უძილო ღამეები თავი 9 ( დასასრული) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უძილო ღამეები თავი 9 ( დასასრული)


22-07-2018, 00:03
ავტორი i want
ნანახია 416

უძილო ღამეები თავი 9 ( დასასრული)

დღეები გავიდა, ,,ხმამ" ჩემს გონებაში ბინა დაიდო. უფრო და უფრო ხშირად ვხედავ გოგას. ახლა უკვე ბებიას და ბაბუასაც.
ვიცი რეალურები არ არიან მაგრამ, მაინც ვესაუბრები.
ხშირად ვიცინი და ნერვებზე სწრაფად ვიშლები.
გონს იშვიათად მოვდივარ.
როცა ჩემი ნამდვილი მე , ჩემში ბრუნდება მაგიდასთან ჯდება და წერას იწყებს, ფურცელს კეცავს და შესაბამის კონვერტში დებს. საბოლოოდ კი ყველა კონვერტი უჯრაში ინახება. სულ სამი კონვერტია, ერთი მშობლებისთვის, ერთი ლაშასთვის და ერთიც ჩემთვის.

დღეები და კვირეები გავიდა.
დავშორდი დედას , მამას , ლაშას მეგობრებს.
საკუთარ თავში ჩავიკეტე და ილუზიურ ადამიანებთან დავიწყე საუბარი.
თანდათან ვკარგავ და ვტკენ სხვებს, ამას უკვე ბოლოს ვხვდები, როცა შედეგს ვხედავ.
ვყვირი , ვღრიალებ ვტირი, ვლეწავ, ვანადგურებ და შემდეგ ვიცინი. მე მე არ ვარ.
თანდათან შევიცვალე და ,, ხმის" ბატონობის ქვეშ მოვექეცი.
უფრო და უფრო მიძნელდება გონს მოსვლა, სხვებს კი ჩემთან მოკარება უჭირთ. ლაშა მოდის და მნახულობს მაგრამ მე ახლოსაც არ ვუშვებ.
საბოლოოდ კი დედა და მამაც მოვიძულე და ასეთ შედეგამდე მივედი, მაგრამ მე ვიცი რომ მე არ ვაკეთებ ამას.
ვხვდები რომ საშიში გავხდი. შეიძლება უნებურად ისეთი რამ გავაკეთო რომ საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიო.
ყველაზე მეტად ამის მეშინია.
არ მინდა რომ ვინმეს რამე დავუშავო, ძალიან არ მინდა. ვცდილობ რომ მშობლებისგანაც შორს ვიყო მაგრამ ისინი არ მეშვებიან. ისინი მაინც რისკავენ და ჩემთან მოდიან.
დედა სამსახურიდანაც წამოვიდა და ცდილობს მთელი დრო ჩემთან გაატაროს.
ყველას გიჟი ვგონივარ მაგრამ მე ვიცი რომ არ ვარ.
მე მართლა ვხედავ ამ ყველაფერს, მე მართლა მესმის ხმა.
ყოველთვის ვეძებდი ყველაფერში მეორე მხარეს და ვცდილობდი სხვა თვალით დამენახა. ყოველთვის ვუშვებდი რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ახლაც ვცდილობ რომ დავიჯერო რომ შეშლილივით ვიქცევი მაგრამ ხმა ჩემში ბრუნდება და მეუბნება რომ გიჟი არ ვარ.

მე გიჟი არ ვარ!

ვიცი ამ ყველაფრის ბოლო რაც იქნება. იქნებ დროა რომ დავასრულო, სანამ რაიმე საშინელება არ ჩავიდინე.
ისინი ვერ მიგებენ , ვერც გამიგებენ, ვიცი.
გამოუსწორებელი რამ რომ ჩავიდინო როგორ უნდა ვიცოცხლო?!
საკუთარ დედას ან მამას რომ რამე დავუშავო მერე რა მოხდება?!
მაგ შემთხვევაში ჰო, მე დავასრულებ, ერთი ცოდვით მეტი მექნება მაგრამ ეს არ მაღელვებს. ყველას შევძულდები და არასოდეს დაივიწყებენ რა ჩავიდინე. ჩემგან ტკივილი და მოგონება დარჩებათ თუ რა გავაკეთე.
მინდა თუ ბოლოა ბოლო იყოს. დაე ისეთი წავიდე როგორიც ადრე ვიყავი და დამიმახსოვრონ როგორც საყვარელი ადამიანი და არა შეშლილი ნინა.

- ნინა, ყველაფერი იდეალურადაა. -გვერდზე ვიხედები და გოგას ვხედავ. მეღიმება.
ოთახის კარი იღება და დედა შემოდის.
- ნინა.
- რა გინდა?
- ლაშა მოვიდა, შენი ნახვა უნდა.
- უთხარი შემოვიდეს - მეუბნება გოგა.
- შემოვიდეს.

კარში ლაშა შემოდის. - ნინა, როგორ ხარ?თბილად მიღიმის და მეუბნება.
- მე ყოველთვის კარგად ვარ ლაშა.
- ნინა... გინდა სადმე წავიდეთ? - ლაშამ ხელი ნაზად მომკიდა, მე გოგას გავხედე და მკაცრად მანიშნა არაო.
- არა!
- რატომ?
- არ გენდობი.
- ნინა...
- წადი! შენ არაფერი გესმის.
- მესმის... ნინა... ასე ნუ იქცევი ოღონდ.
- როგორ? როგორ ნუ ვიქცევი?
- ნინა მომისმინე... ყველაფერი კარგად იქნება.
- ყველაფერი ისედაც მშვენივრადაა ლაშა, ვერ ხედავ?
- ნინა...
- მე კარგად ვარ.
ლაშა მომიახლოვდა და ფრთხილად ჩამეხუტა. მისმა ასეთმა სითბომ წამით ნამდვილი მე გააღვიძა მაგრამ გონება ხმამ მოიცვა
- ნინა! - ჩამყვირა და ლაშას სხეული მაშვინვე მოვიშორე.

- მას არ უყვარხარ ნინა!
მას რომ სდომოდა შენს გვერდით იქნებოდა ახლაც იმიტომ მოვიდა რომ გიჟი გიწოდოს. გაანადგურე!
- სიამოვნებით - ჩავიბურტყუნე და ირონიულად გავიღიმე.
მაგიდას თვალი მოვავლე და რკინის მაკრატელს სწრაფად დავავლე ხელი.

- ნინა! - დაიყვირა ლაშამ
- არ მომეკარო! გაეთრიე აქედან!
- ნინა გაჩერდი. დადე მაკრატელი.
- გაეთრიე! - დავუყვირე და მაკრატელი მოვუქნიე მაგრამ გაწევა მოასწრო .
- ნინა დადე გთხოვ.
- არა ! წადი! დავუყვირე ბოლო ხმით და ლაშაც წავიდა.
დედა შემოვარდა ოთახში შეშინებული
- ნინა.
- გადი აქედან!
- ნინა !
- გადითქო!
ნელ -ნელა სიფრთხილით მომოიახლოვდა და ხმა მოილბო
- ნინა დადე მაკრატელი გთხოვ...
- წადი ! გაეთრიე!
- მოკალი! - გაისმა ხმა გონებაში და მეც მთელი ძალით მოვიქნიე ბასრი საგანი.

დედას ყვირილი აღმოხდა და მუცლიდან სისხლმა იჩქეფა.
დედის სახემ ნამდვილი ნინა გააღვიძა.
გააზრებაც ვერ მოვასწარი რა გავაკეთე. თვალებზე ბინდი გადამეკრო და ხელი ამიკანკალდა. სისხლიანი მაკრატელი ძირს დავარდა. ხელები პირზე ვიტაცე და ვერაფერი მოვიმოქმედე.
- დედა... - ამოვიჩურჩულე ხმა ჩამწყდარმა.
- ნინაა... ნინაა... - ჩემი ხელები თავსისაში მოიქცია და ნელნელა ჩაიკეცა.
- დედაა! დედაა! - მთელი სიმწრით დავიყვირე და მის სხეულთან ჩავიკიცე.
- ნინა... -ამოიჩურჩულა და ცალი ხელით სახეზე მომეფერა. მეორე ხელი მუცელზე მოისვა და სისხლიან ხელს დახედა.
- არაფერია ნინა... -
- დედაა!
- არაფერია ნი...- თქვა და ნელ- ნელა თვალები მინაბა.
- დედაა! დედაა! -ვყვირი და ჩემმა ხმამ როგორც ჩანს წასული ლაშა უკან მოაბრუნა.
მე სხეულს მოვშორდი და უკან ჩავიწიე, კედელს მივეყრდენი და აკანკალებულმა, გაუაზრებლად დავიწყე ბოდიალი.
- მოვკალი... მოვკალი... მოკვდა... მე მოვკალი.
ლაშა ოთახში შემოვარდა და ხელებისახეში იტაცა. ზურგით შებრუნდა დანახულმა შოკში ჩააგდო.
გონს რომ მოვიდა დედასთან ჩაიმუხლა და პულსი გაუსინჯა
- ცოცხალია არ ინერვიულო... - ხმა უთრთოდა და თავადაც არ იცოდა რა უნდა ვაეკეთებინა.
- დაეხმარე გთხოოვ....
- მუდარით ვუთხარი და ლაშას უკან გაშეშებული მამაჩემი დავინახე.
- აქ... აქ რა მოხდა?
ტირილი უფრო გამიმძაფრდა და ხმაც ამიკანკალდა
- ა არ მინ დოდა.... მე ეს არ ვი ყავი... - მამა დედასთან ჩაიმუხლა და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა. ასეთი სასოწარკვეთილი პირველად ვნახე.
სხეული სწრაფად აიტაცა ხელში და სახლიდან გავარდა.
- გაყევი - ლაშას ვუთხარი ჩახრენწილი ხმით და ისიც გავარდა.
მუხლებში თავი ჩავრგე და არა ამ ქვეყნიური ხმით დავიწყე ტირილი.
- ახლა როგორ ვიცხოვრო... ახლა რა გავაკეთო... - ვღრიალებდი ძალის გამოცლამდე. კანკალი ამივარდა და სიცივემ დამიარა სხეულში. ეკალმა დამაყარა და სული შემეხუთა.
- დროა ნინა! - ორად ორი სიტყვა გავიგე და ძლივსძლივობით წამოვდექი ფეხზე. ოთახს თვალი მოვავლე, სისხლის გუბეები დავინახე და ჩემი ნამოქმედარი გავიაზრე. მაგიდასთან ძლივს მივედი და უჯრა გამოვაღე, კონვერტები ამოვალაგე და სისხლიან ხელებზე დავიხედე. თვალები მაგრად დავხუჭე და ცრემლს გადმოსვლის უფლება არ მივეცი.
იქვე უჯრიდან წამლები ამოვიღე და წინანდელ ადგილს დავუბრუნდი. კედელთან ჩავიკეცე და წამლები მუჭაში მოვიქციე.
ტკივილი შიგნიდან მწვამდა და მანადგურებდა.
ერთადერთი ის ვიცოდი რომ აღარაფერი მაკავებდა. ახლა მხოლოდ წასვლა იქნებოდა გამოსავალი , სხვა შემთხვევაში ტკივილი გამანადგურებდა.
ერთად გადავუშვი ყელში ჯერ პირველი, შემდეგ მეორე მუჭა.
სიკვდილი მწყუროდა და აქ გატარებილი ყოველი წამი მტანჯავდა.
სული მეხუთებოდა, ყელში ბურთის გაჩხერა ვიგრძენი.
თავი კედელს მივაყრდენი, თვალები დავხუჭე და ცრემლებს თავისუფლებით ტკბობა ვაცადე.

წამლებმა მოქმედება დაიწყეს.
თანდათან დავკარგე მგრძნობელობა, დავსუსტი, თვალების გახელაც კი მიჭირდა. ეს წუთები საუკენესავით იწელებოდა. საბოლოოდ კი უკანასკნელად ამოვისუნთქე და ამ სუნთქვას გავატანე ჩემი სიცოცხლე.

***
გადიოდა წამები , წუთები, საათები. მისი მომკითხავი კი არავინ ჩანდა. ნინა უკვე უსიცოხლო სხეულად გადაიქცა. კანი გაუთეთრდა , თვალები ჩაუშავდა , ტუჩები გაულურჯდა.
ფილტვებმა სუნთქვა შეწყვიტეს, გულმა ძგერა.
ნინას ბუნებრივი სილამაზე სიკვდილმა წაბილწა და გააქრო.
ამ პატარა და ნაადრევად გაზრდილმა გოგომ, სიცოცხლე მოისწრაფა. თავის თავს გამოუტანა განაჩენი. მართალიც იყო. ყველაფერი ისე ახდა როგორც ეგონა. რაღა დარჩენოდა, გამოეთხოვა სიცოცხლეს და მარადისობაში შეაბიჯა. მისი ეს ნაბიჯი არ იყო გამოსავალი მაგრამ ხსნა იყო მისთვის.
ოთახში სიბნელე ჩამოწვა. თითქოს სახლის ყოველი კუნჭული უბედურებით გაიჟღინთა. დუმილი აყრუებდა სახლს. საზარელი დუმილი.
ნინას სხეული კი სიბნელესა და სიჩუმეში ჩაკარგულ სახლში უჩინარდებოდა.

ღამით ლაშა ნინასთან დაბრუნდა. სახლში შესვლისთანავე იგრძნო სიმძიმე.
სიჩუმე და სიბმელე ერთმანეთს ერწყმოდა და თავისებურ ჰარმონიას ქმნიდა.
ლაშა ოთახის კარს მიუახლოვდა , თითქოსდა გული უგრძნობდა რა დახვდებოდა შიგნით. გული გამალებით უცემდა, თვალები კი სითხის თხელ ფენას გადაეფარა. სახელურს ხელი ჩაკიდა და სწრაფად შეაღო. შუქი აანთო და ამ საზარელმა სანახაობამ წამში გული გაუჩერა. გაშეშებული იდგა და უყურებდა მის საყვარელ ადამიანს. ყოველ წამში ათასჯერ კვდებოდა და ცოცხლდებოდა. სუნთქვა უმძიმდა, გონება დაებინდა და ყელში ბურთის გაეჩხირა იგრძნო.
ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ და მის წინ ჩაიმუხლა.
- ნინა... - ათრთოლებული ხმით დაიჩურჩულა და ხელებით სახეზე შეეხო.
- ნინა... ნინა... ნინა... - ნელნელა უწევდა ხმას და საბოლოოდ ყვირილში გადაეზარდა. გააზრებაც არ უნდოდა რომ მისმა ნინამ სუნთქვა შეწყვიტა.
მის სხეულს ეცა და გულში მაგრად ჩაიკრა.
მისი თვალებიდან ცრემლები არ წყდებოდნენ. მთელი ძალით ყვიროდა და ეკროდა სხეულს. უდიდეს ტკივილსა და სასოწარკვეთას გრძნობდა.

- ნინა... ნინაა... რა გააკეთე... ეს რა გააკეთე... - ნელ-ნელა დაუწია ხმას და ჩურჩულში გადაეზარდა.
თმებში თითები შეუცურა და ფერება დაუწყო. ხელები მაგრად მოუჭირა ნაზ არსებას და თვალები დახუჭა.
ნინას მხარს რიტმულად ეცემოდნენ ლაშას ცრემლები.
არ უნდოდა დაეჯერებინა რომ დააგვიანდა. გულში საშინელი სიცარიელე იგრძნო რომელსაც ტკივილი ავსებდა.

დიდ ხანს იჯდა გაუნძრევლად ნინას სხეულზე აკრული, შემდეგ გონს მოვიდა და თვალები გაახილა. მიხვდა რომ საყვარელ ადამიანს კიარა მის ცხედარს ეკვროდა და ნელნელა დაშორდა მას. შუბლზე აკოცა და თავი კედელზე მიადებინა.
ფეხზე წამოდგა , ხელი თვალებზე მოისვა და სიმწრისგან კედელს დაარტყა. ახლა იგრძნო ის სიყვარული რომელსაც აქამდე, ბოლომდე ვერ იაზრებდა. ახლა უარესად იგრძნო გულის ტკივილი, მთელი შიგნეულობა ეწვოდა. ბურთი ყელში აწვებოდა და ახრჩობდა.
უკან დაიხია და მაგიდაზე დაყრილ წერილებს თვალი მოჰკრა.
ხელში აიღო და კონვერტები შეათვალიერა.
კონვერტი ,, დედას და მამას" დადო და დანარჩენები გახსნა.
საწოლზე, ნინას პირდაპირ ჩამოჯდა და კონვერტზე მინაწერები წაიკითხა
,,პირველი დღე" , ,,მეორე დღე", ,,მესამე დღე" და ა.შ.
თვალები ტირილისგან ჩაწითლებული ჰქონდა. ცრემლი არ უშრებოდა.
თვალთახედვა ცრემლებმა დაუბრმავეს თვალებზე ხელი მოისვა და კითხვა დაიწყო.

დღე პირველი.
დღეს პირველად ვნახე ის.
ხმაც უფრო ცხადად ჩამესმა. არ ვიცი რა და რატომ გავაკეთე. არც ის ვიცი რა მემართება.
დღეს ლაშას ძალიან ვატკინე. საკუთარ თავს არ ვაპატიებ, როგორ გავაკეთე ეს!
თუ ამ წერილს წაიკითხავ, მინდა ბოდიში მოგიხადო. მე ეს არ ვიყავი. მინდოდა ამეხსნა მაგრამ არ მომისმინე. მაპატიე...

ლაშას თვალებიდან ცრემლი წასკდა და ბავშვივით აქვითინდა. დანაშაულის გრძნობა იგრძნო. ნინას სხეულს შეხედა და თვალები დახარა. შერცხვა მისი შეხედვის.
სახეზე ხელი მოისვა და წერილის კითხვა დაამთავრა.
გაიგო რა სჭირდა, რას და რატომ აკეთებდა. მიხვდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, მას რომ მისთვის მოესმინა, იქნებ დახმარებოდა. იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო. საკუთარი თავი და სიცოცხლე შეზიზღდა. აღარაფერი უნდოდა
ნინას გარდა. მზად იყო საკუთარი სიცოცხლე გაეცვალა მისთვის მაგრამ ნინა ვეღარ დაბრუნდებოდა.
მეორე წერილი ხელში ეჭირა, იცოდა ამ წერილს რომ წაიკითხავდა მისგან არაფერი დარჩებოდა ტკივილის გარდა. მაგრამ წერილი გაშალა და კითხვა დაიწყო.

თუ ამ წერილს კითხულობ, ესეიგი ყველაფერი დამთავრდა. ესეიგი ცოცხალი აღარ ვარ.
ლაშა... ჩემო სიყვარულო, მაპატიე... ვიცი გული გატკენე და ცუდათ მოგექეცი. მე მე არ ვიყავი!
რაც მე გავაკეთე ჩემი ბრალი არ იყო!
გული მტკივა, დაგკარგე. ჩემი თავი არ მადარდებს, მე შენს გამო მტკივა.
ახლოსაც არ გიკარებდი, გიყვიროდი, გაგდებდი. მაპატიე...
დღეები გადის და გონს მოსვლა მიძნელდება. ვიცი ჩემი ბოლო რაც იქნება. მე დავამთავრებ. არ ვიცი როდის ან როგორ მაგრამ რაც მალე უკეთესია ყველასთვის.
არ მინდა ვინმეს რამე დავუშავო. არ მინდა გატკინოთ. სანამ რამე საშინელებას გაუაზრებლად ჩავიდენ მინდა წავიდე.
თუ წასვლა დავაგვიანე მაპატიეთ. თუ რამე დაგიშავე მაპატიე.
მიყვარხარ. დამნაშავე ვარ შენს წინაშე.
შენ თავი არ დაიდანაშაულო გთხოვ. შენი ბრალი არაფერია.
ვიცი გეტკინება როცა ჩემს უსიცოხლო სხეულს დაინახავ.
არ დანებდე! არასოდეს ჩაიქნიო ხელი, მითუმეტეს ჩემს გამო! დამიჯერე ვიტანჯები!
წასვლა ჩემთვის შვებაა.
მიყვარხარ..
თუ დრო არ მეყო რომ შენს გულში ჩემი ნაკვალევი დამეტოვებინა, მიხარია რომ სხეულზე მაინც დავტოვე.
გაინტერესებდა რას ნიშნავდა და არ გაწყენინებ...
გვირილა მე ვარ, ნოტი შენ, წვიმა - უძილო ღამეები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუუ როგორ შემეცოდა ნინა. რატომ რატოომ? ნუთუ არ შეიძლებოდა მეტი ყურადღება გამოეჩინათ მის მიმართ? ბოლოს წინა თავში გუმანით მივხვდი დასასრული სულაც არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორსაც ველოდი.
აუცილებლლდ გააგრძელე წერა. არაჩვეულებრივად მოგაქვს ემოცია მკითხველამდე, ასე რომ გელოდები ახალი ისტორიით❤❤❤

 



№2  offline წევრი i want

Chikochiko
აუუ როგორ შემეცოდა ნინა. რატომ რატოომ? ნუთუ არ შეიძლებოდა მეტი ყურადღება გამოეჩინათ მის მიმართ? ბოლოს წინა თავში გუმანით მივხვდი დასასრული სულაც არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორსაც ველოდი.
აუცილებლლდ გააგრძელე წერა. არაჩვეულებრივად მოგაქვს ემოცია მკითხველამდე, ასე რომ გელოდები ახალი ისტორიით❤❤❤

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ♡♡♡♡♡ აუცილებლად♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent