შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! {სრულად} +18


17-07-2018, 02:30
ავტორი სალანდერი
ნანახია 9 649

ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა: ევას გამოჩენამდე და ევას გამოჩენის შემდეგ.
დასაწყისისთვის გიამბობთ, როგორ ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრების პირველ ეტაპზე.
. . .
მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ ოცი წლის გახლდით, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ ვითვლებოდი.
მამაჩემი რესტორნების ქსელს ფლობდა და ვინაიდან ჩემმა უფროსმა ძმებმა საქართველოში ცხოვრებაზე უარი თქვეს, მამა ბავშვობიდან მამზადებდა იმისთვის, რომ მისი საქმე ღირსეულად გადამებარებინა.
მეც უპრობლემაოდ ვასრულებდი მამას მამაჩემის მიერ დავალებულ სხვადასხვა საქმეს, ამავდროულად არც უნივერსიტეტს ვაკლებდი ყურადღებას და მშვენივრად ვსწავლობდი.
მოკლედ მშობლები ჩემში ნამდვილ მხსნელს ხედავდნენ და მეც მშვიდად მივყვებოდი ცხოვრების დინებას.
მაგრამ ხომ გაგიგიათ, მშვიდ ამინდს ყოველთვის მოჰყვება ქარიშხალიო და სწორედ ასე ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, ქალაქში ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი ევა ერისთავი.
საღამოს, სახლიდან სავარჯიშოდ გამოსულს, მანქანით შემეჯახა და გადმოსვლაც კი არ იკადრა, ისე დასცხო საჭეს ხელები.
- ჯანდაბა, შენი დედაც. - ხმამაღლა ილანძღებოდა.
საბედნიეროდ შეჯახება არც ისე მძიმე აღმოჩნდა, მხოლოდ ფეხი მტკიოდა საშინლად.
სწრაფად გავაცნობიერე რომ პოტენციური მკვლელი ჩემს დახმარებას არ აპირებდა, ამიტომ სიმწრით წამოვდექი, კოჭლობით მივუახლოვდი და საქარე მინაზე მივუკაკუნე.
სწრაფად ჩამოსწია მინა და თავისი ჯადოსნური, მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები შემომანათა.
შეუძლებელია, ის იყო, ქალი რომელზეც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება არა მხოლოდ მე, არამედ მთელი სამეგობრო ვაბოდებდით.
ქალი რომელსაც შორიდან ვეტრფოდი წლები იყო და მაინც ვერასდროს ვერსად შევხვდი პირისპირ აქამდე.
არა და უამრავ წვეულებაზე მხოლოდ იმის გამო წავსულვარ, რომ იქ მის მოსვლას ველოდი, თუმცა როგორც მოგახსენეთ ამაოდ.
მხოლოდ რამდენჯერმე მოვახერხე შორიდან დანახვა, როცა მის კონცერტს ვესწრებოდი, თუმცა ევასთან მიახლოების საშუალებას არასდროს არავის აძლევდა დაცვა, გამონაკლისები კი უბრალოდ არ არსებობდნენ.
ამ ქალის სილამაზით თუ ნაცნობი და საყვარელი სახის დანახვით იმდენად დავიბენი ძლივს შევძელი საუბრის დაწყება.
- თქვენ ევა ერისთავი არ ხართ? - ყურებამდე გაღიმებული ვიდექი და სულ არ მადარდებდა რომ ფეხი საშინლად მტკიოდა.
- ნეტა რა შენი ტრა'კის საქმეა მე ვინ ვარ, რას მივარდები ბორბლებში შე დეგენერატო? - რისხვა უელავდა თვალებში.
- თქვენ დამეჯახეთ და კიდევ მე მეჩხუბებით?
- რომ არ მოგკალი მადლობას არ მეუბნები? - თითქმის გადაიხარხარა.
- თქვენ ნასვამი ხართ! - მტკიცედ ვთქვი და სასწრაფოდ დავსერიოზულდი.
- შენ იდიოტი ხარ, მაგრამ ვაპროტესტებ? - ფართოდ იღიმოდა.
- ასეთი მთვრალი საჭესთან არ უნდა ჯდებოდეთ ქალბატონო ევა. - მშვიდად ვცადე ახსნა.
- ჰოდა რას უდგახარ? წადი და მიჩივლე.
- არ ვაპირებ ჩივილს. - მშვიდად ვთქვი და მიუხედავად იმისა, რომ მივხვდი ახლა, ამ ქალს უნდა გავცლოდი, ფეხები ვერაფრის დიდებით ვერ დავიმორჩილე.
- მანქანის ტარება იცი? - ისე ლაღად მკითხა, თითქოს წამის წინ თვითონ არ მლანძღავდა.
- კი.
- მოდი დაჯექი, სახლში წამიყვანე. - მანქანიდან გადმოვიდა და წინ ამეტუზა.
- მთხოვთ რომ სახლში წაგიყვანოთ?
- კი არ გთხოვ, გიბრძანებ. - ღიმილით ამიხსნა.
- მე რა თქვენთან დავიწყე მუშაობა და არ მახსოვს? - თავადაც გამეცინა ევას თავდაჯერებულობაზე.
- ნასვამს, მარტოს გამიშვებ? - ეშმაკურად გაიღიმა და თვალები აუციმციმდა.
მიუხედავად ღიმილისა, ისე მტკიცედ ლაპარაკობდა და იმდენად უნაკლოდ გამოიყურებოდა, თავადაც მივხვდი როგორ გამიშტერდა მზერა მის თვალებზე.
- დიდხანს მიყურებ სი'რივით? - სასწრაფოდ გააფუჭა ყველაფერი და უტაქტო კომენტარით მომიყვანა გონს.
- წაგიყვან, მხოლოდ იმიტომ რომ გზაში ვინმე არ შემოგაკვდეს. - მასთან ახლოს ყოფნის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, ამიტომ მანქანაში ჩავჯექი და ისიც გვერდით მომისკუპდა.
- საით? - ვიკითხე როგორც კი მანქანა დავძარი.
- შენ რა ჩემი მისამართი არ იცი? - გაოგნებული ჩანდა ახალი ამბით.
- არა.
- ხედავ რა ბედის ბუკეთი ვარ? ათასი კაცი რომ გამოკითხო ახლა თბილისში, დიდი დიდი ერთმა სი'რმა არ იცოდეს ჩემი მისამართი და მეც ზუსტად მას დავეჯახე.
- მეტყვი თუ არა მისამართს ბოლოს და ბოლოს? - მაქსიმალურად ვეცადე უხეშად გამომსვლოდა.
- მე ძალიან ნასვამი ვარ და ორიენტაციის უნარი მაქვს დაკარგული.
- გინდა მითხრა რომ საკუთარი მისამართი არ გახსოვს? - თავს ძლივს ვიკავებდი რომ ხმამაღლა არ გამეცინა.
- ბევრი დავლიე, მაგრამ უჯრაში აგარაკის მისამართი მაქვს, იქ წამიყვანე. - თითით მანიშნა.
- ევა, ეგ უჯრა შენს წინაა.
- ჰოდა გადმოწიე ეგ გრძელი ხელები, ამოიღე მისამართი და მიმიყვანე სახლში. - მხრები უდარდელად აიჩეჩა.
სიმთვრალისგან ისე ამღვრეოდა თვალები, მივხვდი მისამართი რომც ამოეღო წაკითხვას მაინც ვერ შეძლებდა, თან ევასთან ჩხუბი ყველაზე ნაკლებად მინდოდა ახლა, ამიტომ მისამართი ამოვიღე და კოჯორისკენ ავიღე გეზი.
ევას მალევე ჩაეძინა, თუმცა სახლის მიგნება არ დამჭირვებია, დიდი შავი ჭიშკრის წინ გავაჩერე მანქანა და კარზე ზარი მივეცი.
- გამარჯობა. - სასწრაფოდ გარეთ გამოვიდა ასაკოვანი მამაკაცი.
- გამარჯობა, ეს ევა ერისთავის სახლია არა?
- კი შვილო, მაგრამ ქალბატონი იშვიათად ჩამოდის აქ.
- ვიცი, მაგრამ ქალბატონი ევა ჩემთანაა, მანქანაში ჩაეძინა და თუ ნებას მომცემთ თავის ოთახში ავიყვან. - მამაკაცს დიდი გაოცება არ გამოუხატავს, ჭიშკარი ფართედ გააღო და ევას ოთახი მიჩვენა.
- რადგან მისი გაღვიძება არ მინდოდა, ხელში აყვანილი "ავიტანე" საკუთარ ოთახში და საწოლზე დავაწვინე.
- ქალბატონს რომ რამე დასჭირდეს ხომ დარჩებით? - თხოვნა გაისმა მამაკაცის ხმაში, რომელიც ჯერ კიდევ ოთახის კარში იყო გაჩხერილი.
- დიახ, არ იდარდოთ მე მივხედავ. - ჩემდა გასაკვირად თამამად განვუცხადე, და შინაურივით ჩავჯექი სავარძელში, რომელიც ევას საწოლთან იდგა.
მამაკაცი გავიდა თუ არა კიდევ უფრო ყურადღებით შევათვალიერე მძინარე ქალი.
ევას, ქერა თმა უწესრიგოდ ასჩეჩოდა, სწორი ცხვირი და თხელი ტუჩები, მის თხელ სახეს კიდევ უფრო ნაზ შესახედაობას აძლევდა, მბზინვარე ოქროსფეე კანს, ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა, მოშორებით მჯდომსაც კი ისე მაბრუებდა როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინო.
მთელი ღამე მშვიდად ეძინა, მეც სულელივით დავჩერებოდი და თვალს ვერ ვწყვეტდი, ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა რომ ამდენად ახლოს მყავდა ქალი რომელის სიახლოვეც ერთი დღის წინ ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმომედგინა.
დილის ექვსი ხდებოდა როცა შეიღვიძა და სავარძელში მჯდომი რომ დამინახა თ ითონაც წამოჯდა საწოლზე.
- წვენი ამომიტანე. - ხმადაბლა თუმცა ხაზგასმით მითხრა და რადგან არ მინდოდა დილა კამათით დამეწყო ქვემოთ ჩავედი.
- აბა როგორ მეძინა? - ღიმილით იკითხა როგორც კი უკან დავბრუნდი და წვენის ჭიქა მივაწოდე.
- მშვენივრად.
- შენ აქ იყავი?
- მთელი ღამე. - სასწრაფოდ დავუდასტურე.
- ოჰოო, ყოჩაღ და რას აკეთებდი?
- რა უნდა მეკეთებინა, ყურადღებას გაქცევდი რომ სასმელს ცუდად არ ემოქმედა.
- გეი ხარ? - წვენი მოსვა და ტუჩები გაბუშტა.
- საიდან მოიტანე? - კიდევ ერთხელ გამეცინა.
- მთელი ღამე ასეთ სრულყოფილებას უყურებდი და არაფერი მოიმოქმედე, ან გეი ხარ, ან იდიოტი. - ღიმილით ამიხსნა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- მკვდარივით გეძინა, მე კიდევ ნეკროფილი არ ვარ.
- კარგი, პატიოსანო ბიჭო, რამდენი წლის ხარ? - ინტერესი გაუკრთა თვალებში.
- ოცის.
- ვაიმე, რა პატარა ყოფილხარ.
- და შენ რამდენის ხარ დიდო გოგო?
- ოცდარვის, მაგრამ "შენობით" როდის მერე მელაპარაკები?
- ესეც ვერ დავიმსახურე? - ღიმილს ვერ ვიკავებდი.
- ვერა, ვერ დაიმსახურე, მაგრამ ფეხზე მკი'დია, მაინც ვერ ვიტან "თქვენობით" მიმართვებს.
- კარგი ევა, ახლა დაგემშვიდობები, ჩემი წასვლის დროა. - ვთქვი, თუმცა გულის სიღრმეში, წასვლა სულაც არ მინდოდა.
- არსად არ წახვალ. - მოკლედ მომიჭრა.
- რატომ? - კიდევ უფრო გამეცინა მის თავდაჯერებულობაზე.
- იმიტომ, რომ სახლში უნდა წამიყვანო. - უდარდელად აიჩეჩა მხრები
- მაინც რატომ უნდა შევასრულო შენი ბრძანება? - პირის დახურვას ვერაფრის დიდებით ვერ ვახერხებდი.
- და გუშინ რატომ შეასრულე?
- რადგან არ მინდოდა გზაში რამე მოგსვლოდა.
- რიტორიკული კითხვა იყო, სინამდვილეში ფეხზე მკი'დია.
- არ შეგიძლია ცოტა მეტი კულტურა გამოიჩინო? - მოჩვენებითი გაბრაზება ავიკარი სახეზე, თუმცა ევას დიდად არ მოუქცევია ყურადღება.
- თუ მომინდება შევძლებ. - თვითონაც არ წყვეტდა ღიმილს.
- კარგი, ადექი წავიდეთ. - ვთქვი და ზურგი ვაქციე.
- მე გადავწყვეტ როდის წავალთ. - ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა და მეც მაშინვე მისკენ მივბრუნდი.
- მართალი ყოფილა რასაც შენზე ამბობენ. - თავადაც საკმაოდ ამეწია ხმისთვის.
- და რას ამბობენ?
-რომ შეშლილი, ამპარტავანი, უტაქტო და ჯანდაბა, სრულყოფილებამდე ლამაზი ხარ. - საწოლზე წამომჯდარი ისე მიყურებდა საკუთარი ემოციების დაფარვა ვეღარ მოვახერხე.
- სრულყოფილი ნამდვილად ვარ, დანარჩენებზე ვიკამათებდი, ფეხზე რომ არ მეკიდოს, ვიღაც სირ'ების აზრი.
- შეგიძლია სიტყვა სი'რი აღარ თქვა ცოტა ხნით? - მაქსიმალურად ვეცადე მშვიდი ვყოფილიყავი.
- ისეთი სიტყვით მომიწევს ჩანაცვლება, უფრო არ მოგეწონება და ლექციებს ნუ მიკითხავ პატარა ბიჭო. - თითი დამიქნია.
- ასე ნუ მეძახი. - კბილებილები გავაღრჭიალე.
- რასაც მინდა იმას დაგიძახებ. - მშვიდი ღიმილით მაცნობა და ფეხზე წამოდგა.
- სად არის ჩემი ფეხსაცმელი?
- მანქანაში. - სწრაფად გავიხსენე.
- აქ ფეხშიშველი ამოვედი?
- არა, ხელში აყვანილი ამოგიყვანე.
- მაშინ ასევე მოგიწევს ჩემი უკან ჩაყვანა. - ფეხშიშველი ამეტუზა წინ.
სწრაფად დავავლე ხელი, ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია ამაზე, ახლა კი შანსს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვები.
ბუმბულივით მსუბუქი იყო ევა, მანქანაში ისე ჩავსვი ხმა არ ამოგვიღია, გვერდით მივუჯექი და მანქანა დავძარი.
- და შენ რა მითხარი რა მქვიაო? - ვიგრძენი როგორ მომაჩერდა, თუმცა მისკენ შებრუნება ვერ გავბედე.
-აბელი, აბელ ორბელიანი. - ოდნავ მეტყობოდა დაბნეულობა, თუმცა თავს მშვენივრად ვთოკავდი.
- ნაცნობი სახელია, და-ძმა გყავს?
- ორი ძმა.
- უფროსები? - მის კითხვებში ინტერესზე მეტად, საუბრის სურვილი ისმოდა.
- ჰო, ერთი სტომატოლოგია მეორე ადვოკატი,გაგაცნობ რადგან ასე დაგაინტერესა.
- დანტისტი, იურისტი და პიდარასტი, შესანიშნავი სამეული ხართ, თქვენი მშობლები ნამდვილად იამაყებენ თქვენით. - ხმამაღლა გადაიხარხარა.
- კიდევ ერთხელ მიწოდებ პიდარასტს და მანქანიდან გადავალ.
- დამემუქრე? ძალიან შემეშინდა. - სიცილს არ წყვეტდა ევა.
მტკიცედ გადავწყვიტე მასთან აღარ მესაუბრა, ისიც კი ვიფიქრე, სახლამდე მივიყვან და საერთოდ დავივიწყებ მის არსებობას_მეთქი.
- ახლა მაინც მეტყვი მისამართს? - შევუბღვირე ევას და მანაც სიცილით მიკარნახა მისამართი.
მანქანა ამჯერად მის სახლთან გავაჩერე, ჭიშკარი შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილმა, ტიპებმა გაგვიღეს და ძალიან გაიხარეს, როცა ევა ცოცხალი და უვნებელი დაინახეს. რა თქმა უნდა მას, არავითარი რეაქცია არ გამოუხატავს მცველების აღფრთოვანებაზე.
- შეგიძლია მანქანა წაიყვანო და მერე დამიბრუნო. - თავაზიანად შემომთავაზა და სახტად დამტოვა.
- გმადლობ, ტაქსით წავალ.
- კარგი, მაგრამ ჯერ ჩემს ოთახში ამიყვანე. - სავარძელზე აკაკუნებდა თითებს.
-შენ რა მართლა შენი მოახლე ხომ არ გგონივარ?
-რა მოხდა ჩემი აწევა ხომ არ გიჭირს?
-რა შუაშია?
-მაშინ უბრალოდ დამშვიდდი და ოთახში ამიყვანე. - ნაგლი ღიმილი უფარავდა სახეს.
ნერვებმა ყელში ამომასხა, მაგრამ ჩემთვისაც ხელსაყრელი იყო, მასთან კიდევ რამდენიმე წუთის გატარება, ამიტომ სწრაფად დავავლე ხელი და მისი ოთახისკენ დავიძარი.
გულში საკუთარ თავს ლამის ვლანძღავდი, მისი ყურმოჭრილი მონობისთვის, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი რომ საკუთარ სურვილებს უფრო ვემსახურებოდი, ვიდრე ევას.
- გმადლობ რომ მანქანით გამიტანე, ღამე ფეხზე მათევინე, თავი ხელით მატარებინე და ორი დღის ყველა გეგმა წყალში ჩამიყარე. - მივაყარე როგორც კი საწოლზე დავსვი და საძინებლის კარი მოვიჯახუნე.
-არაფრის. - ზურგს უკან მომაძახა და გადაიხარხარა.
სახლში ტაქსით წავედი და როგორც კი თავი მარტო დავიგულე დივანზე მივეგდე.
- მაინც, რა სულელივით იქცევი ბიჭო, რა ყურმოჭრილი მონასავით დაემორჩილე, სი*ი ხარ აბა რა ხარ, ლამაზი ქალი პირველად ნახე თუ ბოლოჯერ, რაა ლამაზი გოგო აქამდე არ დაგინახავს, რამ დაგაქლიავა?
არა და რა ლამაზია ეგ შეშლილი, იმ თვალებს რომ შემოგანათებს როგორ გინდა უარი უთხრა რამეზე, ერთი მზერით მიგაყინავს ადგილს, მაინც რა ლამაზი თვალები აქვს, ერთი შეხედვით მუქი ლურჯია, თუ კარგად დააკვირდები ცისფერია, თუ მზე პირდაპირ ანათებს მწვანე ხდება და თუ მოიწყინა უნაცრისფერდება.
ჯანდაბა აბელ რაზე ფიქრობ ბიჭო? რა თვალები, რა თვალები შენ მართლა ხო არ გამოსი*დი? - ხმამაღლა ველაპარაკებოდი, უფრო ზუსტად ვეჩხუბებოდი ჩემს თავს როცა ტელეფონის ზარი გაისმა.
მამაჩემი რეკავდა.
- აბელ როგორ ხარ? სად ხარ? - მეკითხებოდა ხმა, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემსას.
-კარგად ლევან, სახლში ვარ ჩემთან სად ვიქნები, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, შვილო დღეს დიდი წვეულება იმართება, ქალაქის რჩეული საზოგადოება იკრიბება და ჩვენც დაპატიჟებულები ვართ. - სწრაფად ლაპარაკობდა.
- მამა შენ და ნანიკო წადით რა, მე ხასიათზე არ ვარ.
- დედაშენს ჯერ ისიც ვერ მოუნელებია ცალკე რომ გადახვედი და კიდევ გულს ნუ დაწყვეტ შვილო, თუ რამე სერიოზული პრობლემა არ გაქვს წავიდეთ. - თხოვნა ისმოდა მამაჩემის ხმაში და გული აღარ დავწყვიტე.
- კარგი ჰო, რომელზე გამოგიაროთ?
- რვის ნახევარზე აქ იყავი.
- კარგი, ტელეფონი გავთიშე და ცოტა ხანს დავიძინე.
გაღვიძებისთანავე შხაპი მივიღე, ჩავიცვი და დაპირებისამებრ რვის ნახევარზე მშობლების სახლში მივედი.
- რას შვრები დედი? კარებში შემომეგება დედაჩემი.
- ნანიკო რა მომკლავდა? - გამეცინა მისი შეშინებული სახის დანახვაზე.
- შვილო მარტო არ უნდა გადასულიყავი.
- ახლა თავიდან ნუ განვიხილავთ მაგ თემას შენი ჭირიმე რაა. - სიტყვა ბანზე ავუგდე დედაჩემს და მამას ჩამოვართვი ხელი.
მალევე ჩავსხედით მანქანაში და ერთ ერთ ულამაზეს რესტორანში მივედით. წვეულებას მართლა ესწრებოდა ქალაქის თითქმის ყველა ცნობილი და წარმატებული ადამიანი, ასეთი მასშტაბური წვეულება აქამდე არც არასდროს მოეწყოთ მგონი, ან მე ვიყავი გოგოების თვალიერებაში გართული და წვეუკების მასშტაბებს ნაკლებად ვაკვირდებოდი.
- საშენო წვეულებაა, ნახე რა გოგოები არიან. - მხარზე ხელი დამკრა მამაჩემმა, თუმცა ჩემი გონება იმდენად მოცული იყო იმ არანორმალურით, რომ ცხოვრებაში პირველად არ შემიმჩნევია გოგონები.
სუფრასთან მამაჩემისა და ჩემს მეგობრებთან ერთად დავსხედით და დალევა დავიწყე.
წვეულება მშვიდად მიმდინარეობდა ყოველგვარი განსაკუთრებულობის გარეშე, საქმიან თემებზე საუბრობდნენ, სვამდნენ და აქა-იქ ახალგაზრდები ცეკვავდნენ.
- ხომ კარგად ხარ? აქამდე არასოდეს შემიმჩნევია ამდენი დაგელია. - ყურში მითხრა დედაჩემმა და სანამ პასუხს დავუბრუნებდი რესტორანში ჩემი უხასიათობის მიზეზმა შემოაბიჯა.
მას შავი ზურგ მოხსნილი კაბა ეცვა, რომელიც მარცხენა მხარეს ისე ამოეჭრათ, რომ ევას სხეულის ეს მხარეც ზურგივით მოშიშვლებოდა. სხეულის მესამედს ან მეოთხედს უფარავდა კაბა თუმცა რა ენაღვლებოდა რომ? უნაკლო სხეული რატომ უნდა დაემალა?!
ის ანგარიშმიუცემლად მიუჯდა ერთ მაგიდას და მამაკაცთა არმიაც შემოიკრიბა გარშემო, მამაჩემიც კი გაოცებული იმით რომ მე უარი განვაცხადე მარტო მივიდა ევასთან მისასალმებლად.
ევამ ცოტა ხანს მშვიდად წრუპა სასმელი, შემდეგ კი თავის მაგიდასთან მსხდომი საზოგადოება მიატოვა და ჩვენთან გადმოჯდა.
ბუნებრივია ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ამ ამბავს, გარდა თქვენი მონა მორჩილისა.
თანამესუფრეებმა საუბარი გააბეს მე კი ბრაზი ისე მომწოლოდა ევას თავხედობისგან, თითქმის არაფერი მესმოდა.
-სიგარეტი არ გინდა აბელ? - თავად მომმართა და კოლოფი გამომიწოდა.
- არ ვეწევი. - ღრენას უფრო ჰგავდა ჩემი პასუხი.
- მაინც მალე დაიწყებ. - თქვა და გვერდულად გაიღიმა.
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ? - გაკვირვებით შემომხედა მამაჩემმა.
- არა. ვთქვი მე. - თითქმის. - დაამატა ევამ.
- ეს როგორ გავიგოთ?
- აქამდე ერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს. - ვცადე ამეხსნა.
- არ მეცეკვები? - ღიმილით მკითხა ევამ და იმ საშინელი მზერით შემომაჩერდა, ასე რომ მიბნევდა თავ-გზას.
- ცეკვა არ ვიცი.
- არც მე, მაგრამ ახლა მინდა რომ ვიცეკვო, მეცეკვები თუ არა? - როგორ ახერხებდა ყოველთვის შეენარჩუნებინა ბრძანების კილო.
- ასეთ ქალს უარს ვინ ეტყვის? - გამამხნევეს აქეთ იქიდან და ვინაიდან ახსნა განმარტებების მიცემა არ მინდოდა, ევა საცეკვაოდ გავიყვანე. ხელები ნაზად შემომხვია კისერზე, მეც წელზე შევეხე და ჩემს მკლავებში მოქცეული, იმდენად სუსტი მომეჩვენა ბრაზმა ლამის გადამიარა.
- რას აკეთებ? ყურში ჩავუჩურჩულე და მისი სხეულის მოძრაობას ავყევი.
- ვცეკვავ. - ცალყბა ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- თავს ნუ ისულელებ. - კბილები გავაღრჭიალე.
მისი სხეული უკვე უხერხულად ეხებოდა ჩემსას და მამაკაცურ ღირსებაზე კონტროლი სრულად დავკარგე, ეს კი რა თქმა უნდა ევას არ გამორჩენია.
- მეორე შარვალი გაქვს მანქანაში?
- რაში გაინტერესებს? - მის ცისფერ, კრისტალურად სუფთა თვალებს მივჩერებოდი და მექანიკურად ვაბრუნებდი პასუხს.
- ეს სადაცაა ტანზე შემოგასკდება. - თვალები გააპარა ჩემი შარვლის უბისკენ, მერე კიდევ უფრო ახლოს მოიწია და თავისი სხეული კიდევ უფრო მოაკრა ჩემსას.
- მეორე შარვალი არ მაქვს და თუ არ გინდა, პლავკისამარა განვაგრძო ცეკვა ჯობია შეწყვიტო. - შევუბრვირე მოთმინებადაკარგულმა.
- მთხოვე.
- რაა?
- მთხოვე რომ გავჩერდე აბელ. - თვალებში მიყურებდა და იღიმოდა.
- არა.
- შარვალი ან ტანზე შემოგასკდება ან დაგესვრება, ასე რომ მთხოვე. - ღიმილს განაგრძობდა.
- ევა გეყოფა.
- მთხოვე. - ხმადაბლა ჩაისისინა.
- გთხოვ შეწყვიტე. - ვთქვი რადგან მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა.
მან სხეული ნაზად ჩამოაშორა ჩემსას.
- შენს ადგილას ტუალეტში გავიქცეოდი. - კმაყოფილი ჩანდა.
მაგიდასთან დაბრუნდა., რამდენიმე წუთში მეც შევუერთდი და მისი თავდაჯერებული ღიმილის მოთმინებით ატანის შემდეგ, დალევა განვაგრძე.
- აბელ, სახლში არ წამიყვან? - ისევ დაიწყო საუბარი.
- შენი დაცვა სად ჯანდაბაშია? - ვიგრძენი როგორ ავუწიე ხმას და საკუთარი თავის შემრცხვა.
- გავუშვი, წამიყვან? ან იქნებ. - რამდენიმე წამით თვალი მოავლო მაგიდას და საუბარი განაგრძო. - უკაცრავად თქვენ რა გქვიათ? მიუბრუნდა ჩემს გვერდით მჯდომ, მამაჩემის პარტნიორის ვაჟს.
- დავითი. - ღიმილით მიახარა.
- ან იქნებ დავითს ვთხოვო? - ჩემკენ მობრუნდა ევა.
- ადექი, წავედით. - გამოვცერი კბილებში და ხელი მოვკიდე.
- მალე დავბრუნდები და სახლში მე წაგიყვანთ_მეთქი, დავუბარე მშობლებს და ევასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი.
- რა გინდა ჩემგან? - ვკითხე, როგორც კი მანქანა დავძარი.
- გეთამაშები. - გულწრფელი ჩანდა.
- მეთამაშები, რატომ?
- იმიტომ, რომ მითხარი, უკანასკნელი ქალი ხარ ვისთანაც დავწვებოდი_ო.
- ჩემთან დაწოლა გინდა? - ვცადე, რაც შემეძლო გესლიანი ვყოფილიყავი.
- არა, მინდა რომ შენ მოგინდეს ჩემთან დაწოლა.
- რატომ? - გამეცინა
- უბრალოდ ნატვრაში ამოგხდი სულს.
- ვაფასებ შენს თავდაჯერებულობას.
- მაინც როგორი წარმოიდგინე აბელ?
- რა? - ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა.
- როცა ჩემთან სექ'სზე ოცნებობდი და მე ვიცი, რომ ოცნებობდი, როგორი წარმოიდგინე? - თავადაც ეცინებოდა.
- შენთან სე'ქსს, თანაც ჩემს ფანტაზიაში, მირჩევნია უპატრონო პუდელი გავ*იმო.
- ეგ სარკაზმი, შეგიძლია ერთ ადგილას გაირჭო. - სწრაფად დასერიოზულდა.
- ერთ ადგილას გასარჭობად მე უკეთეს რამეს მოგცემ, ოღონდ შენ მოინდომე და.
- ესეც შენი არაპატიოსანი მხარე. -ნაგლად ჩაიცინა.
- ესეც შენი სახლი, შენი ფეხით წახვალ თუ ხელით აგიყვანო. - თემა შევცვალე და სახლისკენ ვანიშნე თვალით.
- ჩემი ფეხით წავალ ამჯერად.
- რა სამწუხაროა. - მოჩვენებითი მოწტენილობა ავიკარი.
- სახეზე დაგეტყო იმედგაცრუება. - სიცილს განაგრძობდა და მისთვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელი ხდებოდა.
-სახეზე ვერაფერს შემატყობ, თავს ძალიან კარგად ვაკონტროლებ.
- პატარა აბელისგან განსხვავებით? - თვალი ისევ ჩემი შარვლის უბისკენ გააპარა.
- რა ჯანდაბა გინდა ბოლოს და ბოლოს? - თითქმის ვიყვირე.
- ვთამაშობთ თუ არა? - მშვიდი იყო.
- არა!
- ეს გამოწვევაა, დილით დაგირეკავ. - ისევ დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან და მეც სხვა რა გზა მქონდა, წვეულებაზე დავბრუნდი.
. . .
- რა ხდება თქვენს შორის? მკითხა ლევანმა როგორც კი მარტო დამიგულა.
- არაფერი!
- აბელ სიგარეტი ხომ არ გინდა?
აბელ ჩემთან ერთად ხომ არ იცეკვებ?
აბელ სახლში ხომ არ წამიყვან? დამახინჯებული ხმით წარმოთქვა მამაჩემმა.
- მშვენიერი პაროდია იყო, მაგრამ ჩემსა და იმ შეშლილს შორის არაფერი ხდება. - სიმშვიდეს როგორღაც ვინარჩუნებდი.
- იმედი მაქვს, რადგან მაგ ქალს ჯერ არავისთვის არაფერი კარგი არ მოუტანია.
ხმა აღარ ამომიღია ისე წამოვედით წვეულებიდან.
ჯერ მშობლები ავიყვანე თავიანთ სახლში, მერე მე წავედი.
სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე და მაშინვე დამეძინა.
- დილით ისევ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხო ნომერი იყო თუმცა მაინც გავხსენი.
- ბატონო, რომელი ხარ? - ხმაზეც მეტყობოდა რომ ახლახან გავიღვიძე.
- კეთილი ფერია ვარ, ზღაპრების ქვეყნიდან. - დამცინავი ხმა მომესმა.
- რამ შეგაწუხათ ამ დილით ქალბატონო ევა? - არც მე დავაკელი.
- მინდა რომ ჩემთან მოხვიდე. - კატეგორიული ჩანდა.
- რა თქმა უნდა, ოღონდ დრო ზუსტად მითხარი, წამიც რომ არ დავაგვიანო.- გავიცინე.
- თორმეტზე აქ იყავი.
- რააა? - ვიღრიალე, თუმცა ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა.
ამის არანორმალური დედაც არ ვატირე? მივიდე არა ის მაგის სურვილებს ვასრულებ ახლა. - ვთქვი ჩემთვის, თუმცა საწოლიდან მაინც წამოვდექი.
ვის ვატტუებდი? გულის სიღრმეში თავადც ხომ ძალიან მინდოდა ევას ნახვა, ან კი რომელი მამაკაცი შეძლებდა თავის შეკავებას?
თორმეტზე უკვე მის სახლთან ვიდექი, ევაც მალევე ჩამოვიდა და გვერდით მომიჯდა.
- ქალაქის ცენტრში წადი! - გასცა ბრძანება.
- გმადლობ, კარგად შენ როგორ ხარ? - ვუთხარი უკმეხად, თუმცა მანქანა მაინც დავძარი.
- არამიშავს. - გაოცებული მომაჩერდა.
ცოტა ხანს ჩუმად ვიმგზავრეთ, ბოლოს ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
- რა გინდა ქალაქის ცენტრში?
- მინდა რომ ქალაქში გამასეირნო. - უდარდელად ამიხსნა.
- მძღოლი არ გყავს?
- კი, მაგრამ შენ რომ ასრულებ ჩემს სურვილებს სხვა "მუღამი" აქვს. - საშინლად ლამაზი იყო მისი ღიმილი.
- შენს სურვილებს ვასრულებ არა?
- აქამდე არ მითქვამს? მაპატიე პატარავ.
- ავადმყოფი ხარ, არ ვაპირებ შენ აგყვე, მე სახლში მივდივარ.
- შუა ქალაქში მარტოს დამტოვებ?
- კი, ზუსტად ასე მოვიქცევი და ჯანდაბამდე გზა გქონია. - ვიღრიალე, მანქანიდან გადმოვედი და სახლში ტაქსით წავედი, ევა კი ჩემივე მანქანით დავტოვე ქალაქის ცენტრში.
როგორც კი სახლის კარი შევაღე, დავჯექი და იმ ყველაფერის გაანალიზება დავიწყე, რაც ბოლო ორი დღე ხდებოდა ჩემს თავს.
ბრაზის ჩასახშობად რამდენიმე ჭიქაც გადავკარი და ისევ ტელეფონის ზარი გაისმა.
ნომრისთვის არ დამიხედავს ისე გავხსენი.
-გისმენთ.
- მე ვარ. - გაისმა ის ხმა რომელსაც გულის სიღრმეში ველოდი კიდეც.
- რა ჯანდაბა გინდა? - საკმაოდ მშვიდი ვიყავი და სიამაყეც კი ვიგრძენი.
- წინასწარი დაკავების იზოლატორში ვარ, რაც შეგიძლია სწრაფად მოდი. - თქვა და ტელეფონი გათიშა.
რა თქმა უნდა ბევრი არ მიფიქრია ისე გავვარდი.
შესასვლელთან უკვე იდგნენ ჟურნალისტები და ევას მეგობრები.
- მართლა მისი შეყვარებული ხართ? - ლამის მიკროფონი გადამაყლაპა ერთ ერთმა ჟურნალისტმა, თან სულ არ გაუჭირდებოდა, იმხელაზე დამაღებინა პირი მისმა შეკითხვამ.
- ნეტავ რა მოიფიქრა ამ ავადმყოფმა? - გავიფიქრე გულში, ჟურნალისტებს გვერდი ავუარე და განყოფილებაში შევედი.
- გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ძმაო, რამ შეგაწუხა? - მომესალმა განყოფილების უფროსი, რომელიც ჩემი მეგობარი გახლდათ.
- რავიცი თემო, ერთი არანორმალური ქალის დასახსნელად მოვედი.
- ევა ერისთავი? - მაშინვე გამოიცნო თემომ.
- ჰო, რა დააშავა?
- საგზაო წესების დარღვევაზე გააჩერეს, მერე აღმოჩნდა რომ ნასვამი იყო, არავითარი საბუთები თან არ ჰქონდა და ამავდროულად სხვის მანქანაზე იჯდა, სანამ მანქანის პატრონი არ გამოჩნდება ვერ გამოვუშვებთ ძმაო. - დამნაშავესავით ამიხსნა მეგობარმა.
-მანქანა ჩემია. - თითქმის გამიხარდა რომ მეტი არაფერი დაუშავებია.
- მან თქვა რომ მანქანა მისი შეყვარებულისაა და როცა უნდა მაშინ იმგზავრებს ამ მანქანით, მოიცა რა გამოდის რომ მისი ახალი ბიჭი შენ ხარ? - თვალები შუბლზე აუვიდა თემოს.
- ჰო. - ვთქვი და ყელში მოწოლილი ბრაზი და ბოღმა სიმწრით გადავყლაპე.
- ფორმალურ მხარეს მოვაგვარებ და სახლში გაგატან, მანამდე შეგიძლია ნახო - ახალი ამბით ჯერ კიდევ გაოგნებული ჩანდა, თუმცა ევასთან თავად მიმიყვანა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა.
-საკანში თავს როგორ გრძნობს ქალბატონი უნაკლო? - საუბარი ისე დავიწყე ჩემი მისვლა არ შეუმჩნევია.
- შე დეგენერატო, შე ნაგავო, შენ გამო ორი საათია ამ ბინძურ საკანში ვზივარ. - ფეხზე წამოხტა და გისოსებს მოეკრა.
- ჩემს გამო კი არა, გრძელი ენის გამო ზიხარ. - ამჯერად მე ვიცინოდი.
- როდის გამიშვებენ აქედან? - გააფთრებული, გალიაში გამოკეტილ ცხოველს გავდა.
- თუ მე არ გადავწყვეტ რომ ჩემი შეყვარებული სულაც არ ხარ და სინამდვილეში მანქანა მომპარე მაქსიმუმ ერთ საათში. - ჩემოვუყალიბე.
- შენ იმას გადაწყვეტ, რასაც მე გეტყვი. - კმაყოფილი ჩანდა.
- რატომ უთხარი მათ რომ შენი შეყვარებული ვარ? - თემა სასწრაფოდ შევუცვალე.
-სხვანაირად როგორ ამეხსნა ამდენი სი'რისთვის, რას ვაკეთებდი შუა ქალაქში ვიღაც იდიოტის მანქანით?
- იცი რომ გარეთ ჟურნალისტები და შენი მეგობრები დგანან?
- *ლეზე არ გკიდია? გავალთ და ვიტყვით რომ მოულოდნელად ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, რამდენიმე კვირაში კი ვიტყვი, რომ ერთი ლაწირაკი იდიოტი ხარ და ჩემს მიერ მიტოვებულ მამაკაცთა სიას შეემატები. - თვითკმაყოფილი ღიმილი აეკრა სახეზე.
- შენი წინადადებით ვერ მომხიბლე. - გამეცინა მის მოფიქრებულ სისულელეზე.
- "ზატო" ლამაზი თვალებით მოგხიბლე და ახლა ნაკლებ მომხიბლავ წინადადებაზეც, მაგის ხათრით დამთანხმდები. - თვალი ჩამიკრა.
- გინდა რომ შენი შეყვარებულის როლი ვითამაშო?
- ჰო ზუსტად, აქედან რომ გავალთ, ჟურნალისტებს ბედნიერი სახით მოუყვები როგორია, როცა უნაკლო ქალის ყურადღების დამსახურებას ახერხებ.
- ავადმყოფი ხარ. - თვალებში სისხლი მომაწვა.
- სამაგიეროდ სრულყოფილებამდე ლამაზი.
- ეს ვინ გითხრა?
- შენ. - ისევ კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
გავჩუმდი, მართალს ამბობდა, ჩემი პირით ვუთხარი რომ სრულყოფილებამდე ლამაზი იყო
ამაზე ფიქრში წამოგვადგა თავზე თემო.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ გვრიტებო?
- ხელს ეს გისოსები გვიშლიდა, თორემ შესაძლოა პირდაპირ აქტის პროცესში წამოგვდგომოდი თავს. - ხმამაღლა გადაიხარხარა "უნაკლომ".
- აპატიე რომ გისოსებზე დაკაკუნება არ ასწავლეს. - ვთქვი რათა ჩემი მეგობრის უხერხულობა, ოდნავ მაინც გამეფანტა.
თემომ საბუთებზე ხელი მოგვაწერინა, ევას კარი გაუღო და გასასვლელისკენ გავემართეთ.
- ხელი ჩამკიდე. - ჩაისისინა ყურთან!
- რა?
- ხელი ჩამკიდე ჩვენ ხომ ბედნიერი წყვილი ვართ.
ხელი მოვკიდე და ჰოლში ასე გამოვედით, მისი მეგობრები მაშინვე ჩვენს ირგვლივ გაჩდნენ.
- ევა ხომ კარგად ხარ? - იკითხეს და უტაქტოდ დამიწყეს თვალიერება.
- კი. - მშრალად უპასუხა.
- ესე იგი შენ ხარ ის უბედური? - ამჯერად მე მკითხა შავ თმიანმა ლამაზმანმა, რომელიც არ ვიცი საიდან მაგრამ ძალიან მეცნობოდა.
- დიახ.- გავიღიმე შეძლებისდაგვარად.
- ეს რა ბიჭი დაგითრევია. - პირი დააღო და ჩემს ირგვლივ სიარული დაიწყო ბიჭმა, რომელიც მხოლოდ ხმის ტემბრით გავდა ბიჭს.
- თვითონ რა გოგო დაითრია არ იმჩნევთ? - გაიცინა და აშკარა კმაყოფილებით შემათვალიერა ევამ!
- ქალბატონო უნაკლო_ვ სახლში ხომ არ წავიდეთ? - ნერვები მოვთოკე და ვკითხე რაც შემეძლო თავაზიანად.
- ვაუუ... აი ეს მესმის. - ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ერთად გელოდებით, რომ საზოგადოებას ოფიციალურად წარვუდგინოთ თქვენი წყვილი. - საუბარში ჩაერთო შავთმიანი!
- ვნახოთ, თუ მოვახერხებთ აუცილებლად. - ძალაუნებურად დავეთანხმე.
- წავედით სახლში. - ხელზე მომქაჩა ევამ და გარეთ გამოვედით.
გზა ამჯერად ჟურნალისტებმა გადაგვიღობეს და პირში ჩაგვჩარეს მიკროფონები, თან ყველა მხრიდან ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმოდა.
- რას იტყვით თქვენს ურთიერთობაზე? სად გაიცანით ერთმანეთი? როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი? - ერთმანეთის მიყოლებით ისმოდა კითხვები, და უკვე თავბრუ მეხვეოდა.
- ხვალ ნატას დაბადების დღეზე ოფიციალურად წარვდგებით თქვენს წინაშე და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, დღეს კი უბრალოდ საშუალება მოგვეცით სახლში წავიდეთ და დავისვენოთ. - მოკლედ მოუჭრა ევამ და ჟურნალისტების ნაკადი გააპო.
მანქანის კარი რა თქმა უნდა მე გამოვუღე და მანქანაში ჩავსხედით.
- რა წყვილს წარუდგენ, შენ საერთოდ კარგად ხარ? - საჭეს ძლიერად ვუთავაზე მუშტი.
- მინიმუმ სამი კვირა მოგიწევს ჩემი ატანა და სჯობს ბედს შეეგუო. - სიცილით მიხსნიდა.
- იქნებ აზრი გეკითხა, რატომ არ მკითხე, თანახმა ვარ თუ არა? - მისკენ შევბრუნდი და ულამაზეს პროფილს წამით შევავლე თვალი.
- თანახმა ხარ? - დაგვიანებული კითხვა მხოლოდ ახლა გაისმა.
- არა!
- არაუშავს შეეგუები. - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ევა.
- ღმერთო, მართლა მეკაიფები. - გამეცინა
- რა მოხდა, მამიკო ხომ არ წაგეჩხუბება?
- ფიქრობ მამაჩემის მეშინია?
- ჰო, აბა სხვა რა უნდა იყოს, სამ კვირაში ხო არ შეგჭამ, თუ გაგაუპატიურებ?
- ჩემი მშობლები ჩემს პირად ცხოვრებაში ვერ ჩაერევიან. - ვთქვი მტკიცედ და მისი სახლის წინ გავაჩერე მანქანა.
- მაშინ ხვალ შევხვდებით ხუთზე და ნატას დაბადების დღეზე წავალთ. -
ისევ დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან.
მთელი ღამე არ დამეძინა.
ყველაფერზე ვფიქრობდი, უფრო ზუსტად არაფერზეც არ ვფიქრობდი იმ თვალების გარდა, რომლის ფერიც ვერაფრით დავადგინე.
მიუხედავად იმისა, რომ სულ სამი დღე იყო რაც ევას ვიცნობდი, მასზე უკვე იმდენი მქონდა ნაფიქრი რამდენიც ერთად არ მიფიქრია იმ გოგონებზე რომლებიც აქამდე მყავდა.
რატომ მაგიჟებდა ეს ქალი ასე, მაშინ როცა თითოეული მისი ფრაზა, მიმიკა თუ ჟესტი ჩემს გაბრაზებას ემსახურებოდა?იქნებ ზუსტად ამიტომ? ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია.
შუაღამით დარეკა დედაჩემმა.
- ნანიკო ხომ მშვიდობაა?
- ეგ მე უნდა გკითხო დედა
- რა მოხდა?
- ტელევიზორიდან უნდა ვიგებდე, რომ შეყვარებული ხარ და ურთიერთობის გაოფიციალურებას აპირებ? - ხმაში ცრემლები გაერია დედაჩემს.
-აუ დე, ოღონდ შენ არ იტირო და ყველაფერს აგიხსნი რაა. - გამახსენდა დღევანდელი საღამო და ტვინში სისხლი ჩამექცა.
-ყოჩაღ დედა შენ, ასე როდის დავშორდით ერთმანეთს?
-მოიცა ახლა ჩავიცმევ და მოვდივარ. - ვუთხარი და სასწრაფოდ მშობლების სახლისკენ გავემართე.
რა თქმა უნდა დედაჩემისთვის სიმართლე უნდა მეთქვა და ამეხსნა რაც ხდებოდა, თუმცა სახლში შესულს პირველი კომენტარი მამაჩემმა მესროლა და ყველა დაწყობილი წინადადება თავდაყირა დამიყენა.
- მაგ ქალს ჩემს ოჯახში არავინ მიიღებს. - მკაცრი იყო, თითქმის ყვიროდა ლევანი.
- რა? - პირი დავაღე, აქამდე არასდროს მენახა ასეთი გაცოფებული მამაჩემი.
- რა და თუ ვინმესთან *იმაობა გინდა შენი საქმეა, მაგრამ ვიღაც ბო*ებს, საცოლედ ვერ წარადგენ.
- ევა ბო*ი არ არის.
- ლევან დამშვიდდი და მოუსმინე ბიჭს. - ჩაერია დედაჩემი.
- რას მოვუსმინო, როგორ მირცხვენს გვარს?
-ჩემი შვილი არავის გვარს არ არცხვენს. - გაცხარდა ნანიკო.
- მე ჩემი სათქმელი ვთქვი, აღარ მინდა რომ მაგ ქალს შენი სახელი კიდევ დაუკავშირდეს. - ლევანის კატეგორიულობამ სულ გადამაყენა ჭკუიდან.
- და რატომ გგონია რომ შენ როგორც გინდა ისე მოვიქცევი?
- იმიტომ, რომ მე ვიცი რა არის შენთვის უკეთესი.
- არაფერიც არ იცი შენ!
- აბელ, უკვე გითხარი რომ ვიღაც ბო*ების გამო, ჩემს გვარს არ გასვრი ტალახში.
- მეც გითხარი რომ ევა ბო*ი არ არის და ის ჩემი საცოლეა, მოგწონს ეს შენ თუ არა!
საერთოდ არ ვაპირებდი ამის თქმას, მინდოდა მათთვის გულწრფელად მომეყოლა რაც მოხდა, მაგრამ მამაჩემის სიჯიუტემ და მისმა დაჟინებულმა მოთხოვნამ ჩემი სურვილი საპირისპიროდ შეცვალა.
- აბელ, ჩემი სათქმელი გითხარი და ამაზე კამათს აღარ მოვითმენ! - კიდევ უფრო აუწია ხმას.
- არ გეკამათები, მე ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა.
- რა თქვი ბიჭო? შენ იცი მაინც შენს გვარს როგორ შეარცხვენ მაგ ქალთან რომ დააკავშირო?
- შევ'ეცი გვარს რომელიც ჩემზე ძვირად ფასობს გაიგე? ხვალვე გადავიკეთებ ეგრე თუ გაწყობს. - თავადაც ავუწიე ხმას.
- როგორ ბედავ!
- აი ასე, გითხარი რომ ის ქალი ჩემი საცოლეა და დავამთავრე ამაზე საუბარი.
- ის ქალი არასდროს გახდება ჩემი რძალი, თავისი ბო*ური ჩაცმულობით!
- მაგასაც ვნახავთ. - უხეშად გამოვიჯახუნე სახლის კარი, თუმცა დედაჩემიც უკან ამედევნა და გზაშივე შემაჩერა.
- დე, შენ გიყვარს ის ქალი? რატომ არ მითხარი აქამდე?
- ყველაფერი სწრაფად მოხდა ნანიკო, შენ არაფერზე არ იდარდო.
- მამაშენს არ უყურო დე, შენ ვის გვერდითაც კარგად იქნები, ის იქნება ჩემი რძალი. - გულზე მომეკრა დედაჩემი და ცრემლები გადმოსცვივდა.
საშინლად გაბრაზებული დავბრუნდი სახლში, მამაჩემისგან ასეთი წინააღმდეგობა და ასეთი დოზით ჩარევა ჩემს პირად ცხოვრებაში პირველი იყო.
რამდენიმე ჭიქა დავლიე ერთმანეთის მიყოლევით, თვალი არ მომიხუჭავს მთელი ღამე, თუმცა დილით თავს უენერგიოდ მაინც არ ვგრძნობდი.
საგულდაგულოდ გამოვეწყვე, შავ შარვალსა და პიჯაკს, თეთრი პერანგი შევუხამე და ხუთზე ევას სახლთან ვიდექი.
- ამოდი. - გადმომძახა ფანჯრიდან. ჭიშკარი და კარი მაშინვე გამიღეს და ისე ამოვყავი თავი მის ოთახში, გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი.
- ვერაფრით გავიგე რა ჩავიცვა. - თითქოს თავისთვის ჩაიბურტყუნა მან.
- ყველაზე გამომწვევი რაც გაქვს ის.
- რაა?
- რა და რამე ისეთი ჩაიცვი, რომ შენი სხეულის მხოლოდ მინიმალური ნაწილი დაფაროს.
- რა მოგელანდა? - გაოცებული შემომაჩერდა.
- გთხოვ ევა, არ შეგიძლია ერთხელ მაინც გააკეთო რამე ჩემთვის?
- რადგან მთხოვ შევძლებ. - თქვა და ტრუსსა და ბიუსჰალტერზე, რაღაც ბადისებური გადაიცვა, მინიმალურ ნაწილს კი არა, საერთოდ არაფერს ფარავდა "კაბა".
- ასე კარგია? - ჩემს წინ დადგა და დატრიალდა.
- იდეალური. - თვალის მოწყვეტას ვერ ვახერხებდი მისთვის.
- მომიყვები რა მოხდა?
- არა!
- კარგი, მაინც ფეხზე მკი'დია.
სწრაფად დამთანხმდა და ეზოსკენ აიღო გეზი, მეც უკან მივყევი.
მანქანაში უჩუმრად ჩავსხედით და წვეულებაზე მივედით.
რა თქმა უნდა ნახევრად შიშველმა ევამ, ყველას ყურადღება მიიქცია, უამრავი ფოტო გადაგვიღეს და რაღაც სულელური კითხვები დაგვისვეს რომელსაც ძირითადად ევა პასუხობდა.
-როგორ გაიცანით ერთმანეთი? - ანთებული თვალებით შემოგვაჩერდა ნაცნობი შავთმიანი, როგორც უკვე გავიგე ნატა ერქვა.
- მე ის მანქანით გავიტანე ნასვამმა - ღიმილით აცნობა.
- მერე?
- მერე იდიოტი მეძახა. - ვთქვი მე.
- თუმცა მან ქუჩაში არ დამტოვა, რადგან ჩემი მისამართი არ იცოდა აგარაკზე ამიყვანა და მთელი ღამე ფეხზე იდგა რომ სასმელს ცუდად არ ემოქმედა. - დაამატა ევამ.
- იმ ღამეს რამე მოხდა? - ცნობისმოყვარედ ანთებოდათ თვალები ირგვლივ მყოფთ.
- არა, რადგან მას მკვდრებზე არ უდ*ება, მე კი მკვდარივით მეძინა. -გაიცინა ევამ და მე შემომხედა.
სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი, კარში ახლადშემოსულ მამაჩემს და ევას ხელი მოვხვიე.
- მას იცნობ? - ვკითხე ნატას!
- მამაჩემმა დაპატიჟა,მისი მეგობარია. - მიპასუხა და მისასალმებლად წავიდა.
- გამარჯობა მამიკო. - ჩუმად თქვა და თავისთვის ჩაიცინა ევამ.
- შეგიძლია ჩამეხუტო? - ვკითხე.
- კი, თუ ამიხსნი რა ხდება.
- ჩამეხუტე და აგიხსნი.
ევამ ხელები კისერზე მომხვია და პროვოკაციულად მაკოცა.
ეს რა თქმა უნდა არც მამაჩემს და არც ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ. მომენტალურად მოგვაჩერდა ყველა, მამაჩემი კი ჩვენკენ გამოემართა.
- იმედი მაქვს აქვე არ ი*იმავებთ. - ბრაზი გამოკრთოდა მის ხმაში.
- საყვარელო მშვენიერი იდეაა, რას იტყვი? - ოდნავ მომშორდა ევა და სახეში შემომაჩერდა.
- და ეს ქალი მოგყავს ცოლად? - თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ევა და მზერა ჩემზე შეაჩერა.
- მე რა რამე მჭირს? - შეურაცხყოფილი ქალის იმიჯი მოირგო.
- ბო*ს გავხარ. - ბრაზი ვეღარ მოთოკა ლევანმა.
- აღარ გაბედო მისთვის ამის თქმა.
- ბატონო მამა, იცით მგონი ზედმეტად ბებერი ხართ იმისთვის, რომ ჩემი ჩაცმულობა შეაფასოთ და სხვათაშორის ამის ჩაცმას არ ვაპირებდი, თქვენმა ვაჟმა მოინდომა. - კიდევ უფრო პროვოკაციული ხდებოდა ევა.
- მართლა? - გაოცება აშკარად შეეტყო ლევანს.
- დიახ, მართლა, ღამით გახდაზე ბევრი წვალება რომ არ მოუწიოს თუ ღამემდე შევძელით თავის შეკავება რა თქმა უნდა. - სახეში შემომხედა და საოცრად გამიღიმა ევამ.
-აზრზე მოდი აბელ. - მოთმინებამ უმტყუნა მამაჩემს.
-არა მგონია ღამემდე გავძლო. - წელზე ხელი მოვხვიე ჩემს "საცოლეს"
-ჰოდა წავედით. - მკლავში ხელი დამავლო და გარეთ გამომათრია.
მანქანაში უჩუმრად ჩავსხედით და ნატას სახლს გავეცალეთ.
- გმადლობ. - ვთქვი ჩუმათ.
- როგორი პროვოკაციული ვიყავი? - კამყოფილი, მოლოდინის თვალებით მომჩერებოდა.
- საოცრად, მომღერალი რომ არ იყო, შესანიშნავი მსახიობი დადგებოდა შენგან. - ღიმილი გამეპარა.
- ახლა მოყევი რა მოხდა. - სწრაფად დასერიოზულდა.
- მამაჩემს ვუთხარი, რომ შენს ცოლად მოყვანას ვაპირებ.
- რატომ?
- არ ვიცი, უბრალოდ ვუთხარი, იქნებ იმიტომ, რომ უნდა გაიგოს რომ პატარა ბიჭი არ ვარ, რომელიც ისე მოიქცევა როგორც მას უნდა.
- და რას მიწუნებს?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- ესე იგი ახლა ორივე ვთამაშობთ ამ თამაშს არა?
- ჰო... - რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ დავეთანხმე.
- ძალიან კარგი, მიყვარს როცა სამყაროს ვაბოლებ. - ეშმაკურად გაიცინა.
- სიგარეტი გაქვს? - მოურიდებლად ვკითხე.
- ხომ ვთქვი რომ მოწევას დაიწყებდი. - კმაყოფილმა ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა და მომაწოდა.
რამდენჯერმე ღრმა ნაფაზი დავარტყი და მივხვდი როგორ გაიბნა ორგანიზმში სასიამოვნო ბოლი.
- დედაშენსაც არ მოვწონვარ? - ინტერესი აუკიაფდა თვალებში.
-კი, მას კი.
-გინდა მამაშენი ჭკუიდან გადავიყვანო? - ავისმომასწავებლად იღიმოდა.
- რას აპირებ?
- შენი ოჯახის წევრები გამაცანი.
- ხვალვე. - დავეთანხმე მისი გიჟური წინადადებით მოხიბლული.
- მოიცა ახლა დავურეკავ ნანიკოს და ვეტყვი, რომ ხვალ შენი თავი უნდა გავაცნო.
ტელეფონზე დავრეკე, დედაჩემმაც მაშინვე აიღო ყურმილი.
- ხომ კარგად ხარ დე, უკვე ყველაფერი ვნახე ტელევიზორში.
- ნანიკო დაიკიდე, ევა უნდა გაგაცნო.
- ახლა დე?
- არა, ხვალ დილით მოვიყვან.
-გელოდებით დე და მომიკითხე თუ შენთანაა.
- გადავცემ. - ნანიკოს დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.
- დედაშენი არ უნდა გავაგიჟო ხო? - კიდევ ერთხელ გადაამოწმა ინფორმაცია.
- არა.
- კარგი მაშ დილით გამომიარე. - თქვა და მანქანიდან ჩავიდა.
. . .
მეორე დილით, დაპირებისამებრ მივაკითხე ევას.
მას გრძელი, თხელი სარაფანი ჩაეცვა.
მაგრამ ღვთიურად ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის.

- სიგრძე დედაშენისთვის რომ მოვეწონო, გამომწვევობა მამაშენისთვის რომ არ მოვეწონო. - ეშმაკურად გაიცინა და დატრიალდა იმის საჩვენებლად, რომ სარაფანი საკმაოდ ლანდავდა.
სახლში მისულებს დედაჩემი თბილად შეგვხვდა, ევა გადაკოცნა და მაგიდასთან მიგვიხმო, თვითონ კი სამზარეულოში გაიქცა ტორტის გამოსაღებად.
ოთახში მამა დაგვხვდა, როგორც ჩანს ნანიკომ მაგრად შეუტია და წასვლა ვერ გაბედა.
აი რატომ მიყვარდა დედაჩემი.
ნანიკო მალევე დაბრუნდა და მაგიდას მივუსხედით.
დაძაბული სიტუაცია, მხოლოდ ჩემსა და ლევანს შორის იგრძნობოდა, ნანიკო და ევა მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ.
-აბ სიგარეტი მომე რა. - მომმართა ევამ და მზერა ჩემკენ გამოაპარა.
- მგონი მანქანაში დამრჩა. - შეძლებისდაგვარად "გავაპრავე" მისი სულელური ტყუილი.
- მახსოვს რომ პიჯაკის ჯიბეში ჩაიდე.
ვიცოდი, რომ სიგარეტი ჯიბეში არ ჩამიდია, თუმცა მაინც ჩავყავი ხელი და იქედან გახსნილი სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, როგორც ჩანს თავად ჩააგდო. ერთ ღერს ჩემთვის მოვუკიდე ერთიც ევას მივეცი.
- სიგარეტის მოწევაც დაიწყე არა? - ნაგლად გაღიმება სცადა მამაჩემმა.
- დიახ, ის სვამს, ეწევა და სულ რომ გაგაოცოთ გეტყვით რომ ზოგჯერ სექ*ითაც კავდება, ნამდვილად სამარცხვინო შვილია. - პასუხის გაცემა მომასწრო "საცოლემ" .
მამაჩემი ევას განგებ არ უბრუნებდა პასუხს და ამ საკითხმაც ასე მშვიდად ჩაიარა.
მალე დედა ისევ სამზარეულოში გავიდა, მამა საპირფარეშოში, როგორც ჩანს სახეზე წყლის შესხმა დასჭირდა.
ევა რამდენჯერმე უხერხულად შემეხო.
- რას აკეთებ?
- გაჩერდი და მენდე.
- ევა ხომ იცი ასეთ შეხებებზე როგორ ვრეაგირებ?
-ჰოდა ახლა ეგ მინდა ზუსტად. - მოედ მომიჭრა და სანამ პასუხს დავაბრუნებდი, მამაჩემი დაბრუნდა. ჩემმა რეაქციამ არ დააყოვნა, ვიგრძენი შარვალი როგორ მჭიდროდ მომეკრო ტანზე.
- აბ მგონი ჯობია წავიდეთ.
- ძალიან მაწყენინეთ. - ვითომ დაგვცინა ლევანმა.
- პატარა აბელს პრობლემა რომ არ ჰქონდეს არ გაწყენინებდით, მე ნანიკოს დავემშვიდობები. - თქვა ევამ და სამზარეულოში გავიდა.
- ის რა, პატარა აბელს გეძახის? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მკითხა მამაჩემმა.
- თქვენი აზრით ამხელა კაცს ასე მივმართავ? მე ნამდვილად პატარა აბელს ვგულისხმობდი. -უპასუხა ახლახანს დაბრუნებულმა ევამ და მზერა ჩემი შარვლისკენ გამოაპარა.
მართლა გიჟია გავიფიქრე.
მამაჩემმა თავზე ხელი შემოირტყა და ოთახიდან გავარდა, ამასობაში ნანიკოც გამოვიდა სამზარეულოდან ორივეს დაგვემშვიდობა და სახლისკენ წამოვედით.
- მგონი მართლა გიჟი ხარ ეს რეები იკისრე? - ლამის სიცილისგან ვიგუდებოდი.
- ჯერ სად ხარ, მხოლოდ ახლა დავიწყე, მამაშენს ჭკუიდან გადავიყვან. - კარგ ხასიათზე დადგა თვითონაც.
-მგონი ზედმეტი მოგივიდა. - ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
- ისე ვინმე ნაშა გყავს? - სიტყვა ბანზე ამიგდო.
- რაში გაინტერესებს?
- ვინმესთან უნდა დაიხარჯო.
- რას გულისხმობ?
- ცუდ დღეში ხარ. - ფეხზე ხელი დამარტყა, გამიცინა და მანქანიდან ჩახტა.
- ხვალ გნახავ? - მივაძახე
- თუ მომინდება დაგირეკავ. - არც მოუხედავს ისე დამიყვირა.
- რა გაეწყობა.
არავითარი აზრი არ ქონდა რამის გაპროტესტებას და მივხვდი რომ მე მომწონდა ეს თამაში, თამაში რომელშიც ამ ქალმა უკვე ჩამითრია.
. . .
დილით ადრე დამირეკა, ჯერ კიდევ მეძინა.
- კარგად ხარ? რამ გაგაღვიძა ასე ადრე?
- ჩემთან მოდი და მაღაზიაში წამიყვანე! - ტელეფონი გათიშა.
- ჯანდაბა ნეტავ ოდესმე ისწავლის კულტურას? - ჩავიბურდღუნე და მასთან წავედი, უკვე ქვემოთ მელოდა ამიტომ მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და მისამართი მითხრა.
- გაგიმარჯოს ევა. - მობეზრებით ჩავილაპარაკე.
-რატო გამიტ'რაკე ამ გამარჯობა გაგიმარჯოთი? - გაკვირვება და გაბრაზება ერთმანეთში ერეოდა.
- შეგიძლია შენს ლექსიკონში ორად ორი სიტყვა ჩაამატო?
- რა სიტყვა? - შემომაჩერდა.
-გამარჯობა და გთხოვ. - მოკლედ მოვჭერი.
- გეთაყვაც ხო არა? - თავისი საფირმო ნაგლი ღიმილი მაჩუქა.
- რა გინდა მაღაზიაში? - თემა შევცვალე, რადგან კამათს აზრი არ ჰქონდა.
- კაბა.
- კაბა?
- ჰო, წვეულებას ვაწყობ. - სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და და მოუკიდა.
- როდის?
- ზეგ, დღეს და ხვალ ყველაფერს მოაგვარებენ.
- ორ დღეში ყველაფერს მოაგვარებენ? - თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენა.
- როცა შენი უფროსი, თვით ევა ერისთავია, ორ საათშიც მოასწრებ. - კმაყოფილება დაეტყო სახეზე.
- და წვეულების მოწყობა რამ მოგანდომა?
- ჩემი და ჩამოდის ესპანეთიდან. - ტუჩები გაბუშტა.
- და გყავს? - აქამდე არასდროს, არსად, არაფერი მსმენია ევას ოჯახზე.
- არა არ მყავს, მაგრამ მაინც ჩამოდის, სასიძოს გაცნობა უნდა. - გაიცინა
- თვითონ გათხოვილია?
- კი, შვილიც ჰყავს. - დღეს სიტყვაუხვი ჩანდა.
- რამხელა?
- დიდი, თვრამეტი წლის.
- შენი და რამდენისაა?
- ოცდათვრამეტის.
- ვააჰ. - მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ვიცოდი რაღაც უნდა მეთქვა.
- აბელ ჩემს დიშვილთან რამე არ შეგეშალოს, თორე ერთ ადგილს მიგაჭრი. - ღიმილით ლაპარაკობდა.
- რას ბოდავ ახლა?
- უბრალოდ ის დიდი გოგოა, თან ლამაზი და გაგაფრთხილე. - დასერიოზულდა.
- ვინ გგონივარ გოგო, ვიღაც სი'რი რომელიც *ლის ჭკუაზე დადის? - თითქმის ვყვიროდი.
- მე უკვე ორჯერ გავხდი მოწმე იმის, თუ როგორ აკონტროლებ მას. - ისევ გაიცინა.
- ჯერ ერთი ეგ ჯანსაღი მამაკაცისთვის დამახასიათებელი რეაქციაა და მერე მეორე, შენ ოდნავადაც რომ მეხები ......... - უცებ შევწყვიტე საუბარი და ენაზე ვიკბინე.
- მართლა? - ფეხზე ხელი გადამისვა და თვალებში შემომაჩერდა.
- ევა გაჩერდი.
- მთხოვე! - ისევ გამიმეორა ნაცნობი ფრაზა.
- გთხოვ, გაჩერდი ნუ მაწამებ.
- ახლა უკვე ვიცი როგორ დაგიმორჩილო. -კმაყოფილმა ჩაიღიმა და ხელი მომაშორა.
კაბაც შევარჩიეთ და წვეულებისთვის ყველაფერი მოვამზადეთ.
ორი დღე თითქმის ერთად გავატარეთ. წვეულების წინა დღეს როცა სახლში მივიყვანე, მანქანიდან გადასვლისას დამემშვიდობა და დილით დამიბარა, რათა მის დასა და დის შვილს აეროპორტში დავხვედროდით.
როგორც იქნა დამშვიდობება ისწავლა, იმ საღამოს უზომოდ კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.
. . .
დილით ისევ მისმა ზარმა გამაღვიძა, ყოველდღიურობად ქცეულიყო ევას ხმასთან ერთად გაღვიძება და აღარც მაღიზიანებდა.
- ჰოო.
- ბიჭო, დღეს რომ წამოხვალ, გამოსაცვლელი წამოიღე რომ წვეულებისთვის აქვე ჩაიცვა, სახლში გასვლას ვეღარ მოასწრებ.
-გაგიმარჯოს, კარგი. - ისევ ვცადე მისი გაბრაზება.
- აბელ, ნუ მიშლი ნერვებს.
-კარგი ჰოო და ასე ადრე რატომ იღვიძებ?
-ვიღვიძებ კი არა, ეშმაკს არ სძინავსო არ გაგიგია? - გაიცინა
- რა თქმა უნდა. - მეც გამეცინა.
- ისე მიდი, წამოდი ბარემ.
- ადრეა ჯერ.
- აეროპორტში დავიცდით! - ისევ ვრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
- რადგან ასე ძალიან მთხოვ, რა გაეწყობა. - გავიცინე და საწოლზე წამოვჯექი.
-მალე, გელოდები.
ევამ ტელეფონი გათიშა.
ავდექი, წყალი გადავივლე და მასთან წავედი.
აეტოპორტში რა თქმა უნდა ადრე მივედით, ამიტომ თითქმის ორი საათი ველოდეთ თვითმფრინავს და როგორც იქნა ჩამოფრინდნენ.
- ეს ნათიაა ჩემი და, ეს კი მარია ჩემი დის შვილი. - გამაცნო ევამ მას შემდეგ რაც ორივეს გადაეხვია.
თუმცა ეს არ იყო ის ემოციური შეხვედრა რომელიც წლების უნახავ დებს უნდა ჰქონოდათ.
- სასიამოვნოა, მე აბელი ვარ. - ხელი ჩამოვართვი ორივეს, ისინი კი თბილად გადამეხვივნენ.
ნათია ძალიან ჰგავდა ევას, თუმცა უფრო პუტკუნა იყო და ევას იდეალური სხეულისგან საკმაოდ განსხვავდებოდა მისი.
მარია კი შავგვრემანი, თაფლისფერთვალება გოგო გახლდათ, გამხდარი და საოცრად ეშხიანი.
მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით.
- როგორ მოარჯულე ჩემი და? - სიცილით მკითხა ნათიამ.
- მოვარჯულე? ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ჯერ კიდევ ის არის, რომ დამშვიდობება ვასწავლე.
- ჩემზე ისე ნუ საუბრობთ თითქოს პუდელი ვიყო, რომელიც სახლში მოშარდვას ვერ გადააჩვიეს. - გაბრაზებული ტონი მიიღო ევამ.
-მგონი ეგ ერთადერთია რასაც არ აკეთებ. - გამეცინა.
- პირი შეკარით აბ? - გაიღიმა ევამაც, შემდეგ ხელი და ისევ ის საშინელი შეგრძნებები ფეხზე, რომელიც სასტიკად შემარცხვენდა.
- ოღონდ ახლა არა გთხოვ. - ვანიშნე პირის მოძრაობით, თუმცა ყურიც არ შეიბერტყა.
- ევ, შენ მოარჯულე? - გაიცინა მარიამ.
-ჯერ კიდევ წრთვნის პროცესში ვართ. - მისკენ არც მიუხედავს ისე უპასუხა.
- ევა გთხოვ. - ვთქვი მოთმინებადაკარგულმა და მივხვდი, რომ ამჯერად ხმამაღლა მომივიდა.
- რას სთხოვ? - გამომხედეს გოგონებმა
- მე მე .... - დავიბენი.
- მთხოვს, რომ ჩვენთან ერთად წავიყვანოთ სოფელში.
- მერე წავიყვანოთ. - დაეთანხმნენ სასწრაფოდ.
- კარგი, წაგიყვანთ. - თქვა ხელი მომაშორა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. უკვე დაგვიანებული იყო, თუმცა საბედნიეროდ ჩემი და ევას გარდა ვერავინ შეამჩნია.
საღამომდე დრო სწრაფად გავიდა სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს, კარში რა თქმა უნდა მე და ევა ვეგებებოდით და მათ მილოცვებს თუ იდეებს, ჩვენი მომავალი ქორწილისთვის ღიმილიანი სახით ვისმენდით, როცა კარში დედაჩემმა შემოაბიჯა.
- ნანიკო? ვთქვი გაოცებულმა.
- რამ გაგაკვირვა? - გამიღიმა ნანიკომ და ჯერ ევას გადაეხვია, შემდეგ კი მე.
- მას ეგონა რომ ბატონი ლევანი არ გამოგიშვებდათ. (პროფესიონალი მატყუარა, როგორ "გამაპრავა")
- მაგას შევეკითხებოდი ზუსტად. - კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა სახეზე ნანიკოს.
- აბ, სტუმრებს შეხვდი, მე ნანიკოს ნათიას და მარიას გავაცნობ.
ქალები გამშორდნენ, მე კი კმაყოფილმა განვაგრძე სტუმრების მიღება.
ევაც მალე დაბრუნდა.
- კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. - თქვა და თვალით ერთმანეთთან მოლაპარაკე ნათიასა და ნანიკოზე მანიშნა.
- გმადლობ! - ვთქვი ჩუმად.
- არ შეგიყვარდე. - ჩაიცინა გველურად.
- რა მოხდება რომ შემიყვარდე? - ვითომ სხვათაშორის ვიკითხე.
- დიდი ბიჭი ხარ უკვე, უნდა იცოდე რომ სიყვარული და თოვლის ბაბუა არ არსებობს.
- ჰო, აი ეს ნაცნობი ევაა. - ჩამეღიმა.
წვეულება გახურდა, სტუმრები უკვე კარგად შეზარხოშდნენ.
მე ნატასთან ვლაპარაკობდი, უფრო ზუსტად ის მელაპარაკებოდა და მე თავის დახსნას ვერ ვახერხებდი, ნეტავ რას ამეკიდა მთელი წვეულება რომ ვერ მოვიშორე.
როგორც იქნა თავი დავიხსენი ნატასგან და უკვე კარგად ნასვამ ევასთან მივედი.
- რას შვრები?
- არ შემეხო. - უხეშად დამიბღვირა.
- რა?
- არ შემეხო_მეთქი. - გაიმეორა და ამღვრეული თვალები შემომანათა.
- რა დაგემართა?
ევამ ჭიქა ფეხებში მესროლა და დაფშვნა.
- რა გჭირს? - ხმას ავუწიე.
-ნუ მიახლოვდები, თორემ შემდეგ ჭიქას სახეში გესვრი. - თვალები აუცრემლიანდა.
ხალხი ჩვენს ირგვლივ შეიყარა, მასთან მივედი, ხელი დავავლე და გულზე მივიკარი.
- გამიშვი, ვერ გიტან! - იყვირა ისევ.
- უკაცრავად, ჩვენ დაგტოვებთ. - ვთქვი და ევა ხელში ავიყვანე.
- დამსვი, როგორ ბედავ. -გამწარებული ყვიროდა და ფართხალებდა, თუმცა თავის ოთახში ავიყვანე, საწოლზე დავაგდე და კარი ჩავკეტე.
- რა სცენა მოაწყვე გოგო?
- როგორ ბედავ ნაგლად ეფლირტაო ნატას, როცა ჩემს საქმროდ ითვლები? - ამჯერად ტუმბოზე დადგმული საფერფლე მესროლა.
- გააფრინე გოგო? თავი ვერ გამოვიშვი, რაღაცას მიყვებოდა, რატომ არ მოხვედი?
- მე უნდა მოვსულიყავი შე დამპალო? - შემდეგი მსხვერპლი სანათი აღმოჩნდა.
- ევა გაჩერდი თორემ!..........
-თორემ რა? - ამჯერად ფაიფურის სათამაშო მესროლა.
საწოლთან მივედი და ფეხზე წამოვაგდე, უხეშად მივიზიდე და ამდენი ხნის ნანატრ ტუჩებს, ცხოველური ჟინით შევეხე.
-შემეშვი შე იდიოტო. - წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა კედელთან მიმწყვდეული ძლიერად მეჭირა და ჩემს თავიდან მოშორებას ვერაფრით მოახერხებდა.
რამდენიმე წუთში წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა, რიგ-რიგობით შემოვახიეთ ერთმანეთს ტანსაცმელი, ფეხები წელზე შემომხვია, კედელს უხეშად მივაკარი და მის ტუჩებს არ მოვშორებივარ ისე ნელი ბიძგებით გავაერთიანე ჩვენი სხეულები.
იმის შეგრძნება რომ ახლა მთლიანად მე მეკუთვნოდა, მისი თითოეული ნაწილი ჩემი საკუთრება იყო, ჟინით კიდევ უფრო მავსებდა, მაგრად ვიხუტებდი და ბიძგებს ნელ ნელა ვუმატებდი, რამდენიმე წუთში სიამოვნებისგან გათანგული, მისი ფრჩხილებით დაპორჭყნილი და მისი სურვილით კიდევ უფრო ანთებული საწოლისკენ წავედი, ამჯერად უფრო ნაზად დავაწვინე და სხეულის ყველა ნაწილი სათითაოდ დავუკოცნე. მაგიჟებდა ამ ქალის სურნელი, მისი შეხება, ნაზი კანი, რომელზეც ახლა ბაგეებს დავატარებდი, მინდოდა ყველა ნაწილი შემეგრძნო და დამემახსოვრებინა, მის გემოს ენის წვერით სათითაოდ ვკრეფდი სხეულის ყველა ნაწილიდან და როდესაც მეორედ მივუბრუნდებოდი, ისევ იგივე გემოს შეგრძნება ორჯერ მეტად მსიამოვნებდა.
ამჯერად ჩვენი სექ'სი აღარ იყო უხეში, პირიქით ის საოცრად ნაზი იყო და ვიგრძენი ჩემს გულზე თავდადებულ, გულისცემა აჩქარებულ ევას, როგორ ჩამოუგორდა ცრემლი თვალებიდან.
ეს არ იყო უბედურების ან ტკივილის ცრემლი, ეს სიამოვნების ცრემლები იყო, ამიტომ არ მიკითხავს მისთვის რა ატირებდა, მხოლოდ ახლოს მოვიზიდე და კოცნით ამოვუშრე თვალები.
- გთხოვ ევა, გთხოვ არასოდეს იტირო ჩემი თანდასწრებით. - მაგრად მივიხუტე გულთან და მისი თმების სურნელით გავბრუვდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექით ასე, თუმცა კარზე კაკუნმა მოგვიყვანა აზრზე.
- კარგად ხართ ბავშვებო? - ხმადაბლა დაიძახა ნათიამ.
- კი ახლავე ჩამოვალთ. - გამოვეპასუხე.
- არსად არ წახვალ. - მტკიცე იყო ევას ხმის ტემბრი.
- კარგი. - ვთქვი და მუცელზე ვაკოცე.
- ანდა წავიდეთ. - ფეხზე წამოდგა და თავისი კაბა, უფრო სწორად კაბის ნარჩენები აიღო.
- რა გააკეთე ცხოველო, რა ჩავიცვა ახლა? - გაიცინა და კისერზე ჩამომეკიდა.
- სხვა კაბა არ გაქვს?
- მამაშენის გაგიჟება ისევ გინდა? - წარბი აზიდა.
- ფეხებზე მკი'დია ყველას გაგიჟება, მე თვითონ ვარ გაგიჟებული.
- შენი პერანგი მომეცი.
ძირს დაგდებული, ნახევრად ღილებშემოგლეჯილი პერანგი მივაწოდე.
მან პერანგი მოიცვა, ჯერ კიდევ შერჩენილი ღილები შეიკრა, თავისი ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოიცვა და შემომხედა.
- აბა როგორ გამოვიყურები?
- უნაკლოდ. - არ მომიტყუებია.
- ჰოდა დავუბრუნდეთ წვეულებას.
- შენ ჩემი პერანგით და მე წელს ზემოთ შიშველი, დავბრუნდეთ წვეულებაზე სადაც ათობით ჟურნალისტია? - კიდევ ერთხელ გადავამოწმე.
- ჰო, მაგრამ შარვლის შიგნით პლავკა არ ჩაიცვა, რა ვიცი რა დროს რა წამომივლის. - ხმამაღლა გაიცინა და ტუჩზე იკბინა.
- ევა გააფრინე? - გამეცინა
- შარვლის შიგნით რა გაცვია, ჩემს გარდა თუ ვინმე ნახავს "მაგას" მაინც მოგაჭრი გეფიცები.
- გოგო, წელს ზემოთ შიშველზე გეუბნები შარვალში ვინ მიყურებს, თან ჩემი დაკოდვით შენც არანაკლებ დაზარალდები. - გამეცინა
- როგორმე გადავიტან, ათი თითი გაქვს ბოლოს და ბოლოს. - დამეჭყანა.
- წამიყვან თუ არა წვეულებაზე? - გაიმეორა თავისი ბრძანების კილოთი.
- ხელი მოვკიდე და კარი გამოვაღე.
- ვაუუ, გაგეფრთხილებინეთ თვალებს მაინც დავხუჭავდი. - დაიყვირა ნათიამ რომელიც ჯერ კიდევ კართან მდგარა.
- ფართოდ გააღე ეგ თვალები, ორ ასეთ უნაკლოობას ერთად, ხშირად კი ვერ ნახავ. - გაიცინა და ჩემს მუცლის პრესს ხელი გადაუსვა ევამ.
- წვეულებაზე ასე ბრუნდებით? - მოისმა მარიას ხმა, რომელიც სავარაუდოდ ახლა შემოგვიერთდა და ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა პირის დახურვა.
- დის შვილო შენ ხომ სრულწლოვანი ხარ? - გოგონას მიუბრუნდა ევა.
- კი.
-ჰოდა მაშინ გეტყვი რომ სულ ესაა ტანსაცმელი, რომელიც გადაგვირჩა.
- ვგიჟდები მე თქვენზე. - დაიყვირა მარიამ და ორივეს ლოყაზე გვაკოცა.
- ახლა კი ქვემოთ ჩავალ და ჟურნალისტებს გავაფრთხილებ, წლის სკანდალის გადასაღებად მოემზადონ.
- გავარდი. - მიაძახა ევამ და მარიაც სირბილით წავიდა.
- ოჰ ორგა*მო ძალსა შენსა. - გაიცინა ნათიამ და თმაში მსუბუქად მოგვქაჩა.
წვეულებაზე დაბრუნებულებმა, მარტივად ვიგრძენით რომ მარიას უკვე გაეფრთხილებინა ყველა.
ასობით წყვილი თვალი გვაკვირდებოდა, ყველა ფოტოებს იღებდა, იყო ჟურნალისტი თუ არა.
- ტრა'კი ხო არ მომიჩანს? - ყურში ჩამჩურჩულა ევამ.
- თუ არ გადაიხრები არა. - კარგად შევათვალიერე.
- ვინმე გადაკუზვას მიპირებს და არ ვიცი? - გაიცინა.
- ამდენ ხალხში არ იკადრებს ის ვინმე. - სიცილში ავყევი.
- ერთი გახახუნება და უკადრებელს იკადრებ.
გამეცალა და პირდაღებულ ნანიკოსთან მივიდა, მეც უკან მივყევი.
- ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ. - უთხრა ნანიკოს და თვალი ჩაუკრა.
- თუ ასე ჩაცმული ისე დაგაბრუნა უკან, რომ ის არ მომხდარა რაც მე მგონია, ცისფერი ყოფილა ჩემი შვილი. - გაეცინა დედაჩემს.
- ცისფერი ნამდვილად არ არის. - გაეცინა ევასაც.
იმ დღეს რამდენიმე ათეული ინტერვიუ მივეცით, ხალხიც ნელ ნელა დაიშლა. ბოლოს მე ევა ნათია და მარია დავრჩით მოახლეებთან ერთად.
- არ გინდათ სადმე წავიდეთ? - თქვა მარიამ.
- არა ისედაც ძალიან დავიღალეთ. - ნათია დაგვემშვიდობა და დასაწოლად წავიდა.
- ხვალ დილით სოფელში ვართ წასასვლელი. -თქვა ევამ
- აბელ სადმე კარგი კლუბი არ იცი? ცოტა რომ დავლიოთ და გავერთოთ? - ამჯერად მე მომიბრუნდა გოგონა.
- ახლა უნდა დაისვენოთ, სხვა დროს წაგიყვან. - ისეთი ჭკუის დამრიგებლური ტონით ვუთხარი, თითქოს ორით კი არა ოცი წლით ვიყავი მასზე დიდი.
-კარგი როგორც იტყვით, ძილინების. თავის ოთახში წავიდა მარია და მეც ფეხზე წამოვდექი.
- მიდიხარ? - წინ ამეტუზა ევა.
- ჰო.
- დარჩი თუ გინდა. - საოცრად მშვიდი იყო ახლა მისი თვალები.
- რომ გითხრა არ მინდა_მეთქი დამიჯერებ?
- არა. - გაიცინა და ყელზე შემომეხვია. კიდევ ერთხელ დავეწაფე მის ტუჩებს და თავის ოთახში შევიყვანე.
დაახლოებით ერთ საათში ღონემიხდილ ევას, ჩემს მკლავზე ედო თავი და სიგარეტს ეწეოდა.
- მომწონხარ ან ეს მოწონებაზე მეტია. - ვთქვი და სახე მის თმებში ჩავრგე.
- ვა რა მაგარი ხარ. - გაეცინა .
- და შენ?
- რას ელოდები ახლა? ორგა*ზმის შემდეგ ისეთი სენტიმენტალური გავხდები, რომ სიყვარულში გამოგიტყდები? - სიცილს არ წყვეტდა.
- ჰო.
- მართლა თვლი რომ ასეთი საოცარი იყო?
- კი, ვთვლი რომ საოცარი იყო შენ არა?
- ჩემი აზრით დასაწყისისთვის ნომალურია.
-კარგი რა გაეწყობა. - მშრალად დავეთანხმე.
- შეგიძლია დივანზე გადაწვე? - თვალებში შემომაჩერდა.
- რა?
- მარტო ძილი მიყვარს. - მხრები აიჩეჩა.
- აქამდე არავისთან გიძინია?
- არა, ჩემს საწოლში არცერთი კაცი არ წოლილა.
- ხუმრობ? - დაუჯერებლად მეჩვენა.
- არა არ ვხუმრობ, ჩემი საწოლი ჩემთვის ძალიან პირადია და პირველი ხარ ვისთანაც სექ'სი ჩემს საწოლზე მქონდა.
- და ისე მერამდენე ვარ? - ენაზე ვიკბინე, თუმცა მაინტერესებდა.
- გაინტერესებს რამდენ კაცთან ვწოლილვარ? - გაეღიმა.
- თუ თითები გეყოფა ჩამოსათვლელად კი, თუ არა და არ მითხრა.
- ფეხის თითებიც ითვლება?
- ჰო.
- შეიძლება შენიც მივათვალო? ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- კარგი, აღარ მაინტერესებს. - საწოლიდან წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
- მეორე. - მოგუდულად მომესმა მისი ხმა.
- რა?
- მეორე ხარ, გინდ დაიჯერე გინდ არა.
- მჯერა. - დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
- უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ვაფუჭებ. - უგემურად დაიჭყანა.
-რა თქმა უნდა. - გამეცინა. - კარგი წავედი მე.
- ხვალ სოფელში წაგვიყვან! - საწოლზე წამოჯდა.
- ნაცნობი ტონია, რადგან ასე ძალიან მთხოვ, დილით მოვალ. - ვგიჟდებოდი ამ ქალის ბრძანებით კილოზე.
- ადრე გამოდი. - თვები გაუბრწყინდა.
- კარგი და სოფელში ვინ გყავს?
- ბებია და პაპა.
- არ ვიცოდი. - კეფა მოვიქექე.
- ეს არავინ იცის, იქ თითქმის არ ჩავდივარ, უბრალოდ ახლა ნათიას არ "გავუტეხე"!
- კარგი, დილით მოვალ. - კიდევ ერთხელ ვაკოცე ევას და სახლში დავბრუნდი.
მთელი ღამე გასულ დღეზე ვფიქრობდი, ძილი არ მომკარებია ისე დამათენდა თავზე და კვლავ ევასთან დავბრუნდი.
სოფლის გზაზე მიმავალნი, ძალიან გავერთეთ.
ნათია და მარია საოცრად მხიარული ტიპები აღმოჩდნენ.
მათ ხასიათს არაფერი ჰქონდა საერთო ევასთან, თუმცა იმ დღეს ევაც საკმაოდ მხიარული მეჩვენა.
ის რა თქმა უნდა ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ევასგან ესეც ბევრს ნიშნავდა.
სოფელში ჩასულებს, ორი მოხუცი შემოგვეგება.
ნათია და მარია ლამის ნახევარი საათი იყვნენ ჩახუტებულები მათთან, ევა მოხუცების ალერსს ჩვეული გულგრილობით შეხვდა და როგორც კი მათ ხელებს თავი დააღწია, ჩემი თავი წარუდგინა.
- გაიცანით ეს აბელია. - თვალებით ანიშნა.
- ევას საქმრო. - დაამატა ნათიამ.
მოხუცებს ცრემლები მოერიათ, გულში ჩამიკრეს, დამლოცეს, ბედნიერება გვისურვეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიპატიჟეს სახლში.
- როგორ მომენატრა აქაურობა.- ღრმად ჩაისუნთქა ნათიამ.
- აქ ხომ დრო გაჩერებულია, როგორ ვერ ვიტან ამ სიძველის სუნს. - დაამატა ევამ და მივხვდი როგორ მოიწყინა, რადგან მისმა თვალებმა ნაცრისფერი ელფერი მიიღეს.
- გეყოფა უკვე ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი, დროა გამოძვრე ამ ნაჭუჭიდან. - მობეზრებით თქვა ნათიამ და ზემოთ სართულზე წავიდა.
- აბელ წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ. - მომაძახა და მეც უკან გავყევი.
- ჩემს ოთახში დაიძინებს. - მოკლედ მოუჭრა ევამ და ყველა მივაჩერდით, მოხუცების ჩათვლით.
- ის ჩემი საქმროა და ზოგჯერ ერთად გვძინავს. - მიაყარა წინადადებები, ხელი დამავლო და ოთახში ავედით.
- კარგად ხარ? - ხმადაბლა ვკითხე.
- მეზიზღება აქაურობა.
- გინდა წავიდეთ?
- არა, რამდენიმე დღე გავძლებ, დივანზე დაწოლას ხომ შეძლებ? - სახეში მომაჩერდა.
- ჰო, რა თქმა უნდა. მშვიდად დავეთანხმე.
. . .
ოჯახის წევრებთან ერთად ვივახშმეთ და დასაძინებლად გავემზადეთ.
ევამ პლედი და ერთი ბალიში საწოლთან ახლოს მდგომ დივანზე გადმომიტანა.
- აქ დაწექი კარგი? - თითქოს თხოვნა ისმკდა მის ხმაში.
- კარგი. - დავეთანხმე და ჩასახუტებლად გავიწიე.
- არ შემეხო. - ჩვეულებეივზე ხმამაღლა მოუვიდა.
- რა ჯანდაბა გემართება?
- უბრალოდ არ შემეხო. - თქვა და საწოლში შეწვა.
მეც დივანზე მივესვენე, ბრაზი შეძლებისდაგვარად მოვთოკე და წუხანდელი ღამის უძინარს, მალევე ჩამეძინა.
დილით კარზე ნათიამ მოაკაკუნა. მაშინვე ევასთან გადავწექი და ნათიას შემოსვლა ვთხოვეთ.
- ბავშვებო დღეს თქვენს პატივსაცემად წვეულებას მართავენ და მოემზადეთ. - ღიმილით მოგვახსენა.
- ჰო რა თქმა უნდა ვთქვი მე. - ევამ თვალები გადაატრიალა და ნათიაც წავიდა.
- აბელ, დიდი იმედი მაქვს რომ ახლა შენი ფეხი მედება. - მზერა ჩემკენ გამოაპარა.
- ჰო, რა თქმა უნდა აბა რა იფიქრე? გაიცანი ჩემი მესამე ფეხი, თუ უკვე იცნობთ ერთმანეთს? - საკუთარ ხუმრობაზე გამეცინა.
- ასე აღარ იხუმრებ! - გაბრაზებული ჩანდა ევა.
- ევა რა გემართება? ამაზე უარესი არაფერი გითქვამს? - სწრაფად ავდექი საწოლიდან.
მთელი დღე, ყველანაირად ვარიდებდი თავს ევასთან შეხვედრას, არც მას მოუკლავს თავი, მე პაპა გიორგის ვეხმარებოდი ეზოში, ნათია და მარი ბებოს, ხოლო ევა რადგან თავის ოთახიდან არ გამოდიოდა, ჩავთვალეთ რომ წვეულებისთვის ემზადებოდა. თითქმის მთელი სოფელი მოვიდა "ჩვენს წვეულებაზე".
მე და ევამ რა თქმა უნდა მშვენივრად შევასრულეთ ბედნიერი წყვილის როლი.
ჩახუტებულები ვიდექით და მილოცვებს ყალბი ღიმილით ვიღებდით.
ის რა თქმა უნდა ადრე წავიდა, მე ორივეს მაგივრად ბოდიში მოვიხადე. ვთქვი, რომ ევა თავს შეუძლოდ გრძნობდა და უკან გავყევი.

როცა ოთახში ავედი ის ცრემლიანი თვალებით იდგა, ჩემმა დანახვამ შეაშფოთა და ცრემლები მაშინვე მოიწმინდა.
- გთხოვ დამელაპარაკე, თუ გინდა საერთოდ არ მოგიახლოვდები, უბრალოდ მინდა ვიცოდე რა გჭირს. - ხმადაბლა ვესაუბრებოდი, ისე რომ დისტანცია არ დამირღვევია.
- ვერ გიტან! - დამიყვირა.
- ამის გამო ტირი?
- არ ვტირი!
- გინდა წავიდე?
- არა! - სწრაფად უარყო.
- ვერ გავიგე რა გინდა ევა, მეუბნები რომ ვერ მიტან და თან არ გინდა რომ წავიდე, როგორ მოვიქცე?
- ჩამეხუტე! - ისევ მბრძანებლობდა.
მასთან მივედი და გულში ძლიერად ჩავიკარი.
- მეზიზღება ეს სახლი, ეს ხალხი და ყველაფერი რაც აქ ხდება. - ხმადაბლა ამოისლუკუნა.
- ეს ახალი არ არის, შენ ყველაფერი გეზიზღება. - თავზე ვაკოცე.
- მაგრამ ეს სახლი განსაკუთრებით.
- და მე?
- ამ სახლის შემდეგ, შენ მეზიზღები ყველაზე მეტად. - ყელში ჩამირგო ცხვირი.
- რატომ თქვი რომ ერთ ოთახში დავწვებოდით თუ ეს არ გინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცეები დაგებოლებინა?
- იმიტომ, რომ ამ ოთახებში მარტო დაძინება არ შემიძლია. - გულწრფელად აღიარა.
- რატომ?
- შენი საქმე არ არის. - კისერში ცხვირჩარგული განაგრძობდა საუბარს.
გამეცინა და კიდევ უფრო მაგრად ჩავიხუტე.
. . .
სოფელში ერთი კვირით დავრჩით და არც ერთი წამით არ ყოფილა ევა ნორმალურ ხასიათზე, მიუხედავად ამისა წამით არ მიშორებდა გვერდიდან და დროის უმეტეს ნაწილს, ჩემთან ჩახუტებული ატარებდა.
ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო დავუახლოვდი მას.
სოფელში ყოფნის მერვე საღამოს, მაგიდას სავახშმოდ მივუჯექით, ევა ისევ არაფერს ჭამდა და საერთოდ რაც აქ ჩამოვედით ძალიან დაიკლო წონაში.
- ცოტა ჭამე. - მშვიდად ვთხოვე.
- არ მინდა!
- ევა გეყოფა უკვე. - საუბარში ჩაერთო ნათია.
- ნუ ერევი. - შეუღრინა ევამ.
- ნუ ვერევი? გინდა დამაჯერო რომ ეს აბის გამო ხდება? ორივემ ვიცით რომ ეს სახლი მოქმედებს შენზე ასე.
- არაფერიც არ იცი შენ. - ღრენას განაგრძობდა ევა.
- როდემდე უნდა დარჩე ათი წლის ბავშვად, სადამდე აპირებ ამ მარწუხებით ცხოვრებას, თუ არ გინდოდა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდი ამ ბიჭს მაინც რას ერჩოდი? - სევდიანად საუბრობდა ნათია.
- მასაც შეუძლია ისე მიმატოვოს, როგორც შენ მიმატოვე თავის დროზე. - მკვახედ დაუძახა ევამ დას.
- შენ ისევ ათი წლის პატარა გოგო ხარ, ისევ იმ უფსკრულში ხარ რომელშიც იყავი და ამოსვლის მაგივრად სხვებსაც უფსკრულში მიათრევ. - თავი გადააქნია ნათიამ.
- შენ უნდა ამოგეთრიე იქედან, მაგრამ გაიქეცი და მარტო შემატოვე პრობლემებს, ვის ვის და შენ არ გაქვს უფლება რამეს მთხოვდე ან მასწავლიდე. - ყვირილზე გადავიდა ევა.
-მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო. - თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ქალს.
- შენ არაფრის გაკეთება არ გიცდია, მხოლოდ საკუთარ თავს უშველე და მე იმ ყველაფრისთვის გამიმეტე, რაც იმ დროს აქ ხდებოდა. - ევამ მაგიდაზე დაარტყა ხელი და თავის ოთახში წავიდა.
სუფრასთან მსხდომთ ბოდიში მოვუხადე და ევას უკან გავყევი.
- გთხოვ შეაჩერე და არ დაუშვა სისულელე ჩაიდინოს. - ტირილით მთხოვა ნათიამ.
ოთახში რომ ავედი, ის უკვე ტანსაცმელს ალაგებდა.
-რას აკეთებ? - ვკითხე და ზურგიდან მოვეხვიე
- მივდივარ. - ხმადაბლა თუმცა მტკიცედ მიპასუხა.
- არ გინდა მომიყვე რა ხდება?
- რატომ არ გაიქცევი აქედან, რატომ თავს არ უშველი?
- ევა თუ წასვლა გინდა წავიდეთ, ოღონდ ცოტა დამშვიდდი.
- შემეშვი. - თქვა, თუმცა ჩემი მკლავებიდან თავის დაღწევა არ უცდია.
- არ შემიძლია. - ვთქვი და ჩემკენ შემოვაბრუნე.
-რატომ არ გარბიხარ ჩემგან, შენ ხომ იცი რომ მე ნორმალური არ ვარ? რამდენიმე წუთის წინ ჩემმა დამაც დაგიდასტურა. - სევდა უკიაფობდა თვალებში.
- ფეხებზე მკი'დია ხარ თუ არა ნორმალური.
- მაშინ წამიყვანე აქედან. - ცრემლები მოადგა.
ევა მანქანაში ჩავსვი, მოხუცებს ნათიას და მარიას დავემშვიდობე, დამპირდნენ რომ როგორც კი ევა დამშვიდდებოდა მაშინვე დაბრუნდებოდნენ და თბილისისკენ ავიღე გეზი.
ევა სახლში მივიყვანე, მან ყველა მოახლე დაითხოვა დილამდე და მთხოვა მხოლოდ მე დავრჩენილიყავი.
- დავლიოთ? - ვკითხე
- კი. - გვერდზე მომიჯდა.
ცოტა დავლიეთ თუ არა ევა ოდნავ მოვიდა ხასიათზე.
- უკეთ ხარ? - შვებით ამოვისუნთქე.
- კი, მაგრამ დღეს აქ დარჩები. - თვალს არ მაშორებდა.
- რა თქმა უნდა. - შუბლზე ვაკოცე.
- მე გიჟი არ ვარ. - ამოილუღლუღა და მკერდზე მომეკრა.
- ვიცი. - ხელები მოვხვიე.
-იმ სახლში მამაჩემმა დედაჩემი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. - ვიგრძენი როგორ ჩაახშო ცრემლები.
-რაა? რატომ?.
-იმიტომ რომ ლოთი იყო და იეჭვიანა. - ღრმად სუნთქავდა.
- და ნათია რა შუაშია?
- ის ოცი წლის იყო, მე ათის და მის მეტი არავინ მყავდა, მან კი მიმატოვა და ესპანეთში წავიდა.
ვდუმდი და გულში ძლიერად ვიკრავდი, რადგან ვერ ვიპოვე სიტყვები რომელიც უნდა მეთქვა.
- მას არ ჰქონდა ჩემი დატოვების უფლება აბელ, მან იცოდა რომ მე ამის გადატანა მარტოს მომიწევდა და მაინც დამტოვა, საერთოდ ყველა კვდება ან მტოვებს ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ, ამიტომ თუ ოდესმე მეტყვი რომ გიყვარვარ, შენგან თავქუდმოგლეჯილი გავიქცევი და ვეღარასდროს მიპოვი. - გამაფრთხილებლად ჟღერდა ბოლო სიტყვები.
- მე არასდროს მექნება იმდენი ძალა რომ შენ მიგატოვო.
- უბრალოდ არასოდეს მითხრა რომ გიყვარვარ. - მშვიდად გაიმეორა და ჩემკენ მოიწია, იმდენად ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს, თითქოს თოვლის ფიფქი დამადნა ზედ.
ამჯერად დომინანტის როლი თავად მოირგო და მთელი ღამე სიამოვნებით მოცულ ბურუსში გავატარე.
ის ენის წვერით ისე ნაზად ეხებოდა ჩემს სხეულს, თითქოს ეშინოდა რომ დავუმთავრდებოდი, ლამაზი ჩამოთლილი თითებით ელაერსებოდა ჩემს სახეს.
წამებში ეცვლებოდა ხასიათი, რამდენიმე წუთში სიცილს იწყებდა და ველური ჟინით მეალერსებოდა მკბენდა ფრჩხილებით მკაწრავდა და სიამოვნებდა რომ ტკივილს მაყენებდა, შემდეგ ისევ მშვიდდებოდა და ისევ მისთვის არადამახასიათებელი სინაზით განაგრძობდა ფერებას. დილით მისმა კოცნამ გამაღვიძა და ვერ დავიჯერე რომ ეს რეალობა იყო.
- ღმერთო მოვკვდი? - დავიძახე.
- არა. - ყავა მომაჩეჩა, ტუჩებში მაკოცა და გვერდით მომიწვა.
საწოლზე წამოვჯექი ყავა დავლიე და ევას თვალებში ჩავხედე, ამჯერად ის მუქი ლუჯი გახლდათ.
- შეიძლება შეგეხო? - ვკითხე, რადგან ვიცოდი მისი ხასიათი რამდენიმე წამში შეიძლებოდა შეცვლილიყო.
- არა. - თვითონ ჩამეხუტა.
მეც მაგრად მოვხვიე ხელები და მისი შიშველი სხეული ჩემსას მივაკარი.
- რამდენ ხანს გამიძლებ აბ?
- სანამ თავიდან არ მომიშორებ. - ამ წამს ყველაზე გულწრფელი ვიყავი.
- მე, ანუ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული?
-რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ოდესმე რამე ყოფილა ჩემზე დამოკიდებული? - გამეცინა.
- მომწონს რომ მემორჩილები. - ღიმილი შეეპარა თავადაც.
- შენ ერთადერთი რამე ხარ, რასაც ჩემი დამორჩილება შეუძლია.
ჩემი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა საუბარი...
- გისმენთ!
- აბელ გილოცავ დე. - თქვა დედაჩემმა და ნახევარ საათიანი მილოცვა მოაყოლა, მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ჩემი დაბადების დღე იყო.
-მ ადლობა ნანიკო. - ცოტა დაბნეული გახლდით.
- დღეს ხომ მოხვალ დედი? წვეულებას ვაწყობ იცოდე.
- კი ამოვალ.
-კარგი აბა გელოდებით ორივეს. - თბილად დამემშვიდობა და ტელეფონი გავთიშე.
- რა მოხდა? - ყურადღებით მაკვირდებოდა ევა.
- დღეს დაბადების დღე მაქვს.
- გილოცავ, დიდი ბიჭი გამეზარდე. - ნაზად მაკოცა.
- ნანიკო წვეულებას აწყობს.
- იმედი მაქვს კარგად გაერთობი. - ყავა მოსვა.
- შენ არ წამოხვალ? - იმედგაცრუება ვიგრძენი.
- არა.
- რატომ?
- არ მინდა!
- რომ გთხოვო?
- არა აბელ ხასიათზე არ ვარ.
- ამიტომ მეც უნდა ჩამაშხამო? - მაღიზიანებდა ევას თავკერძობა.
- მიეჩვიე იმას რომ მე ყოველთვის ყველაფერს გავაფუჭებ. - გაიღიმა.
-კარგი. ვთქვი, ფეხზე წამოვდექი უსიტყვოდ ჩავიცვი და სახლში წავედი. რა თქმა უნდა მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ევას გარეშე დიდ ხანს ვერ გავძლებდი და უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ დღეს მის ჯინაზე მაგრად უნდა გავერთო_მეთქი შევპირდი საკუთარ თავს.
საღამოს წვეულებისთვის გამოვეწყვე და მშობლების სახლში ავედი.
ხალხი უკვე მელოდა, დედაჩემს თითქმის არავინ გამორჩენია, ყველა ჩემი მეგობარი კი არა და ნაცნობიც დაპატიჟებული ჰყავდა.
მამაჩემიც თბილად გადამეხვია, არ ვიცი იმიტომ, რომ იუბილარი გახლდით, თუ იმიტომ უფრო რომ ევა თან არ მახლდა, მაგრამ ამაზე ფიქრით ტვინი დიდ ხანს არ მიჭყ'ლეტია!
- დე ევა სად არის? - იმითხა ნანიკომ, როგორც კი ევა ვერ შენიშნა.
- არ შეეძლო. - იმდენად უხეშად და მოკლედ მოვუჭერი, დედაჩემმა კითხვების დასმა საჭიროდ აღარ ჩათვალა.
ნანიკოს წვეულებების მოწყობის საოცარი ნიჭი ჰქონდა,
ყველა მაგრად ერთობოდა, იმის გარდა ვისაც დედაჩემმა ეს ყველაფერი მიუძღვნა.
მე ჩემთვის ვიჯექი და ყველანაირ სასმელს ვისხამდი პირში რაც ხელში მომხვდებოდა.
მილოცვებს გულგრილად ვიღებდი და გულით და გონებით ევას სახლს დავტრიალებდი.
- ახლა კი თქვენს ყურადღებას ვითხოვ. - თქვა ნანიკომ და სპეციალურად მოწყობილი სცენიდან, სადაც მუსიკოსების ცოცხალი ბენდი დაესვა ამაყად გადმომხედა.
სიმთვრალისგაბ არეული თვალებით შევხედე სცენას და დავინახე ის ვისი დანახვისთვისაც ეშმაკს დაუფიქრებლად მივყიდდი სულს.
- ამ გოგოს რაღაც აქვს სათქმელი. - დედაჩემი სცენიდან ჩამოვიდა, ევა კი ნელ-ნელა მიკროფონს მიუახლოვდა და დაბნეულად დაიწყო საუბარი.
- რამდენიმე კვირის წინ მანქანით გავიტანე ბიჭი, რომელიც მოულოდნელად ჩემი ცხოვრების მთავარ იმედად იქცა, მან ზუსტად იცის რომ ალქაჯი ვარ, შეშლილი და არც არაფერი სჭირდება ამის გარდა, რადგან ის უფრო შეშლილია.
დღეს ეს ბიჭი იუბილარია, მან ზუსტად იცის რომ მე ვერც სიყვარულს ავუხსნი და ვერც იმას ვეტყვი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ იმას გავაკეთებ რაც ყველაზე უკეთ გამომდის და ის ფაქტი რომ ცხოვრებაში პირველად ვუმღერი ვიღაცას, მას ზუსტად მიახვედრებს თუ რისი თქმა მინდა.
ევამ სიმღერა დაიწყო, თუმცა გონება ისე მქონდა არეული და დაბინდული, რომ არცერთი სიტყვა არ გამიგია.
დაასრულა თუ არა, თვითონ მოვიდა ჩემთან, გიჟივით ჩავიკარი გულში მთელი სახე ნაზად დავუკოცნე და მივხვდი რომ ყველას და ყველაფერს მერჩივნა ეს ქალი.
- რა მთვრალი ხარ. -თვალებში მიყურებდა.
- მე მეგონა არ მოხვიდოდი.
- არც ეგეთი სატანა ვარ. - სიცილს განაგრძობდა.
მამაჩემს ევას დანახვა, რა თქმა უნდა არ გახარებია, მაგრამ როგორღაც თავი მოთოკა და ზრდილობიანადაც კი მიესალმა.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩით, მე კიდევ დავლიე რამდენიმე ჭიქა და მეგობრებთან საუბარშიც გავერთე.
-წავიდეთ აქედან. - ყურში ჩამჩურჩულა ევამ.
ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩავკიდე.
- დე ჩვენ მივდივართ, მადლობა დღევანდელი დღისთვის. - ვუთხარი ნანიკოს და გადავეხვიე.
-დედა სად უნდა წახვიდე ასეთი ნასვამი?
- მე მივხედავ. - დაამშვიდა ევამ.
- აბა შენი იმედი მაქვს შვილო. - ორივეს კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტა დედაჩემი და ამჯერად ჩემი სახლისკენ დავიძარით თუმცა საჭესთან ევა დაჯდა.
- მიყვარხარ. -ვთქვი ჩუმად.
- რა? - სახეზე ღიმილი შეაშრა
-არა არ მიყვარხარ. - გამოვასწორე მაშინვე, ხომ გამაფრთხილა რომ არასოდეს მეთქვა.
ის გაჩუმდა, დუმილი დიდ ხანს გაიწელა და უკვე სიმძიმედ დამაწვა გულზე.
- მადლობა დღევანდელი დღისთვის. - კიდევ ერთხელ ამოვიღე ხმა.
- მამაშენსაც კი გული ავუჩუყე. - გაიცინა.
- ჰო, შენ საოცარი იყავი.
- ნამდვილად საოცარი მსახიობი ვარ. - კმაყოფილმა გადააქნია თავი.
- რისი თქმა გინდა რომ ეს ყველაფერი გაითამაშე?
- ეს ყველაფერი რა?
- ის რაც სცენაზე თქვი. - ნერწყვის გადაყლაპვაც მიჭირდა პასუხის მოლოდინში.
- აბა რა გგონია შენზე მართლა ყურებამდე შეყვარებული ვარ?
- ანუ უბრალოდ ყველა დააბოლე არა?
- ნუ გავიწყდება რომ ვთამაშობთ აბელ. - თითი დამიქნია.
- და თუ თამაში აღარ მომინდება?
- შეგვიძლია ერთმანეთს დავშორდეთ.
- სხვა არაფერი გვაკავშირებს?
- რა თქმა უნდა არა, ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ.
- გააჩერე მანქანა. - საკუთარმა სასოწარკვეთილმა ხმამ ყური მომჭრა.
- რა?
- გააჩერე მანქანა. - გავიმეორე და
მანაც მაშინვე გააჩერა მანქანა.
-გული მერევა შენზე ევა ერისთავო, ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სასჯელი ხარ და აღარ მინდა ოდესმე გნახო, თამაში დამთავრებულია, ყველაფერი დამთავრდა, აღარ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს. - სიმთვრალისგან თუ სასოწარკვეთისგან სიმწრით ვბლუყუნებდი.
- დაჯექი მანქანაში! - მშვიდი იყო, საოცრად მშვიდი და ეს უფრო მაგიჟებდა.
- შეგიძლია ტრა*ში გაირჭო შენი ბრძანებები, დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან!
- აბელ მთვრალი ხარ და ამას ინანებ.
- ერთადერთი რასაც ვნანობ და ვერასოდეს მოვინელებ, ის არის რომ შენ გადაგეყარე ურჩხულო. - კარი მაგრად მივუჯახუნე და ცრემლიანი თვალებით ფეხით გავუყევი გზას სახლისკენ.
როგორ მეზიზღებოდა ჩემი თავი ამ სისუსტის გამო, ქალის გამო ვტიროდი.
- ნეტავ შემეძლოს შენთვის სახეში შეფურთხება, გული მერევა შენზეც, აბელ ორბელიანო. - მთელ ხმაზე ვუბღაოდი საკუთარ თავს და ფეხებს ძალით მივათრევდი სახლისკენ.
კარი შევაღე თუ არა ყველაფერი მივლეწ მოვლეწე, რაც ხელში მომხვდა ჭიქაში სასმელი ჩავისხი და ცრემლიანი თვალებით დავეგდე საწოლზე.
- როგორ არის ჩემი ბიჭი? - გაისმა ყველაზე საყვარელი და ყველაზე საძულველი ხმა.
ამღვრეული თვალებით სახეში მივაჩერდი მას, ისე როგორც სიკვდილს უყურებს ხოლმე თვალებში ავადმყოფი ადამიანი.
- წადი აქედან! - მთელი ცხოვრების სამყოფი ენერგია მივახარჯე ამ სიტყვების წარმოთქმას.
- ბრძანებებს მე ვიძლევი აქ და ნუ ცდილობ როლი გამიცვალო. - ღიმილით მიახლოვდებოდა.
- რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?
- ახლა თუ ზოგადად? - ტუჩები გაბუშტა.
- ახლაც და ზოგადადაც.
- ახლა შენთან სექ*ი მინდა და ზოგადად მინდა, რომ აღარასდროს გაბედო ისე მოქცევა როგორც წეღან. - კბილებში გამოსცრა.
- კიდევ მე მსაყვედურობ? - ხმას ავუწიე.
- პირველი სურვილი ვერ გაიგონე? - კითხვა დამიბრუნა.
- არ დავწვები შენთან. - კატეგორიულად ვუთხარი.
- მართლა? - გრაციოზული მოძრაობით, ერთი ხელის მოსმით გაიხადა კაბა და დედიშობილა დამიდგა წინ.
- ეს უკვე მინახავს, ვერ გამაოცე. - გულგრილად ავარიდე თვალი და თავი ჩავხარე, რომ მზერა მისთვის არ გამეშტერებინა.
- მაშინ ახლოს მოდი და იგივე სიტყვები პირისპირ გამიმეორე.
დამპალმა, იცოდა რომ თუ ახლოს მივიდოდი თავს ვეღარ შევიკავებდი.
ყელში მოგროვილი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და მას მივუახლოვდი.
მკერდზე ხელი ნაზად ჩამოვუსვი, კისერში ვაკოცე და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.
ის ისევე ელოდა ჩემს მოქმედებას, როგორც ჩემი სხეულზე მოტკეცილი შარვალი.
ევა ნაზად შემეხო, მუცელზე ხელი ჩამომისვა და და ერთი ხელის მოძრაობით შემიხსნა ქამარი,
გიჟივით მოვძებნე მისი ტუჩები, გამაგრებული ასო მაგრად მივაბჯინე და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ სველი იყო ტკივილისმომგვრელ სივიწროვეში ჩავიკარგე.
ვიგრძენი თვითონაც როგორ შეუცვალა მზერა ტკივილმა და გაჩერება დავაპირე, თუმცა არ დამანება.
-იქ ქვემოთ მგონი ძალიან ვიწროდ ხარ. - ვუთხარი როცა მისი თმის სურნელით გაბრუებული და გულ ამოვარდნილი ვეფერებოდი.
- მეოცედ გვაქვს სექ'სი და ამას ახლა მიხვდი?
- როცა მეხები გონებას ვკარგავ და დღეს პირველად მქონდა შენთან გააზრებული სექ'სი.
- დღეს გონება არ დაკარგე? - გაეცინა.
- დღეს გონებადაკარგული ვიყავი და აზრზე მომიყვანე პირიქით.
- გასაგებია, ეგ არაფერი, გავფართოვდებით ნელ ნელა. - ეშმაკურად გაეცინა.
- მაგრამ შენ გეტკინა, ხომ ასეა?
- შენც ეს არ გინდა, არ გინდა რომ ტკივილი მომაყენო? - ჩემს მზერაში ცდილობდა პასუხის ამოკითხვას.
- გააფრინე გოგო?
-ოჰ გოგოც გავხდი, შესვლა ჭირს მერე ყველაფერი რიგზეა. - თვალი ამარიდა.
- ყოველ ჯერზე ასე გტკიოდა?
- შენ რა წინა ჯერზე სულ კაიფში იყავი?
- ჰო, ევას ვიღებ დიდი დოზით. - გამეღიმა
- ხომ არ გინდა დოზა დაგიკლო?
- არა არა, გაზრდაზე ვჩალიჩობ, თუმცა ევა სერიოზულად, მე არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
- ყველაფერი რიგზეა, ისე მე ძალიან მსიამოვნებს როცა გტკენ. - გაოცებული მიყურებდა.
- შენ მანიაკი ხარ. - მოურიდებლად მივახალე.
- შენ კი მანიაკები გიზიდავს.
- მე მხოლოდ შენ მიზიდავ.
- მერე რა, გადამეჩვევი.
- რას ამბობ? - ვერ მივუხვდი რისი თქმა სურდა, ან მივუხვდი და დაჯერება არ მინდოდა.
- მოგიწევა გადამეჩვიო. - სწრაფად გამიმეორა.
- რატომ?
- იმიტომ რომ გტოვებ. - ყურები ისე დამიბუგდა შორიდან ჩამესმა ევას ხმა.
- რაა?
- გშორდები აბელ.
- ხუმრობ? - ხავსს ვეჭიდებოდი.
- არა, უბრალოდ შენ ხომ არ მიმატოვებდი, აქ ამიტომ მოვედი, ახლა კი მე გტოვებ. - ფეხზე წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
- ასე ვერ მომექცევი.
- ხომ გითხარი რომ მომწონს, როცა ტკივილს გაყენებ.
- ევაა! ბოლო ხმაზე ვიღრიალე.
- თამაში დამთავრდა აბ, მე მოვიგე. -
კარი გაიხურა და ქუსლების კაკუნით გავიდა გარეთ.
ვიგრძენი თვალებში სისხლი როგორ მომაწვა, მთლიანად შემბოჭა ნერვებმა, ფილტვებში თითქოს ჰაერი გამომელია, სუნთქვა მიჭირდა, მეზიზღებოდა ჩემი სისუსტე და უფრო მეზიზღებოდა ის რომ ევას წასვლა უფრო მადარდებდა, ვიდრე ჩემი დამცირება..
ბალიში, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ჩემთვის ძვირფასი ქალის სურნელი, გულში ჩავიკარი და ღრმად შევისუნთქე.
როგორ მესაყვედურა მისთვის? ხომ გამაფრთხილა, თავიდანვე მითხრა რომ ითამაშებდა და მიმატოვებდა, მე სირ'მა კი დავიჯერე რომ თავი შევაყვარე. როგორ მეზიზღებოდა საკუთარი თავი, როგორ მეზიზღებოდა ყველაფერი. იმედგაცრუებამ შემიპყრო, არა სისულელეა, იმედგაცრუებამ კი არა ევამ შემიპყრო.
ამ ქალით შეპყრობილი ვიყავი, სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი იმას თუ როგორ დამაკარგვინა თავი და მხოლოდ თავი? საკუთარი თავის პატივისცემა, სიამაყე, მამაჩემის კეთილგანწყობა, სპორტის სიყვარული, უნივერსიტეტი, საქმე რომელსაც დიდი სიყვარულით თუ არა მონდომებით მაინც ვაკეთებდი, (ბიზნესს ვგულისხმობ) ცხოვრების ინტერესი და ა.შ. საკმაოდ შთამბეჭდავი სია გამომივიდა ვერაფერს იტყვის კაცი, ყველაფერი ევას სანაცვლოდ და მიტოვება ევასგან.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ევას მიტოვებულ მამაკაცთა სიაში. - საკუთარ თავს დაბოღმილმა დავცინე და სიმთვრალით, სიამოვნებით და ტკივილით გაბრუებული ბალიშზე მივესვენე.
გამთენიისას შეშფოთებულს გამომეღვიძა, მანქანაში ჩავხტი და ევას სახლთან მივედი.
რა თქმა უნდა ჭიშკარი მაშინვე გამიღეს და სახლში შემიშვეს.
- ხომ მშვიდობაა ბატონო აბელ? - გამომეკიდა მოახლე
- დიახ დიახ, უბრალოდ ევას სიურპრიზი მინდა მოვუწყო. - ვთქვი და მის საძინებელში ავაჭერი.
გვერდით ჩუმად მივუწექი და მის გაღვიძებას დაველოდე.
ევამ მხოლოდ საათნახევრის შემდეგ იგრძნო ჩემი გვერდით ყოფნა, გადმობრუნდა ჩემი მაისური ხელში მაგრად ჩაიბღუჯა და ძილი განაგრძო, რამდენიმე წუთში კი ტყვია ნაკრავივით წამოხტა ფეხზე.
- აქ რას აკეთებ ბიჭო?
- შენი ბიჭი შარვალში მყავს და შეგიძლია გაეთამაშო. - ნაგლად გავუცინე და საწოლზე უდარდელად წამოვგორდი.
- როგორ ბედავ. - ბრაზი აუკიაფდა თვალებში.
- აი ასე, შენთან გადმოვცხოვრდი.
- გაეთრიე ჩემი ოთახიდან. - ძარღვები დაეჭიმა.
- მომწონს როცა აგრესიული ხარ, კარგად ვამთავრებთ.
- აბელ გაეთრიე ჩემი ოთახიდან.
- თორემ რა? - გავუმეორე მისივე წინადადება.
- რა გინდა ბიჭო აქ, ხომ გითხარი გშორდებითქო?
- ჰოდა შეგვიძლია ცალმხრივად დაშორებულები ვიყოთ.
- შენთან კამათს აღარ ვაპირებ. - მოკლედ მომიჭრა და დოინჯი შემოირტყა.
- მაშინ შეგიძლია გვერდით მომიწვე და ძილი განაგრძო პატარავ.
- მე რომ პატარა ვიყავი, შენ მაშინ ყვე*ებში დაფართხალებდი. -ნაგლი ღიმილი მესროლა.
- პირდაპირ გულზე მომხვდა. - გამეცინა მეც.
- თუ არ გინდა სხვა რამეც მოგხვდეს გაეთრიე აქედან.
- ბოლო ორი კვირა "სხვა რამე" ვისაც ხვდებოდა ვიცით ეგ მე და შენ, და ისიც ვიცით ის სხვა რამე ვის ეკუთვნოდა - თვალი ჩავუკარი.
- უკვე ზედმეტი მოგდის. - კბილებს ბრაზით აღრჭიალებდა.
- მოდი პატარავ დავიძინოთ რა.
- მშვენივრად იცი, რომ ყოველთვის მარტო მძინავს.
- და რატო? ხო არ იფსამ?
- აბეეელ. - პირველად დამიღრიალა.
- მინდა ადამიანურად ვილაპარაკოთ ევა.
- კარგი გისმენ, მაგრამ შემდეგ აქედან წაეთრევი და აღარასდროს გნახავ.
- მშვენივრად იცი, რომ არსადაც არ წავეთრევი. - მის მზერას გავუსწორე თვალი.
- შენ ნორმალური ხარ?
- არა, არ ვარ ნორმალური იმიტომ, რომ შენ ტვინიც და სისხლიც ერთნაირად მომიწამლე.
- ახლა მე დამაბრალე შენი უტვინობა. - თავისთ ის ჩაეღიმა.
- ევა არ მინდა შენთან დაშორება.
- ფეხებზე მკი'დია შენ რა გინდა. - წარბები აზიდა.
- დიდი ხანია რაც ფეხებზე გკიდივარ?
- გაცნობის დღიდან.
- ტყუი, ეგ ფეხები კისერზე არაერთხელ მქონდა შემოწყობილი და ზედ არაფერი ეკიდა. - ისევ ხუნრობით ვცადე თწმის გადაგორება.
- მოგკლავ შე ნაბი*ვარო. -მაგიდიდან რაღაც ნივთი, (სავარაუდოდ ფრჩხილების ქლიბი) აიღო და გულზე დამახტა.
- სხვა ადგილას რომ დამხტომოდი უფრო მესიამოვნებოდა. - გავიცინე ისევ.
- შენ იცი რომ შენი მოკვლა შემიძლია. - კბილებში გამოცრა.
- მომკალი ევა. - ხუმრობის ხალისი ერთბაშად დავკარგე, თუმცა არც აქამდე მქონია.
- გინდა დამაჯერო რომ ასე შეგიყვარდი? - ოდნავ დამშვიდდა.
-არა გეკაიფები, რომ შემირიგდე და მერე მე მიგატოვო. - ამჯერად მე დამეჭიმა ყბები ბრაზისგან.
- შენ არ ხარ ასეთი.
- მე საერთოდ აღარ ვარ ევა.
- მოკეტე იდიოტო. - ხელი დამარტყა მკერდში.
- მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ, უფრო სწორად მიყვარხარ, მაგრამ რადგან არ გინდა რომ ეს გითხრა, ამიტომ არ მიყვარხარ. - ენა დამება.
- ნუ ბლუყუნებ. - გაეცინა.
- ევა მომისმინე!
- კარგი გისმენ, შეგიძლია ყველა იდიოტური კომპლიმენტი მითხრა, რომელიც თავში მოგდის და რომლის თქმაც ასე გიყვარს. - გულზე ხელები დამაწყო და სახეში შემომაჩერდა.
- შენ ყველაზე უღირსი, შეშლილი, ნაგლი და ავანტიურისტი ქალი ხარ, მაშინაც კი როდესაც მეფერები დამცინავი მზერით მიყურებ და ვიცი, ვერ შევძლებ შენთან ყოფნას ისე რომ ფეხქვეშ არ გამთელო, თავმოყვარეობა არ შემილახო, არ გადამიარო და გამანადგურო, ვიცი რომ შენთან ყოფნა ყველანაირ საშინელებას მპირდება და მაინც ჯოჯოხეთურად, მაზოხისტურად ავადმყოფურად და არანორმალურად მინდიხარ, შენ შემშლი, ჭკუიდან გადამიყვან, მთელი ცხოვრება მომიწევს კუდში გდიო და დაგიჭირო რომ არ გამექცე, მაგრამ თანახმა ვარ ევა, თანახმა ვარ იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ. ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ. - დავდუმდი და თვალი თვალში გავუყარე.
- "ყველაზე ძალიან" გრამატიკულად გაუმართავი სიტყვათა შეთანხმებაა - დაასკვნა.
- მეკაიფები? - სიმწრით გამეცინა.
-როგორც ყოველთვის საყვარელო. - სახეზე გადამისვა ხელი.
- არ წახვიდე ჩემგან. - მისმა მზერამ სულ ამიბურდა აზრები.
- მთხოვ?
- ეს მოგწონს არა?
- რა?
- როცა მამცირებ, როცა შენს უპირატესობას მიმტკიცებ, როცა თავს არარაობად მაგრძნობინებ.
- ჰო, მომწონს. - გწრფელად აღიარა.
-მიყვარხარ შე ავადმყოფო და ძალიან ძალიან მინდიხარ, ჰოდა კიდევ: ვიცი რომ "ძალიან ძალიან" ტავტოლოგიაა აღარ გამი'ტრაკო.
- ქვემოთ რომ ვიწროდ ვართ არაუშავს, თუ ახლა გინდა რომ მატკინო? - გაეცინა.
- ნელ-ნელა გავფართოვდებით და მე არასდროს მომინდება რამე გატკინო.
- ოცნების პრინცი ხარ სირ'ული გამოხტომებით. - გაიკრიჭა.
- მართლა? - მეც გამეღიმა.
- ჰო და იცი რატომ?
- რატომ?
- რადგან მე რომ კაცი ვიყო და შენ ისე მექცეოდე როგორც მე გექცევი, შენთვის ტკივილის მოყენებაზე მეტად არაფერი მასიამოვნებდა, ველურივით გიხ'მარდი. - ღიმილი არ შორდებოდა.
- რა ამაზრზენი ხარ, მიხარია რომ კაცი არ ხარ. - გამეცინა და მის ტუჩებს დავეკონე, უაზროდ ვეფერებოდით ერთმანეთს, ის განსაკუთრებით ალერსიანი იყო და არაფერი მინდოდა ამის მეტი.
მაგიჟებდა ეს ქალი და ახლა მან ეს იცოდა.
- რომელი საათია? მკითხა და ყურზე მიკბინა.
- თორმეტი. - საათს დავხედე
- დღეს სად წამიყვან?
- სადაც გინდა. - მის სურნელს ღრმად ვისუნთქავდი და ვგრძნობდი რომ ყველაფერზე ვიყავი თანახმა.
- შენს სახლში. - სწრაფად მიპასუხა.
- მართლა?
- ჰო, მომეწონა იქაურობა. -
სანამ პასუხს დავაბრუნებდი ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
- მომეცი. - ხელი გამომიწოდა
- რა?
- შენი ტელეფონი, ხომ გინდა ჩემი შეყვარებულობა, ახლა ნახავ როგორია ნამდვილი შეყვარებული.
ტელეფონი მივეცი
- აბელ საქართველოში დავბრუნდი, მენატრები, დამირეკე, ტასო. -ხმამაღლა წაიკითხა და წარბებ აწეული შემომაჩერდა.
-ის, ის გოგოა. - დავიბენი...
- როგორღაც მივხვდი რომ ტასო გოგოა.
- ჰო რა თქმა უნდა.
- მასთან *იმაობდი?
- ზოგჯერ. - მისი მოტყუება არც შემეძლო და არც მინდოდა.
- სად იყო?
- საფრანგეთში.
- დიდი ხანია?
- სამი თვეა.
- შეყვარებული იყო? - გამომძიებელივით განაგრძობდა დაკითხვას.
- თითქმის, მეგობარი გოგო, იტოქში ჩემი მეგობრები იცნობდნენ და ზოგჯერ მასთან ვიწექი.
-დაგაწვენ მამიჩემის მამასთან. - კბილები გააკრაჭუნა.
- რაც შენ გიცნობ არავისთან არაფერი მაქვს. - თავი დავხარე.
- თვით სრულყოფილება გყავს გვერდით და ვისთან რა უნდა გქონდეს ბიჭო? - ხმას აუწია.
- ნუ ყვირი.
- შენ ნუ მიბრძანებ რა უნდა გავაკეთო.
- არაფერს გიბრძანებ, წამოდი ჩემს სახლში რა. - მომენტალურად დავათბე ხმა.
-წამო. - ჩემდა გასაოცრად მარტივად დამთანხმდა და მაშინვე ჩემთან წავედით.
კარი შევაღეთ თუ არა კისერზე ჩამომეკიდა.
- მგონი ნიმფომანი ხარ სექ'სით ვერ ძღები. - გავიკრიჭე და კოცნაში ავყევი.
- შენ ხო რას ამბობ, სანამ არ დაგიჩოქებ მანამ არ გიდ*ება.
- როგორც დიდი ევა იტყოდა ერთი გახახუნება ვარ. - გავიცინე და უხეშად დავაგდე საწოლზე, რამდენიმე წუთში მის დარღვეულ გულისცემის რიტმს ვუსმენდი და სახეზე ვეფერებოდი როცა კარზე კაკუნი გაისმა.
- არ გააღო თქვა და ზემოდან გადამაწვა.
- აბელ ტასო ვარ. - მოისმა ხმა კარს იქედან.
- ტასო, ის ტასო? - ყურთან ჩაისისინა ევამ
- ჰო, რომ არ გავაღებ წავა
- გააღებ!
-კარგი. - ვთქვი და ზანტად წამოვდექი. - სად არის ჩემი ტრუსი?
- ტრუსი რად გინდა? - გაოცებული მიყურებდა ევა.
-შიშველმა გავუღო კარი?
-სექ'სი ჩაცმულებს გქონდათ? - ყბები მაგრად დაჭირა ერთმანეთს.
- ეს სხვა რამეა - თავი ვიმართლე.
- მიდი და კარი გაუღე!
- ევა!
- ამ დილით რომ გეკითხა, მთებს გადადგამდა ჩემს გამო. - იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა და მაშინვე შიშველი გავემართე კარის გასაღებად.
- ვაუ აბ, გამზადებული დამხვდი? ყელზე შემომეხვია ტასო.
- მე, მე იცი? - ენა დამება ისევ.
- კარში ვიდგეთ? - ყელიდან ჩამომეხსნა და სახეში შემომხედა.
- ჰო, იდექით სამივე. - თავი გამოყო ევამ ოთახიდან და თვალით ჩემი ერექცირებული "ღირსებისკენ" ანიშნა.
- ცუდ დროს მოვედი. - სასწრაფოდ უკან დაიხია ტასომ.
- არა, შეგვიძლია სამში გავაგრძელოთ. - გვერდით ამომიდგა ევა, რომელსაც ტანზე ზეწარი ისე შემოეხვია რომ არაფერსაც არ უფარავდა.
- მაპატიეთ მე წავალ. - ტასო სასწრაფოდ უკან გავარდა...
-კმაყოფილი ხარ ქალბატონო უნაკლოვ? - ვუთხარი როგორც კი ხარხარს მორჩა.
- მის ადგილას სახეს ჩამოგხსნიდი. - კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავით.
- ეჭვიც არ მეპარება. - გამეცინა.
- მშია.
- მეც, ჩაიცვი სადმე წავიდეთ.
- არსად წასვლა არ მინდა. - ჯიუტი ბავშვივით ლაპარაკობდა.
- მგონი ოჯახური იდილია მოგწონს ევა.
-არ გამოვრიცხავ, მე უკვე ოცდარვა წლის ვარ. - გაიცინა.
- მაშინ გამომყევი ცოლად და ნამდვილი ოჯახური იდილია შევიქმნათ. - სიტუაციით ვისარგებლე.
- ხუმრობ თუ ის დროა აქედან გავრბოდე? - წარბის აწევით მომაჩერდა.
- ასე გეშინია ქორწინების?
- ჯერ არ გადამიწყვეტია ქორწინების უფრო მეშინია თუ ბავშვების.
- ბავშვების გეშინია? - გამეცინა.
- ჰო, ერთხელ მეგობარმა თავის ბავშვი მომაჩეჩა ხელში და იმ პატარა მონსტრს მაინც და მაინც მაშინ აერია გული.
- რა ჭკვიანები არიან ბავშვები, ვერაფერს გამოაპარებ. - გამეცინა მეც.
- რას გულისხმობ?
- რას და მაშინვე მიხვდა რა გულისამრევი ქალი ხარ. - შუბლზე ვაკოცე.
- შენგან განსხვავებით. - ისევ ნაგლი ღიმილი მესროლა.
- ჰო, ჩემგან განსხვავებით. - გამეცინა.
- ვერ გაიგე მშიათქო რომ ვთქვი? - ფეხები დააბაკუნა.
- კი და შემოგთავაზე ჩაიცვი სადმე წავიდეთ_მეთქი, ან იქნებ საჭმელადაც შიშვლები გინდა რომ წავიდეთ?
- კარგი იდეაა, მაგრამ ახლა არსად წასვლა არ მინდა, სახლში არაფერი გაქვს?
- მაცივარში ყველაფერი იქნება, მაგრამ მომზადება არ ვიცი.
- მე ვცდი.
- ხუმრობ?
- არა.
- როცა გშია შენ შენ არ ხარ. - გამეცინა და სამზარეულოში გავიყვანე. კარადიდან ჩემი პერანგი გამოიღო, ჩაიცვა და სიმღერ სიმღერით დაიწყო ომლეტის მომზადება, მეც ტრუსი ამოვიცვი და ნასიამოვნები სახით მივუჯექი მაგიდას.
- რა გაცინებს?
- არასოდეს მინახავს როგორ ღიღინებ.
- ახლა ვღიღინებდი? - გაოცება დაეტყო სახეზე.
- ჰო. - თავის დაქნევით დავუდასტურე.
- როცა მშია მე მე არ ვარ, არასდროს მიღიღინია. - გაიცინა.
თეფშები და ტაფა მაგიდაზე დადგა და ჩემს წინ დაჯდა.
- ძალიან გემრიელია. - ავღნიშნე როგორც კი პირველი ლუკმა ჩავიდე პირში.
- უგემურიც რომ იყოს მაინც არ იტყოდი.
- ნუ იცინი ირონიულად. - სახეში მივაჩწრდი.
- სიცილს ნუ მიკონტროლებ. - ბრაზი გამოესახა სახეზე.
- კარგი კარგი!
ისე გემრიელად ილუკმებოდა თვალს ვერ ვწყვეტდი
-ასე მშიერი დარჩები. - გამეკრიჭა.
- ვის ადარდებს?
-არავის, ისე შენი სიბერე როგორ წარმოგიდგენია? - სწრაფად შეცვალა თემა.
- აი ასე ვზივარ შენს წინ და ჯერ კიდევ შემორჩენილი კბილებით კვერცხს შევექცევი.
- მდიდარი ფანტაზია გაქვს. - ჩანგლით დააკაკუნა თეფშზე.
- შენ როგორ წარმოგიდგენია შენი სიბერე?
- მე ახალგაზრდა მოვკვდები. - თავი დახარა და ჭამა განაგრძო.
- ნუ ბოდავ გოგო. - ჩანგალი თეფშზე დავაგდე.
- მე რომ მოვკვდე რა გეშველება ხო? - გაეცინა. - შეგიძლია არ დამმარხო და აი აქ თაფლში შემინახო, თუმცა რად გინდა შენ ხომ მკვდრებზე მაინც არ გი*გება.
- საზიზღრად შავი იუმორი გაქვს ევა, აღარ მშია. - თაფში ოდნავ გავაჩოჩე.
- კარგი შენს წილსაც მე შევჭამ. - თავისკენ მიწია და მხიარულად განაგრძო ჭამა.
რვა თვე ვიყავით ერთად და ამ რვა თვის მანძილზე, ორჯერ ვთხოვე ცოლობა. ჩვეული ნაგლი ღიმილით მომიშორა თავიდან და ჯერ უნდა გაიზარდოო დააყოლა რომ გავემწარებინე.
ერთად დავდიოდით წვეულებებზე, დაჯილდოებებსა თუ შეკრებებზე, ხან ჩემთან ვრჩებოდით და ხან მასთან. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე, რა თქმა უნდა მისი ცვალებადი ხასიათი უცვლელი დარჩა, მაგრამ ვიცოდი რომ როცა საუბარი ან ჩემი ნახვა არ უნდოდა არ უნდა დამეძალებინა, მერე ისევ თვითონ მოდიოდა და ყველაფერი მწყობრში დგებოდა.
ერთ დილით ნათიამ დამირეკა და ევასთან მისვლა მთხოვა.
იქ მისულს კი ცრემლიანი თვალებით გამომიცხადა რომ ევა გაქრა და მხოლოდ წერილი დატოვა ჩემთვის.
წერილი ხელიდან გამოვგლიჯე, ევას ოთახში ავირბინე და მის საწოლზე მიგდებულმა კითხვა დავიწყე.
" გამარჯობა აბ.
ვიცი ეს გამოსამშვიდობებელი წერილისთვის, ყველაზე უაზრო დასაწყისია, მაგრამ დღეს მინდა როლები გავცვალოთ და ამჯერად მე "ვიბლუყუნებ" სისულელეებს.
დასაწყისისთვის გეტყვი, რომ შენ კარგი ხარ, იმდენად კარგი რომ მე ვერასოდეს დაგიმსახურებ, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
ახლა კი მინდა გითხრა, რომ ეს ცხრა თვე შენს გვერდით ისე გავიდა ვერც გავიგე, არანორმალურად კარგი დღეები მაჩუქე.
შენ შეასრულე შენი სიტყვა, ყველაფერს იტანდი ჩემს გამო, მეც მომწონდა შენთან ყოფნა მხოლოდ მანამ, სანამ მივხვდი რომ მიყვარდებოდი.
მე არ მაქვს სიყვარულის უფლება, ჩემს სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს და ეს ყველაზე უკეთ შენ იცი.
შენ იცი რა გამოიარე ჩემს გამო, მაგრამ არ იცი კიდევ რისი გავლა მოგიწევს, არ მინდა გაგიმეტო არ მინდა ის ტკივილი, ის ბრაზი და სიძულვილი გიწილადო, რომელსაც თვრამეტი წელია ვატარებ. ვფიქრობ ის რაც გავიარეთ საკმარისი იყო და ახლა აქ უნდა შევწყვიტოთ ეს ყველაფერი.
ერთი კვირის წინ ზუსტად ამის სათქმელად მოვდიოდი შენთან, მინდოდა მშვიდად ამეხსნა რომ დაშორება გადავწყვიტე, მაგრამ მოულოდნელად გონება დავკარგე. ვიფიქრე ალბათ ვინერვიულე და იმის ბრალია_მეთქი, მაგრამ საავადმყოფოში მაინც მივედი, რადგან ბოლო დროს ბევრ უცნაურობას ვამჩნევდი საკუთარ თავს.
ანალიზები ამიღეს და აღმოჩნდა რომ ორსულად ვარ.
ჰო აბ, მუცლით შენს შვილს ვატარებ, ბავშვს რომელსაც ვერ ვიტან და ვერასოდეს გავუწევ დედობას.
ის არ უნდა ჩასახულიყო, ჩვენ არცერთს არ გვინდოდა ეს, მან შეცდომა დაუშვა, არასწორი ადამიანის მუცელში ჩაისახა, ჩვენც შეცდომა დავუშვით თავი რომ არ დავიცავით, ამიტომ პასუხსაც სამივე ვაგებთ, ის მოკვდება, მე მკვლელი გავხდები, შენ კი ორივე ჩვენგანის გარეშე მოგიწევს გააგრძელო ცხოვრება.
პირისპირ ვერ გითხარი ეს ამბავი, რადგან ვიცი მეტისმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ საკუთარი შვილი მოსაკლავად გაიმეტო.
ჰოდა ამას მე გავაკეთებ.
ის ვერ დაიბადება აბელ, ის არ უნდა დაიბადოს და შენ ვერ მოგცემდი უფლებას შეგეჩერებინე.
ვიცი ახლა განადგურებული ხარ, მე ის მივიღე რაც მინდოდა, ბოლომდე გაგასწორე მიწასთან და მოვიგე, მაგრამ თუ ოდნავ მაინც იგრძნობ შვებას გეტყვი, რომ ბედნიერი არ ვარ, არ მიხარია ის რასაც ვაკეთებ და შენი შვილის შეგრძნება მუცელში კიდევ უფრო გულს მირევს ცხოვრებაზე.
ის შენი ნაწილია და მისი შეგრძნება ჩემს სხეულში, ყველა განვლილ თუ გაუვლელ დღეს ყელში მადენს.
არ შემიძლია პატიება გთხოვო, მაგრამ ვიცი რომ მაპატიებ.
როცა ყველაფერი ჩაივლის, როცა ამ პრობლემას მოვაგვარებ და ცოტა დავლაგდები, დავბრუნდები და თუ ჩემი ნახვა ისევ გენდომება შეგვეძლება მეგობრებად მაინც დავრჩეთ.
ახლა კი მშვიდობით და გაუძელი პატიოსანო, მე იმ პრობლემას ვაგვარებ რომლის მოსაგვარებლად შენ ძალას ვერასოდეს იპოვნიდი"
წერილში მეტი არაფერი ეწერა.
თავში ყველაფერი ამერია, არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა გამოვხატო ის რაც იმ წუთას დამემართა, მხოლოდ ის მახსოვს როგორ დავიწყე უაზროდ ღრიალი, შემდეგ კი თვალი საავადმყოფოში გავახილე.
თავზე ნათია დედაჩემი და მამაჩემი მედგნენ, სამივე შეშინებული თვალებით მიყურებდა.
- რა ეწერა წერილში აბ? სად არის ევა?
- ის მკვლელი აღარ ახსენოთ. - ხმა მიკანკალებდა.
- მკვლელი? ევაა მკვლელი? - გაიცება დაეტყო ნანიკოს.
- წერილი არ ეგდო იქ, საიდანაც წამომიყვანეთ?
- კი ხელში გქონდა ჩაბღუჯული, აქ გამოგართვეს ექიმებმა და თავთან გიდევს, თუმცა შენი ნებართვის გარეშე ვერ წავიკითხავდით. - ჩუმად მითხრა ნათიამ.
- წაიკითხე, მიდი ხმამაღლა წაიკითხე როგორ იშორებს შენი და თავიდან ჩვენს საერთო პრობლემას. - ისევ ავუწიე ხმას და ცრემლები გადმომცვივდა.
ნათიამ წერილი წაიკითხა და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.
- მან ჩემი შვილიშვილი მოკლა, ჩემი პირველი შვილიშვილი. -ხმადაბლა ჩაიბურტყუნა მამაჩემმა და გარეთ გავარდა.
ნანიკო და ნათია აქეთ-იქედან მომეხვივნენ და სამივე ერთად ვტიროდით.
როგორ მეზიზღებოდა ევაც და ჩემი თავიც ამ სისუსტის გამო, ამ სისაძაგლის გამო, ამ ცოდვის გამო.
საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ დამამშვიდებლების კეთება ექიმებს, რამდენჯერაც გამოვფხიზლდებოდი უაზროდ ვბღაოდი, მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გამომწერეს საავადმყოფოდან, თუმცა ცხოვრება როგორ გავაგრძელე ვერ მოგიყვებით, რადგან არ მახსოვს.
მექანიკურად დავაბიჯებდი დედამიწაზე და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ისევე ვამძიმებდი მასაც, როგორც მე მამძიმებდა საკუთარი სიცოცხლე.
რვა თვე ისე გავიდა არაფერი გვსმენია ევასგან, არც მე, არც ნათიას, არც არავის თბილისში.
ნათია ყოველდღე დადიოდა ჩემთან და ცდილობდა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ჩემი მწუხარება, თუმცა ჩემი მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ მიდიოდა.
გამუდმებით ნერვიულად დავაბიჯებდი ოთახში და სიგარეტის ღერებს ერთი მეორეს მიყოლებით ვეწეოდი.
ასევე ყოველდღე მოდიოდნენ ჩემი მშობლები და აკეთებდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ნახევრად მკვდარი შვილისთვის შეეძლოთ.
ორჯერ მოვყევი ავარიაში და მხოლოდ ის მადარდებდა, რომ სერიოზული არც ერთხელ არ აღმოჩნდა და ორივეჯერ ცოცხალი გადავრჩი.
მხოლოდ რამდენიმე კვირა გავატარე საავადმყოფოში.
უკვე მერვე თვე იწურებოდა კარზე რომ მომიკაკუნეს, რა თქმა უნდა მარტო ვიყავი, მთვრალი და სიგარეტის ბოლში გახვეული.
- საქართველოს ფოსტიდან გაწუხებთ, თქვენთვის წერილია. - მითხრა ახალგაზრდა ბიჭმა და კონვერტი გამომიწოდა.
წერილი გამოვართვი, ჩაბარების აქტს ხელი მოვაწერე და სახლში შევბრუნდი. კონვერტი მაშინვე გავხსენი და პატარა ფურცელზე დაწერილი წერილი წავიკითხე.
"იმედია შეძელი ჩემი პატიება, ერთ კვირაში დავბრუნდები და ყველაფერს უფრო კარგად აგიხსნი"
წერილს არც მისამართი ჰქონდა მითითებული, არც სახელი და გვარი, საერთოდ არაფერი, თუმცა დიდი მიხვედრა არ უნდოდა ვისგან იყო.
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ბრაზი მახრჩობდა.
- აუცილებლად მოვკლავ, მოვკლავ და თავსაც მოვიკლავ, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ, ვერც თვითონ მოისვენებს, სხვანაირად ვერ ვიარსებებთ. - ვუთხარი ჩემს თავს სარკეში და რამდენიმე ჭიქა გადავკარი.
ერთი კვირა საზიზღრად გაიწელა, დრო საერთოდ აღარ მიდიოდა, სახლში ვეგდე და სასმელში და სიგარეტში ვკლავდი წამებს.
ყველა წამს ვითვლიდი, თუმცა თავში არაფერი მიტრიალებდა იმის გარდა რომ უნდა მომეკლა.
არავისთვის მითქვამს წერილის. შესახებ, ერთი კვირა გავიდა, თუმცა ევა არ გამოჩნდა.
ვიღაცამ ბოროტად მეხუმრა, ან ისევ თვითონ მეთამაშება_მეთქი გამიელვა თავში და მუხლებზე დავეცი.
ვიგრძენი რომ ძალა აღარ მქონდა, იმის ძალაც აღარ მქონდა რომ მესუნთქა. ყელში მიჭერდა საკუთარი უსუსურობა და გაქცევა არსად არ შემეძლო. ხმამაღლა ავქვითინდი, ისე როგორც ნამდვილ კაცებს შეუძლიათ.
თუ ვინმე ფიქრობს რომ ნამდვილი კაცები არ ტირიან, მაშინ ისინი უბრალოდ არ იცნობენ ნამდვილ კაცებს, ნამდვილი პრობლემებით.
კაცებს რომლებმაც სიცოცხლის აზრი დაკარგეს, თან ისე რომ ერთმა აზრმა მოუკლა მეორე, მათ კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს ამის შესაჩერებლად.
- როგორ არის ჩემი ბიჭი? - მომესმა ნაცნობი ხმა და ზურგზე მომეხვია ნაცნობი ხელები.
- ისევ მეჩვენები, ისევ მეჩვენები შე ურჩხულო, ჩემს თავში ხარ, გულში ხარ სისხლში ხარ და ვერ გიშორებ. - თავზე მოვიჭირე ხელები და კიდევ უფრო მოვიკუნტე.
- არ გეჩვენები აბ, მე აქ ვარ, შენთან დავბრუნდი. - ხმადაბლა საუბრობდა,
ეს არ იყო მოჩვენება, ამჯერად მას სურნელი ჰქონდა, ის სურნელი რომელსაც ვერაფერი დამავიწყებდა, ჩემი შვილის მკვლელის სურნელს ვისუნთქავდი და მეზიზღებოდა საკუთარი თავი იმისთვის, რომ მსიამოვნებდა.
ფეხზე წამოვხტი, მისკენ შევტრიალდი და სახეში მაგრად გავარტყი.
ხმა არ გაუცია, ისე წავუჭირე ყელში ხელები.
- მოგკლავ შე დამპალო, შე ავადმყოფო, არ გაცოცხლებ, მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ, იმიტომ რომ არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, როგორ მეზიზღები ამ დამპალი სიყვარულისთვის, როგორ ვერ გიტან, ვერც შენ და ვერც ჩემს თავს, სისხლი გამიშრე გაცნობის დღიდან და სისხლის მაგივრადაც შენ დამიდიხარ ძარღვებში. - ტირილი მომერია, ჩემს საყვარელ მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებში ჩავხედე, რომელიც უჰაერობისგან დაექაჩა და დაწითლებოდა.
ხელები ნელ- ნელა შევუშვი მის კისერს.
- არ შემიძლია, შენი მოკვლა არ შემიძლია, შენსავით გახრწნილი ვარ, საკუთარი შვილის მკვლელი ისევ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, უკანასკნელი ვარ, ყველაფერის ღირსი ვარ რაც მივიღე და უარესი უნდა გაგეკეთებინა. - სწრაფად მოვშორდი მის სხეულს და მაქსიმალურად შორს გავიწიე.
- აბელ გეყოფა, ნუღარ იმეორებ. - ყელზე ხელები შემომხვია.
- ნუ მეხები, ნაგავი ხარ, მეც ნაგავი ვარ რომ ცოცხალს გიშვებ, მაგრამ არ შემიძლია ტკივილი მოგაყენო, იმდენად *ლე ვარ ახლაც არ შემიძლია გატკინო.
- მოდი ჩემთან. - დაიჩურჩულა და თვალი თვალში გამიყარა.
- ბ*ზი ხარ შენ და ღარასდროს შემახო შენი ბინძური ხელები. - კბილწბს ვაღრჭიალწბდი ბრაზისგან.
- რაც გინდა ის შეგიძლია მითხრა, შეიძლება ურჩხულიც ვარ, დამპალიც და ნაგავიც, მაგრამ მშვენივრად იცი, რომ ბ*ზი არ ვარ. - ხმას აუწია თავადაც.
- გაეთრიე ჩემი სახლიდან. - კარი გამოვაღე და ხელით მივითითე.
- კარგი აბელ, წავალ და როცა თვითგვემას მორჩებ, თუ ისევ გენდომება იყო კარგი მამა, შეგიძლია ჩვენთან მოეთრიო, რადგან გელოდებით. - თვითონაც ყვიროდა.
- რა თქვი?
- ჩემი მოსმენა მოგინდა, ახლა შეიძლება შეგეხოს ეს ბინძური ბო*ი? - ნიკაპი აუკანკალდა, ასეთი განერვიულებული არასდროს მენახა.
- ევა თუ ისევ რამეს მატყუებ, თუ ისევ მეთამაშები, გეფიცები . . .
- მომისმინე. - გამაწყვეტინა საუბარი.
დავდუმდი და სახეში მივაჩერდი.
- მე არასდროს ვყოფილვარ კარგი, ეს ჩემმა ცხოვრებამ მოიტანა, მარტივი არ არის ათი წლის ბავშვმა უყურო, როგორ კლავს მამა დედას და მერე თავს იკლავს, მარტივი არ არის იმ ყველაფრის მერე დარჩე ადამიანად რაც მე გადავიტანე, მაგრამ როგორ დაიჯერე რომ საკუთარ შვილს სასიკვდილოდ გავიმეტებდი?
- მაგრამ წერილი, შენ ხომ წერილი დამიტოვე?
- როგორ მეთქვა რომ შესაძლოა ორსულობას გადავყოლოდი? - კიდევ უფრო აუკანკალდა ხმა.
- რაა?
- ექიმმა რომ გამსინჯა, მითხრა რომ ბავშვის გაჩენით საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვაყენებდი, ასიდან ათი პროცენტიც არ მქონდა გადარჩენის, ჩემთვის ორსულობა არ შეიძლებოდა, ამიტომ ბავშვი უნდა მომეშორებინა, მაგრამ ამის შემდეგ ვეღარასოდეს მეყოლებოდა შვილი.
მუცელში ჩემი სიყვარულის ნაყოფი მყავდა და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდი, ვერც შენ გაგიმეტებდი იმისთვის რომ არჩევანის წინაშე დამეყენებინე ამიტომ მერჩივნა დაგეჯერებინა, რომ იმ ურჩხულად დავრჩი რომელიც გაიცანი.
- ანუ შენ საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდე?
- სამაგიეროდ ახლა ბედნიერი და ჯანმრთელი დედა ვარ და შესაძლოა ბედნიერი ცოლიც გავხდე თუ ეს ისევ გინდა. - სევდიანად გაეცინა.
რამდენიმე წუთი დამჭირდა ყველაფრის გადასახარშად და მხოლოდ შემდეგ დავიწყე საუბარი.
-ღმერთო ჩემო ევა, ეს ყველაფერი შენ მარტომ გადაიტანე, ის რაც მეც შენთან ერთად უნდა გადამეტანა, არ გქონდა ამის უფლება, მე შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი, გადაწყვეტილება ჩემს მაგივრად არ უნდა მიგეღო, მე შენს გვერდით უნდა ვმდგარიყავი. - ვტიროდი, გულში ვიხუტებდი და უაზროდ ვკოცნიდი, ისიც იმავეს აკეთებდა მთელს სხეულზე მეფერებოდა, სახეს მიკოცნიდა.
- ღმერთო როგორ მომენატრე, სად არის ჩემი . . . - სიტყვა გამიწყდა და ვეღარ დავასრულე.
- სახლში, მამიკოს ველოდებით. - გაიღიმა, პირველად არ იყო მისი ღიმილი ირონიული.
- წავიდეთ, გთხოვ უნდა ვნახო.
- ახლა ვიეჭვიანებ, ჯერ მითხარი რომ შევრიგდით. - თვალებში შემომხედა.
-დიდი ხანია აზრს მეკითხები? - გამეცინა.
- მას შემდეგ რაც მამიკო გახდი, მაგრამ თუ ჩემთან შერიგებას გადაწყვეტ, უნდა იცოდე რომ მეტი შვილი არ მეყოლება. - დასევდიანდა.
- არაუშავს, ერთი სავსებით საკმარისია. - მაგრად მივიხუტე გულზე.
- კარგი რა გაეწყობა, მაშინ მეორეს გავაშვილებ.
- რაა თქვი ახლა?
- ბიჭი დავიტოვოთ თუ გოგო? - გამეკრიჭა.
- ევა შენ გინდა თქვა რომ . . .
- მე მინდა ვთქვა, რომ სახლში ანაბელი და დანიელი გველოდებიან და დედიკოს გარეშე იტირებენ, თუ დროულად არ მივალთ.
- ღმერთო ევა... ჩვენ ტყუპები გვყავს, მე და შენ ტყუპების მშობლები ვართ?
- ჰო ჩვენი ტყუპები სამი კვირისაც არ არიან ჯერ, მაგრამ მგონი დროა მამიკო გაიცნონ. - ტუჩებში მაკოცა, ხელი მომკიდა მანქანაში ჩამაგდო და ისე მივედით სახლამდე არაფერი მახსოვს. ევა გზაში რაღაცეებს მიამბობდა, მაგრამ მისი ხმა ჩინურად ჩამესმოდა ყურში.
- სად არიან? - ვიყვირე როგორც კი მანქანა გააჩერა.
- ჩვენს ოთახში. - თვალი ჩამიკრა.
ოთახში ავვარდი კარი შევაღე და იქ უკვე დამხვდნენ ჩემი მშობლები, რომელსაც პატარები დაენაწილებინათ.
ფეხებში ძალა გამომეცალა და ევას ხელი რომ არა, იქვე ჩავიკეცებოდი.
- კიდევ კარგი მოხვედით შვილო, ბავშვებს მოშივდათ. - თქვა მამაჩემმა და ევას პატარა ბიჭი მისცა.
- აჰაა მამიკო, სანამ დედიკო ერთს აჭმევს, მეორე შენ დაიჭირე. - პატარა გოგონა ხელებში ჩამიწვინა ნანიკომ.
ის გაჭრილი ვაშლივით გავდა დედას, მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო არანორმალურად ჰგავდა.
ბავშვებს ვაჭამეთ, ორივეს ვეფერე ვკოცნე.
- აბელ გამოაყრით, ამდენს ნუ კოცნი. - მეჭუჭყუნებოდა ევა.
ბავშვებს მოვეშვი რადგან დაეძინათ.
- დედიკოს შეიძლება ვაკოცო? - ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე.
- მხოლოდ მას შემდეგ რაც წვერს გაიპარსავ. - ხელი ჩამომისვა სახეზე.
- სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ. - ვთქვი და გავიგე კარებში როგორ შემოლაგდნენ ჩვენი ოჯახის წევრები
- მართლა ისევ ისე ძალიან გიყვარვართ მისტერ? - გაიცინა.
- მიყვარხარ! არა არ მიყვარხარ, ეს სიყვარულზე მეტია და ამას სახელი არ აქვს.
- ღმერთი სამობითაა ბატონო აბელ, ასე რომ შეგიძლია მესამედ მთხოვო ცოლობა. - გაიცინა.
- კიდევ ერთ უარს ვერ გადავიტან. - გამეცინა.
- ბავშვები გვყავს მოსანათლი და ბარემ ქორწილსაც გადავიხდით, ასე რომ უარი აღარ იქნება, თან იქნებ ეს ორ ბავშვიანი ქალი კი "შეგეტენო".
- მზად ვარ "შეგიტენო". - ვთქვი და მივიხუტე.
დედაჩემმა თავისი ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა და მომაწოდა.
ევას წინ მუხლებზე დავიჩოქე.
- გახდები ჩემი ცოლი ურჩხულო? - სულელივით ვიღიმოდი.
- ღამით როცა ბავშვები იტირებენ ჩემთან ერთად ადგები? - დამიბრუნა კითხვა.
-არც ეშმაკის ქმრებს არ სძინავთ. - ხმამაღლა გავიცინე...
-მაშინ თანახმა ვარ. -მუხლებზე დადგა და ჩამეხუტა.
- ხვალ ბავშვებს გვარს ხომ მისცემ? - თქვა ღამით, როცა დასაძინებლად დავწექით.
- მეკითხები?
- გთხოვო? - გულზე ჩამომადო თავი.
- მიბრძანე. - გამეცინა.
-ხვალ ჩემს ბავშვებს გვარს მისცემ, ვერ ვიტან ერისთავები რომ არიან, თითქოს ნაბიჭვრები იყვნენ.
- როგორც შენ იტყვი პატარავ, ისე ბავშვებს რომ ვერ იტანდი ეგ ამბავი როგორ გამოასწორე? - გავუცინე.
-ისინი ჩვენი შვილები არიან, ჩემი სისხლის დედაც მაგრამ მათ შენი სისხლი აქვთ, იმ კაცის სისხლი რომელიც არამარტო ჩემს სიცოცხლეს, არამედ მთელს სამყაროს მირჩევნია. -
მაგრად ჩამეხუტა ჩემი ცოლი რომელსაც აღარც დამცინავი მზერა დასთამაშებდა სახეზე და მისი ირონიული ღიმილიც ალერსიანს შეეცვალა.
ორ თვეში კიდევ ერთხელ ავალაპარაკეთ მედია.
ამჯერად მითქმა მოთქმა ჩვენმა გრანდიოზულმა ქორწილმა გამოიწვია, რომელიც დანიელ და ანაბელ ორბელიანების გამოჩენამ, კიდევ უფრო სკანდალურად აქცია.скачать dle 11.3



№1  offline მოდერი სალანდერი

ხალხებო, ისტორია ძველი დაწერილია blush ეტყობა კიდეც, როგორ საყვარლად მიქროდა smiley ჰოდა არც ჟანრია ჩემი და არც სტილი, მაგრამ წერაში გავერთე და ვინაიდან თხოვნაც იყო დავაბრუნე, იმედია თქვენც გაერთობით flushed სერიოზულ დაბრუნებას რაც შეეხება ცოტას დავგვიანდები ალბათ heart_eyes მადლობელი ყურადღებისთვის და ლოდინისთვის kissing_heart

 


№2  offline წევრი ნეფერტარი

:) დიალოგების ოსტატი.... :)

 


№3  offline წევრი Kalina

მომეწონა,
ძალიან მომეწონა!!
:))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4 სტუმარი Shorena kiladze

Cakitxuli mkonda magram iseti agprtovanebit cavikitxe kide ver carmoidgen.zaaaan nagaria da shen xo saertod zalian nichieri chkviani da "ckviti ize"xar(es xumrobit)

 


№5  offline მოდერი სალანდერი

ნეფერტარი
:) დიალოგების ოსტატი.... :)

ჩემო კარგო ❤

მარიკუნაა♥️
მომეწონა,
ძალიან მომეწონა!!
:))))

მიხარია ❤

Shorena kiladze
Cakitxuli mkonda magram iseti agprtovanebit cavikitxe kide ver carmoidgen.zaaaan nagaria da shen xo saertod zalian nichieri chkviani da "ckviti ize"xar(es xumrobit)

ძალიან ძალიან მიხარია ❤
მადლობა ❤
:დ :დ :დ

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა.

 


№7  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა.

ძალიან მიხარია ❤

 


№8  offline მოდერი naattii

მომენტალურად დაიკავა მოწინავე ადგილი ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში ❤

 


№9  offline მოდერი სალანდერი

naattii
მომენტალურად დაიკავა მოწინავე ადგილი ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში ❤

უიიჰ ❤
მადლობა, გამახარე ძალიან ❤

 


№10  offline ადმინი ელპინი

ზდაროვა, ბრატუხა.
ახლა გავიღვიძე და მოვშავდი, უკომენტაროდ ვერ დავტოვდები.
ხოდა, ეს აბელი ძალიან ქალუსია მეგონა ზოგიერთ მომენტში. :(((((
კი, ემოციებიო, ისო, ესო, მაგრამ ცრემლებად ვიღვრებოდიო და ვბღაოდიო, მაგან გამაღიზიანა. -_-
დანარჩენი პერფექტ.
ეს მხეცი ევა, შენი ასლია, მგონი და ვაი ის საწყალი, შენ რომ გაგიმიჯნურდება. თვალსა და ხელს შუა გამოეცლება ლაღივით სიცოცხლე ხელიდან.
ევა წერილის დროს ძალიან სუსტი მეგონა და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ბავშვებს მოიშორებდა, ბათ შენ ხო ქულ ვუმენი ხარ და ეგეც გამოირიცხა.
სოუ, ბატონი მამამთილი ძალიან ზაღვარელი იყო დიალოგების დროს და დედამთილიკოც.
წერე შე ქალო, წერე!
ძალიან გამორჩეული წერის სტილი გაქვს და განსხვავებულ რაღაცებზე წერ ყოველთვის.
ისე, სათაურზე ვიფიქრე ეს ვიღაც გოიმი იქნება-მეთქი და ძალიან ბანძობა მეგონა. :////
ნუ, რა გიყო?!
მაგრად მაგარი ხარ, რა.

მევასები. ^_^
ჩემი კერპი ხარ!
პკ. ♡

 


№11  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ზდაროვა, ბრატუხა.
ახლა გავიღვიძე და მოვშავდი, უკომენტაროდ ვერ დავტოვდები.
ხოდა, ეს აბელი ძალიან ქალუსია მეგონა ზოგიერთ მომენტში. :(((((
კი, ემოციებიო, ისო, ესო, მაგრამ ცრემლებად ვიღვრებოდიო და ვბღაოდიო, მაგან გამაღიზიანა. -_-
დანარჩენი პერფექტ.
ეს მხეცი ევა, შენი ასლია, მგონი და ვაი ის საწყალი, შენ რომ გაგიმიჯნურდება. თვალსა და ხელს შუა გამოეცლება ლაღივით სიცოცხლე ხელიდან.
ევა წერილის დროს ძალიან სუსტი მეგონა და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ბავშვებს მოიშორებდა, ბათ შენ ხო ქულ ვუმენი ხარ და ეგეც გამოირიცხა.
სოუ, ბატონი მამამთილი ძალიან ზაღვარელი იყო დიალოგების დროს და დედამთილიკოც.
წერე შე ქალო, წერე!
ძალიან გამორჩეული წერის სტილი გაქვს და განსხვავებულ რაღაცებზე წერ ყოველთვის.
ისე, სათაურზე ვიფიქრე ეს ვიღაც გოიმი იქნება-მეთქი და ძალიან ბანძობა მეგონა. :////
ნუ, რა გიყო?!
მაგრად მაგარი ხარ, რა.

მევასები. ^_^
ჩემი კერპი ხარ!
პკ. ♡

ჩემი დასტოინი მონსტრი ❤
მეც მევასები ხომ იცი ?
ევასნაირს ცოტა ჭირდება ადგილ-ადგილ ქალუსია აბა "კაი ბიჭი" ხო დაუცხრილავდა კოჭებს :დ
რა გითხრა ახალი, იცი ყველაფერი ❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ყველაზე გიჟური წყვილი, მიყვარს ეს ისტორია❤

 


№13  offline მოდერი სალანდერი

Chikochiko
ყველაზე გიჟური წყვილი, მიყვარს ეს ისტორია❤

უჰჰ, როგორ გამახარე ❤

 


№14  offline წევრი GentleWoman

მიყვარს ეს ორი!! "სკანდალურ დღიურსაც" ველი
შენს სერიოზულ დაბრუნებამდე

 


№15  offline წევრი triniti

დავწერო კომენტარი?ვერ გადამიწყვეტია წავედი მეორედ წავიკიტხავ იქნებ მანამდე დავლაგდეე...ეს გოგო არ არის ნორმალური უკვე დავასკვენი

 


№16 სტუმარი სტუმარი ნანა

გიჟი ხაარ! ენაკვიმატმოსწრებული საყვარელი გიჟიიი! ხო და გილოწავ საიტზე დაწინაურებას! სულ ზევით ზევით... მიყვარხარ ❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი triniti

წერა რომ შენია ვთქვი უკვე ხომ...
პერსონაჟებზე რომ გავგიჟდი ეგეც ვთქვი...
შენ თავად რომ ხარ საოცარი და უნაკლო არც მაგის თქმა დამავიწყდებოდა ვიცი...
ყველა სტილის ისტორიას რომ არაჩვეულებრივს და წაკითხვადს ქმნი ეგეც გეცოდინება შენ...
გავგიჟდი შენს ურჩხულზე და ამ გასაცოდავებულ აბელზე(ურჩხულის ხელში)...
ვიცოდი,ვიცოდი რომ ბავშვს არ გაწირავდა ასე...შენს პერსონაჟს არ მოუხდებოდა...
იმის თქმა რომ სერიოზული ლომკა მაქვს შენი ისტორიების ალბათ არ გჭირდება...
გყვარობთ მე შენ და შენს პერსონაჟებს...
გავგიჯდი ამათზეე მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც სულ სხვა ისტორიაა..

მალე ახალი ისტორიით გელი...

 


№18  offline მოდერი სალანდერი

GentleWoman
მიყვარს ეს ორი!! "სკანდალურ დღიურსაც" ველი
შენს სერიოზულ დაბრუნებამდე

სკანდალური დღიურის შეცვლას ვგეგმავ სიმართლე გითხრა, არ მინდა ერთსა და იმავე თემას ორჯერ შევეხო, თუმცა ვერც გადავწყვიტე ვერაფერი ჯერ დაზუსტებით.
მოკლედ რამეს მოვიფიქრებ და დავბრუნდები ❤

სტუმარი ნანა
გიჟი ხაარ! ენაკვიმატმოსწრებული საყვარელი გიჟიიი! ხო და გილოწავ საიტზე დაწინაურებას! სულ ზევით ზევით... მიყვარხარ ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის ❤
არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვხატო, ჩემი უდიდესი პატივისცემა და მოწიწება შენს მიმართ ❤

triniti
წერა რომ შენია ვთქვი უკვე ხომ...
პერსონაჟებზე რომ გავგიჟდი ეგეც ვთქვი...
შენ თავად რომ ხარ საოცარი და უნაკლო არც მაგის თქმა დამავიწყდებოდა ვიცი...
ყველა სტილის ისტორიას რომ არაჩვეულებრივს და წაკითხვადს ქმნი ეგეც გეცოდინება შენ...
გავგიჟდი შენს ურჩხულზე და ამ გასაცოდავებულ აბელზე(ურჩხულის ხელში)...
ვიცოდი,ვიცოდი რომ ბავშვს არ გაწირავდა ასე...შენს პერსონაჟს არ მოუხდებოდა...
იმის თქმა რომ სერიოზული ლომკა მაქვს შენი ისტორიების ალბათ არ გჭირდება...
გყვარობთ მე შენ და შენს პერსონაჟებს...
გავგიჯდი ამათზეე მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც სულ სხვა ისტორიაა..

მალე ახალი ისტორიით გელი...

მათამამებთ ❤
ძალიან მათამამებთ და მართლა არ გავგიჟდე და თავში არ ამივარდეს მეშინა ზოგჯერ :დ
ეს ხუმრობით.
შენ კი რა გითხრა ჩემო გოგო, ხომ იცი როგორი მადლიერი ვარ და როგორ პატივს გცემ ❤
საოცრება ხართ თქვენ ყველა და ჩემს განწყობას ქმნით ❤
მაბედნიერებთ, მათამამებთ და აი გავგიჟდები სადაცაა ❤
ამდენი პოზიტივი ერთად, უჰჰჰ
არაფრის თქმა აღარ მინდა და აღარ შემიძლია ❤
ვეცდები უკეთ დავბრუნდე ❤
ყველა თქვენგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ❤

 


№19  offline წევრი Onlyyou

Aurgcratom.maxsovs es istoria da adrec xo gedo saitze?

 


№20  offline მოდერი სალანდერი

Onlyyou
Aurgcratom.maxsovs es istoria da adrec xo gedo saitze?

კი მედო, მაგრამ ძალიან გაუმართავი და ჩავასწორე შეძლებისდაგვარად heart_eyes

 


№21  offline წევრი -ლილუ

-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

 


№22  offline მოდერი Mathew

ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

 


№23  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

ვაიმეეე, ლილუ როგორ გამოხარდა მე შენი გამოჩენა ❤
ეს იყო მეორე ნაწერი ჩემი, და ზოგადად ეს ჟანრი იმდენად არ არის ჩემი მხოლოდ გართობის მიზნით შემიძლია ვწერო ❤
უუუბედნიერესი ვარ თუ მოგეწონა ❤

Girl with pretty smile
ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

ოოო მაი გააად :დ
ძალიან გამახარე მე შენ, აბი ზოგ მომენტში სუსტი გეგონა, იმიტომ რომ სუსტი იყო.
მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის სისუსტე არ "ტეხავს" და მითუმეტეს როცა შენი "ევა" გყავს გვერდით ❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ მთლიანობაში მოგეწონა და უკეთესად დავბრუნდებიი ❤

 


№24  offline წევრი ჟიზელი

მოვტრაკუნდი :დ
წაკითხული მქონია :დ
ხოდა შენნაირი ენაწაგდებული მწერალი მე აქ ჯერ არ მინახავს,რომ იცოდე :დ
იმენა პერსონაჟები იმას ამბობენ,რაც უნდა ითქვას და დებილური კმაყოფილებით ვკითხულობ ხოლმე ამ სინაზემოკლებულ,სიყვარულნარევ ლანძღვებს :დდ
ველოდები შემდეგ ისტორიას, აჩიკუდა რომ ერქვას მაინც :დდდ

 


№25  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
მოვტრაკუნდი :დ
წაკითხული მქონია :დ
ხოდა შენნაირი ენაწაგდებული მწერალი მე აქ ჯერ არ მინახავს,რომ იცოდე :დ
იმენა პერსონაჟები იმას ამბობენ,რაც უნდა ითქვას და დებილური კმაყოფილებით ვკითხულობ ხოლმე ამ სინაზემოკლებულ,სიყვარულნარევ ლანძღვებს :დდ
ველოდები შემდეგ ისტორიას, აჩიკუდა რომ ერქვას მაინც :დდდ

აუუუუ :დ :მოწოდების სიმაღლეზე ხარ როგორც ყოველთვის :დ :დ
არ დავარქმევ აჩიკოს :დ არც მე მესვეცკა :დ
კობას მოკითხვა :დ :დ

 


№26  offline წევრი -ლილუ

სალანდერი
-ლილუ
-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

ვაიმეეე, ლილუ როგორ გამოხარდა მე შენი გამოჩენა ❤
ეს იყო მეორე ნაწერი ჩემი, და ზოგადად ეს ჟანრი იმდენად არ არის ჩემი მხოლოდ გართობის მიზნით შემიძლია ვწერო ❤
უუუბედნიერესი ვარ თუ მოგეწონა ❤

Girl with pretty smile
ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

ოოო მაი გააად :დ
ძალიან გამახარე მე შენ, აბი ზოგ მომენტში სუსტი გეგონა, იმიტომ რომ სუსტი იყო.
მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის სისუსტე არ "ტეხავს" და მითუმეტეს როცა შენი "ევა" გყავს გვერდით ❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ მთლიანობაში მოგეწონა და უკეთესად დავბრუნდებიი ❤

ხო და კიდევ ერთი პლიუსი იმ მრავალ პლიუსთაგან, რომელიც მრავლად გაქვს დაბერტყილი...) ამ საიტზე კი არა და ზოგადად მწერალთა საზოგადოებაში...იმ მწერლების კატეგორიაში შედიხარ, რომელებიც წერენ ნაწილობრივ ,,+18''-ი თემატიკის ნაშრომს და არ არის ეს გამაღიზიანებელი,ცუდი წასაკითხი და არაესთეტიური....

 


№27  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
სალანდერი
-ლილუ
-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

ვაიმეეე, ლილუ როგორ გამოხარდა მე შენი გამოჩენა ❤
ეს იყო მეორე ნაწერი ჩემი, და ზოგადად ეს ჟანრი იმდენად არ არის ჩემი მხოლოდ გართობის მიზნით შემიძლია ვწერო ❤
უუუბედნიერესი ვარ თუ მოგეწონა ❤

Girl with pretty smile
ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

ოოო მაი გააად :დ
ძალიან გამახარე მე შენ, აბი ზოგ მომენტში სუსტი გეგონა, იმიტომ რომ სუსტი იყო.
მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის სისუსტე არ "ტეხავს" და მითუმეტეს როცა შენი "ევა" გყავს გვერდით ❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ მთლიანობაში მოგეწონა და უკეთესად დავბრუნდებიი ❤

ხო და კიდევ ერთი პლიუსი იმ მრავალ პლიუსთაგან, რომელიც მრავლად გაქვს დაბერტყილი...) ამ საიტზე კი არა და ზოგადად მწერალთა საზოგადოებაში...იმ მწერლების კატეგორიაში შედიხარ, რომელებიც წერენ ნაწილობრივ ,,+18''-ი თემატიკის ნაშრომს და არ არის ეს გამაღიზიანებელი,ცუდი წასაკითხი და არაესთეტიური....

მართლა?
ოჰოო, ეს ძალიან საინტერესო შეფასებაა სხვათაშორის.
არა და მაქსიმალურად ვარიდებდი თავს ყოველთვის, მერე შენიშვნა მომცეს რომ არ არის ლამაზი, ასე ახტებოდე მოვლენებს და ნაწილობრივ შევაპარე, თუმცა დიდი სიფრთხილით.
ძალიან მიხარია თუ რაღაც დოზით მაინც გამომივიდა, ძალიან კი მერთულება და მეშინია ხოლმე წერა მაგ პლანში ❤

 


№28  offline წევრი -ლილუ

-ლილუ
სალანდერი
-ლილუ
-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

ვაიმეეე, ლილუ როგორ გამოხარდა მე შენი გამოჩენა ❤
ეს იყო მეორე ნაწერი ჩემი, და ზოგადად ეს ჟანრი იმდენად არ არის ჩემი მხოლოდ გართობის მიზნით შემიძლია ვწერო ❤
უუუბედნიერესი ვარ თუ მოგეწონა ❤

Girl with pretty smile
ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

ოოო მაი გააად :დ
ძალიან გამახარე მე შენ, აბი ზოგ მომენტში სუსტი გეგონა, იმიტომ რომ სუსტი იყო.
მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის სისუსტე არ "ტეხავს" და მითუმეტეს როცა შენი "ევა" გყავს გვერდით ❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ მთლიანობაში მოგეწონა და უკეთესად დავბრუნდებიი ❤

ხო და კიდევ ერთი პლიუსი იმ მრავალ პლიუსთაგან, რომელიც მრავლად გაქვს დაბერტყილი...) ამ საიტზე კი არა და ზოგადად მწერალთა საზოგადოებაში...იმ მწერლების კატეგორიაში შედიხარ, რომელებიც წერენ ნაწილობრივ ,,+18''-ი თემატიკის ნაშრომს და არ არის ეს გამაღიზიანებელი,ცუდი წასაკითხი და არაესთეტიური....

შენთან სიტყვა შიშს რა უნდა?! ჩემთვის მეამბოხე მწერალი ხარ,რომელიც არ ერიდება და წერს თემებზე,რომელიც საზოგადოებას ისეთი ტაბუირებული აქვს, უახლოეს ათ წლეულშიც,ვერ პოვებს განვითარებას.... და რაც შეეხება +18-ს ეს პლანი მწერლობაში ჩემთვის პირველ რიგში, ესთეტიურ წერასთან არის ასოცირებული და შენ ეს,როგორც სხვა ყველაფერი უმაღლეს რანგში აგყავს.... და ბოლოს შენი ნაშრომებიდან გამომდინარე გწერ ამას იმედია ცუდად არ გაიგებ, ,,ალალი'' მწერალი ხარ!ახლა რას ვგულისხმობ...იმდენად შენია ყველა შენი ნაშრომი,თითოეული პერსონაჟი ნაფიქრი, წერის სტილი შენეული,იმდენს დებ ყველა შენს ისტორიაში, შეუძლებელია ეს არ დაინახო... მე სწორედ ამას ვაფასებ მწერლებში... უგავლენო, მისეულ ხედვას... ასე რომ სულ უნდა წერო მე კი სულ მოლოდინში ვიქნები და დიდ სიამოვნებას მივიღებ შენი შემოქმედებიდან.

 


№29  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
-ლილუ
სალანდერი
-ლილუ
-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

ვაიმეეე, ლილუ როგორ გამოხარდა მე შენი გამოჩენა ❤
ეს იყო მეორე ნაწერი ჩემი, და ზოგადად ეს ჟანრი იმდენად არ არის ჩემი მხოლოდ გართობის მიზნით შემიძლია ვწერო ❤
უუუბედნიერესი ვარ თუ მოგეწონა ❤

Girl with pretty smile
ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

ოოო მაი გააად :დ
ძალიან გამახარე მე შენ, აბი ზოგ მომენტში სუსტი გეგონა, იმიტომ რომ სუსტი იყო.
მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის სისუსტე არ "ტეხავს" და მითუმეტეს როცა შენი "ევა" გყავს გვერდით ❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ მთლიანობაში მოგეწონა და უკეთესად დავბრუნდებიი ❤

ხო და კიდევ ერთი პლიუსი იმ მრავალ პლიუსთაგან, რომელიც მრავლად გაქვს დაბერტყილი...) ამ საიტზე კი არა და ზოგადად მწერალთა საზოგადოებაში...იმ მწერლების კატეგორიაში შედიხარ, რომელებიც წერენ ნაწილობრივ ,,+18''-ი თემატიკის ნაშრომს და არ არის ეს გამაღიზიანებელი,ცუდი წასაკითხი და არაესთეტიური....

შენთან სიტყვა შიშს რა უნდა?! ჩემთვის მეამბოხე მწერალი ხარ,რომელიც არ ერიდება და წერს თემებზე,რომელიც საზოგადოებას ისეთი ტაბუირებული აქვს, უახლოეს ათ წლეულშიც,ვერ პოვებს განვითარებას.... და რაც შეეხება +18-ს ეს პლანი მწერლობაში ჩემთვის პირველ რიგში, ესთეტიურ წერასთან არის ასოცირებული და შენ ეს,როგორც სხვა ყველაფერი უმაღლეს რანგში აგყავს.... და ბოლოს შენი ნაშრომებიდან გამომდინარე გწერ ამას იმედია ცუდად არ გაიგებ, ,,ალალი'' მწერალი ხარ!ახლა რას ვგულისხმობ...იმდენად შენია ყველა შენი ნაშრომი,თითოეული პერსონაჟი ნაფიქრი, წერის სტილი შენეული,იმდენს დებ ყველა შენს ისტორიაში, შეუძლებელია ეს არ დაინახო... მე სწორედ ამას ვაფასებ მწერლებში... უგავლენო, მისეულ ხედვას... ასე რომ სულ უნდა წერო მე კი სულ მოლოდინში ვიქნები და დიდ სიამოვნებას მივიღებ შენი შემოქმედებიდან.

ძალიან მიხარია მე შენი აქ ყოფნა, და მადლობის და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ❤
ძალიან ძალიან გაფასებ ❤

 


№30  offline წევრი -ლილუ

სალანდერი
-ლილუ
-ლილუ
სალანდერი
-ლილუ
-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია” ხო და ვდუმვარ..... შენ თუ ესეთი ნაშრომით ერთობი ,,ვაი მწერლების'' სინათლის სიჩქარით უსწრებ...

ვაიმეეე, ლილუ როგორ გამოხარდა მე შენი გამოჩენა ❤
ეს იყო მეორე ნაწერი ჩემი, და ზოგადად ეს ჟანრი იმდენად არ არის ჩემი მხოლოდ გართობის მიზნით შემიძლია ვწერო ❤
უუუბედნიერესი ვარ თუ მოგეწონა ❤

Girl with pretty smile
ხოდა მოკლედ.
ჯერ ვფიქრობდი რამე ისეთი ოქნება,ბოლოშო რომ ტრაგიკულად დასრულდება და რომელიმეს მიწასთან მიაბარებს-მეთქი.
წერილი რომ წავიკითხე ეჭვი გამყარდა,მაგრამ ის რაც შემდეგ იყო?ამას ნამდვილად არ მოველოდი!
ჯიგარი ხარ ნუ!
მაგრამ,აბი ზოგ მომენტში სუსტი მეგონა,სულ ცოტათი.
მთლიანობაში ძალიან მომეწონაა ^^
ლავ იუ ბეიბი ;)

ოოო მაი გააად :დ
ძალიან გამახარე მე შენ, აბი ზოგ მომენტში სუსტი გეგონა, იმიტომ რომ სუსტი იყო.
მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის სისუსტე არ "ტეხავს" და მითუმეტეს როცა შენი "ევა" გყავს გვერდით ❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ მთლიანობაში მოგეწონა და უკეთესად დავბრუნდებიი ❤

ხო და კიდევ ერთი პლიუსი იმ მრავალ პლიუსთაგან, რომელიც მრავლად გაქვს დაბერტყილი...) ამ საიტზე კი არა და ზოგადად მწერალთა საზოგადოებაში...იმ მწერლების კატეგორიაში შედიხარ, რომელებიც წერენ ნაწილობრივ ,,+18''-ი თემატიკის ნაშრომს და არ არის ეს გამაღიზიანებელი,ცუდი წასაკითხი და არაესთეტიური....

შენთან სიტყვა შიშს რა უნდა?! ჩემთვის მეამბოხე მწერალი ხარ,რომელიც არ ერიდება და წერს თემებზე,რომელიც საზოგადოებას ისეთი ტაბუირებული აქვს, უახლოეს ათ წლეულშიც,ვერ პოვებს განვითარებას.... და რაც შეეხება +18-ს ეს პლანი მწერლობაში ჩემთვის პირველ რიგში, ესთეტიურ წერასთან არის ასოცირებული და შენ ეს,როგორც სხვა ყველაფერი უმაღლეს რანგში აგყავს.... და ბოლოს შენი ნაშრომებიდან გამომდინარე გწერ ამას იმედია ცუდად არ გაიგებ, ,,ალალი'' მწერალი ხარ!ახლა რას ვგულისხმობ...იმდენად შენია ყველა შენი ნაშრომი,თითოეული პერსონაჟი ნაფიქრი, წერის სტილი შენეული,იმდენს დებ ყველა შენს ისტორიაში, შეუძლებელია ეს არ დაინახო... მე სწორედ ამას ვაფასებ მწერლებში... უგავლენო, მისეულ ხედვას... ასე რომ სულ უნდა წერო მე კი სულ მოლოდინში ვიქნები და დიდ სიამოვნებას მივიღებ შენი შემოქმედებიდან.

ძალიან მიხარია მე შენი აქ ყოფნა, და მადლობის და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ❤
ძალიან ძალიან გაფასებ ❤

ახალი ნაშრომით,როდის დაბრუნდები?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent