შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 1 თავი

20-07-2018, 23:33
ავტორი lullaby
ნანახია 8 199

ადამიანები დედამიწაზე გამუდმებით სამოთხის ძიებაში ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი რაღაც ნაწილი მაინც აღმოვაჩინოთ. ხანდახან ამისთვის ბევრს ვთმობთ. ადამიანებსაც კი ვკარგავთ....
მაგრამ, საკმარისია სამოთხის ნამსხვრევი შენში შემოუშვა და იგრძნო მისი ძალა, რომ იქვე, რამდენიმე ნაბიჯში ჯოჯოხეთის ყვავილი გაიშლება. მოგნუსხავს, დაგათრობს, ჩაგითრევს თავისი მკაწრავი ეკლებით და ჩაიყოლებს იმ ფერად ნამსხვრევსაც, რომლის გამოც ცხოვრებას ცვლიდი. მისგან თავის დაღწევა კი ეშმაკისგან თავის დაღწევის ტოლფასია.

პროლოგი

***
- მიირაა! - მესმის ჩემი სახელი და საფეთქლებში წვას ვგრძნობ. ხეს ამოფარებული, ცალი თვალით ვიხედები მერქანს მიღმა. ასე მგონია, ჩემი აცახცახებული სუნთქვის და გულის ფეთქვის ხმა მთელ ტყეში ისმის. გამშრალ ტუჩებს სწრაფად ვილოკავ და შუბლიდან ჩამოგორებულ ოფლის წვეთებს ხელის ზურგით ვიწმენდ. - მესმის, მირა... - მის ხმაში ავადმყოფური სიტკბო იგრძნობა. ნერვებისგან ტუჩები მებრიცება. მგონია, რომ ვხმაურობ და ყველანაირად ვცდილობ გაშეშებას. - შენი კარგად მესმის, მაგრამ სხვა გზა არაა!
შრიალი ახლოვდება. ხეს ისე ვეკვრი, თითქოს მასში გავუჩინარდებოდე და თავს ვუშველიდე. იდაყვები მერქანზე ხახუნისგან მეკაწრება. ადრენალინისგან მუცელი მეწვის. თავს ძალას ვატან და ისევ ვიხედები. ნელა მოაბიჯებს. მის სიარულის მანერაში აუტანელი უპირატესობა იგრძნობა და ყელში ტკივილი მეჩხირება.
ღმერთო!.. ერთ ხელში დანა უკავია, მეორეს კი ბუჩქებზე მოასრიალებს. მათ ფოთლებს ნაზად ეხება თითის წვერებით. ტანში მცრის. ასე მგონია, სადაცაა ჩემკენ გამოიწვდენს ხელს და ჩამავლებს.
- გამოდი, ძვირფასო. - ღიღინებს და ერთხანს ჩერდება. მზის სუსტი სხივები ძლივსღა ანათებენ ჩაბნელებულ ტყეს. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ რაიმე მყარის მოსაძებნად და მოშორებით მუჭის სისქის ხის ტოტს ვხედავ. - გინდა ცოტა ხნით კიდევ დავიცადო? შენ ხომ მოგწონს, როცა ადამიანები უკან დაგსდევენ და მათ ყურადღებას არც კი აფასებ? - თვალებს მაგრად ვხუჭავ. ასე მგონია, თითოეული მისი სიტყვა ჩვენ შორის მანძილს ამცირებს. ლოყებზე ამღვრეული წარსულის ცრემლები მოცურავენ და ყელისკენ მიიწევენ. ვცდილობ, მის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ გამომდის. ახლა ტოტისკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადავდგა, ჩემი საქმე წასულია. ხელების ცახცახით ჯიბიდან ისევ ვიღებ მობილურს, ჯანდაბა! მიღება კვლავ არაა.
- მირა! - ღრიალებს მოულოდნელად მთელ ხმაზე. შიშისგან ვხტები და მობილური მივარდება. ღმერთო! - ოოხ, მირაა, რა ახლოს ხაარ... - სიარულს აგრძელებს. ნაბიჯს ნელ-ნელა აჩქარებს. სხეული საკუთარ ტემპერატურას ვეღარ აკონტროლებს. სიცხისგან ხურს და შიშისგან ამცივნებს. - შენი სურნელი, მირა... შენი რბილი და მღელვარე სურნელი მთელ ტყეს მოედო!
ფრთხილად ვიხრები, მობილურს ვიღებ, სწრაფად ვკრეფ ტექსტს და ვაგზავნი. ვიმედოვნებ, რომ სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, ადრესატს მიუვა. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, მორჩენილ ძალას ვიკრებ და გავრბივარ.

2016 წელი, 28 მაისი
ღამე

***

სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე ერთი ნაბიჯია. ეს ბევრჯერ დამიმტკიცა ცხოვრებამ და ვიცი, კიდევ არაერთხელ გაიმეორებს. დღევანდელი დღეც ერთ-ერთი მათგანია. ჯერ კიდევ დილით ჰარმონიული განწყობა მქონდა და თავისუფლებით ვტკბებოდი. ახლა კი რესტორანში ვარ, სადაც უნივერსიტეტის დასრულების ხუთ წლისთავს აღვნიშნავ ჯგუფთან ერთად. ჯგუფთან, რომელთან ერთადაც ბედნიერებაც გამოვიარე და უბედურებაც. ეს უკანასკნელი თითქოს განელდა, მაგრამ თავის ცივ, გაცრეცილ მკლავებს ხანდახან მაინც მხვევს და მახსენებს თავს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამ ადამიანებთან ერთად ვარ. თუმცა, წარსულის საქმეც ესაა, თავი უნდა შეგახსენოს. გაგეცინება თუ აგეტირება, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
ზუსტად ხუთი წელია არ მინახავს ისინი. თუ არ ჩავთვლით მათეს, ჩემს მეგობარს და მეზობელს; ნატას და თეონას, რომლებთან ერთადაც მაგისტრატურა გავიარე და ახლა წვეულებების ორგანიზატორად ვმუშაობ და თენგოს, რომელიც ბოლო დროს გასნაკუთრებულად მათეს ემეგობრება. ვუყურებ დანარჩენების ალკოჰოლგადაკრულ სახეებს, ცეკვისგან დაღლილ, მაგრამ გაუჩერებელ სხეულებს და ასე მგონია, მათ პირველად ვხედავ. თითოეულის მიმართ უცნაურ გაუცხოებას ვგრძნობ.
მაგიდასთან ჩემ გარდა არავინ ზის. ოქროსფერსა და თეთრში მოწყობილი რესტორანი ისეთ სიცხეს და ხმაურს ჰყავს შეპყრობილი, აქაურობა ჯოჯოხეთს უფრო ჰგავს, ვიდრე წვეულებას. საშინლად მცხელა, ან შამპანურის გამო ვიგუდები. ჩემმა შავმა, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მაზოლები გამიჩინა. ფეხი-ფეხზე გადადებული ამ დისკომფორტს არ ვიმჩნევ. ბორდოსფერი ტანზე მომდგარი კაბაც ნელ-ნელა აუტანელი ხდება. თითზე ნერვიულად ვატრიალებ ბჭყვრიალა ბეჭედს. მიმტანის ახლად მოტანილ ჩაციებულ შამპანურის ბოთლს ვიღებ და ბოკალს ვივსებ. ორ ყლუპს ვსვამ და თაღებიან, ჩაბნელებულ რესტორანს თვალს ვავლებ.
კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ტორტი იდგა, მათეს და ნატას ვხედავ. გოგოს აღელვებული გამომეტყველება აქვს და თუმცა სრულებით არ მესმის, რას ლაპარაკობს, ზუსტად ვიცი რა სიტყვები იღვრება წითლად შეღებილი ტუჩებიდან. მისი ზურგზე მოშიშვლებული, აბრეშუმის შავი კაბა, რომელიც მუხლს საკმაოდ თამამადაა აცდენილი, გოგოს მოძრაობებს მორჩილად ჰყვება.
გარდა მოსაბეზრებელი გატაცებებისა, ნატა რვა წელია მათეს "დაკერვას" ცდილობს, მათე კი რვა წელია ჩემზეა შეყვარებული. მანამდე მეგონა, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მათე ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. მაშინაც, როცა იმ ტრაგედიამ დეპრესიაში ჩამაგდო და სახლში გამომკეტა. მისი დახმარებით შევინარჩუნე ფსიქიკა და დავუბრუნდი ადამიანურობას. ჩემდამი მისი გრძნობების შესახებ არავინ იცის. არც ნატამ, თორემ თავისი პრინციპული ხასიათის გამო ამდენი წლის მანძილზე ჩემთან არ იმეგობრებდა.
ხუთი წლის წინ კი ყველაფერი შეიცვალა. მართალია მათემ ჩემი უარი მშვიდად მიიღო და კვლავ მეგობრობა არჩია, მაგრამ მას შემდეგ ჩემი გადასახედიდან ყველაფერი დამძიმდა. ხანდახან ეს სიმძიმე მათეს მიმართ გრძნობებში ეჭვს მიჩენს, მაგრამ საკმარისია ამ საკითხზე ფიქრი დავიწყო, რომ გონება მწვანე ბანერივით მინთებს სიტყვა "მეგობრობას."
წყვილს თვალს ვაშორებ და ბოკალში მოშუშხუნე ქარვისფერ სითხეს დავყურებ. მათე კარგი ბიჭია, ძალიან კარგი. განათლებული, მხიარული, სამართლიანი და კეთილი. გარეგნულადაც ძალიან სიპატიურია. მაღალია, მოხდენილი, განიერი მხრებით. გიშერივით შავი თმა და ტბასავით მწვანე თვალები აქვს. ოდნავ კეხიანი ცხვირი მკაცრ იერს სძენს, მაგრამ საკმარისია გაიღიმოს, რომ ეს შეხედულება მაშინვე ქრება. ხანდახან ეგოისტური კმაყოფილება შემიპყრობს ხოლმე, რომ მისი გული ჩემითაა დაკავებული, მაგრამ ხშირად საშინლად მაწუხებს ის ფაქტი, რომ მათე ჩემ გამო ძალიან ბევრ კარგ გოგოსთან ურთიერთობას გაურბის. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ გარდა იმისა, რომ ბიჭის მიმართ ძველებურად გულღია და მეგობრული ვარ.
ჩხაკ!
უცბად ელვა მჭრის თვალს და მისი მიმართულებით ვიხედები. დაახლოებით შვიდ-რვა მეტრში წვეულებისთვის დაქირავებული ფოტოგრაფი დგას და თავის აპარატს ჩაჰყურებს. ამოწმებს, როგორი გამოვიდა მის მიერ გადაღებული უკანასკნელი სურათი. შემდეგ თავაუწევლად, ქვემოდან აპარებს ჩემკენ თვალებს და შეუმჩნევლად, ცალყბად იღიმის. ჰმ! ლოყა ოდნავ ეჩვრიტება. თავს ვაქნევ და ვცდილობ მისკენ აღარ გავიხედო, მაგრამ ვერ ვახერხებ. თავს ვერ ვაკონტროლებ და ღიმილი მეც მეპარება. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. მთელი დღის მანძილზე უკვე მესამედ მიღებს ფოტოს განმარტოებულს და ეს ფაქტი მაფორიაქებს. რამდენჯერაც ამ ბიჭის მზერას ვაწყდები, იმდენჯერ ღელვა მიპყრობს, ცხელი და დამღლელი ღელვა. ნატამ მითხრა, რომ თენგოს ახალი მეგობარია და წვეულებაზე მან მოიყვანა. აქამდე მის შესახებ არაფერი მსმენია. მე და გოგოებს თენგოსთან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარია, ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, მისი დედისაა. თენგოს კი ამ ბიჭზე სიტყვაც არ დასცდენია.
ფოტოგრაფის სახელი რამდენჯერმე მითხრეს, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. ღია ჯინსის ბრიჯები და თეთრი ფარფარა მაისური აცვია. ამავე ფერის კედები. ოდნავ ხორბლისფერი კანი სიცხისა და რესტორნის განათების გამო მიმზიდველად უბზინავს. თავზე დაუდევრად დაყრილ ქერა, სწორ, პრიალა თმას თითებით ხან მარჯვნივ იწევს, ხან მარცხნივ. აშკარა, დასამახსოვრებელი მიხვრა-მოხვრა აქვს. რამდენჯერმე დავაფიქსირე, როგორ მოისვა ქვედა ტუჩის კუთხეში ცერა თითის ბალიში და ყოველ ჯერზე საკუთარი თავი დავიჭირე ამავე მოძრაობის გამეორებისას. ალბათ ადამიანებზე ადვილად ახდენს გავლენას.
ბიჭი გვერდს იცვლის, მხარით ბოძს ეყრდნობა, ერთ ფეხს მეორის ჯვარედინად ცერზე დებს და მისი აპარატი მოცეკვავე ჯგუფელებზე მუშაობას განაგრძობს. მაჯაზე შავი საათი უპრიალებს. ბოკალის ძირზე თითს ვასრიალებ და მისი ძლიერი მხრების მსუბუქ რხევას თვალს ვადევნებ. ვგრძნობ, როგორ იღვრება მუცელში რაღაც ცხელი და ალკოჰოლთან ერთად საკმაოდ სარისკო ელფერს იძენს. მათი წყვილი სიამოვნებისგან წითელ, ყველაზე ვნებიან და სახიფათო ფერის ხმაურს გამოსცემს და მაბრუებს.
- ეი, მირა, თავი ხელში აიყვანე. - გვერდით სკამზე მოწყვეტით ჯდება ნატა და ფოტოგრაფზე მიწებებული მზერა მაშინვე მასზე გადამაქვს. - სახეზე ორგაზმი გაწერია. - დამცინის და თავის თეთრ კბილებს აჩენს, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ განერვიულებულია. მის სარკაზმს ყურადღებას არ ვაქცევ და რესტორნის იმ კუთხისკენ ვიხედები, სადაც ცოტა ხნის წინ ის და მათე საუბრობდნენ. ბიჭი იქ არაა.
- აბა? - ვეკითხები მას ინტერესით. არა, მათ წყვილს არ ვგულშემატკივრობ. ნატა არ შედის იმ "კარგი გოგოების" რიცხვში, რომლებისთვისაც მათეს უარი უთქვამს და მე გული დამწყვეტია.
სწავლის დაწყებისთანავე ნატა პირველი იყო, ვისთანაც დავახლოვდი და მეგონა, რომ მასთან ბოლომდე გახსნილი ვიქნებოდი, მაგრამ მის მიმართ გავცივდი. სამწუხაროდ, ამისთვის საკმაოდ მძაფრი მიზეზი მქონდა, რომელიც დროთაგანმავლობაში განელდა, მაგრამ ამდენი წლის ურთიერთობის მიუხედავად, ის სიცივე გულის სიღრმეში მაინც დარჩა. ადამიანების ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ წარმავალი კომფორტის შესანარჩუნებლად თვალს ვხუჭავთ შინაგან გრძნობებზე. და მე ეს კარგად გამომდის.
- შენი მეგობარი გეი აშკარად არაა. გამოდის, რომ პრინციპულად არ მაღიარებს. - ჩემს ბოკალს იღებს და სითხისგან ცლის. - ღმერთო, ჯერ მაისია და უკვე საშინელი სიცხეა.
- იქნებ დრო მისცე? - მხრებს ვიჩეჩავ. გულში მებრალება ეს გოგო. გოგო, რომლის ფეხ-ქვეშაც ბიჭები უპირობოდ ეგებიან, მათეს კი სრულებით არ აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში მისგან ასე ვიცი. მათე კი არაფერს მიმალავს.
- დრო, დრო... კარგი რაა... რვა წლის შემდეგ ისევ დრო? - თავს აქნევს აგდებით და ოხრავს. - დაივიწყე, მისი ბედი მაინც მე ვარ. - თვალს მიკრავს დარწმუნებით. ოხ, კი, აბა რაა! - ვერ ერთობი?
- დავიღალე. ხომ იცი, დიდად მაინც არ ვიყავი ამ იდეით მოხიბლული. - ჯგუფელებზე ვანიშნებ.
- განტვირთვას მისი თვალებით გაშიშვლებით ცდილობ? - ფოტოგრაფზე მანიშნებს და ხითხითებს. მეცინება.
- რომელი სტუდიიდანაა? არ მეცნობა.
- ეჭვი მაქვს, რომ მალე ჩვენთან იმუშავებს... - პაუზას აკეთებს ნატა. - ბექას ნაცვლად.
ორი კვირაა ფოტოგრაფის პოზიციაზე ვაკანსია გვაქვს. ერთი თვის წინ ჩვენს ჯგუფელს, რომელიც ჩვენთან ფოტოგრაფად მუშაობდა, საჭემ უმტყუნა და მთელი ეს დროა კომაშია. ამის გამო წვეულების გაუქმებას ვაპირებდით, მაგრამ მისმა მშობლებმა გააპროტესტეს. ამის გახსენებაზე ხასიათი უარესად მიფუჭდება.
- ხოდა, ახლოს გეყოლება. იმედია ახლა მაინც იყიდი ერთ წყვილ წითელ საცვალს.
ტუჩებს უკმაყოფილოდ ვილოკავ, თუმცა იდეა დიდად არ მაღიზიანებს. მიკვირს. ნატა კლატჩიდან სიგარეტს იღებს და სანთებელას ეძებს.
- ნატა, ოღონდ ჩემთან არა, რაა... - შეწუხებული ვუყურებ. ორი თვეა სიგარეტის მოწევას თავი დავანებე და ჯერ კიდევ ეკლებზე ვზივარ. განსაკუთრებით ახლა, ცალკე ჯგუფელების და ცალკე ფოტოგრაფის შემყურე. ნატა თვალებს ატრიალებს და დგება.
- ეზოში გავალ. იქ მაინც არავინ დამიშლის სიცოცხლეს.
მის მოხდენილ, ოდნავ გამომწვევ ნაბიჯებს მანამ ვადევნებ თვალს, სანამ რესტორნის უკანა ეზოს გასასვლელისკენ არ უხვევს და უჩინარდება. ვინ უნდა დაუშალოს სიცოცხლე? ნატა და სიცოცხლე სინონიმები არიან. რომ არა ის სიცივეშეპარილი დამოკიდებულება, მისგან ეს თვისება ალბათ ვირუსივით შემეყრებოდა.
მობილურს ვიღებ და დღეს გადაღებულ სურათებს ვათვალიერებ. ზოგს ვშლი, ზოგზე მეღიმება და ვტოვებ. დაახლოებით ათი წუთი გადის. საათი ღამის თერთმეტის ორმოცდახუთ წუთს აჩვენებს. რესტორანი თანდათან იმ გამოქვაბულს ემსგავსება, რომელშიც არც სინათლე აღწევს და არც ჰაერი. წასვლა მინდა.
აქაურობას კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. სად გაქრა მათე? განა ისეთზე რაზე ისაუბრეს მან და ნატამ, რომ ამდენი ხანი ჰორიზონტზეც კი არ გამოჩენილა? მესენჯერს ვხსნი და შეტყობინებას ვუგზავნი:
" - გამოდი დევნილო, დამალვას აზრი არ აქვს."
რამდენიმე წუთს ვიცდი, მაგრამ არ მპასუხობს. ამასობაში, რამდენიმე დაღლილი და სიცხისგან სახეაპრიალებული ჯგუფელი მაგიდასთან ბრუნდება და ჩემს პასიურობაზე ხუმრობას ცდილობს. ვუღიმი და ყველას თვალს ვარიდებ. მობრუნებულს მზერა ფოტოგრაფზე მიყოვნდება. ბიჭი ზის. ჩართული აპარატი ისევ ყელზე აქვს ჩამოკიდებული. მუჭში მოქცეულ ვისკის ჭიქას ჩაჰყურებს და თან თენგოს ესაუბრება. ცოტა ხანში ჭიქას მაგიდაზე დებს და გრძელ, ნატიფ თითებს მის კედელზე ასრიალებს. წარმოვიდგენ, როგორ უკრავენ ეს თითები ფორტეპიანოზე two steps from hell-ის "nero"-ს, წარმოვიდგენ, როგორ დასრიალებენ ეს თითები ჩემს დაღლილ მხრებზე, წარმოვიდგენ მათ ჩემს ტერფებზე... მუხლებზე...
წარმოვიდგენ...
წარმოვიდგენ...
წარმოვიდგენ... და გაუცნობიერებლად მექცევა ქვედა ტუჩი კბილებს შორის.
ღმერთო! სწორედ ამ დროს მის თვალებს ვაწყდები. გამჭვირვალე, ქარვისფერ თვალებს, რომლებიც რესტორნის ყვითელი პროჟექტორების ციმციმის ფონზე დროდადრო არაადამიანურად ანათებენ. სუნთქვა მეკვრის და სახე ერთიანად მიხურდება. მუხლზე გადადებულ მოქანავე ფეხს ვაჩერებ. ვშეშდები. სხეული მიქვავდება. გავიყიდე. დაბნეული მაშინვე გვერდით ვიხედები, მაგრამ ვიცი, რომ ამას აზრი აღარ აქვს. დანებებული ვოხრავ და თვალებით ისევ მას ვუბრუნდები.
იღიმის. ღმერთო! გამარჯვებულად, მაცდურად და გამომწვევად იღიმის. ისე მიყურებს, თითქოს საუკუნის მანძილზე ელოდებოდა, როდის გავებმებოდი მის მახეში. ამას ვხედავ და რამდენად საზიზღრადაც არ უნდა ჟღერდეს, ხაფანგში მყოფი არც ისე ცუდად ვგრძნობ თავს. პირიქით.
ჭიქა პირისკენ მიაქვს და ვისკისგან მთილიანად ათავისუფლებს. თვალებს მის ყელზე ვაცურებ და ვხედავ, როგორ მიედინება სითხე კან-ქვეშ.
გაჩერდი, გაჩერდი. მორჩი, შეწყვიტე! - მთელ ხმაზე მიყვირის გონების ნაწილი. ნაწილი კი არაფერს უსმენს და ვერაფერს ხედავს მის გარდა. არ ვიცი, რა მჭირს...
ბიჭი თენგოსთან საუბარს არ წყვეტს და არც მე მაშორებს დაჟინებულ მზერას. ნელა ილოკავს ვარდისფერ ბაგეებს. შემდეგ ხელი სახისკენ მიაქვს და ცერა თითის ბალიშს ქვედა ტუჩის ძირზე ფრთხილად ისვამს. ეს უკვე აღარაა გაუცნობიერებელი მოქმედება. სკამზე სწორდება და ცალ ხელს კისერზე ისვამს. მაჯაზე ძარღვები ეჭიმება და მზემოკიდებული კანი მაცდურად უბზინავს.
მუცელში რაღაც მეჭიმება. ჯანდაბა, მირა! პირი მიშრება და შამპანურის დალევასაც ვეღარ ვასწრებ, ხველება მიტყდება. სხეულზე უხერხულობის ცხელი ტალღები ღელავენ. ვგრძნობ, როგორ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ამ წამს ცივი წყალი ჩემს კისერზე.
- კარგად ხარ? - მეკითხება თეონა და ზურგზე გაშლილ ხელს მადებს. შეხებისას ვხტები. ჯანდაბა, ჯანდაბა! რა მემართება?! გოგოს თავს ვუქნევ. ფოტოგრაფი გვერდით გადახრილ თავს ასწორებს. შუბლზე ქერა თმის რამდენიმე აპრიალებული ღერი ურჩად ეყრება. სახეგახსნილი მიყურებს და წარბებს ზემოთ სწევს. ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ის-ისაა ტუალეტში გასასვლელად ვდგები, რომ ფოტოაპარატს თიშავს და ისიც დგება.
ტუალეტი უკანა ეზოს გასასვლელში მდებარეობს. იქამდე საკმაო მანძილია. ვგრძნობ, როგორი არამყარია ჩემი ნაბიჯები და ვცდილობ, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა არ მიმტყუნოს. ყელის სიმშრალე მივლის, მაგრამ იმ ბიჭის მზერა ჩემს სხეულზე ისევ მოძრაობს. რესტორანში მუსიკა წყდება და სიმშვიდედასადგურებულ ყურებში უკან მოდევნებული ნაბიჯების ხმა ჩამესმის. მახსენდება, როგორ ადგა ჩემთან ერთად და გონებაში ერთი წამითაც ვერ ვუშვებ იმ აზრს, რომ მე გამომყვა. დარბაზიდან ვუხვევ და პატარა დერეფნის ბოლოში ჩამოკიდებულ სარკეში ჩემ უკან მომავალ ფოტოგრაფს ვხედავ.
არა!
გახურებულ თითებს მუცელზე ვიჭერ, თითქოს იქ ატეხილ ქარიშხალს ამით ჩავაცხრობდე. არა, შანსი არაა! რას აკეთებს? ნიკაპს მხარს ვუსწორებ და ცალი თვალით ვცდილობ უკან მის დანახვას, მაგრამ არაფერი გამომდის. ნაბიჯს ვანელებ. სადაცაა ტუალეტთან მივალ. მისი მზერა უკნიდან მხრებს მიწვავს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ, კართან ვჩერდები და ურდულს მთელი ძალით ვეჭიდები. ორი წამით ვყოვნდები. მის მოახლოებას ვგრძნობ და ვიძაბები. ნაბიჯების ხმა უფრო მკვეთრი ხდება და გულს ვეღარ ვაკავებ. აი, ახლა შემეხება... მაჯაზე ჩამავლებს... წელზე შემომხვევს ხელს... ყველა ის ფიქრი მაგიდასთან მკერდზე ძლიერად მაწვება და ლავასავით უერთდება სისხლს. ის-ისაა კარს ვაღებ და ნაბიჯს ვდგამ, რომ ფოტოგრაფი გვერდს მივლის და ისე შედის მეორე ოთახში, რომ ჩემკენ არც კი იყურება. იქვე ახლოს კი გამყინავ, ოდნავ მძაფრ, თავბრუდამხვევ სურნელს ტოვებს.
სუნთქვაშეკრული შევდივარ შიგნით და ზურგით კედელს ვეყრდნობი. ტანზე ეკალი მაყრის და მაკანკალებს. გამომწვარი ჰაერისგან ფილტვებს ვათავისუფლებ და თვალებს ვხუჭავ.
მგონი შევიშალე! ეს... ეს შამპანურის ბრალია. არა - მისი... არა, ნამდვილად შამპანურის! ბევრი მომივიდა. ზედმეტი მომივიდა. ალკოჰოლიც და ფიქრიც. წარმოსახვაც და მოლოდინიც...
- შტერო! იდიოტო! - ვებუტბუტები საკუთარ თავს, ონკანს ვხსნი და ხელებს ვისველებ. გაშლილი თმის ქვეშ ვიცურებ და კისერზე ვიწყობ.
ოჰ, კარგია! თვალებს ვხუჭავ და რამდენიმე წამით ფიქრს ვწყვეტ. დარბაზში ჩართული ხმამაღალი მუსიკა აქამდე მოგუდული ხმით აღწევს. ბასები არტერიებზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ. წარმოსახვა დაუკითხავად მიცოცხლებს ფოტოგრაფის ყვითლად მოელვარე თვალებს და მთელი დიალოგის შემცველ ღიმილს. მაშინვე ვახელ თვალებს, თითებს კიდევ ერთხელ ვისველებ და ყელს ვიგრილებ. გული ჯერ კიდევ კარს მიღმაა და მისი შეხების მოლოდინს განიცდის. ვერაფრით ვაწყნარებ და ეს საშინლად მაღიზიანებს. ნიჟარას ხელისგულებით ვეყრდნობი და საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ. ჩემს შავ თალებს ტიტრებივით აწერით დაღლა. ვგრძნობ, რომ მოთმინების რესურსი ამოწურული მაქვს. ღმერთო, ახლა ყველაფერს მივცემდი სიგარეტის ერთი ღერისთვის. თეთრ მარმარილოზე ნერვიულად ვათამაშებ ოდნავ წამოზრდილ ფრჩხილებს და ვერც კი ვაცნობიერებ, როგორ გადავდივარ ტუჩების კვნეტაზე. მხოლოდ სარკეში ხელმეორედ ჩახედვისას ვხედავ, რომ ბორდოსფერი ტუჩსაცხი ოდნავადაც აღარ მატყვია.
ერთი ღერი... მხოლოდ ერთი... მაგრამ... მოთმინების ორი თვე წყალს გავატანო?
ერთი, ერთი ღერი არაფერს მიზამს. მოვწევ და გამოვლის... იქნებ გამიაროს... იქნებ ყველაფერი დალაგდეს...
ჯანდაბა! კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და სარკეს ზურგს ვაქცევ. მათე, სად დაბოდიალობ? მობილურს ვიღებ და ვურეკავ. არ იღებს. გაღიზიანებული ვოხრავ, კაბინაში შევდივარ და ტუალეტს ვიშორებ. გამოსული ხელებს ვიბან, კლატჩიდან პომადას ვიღებ და ტუჩებზე კბილების ნაომარს ვფარავ. შემდეგ უნიტაზს თავსახურს ვახურავ, ზედ ვჯდები და ფეხებს ფეხსაცმლიდან ცოტა ხნით ვათავისუფლებ. ღმერთო! შეიძლება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ქალღმერთად აქცევს, მაგრამ გრძნობა, რომელიც მისგან გათავისუფლებისას გეუფლება, ყოველგვარ ტიტულს გავიწყებს და გალაქტიკურ სიამოვნებას განიჭებს. არადა, როგორ კარგად მახსოვს ჩემი აღტაცება, როცა ეს შავი სილამაზეები მაღაზიის ვიტრინაში დავინახე.
გახურებულ ფეხებს მალავე ვაბრუნებ უკან, კაბას ვისწორებ და ტუალეტიდან გამოვდივარ. ჩემგან მარცხნივ დარბაზია, საიდანაც პროჟექტორების შუქები აღწევენ და კედელს მოციმციმე ცისარტყელას ამსგავსებენ. მარჯვნივ კი ეზოში გასასვლელი კარია.
ნატა. გოგო ალბათ ისევ იქაა და სიგარეტს ეწევა. მივცე ცდუნებას საშუალება, რომ დამჯაბნოს, თუ ზურგი ვაქციო და საკუთარი თავი ხელში ავიყვანო? ჯანდაბა! არც კი ვფიქრობ ამაზე, მაშინვე მარჯვნივ ვდგამ ნაბიჯს და სწრაფად მივდივარ კარისკენ. ის-ისაა ურდულს ხელს ვკიდებ, რომ მუსიკასთან შერწყმული საკუთარი სახელის ძახილი მესმის.
- მირა, აქ ხარ?
ვბრუნდები. პატარა დერეფნის ბოლოში მათე დგას. ხელები გულზე დაუკრიფავს და თავის ქნევით შემომყურებს. თეთრი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აუკეცავს და ყელთანაც შეუხსნია ღილები. მუქი მწვანე შარვალი კოხტად ადგას თეძოზე. მოგრძო შავი თმა დაუდევრად აყრია კისერსა და საფეთქლებზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისი დანახვისთანავე მშვიდად ვოხრავ და დაჭიმული სხეული ერთიანად მეშვება. ბიჭისკენ მივდივარ და ამღვრეულ მწვანე თვალებში ვაჩერდები. დაძაბული ჩანს.
- სად იყავი? ნახევარი საათია გეძებ. - პერანგის საყელოს ვუსწორებ და უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს.
- აქვე ვიყავი, სად მეძებდი? - მხრებს იჩეჩავს ბიჭი და ცალყბად იღიმის.
- რა მოხდა? ნატამ რაო? - მასთან ერთად დარბაზისკენ მივდივარ.
- ოოო, არ მკითხო. - წარბებს ჰკრავს და გვერდულად მიყურებს. ვიცი, რომ თემა „ნატა“ უკვე მობეზრებული აქვს. - წამო რა, ვიცეკვოთ. - მკლავზე მავლებს გახურებულ თითებს და მოცეკვავე წყვილებისკენ მიიწევს. გზად თენგოს და სამ ჯგუფელ გოგოს ვხვდებით. ბიჭს დანაზე ჩამოცმული ვაშლი უკავია და ჯგუფელებისგან ინტერვიუს აღებას მობილურზე იწერს. მეცინება. კლატჩს მაგიდაზე ვდებ და იქვე შეჩერებულ მათეს ხელებს კისერზე ვხვევ. ბიჭს სიგარეტის სუნი ასდის და ცოტა ხნის წინანდელი ბრძოლა საკუთარ თავთან მიახლდება.
- თავს ძლივს ვიკავებ. - დამნაშავესავით ვუღიმი.
- რაა? - თვალებგაფართოებული დამყურებს მათე. - აა, სიგარეტზე ამბობ? - მაშინვე ხვდება, ტუჩებს გვერდით იქცევს და შემდეგ ეღიმება.
ორი თვის წინ, როცა სიგარეტისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, მათემ საკმაოდ თავდაჯერებულად მითხრა, რომ არაფერი გამომივიდოდა. თქვა, თუ ნახევარი წელი სიგარეტის გარეშე გაძლებ, მოწევას მეც თავს დავანებებო. მე კი იქ, რესტორნის გასასვლელში ამაზე არც მიფიქრია.
- ხოო... და საერთოდაც, არ გინდა წავიდეთ? - მისკენ ვიწევი და ნიკაპს მხრზე ვაყრდნობ. ისიც უფრო მჭიდროს მხვევს წელზე ხელებს.
თავიდან, როცა ჩემდამი მისი სიყვარულის შესახებ გავიგე, გავურბოდი. ყველანაირად ვცდილობდი დისტანციის დაცვას. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, სიყვარულს ხომ მხოლოდ ის სუფთა დამოკიდებულება არ ახლავს თან... სიყვარული გაიძულებს საყვარელ ადამიანს ისე შეხედო, როგორც მოგესურვება. ამიტომ თავს უხერხულად ვგრძნობდი. ვფრთხებოდი, როცა კაპიუშონს მაფარებდა წვიმის დროს; როცა „სელფის“ გადაღებისას მხრებზე ხელს მხვევდა. თავს უკან ვწევდი, როცა თმაზე მეფერებოდა... მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა გაიარა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მათესგან არანაირი სხვა თვალი და სხვა ქმედება არ მოდიოდა. ის ისევ ისეთი იყო, როგორც ადრე - მეგობრული.
- რა დროს წასვლაა, გოგო. გაერთე რაა. - თითებს მიჭერს ის, მაბზრიალებს და ისევ გულზე მიკრავს. სიცილით კვლავ მის მხარს ვეყრდნობი და მაგიდასთან მდგომ ფოტოგრაფს ვხედავ, რომელსაც თავისი ფოტოაპარაკი „ჟურნალისტ“ თენგოსკენ აქვს მიმართული. მახსენდება საკუთარი შინაგანი მდგომარეობა მასთან თვალებით კონტაქტისას და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. მუცელში სპაზმს ვგრძნობ და მათეს პერანგს ვეჭიდები. - რაა... - ბიჭი ჩემთვის შემოხედვას ცდილობს. თავზე ნიკაპით მეხება. ჯანდაბა! ახლაღა მივლის სირცხვილი და ლოყებს დანაშაულის გრძნობა მიწვავს.
- არაფერი. დადექი ამხელა ქუსლებზე და გაერთე ამ დრომდე. - ძლივს ვუყრი სიტყვებს თავს.
- მაგარი ღადაობაა ქალობა. - მათეს ფხუკუნი მესმის და წელზე ერთი თითით მიღუტუნებს. ვხტები, ვწუწუნებ და ბიჭს ხელს ვურტყამ.
- გეყოფა, ხომ იცი, რომ ვერ ვიტან!
ამ დროს ელვა იქცევს ჩემ ყურადღებას. ფოტოგრაფი მე და მათეს სურათს გვიღებს და სანამ შეტრიალდებოდეს გვერდულად მიღიმის.
რა უნდა? რატომ მიწვევს? იქნებ ტვალეტისკენ ჩემთან ერთად წამოსვლა დამთხვევა არ იყო და რაღაცის მინიშნებას ცდილობდა? ღმერთო! ჯანდაბა! ნამდვილად ასე იყო და მე... მე რომ ადრე მეფიქრა და ერთი ნაბიჯი უფრო თამამად გადამედგა, ახლა მასთან...
არა, არა, არა! სხეულზე ცხელი ჟრუანტელი მივლის. მათესთან ერთად ვბრუნდები და ფოტოგრაფს, რომელიც კედელსმიყრდნობილი მოურიდებლად მათვალიერებს, ზურგს ვაქცევ. შენ ეს არ შეგფერის მირა, არა!
- მგონი ნატას ძალიან გაუგრძელდა გარეთ ყოფნა. - ვამბობ ხმაჩაწყვეტილი და შემდეგ ყელს ვიწმენდ.
- შეეშვი რაა. - ცივად ამბობს მათე.
- მოსაწევად გავიდა. სიგარეტზე მაგის მიშვება არ შეიძლება. იქნებ გავხედო?
- საკუთარ თავზე ზრუნვა არ უჭირს, სხვებთან აქვს ეგ პრობლემა. დარჩი რა. - ჩემს წელზე თითებს ხრის მათე. მე კიდევ ისევ ფოტოგრაფის კისრისკენ წაღებული ხელი მიტრიალებს თავში. მათეს ცოტა ხნით უნდა გავეცალო.
- არა, არა, გავხედავ. - მისი მხრებიდან ხელებს ვიღებ და ერთი ნაბიჯით უკან ვდგები.
- მირაა... - წუწუნებს ბიჭი და უკმაყოფილოდ აწკლაპუნებს ტუჩებს. კოპებს ვკრავ. - კაი, - იღიმის დანებების ნიშნად. - მაგრამ არ გაცდუნოს და არ მოგაწევინოს, თორემ, იცოდე, მაინც გამოგიჭერ.
ცხვირს ვჭმუხნი, მათეს ზურგს ვაქცევ და ვცდილობ, დარბაზი ისე გადავკვეთო, რომ ფოტოგრაფისკენ თვალი არ გამექცეს.
ჩანაფიქრი ასი პროცენტით გამომდის. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი დარბაზიდან გამოსვლა მასში არასწორ ასოციაციას არ გამოიწვევს.
როგორც კი პატარა დერეფნისკენ ვუხვევ, ტუალეტიდან გამოსულ თენგოს ვხედავ, რომელიც შორიდანვე მაფიქსირებს და სერიოზულ სახეს მომაჯადოვებელი ღიმილით ცვლის. იის? პირველ კურსზე რაც გავიცანი, იგივეა. წლების მანძილზე მასში მხოლოდ თავდაჯერებულობა გაიზარდა. და ხო, კიდევ ცეტი, ხარბი თაყვანისმცემლების რიცხვი. ჩემთან არშიყი არასოდეს უცდია. ალბათ მათეს და ჩემი მეგობრობის გამო. მე კი დღემდე ვერაფრით ვხვდები, რა იპოვა ამ თვითკმაყოფილ იდიოტში მათესნაირმა ადამიანმა, რომ ამდენი წელი ერთგულად ემეგობრება.
- წესების დარღვევას აპირებ მირიან? - წარბებს ათამაშებს როცა ვუახლოვდები. სიგარეტის შესახებ რა თქმა უნდა, მანაც იცის და ერთადერთი ადამიანია, ვინც ბიჭის სახელით მომმართავს. თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ ცუდმაც და კარგმაც შეჩვევა იცის, როცა გამუდმებით მასთან გაქვს შეხება.
- ვერ ეღირსები. - გულგრილად ვპასუხობ და მობილურს დავყურებ, რომლის ბატარეაც წითლად ციმციმებს.
- თუ რამეა მენთოლისთვის მომაკითხე. - იცინის და გვერდს მივლის. ვოხრავ, გასასვლელ კარს ვაღებ, პატარა აივანზე ვაბიჯებ და ეზოს ვათვალიერებ.

***

პატარა ხის აივნის მიღმა მწვანე და ლურჯი პროჟექტორებით განათებული ეზო მოჩანს. ამავე ფერებად დაჩრდილულ ხეებსა და ბუჩქების დეკორაციებს მაგიური ელფერი დაჰკრავთ. ფანტანის სუსტ ხმას სინქრონულად მოჰყვება ჭრიჭინების გამაყრუებელი ხმაური. სავსე მთვარეს კრისტალებივით მბრწყინავი ვარსკვლავები შემოჰხვევია გარს და ეს სილამაზე დარბაზში არსებულ ჯოჯოხეთს სრულიად მავიწყებს. წარსულის მოგონებები ტუჩებზე სევდიან ღიმილად მეფინებიან და თვალებს მიწყ,ლიანებენ. კადრი კადრს ცვლის და ეს ჯაჭვი მტკივნეულ პიკს რომ აღწევს, რაღაც ძალა თავისით მაბრუნებს რეალობისკენ. ახლა წარსულის დრო არაა.
ეზო არც ისე დიდია. აივნიდანვე ჩანს თითქმის ყველაფერი, ამიტომ მიკვირს, ნატას რომ ვერსად ვხედავ.
- ნატა! - ვეძახი გოგოს, მოაჯირს ვეყრდნობი და მხედველობას ვძაბავ. არ მპასუხობს. - ნატა, აქ ხარ? - ხმას ვუწევ და კიდევ ერთხელ ვათვალიერებ აივნის წინ ჩარგული ბუჩქების მიღმა ეზოს. არც ნატა ჩანს და არც სიგარეტის კვამლი. ხის მოაჯირზე ნერვიულად ვაკაკუნებ ფრჩხილებს და უკან, კარისკენ ვიხედები. წამით ვფიქრობ, რომ ნატა შებრუნდა და შეიძლება ტვალეტშია, მაგრამ გადასამოწმებლად გული არ მიმიწევს. როგორც ვიცი, ეზოს ბოლოში საქანელა სავარძლებია, იქნებ იქაა? მობილურში მის ნომერს ვპოულობ და ის-ისაა ვრეკავ, რომ ბატარეა საბოლოოდ ჯდება.
ნერვებმოშლილი ვოხრავ და კიბეზე სწრაფად ჩავდივარ. უკვე ეზოში ვარ, რომ მოულოდნელად რაღაცას ვედები, წონასწორობა მეკარგება და პირდაპირ სახით ვეცემი. შუბლსა და ლოყაზე აფეთქებული ტკივილი წამიერად გონებას მიბინდავს და ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, მხურვალე ბეტონის უცნაური მძაფრი სუნია, რომელიც ცხვირს მიწვავს და სწრაფად მაფხიზლებს. ასე მგონია, სახეზე ცეცხლი მიკიდია.
ნელა ვბრუნდები და სანამ ავდგებოდე, ზურგზე გადაბრუნებას ვცდილობ. ის-ისაა ბეტონს ხელებით ვეყრდნობი, რომ თითებსა და ბეჭებზე სისველეს ვგრძნობ. დამფრთხალი, სწრაფად ვიწევი და ჯერ კიდევ გაბრუებული, ბარბაცით ვდგები ფეხზე. საკუთარ თითებს დავყურებ, რომლებიც მუქ წითლადაა შეღებილი და გული ყელში მეჩხირება. ხელებს მიღმა ცრემლით დაბინდული თვალები ნაცნობ წითელ ფეხსაცმელებს ხედავენ. ფეხსაცმელებს, რომლებიც ერთი თვის წინ ნატას დედამ პარიზიდან გამოუგზავნა.

პ.ს. მაინც ვერ გავძელი 31 ივლისამდე :დდ იმიტომ რომ ლომკა მქონდა სასინელი... დაე ვინანო, თუკი რამის ჩასწორება მომიწევს, რადგან ისტორია ჯერ კიდევ წერის პროცესშია.
ერთი წელი და ექვსი თვეა ვწერ. ყველაზე ხანგრძლივი დროა პრაქტიკაში და რამდენად დაეტყობა ნაწერს, ეს თქწვენ მითხარით... ძალიან ძალიან გრთულია ამ ისტორიის წერა და ამიტომაც ძალიან ძალიან ველოდები თქვენს შეფასებას...
მომენატრეთ ჩემო ვანილებო <3 <3

№1  offline მოდერი Maiaabuladze

პირველი ვარ ❤ წავიკითხავ და მოვალ ❤

№2  offline ადმინი თუკა

ყველაზე მაგარი ვანილი გვყავს ჩვენ. ასე ერთი ამოსუნთქვით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.
მარიამ აი ესაა რაც ასე ძალიან მიყვარს შენს ნაწერებში. სათითაო შენს მიერ დაწერილი სცენა გონებაში დავხატე და ლამის მირეკას ადგილას აღმოვჩნდი.
პირველი თავია და საოცრად საინტერესო.ჩსმი მოსაზრებები მაქვს მაგრამ ,ჯერ ჩუმად ვარ.
აფორიაქებული და გახარებული რომ ძლივს ვკითხულობ შენს ახალ შემოქმედებას.
????????????????????????????????????
--------------------
4love.ge

№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

Maiaabuladze
პირველი ვარ ❤ წავიკითხავ და მოვალ ❤

გელი მაიკო <3

თუკა

აი აი ახლა ვგრძნობ, როგორ მაკლდა ეს გრძNობა... როცა ნაწერს გიფასებენ და გული გისივდება სიხარულით <3 თუკა უღრმესი მადლობა... ძალიან მიხარია, რომ პირველივე თავი საინტერესოდ მოგეჩვენა... ვაიმე, იმედია ასევე გაგრძელდება და შენს მოსაზრებებს ნელ-ნელა გამიმხელ ;) <3

№4 სტუმარი სტუმარი მარინა

როგორც ყოველთვის მომწონს შენი ისტორია, მოუთმენლად ველოდები

№5  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ! მარიამ! მარიამ! ეს რა იყო ჰა?
შენ ხარ ამოუცნობი, ვანილის გოგო რეებს წერ რატომ მაგიჟებ ახლა როგორ დავიძინო იმაზე გიქრით რა მოხდა და ვინ არი ის მანიაკი ჰა?
ძააან მაგარი გოგო ხარ, არა უმაგრესი ხარ ❤ შეუდარებელი ❤

№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი მარინა
როგორც ყოველთვის მომწონს შენი ისტორია, მოუთმენლად ველოდები

დიდი დიდი მადლობა <3

Maiaabuladze
მარიამ! მარიამ! მარიამ! ეს რა იყო ჰა?
შენ ხარ ამოუცნობი, ვანილის გოგო რეებს წერ რატომ მაგიჟებ ახლა როგორ დავიძინო იმაზე გიქრით რა მოხდა და ვინ არი ის მანიაკი ჰა?
ძააან მაგარი გოგო ხარ, არა უმაგრესი ხარ ❤ შეუდარებელი ❤

მაიკოო :დდ ისტორიის კითხვის მანძილზე, 80% მაგაზე მოგიწევს ფიქრი, ასე, რომ აქედანვე შეეგუე :დდ ძალიან მიხარია, რომ დაინტერესდი და დიდი დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის <3

№7 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონა.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ვატყობ ასე გაგრძელდება.გელოდები ახალი თავით

№8  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

მითქვამს შენზე რომ ვგიჟდებიი?? kissing_heart არა ხოო?! კაი ეხლა გეტყვი smile

ვგიჟდები!!

№9  offline წევრი -ლილუ

დეტექტიური რომანი?!საინტერესოა... ველოდები მოვლენების განვითარებას)))

№10 სტუმარი ემი

ვაუუუ, მარიამ, როგორ გამახარე შენი დაბრუნებით heart_eyes heart_eyes heart_eyes

№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! heart_eyes
შენ არიცი როგორ გამიხარდ აისტორიის სახელი, რომ წავიკითხე და მერე შენს ნიკს რომ მოვკარი თვალი. დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას! heart_eyes heart_eyes

№12 სტუმარი ია

დაბრუნებას გილოცავ

№13  offline მოდერი chica sol

უიმეეე, ხომ მაქვს რამდენჯერმე წაკითხული, მაგრამ აქ სულ სხვა ეფექტი აქვს... დეტალებს გამოვყოფ, შენს ხელწერას და წერის სტილს, რომელიც ასე მიყვარს.
მახარებს შენი მოუთმენლობა და იმედი მაქვს არ ინანებ. მიყვარხარ და გელი.

№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ გამახარე შენ ხომ აზრზე არ ხარ.ისტოეიას ეტყობა უკვე როგორი იქნება და ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის დადებ.უსაზღვროდ და უკიდეგანოდ გამახარე შენი დაბრუნებით.
--------------------
ლანა

№15  offline ადმინი თუკა

lullaby
Maiaabuladze
პირველი ვარ ❤ წავიკითხავ და მოვალ ❤

გელი მაიკო <3

თუკა
ყველაზე მაგარი ვანილი გვყავს ჩვენ. ასე ერთი ამოსუნთქვით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.
მარიამ აი ესაა რაც ასე ძალიან მიყვარს შენს ნაწერებში. სათითაო შენს მიერ დაწერილი სცენა გონებაში დავხატე და ლამის მირეკას ადგილას აღმოვჩნდი.
პირველი თავია და საოცრად საინტერესო.ჩსმი მოსაზრებები მაქვს მაგრამ ,ჯერ ჩუმად ვარ.
აფორიაქებული და გახარებული რომ ძლივს ვკითხულობ შენს ახალ შემოქმედებას.
????????????????????????????????????

აი აი ახლა ვგრძნობ, როგორ მაკლდა ეს გრძNობა... როცა ნაწერს გიფასებენ და გული გისივდება სიხარულით <3 თუკა უღრმესი მადლობა... ძალიან მიხარია, რომ პირველივე თავი საინტერესოდ მოგეჩვენა... ვაიმე, იმედია ასევე გაგრძელდება და შენს მოსაზრებებს ნელ-ნელა გამიმხელ ;) <3

ჩმეთვის ყველა შენი ნაწერი საინტერესოა, ხო იცი ჯერ კიდევ არამზადა რეზის ფანი ვარ. მაგრამ ამან ჩამითრია. ინტრიგანკავ შენ. მართლა საუკეთესო ხარ ვანილო.
--------------------
4love.ge

№16 სტუმარი ია

დაბრუნებას გილოცავ პირველ რიგში,,,,როგორ მომნატრებია შენი ისტორიები,,წარმატებებიი

№17  offline მოდერი abezara98

საოცრება იყო ნამდვილად blush შენ არ იცი, როგორ ველოდები გაგრძელებას. უკვე ინტერესით ვკვდები blush მიყვერს მე შენი ისტორიები და გელოდები heart_eyes

№18  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ როგორ გელოდი... მიხარია რომ დაგვიბრუნდი.
როგორც ველოდი ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა, იმედებს არ მიცრუებ. იმდენად არაორდინალური და დახვეწილია. უკვე გონებაში ამ ისტორიის განვითარების მრავალი გზა წარმოვიდგინე და ასე მგონია ტვინი მალე ამიფეთქდება. რამდენჯერაც ვეცადე სხვა რამეზე მეფიქრა ბოლოს მაინც ამ ისტორიას და მის შინაარსს დავუბრუნდი... ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველი ახალ თავს. მალე ხომ დადებ?

№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვაა, აქ წაკითხულს სხვა ეფექტი და სხვა ადრენალინი რატომ აქვს? ფოტოგრაფის სცენები ისე აღწერე გავგიჟდიიიი. თურმე რა კაია რომ გავიწყდება და ორჯერ ერთნაირ ემოციას განიცდი.
ყველაზე მაგარი მწერალი ხარ საიტზე. და მე ვამაყობ შენით

№20  offline წევრი ჟიზელი

ვაააახ, ისედც დიდი თვალები მაქვს და ამ წუთიდან მთლად გადმომეკარკლა და დავმახინჯდი :დდდ ეჰ,ნატა,ნატა...ვი გაგისტუმრა ნეტა :/// ეჭვი მაქვს მირა მათეზე აიღებს ეჭვს,რადგან დიდი ხანი არ ჩანდა.

№21  offline წევრი Ignifex

აუ, მარი, ძალიან კარგი ხარ!
ავადმყოფად არ ჩამთვალო, მაგრამ პროლოგი მიყვარს, ისე კარგად გიწერია :დდდდ
საოცრად წერ.
მოვლენები ისე საინტერესოდ განავითარე, რომ ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის ვიხილავ!
ნატასთან ერთად მათე გაუჩინარდა და ჩემს თვალში ეჭვმიტანილია, თან ისე ცდილობდა მირას შეკავებას, რომ არ მოეძებნა ნატა. მააააგრამ თან ამით გვაბნევ დიდი ალბათობით და სულ სხვაა მკვლელი :დდ
ეს ფოტოგრაფი რა ტურფაა, ეგ რო იყოს დამნაშავე...ჰუჰ!
გელი, გელი და გელი! ♥♥

№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონა.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ვატყობ ასე გაგრძელდება.გელოდები ახალი თავით

მადლობა ჩემოკარგო❤️ იმედია ინტერესს არ დკრგავ

Life is Good
მითქვამს შენზე რომ ვგიჟდებიი?? kissing_heart არა ხოო?! კაი ეხლა გეტყვი smile

ვგიჟდები!!

მიხარია რო გაგიჟებამდე მოგეწონა <3

-ლილუ
დეტექტიური რომანი?!საინტერესოა... ველოდები მოვლენების განვითარებას)))

რმდენად დეტექტიური გამოვა,თანაც რომანი არ ვიცი მაგრამ მიხარია,რომ ასე მოოხსენიებ <3 ვეცდები მალე დავდო და დაველოდები შენს აზრებს ^^

ემი
ვაუუუ, მარიამ, როგორ გამახარე შენი დაბრუნებით heart_eyes heart_eyes heart_eyes

მე კიდევ მიხარია,რომ მელოდიი <3

ბელუ შეროზია
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! heart_eyes
შენ არიცი როგორ გამიხარდ აისტორიის სახელი, რომ წავიკითხე და მერე შენს ნიკს რომ მოვკარი თვალი. დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას! heart_eyes heart_eyes

დიდი დიდი მადლობა ❤️ იმედი ბოლომდე ასე გაგრძელდება

chica sol
უიმეეე, ხომ მაქვს რამდენჯერმე წაკითხული, მაგრამ აქ სულ სხვა ეფექტი აქვს... დეტალებს გამოვყოფ, შენს ხელწერას და წერის სტილს, რომელიც ასე მიყვარს.
მახარებს შენი მოუთმენლობა და იმედი მაქვს არ ინანებ. მიყვარხარ და გელი.

გოგონიი მადლობააა...მეც მიყვრხარ, შენ დალბატონს მადლობა მოთმინებისთვოს :დდდ და ხო იმედია არ ვინანებ ❤️

La-Na
როგორ გამახარე შენ ხომ აზრზე არ ხარ.ისტოეიას ეტყობა უკვე როგორი იქნება და ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის დადებ.უსაზღვროდ და უკიდეგანოდ გამახარე შენი დაბრუნებით.

უზომოდ ბედნიერი ვარ ❤️ როგორ მიხარია ასეთი დახვედრა ვერ წარმოიდგენ ❤️ მადლობა ლანა და ვეცდები არ გალოდინოთ

თუკა
lullaby
Maiaabuladze
პირველი ვარ ❤ წავიკითხავ და მოვალ ❤

გელი მაიკო <3

თუკა
ყველაზე მაგარი ვანილი გვყავს ჩვენ. ასე ერთი ამოსუნთქვით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.
მარიამ აი ესაა რაც ასე ძალიან მიყვარს შენს ნაწერებში. სათითაო შენს მიერ დაწერილი სცენა გონებაში დავხატე და ლამის მირეკას ადგილას აღმოვჩნდი.
პირველი თავია და საოცრად საინტერესო.ჩსმი მოსაზრებები მაქვს მაგრამ ,ჯერ ჩუმად ვარ.
აფორიაქებული და გახარებული რომ ძლივს ვკითხულობ შენს ახალ შემოქმედებას.
????????????????????????????????????

აი აი ახლა ვგრძნობ, როგორ მაკლდა ეს გრძNობა... როცა ნაწერს გიფასებენ და გული გისივდება სიხარულით <3 თუკა უღრმესი მადლობა... ძალიან მიხარია, რომ პირველივე თავი საინტერესოდ მოგეჩვენა... ვაიმე, იმედია ასევე გაგრძელდება და შენს მოსაზრებებს ნელ-ნელა გამიმხელ ;) <3

ჩმეთვის ყველა შენი ნაწერი საინტერესოა, ხო იცი ჯერ კიდევ არამზადა რეზის ფანი ვარ. მაგრამ ამან ჩამითრია. ინტრიგანკავ შენ. მართლა საუკეთესო ხარ ვანილო.

ოოოხ ეს რეზიიიი :დდ მიხარია რო ინტერესი აღგიძრა და იმედია აწი ეჭვებსაც დამიკონკრეტებ ქალბატონო ;) <3

ია
დაბრუნებას გილოცავ პირველ რიგში,,,,როგორ მომნატრებია შენი ისტორიები,,წარმატებებიი

მიხარია ჩემო კარგოო... მეც ძალიან მომენატრეთ

abezara98
საოცრება იყო ნამდვილად blush შენ არ იცი, როგორ ველოდები გაგრძელებას. უკვე ინტერესით ვკვდები blush მიყვერს მე შენი ისტორიები და გელოდები heart_eyes

ოოოჰ როგორ მიხარიააა... იმედია აზრებს გმოზიარებ ხოლმე აწიც... დიდი მადლობააა ❤️

უცნობი ქ
მარიამ როგორ გელოდი... მიხარია რომ დაგვიბრუნდი.
როგორც ველოდი ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა, იმედებს არ მიცრუებ. იმდენად არაორდინალური და დახვეწილია. უკვე გონებაში ამ ისტორიის განვითარების მრავალი გზა წარმოვიდგინე და ასე მგონია ტვინი მალე ამიფეთქდება. რამდენჯერაც ვეცადე სხვა რამეზე მეფიქრა ბოლოს მაინც ამ ისტორიას და მის შინაარსს დავუბრუნდი... ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველი ახალ თავს. მალე ხომ დადებ?

ვაი სალო როგორ მიხარია,რომ ასე იმოქმედა, ჯერ ხომ პორველი თავია... ისე ვღელავ ვეერ წარმოიდგენ. იმედია ბოლომდე ამ ემოცოას შეგინარჩუნებს ამბავი. გპირდბი დიდხანს არ გალოდინებ ❤️

ლორელაი
ვაა, აქ წაკითხულს სხვა ეფექტი და სხვა ადრენალინი რატომ აქვს? ფოტოგრაფის სცენები ისე აღწერე გავგიჟდიიიი. თურმე რა კაია რომ გავიწყდება და ორჯერ ერთნაირ ემოციას განიცდი.
ყველაზე მაგარი მწერალი ხარ საიტზე. და მე ვამაყობ შენით

აუ თათ ნუ აჭარბებ თორე დავიჯერებ :დდ მდლობა გოგონი. ხო იცი როგორი ჭიდილი მქონდა სალუთარ თავთან დამედო თუ არა :დდ

ჟიზელი
ვაააახ, ისედც დიდი თვალები მაქვს და ამ წუთიდან მთლად გადმომეკარკლა და დავმახინჯდი :დდდ ეჰ,ნატა,ნატა...ვი გაგისტუმრა ნეტა :/// ეჭვი მაქვს მირა მათეზე აიღებს ეჭვს,რადგან დიდი ხანი არ ჩანდა.

ოოო ვნახოთ ვმახოთ...ყველაზე რეალურად ეგ ვარიანტი გამოიყურება თუმცა კაცმა არ იცის ;) გამიხარდა, რომ შენი ეჭვი გაოზიარე... იმედია არც აწი დაგეზარება ❤️

Ignifex
აუ, მარი, ძალიან კარგი ხარ!
ავადმყოფად არ ჩამთვალო, მაგრამ პროლოგი მიყვარს, ისე კარგად გიწერია :დდდდ
საოცრად წერ.
მოვლენები ისე საინტერესოდ განავითარე, რომ ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის ვიხილავ!
ნატასთან ერთად მათე გაუჩინარდა და ჩემს თვალში ეჭვმიტანილია, თან ისე ცდილობდა მირას შეკავებას, რომ არ მოეძებნა ნატა. მააააგრამ თან ამით გვაბნევ დიდი ალბათობით და სულ სხვაა მკვლელი :დდ
ეს ფოტოგრაფი რა ტურფაა, ეგ რო იყოს დამნაშავე...ჰუჰ!
გელი, გელი და გელი! ♥♥

აუ ქეთი როგორ გმიხარდა შენი დანახვა და შენი კომენტარი... ისე იცი ძირეულად, რომ ნებისმიერ ავტორს ასიამოვნებ. ფუფუნება ხარ ❤️
რაც შეეხება ისტორიას, პროლოგი იყო პირველი, რამაც გონებაში გამიელვა და ამ პატარა სიუჟეტზე ავაგე შემდეგ ყველაფერი და მიხარია, რომ შენც ასე მოგეწონა ^^ დანარჩენი კი... დამნაშავის ძიებაში წარმტებება გისურვებ :დდდ იმედი ბევრჯერ დაიბნევი და შეგეცვლება აზრი :დდდ

№23 სტუმარი სტუმარი Maiko

Dzalian momewona da velodebi shemdeg tavs ????????????

№24  offline მოდერი Yvavi.

ისე იყო აღწერილი მარტო ამ გოგოს კი არა, მეც ამიფანცქვალდა გული.
უუჰ რა ქალი ხარ მარიაამ <3 ამას გვიმალავდი ამდენი ხანი? ><
აზზე არ ვარ რა უნდა ვთქვა ისტორიაზე ;დ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ ან რანაირად უნდა შეგაფასო >< რო მორჩები წიგნი მაღირსე და ეგაა ;დ

პ.ს “ტვალეტი” არა რაა ><

№25  offline აქტიური მკითხველი lalita

მიხარია რომ დაგვიბრუნდი, შენი ისტორიები ძალიან მაკლდა. საოცრად რომ წერ ალბათ იცი, მომწონს შენი სტილი. გამოძიებაზე თუ იქნება ძალიან კარგი იქნება.

№26  offline წევრი Steppenwolf

ფოტოგრაფი თუ მათე?
იქნებ ფოტოგრაფი?
მაგრამ რაში აწყობდა?
მოვიდა ერთ საღამოს ასე უაზროდ, უმიზეზოდ უცხო პიროვნება და ნატა მოკლა?
ხო მერე რა ფსიქოპატები ხომ ასეთები არიან.
იქნებ მაშინ ტუალეტში, რომ შევიდა.
და იქნებ მათემ მოკლა, იმიტომ რომ ყელში ამოუვიდა... მობეზრდა, დაიღალა ნატასთვის იმის ახსნით, რომ ა რ ჭ ი რ დ ე ბ ა?
ვაა საინტერესოა, ჩამთრევი და მძაფრი წასაკითხია ????
წარმატებები
--------------------
მიაძაკი

№27  offline ახალბედა მწერალი lullaby

Yvavi.
ისე იყო აღწერილი მარტო ამ გოგოს კი არა, მეც ამიფანცქვალდა გული.
უუჰ რა ქალი ხარ მარიაამ <3 ამას გვიმალავდი ამდენი ხანი? ><
აზზე არ ვარ რა უნდა ვთქვა ისტორიაზე ;დ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ ან რანაირად უნდა შეგაფასო >< რო მორჩები წიგნი მაღირსე და ეგაა ;დ

პ.ს “ტვალეტი” არა რაა ><

არ გიმალავდით კლინუს :დდ გეფიცები მთელი ეს დრო როგორ გავძელი და არ დავდე მიკვირს :დდ ახლა ბოლოში ვარ თითქმის გასული და საკუთარ თავს რისკზე წასვლის უფლება მივეცი :დდ ღმერთმა არ ქნას, ისე მოხდეს, რომ დასაწყისში რამის ჩასწორება მომიწიოს :დდ
ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა ყვავუნა... მიხიარია, რომ აქ გხედავ <3 და მადლობა შეფასებისთვის <3

პ.ს. ჩასწორებულ იქნა ;) <3

სტუმარი Maiko
Dzalian momewona da velodebi shemdeg tavs ????????????

მადლობა დიდი ^^ შემდეგი თავიც მალე იქნება ^^

lalita
მიხარია რომ დაგვიბრუნდი, შენი ისტორიები ძალიან მაკლდა. საოცრად რომ წერ ალბათ იცი, მომწონს შენი სტილი. გამოძიებაზე თუ იქნება ძალიან კარგი იქნება.

დაბრუნება მეც ძალიან მიხარია და თქვენი დახვედრა ხომ აასმაგებ სიხარულს ^_^ მადლობა ჩემო კარგო და კი, თავსატეხი ნამდვილად იქნება ;)

Steppenwolf
ფოტოგრაფი თუ მათე?
იქნებ ფოტოგრაფი?
მაგრამ რაში აწყობდა?
მოვიდა ერთ საღამოს ასე უაზროდ, უმიზეზოდ უცხო პიროვნება და ნატა მოკლა?
ხო მერე რა ფსიქოპატები ხომ ასეთები არიან.
იქნებ მაშინ ტუალეტში, რომ შევიდა.
და იქნებ მათემ მოკლა, იმიტომ რომ ყელში ამოუვიდა... მობეზრდა, დაიღალა ნატასთვის იმის ახსნით, რომ ა რ ჭ ი რ დ ე ბ ა?
ვაა საინტერესოა, ჩამთრევი და მძაფრი წასაკითხია ????
წარმატებები

მართალია, ფსიქოპატებს არ სჭირდებათ მიზეზი, თუმცა ვინ იცის...
და კი, სრულიად შესაძლებელია მათესაც ყელში ამოსვლოდა. რვა წელი რომ გოგო "გეკიდება" ალბათ მკვლელადაც გაქცევს ეს ფაქტი :დდ თუმცა, აქაც ვინ იცის...
წვრილმანებზე დაკვირვება კარგად გამოგდის როგორც ჩანს და დაგეხმარება ეგ ;)
მახარებს შენი კომენტარი... აშკარად იგრძნობა ინტერესი... ვკითხულობ და მეღიმება... მადლობა, რომ არ დაიზარე აზრის დატოვება ^^

№28 სტუმარი სტუმარი ნინა

ოპა. ის ფაქტი,რომ მათე განზრახ აკავებდა მირას ეჭვებს მიძლიერებს, თუმცა,შესაძლოა, ეს მწერლის გათვლაა და სწორედ ის აღმოჩნდეს ფსიქოპატი, ვისაც ამ თავში მინიმალური დატვირთა ჰქონდა. მარტივადაც არ იქნება საქმე აბაჰ. ვნახოთ, ძალიან საინტერესოა. იმედია დღეს დადებ

№29  offline მოდერი sopiko

რა ხანია, საიტზე კომენტარი არ დამიტოვებია.
ამას ასე ვერ დავტოვებდი.
შენ ყველაზე...
აი, რა გითხრა?
ემოციებისგან ცუდად ვარ...
შენი წვრილმანები, შენი დეტალები, ჭიქის კედელზე ჩამოცურებული თითები, მირას წელზე მათეს მოხრილი მტევნები. ეს ძალიან ბევრია, საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ მეც შენს პერსონაჟებთან აღმოვჩნდე.
დასაწყისი საკმაოდ გემოვნებიანად გქონდა შერჩეული. ინტრიგა საუკეთესო ხერხია მკითხველის ნაწარმოებზე მისაჯაჭვებლად.
ახლა სახელებს არ იკითხავ? მირა, მათე... არც ისე ხშირად რომ გვესმის, მაგრამ ის ერთი გაგონებაც რომ სიამოვნებას გვანიჭებს.
მირა მთავარი პერსონაჟია და იცი, მე ისეთი ჩვევა მაქვს, მთავარი პერსონაჟები ნაკლებად იქცევენ ჩემს ყურადღებას, ნაკლებად მიყვარდებიან, ნაკლებად...
ტრაგედიაო, ახსენა. ამით მიგვანიშნა, რომ მის წარსულში ბევრი საიდუმლოა, ბევრი გაუგებარი რამ ჩვენთვის, მკითხველებისთვის, ამით მხოლოდ მისი მომავლით კი არა, ნამყოთიც დაგვაინტერესა.
მიუხედავად იმის ა, რომ თავს მეგობრული დამოკიდებულებით იმარლებს, მასში ეგოიზმის, სითამამის ნიშნები შევნიშნე. შენ ზე უზომოდ შეყვარებულ კაცს ამდენად რომ უახლოვდები, ამდენად რომ ეხები, ამდენად რომ ეჩურჩულები, ეს უკვე ნიშნავს, რომ მის გრძნობებზე თამაშობ. ვფიქრობ, ფოტოგრაფმაც შეამჩნია ეს. ფოტოფრაფი, რომელიც უცნობია, მაგრამ შესაძლოა ყველას იცნობდეს. ძალიან სახიფათოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.
ფოტოგრაფი მირას აშიშვლებს, მის მოქმედებებს წინასწარ იცნობს, აბნევს, ქალის მზერას თავისაზე იჯაჭვებს. იქნებ ეს მისი როლია? იქნებ სპექტაკლის სცენარი წინასწარ მარტო მან იცის? ესეც უცნობია.
მათემ ყველაზე მეტად მომხიბლა. ძალიან არ მინდა, ნატას მკვლელი ან თავდასხმელი ის აღმოჩნდეს. საყვარელი, შეფარული, შარმიანი ბიჭია. რაღაც მომენტში ვინატრე, რომ მირას ადგილას მე ვყოფილიყავი ;დდ
ნატა ზედმეტად უფერული გმირი აღმოჩნდა და თუ მოკვდება, ალბათ, თავს ვერც ვერაფრით დამამახსოვრებს.
ისმის მთავარი კითხვა: რა მოხდა მას შემდეგ, რაც ნატა დარბაზიდან გავიდა?
მათე რაღაც დროით გაუჩინარდა, არც აზრების პასუხობდა, არც შეტყობინებებს, თუმცა ამით ადგილად მივდივართ იმ აზრზე, რომ ის დამნაშავეა. ასეთ კარგ მინიშნებას ნამდვილად არ მოგვცემდი. ეს გამორიცხავს მათეს, ამასთან ერთად ჩემი სიმპათიებიც მის მიმართ ;დდ
გვრჩება ფოტოგრაფი, თენგო და თეონა.
მე ფოტოფრაფი მგონია, ქალური ალღო ამას მკარნახობს, მაგრამ სრულებით შესაძლებელია დარჩენილი ორიდან რომელიმე იყოს. თენგოსაც თავისუფლად შეეძლო ნატაზე თავდასხმა. თუ გავიგებთ დროს, როდესაც ეს მოხდა, ჩემს ეჭვებში უფრო მეტად დავრწმუნდები.
მივადექით თეონას... ის მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც მირა კინაღამ დაიხრჩო ;დდ ვინ იცის, მანამდე ან მერე რას აკეთებდა? რატომღაც თენგოსა და მაგას ერთად ვშიფრავ, შეიძლება ეს ყველაფერი ერთად აც დაგეგმეს.
საბოლოო ჯამში, ორი შენიშვნა მაქვს ;დდ ძ თავიდან მირა რომ თვლიდა, ვის შეხვედროდა ბოლო ხანებში, მგონი რამდენიმე “და” კავშირი ერთად გაგეპარა.
და კიდევ, აჯობებდა, რომ ტუალეტის ნაცვლად საპირფარეშო გეხმარა, თუ, რა თქმა უნდა, ამასაც რაიმე დატვირთვა არ აქვს. თანაც, ტვალეტში, ტვალეტისკენ, ასეც შემხვდა, როცა უნდა ყოფილიყო ტუალეტში და ტუალეტისკენ.
ხომ იცი როგორ გელი, როგორ გამორჩეულად გაფასებ და როგორ მიყვარხარ!
შენი შემოქმედება არის ის, რაზეც ვერასოდეს ვიტყვი უარს...

№30  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ნინა
ოპა. ის ფაქტი,რომ მათე განზრახ აკავებდა მირას ეჭვებს მიძლიერებს, თუმცა,შესაძლოა, ეს მწერლის გათვლაა და სწორედ ის აღმოჩნდეს ფსიქოპატი, ვისაც ამ თავში მინიმალური დატვირთა ჰქონდა. მარტივადაც არ იქნება საქმე აბაჰ. ვნახოთ, ძალიან საინტერესოა. იმედია დღეს დადებ

ხოო ეჭვის საფუძველი ნამდვილად გაქვს მათეზე და ალბათ იმაზეც, ვისაც ნაკლები დატვირთვა ჰქონდა... გამ-ხარდა, რომ გამიზიარე შენი აზრი, იმედია არც აწი დაიზარებ ხოლმე... მადლობა <3

sopiko
რა ხანია, საიტზე კომენტარი არ დამიტოვებია.
ამას ასე ვერ დავტოვებდი.
შენ ყველაზე...
აი, რა გითხრა?
ემოციებისგან ცუდად ვარ...
შენი წვრილმანები, შენი დეტალები, ჭიქის კედელზე ჩამოცურებული თითები, მირას წელზე მათეს მოხრილი მტევნები. ეს ძალიან ბევრია, საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ მეც შენს პერსონაჟებთან აღმოვჩნდე.
დასაწყისი საკმაოდ გემოვნებიანად გქონდა შერჩეული. ინტრიგა საუკეთესო ხერხია მკითხველის ნაწარმოებზე მისაჯაჭვებლად.
ახლა სახელებს არ იკითხავ? მირა, მათე... არც ისე ხშირად რომ გვესმის, მაგრამ ის ერთი გაგონებაც რომ სიამოვნებას გვანიჭებს.
მირა მთავარი პერსონაჟია და იცი, მე ისეთი ჩვევა მაქვს, მთავარი პერსონაჟები ნაკლებად იქცევენ ჩემს ყურადღებას, ნაკლებად მიყვარდებიან, ნაკლებად...
ტრაგედიაო, ახსენა. ამით მიგვანიშნა, რომ მის წარსულში ბევრი საიდუმლოა, ბევრი გაუგებარი რამ ჩვენთვის, მკითხველებისთვის, ამით მხოლოდ მისი მომავლით კი არა, ნამყოთიც დაგვაინტერესა.
მიუხედავად იმის ა, რომ თავს მეგობრული დამოკიდებულებით იმარლებს, მასში ეგოიზმის, სითამამის ნიშნები შევნიშნე. შენ ზე უზომოდ შეყვარებულ კაცს ამდენად რომ უახლოვდები, ამდენად რომ ეხები, ამდენად რომ ეჩურჩულები, ეს უკვე ნიშნავს, რომ მის გრძნობებზე თამაშობ. ვფიქრობ, ფოტოგრაფმაც შეამჩნია ეს. ფოტოფრაფი, რომელიც უცნობია, მაგრამ შესაძლოა ყველას იცნობდეს. ძალიან სახიფათოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.
ფოტოგრაფი მირას აშიშვლებს, მის მოქმედებებს წინასწარ იცნობს, აბნევს, ქალის მზერას თავისაზე იჯაჭვებს. იქნებ ეს მისი როლია? იქნებ სპექტაკლის სცენარი წინასწარ მარტო მან იცის? ესეც უცნობია.
მათემ ყველაზე მეტად მომხიბლა. ძალიან არ მინდა, ნატას მკვლელი ან თავდასხმელი ის აღმოჩნდეს. საყვარელი, შეფარული, შარმიანი ბიჭია. რაღაც მომენტში ვინატრე, რომ მირას ადგილას მე ვყოფილიყავი ;დდ
ნატა ზედმეტად უფერული გმირი აღმოჩნდა და თუ მოკვდება, ალბათ, თავს ვერც ვერაფრით დამამახსოვრებს.
ისმის მთავარი კითხვა: რა მოხდა მას შემდეგ, რაც ნატა დარბაზიდან გავიდა?
მათე რაღაც დროით გაუჩინარდა, არც აზრების პასუხობდა, არც შეტყობინებებს, თუმცა ამით ადგილად მივდივართ იმ აზრზე, რომ ის დამნაშავეა. ასეთ კარგ მინიშნებას ნამდვილად არ მოგვცემდი. ეს გამორიცხავს მათეს, ამასთან ერთად ჩემი სიმპათიებიც მის მიმართ ;დდ
გვრჩება ფოტოგრაფი, თენგო და თეონა.
მე ფოტოფრაფი მგონია, ქალური ალღო ამას მკარნახობს, მაგრამ სრულებით შესაძლებელია დარჩენილი ორიდან რომელიმე იყოს. თენგოსაც თავისუფლად შეეძლო ნატაზე თავდასხმა. თუ გავიგებთ დროს, როდესაც ეს მოხდა, ჩემს ეჭვებში უფრო მეტად დავრწმუნდები.
მივადექით თეონას... ის მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც მირა კინაღამ დაიხრჩო ;დდ ვინ იცის, მანამდე ან მერე რას აკეთებდა? რატომღაც თენგოსა და მაგას ერთად ვშიფრავ, შეიძლება ეს ყველაფერი ერთად აც დაგეგმეს.
საბოლოო ჯამში, ორი შენიშვნა მაქვს ;დდ ძ თავიდან მირა რომ თვლიდა, ვის შეხვედროდა ბოლო ხანებში, მგონი რამდენიმე “და” კავშირი ერთად გაგეპარა.
და კიდევ, აჯობებდა, რომ ტუალეტის ნაცვლად საპირფარეშო გეხმარა, თუ, რა თქმა უნდა, ამასაც რაიმე დატვირთვა არ აქვს. თანაც, ტვალეტში, ტვალეტისკენ, ასეც შემხვდა, როცა უნდა ყოფილიყო ტუალეტში და ტუალეტისკენ.
ხომ იცი როგორ გელი, როგორ გამორჩეულად გაფასებ და როგორ მიყვარხარ!
შენი შემოქმედება არის ის, რაზეც ვერასოდეს ვიტყვი უარს...

აი სოფ, უბრალოდ ვგიჟდები შენს განხილვებზე... ისეთი ყურადღებიანი და დაკვირვებული მკითXველი ხარ, რომ საჩუქარი ხარ ჩემთვის, ნამდვიილი ფუფუნება <3 რო გავხსენი ისტორია და ჯერ ამხელა მოცულობა დავინახე, მერე ნიკი, გული ამიფრთხიალდა გეფიცები... ზუსტად ესაა ის, რისი მოლოდინიც მქონდა, როცა ამ იტორიას ვწერ/დი...
რაც შეეხება დანარჩენს, მიხარია, რომ დეტალებს ასე აკვირდები და არ გრჩება არაფერი, ხომ იცი, მეც წვრილმანების გიჟი ვარ და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ჩავდო ეგენი. :დდ
მიხარია, რომ დააწყიიც მოგეწონა... ეგ იყო პირველი, რამაც თავში გამიელვა, თუ რა თქმა უნდა პროლოგ გულისხმობ, და შემდეგ მოვიფიქრე ყველაფერი დანარჩენი... სახელებზეც ბევრი ვიფიქრე და აბა ვნახოთ, ფოტოგრაფის სახელი რამდენად მოგეწონება :დდ
მირა და მათე... ხო, სხვათა შორის, მირა ხვდება, რომ არ იქცევა კარგად და კი ძალიან ძალიან დიდი ეგოისტია, ამას მომავალში უფრო კარგად დაინახავს.
მომწონს, როგორ ცდილობ მათეს უდანაშაულობის დამტკიცებას (თათამ არ გაგიგოს, ეგ მაგის ბიჭია :დდ). არ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაო, მეშინია არაფერი დამცდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავეს საგულდაგულოდ დავმალავ გარკვეულ ეტაპამდე, მერე დაე მიხვდეთ ყველაფერ :დდდ

რაც შეეხება შენიშვნებს, მაგათ აუცილებლად ჩავასწორებ :*
სოფ უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი სიამოვნებისთვის... მიხარიხარ ძალიან <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent