შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე 9 ნაწილი


13-07-2018, 14:19
ავტორი du-da
ნანახია 1 173

გეგამ თვალი შეავლო ბაღში მჯდომ ელენეს,შორიდანაც შეამჩნია,რომ ქალს მხრები უთრთოდა,სწრაფად გადაჭრა ეზო და ელენეს მიუახლოვდა,არც შემცდარა ბარათელი ჩუმად ტიროდა.
-ჩემო სიცოცხლე რა გჭირს?ჩაიმუხლა ქალთან და თავი წამოაწევინა.
-გეგა,ამიტირა და ქმარს მიეხუტა.
საოცარი გრძნობა გაუჩნდა გეგეშიძეს,იმდენ ხანს ელოდა ამ მომენტს,მჭიდროდ მოხვია ხელი და გულზე მიიკრა.
-კარგი,ჩუმათ დაწყნარდი,თავზე მონოტონურად ეფერებოდა,მეტყვი რა ხდება?
-მეშინია.
-რისი სულელო?
-არ ვიცი,სულ მგონია, რომ კიდევ რაღაც მოხდება.
-არასდროს დავუშვებ,კიდევ გეტკინოს გული, გაიგე?
-გეგა,ცრემლიანი თვალები შეანათა ქმარს,მაპატიე კარგი?ყველაფერი მაპატიე.
-რა სულელი ხარ ელე,რა გაქვს საპატიებელი,თუ ვინმე ტყუის ეს მე ვარ მხოლოდ.
-ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ,გაეცინა ქალს.
-რადგან გაცინებულს გხედავ,რაღა მომკლავს,აყვა გეგაც და უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე ქალი.
-დღეს ექიმთან უნდა წავიდე,თავი წამოყო ქალმა.
-წავიდეთ,მიდი ჩაიცვი და მე წაგიყვან.
-მართლა?თვალები გაუბრწყინდა ელენას,მერე სამსახური?
-სამსახური მოიცდის,მიდი მიდი,ხლით უბიძგა ცოლს.

* * *
ნატა თვალცრემლიანი დაჰყურებდა ანალიზის პასუხებს და უკვე მერამდენედ კითხულობდა დიაგნოზს.
-მისმინე ნატა,ეს ყველაფერი განაჩენი არ არის.
-რას ამბობ გიო?ზუსტადაც რომ, დასასრულია.
-ნუ გადამრევ ეხლა,მანდ გარკვევით წერია,რომ საწყისი სტადიაა.
-ლეიკემიაა გიო,ორივემ ვიცით რითი მთავრდება ეს ყველაფერი.
-ხელს ნუ ჩაიქნევ,მე როგორც შენი მეგობარი და მკურნალი ექიმი,ყველაფერს აგიხსნი დაწვრილებით და აი ნახავ აუცილებლად დავამარცხებთ ამ სენს.
-ვეცდები,იმედია გამოგვივა.
-წამოდი ეხლა,კიდევ ერთი ანალიზი გვაქ ჩასაბარებელი და მერე დანიშნულებას დაგიწერ.
აწითლებული თვალებით გამოვიდა საავადმყოფოდან,ზუსტად იცოდა არავის ეტყოდა ამის შსახებ,განსაკუთრებით ელენას,ვერ დაუშვებდა ძლივს დამშვიდებული კიდევ აფორიაქებულიყო.
-ნატა,მოესმა უკნიდან ხმა და სწრაფად მოტრიალდა,როგორც კი მათეს მოჰკრა თვალი სწრაფად აქცია ზურგი და ნაბიჯს აუჩქარა.
-ნატა დამელოდე,მკლავში წაავლო ხელი ბიჭმა და მოატრიალა,რა გჭირს?
-რა მჭირს?რას გადამეკიდე,რა გინდა აქ?
-შენი ნახვა მინდოდა.
-მითვალთვალებ?
-საიდან მოიტანე,გაიოცა ბიჭმა.
-აბა რა იცი სად ვიყავი?
-ამჯერად მართლა შემთხვევით დაგინახე,თან ზუსტად ვფიქრობდი სად მენახე და გამოჩნდი კიდეც.
-არ მცალია ეხლა, შენთან სალაპარაკოდ.
-ნატა მშვიდობა გაქვს?დაეჭვებულმა გახედა ბიჭმა.
-შემეშვი რა,რას გადამეკიდე ადამინო,დაგიშავე რამე?უყვირა ქალმა.
-მოდი აქ,მკლავში სტაცა ხელი ბიჭმა და მანქანისკენ გაათრია.
-ხელი გამიშვი,რას აკეთებ?
-უნდა ვილაპარაკოთ და ხმა არ გავიგო შენი,მანქანაში შეაგდო და სწრაფად მოუაარა მეორე მხრიდან.
-იცოდე გიჩივლებ,აწიკვინდა ქალი.
-მიდი ჰა,ამოიღე ტელეფონი და დარეკე პოლიციაში.
-რა გინდა მათე?აშკარად მოტყდა ნატა და საზურგეს მიეყრდნო.
-მშვიდად მინდა, შენთან საუბარი.
-კარგი ვისაუბროთ და მერე შემეშვები.
-მაინცდამაინც ასე უნდა მოგექცე,წესიერად რომ დამელპარაკო?ხმა გაუმკაცრდა ბიჭს.
ნატას არაფერი უპასუხია,ფანჯრისკენ მიტრიალდა და მოწოლილი ცრემლები უკან გააბრუნა,ნეტა შეძლებოდა და თავისთვის უფლება მიეცა აყოლოდა იმ გრძნობას,რასაც მათეს მიმართ გრძნობდა.

* * *
ელენა ნერვიულად დადიოდა დერეფანში და თავის რიგს ელოდებოდა.
-რატო ნერვიულობ?ხელი მოხვია გეგამ.
-არ ვიცი,რაც ამ პატარამ ინერვიულა,იმედია კარგად იქნება.
-იქნება,ჩემი შვილია.
ამასობაში დერეფანში მედდა გამოვიდა და ელენას გაუღიმა.
-ქალბატონო,ექიმი გელოდებათ.
-მადლობთ.
-ელენე როგორ ხარ?გაუცინა ქალმა და ბარათელი გადაკოცნა,გეგას თბილად გაუღიმა და სკამებზე მიუთითა,აბა როგორ ხართ?
-რა გითხრათ თეა ექიმო,არ ვიცი,ამ ბოლო დროს ცოტა სანერვიულო შემხვდა და სიმართლე გითხრათ.
-მესმის,არაუშავს,მივხედავთ ყველაფერს,წამოდი ჯერ ეხო გავიკეთოთ და შემდეგ სხვა ანალიზები,დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.
-ღმერთის წყალობით.
თეა დიდხანს აკვირდებოდა მონიტორს,მომენტებში ეღიმებოდა,მომენტებში კი სახე ეცვლებოდა,ბარათლი სუნთქვაშეკრული ელოდებოდა,როდის ამოიღებდა ექიმი ხმას,მოულოდნელად ოთახში გულის ცემის ხმა გაისმა.
-ესეც თქვენი შვილის გულიცემა,გაეღიმა ექიმს.
ელენას ცრემლები წამოუვიდა,დაეფიცება რომ ამაზე სასიამოვნო ცხოვრებაში არაფერი მოესმინა,ინსტინქტურად გააპარა თვალი გეგასკენ,არც კაცი გამოიყურებოდა უკეთეს დღეში,,,გაოცებული შეჰყურებდა ხან მონიტორს,ხან ელენას მუცელს.
-კარგად არის?ამოიღო ხმა ქალმა.
-კი კარგად არის,ძლიერი პატარაა,წამოდი ეხლა სხვა ანალიზები ჩავაბაროთ და მერე დანიშნულეას მოგცემთ,ხო კიდევ,სქესი გაინტერესებთ?
-რა თქმა უნდა,აღელდა ელენა.
-გოგოა,თვალი ჩაუკრა ექიმმა და ფეხზე წმაოდგა.

* * *
-შეუკვეთე რამე,მენიუ მიაწოდა ნატას ბიჭმა.
-არაფერი მინდა,იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ?
-ასე გაღიზიანებს ჩემთან ყოფნა?სახე შეეცვალა მათეს.
-ძალიან დამღალეთ,ხმა აუკანკალდა ნატას,აქეთ შენ,იქით გოგა,თავი საცდელი ობიექტი მგონია,შენ საოცარი წინადადებით მაკითხავ და ზუსტად ვიცი ამას ჩემი სიყვარულით არ აკეთებ,აბა რა ხდება? გოგას ეჯიბრები? აქ ხომ ფაქტია, რომ ჩემზე არცერთი ფიქრობთ და ეს ყველაფერი თქვენ ორს შორის ხდება.
-ბევრი გიფიქრია ამ თემაზე,რაო გოგამ?რამე გითხრა?
-რა უნდა მითხრას?პატარა გოგო ვარ და ვერ ვხვდები?როგორც კი გოგა გამოჩნდა,მაშინვე ჩემი ცოლად მოყვანა მოგინდა,ქალის რომელსაც არ იცნობ,სხვა რა უნდა ვიფიქრო?იქნებ არცაა ცუდი ბიჭი და რაღაცას ვცდილობთ,სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას,იგივე რეაქცია გექნებოდა?
-ნატა მისმინე,მესმის გაბრაზდი და უაზროდ მომივიდა,მაგრამ რატომღაც მეგონა,რომ არ გინდოდა მასთან ურთიერთობა,ის კიდევ პატარა ბიჭი არ არის და მხოლოდ დალაპარაკებით ვერ გააგებინებ,რომ თავი დაგანებოს,ცემა ტყეპას ვერ დავიწყებთ.
-გამოსავალი უცებ იპოვნე ხო?არც კი გიფიქრია რა მოყვება ამ ყველაფერს?მართლა რომ შემიყვარდე მერე?ტონს აუწია ნატამ.
-კარგი ნუ ასერიოზულებ ასე.
-გადამრევ შენ,ჩემი ცხოვრების არევა გინდოდა და ნუ ვასერიოზულებ? მოკლედ მომისმინე რა აღარ მინდა შენი ნახვა,არც გოგასი მოვრჩი და ამ უაზრო თამაშიდან გავდივარ,იმასაც იგივეს გავუმეორებ,შემეშვით ორივე.
-ვერ დავიჯერებ,რომ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ.
-შენ გრძნობ რამეს? კითხვა შუბრუნა ქალმა,ბიჭი გაჩუმდა.
-შეგშლია მათე,მშვიდობით,სწრაფად წამოდგა ფეხზე და კაფე დატოვა.
* * *
ელენა მანქანაში ჩაჯდა და გეგას გახედა.
-დაწყნარდი?ხომ გითხარი კარგად იქნებათქო.
-შეგიძლია ერთ ადგილას წამიყვანო?
-სად?
-თამარსთან,ახალი ამბავი უნდა ვუთხრა,სახელი მოვიფიქრე და მინდა მაანაც იცოდეს
-გადასარევია,ბებიას ეუბნები და მამას არა?
-ნუ სულელობ,წესით უნდა ხვდებოდე რა ერქმევა ჩვენს გოგოს.
გეგას სუნთქვა შეეკრა,კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამხელა ბედნიერება იყო ელენა მის ცხოვრებაში.
-ხო კიდევ ერთი ნინია გეგეშიძე არ გვაწყენს,გაუღიმა ელენამ და ჯერ კიდევ გაღიმებულ ქმარს ლოყაზე აკოცა.



№1  offline წევრი დარინა

ძლივს არ დაუთბათ ელენას და გეგას ურთიერთობააა, საოცრად მომწონს ეს წყვილი და აღარ მინდა რომ კიდევ იტანჯონ, ნატა შემეცოდა ცოტა ვიტირე კიდევაც, მათემ რატომ გაჩუმდა ბოლოს მეგონა მართლა მოწონდააა, აბა რაღას დასდევდა გული დამწყვიტაა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომწონს , ნატას მდგომარეობაც მაფიქრებს იქნებ სულაც არარის ის გოგა ცუდი ადამიანი და ნატა მართლა უყვარს. ან ნატა რას გრძნობს საინტერესოა .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent