შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /9 (+16)


14-07-2018, 02:35
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 2 283

გუშინდელი პატარა თავის გამოსასყიდად...
საკმაოდ დიდია, მხიარულიც. ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა ერთად და იმედია მოგეწონებათ.
მაბედნიერებს თქვენი კომენტარები!
უკვე ზეპირად ვიცი :დდ
დიდი სიყვარულით,
მარგო ტოკიო <3



თავი 9

22 წლის განმავლობაში, პირველად ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. ანუ ძალიან დაბნეული და გაურკვევლობაში. ვინმეს ჩემი ისტორია რომ მოესმინა, იფიქრებდა ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება აქვსო, მაგრამ სულაც არ არის ასე. პირიქით. თითქმის ყველა საქმეში ვიყავი გარეული, მნიშვნელობა არ ჰქონდა მეხებოდა თუ არა მე. მთავარია რომ ეპიცენტრში ვიდექი! თუმცა, ერთი სასაცილო ფაქტიც უნდა აღვნიშნო;
საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ საქმეებზე. არც დაწყების მიზეზი. არც ის, თუ რა იყო საჭირო იმისთვის რომ დასრულებულიყო. არც ის ვიცოდი, როგორ გამოვსულიყავი ძალით შეტენილი საქმეებიდან. მაგრამ იმას კარგად ვიაზრებდი, ჩემი იქ ყოფნა კარგად რომ არ დასრულდებოდა. დღითი დღე საშიში ხდებოდა ეს ყველაფერი. საერთოდ არ მომწონდა მათი ჩხუბები, რომელიც შესაძლოა რომელიმე სიკვდილითაც კი დასრულებულიყო.
და შემდეგ რა იქნებოდნენ, მტრები თუ... უბრალოდ გარდაცვლილი და მკვლელი.
ამას ვატო სანიკიძე ისე გააკეთებდა, ხელიც არ აუკანკალდებოდა.
მიშკა მშვდობაძე რას იზამდა, ეგ მე კი არა, ღმერთმაც არ იცოდა. თუმცა მკვლელს არ გავდა. ვატოს მოკვლა რომ უნდოდეს, ამას იმ წამსვე გააკეთებდა. არ ჰგავდა ისეთ ადამიანს, რამე რომ უნდოდეს და ვინმეს დაელოდოს. პირიქით, ყველაფერს გააკეთებს რომ მიზანს მიაღწიოს. ასეთი იყო მიშკა მშვდობაძე.

უკვე 24 საათი, მაშინაც კი როცა მეძინა, მათზე ან უბრალოდ მიშკაზე ვფიქრობდი. დაავადებასავით იყო. ნამდვილი ვირუსი იყო მშვიდობაძე! როცა მეგონა რომ მოვიშორე, უფრო ღრმად შემოვიდა ჩემს გონებაში და იმდენი უპასუხო კითხვები დამიტოვა, მთელი ცხოვრება დამჭირდებდა რომ ჯერ ვკითხო და მერე პასუხი მოვისმინო.
ამ ფიქრებში გართული ჩანთას ვალაგებდი. გიორგი სამსახურში იყო და მეც მომენტით ვისარგებლე. იმდენი ტანსაცმელი მქონდა, ნამდვილად ვერ გადავზიდავდი სხვა სახლში. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები ჩავალაგე ჩანთაში და იქვე კუთხეში მივაგდე. ახლა სახლის ძებნა უნდა დამეწყო. პატარა, კომფორტული და შედარებით იაფიანი. შუაღამეზე ხუთ ადამიანთან მაინც დავრეკე. ხუთიდან ოთხმა უარით გამისტუმრა, მეორემ ხვალ გეტყვით პასუხსო. იმედია ეს მაინც დამირეკავს, თორემ შეიძლება გავგიჟდე!
მართალია გიორგის რეაქცია არ ვიცი როგორი იქნება, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს. დარწმუნებული ვიყავი რომ თეონა მალე დასახლდებოდა აქ, მე კი სუნთქვაც კი გამიჭირდებოდა. ეს ქერა თეონა, სულაც არ ჰგავდა ისეთ ქალს, თავისი ქმრის შვილის გამოხდომები, უხეში მიმართვები და ირონიული დიალოგები რომ მოეთმინა. ზუსტად ვიცოდი რაც მოყვებოდა ჩვენს ერთად ცხოვრებას. გიორგის დეპრესიების თავი ნამდვილად არ მქონდა, ამ პრობლემებით გატენილ ცხოვრებაში.

ხვალ ნინაკას წიგნის პრეზენტაცია! კიდევ კარგი უნივერსიტეტში ლექციები არ მქონდა, თორემ ვერაფერსაც ვერ მოვასწრებდი. ოთახებში ბოდიალს რომ მოვრჩი, სამზარეულოში გავედი, ყავა გავამზადე და ტელევიზორთან დავჯექი. არხიდან არხზე ვრთავდი, იქნებ რამე საინტერესო მეპოვნა, თუმცა საერთოდ არაფერი! ბოლოს ლეპტოპში ჩავრთე ფილმი, რომელსაც დეპრესიის ჟამს ვუყურებდი. 1962 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი „vivre sa vie” ანუ „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“. ფილმი ფრანგი ქალის, ნანას ცხოვრებაზეა, რომელიც თავის ცხოვრებას მიატოვებს და ამორალური ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ერთგვარი პროტესტი. 12 ეპიზოდად არის დაყოფილი ნანას ცხოვრება, ყველაზე მეტად კი, პარიზის ქუჩის ეპიზოდი მიყვარს. როცა ამ ფილმს ვუყურებ, ვგრძნობ რომ ჩემში რაღაც იცვლება. ყოველ სიტყვას დიდი მნიშვნელობა და აზრი აქვს. მიუხედავად ცუდი დასასრულისა და მიუხედავად იმისა რომ ბევრს ეცოდება ნანა, მე ყველაზე მეტად ის ცუდი დასასრული მომწონს. ცუდი დასასრულიც კი, ნანას ცხოვრებას უფრო განსაკუთრებულს ხდის. არ ვამართლებდი მის გადაწყვეტილებას, თუმცა ზოგჯერ ჯობია ყველაფერს გაექცე, ვიდრე ძალით გააგრძელო ცხოვრება და უბედური იყო.

- ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა... - თვალების დახუჭვამდე, შექსპირი გამახსენდა.

*
დილით ჩალაგებული ჩანთა ავიღე და სახლი დავტოვე. ნიაკოს დილის 10ზე დავადექი, რა თქმა უნდა, ეძინა.
- ხაშია? - მკითხა დაგუდული ხმით და კარი გამიღო. მეც ინდიფერენტული სახით შევედი და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. კიდევ კარგი ნიას მშობლები სოფელში წავიდნენ და ერთი კვირა არ იქნებოდნენ. მართალია ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა მათი აქ ყოფნა, პირიქით ზედ გადამყვებოდნენ, მაგრამ თავს მაინც უხერხულად ვიგრძნობდი.
- ფუ რა ხაში, კაი რა! - ჩავიდუდღუნე გაბრაზებული ბავშვივით. მეზიზღებოდა ხაში, სიტყვაც კი გულისრევის შეგრძნებას მიჩენდა.
- დაელაპარაკე გიორგის? - არეული ნაბიჯებით დაფრატუნებდა აქეთ-იქეთ, თმა კი არა ბუდე ჰქონდა. თან რაღაც უცნაურ ვარჯიშებს აკეთებდა, ან ვერ აკეთებდა, მაგრამ ცდილობდა.
- არა ჯერ, დავურეკავ მერე. - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი, თვითონ ჩემს ადგილას დაჯდა და თვალები რომ დახუჭა, ეგრევე გაითიშა. ნერვები მომეშალა და დივანის პატარა ბალიში ვესროლე სახეში.
- აუ, მეგი! - დაიყვირა ბოლო ხმაზე და სირბილით წამოვიდა ჩემკენ, - დამპალო გოგო! - ვერაფერი რომ ვერ დამიშავა, ლანძღვა დაიწყო.
- საჭმელი არაფერი არ გაქ? თავს იკლავ? - ვკითხე მაცივარში თავშეყოფილმა. ბოლოს ნუტელა აღმოვაჩინე, პურიც გამოვიღე და ყავის გამზადება დავიწყე.
ნიაკოს ვეჩხუბებოდი, მაგრამ ბოლოს საჭმელი ნორმალურად როდის ვჭამე ისიც არ მახსოვდა.
- დიეტაზე ვარ მე!
- შიმშილი და , კი მაგარი დიეტაა!
- ჩქარა მინდა რომ დავიკლო!
- შენც ათ კილოს არ იკლებდე რა! ეკა ხარ მეორე, - ნიაკოსთვის უფლება რომ მიგეცა, ეკა თუ არა, მასთან მიახლოვებული არსება მაინც იქნებოდა.
- ნუ ზუზუნებ დილიდან, ისედაც თავი მისკდება და ეგ ყავა შენთვის რომ გააკეთე, მე არ მინდა?! - მძინარე ფაზიდან, ნამდვილი ნიაკოს ფაზაში გადავიდა და დაიწყო დედამთილური გამოხდომები.
- ვა, ნია? - გავეწელე ირონიულად, - დაბრუნდი? არადა ცოტაც და ვიფიქრებდი, დავკარგეთ ეს ანგელოზივით გოგოთქო.
- შემომაკვდები! - ბოლოჯერ დამემუქრა და სააბაზანოსკენ წავიდა ფრატუნით.

*

საღამოს შვიდზე უკვე მზად ვიყავი და პრეზენტაციის ადგილას მივდიოდი. მართალია, ორჯერ გამოცვლა მეზარებოდა, მაგრამ იმან გადამარჩინა რომ ის ლიტერატურული კაფე და ნიაკოს სახლი ახლოს არის. ტაქსით ხუთ წუთში იქ ვიყავი. შევედი თუ არა, ეგრევე ნაცნობი სახეები დავინახე სამსახურიდან. ეკაც იქ იყო, თაზოსთან ერთად.
რომ შევედი დამინახა და ღიმილით წამოვიდა ჩემკენ.
- კიდევ კარგი მოხვედი, - მითხრა და მკლავში ხელი ჩამავლო, - წამოდი, თაზო უნდა გაგაცნო. - მისი ქმრისკენ რომ წამათრია და თაზოს ნაცვლად, ნამდვილი ღიპიანი თამაზა შემრჩა, ძალიან მეწყინა.
- თაზ, ეს მეგია, ჩემი თანაშემწე. ეს დამეხმარა დეპრესიიდან გამოსვლაში, ნინაკას წიგნის ამბავს ჩემ მაგივრად რომ მიხედა, - პირველად მაქებდა ასე. არა, ნამდვილად კეთილი ქალი იყო, შრომის დაფასებაც იცოდა, მაგრამ ასეთი სიკეთის განსახიერებაც არ მეგონა. თაზომ ღიმილით დამასაჩუქრა.
- სასიამოვნოა, - მითხრა ღიმილით და ხელი გამომიწოდა.
- ჩემთვისაც, - მეც მკრთალად გავუღიმე და მის ხელს ჩემი შევაგებე.
- ეკა სულ თქვენზე ყვება, მგონი შვილივით უყვარხართ, - ეს რომ მითხრა, ვერ აგიღწერთ როგორი სახე მქონდა. ცოტაც და ავხარხარდებოდი. ეკა მაქებდა მე? თანაც სხვა საზოგადოებაში? ეს რაღაც ახალია...
- მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკას, - ვუპასუხე მორიდებული ღიმილით და ეკას გაკვირვებულმა გადავხედე. მანაც თავი დამიქნია, თანხმობის ნიშნად. ცოტა შოკში ვიყავი.
- თაზ, პრემიერი და მისი ცოლიც მოდიანო ნინაკამ, - მიუბრუნდა ქმარს.
- ჩემი შვილიც გაფრთხილებული მყავს, რომ არ მოვიდეს მოვკლავ. - უთხრა დაბალი ხმით ცოლს. ეკას და თამაზს საერთო შვილები არ ჰყავდათ. როგორც ეკასგან ვიცოდი, თამაზს ჰყავდა ერთი თუ ორი შვილი.
- თაზოს ბიჭი და ნინაკა ერთად გაიზარდნენ, - მომიბრუნდა მე, ვითომ ძალიან მაინტერესებდა მაგათი ურთიერთობები. ეგ კი არა, როდის გავიქცეოდი აქედან ერთი სული მქონდა.
ბოლოს მოვიმიზეზე, დაგტოვებთ, წიგნებს გადავხედავ სანამ პრეზენტაცია დაიწყება-თქო და გავეცალე.
აქეთ-იქეთ დავბოდიალებდი. ნინაკა ამაღლებულ ადგილას იდგა, თავისი წიგნი ეჭირა ხელში და ალბათ ისეთ მომენტს ეძებდა, ხალხში რომ უნდა წაეკითხა.
ჟურნალისტები რა თქმა უნდა მოვიდნენ. პრემიერი არა, მაგრამ მისი ცოლი და შვილი მოვიდა. ინტერვიუც აიღეს მათგან. ღმერთო, რა დონის საშინელება ტრიალებს ამ პატარა ოთახში.
კუთხეში ვიდექი, ბევრი ხალხი ირეოდა და ჩემს წასვლას ვერც შეამჩნევდნენ. ეკას რამდენიმე ჭიქა შამპანური ჰქონდა დალეული, ამიტომ მარტივად მოვატყუებდი, გეძებდით და ვერ გიპოვეთ-თქო. უკვე გასვლას ვაპირებდი, ეკასთან და თამაზთან ზურგით მდგარი ნაცნობი სხეული რომ დავინახე. ადგილზე გავშეშდი და თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე.
ის იყო!
აქ რა უნდოდა?
- ნუთუ... ნუთუ თამაზის შვილია? - აღმომხდა ძალიან დაბალი ხმით.
ვატო სანიკიძე!
აი, თურმე რატომ იყო გამომცემლობაში. როგორ გაიგო სად ვმუშაობდი. საიდან იცოდა ჩემზე ამდენი რამ!
რა თქმა უნდა, ეკა და რა თქმა უნდა, სამსახურში არსებული პირადი ინფორმაცია.
რატომ ვუყვარდი „შვილივით“ ეკას, ამას უკვე თქვენს მიხვდებოდით.
ნერვებ მოშლილმა, საშინელი განწყობით დავტოვე შენობა და სწრაფი ნაბიჯებით წავედი ტაქსის გასაჩერებლად. ჩემს ბედად, მალევე გამოჩნდა. ნიაკოს სახლში დავბრუნდი სრულიად გათიშული.
ანუ იმ მილიონერი თამაზის შვილია ვატო სანიკიძე?!
რა საერთო აქვთ მიშკასთან... რა ჯანდაბა ხდება?
მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებდა გონებაში, მაგრამ მიახლოვებულ პასუხსაც ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლება ყოფილიყო.
ტაქსისტს ფული მივეცი და სწრაფი ნაბიჯებით ავედი სახლში.
ფიქრს აღარც ჰქონდა აზრი. თუ არ ამიხსნიდა რომელიმე, ჩემით მაინც ვერ გავიგებდი. ამიტომ გონება მოვადუნე და მთლიანად კაბის ძებნაზე გადავერთე. თითქმის გადაწყვეტილი მქონდა რომელი უნდა ჩამეცვა, გიორგის ზარი რომ დავინახე ტელეფონზე.
- გისმენ.
- სახლში არ მოდიხარ, მეგი? - მკითხა დაბალი ხმით.
- ნიაკოსთან ვრჩები. ჩემზე ნუ იდარდებ, - მიჭირდა მასთან საუბარი. ცოტაც და ავტირდებოდი.
- შენზე თუ არა, სხვა ვისზე უნდა ვიდარდო?! ნუ იქცევი პატარა ბავშვივით, დაბრუნდი სახლში. - გამტყდარი ხმა ჰქონდა გიორგის.
- სრულწლოვანი ვარ, ჩემს სურვილს პატივი ეცი ძალიან გთხოვ. - პატარა ბავშვის ხმა მქონდა და არა სრულწლოვანი, ჩამოყალიბებული ქალის.
- ხვალ არ ვმუშაობ, მოდი და ვილაპარაკოთ.
- ვიცი რომ არ მუშაობ, - თითქოს შეურაცხყოფა მომაყენაო, ისეთი ხმით შევიცხადე - არ ვიცი ზუსტად, თუ დამრჩა დრო, მოვალ.
- კარგი...
- ... ჩემს გამო თავს ნუ შეიკავებ... ბედნიერი იყავი. - პაუზის შემდეგ ვუთხარი. გამიჭირდა ამის თქმა, მაგრამ რომ არ მეთქვა, არც ეგ შემეძლო. სახეზე სისველე ვიგრძენი. ტირილის დრო არ იყო. ტელეფონი გავთიშე და ორივე ხელისგულით მოვიწმინდე ცრემლები.
- დამშვიდდი, მეგი. მორჩა! - ვამხნევებდი საკუთარ თავს, თან არჩეულ კაბას ვიცვამდი.
წითელი გამჭირვალე კაბა იყო. მხოლოდ ზურგის და მუცლის მხარე ჩანდა გამოკვეთილად, დანარჩენი ადგილები ცოტათი სქელი ნაჭრით იყო დაფარული, მაგრამ მაინც გამჭირვალეს თუ დაარქმევდი. გრძელი მკლავები ჰქონდა, კაბის სიგრძე მუხლს ცოტა აშორებული იყო.
ასეთი ჩაცმული, ფიბი ბუფეს ვაგვდი „მეგობრებიდან“. და დიახ, მეც და ფიბისაც, ძალიან გვიხდებოდა ასეთი სტილის კაბები.

*

როგორც იქნა მოაღწია კაკიმ, ჩვენც ქვემოთ ჩავედით და ამჯერად მე და კაკი, ნიაკოს საყვედურებს ვისმენდით, ამდენ ხანს რომ ალოდინა.
- შემომაკვდება! - გადმომხედა კაკიმ.
მე გამეცინა. ლექსიკაც, მუქარაც, ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ.
არცერთი არ აღიარებდა, მაგრამ ზუსტად ერთნაირები იყვნენ!
- ნიაკო, ნუ ჭედავ თორე არ გაღირსებ! - თვალი ჩაუკრა კაკიმ და ხელი მის გვერდით მჯდარი ნიაკოს ფეხისკენ გააცურა. მე ფანჯარაში ვიყურებოდი, სულ სხვა ფიქრებში ვიყავი.
- რას არ მაღირსებ ერთი? - გაკაპასდა ისიც.
მორჩა, დაიწყო!
- სიამოვნებას, ჩემს თავს, შვილებს, ქორწილს, პირველ ღამეს, - ჩამოუთვალა კაკიმ და ფეხზე ხელი მოუჭირა, ისე რომ ნიაკო ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.
- მეგი, სად დაფრინავ? - გადმომხედა ნიამ. მე მათ რომ გავხედე, გამეცინა.
- რა დღეში ხართ, ხალხო? აუ, ახლა ისეთი დაღლილი ვარ, აქვე რომ ბავშვი გააკეთოთ, მაინც ვერ გავიგებ. - ავხარხარდი და ხასიათიც წამში შემეცვალა.
- აუ ისე კაი იდეაა, არა ნიკუ? - გადახედა შეყვარებულს კაკიმ.
- მუქარას რომ მოეშვა და სიტყვა ერთხელ მაინც აასრულო, არ გინდა, სიყვარულო? - ჰკითხა კაკის გარეგნობით მონუსხულმა, დაბალი ხმით. მე ვხარხარებდი ჩუმად, ესენი ისეთ დღეში იყვნენ, ეჭვი მაქვს რომ არა ფხიზელი გონება, ახლავე ბავშვს ჩამიგორებდნენ კალთაში.
- ჰო, არა? ნახე, როგორ გათამამდა ჩემი პატარა გოგო? - გადომხედა კაკიმ.
- აქამდეც უნდა გათამამებულიყო შენს ხელში, კაკი. ცუდად მუშაობ!
- მართალი ხარ მეგი, ცუდი მასწავლებელი მყავს. - ჩაიქნია ხელი ნიამ.
- აუ, ახლა ორივეს გადაგაგდებთ მანქანიდან, - ბღვერით გადმოგვხედა კაკიმ და წარბები შეკრა.
- ვაიჰ, გამიბრაზდა ჩემი ბიჭი.
- ნია!
- კაი ნუ გასვანდი! ხო იცი, ახალგზარდა ბრედ პიტშიც არ გაგცვლი შენ, ჩემო უსიმპატიურესობავ! - გადავიდა აფერისტობაზე ნია.
- ხოდა, ძაან მაგარ რუს ნაშას რომ ავაგდებ, შენ შორიდან მიყურე. - გადახედა კმაყოფილმა და თვალი ჩაუკრა.
- ფუ, რა გემოვნება გაქ, კაკი! - სახე დაემანჭა ნიას, - შენ წესიერად ილაპარაკე თორე სამი დღის წინ ალესეს სახლში დანები. მიზანი რო ძაან მაგარი მაქ, ხო იცი.
- ვაიმე, გაჩუმდით და გადადით! - მათი კამათით დაღლილმა, წამოვიყვირე და კარი გავაღე. ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილას და მათი ჩხუბის მოსმენა, აღარ მინდოდა. არც კი იფიქროთ რომ რომელიმეს დათმობა შეუძლია. მაგათი ოჯახის გვეშინოდა, რამე სერიოზული ჩხუბი და რომელიმე მკვდარი დაგვხვდებოდა.

კლუბში შესულებს, დათუნა, ლიზი და რეზი უკვე მაგიდასთან გველოდებოდნენ. ეგრევე რეზისკენ წავედი და ჯერ კარგად მოვცხე ზურგზე, მერე ჩავეხუტე მონატრებულ სხეულს.
- როგორ მომენატრე, შე არადამიანო, საზიზღარო არსებავ! - ვუთხარი და ტკიპასავით ავეკარი.
- ჩემი წითელაა, - დაიყვირა რეზიმ, - მეც მომენატრე, ასევე არადამიანო და საზიზღარო არსებავ! რომ დამირეკო ხოლმე, არ შეგიძლია? - კიდე აქეთ მსაყვედურობდა.
- შენ რომ დაგერეკა, ან გამოსულიყავი ჩვენთან, არა? - თვალები დავუქაჩე ეგრევე.
- აუ, ეგ გცემს ახლა თუ არ დაუთმობ ბიჭო, - უთხრა დათუნამ და რეზიმაც დანანების ნიშნად ხელები აწია.
- მაპატიეთ თქვენო უწითლესობავ! - რევერანსით დამაჯილდოვა და ჩემს გვერდით დაჯდა.
- ხოდა, ეგრე! - ვუპასუხე გამარჯვებული ხმით.
- ბიჭო დავითა, დემეტრე და თორნიკე მოდიან, საქმე აქვთ. - გადახედა კაკიმ დათუნას.
- ჰოო? მშვიდობაა? - თან სვამდა.
- ბიჭო რავი, მოვა და გვეტყვის.
- ლიზუ, რა ქენი გამოცდაზე? - ვკითხე ლიზას და მის გვერდით გადავჯექი. ლაპარაკში გართულებს, ორი ჩემთვის ნაცნობი სხეული რომ მოგვიახლოვდა, ადგილზე გავქვავდი. გამომეტყველებაც კი გამიშეშდა.
მიშკას მეგობრები,
ხელში დაჭრილი დემეტრე და თორნიკე, რომელმაც სახლში შემიყვანა.
ორივეს მზერა ჩემთან რომ გაჩერდა, დაბნეულმა თვალი ავარიდე და აქეთ-იქეთ ცეცება დავიწყე. ოღონდ მიშკა არ მოვიდეს! გულში ვლოცულობდი.
იმედია ესენი არ იტყვიან რომ მათ ვიცნობ, თორე ყველაფერი დამთავრდება.

- ბიჭო, მაგრად გამისწორდა რომ გნახეთ, - წამოფრინდა ფეხზე დათუნა და ორივეს გადაეხვია, მერე კაკიც.
საიდან იცნობენ ერთმანეთს?
ნეტა მიშკასაც იცნობენ?
- გაიცანით, დემეტრე და თორნიკე, - შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა კაკი,- ესენი ნიაკო, ლიზი და მეგი.
- სასიამოვნოა, - უთხრეს გოგოებმა ბიჭების გარეგნობით მონუსხულებმა. მე ხმას ვერ ვიღებდი.
- ჰო? - გადახედა თორნიკემ, - მე მეგის ვიცნობ, - ეს თქვა თუ არა, ვიგრძენი როგორ გამიჩერდა პულსი. გული აღარ ფეთქავდა. იმ წამს სისხლიც კი გამეყინა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. რატომ უთხრა? ახლა რა ვქნა?
- მართლა მეგი? - მკითხა დათუნამ, - საიდან იცნობთ?
- ა, ისა... მისი კურსელი მევასება და იქედან ვიცი. - გაეცინა თორნიკეს.
შვებით ამოვისუნთქე!
ისეთი სახით გავხედე მოცინარს, ლამის იქვე მოვკალი.
- რრო.... რომელი კურსელი? - ჩემი შეცვლილი ხმა რომ გავიგე, ჩავახველე და მერე ვკითხე.
- ნწ, მაგაზე მერე უნდა დაგელაპარაკო, შენი დახმარება მჭირდება,- გაეცინა თორნიკეს და ბიჭებს მიუბრუნდა.
- ბიჭო, წამო გავიდეთ ცოტახანი, უნდა გებაზროთ რაღაცაზე, - დემეტრემ ამოიღო ხმა. როგორც ყოველთვის ინარჩუნებდა მის სერიოზულ და საქმიან იმიჯს. ბიჭებიც მორჩილად გაყვნენ. ჩვენთან რეზი დარჩა.
- გოგო მართლა იცნობ? - გადმომხედა ნიაკომ.
- მეცნობა უბრალოდ, ალბათ ხშირად ვხედავდი. - მხრები ავიჩეჩე უდანაშაულოდ.
რეზიმ ცეკვა შემომთავაზა, მეც კითხვების თავიდნ ასაცილებლად ეგრევე უკან გავყევი და შედარებით მშვიდ სიმღერაზე ცეკვა დავიწყეთ.
- ქალი ბომბა და წითელა ხარ შენ! - მითხრა რეზიმ და ჩამეხუტა, - ზოგჯერ ისე მენატრები ხოლმე, საზიზღარო ადამიანო! - აღიარა ბოლოს. როგორ მიყვარდა რეზი... ძმასავით იყო ჩემთვის. განსხვავებულად და თბილად მექცეოდა ყოველთვის.
- სულ ვოცნებობდი და რომ მყოლოდა, შენ იმენა და ხარ! - მითხრა და თავის ნათქვამზე გაეცინა.
- ვაიმე, როგორ მიყვარხარ! - ვუთხარი სიცილით და თავი მხარზე ჩამოვადე.
- მეც ძალიან, წითელ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალიან რომ დავიღალეთ და ბიჭებიც რომ დაბრუნდნენ, რეზიმ შემომთავაზე დავჯდეთო, მაგრამ არ მინდოდა იქ მისვლა, ამიტომ უარი ვუთხრი.


მეღიმებოდა როცა შორიდან ვუყურებდი ჩემს მეგობრებს. ნიაკომ როგორც ყოველთვის ზედმეტი დალია და კაკიზე იყო აწებებული, რამე ზედმეტი რომ არ ეთქვა. ლიზი რატის ხუმრობებზე ხარხარებდა, ბიჭებთან ერთად. იმ წამს გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს ბედნიერებით აღვივსე. მაბედნიერებდნენ ეს ადამიანები. რომ არა ისინი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება?! წარმოდგენაც არ მინდა!
ის იყო, მათთან მისვლა დავაპირე, ვიღაცის უხეში ხელი რომ ვიგრძენი მკლავზე. კივილის დაწყებასაც კი ვაპირებდი რომ არა ნაცნობი სურნელი, რომელმაც თავბრუ დამახვია და დამამუნჯა. გაოგნებულს ერთი სიტყვის თქმაც არ შემეძლო. მზერა მთლიანად დამებინდა, ისიც არ ვიცოდი, სად მიმათრევდა. თუმცა მალევე გაჩერდა. ჩაბნელებულ აივანზე ვიყავით, სადაც კლუბის წითელი სინათლე აქა-იქ ეცემოდა. სიბნელეში და წითელ სხივებში, მხოლოდ მიშკა მშვიდობაძის ცისფერი თვალები ანათებდა ბრაზისგან. ნერწყვი ყელში გამეჩხირა, როცა კედელზე მიყრდნობილს, მისი სიახლოვე ვიგრძენი.
ხელები და ფეხები ამიკანკალდა, რომ არა მისი ძლიერი ხელი ჩემს წელზე, იქვე ჩავიკეცებოდი.

- რა გითხრა იმ ს*რმა? - ისეთი ტონი გქონდა მშვიდობაძეს, სხეულში გამცრა. კედელს უფრო ავეკარი, თითქოს კედლის იქეთ გასვლასაც შევძლებდი. სუნთქვა გამიხშირდა. - ან ეს ბიჭი ვინ არის, ხელებს რომ გიფათურებდა?
- გაგიჟდი? რატიზე ეგრე ნუ ლაპარაკობ! - მისი სიახლოვით დაბნეულმა ძლივს ამოვილუღლუღე და ხელის გულები ცივ კედელს მივაკარი.
- რას წარმოადგენს? - მკითხა ძარღვებდაჭიმულმა. ერთი ხელი კედელზე ედო, მეორე ჩემს წელზე და ერთიანად მეკვროდა სხეულზე.
წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შემეძლო, როცა ჩემთან ასე ახლოს იდგა. კაფეში შეხვედრის შემდეგ, თვალიც კი არ მომიკრავს მისთვის. თითქოს მომენატრა კიდეც, მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა.
მართალია, თორნიკე და დემეტრე აქ იყვნენ, თანაც სასწაულებრივად კაკისაც იცნობდნენ, მაგრამ მაინც მქონდა იმედი რომ მიშკას არ გადავეყრებოდი. სულ ტყუილად!

- მიშკას ვეძებ ტო, მოიცა.. -ბურუსიდნ ნაცნობმა ხმამ გამომიყვანა. თორნიკე ხმა ეგრევე ვიცანი და ადგილზე შევხტი.
მიშკა არც გარხეულა.
- აქ რა ხდება, ე?! - აივანზე რომ დაგვინახა, გაკვირვებული დაგვადგა თავზე და მიშკას სახეს რომ შეხედე, მერე ჩემს დამფრთხალს, ეგრევე მიხვდა დიდი დაძაბულობა რომ ტრიალებდა ჩვენს შორის.
- ე, ბიჭო, ნორმალური ხარ? - მიუბრუნდა მიშკას და მხარზე ხელი დაადო, იმის ნიშნად რომ ჩემთვის სუნთქვის საშუალება მაინც მოეცა. მშვიდობაძეც თითქოს გამოერკვაო, წამში მომაშორა ხელი, მაგრამ უკან მაინც არ იხევდა. - რას შვებით აქ? - ამჯერად მე მომიბრუნდა.
- მე რა ვიცი, - შევუბღვირე მხრების ჩეჩვით და მიშკას მტრული მზერა ვესროლე.
- გაკლიათ ბიჭოო, რა დროს ჩხუბია. - გვიყურებდა კოპებშეკრული, ხელები გულზე დაეწყო და ხან მე გადმომხედავდა, ხან უცნაურად ჩუმ მიშკას. - უი, შენებმა არაფერი იციან ხო? - მკითხა წარბებათამაშებულმა, მისი ეშმაკური ხმა არ მომწონდა! თან თავით ჩემი მეგობრების მაგიდისკენ მანიშნა.
- როგორც მიხვდი, - თვალები მომაბეზრებლად ავატრიალე.
- ძაან კაი, - გაეცინა ისევ ეშმაკურად.
- ე, რატო? - დავიწრიპინე ნერვებმოშლილმა და ეშმაკურად მოცინარს მხარი გავკარი.
- თორნიკე, გეყოს ჭორაობა და შემოდი, - საუკუნის შემდეგ, ძლივს ამოიღო ხმა მშვიდობაძემ. თუმცა სულ არ ეტყობოდა მხიარულება. პირიქით, ჯობდა შეწინააღმდეგებისგან თავი შეეკავებინა ადამიანს, თუ სიცოცხლე უნდოდა. ნუ, ასე ჟღერდა. დაბღვერილი წავიდა შესასვლისკენ და უცებ ადგილზე შედგა, ჩემკენ მობრუნდა. - მე და შენ არ დაგვისრულებია, - გადმომხედა იგივე ტონით და შიგნით შევიდა. მე და თორნიკემ ერთმანეთს გადავხედეთ, ისეთი მზერა გვქონდა, ორივე რომ ერთმანეთს ვეკითხებოდით “ამას ხო არ აკლია“, მაგრამ პასუხი რომ ვერ მივიღეთ ერთმანეთისგან, შიგნით შევედით.

ბიჭებმა მიშკა მშვიდობაძე გაგვაცნეს. მეტი არაფერი უთქვამთ, უბრალოდ სახელი და გვარი. თორნიკე ნინაზე მელაპარაკებოდა, ბოლოს ისიც მთხოვა, ნინა გამოიტყუე და ერთად წავიდეთ სადმეო.
- მეგი, არ წამომყვები? - მკითხა თორნიკემ და წარბები აათამაშა. ამ დროს უნდა იცოდეთ რომ თქვენს ცხოვრებას საფრთხე ემუქრება! ყველამ ჩვენ გადმოგხედა კითხვისნიშნიანი თვალებით.
- ხვალ ვმუშაობ, - ვუპასუხე კმაყოფილი ხმით, იმ იმედით რომ ამ პასუხით თავს დამანებებდა და ჩემი კურსელი ნინას დევნას ჩემს გარეშე გააგრძელებდა.
ძალიან მაგარი გოგო იყო ნინა. არც სილამაზე აკლდა და არც განათლება. ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს მაგრამ ლექციების უმეტესობაზე ერთად ვმოძრაობდით.
- კაი ტო, ბაზარი არაა. - ჩაილაპარაკა ღიმილით, მეც შვებით ამოვისუნთქე. - ხოდა, რა უნდა მოგიყვეთ ხალხო... ეს ორი მამრი იყო დაჭრილი რა, - თავით მიშკაზე და დემეტრეზე ანიშნა, - ამ დროს მოვიდა ერთი გოგო...- ნაცნობი ისტორიის მოსმენა რომ დაიწყო, სასმელი ყელში გამეჩხირა და ხველა ავარდნილს ლამის თვალებიც გადმომცვივდა. ლიზიმ ეგრევე წყალი მომაზოდა და ზურგზე ისეთი დამარტყა, სიკვდილსაც კი ჩავხედე თვალებში.
- ისა... ხვალ ხუთშაბათი არაა? - წამოვიძახე უცებ, - არ ვმუშაობ, ახლა გამახსენდა. მცალია კი.
- ვა, მერე? - დაინტერესდა ნიაკო და ჭორიკანა მზერა სტყორცნა დათუნასთან და კაკისთან ერთად.
- რადა... მაგარი ლამაზი იყო და რაღაც წიგნი მაჩუქა „როგორ დავქორწინდეთ მილიონერზე“, თურმე იაჰოვას მიმდევარი ყოფილა, - ახარხარდა თორნიკე.
- აუ, ეგეთი წიგნი მეგისაც აჩუქეს პატარობაში, ეს მაგარი გახარებული იყო ვიღაც ქალმა წიგნი მაჩუქაო, - ახარხარდა ნიაკო.
- ნუ რა არის? - ვკითხე წარბაწეულმა და მგონი ამ ხნის მანძილზე, მიშკას პირველად ჩაეღიმა. სულ ცოტა! მხოლოდ მე რომ დავინახე, ისე.
იქ მსხდომი საზოგადოების თვალით, მიშკა მზერას ჩემკენ ვერც დააფიქსირებდით, ოდნავ ყურადღებასაც არ იჩენდა ჩემს მიმართ. მაგრამ მე კარგად ვგრძნობდი მის მწველ მზერას. ყველგან ის იყო!





№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ღმერთო, რამდენი ვიცინე :დდ
მთელი გულით ვცდილობდი არ ავხარხარებულიყავი :დდ
მიუხედავად ამდენი სიცილისა,
მაინც
მეგი,
ნუთუ არ გრცხვენია?
კი, ძალიან ცუდად გამომდის,
ლოგიკურიცაა
ამდენ სატკივარში ეგ სულ თავიდან ამოუვარდებოდაო, მაგრამ მაინც ხომ მისი მეგობრები არიან?
ნუთუ ყველაფრის თუ არა, რაღაცის აზრზე მაინც ხომ უნდა იყვნენ?
თან თვითონაც ამბობს, მგონი შარში ვარო და მაინც ასპრეზს ამარტო განაგრძობს.
და სხვთაშორის, მიშკაზეც მაქვს სათქმელი grin
ერთი კვირის წინ გოგოს ეუბნები, ყველაფერი დამთავრებულიაო და მერე უვარდებიდა ეუბნები ის ბიჭი ვინ არისო...
სერიოზულად? :დდდდ

თორნიკემაც მაცინა დაა მაგლიჯა ნერვები :დდ

არ ვიცი რა გითხრა...
გელოდებიიი

უი, ჰო მიყვარხარ bowtie

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ქეთი
ღმერთო, რამდენი ვიცინე :დდ
მთელი გულით ვცდილობდი არ ავხარხარებულიყავი :დდ
მიუხედავად ამდენი სიცილისა,
მაინც
მეგი,
ნუთუ არ გრცხვენია?
კი, ძალიან ცუდად გამომდის,
ლოგიკურიცაა
ამდენ სატკივარში ეგ სულ თავიდან ამოუვარდებოდაო, მაგრამ მაინც ხომ მისი მეგობრები არიან?
ნუთუ ყველაფრის თუ არა, რაღაცის აზრზე მაინც ხომ უნდა იყვნენ?
თან თვითონაც ამბობს, მგონი შარში ვარო და მაინც ასპრეზს ამარტო განაგრძობს.
და სხვთაშორის, მიშკაზეც მაქვს სათქმელი grin
ერთი კვირის წინ გოგოს ეუბნები, ყველაფერი დამთავრებულიაო და მერე უვარდებიდა ეუბნები ის ბიჭი ვინ არისო...
სერიოზულად? :დდდდ

თორნიკემაც მაცინა დაა მაგლიჯა ნერვები :დდ

არ ვიცი რა გითხრა...
გელოდებიიი

უი, ჰო მიყვარხარ bowtie

მეგი არ იქცევა სწორად, მით უმეტეს მეგობრებთან. წესით უნდა გამოასწოროს, ნუ ეცადოს მაინც :დდ
ოო, აი მიშკასთან სულ სხვა ამბებია და მეათე თავში უფრო ვრცლად იქნება მაგ თემაზე...
თორნიკე მეგისაც გაუმწარებს სიცოცხლეს ისეთია :დდდ
პ.ს მეც მიყვარხარ, წითურო!❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Ai mesmis msuye tavii, yochaggg, moutmenlad gelodebii

 


№4  offline წევრი møøn šhinė

რაა ვთქვა არ ვიცი, სრულიად დამაკმაყოფილებელი თავია.
მგონი, მეგიზე მეტად მე მომენატრა მიშკა :dd
მეგი არ იქცევა სწორად, ჩემი აზრით უნდა ეთქვა მეგობრებისთვის მშვიდობაძეზე. თორნიკე ძაანკაი ტიპია, სახელს არ არცხვენს (ვგიჟდები ამსახელზე) მოკლედ მაოცებ, დღითი-დღე, მოუთმენლად ველოდები 10 თავს...
მიყვარხარ და წარმატებები ❤ წერის სტილი მაოცებს

 


№5 სტუმარი სტუმარი Salomee

ყველაფერი ძალიან კარგია,მაინტერესებს ავტორიც წითური ხოარაა?ისეთი გულით დაწერილია რომ კითხვის დროს თავი მეგანი მეგონა,ამიტომ დიდ წარმატებებს ვუსურვებ ავტორს და იმედია კიდევ მრავალ ასეთ საინტერესო და კარგ წიგნს დაწერს,მაგრამ ვფიქრობ ფილმიც რო გადაიღონ კარგი იქნება.................

 


№6  offline წევრი Margo Tokyo

Qeti qimucadze
Ai mesmis msuye tavii, yochaggg, moutmenlad gelodebii

მადლობა <3

møøn šhinė
რაა ვთქვა არ ვიცი, სრულიად დამაკმაყოფილებელი თავია.
მგონი, მეგიზე მეტად მე მომენატრა მიშკა :dd
მეგი არ იქცევა სწორად, ჩემი აზრით უნდა ეთქვა მეგობრებისთვის მშვიდობაძეზე. თორნიკე ძაანკაი ტიპია, სახელს არ არცხვენს (ვგიჟდები ამსახელზე) მოკლედ მაოცებ, დღითი-დღე, მოუთმენლად ველოდები 10 თავს...
მიყვარხარ და წარმატებები ❤ წერის სტილი მაოცებს

მალე აღარ მოგენატრებათ :დ არც შენ და არც მეგის smiling_imp
მეგი არ იქცევა სწორად და დიდი იმედი მაქვს გამოასწორებს.
ეგ სახელი მეც ძააალიან მომწონს ^^
მალე იქნება მეათე <3

სტუმარი Salomee
ყველაფერი ძალიან კარგია,მაინტერესებს ავტორიც წითური ხოარაა?ისეთი გულით დაწერილია რომ კითხვის დროს თავი მეგანი მეგონა,ამიტომ დიდ წარმატებებს ვუსურვებ ავტორს და იმედია კიდევ მრავალ ასეთ საინტერესო და კარგ წიგნს დაწერს,მაგრამ ვფიქრობ ფილმიც რო გადაიღონ კარგი იქნება.................

სამწუხაროდ, არ ვარ წითური :( :დ
ვცდილობ ყველაფერი რეალურად და კარგად აღვწერო, მიხარია თუ მოგწონს ^^
ვაუ, წიგნის და ფილმის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს... მაგრამ მაინც დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! heart_eyes heart_eyes

mirandaa31
თორნიკეზე შეყვარებული ვარ :დდ ვაიმე რა კარგი იყო ხომ არიცი ❤️ იეჰოვას წიგნი მეც მაჩუქეს ბავშვობაში და მეც მიხაროდა :დდ ერთი რაც არ მონწონს რომ სიმართლეს არ უმხელს მეგობრებს. ნიაკოს რისხვას ვერ გადაურჩება მგონი :დ მოკლედ კარგი ხარ ავტორო ❤️❤️

თორნიკე ნამდვილად კაი ტიპია :დ
ჰო, მეც სულ მჩუქნიდნენ და მიხაროდა, მერე სახლში მეჩხუბებოდნენ laughing laughing
მარტო ნიაკოს რისხვა ეყოფა მეგის და მიშკას :დდდ
შენც კარგი ხარ, უსაყვარლესო მკითხველო! heart_eyes

 


№7  offline წევრი triniti

მე დიდად არ მოვიხიბლე მეგით.რატომ უმალავს მეგობრებს ყველაფერს ასე როგორ შეიძლება?სულ ერთად არიან და ცოტა ტეხავს...ამ მიშკას გაგლეჯვა რომ მინდება ვთქვი უკვე ხომ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent