და ჰელიოპოლისი ელოდა...
ელოდა იგი თაიას დაბრუნებას, თუმცა იცოდა, რომ მის მიწაზე, გოგონა ვეღარასდროს შედგამდა თავის წმინდა ტერფებს,
ის არ დაბრუნდებოდა.
ან თუ დაბრუნდებოდა, იქნებოდა ძლიერ გვიანი, რადგან სამშობლო და მიწა მისი, აღიგვებოდა პირისაგან მიწის.
დიდი მზის ღმერთი მოიცვა განრისხებამ და სასოწარკვეთამ, როდესაც მიხვდა, რომ თავისი ქალიშვილის სული, უსასრულობაში დაკარგულიყო და საუკუნეების განმავლობაში, ვერ ახერხებდა მის მოძებნას.
რადგან გოგონა თავად ელოდა დროს უკან დასაბრუნებლად.
და მართლაც, თაიას მეორედ მოსვლის დროისათვის, ჰელიოპოლისი მილიონი წლის მკვდარი იყო. ის ვერასოდეს გაიგებდა თავისი მიწის გლოვას, რადგან მეხსიერება თაიასი, იქნებოდა დახშური წინა ცხოვრების მოგონებებისგან.
* * *

ებონმა, მარკუსის გარდაცვალების შემდეგ, ათასჯერ სცადა და ათასჯერვე, ცამა და ქვესკნელმა უარჰყო მისი სული, სხეული კი არ მიიღო მიწამ.
სასოწარკვეთილი ებონი შევიდა ტბაში და იქცა ჭაობების დედოფლად...
ის ცოცხლად სჭამდა ქვეწარმავლებს, ადამიანებსა და ცხოველებს, თუმცა მუდამ იყო მშიერი, რადგან თავისი სული მას მარკუსისთვის მიეძღვნა.
მარკუსი კი მკვდარი იყო...
შორი და მიუღწეველი ებონისთვის.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

საოცრად სხვა იყო ეს ისტორია.
ჯერ ერთი ვგიჟდები ეგვიპტურ მითოლოგიაზე და ასეთი რაღაც სასწაული იყო.
მერე თხრობის სტილი იყო ჩამთრევი , დამაინტერესებელი და ულამაზესი. უბრალოდ არ ვიცი სხვა რა ვთქვა. ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ ისტორიის წაკითხვამ და ნამდვლად კარგი ნამუშევრია.
რაღაც განსხვავებულია რაც გულს მაშნვე იპყრობს. მიუხედავად იმისა რომ არ იყო გაწელილი და არც მოცულობითი იყო, მშვენივრად იტევდა ინტრიგასაც, საინტერესო სიუჟეტსაც და არნახულად შესანიშნავ პერსონაჟბს...
იყო სიყვარული...იყო ღალატი..იყო ტივილი ... და იყო იდეალურობა ამ ნაწარმოებშ. მგონია რომ შენთვის მაინც რაღაც განსხვავებული იყო. ასე მგონია და მე უბრალოდ მადლობელი ვარ ამ სიამოვნებისთვის რაც მომანიჭა ამ ნაწარმოებმა. დიდი მადლობა !!! მომავალ ისტორიამდე სიხარულო......

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nawkas12345
საოცრად სხვა იყო ეს ისტორია.
ჯერ ერთი ვგიჟდები ეგვიპტურ მითოლოგიაზე და ასეთი რაღაც სასწაული იყო.
მერე თხრობის სტილი იყო ჩამთრევი , დამაინტერესებელი და ულამაზესი. უბრალოდ არ ვიცი სხვა რა ვთქვა. ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ ისტორიის წაკითხვამ და ნამდვლად კარგი ნამუშევრია.
რაღაც განსხვავებულია რაც გულს მაშნვე იპყრობს. მიუხედავად იმისა რომ არ იყო გაწელილი და არც მოცულობითი იყო, მშვენივრად იტევდა ინტრიგასაც, საინტერესო სიუჟეტსაც და არნახულად შესანიშნავ პერსონაჟბს...
იყო სიყვარული...იყო ღალატი..იყო ტივილი ... და იყო იდეალურობა ამ ნაწარმოებშ. მგონია რომ შენთვის მაინც რაღაც განსხვავებული იყო. ასე მგონია და მე უბრალოდ მადლობელი ვარ ამ სიამოვნებისთვის რაც მომანიჭა ამ ნაწარმოებმა. დიდი მადლობა !!! მომავალ ისტორიამდე სიხარულო......


უღრმესი მადლობა <3 ყურებამდე გაბადრული ვარ, ამისი წაკითხვის შემდეგ. ძალიან მიხარია, რომ სიამოვნება მოგანიჭე და სიმართლე გითხრა, მეც კარგად ვისიამოვნე ამისი წერისსას. კიი, ცოტა განსხვავებული იყო ჩემთვის და ვაპირებ, რომ შემდეგაც დავწერო მსგავსი წერის სტილით <3

 



№3  offline მოდერი abezara98

ღმერთო, საოცრება იყო, ძალიან განსხვავებული და ისევ განვმეორდე, საოცრება, რადგან სხვა სიტყვები არ მომდის ახლა თავში heart_eyes გული კი დამწყდა, რომ მორჩა თან ასეთი დასასრულით, მაგრამ ნამდვილად შეეფერებოდა heart_eyes შესანიშნავი ხარ და ძალიან კარგადაც წერ და ველოდები შენს სხვა ისტორიებსაც heart_eyes

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

abezara98
ღმერთო, საოცრება იყო, ძალიან განსხვავებული და ისევ განვმეორდე, საოცრება, რადგან სხვა სიტყვები არ მომდის ახლა თავში heart_eyes გული კი დამწყდა, რომ მორჩა თან ასეთი დასასრულით, მაგრამ ნამდვილად შეეფერებოდა heart_eyes შესანიშნავი ხარ და ძალიან კარგადაც წერ და ველოდები შენს სხვა ისტორიებსაც heart_eyes

უღრმესი მადლობა <3
მალე დავიწყებ ახალსაც. უფრო სწორედ, დაუმთავრებელი რომელიც მქონდა, იმას გავაგრძელებ, ოღონდ ჯერ ამისი გავლენიდან უნდა გამოვძვრე :დდ

 



№5  offline მოდერი სალანდერი

ანა, თვალს რომ გადევნებდი მაგას თქმა არც უნდა ❤
ამ ისტორიას რაც შეეხება, ყველაფერი მოიცვა.
მიუხედავად იმისა რომ არ იყო თითქოს ძალიან დიდი და იმ თემისთვის რომელიც აიღე შესაძლოა ძალიან პატარაც ვუწოდოთ, აბა რატო ხარ ენ ჯეინი?
აი ასე მოკლედ და კონკრეტულად რომ მოგვიყევი და მიგვაღებინე ყველაფერი იმიტომ.
მივიღეთ სიამოვნებაც, რაღაც ახალიც, რაღაც ძველიც და კაიფი ხო საერთოდ რაზეა ლაპარაკი.
ხომ იცი ეს ჩემი ჟანრი არაა, მაგრამ შენ იმდენად ჩემი მწერალი ხარ, ადრე თუ გახსოვს გითხარი ფერიებზე რომ წერო ზღაპრები იმდენად შენებურად წერ მუღამს ვუჭერ და მაინც მაგრად შემომეკითხებათქო.
ჰოდა ეგრეა რა. სასწაული ტიპი ხარ.
მრავალმხრივობა მესმის, მაგრამ იტოქში ნებისმიერ თემას იღებდე და "წურავდე" მარტო შენ ახერხებ. (გაწურვის მაგივრად სხვა რამის დაწერა მინდოდა მაგრამ ცენზურას არ დავარღვევ, მერამდენენ მაძლევენ შენიშვნას :დ)
ჰო და პირადო რა_ვ
ველოდები ახალ გამონათებას ❤

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
ანა, თვალს რომ გადევნებდი მაგას თქმა არც უნდა ❤
ამ ისტორიას რაც შეეხება, ყველაფერი მოიცვა.
მიუხედავად იმისა რომ არ იყო თითქოს ძალიან დიდი და იმ თემისთვის რომელიც აიღე შესაძლოა ძალიან პატარაც ვუწოდოთ, აბა რატო ხარ ენ ჯეინი?
აი ასე მოკლედ და კონკრეტულად რომ მოგვიყევი და მიგვაღებინე ყველაფერი იმიტომ.
მივიღეთ სიამოვნებაც, რაღაც ახალიც, რაღაც ძველიც და კაიფი ხო საერთოდ რაზეა ლაპარაკი.
ხომ იცი ეს ჩემი ჟანრი არაა, მაგრამ შენ იმდენად ჩემი მწერალი ხარ, ადრე თუ გახსოვს გითხარი ფერიებზე რომ წერო ზღაპრები იმდენად შენებურად წერ მუღამს ვუჭერ და მაინც მაგრად შემომეკითხებათქო.
ჰოდა ეგრეა რა. სასწაული ტიპი ხარ.
მრავალმხრივობა მესმის, მაგრამ იტოქში ნებისმიერ თემას იღებდე და "წურავდე" მარტო შენ ახერხებ. (გაწურვის მაგივრად სხვა რამის დაწერა მინდოდა მაგრამ ცენზურას არ დავარღვევ, მერამდენენ მაძლევენ შენიშვნას :დ)
ჰო და პირადო რა_ვ
ველოდები ახალ გამონათებას ❤

ძაან მიყვარხარ! და დიდი მადლობა <3 სხვა რა მეთქმის!

 



№7 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici ragitxraa, es iyo sxva ganzomilebaaa, me vimogzaure zalian shoreul carsulshii, vecame da gavbednierdiiiii, esiyo saocrebaaaaa, davmunjdii, tvalic ardamixamxamebia ise cavikitxee, dasasrulze ki gavgijdiii, en jein arasodes shecyvito ceraaa, madloba aseti didi siamovnebistvisss

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
Arvici ragitxraa, es iyo sxva ganzomilebaaa, me vimogzaure zalian shoreul carsulshii, vecame da gavbednierdiiiii, esiyo saocrebaaaaa, davmunjdii, tvalic ardamixamxamebia ise cavikitxee, dasasrulze ki gavgijdiii, en jein arasodes shecyvito ceraaa, madloba aseti didi siamovnebistvisss

უღრმესი მადლობა ქეთი ასეთი კარგი შეფასებისთვის <3 ძალიან მიხარია თუ ჩემმა ნაწერმა სიამოვნება მოგანიჭა

 



№9  offline წევრი goddess

პირველი ვგიჟდები ეგვიპტურ მითოლოგიაზე heart_eyes მეორე ეს უნიკალური და შეუდარებელი იყო heart_eyes და ძალიან ამაღელვებელი თან საოცარიც heart_eyes

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

goddess
პირველი ვგიჟდები ეგვიპტურ მითოლოგიაზე heart_eyes მეორე ეს უნიკალური და შეუდარებელი იყო heart_eyes და ძალიან ამაღელვებელი თან საოცარიც heart_eyes

უღრმესი მადლობა ქალღმერთო <3

 



№11  offline წევრი triniti

Darwmunebuli xar rom mokvdavi xar?ai me ki mgonia rom ragac nawili shenshi gadmoitana taiam...es ra iyo erti amosuntqvit wavikitxe...tumca ara gatyueb sadga shemizlia suntqva emocievisgan var gasheshebuli damaviwyda yvelaferi da ase gaognevuli meored viwyeb wakitxvas..shemizlia tamamad gitxra rom aseti stilit dawerili aq araferi eamikitxavs.shen ise chveni saukunos xar?echvi meparebaa sad viyavi axla yvela saukune da mitologiuri personaji moviare magram armeyooomxolod erti wakitxva sakmarisi ar aris...saocari rom xar da chemi favoriti rom gaxdi udavoa...sulmoutqmelad velodi dasrulebas ertianad rom wamekitxa da etyoba chemi vxovrebis yvelaze swoori gadawyvetileba mivige radgan molodins ver gavuzlebdii.ai verc ki warmoidgen ras vgrznob axla gyvarob me shen da shens saocar personajebs.tu azrebi ver dacalage egec sheni istoriisgan gamowveuli emociis bralia.geli male dade axali istoriaa.

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

triniti
Darwmunebuli xar rom mokvdavi xar?ai me ki mgonia rom ragac nawili shenshi gadmoitana taiam...es ra iyo erti amosuntqvit wavikitxe...tumca ara gatyueb sadga shemizlia suntqva emocievisgan var gasheshebuli damaviwyda yvelaferi da ase gaognevuli meored viwyeb wakitxvas..shemizlia tamamad gitxra rom aseti stilit dawerili aq araferi eamikitxavs.shen ise chveni saukunos xar?echvi meparebaa sad viyavi axla yvela saukune da mitologiuri personaji moviare magram armeyooomxolod erti wakitxva sakmarisi ar aris...saocari rom xar da chemi favoriti rom gaxdi udavoa...sulmoutqmelad velodi dasrulebas ertianad rom wamekitxa da etyoba chemi vxovrebis yvelaze swoori gadawyvetileba mivige radgan molodins ver gavuzlebdii.ai verc ki warmoidgen ras vgrznob axla gyvarob me shen da shens saocar personajebs.tu azrebi ver dacalage egec sheni istoriisgan gamowveuli emociis bralia.geli male dade axali istoriaa.

ვაიმე, ვაიმე და ვაიმეეე!
როგორ გამახარე და გადამრიე, შენ ხო არ იცი.
უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ასეთი სიტყვებისთვის. უბედნიერესი ვარ თუ შენს გულს, ოდნავ მაინც შევეხე <3
ახალი ისტორია, ასეთი სტილისა არ იქნება, თუმცა ვეცდები, ორიგინალურობა არ დავაკრგო <3

 



№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მითოლოგიაზე ვგიჟდები, რატომღაც მეგონა, რომ ნებისმიერი ლეგენდა წარსულიდან იღებდა სათავეს. ერთი სიამოვნება იყოს ამ ისტორიის სრულად კითხვა. რა მეთქმის, სათმელი ისედაც გითხრეს. გაოცებული და აღტაცებული ვარ heart_eyes

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

murachashvili
მითოლოგიაზე ვგიჟდები, რატომღაც მეგონა, რომ ნებისმიერი ლეგენდა წარსულიდან იღებდა სათავეს. ერთი სიამოვნება იყოს ამ ისტორიის სრულად კითხვა. რა მეთქმის, სათმელი ისედაც გითხრეს. გაოცებული და აღტაცებული ვარ heart_eyes

უხ, უღრმესი მადლობა ანა <3 ძალიან მიხარია თუ ღიმილი მოგგვარა ჩემმა ნაწერმა და გასიამოვნა <3

 



№15  offline წევრი ki si

თავები რო იდებოდა ვიფიქრე წავიკითხავ თქო და კიდე კაი (ბეწვზე ვარ გადარჩენილი :დ) არ წავიკითხე. სიტყვები არ მყოფნის საოცრება ხარ შენ. აი მართლა არაჩვეულებრივი იყო ბრავო <3

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ki si
თავები რო იდებოდა ვიფიქრე წავიკითხავ თქო და კიდე კაი (ბეწვზე ვარ გადარჩენილი :დ) არ წავიკითხე. სიტყვები არ მყოფნის საოცრება ხარ შენ. აი მართლა არაჩვეულებრივი იყო ბრავო <3

უღრმესი მადლობა <3

 



№17 სტუმარი სტუმარი სოფია

ძალიან კარგი იყო. მომწონს შენი წერის სტილი. კარგად წერ. არ მიატოვო ეს ნაწერი, შეინახე და აუცილებლად გადახედე წლების მერე. თუ კი შეძლებ და დაინახავ ძალიან კარგ წიგნს დაწერ.

 



№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი სოფია
ძალიან კარგი იყო. მომწონს შენი წერის სტილი. კარგად წერ. არ მიატოვო ეს ნაწერი, შეინახე და აუცილებლად გადახედე წლების მერე. თუ კი შეძლებ და დაინახავ ძალიან კარგ წიგნს დაწერ.

მადლობა სოფია <3 აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent