ტყუპები (6თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპები (6თავი)

21-07-2018, 16:38
ნანახია 3 798

ტყუპები (6თავი)

-რა გჭირს? ფეხდაფეხ მიყვა ანკა.
-არაფერი?
-ტანსაცმლიანად იბანავე? -სიცილი დააყარა ანკამ.
-მოკეტე. -შეუღრინა ელენამ.
-შენი არ ვიცი მაგრამ მე ვხვდები რომ კარგად გავერთობი შენი და მათეს კატა თაგვობანათი. -საჯდომზე ხელი აარტყა ანკამ დას და ოთახიდან გავიდა. ელენამ სველი ტანსაცმელი გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ასე არა? დამაცადე მათე. სისხლს ამოგწოვ. -გაიღიმა ელენამ და საწოლზე გახალისებული გაგორდა.
---------------------------

-ანკა, ვოვაზე იფიქრე. -თავზე წამოადგა აუზზე გაშოტილ დას ელენა, რომელიც უკან მოფუსფუსე დაკუნთულ მამაკაცებს თვალს ვერ წყვეტდა.
-ეგ ვინ არის? -სასაცილო მზერა მიაპყრო დას. ელენამაც თავში სიყვარულით წაუთაქა. -არ შემომიერთდები?
-სხვა გეგმები მაქვს. -ტუჩზე იკბინა ელენამ და მათკენ მომავალ მათეს მზერა აარიდა.
-ირუჯები? -გვერდით მიუჯდა ანკას. -კარგად გამოიყურები.
-მზრუნველი მფარველი ანგელოზი მყავს.
-ხოო? მშვენიერია. მოსაწევი გინდა? -შეხვეეული თამბაქო გაუწოდა მათემ.
-მარტო რა პონტიი?
-მაშინ შემოგვიერთდი. -თვალით ანიშნა მეგობრებისკენ.
-სიამოვნებით. -ამბობს ანკა. მათეს გამოწვდილ ხელს ეყრდნობა და დგება.
-შენ არ გინდა? -ახლა ელენას მიუბრუნდა რომელმაც უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და სახლში შევიდა. -რა უჟმური ვინმეა.
-ჰო. გეთანხმები. -გაუღიმა ანკამ და მოსაწევს ღრმა ნაფაზი მოქაჩა. -კიდე მოგწონს?
-შენი და? რომ გითხრა არათქო დამიჯერებ?
-ნწ.
-მაშინ რატომ მეკითხები?
-დასაზუსტებლად. არ აპირებ რომ უთხრა ამის შესახებ?
-თვითონ მოვა. -ეშმაკურად გაიღიმა მათემ.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. ელენა ძალიან პატივმოყვარეა.
-მოვათქო.
-იმედი მაქვს.
-რას ამბობს ჩემზე?
-არ ვაპირებ მის გრძნობებზე მე გელაპარაკო, წადი და თვითონ კითხე.
-გრძნობებზე? ანუ გულგრილი არ არის ჩემს მიმართ? -კმაყოფილი მზერა შეანათა მათემ ანკას და მოსაწევი გამოართვა.
-არც იფიქრო ამ საქმეში ჩემი ჩარევა მათე.
-არც ვაპირებ. -მათემ სახლისკენ გააპარა მზერა და მეორე სართულის ფანჯრიდან მომზიმარ ელენას თვალებს შეეფეთა. ეს უკანასკნელი წამში გაქრა ფანჯრიდან მათეს კი სიამოვნებით ჩაეღიმა.
-რა გაცინებს?
-არაფერი. შენი მშობლები სად არიან?
-ხეობაში ჩავიდნენ. რაიყო?
-ზევით არ ამოხვიდე. -თვალი ჩაუკრა მათემ ანკას და სახლისკენ დაიძრა.
-მათე. -შეშლილი მზერა შეანათა ანკამ.
-კარგი რა ანკა. მეღადავები? რა იფიქრე? გიჟს და მოძალადეს ვგევარ?
-მაპატიე.
-უბრალოდ უნდა დაველაპარაკო. -მათე ზემოთ ავიდა ელენას კართან შედგა. ხელის გული აჩეჩილ თმაზე გადაისვა, ჩაახველა, კარის სახელური ჩამოწია და ოთახში ჩუმად შევიდა. ელენა საწოლზე ჩამხობილი იწვა. კარის გაღების გამო ბალიშიდან თავი წამოყო და როგორც კი თვალი მათეს მოკრა საწოლიდან წამოხტა. გააზრება ვერ მოასწრო ისე გაჩნდა მათე მის გვერდით, ხელი კრა და ისევ საწოლს მიაჯაჭვა. ხელები თავზემოთ დაუჭირა და შიშველი სხეული მის სხეულს ააკრო.
-გეყოფა მათე. გამიშვი თორემ ვიყვირებ.
-არ იყვირებ... -ამოიხრიალა მათემ და ტუჩები ნაზად შეახო ყურზე. ელენას ყრუ კვნესა აღმოხდა და ქვედა ტუჩზე იკბინა. მათეს ჩაეცინა. ახლა ყელზე დაუტოვა ვნებიანი კოცნა. ელენა უკვე უმწეოდ ამოძრავდა მათეს სხეულის ქვემოთ მოქცეული. -სხეული გააჩერე თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ? -ელენას ვნებიანი ღიმილი აესახა ბაგეზე. -ნუ იღიმი ეგრე. -თითებში მოქცეულ ელენას თითებს ძლიერად მოუჭირა მათემ და კბილი ჩაავლო ყურზე.
-ხომ იცი რომ შემიძლია ჭკუიდან აგჭრა. -ჩურჩულით ამბობს ელენა.
-არც მე ჩამოგრჩები. -თითები ნაზად აასრიალა ელენას ფეხზე მათემ და მოძრაობა მის საჯდომზე შეაჩერა. დაძაბული ელენა სურვილით იწვოდა. მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა. გამშრალი ტუჩები გაილოკა და ორივე ხელი ყელზე მოხვია მათეს. მათემ სხეული დაძაბა. სასურველ ქალს მაჯებში წვდა, ხელები კისრიდან მოიშორა და ისევ საწოლს ააკრა. -ხომ გითხარი რომ შემეხვეწები.
-მგონი შენი მეგობარი თავს ცუდად გრძნობს. -გამომწვევად გაუღიმა ელანამ.
-მათე ელენას სურვილით აღგზნებულ სხეულს მოშორდა და ოთახიდან დაზაფრული მზერით გავიდა. ელენა ღიმილით ჩააფრინდა ზეწარს თითებით და საწოლზე გაინაბა.
-რა სახე გაქვს? -მხიარული კითხვა შეაგება ანკამ მისკენ მომავალ მათეს.
-მაპატიე. -ამბობ მათე და პირდაპირ აუზში ხტება. -ანკა სიცილს ვერ იკავებს და ბოლო ხმაზე ხარხარებს. -გეყოფა. -შეუღრინა წყლიდან ამოსულმა მათემ.
-ასეთი რა გიქნა? -უფრო აღადავდა ანკა.
-ანკა.
-ჰო. კაი კაი.
***
დის საძინებელში მხიარულ ნოტაზე შესულ ანკას იქ დახვედრილი სურათის გამო წამში ეცვლება ხასიათი. ფიქრებში გართულ ელენას მიუახლოვდა, გიოს ფოტო ხელიდან აართვა და უჯრაში შეინახა.
-შემომხედე. -თითებით აწია ტყუპისცალის ნიკაპი. -ცხოვრება გრძელდება. მას გაუხარდება შენი ბედნიერება ელენა.
-ხუთი წუთის წინ მინდოდა მათეს მკლავებში ავკნესებულიყავი.
-მერე ხელი რამ შეგიშალა? -სახეზე ჩამოშლილო თმა შეუსწორა ანკამ. -მას ძალიან მოსწონხარ.
-მეც მომწონს.
-მაშინ შეეცადე ნორმალურო ადამიანივით მოიქცე. -ადექი.
-რას აკეთებ? -კითხვით მიუბრუნდა ელენა მის კარადაში ქექვით გართულ ანკას.
-მდა... წავალ ჩემგან აგირჩევ რამეს.
-გეყოფა.
-ეს შენ გეყოფა. ნუ დადიხარ მონაზონივით. არ გცხელა მაინც?
-შენს "პენუარებს" არ ჩავიცმევ. -დაუბღვირა დას?
-ისე კარგად ჩაიცმევ.
***
-როგორ მოხდა? -თავიდან ბოლომდე აათვალიერა დედამ მოკლე სარაფანში გამოწყობილი ელენა.
-კომენტარის გარეშე არა?
-რა ჭირს? -გადაუჩურჩულა ანკას.
-უიმე რა ვიცი დედა.
ელენა ბაღში ჩავიდა და ხეებს შორის მიიმალა. უეცრად შემოჭრილ ვნებაზე ბევრს ფიქრობდა. ვერ გაერკვია მოსწონდა თუ არა ამჟამინდელი მდგომარეობა. ფატქი იყო მათე მოსწონდა მაგრამ თავს კონტროლს მაინც უწევდა, მისი შეყვარება არ უნდოდა ამ დროს კი გრძნობდა, რომ უყვარდებოდა.
-კარგად გამოიყურები. -მოესმა ზურგს უკან სასურველი ხმა. მის გვერდით მდგარ ხეს მიეყრდნო და მზერა მათეს შეანათა. -ცუდია რომ შენი მშობლების სახლში ვართ.
-რატომ?
-ამ წამს ძალიან მინდიხარ. -ელენას ეღიმება.
-ზედმეტად პირდაპირი ხომ არ გახდი?
-ეს ცუდია? -მათე მიუახლოვდა და მის წინ აისვეტა. საჩვენებელი თითი სახეზე ჩამოუსვა და ელენამაც თვალები დახუჭა. -შენც გინდივარ არა? ელენამ ყელი უკან გადააგდო.
-კარგია რომ ჩემი მშობლების სახლში ვართ. -თვალი გაახილა და მათეს მზერა გაუსწორა.
-რა საძაგელი ხარ. -სხეულით აეკრო მათე.
-დაგვინახავენ. -მის მოშორებას შეეცადა ელენა თუმცა მათეს მკლავებს თავი ვერ დააღწია და შეწინააღმდეგებას თავი ანება.
-ძალიან მომწონხარ.
-ვიცი.
-აუტანელი ხარ.
-ვიცი.
-პატივმოყვარე. -მათემ ნაზად შეახო ტუჩები ყელზე.
-ვიცი.
-ბოროტი. -ხელი კაბის ქვეშ შეაცურა და ელენას მუხლები მოეკვეთა. მათემ ძლიერი ხელი შეაშველა და თვალები დაუკოცნა.
-თვალები არ გაახილო.
-მნებდები? ასე მალე გადაწყვიტე ფარხმლის დაყრა?
-თვალები არ გაახილო.
-კარგი. -ამბობს ელენა. მათე სველ კოცნას უტოვებს ყელზე. ლოყაზე. ტუჩის კუთხეში. ელენას აჩქარებული გულის ცემისგან უკვე გონება ებინდება, მძიმედ სუნთქავს. მათეს ძლიერ ხელს გრძნობს ფეხებს შორის და კვნესა დაუკითხავად წყდება მის ბაგეს. კბილებით გადაწია მისი მხრიდან სარაფანის სალტი მათემ, გაშიშვლებულ მკერდს თითები გადაატარა და კბილებ შორის მოიქცია. -ჯანდაბა მათე. ვინმე დაგვინახავს.
-ერთი წუთით. -ტუჩები ყურთან აუთამაშა მათემ. -სულ ერთი წუთით გაჩუმდი. -მერე მის სხეულს მოშორდა. რამოდენიმე წამი ელენა თვალებდახუჭული ელოდა სასიამოვნო აფეთქების გაგრძელებას. მერე თვალი ფრხილად გაახილა და როცა აღმოაჩინა, რომ მარტო იყო ხეებს შორის ნახევრად შიშველი და საშინლად აღგზნებული ჯერ მათეს მოკვლა მოუნდა და შემდეგ სიცილი ატეხა.
-ასე არა? კარგი. ვითამაშოთ ბატონო მათე. -გამოსცრა კბილებში, თმა შეისწორა და ხეებს შორის გაუჩინარდა.
***
-რა გაცინებს? -ეკითხება თვალებგაშტერებულ მათეს ანკა. ეს უკანასკნელი მისი ხმის გაგონებისას გონს მოდის თუმცა მოქნეულ ჩაქუჩი ლურსმანს ააცილა და ხელში მოირტყა.
-ჯანდაბა. -ამოიხრიალა მათემ და სიმწრისგან მთელ სახეზე ალმური მოედო.
-ყინულს მოგიტან. -ანკა ორ წუთში ბრუნდება ყინულით სავსე თასით ხელში.
-უფრო დიდი თასი არ გქონდა? -დასცინა მათემ თასის სიდიდის გამო. ტრამვირებული ხელი ყინულებს შორის მოათავსა და სახეზეც ნელ-ნელა ადამიანური ფერი დაუბრუნდა.
-უკეთ ხარ?
-კი.
-მაპატიე ჩემი ბრალია.
-კარგი რა მოხდა. ხომ არ მომტყდა უბრალოდ თითები დამიზიანე, ნუ ეს ცუდია მაგრამ არაუშავს გეგმის განხორციელება ცალი ხელითაც შემიძლია. -ახარხარდა მათე.
-რა გეგმის?
-რემონტის. -პასუხობს ეშმაკურად. ჰორიზონტზე ელენა გამოჩნდა. ჯერ მათეს თასში მოთავსებულ მტევანს შიშით შეავლო თვალი, მერე ღიმილმა გადაურბინა და გვერდი უხმოდ აუარა.
-იჩხუბეთ?
-არა.
-აბა რა სახით აგიარა?
-არ ჩაერიო. კარგს არაფერს მოგიტანს.
-ამაში გეთანხმები. მანახე ხელი.
-დაიკიდე. უკვე გამიარა.
-რამ გაგიარა. სისხლი მოგდის. წამოდი სახლში დაგიმუშავებ ჭრილობას.
-არ მინდა ანკა.
-წამო წამო. ხომ გინდა მალე მოგირჩეს ეგ ხელი, რომ ორივე ხელის გამოყენება შეძლო. -თვალი ჩაუკრა ანკამ და ენა გამოუყო მათეს.
-რა შეშლილი და აღვირახსნილი ხარ ანკა.
-რემონტი ხო? შენ გააცურე ელენა ბიჭო, ჩემთან ეგეთები არ გაგივა.
-აშკარად. -ღიმილით შევიდნენ სახლში.
-ვაიმე შვილო რა მოგივიდა. -ისტერიკაში ჩავარდა ქალბატონი ციალა მათეს გასისხლული თითების დანახვისას.
-არაფერია. უბრალო ნაკაწრია. არ ინერვიულოთ.
-ელენა სპირტი და ბამბა მოიტანე, კარადაშია. -გასძახა ციალამ შვილს. ელენაც პირველადი დახმარების ყუთით ხელში დაბრუნდა.
-მე მივხედავ. წამოდი. -ამბობს ელენა და საძინებლისკენ დაიძრა.
-ფრთხილად იყავი. -თვალი ჩაუკრა ანკამ მათეს და მანაც ღიმილით გადააქნია მის ანცობაზე თავი.
-დაჯექი. -მათე საწოლზე უხმოდ ჩამოჯდა. -მაჩვენე. -ხელზე შეეხო ელენა ისე რომ მისთვის თვალებში არ შეუხედავს. მათემ თვალი აარიდა რადგან მისკენ დახრილი ელენას სარაფნიდან მკერდი თვალსაჩინოდ ჩანდა.
-რა იყო? პირველად ხედავ? -გაუღიმა ელენამ და თითებზე სპირტი გადაასხა.
-ჯანდაბა. მეწვის.
-ვიცი. -ვნებიანად გამოსცრა ელენამ კბილებში და ფრთხილად შეუბერა ჭრილობაზე სული. მის წინ ჩამუხლული ელენას დანახვისგან მათეს ცივმა ოფლმა დაასხა. ელენამ სიტუაციის სადავე აიღო ხელში და გამარჯვებული წამოდგა. ხელზე ბინტი ნაზად შემოახვია და ფრხილად შეუკრა. -ესეც ასე. მზად არის.
-მადლობა.
-კარი იქ არის. -თვალით ანიშნა გასასვლელისკენ და თვითონ საწოლზე მიწვა. -მათეს გაეღიმა.
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა გავიდე?
-შენ ხარ დარწმუნებული რომ გასვლა გინდა?
-მეთამაშები?
-არ მოგწონს? -მათე საწოლს მიუახლოვდა. ელენას მუხლზე ნაზად შეახო ჯანსაღი თითები. ფრთხილად ააცურა ქვემოდან ზემოთ. ელენა იდაყვებს დაეყრდნო და კისერი უკან გადააგდო. კაბა ბოლომდე აუსირლა ფეხზე. ტუჩები ბარძაყზე გადაუტარა, ელენამ ნაზად შეაცურა მის თმაში ხელი და თავისკენ დაქაჩა. ბიჭიც წამებში მოექცა სასურველი ქალის სხეულს ზემოდან. სუნთქვა დაუმძიმდა, გაუხშირდა. ვენები დაასკდა. ელენამ სხეულზე თითები ააცურა და მათემაც თვალები დახუჭა სიამოვმებისგან. ყელზე ნაზი კოცნა დაუტოვა. ხელი შარვლისკენ ჩააცურა. მათემ მზერა შეანათა და როგორც კი მისი ტუჩებისკენ დაიხარა წამში ტკივილისგან დაიკლაკნა. ელენამ ნატკენ ხელზე ძლიერად მოუჭირა თითები და მათეც შეშლილი მოშორდა მის სხეულს.
-გეგონა შეგრჩებოდა?
-იცი რომ მეტკინა?
-ერთით ერთი. -თვალი ჩაუკრა ელენამ და ღიღინ ღიღინით გაუღო გასასვლელი კარი. მისი კეკლუცობით მათე წამში გახალისდა.
-მალე შევხვდებით პატარავ. -თქვა და ელენა მარტო დატოვა. კარი დაკეტა თუ არა საწოლზე შემოხტა და პატარა ბავშვივით ხტუნვას მოყვა. ბედნიერი იყო. გამარჯვებით და სამაგიეროს გადახდით სრულ ადრენალს განიცდიდა. ღრუბლებში დაფრინავდა, გულის ცემას ვერ იოკებდა და ბედნიერების კივილი ყრუდ გაჩხეროდა ყელში. სიაომვნებისგან დამონებული საწოლზე გულაღმა გაიშოტა და თვალებსაც დაუკითხავად მოწყდნენ სიხარულის ცრემლები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი დარინა

როგორ მომწონს მათეს და ელეს კატათაგვობანაა, ბევრიი მაცინეს ამ თავშიიი ისეთი საყვარლები არიან, მომწონს მათე რომ აგიჟებს ელეს. ანკას და ვოვას წყვილს ველოდებიი

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

დარინა
როგორ მომწონს მათეს და ელეს კატათაგვობანაა, ბევრიი მაცინეს ამ თავშიიი ისეთი საყვარლები არიან, მომწონს მათე რომ აგიჟებს ელეს. ანკას და ვოვას წყვილს ველოდებიი

დიდი მადლობა ????????????
ვოვაც მალე შემოგვიერთდება

№3 სტუმარი სტუმარი სიბილა

უჰ ასეთი შერიგება მაგარი იქნება

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი სიბილა
უჰ ასეთი შერიგება მაგარი იქნება

❤❤❤

№5 სტუმარი ნია

დამცხააა :დდდდ მე მომწონს ესეთი ელენა, წარსულს ვერ დააბრუნებს და ასეთ დროს ცხადია ვემხრობი ცხოვრების გაგრძეებას. ბედნიერების უფლება ყველას აქვს და თან მათესნაირი კაცი არცაა ხელიდან გასაშვები :დ
ანკაც მომწონს სხვათაშორის. ჯერ-ჯერობით ჩემგან მხოლოდ ერთი მინუსი ეწერება ამ გოგოს, აი იმ ამბავზე ელენას სახელით რომ გაერთო იმ კაცთან:) სხვა დანარჩენი მოგვარებადია, შეუყვარდება ვოვა და მერე მეეჭვება იმდენად ბინძური იყოს საყვარელს საყვარელზე იცვლიდეს:დდდ
ასე რომ, მთლიანობაში მომწონს ისტორიის 6-ივე თავი და დანარჩენი ვნახოთ წინ რა გველოდება :)
საუკეთესო მწერალი ხარ ამ საიტზე, ვგიჟდები შენზე <3

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნია

როგორც ყოველთვის შემოიჭრები ხოლმე და კომენტარში ზღვა ემოციებს დაყრი ❤❤❤
ძაან საყვარელი ხარ რა.
დაანებე გოგო ანკას თავი. ვგიჟდები მე მაგ გოგოზე :-)

№7 სტუმარი ნია

ჰალუცინოგერი

ჰოდა ცუდს რომ ვერაფერს ვხედავ მაგ გოგოში მაგიტომაც გამოვყოფ ხოლმე კომენტარებში :) აი თავიდან რომ გვეგონა მეც და შენც რომ არ მომეწონებოდა მთლად მასეც არ ყოფილა:)

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

:-D დამენანა

№9 სტუმარი ნია

იმდენად კარგი გოგოა და ისეთ ტკივილს ატარებს როგორიც სინდისის ქენჯნაა, რომ ცუდი პერსონაჟობისთვის მენანება. მგონი ახლა ვოვას გამოჩენას უფრო ვუცდი, ვიდრე ჩემი წყვილის კატა-თაგვობანას :დდდდდ

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნია
იმდენად კარგი გოგოა და ისეთ ტკივილს ატარებს როგორიც სინდისის ქენჯნაა, რომ ცუდი პერსონაჟობისთვის მენანება. მგონი ახლა ვოვას გამოჩენას უფრო ვუცდი, ვიდრე ჩემი წყვილის კატა-თაგვობანას :დდდდდ

მალე მალე ❤❤❤

№11  offline წევრი lena lena

Mdaaa
Chemo marmelado
Mokled ertad wavikitxe yvela tavi
Da rogori magari gogo xar shen
Nu anka rom shokia misi agviraxsnilobit da bindzuri azrebit xo faqtia.
Tavdaxrili mayvali ufro ibwkinebao xo ici? Xoda egetia elena :d malulad seqsualuri da vnebiani
Mate dzalian magari bichia
Da shen chemi piradi saocreba
❤❤❤

№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

lena lena
Mdaaa
Chemo marmelado
Mokled ertad wavikitxe yvela tavi
Da rogori magari gogo xar shen
Nu anka rom shokia misi agviraxsnilobit da bindzuri azrebit xo faqtia.
Tavdaxrili mayvali ufro ibwkinebao xo ici? Xoda egetia elena :d malulad seqsualuri da vnebiani
Mate dzalian magari bichia
Da shen chemi piradi saocreba
❤❤❤

კიდევ ერთხელ მომანატრებ თავს ასე და გპირდები გიპოვნი და გაგწეწავ ❤❤❤
მიყვარხარ მე შენ

№13  offline წევრი Onlyyou

ვაიმეეე ეს რა მაგარი თავი იყოო❤ რამაგარდ ვიმხიარულე❤ ღიმილი არ მომშორებია სახიდან ❤❤ მალე დადე რა ძალიან მაგარი ხარ შენ ❤

№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Onlyyou
ვაიმეეე ეს რა მაგარი თავი იყოო❤ რამაგარდ ვიმხიარულე❤ ღიმილი არ მომშორებია სახიდან ❤❤ მალე დადე რა ძალიან მაგარი ხარ შენ ❤

მეც ღიმილით ჩავიკითხე შენი კომენტარი ❤❤❤

№15  offline წევრი Lineta

Es ra dzalian magari gogo gipovne
Mowyenilobisgan suli kinagam ganvuteve da metqi shevixedav saitze iqneb raime vipovno ai iseti xasiatze rom momiyvansmetqi da ki gipovne ????????????
Nu ankam gadamria. Mosiarule qarishxalia qali saswauli ????
Momwons wwris stili, shinaarsobrivi xazic da saertod wavedi axla me shens dzvel istoriebs unda chavujde
P.s ramdeni xania am saitze aase dzalian aravin momwonebia.

№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Lineta

ვაიმე ვაიმე ვაიმე... ❤❤❤
გულო გამითბე

№17 სტუმარი Nini

ვაიმეეე როგორი კარგი იყოო♥️♥️♥️ ვგიჟდები მათეზე და მომწონს შეცვლილი ელენა♥️♥️ მოკლედ საოცრება ხარ♥️♥️

№18  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini
ვაიმეეე როგორი კარგი იყოო♥️♥️♥️ ვგიჟდები მათეზე და მომწონს შეცვლილი ელენა♥️♥️ მოკლედ საოცრება ხარ♥️♥️

მადლობა ❤

№19  offline წევრი ცარიელი

რაღაც წყნარი მშვიდი ისტორიაა ჯერ-ჯერობით :დ იმედია რამე ქარიშხალს არ დაატრიალებ.. :დ მომწონს ელენა და მათე ❤️ ანკას და ვოვას წყვილი ლც ძალიან მაინტრესებს ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

№20  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე როგორ მომწონს ამათი ცუღლუტობები. გააგიჟებს ეს გოგო მათეს ისე, რომ დაიკიდებს ეს კაცი მშობლების სახლში რო არიან: დდ სასწაული წყვილია, ცეცხლიი ცეცხლიი.
ანკა იმედია მოეშვება აღვირახსნილ ცხოვრებას, თორემ საშინლად მაღიზიანებდა მისი ზღვარგასული საქციელები. გამოაჩინე მალე ვოვა, იქნებ მან დააოკოს ჩვენი გოგო::დდდ
აი ხასიათზე მომყვანი ისტორიაა, თუ რამე მძაფრი დრამები არ გველოდება წინ.
❤❤❤❤

№21 სტუმარი Nini

დღეს ვერ დადებ?

№22  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini
დღეს ვერ დადებ?

ვერა. ხვალ ავტვირთავ ❤

№23  offline წევრი triniti

Ra kargebi arian es elene dzalian momwons cota gamococxlebuli

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent