შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /12 (+16)


19-07-2018, 02:15
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 4 030

ორი კატეგორიაა, პირველს მოსწონს ის, რასაც ვწერ.
ხოლო მეორე, ამბობს რომ დავიკარგე.
მე ორივეს აზრს პატივსვცემ. ყველაზე მეტად მე განვიცდი იმას, როცა ისეთი არ გამოდის, როგორიც მე მინდა და თქვენც გინდათ.
უბრალოდ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ, ჩემი დიდი თხოვნა...
ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი თავია. სიმართლე უკვე გაიგეთ, გააგრძელებთ თუ არა კითხვას, თქვენზეა დამოკიდებული.
და კიდევ, როცა ისტორიის წერა დავიწყე, უკვე ვიცოდი რომ იდეალური პერსონაჟები არ მეყოლებოდა. ზოგადად, ისტორიას იმიტომ ვწერ რომ იდეალურობისგან შორს ვიყო...
ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რეალურია თუ უბრალოდ პერსონაჟი?
ყველას გვეშლება, შეიძლება გამიზნულად არა, მაგრამ მაინც გვეშლება და სწორედ ასეთი შეცდომების გამოსწორება ძალიან რთულია.
სიყვარულით,
მარგო ტოკიო...

თავი 12

დაუღალავი მუშაობის შემდეგ, შუა დღეზე, თვალი ძლივს გავახილე. ცოცხალ-მკვდარი წამოვიზლაზნე საწოლიდან და ფრატუნით გავედი სამზარეულოში, ყავის დასალევად.
თან ჩართულ ლეპტოპს მივაჩერდი და პირთან მიტანილი ჭიქა, წამსვე დავაბრუნე მაგიდაზე. თვალი რამდენჯერმე დავხუჭე და კვლავ გავახილე... ხელზეც კი ვიჩქმიტე, იმის გასარკვევად, სიზმარში ვიყავი თუ არა. თვალი კომპიუტერის ეკრანზე გამიშტერდა და მილიონჯერ გადაკითხული ფრაზა, კვლავ გადავიკითხე;
„თამაზ სანიკიძე გარდაიცვალა“
„ბიზნესმენი თამაზ სანიკიძე, გამთენიისას მოკლული იპოვეს...“
„თამაზ სანიკიძის გვამი, გამვლელებმა ქუჩაში იპოვეს...“
გახევებული ვიჯექი ერთ ადგილას და სტატიების სათაურებს ვკითხულობდი. აკანკალებული ხელით, სტატიის გახსნას ვცდილობდი რომ ბოლომდე წამეკითხა და გამერკვია როგორ მოკლეს თამაზ სანიკიძე... ვერ ვიჯერებდი რომ ეკას მდიდარი ქმარი და ვატოს მამა მოკლეს.

„ ბიზნესმენი თამას სანიკიძე, ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. მას აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულის არეში. როგორ ვარაუდობენ, ადგილი ჰქონდა შურისძიებას, თუმცა დანამდვილებით არაფერია ცნობილი. თამაზ სანიკიძის მკვლელის ვინაობა, ჯერ კიდევ უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს 142 მუხლით. “
ერთ-ერთი სტატია როგორც იქნა გავხსენი და წავიკითხე. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანია, მაგრამ დაახლოებით 20 წუთია გაშეშებული ვზივარ, თვალი კომპიუტერის ეკრანზე მაქვს გაშტერებული და მესამე ღერ სიგარეტს ვეწევი. მომხდარის გაანალიზებას ვცდილობ, მაგრამ არანაირად არ გამომდის. თამაზ სანიკიძე... ღმერთო, რა საშინელებაა!
თუმცა მოიცა... მხოლოდ ახლა შემოჰკრა ჩემმა გონებამ განგაშის ზარი.
- მიშკა, - წამოვიძახე უცებ და ოთახში გამეფებული უხერხული სიჩუმე მოურიდებლად დავარღვიე.
ზუსტად მეორე დღეა ვერ ვუკავშირდები. ჯერ არ მპასუხობდა, შემდეგ საერთოდ გამორთული ჰქონდა.
გაურკვევლობაში მყოფი, ნერვიულად დავდიოდი აქეთ-იქეთ და ერთადერთი კითხვა, რაც თავში მიტრიალებდა, იყო;
- სად ჯანდაბაში არის მიშკა?!
- სანიკიძის მკვლელობაში გარეული ხომ არ არის? - წამოვიძახე უცებ და ჩემი კითხვით შეშფოთებულმა, იქვე ჩამოვჯექი.
ღმერთო, ოღონდ ეგ არა! ოღონდ მიშკა არა! ამის გაფიქრებაზეც კი ტანში უცნაური გრძნობა მივლიდა. იმდენად დავიბენი, ვისთან დამერეკა არ ვიცოდი.
აკანკალებული ხელით, უკვე დაზეპირებული ნომერი, კიდევ ავკრიბე ტელეფონზე და ზარის გასვლას დაველოდე, თუმცა არა! კვლავ ის ტექსტი, უკვე ზეპირად რომ ვიცოდი;
- მობილური ტელეფობი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან, გთხოვთ სცადეთ მოგვიანებით... - კვლავ გავიმეორე გონებაში და ნერვებ მოშლილმა, ტელეფონი იქვე მივაგდე. ნერვიულობისგან მუცლიც კი ამტკივა. მთელი სხეული დამეჭიმა. ისევ კომპიუტერთან დავჯექი...
თამაზ სანიკიძის გარდაცვალებას ვგუგლავ... მხოლოდ რამდენიმე საათი გავიდა, რაც მოკლეს და უკვე ყველგან თამაზ სანიკიძეზე წერენ... არც მიკვირს! საინტერესო ვერაფერი რომ ვერ ვნახე, ტელევიზორი ჩავრთე და პულტის ნერვიულად თამაში დავიწყე, ხელიდან-ხელში.
- ყველასთვის ცნობილი ბიზნესმენი, თამაზ სანიკიძე, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ მას შურისძიების მიზნით გაუსწორდნენ... როგორც წყაროები იტყობინებიან, გარდაცვლილ ბიზნესმენს ბევრი მტერი ჰყავდა... ასევე განიხილავენ დაკვეთილ მკველობასაც. მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ნაცნობი ტექსტი მოვისმინე თუ არა, ეგრევე გამოვრთე ტელევიზორი და ოთახიდან ოთახში სიარული დავიწყე. ტელეფონს ხელში ვათამაშებდი და ყოველ სამ წამში ვამოწმებდი, იქნებ დარეკა, იქნებ მომწერათქო, მაგრამ მიშკა მშვიდობაძე საერთოდ არ ჩანდა, რაც უფრო დიდ ეჭვს იწვევდა ჩემს გონებაში...
უკვე ნერვიულობის პიკზე რომ ვიყავი, სწრაფად ჩავიცვი ტანსაცმელი, სახლის გასაღები ნაჩქარევად ავიღე, ტელეფონთან ერთად და ქვემოთ ჩავედი. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, ტაქსი გავაჩერე და მიშკას სახლის მისამართი ვუთხარი. იმდენად ვნერვიულობდი, ტაქსისტის ისტორიების მოსმენის თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ განაწყენებული სახით მიყურებდა სარკიდან. დანიშნულების ადგილას მივიდა თუ არა, ფული გადავუხადე და ლამის სირბილით გადავედი მანქანიდან...

ისტორია მეორდება. დანიშნულების ადგილას ვიდექი გაშეშებული და ისევ ვფიქრობდი, „რას ვაკეთებ?“. იქნებ ჩემი მაშინდელი დასკვნა მართალი იყო და მიშკა მართლაც რომ მანიაკია?!
კვლავ ხმაურიანად ავირბინე კიბეები და დასაკაკუნებლად მიტანილი ხელი, სამჯერ გამოვწიე უკან. ცხადად დამიდგა ის დღე თვალწინ, პირველად რომ აღმოვჩნდი აქ.
იმ განსხვავებით რომ, მაშინ უფრო კარგ სიტუაციაში ვიყავი, ვიდრე ახლა. გული ცუდს მიგრძნობდა. ვიცოდი რომ შიგნით რაღაც საშინელება დამხვდებოდა, რაც ჩემს ცხოვრებას კვლავ არევდა, ან ზუსტად იმ ადგილას დააბრუნებდა, საიდანაც ჩემი წითელი ღამე დაიწყო.
მთელი ჩემი არსებული თუ არარსებული ძალა მოვიკრიბე, კარზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გააღებდა რომელიმე.
დეჟა ვუს გრძნობა დამეუფლა, როცა ნაცნობი სახლის კარი, თორნიკემ გააღო. არაფერი შეცვლილა! არც მისი მზერა... თუმცა როგორ არა, ახლა მზერა უფრო დამფრთხალი ჰქონდა, ვიდრე მაშინ, პირველად. ფეხის კანკალით შევედი შიგნით და ნაცნობ ადგილს, შეშინებული და დაბნეული მზერა მოვავლე. ხმის ამოღება არ შემეძლო. თვალის გახელაც კი მეშინოდა! უკვე დანამდვილებით ვიცოდი რომ თამაზის ამბავში, ესენიც იყვნენ გარეული. ამას მაშინ მივხვდი, მუდამ მხიარულმა თორნიკემ, მისთვის არადამახასიათებელი მზერით რომ გამიღო კარი.
- მეგი... - თორნიკეს ხმაც კი არ ჰგავდა იმ ადამიანს, მე რომ ვიცნობდი. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, გაორება ხომ არ აქვსთქო. მაგრამ სისულელეა!
ჩემი თვალები მხოლოდ მიშკას ეძებდა. ის კი არ ჩანდა.
- სად არის მიშკა? - კითხვებს ჩემს თავს ვუსვამდი და არა თორნიკეს. ნერვიულობისგან ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. პასუხი იმდენად მაშინებდა, კითხვის დასმას ვერ ვბედავდი.
- მეგი, დარწმუნებული ხარ რომ მისი ნახვა... ახლა გინდა? - მკითხა დაბნეულმა და თვალები დახარა. მე მხოლოდ თავი დავაქნიე, პასუხის ნიშნად. - სახურავზე. - თქვა მოკლედ და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა რომელიღაცა ოთახისკენ. შეშინებულმა ავუყევი კიბეებს... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მეგონა. როცა იციან რომ იქ არ უნდა შევიდნენ, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ და შიგნით, რაღაც საშინელება ხვდებათ, ამ საოცარ სცენას კი მათი გამაყრუებელი კივილი აგვირგვინებს.
სახურავის პატარა და უცნაური კარი ძლივს-ძლივობით გავაღე და შიგნით შევედი.
მიშკა მშვიდობაძე კედელთან იჯდა. ერთ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორეში სასმელი. განადგურებული სახე ჰქონდა. ერთადერთი რისი წაკითხვაც მის სახეზე შეიძლებოდა, ტკივილი იყო. შევედი თუ არა, ქვემოდან ამომხედა. თითქოს იცოდა რომ მივიდოდი... არც გაოცება, არც სახის ცვლილება. ალბათ მართლაც ელოდა ჩემს მისვლას.

- მამაჩემი, მეგი... მისი მოკვლა უნდოდა, გესმის? - მივუახლოვდი თუ არა, განმარტებებით ლაპარაკი დაიწყო, რაც მიშკას ნამდვილად არ გავდა. ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა მშვიდობაძე და სათქმელს ძლივს უყრიდა თავს. - რის გამო? ბინძური ფულის! არასდროს მქონია მამასთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ... ყველაფერს სამართლიანად მიაღწია... თავისმა ბავშვობის მეგობარმა რა გაუკეთა?! ციხეში ჩააყუდა და მისი მკველობის მცდელობებიც კი დაიწყო, მაშინ როცა მიხვდა რომ მისი გამოყვანა შემეძლო! - სახეზე ტკივილის გარდა, სხვა არაფერი ჰქონდა. ხმა კი, იმდენად უემოცი იყო, იფიქრებდით გრძნობები საერთოდ არ გააჩნიაო, მაგრამ ვიცოდი რომ ასე არ იყო! ამ უემოციობაში, იმდენ ემოციას მოეყარა თავი რომ ვერც გამოხატავდა. - ყველამ, ვინც ამ ამბავზე გაიგო... ემუქრებოდნენ. სიცოცხლეს უმწარებდნენ! თორნიკეს და დემეტრეს მკვლელებიც კი მიუგზავნა მაგ დედა მოტ**ულმა, გესმის?! - უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა. სასმელის ბოთლი, რომელიც თითქმის ცარიელი იყო, იქვე კედელზე მიახეთქა. ნამსხვრევები აქეთ-იქეთ მიმოიფანტა. შიშით ადგილზე შევხტი. მიუხედავად იმისა რომ მთელი სხეულით და სულით, ერთიანად დაძაბული ვიყავი, მაინც... მაზოხისტურად ვუსმენდი მას. მეც ხომ ეს მინდოდა! სიმართლის გაგება. - ჩვენი... ჩვენი, ყველას ამოხოცვა უნდოდა, მეგი... - თვალებჩაწითლებული მიშკა, კედელთან იჯდა. თმა აბურდული ჰქონდა, შავი პერანგი უდიერად ეცვა და მის ბოლოებზე, სისხლის ლაქებსაც კი შეამჩნევდით.
წითელი. მხოლოდ ახლა აღვიქვი ამ ფერის სიმძაფრე. ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა. თითქოს შიშმაც კი შემიპყრო.
- შენ ადამიანი მოკალი, მიშკა... - ძლივს შევძელი ხმის ამოღება. თვალები მჟავე სითხით ამევსო და მხედველობაც უფრო დამებინდა. ბინდგადაკრული მზერით, წონასწორობის შეკავებაც კი მიჭირდა. ნერვიულობისგან გაყინული ხელი, კედელს მივადე. - შენ თუ იაზრებ, რა გააკეთე?! ადამიანს სიცოცხლე წაართვი, მიშკა! რატომ არ დასაჯე კანონით... რატომ გახდი მათნაირი, მიშკა? - იმდენად დიდ იმედგაცრუებას და სასოწარკვეთას ვგრძნობდი, ჩემს გატეხილი ხმის გაგებისას წამში მიხვდებოდით ამას. ჯერ კიდევ მიჭირდა იმის გააზრება რომ თამაზ სანიკიძე მოკლეს და მკვლელი... მკვლელი მიშკა იყო.
ჩემი ნათქვამი ახდა!.. ვინ იქნებოდა მკვლელი ან გარდაცვლილი... ამოცანა ზუსტად ამოიხსნა. მკვლელი მიშკაა, ხოლო გარდაცვლილი... ვატო სანიკიძის მამა!
ადგილები ისე მარტივად გადანაწილდა რომ მეც კი გამიკვირდა.
- ვერ ვიჯერებ რომ შენ... - ვეღარ დავასრულე, იმდენად მიჭერდა ყელში ვიღაც. ვაკუუმში მოქცეულს, ლაპარაკიც აღარ შემეძლო. ცრემლებმა იმდენად დაფარა ჩემი მხედველობა, თავი ბრმა მეგონა... მაგრამ არა! ყველაზე ნათლად ახლა ვხედავდი რეალობას... მხოლოდ ახლა ვხვდებოდი ვინ იყო მიშკა მშვდობაძე. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი ვინ შემიყვარდა და ვის გამო დავთმე ყველაფერი.

- არ იყო ეგ სიცოცხლის ღირსი!.. მე კიდე... სხვა გზა არ მქონდა! ან ეგ უნდა მომეკლა, ან მათ უნდა მოეკლა ყველა, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ამის დედა შევე*ი! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე. ახლა მხოლოდ თვალები კი არა, მისი მიმდებარე ტერიტორია, სულ გასწითლებოდა. გაშლილი ხელისგულებით კედელს ეყრდნობოდა და თავიც მასზე ედო. ჩემს წინ, სრულიად სხვა ადამიანი იდგა. თითქოს... თითქოს სადღაც გაქრა ის მხიარული მიშკა, მე რომ ვიცნობდი. ეს.. ეს ვინ იყო?! ნამდვილ შეშლილს გავდა. კონტროლი სრულიად დაკარგული ჰქონდა და ღმერთმაც არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა. მთელი სხეული გამეყინა. სახეზე არანაირი ემოცია აღარ ამსახვოდა. ერთადერთი ცრემლებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს...ისე სწრაფად იკვლევდნენ თავიანთ გზას, არც კი ისვენებდნენ. - ბიძაჩემი თავიდან მოიშორეს. მამაჩემი დაიჭირეს და დედაჩემის მკვლელობით მემუქრებოდნენ! სად იყო ამ დროს ჩემი გამოსი*ებული ძმა?! - ხმას ვეღარ აკონტროლებდა. რომ არა მისი ემოციური ფონი, რომელიც მის სხეულზე მძაფრად აისახა, ფეხზეც წამოხტებოდა და კვლავ ვინმეს მოკლავდა. - სადღაც სოროში შეძვრა და იქედან უყურებდა ყველაფერს! მაგრად ეკიდა ვინ მოკვდებოდა! ესეც მათი საამაყო შვილი! მე კიდე... მათ გადასარჩენად, მკვლელიც კი გავხდი! ხვდები..? უყურებდა როგორ გვართმევდნენ ყველაფერს... ჯერ ადამიანებს, შემდეგ მთელ ქონებას. შენ გგონია რამდენიმე მილიონზე იყო ამხელა ომი?! არა, მეგი! მილიარდებზე იყო საქმე, იმდენ ფულზე და ძალაუფლებაზე იყო საქმე, მთელს მის შვილთაშვილებს უზრუნველად რომ აცხოვრებდა! ეგ , მე მაგის დედა მოვტ**ნ! შენ კიდე მეუბნები... მეუბნები, რატომ მოკალიო. კარგი, რა. ცხოვრება ხომ ასეთია, მეგი. მე მამაჩემის მტერი მოვკალი და რა... ამის შემდეგ, შენ ფიქრობ რომ ყველაფერი დასრულდება?! -ცალყბად ჩაეცინა თავის ნათქვამზე. - ყველაფერი ახლა იწყება...
სრულ სიჩუმეში ვიყავით ორივე. მხოლოდ ჩვენი ხშირი სუნთქვა არღვევდა დაძაბულ, ჩახუთულ სიჩუმეს. ვგრძნობდი რომ მისი მეშინოდა... მეშინოდა ასეთი მიშკა მშვიდობაძის, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი. ღმერთმა იცოდა, რა მოხდებოდა მომავალში. თამაზის სიკვდილს ასე არავინ დატოვებდა. მითუმეტეს მისი შვილი, ვატო სანიკიძე! გულის რევის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი... თქვენი აზრით, სხვების გამო?! არა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ჩემი არასწორი წარმოდგენის ბრალი იყო და ჩემი სიბრმავის.
- რა არის ცხოვრება, მეგი... რატომ ვცხოვრობთ ასე. რატომ არ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების შექნმა?! თუ უნდა დავიტანჯოთ, რატომ უნდა დავიბადოთ, საერთოდ?! ტანჯვისთვის, არა? ასეთია ამ ცხოვრების წესები, ხო?! - ლაპარაკობდა არეულად, მომენტებში ირონიული ღიმილით გაუკრთებოდა, მაგრამ იმდენად ნაღვლიანი ხმა ჰქონდა... მხოლოდ ახლა დავფიქრდი ცხოვრების კანონებზე. რატომ ვიბადებით, თუ მაინც უნდა დავიტანჯოთ. რატომ გვიყვარდება, თუ ჩვენი სიყვარული მხოლოდ ტანჯვისთვისაა განკუთვნილი. რატომ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს გრძნობებს და რატომ ვუშვებთ შეცდომებს... ბოლოს ისე გამოდის რომ ჩვენს შეცდომებზეც კი ვერ ვახერხებთ სწავლას და იგივე შეცდომას, ისევ ვუშვებთ.
დრო რომ უკან დამებრუნებინა, მიშკა მაინც იგივეს გააკეთებდა. თუ არ გააკეთებდა, ახლა მისი ჩათვლით, ყველა მკვდარი იქნებოდა... მაგრამ მე არ შემეძლო. არ შემეძლო ამის გაგება, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგად ვიაზრებდი მომხდარს.

- მიშკა... იცი, რას მივხვდი?! შენ ჩემს სიყვარულს არ იმსახურებ. - იმდენად მტკიცე იყო ჩემი ხმა, საკუთარი თავის შესაძლებლობებმაც კი გამაკვირვა. - მე შენს გამო, მიშკა, საუკეთესო ადამიანებს ვუღალატე. ყველაფერი დავთმე შენი სიყვარულისთვის. მაგრამ არაფერი. საერთოდ არაფერი! ყველაფერი ილუზია იყო, იცი? პატარა სიზმარი, რომელიც ზღაპარივით დაიწყო და კოშმარში გადაიზარდა. ვერც კი ვიაზრებ, როდის შემეშალა ასე. როდის გადამიბრუნდა ტვინში რაღაც... - ვლუღლუღებდი ემოციებისგან მთლიანად დაცლილი და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი. ეს ის დღე იყო... როცა ვიცოდი რომ ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ არ ვნანობდი ამ დასასრულს. - ტიპური შეყვარებული, სულელი გოგოს როლი მოვირგე და ამით... ყველაფერი გავაფუჭე. - ვაღიარე ჩემი ჩადენილი დანაშაული, რომლითაც ზიანი მხოლოდ ჩემს თავს კი არა, ჩემს მეგობრებსაც მივაყენე. არ ვიცი, იქნებ მიშკასაც...
- მე შენს სიყვარულს არ ვიმსახურებ, მეგი. - გაიმეორა ჩემი ნათქვამი მტკიცედ. იმდენად ფოლადის სიტყვებივით ჟღერდა მისი ნათქვამი, იფიქრებდი რომ არა ჩემი დასაწყისი, სწორედ ამის თქმას აპირებდაო. - იმაშიც ეჭვი მეპარება, სიცოცხლეს მაინც თუ ვიმსახურებ. - ჩაილაპარაკა თავისთვის და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა. ნაჩქარევად ეწეოდა და სივრცეს უყურებდა. - ყოველთვის მინდოდა სივრცეში დაკარგვა... ახლა პირდაპირი მნიშვნელობით, სივრცეში ვარ გაჭედილი და გამოსავალს ვერ ვპოულობ.
ვერ ვიჯერებდი რომ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ვერც ამ ამბავის გააზრება შემეძლო, ჩემი გადატენილი ტვინით, რომელიც მხოლოდ EROR-ს წერდა. აკანკალებული ფეხებით კედელთან დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. მშვენიერი დრო იყო მოსაწევად და დარდის გასაქარწ....ბლად. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. სიგარეტი ჩემს დარდს ვერ უშველიდა. ვერც დამეხმარებოდა. უბრალოდ დროებით სიამოვნებას მომანიჭებდა. ეს ორ წუთიანი სიამოვნებაც კარგი იყო ჩემთვის...
- ჩვენს ურთიერთობას საერთოდ რა აზრი ჰქონდა... - ვთქვი ჩუმად და სიგარეტის კვამლს მზერას არ ვაშორებდი. - თუმცა... აზრი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა. - ჩამეცინა ირონიულად.
და მაინც,
საუკეთესო იყო მასთან გატარებული დღეები.
- საუკეთესო იყო შენთან გატარებული დღეები, - მშვიდობაძე კვლავ აგრძელებდა ჩემს გონებაში ხელების ფათურს. მიუხედავად ყველაფრისა, მასთან დამშვიდობება ჩემს ძალებს აღემატებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა, ახლა უნდა გამომეჩინა.
- ყველაფერი გაქრება. ის ღამეც, ჩვენი პირველი კოცნაც, ტრადიციული სახურავიც, ოთხი ემის კანონზომიერებაც. - ვაგრძელებდი მშვიდად ლაპარაკს და არც სიგარეტს ვაშორებდი მზერას.
- ყველაფერი გაქრება, მაგრამ არ წაიშლება. - ჩახლეჩილი ხმა, კიდევ უფრო დაბოხებული და შეცვლილი მეჩვენა.
- ყველაფერი წაიშლება და აღარავის ემახსოვრება. - მაინც მე დავასრულე და ფეხზე წამოვდექი. - ყველაფერი ასე იქნება, მიშკა. - ვუთხრი დარწმუნებით და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.
- შენ უკან წახვალ, მე დაგედევნები, შენს ხელს დავიჭერ და გეტყვი რომ მიყვარხარ.
- შენი ნათქვამი იმდენად გამაოცებს, ფეხებში ძალა გამომეცლება და მხოლოდ შენი მოხვეული ხელი, ჩემს წელზე, გადამარჩენს ჩაკეცვისგან.
- სანამ გამოფხიზლდები, გაკოცებ, გეტყვი რომ შენს გარეშე თავს არ ვიცოცხლებ! - აგრძელებდა ჩვენი არარსებული ისტორიის მოყოლას.
- მე გამოვფხიზლდები, ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდები, განვლილ დღეებს ხელს დავუქნევ და გეტყვი რომ სამუდამოდ შენს გვერდით ვიქნები. - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ჩემი წყლიანი თვალები, მისსას გავუსწორე. ჯერ კიდევ არ შემშრალა ჩემს თვალებზე ის ცრემლები, მიშკას ქმედებამ რომ გამოიწვია.
- მერე გავიქცევით, დავქორწინდებით და შენს პირობას ორივე ავასრულებთ. - უემოციო ხმა ჰქონდა მშვიდობაძეს, მაგრამ თვალებში ჩამდგარი სითბოთი ვხვებოდი რომ ამას უბრალოდ არ ამბობდა.
- მაგრამ ეს არ მოხდება... მე განვლილ დღეებს ხელს დავუქნევ და ძველ რეალობაში შევაბიჯებ, სადაც ჩემი ცხოვრების პირველ ეტაპზე დავბრუნდები და მშვიდად ვიცხოვრებ. - ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფოდა. პირველი ეტაპი მიშკას გარეშე, მეორე - მიშკა.
ჩემი მეორე ეტაპი სამუდამოდ გაქრებოდა და მალე მეც აღარ მემახსოვრებოდა, თუმცა ვის ვატყუებ...
„წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო სუვენირად... ამ ქვეყნიდან გუდა-ნაბადს რომ აიკრავ...“

მიშკა მშვიდობაძე კვლავ კედელთან იჯდა, ხმას არ იღებდა. ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა გოგოსთვის, რომლის გაშვებაც ყველა ადამიანზე მეტად უჭირდა. მაგრამ იმასაც იაზრებდა, რომ მისი დალაქავებული ცხოვრება თამაზის სიკვდილის არ დასრულდებოდა. ყველაფერს ჰქონდა გაგრძელება...

წითელ ღამეს, წითელი ტყუილად არ ერქვა... საბედისწერო, სისხლიანი ღამე.

მიშკას სახლი რომ დავტოვე, უკვე ვიცოდი რომ მას აღარასდროს ვნახავდი. უკვე ისიც ვიცოდი რომ ყველაფერი, ერთი დიდი ილუზია იყო და ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ცრემლიანი თვალებით მივდიოდი, Chet Faker-ის Talk is cheap-ს ვუსმენდი და ისედაც დანაღვლიანებული, კიდევ უფრო საშინელ განწყობაზე ვდგებოდი. თუმცა ისიც კარგად ვიცოდი რომ ცხოვრებაში პირველად, სწორად მოვიქეცი. ჩვენ, მე და მიშკას, არანაირი მომავალი არ გვქონდა.
Cold pain,
I cannot sustain it.
That's what I'm thinking
Not what I'm drinking...

სიმღერა რომ შეწყდა, გაკვირვებულმა დავხედე ამღერებულ ტელეფონს.
- მეგი, სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი. სასწრაფოდ! - მხოლოდ კაკის ღრიალი ისმოდ ტელეფონში.




№1  offline წევრი Nobodyelse

ვაიმეეეეე გეფიცები მეტირებააა!! scream
აქამდეც ხო ემოციური თავები იყო. განსაკუთრებით მამამისთან დიალოგი იყო ყველაზე ემოციური და მაგ თავიის მერე მეგონა რომმ ეგეთს ვეღარ დაწერდი..
ვკითხულობდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი sob sob
არ მეგონა ასეთი რამ თუ ხდებოდა ვატოს და მიშკას ოჯახებს შორის მართლა არ მეგონა!! მე უფრო ვფიქრობდი რომ გოგოს გამო ან რაღაც ეგეთი თემა იქნებოდა მაგრამ თურმე სად ვართ... ვგიჟდები უბრალოდ შენს ფანტაზიაზე შენს წერის სტილზე და იდეებზე!!
ამ თავის მერე რომ თქვან დაიკარგეო და მსგავსი რაღაცეები გეფიცები ვიღაცას მოვკლავ :D :D
დიდი თავი არ იყო მაგრამ იმდენად დავიცალე ემოციურად გაგრძელებაც რომ დაგეწერა ვეღარ შევძლებდი წაკითხვას... არ ვიცირა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის!
ყველაზე მეტად მომწონს შენი ცუდი პერსონაჟები....
მიშკას სიტყვებზე ვტიროდი...
ცხოვრება ასეთია! მართლა ასეთი უსამართლოა ცხოვრება!
ყველაზე რეალური მწერალი ხარ! იშვიათია შენნაირი მწერლები საიტზე cold_sweat persevere

 


№2 სტუმარი სტუმარი უცნობი

ცუდათვარ.ძალიან ემოციური თავი იყო და მეგანზე გულიმერევა არმეგონა ასეთ მდგომარეობაში თუ
მიშკას მიატოვებდა არმგონია რომეგანს
უყვარს მიშკა რატომღაც..ყოველშემთხვევაში რომყვარებოდა ასე
არმოექცეოდა მასთან იქნებოდა და გაამხნებდა გაუგებდა..და ასეთ მდგომარეობაში მარტო მაინც არუნდა დაეტოვებინა..გთხოვ ვატო უფრო ხშირად გამოაჩინე ???? მომენატრა ;დ დაგთხოვკიდევ მალე
დადე და უფროდიდი
თავები გაოცებული
ვარ ძალიანმაგრად წერ ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Mapatie axla cavikotxe orivee, zalian emociuri iyo, aravitari sheneleba margo, is lirika mouxda istoriass, ubralod roca magal xarisxs vechvevit, odnavi lafsusic ki agiqmebaa, amotomac hqondat aseti reaqciaa, chemi azrit ki saocrebaaaa es istoria, chveulebrivi adamianebos zalian realuri gancdebit, yochagggg

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ ვიცი ვინ როგორ აღიქვა ეს ისტორია, მაგრამ პირველივე თავიდან ის განსხვავებულობა ვიგრძენი, რაც ახლავს ამ ისტორიას. როგორ მეტკინა ეს თავი. როგორ დამენანა მიშკა, არ მინდოდა მკვლელის სახელი რომ ჰქონოდა. მომავალი გაინადგურა. მაგრამ მესმის, ოჯახისთვის თავსაც გაწირავს ადამიანი.
მარგო ძალიან კარგი გოგო ხარ, კომენტარებმა არ დაგაბნიოს და არჩეულ ხაზს არ აცდე. მე შენებური ხედვა და გადმოცემის უნარი მომწონს და ამით გამოგარჩევ. იცოდე ერთ-ერთი საუკეთესო ხარ

 


№5 სტუმარი linda

ძალიან მომწონს ემოციური თავი იყო
ჩემი აზრით ძველ დონეს უბრუნდები))

 


№6 სტუმარი ეკა

ძალიან ემოციური და მაგარი თავი იყო მართლა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დამამძიმა. იმედი მაქვს ხვალისთვის ახალ თავს ვიხილავთ:), მარგო ძალიან განსხვავებულად და არაბანალურად წერ, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

 


№7  offline წევრი møøn šhinė

ხდება ხოლმე გამოჩნდება ჩვენს ნაცრისფერ ცხოვრებაში ერთი უჩვეულო ნათელი წერტილი და შენს ცხოვრებას გაალამაზებს და ამავ დროულად ულამაზესსაც გახდის...
მაგრამ ჩვენ ადამიანები ხომ დაკარგვის შემდეგ ვაფასებთ ყველაფერს...
ასეც ხდება დაკარგავ და შემდეგ მთელი არსებით თხოვ უფალს მის დაბრუნევას, მაგრამ მე მგონია რომ მათ ერთად მალე ვიხილავთ ❤

არ მერევა მეგიზე გული და არც არასწორად ვთვლი მის საქციელს, ჩემი აზრით ეს დაშორება აუცილებელიც კი იყო მომავლისთვის, იცი რა?! მართლა საოცრად წერ გაღიარებ როგორც მწერალს, საოცარი თავი იყო.
მეგის და მიშკას დიალოგი რაღაცნაირად გულზე მომხვდა იმიტომ რომ ორივეს უყვარს და მტკინვეული განშორება იყო თანაც ძალიან...

"იქნებ გამოცდაა და არა კითხვა?
დაფიქრდი სანამ პასუხს გასცემ"
ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, და დარწმუნებული ვარ ამ ისტორიაშიც ასე იქნება.

მეგი ისეთი უსასრულოა.... ❤ ველოდები შემდეგ თავს მიყვარხარ ძალიან ❤

 


№8  offline წევრი Kalina

საერთოდ არ მერევა გული მეგიზე.
აბა რა ექნა,
თავზე ხელი გადაესვა და შეექო?

დაშორება(პარდონ, პაუზა: დარწმუნებული ვარ სრულ განშორებას არ აქვს ადგილი) ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ამ შემთხვევაში.

ყოჩაღ, მარგო :))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
ვაიმეეეეე გეფიცები მეტირებააა!! scream
აქამდეც ხო ემოციური თავები იყო. განსაკუთრებით მამამისთან დიალოგი იყო ყველაზე ემოციური და მაგ თავიის მერე მეგონა რომმ ეგეთს ვეღარ დაწერდი..
ვკითხულობდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი sob sob
არ მეგონა ასეთი რამ თუ ხდებოდა ვატოს და მიშკას ოჯახებს შორის მართლა არ მეგონა!! მე უფრო ვფიქრობდი რომ გოგოს გამო ან რაღაც ეგეთი თემა იქნებოდა მაგრამ თურმე სად ვართ... ვგიჟდები უბრალოდ შენს ფანტაზიაზე შენს წერის სტილზე და იდეებზე!!
ამ თავის მერე რომ თქვან დაიკარგეო და მსგავსი რაღაცეები გეფიცები ვიღაცას მოვკლავ :D :D
დიდი თავი არ იყო მაგრამ იმდენად დავიცალე ემოციურად გაგრძელებაც რომ დაგეწერა ვეღარ შევძლებდი წაკითხვას... არ ვიცირა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის!
ყველაზე მეტად მომწონს შენი ცუდი პერსონაჟები....
მიშკას სიტყვებზე ვტიროდი...
ცხოვრება ასეთია! მართლა ასეთი უსამართლოა ცხოვრება!
ყველაზე რეალური მწერალი ხარ! იშვიათია შენნაირი მწერლები საიტზე cold_sweat persevere

ვაიმე!!!
გავგიჟდები ახლა! :დ
საოცარი კომენტარია, აი უბედნიერესი ვარ! დავიზეპირე მგონი. heart_eyes
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი იყო და ვნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორი რეაქცია გექნებოდათ და გამიხარდა ასე ძალიან რომ მოგეწონა! <3 <3 დიდი მადლობა!!! heart_eyes kissing_heart

სტუმარი უცნობი
ცუდათვარ.ძალიან ემოციური თავი იყო და მეგანზე გულიმერევა არმეგონა ასეთ მდგომარეობაში თუ
მიშკას მიატოვებდა არმგონია რომეგანს
უყვარს მიშკა რატომღაც..ყოველშემთხვევაში რომყვარებოდა ასე
არმოექცეოდა მასთან იქნებოდა და გაამხნებდა გაუგებდა..და ასეთ მდგომარეობაში მარტო მაინც არუნდა დაეტოვებინა..გთხოვ ვატო უფრო ხშირად გამოაჩინე ???? მომენატრა ;დ დაგთხოვკიდევ მალე
დადე და უფროდიდი
თავები გაოცებული
ვარ ძალიანმაგრად წერ ❤️❤️❤️

ვაიჰ,
უცნობო!! <3
მეგიზე მე ვერაფერს ვიტყვი, ეს თქვენი გადასაწყვეტია მოგეწონებათ თუ არა მისი ქმედებები.
ვატოც გამოჩნდება ძალიან მალე...
ვეცდები რომ მალე დავდო ახალი თავი!
და ძალიან დიდი მადლობა! მიხარია რომ ჩემი წერის სტილი ასე ძალიან მოგწონს! <3 heart_eyes

Qeti qimucadze
Mapatie axla cavikotxe orivee, zalian emociuri iyo, aravitari sheneleba margo, is lirika mouxda istoriass, ubralod roca magal xarisxs vechvevit, odnavi lafsusic ki agiqmebaa, amotomac hqondat aseti reaqciaa, chemi azrit ki saocrebaaaa es istoria, chveulebrivi adamianebos zalian realuri gancdebit, yochagggg

არ ვიცი, შეიძლება ეგ მიზეზიც იყოს...
მიხარია თუ თვლი რომ ემოციური თავი იყო! ყველანაირად ვეცადე. sleepy
არ შემიძლია ბანალურ თემებზე წერა, ვცდილობ სულ რეალურ თემებზე ვწერო და ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, როცა მკითხველი ჩემს ნათქვამს ზუსტად იგებს! heart_eyes heart_eyes დიდი მადლობა! <3

Chikochiko
არ ვიცი ვინ როგორ აღიქვა ეს ისტორია, მაგრამ პირველივე თავიდან ის განსხვავებულობა ვიგრძენი, რაც ახლავს ამ ისტორიას. როგორ მეტკინა ეს თავი. როგორ დამენანა მიშკა, არ მინდოდა მკვლელის სახელი რომ ჰქონოდა. მომავალი გაინადგურა. მაგრამ მესმის, ოჯახისთვის თავსაც გაწირავს ადამიანი.
მარგო ძალიან კარგი გოგო ხარ, კომენტარებმა არ დაგაბნიოს და არჩეულ ხაზს არ აცდე. მე შენებური ხედვა და გადმოცემის უნარი მომწონს და ამით გამოგარჩევ. იცოდე ერთ-ერთი საუკეთესო ხარ

იმდენი სახის აზრი წამოიჭრა კომენტარებში, ყველა რომ გავითვალისწინო, ისტორიას საერთოდ ვეღარ დავწერ... weary ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია ასეთი კომენტარები! heart_eyes heart_eyes
მადლობა რომ კითხულობ და კიდევ უფრო დიდი მადლობა, საკუთარ აზრს რომ აფიქსირებ! <3 <3
მიშკას მდგომარეობაზე უფრო ვრცლად დავწერ. <3 <3

linda
ძალიან მომწონს ემოციური თავი იყო
ჩემი აზრით ძველ დონეს უბრუნდები))

დიდი მადლობა <3

ეკა
ძალიან ემოციური და მაგარი თავი იყო მართლა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დამამძიმა. იმედი მაქვს ხვალისთვის ახალ თავს ვიხილავთ:), მარგო ძალიან განსხვავებულად და არაბანალურად წერ, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

ჩემთვის პირველი სერიოზული ისტორიაა და მიხარია როცა მსგავს შეფასებას ვიღებ, წერის სტილთან დაკავშირებით! დიდი მადლობა! <3 <3
ვეცდები მალე დავდო შემდეგი heart_eyes

møøn šhinė
ხდება ხოლმე გამოჩნდება ჩვენს ნაცრისფერ ცხოვრებაში ერთი უჩვეულო ნათელი წერტილი და შენს ცხოვრებას გაალამაზებს და ამავ დროულად ულამაზესსაც გახდის...
მაგრამ ჩვენ ადამიანები ხომ დაკარგვის შემდეგ ვაფასებთ ყველაფერს...
ასეც ხდება დაკარგავ და შემდეგ მთელი არსებით თხოვ უფალს მის დაბრუნევას, მაგრამ მე მგონია რომ მათ ერთად მალე ვიხილავთ ❤

არ მერევა მეგიზე გული და არც არასწორად ვთვლი მის საქციელს, ჩემი აზრით ეს დაშორება აუცილებელიც კი იყო მომავლისთვის, იცი რა?! მართლა საოცრად წერ გაღიარებ როგორც მწერალს, საოცარი თავი იყო.
მეგის და მიშკას დიალოგი რაღაცნაირად გულზე მომხვდა იმიტომ რომ ორივეს უყვარს და მტკინვეული განშორება იყო თანაც ძალიან...

"იქნებ გამოცდაა და არა კითხვა?
დაფიქრდი სანამ პასუხს გასცემ"
ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, და დარწმუნებული ვარ ამ ისტორიაშიც ასე იქნება.

მეგი ისეთი უსასრულოა.... ❤ ველოდები შემდეგ თავს მიყვარხარ ძალიან ❤

მუნ შაინ,
კვლავ აგრძელებ ჩემს გონებაში შემოძრომას და აზრების გამოტანას!
დიახ,დიახ! ზუსტად ეგრე ხდება. ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რას ჩვენია.
მეგიმ ბევრი შეცდომა დაუშვა, ისე რომ ვერც ხვდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრითაც სწორად მოიქცა. ემოციური ფონი უფრო დიდი იყო იმ შემთხვევაში და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა.
მოულოდნელობები მეც მიყვარს, შეამჩნევდი უკვე :დ
შემდეგ თავებში რა მოხდება, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ვეცდები რომ ბანალური დასასრული არ გამოვიდეს.
მეც ძალიან მიყვარხარ და მაბედნიერებს შენი კომენტარები! heart_eyes

მარიკუნაა♥️
საერთოდ არ მერევა გული მეგიზე.
აბა რა ექნა,
თავზე ხელი გადაესვა და შეექო?

დაშორება(პარდონ, პაუზა: დარწმუნებული ვარ სრულ განშორებას არ აქვს ადგილი) ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ამ შემთხვევაში.

ყოჩაღ, მარგო :))))

დიახ!! მომწონს როცა ისე ფიქრობენ, როგორც მე :დ <3 <3
დაშორებას რაც შეეხება, არ ვიცი რა მოხდება მათ შორის...
მიხარია თუ სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნია მეგის საქციელი.
მადლობა რომ კითხულობ!! <3 <3 heart_eyes

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

mirandaa31
რა ემოციური თავი იყო :( მეგის მეც ვამართლებ.. ჯერ-ჯერობით მათ მომავალს ვერ ვხედავ. მიშკა მეცოდება რადგან მკვლელის სახელით ცხოვრება ძალიანძნელია, რაც არუნდა ღირსი ყოფილიყო თამაზი მაინც.. ბოლოში როგორ ინტიგნულად დაამთავრე.. მოკლედ ძალიან მაგაი ხარ მარგო, ერთ-ერთი გამრჩეული და საუკეთესო.. მიხარია რომ ხარ და მიხარია რომ გვაქვს შანსი შენი საოცრად მაგარი ნაწერის კითხვის <3 გელოდები რათქმაუნდა როცა მოიცლი..

მირანდა!!
მიჭირს ჩემი თავის მწერლად წარმოდგენა, მაგრამ ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ისტორიის კითხვა გსიამოვნებთ! <3
მიშკას და მეგის მომავალი ჯერ კიდევ გასარკვევია... დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია.
გამიხარდა რომ მეგის ამართლებ... ყველაფერში დამნაშავე კი არ არის, ეგ დაკარგული გოგო! laughing
დიდიი მადლობაა!! heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი თამარი

მე 13 თავი არ დევს?

 


№12 სტუმარი სტუმარი Margo tokyo

სტუმარი თამარი
მე 13 თავი არ დევს?

ჯერ არა, მაგრამ მალე დაიდება❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი თამარი

სტუმარი Margo tokyo
სტუმარი თამარი
მე 13 თავი არ დევს?

ჯერ არა, მაგრამ მალე დაიდება❤️

Madlobaa... da ra maonteresebs,rom daideba me unda movdzebno tu michvenebs?

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი თამარი
სტუმარი Margo tokyo
სტუმარი თამარი
მე 13 თავი არ დევს?

ჯერ არა, მაგრამ მალე დაიდება❤️

Madlobaa... da ra maonteresebs,rom daideba me unda movdzebno tu michvenebs?

საიტის პირველ ან მეორე გვერდზე დაიდება როცა ავტვირთავ, თუ მაინც ვერ იპოვეთ, ჩემს სიახლეებში შემოდით და იქ იქნება❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი თამარი

Margo Tokyo
სტუმარი თამარი
სტუმარი Margo tokyo
სტუმარი თამარი
მე 13 თავი არ დევს?

ჯერ არა, მაგრამ მალე დაიდება❤️

Madlobaa... da ra maonteresebs,rom daideba me unda movdzebno tu michvenebs?

საიტის პირველ ან მეორე გვერდზე დაიდება როცა ავტვირთავ, თუ მაინც ვერ იპოვეთ, ჩემს სიახლეებში შემოდით და იქ იქნება❤️

ველოდები დღეს მთელი დღეა,ძალიან მაგარი წასაკითხია????????????,იმედია დღეს დაიდება

 


№16  offline წევრი triniti

Ragacatogonia rom vatoc ar unda yofiliko monstri ubralod araswori mamis gavlenas vxedavdi.rac sheexeba am tavshi megis swori gadawyvetileba iyo magram nutu ar icoda rom mtlad ... ar iyo?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent