შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /11 (+16)


18-07-2018, 18:42
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 3 026

მომენატრეთ!
ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც დამაგვიანდა დადება.
ყველაზე მთავარი, ჩემი უხასიათობა იყო, რის გამოც ახალი თავის დაწერა არ მინდოდა. უბრალოდ არ მინდოდა რომ ცუდი ხასიათის გამო, რაღაც ცუდად დამეწერა და გამეფუჭებინა.
იმედია, გამიგებთ.
სიყვარულით,
მარგო ტოკიო!

თავი 11



ჩემი სულიერი მდგომარეობა?
ეს ის მდგომარეობაა, რომელიც აღარ არსებობს.
თითქოს იმ წითელ ღამეს, ჩემი რეალური მე გაქრა. ისე გაქრა რომ ვერავინ გაიგო!
...ვერაფერი გაიგეს. მე თვითონაც ვერ გავიგე რომ მე, მე აღარ ვიყავი. ვიღაც სხვა ადამიანი იყო ჩემში, რომელიც ბევრ შეცდომას მაშვებინებდა, მერე იჯდა კმაყოფილი სახით და ჩემს მდგომარეობაზე, გულიანად იცინოდა.
ყველაზე მაგარ მეგობრად ვიცნობდი ჩემს თავს. ისეთი ვიყავი, მეგობრების გამო ყველაფერზე რომ წავიდოდა. ყველაზე და ყველაფერზე წინ მათ რომ დააყენებდა.
ახლა რა ხდება?!
სად ვარ მე... სად არიან ისინი.


შინაგანად, რაღაც ხმა მონოტორულად იმეორებდა რომ საშინელი ადამიანი ვიყავი... წუთში ასჯერ მიმეორებდა ამ სიტყვებს და მე შეწინააღმდეგებაც კი არ შემეძლო! ჩემი თავი ყველაზე სამართლიანი მეგონა, მითუმეტეს მეგობრებთან მიმართებაში, მაგრამ ყველაზე ცუდი „მე“ დავიჭირე ჩემში, რომელიც ასე შეუმჩნევლად იმალებოდა ამდენი ხანი.
რატომ არ იღვიძებდა აქამდე?! ნუთუ მაინც და მაინც ამ წამს ელოდა... ნუთუ უნდოდა ასეთი სისუსტე გამომეჩინა და საკუთარი თავი ბოლომდე დამეკარგა.
მე მოვატყუე ჩემი უახლოესი ადამიანები და ისეთი რაღაცები დავუმალე, რასაც ისინი აქამდე მილიარდჯერ მომიყვებოდნენ და ჩემს რჩევასაც დიდი ინტერესით მოისმენდნენ. როგორ გინდა აუხსნა რომელიმეს რა მოხდა რეალურად...
დათუნა და ლიზი, თავიანთ ურთიერთობას რომ მალავდნენ და მერე როგორც იქნა ჩვენც მივხვდით და ბოლოს იმათაც ვაღიარებინეთ, ძალიან გავბრაზდით. ხუთი დღე არ ველაპარაკებოდით არცერთს. ახალი დაწყებული ურთიერთობა რომ ჰქონოდათ, აუცილებლად ვაპატიებდით მაგრამ ისეთ სერიოზულ საფეხურზე იდგნენ, რამაც ძალიან გაგვახარა და უფრო მეტად, მათ დასანახად, გაგვაბრაზა. სიხარულს არ ვიმჩნევდით, მაგრამ ბოლოს ისევ ჩვენ ვაპტიეთ მაგ საზიზღარ ადამიანებს!
მე?!
ეს არ არის დათუნა და ლიზის მდგომარეობა.
ჩემი სიტუაცია სულ სხვაა...
ლიზის თუ არა, ნიაკოს რომ ძალიან ეწყინებოდა, ზუსტად ვიცოდი. მისი რეაქცია რომ გამახსენდა დათუნას აღიარებაზე, შიშით მთელს სხეულში გამცრა.

ნიაკოს სახლისკენ მივაბიჯებდი. ფიქრებარეულს აზროვნება აღარ შემეძლო. გონებაში დალაგებული ტექსტი, სამჯერ შევცვალე მაგრამ საბოლოო ვარიანტზე მაინც ვერ ჩამოვყალიბდი. არ ვიცოდი როგორ დამეწყო... შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონოდა ისეთი რეაქცია, მე ასე ძალიან რომ მაშინებდა... მაგრამ საკუთარი თავი უფრო მაშინებდა. ჩემს შეცდომას ისე ნათლად ვიაზრებდი რომ მრცხვენოდა ჩემი უპასუხისმგებლო საქციელის და ამ გრძნობას, ვერაფერს ვუხერხებდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად დავუშვი ასეთი შეცდომა, გამოსწორება რომ მიჭირს და ამიტომ უფრო მეშლებოდა ნერვები საკუთარ თავზე.
ბოლოს, გადავწყვიტე რომ იმ ღამეზე არაფერი მეთქვა და მხოლოდ მიშკაზე მომეყოლა. მართალია, ესეც ტყუილი გამოდიოდა, მაგრამ ისეთ თემაზე ლაპარაკს ვერ დავიწყებდი, რაც მეც არ ვიცოდი.
ვიცოდი რომ დღეს კაკი და დათუნა არ იქნებოდნენ, ამიტომ უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ზედმეტ პრობლემას ის ფაქტი ქმნიდა, მიშკა რომ ბიჭებს იცნობდა.
- ღმერთო, ცოცხალი გამომიყვანე აქედან. - ზარის დარეკვამდე ჩავილაპარაკე და ჩემს ფიქრებზე გამეცინა.

- როგორც იქნა, მობრძანდა! - აროხროხდა ნიაკო. ამ თვისების გამო, სულ ვეუბნებოდით, კაკი ცოლად აღარ მოგიყვანსთქო, მაგრამ ის ნორმალური ბიჭიც კი გააგიჟა!
ჩემი ცოცხალ-მკვდარი სახე რომ დაინახა, რომელიც ნერვიულობისგან ერთიანად გაფითრებულიყო, ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და დაწვრილებული თვალებით წავიდა მისაღებისკენ. თან თვალს არ მაშორებდა. მეც ჩემი ინდიფერენტული სახით მივყვებოდი უკან.
ხმა კიდევ რომ არ ამოვიღე, იმდენდ გაუკვირდა, აგენტის მზერას არ მაშორებდა.

- ჰა ეხლა, ისევ ის ზუკა, ხო?- ისე წამოიყვირა, თითქოს ძალიან დიდი საიდუმლო გაშიფრა. - ვიცოდი რომ არ შეგეშვებოდა, ეგ კარტოფილი ბიჭი! - წიკვინებდა ნიაკო. მე და ლიზი ერთმანეთს საეჭვოდ ვუყურებდით.
- ვინ ზუკა, გოგო? - ჰკითხა ლიზიმ და მერე ისევ მე გადმომხედა.
- აი, მეგი რომ დაევასა! კაკი რომ ელაპარაკა, ეტყობოდა რომ არ შეგეშვებოდა! ეგ ზუკა! უხ, მაგის.. - საუკუნის ამბავი რომ გაიხსენა, მინდოდა გულიანად გადამეხარხარა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ მქონდა და გაჩერება ვამჯობინე.
- ვერ ხარ, ხო? რა დროს ზუკა თუ ზურაა?! აღარც მახსოვდა ეგ. - აშკარად ზედმეტად შოკირებული სახე მქონდა.
- მე რა ვიცი ე, მაშინაც ეგეთი სახე გქონდა რომ აგეკიდა. - მხრები აიჩეჩა უდანაშაულო სახით. - აა, ისევ ის თეონა ხო?! - ისეთი ენთუზიაზმით იკითხა, თითქოს ახლა მართლა ყვლაფერს მიხვდა. ასეთი რეაქცია, მაშინ არ მექნება როცა ყველაფერს გავიგებ... თუ გავიგებ საერთოდ, რა თქმა უნდა!
- აუ, გააჩუმე, რა! - თვალების ტრიალით გავხედე ლიზის, რომელიც ცივ წყალს, გაუჩერებლად სვამდა. - გადახურდი თუ რატო სკდები? - ვკითხე ღრენით. ისეთი გაღიზიანებული ვიყავი ცოდვების აღიარებას რომ არ მაცდიდნენ, ლამის ყინულები ჩამეყარა ორივეს თვალში და ასე მეწამებინა.
- ჩვენმა დათუშკამ გადაახურა დიდი ხანია! - წარბები ეშმაკურად აათამაშა ნიაკომ და დივანზე გაიშხლართა. - ახლა არ თქვა, სექსი მქონდაო თორე რამე მძიმე მოგხვდება თავში! - რამდენიმე წუთიანი, ძლივს შექმნილი სიჩუმე, ისევ ნიაკომ დაარღვია.
- შენ რომ არ გაქვს, ნუ იბოღმები! - თვალი ჩაუკრა ლიზიმ და კმაყოფილი, გამარჯვებული სახით გადახედა. მერე თმა უკან გადაიყარა, როგორც ფილმებში და წააგეო უთხრა.
- ჩაგიტარა! - ხელები ავწიე, - 1-0, ლიზის სასარგებლოდ.
- შენ ვისთან ხარ, საერთოდ?! - მკითხა აგრესიულად, - მე შეყვარებული მყავს, ვკოცნი კიდეც, სექსიც მექნებოდა რომ არა ჩემი შიშები! - კიდევ კარგი ჩემი ამბები არ იცოდა. – 2-0 ძეტკა!
- წადი ფსიქოლოგთან, შიშები მოიხსენი, კომპლექსიანო! - ჩემი მხარე დაიჭირა ლიზიმ და კმაყოფილი სახით გადახედა ნიაკოს. ნია ყურებიდან ბოლს უშვებდა და ჯოჯოხეთის ცეცხლში მყოფ ჰადესს ემსგავსებოდა. ისეთ ხასიათზე იყო, ახლა ყველაფერი დაწვრილებით რომ მომეყოლა, სიკვდილი არ ამცდებოდა. მაგრამ ჯანდაბას... რაც იქნება, იქნება!
- რაღაც უნდა გითხრათ და მომისმინეთ, - ღრმად ჩავისუნთ-ამოვისუნთქე და ხელისგულები მუხლებზე დავიწყვე. ნერვიულობისგან ოფლი მასხამდა სახეზე. ლიზიმ როგორც იქნა, წყლის ცარელი ჭიქა მაგიდაზე დადო და ინტერესით მომაჩერდა.
- ზედემტი ტელემუნდოების და გაწელვების გარეშე გეტყვით... და ისა... სასურველია თუ არ გამიბრაზდებით! - ამოვიტირე ბოლოს. ნია დაიძაბა, პირველად მხედავდა ასეთ სიტუაციაში და ლოგიკურია უკვირდა.
- მოკლედ... ღამე ვსერინობდი და გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან მომეწონა, რა. ყველაფერი ისე მალე მოხდა, მხოლოდ ბოლო დღეებში გავიაზრე რომ თქვენთვის უნდა მეთქვა. - მიჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი. არ ვიყავი მიჩვეული ასეთ პირად ურთიერთობებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ არც მქონია. პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში და ნერვიულობისგან თითებიც კი დავიმტვრიე.
- ორსულად ხარ? - წამოიკივლა ნიამ და ფეხზე წამოვარდა. - მიგატოვა? ბავშვი არ მინდაო? რა ხდება? - სწრაფად მომაყარა კითხვები.
- ნიაკო, მთელი დღეა ორსულობა და სექსი რატო გეჩვენება? - ვკითხე გაღიზიანებულმა. უკვე ნერვებს მიშლიდა! ისედაც რთული იყო ასეთ თემაზე ლაპარაკი, ის კიდე არ მაცდიდა. - მოკლედ, კლუბში რომ გაიცანით მიშკა მშვიდობაძე, ეგაა! და არც ორსულად ვარ. - ვთქვი მტკიცედ. გაიგეს თუ არა, ორივეს ერთდროულად ჩამოუვარდა ყბა. ისეთი სახით მიყურებდნენ, დიდი სიამოვნებით ავორთქლდებოდი აქედან.
- რაო? - კვლავ ნია! ლიზის კიდევ ერთი დადებითი თვისება, ის იყო რომ ლაპარაკს დაგაცდიდა და უაზრო კომენტარებით ტვინს არ აგირევდა. რასაც ნიაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით! - ნახე, რა! არაფერს რომ არ იმჩნევდით იქ. ისე გაიცანით ერთმანეთი, თითქოს ერთმანეთის სახელები პირველად გაიგეთ. ვახ, თურმე სად ბანაობ, ნია?! სიყვარულიო! - აფოფრილი ნიას დამშვიდება, ძალიან რთული საქმე იყო. უკვე საშინლად მიშლიდა ნერვებს, ლაპარაკსაც რომ აღარ მაცდიდა.
- ნიაკო, გაჩუმდი თორე მართლა მოგკლავ! - დავემუქრე გაღიზიანებულმა და ბალიში გავუქანე.
- კიდე აქეთ რომ მემუქრება, ხედავ ლიზი?! - თვალები დაქაჩა ნიამ. კიდევ კარგი, ახლო-მახლო რამე ბასრი საგანი არ იდო, თორე ვერ გადავურჩებოდი. - თუმცა, შენ რაღაც გეკითხები! შენც მოღალატე ხარ! ნუ, იყავი მაინც... მოღალატეებო!.. მაცადე, დავმშვიდდე. - რამდენიმე წუთიანი მედიტაციის შემდეგ, როგორც იქნა ხმის ამოღება შევძელი და ლაპარაკი გავაგრძელე.
- ნია, თუ მაცდი ლაპარაკს, გაიგებ რაც მოხდა!.. მოკლედ, მაგ დღეს, არ ვიყავით ერთად... ნუ, ვიყავით, მაგრამ დავშორდით და მორჩა!.. არ ვიცი, როგორ გითხრათ. მეც არ მესმის, მართლა... არ მესმის ჩვენი ურთიერთობის. რაღაც პრობლემები აქვს, იქ რომ ლაპარაკობდნენ, ხომ იცით. მე არაფერს მეუბნება და უკვე დავიღალე. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. თქვენ რომ გიმალავდით, თავს საშინლად ვგრძნობდი. - ცრემლებს ვერ ვიკავებდი უკვე. სახლშიც, როცა მარტო ვიყავი, თავს უფლებას არ ვაძლევდი რომ მეტირა. ცრემლებს ჩემში ვაგროვებდი და ეს უფრო მანადგურებდა. ახლა, როცა მათ ყველაფერს ვუყვებოდი და თან ვტიროდი, თითქოს დამძიმებული სული, უფრო მსუბუქი ხდებოდა. - მაგ პრობლების გამო, ვილაპარაკეთ და მითხრა რომ სანამ არ მოაგვარებდა, ვერ შემხვდებოდა... და ასე, რა. დავშორდით. ახლა ერთად ვართ თუ არა, არ ვიცი. მაგრამ არც ცალ-ცალკე ვართ. გეფიცებით, ძალიან ცუდად ვიყავი თქვენთან რომ ვერ ვამბობდი. როცა თქმა გადავწყვიტე, თვითონ დამშორდა და აღარ მინდოდა ამ ამბის გახსენება. - იმდენად არეულად ვლაპარაკობდი, ჩემი ნათქვამიდან ოდნავი შინაარსი მაინც თუ გამოიტანეს, ეგეც ბევრია. თბილი ცრემლები სახეს მისველებდა, ხმაც მიწყდებოდა და ლაპარაკიც მიჭირდა. მაგრამ მაინც სასიამოვნო გრძნობა იყო, როცა რაღაც ტვირთისგან თავისუფლდები.
- მიშკას ძმაკაცებსაც იცნობდი, ხო? ეტყობოდა იქ სიტუაციას. - ჩაილაპარაკა ლიზიმ. მე უბრალოდ თავი დავუქნიე და გავჩუმდი. მეტი რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი. ვცდილობდი საჭირო სიტყვები მეპოვნა, მაგრამ არ გამომდიოდა. ჩემი გონება დაიკეტა და ამ ყველაფრის სათქმელადაც, მთელი ძალისხმევა მჭირდებოდა.
- აჰამ... სიყვარულზე რომ მკითხე, ძალიან გამიკვირდა შენგან. ეგრევე დავწვი რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ არ გკითხე. - ამჯერად ნიაკო აყვა. - მაინც როგორ ხართ? ან რატომ ხართ ასე არეულები?
- არ ვიცი, რა. არ არის ეს ყველაფერი ნორმალური! რა დავარქვა არ ვიცი, გესმის?! - საშინლად სასოწარკვეთილი ხმა მქონდა. ვლაპარაკობდი, მაგრამ თან ჩემს ფიქრებში ვიყავი. მართლა რა იყო ეს ყველაფერი?!
- კაკიმ და დათუნამ არაფერი იციან, ალბათ. - მხრები აიჩეჩა ნიამ, - ჩვენ არ ვეტყვით, მაგრამ შენ უნდა უთხრა ორივეს. მაგრამ მიშკას რომ იცნობენ?! არ ვიცი, რა. ჯობია ყველაფერი მალე გაარკვიო, სანამ სერიოზულ პრობლემებს აიკიდებ. - პირველი შემთხვევა იყო, ნია რჩევას რომ მაძლევდა და მეც ვუსმენდი. მომეხვია და ყველაზე დიდი სიმშვიდე სწორედ იმის აღმოჩენა იყო, როცა შენი საუკეთესო ადამიანები, მართლაც ნამდვილად საუკეთესოები არიან.


*


ჩემი სახლის სახურავზე ვიჯექით მე და მშვიდობაძე... წვიმის წვეთები ჯერ ფრთხილად, შემდეგ კი მოურიდებლად ეცებოდა მიწაზე და ჭექა-ქუხილის ხმაც ძლიერდებოდა. ყავის ჭიქები იქვე, ფეხებთან იდო. ჯერ კიდევ ცხელი ყავიდან, ორთქლი ამოდიოდა და მე ამას დიდი ინტერესით ვუყურებდი, თან მზერას უფრო და უფრო ვძაბავდი, კარგად რომ დამენახა.
ყველაზე საინტერესო ახლა ჩემთვის ყავის ორთქლი იყო... მიუხედავად წვიმისა, მაინც არ მციოდა. ჩემს გვერდით მიშკა იჯდა და მე შინაგანად ვიწვოდი. ბრაზს და მისი იქ ყოფინით გამოწვეულ სიამოვნებას, თავი ერთად მოეყარა და ეს უფრო მირთულებდა მდგომარეობას.
იმის ნაცვლად რომ ყველაფერი გამერკვია, ზურგით კედელს მიყრდნობილი, ჩემს გვერდით მჯდომს ვუყურებდი და ეს იმდენად სასიამოვნო მომენტი იყო, ჩემი თავი გამოვიჭირე კიდეც ძალიან სერიოზულ გრძნობებში. გრძნობებში, რომლებიც მეც კი მაშინებდა.
იმდენად ვიყავი დაღლილი ჩემი დაშვებული შეცდომებით, ტირილი მინდოდა! რაღაც ამოუცნობი ბურთი, ისე მაწვებოდა ყელზე რომ ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა. ცოტათი ემოციური დიალოგი და ცრემლების ტბას რომ დავაყენებდი, ზუსტად ვიცოდი.

მშვიდობაძე ჩუმად იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ყავის ჭიქას დიდი ინტერესით უყურებდა. ალბათ ისიც ჩემს სიტუაციაში იყო, იმ განსხვავებით რომ რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანზე ფიქრობდა. მე მას ძალიან ბევრის უფლება მივეცი. ისეთი რაღაცების, რასაც სხვა ვერ გამიბედავდა. ახლა დრო იყო ყველაფერი გამეგო და სუსტი მეგი, ცოტა ხნით სადღაც გადამემალა! ყველაფერი უნდა გამერკვია თავიდან ბოლომდე. აღარ შემეძლო ჩემი თავი ამ მდგომარეობაში... უბრალოდ აღარ მინდოდა!
მიუხედავად იმისა რომ მე, მიშკა მშვიდობაძე საშინლად მომწონდა, მაინც აღარ შემეძლო მთელი ჩემი ცხოვრება შემეწირა მისთვის, როცა თვითონ ჩემს გამო ძალიან მცირეს აკეთებდა.

- მიშკა, - ამოვიჩურჩულე ხმადაბლა და ფრთხილად გავხედე ჩაფიქრებულს. - მიშკა... - უფრო ხმამაღლა ვთქვი და მხოლოდ ახლა გამოერკვა ფიქრებიდან.
- გისმენ, - მითხრა გამოფხიზლებულმა და ცხელი ყავა, რომელიც უკვე გაგრილებას იწყებდა, ნაჩქარევად მოსვა.
- ვიცი, კარგი არ ვარ. - ეს რომ ვთქვი, ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო, ჩემს სიტყვებში ეჭვიც კი შემეპარა. - ცუდი ადამიანი ვარ, მათ რომ ყველაფერი დავუმალე. მართალია, რაღაცები ვუთხარი, მაგრამ მაინც ნახევრად ტყუილი გამოვიდა. აღარ შემიძლია ასე! სული დამიმძიმდა... სულ იმაზე ვფიქრობ რომ საშინელი ადამიანი ვარ, შენთან რომ ვარ და არაფერი მაინტერესებს, - ხმადაბლა ვლაპარაკობდი, თითქოს მრცხვენოდა ჩემი სიტყვების. მართალია, მრცხვენოდა საკუთარი გრძნობების გამოაშკარავების. მრცხვენოდა რომ ჩემს თავს ასეთ წარმოუდგენელ სიტუაციაში ვხედავდი.
ამოუცნობი მზერით მიყურებდა. ცოტაც და ცრემლებს ვეღარ შევიკავებდი. ისეთივე დეპრესია მიტევდა, როგორიც ბავშვობაში მქონდა და ჩემი მეგობრები რომ არა, დარწმუნებული ვარ, ვერც გადავიტანდი. რაღაც უხილავი გრძნობა ჩემში შემოდიოდა და კარგზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა, არც გამოსავლის პოვნაში მეხმარებოდა. მისი საქმე იყო, ჩემი სულიერი მდგომარეობის განადგურება და ყველაზე რთული, ამ უხილავი ძალის თავიდან მოშორება, გაქრობა იყო.
- ნუ ამბობ ეგრე. - ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა. ვხვდებოდი რომ ისიც ისევე იყო დამძიმებული, როგორც მე. ან იქნებ ჩემზე ცუდად იყო... იქნებ უჭირდა ამ ყველაფერთან გამკლავება, მე ხომ არ ვიცოდი მასზე! მე ხომ საერთოდ არაფერი ვიცოდი. - მათ თუ ყველაფერს ეტყვი, საფრთხე შეექმნებათ. შენ რომ იცი, ისიც საკმარისია, ამ ეტაპზე.
- რატომ?! მითხარი! უკვე ძალიან დავიღალე, რატომ არ გესმის ჩემი... - სასოწარკვეთილი ხმა მქონდა. - მე მხოლოდ დეტალები მითხარი, მთავარს მაინც არ მეუბნები.
- მეგი... - უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და ყავის ჭიქა მოშორებით დადო. ერთი ხელი თმაზე ფრთხილად ჩამომისვა, თმიდან სახეზე და ლოყებზე გადავიდა. ბოლოს, მისი წყალობით დაწითლებულ ტუჩებზე. - როცა კაფეში ჩვენზე გელაპარაკე, ეგ დღე, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო! მართალია, ისიც ძალიან დიდი შეცდომაა, სიმართლეს ბოლომდე რომ ვერ გეუბნები, მაგრამ ახლა ასე ჯობია, დამიჯერე! - უჭირდა ლაპარაკი. დაძაბული იჯდა და სიტყვებს ისე ფრთხილად არჩევდა, თითქოს რამე არასწორად რომ ეთქვა, მივატოვებდი. - რაც უფრო ცოტა გეცოდინება, მით უფრო მალე გამოძვრები საქმიდან! ეგ დედა მო**ნული სანიკიძე არ გეშვება, მე კიდევ სანამ დედას არ მოვუ**ნავ, არ შევეშვები! არ მინდა შენც ჩემი სისუსტედ გამოგიყენოს, გესმის?! იმიტომ დაგშორდი, იმიტომ ვიკავებდი თავს შენგან. შენ რომ შეგეხოს... - ისეთი ხმით წარმოსთქვა, თითქოს უკვე წარმოდგენილიც ჰქონდა როგორ მეხებოდა სანიკიძე და მთელი ვენები, ხელებზეც და ყელზე, ისე დაჭიმვოდა, იფიქრებდი სადაცაა გაუსკდებაო. - ყველაფერს გეფიცები, ბოლო ამოსუნთქვა იქნება მისი!
- ვერ შემეხება და ნუ ხარ პანიკაში. - ვთქვი ბუზღუნით, უკვე დავიღალე სულ ამ თემის განხილვით. - სანიკიძე ვერაფერს დამიშავებს და ფრთხილად შენ უნდა იყო, გაიგე?! - უფრო მტკიცე ხმა მქონდა. მიშკას ჩაეცინა ჩემს ნათქვამზე. სახეზე წვიმის წვეთები გვეცემოდა უკვე, ქარიც კი ამოვარდა.
- ნუ ხარ ასეთი მამაცი, არ შეიძლება! - გაეცინა მშვიდობაძეს და ერთი ხელი წელზე მომხვია. თავი მხარზე ჩამომადო და ჩაბნელებულ სახლებს გახედა.
- შეიძლება! - ვუთხარი კმაყოფილი ხმით და მეც ჩამეცინა.
სრულ სიჩუმეში ვიყავი. არცერთს არ გვინდოდა ჩვენი წითელი ღამის სიჩუმის დაღვევა. იმდენად მომწონდა წვიმის წვეთების და ჯერ კიდევ სუსტი ჭექა-ქუხილის ხმა, შემეძლო მთელი ცხოვრება ასე გამეტარებინა. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს წელზე მისი ხელი იქნებოდა და ჩემს მხარზე, მისი თავი.
- წითელო, ერთი ძალიან მაგარი კანონზომიერება აღმოვაჩინე და როგორ ფიქრობ, „რაღაც არსებობს“? - წამოიძახა მოულოდნელად. შევკრთი, მაგრამ მაინც მიყვარდა როცა ასეთი, ბავშვური წამოძახილები იცოდა. სულ მეცინებოდა.
- გააჩნია, რა აღმოაჩინე. - მხრები ავიჩეჩე და ინტერესით დავხედე მის თავს.
- თუნდაც ის რომ ოთხი ემი ვართ. - თავი ასწია და ჩაილაპარაკა უდარდელი ღიმილით. თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
მხოლოდ შემდეგ დავფიქრდი,
და მართლაც, - ოთხი ემი.


- მოდი, ჩემთან. - მითხრა დაბალი ხმით და მეც მორჩილად, მის მუხლებთან აღმოვჩნდი. წვიმის წვეთებით დანამულ კანს, მის თლილ თითებს აყოლებდა და მთელს ტანზე, ჟრუანტელი მივლიდა. კოცნით დაუყვა ჩემს კისერს. შემდეგ თითები კისერზე წამავლო და ზუსტად ისე დამეტაკა ტუჩებზე, როგორც იცოდა. უხეშად და მთელი ჟინით! გაშლილი ხელისგულები აჩქარებულ გულმკერზე მივადე და კოცნაში ავყევი. ჩემს რაღაც ნაწილს, გაჩერება უნდოდა. მაგრამ მეორე ნაწილს, პირიქით, იმდენად უნდოდა მასთან ყოფნა რომ სურვილისგან გიჟდებოდა კიდეც. მუცელი დამეჭიმა, როცა მთელს ტანზე ხელების ფათური დაიწყო. ისე მიჭერდა თითებს რომ კვნესას ვერ ვიკავებდი. კოცნით კისერს ჩაუყვა და ყველაზე დიდი სიამოვნება ის მანიჭებდა რომ წვიმის წვეთები მეცემოდა, ცეცხლმოკიდებულ კანზე და თან, მისი ტუჩების სიმხურვალეს, ჩემს კანზე ვგრძნობდი. გულ-მკერდთან რომ გაჩერდა და კაბის ღილები ნაჩქარევად გახსნა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი.
- გაჩერდი... სირცხვილია, - ძლივს ვლუღლუღებდი, მაგრამ ქმედებით საპირისპიროს ვაკეთებდი. კაბა ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა, ის კი უხეშად მიჭერდა თეძოზე ხელს და ლამის მეხუთე სართულამდე ჩაეღწია ჩემს ხმას.
- მაცადე, ტოო! - ამოიოხრა მძიმედ და აკვნესებულს ყელზე კბილები წამავლო.
იმდენად ვიყავი აფორიაქებული, აღარაფერი მაინტერესებდა. ჯანდაბაში მოვისროლე ჩემი თავმოყვარეობა და მაისურის შიგნით, ხელები შევუცურე. ჩემს შეხებაზე ჩახშული გმინვა აღმოხდა... სიამოვნებისგან თვალები მიელულა, როცა ტუჩებით მის ყელს, ყბის ძვალს და ტუჩებს შევეხე, ნასიამოვნებმა ჩაიღიმა და თავი უკან გადააგდო.
- მეგი... - ამოიკვნესა კბილები ყურის ბიბილოზე რომ წავავლე და შემდეგ სველი კოცნა დავუტოვე. ტკივილამდე მიჭერდა ხელს სუსტ წელზე და ვნებააშლილს, არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. - ვეღარ გავჩერდები, იცოდე... აჰ... - სათქმელს თავს ვეღარ უყრიდა, უკვე აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. ნაჩქარევად გადამსვა მის მუხლებზე და სიამოვნებისგან გახევებულს, ჩემი კაბის ზედა ნაწილი ქვემოთ ჩააცურა. მის წინ მკერდმოშიშვლებული ვიჯექი და სიამოვნების ზენიტში მყოფს, აღარ სირცხვილი და აღარ ნამუსი არ მაწუხებდა. ცოტაც და სიამოვნებისგან გული წამივიდოდა... ვგრძნობდი მის ხელს ჩემს მკერდზე და მინდოდა კიდევ უფრო მეტი კანი შეეგრძნო... თითქმის გათიშულს, ყრუდ ჩამესმოდა მისი ოხვრა, მაგრამ რაც მესმოდა, იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა რომ თანახმა ვიყავი, აქვე გვქონოდა სექსი.
- მიშკა, - წამოვიყვირე მოულოდენლად. მეც არ ვიცი, რატომ. ჭექა-ქუხილის ხმა იმატებდა, მაგრამ ჩვენ გაჩერებას ვერ ვახერხებდით. ფრთხილად წამოიწია ჩემკენ, ორივე ხელი წელზე მომხვია და მჭიდროდ დამიჭირა. მისი ტუჩები კი ჩემს მკერდს მისწვდა და ცეცხლწაკიდებულ მეს, აღარ შეეძლო კვნესის შეკავება.
- წვიმს მიშკა, გაჩერდი... - კოკისპირული წვიმა რომ დაიწყო, მხოლოდ მაშინ შევძელი რეალობის აღქმა და მისი გაჩერება ვცადე. - დავსველდით! - წამოვიყვირე უცებ.
- შენ ნამდვილად, - მითხრა სიცილით და ხელი კაბის ქვეშ შემიცურა.
- ნუ ხარ საზიზღარი! - ამოვიოხრე აწითლებულმა და ხელით სახე დავუჭირე, ცისკენ ავახედე და უფრო ნათლად დავანახე რომ მალე შეიძლებოდა, მეხიც დაგვცემოდა თავზე.
- წამოდი, ქვემოთ. - წამოდგა უცებ, გაცივების საშიშიროება რომ იგრძნო და ხელზე დამექაჩა. მე ტანზე ავეწებე და საკუთარი სურვილით წავეტანე აწითლებულ, ცეცხლწაკიდებულ ბაგეებზე.
- მომწონს შენი კანონზმიერება და გეთანხმები, რაღაც არსებობს!





№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

დავიწყეე კითხვა <3

ცოტა კი გახუნდი, მაგრამ იმედია მთლად არ გააბანძებ და კითხვის სურვილს არ დამიკარგავ

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ქეთი
დავიწყეე კითხვა <3

ცოტა კი გახუნდი, მაგრამ იმედია მთლად არ გააბანძებ და კითხვის სურვილს არ დამიკარგავ

ვაჰ,
როგორც შემიძლია ისე ვწერ და წაიკითხავ თუ არა, შენზეა დამოკიდებული :)❤️

 


№3 სტუმარი ცოტნე

ჩემმა მეგობარმა მითხრა წაიკითხე მაგრად შეგითრევსო და ძააან გამეცინა, მეთქი შენ შიგ ხო არ გაქვს?! მაგრამ ისეთი დაინტრიგებული წავიკითხე პირველი ხუთი თავი ძაან გამიკვირდა ;დდ
კაროჩე, კომენტარების წერა ჩემი აღმაფრენა არ არის მარგო, მაგრამ თუ გაი ტერესებს, ჯობია კიდე ერთი თვე არ დადო, მაგრამ ისეთი დადო, როგორიც პირველი თავები იყო.
რაღაც მოშლილი გაქვსტო და რატო ვერ ვხვდები ((

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

mirandaa31
რაკარგია.. ძალიან კარგი იყო ❤️❤️ რახდება ასეთი როგორ მაინტერესეებს.. იმედია მალე გავიგებთ. ველოდები ახალ თავს ❤️

კი, მალე გაიგებთ❤️❤️
უდიდესი მადლობა რომ კითხულობ და აფასებ <333

ცოტნე
ჩემმა მეგობარმა მითხრა წაიკითხე მაგრად შეგითრევსო და ძააან გამეცინა, მეთქი შენ შიგ ხო არ გაქვს?! მაგრამ ისეთი დაინტრიგებული წავიკითხე პირველი ხუთი თავი ძაან გამიკვირდა ;დდ
კაროჩე, კომენტარების წერა ჩემი აღმაფრენა არ არის მარგო, მაგრამ თუ გაი ტერესებს, ჯობია კიდე ერთი თვე არ დადო, მაგრამ ისეთი დადო, როგორიც პირველი თავები იყო.
რაღაც მოშლილი გაქვსტო და რატო ვერ ვხვდები ((

სიმართლე გითხრა, მეც ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ რაღაც რომ
ხდება აშკარაა :დ
მადლობა რომ წაიკითხე,
ვეცდები ყველანაირად!

 


№5  offline წევრი Nobodyelse

Sxvebi ra cvlilebebs amchneven ar vici magram vgijdebi am istoriaze!
Dzalian magrad cer da ise mainteresebs ra xdeba vegar vitmen!!!!
Shen roca shedzleb ceras mashin dade dzalit, movaleobis miznit nu dacer tore mere martla gaafucheb.
Magari gogo xar da ase gaagrdzele!!❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სუზი

რა აზრი ჰქონდა ამ თავის დაწერას?
ამდენი ხანი, მეგი იმიტომ უმალავდა მეგობრებს ამ ყველაფერს რომ ასე ‘ფეხებზე’ საუბრით მოეყოლა ყველაფერი.
ძალიან ხალიან უაზრო დიალოგი იყო, ნუთუ გამოცდილებაც არ გაქვს ამ საკითხში, რომ ასეთ თემაზე, ამდენად ლოიალურად ილამპარაკე.
არ ვიცი, ძაან გულისამრევი მომეჩვენა ეგ მომენტი, წაკითხვის სიამოვნება დამიკარგა ((
რატოა რომ ასე მიცრუებენ ჩემი საყვარელი მწერლები იმედებს weary

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინია

ვაუ! მართლაც ვაუ! ძალიან კარგი თავი იყო და კარგადაც წერ ცეცხლ იდაანთე და იმედია შემდეგ თავში გადაგვწვავ! მგონია რომ ზოგიერთები ვერ უძლებენ ამ ცეცხლს და აღარ იციან უკმაყოფილება როგორ გამოთქვან ამიტომ დაიკიდე ;დდდ მთავარია შენ მოგწონს შენსას ისწორებ და იქ დამთავრდა! სულ ერთიც რომ კიხულობდეს იმ ერატისთვის დაწერე და პირველ რუგში შენი თავისთვის! მე მაგალითად ძალიან მომწონს ყველაფერი მდიის კარგად და ნორმალურად! ველოდები მომდევნო თავს და ერთი თხოვნა მაქვს ძალიან ნუ დააგვიანებ და თავები გაზარდე წარმატებბეი! <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ვერ მივხვდი რას გერჩიან და იმას საერთოდ ვერ მივხვდი ავტორო, შენ რატომ ერჩი საკუთარ თავს :D :D.
აუ, როგორ მეზიზღება ამ დროს რომ აჩერებთ ხოლმე წყვილს. გეგონება წვიმაში სექსი თუ ექნებოდათ, ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. ან რამ მოგაფიქრა ეს წვიმა. არ დააიმპოტენტოთ მიშიკო, მიხედე დროზე.

 


№9  offline წევრი Peoplefallformysmile

დედა ეს რაიყო ჰა ? ???????? ეს ოთხი ემი რაარი?

 


№10 სტუმარი კატუნია

აუუ, ეს ვნება ხო მომწონს და მომწონს, მაგრა
აი სადაქალოს დიალოგს ვაბშე ვერ ჩავწვდი, ძაან აზრს მოკლებელი იყო ვაა :((
მიშიკო ხო ძააან დონე ბიჭია და ვგიჟდები ამ გიჟმაჟუნაზე, მაგრამ მეგის ხელში ცოტა ტეხავს.
მიშკაზე ამბობს ძაან ამოუცნობიაო და თვითონ ხო ძააან სამაგალითოდ იქცევა რა

 


№11 სტუმარი სტუმარი უცნობი

მოწონებაზე ლაპარაკი ზედმეტია..უმაგრესია..არვიცი რატომ მაგრამ სულ ცუდი პერსონაჟები მომწონს;დ ანუ ამ შემთხვევაში ვატო
ყველაფერი ძალიან მაგარია და გთხოვ მალე დადე ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი eka

ძალიან მაგარი იყო როგორც ყველა სხვა თავები, მართლა ვერ ვხვდები რას გერჩიან და რა არ მოეწონათ, მიხარია რომ მეგობრებს ყველაფერი უთხრა და იმედია ბიჭებსაც მალე ეტყვის:)

 


№13  offline წევრი møøn šhinė

ამ ისტორიაში ძალიან ნათლად და თან განსხვავებულადაა გადმოცემული ეს გრძნობა,
ესაა ბედნიერების და სევდის ნარევი...
როცა ბედნიერი ხარ და ტირი....
თან გეღიმება ყველა იმ მომენტზე რომელიც გახსენდება...
გინდა რომ სამუდამოდ გაგრძელდეს ყველაფერი, სამუდამოდ გაიწელოს ეს დღე, საათები, წუთები და წამები...
გინდა რომ მთელი ცხოვრება გახსოვდეს ეს დღეები, ეს მომენტები, ეს სევდა და სიხარული...
თან ხვდები რომ ცხოვრება სულ ბედნიერებით სავსე ვერ იქნება....
ძალიან კარგი თავი იყო, არცერთი მინუსი არ ჰქონდა, მეგობრებს რომ არ მოუყვა ბოლომდე ამას თვითონაც აღნიშნავდა მიშკასთან საუბრის დროს, ძალიან კარგი თავი იყო.
საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო, საოცრად წერ და გადმოსცემ, ეს კიდევ არც ისე ადვილია... ადამიანის ჩვეული ბუნებაა, რომ ვერ დავაფასოთ ის რაც გაგვაჩნია,  და ყოველთვის რაღაც უფრო მეტი გვინდოდეს...
წარმატებები ყველაფერში, ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც ❤
ველოდები შემდეგ თავს ❤

 


№14 სტუმარი eln

Rac sheidzleba male dade! amdros gawyveta ikneboda axla an es wvima ra xels sheushlidan nervebi damawyda ;d

 


№15  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
Sxvebi ra cvlilebebs amchneven ar vici magram vgijdebi am istoriaze!
Dzalian magrad cer da ise mainteresebs ra xdeba vegar vitmen!!!!
Shen roca shedzleb ceras mashin dade dzalit, movaleobis miznit nu dacer tore mere martla gaafucheb.
Magari gogo xar da ase gaagrdzele!!❤️❤️❤️❤️

უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! flushed heart_eyes heart_eyes

სუზი
რა აზრი ჰქონდა ამ თავის დაწერას?
ამდენი ხანი, მეგი იმიტომ უმალავდა მეგობრებს ამ ყველაფერს რომ ასე ‘ფეხებზე’ საუბრით მოეყოლა ყველაფერი.
ძალიან ხალიან უაზრო დიალოგი იყო, ნუთუ გამოცდილებაც არ გაქვს ამ საკითხში, რომ ასეთ თემაზე, ამდენად ლოიალურად ილამპარაკე.
არ ვიცი, ძაან გულისამრევი მომეჩვენა ეგ მომენტი, წაკითხვის სიამოვნება დამიკარგა ((
რატოა რომ ასე მიცრუებენ ჩემი საყვარელი მწერლები იმედებს weary

მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებ, ჯერ ისეთი არაფერი უთქვამს რომ საშინელი რეაქცია ჰქონოდათ.
თუმცა, შენი გადასაწყვეტია.

სტუმარი ნინია
ვაუ! მართლაც ვაუ! ძალიან კარგი თავი იყო და კარგადაც წერ ცეცხლ იდაანთე და იმედია შემდეგ თავში გადაგვწვავ! მგონია რომ ზოგიერთები ვერ უძლებენ ამ ცეცხლს და აღარ იციან უკმაყოფილება როგორ გამოთქვან ამიტომ დაიკიდე ;დდდ მთავარია შენ მოგწონს შენსას ისწორებ და იქ დამთავრდა! სულ ერთიც რომ კიხულობდეს იმ ერატისთვის დაწერე და პირველ რუგში შენი თავისთვის! მე მაგალითად ძალიან მომწონს ყველაფერი მდიის კარგად და ნორმალურად! ველოდები მომდევნო თავს და ერთი თხოვნა მაქვს ძალიან ნუ დააგვიანებ და თავები გაზარდე წარმატებბეი! <3

ვაიჰ!! heart_eyes heart_eyes
მართლა, იმდენად გამაბედნიერა ამ კომენტარმა რომ მთელი დღეა კარგ ხასიათზე ვარ!
მადლობა, ყველაზე მეტად მჭირდებოდა ასეთი შეფასება! kissing_heart heart_eyes heart_eyes

grafo
ვერ მივხვდი რას გერჩიან და იმას საერთოდ ვერ მივხვდი ავტორო, შენ რატომ ერჩი საკუთარ თავს :D :D.
აუ, როგორ მეზიზღება ამ დროს რომ აჩერებთ ხოლმე წყვილს. გეგონება წვიმაში სექსი თუ ექნებოდათ, ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. ან რამ მოგაფიქრა ეს წვიმა. არ დააიმპოტენტოთ მიშიკო, მიხედე დროზე.

ჰაჰ,
არ ვიცი, არ ვიცი :დდ
ისედაც ჯოჯოხეთის ცეცხლში არიან ესენი! smiling_imp laughing

Peoplefallformysmile
დედა ეს რაიყო ჰა ? ???????? ეს ოთხი ემი რაარი?

დედა ეს რა იყოზე, პასუხი არ მაქვს. იმედია კარგი რამე იყო :დდ heart_eyes
მეგი მეტრეველი და მიშკა მშვიდობაძე laughing

კატუნია
აუუ, ეს ვნება ხო მომწონს და მომწონს, მაგრა
აი სადაქალოს დიალოგს ვაბშე ვერ ჩავწვდი, ძაან აზრს მოკლებელი იყო ვაა :((
მიშიკო ხო ძააან დონე ბიჭია და ვგიჟდები ამ გიჟმაჟუნაზე, მაგრამ მეგის ხელში ცოტა ტეხავს.
მიშკაზე ამბობს ძაან ამოუცნობიაო და თვითონ ხო ძააან სამაგალითოდ იქცევა რა

პირველ რიგში, უდიდესი მადლობააა რომ კითხულობ და შენს აზრს აფიქსირებ <3
მეგის სამეგობროს ომი წინ აქვს. უბრალოდ აუცილებელი იყო ზოგადი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ მის მეგობრებს მიშკაზე.
<3

სტუმარი უცნობი
მოწონებაზე ლაპარაკი ზედმეტია..უმაგრესია..არვიცი რატომ მაგრამ სულ ცუდი პერსონაჟები მომწონს;დ ანუ ამ შემთხვევაში ვატო
ყველაფერი ძალიან მაგარია და გთხოვ მალე დადე ❤️❤️❤️

ოუ, ცუდი ბიჭები მოგწონს?!! smiling_imp
მიხარია რომ მოგწონს ისტორია <3 <3 heart_eyes

სტუმარი eka
ძალიან მაგარი იყო როგორც ყველა სხვა თავები, მართლა ვერ ვხვდები რას გერჩიან და რა არ მოეწონათ, მიხარია რომ მეგობრებს ყველაფერი უთხრა და იმედია ბიჭებსაც მალე ეტყვის:)

მთავარია თქვენ მოგწონთ, სულ რომ ერთი მკითხველი ყავდეს ისტორიას, მაინც დავასრულებ.
ჰო, მეგობრების თემა ჯერ კიდევ რთულია grimacing
მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს! heart_eyes heart_eyes

møøn šhinė
ამ ისტორიაში ძალიან ნათლად და თან განსხვავებულადაა გადმოცემული ეს გრძნობა,
ესაა ბედნიერების და სევდის ნარევი...
როცა ბედნიერი ხარ და ტირი....
თან გეღიმება ყველა იმ მომენტზე რომელიც გახსენდება...
გინდა რომ სამუდამოდ გაგრძელდეს ყველაფერი, სამუდამოდ გაიწელოს ეს დღე, საათები, წუთები და წამები...
გინდა რომ მთელი ცხოვრება გახსოვდეს ეს დღეები, ეს მომენტები, ეს სევდა და სიხარული...
თან ხვდები რომ ცხოვრება სულ ბედნიერებით სავსე ვერ იქნება....
ძალიან კარგი თავი იყო, არცერთი მინუსი არ ჰქონდა, მეგობრებს რომ არ მოუყვა ბოლომდე ამას თვითონაც აღნიშნავდა მიშკასთან საუბრის დროს, ძალიან კარგი თავი იყო.
საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო, საოცრად წერ და გადმოსცემ, ეს კიდევ არც ისე ადვილია... ადამიანის ჩვეული ბუნებაა, რომ ვერ დავაფასოთ ის რაც გაგვაჩნია,  და ყოველთვის რაღაც უფრო მეტი გვინდოდეს...
წარმატებები ყველაფერში, ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც ❤
ველოდები შემდეგ თავს ❤

მუნ შაინ,
მითქვამს რომ საოცარი გოგო ხარ?! weary
როგორი ცუდი შეფასებაც არ უნდა ჰქონდეს, მე მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ შენნაირი მკითხველი ყავს ამ ისტორიას! კითხულობ და გესმის რისი თქმაც მინდა! ყველაზე მთავარი ესაა და მართლა, ესეც საკმარისია ბედნიერებისთვის! heart_eyes
ისე ზუსტად გადმოეცი შენი აზრი ამ ისტორიაზე, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერაფერს ვერ დავამატებ.
მეც ძალიან მიყვარხარ! heart_eyes

eln
Rac sheidzleba male dade! amdros gawyveta ikneboda axla an es wvima ra xels sheushlidan nervebi damawyda ;d

ოხ, ეს წვიმა და სასტიკი ზევსი! smirk
მე კი დავდე შემდეგი, მაგრამ როდის დაამატებენ საიტზე ეგ არ ვიცი... relieved

 


№16  offline წევრი triniti

Zalian momwons siamovnebit vkitxulob ubralod cota eqstremi aklia .saertod kargi istoriaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent