შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /8 (+16)


13-07-2018, 15:18
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 2 192

თავი 8

მთელი ღამე სახურავზე ვიყავი. რამდენიმე სიმღერის მოსმენის შემდეგ, ისედაც დამჯდარი ტელეფონი, საერთოდ გაითიშა. კიდევ კარგი, სიგარეტი თან მქონდა.
ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ქრებოდა სახლებიდან გამომავალი სინათლე, ნელ-ნელა. დილამდე მხოლოდ ორ სახლში დარჩა. ან სიბნელის ეშინოდათ, ან უბრალოდ დაავიწყდათ.
ჩემს ცხოვრებაზე ფიქრს, ჯობდა ტვინი იმაზე მემტვრია, თუ რატომ არ ჩააქრეს შუქი სახლში.
დილის რვა საათი იყო, სახლში რომ ჩავედი. ვიცოდი გიორგი ადრე მიდიოდა სამსახურში. ტელეფონი შევაერთე, უკვე დაბინძურებული ტანსაცმელი სწრაფად მოვიშორე სხეულიდან და აბაზანისკენ წავედი. ჭავლის ქვეშ მდგარი, ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. ჩემს საოცნებო მომავალს წარმოვიდგენდი, ცუდი ფიქრების გასაფანტად. ეს ყოველთვის ამართლებდა. ბავშვობაში, როცა დეპრესია შემომიტევდა (საკმაოდ დეპრესიული ბავშვი ვიყავი) ვცდილობდი მხოლოდ კარგ და ჩემთვის საოცნებო მომავალზე მეფიქრა და იმ იმედით მეცხოვრა, რომ ყველა ჩემს სურვილს ავისრულებდი. მართალია ძალიან იშვიათად ხდებოდა ჩემი სურვილები, მაგრამ იმის წარმოდგენა რომ ისინი შეიძლება ასრულდნენ, მაინც კარგი იყო. პირსახოცი შემოვიხვიე და ჩემს ოთახში გავედი. თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ ვიცოდი რომ ვერ დავიძინებდი. სანამ ჩავიცვამდი, ყავა გავამზადე და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე.ლურჯი ჯინსის შარვალი ჩავიცვი, შავი მოკლე მაისური და ცხელი ყავა ჭიქაში ჩამოვასხი. თან ჩართულ ტელეფონზე ზარებს ვამოწმებდი. 10ზე მეტი ზარი იყო ნიაკოსგან, 5 ლიზისგან.
ანერვიულებულმა ისიც კი ვიფიქრე, ბიჭებს რამე ხომ არ დაემართათქო, ამიტომ ჯერ ნიაკოსთან დავრეკე.
- მშვიდობაა? - ვკითხე სწრაფად.
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! სად ჯანდაბაში გაქ ტელეფონი? - ყვიროდა ნიაკო.
- დამჯდარი იყო. - ვუთხარი გაკვირვებულმა, - რა ხდება?
- გოგო, გიორგიმ დამირეკა ღამე, ნერვიულობდა, ვიკამათეთ და შენთან თუ არის, არ დამიმალოო, - ამიხსნა ცოტათი დამშვიდებული ხმით, ალბათ აქამდე ჩემი სიკვდილის ყველანაირი ვარიანტი ჰქონდა განხილული. ისიც გამიკვირდა, სპეცრაზმი რომ არ დამადგა სახურავზე ნიაკოსთან ერთად. - სად იყავი, მთელი ღამე? ან რა მოხდა საერთოდ?
- ახლა სამსახურში მივდივარ, შენ და ლიზი ჩვენს კაფეში გამოდით საღამოს და მოგიყვებით. ცალ-ცალკე ახსნა მაგრად მეზარება. - ვუთხარი და ყავა მოვსვი. ახლა თავი სადმე რომ დამედო, ეგრევე გავითიშებოდი.
- კაიი, - გაიწელა ნიაკო, როგორც იცოდა და გამითიშა. მოკლე ქურთუკი მოვიცვი, რომელიც წელამდეც არ იყო. თითქმის დატენილი ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და სახლი ჩემი გასაღებით გადავკეტე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ქუჩაში გასულმა, ტაქსის ძებნა დავიწყე. გუშინდელი უბედობა დღესაც გადმომედო. ტაქსი კი არა, ერთ მანქანასაც არ გაუვლია. მგონი, მიშკას სახლში კიბეები რომ ჩამოვიარე, 2Q18 სამყაროში მოვხვდი და ვერ გავიგე.
უძილობისგან სრულიად გათიშული, ემოციური ფონი მთლიანად ჩემს სხეულზე აისახა და არეულად დავდიოდი. სამსახურში რა ძალამ მიმაღწევინა, ეგეც არ ვიცი.
შენობაში შევედი თუ არა, ეგრევე ეკა შემეგება. დამშვიდებული სახე ჰქონდა, რამაც გამაკვირვა. ბოლოს რომ ვნახე, ისეთი გიჟი სახე ჰქონდა, ქრუელა მეგონა. მოკლედ, იმდენი კითხვა დამაყარა, ნახევარის გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბოლოს თავისი მოგზაურობის ამბების მოყოლა დაიწყო.
- კარგად დავისვენე, ნამდვილად მჭირდებოდა ამ ქალაქიდან გასვლა ხუთი დღით მაინც. ბოლოს როდის გავედი ამ საქმეების გამო, ისიც კი აღარ მახსოვს. რა ცხოვრებაა, რა! - ზუსტად ერთი თვის წინ, ზუსტად ამ ტექსტით, ზუსტად ამ ოთახში იდგა და ტვინს მიბურღავდა. ეკა კი არა, ქვეყნიდან ბოლოს სამი წლის წინ გავედი, ისიც საფრანგეთში.
- ამ წიგნის ამბებზე ვნერვიულობდი და რა დამასვენებდა, ბოლოს წამოსვლაც დავაპირე, მაგრამ თაზომ დამამშვიდა. კიდევ კარგი თორემ უარესად გაგიჟებული ჩამოვიდოდი ფეხით! - ბატონი თაზო, ანუ ფულიანი მოხუცი თამაზი, ეკას მეორე ქმარია. ნუ, ეკას რომ კითხოთ, თაზოს გარდა სხვა კაცი არ უყვარდა და მისი ერთადერთია. თუმცა რატომაც არა?! მთავარია ეკამ თქვას და ნებისმიერ რამეს გაუჩენს ზუსტად სამ წამში. მოხუც თამაზიკოს იმდენი ფული აქვს, საქართველოს ბიუჯეტს მხოლოდ ოცნება რომ შეეძლო.
ეკაც რა თქმა უნდა, სწორად იყენებს; ხან ლიტვური თერაპია სჭირდება, ხანაც ჰაერის დეპრესიის დეტოქსი, ან თუნდაც დაღლილობის მოსახსნელი თერაპია ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
ქმარი რა თქმა უნდა, წუწუნის გარეშე აფინანსებს ცოლის ახირებებს. მეცინება მათ ცხოვრებაზე. ამ იდიოტურ პრობლემებზე ისე ღელავს, თითქოს ბანკმა სახლი გაუყიდა და ქუჩაში დარჩა. ფაქტი ერთია, ეკა აზრზე არაა ცხოვრების. მართალია გაუნათლებელს ვერ უწოდებ, მაგრამ არც ცხოვრების გარტყმაში არაა.
- ხვალ საღამოს 7ზე წიგნის პრეზენტაციაა. პრემიერიც კი იქნება, თავის ცოლთან ერთად! - მეუბნებოდა აღტაცებული, - მოკლედ, ბევრი ცნობილი სახე იქნება რაც ჩვენი გამომცემლობისთვის ძალიან მაგარია. - აქეთ-იქეთ სიარულით რომ დაიღალა, თავის მეფურ სავარძელში ჩაეშვა. - შენც მოდიხარ.
- დავიჯერო ამდენ ცნობილ სახეში ჩემს არყოფნას ვინმე შეამჩნევს? - ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა, თუმცა ისეთი თვალებით გადმომხედა, ეგრევე ვინანე.
- მეგი, მეორეჯერ არ გამამეორებინო! შენც მოდიხარ. - ჰაერის დეპრესიის დეტოქსი უშედეგო აღმოჩნდა მისი ნერვული სისტემისთვის.
- ჰო, კარგი. - ჩავილაპარაკე გაბრაზებული ბავშვივით.
- ამ საბუთებს ხელი მოვაწერე და მეორე სართულის გოგოებს ჩაუტანე. - მთხოვა და რამდენიმე საბუთი მომაწოდა. როგორ ვერ ვიტანდი მეორე სართულზე ჩასვლას.
- ნანკას? - ვკითხე ეჭვით.
- ჰო, რაც ქვია, ყველა ერთნაირია მანდ. - აიქნია ხელი მომაბეზრებლად. მეც დავემორჩილე, სხვა რა გზა მქონდა. საბუთები მეორეზე ჩავიტანე და ამ რამდენიმე წუთში, ზუსტად ხუთი ჭორი გავიგე;
მთავარ რედაქტორს საყვარელი ყავს, დარაჯი ცოლს დაშორდა, მესამე სართულის ნინჩო რომელიც მეოთხედ გათხოვდა, ორსულად არის სხვა კაცისგან და მაიკოს ქმარი გეი აღმოჩნდა. მეხუთე ჭორი აღარ მახსოვს, მაგრამ გამოსვლისას ნანკამ ისეთი კითხვა დამისვა, ადგილზე გავქვავდი და ლამის საბუთები თავზე გადავახიე.
- ჩემი პადრუგის დედის ნათლული, შენს უნივერსიტეტში სწავლობს და მიშკა მშვიდობაძესთან ერთად დავინახეო... - აქ ცოტა გაიწელა, - ერთად ხართ? - მკითხა დიდი ინტერესით. ხმას ვერ ვიღებდი. ნუთუ ასეთი ცნობილი იყო ყველასთვის მიშკა?! ან ჩვენი რამდენიმე წამიანი ამბავი, ასე ფართოდ როგორ გავრცელდა?
- შენი პადრუგის დედის ნათლულს უთხარი რომ დიდი სისულელეა! - გამოვცარი კბილებს შორის და სწრაფად გავედი ოთახიდან. ოფლი მასხამდა ნერვიულობისგან. ცოტაც და კანკლას დავიწყებდი. ეს ამბავი ნიაკომდე ან ლიზიმდე რომ მისულიყო? ან ვინმეს კაკისთვის და დათუნასთვის რომ ეკითხა?! ვერასდროს ვიფიქრებდი, ჩვენი ერთ დღიანი ამბავი ასე თუ გავრცელდებოდა. რა მეთქვა მათთვის? ვიცოდი ნიაკო არ მაპატიებდა. ლიზის შეიძლება ეპატიებინა, მაგრამ ნია ძალიან რთული თემა იყო! ბიჭებზე აღარაფერს ამბობ! თუმცა შეიძლება გოგოებზე კარგად მათ გამიგონ...
ჩემი სოროდან სიგარეტი გამოვიტანე და პირველ სართულზე ჩავედი, მოსაწევად.
აქეთ-იქეთ დავდიოდი ნერვიული ნაბიჯებით და ერთ ღერს, მეორეთი ვანაცვლებდი. ბოლოს ნაცნობი სახე რომ დავინახე, ადგილზე შევხტი და თვალების ცეცება დავიწყე.
ვატო სანიკიძე ჩემკენ მოდიოდა.
თან იღიმოდა.
ეგრევე ვიცანი მისი სახე. ან რა დამავიწყებდა იმ ღამის შემდეგ?
შავი თმა და წვერი დაბალზე ჰქონდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, აშკარად ჩხუბის დროს დაიზიანა. თხელი ტუჩები და ყავისფერი თვალები. ეშხიანი და სიმაპთიური იყო. აშკარაა რომ ბევრ გოგოს მოსწონდა ისიც.

- მამაც და საოცრად ლამაზ გოგოს კვლავ შევხვდი, - თქვა ღიმილით და ჩემს გვერდით დადგა. ხმას ვერ ვიღებდი. რა ჯანდაბა უნდოდა?!
ეს რა შარი ავიკიდე?
- ვინ ხარ და რა გინდა? - ვკითხე რაც უცებ ენაზე მომადგა და შევეცადე ხმა გამემკაცრებინა. საერთოდ არ მინდოდა ჩემი დაძაბულობა შეემჩნია. თუ შეამჩნევდა, დარწმუნებული ვარ უარესებს გააკეთებდა.
- ვინ ვარ კარგად იცი, - თვალი ჩამიკრა და ხმით ჩაეცინა, - ო, აი მე რა მინდა, ეგ რომ იცოდე... - ჩაილაპარაკა ორაზროვნად.
- თუ არ იტყვი, არც მეცოდინება. - ვუპასუხე მკვახედ.
- მომწონს რომ ბრაზდები. იცი, ამ დროს თვალებიდან ცეცხლს აფრქვევ და საოცრად მიზიდავ. - ისეთი შოკი მივიღე, ალბათ ეგრევე შეატყო ჩემი სახის ცვლილება.
- ბატონო?! - შევიცხადე უცებ. ამ ბიჭს სერიოზული პრობლემები აქვს ტვინში. ნუ, მართალია არც მიშკა არის დალაგებული, მაგრამ ეს საერთოდ სხვა მოვლენაა.
- კაი ტო, არ გინდა თავის გასულელება. - ახარხარდა სანიკიძე, - ძაან კარგად მიხვდი რაც გითხარი, პროსტა თავის დაძვრენა გინდა რო აი, ვითომ ვერ მიხვდი.
- ფსიქოლოგიც ხარ? - ვკითხე წარბაწეულმა. - შეგიძლია ლექსიც წამიკითხო სიყვარულზე,- თვალი ჩავუკარი იგივე კმაყოფილებით.
- ჰოო? არ მითხრა რო მიშკამ ლექსებით დაგკერა, - წამში შეეცვალა ხმაც და ხასიათიც სანიკიძეს. მიშკას სახელი ისეთი ზიზღით წარმოთქვა, ეგრევე მიხვდებოდა ადამიანი რომ ძალიან ეზიზღებოდა.
- დაფიქრდი რას ამბობ სანიკიძე, თორემ მე ნამდვილად არ გამიჭირდება შენი სიკვდილამდე მიყვანა! მოკლედ რომ გითხრა, ჩემი გაბრაზება არ ღირს! - გამოვცარი კბილებს შორის.
როცა ვბრაზდებოდი, ან როცა ვინმე შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობდა, იმდენად თავდაჯერებული და გიჟი ვხებოდი, მაგ წამს ნამდვილად შემეძლო ნებისმიერი მომეკლა.
- ვაჰ, ნუთუ? - როგორც ჩანს გაუკვირდა ჩემგან ასეთი ტონი, ალბათ ფიქრობდა რომ შემეშინდებოდა და ხმას არ ამოვიღებდი. - უარყოფ რომ შენ და ის ყლ* ერთად ხართ?
- შენთან ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ! - ვუთხარი გადაჭრით. არანაირად არ მინდოდა ძლივს მივიწყებულ ურთიერთობაზე საუბარი.
- ბაზარი არაა, არ გვინდა ეგ თემა. - მითხრა უცებ, - პიცაზე გეპატიჟები, ვიცი რომ გევასება.
გამიკვირდა. საიდან იცოდა ჩემზე ასეთი დეტალები?
- საიდან ასეთი ინფორმაცია? - არ დამიმალავს გაკვირვება.
- კაი ტოო, ვატო ვარ სანიკიძე, შეუძლებელი რამეები ჩემთვის არ არსებობს, - გაეცინა და მე საშინლად გამაღიზიანა. როგორ მეზიზღებოდა ასეთი ბიჭები, განდიდების მანიით რომ იყვნენ შეპყრობილი და ზედმეტი ფულის გამო, სამყარო მათი ეგონათ.
- შენი აზრით, მსგავსი შინაარსის წინადადებების შემდეგ, შეიძლება მომეწონო? - ვკითხე დამცინავი ტონით. სახე შეეცვალა. ღრმად ამოისუნთქა, მეგონა ცუდი რეაქცია ექნებოდა მაგრამ გაეცინა.
- სწორედ ამის მოსმენა მინდოდა შენგან! - თვალი ჩამიკრა და სიგარეტი ამოიღო. - თუმცა რატომაც არა? რატომ არ უნდა მოგეწონო? - მაინც გაუკვირდა. ცოტა თავქარიანი ტიპი იყო სანიკიძე. მართლაც რომ ფულით იზმოებოდა მისთვის ყველაფერი.
- თუმცა ჰო... იმ ღამეს მივხვდი რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია. ხუთ არაკაცთან ერთად უნდა გეჩხუბა, აბა რა. - ყელში ამომივიდა მისი უაზრო ლაპარაკი. ერთადერთი რაც მინდოდა, იმ ღამის დავიწყება იყო! ცოტაც და ჩემი ხელით მოვკლავდი სანიკიძეს და მიშკასაც ზედ მივაყოლებდი!
ჩემს სიტყვებზე სახე აელეწა, არ ელოდა. შესაძლოა ფიქრობდა რომ მის ჩხუბს „კაი ტიპობაში“ გავატარებდი, როგორც გოგოების უმეტესობა აკეთებს.
- საცემი რომ არ ყოფილიყო, არც იცემებოდა! - დამიღრინა კოპებშეყრილმა.
- ხუთი ადამიანი ერთს რომ სცემს, რა ვიცი... - ჩავილაპარაკე ორაზროვნად და სიტყვა გავწელე.
- ყლ*ზე მკ*დია მშვიდობაძე! - გაბრაზებულ ტონს ინარჩუნებდა, - მე მაგის დედა მოვ**ან! მეორედ თუ გადამეყრება, მისი ცემით აღარ დავამთავრებ. - იმდენად საზიზღარი ხმა ჰქონდა როცა მშვიდობაძეზე ლაპარაკობდა, ადამიანი ეგრევე მანიაკად შერაცხავდა. ისეთი ტიპი იყო სანიკიძე, ადამიანს ხელის აუკანკალებლად რომ მოკლავდა. მე ამას პირველივე შეხვედრისას მივხვდი, სულ ორი წამით რომ ვნახე.
დაჭრილი მიშკას ნახვისას საერთოდ არ შემშინებია, თუმცა სანიკიძის გვერდით რომ ვიდექი, იმდენად იზრდებოდა ჩემში ეს გრძნობა, თავი ყველაზე დაუცველი მეგონა.
- შენ კი ძალიან მომწონხარ, მეგან. - მომიახლოვდა, ხელი ნიკაპზე მომკიდა, სიგარეტი გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა და გაუჩინარდა. გახევებული ვიდექი რამდენიმე წუთი იმავე ადგილას. საიდან იცოდა მეგანი?! მართლა მოვწონდი?!
თუ უბრალოდ მიშკას გამწარება უნდოდა?
ღმერთო, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში?
იმდენი უპასუხო კითხვა მქონდა, ჩემს გონებაში მხოლოდ ქაოსი ტრიალებდა.
იქნებ მიშკა და ვატო ერთნაირები არიან?


*
გათიშული წამოვედი სამსახურიდან, აღარ ვიცოდი რა ან ვინ მინდოდა. ძალიან დიდ შარში რომ ვიყავი, ამას კარგად ვაცნობიერებდი! იმაზეც ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა გოგოებისთვის სიმართლე, მაგრამ არ მინდოდა... უბრალოდ არ შემეძლო მომეყოლა. თუმცა სანამ სხვა ჭორიკანა ადამიანისგან გაიგებდნენ არასწორ ინფორმაციას, ჯობდა მე მეთქვა. ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი მეც და ჩემი ნამუსიც.
ლიზი და ნიაკო უკვე იქ იყვნენ და ალბათ მესამე ჭიქა წვენს სვამდნენ ჩემს ლოდინში.
- მოაღწია! არ მჯერა! - წამოიყვირა ლიზიმ და მკვლელი მზერა მსტყორცნა.
- ვაიმე, რას გავხარ, გოგო! - აყვა ნიაკოც. - თვალებში დანა ჩაგარტყეს?
- დაახლოებით. - მაგიდასთან დამჯდარმა, ჩანთა და ქურთუკი ცარიელ სკამზე დავდე და ცივი ყავა შევუკვეთე. დღეს ათი ჭიქაც რომ დამელია, მაინც ვერ გამოვფხიზლდებოდი.
- დაიწყე, მიდი. ყველაფერი მაინტერესებს!
ლაპარაკის დაწყებას მიშკას ამბით ვაპირებდი, მაგრამ ტვინმა განგაშის სიგნალი რომ ჩართო, მერე მივხვდი ამის დრო ახლა არ იყო და გავჩუმდი... ჯერ სიტუაციას დავაკვირდებოდი და მერე გადავწყვეტდი მეთქვა თუ არა.
- მოკლედ, გუშინ დავბრუნდი სახლში... - დავიწყე მოყოლა, თან მიმტანს გავუღიმე და ყავა მოვსვი. - შევედი თუ არა, დამხვდა გიორგი, მარიამი, დავითი და ვიღაც ქერა ქალი. თავიდანვე მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო! დავჯექი თუ არა, მარიამმა აფერისტობა დამიწყო და მანდ უკვე გადამეკეტა! იმ ქალმა, ნეპოტიზმიო, დაგეხმარებიო, ესაო ისაო, მეთქი რა მოწიეთ, ხალხო! - ვყვებოდი ემოციურად, თამ მეცინებოდა. მაგრამ გუშინ ამ მდგომარეობაში საერთოდ არ ვყოფილვარ. - მოკლედ რა, გიორგის ცოლი მოჰყავს და მე ეს ყველაფერი გავიგე გუშინ. წარმოგიდგენია? თვეების ამბავი, გავიგე გუშინ ღამე.
- არ მჯერა! - შოკში იყო ნიაკო. ლიზიც იგივე მდგომარეობაში.
ორივემ იცოდა გიორგის და სოფიას ისტორია. რა ცოდნა უნდოდა, თვითონაც ხედავდნენ გიორგის მდგომარეობას და აღმერთებდნენ მას, როგორც ყველაზე მაგარ და ერთგულ კაცს, რომელსაც წარმოუდგენელი სიყვარული შეეძლო.
- ღადაობ, ხო? გიორგი და ვიღაც ქალი? დაუჯერებელია. - მაინც ვერ იჯერებდა ლიზი.
- თქვენ რა რეაქცია გაქვთ და წარმოიდგინეთ ჩემი, გუშინ ღამე.
- მერე, რა მოხდა..?
- შოკში ვიყავი, ვერც ვიაზრებდი საერთოდ რა ხდებოდა. ის თეონა რომ გააცილა, მარიამმა ისტერიკები მოაწყო. ყველაფერი შენი ბრალიაო, ეგოისტი ხარო, მოკლედ აღარ გაჩერდა. მერე გიორგი მოვიდა და გაუშვა ეს იდიოტი ხალხი! ახსნა დამიწყო, მარტოობის მეშინიაო, გამიგეო.
- რაღაც მხრივ, მართალია ისე. - თქვა შეპარვით ნიაკომ, - ცოდოა, ამდენი ხანია მარტოა, სჭირდება ვინმე...
- ეგ მეც მესმის, ჭკვიანო! უბრალოდ, გუშინ რომ გავიგე ამ ამბების შესახებ, ძალიან გავბრაზდი! თან პირველად დამიძახა მეგანი, სოფიას სიკვდილის შემდეგ... ისიც იმიტომ რომ თეონა დაეცვა! ხვდები, რა მდგომარეობაში ვარ? - სასოწარკვეთას ვეღარ ვმალავდი.
- რა აპირებ? - მკითხა ლიზიმ. - გუშინ ღამე, რომ დამირეკა, ისეთი ხმა ჰქონდა... ძალიან ნერვიულობდა, რა. - შემაპარა.
- ვუთხარი, მასთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ თუ გინდა ცოლად მოიყვანე-თქო. ძალიანაც რომ ვეცადო, არ გამომივა. წლებია ასეთ ცხოვრებას ვარ შეჩვეული, ახლა რომ ვიღაც ქალი აცხოვროს ჩემთან ერთად, ვერ გავძლებ. დილით რომ ავდგები და ბლინებით დამხვდება.. ფუფ! - სახე დავმანჭე, თითქოს რამე საზიზღრობას ვიხსენებდი.
- შენც მართალი ხარ, მაგრამ გიორგიც ცოდოა. ან ის თეონა უნდა აირჩიოს, ან შენ. რა თქმა უნდა, შენ აგირჩევს. - საფრთეების ჩამოყრა დაიწყო ლიზიმ. გამეცინა.
- მე ვერ ამირჩევს, - ჩამეცინა. - ეს იმიტომ არ მითქვამს მისთვის რომ არჩევანი გაეკეთებინა. მართალია, თვითონ მითხრა ულტიმატუმებს ნუ მიყენებო, მაგრამ მე ეს არც კი მიფიქრია. ის მისი სახლია, მე არ მაქვს უფლება რომ რაღაცები ავუკრძალო, ისედაც მადლიერი ვარ ამდენ დროს რომ მითმობდა. სოფიას მოგონებებთან ერთად ცხოვრება თუ არ გაუჭირდება იმ სახლში, მაშინ იცხოვროს იმ თეონასთანე ერთად! მე გადავალ სხვაგან.
- ჩემთან გადმოდი, - შემომთავაზა აღტაცებული ხმით ნიაკომ.
- შენთან არ გადმოვალ, რამდენიმე დღით დავრჩები უბრალოდ, სანამ ბინას ვიპოვი. - ვუთხარი გადაჭრით.
- კაი რა, რატო უნდა იქირავო?
- დანაზოგი მაქ, ვმუშაობ და თან, ყოველ თვეში პიერი ფულს დაუღალავად მიგზავნის, - გამეცინა ბაბუაჩემის გახსენებაზე და ისეთი მონატრება ვიგრძენი, გამაკანკალა. - აუ, როგორ მენატრებიან! - ამოვილაპარაკე სევდიანი ხმით. თავი ხელისგულზე მედო, ყურადღება რომ მომედუნებინა, ეგრევე მაგიდაზე გავიშხლართებოდი და ჩამეძინებოდა.
- მართალია, არაფერი მესმის რას ამბობენ, მაგრამ მაგარი ჯიგრები არიან. - თქვა სიცილით ნიაკომ.
- გესწავლა ფრანგული და გაიგებდი, - უთხრა ამაყად ლიზიმ. მარტო ჩვენ ვიცოდით და ზედმეტად გვეამაყებოდა ეგ ამბავი.
- ნუ, სად შეგვიძლია... - თვალები აატრიალა და უკმაყოფილოდ გადმოგვხედა ორივეს.
- კაკი და დათუნა მაგარი გაბრაზებულები არიან შენზე, - მითხრა ლიზიმ, - ხვალ კლუბში წავალთ და რომ არ წამოხვიდე, აი უეჭველს გეუბნები, დაგადგებიან სახლში თოკებით და ისე ჩაგტენიან მანქანაში.
- ეჭვიც არ მეპარება მათ შესაძლებლობებში. - ვთქვი სიცილით. - აუ, ხვალ იმ უნიჭო ნინაკას წიგნის პრეზენტაციაზე მივდივარ! - გამახსენდა უცებ და სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე. - მეზიზღება ეკა!
- არ წახვიდე! - სიბრძნე დააბრეხვა ნიაკომ.
- გამაგდებს სამსახურიდან და კიდე ეს მინდა, ისედაც შარში ვარ... ჯერ გიორგი, მერე ის მი... - წამომცდა უცებ და ისე სწრაფად დავხურე პირი თვალებგაფართოვებულმა, ლიზიმ ხო ჯანმრთელად ხარ სახით გადმომხედა.
- მერე ის მი... მინისტრი პრეზენტაციაზე და ვითომ არისტოკრატი საზოგადოება! - თავი დავიძვრინე უცებ და შვებით ამოვისუნთქე.
- ერთი საათი იყავი და გამოიპარე, ვინ შეამჩნევს...
- თან რეზი მოდის, დათუნას ბიძაშვილი. - მითხრა ლიზიმ და ნიას გადახედა.
რეზი იყო ყველაზე მაგარი ადამიანი, კაკის და დათუნას შემდეგ! მათსავით გიჟი! ისეთ რამეებს აკეთებდა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო სერიოზული სახით მჯდარიყავი მის გვერდით. საშინელ ხასიათზეც რომ ყოფილიყავი, მაინც მოახერხებდა შენს გაცინებას, თან ისე რომ სულ დაგავიწყებდა პრობლემებს. პირველად რომ გავიცანით, გოგოებზე მეტ ყურადღებას, ჩემთან იჩენდა, არ ვიცი ესენი ეჭვიანობდნენ, თუ უბრალოდ იგონებდნენ, მაგრამ ფაქტია ტვინს მიჭამდნენ, რეზის მოსწონხარო. ეს ამბავი ცოტა მაკომპლექსებდა, მაგრამ ბოლოს მეც და ისინიც დავრწმუნდით რომ უბრალოდ ძალიან მაგარი მეგობარი იყო და არაფერი პირადული!
- ჩემზე კი არა, რეზიზე უნდა იყვნენ გაბრაზებული თქვენი სატრფოები! - ბოლოს როდის ვნახე, საერთოდ არ მახსოვდა.
- აუ, ის გახსოვს, ნიაკომ რომ ლამის დაგაქორწინათ? - გაიხსენა ლიზიმ და ჩაბჟირდა. ბოლოს წყალიც დავალევინეთ, ცოტა აზრზე რომ მოსულიყო.
- ნიაკო, ძალიან გთხოვ, კლუბში მარტო წვენი დალიე! - გავაფრთხილე ამ ამბის გახსენებაზე.
მთვრალმა ნიაკომ, ლამის ვენები გადაიჭრა, თქვენ თუ არ დაქორწინდებით, არასდროს არ დაგელაპარაკებით, ჩემი ცხოვრებიდან ამოგშლითო. ყველაზე დიდი ლაქა და სირცხვილი ნიაკოს ცხოვრებაში ის დღე იყო! ეს რომ მოვუყევით, არ დაგვიჯერა, მაგრამ კაკის თავისი თავი რომ დააფიცა და მანაც ჩვენი ნათქვამი გაიმეორა, მერე კი გაწითლდა და შემოირტყა ხელები თავზე.
- აუ, ახლა მაგრად გცემ, ნუ მახსენებ მაგ ამბავს! - გამწარდა უცებ. არადა რეზი ყოველ ნახვაზე მაგას ახსენებდა და ესეც ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ნიაკოს, მხოლოდ კაკი თუ დაამშვიდებდა.
- ვაიმე, წავედი ვსო, ხვალ გამოცდა მაქ! - წამოფრინდა ფეხზე ლიზი და მანტო ჩაიცვა.
- მეც წავალ, ხვალ საღამოს დამირეკეთ და იმედია გამოვალ. - ვუთხარი გოგოებს. - ხვალ დილამდე გიორგი არ იქნება, ამიტომ დღეს სახლში დავრჩები. - ნიაკოს მისამართით ვთქვი და კაფე დავტოვეთ.

სახლში მისვლამდე, მხოლოდ ვატო სანიკიძეზე ვფიქრობდი და ჩვენს დღევანდელ დიალოგზე. დარწმუნებული ვარ, სადაც ყველამ იცის, ისიც გაიგებდა ჩემი და მიშკას ამბავს. ალბათ ამიტომ უნდა რომ დამიახლოვდეს, მერე მიშკა რომ გაამწაროს. თავიდან უნდა მოვიშორო! მართალია, არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება, ვინ არის რეალური დამნაშავე, მაგრამ ვატო სანიკიძე რომ ძალიან არ მომწონდა, ეგ ზუსტად ვიცოდი!






№1  offline წევრი ბიბი

დამიბრუნეთ მიშკა !
მშობლები დედად და მამად რომ მოიხსენიო აჯობებს. ნუ ჩემი აზრით :დ
ისე ძალიან კარგი ხარ, გამართულად დალაგებულად წერ ^^

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ახლავე წავიკითხავ!!!

აუჰ, ჩემი მიშკა ისე მომენატრა, მაგრამ მარგო, იცი რა მიკვირს?!
მიუხედავად იმისი, რომ ‘გოგოებისგულთამპყრობელის’ გარეშე გრძელდება მოთხრობა, მუღამს მაინც არ კარგავს!
ანუ, მიშკა არ არის, სასიყვარულო სცენა არ არის და ახლა რა სისულელე დარჩებიდა-ეგ მომენტი მაინც არ არის ისე საინტერესოდ წერ yum
ჰოო, ლოგიკურად სხვა თვალით, ობიექტურად რომ შეხედო მიშკა და სანიკიძე ძაან ჰგვანან ერთმანეთს და კარგია ამაზე რომ ილაპარაკე kissing_closed_eyes
მიუხედავად ყველაფრისა, ისე უცებ მეკითხება, ჩემო საყვარელო, რომ არ მყოფნის.
ამას არ გეტყოდი, მაგრამ მართლა პატარა იყო weary
აბა გელოდები, სულ მოუთქმენლად...
იმედია გამაოცებ! <3

პ.ს შეიძლება მე მეპატარავება, ისე მომწონს

 


№3  offline წევრი møøn šhinė

ვაიმეეეე შენ ხომ არ იცი როგორ ვნანობ რომ გუშინ არ შემოვედი. მეგონა არ დადებდი და აღარ შევამოწმე... აი შოკში ვარ პირდაპირ 7 თავზე იმდენად გავიაზრე და შევედი მეგის მდგომარეობაში რომ გული ამიჩუყდა, მთლიანად ვიაზრებ მის მდგომარეობას იმიტომ რომ გამომიცდია, ნაცნობი სიტუაციაა და ძალიან მტკინვეული...
მოკლედ რაგითხრა არ ვიცი მადლობა რომ არსებობ და ასეთი კარგი რომ ხარ, მიხარია რომ ჩემმა კომენტარმა სტიმული მოგცა, არასოდეს შეწყვიტო წერა... მიყვარხარ ძალიან და წარმატებები ❤ უი ხო კიდე მეწყინება სანიკიძეთი რომშეცვალო მიშკა... გული დამარტყამს, მოვკვდები და მერე ვეღარც კომენტარს დაგიწერ :D :D მაგრამ შენ კარგი გოგო ხარ და მაგას არ იზამ ❤❤????

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargiaaaa, au axla daicyeba oromtrialo vgrznob amass, cin zaan didi intriga gvelodeba hoo

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

ბიბი
დამიბრუნეთ მიშკა !
მშობლები დედად და მამად რომ მოიხსენიო აჯობებს. ნუ ჩემი აზრით :დ
ისე ძალიან კარგი ხარ, გამართულად დალაგებულად წერ ^^

მეცხრე თავში იქნება მიშკა მშვიდობაძე smiling_imp
ნუ,შენს აზრს გავითვალისწინებ! grin kissing_closed_eyes

სტუმარი ქეთი
ახლავე წავიკითხავ!!!

აუჰ, ჩემი მიშკა ისე მომენატრა, მაგრამ მარგო, იცი რა მიკვირს?!
მიუხედავად იმისი, რომ ‘გოგოებისგულთამპყრობელის’ გარეშე გრძელდება მოთხრობა, მუღამს მაინც არ კარგავს!
ანუ, მიშკა არ არის, სასიყვარულო სცენა არ არის და ახლა რა სისულელე დარჩებიდა-ეგ მომენტი მაინც არ არის ისე საინტერესოდ წერ yum
ჰოო, ლოგიკურად სხვა თვალით, ობიექტურად რომ შეხედო მიშკა და სანიკიძე ძაან ჰგვანან ერთმანეთს და კარგია ამაზე რომ ილაპარაკე kissing_closed_eyes
მიუხედავად ყველაფრისა, ისე უცებ მეკითხება, ჩემო საყვარელო, რომ არ მყოფნის.
ამას არ გეტყოდი, მაგრამ მართლა პატარა იყო weary
აბა გელოდები, სულ მოუთქმენლად...
იმედია გამაოცებ! <3

პ.ს შეიძლება მე მეპატარავება, ისე მომწონს


აუ, უწითურესო!! weary heart_eyes
რა მაგარი გოგო ხარ?!!
ვგიჟდები როცა ისტორიას რეალურად აფასებენ და ისეთ რამეებს ამჩნევენ, რაც მასში ჩავდე.
რა თქმა უნდა, მიშკა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, მიშკათი დაიწყო და ალბათ მიშკათი დამთავრდება კიდეც, მაგრამ ჯერ მინდოდა ისეთ საკითხებს შევხებოდი, რაც მაწუხებდა რეალურად.
მალე დაბრუნდება გულთამპყრობელი! heart_eyes
ვატო სანიკიძეც მინდა რომ გაგაცნოთ, სანამ მათ ამბებს გაიგებთ.
დიდ თავებს ვერ ვდებ, მაგრამ ვცდილობ ყოველდღე დავდო pensive
heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინუცა

მე მომწონს მარგო, ყველაფერი მომწონს, განსაკუთრებით შენი წერის სტილი <33333
ისიც უნდა გითხრა, რომ ყველაზე აღფრთოვანებული მაშინ ვიყავი, როდესაც ისეთს ვკითხულობდი, როგორსაც არ ველოდი, ამიტომ ჩემი რჩევაა წერე ის რაც შენ გინდაა!
თუ გინდა დაააპრე, შეარიგე, ახალი პერსონაჟი მოიყვანე, შენ არ ხარ ვალდებული, არაფრის წინაშე, რომ ადგე და მიშოსთან დატოვო.
მე სწორედ იმიტომ ვკითხულობ რომ ვხედავ განსხვავებულია და უნდა ველოდო ყველაფერს!
მართალია მეც სიგიჟემდე მომწონს მიშკა და თუ ეს ის არ არის, ვინც მე მგონია, მეწყინა, შეიძლება ვიტირო კიდეც, მაგრამ ეს იქნები ის რაც შენ გინდაგააკეთო შენ მოთხრობაში!!!
და გთხოვ, თუ მიპასუხებ? რომ არ ვინერვიულო ისინი ერთად იქნებიან და ბლა ბლა ;დდდ
ვაფშე არაფერი არ თქვა მომავალზე...
აბა შენ იცი!
შენსკენ ვარ...
ბოლომდეეე

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

møøn šhinė
ვაიმეეეე შენ ხომ არ იცი როგორ ვნანობ რომ გუშინ არ შემოვედი. მეგონა არ დადებდი და აღარ შევამოწმე... აი შოკში ვარ პირდაპირ 7 თავზე იმდენად გავიაზრე და შევედი მეგის მდგომარეობაში რომ გული ამიჩუყდა, მთლიანად ვიაზრებ მის მდგომარეობას იმიტომ რომ გამომიცდია, ნაცნობი სიტუაციაა და ძალიან მტკინვეული...
მოკლედ რაგითხრა არ ვიცი მადლობა რომ არსებობ და ასეთი კარგი რომ ხარ, მიხარია რომ ჩემმა კომენტარმა სტიმული მოგცა, არასოდეს შეწყვიტო წერა... მიყვარხარ ძალიან და წარმატებები ❤ უი ხო კიდე მეწყინება სანიკიძეთი რომშეცვალო მიშკა... გული დამარტყამს, მოვკვდები და მერე ვეღარც კომენტარს დაგიწერ :D :D მაგრამ შენ კარგი გოგო ხარ და მაგას არ იზამ ❤❤????

სტიმული ცოტა მსუბუქი ნათქვამია,
შენს კომენტარებზე ოფიციალურად შეყვარებული ვარ! heart_eyes
სანიკიძე რას მოიმოქმედებს წინასწარ არ ვიცი, მაგრამ მიშკა შეუცვლელია! :დდ
მეც ძალიან მიყვარხარ და მადლობა ასეთი უმაგრესი კომენტარებისთვის! heart_eyes

Qeti qimucadze
Zalian kargiaaaa, au axla daicyeba oromtrialo vgrznob amass, cin zaan didi intriga gvelodeba hoo

ვნახოთ, ვნახოთ! grin
წინ დიდი ამბებია :დ
დიდი მადლობა! მიხარია რომ მოგწონს! heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნინუცა
მე მომწონს მარგო, ყველაფერი მომწონს, განსაკუთრებით შენი წერის სტილი <33333
ისიც უნდა გითხრა, რომ ყველაზე აღფრთოვანებული მაშინ ვიყავი, როდესაც ისეთს ვკითხულობდი, როგორსაც არ ველოდი, ამიტომ ჩემი რჩევაა წერე ის რაც შენ გინდაა!
თუ გინდა დაააპრე, შეარიგე, ახალი პერსონაჟი მოიყვანე, შენ არ ხარ ვალდებული, არაფრის წინაშე, რომ ადგე და მიშოსთან დატოვო.
მე სწორედ იმიტომ ვკითხულობ რომ ვხედავ განსხვავებულია და უნდა ველოდო ყველაფერს!
მართალია მეც სიგიჟემდე მომწონს მიშკა და თუ ეს ის არ არის, ვინც მე მგონია, მეწყინა, შეიძლება ვიტირო კიდეც, მაგრამ ეს იქნები ის რაც შენ გინდაგააკეთო შენ მოთხრობაში!!!
და გთხოვ, თუ მიპასუხებ? რომ არ ვინერვიულო ისინი ერთად იქნებიან და ბლა ბლა ;დდდ
ვაფშე არაფერი არ თქვა მომავალზე...
აბა შენ იცი!
შენსკენ ვარ...
ბოლომდეეე

ყველაზე დიდი ბედნიერებაა როცა შენს ნაწერს ასეთი მკითხველი ყავს!
ზოგადად დიდ ყურადღებას ვაქცევ მკითხველის აზრს, ზოგჯერ ხასიათი მიფუჭდება ხოლმე როცა ისტორიაში მომხდარი ქმედებები არ მოსწონთ, ან ჩემი დაწერილის აზრს სხვანაირად იგებენ. ეს ის მომენტია როცა ჩვეულებრივად გავბედნიერდი! ყველაზე კარგად გაიგე ისტორიის აზრი, მიხარია რომ მარტო სიყვარული, მიშკა და მეგი არ დაინახე და სხვაგან წახვედი.
სიმართლე გითხრა, არ ვიცი როგორ დავასრულებ. ყველაფერი, მთელი ეს ამბები, დაიწყო მიშკათი, შეიძლება ასევე მიშკათი დასრულდეს, ან საერთოდ არა. წინასწარ არაფერი ვიცი და ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გეტყვით :დ
მადლობა შენ ასეთი კომენტარისთვის!
პირველ რიგში ასეთი კომენტარები მიქმნის წერის განწყობას და უფრო დიდ პასუხისმგებლობას მმატებს თქვენთან მიმართებაში. ახლაც ვწერ და ვეცდები მალე დავდო <3 <3 <3

 


№8  offline წევრი Nobodyelse

გავგიჟდი მოკლედ ამ ისტორიაზე)))) კიდევ კარგი მარტო უაზრო და ბანალური სიყვარულის ისტორია არ გაქვს დაწერილი თავისი სექსით.
ასეთი მრავალფეროვანი უნდ იყოს ისტორია სადაც ყველაფერი არის თავისი დოზით.
მიყვარს შენი ფანტაზია :D უმაგრესი ავტორი ხარ heart_eyes

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
გავგიჟდი მოკლედ ამ ისტორიაზე)))) კიდევ კარგი მარტო უაზრო და ბანალური სიყვარულის ისტორია არ გაქვს დაწერილი თავისი სექსით.
ასეთი მრავალფეროვანი უნდ იყოს ისტორია სადაც ყველაფერი არის თავისი დოზით.
მიყვარს შენი ფანტაზია :D უმაგრესი ავტორი ხარ heart_eyes

როგორ მიხარია როცა სხვა აზრსაც ხედავთ ისტორიაში!
აი, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია! weary heart_eyes
დიდი მადლობა! kissing_heart

mirandaa31
აუ რა კარგი გოგო ხარ რომ დადე ახალი თავი. მოკლედ მიშკა მოგვანატრე აქ ხალხს :დ ძალიან კარგი იყო.. ისე დალაგებულად, აზრიანად მთელი მონდომებით, რომ შანსი არაა მკითხველი უკმაყოფილო დატოვო, ძალიან კარგი ხარ <3

ვაიიჰ,
მიშკა მეცხრე თავში დაბრუნდება! smiling_imp
ყველანაირად ვცდილობ რომ უკმაყოფილო არ დარჩეთ და დანაკლისის გრძნობა არ გაგიჩნდეთ heart_eyes grin
ძალიან კარგი ხარ შენ! <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ისტორია თავიდან ტიპიური, სხვების მსგავსი მეგონა, მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე. ყოველი ახალი თავი წინაზე უკეთესია და თან ინტერესი იზრდება და იზრდება. მიშკას გაქრობა და ვატოს გამოჩენა და თან ორივეს ამოუცნობი და დაფარული პიროვნება მეტად აინტრიგებს მკითხველს. ეს თავი ისე მეცოტავა და არ მეყო, რაღაცნაირად გაბრაზებული დავრჩი: დდდ
იმედია ხვალ დაიდება ახალი თავი

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მომწონს სიუჟეტი, ისიც რომ გამართული ნაწერია, მაგრამ...როგორ გითხრა, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, შეიძლება მაგის ბრალიცაა. ამ მეგანის კაი ტიპობა ძალიან ბავშვურად გამოგდის. იყოს თავდაჯერებული ქალი, რა საჭიროა ყველა სიტყვაზე გამოკიდება და აუცილებლად პასუხის გაცემა. არ ნიშნავს ეგ კაი ტიპობას. მართლა.
საკუთარ თავზე ძალიან არის შეყვარებული. მოსწონს საკუთარი თვისებები, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი სულაც არ არის. ჰგონია თუ ის არ მოსწონს რაც სხვას და ამას ხმამაღლა იტყვის, ეგ ვაჟკაცობაა. ძალიან ბევრ დროს უთმობ მეგანის არასაჭირო თვისებების, ემოციების გამოვლენას. მე ვფიქრობ ეგენი რომ შეამცირო, ისტორია უფრო მსუბუქი და სასიამოვნო გამოვა.

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

Chikochiko
ისტორია თავიდან ტიპიური, სხვების მსგავსი მეგონა, მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე. ყოველი ახალი თავი წინაზე უკეთესია და თან ინტერესი იზრდება და იზრდება. მიშკას გაქრობა და ვატოს გამოჩენა და თან ორივეს ამოუცნობი და დაფარული პიროვნება მეტად აინტრიგებს მკითხველს. ეს თავი ისე მეცოტავა და არ მეყო, რაღაცნაირად გაბრაზებული დავრჩი: დდდ
იმედია ხვალ დაიდება ახალი თავი

ვაუუ,
ძალიან კარგი თუ შენს მოლოდინს გადააჭარბა! smiling_imp
მთავარია ინტერესი. ვცდილობ კითხვის პროცესი უინტერესო არ გავხადო.
მიხარია თუ ჩემი მცდელობა ფუჭი არაა...
ჰო, ცოტა პატარა თავი იყო, მაგრამ გამოსასყიდად მეცხრე თავიც დავდე, მაგრამ როდის დაამატებენ არ ვიცი. confused
დიდი მადლობა ასეთი მაგარი შეფასებისთვის! heart_eyes heart_eyes

grafo
მომწონს სიუჟეტი, ისიც რომ გამართული ნაწერია, მაგრამ...როგორ გითხრა, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, შეიძლება მაგის ბრალიცაა. ამ მეგანის კაი ტიპობა ძალიან ბავშვურად გამოგდის. იყოს თავდაჯერებული ქალი, რა საჭიროა ყველა სიტყვაზე გამოკიდება და აუცილებლად პასუხის გაცემა. არ ნიშნავს ეგ კაი ტიპობას. მართლა.
საკუთარ თავზე ძალიან არის შეყვარებული. მოსწონს საკუთარი თვისებები, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი სულაც არ არის. ჰგონია თუ ის არ მოსწონს რაც სხვას და ამას ხმამაღლა იტყვის, ეგ ვაჟკაცობაა. ძალიან ბევრ დროს უთმობ მეგანის არასაჭირო თვისებების, ემოციების გამოვლენას. მე ვფიქრობ ეგენი რომ შეამცირო, ისტორია უფრო მსუბუქი და სასიამოვნო გამოვა.

სიმართლე გითხრა, არანაირად არ ვცდილობ რომ რომელიმე პერსონაჟი კარგი ტიპი გამოჩნდეს, მით უმერეს მეგანი. ბავშვობიდან მარტოსული იყო, ბევრი ტრავმა გადაიტანა, სულ ვიღაცაზე იყო დამოკიდებული და ამ ფაქტორების გამო, ზოგჯერ ძნელია იყო დამოუკიდებელი ქალი. მიუხედავად ჩემი ასაკისა, მეც მიჭირს ვიყო დამოუკიდებელი რაღაც საკითხებთან მიმართებაში, მით უმეტეს თუ საქმე ოჯახს ეხება. შესაძლოა მის გრძნობებს დიდ დროს ვუთმობ, მაგრამ ასე „მეწერება“, თუმცა იმას არ ნიშნავს რომ სულ მეგანის თვისებებზე დავწერ და დასასრულიც ეგეთი გამოვა :დ ყველანაირად ვცდილობ დანაკლისის გრძნობა არ გაუჩნდეს მკითხველს.
მოკლედ, მადლობა რომ წაიკითხე. ვეცდები შენი რჩევაც გავითვალისწინო! heart_eyes

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

ვკითხულობ ისტორიას, ვიცი მეგანმა რაც გადაიტანა :D :D.
მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ რომ ბევრ დროს უთმობ კაი ტიპობის აფიშირებას. თუნდაც ამ თავში, როცა ვატოს არ აჰყვა, აღნიშნული იყო მეგანი სხვა გოგოებს არ ჰგავს, ამიტომ არ მოსწონს თურმე ასეთები. შენ მოვლენები განავითარე, მეტი ექშენი და ხასიათს მკითხველი თვითონ დაასკვნის. რა საჭიროა იმის 100-ჯერ აღნიშვნა რომ მეგანისთვის სამი ერთს რომ ურტყამს, ის ერთია მისთვის გმირი.
იმედია სწორედ ჩაწვდი რასაც ვგულისხმობ. ეს უბრალოდ რჩევაა. მე ვფიქრობ, რომ ამდენი ახსნა-განმარტების გარეშე უფრო მაგარი გამოგივა ისტორია.

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

grafo
ვკითხულობ ისტორიას, ვიცი მეგანმა რაც გადაიტანა :D :D.
მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ რომ ბევრ დროს უთმობ კაი ტიპობის აფიშირებას. თუნდაც ამ თავში, როცა ვატოს არ აჰყვა, აღნიშნული იყო მეგანი სხვა გოგოებს არ ჰგავს, ამიტომ არ მოსწონს თურმე ასეთები. შენ მოვლენები განავითარე, მეტი ექშენი და ხასიათს მკითხველი თვითონ დაასკვნის. რა საჭიროა იმის 100-ჯერ აღნიშვნა რომ მეგანისთვის სამი ერთს რომ ურტყამს, ის ერთია მისთვის გმირი.
იმედია სწორედ ჩაწვდი რასაც ვგულისხმობ. ეს უბრალოდ რჩევაა. მე ვფიქრობ, რომ ამდენი ახსნა-განმარტების გარეშე უფრო მაგარი გამოგივა ისტორია.

ვახ... :დ მართლა არ ვიცი მეგანის კაი ტიპობა სად დაინახე. ზოგადად, მეგანის პერსონაჟი იმიტომ შევქმენი რომ განსხვავებული ყოფილიყო მთელი თავისი ცუდი თუ კარგი თვისებებით და არა - ჩვეულებრივი გოგო. იმიტომ ვუთმობ ამდენ დროს მისი თვისებების და ზოგადად მისი ცხოვრების აღწერას. მეგანისთვის მიშკა გმირი არ არის, თან რაც გააკეთა იმის მერე, უბრალოდ ვატოს საქციელი არაკაცობად მიაჩნია. მნაჰ... მოკლედ გასაგებია რისი თქმაც გინდა.
რჩევა რომ არის ვიცი, ვეცდები გავითვალისწინო და კიდევ ერთხელ მადლობა რომ კითხულობ.

 


№15  offline წევრი triniti

საერთოდ ვერ ვიხიბლები მეგის ტიპაჟით მე ...მაგრამ პერსონაჟი ყველა მოსაწონი არ უნდა იყოს.ისტორია იმდენად მომწონს ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ბოლომდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent