წესების გარეშე 1 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესების გარეშე {1}

21-07-2018, 20:52
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 114

წესების გარეშე {1}

მე მაქსიმე ჩარკვიანი ვარ, ოცდახუთი წლის.
უკვე ათი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოში, სულ რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული.
თუმცა ჩემს თავზე სხვა დროს.
ახლა მინდა გიამბოთ ისტორია, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
. . .

ერთი წლის წინ კაფეში გავიცანი ქალი, რომელზეც ვაპირებ გიამბოთ.
ქალი, რომლის ცხოვრება სავსე იყო ვნებით, სიყვარულით, შეცდომებით, ბრძოლებით, პოპულარობით და ყველაფერი იმით, რის გამოც შეიძლება ითქვას რომ სიცოცხლე ღირს.
კაფეში მჯდომს, ჯერ თავზე წამომადგა, შემდეგ კი ჩემს წინ დაჯდა.
მუქი ყავისფერი კანით, ზომიერად ნავარჯიშები სხეულით, მწვანე ციმციმა თვალებით, ოდნავ დიდი ტუჩებით და ულამაზესი ნაკვთებით, ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე უფრო სრულყოფილად გამოიყურებოდა.
- გამარჯობა. - თავად დაიწყო საუბარი.
- გაგიმარჯოს. დაბნეულობა შემეტყო, რადგან მშობლიური ენა საკმაოდ დიდხანს არ გამეგონა.
- მე ანაბელი ვარ. - იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
- სასიამოვნოა, მე მაქსიმე. - ხელი გავუწოდე, თუმცა არ ჩამომართვა და მეც საუბარი განვაგრძე. - როგორ მიხვდით რომ ქართველი ვარ?
- დიდი ხანია გაკვირდები, უფრო ზუსტად მას შემდეგ, რაც სკამს ქართულად შეუკურთხე.
- გასაგებია. - ვთქვი და ერთი კვირის წინანდელი შემთხვევა გამახსენდა, როცა კაფეში სკამი ამისრიალდა და მართლაც ქართულად გავლანძღე.
- მიხარია რომ ჩემი გაცნობით დაინტერესდით. - ვთქვი და გავუღიმე.
- სიმართლე გითხრა შენით არასოდეს დავინტერესდებოდი, ქართველი რომ არ იყო და გამუდმებით რომ არ წერდე. - უემოციოდ საუბრობდა.
- გასაგებია, მე ჟურნალისტი ვარ. - ვცადე შეძლებისდაგვარად ამეხსნა.
- ჟურნალისტი, სიმართლე გითხრა მწერალი მეგონე, მაგრამ ეგ არაფერი შენც გამომადგები. - იმედგაცრუება შეეტყოა სახეზე.
- რას გულისხმობთ? - ვერ მივუხვდი სათქმელს.
- მინდა წიგნი დაწერო ჩემთვის. - პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- როგორც გითხარით, მე მწერალი არ ვარ. - ღიმილი გადამეფინა სახეზე.
- ეგ არ მაინტერესებს, შენგან არც დიდ მხატვრულობას მოვითხოვ და არც იმას, რომ ცხოველები აალაპარაკო, მე არ ვითხოვ კლასიკური შედევრის შექმნას, მხოლოდ მინდა ამბავი მოგიყვე, ორი ადამიანის ცხოველური ყოფის შესახებ და შენც ეს დაწერო.
- რატომ უნდა დაგთანხმდეთ? - ვინაიდან თავად ვერცერთ მიზეზს ვერ ვპოულობდი, ქალი კი საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენა, მსურდა მისი პირიდან მაინც გამეგო მიზეზი, რომლის გამოც თანხმობის მიცემა ღირდა.
- იმიტომ, რომ მსგავსი არასოდეს არაფერი გექნება მოსმენილი.
იმიტომ, რომ შეგიძლია ერთი დიდი, ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღო და კიდევ იმიტომ, რომ რამდენსაც მთხოვ იმდენს გადაგიხდი. - საქმიანი იყო მისი ტონი.
უსაზღვროდ ლამაზთან ერთად, უსაზღვროდ საინტერესო ჩანდა ანაბელი, ძალიან მტკიცედ საუბრობდა, მე მიყურებდა, მაგრამ თითქოს ვერ მხედავდა, წამით ისიც კი ვიფიქრე მის წინ გამჭვირვალე სილუეტად ხომ არ ვიქეცი და ჩემი გავლით, სივრცეს ხომ არ უშტერებდა თვალს.
მის მზერაში უზომო ტკივილი ჩანდა, იფიქრებდით სადაცაა ტირილს დაიწყებსო, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით მიხვდებოდით, რომ ამ მკაცრი მზერის პატრონს ტირილი არ შეეძლო.
ყინულის ყველაზე ლამაზი ქანდაკება მიმზერდა და ჩემს პასუხს ელოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მისი მზერით მონუსხული.
- აბა დაფიქრდი და ხვალ პასუხი შემატყობინე. - ისევ თავად გაფანტა უხერხული სიჩუმე, ფეხზე წამოდგა და დაუმშვიდობებლად დატოვა შენობა.
ძალიან დაბნეული წავედი სახლში, მთელი გზა ანაბელის თვალები მედგა წინ, რა უნდა შემთხვეოდა ადამიანს ასეთი მტკივნეული, ასეთი მწარე რომ ასეთი ჯოჯოხეთი დაენთო მის თვალებში.
მთელი ღამე ვფიქრობდი, ვინ იყო ეს ქალი და რა უნდოდა ჩემგან.
ან მე შევძლებდი კი მისი თხოვნის შესრულებას? ვინაიდან ამ დროისთვის არსად ვმუშაობდი, საქმეც არაფერი მქონდა, წერაც ასე თუ ისე შემეძლო და თანაც უზომოდ დავინტერესდი ისტორიით, რომელზეც ასე მოწიწებით საუბრობდა თავად მშვენიერება, გადავწყვიტე დავთანხმებოდი.
ბოლოს და ბოლოს ამით არაფერს ვაგებდი.
დილით ადრე, უკვე მტკიცე გადაწყვეტილებით მივაშურე ნაცნობ კაფეს და ანაბელის მოსვლას დაველოდე.
სამი საათი სრულდებოდა, როცა კაფეში შემოვიდა და ჩემს მაგიდასთან ისევე უცერემონიოდ დაჯდა, როგორც პირველად.
-გამარჯობა. - ამჯერად მე დავიწყე საუბარი.
- რა მოიფიქრე? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- თანახმა ვარ.
- ძალიან კარგი, მაგრამ რამოდენიმე პირობა მაქვს. - დღეს კიდევ უფრო სერიოზული და სევდიანი მეჩვენა.
- გისმენთ. - გამიკვირდა ისევ თავად რომ მიყენებდა პირობებს, თუმცა ჩავთვალე რომ მოსმენად ღირდა.
- 1. როცა ამბის მოყოლას დავიწყებ არ უნდა გამაწყვეტინო.
2. მხოლოდ იმდენს მოგიყვები, რამდენსაც მე ჩავთვლი საჭიროდ.
3. არ მინდა ინტერნეტში ჩემზე, რაიმე სახის ინფორმაცია მოიძიო.
4. იმისთვის რომ დარწმუნებული ვიყო, მესამე წესს არ დაარღვევ, მირჩევნია ჩემთან იცხოვრო წიგნის დასრულებამდე.
- არ ფიქრობთ რომ მეტისმეტად ბევრი წესია? - ყბა ჩამომივარდა მისი მოთხოვნების გადამკიდე.
- ჩემი პირობა ასეთია, თანახმა ხარ თუ არა? - უკან დახევას აშკარად არ აპირებდა.
- ჰო. - არც კი ვიცი, როგორ მივიღე ასე მალე გადაწყვეტილება.
- მაშ წავედით, შენი ნივთები ჩაალაგე. - სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე.
- დღესვე?
- ბევრი დრო არ მაქვს, რაც უფრო მალე დავიწყებთ, მით უფრო მალე დავასრულებთ. - რამდენიმე წამით ზემოდან დამჩერებოდა, შემდეგ კარისკენ წავიდა და მეც სწრაფი ნაბიჯით ავედევნე უკან.
მანქანაში ჩაჯდა და თვალით მანიშნა, მეც იგივე გამეკეთებინა.
- მანდ არა. - თითქმის იყვირა, როგორც კი მის გვერდით დაჯდომა დავაპირე.
კარი ფრთხილად მივხურე და ამჯერად უკან დავჯექი.
ჩემს სახლთან გავჩერდით, ანაბელი ქვემოთ დარჩა, მე ბინაში ავედი, ჩემი ნივთები სწრაფად ჩავალაგე და რამდენიმე წუთში დავბრუნდი უკან.
შემდეგი გაჩერება უზარმაზარი თეთრი სახლი აღმოჩნდა, რომელიც ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა.
ანაბელმა მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში შემიძღვა.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან. - მრავლობითში საუბრობდა, თუმცა სახლში ანაბელის გარდა არცერთი სულიერის კვალი არ ჩანდა სახლში.
მეორე სართულზე ავედით, გრძელი დერეფანი გავიარეთ და მუქ წაბლისფერ ხის კართან შევჩერდით, ანაბელი ოთაში შემიძღვა.
- ეს შენი ოთახი იქნება, შეგიძლია მოეწყო. - თვალი მოავლო და საუბარი განაგრძო. - მე ქვემოთ ვიქნები, თუ გინდა ჩამოდი და ცოტა დავლიოთ, თან უფრო კარგად აგიხსნი რა მსურს. - სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
მეც ბარგი ოთახში დავტოვე და მასთან ერთად ჩავედი ქვემოთ.
- "Johnnie Walker"_ი გირჩევნია თუ Jack Daniel's_ ი? - ვისკის ორი ბოთლი აათამაშა ხელში.
- Jack Daniel's. - ღიმილით ვუთხარი და ისიც სასმელის ბოთლით ხელში ჩემკენ წამოვიდა.
- აი ალექსი ამბობდა რომ "დენიელსი" "უოლქერთან" შედარებით ნამდვილი ტენესური ჭაჭაა. - ღიმილი მოერია, გვერდით მომიჯდა და ჭიქებში ჩაასხა სასმელი.
- მაინც რით ჯობია? - ვცადე ჩემი საყვარელი სასმელი დამეცვა.
- გემო, არომატი, მოქმედება, ალექსი ამბობდა რომ ამერიკული ვისკი შოტლანდიურთან სახსენებელიც არ არის, დენიელს_საც მხოლოდ მაშინ სვამდა როცა სხვა გზა არ იყო.
- ალექსი ვინ არის? - ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
- ალექსი, ალექსანდრე ალექსანდრია, მასზე ბევრს მოგიყვები რადგან შენი წიგნი სწორედ მის შესახებ იქნება.
- მე მეგონა თქვენზე უნდა დამეწერა. - აშკარა უკმაყოფილება რომ არ შემემჩნია ერთი ყლუპი მოვსვი.
- ჰო, ჩემზე და ალექსზე. - უგემურად დამეთანხმა და საუბარი განაგრძო. - საჭმლის მომზადებას არ ვაპირებ, აქვე ახლოს კაფეა და შეგიძლია იქ მიირთვა, ეს კიდევ ფული, ახლა რომ გამოიყენო, შენს ჰონორარზე წიგნს რომ დაასრულებ მერე. - კონვერტით ფული დააგდო მაგიდაზე და თავადაც მოსვა ერთი დიდი ყლუპი.
- მე ფულის გამო არ დაგთანხმებივართ.
- შენ ჩემთვის უნდა იმუშაო და სათანადო ანაზღაურებასაც მიიღებ. - მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს ერთი ღერი ამოაცალა და ტუჩებს შორის მოიქცია.
ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო ეს ქალი, მისი ულამაზესი თითების მოძრაობას ყურადღებით ვაყოლებდი მზერას.
- თქვენს გვერდით დაჯდომის უფლება რატომ არ მომეცით? - მის სევდიან თვალებს გავუსწორე მზერა.
- ის ალექსის ადგილია. - განსაკუთრებული სევდა ერეოდა ანაბელის ხმას, ალექსის სახელის ხსენებაზე, ამიტომ ვარჩიე აღარ ჩავძიებოდი.
- შეიძლება საჭმელი თავად მოვამზადო?
- რაც გინდა ის გააკეთე, წერას კი ხვალიდანვე უნდა შევუდგეთ. - მშვიდად წარმოთქვა, თავისი ვისკის ჭიქა აიღო და ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მდგომ სავარძელში გადაჯდა.
. . .
სწრაფად მოვშინაურდი, ბარგი ამოვალაგე, შხაპი მივიღე და ვახშმის მომზადებას შევუდექი.
ანაბელი არც არაფერში ჩარეულა და არც დამლაპარაკებია მთელი დღე, სავარძელში იჯდა და სიგარეტის ღერებს ერთმანეთის მიყოლებით ეწეოდა.
ვინაიდან სახლში ბევრი ვერაფერი ვიპოვე, სპაგეტი მოვამზადე, სუფრა გავშალე და ანაბელსაც დავუძახე.
ნელი ნაბიჯით შემოვიდა სამზარეულოში, ყავა დაისხა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- არაფერი გიჭამიათ. - ვუთხარი და მის თეფშზე გადავიტანე მზერა.
- ჯერ ერთი ჭამა არ მინდა და მეორე, მორჩი უკვე თქვენობით საუბარს. - ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამით დაყოვნდა. - მე ვიძინებ, ღამე მშვიდობის. - სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
მაგიდა მივალაგე და მეც ჩემს ოთახში წავედი.
ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა ინტერესი.
ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ ამბის რაღაც ნაწილი მაინც მომესმინა.
სწორედ ამაზე ფიქრში ჩამთვლიმა.
საშინლად მეძინა, ამიტომ გამთენიის ხანი იყო რომ გამეღვიძა.
ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე, მინდოდა ეზო დამეთვალიერებინა ანაბელის გაღვიძებამდე, თუმცა ის უკვე თავის სავარძელში დამხვდა ფანჯარასთან.
- დილამშვიდობის, შენ რა მთელი ღამე არ გეძინა? - ვიკითხე რადგან შევამჩნიე როგორ დაწითლებოდა თვალები.
- გამარჯობა, ეს შენი საქმე არ არის. - მოკლედ მომიჭრა და საუბარი განაგრძო. - ფული აიღე და ყველაფერი იყიდე რაც საჭიროა, მარკეტი აქვეა. - მეტისმეტად უხასიათო ჩანდა დღეს, ამიტომ მასთან კამათს წასვლა ვამჯობინე.
მალევე დავბრუნდი, თითქმის ყველაფერი მოვიტანე რაც სავარაუდოდ დაგვჭირდებოდა.
ანაბელი ჩვეულებისამებრ იჯდა სავარძელში და სიგარეტის იისფერ ბოლში გახვეული ფიქრს მისცემოდა.
- რამდენ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას? ხომ ხვდები რომ ორგანიზმი დიდხანს ვეღარ გაგიძლებს? - დღიურითა და საწერი კალმით ხელში ჩამოვუჯექი წინ.
- ეს შენ არ გეხება და ნუ ჩაერევი. - ისევ უხეშად გაიჟღერა მისმა პასუხმა.
- კარგი, როგორც იტყვი, ახლა კი თუ წინააღმდეგი არ ხარ დავიწყოთ. - ვთქვი და ანაბელმაც დაიწყო, მოყოლა ამბის, რომელმაც მთელი არსებით ჩამითრია და საოცარი სამყარო მიჩვენა.

* * *
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ვარ, ათობით ფილმში ვითამაშე და თითქმის ყველა ტელე გადაცემის, ყველაზე სასურველი სტუმარი გახლდით.
მერე სე'ქს სიმბოლოს იარლიყიც მომარტყეს და ჩემი პოპულარობა, საბოლოოდ გადაეშვა უკონტროლობაში.
მთელი დღე ჟურნალისტები დამდევდნენ, მირეკავდნენ რეჟისორები და სხვადასხვა როლებს მთავაზობდნენ. მოკლედ იმდენად ცნობადი სახე გავხდი, პირადი დაცვით მიწევდა ქუჩაში გასვლა, ან თუ მარტო მინდოდა გამესეირნა, რომელიმე მცველის მანქანით მივდიოდი, რომ მშვიდად მემგზავრა.
ჩემი ფოტოები ყველა ჟურნალის ყდაზე, ყველა ბანერზე, ჩემი სახე ყველა ტელე გადაცემაში, უკვე ნელ-ნელა მბეზრდებოდა, ამიტომ ფილმებს ვარჩევდი და მხოლოდ იმ ფილმებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი, რომლის სცენარიც განსაკუთრებით მომეწონებოდა.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, არც გართობას ვიკლებდი, ხშირად ვსვამდი კლუბებში, ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად, ზოგჯერ ტაბლეტებზეც არ ვამბობდი უარს და ამის გამო ჟურნალისტებისთვის, კიდევ უფრო საყვარელი საკბილო ვხდებოდი.
ერთ დღესაც ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა ანკამ, გადაწყვიტა რეჟისურაში მოესინჯა ძალები და ფილმი გადაეღო.
ნინის, ჩემს მეორე მეგობარს, კარგი სცენარის მოძიება დაავალა, მე კი მთხოვა, მის ფილმში მთავარი როლი მეთამაშა.
ბუნებრივია პროცესში ყველა ჩავერთეთ.
ბოლოს და ბოლოს ჩემი სახელიც კი გაყიდდა ფილმს, რაც არ უნდა ცუდი გამოსულიყო, თუმცა ჩემდა გასაკვირად ნინიმ საკმაოდ კარგი სცენარისტი იპოვა და მეც უფრო მომინდა რაც შეიძლება კარგად გამოსულიყო ყველაფერი.
სცენარი ერთი შეხედვით გაცვეთილი, თუმცა საკმაოდ კარგად შექმნილი და დალაგებული გახლდათ.
ფილმი თავზეხელაღებული ბიჭისა და შემდგარი, წარმატებული ქალის სიყვარულზე გვიამბობდა.
თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ვერაფრით ვპოულობდი მამაკაცს, რომელიც პარტნიორობას გამიწევდა.
რამდენჯერმე მოვაწყვეთ მსახიობთა შერჩევა, თუმცა ის ვისაც ვეძებდი არცერთხელ არ გამოჩენილა.
ანკას ვთხოვე ცოტა დრო მოეცა, რათა თავად მეპოვა პარტნიორი და ისიც, ვინაიდან სხვა გზა მაინც არ ჰქონდა მარტივად დამთანხმდა.
. . .
პარასკევი საღამო იყო, როგორც ყოველთვის საშინლად დაღლილი და ძალა გამოცლილი მივედი სახლში.
რადგან კვირის ბოლო დღე იყო შემეძლო ცოტა დამელია და თუ საჭირო იქნებოდა შაბათს მთელი დღე ვიძინებდი.
არც კლუბში წასვლის თავი მქონდა და არც ნაცნობ მეგობრების ნახვა მინდოდა, ამიტომ ჩემი დაცვის ერთ-ერთ წევრს დავუძახე და ვთხოვე სადმე, ისეთ ადგილას წავეყვანე, სადაც ჩემი ვინაობა არავის დააინტერესებდა და მშვიდად შევძლებდი დამელია.
ლევანმაც ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ კაფეში მიმიყვანა.
ჩემდა გასაოცრად როცა შიგნით შევედი ყურადღება არავინ მომაქცია.
ამ ამბავმა დიდი შვება მომგვარა, ნელი ნაბიჯით შევიწიეთ შენობის სიღრმისკენ და კუთხის მაგიდას მივუსხედით.
მიუხედავად იმისა რომ ბარი თანამედროვე დიზაინით გამოირჩეოდა, არც ხმამაღალი მუსიკა ისმოდა და არც შიგნით მყოფი საზოგადოება გამოირჩეოდა ხმაურიანობით.
მხოლოდ მანამ, სანამ შენობაში, შავ შარვალსა და შავი ტყავის ქურთუში შემოსილმა ახალგაზრდა მამაკაცმა არ შემოაბიჯა.
მაშინ მომენტალურად ახმაურდა დარბაზი, ბიჭი აშკარად კარგად ნაცნობი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის, უკან კიდევ რამდენიმე მამაკაცი მოჰყვებოდა.
ახალგაზრდამ ახმაურებულ ხალხს მშვიდად ჩაუარა, მილოცვები გულგრილად მიიღო, რამდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა და ჩემს პირისპირ მაგიდას მიუჯდა.
კარგად ვერ გავიგე რას ულოცავდნენ, რადგან აჟიტირებული ხალხის ხმა ერთმანეთს ერწყმოდა და საშინელ ხმაურად გარდაიქმნებოდა.
ახლა უკვე ჩემს პირისპირ იჯდა და შემეძლო კარგად დავკვირვებოდი.
მიმტანი მიუახლოვდა, ჭიქები და ბოთლით სასმელი დადგა მაგიდაზე, ტყავის ქურთუკიანს ლოყაზე აკოცა და ყურში რაღაც უთხრა, შემდეგ კი სასწრაფოდ გაშორდა მაგიდას.
ჭიქები სწრაფად შეავსეს, ჩემი ინტერესის ობიექტმა თავის გრძელი თითები შემოჰხვია ბროლის ჭიქას და მის ხელის მტევანზე პატარა ტატუ შევნიშნე.
ცოტ-ცოტას სვამდა და მოსაუბრეებს უსმენდა, თვითონ სულ რამდენჯერმე ამოიღო ხმა, მაგრამ ვერ გავარკვიე რას ამბობდა.
სულ ოდნავ ამოძრავებდა ბაგეს, ჟესტებს და მიმიკებს საერთოდ არ იყენებდა.
ისიც კი ვერ გავარკვიე მისი გამომეტყველებით, სასიამოვნო თემაზე საუბრობდა თუ უსიამოვნოზე.
მიუხედავად იმისა რომ დაჟინებით ვაკვირდებოდი, არც ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის, ფაქტი იყო რომ ვერ შემამჩნია და მეც თამამად განვაგრძობდი მის თვალიერებას.
თან ცოტ-ცოტას ვწრუპავდი.
- ლევან ვინ არის ეს ბიჭი? - პირად მცველს მივუბრუნდი, რომელიც გვერდით მეჯდა და თვალ-ყურს მდუმარედ მადევნებდა.
- ალექსი, ალექსანდრე ალექსანდრია, ბაიკერია, მოტო ბრბოლებში იღებს მონაწილეობას. - ისე ამიხსნა, მამაკაცისკენ არც გაუხედავს.
- ლევან, იცნობ მას? მგონი ფილმისთვის პარტნიორი ვიპოვე. - ღიმილი გადამეფინა სახეზე.
- ალექსს ყველა იცნობს აქ, თუმცა არ მგონია ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმოთ ქალბატონო ანაბელ.
- ვითომ რატომ? - სახეში მივაჩერდი პირად მცველს.
- თქვენც რომ იცნობთ, ამ კითხვას არ დამისვამდით. - მშვიდად ამიხსნა ლევანმა, თუმცა მას აღარ ვუყურებდი რადგან ალექსი თავისი მაგიდიდან ადგა და პირდაპირ ჩემკენ დაიძრა.
- ვინ ხარ? - მაგიდას დაეყრდნო და თვალი თვალში გამიყარა.
შავი მეტყველი თვალები ჰქონდა, ოდნავ გრძელი, შავი თმა უწესრიგოდ გასჩეჩოდა და იდეალურ ნაკვთებს მოკლე წვერი უფარავდა.
- მე, მე ანაბელი ვარ. - დაბნეულმა ვუპასუხე და უკვე ფეხზე მდგომ ლევანს ვანიშნე, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- ჩემგან რა გინდა ანაბელ? - მიუხედავად იმისა რომ მშვიდად და ხმადაბლა საუბრობდა, მეტისმეტად კატეგორიული და მომთხოვნი იყო მისი ტონი.
- მე, რა უნდა მინდოდეს?
- რაც ბარში შემოვედი თვალს არ მაშორებ, ჰოდა თქვი რა გინდა.
- კარგი ალექს, მე საქმიანი წინადადება მაქვს, თუ შეიძლება გარეთ გავიდეთ და მშვიდად აგიხსნი. - ღიმილით ავუხსენი, მისი მშვიდი მზერით გულმოცემულმა.
- თუ შენი შეყვარებული წინააღმდეგი არ იქნება წავიდეთ. - ლევანს გადახედა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ისიც შეუმჩნევია.
- ის ჩემი შეყვარებული არ არის. - მტკიცედ ვუთხარი. - ლევან ახლავე დავბრუნდები. - ამჯერად მცველს მივმართე და ფეხზე წამოვდექი.
- ქალბატონო ანაბელ. - აღელვება დაეტყო ლევანს.
- ნუ ღელავ მეგობარო, შენს გოგოს უვნებელს დავაბრუნებ. - კარისკენ დაიძრა და მეც უკან ავედევნე.
ვგრძნობდი როგორ გამომაყოლა შეშინებული მზერა ლევანმა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია.
- მე მისი გოგო არ ვარ. - დავუსისინე როგორც კი დავეწიე.
- აქ რა სუფთა ჰაერია, აბა გამანდე შენი საქმიანი წინადადება. - გარეთ გავიდა და მაშინვე გაჩერდა.
- მოკლედ, მე მსახიობი ვარ და მინდა ჩემი მეგობარი რეჟისორის ფილმში, მთავარი როლი შემოგთავაზო.
- შენს იუმორის გრძნობას ვაფასებ, მაგრამ ახლა ღადაობის ხასიათზე არ ვარ. - შენობაში შებრუნება დააპირა.
- არა, ალექს მე არ გეხუმრები. - მისი შეჩერება ვცადე და მაშინვე მოტრიალდა.
- მე მსახიობი არ ვარ ლამაზო. - საშინელ ვნებას ასხივებდა და მისი საოცარი სურნელი მიღიტინებდა ცხვირში.
- ასე ნუ მეძახი და მსახიობობა არც გჭირდება, იმას ითამაშებ, ვინც ისედაც ხარ.
- პირველი, დაიმახსოვრე, ლამაზო ცუდი მიმართვა არ არის და მეორე, პოპულარულობა უკანასკნელია რასაც ვისურვებდი. - სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა.
- შენ ისედაც საკმაოდ პოპულარული ხარ. - თვალებით კაფეში მყოფი ხალხისკენ ვანიშნე.
- ეს ჩემი პერიმეტრია ძვირფასო ანაბელ და ახლა ერთი აბეზარი სტუმარი შემოიჭრა მგონი. - ოდნავ გაიღიმა.
- ალექს კარგი რა, ზუსტად შენთვისა არის შექმნილი ის როლი.
- დროს ტყუილად კარგავ. - კატეგორიული იყო, თუმცა დანებებას არც მე ვგეგმავდი და უკვე ბარისკენ დაძრულ ალექსს ისევ უკან ავედევნე.
- ეს ჩემი დროა და რასაც მინდა იმას ვიზამ, შენ კი თუ მომისმენ, არ ინანებ გპირდები.
- საუბრისას დამსწრეები არ მიყვარს. - წამით მობრუნდა და ისევ სიარული განაგრძო.
- ლევანს თუ გულისხმობ, შემიძლია სახლში გავუშვა.
- ოჰოო, შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ, რომ აქ მარტო დარჩენის არ გეშინია? - კიდევ ერთხელ შეჩერდა და ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- მარტო არ ვიქნები, შენ ხომ აქ ხარ, მე კიდევ შენი სტუმარი ვარ და როგორც ღირსეულ მამაკაცს შეშვენის მშვიდობიანად მიმიყვან სახლში. - თავდაჯერებულობას ისედაც არასდროს ვუჩიოდი და მითუმეტეს როცა საქმე მიზანს ეხებოდა, აკი ლევანმაც შემაგულიანა რომ ალექსს ვერ დავითანხმებდი.
- კარგი ანაბელ, მხოლოდ იმიტომ მოგისმენ რომ შეძელი ჩემი დაინტერესება. - ღიმილი არ მოშორებია ისე მივუახლოვდით ჩემს მაგიდას.
- ლევან, მანქანა წაიყვანე და სახლში წადი. - მივმართე მცველს და ისიც მაშინვე ფეხზე წამოდგა.
- თქვენ?
- მე ალექსი მომიყვანს. - ლევანმა ალექსს გახედა, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
მცველმა კიდევ ერთხელ მესროლა საწყალი მზერა და რაკი მიხვდა გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი შენობა ზანტი ნაბიჯებით დატოვა.
- საიდან მოიტანე რომ სახლში მიგიყვან? - ღიმილით ჩამოჯდა სკამზე.
- უბრალოდ იმედი მაქვს. - მეც წინ ჩამოვუჯექი.
- საერთოდ იმედი ცუდი რამეა, მაგრამ ამ ერთხელ ვეცდები არ გაგიცრუო.
- არ გიყვარს როცა ადამიანს იმედებს უცრუებ? - გამეღიმა.
- კი, ძალიან მიყვარს.
- კიდევ რა გიყვარს? - იდაყვებს დავეყრდენი და სახეში მივაჩერდი.
- შემწვარი კარტოფილი. - ისევ გაიცინა და მიმტანს ანიშნა ჩვენთან მოსულიყო.
გოგონაც სასწრაფოდ მოგვიახლოვდა.
- რას დალევ ანაბელ? - სახეში შემომაჩერდა.
- სასმელებში ვერ ვერკვევი, რასაც შემომთავაზებ იმას. - გულწრფელად ვთქვი, რადგან არასდროს შემირჩევია სასმელი თავად, ყოველთვის მეგობრები არჩევდნენ.
- ვისკი? - თვალს არ მაშორებდა.
- ვისკი, მხოლოდ ჯეკ დენიელსი ვიცი, კარგი ვისკი იყოს.
- მარიამ, ჩემი სასმელი მოგვიტანე. - მიმტანს შეხედა და გოგონაც მაშინვე გაგვშორდა.
მდუმარედ ველოდით გოგონას დაბრუნებას, არცერთს არ ამოგვიღია ხმა სანამ მარიამი ვისკის ბოთლითა და ჭიქებით ხელში არ დაბრუნდა.
ალექსმა გოგონა გაუშვა და სასმელი თვითონ დაასხა.
- ეს "შავი ჯონი უოლქერია" ანაბელ, დალიე და გაიგებ ნამდვილი ვისკის გემოს, მოდაში შემოსული "ჯეკ დენიელსი" ამასთან ნამდვილი ტენესური ჭაჭაა. - ჭიქა გრძელ თითებში მოიქცია და ერთი ყლუპი მოსვა, საოცარი სანახაობა იყო, თუმცა ახლა მასზე მიშტერება ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, ამიტომ ჭიქას ხელი დავავლე და ჯადოსნურ სითხეს დავეწაფე.
- მართლა ძალიან კარგია. - ტუჩები გავილოკე მოწონების ნიშნად.
- მთელი საღამო ვსაუბრობდით, თუმცა ფილმს არცერთხელ არ შეხებია ჩვენი საუბარი.
მე ჩემს შესახებ მოვუყევი, ალექსმა დღევანდელ ბრბოლაზე მიამბო და აღნიშნა რომ 320კმ/სთ. სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ პირველი ადგილი დაეკავებინა.
მალევე ალექსის მეგობრებიც შემოგვიერთდნენ.
საკმაოდ საინტერესო და ენაწყლიანი ადამიანები ჩანდნე, ისე ჩავები მათთან საუბარში როგორც დიდი ხნის ნაცნობი.
არც დალევა შეგვიწყვეტია.
- მგონი ძალიან მთვრალი ვარ. - ყურში ვუთხარი ალექსს, რომელსაც უკვე შეემჩნია ჩემი სიმთვრალე და გვერდით მეჯდა.
- ნუ ღელავ ჩემთან არაფერი მოგივა. - ცალყბად გაიღიმა და თვალი ჩამიკრა.
ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი და დალევა განვაგრძე.
"უოლქერმაც" თავის საქმე გააკეთა, ისე დავთვერი მახსოვრობა დავკარგე, დილით კი ალექსის საწოლში სრულიად შიშველმა გავიღვიძე.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

ისტორია არის "სკანდალური დღიურის" განახლებული ვერსია smirk
მხოოლოდ ეს ვიცი დასაწყისისთვის, დანარჩენი ვნახოთ smirk

№2  offline წევრი Lineta

Ohho vinaidan siujeti sheucvala dzalian maintereebs ra moxdeba. Gelodebi

№3  offline წევრი ჟიზელი

მოვთუხთუხდი :დ
გარტყმაში არ ვარ რა ხდება, ვისი ვისაშია,მაგრამ შენში ეჭვი არ მეპარება :დ
ალექსანდრიას ურჩევნია ცოცხალი იყოს და მაქსიმეს წინასწარ ვუსამძიმრებ :დ

№4  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
მოვთუხთუხდი :დ
გარტყმაში არ ვარ რა ხდება, ვისი ვისაშია,მაგრამ შენში ეჭვი არ მეპარება :დ
ალექსანდრიას ურჩევნია ცოცხალი იყოს და მაქსიმეს წინასწარ ვუსამძიმრებ :დ

აუუუუ :დ
ვგიჟდები შენს კომენტარებზე რა :დ
მიხარია რომ მოთუხთუხდი :დ
შემდეგ "სერიაში" დალაგებულად განვაგრძობ უფრო :დ
უფრო სწორად დალაგდება უფრო :დ

რამდენი "უფრო" ვთქვი, ვაი ჩემს პატრონს :დ

№5  offline წევრი Margo Tokyo

თვით ბოროტება და ქალი მოდერის ისტორიასაც ვეზიარეეე...
ძალიან დამაინტერესა, სხვათაშორის!
თავიდანვე ისე დაიწყე და ისე დაასრულე რომ ერთი სული მაქვს როდის გავიგებ რა ხდება! რამდენიმე ვერსია მაქვს ალექსზე, მაგრამ თავს შევიკავებ ჩემი სიბრძნეებისგან.
ალექსი მომწონს, მაქსიმეც კაი ტიპი ჩანს, მაგრამ ანაბელი არც იქეთ, არც აქეთ ჯერ-ჯერობით ;დდდ
საინტერესო ამბავი გველის, ჩემი მოკვდავი გული მიგრძნობს!!
ნუ,
წერის სტილზე, პუნქტუაციურ შეცდომებზე და ა.შ ლაპარაკი ისედაც არაა საჭირო;))
პ.ს აუ, ისტორია არეულად რომ იწყება უფრო მომწონს ხოლმე.

№6  offline წევრი ბელუ შეროზია

ალექსი ბიჭია?! scream
აკი მითხარი გოგო არისო? რაღაც ასე მახსოვდა joy
ადრე ანდრეას "გოგოობას" ვერ ვეგუებოდი, ახლა კი ვგონებ იმაზე მწყდება გული რომ ალექსი ბიჭი აღმოჩნდა. ეშმაკთან მოთამაშე-ს შემდეგ აღარ მერაღაცნაირება ისტორიის წაკითხვა ორი ქალის სასიყვარულო ურთიერთობაზე! joy
მეტიც!
მგონია რომ უფრო მეტი "მუღამიაქ".
შემარყია შენი ნიკის დანახვამ smile
ველოდებოდი ალექსსა და ანაბელს heart_eyes
რადგან ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ, ისტორიის სავარაუდო განვითარებაზე ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ დაგელოდები ისევ kissing_heart

№7  offline მოდერი სალანდერი

Margo Tokyo
თვით ბოროტება და ქალი მოდერის ისტორიასაც ვეზიარეეე...
ძალიან დამაინტერესა, სხვათაშორის!
თავიდანვე ისე დაიწყე და ისე დაასრულე რომ ერთი სული მაქვს როდის გავიგებ რა ხდება! რამდენიმე ვერსია მაქვს ალექსზე, მაგრამ თავს შევიკავებ ჩემი სიბრძნეებისგან.
ალექსი მომწონს, მაქსიმეც კაი ტიპი ჩანს, მაგრამ ანაბელი არც იქეთ, არც აქეთ ჯერ-ჯერობით ;დდდ
საინტერესო ამბავი გველის, ჩემი მოკვდავი გული მიგრძნობს!!
ნუ,
წერის სტილზე, პუნქტუაციურ შეცდომებზე და ა.შ ლაპარაკი ისედაც არაა საჭირო;))
პ.ს აუ, ისტორია არეულად რომ იწყება უფრო მომწონს ხოლმე.

ესეიგი მოკვდავო, ცოტა ძალიან გამახარე ❤
ნუ ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი, ანაბელსაც უკეთ გაიცნობ და დანარჩენებსაც, გამიხარდა რომ წაიკითხე❤ (სხვა სმაილებს ვერ ვწერ და უსმაილოდ მემშრალება თორე გულების წერა არ მევასება)

ბელუ შეროზია
ალექსი ბიჭია?! scream
აკი მითხარი გოგო არისო? რაღაც ასე მახსოვდა joy
ადრე ანდრეას "გოგოობას" ვერ ვეგუებოდი, ახლა კი ვგონებ იმაზე მწყდება გული რომ ალექსი ბიჭი აღმოჩნდა. ეშმაკთან მოთამაშე-ს შემდეგ აღარ მერაღაცნაირება ისტორიის წაკითხვა ორი ქალის სასიყვარულო ურთიერთობაზე! joy
მეტიც!
მგონია რომ უფრო მეტი "მუღამიაქ".
შემარყია შენი ნიკის დანახვამ smile
ველოდებოდი ალექსსა და ანაბელს heart_eyes
რადგან ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ, ისტორიის სავარაუდო განვითარებაზე ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ დაგელოდები ისევ kissing_heart

აუუ ბელუ, როგორ გამიხარდა რომ გამოჩნდი, სულ დამეკარგე შენ მე ❤
ალექსი ბიჭია ბიჭია ❤
გოგოების თემაში ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი თავი და მერეისთვის ვნახოთ რა გამოვა ❤
ისე მიხარია რომ აღარ "გერაღაცნაირება" და ჩემი წვლილიც არის სულ მცირე მაგაში ❤

№8  offline წევრი GentleWoman

ალექსანდრე?? ბიჭი???? არ მეჩვენება?? სათაური შეცვალე, პერსონაჟის სქესიც შეცვალე და ეგებ დასასრულიც შეგეცვალა..

№9 სტუმარი სტუმარი ნანა

უბრალოდ ვფიქრობ რა დავწერო... მოდი ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ვიცი, საოცრება გამოვა, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია! ყველა ეპითეტს წინ უ ერთვის შენთან მიმართებაში, დადებითს რათქმა უნდა. აბა ველიდები განვითარებას. მიყვარხარ ფიქრო ❤️❤️❤️

№10  offline მოდერი სალანდერი

GentleWoman
ალექსანდრე?? ბიჭი???? არ მეჩვენება?? სათაური შეცვალე, პერსონაჟის სქესიც შეცვალე და ეგებ დასასრულიც შეგეცვალა..

ბევრი რამ შრვცვალე, თანდათან კიდევ უფრო მიხვდები, ჩავამატე რაღაცეები, ამოვაკელი რაღაცეები, ალექსიც ბიჭია და დანარჩენს თანდათან ვნახავ❤
არაფერი გადამიწყვეტია ჯერ, უბრალოდ მივყვები ❤
მიხარია რომ აქ ხარ ❤

სტუმარი ნანა
უბრალოდ ვფიქრობ რა დავწერო... მოდი ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ვიცი, საოცრება გამოვა, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია! ყველა ეპითეტს წინ უ ერთვის შენთან მიმართებაში, დადებითს რათქმა უნდა. აბა ველიდები განვითარებას. მიყვარხარ ფიქრო ❤️❤️❤️

ძალიან მიხარიხარ❤
და ძალიან ძალიან ვეცდები ყველაფერი კარგად გამოვიდეს❤
მადლობა ყველაფრისთვის ❤

№11  offline წევრი -ლილუ

არ გელოდი და გამიხარდი.... რაც შეეხება ისტორიას არ ვიცი რა შეცვალე,რატომ შეცვალე... სამწუხაროდ ამ ნაშრომის წაკითხვის ,,ბედნიერებალ''არ მქონია...მაგრამ,რადგან შენ ჩათვალე,რომ უნდა შეგეცვალა თან კომენტარებიდან გავიგე,რომ ძირითადი გმირები გადაასხვასქესე smile მაგრამ გენდობი,როგორც მწერალს და დაველოდები რას და როგორ განავითარებ.... და ბოლოს იცი არ მიყვარს მწერლის თემატიკაში და ნაშრომის წერაში ჩარევა,მაგრამ ეს უნდა დამეწერა მე მაინც ალექსანდრეს ალექსანდრა ვერსია გამიხარდებოდა..)წარმატებები შენ...

№12  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ

ლილუ, გამიხარდა მე შენი გამოჩენა ძალიან❤
ალექსანდრას რაც შეეხება არ მინდა ერთ თემატიკაში ვიბრუნო, იდეაში ის "ალექსი" ანდრეაზე ადრე შეიქმნა და ასე ვთქვათ "საცდელი ვარიანტი" იყო ანდრეასი.
ბევრი ნაკლი ქონდა იმ "სკანდალურ დღიურს" (ასე ერქვა) და ახლა როცა განახლება მინდოდა მივხვდი რომ ანდრეას მერე ძალები არ მყოფნის ამ "თემატიკაში".
ამომწურა და განმეორება არ მინდოდა, ამ ეტაპზე მთლიანად დაცლილი ვარ იმ კუთხით და დრო დამჭირდება დასაბრუნებლად.
უბრალოდ შევამსუბუქე ყველაფერი, არა არ შევამსუბუქე უბრალოდ თემატიკა შევცვალე, ახლა აქეთ ასე და ამგვარად შემიძლია, ის ალექსიც იქნება მერე, ოდესმე როცა ჩავთვლი რომ კიდევ მაქვს სათქმელი.
ამ ეტაპზე ჩემი თავი ამოვწურე.
და კიდევ ერთხელ უზომოდ მიხარია რომ გამოჩნდი ❤
მადლობა ყველაფრისთვის, განსაკუთრებით გულწრფელობისთვის❤

№13  offline წევრი -ლილუ

სალანდერი

ანდრეაზე უკთეს გმირს თუ შექმნი ოდესმე სერიოზულად ვიფიქრებ ორიენტაც შეცვლას... smile მადლობა შენ ეხლა უკვე მესმის,შენი გადაწყვეტილება თემატიკის შეცვლასთან დაკავშირებით))) რაზეც არ უნდა წერო მე ყოველთვის მენდომება წაგიკითხო))

№14  offline მოდერი სალანდერი

ძალიან მიხარია ❤ და ძალიან ვეცდები რომ "ანდრეაზე" უკეთესიც გამოვიდეს თუმცა ჯერ საკუთარ თავსაც ვერ ვპირდები :დ
ეგ ეშმაკი ცოტა ძან კაი ტიპი გამოვიდა :დ
მიხარია და კიდევ ერთხელ მიხარია რომ აქ ხარ ❤

№15  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ახალი ვერსია გაცილებით მომეწონა. რა ვქნა მაინც ტრადიციების მიმდევარი ვარ:დდდ
ველოდები სულმოუთქმელად ახაალ თავს❤

№16  offline მოდერი სალანდერი

Chikochiko
ახალი ვერსია გაცილებით მომეწონა. რა ვქნა მაინც ტრადიციების მიმდევარი ვარ:დდდ
ველოდები სულმოუთქმელად ახაალ თავს❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ❤
დავდებ დღეს ❤

№17  offline წევრი ცარიელი

სკანდალური დღიური არ ვიცი, მაგრამ ეს კი მომეწონა.. ჯერ-ჯერობით ალექსანდრე მომწონს.. ვნახოთ აბა შემდეგ თავში უფრო გავერკვევით ალბათ. კარგი ხარ როგორც ყოველთვის.
--------------------
ხელმოწერა

№18  offline მოდერი სალანდერი

mirandaa31
სკანდალური დღიური არ ვიცი, მაგრამ ეს კი მომეწონა.. ჯერ-ჯერობით ალექსანდრე მომწონს.. ვნახოთ აბა შემდეგ თავში უფრო გავერკვევით ალბათ. კარგი ხარ როგორც ყოველთვის.

ძალიან მიხარია რომ გამოჩნდი ❤
იმედი მაქვს მოგეწონება ❤
მადლობა ❤

№19 სტუმარი სტუმარი Salome

Saxeli ar vici magram shinarsi romeligac filmidana agebuli aleqsi ki mkvdaria da masze wers es bichi .....

№20  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი Salome
Saxeli ar vici magram shinarsi romeligac filmidana agebuli aleqsi ki mkvdaria da masze wers es bichi .....

კარგად დაგიმახსოვრებია.
ყოჩაღ, ხუთიანი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent