ჯაშუში ბავშვობიდან სრულად » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში ბავშვობიდან [სრულად]


22-07-2018, 02:01
ავტორი ლათინო
ნანახია 2 839

ჯაშუში ბავშვობიდან [სრულად]

-ჯანდაბა!სად დაიკარგნენ ეს ბავშვები? რამდენი იყავით სახლში,როგორ ვერცერთმა ვერ შეამჩნიეთ ბავშვების არ ყოფნა?!
გაგიჟებული დათა იქით-აქეთ დააბოტებდა და ყველას ცოფავდა.
-დათა ...
-რა,ნატა რა?მითხარი სად არის ბავშვი? სად იყავი როცა სახლიდან გადიოდა?
-მე და ქეთი...
-გაჩუმდი ნატა! ახლა არცერთი სისტყვის მოსმენა არ მინდა! ჩემი შვილი როგორ დაკარგეთ?
-კარგი დათა დამშვიდდი,ბავშვები არიან და ალბათ სადმე თამაშობენ.
-შენ შ** ხო არ გაქვს? ბიჭო შენი შვილი არ დაიკარგა? სად ჯანდაბაში იყავით როცა სახლიდან გადიოდნენ? ჯანდაბა,მხოლოდ ერთი საათი დაგჭირდათ,მხოლოდ ერთი რომ ორი ბავშვი დაგეკარგათ!
-ნუ ღრიალებ და დამშვიდდი-მეთქი,არც ჩვენ ვართ ნაკლებ დღეში,შეხედე მათ! -ზურამ ხელით ანიშნა ნატასა და ქეთიზე-ლამისაა გული გაუსკდეთ,არც მე ვარ უდარდელად მაგრამ შენსვით აქ არავინ ღრიალებს!
-ავალიანო,ნერვებს უარესად მიშლი და არ მინდა რამე გამომსტყუო!
გამწარებულმა მაგიდას ხელი მოჰკიდა და ამოაყირავა,ყველაფერი დალეწა და სახლიდან უკანმოუხედავად გაიქცა.
დათას სუსტი წერტილი იყო მისი ფერია,მისი პატარა გოგო,მისი მირეი რომელიც დედას ძალიან ჰგავდა. როდესაც შვილის ჯანმრთელობას სულ პატარა პრობლემა ექმნებოდა გიჟს ემსგავსებოდა,მთელი აფთიაქი "გამოჰქონდა" და საჭირო და არასაჭირო წამლებით ავსებდა სახლს. არაადეკვატური ხდებოდა როდესაც საკითხი მის გოგოს ეხებოდა. ლუკა,პატარა ლუკა კი ზურას და ქეთის უფროსი შვილი იყო,ბიჭი რომელიც საკუთარი ვაჟივით უყვარდა. გაგიჟებული მიაქროლებდა მანქანას და ისე გადაეშვა სავალი გზიდან რომ ვერაფრის გააზრება მოასწრო.დათა ადგილზევე გარდაიცვალა.
ამ დროს კი გამოპარული პატარები სიყვარულის კოშკთან ისხდნენ და მათთვის მეტად საინტერესო თემებზე საუბრობდნენ.
-მირი იცი? მე დედამ და მამამ უნდა წამიყვანონ.
თქვა ბიჭმა და თავი დახარა.
-სად? ქალაქში? შეიძლება მეც წამოვიდე?
აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში.
-არა მირი,მათ მხოლოდ მე უნდა წამიყვანონ.
-მაგრამ მე? მეც ხომ მინდა გართობა,ბამბის ნაყინი,ჩხირები?! კარგი რა ლუკ,წამოვალ გთხოვ!
იმედიანი თვალებით ახედა ბიჭს.
-არა მირი,ქალაქში არა! ასე თქვეს სხვა ქვეყანაში მივდივართო.
-მოიცა ეგ როგორ?
-აი ასე,ჩანთას ალაგებენ და მივდივართ.
-და...როდის ჩამოხვალთ?
-არ ვიცი...
დაღონებულმა ბიჭმა ისევ თავი დახარა.
-შენ რომ დარჩე? ჩვენთან,ხომ იცი ჩემს მამიკოს და დედიკოს როგორ გაუხარდებათ?!
-არა მირი,მერე ჩემებს ეწყინებათ.
-მაგრამ...რომ აღარ ჩამოხვიდეთ? რა გავაკეთო შენ რომ აღარ იქნები?!
ამოისლუკუნა მირეიმ და ტუჩები დაბრიცა.
-არა მირი,არა! აი ნახავ მე ჩამოვალ და თან ხომ იცი?! შენ ჩემი გოგო ხარ.
-არა მე მამასი ვარ!
-ხო და ჩემიც!
........
-არა,გამორთული აქვს! ჯანდაბა სად წავიდა ეს კაცი? უკვე რა ხანია წავიდა!
ფერწასულმა ნატამ ტელეფონი ყურიდან მოიშორა და შეშინებულმა გახედა მეგობრებს.
-კარგი,დამშვიდდი ნატი! ხომ იცი როგორია?! დამშვიდდება და მოვა,შენზე დიდხანს გაბრაზება რომ არ შეუძლია ხომ იცი?!
მეგობრის დამშვიდებას შეეცადა ქეთი.
-აი ნიკა რეკავს!
წამოიძახა ზურამ და ტელეფონს დასწვდა.
-ხო, გისმენ ნიკუშ!
-ბიჭო გავარკვიე სადაცაა პროსტა მაგარი ცუდი ამბავია!
ამოიხრიალა ნიკამ.
-რა ხდება?
ერთიანად დაეჭიმა სხეული და ანერვიულებული ნატასკენ გააპარა თვალი.
-ბიჭო,აღარ არის!
-რა აღარ არის? გარკვევით ილაპარაკე!
ამ დროს ოთახში ბავშვები შემოცვივდნენ დედებმა შვებით ამოისუნთქეს და შვილები გულში ჩაიკრეს,ზურაც მოეშვა მაგრამ ამჯერად ბავშვებისთვის არ ეცალა.
-რა ხმაურია,მარტო არ ხარ ?
-არა,ნიკა ბავშვები გამოჩნდნენ და...
-ღმერთო,ჯანდაბა რა უაზროა ეს ცხოვრება!
-რა ხდება ნიკა?
-ზურა,დათა აღარაა!
-რას ნიშნავს აღ...
არა!ამის დედა შევ**ი არა!
-რა ხდება ზურა?
შეშინებულმა გახედა ქმარს ქეთიმ.
-კარგი ნიკ წავედი!
......
ჩემი ცხოვრება სწორედ ერთმა დღემ შეცვალა,ერთმა დაწყევლილმა დღემ როდესაც მე და ჩემი მეგობარი,რომლის ახლა არც სახელი და არც გვარი არ მახსოვს თურმე გარეთ გავპარულვართ. სწორედ ჩვენმა სისულელემ დაანგრია ჩემი ბავშვობა,მამა დავკარგე და დედა,რომელიც ყველაფერს მერჩივნა ჩემს მიმართ უფრო ცივი,მკაცრი და მომთხოვნი გახდა. დიდი ხანი ფიქრობდა იმას რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო,მე მადანაშაულებდა იმაში რომ ახლა მამა ჩვენს გვერდით არაა.ვერ ვიტყვი რომ მას ვძულვარ,პირიქით ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ,უბრალოდ ჩემში ყოველთვის დაინახავს მიზეზს,იმისა რამაც მას ქმარი წაართვა. ვერ ვიტყვი რომ უდარდელი ცხოვრება მქონდა. მუდამ იყო ჩემს ცხოვრებაში პრობლემები,სევდა,ცრემლი, წყენა,ბოლოს კი ყველაფრის ერთად დაკიდება და გიჟური ცხოვრების გაგრძელება სალოსთან ერთად. სალომე ქავთარაძე,ქავთარაძეების ერთადერთი ასული,ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი.როცა თბილისში გადმოვსახლდით მე და დედა ის სწორედ მაშინ გავიცანი. როცა მასთან ვარ ყოველთვის მზად ვარ რაიმე სისულელე გავაკეთო,რაზეც მერე მთელი თვე ვიხალისებ,მოკლედ რომ ვთქვა სკოლამ მაპოვნინა მეორე მირეი. ჯიუტი,არანორმალური(როგორც ამას აღნიშნავენ) პრინციპული და საოცრად ჩემნაირი გოგო.
ალბათ მეოთხე კლასში გავიცანი,ან მესამეში,ზუსტად არ მახსოვს,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ფაქტია რომ ათ წელზე მეტია რაც ჩვენი სიგიჟეები დაიწყო.
მესამე კურსიც დავხურეთ და უნივერსიტეტის მერე ჩემთან ავედით,რადგან არაფერი მქონდა შერჩეული დღევანდელი საღამოსთვის.
-აუუ ქალდანების ქალიშვილო გამაგიჟებ რა!
-დამშვიდდი სალომე,უკვე ნერვებს მიშლი შენი წუწუნით,თუ გეზრება საერთოდ არ წამოვალ,დღევანდელ საღამოზე მეტად არაფერი მეზარება ისედაც!
-კარგი ხო,ჯანდაბა! გაქვს რამე ვარიანტი?
-საერთოდ არაფერი.
-კაბას იცვამ?
-არა მაიკლ ჯექსონს უნდა გამოვართვა თეთრი შარვალ-კოსტუმი!
მობეზრებულმა ავატრიალე თვალები და წვენი ბოთლითვე მოვიყუდე.
-მეც მინდოდა!
კბილებში გამოსცრა სალომემ და ცარიელ ბოთლს მზერა გაუსწორა.
-არაუშავს.
-წამოდი მოვძებნოთ რამე.
მთელი ჩემი კარადა გადმოვატრიალეთ მაგრამ გამოსადეგი ვერაფერი ვიპოვეთ. ამიტომ მაღაზიებში გავლა გადავწყვიტეთ.
ბევრი ბოდიალის შემდეგ,ყველაზე ბანალური ფერის,წითელი კომბინიზონი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ავარჩიე. საკუთარი თავი წინასწარ მეცოდებოდა როდესაც ამ ფეხსაცმელს ვუყურებდი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
სალომ დიდი ხნის წინ შეარჩია შავი,კოჭამდე კაბა რომელსაც მუხლამდე პრარეზი ჰქონდა.
მაკიაჟზე თავადვე ვიზრუნე, შავი "ბუჩქი" ბუჩქადვე დავტოვე და საღამოს რვა საათზე სახლი ძლივს დავტოვეთ. ქვემოთ დიტო,ლაშა და თიკა გველოდებოდნენ.
-დიდება თქვენს გამოჩენას,რა ვერ ჩაიცვით ასეთი ჩაუცმელი?
აჯუჯღუნდა დიტო.
-ალბათ მირეის ბუჩქიდან ცდილობდით საგნების ამოლაგებას ხომ?
მოგვიბუნდა ლაშა,როდესაც მანქანაში მოვთავსდით.
-ხო.
დავეჭყანე და ფანჯრისკენ მივბრუნდი.
საღამო მოსაბეზრებელი იყო,მანამ სანამ ცოტა არ დავლიე და არ შევბარბაცდი. სასმელმა იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ ყველა და ყველაფერი დავივიწყე და ფეხების ატკიებამდე გადავწყვიტე ცეკვა. ელექტრონული მუსიკის რიტმს ტანს ვაყოლებდი და სულ არ მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა,გიჟური მუსიკის შემდეგ წყნარი მუსიკა ჩაირთო,წყვილებმაც ნაზად ააყოლეს მას სხეული. დაჯდომას ვაპირებდი როდესაც წელზე ვიღაცის ხელები ვიგრძენი,დენდარტყმულივით მივბრუნდი უკან და სრულიად უცხო ადამიანს შევეჩეხე.
-რატომ გაჩერდი?
-მომაშორე შენი ტორები!
გაცეცხლებულმა დავხედე ბიჭის ხელებს.
- ნახე რა კარგი თითები მაქვს გოგო,რა ტორები?!
გაიოცა მან და ხელები ამიფრიალა.
-რაში მაინტერესებს შენი თითები? მომაშორე თქო!
-ოუ რატომ ხარ ასეთი უკარება?!
-საჭიროა და იმიტომ! და ძალიან გთხოვ თუ არ გინდა რომ უშვილოდ დარჩე მომაშორე ხელები!
-მხოლოდ ერთი ცეკვა.
-არა!
-კი!
-ა-რა,ვერ გაიგე?
- გავიგე.
-ხოდა მომშორდი.
-მხოლოდ ერთი ცეკვა და მოგშორდები!
-ჯანდაბა!
თვალები ავატრიალე და დავნებდი. ხელები კისერზე შემოვხვიე და მუსიკას ავყევი.
-რა გქვია?
-ნომერი და სახლის მისამართი არ გინდა?
-ნწ,თუ დამჭირდება გავარკვევ!
-ხოდა შეგიძლია გაარკვიო,მაგრამ თუ ერთხელ მაინც დამირეკავ გაფრთხილებ ვერ გადამირჩები!
-ჰმმ..ისე,აქ საიდან მოხვდი?აქ ყველას ვიცნობ შენს გარდა.
-რატომ არ მიკვირს?!
-მერავიცი.
-რიტორიკული შეკითხვა იყო.
-ღმერთო,ამ მუსიკას ძალით წელავენ? გეყოს, ხომ გეცეკვე?! ახლა გამიშვი ხელი,მომძვრა ეს ფეხები.
მან ისე განაგრძო ცეკვა, თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაეგოს.შავი თმა,ჭრელი თვალები,ხორბლისფერი კანი და ოდნავ წამოზრდილი წვერი. არ იყო მახინჯი,პირიქით ზედმეტად სიმპატურიც კი იყო,თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრჯერ სცადა დიალოგის წამოწყება,თუმცა მე არანაირი სურვილი არ მქონდა მასთან ლაპარაკის. თვალებში რომ ჩამაშტერდა რაღაცამ გამკრა გულში, თუმცა მხოლოდ წამიერად. მუსიკა დამთავრდა,ის კიდევ უფრო მომიახლოვდა, ლოყაზე მაკოცა და თვალისდახამხამებაში გაქრა. ცოტა ხანს გამოშტერებული ვიდექი,თუმცა მალევე გამოვფხიზლდი და მაგიდას დავუბრუნდი.
-ვინ იყო?
თავით მანიშნა დიტომ იმ ადგილისკენ სადაც ორი წუთის წინ მე და ჩემი "კავალერი" ვიდექით.
-აზრზე არ ვარ.
უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-როგორ თუ აზრზე არ ხარ?არ იცნობ და ხელების ფათურის უფლება მიეცი?
წამოენთო დიტო.
-ჯერ ერთი, არავის უფათურებია ხელები და მეორე,ასე რომც იყოს შენ არანაირი უფლება არ გაქვს განსაზღვრო რას გავაკეთებ და რას არა!
არც მე დავნებდი.ვერ ვიტან როდესაც ვინმე რამეს მიწყვიტავს,მითითებს ან უაზროდ მიწყებს დატუქსვას და მორალის კითხვას.
-მირეი აქ არ იცი როგორი ადამიანები არიან,ხელი რომ ჩაევლო და წაეთრიე მერე რა ჯანდაბას აკეთებდი? ვერ შეამჩნიე როგორი თვალებით გიყურებდა?
-დიტო რა გინდა? არავის ჩაუვლია ხელი და არც არავის წავუთრევივარ,შენ წარმოიდგინე და არც არავინ მიყურებდა მანიაკის თვალებით! და საერთოდ ამიხსნი რა ჯანდაბა გემართება?
-კარგი,როგორც გინდა ისე მოიქეცი,მაგრამ გაფრთხილებ რამე შარს რომ გადაეყრები მერე ვერც მე გიშველი, ვერც ლაშა და საერთიდ ვერავინ.
-არ იღელვო, არავის დახმარება არ დამჭირდება!
კბილებში გამოვცერი და გასასვლელისკენ ავიღე გეზი. გარეთ გავედი თუ არა ვიღაცამ ხელი ჩამავლო,კედელზე ამაკრო და მაკოცა. წამიერად გონება გამეთიშა,თუმცა მაშინვე გამოვფხიზლდი, ხელი ვკარი,მოვიშორე და სახეშიც ვუთავაზე გაშლილი ხელი.
ახლაღა გავაანალიზე რომ უკვე მეორედ მიშლიდა ერთიდაიგივე ადამიანი ნერვებს. თუმცა ეს მეტისმეტი იყო,ამიტომაც ეტყობა ხუთი თითი სახეზე. ნატკენ ლოყაზე ხელი ჩამოისვა,ირონიულად ჩაიცინა და შენობაში დაბრუნდა.
უკან დაბრუნებულ ბიჭს მიმტანმა აცნობა რომ კაბინეტში ელოდებოდნენ. ბიჭიც აუყვა კიბეებს და მამის ოთახში დაუკაკუნებლად შეაჭრა.
-გისმენ ზურიკელა.
გაუღიმა მამას და ინტერესით მიაშტერდა.
-არ ვარ ახლა სიცილის ხასიათზე,ასე რომ თავი შეიკავე!
-კარგი გისმენ,ისევ რამე დავაშავე?
-მე მეკითხები?! რას ნიშნავს შენი საქციელი?
-რომელზე მეკითხები?
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა და შვილს თვალი თვალში გაუყარა.
-კარგი,მიგანიშნებ! ლოყაზე რა გჭირს?
-აჰამ,გასაგებია!
ჩაეღიმა ბიჭს.
-არაფერი ისეთი,მხოლოდ ნათითურებია.
-და რის გამო დაიმსახურე ეგ?
-ვიღაც არანორმალური იყო, ხელი ჩამავლო,ძალით მაკოცა და აქეთ მითავაზა.
-ლუკა ახლა წადი სახლში და აქ მოსული აღარ დაგინახო! აქ ვისაც მოგესურვება იმას ვერ აკოცებ!
-კარგი ზურიკელა!
-და ნუ მეძახი ამ დედამო*** ზურიკელას!
დაიღრიალა კაცმა. ბიჭმაც გაუცინა და კაბინეტი დატოვა.
.......
-გუშინ სად გამექეცი?
გაუღიმა დიტომ გოგონას.
-არსად არ გავქცეულვარ,დავიღალე და წამოვედი!
-შეგეძლო ჩვენთან ერთად წამოსულიყავი.
-არა,არ შემეძლო.
-მირეი როგორ მელაპარაკები?
-ჩვეულებრივად.
-არა,ადრე ასე არ მელაპარაკებოდი.
-ხო,ალბათ.
-მისმინე,გუშინდელი..
-არ მინდა გუშინდელი,მორჩა მე გითხარი რომ ზედემტად ვერავინ ვერ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში,ვერც შენ!
-მაგრამ მე მინდა რომ მქონდეს უფლება,მინდა რომ შენი ცხოვრება მეც მეხებოდეს.
-დიტო რას ამბობ?
-მირეი,მინდა რომ ჩემს გვერდით იყო. ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ დავიღალე! არ შემიძლია შემთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდეს,ვერ შევძლებ ისე შემოგხედო როგორც სალოს,თიკას....
-დიტო წადი!
-მირეი...
-არავითარი მირეი,საერთოდ დაივიწყე ჩემი სახელი.
-კარგი.
ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში,თავი დახარა და გოგონას სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
-სალო,ამოდი რა ჩემთან!
შეეხვეწა მირეი დაქალს და ტელეფონი გაუთიშა.
სალომეც მაშინვე მიხვდა რომ დაქალს რაღაც კარგად ვერ ჰქონდა,საწოლიდან წამოვარდა რაც ხელში მოჰყვა ის ჩაიცვა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.
......
-შემოდი!
გზა დავუთმე კარებში მდგომ სალომეს და სახლში შევატარე.
-აბა მოყევი,რა ხდება?
-დიტო....
-გითხრა?
გადაწოლილი ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-შენ საიდან იცი?
-გვითხრა რომ აპირებდა.
-გასაგებია.
-კარგი რა მირე,ნუ გწყინს! მის მაგივრად ხომ არ გეტყოდი?!
-არ მწყინს...კარგი არაუშავს.
-და შენ რა უთხარი?
-შენი აზრით?
-კარგი.
-გინდა რამეს ვუყუროთ?
-ვუყუროთ,მაგრამ გუშინ სად გამოიქეცი ასე უთქმელად?
-დიტოს ვეკამათე და წამოვედი.
-კარგი და რაზე იკამათეთ?
-დამინახა ვიღაცას რომ ვეცეკვებოდი და ლექციების კითხვა დამიწყო.
-ვიღაცას? ვიღაცეებთან როდის მერე ცეკვავ შენ?
-ვაიმე სალომე დამღალე.ვიღაც იდიოტი იყო,მოვიდა და შემომხვია ხელები,მე ჩემებურები ჩავურთე მაგრამ ვინ გისმენს?! სანამ მუსიკა არ დამთავრდა,იქამდე ხელები არ მომაშორა.
-ოუუ!
გადაიკისკისა სალომემ.
-მერე რა გააკეთა იცი?
-როდის მერე?!
-აი რო გამოვედი გარეთ?
-მერავიცი! მიდი თქვი!
-მაკოცა.
-ჰააა?
წამოიკივლა და თვალებიც გადმოყარა.
-ხო.
-მერე?
-ვლეწე.
-რა ქენი?
-გაშლილი ხელი ვუთავაზე სახეში.
-მერე?
-რა მერე,იმანაც მლეწა!
მობეზრებულმა ავატრიალე თვალები.
-მართლა?
-რა მართლა გოგო?! უკვე ნერვებს მიშლი,წადი მიდი გააკეთე რამე.
-ოჰ!
-მიდი მიდი,სტუმარი ხარ შენ!
....
მთელი დღე უაზროდ გაიწელა,საღამოს დედჩემიც დაბრუნდა,სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან დაღლილი იყო,თუმცა დაღლილობასთან ერთად მის თვალებში დიდი ტკივილი ამოვიკითხე.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ,მერე კი თავის ოთახში გადაიკარგა.
ვერ ვიტან როდესაც თავის ოთახში,მარტო შეიკეტება ხოლმე. ვიცი ძალიან უჭირს ამხელა საწოლში მარტო ძილი.
ვიცი,ვიცი რომ ღამე ისევ ტირის,ვიცი რომ ისევ ისე უყვარს და მისი მონატრება აგიჟებს,ეს ყველაფერი კი ჩემი ბრალია.
გადავწყვიტე მასთან ავსულიყავი,ასეც მოვიქეცი. ოთახის კარები ფრთხილად შევაღე,ჩემგან ზურგით იწვა,თუმცა შევატყვე რომ ტიროდა. მასთან მივედი,ფრთხილად დავადე ხელი მხარზე,ის კი დამფრთხალი შემობრუნდა ჩემკენ.ხელში მამას სურათი ჩაებღუჯა და მას დასტიროდა. გული მომეწურა,ვერ შევძლებდი ახლა მასთან ლაპარაკს,არ შემეძლო მისთვის მამის გახსენება მეთხოვა,მხოლოდ ცრემლები მოვწმინდე და ოთახი უკანმოუხედავად დავტოვე. ქვემოთ ჩავედი,ყავა მოვიმზადე და აივანზე,დიდ პუფში ჩავჯექი.
თავი ისევ ფიქრებმა წამართვა.
რომ არა ჩემი უაზრო საქციელი ახლა მამაჩემი გვქრდით მეყოლებოდა. სკოლაში რომ დავდიოდი მაგიჟებდა ის ფაქტი რომ მამა ვერასოდეს მომაკითხავდა ისე, როგორც სხვა დანარჩენებს. მე მხოლოდ დედა მყავდა,დედა რომელიც ჩემში დამნაშავეს ხედავდა. ცრემლები მომადგა,ვეღარ დავიტიე და თბილი სითხე თვალებიდან გადმოვუშვი. ნიკაპი და ხელები ერთიანად ამიკანკალდა,ჭიქის ადგილზე დაბრუნება ძლივს მოვახერხე,ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში მოსამზადებლად დავბრუნდი. ჯინსი,კედები,მაისური და ტყავის კურტკა ჩავიცვი,შავი "ბუჩქისთვის" ხელი არ მიხლია,მობილური და ყურსასმენები ავიღე და სახლი დავტოვე. შემეძლო სალოსთან დამერეკა,ვიცოდი რომ მოვიდოდა,მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარ თავთან ერთად მინდოდა ყოფნა. არავის აზრი არ მაინტერესებდა,უნდა მეფიქრა და ჩემი ცხოვრება შემეცვალა.
მუსიკებითა და ფიქრებით გართული მივაბიჯებდი,სრულიად უცხო უბანში აღმოვჩნდი. სიბნელე იყო,რამაც ცოტა არ იყოს და შემაშინა.ვეცადე ყურადღება ისევ მუსიკაზე გადამეტანა მაგრამ ვერ შევძელი. გზის გაგნება გადავწყვიტე,თუმცა მგონი უფრო დავიკარგე. ერთ-ერთ შესახვევში რომ შევუხვიე საშინელი სურათი დამხვდა. ბიჭები ჩხუბობდნენ. ხუთი კაცი ურტყამდა ერთს.იქვე კედელს ამოვეფარე და მათ თვალს არ ვაშორებდი,გული გახეთქვაზე მქონდა. დავინახე როგორ გაუყარა ერთ-ერთმა დანა,პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეკივლა და გაფართოებულ თვალებს ახლა უფრო შეშინებული ვაცეცებდი.
-ფუ მე ამის! რა გააკეთე?!
დაიღრიალა მეორემ და ყველანი სწრაფად მოსწყდნენ ადგილს. ღმერთო ახლა მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ,ეს ლაშას ხმა ნუ იქნება,გთხოვ უბრალოდ მე მომჩვენებოდა!
კედელზე აკრული ბიჭი მოწყვეტით ჩასრიალდა ქვემოთ. იქაურობა მოვათვალიერე და ბიჭს მივუახლოვდი,სახე კარგად არ უჩანდა,თუმცა ადვილი მისახვედრი იყო რომ ძალიან უჭირდა. ჩემი მიახლოება რომ იგრძნო თვალების გახელას შეეცადა,თუმცა ჯანდაბა! გონებას კარგავდა.
-ეცადე არ გაითიშო,შევეცდები დაგეხმარო, მაგრამ ეს შენზეცაა დამოკიდებული. ჰეეი! გესმის?
-მესმის!
ამოიხრიალა და თვალები გაახილა. ფეხზე წამოვხტი და ხელი გავუწოდე,მანაც შემაგება თავისი და სამწუთიანი ტანჯვის შემდეგ ძლივს წამოდგა ფეხზე. მისი ხელი მხარზე გადავიხვიე და ასე დაყრდნობილი გავედით იმ წყეული ჩიხიდან.
-აქვე ჩემი მანქანაა,იქ მიმიყვანე.
ძლივს ამოთქვა.
მეც მის ნებას დავყევი და როდესაც მანქანას მივუახლოვდით მისი ჯიბიდან გასაღები ამოვაძვრინე. უკანა კარები გავაღე და იქ გადავაწვინე,მე კი მძღოლის ადგილს მოვერგე. თუმცა რას მოვერგე,მხოლოდ ერთხელ ვარ ნაჯდომი ამ ადგილას და ისიც თხუთმეტი წუთით.
-მართვა არ იცი?
ისევ მისწვდა ყურთასმენას მისი საცოდავი ხმა. თუმცა რატომღაც მეცნო,მისკენ მივბრუნდი და სინათლეზე რომ დავაკვირდი მივხვდი ჩემი პირველი კოცნის პატრონს რომ ვუყურებდი. ლამის თვალები გადმომცვივდა,მას კი უბრალოდ ჩაეცინა.
-ვიცი და შენ გირჩევნია ძალა არ დაკარგო,საავადმყოფომდე გაუძელი და მერე თავშიც ქვა გიხლია!
მივაყარე ისე რომ მისკენ აღარ შევბრუნებულვარ.
-არანაირი საავადმყოფო! იქ არ წამიყვან!
-ვერ გავიგე?! აბა აქ აპირებ სიკვდილს? ბოდიში მაგრამ მომაკვდავების ყურება არ მხიბლავს.
-არც სიკვდილს არ ვაპირებ,აფთიაქში შეხვალ,საჭირო ნივთებს იყიდი,ჭრილობას დამიმუშავებ და მერე შენთან სახლში წამიყვან.
-კიდევ? ბულიონი ხომ არ მოგიმზადო?
-კი,ძალიან მიყვარს!
მობეზრებულმა თვალები გადავატრიალე და მანქანა დავქოქე.ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მან მითხრა.
მას ჩაეძინა,მე სისხლიანი ბამბები გადავყარე და ისევ მანქანაში დავბრუნდი.
-ახლა სად წამიყვან?
თავი წამოყო ბატონმა და ლამის გული გამიხეთქა.
-შენ ცოცხალი ხარ?!
კბილებს შორის გამივცერი და ჯიქურად მივაშტერდი.
-ნწ,მოვკვდი და ახლა შენს წასაყვანად მოვედი.
გამეღრიჯა ბიჭი.
-ზედმეტად სასაცილო იყო.
დავეჭყანე და ენა გამივუყავი,მას კი გაეცინა.
-ის რა გქვია ჩემო გმირო?
ისევ გამიცინა.
-მემგონი ძაან გავშინაურდით ხო?!
წარბაწეულმა გავხედე.
-ხო,რატომაც არა!
მხრები აიჩეჩა.
-აბა,არ მეტყვი რა გქვია?!
-არა.
-რატომ?
-იმიტომ
-მითხარი,რა დაშავდება.
-მირეი.
უკმაყოფილო სახით მივუბრუნდი და მის ფიქრიან მზერას გადავაწყდი. ერთიანად მომავლო მზერა და ისევ თვალებში ჩამაშტერდა.
-დიდხანს უნდა მათვალიერო?
-საიდანღაც მეცნობი!
დაასკვნა ბოლოს.
-ნეტავ საიდან?
ირონია არ დავიშურე.
-აჰ გამახსენდი,კლუბში რომ ძალით მაკოცე!
-მეე?!
მთელ ხმაზე შევყვირე და თვალები ლამის გადმოვყარე.
-ხო,აბა მე?
-რა უნამუსოდ ამბობ მაგას?
-აი ასე ჩვეულებრივად.თუ გინდა კიდევ გეტყვი.
-მოკეტე!
-არა ისე სერიოზულად,მგონია რომ მანამდეც შეგხევდრივარ.
-არასოდეს ყოფილა ეგეთი შემთხვევა,თორემ დამიჯერე გაგახსენდებოდა!
-ხოო,ლუკა!
-რა?
-ლუკა მქვია. შევატყვე რომ არ მკითხავდი,ამიტომ მე თვითონ გითხარი.
-ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ.
-ხოო ვიცი!
შეიფერა და გაიბღინძა. იდიოტი!
-სად წაგათრიო?
-არ ვიცი!
-რომელიმე ძმაკაცთან რომ დაგტოვო?
-ჭკვიანი გოგო მყავხარ!
-სულ შენ გყავარ-თვალები ავატრიალე მე- ისე კი ჭკვიანი ვარ,ბევრს უთქვამს,მაგრამ შენგან რა უნდოდათ?
-მაგის მოყოლას არ ვაპირებ და გირჩევ შენც დაივიწყო!
უეცრად შეეცვალა ტონი და უფრო მკაცრი და ცივი გაუხდა.
-არც ვინტერესდები!
მივახალე გაბრაზებულმა და მანქანა დავქოქე.
მისი ძმაკაცი სახლში არ აღმოჩნდა,
ბევრი კამათის,ჩხუბისა და თხოვნის შემდეგ ისევ ჩემთან წავიყვანე.
მანქანა გავაჩერე და მას მივუბრუნდი.
-გაფრთხილებ! შენი ხმა არ გავიგო,ისე შემოიპარები რომ დედაჩემმა ვერაფერი ვერ გაიგოს!
-....
-ჰეეი! რამდენ ხანს უნდა მიყურო ასე გამოშტერებულმა? გადმოდი და ხო კარგად გაიგე,შენი ხმა არ გავიგო!
-კი,კი დამშვიდდი.
ჩუმად შევაღე სახლის კარები,სინათლე ჩამქვრალი იყო,ანუ დედას ეძინა. ვანიშნე რომ შემოსულიყო და მანაც შემოალაჯა.
-მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში რომ კარებია იქ შედი და დამელოდე,მალე მოვალ.
-არაა არ დაგელოდები, ფანჯრიდან გადავხტები და ღამის თბილისს დავათვალიერებ!
მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
-მოკეტე და ბევრს ნუ ლაპარაკობ,ჩუმად ადი,მეორე სართულზეა დედაჩემიც.
-კარგი,ხო!
დაიჩურჩულა და უკან მიბრუნდა კომოდს გამოედო და ლარნაკიც გადმოაყირავა.
-იდიოტი ხარ! ნამდვილი იდიოტი!
-კარგი ხო ნუ ღრიალებ,გაეღვიძებათ!
-თ?
გულდაწყვეტილმა ამივილაპარაკე.
-კარგად ხარ?
-კი,ადი მაღლა!
-დარწმუნებული ხარ?
-აეთრიე თქო!
-ახლა ნამდვილად კარგად ხარ!
გამიცინა და კიბეებს აუყვა.
თავი მოვიწესრიგე და ოთახში ავიპარე. იქ კი საწოლზე გაშხლართული ბატონი დამხვდა.
-უკაცრავად,ხელს ხომ არ გიშლი?!
-არაა! შუქი ჩააქრე, მხოლოდ ამის თხოვნა მინდა!
-ახლავე აეთრიე მაქედან და დივანზე გადმოდი!
-ჭრილობა გამეხსნება მოუხერხებლად რომ დავწვე!
-ჯანდაბა! მართალია.
-შეგიძლია შენ დაწვე მანდ.
-ვერ დავეტევი.
ამის თქმა და მისი ხარხარი ერთი იყო.
-იდიოტო რა გაკივლებს?! გაეღვიძება დედაჩემს!
მას კი თითქოს ჩემი ხმა არ გაეგოს ისევ აგრძელებდა სიცილს თუმცა დაბალ ხმაზე. იქამდე იცინა სანამ ჭრილობამ არ შეახსენა თავი!
-რა გაგიხარდა ასე ძალიან?
-შენ ვერ დაეტევი და მე დავეტევი?
-ხო,რაიყო? მეგონა უფრო დიდი მიზეზი გქონდა.
თვალები ავატრიალე.
-ჩააქრე შუქი და დაწექი,მანდ ვერ დაეტევი და მოდი აქ დაწექი!
-კიდევ?
- ღამე არ გაინძრე,ჭრილობაზე შემეხები!
-ჯანდაბაშიც წასულხარ!
შუქი ჩავაქრე და დივანზე გადმოვალაგე თეთრეული. მთელი ღამე ვერ მოვისვენე,ბოლოს ავდექი და ჩემს საწოლში შევწექი,ისე ჩამეძინა რომ ოდნავადაც ვერ შევძელი განძრევა.

დილით კარებზე კაკუნმა გამაღვიძა,დაფეთებული წამოვვარდი საწოლიდან. გვერდით მივიხედე და საბედნიეროდ იქ არავინ დამხვდა.
კარები გამოვხსენი და ჩემ წინ მდგარი თვალცრემლიანი დედა დავინახე.
-რა ხდება დედა?
არაფერი უთქვამს მაგრად ჩამეხუტა და ჩემს კისერში ამოისლუკუნა. ჩახუტებით რომ იჯერა გული მომშორდა,ყელიდან თავისი ანგელოზის ფორმის კულონი მოიხსნა და მე გამიკეთა.
-მივდივარ, ჩემს ოთახში წერილია და წაიკითხე.
-სად მიდიხარ?
-წაიკითხე!
-მაგრამ....
ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე გაიხურა დედამ კარები.
მეც სასწრაფოდ შევედი მის ოთახში,კარადის კარები ღია იყო,შიგნით კი არაფერი იყო დარჩენილი. არც მისი კოსმეტიკა და პარფიუმერია ჩანდა. ოთახს თვალი მოვავლე და გულში რაღაცამ გამკრა.
წერილი საწოლზე იდო,ხელში ავიღე და კითხვას შევუდექი.
" მირეი,ჩემო გოგოვ...ჩემო საყვარელო,ჩემო ფერიავ! ნეტავ იცოდე როგორ მიჭირს ამ სიტყვების წერა. როგორ უსაშველო ტკივილს ვგრძნობ აი აქ,მარცხენა მხარეს. ვგრძნობ როგორ მიჩერდება გული,შემდეგ კი გამალებით მიცემს,ხელები მიკანკალებს და ცრემლებს თავს ვერ ვუყრი. მივდივარ მირეი,მივდივარ ჩემო ლამაზო. უნდა დაგტოვო,დრო მოვიდა მეც წავიდე მამაშენთან.
არა,ნუ იფიქრებ რომ თავს ვიკლავ! ამას არასდროს გავაკეთებ, მივდივარ იმ ადგილას სადაც მამაშენის სურნელი ჯერ კიდევ არის. იმ ქუჩებში მინდა ხეტიალი, ადრე მამაშენის ნაბიჯების ხმა რომ ისმოდა. უსაშველოდ მომენატრა, ვეღარ ვუძლებ,ვეღარ ვსუნთქავ! არ იცი შვილო,არ იცი როგორი რთულია ჩემგან ასე შორს რომაა! ყველაფერი მეწამლება მას რომ ვიხსენებ. მის სიცილს,ღიმილს,შეხებას,ხმას ყველაფერი ჩარჩენილი მაქვს გონებაში,გულში... ყველაფერი ნათლად მახსოვს და ლამისაა გავგიჟდე როცა ვაანალიზებ რომ მას ვერ შევეხები,მის ხმას ვერ გავიგებ! სული მეწამლება მირი! გთხოვ გამიგე ჩემო გოგოვ! ვიცი,ფიქრობ რომ შენ გადანაშაულებ მის დაკარგვაში. მაგრამ ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი საყვარელო. შენ და ლუკა არაფერ შუაში ხართ. ეს ასე ჰქონდა ღმერთს გადაწყვეტილი. მისი ნება იყო რომ მე დათას ქვრივი მრქმოდა. მისი სურვილი იყო რომ ჩემი დათას გამო შავები მეტარებინა,მისი სურვილი იყო რომ მონატრების გრძნობას ჭკუიდან შევეშალე. შვილო ეცადე გამიგო! ძალიან მიჭირს შენგან რომ მივდივარ,ვიცი შვილო ორივეს რომ ძალიან გაგვიჭირდება! ვიცი რომ უარესად დავიტანჯები, მამაშენის მონატრებას შენიც დაემატება და ალბათ სულ მთლად გამანადგურებს ეს გრძნობა. მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ! მზად ვარ მოვკვდე მაგრამ ჩემი პირობა შევასრულო. მე მას დავპირდი,დავპირდი რომ ჩვენს ქალაქში გავატარებდი სიცოცხლის ბოლო წუთებს და დრო მოვიდა საყვარელო! უნდა წავიდე...
გტოვებ,იმიტომ რომ გენდობი! შენით ყოველთვის ვამაყობდი ჩემო პატარავ! გთხოვ ნუ ფიქრობ რომ არ მიყვარდი! როგორ შეიძლება არ მყვარებოდი?! შენ ხომ ერთადერთი ხარ რაც დათამ მისახსოვრა?! შენ იყავი ჩემი ნათელი წერტილი ჩემო გოგოვ და სანამ ვსუნთქავ მუდამ ასე იქნება.
გთხოვ მაპატიე საყვარელო,თითოეული დღე მაპატიე რომელსაც შენს მოფერებაში არ ვატარებდი...თითოეული წყენა მაპატიე... თითოეული ცრემლი მაპატიე... იმედგაცრუება მაპატიე ჩემო საყვარელო! მაპატიე რომ ვერ ვიყავი ის,ვინც უნდა ვყოფილიყავი! ....მშვიდობით მირე,მშვიდობით ჩემო გოგოვ!"
არა,არა არა! შეუძლებელია! დედა ამას ნუ გამიკეთებ! ნუ დამტოვებ მარტო! ვერ გავძლებ,ვერ ვისუნთქებ ამხელა სახლში შენს გარეშე. წახვალ და ყველაფერს თან გაიყოლებ! ვერ შევძლებ დედა,არ შემიძლია! როგორ უნდა გაგიგო? როგორ გავიგო ის რომ მარტო მტოვებ? ასე შეიძლება? არა დედა არა!
წერილის კითხვის დროს თვალები ცრემლებმა დამიბინდა, ნაწილი დედის ცრემლებს შეერწყა ფურცელზე. ხელები ამიკანკალდა,გული ჩამწყდა,უსაშველო ტკივილი ვიგრძენი! ვერ გავუძლებ! მის წასვლას ვერ გავუძლებ,თანაც სამუდამოდ!
არა დედა არა! ასე არ შეიძლება!
მუხლები მომეკვეთა და ძირს დავეცი,ვერ ვტიროდი,ვხაოდი! არ შემიძლია მარტოობის ატანა! მამის დაკარგვის მერე მის წასვლას ვერ ავიტან! ვერ გავუძლებ!

რამდენი ხანი ვტიროდი ვერ გეტყვით.იქამდე ვიტირე სანამ ცრემლი არ გამიშრა,სანამ ხმა ბოლომდე არ ჩამეხლიჩა. დაღლამდე ვტიროდი! ამ დაღლამ იმდენი ქნა რომ ჩამეძინა. რომ გავიღვიძე საკმაოდ ბნელოდა. ფეხზე ძლივს წამოვლასლასდი და სააბაზანოში შევიკეტე.
სარკეში საკუთარ ანარეკლს გავუსწორე თვალი და თავიდან მეტკინა. ცხელი წყლის ქვეშ ერთი საათი ვიდექი. მხოლოდ ასე შემეძლო დავმშვიდებულიყავი. ცოტა მომეშვა,თუმცა კანი დამინაოჭდა,ლამის მოვიხარშე. სააბაზანოდან გამოვედი და შიშველ ტანზე მოვიხვიე ხალათი. კარებზე ზარის ხმა გაისმა. ისევ რაღაცამ გამკრა გულში. ისიც კი ვიფიქრე ვერ გაძლო და დაბრუნდა თქო და გახარებული წავედი კარებისკენ, თუმცა რომ გამოვაღე დედის ნაცვლად გუშინდელი ავადმყოფი დამხვდა. ერთიანად ამათვალიერა და წარბები ზემოთ აზიდა.
-ოჰოო აი მესმის დახვედრა!
მისი მოსმენის თავი არ მქონდა,არც ჩხუბის და აყალმაყალის მოწყობის. კარების სახელურიდან ხელი უღონოდ ჩამოვწიე და ოთახში ავბრუნდი. მის გაკვირვებულ მზერას კი სარკეში გადავაწყდი.
ჩემს ოთახში შევიკეტე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ დავბრუნდი.
-რა გჭირს, კარგად ხარ? შენ? და ასეთი წყნარი? არაფერს ამბობ? არაფერს შემომაფშვნი? მოიცა ხო არ მეშლები? არაა,აშკარად ის ხარ! იქნებ ტყუპისცალი ხარ? ღმერთო ჩემო ორი ხარ?!
-უაზრო კითხვებს შეეშვი და მითხარი აქ რა გინდა!
ტირილისგან ხმა ისევ ჩახლეჩილი მქონდა,ამიტომ ძლივს ამოვიხრიალე. მას სახე მაშინვე დაუსერიოზულდა და გამომეტყველებაც შეეცვალა,წინ გადმოიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო.
-ცუდად ხარ?
-არ მეტყობა?
-რა გჭირს?
-მარტოობა!
-ანუ?
-მარტო ვარ!
-ეხლა უნდა ვიმკითხავო?
წარბეშეკრული მომიბრუნდა.
-მოგიწევს!
ვთქვი,თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავაგდე.
-აქ რა გინდა?
ვკითხე ისე რომ თვალები არ გამიხელია.
-ჩემს გოგოს ვჭირდები.
სერიოზული ხმით თქვა.
-მერე აქ რა გინდა?
-ტელეფონი!
-რა?
-ტელეფონი დამრჩა!
-ააა კაი, მაღლა იქნება!
-არა,შენ მართლა ცუდად ხარ!
არაფერი მითქვამს,ისიც წამოდგა და კიბეებზე გაუჩინარდა.
.....
### ლუკა ####

დილით ადრე გამეღვიძა. თვალი რომ მოვავლე ოთახს თავიდან მეუცხოვა,თუმცა მერე ყველაფერი გამახსენდა. გვერდით ვიღაცის სუნთქვის ხმა მესმოდა,ღიმილით მივაბრუნე თავი და ჩემს გვერდით მწოლიარე,მოკუნტულ გოგონას მივაშტერდი. რატომღაც ძალიან მეცნობოდა მისი ნაკვთები,თვალები და სახელი,თუმცა ვერ ვხვდებოდი საიდან. მისი თვალიერებით რომ ვიჯერე გული წამოვდექი და ოთახიდან უჩუმრად გამოვიპარე. მხოლოდ საღამოს შევამჩნიე რომ ტელეფონი თან არ მქონდა რაც დიდად არ მწყენია. ეს შესაძლებლობას მაძლევდა რომ კიდევ ერთხელ მენახა მირეი. ბევრი აღარ მიფიქრია, პირდაპირ მასთან წავედი. კარები რომ გამიღო და არანაირი რეაქცია რომ არ გამოუხატავს ძალიან გამიკვირდა. ზედმეტად გადაღლილი ჩანდა,თვალები აღარ უციმციმებდა რის გამოც უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. არ მომწონდა მისი ასეთ მდგიმარეობაში ნახვა. ხმა რომ ამოიღო და მკითხა თუ რა საქმე მქონდა მასთან მივხვდი რომ მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ხმა თითქმის საერთოდ არ ჰქონდა. ვიცოდი რომ მიზეზს არ მეტყოდა ამიტომ თავი შევიკავე. მეც არ ვიცი რატომ ვუთხარი ჩემს გოგოს ვჭირდები თქო,როცა წარმოდგენა არ მაქვს ვინაა ჩემი გოგო. ოთახში ავედი და ტელეფონის ძებნა დავიწყე. არსად იყო, ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი როცა თვალი მის ალბომს მოვკარი. ყდაზევე იყო მისი ბავშვობის სურათი. ტვინში და გულში ერთიანად აფეთქდა რაღაც,მაგრამ რა მეც არ ვიცი. ალბომი ხელში ავიღე და მისი თვალიერება დავიწყე. ერთ-ერთ ფოტოს რომ დავხედე ლამის გული გამიჩერდა. შეუძლებელია,ის და მე? ერთად? როგორ? ფოტოზე მე და მირეი ვიყავით,ის კისერზე მეჯდა და მთელი სახით იცინოდა,მეც იგივენაირად. ახლა გასაგებია საიდან მეცნობა,მაგრამ რა მაკავშირებდა მასთან ბავშვობაში? სურათი ამოვიღე და მის უკან წარწერა მივძებნე თვალებით.
" ლუკა და მისი მირი, 23 აგვისტო"
სურათი უკან აღარ დამიბრუნებია,ჯიბეში ჩავიდე და ოთახი დავტოვე.
ქვემოთ რო ჩავედი ის ისევ იმ პოზაში იჯდა და ჩასძინებოდა.
გამოსვლას ვაპირებდი მაგრამ შემეცოდა,ხვალ ყველაფერი ეტკინებოდა. ამიტომ ხელში ფრთხილად ავიყვანე და თავის ოთახში შევიყვანე,საწოლზე დავაწვინე და საბანი დავაფარე. შეიშმუშნა და რაღაც ამოიბურტყუნა.
-შენც მიდიხარ...
-საქმეები მაქვს.
ვთქვი და ოთახი დავტოვე,შემდეგ კი სახლიდან გამოვედი. მანქანა დავქოქე და მამაჩემის კლუბისკენ ავიღე გეზი.
ოთახში ისევ დაუკაკუნებლად შევაჭერი,საბუთებში იქექებოდა,ჩემს დანახვაზე კი წარბები შეკრა.
-ხომ გითხარი აქ აღარ დაგი...
-ეს ვინ არის?
მაგიდაზე ფოტო დავუდე. ფერები ეცვალა,თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ერთიანად დაეძაბა სხეული. ფრთხილად ამომხედა და ცისფერი თვალები მომანათა.
-ეს...ეს საიდან მოიტანე?
-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! მე და ის ერთ სურათში როგორ მოვხვდით?
-ლუკა...
-რა ლუკა მამა რა? ამოღერღავ თუ ჩემით დავიწყო გარკვევა?
-არა,დაჯექი და აქ დამელოდე! მალე დავბრუნდები.
ოთახიდან გავიდა და უკან ალბომით დაბრუნდა. მამაჩემს პირველად ვხედავდი ასეთ დასევდიანბულს.
-გისმენ!
ერთი ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-მირეი...მირეი ჩემი დათას გოგოა. არც კი ვიცი როგორ გითხრა. ვერასოდეს,ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ თქვენ...თუ თქვენ ისევ შეხვდებოდით ერთმანეთს.
-ამ ნაგლეჯებით ვერაფერს გავიგებ!
კბილებში გამოვცერი
-მირეი დათას და ნატას ქალიშვილია. დათა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. თქვენც ერთად იზრდებოდით,გიჟდებოდით ერთმანეთზე,მაგრამ მოხდა ისე რომ თქვენი დაშორება გვიწევდა,ამის მიზეზს ნუ მკითხავ ლუკა,არ ვარ ჯერ მზად. ჩვენც საფრანგეთში გადავწყვიტეთ წასვლა. ერთ დღეს ნატასთან ვიყავით ,დათა არ იყო სახლში,შენ და მირეი კი მოულოდნელად გაქრით. დათა რომ მოვიდა და ეს ამბავი გაიგო გიჟს დაემსგავსა,მირეიზე ჭკუა ეკეტებოდა. თქვენს საძებნელად რომ წამოვიდა დამუხრუჭება ვერ შეძლო,როგორც თქვეს ცხოველმა გადაურბინა წინ და რომ არ მოეკლა თავად მოკვდა. გზიდან გადაიჩეხა....
ვხედავდი როგორ უჭირდა მამაჩემს ლაპარაკი,სუნთქვა უხშირდებოდა და ხმა უქრებოდა.
-მერე ჩვენ საფრანგეთში წამოვედით.
-და ნატა ისე დატოვეთ?
წამოვენთე.
-ჰო! არ მოგვცა უფლება.დათას სიკვდილის შესახებ რომ გაიგო ყველაფერი დალეწა,ურჩხულივით იქცეოდა,მირეის აბრალებდა ყველაფერს,საშინლად ექცეოდა ბავშვს.უკვე შეუძლებელი იყი მირეის მასთან გაჩერება,ამიტომ ერთი თვით გვყავდა ჩვენ,მერე კი დამშვიდებული და ბედს შეგუებული ნატა დაბრუნდა,მირეი რომ დაინახა გულში მაგრად ჩაიკრა შვილი და სახეზე ფერი დაედო. მივხვდი ბავშვს არაფერს დაუშავებდა და გავაყოლე. ჩვენ კი სვანეთში ვეღარ დავრჩებოდით,ბაბუაშენი არ მოგვცემდა ამის საშუალებას.
-ბაბუა? ამ ამბავთან ის რა შუაშია?
-ამ ამბავთან არა,შენსა და მირეის დაშრებაში კი მას მიუძღვის წვლილი.
-ამიხსენი!
-ახლა არა ლუკა!
-რატომ?
-არ ვრთ მზად!
-კარგი.
მხოლოდ ეს ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე როცა მისმა ხმამ შემაჩერა.
-ლუკა! მასთან წამიყვანე.
-ახლა არა მამა!
ვუთხარი და წამოვედი.
არ ვიცოდი რა მექნა,მასთან მინდოდა წასვლა,მაგრამ ვერ შევძლებდი,უფროსწორად მასთან მისვლის მიზეზს რომ მკითხავდა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ახლა მხოლოდ დაფიქრება მჭირდებოდა,უნდა გამეხსენებინა ბავშვობა,მირეი და საერთოდ ყველაფერი. მანქანა დავქოქე და გეზი ბარისკენ ავიღე,ახლა ცოტაოდენი ალკოჰოლი თუ მიშველიდა და კიდევ ნიკა!
ახლა მხოლოდ მასთან საუბარი თუ დამეხმარებოდა.
-ალო!
-შენ შვილო საათი არ გაქვს სახლში?
-გეძინა?
-არა ლუკა მაკარონს ვხარშავდი!
-კაი ბევრს ნუ ტლიკინებ ჩაიცვი და ჩვენს ბარში ჩამოდი!
-შენ შვილო შ*** ხო არ გაქვს?
-არაა! რო გითხარი ჩამოდი თქო ესეიგი უნდა ჩამოხვიდე,შენი დაქ**ვებული სახის ყურება არც მე მინდა ამ შუაღამეზე!
თავი ვერ მოვთოკე და ტელეფონში ვუღრიალე.
-რა გაკივლებს ბიჭო, რა გჭირს?
-მოეთრიე და გეტყვი,მჭირდები!
-კაი.
~~~~~
ლუკა მეორე სართულზე ავიდა ტელეფონის მოსაძებნად,იქ რამდენხანს იყო არ ვიცი,რადგან ჩამეძინა. ვიგრძენი როგორ შემიყვანა ჩემს ოთახში მაგრამ ძილს თავი ვერ წავართვი და მაშინვე ჩამეძინა. დილით გავიღვიძე და მეგონა ყველაფერი სიზმარი იყო. სწრაფად წამოვვარდი საწოლიდან და დედაჩემის ოთახის კარები სწრაფად შევაღე. ოთახში არაფერი იყო. ერთიანად დაუბერა სიცარიელისა და მარტოობის ქარმა. შემცვიდა.
გავიყინე.
თვალებზე ცრემლი მომაწვა,გული ჩამწყდა,მუცელში ჯერ ცივი შემდეგ კი ცხელი მასა ჩამეღვარა, ყელში ბურთი მომებჯინა და გავშეშდი. აღარაფრის ძალა შემწევდა. მის საწოლზე მოწყვეტით დავეხეთქე,თავი ბალიშში ჩავრგე და ერთიანად ვიგრძენი დედისა და ობლობის სუნი,გამაკანკალა და კანი დამიბუსუსდა.
კარებზე ზარის ხმა გავიგე.აღარ მიფიქრია რომ დედაჩემი იქნებოდა. მძიმედ წამოვიზლაზნე და ქვემოთ ჩავედი. კარები გავაღე და ყურებამდე გაკრეჭილი სალომე დამხვდა,რომელსაც ჩემს დანახვაზე ღიმილი წაეშალა სახიდან და გაოგნებული შემოიჭრა სახლში.
კარები მივხურე და მისკენ შევბრუნდი.
-რა გჭირს?
-წავიდა!
-ვინ წავიდა მირეი?
-ობოლი ვარ!
-ნუ მაგიჟებ გოგო რა სისულელეებს ამბობ.მოდი დაჯექი და მოყევი,სახეზე ფერი არ გადევს.
-რა მოვყვე სალომე რა? არაფერია მოსაყოლი! დედაჩემი ადგა და წავიდა,დიდი გოგო ხარ და მარტოც კარგად დარჩები ამ ნაგავ ცხოვრებაშიო,მარტოც აიტან ამ ხალხის უაზრობებსო,მარტოც შეეგუები ბედსო,მარტოც მიეჩვევი იმედგაცრუებასო, მარტოობას ისწავლიო!
ვყვიროდი მთელ ხმაზე და ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა რომ დალეწილიყო ერთიანად დავამხე ძირს. ვტიროდი? არა, უკვე ისტერიკები მეწყებოდა. ერთიანად ვცახცახებდი,სალომე კი ჯერ გაოგნებული მიყურებდა,მერე კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
-მძულხართ! ყველა მძულხართ!
ვყვიროდი და ხელებს უაზროდ ვიქნევდი.
-მეც?
-ყველა საერთოდ ყველა! შენც! შენც ადგები და წახვალ! რა გაგიჭირდება? რათქმა უნდა არა. ხალხი მიდის და მოდის,უკვე ვეღარავის ენდობი! საკუთარი დედა რომ მიგატოვებს მითხარი რომელი მეგობარი დაგიდგება გვერდში?! ვისღა უნდა ენდო?!
-მირეი მე ვარ! გესმის? მე ვარ ის ვინც არ მიგატოვებს! ვერ დაგივიწყებს,ვერ მოგისვრის! ნუთუ მართლა არ მენდობი? არ გჯერა ჩემი? უსამრთლოდ იქცევი! შენგან ამ სიტყვებს არ ვიმსახურებ!
-წადი!
ვუთხარი დაწყნარებულმა,სრულიად გაწონასწორებული ხმით.
-მირეი მაწყენინებ.
იმედგაცრუებულმა შემომანათა აწყლიანებული თვალები.
-გთხოვ წადი! წადი მეთქი!
-კარგი.
მითხრა და ერთადერთი ცრემლი საჩვენებელი თითით შეიმშრალა,საბოლოოდ გამისწორა მზერა და მერე უკანმოუხედავად გავიდა კარებიდან.
და იყო კიდევ ერთი წასვლა კიდევ ერთი იმედგაცრუება, კიდევ ერთი მარტოობა,კიდევ ერთი ცრემლი და უკვე აღარც ერთი გრძნობა.

ერ მამამ დამტოვა,მერე დიტომ გაანადგურა ყველაფერი,ცოტა ხნის წინ დედამ მიმატოვა,ახლა სალომეც წავიდა და ვხვდები რომ აღარც ერთი ხელჩასაჭიდი აღარ დამრჩა. ვხვდები რომ ციცაბო აღმართზე ავდივარ და ნაბიჯი რომ არასწორად გადავდგა მიწა მაშინვე გამომეცლება ფეხქვეშ და უფსკრულში გადავიჩეხები. საშინელი გრძნობაა მარტოობა. მთლიანად გსუსხავს შიგნიდან ეს გრძნობა. როცა ხვდები რომ ყველგან,სახლშიც,გარეთაც და საერთოდ ყველგან მარტო ხარ,როდესაც ხვდები რომ აღარავინ დაგრჩა ვინც გაგაბრაზებს,ვინც დაგამშვიდებს,ვინც გაგამხნევებს ან უბრალოდ შენთან ერთად იჯდება ღამით და ახმაურებულ სიწყნარეს მოუსმენს ყველაფერი ერთიანად ილექება და საშინელ წვას გრძნობ,ცეცხლი ეკიდება მთლიანად შენს არსებას და სულიც ნელ-ნელა გეფერფლება. მარტოობას თან სდევს მონატრება. მონატრება იმ ადამიანებისა რომლებსაც უკან ვეღარ დაიბრუნებ, მონატრება წარსულისა,მოგონებებისა და ვინმესთვის განაწილებული ჟანგბადისა. მონატრებაა გრძნობა,რომელსაც შეუძლია ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს,შეშალოს და ურჩხულად გადააქციოს.
ახლა მეც მენატრება და ვხვდები რომ ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლები.
ამ ფიქრებმა იმდენი ქნეს რომ ვერც კი გავიგე როგორ შეცვალა მზე მთვარემ. მთელი დღე ისე გამეპარა რომ ვერაფერი გავიგე,იყო დრო როცა ყოველი წამი განსაზღვრული მქონდა მაგრამ ახლა,ახლა ჩემთვის თითოეული წამი,წუთი თუ საათი უაზრო და უმნიშვნელოა. აღარაფერს აქვს ფასი ალბათ. ამდენი ფიქრისგან ზედმეტად გადაღლილი ვიყავი,მინდოდა დამესვენა. თავი ვაიძულე რომ უბრალოდ ყველაფერი დამევიწყებინა. სააბაზანოში ტანსაცმლიანად შევედი,თავიდან ცივი წყლის ქვეშ ვიდექი და კარგა ხანს ვტიროდი,მერე კი ცივი ცხელით ჩავანაცვლე და ერთიანად მოვდუნდი.ყველა დამღლელი და უაზრო ფიქრი ერთად შევაგროვე და ცოტახნით შორს, ჯანდაბაში მოვისროლე. თითქოს უფრო შემსუბუქებული გამოვედი სააბაზანოდან,მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი და ყავის მზადებას შევუდექი. ცხელი სითხე ფინჯანში გადავიტანე და მასთან ერთად გავედი აივანზე. სარწეველა სკამზე მოვთავსდი,ფეხები აივნის მოაჯირს შემოვაწყვე და ჰორიზონტს გავუსწორე მზერა. თითქოს აი იქ,სადღაც შორს,ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს ვხედავდი მას,ვინც ჩემს ბედისწერას წერდა.სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.ალბათ კიდევ დიდხანს აპირებს ჩემს დაცინვას. უტიფრად მივშტერდი და ალბათ მანაც იგრძნო ჩემი მზერა, კალამი დააგდო და ჭრელი თვალები შემომანათა. გამყინავი მზერა ჰქონდა,ალბათ ფიქრობდა რომ შემაშინებდა,თუმცა მეც არ ვიცი საიდან რაღაც ძალა ვიგრძენი და ისევ ჯიქურად გავუსწორე მზერა მაგრამ მოულოდნელად ის და მისი თვალები ერთიანად გაქრნენ. ცოტახანი სრულიად დაბნეული ვიჯექი,ვერ ვხვდებოდი და ვერ ვაანალიზებდი თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. უკვე ჰალუცინაციებიც დამეწყო,გიჟდები მირეი.
ოთახში დავბრუნდი, ჭიქა ნიჟარაში მოვათავსე და ის იყო საძინებელში უნდა დავბრუნებულიყავი როცა მაგიდაზე დადებული ტელეფონის ეკრანი განათდა. ესემესი იყო დიტოსგან.
" მირე გთხოვ კარი გამიღე,უნდა ვილაპარაკოთ"
სხვა შემთხვევაში ალბათ არასასურველი საუბრის თავიდან ასაცილებლად ტელეფონს უბრალოდ გავთიშავდი და მშვიდად დავიძინებდი,მაგრამ ახლა,მეც არ ვიცი რატომ, მექანიკურად წავედი კარების გასაღებად. გასაღები გადავატრიალე,კარები გამოვაღე და დიტოს გავუსწორე მზერა. ცოტა ნასვამი იყო,თმაც აჩეჩვოდა,თვალებიც ჩანისვლოდა და არეული მზერით მიყურებდა. ალბათ არ მოელოდა იმას რომ კარებს გავუღებდი,ამის გამო სასიამოვნოდ გაკვირვებულმა შემომანათა თვალები და გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავუღიმე.
-არ შემომიშვებ?
მეც თანხმობის ნიშნად გავიწიე და გზა გავუნთავისუფლე.
აივანზე დავსხედით,ცოტა ხანს ჩუმად მივშტერებოდით ერთმანეთს,რაც დიდად არ მსიამოვნებდა მაგრამ არც მაღიზიანებდა.ბოლის მოთმინება დალეულმა ვკითხე.
-რაზე უნდა გელაპარაკა?
-მირეი,უკვე გითხარი რომ ...
-ვიცი!
-ჰო,ვიცი რომ იცი,ისიც ვიცი რომ მეგობრად მთვლი...დი.
-დიტო...
-გთხოვ ჯერ მე გეტყვი! მისმინე მირეი,ვიცი,ფიქრობ რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი ვერ ექნება. მაგრამ რატომ? გეფიცები,ყველაზე წმინდას გეფიცები სიგიჟემდე მიყვარხარ,არ შემიძლია ვინმეს შენი თავი დავუთმო. წარმოვიდგინე ის დღე,საპატარძლო კაბა რომ გაცვია და საკურთხეველთან შენებური,დაუვიწყარი,გაცისკროვნებული ღიმილით იღიმი,შენს გვერდით კი სხვა კაცია. გეფიცები არ ვიცი რა დამემართა. გავბრაზდი,გავმწარდი,მეტკინა,ყველაფერი ჩამეწვა. მეც არ ვიცი ახლა აქ რატომ ვზივარ და იდიოტივით რატომ გახვევ თავს ჩემს გრძნობებს მაგრამ არ მეთმობი მირეი,სხვისთვის არ მეთმობი.გთხოვ,მხოლოდ ერთი შანსი მომეცი,მხოლოდ ერთი და კაცობას გეფიცები თუ ვერ გაგაბედნიერებ, თუ შენ ისევ შენი ღიმილით არ გაგაღიმებ მეთვითონვე გამოვუტან საკუთარ თავს განაჩენს. მირე, გთხოვ ვცადოთ!
არც კი ვიცი რა დამემართა. მისმა სიტყვებმა ჩემზე იმოქემედეს,მაგრამ როგორ ან რატომ თავადაც არ ვიცი. თვალებზე ცრემლი მომაწვა და ყელში ბურთი გამეჩხირა,ვერაფერს ვამბობდი და ვერაფერს ვაკეთებდი. თვალებში მივშტერებოდი და ვხვდებოდი ჩემი პასუხის მოლოდინით უკვე მოთმინება ელეოდა. მის თვალებში ყოველთვის ვხედავდი გულწრფელობას მაგრამ ახლა... ეს სხვა იყო. ახლა მისი თვალები იმდენად სუფთა იყო რომ საკუთარ თავს ვხედავდი მათში. მივხვდი რომ ჩვენ მეგობრობა არ შეგვიძლია,უბრალოდ შეუძლებელია. ასე მასაც დავტანჯავ და ვერც მე ვიქნები მასთან თავისუფლად.
ყველა ფიქრი უკუვაგდე და დაუფიქრებლად (თუ კი შეგვიძლია ასე ვუწოდოთ) წამოვისროლე.
-კარგი,ვცადოთ!
ვუთხარი და მზერა გავუსწორე. დამეფიცება ის ასეთი ბედნიერი არასოდეს მინხავს,დიტო კი არა ასეთი გულწრფელი და ბედნიერი ღიმილით დიდი ხანია არავინ მინახავს. სკამიდან წამოვარდა და მთელი ძალით მომეხვია.
-მიყვარხარ!
ჩამჩურჩულა ყურში და რამდენიმე წამს ასე გაჩერდა,ალბათ ელოდა რომ იგივეს ვუპასუხებდი,მაგრამ არ შემეძლო,უბრალოდ ვერ ვეტყოდი.
მომშორდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-არაუშავს.
ამოიბუტბუტა და დიდი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. მის შემხედვარე მეც გამეღიმა კარებამდე მივაცილე შემდეგ კი ოთახში დავბრუნდი,პირქვე დავემხვე და თვალები დავხუჭე. ძილი გადავწყვიტე მაგრამ ვიღაცის ყროყინმა მაიძულა აივანზე გავსულიყავი შესამოწმებლად. ქვემოთ ხელებგაშლილი ლაშა იდგა და "ჩიტო გვრიტო"-ს მღეროდა ისე როგორც შეეძლო. რომ დამინახა ხმას უფრო აუწია, დიტომაც ამოიხედა ზემოთ და როგორც კი დამინახა პირზე ხელი ააფარა და მანქანაში ჩატენა.მანქანას მოუარა,ხელი დამიქნია და საჭესთან მოთავსდა. მანქანა დაძრა, ლაშამ ფანჯრიდან გადმოყო ნახევარი ტანი და ახლა იქედან ყროყინებდა. დიტომაც სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს თუმცა შორიდან მაინც მესმოდა ლაშას სიცილი,რომელიც შემიძლია მილიონიდან გამოვარჩიო. გამეცინა მათზე და ახლა უკვე ნამდვილი,ბედნიერი ღიმილით დავბრუნდი დასაძინებლად. ახლა აღარც ლაშას ყროყინს შევუწუხებივარ,მშვიდად წავედი ღრმა ძილში.

დილით კარებზე ზარის ხმამ გამაღვიძა. პიჟამოების ამარა ჩავედი და კარები გამოვაღე. წინ კი ყურებამდე გაკრეჭილი დიტო დამხვდა პარკებით ხელდამშვენებული.მეც გავუღიმე და გზა გავუნთავისუფლე. ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-შენ მაღაზიაში დატოვე რამე?
გაკვირვებულმა ჯერ პარკებს გადავავლე თვალი შემდეგ კი მას ავხედე.
-რავი დარჩა რაღაცეები.
უდარდელად აიჩეჩა მხრები,ამაზე კი ორივეს გაგვეცინა.
-შენ რას შვები? როგორ ხარ?
-რავიცი, რას ვიზავ. ხომ იცი არ შემიძლია მარტო ყოფნა,უკვე სალოც დავკარგე...
-კარგი რა,ხომ იცი რომ სალოს არ შეუძლია ეგეთები? თან ეგრეც რომ არ იყოს მარტო არ ხარ,მე გყავარ!
ჩემი ხელი მისაში მოიქცია და ცერა თითი ნაზად გადამისვა,გამეღიმა მის ჟესტზე.
-როგორც ჩანს შეუძლია დიტო,ადრე მას წასვლაც არ შეეძლო,ახლა კი ადგა და წავიდა. თან ხომ იცი რა ამაყია? ალბათ არც დაბრუნდება.
ძლივს ამოვიკნავლე და ცრემლები მუჭით მოვიწმინდე.
-კარგი დამშვიდდი,აი ნახავ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა.
მითხრა და გულზე ამიკრა.
-არამგონია.
ამოვიფრუტუნე სულერთია ტონით და ფრთხილად მოვშორდი მას,საძინებელში ავედი და თავი მოვიწესრგე. უკან რომ დავბრუნდი საუზმე უკვე მოემზადებინა. ისევ გამეღიმა მის საქციელზე და შევატყვე როგორ გაუნათდა სახე. ღიმილითვე გამოვწიე სკამი და კომფორტულად მივთავსდი. ხმის ამოუღებლად ვისაუზმეთ. უფროსწორად ვისაუზმე,ის კი ბედნიერი ღიმილით მიყურებდა.
ალბათ მეც იგივენაირად უნდა ამბრჭყვიალებოდა თვალები,მაგრამ მხოლოდ ვიღიმოდი. შესაძლოა უბედნიერესი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ მისი საქციელით უფრო ნასიამოვნები ვიყავი. ალბათ იმის ბრალია რომ პირველი დღეა "ჩვენი სხვანაირი ურთიერთობის".
-იქნებ სალომესთან გელაპარაკა?
-და რა ვუთხრა?
-არ ვიცი,ბოდიში მოუხადე,იქნებ მიხვდეს რომ უაზროდ იბუტება.
-უაზროდ არ იბუტება,ვხვდები რაც ეწყინა და მართალიცაა. მას რომ ჩემთვის ეთქვა იგივე,ვერ ვაპატიებდი.
-კარგი,არაუშავს. გთხოვ ნუ ინერვიულებ,სალომე მაინც სხვანაირია,გავა დრო,დამშვიდდება და დაგიბრუნდება.
-იმედია.
ამოვიბუტბუტე და ყავის ჭიქა ტუჩებთან მივიტანე.
ცოტა ხანში დიტოს ტელეფონზე დაურეკეს სამსახურიდან და ისიც სასწრაფოდ დამემშვიდობა და წავიდა.
ისევ მარტო დავრჩი. დროის გასაყვანად ფილმის ყურება გადავწყვიტე,თუმცა თხუთმეტი ფილმიდან ვერც ერთს ვერ დავუდე გული. არ შემეძლო ფილმის მარტო ყურება.
უსაქმურობისგან იმდენად ვიყავი დაღლილი რომ არც კი ვიცოდი რა მექნა. ტელეფონზე ვიღაცამ დამირეკა, უფროსწორად დიტომ.
-გისმენ დიტო.
-გაემზადე და ცოტა ხანში გამოგივლით,კლუბში წავიდეთ.
-აუუ უზომოდ მეზარება,მაგრამ სახლში ჯდომას ისევ წამოსვლა მირჩევნია.
-ანუ?
-რომელზე გამომივლით,გავემზადები.
-ცხრაზე მზად იყავი.
-კარგი.
-მი...
არ ვაცადე სიტყვის დამთავრება,რადგან ვიცოდი საპასუხოდ ვერაფერს ვეტყოდი. კედელზე მოწიკწიკე საათს გავხედე და რვის ნახევარს უჩვენებდა. ანუ საათნახევარი მაქვს მოსამზადებლად.
სარკეში ჩავიხედე და მივხვდი ამდენი დღის ნატანჯ სახეს ადვილად ვერ მოვიყვანდი მწყობრში.პირველ რიგში აბაზანაში შევედი. ცხელი წყალი ყოველთვის მშველოდა.მერე ტანსაცმლის არჩევას მოვუნდი. როგორღაც ვიპოვე სასურველი კაბა და მისი შესაფერისი ფეხსაცმელი. მაკიაჟიც გავიკეთე,ბუჩქი ისევ ბუჩქად დავტოვე და სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი კმაყოფილმა შევავლე. ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა და კიბეებზე ფეხსაცმლის ბაკუნით ჩავედი. მანქანის კარები გამოვაღე და დიტოს გვერდით მოვთავსდი.ლოყაზე ნაზად მაკოცა,გამიღიმა და ჩემს რეაქციას დაელოდა. მეც გავუღიმე და მისი თვალებიც აბრჭყვიალდა. მისი ასეთი გულწრფელობა მეც რაღაცნაირად მახარებდა. ისევ ის შენობა. ამ კლუბის დანახვაზე ისევ ის უცნობი წარმოვიდგინე,რომელიც რამდენიმე დღეა აღარ გამოჩენილა. ახლაღა შევამჩნიე მისი არ არსებობა.კლუბში დიტოსთან ერთად შევედი და იმ მაგიდისკენ წავედი საიდანაც ლაშა ხელს გვიქნევდა. სალომე რომ დავინახე გულში რაღაცამ გამკრა. ისიც ღიმილით წამოდგა ფეხზე და მომეხვია,მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელები.ცოტა ხანი ასე ვიდექით,შემდეგ კი მოვშორდით ერთმანეთს.
-სალო...
-დაივიწყე,სისულელეა!
გამიღიმა და ისევ თავისი ადგილი დაიკავა.
ბავშვებთან ყველა პრობლემა დამავიწყდა,თითქოს ისევ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი. მათთან ერთად დავლიე,ვიცეკვე, გავერთე,ვისაუბრე და მოკლედ რომ ვთქვა მე ჩემი ბავშვები ისევ ვიგრძენი.ისევ ბავშვებთან ერთად ვსაუბრობდი და ვიცინოდი,გვერდითა მაგიდიდან რომ ვიგრძენი მწველი მზერა. გვერდით გავიხედე და აი ისიც.ისევ მისი მომნუსხველი მზერა. თვალები მოეჭუტა და სიგარეტის მომწავლავ კვამლს ღრმად უშვებდა ფილტვებში თან მის ჭრელ,დამატყვევებელ თვალებს არ მაშორებდა... ღმერთო,ჯანდაბა! ჭრელი თვალები,ის თვალები იმ ღამით რომ მიმზერდნენ! ის არის,მისია. ჩემს გაოგნებულ სახეზე ცალყბად ჩაეცინა და აი აქ დავრწმუნდი რომ მას ვხედავდი! წუხელ,ღამით მასთან ერთად ვუსმენდი ახმაურებულ სიჩუმეს.
ახლაღა შევამჩნიე მის გვერდით მჯდომი,დაახლოებით ორმოცდა თხუთმეტი წლის მამაკაცი,რომელიც თვალებს არ მაშორებდა. ახლა მას გავუსწორე მზერა. საოცრად თბილი ცისფერი თვალები ასწყლიანებოდა. სახეზე დიდი ტკივილი ეხატა,მაგრამ თან ბედნიერი ღიმილი უპობდა ბაგეებს. ვერ გავიგე რით დავიმსახურე მათი ასეთი ყურადღება. გასაგებია რომ უცნობს შესაძლოა ვეცნობოდე და ისევ ჩემს ნერვებზე გადაეწყვიტა დაკვრა,მაგრამ მის გვერდით მჯდომი?აფორიქებულმა გადავხედე ბავშვებს და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. სახეზე წყალი შევისხი და საკუთარ თავს სარკეში გავუსწორე მზერა.
თავადაც არ ვიცი რა მომდიოდა,მაგრამ ფაქტია ფერი სულ დავკარგე. რამდენჯერმე ჩავისუნთქე ღრმად და საპირფარეშო დავტოვე. კარები გამოვაღე თუ არა წინ "ჭრელთვალება" ამესვეტა მისივე ღიმილით. მეც გამეღიმა. ნაზად ჩამომისვა მკლავზე თითები,რამაც ბუსუსები წარმოქმნა ჩემს კანზე,მას კი ჩაეღიმა.
კედელს ავეკარი და ავიწურე.ისევ ანერვიულებული ვაცეცებდი თვალებს. მან ერთი ხელი კედელზე მოათავსა,მეორე კი წელზე მომხვია და ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია,ტუჩები ლოყაზე მომაწება მერე კი ყურისკენ გააცოცა.
როცა მისი ცხელი სუნთქვა ყურის ნიჟარაზე შემეხო გამაჟრჟოლა და სუნთქვაც გამიხშირდა.
-გიპოვე!
ნაზად ჩამჩურჩულა და ახლა საფეთქელზე მომაკრო ტუჩები.
-რ..რაა?
დაბნეულმა ამოვილუღლუღე.
-ნუ ღელავ, მალე შენც მიპოვი და ყველაფერს ერთად შევცვლით.
-მაგრამ....
არაფრის თქმა არ მაცადა ისე მომშორდა და გაუჩინარდა. მომშორდა და რაღაცნაირად სიცივე მომეხეთქა მთლიანად სხეულზე. მისი შეხება რომ გამახსენდა ისევ გამაჟრჟოლა და კანი ისევ ისე დამეხორკლა.მზერა გავაყოლე და მეც არ ვიცი რატომ მაგრამ ფართოდ გამეღიმა. სუნთქვა დავირეგულირე და ბავშვებთან დავბრუნდი. ცოტა ხანს ისევ ვისაუბრეთ, ბოლოს კი წამოვედით. კარებში რომ გავდიოდი ისევ ვიგრძენი ვიღაცის დაჟინებული მზერა,მარჯვნივ გავიხედე და ისევ ჭრელთვალებას ჯაშუშურ მზერას და გამომეტყველებას წავწყდი. ამ უკანასკნელზე გამეღიმა და ისე გავედი გარეთ. მანქანებში გადავნაწილდით და ჩემი სახლისკენ დავიძარით. დიტომ მე და სალო ჩემს სახლთან ჩამოგვსვა,დაგვემშვიდობა და წავიდა.

სახლში ავედით თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გავიძრეთ და კარებთან მივყარეთ. პირველი სააბაზანოში მე შევვარდი და ცხელ წყალს დაღლილობაც გავაყოლე,თუმცა იმდენადაც არა რომ ძილი გამჭირვებოდა. როდესაც ორივე მოვემზადეთ დასაწოლად სალომ შუქი ჩააქრო და საწოლზე გულაღმა დაეხეთქა. ცოტახანს ჭერს მიაშტერდა და ისე რომ ჩემკენ არც გამოუხედია თქვა.
-არ გიყვარს!
-რა?
-დიტოზე ვამბობ. არ გიყვარს!
-არ ვიცი...
-რა არ იცი მირეი? გეტყობა,მე ხო მაინც გიცნობ არა? მთელი საღამოა გაკვირდებით და გეფცები ორივე მეცოდებით. დიტოს მართლა უყვარხარ,რომ გიყურებს თვალები უბრჭყვიალდება,მაგრამ შენ...შენ გეტყობა რომ იძულებით უღიმი. განა გავალდებულებს ვინმე რომ მასთან იყო? ვერ ხვდები რომ ასე საკუთარ თავსაც იტანჯავ და მასაც დატანჯავ? მითხარი რატომ აკეთებ ამას? ხომ შეგიძლია რომ უბრალოდ აუხსნა. არ გიყვარს მირეი და ვერც შეიყვარებ. მხოლოდ შენთვის გეუბნები. დიტოც ჩემი მეგობარია,მაგრამ შენ სიცოცხლეს მირჩევნიხარ! რამე რომ მოხდეს და დიტოს ტვინში რაღაც აფეთქდეს,მოგადგეს და ცოლობა გთხოვოს,დათანხმდები?
-არ ვიცი.
-არ იცი კი არა იცი. შენთვითონაც იცი რომ უარს ეტყვი.
-ხო მაგრამ ...აი არ ვიცი სალომე. პირველი შემთხვევაა როცა არაფერი ვიცი. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. ალბათ იმიტომ რომ მაშინ გვერდით არავინ მყავდა და ის ერთადერთი ცელჩასაჭიდი იყო.ალბათ იმიტომ რომ მეგონა შევიყვარებდი...იქნებ შევიყვარო კიდეც,ჯერ ხომ ახალი დაწყებული გვაქვს.
-და ის უცნობი?
-ვინ უცნობი?
-კლუბში რომ ჩნდება ხოლმე.
სახე შემოატრიალა ჩემკენ და თვალებში ჩამაშტერდა. დავიბენი,არ ვიცოდი რას მეკითხებოდა. მან ეს შეამჩნია და ეშმაკურად გაიღიმა.
-ხო რა მერე?
-მაგის დანახვაზე რეები გემართება?
-არაფერიც არ მემართება. ვიღაცა ბიჭის გამო გეხვეწები რა უნდა მემართებოდეს?
უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-შვილო! მე მაინც ნუ მატყუებ. დავინახე დღეს რაც მოხდა და ვხვდები რომ მაგის თქმას არც აპირებდი.
ბოლო სიტყვები წყენით მითხრა.
-ხო რაიყო. კარგი რა რას მებუტები?! მნიშვნელოვანი რომ იყოს დაგიმალავდი?!
-უკვე მიმალავ...
-არ არის მნიშვნელოვანი მეთქი. და ჯერ ეს ერთი არც გიმალავ!
-კარგი როგორც გინდა.
-გცემ! ხომ იცი რომ ვერ ვიტან მასე რომ ამბობ?
-აბა რა გითხრა?
-რა უაზრობაზე მებუტები აბა?
-რატოა უაზრობა,ადამიანის მიმართ რაღაც გრძნობა გაქვს,ლამისაა ჩაადნი ხელში.
-არანაირი გრძნობა არ მაქვს! როგორ უნდა მქონდეს სრულიად უცხო, დეგენერატი ადამიანის მიმართ გრძნობა?! რა სისულელეებს მეუბნები?
-კარგი იყოს ეგრე! მაგრამ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე.
-ვიმახსოვრებ.
თვალი ჩამიკრა და გადაბრუნდა. მეც ვაქციე ზურგი და ბალიშს ჩავეხუტე. თუმცა იმ საღამოს ინციდენტი გამახსენდა ჭრელთვალება რომ დაჭრეს.
-სალო!
-ჰო.
-ხომ არ იცი დიტომ და ლაშამ იჩხუბეს? ანუ ერთმანეთში კი არა...
-შენც შეამჩნიე ხო?
-რა?
-მაგათი ხელები,ლაშას წარბთანაც ჰქონდა რაღაც სილურჯე. რომ ვაკვირდებოდი დაბნეული აცეცებდა თვალებს და მემგონი ჰო.
-ხოო...მეც ეგ შევნიშნე.
-კარგი დავიძინოთ,რაც მთავარია მთელები არიან და ჩხუბს ეგენი ვერ გადაეჩვევიან.

ძილი მქონდა გადაწყვეტილი მაგრამ ისევ ამოტივტივდა ჩემს ფიქრებში ჭრელთვალება და მისი "ჯაშუშური" მზერა. სალოს სიტყვებზეც დიდხანს ვიფიქრე. მართალი იყო,დიტო არ მიყვარდა და ალბათ ვერც შევხედავდი სხვა თვალით,მაგრამ...არ ვიცი თავადაც არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. ახლა ვეღარ ვეტყვი ერთად ვერ ვიქნებით თქო,მაგრამ ვერც დიდხანს ვავძლებ ყალბი ღიმილით და ყალბი ბედნიერებით ცხოვრებას. მართლაც,ერთ მშვენიერ დღეს რომ ცოლობა ეთხოვა რა უნდა მეპასუხა? არ ვიცი,ჯანდაბა არაფერი ვიცი! ახლა კიდევ ის საღამო...ნუთუ ლუკა მათ დაჭრეს? არაა! ამის გაფიქრებაც არ მინდა...უბრალოდ დაემთხვა! თავი ვაიძულე და ფიქრებისგან განთავისუფლების და ცოტა ხნით დასვენების უფლება მივეცი ტვინს. დაღლილს მალევე ჩამეძინა.

მოკლედ აღგიწერთ იმ სამ თვეს რომელმაც ჩემს ცხოვრებაში არც თუ ისე საინტერესოდ განვლო. დასასვენებლად ერთი კვირით ვიყავი ბავშვებთან ერთად თუშეთში. გადაწყვეტილი ჰქონდათ სვანეთში წასვლა,მაგრამ მე არ მინდოდა იქ. არ მინდოდა ჩემს მშობლიურ კუთხეში მათთან ერთად წავსულიყავი პირველად,ამდენი ხნის შემდეგ. არადა მათზე ახლობელი ადამიანი არავინ მეგულებოდა. არც მე ვიცი რატომ,მაგრამ გადავწყვიტე რომ იქ პირველად ჩემს ქმართან ერთად წავალ. იმ ადამიანთან ერთად ავივსებ სვანეთის ჰაერით ფილტვებს ,ვისი სიყვარულითაც მექნება გული სავსე. საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ თუშეთში წავსულიყავით და მართლაც ყველაზე საინტერესო ერთი კვირა იყო მთელი სამი თვის განმავლობაში. ბავშვებთან ერთად ლაშქრობებზე და პიკნიკებზე დავდიოდი. საღამოობით ბუხრის წინ ვისხედით და ან ვთამაშობდით ან უბრალოდ ლაპარაკით ვირთობდით თავს. ქალაქში რომ დავბრუნდით ხშირად დავდიოდით იმ კლუბში სადაც ჩემ...ჭრელთვალება მეგულებოდა,მაგრამ ის არსად ჩანდა. ალბათ დროებითი ამოჩემება იყო ეს კლუბი მისთვის და ახლა სხვა ადგილას ერთობა,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მეც არ ვიცი რატომ მაგრამ კლუბის გარეთაც ვეძებდი მას თვალებით,მაგრამ ის ჯიუტად არ ჩნდებოდა. პირველად მოახდინა ასეთი შთაბეჭდილება ადამიანმა ჩემზე,განსაკუთრებით კი ბიჭმა. თუმცა რომ გითხრათ მთელი ზაფხული მასზე ფიქრში გავატარე თქო მოგატყუებთ. უკვე ერთი თვეა,ან მეტი მასზე ძალიან იშვიათად თუ მომაგონდება რამე. ისიც ჩემი ცხოვრების განვლილ ეტაპებს მიეკუთვნება. რაც შეეხება დიტოს...მასთან ურთიერთობა ბევრად უფრო დამითბა. ახლა ძალით არ ვიღიმი. არც მისი დანახვით გამოწვეული სიხარულია ყალბი. მასთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. უკვე მის მიერ " ცოლად გამომყევი" ზეც ვიცი პასუხი...მგონი.
სამი თვეც გავიდა და დადგა დრო,როცა მე მომავალისა და კარიერის ასაწყობად აუდიტორიიდან აუდიტორიაში უნდა ვირბინო კონსპექტებით ხელში. უნივერსიტეტშიც ჩვეულებრივად იყო ყველაფერი. საღამოობით მე,დიტო,ლაშა და სალო ვიკრიბებოდით და ერთად ვერთობოდით.
ოქტომბერში კი ყველაფერი შეიცვალა.



15 ოქტომბერი,ჩემი დაბადების დღე....

თვალების გახელა სალომეს კივილმა მაიძულა.
-გაიღვიძეე! ჰეეი გაიღვიძე! იუბილარი ხარ გოგო,კიდევ ერთი წლით დაბერდი. მაგრამ ეგ იმის საშუალებას არ გაძლევს რომ ლექციები გააცდინო ადექიი!
-რომელი საათია?
ამოვიღმუვლე.
-თორმეტის ათი წუთია,ლექცია კი თორმეტზე გვაქვს!
- ჯანდაბა უფრო ადრე რატომ არ გამაღვიძე? ახლა დავაგვიანებ!
სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან და ოთახში სირბილს მოვყევი. პირველი რაც ხელში მომყვა ჩავიცვი,თმა უბრალოდ დავივარცხნე და სახლიდან სალოსთან ერთად გავვარდი.ლექციაზე ათი წუთით დამაგვიანდა,წარბშეკრულმა ლექტორმა საყვედურით ამავსო და მხოლოს ამის მერე მომცა დაჯდომის უფლება.
ლექცია რომ დამიმთავრდა სალომ დამირეკა.
-გისმენ სალო!
-წამოო რა ჩვენს კაფეში!
-აუუ დაღლილი ვარ და პირდაპირ სახლში უნდა წავიდე,სხვა დროს იყოს რა!
-არვითარი სხვა დროს იყოს! დაბადების დღე გაქვს და აპირებ ძილში ჩაიხრჩო? ბოდიში მაგრამ ამის უფლებას ვერ მოგცემ!
-აუუ სალო...
-არა მეთქი მირეი! იცოდე ხმას არ გაგცემ.
-ჯანდაბას შენი თავი! მე ვარ სვანი თუ შენ?!
ბუზღუნით დავაბრუნე ტელეფონი ჩანთაში და "ჩვენი" კაფისკენ ავიღე გეზი. რომ მივედი შუქები ჩამქვრალი დამხვდა.
მივხვდი რაშიც იყო საქმე და უაზროდ გამეღიმა. ცოტა ხანში დიდი ფირი ჩაირთო,სადაც ჩემი,სალოს,დიტოს,ლაშასი და ჩემი პატარაობის სურათები იყო . თვალები ცრემლებმა დამიფარეს უდარდელად მომღიმარი რომ დავინახე საკუთარი თავი მამასა და დედას შორის მოქცეული.
ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემძლოს...მხოლოდ ეს ოცნება მაქვს. ოცნება რომელსაც ვერასოდეს ავისრულებ. და მართლაც,ოცნება ხომ აუხდენელია? ოცნება არის ის რასაც ვერასოდეს აიხდენ,სხვა ყველაფერი კი რისი გარეალურებაც შეიძლება სურვილია!
ვიდეო დასრულდა და დარბაზიც გაჩახჩახდა. გული ცოტა ხნით გამიჩერდა ჩემს წინ,ცალ მუხლზე დამდგარი დიტო რომ დავინახე ბეჭდით ხელში. ირგვლივ კი უნივერსიტეტისა და უახლოესი მეგობრები შემოკრებილიყვნენ.
მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მირე,ჩემო ლამაზო გახდები ჩემი ცოლი?

არც კი ვიცი რა მოხდა,არაფერი მახსოვს,არ მახსოვს როგორ დავთანხმდი და როგორ დამეტაკა დიტო ტუჩებზე მას შემდეგ რაც ბეჭედი მომარგო თითზე. ბედნიერი,ძალიან ბედნიერი ვიყავი...ალბათ.
სანთლები ჩავაქრე და ბედნიერი ღიმილით გადავხედე ჩემს ბავშვებს. გვიანობამდე ვერთობოდით.ვსვავდით,ვცეკვავდით,ვლაპარაკობდით.
-თურმე რა ტყუილად მეპარებოდა ეჭვი.
ღიმილით ჩამომისვა თმაზე ხელი სალომ. საპასუხოდ მეც გავუღიმე.
-შენ კი არა მეც მეპარებოდა ეჭვი,მაგრამ ხომ ხედავ...
-ხომ ხედავ, ერთ თვეში ქორწილი გვაქვს!
სიტყვის დასრულება არ მაცადა დიტომ, ზურგიდან ამომიდგა,ნიკაპი მხარზე ჩამომადო და სალოს თვალი ჩაუკრა.
-ერთ თვეში?
თვალები ვჭყიტე მე.
-ჰო რაიყო?
ღიმილით მომიბრუნდა ჩემი საქმრო. " ჩემი საქმრო" რატომღაც მეხამუშა ეს სიტყვა,თუმცა დავაიგნორე და დიტოს მივუბრუნდი.
-ძალიან ადრეა,ვერაფერს მოვასწრებთ!
-საკმარისი დროა მირეი,აი ნახავ ყველაფერი იდეალურად იქნება!
-მაინც მგონია რომ ვჩქარობთ.
-კარგი რა! მიყვარხარ და გიყვარვარ, რას ხედავ ცუდს იმაში რომ დრო ტყუილად აღარ გავწელოთ და ბარემ ვიქორწინოთ?
-ხო კარგი !
გამეცინა და დავნებდი.თუმცა მაინც ვფიქრობდი რომ ვჩქარობდით.
იმ საღამოს დიტომ დამაბრუნა სახლში. ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო ჩემი ასეთი სისუსტე და კარები რომ დავხურე იქვე ჩავიკეცე და ავბღავლდი. მივტიროდი რაღაცას მაგრამ რას თავადაც არ ვიცი. ალბათ იმას რომ ადრე ჩემს გვერდით იყვნენ მშობლები,მე არ მახსოვს მაგრამ ერთ დროს მამაც ჩემს გვერდით იყო. თუნდაც შარშან დედა ჩუმად მიცხობდა ტორტს, მაგრამ მეუბნებოდა რომ ყიდულობდა. ამიტომ ჰქონდა იმ ტორტს განსხვავებული გემო,სულ სხვა სიტკბო.
ბევრი ვიტირე,თუმცა სანამ ისტერიკაში გადამივიდოდა შევძელი თავის ხელში აყვანა და სააბაზანოსკენ დავიძარი. ცხელმა შხაპმა კიდევ უფრო მომადუნა და საწოლზე როგორც დავეცი იმავე პოზაში ჩამეძინა. მეორე დღეს ლექციები არ მქონდა,ამიტომ მთელი დღე თავისუფალი მქონდა.
შუადღით სალო მესტუმრა ყავა დავლიეთ და გუშინდელი დღე განვიხილეთ. ვხვდებოდი რომ სალოს რაღაცის თქმა უნდოდა,ეჭვნარევი მზერით მათვალიერებდა, მაგრამ ფიქრობდა ეთქვა თუ არა ჩემთვის.
-მითხარი.
პირდაპირ ვუთხარი და გავუცინე. მასაც გაეცინა თუმცა მალევე დასერიოზულდა.
-მირე,ისევ ეჭვებში ვარ. გუშინ ბედნიერი ჩანდი,მაგრამ დღეს,დიტოზე რომ მელაპარაკე ისევ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება. მგონია რომ შენს მისადმი გრძნობას ნაჩქარევად შეურჩიე სახელი და თან არასწორი.
შეწუხებულმა ჩამომირაკრაკა და თვალებში ჩამაშტერდა.
-არ ვიცი.
თვალი ავარიდე და ყავა მოვსვი.
-არ იღელვო შენთან ვიქნები.
მკლავზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა. მე კი საპასუხოდ ჩავეხუტე.

საღამოს დიტომ გამოგვიარა და კლუბში წავედით,ისევ იმ კლუბში. უკვე ჭრელთვალება აღარც გამხსენებია,მოურიდებლად შევაბიჯე და იმ მაგიდისკენ ავიღე გეზი სადაც ძირითადად ჩვენ ვსხედვართ ხოლმე. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო,მაგრამ ცოტა ხანში გვერდიდან მწველი,დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გვერდით არ გამიხედია მაგრამ მივხვდი, ის იყო...
ნერწვი მძიმედ გადავაგორე ყელში და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მეგონა უკვე მის გამოჩენაზე არანაირი რეაქცია მექნებოდა, მაგრამ მთელ სხეულში რაღაც გაიკლაკნა და ჯერ ცხელი კვალი დატოვა,მერე კი ერთიანად გაიყინა. სალომემ შეამჩნია რომ ყველაფერი არ მქონდა რიგზე.
-მირეი, კარგად ხარ?
- კი კი.
მაშინვე ვუპასუხე და იძულებით გავუღიმე.
-რატომ მეკითხები?
დავამატე ბოლოს,რადგან მივხვდი ჩემი ასეთი პასუხი მეტად საეჭვო იყო.
-რავიცი,ფერი არ გადევს.
-არაფერია,ცოტა ჩახუთულობაა და ალბათ მაგიტომ. მალე გამივლის.
ურცხვად ვიცრუე.დიტომ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა,ნაზად მაკოცა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა. ვეღარ მოვითმინე და მარჯვნინ ფრთხილად მივატრიალე თავი,მაგრამ იქ არავინ იყო.
ნუთუ მომეჩვენა?
...
გონებაში ისევ ამერია ყველაფერი. ნუთუ მართლა მომეჩვენა? შეუძლებელია! ვგრძნობდი,ვხვდებოდი რომ ვიღაც დაჟინებით მაშტერდებოდა. შეუძლებელია მომჩვენებოდა.
ბავშვებს მკრთალად გავუღიმე და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი,წყალი შევისხი და საკუთარ თავს დავაკვირდი სარკეში.დეჟვუს გრძნობა მქონდა.თავიდან მეორდებოდა ყველაფერი.როცა დამშვიდება ასე თუ ისე შევძელი, ხელის კანკალით გამოვხსენი კარები და აი კიდევ ერთი განმეორებული ფაქტი. კარებთან ისევ ჭრელთავალება ამესვეტა.შეშინებულმა ავხედე სხეულს,რომელიც ჩემთან საკმარისზე მეტად იყო ახლოს.თვალები ჩამუქებული ქონდა და ღრმად სუნთქავდა. ცალი ხელი კედელზე მოათავსა,მეორე კი ჩემს წელზე და კედელზე ამაკრა.უამრავმა გრძნობამ იხეთქა ჩემში.
ისევ განმეორებული ფაქტი,მაგრამ სულ სხვანაირი გრძნობა,უფრო მკვეთრი და ძლიერი. ვეცადე მომეშორებინა, მაგრამ უფრო მაგრად მომხვია ხელი და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო.
კანი დამიბუსუსდა და გულმაც გამალებით დაიწყო ბაგა-ბუგი.
-ვინ იყო?
-რ..რა? ვინ?
-ზედმეტად ახლოს რომ იყო შენთან.ის ბიჭი,ქერა!
-დ..დიტო?
ამოვიხრიალე ხმაწართმეულმა.
-მერავიცი რა ჰქვია,შენს გვერდით რომ იჯდა.
ერთ ღრმად ამოვისუნთქე და ხელი ვკარი მოსაშორებლად. ისიც მორჩილად მომშორდა და ჩემს წინ კედელზე აეყუდა.
-ჰო დიტო...ჩემი საქმრო!
განვაცხადე და ყელი მოვიღერე. მეც არ ვიცი რატომ მაგრამ მის რეაქციას ვაკვირდებოდი. სახეზე უზარმაზარი გაკვირვება ეწერა.
-საქმრო?
-ჰო.
-ამ სამ თვეში ბევრი რამ მოგისწრია...მირეი.
ირონია არ დაიშურა და ჩემი სახელი მკაცრად და ხაზგასმით თქვა.
-წესიერად მელაპარაკე!
გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი,მას კი გაეცინა და ჩემს ხელს დახედა.
-ბეჭედიც მისნაირია...სრული სიბანალურე.
-უკაცრავად მაგრამ შენ რა გაწუხებს? საერთოდ რას ითხოვ ჩემგან? რატომ გადამეკიდე? ვინ ხარ ჩემთვის? მე თვითონ გეტყვი,არავინ!
-ნწ,იმაზე მეტი ვარ ვიდრე გგონია.
-რას ნიშნავს შენი ნათქვამი?
-მოითმინე და გაიგებ!
-ვითმენ, ვითმენ და ცოტა ხანში ამომასხამს! რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? რატომ გამოჩნდი ისევ? არ შეგიძლია რომ ეგ შენი თვალები სადღაც ჯანდაბისკენ მიმართო და მე უბრალოდ შემეშვა?
-რატომ ვიყურო ჯანდაბაში როცა შემიძლია შენ გიყურო? ს**ი ვარ?
- ეგ რამდენად ხარ არ ვიცი მაგრამ იდიოტი ნამდვილად ხარ!
მივახალე და არაფრის თქმა არ დავაცადე ისე წამოვედი. მაგიდასთან დავბრუნდი და ბავშვებს უდარდელად გავუღიმე.
-ამდენ ხანს სად იყავი?
-საპირფარეშოში დიტო,სად ვიქნებოდი?
-კარგით წავიდეთ რაა!
აწუწუნდა სალომე,თუმცა მივუხვდი რატომაც ეჩქარებოდა წასვლა.
ამჯერად მასთან მივედით. დედამისს უკვე ეძინა ,ამიტომ პირდაპირ მის ოთახში შევაჭერით. საწოლზე ავცოცდი და კომფორტულად მოვკალათდი.
-აბა გისმენ!
თან მელაპარაკებოდა,თან კარადაში ეძებდა რაღაცას.
-ისევ ის იყო.
-მივხვდი.
მოტრიალდა და გამიცინა,მეც გამეცინა.
-რაო რა მინდაო?
-რავიცი მე. დიტოზე მკითხა ვინ არისო.
-აუფ...მერე? შენ რა უთხარი?
-რას ვეტყოდი საქმრო თქო.
-რაო მერე?
-არაფერი,მე ვუთხარი რა უფლებით იქექები ჩემს საქმეებში ვინ ხარ საერთოდ თქო.
-მერე?
-იმაზე მეტი ვარ ვიდრე წარმოიდგენო.
-ჰა?
-რავიცი,რომ ვკითხე არ მიპასუხა არაფერი.
-საინტერესოა!
აღნიშნა ფაქტი ჩაფიქრებულმა.
-ხო არ ვიცი,იმედია გავარკვევ რა უნდა და შემეშვება.
-და გინდა რო შეგეშვას?
-არა...არ ვიცი.
-და მერე იტყვი რომ დიტო გიყვარს?
-კარგი რა სალომეე!
-კი ბატონო,მე ჩემი გითხარი,აი დიტოს ადგილას რომ იქნება ეგ შენი უცნობ-ნაცნობი მერე დამაფსებ!
-ნეტა არ გეზარებოდეს.
-იძახე ახლა,აი ნახავ.

აღარაფერი მიპასუხია, სააბაზანოში შევიკეტე,თავი მოვიწესრიგე და რომ გამოვედი ის უკვე უდარდელად ფშვნიავდა. არც მე მქონდა ფიქრის თავი,ბალშზე თავის დადებისთანავე ჩამეძინა.
დილით სალოზე ადრე გამეღვიძა. ტანსაცმელი მის კარადიდან მოვიპარე.გავემზადე,ყავა დავლიე და სახლიდან გამოვიძურწე. ლექცია დღეს ორზე მქონდა. სახლში მისვლა და მომზადება უნდა მომესწრო. პირველი საათი იყო სახლიდან რომ გამოვედი,ცოტა ადრე მომიწია მისვლა,თუმცა რამდენიმე კურსელთან ერთად გავირთე თავი. თეკოს გარდა დიდად არც ერთი მეხატებოდა გულზე,მაგრამ არც მეზიზღებოდა. უაზრო თემაზე ვსაუბრობდით,უფროსწორად საუბრობდნენ და მე ვუსმენდი როცა თეკო აყვირდა და სწრაფად გავარდა. თვალებგაფართოებული მივტრიალდი რადგან დამენახა თეკოს კივილის მიზეზი. აი იმაში,ვისზეც თეკო იყო ჩამოკიდებული ჭრელთვალება რომ ამოვიცანი ლამის იქვე გადავყირავდი. მაშინვე მოვტრიალდი და ვეცადე შესამჩნევი არ ვყოფილიყავი. თუმცა მე რომ ბედი არ მაქვს უკვე ცნობილი ფაქტია. თეკო და ის მეორე პირდაპირ ჩემს წინ დადგნენ. ღმერთო ოღონდ ახლა ამაორთქლე!
-ლუკიიი გაიცანი, ეს ნინია,ეს ქეთაა,ეს მაიკოა ეს კი მირეი. სათითაოდ ყველას ჩამოგვიარა და გააცნო ჩვენი თავი "უცნობს" . მანაც ღიმილით ჩამოართვა ყველას ხელი და აი ჩემი ჯერიც დადგა. ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი შევაგებე,ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა და გაფართოებულ თვალებს იქით-აქეთ ვცეცებდი. თუმცა ხელი ოდნავ მომიჭირა და იძულებული გავხდი მისთვის შემეხედა. როცა მივხვდი რომ ხელის გაშვებას არ აპირებდა უხერხულად ჩავახველე მანაც კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და ხელი ნელა შემიშვა.
"ღმერთმა დაგწყევლოთ შენც და შენი ღიმიმილიც ლუკა" გავიფიქრე და უკან დავიხიე.
ალბათ ასე თხუთმეტი წუთი მაინც იდგა ეს აყლაყუდა ჩვენს წინ და გოგოებს ელაპარაკებოდა,ზოგჯერ კი თვალს აპრებდა ჩემკენ და იქამდე არ მაშორებდა მზერას სანამ არ შევხედავდი,მერე კი კმაკოფილი ღიმილით აგრძელებდა ლაპარაკს. ეს კი საშინლად მოქმედებდა ჩემზე.
ხმის გასაწმენდად ჩავახველე და გოგონებს მივბრუნდი.
-გოგონებო,მე დაგტოვებთ თქვენ ისაუბრეთ.
-კარგი რა მირეი,კარგად ვერთიბოდით,იყავი და ათ წუთში ერთად ავიდეთ.
-არა მაიკო,მირჩევნია აუდიტორიაში ავიდე. თან დაცხა...ანუ იმას ვგულისხმობ რომ მზემ დააჭირა.
დავამატე როცა ლუკას კმაყოფილ მზერას და ცინიკურ ღიმილს წავაწყდი.აღარავის ვაცადე სიტყვის თქმა მაშინვე გამოვბრუნდი და აუდიტორიისკენ ავიღე გეზი. ლექციაც დაიწყო და ბოლომდე უაზროდ გაიწელა. ცოტაც და ფეხზე წამოვვარდებოდი და გავიქცეოდი. მითუმეტეს გაუსაძლისი გახდა სიტუაცია "შეყვარებულმა წყვილმა" ლამის იქვე რომ დაიწყეს და დაამთავრეს ყველაფერი. როგორც კი ლექცია დამთავრდა აუდიტორიიდან როგორც შემეძლო ისეთი სისწრაფით გამოვვარდი თუმცა დერეფანში თეკო დამეწია და ცოტა ხნით გაჩერება მომიწია.
-მირე, რაღაც უნდა გთხოვო.
საწყალი თვალებით ამომხედა.
-გისმენ თეკო რა ხდება?
-იცი... ორ კვირაში ჩემი დაბადების დღეა და მინდა რომ დაგპატიჟოთ.
-მაგიტომ გაქვს ეგეთი საწყალი თვალები?
გამეცინა მე.
-არა,რაღაც უნდა გთხოვო. შეგიძლია რომ ლაშაც წამოიყვანო?
-რატომ?
-იცი..მე ის მომწონს და...
თავი ჩახარა და თითების მტვრევას მოჰყვა.
-კარგი დამშვიდდი,ვეტყვი და წამოვა.
თვალი ჩავუკარი და გავუცინე. შენობიდან ერთად გავედით და გაბმული სიგნალის ხმაც გაისმა. მანქანის კარები გაიღო და ნახევარი ტანით ჭრელთვალება გადმოიხარა.
-თეკოო! რა ჯანდაბას უცდი?
ღრიალით და ხელების ქნევით დაუწყო თეკოს ძახილი.
-მაცადე ერთი წუთით!
მანაც აქედან მიაკივლა და სიცილით მოტრიალდა.
-ანუ სთხოვ?
-აუცილებლად.
-ნუ დიტო და სალომეც არ დატოვო ახლა!
-კარგი მათაც ვეტყვი.
-ოქრო გოგო ხარ,აბა კარგად!ანადაც მოიცა ჩვენ გაგიყვანთ.
-არა არა თეკო მადლობა. ჩემით წავალ,არ შეგაწუხებთ.
-არა რა სისულელეა,ასე მეხმარები და ეს არაფერია,არაფერი მოუვა ჩემს ძმას ნუ ღელავ.
-ძმას?
-ჰო ჩემი ძმაა! ვიცი არ ვგავართ და გეუბნები წამოდი არ შეწუხდება ვაა!
-ეგ შენთვის,აბა მას ჰკითხე?!
სიცილით ვუთხარი.
-არც მისთვის არის შეწუხება.
თეკოს გვერდით ამოუდგა და თვალი ჩამიკრა. ახლა ამ ჭრელ თვალებს მართლა დავთხრი!
-მაინც მირჩევნია რომ...
-მე ვიცი რაც გირჩევნია,წამოდით!
-ხო ხო წამო მირე.
-კარგი.
მეც მორჩილად ავედევნე უკან. მეც და თეკოც უკან მოვთავსდით და ლაპარაკი გავაბით.
-ტაქსის მძღოლს ვგავარ?
გაკვირვებული მოგვიტრიალდა ლუკა.
-არა ძმაო,როგორ გეკადრება!
-აბა რას მოკალათდით ორივე უკან?
წარბაწევით გადმოგვხედა და სიცილის შეკავებას შეეცადა.
-ოო ლუკა მოიცა რაა! სალაპარაკო გვაქვს ჩვენ და ვლაპარაკობთ. შენ მიდი დაძარი ეგ მანქანა,როგორც მახსოვს გეჩქარებოდა.
ენა გამოუყო და გაეკრიჭა. მათ შემყურე მეც მეცინებოდა. ნეტავ მეც მყოლოდა ასეთი ახლობელი ადამიანი, ის ვისაც ძმას დავუძახებდი. მაგრამ რეალობა ასეთია,მე არავინ მყავს გვერდით ისეთი რომელსაც ძმას დავუძახებ და მასავით შევიყვარებ. ნეტავ ის ბიჭი სად არის, იმ დღეს ჩემთან ერთად რომ გაიპარა?
პირველად მომინდა მასზე ფიქრი. პირველად ამომიტივტივდა გონებაში პირველად დავინტერესდი მისი არსებობით თუ არარსებობით და პირველად მომინდა მას შევხვედროდი. ნეტავ როგორი იყო?
ვიცოდი რომ თუ ახლავე არ შევწყვეტდი წარსულზე ფიქრს აქვე ავტირდებოდი,ამიტომ ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და ცრემლებიც შევიკავე.
-კარგად ხარ მირე?
ეჭვისთვალით შემათვალიერა თეკომ. ამის გაგონებაზე კი დაფეთებულმა შემომხედა სარკიდან ლუკამ.
-კი,კარგად ვარ.
გავუღიმე თეკოს და დავინახე როგორ მოუდუნდა სხეული ჩვენს "მძღოლს". რატომღაც მესიამოვნა მისი ასეთი რეაქცია.ჩემს სახლამდე ისე მივედით რომ მე და თეკოს ენა არ გაგვიჩუმებია. პირდაპირ ჩემს სახლთან რომ გააჩერა მანქანა ვაჟბატონმა თეკომ წამოიყვირა.
-მოიცადეთ! ლუკა,საიდან იცი რომ აქ ცხოვრობს?
-საიდან მეცოდინება,თავად თქვა.
თავის დაძვრენას შეეცადა ბიჭი. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი როგორ იჭერენ ტყუილში მაგრამ ამ შემთხვევაში მეც დავზარალდებოდი.
-ზუსტაფ ვიცი რომ არ უთქვამს.
-ვთქვი თეკო,ვთქვი. აი შუქნიშანზე რომ გავჩერდით მაშინ.
-ხო კარგი,ალბათ არ გამიგია. კარგად მირე!
-კარგად.
ხელი დავუქნიე მეც და მაშინვე სახლში ავვარდი.
უკვე აღარ მაფრთხობდა მარტოობა. მეტიც,შევეჩვიე. ამხელა სახლში სულ მარტო ვცხოვრობდი მაგრამ ეს უკვე აღარ მიქმნიდა პრობლემებს, აღარ მეშინოდა. სამზარეულოში შევედი და კარტოფილის თლა დავიწყე. ფიქრებში ლუკა ამომიტივტივდა და იმდენად გადავეშვი ფიქრებში რომ ვერც კი გავიაზრე როგორ მოვახერხე ხელის გაჭრა. პატარა ნაკაწრი არ იყო,მაგრამ არც იმხელა იყო ნაკერების დადება რომ დამჭირვებოდა. ძალიან მეწვოდა,ცოტახანი მაგრად ვიჭერდი ხელს და ერთ ადგილზე დავხტოდი მაგრამ მივხვდი რომ ასე ვერაფერს ვუშველიდი. ჭრილობა წვალებ-წვალებით დავიმუშავე და გადავიხვიე. თითების მოკეცვა მიჭირდა,ამიტომ კარტოფილის შეწვის გეგმები ჩამეფუშა. პიცა გამოვიძახე და დაველოდე მის მოსვლას. კარზე ზარის ხმაც გაისმა და გასაღებად წავედი. კარებში დიტო დამხვდა,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-დიტო? კარგად ხარ?
-შემომიშვებ?
-შემოდი.
დაბნეული გავიწიე გვერდით და გზა გავუნთავისუფლე. კარები მივხურე და უკან ავედევნე.
-გისმენ,რა გჭირს?
-ვისი მანქანით მოხვედი?
-კარგი რაა! ახლა ეჭვიანობის სცენები უნდა გამიმართო?
მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები და დივანზე დავეხეთქე.
-მირეი ვინ იყო მეთქი?
ბოლო ხმაზე დაიგრგვინა. მეც გაოცებულმა თვალები ვჭყიტე.
-დიტო! ხომ იცი რომ ასეთ სისულელეებს ვერ ვიტან? რა გინდა მითხარი !ამ უაზრობაზე უნდა იეჭვიანო? ჰო რა მოხდა, სხვამ მომიყვანა! მერე? დავაშავე რამე? თეკოს ძმა იყო და ერთად მოვდიოდით მე და თეკო,ეგ ბიჭი შეგვხდა და წამოგვიყვანა. დაშავდა რამე?
-მართლა?
კარებზე ისევ ზარის ხმა გაისმა.
-ერთი წუთით,პიცა მოიტანეს ალბათ.
კარები გამოვაღე და გეფიცებით ასე არაფერს გამოვუშტერებივარ. ლუკა იდგა პიცის ყუთით ხელში.
-შეიძლება?
გამიღიმა და ჩემს უკან სივრცე მოათვალიერა.
- ანუ უბრალოდ მოგიყვანა ხო? თეკოს ძმაა! რა თქმა უნდა!
ამოისისინა დიტომ,რომელიც ჩემს უკან იდგა.
-ფუ მე ამის.... ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?
როცა კარგად შეათვალიერა ლუკა მაშინვე დაიღრიალა.
-როგორც ჩანს ცუდ დროს მოვედი. აი ეს პიცა მოჰქონდათ შენთან და მეც შენთან მოვდიოდი და ბარემ წამოვიღე მაგრამ თურმე ჯობდა იმ ბიჭს მოეტანა.
ცალყბად ჩაიცინა,პიცა დიტოს მიაჩეჩა,კიდევ ერთხელ შეგვათვალიერა ირონიული ღიმილით და უკან გაბრუნდა,თუმცა მაშინვე მოტრიალდა და ხელზე დამაკვრდა.
-გოგოებზეც გადახვედი?
ანთებული თვალებით შეხედა და ცინიკურად ჩაიცინა. მეც მომავლო თვალი და თვალისდახამხამებაში გაქრა.
-მე ამის დედა მივ***ნ! რამდენს ბედავს?
დაიღრიალა მთელ ხმაზე და პიცა გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.
-დიტო...
-ხმა! შენი ხმა არ გავიგო! ესე გიყვარვარ? იმდენად გიყვარვარ რომ თეკოს ახლობლებთან აბავ რომანს ხო?
-დიტო მომისმენ?
-მიდი გისმენ. როგორ ჩანს კიდევ ერთი ტყუილი მოიფიქრე,აბა გისმენ!
-ან ახლავე შეწყვეტ ამ უაზრო სკანდალს ან წახვალ და აღარ დაბრუნდები!
დავიყვირე ბოლო ხმაზე და თვალებში ჩავაშტერდი.
-გისმენ...
-გჯერა ჩემი? მენდობი? როგორ ფიქრობ შენი ღალატი "გამისწორდება"? ხო იცი რომ ვერ ვიტან ღალატს? შენი ნაჩუქარი ბეჭედი მიკეთია! ანუ შენი საცოლე ვარ, ანუ შენს სახელს უნდა გავუფრთხილდე,ანუ შენი ცოლი უნდა გავხდე სულ რაღაც ერთ თვეში და მითხარი რატომ უნდა გავაბა სხვასთან რომანი?
-მირეი ხო დაინახე...
-გაჩუმდი!
გავაჩუმე და ჩავეხუტე. მანაც ჩემს თმებში ჩარგო ცხვირი და ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი. მივხვდი დამშვიდდა.
- ხელზე რა გჭირს?
-არაფერი,კარტოფილს ვთლიდი და გავიჭერი... მას იცნობ?
-არა!
-მატყუებ?
-ჰო...არა.
-დიტო!
-მირეი მეჩქარება!
ფეხზე წამოხტა და სახლიდან გავარდა. მე კი ასე გაკვირვებული და მშიერი დამტოვა.


თეკოს დაბადების დღეზე მხოლოს მე და ლაშა წავედით დიტომ ასე თქვა საქმე მაქვს და ვერ ვახერხებო,სალო კი სიცხიანი იწვა სახლში. თავიდან ლაშას რომ ვთხოვე მეგონა ხვეწნა დამჭირდებოდა მაგრამ მაშინვე აენთო თვალები და დიდი სიხარულით დამთანხმდა. ამან სასიამოვნო ეჭვები გამოიწვია ჩემში. წვეულებაზე კი გამყარდა,როცა შემთხვევით დავინახე როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ვარსკვლავებს უყურებდნენ. ერთი შეხედვით ბანალური იყო,მაგრამ ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ რაც მე მახარებდა. მალევე დაბრუნდნენ შიგნით,მეც თვალი ჩავუკარი ლაშას და მანაც თავის ქნევით დაიწყო სიცილი. მუსიკამ და ხმაურმა ყურები და თავი მატკინა ამიტომ აივანზე გავედი და პუფში მოვთავსდი. ცაში რომ ავიხედე თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ღრუბლები არსად იყო და ძალიან ბევრი ვარსკვლავი ციმციმებდა. საოცარი სანახავი იყო შავ ფონზე მოციმციმე წერტილები და მთვარე. მთვარე რომელიც ჩემს ოცნებად მიმაჩნდა. ყოველთვის მქონდა სიმაღლის შიში მაგრამ ვოცნებობდი სიმაღლიდან გადმოვმხტარიყავი. ყოველთვის მინდოდა ფრენა შემძლებოდა. მთვარე კი ამის საშუალებას მომცემდა... ვოცნებობდი მთვარეზე მეცხოვრა მხოლოდ ერთი დღე. სულ მარტო შემეგრძნო ეს საოცარი გრძნობა,შემდეგ კი იქედან გადმოვმხტარიყავი.მეფრინა,დიდხნას შემეგრძნო ის ბედნიერება რასაც ფრენა ჰქვია,ბოლოს კი შემოდგომის ფოთოლივით,ნაზად დავბრუნებულიყავი ხმელეთზე. ამაზე ოცნებაც კი ბედნიერს მხდის და უაზროდ მეღიმება.
-რაზე ოცნებობ?
ვიღაც ჩაეხეთქა პუფში და ოცნებებიც წამში ჩამომეშალა.
გვერდით გავიხედე და ვინ იქნებოდა თუ არა ლუკა.
-მთვარეზე.
-რაზე?
-მთვა-რე-ზე.
-რანაირად?
-ვერ გაიგებ!
-რომ გავიგო?
-ნაყინზე დაგპატიჟებ.
-მოსულა!
-ხუთი წუთი გაქვს!
-კარგი,მაცადე დავფიქრდე...
ისევ ჩავფიქრდი,თუმცა არ ვიცი რაზე. ორ წუთში კი მისმა ყვირილმა გამომაფხიზლა.
-ვიცი!
-რა იცი?
-მთვარიდან გადმოხტომა გინდა,შენი ოცნებაა რომ იქ ცხოვრება შეგეძლოს,შემდეგ კი გადმოხტომა. მერე ხმელეთზე დაშვება,ოღონდ ფრთხილად რომ რამეს არ დაასხა ტვინი.
-ასე აგდებულად ჩემს ოცნებებზე ნუ ლაპარაკობ!
-ანუ ეგ არის...
-როგორ მიხვდი? ჩემს ტვინში ზიხარ? თუ აზრების კითხვა შეგიძლია.
-არა,მთვარეს რომ გავხედე უბრალოდ მეც იგივე მომინდებოდა... ვიფიქრე ჩემი მირი ალბათ ჩემნაირად აზროვნებს თქო და აი,მართალი ვყოფილვარ!
შემომხედა და ბედნიერმა გამიღიმა. არც კი ვიცი რა გრძნობა დამეუფლა. გამაკანკალა,კანი დამეხორკლა,შემცივდა,მაგრამ ნოემბირის სიცივით გამოწვეულს ნამდვილად არ ჰგავდა.
-ვის?
-ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი. ყველაფერს თავად გეტყვი როცა დრო მოვა.
შუბლზე მაკოცა და ვაუჩინარდა. მეც შიგნით დავბრუნდი,ლაშა თვალებით მოვძებნე, ვანიშნე მე წავედი თქო და სახლი დავტოვე. სახლში ტაქსით მივედი,მთელი გზა უხერხულად ვიშმუშნებოდი რადგან მძღოლი საკმაოდ შესამჩნევად მათვალიერებდა. როგორც კი მანქანა გაჩერდა მაშინვე გადავფრინდი და სახლში შევვარდი. ტანსაცმელი გავიხადე და თან გზადაგზა ვყრიდი. სააბაზანომდეც მივაღწიე. ცხელი წყლის ნაკადმა ისევ დადებითად იმოქმედა ჩემზე. პერანგი გადავიცვი და საბნის ქვეშ შევწექი. ბევრი ვიწრიალე და ბოლოს მაინც ვერ დავიძინე. ყავა მოვიდუღე და აივანზე გავედი. ფეხები ისევ მუაჯირს შემოვაწყე და სივრცეს გავხედე. ჩემი ყურადღება ერთმა ადამიანმა მიიქცია წინა კორპუსიდან.ჩემსავით ისიც ჭიქით ხელში იჯდა აივნის კიდეზე და ტელეფონში იქექებოდა. ცოტა ხანში ჩემი ტელეფონიც განათდა. გაკვირვებული წამოვიწიე სავარძლიდან და ტელეფონს დავწვდი.
" ნაყინს ველოდები,ვანილის მიყვარს "
მეც არ ვიცი რატომ მაგრამ ინსტიქტურად წინა კორპუსის აივანზე მჯდომს გავხედე. მივხვდი რომ მიყურებდა,ვიგრძენი.
ისევ ტელეფონს ჩავხედე და ტესქტის კრეფა დავიწყე.
-" იმედი მაქვს შენ ის არ ხარ ახლა ზუსტად ჩემს პირდაპირ რომ ზის"
-" იმედები უნდა გაგიცრუო"
-"ანუ?"
გაფართოებული თვალებით გავიხედე ისევ წინ. ტელეფონში იყო ჩამძვრალი. ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს ლუკაა?!
-"ანუ..... :)"
-" შეიძლება რაღაც გკითხო?"
-''მკითხე"
-" აქ რა ჯანდაბას აკეთებ?"
-" ჯაშუში ვარ,შენ გითვალთვალებ"
-"გასაგებია..."
დაბნეულმა ავკრიფე ტექსტი და როცა ვიღაცის განწირული ხარხარი მისწვდა ჩემს ყურთასმენას მივხვდი სისულელე მივწერე.
გაბრუებული წამოვდექი და ოთახში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ყავა მქონდა დალეული მაინც ჩამეძინა.

...........
მას შემდეგ რაც გავიგე რომ მირეი ის გოგო იყო რომელიც ბავშვობაში სიგიჟემდე მიყვარდა, უბრალოდ გამიჩნდა მასთან დავახლოვებულიყავი. მისი კორპუსის წინ ბინა ვიქირავე და ყოველ ღამით ვაკვირდებოდი,თუმცა მერე დასასვენებლად წავიდა. ერთხელ თავადაც შემნიშნა,თუმცა კარგად ვერ იყო,მზერა არეული ჰქონდა,შეიძლება მთვრალიც იყო. არ მსიამოვნედა მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება,ამიტომ მზერა მოვაშორე და სახლში შევბრუნდი.
თავის საქმროზე რომ მითხრა თავადაც არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ზედმეტად ცუდი შეგრძნებები დამეუფლა. რომ შემძლებოდა იქვე გადმოვაპირქვავებდი ყველაფერს. მერე როცა მირეი და თეკო უნივერსიტეტიდან წამოვიყვანე ყელსაბამი ვიპოვე მანქანაში. თეკოს რომ ვკითხე მირეისიაო ამიტომ მეც მირეისთან წავედი. იქ რომ ის ნაბი** რი დამხვდა რომ არა მირეი ალბათ ჩემი ხელით მივახრჩობდი. როცა წამოვედი ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი მისი საქმრო დიტო რომ იყო. გამწარებული მივაქროლებდი მანქანას და ლამის მეც იგივე დამემართა რაც დათო ბიძიას.
დღეს კი აივნიდან ვაკვირდებოდი,თავადაც შემნიშნა და გადავწყვიტე აღარაფერი დამემალა. მის რეაქციებს ვაკვირდებოდი და ვხალისობდი. ძალიან მომწონდა მის ნერვებზე თამაში. ჩემი ნება რომ ყოფილიყო სახლში დავისვავდი და მის ნერვებზე დავუკრავდი დილიდან საღამომდე.
ამ ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია.
-გისმენ მამა!
-ლუკა,შეგიძლია მოხვიდე და წამიყვანო?
-სად ხარ?
-ბარში ვარ,დავთვერი ირაკლისთან ერთად და ახლა ორივე ვიხოცებით.
სიცილი აუტყდა კაცს.
-კარგი,თქვენს ბარში ხართ?
-ჰო,ჰო!
-კარგი მოვდივარ.
თავის ქნევით წამოვდექი ფეხზე,მირეის აივანი კიდევ ერთხელ შევათვალიერე და მამაჩემთან წავედით. ჯერ ირაკლი დავტოვეთ თავის სახლში,მერე კი მამაჩემი წავიყვანე შინ.
-მაინც არ ამბობ იქ გადასვლა რატომ გადაწყვიტე.
-კარგი რა მამა!
-უბრალოდ მითხარი ბიჭო რა მოგივა!
-მირეის გამო. კმაყოფილი ხარ?
უცებ დაუსერიოზულდა სახე და გაკვირვებულმა გადმომხედა.
-მის წინა კორპუსში ვიქირავე ბინა და იქედან ვაკვირდები. მეც არ ვიცი ამ სისულელეს რატომ ვაკეთებ,ამიტომ არ მკითხო.
-ისევ გიყვარს.
-არ მიყვარს,მაგრამ მომწონს. თუმცა არანაირი აზრი აქვს ამას. მიყვება ერთ გამოს**ბულ და დედამოტ***ლ ადამიანს და მორჩა! მისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს იმიტომ რომ მერე ან მე უნდა მოვკვდე ან ის ს**ი.
-აქვს ლუკა აქვს! ასეთი როდის გაგზარდე? ბრძოლას ერიდები? აქვს შვილო ბრძოლას აზრი. შენ შეგიძლია დათოს გოგო და შენი ცოლი დაიბრუნო!
ბოლო სიტყვების გაგონებისას დავამუხრუჭე,გზიდან გადავედი და მამაჩემს მივაშტერდი გაოგნებული.
-რა თქვი? გაიმეორე! რა თქვი?
-მირეი შენი ცოლია ლუკა!
-რანაირად? მიჩალიჩებთ ხო? ადამიანს ამდენი წლის შემდეგ შევხვდი შემთხვევით და რანაირადაა ჩემი ცოლი? მამა ნუ მას***ბ და მიპასუხე!
-წამოდი და სახლში ვილაპარაკოთ!
-ჯანდაბა!
მანქანა დავქოქე და მეც არ ვიცი როგორ მაგრამ 15 წუთში სახლში ვიყავით. გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია. ორივე აზრების დალაგებას ვცდილობდით.
სახლში რომ მივედით მამა თავის ოთახში ავიდა.
-შენ აუზთან დამელოდე,ჩამოვიტან ყველაფერს რაც კი საჭიროა რომ ნახო!
მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და ხუთ წუთში ისიც გამოჩნდა.
მაგიდაზე დაალაგა ქორწინების მოწმობა,ბეჭდები რომლებიც ახლა უნდა გვკეთებოდა და სურათები,რომლებიც ჩვენს "ქორწილში" იყო გადაღებული.
გაოგნბეული დავშტერებოდი სურათებს და ქორწინების მოწმობას. ბეჭდებს კი ხელში ვათამაშებდი ნერვულად.
-ამიხსნი?
-წლების წინ,როცა თქვენ პატარები იყავით სვანეთში ვცხოვრობდით მეც და დათოც თქვენს დედებთან ერთად.ოჯახებით ვიყავით ახლოს. ბაბუაშენმა და მირეის ბაბუამ,ანუ მამაჩემმა და დათას მამამ გადაწყვიტეს რომ თქვენ უნდა გექროწინათ. რათქმა უნდა გავაპროტესტეთ. დათა მამამისმა არჩევნის წინაშე დააყენა,ან თქვენი ქორწინება უნდა მიეღო ან მის შვილობაზე უარი უნდა ეთქვა. ჯიუტი იყო ჩემი ძმაკაცი და მაინც არ დათმო,მის წინააღმდეგ წავიდა და მის შვილობაზეც უარი თქვა. ბაბუაშენსაც რომ იგივე ეთქვა მეც იგივენაირად მოვიქცეოდი მაგრამ მან სხვა გზა არ დაგვიტოვა. დაგვემუქრა და გამკეთებელიც იყო. ნატას და ქეთის სიცოცხლე კი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ამიტომ თქვენ პატარაობიდანვე დაგაქორწინეთ. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. როცა ბაბუაშენი გარდაიცვალა ჩვენც წამოსვლა გადავწყვიტეთ. დათას სიკვდილის შემდეგ,როცა მირეი ნატას დავუბრუნეთ, საფრანგეთში წაგიყვანეთ,მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ აღარ შეხვედროდით ერთმანეთს. სვანეთი დაგევიწყებინა და დამთვარებულიყო ყველაფერი. მაგრამ არ დამთავრდა.ამდენი წელი ტყუილად დაგაკარგინეთ. შესაძლოა ახლა ბედნიერად გეცხვრათ ერთად,მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო.
მოყოლა დაამთავრა და მივხვდი რომ უბრალოდ ზღაპარს კი არა რეალურ ამბავს მიყვებოდა. ჩემი წარსულის შესახებ მიამბო,რომლის შესახებ თურმე წარმოდგენაც არ მქონია.
-და ხვდები რომ დიდი შეცდომა დაუშვი?
გაცეცხლებულმა შევხედე.
-ვიცი...
-ამდენი წელი ეს რომ არ უნდა დაგემალა ხვდები ხო? ამდენი ხანი თურმე "ცოლიანი'' მქვია და მე ამის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა! რას აპირებდი? სხვა რომ შემყვარებოდა რას იზამდი? მეტყოდი უი შვილო შენ ვერ დაქორწინდები იმიტომ რომ უკვე გყავს ერთი ცოლი და მრავალცოლიანობა ჩვენთან არ მოსულაო?! მითხარი რას აპირებდი?
-და ხო არ შეგიყვარდა?
-რომ შემყვარებოდა?
-და ახლა რა აზრი აქვს ამის განხილვას?
-ის აზრი აქვს რომ ეს ადრე რომ გეთქვა მირეის მოვძებნიდი და თუ მენდომებოდა გავეყრებოდი თუ არადა ურთიერთობას აღვადგენდი! არც ქორწილის ჩაშლა მომიწევდა ახლა!
-ქორწილის?
-მამა მირეი თხოვდება გესმის? ორ კვირაში თხოვდება!
-ორ კვირაში გაყრას ვერ მოასწრებთ!
-გაყრას? შენ რა დამცინი? გგონია მირეის იმის გამო გავშორდები რომ იმ ნაბ**ვარს გაყვეს? ჯანდაბა! ამის დედაც!
-რას აპირებ?
-ახლა მე დამაცადეთ! ახლა უბრალოდ მე მიყურეთ!

გაცეცხლებული წამოვედი სახლიდან. არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა. არაფერი ვიცოდი გარდა იმისა რომ ქორწილი უნდა ჩამეშალა. ეს კი მირეის ჩემს თავს შეაზიზღებდა. ვიცი რომ ალბათ ყველაზე ბედნიერი დღე უნდა გავუნადგურო,მაგრამ ასე ჯობია. ვერ ვიქნები უმოქმედოდ როცა ჩემი ბავშვობის ნაწილი მჭედლშვილს უნდა გაჰყვეს ცოლად და თან ის ჩემი ცოლია!
მანქანა დავქოქე და ტელეფონმაც დარეკა.
-ჰო ნიკა,სწორედ ახლა მჭირდებოდი!
-რა ხდება კარგად ხარ?
-ბარში მივდივარ.
-ანუ რაღაც მოხდა,კარგი ნახევარ საათში მანდ ვარ.

....
-აბა რა ხდება?
-დაჯექი და წყალი და მარაო მოიმარჯვე.
-ნუ მეკაიფები!
თქვა და ვისკი მოიყუდა.
-ცოლი მყავს!
ამის თქმა იყო და საშინელი ხველა აუტყდა.
-ფუ მე ამის დედა შევ**ი ჩამწვა ყველაფერი! შენ რა მყავსო რა თქვი?
ხველისგან ჩახლეჩილი ხმით მკითხა ჩაწითლებული თვალებით შემომხედა.
-ცოლი თქო.
-რას მეღადავები ახლა?
-მე კი არ გეღადავები მამაჩემი მეკაიფება მემგონი.
-მოყევი ეხლა შე***მა!
-მაცდი?
-ჰო კაი მიდი.
-მოკლედ მირეიზე ყველაფერი ხო იცი?
-მერე?
-მერე ჩემი ცოლი ყოფილა. ბაბუაჩემს და ბაბუამისს გაუჩალიჩებიათ და აუყრიათ ამბები. მერე ამათმა ვითომ დაგვიცვეს და საფრანგეთში გამაქციეს,იქედან რო ჩამოვედი შევხვდი მაინც ამ გოგოს. იტოკშიი რაა!
-იპაა. მერე რას აპირებ? არ უნდა ელაპარაკო?
-რა ველაპარაკო შე** მა ქორწილი უნდა ჩავუშალო!
-რა ქორწილი ბიჭო?
-მჭედლიშვილის მიყვება.
-ატ**აკებ!
სკამზე გადაწოლილი წამოიწია და ხარხარი ატეხა.
-ანუ მჭედლიშვილს ცოლი უნდა აახიო?
-აქეთ მახევს ბიჭო! პროსტა ჩემი უნდა გამოვართვა!
გამეცინა მეც.
-გოგოს ვიტაცებთ?
-არა რა ვიტაცებ,პროსტა მივალ და წამოვიყვან.
-ეგ ვიგულისხმე მეც!
-ხო ანუ ვიტაცებთ.
თვალი ჩავუკარი და მზერა მოვაშორე. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და გეგმების დალაგებას შევუდექი.

.......

მომდევნო ორი კვირა სრული ქაოსი იყო. ქორწილისთვის მხოლოდ დარბაზი იყო შერჩეული,სხვა არაფერი. არცერთი ჩვენგანი არ იყო მზად. მე და სალო ერთი კვირა ვეძებდით ჩემთვის კაბას. მისთვის კი მხოლოდ ქორწილის წინა დღეს შევარჩიეთ კაბა. ძალიან მომწონდა მისი კაბა,მაგრამ ჩემი სხვა იყო. სულ სხვა დატვირთვის მატარებელი. დიტოს სმოკინგისთვის მე და დიტომ ვიარეთ ძალიან ბევრი. ბოლოს შევარჩიეთ ისეთი როგორიც ორივეს მოგვწონდა. მისი მეჯვარე რა თქმა უნდა ლაშა იქნებოდა,ჩემი კი სალო.
ვერაფეზე ვფიქრობდი გარდა ქორწილისა.
ქორწილის დღეც დადგა და როცა კაბა მოვირგე და მივხვდი დედას ნაჩუქარი ყელსაბამი გამქრალი იყო გულში რაღაც ჩამწყდა. მთელი სახლი გადავქექე მაგრამ ვერსად ვიპოვე. დავკარგე,ისიც დავკარგე. ამ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს დღეს ჩემს გვერდით არც დედა იყო,არც მამა. მარტო ვდგამდი ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და გვერდით არც არავინ მედგა.
მაკიაჟზე სალომ იზრუნა. სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი რომ ამ გოგოს სასწაულების მოხდენა შეეძლო.
-აღარ იტირო,მაკიაჟს გაიფუჭებ და შრომას წყალში ჩამიყრი. გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვარ!
-მიყვარხარ!
გავუღიმე და მაგრად მოვეხვიე.
-ჩასვლის დროა.
ეშმაკურად გამიღიმა და ტაში შემოკრა. კიბეებზე ფრთხილად დავეშვი და დიტოს და ლაშას პირდაღებულ სახეებს რომ გადავაწყდი გულიანად გამეღიმა.
-საოცრება ხარ!
ხმაჩახლეჩილმა მიჩურჩულა და მოწყვეტით მაკოცა.
-ეგენი მერეე! დამთავრდეს ეს ქორწილობანა და რაღაცები და მერე!
შემოგკივლა ლაშამ და სალოსთან ერთად გავიდა სიცილით.
-გაიღიმე,ეს დღე ჩვენია!
მეც გავუღიმე და მანქანებში მოვთავსდით.
გეზი ქორწინების სახლისკენ ავიღეთ. უამრავი მანქანა მიქროდა გაბმული სიგნალით. მე და სალომ მანქანის ლუქიდან ავყავით თავები და კივილით ავიკლეთ მთელი ქალაქი.ბოლოს როგირც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილზე. დიტოს ხელკავი გამოვდე და შესვლამდე ღრმად ჩავისუნთქე.
- სულ რომ არაფერი ეს დღე უამრავ მოგონებას გვაჩუქებს.
მიჩურჩულა სალომ და ხელით მიბიძგა შესასვლელისკენ.
რეგისტრატორმა ქალმა ბედნიერი ღიმილით გადმოგვხედა და პროცედურებს შეუდგა.
-პატივცემულო დიტო მჭედლიშვილო,თანახმა ხართ თქვენი ნებით და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცოლად შეირთოთ მირეი ქალდანი?
-თანხმა ვარ!
თქვა და ფართე ღიმილით გადმომხედა.
-ძვირფასო მირეი,თანახმა ხართ თქვენი ნებით და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცოლად გაჰყვეთ დიტო მჭედლიშვილს?
არ ვიცი რატომ,მაგრამ ახლა ბევრად უფრო ავფორიაქდი. ამდენი ხნის შემდეგ პირველად შემეპარა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი. სუნთქვა გამიხშირდა და თითების მტვრევა დავიწყე. დიტომაც თავის ხელი დამადო და მომლოდინედ გადმომხედა.
ის იყო თანხმობდა უნდა განმეცხადებინა ერთობ ნაცნობმა,მაგრამ უცხო ხმამ რომ შემაჩერა.
-დიდი ბოდიში ასე უეცრად რომ შემოგეჭერით,მაგრამ ჩემს ცოლს ცოლად ვერავინ მოიყვანს!
გაოგნებულმა გავიხედე კარებისკენ და ლუკას დანახვაწე გული ლამის ამომიხტა. ღმერთო რა ჯანდაბა ხდება? ვიგრძენი დიტოს როგორ დაეძაბა სხეული და სუნთქვა როგორ გაუხშირდა, თუმცა ვერ ვუყურებდი. მზერა ლუკაზე გამიშტერდა,რომელიც თვალებში მიყურებდა და მაბრმავებდა. ყველა ჩუმად იყო და ინტერესით აკვირდებოდნენ მოვლენებს. ცოტა ხანს ასე იდგა ჭრელთვალება შემდეგ კი წყნარი ნაბიჯებით დაიძრა ჩემკენ,ხელი ჩამავლო და წინანდელთან შედარებით ზედმეტად სწრაფი ნაბიჯებით დატოვა დარბაზი ჩემთან ერთად.
დარბაზიდან გამწარებული დიტოც გამოვარდა,თუმცა ჩვენ უკვე მანქანაში ვისხედით. თავადაც არ ვიცი რატომ არ გავუწიე წინააღმდეგობა ლუკას. ალბათ იმიტომ რომ ასე იყო სწორი,ან უბრალოდ ვერ გავუწიე. ახლა მხოლოდ ფიქრი მჭირდებოდა,მაგრამ იმდენად ვიყავი არეული რომ ალბათ დიდხანს ვერ დავალაგებ თავში ყველაფერს.ძალიან სწრაფად მიაქროლებდა მანქანას,სხვა შემთხვევაში ალბათ გული გამისკდებოდა,მაგრამ ახლა იმდენად ვიყავი გაოგნებული რომ რექაციაც არ მქონია.
-რა ჯანდაბას აკეთებს?!
დაიღრიალა მთელ ხმაზე ლუკამ მაშინ როცა დიტომ გადაგვასწრო და მანქანა მოულოდნელად გააჩერა. მუხრუჭს ფეხი მთელი ძალით დააჭირა ლუკამ,მაგრამ ვერ მოახერხა სწრაფადვე დამუხრუჭება და დიტოს მანქანას მთელი ინერციით შევასკით. დავინახა როგორ გადავარდა დიტოს მანქანა ხიდის გახსნილი ჯებირიდან,ერთი შეკივლება მოვახერხე მერე კი უზარმაზარ და გაუსაძლის სიშავეში გადავეშვი,სადაც არც ვარსკვლავები ანათებდნენ და არც მთვარე...

ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი გონებას,როგორ მეცლებოდა ძალა და როგორ მივფრინავდი ნელ-ნელა მაღლა. ვიღაცის ხელს ვგრძნობდი სახეზე და მესმოდა ვიღაც როგორ ღრიალებდა მთელ ხმაზე,თუმცა ის ჩურჩულივით მეჩვენებოდა.სიტყვებს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან.გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი,მაგრამ არ შემეძლო რამით მეშველა ჩემი თავისთვის. ქუჩის ხმაურიც ნელ-ნელა ქრებოდა და მეც უფრო ზევით მივიწევდი. ალბათ უნდა შემშინებოდა მაგრამ ბედნიერი ვიყავი. საბოლოოდ გაქრა ყველაფერი და მეც სწრაფი ნაბიჯით გავიქეცი სიშავისკენ და თავით გადავეშვი. როცა რაღაცამ გამოანათა და მასში ჩემი ოცნება, მთვარე ამოვიცანი ფრთები შემესხა. ფრთხილი,მოზომილი ნაბიჯით მივიწევდი მისკენ, და მაშინ როცა ერთი ნაბიჯი მაშორებდა ოცნების ახდენასთან რაღაც ძალამ უკან დამაბრუნა და მიწაზე მთელი ძალით დამახეთქა. ამის შემდეგ ვეღარაფერს ვგრძნობდი. ვერც ტკივილს და ვერც სიხარულს. უბრალოდ ყველაფერი გაქრა,მათ შორის მეც.

.....სალომე.....
თავიდანვე ვგრძნობდი რომ მირეი უფსკრულს თავისი ნებით უახლოვდებოდა. თავიდანვე ვიცოდი რომ მას დიტო არ უყვარდა,მათ რომ ვერ ექნებოდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა ვიცოდი. ვაფრთხილებდი მირეის რომ არასწორ ნაბიჯს დგამდა თუმცა ის თავისას არ იშლიდა.მაშინ როცა რეგისტრატორმა ჰკითხა თანახმა იყო თუ არა რომ ცოლად გაჰყოლოდა შევატყვე როგორ ანერვიულა. მივხვდი რომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა საკუთარ თავში რომ არ იყო დარწმუნებული. მის შემხედვარე გული მტკიოდა,იცოდა, ხვდებოდა რომ ბედნიერი ვერ იქნებოდა მაგრამ მაინც აპირებდა ეს ნაბიჯი გადაედგა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ის ბიჭი,ჭრელი თვალებით. გაოცებული ვიყავი მისი მოქმედებით. შენობა რომ დატოვეს გულში ჩხვლეტა ვიგრძენი,რაღაც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თითქოს ყველაფერს წინასწარ ვგრძნობდი.მე და ლაშა მათ დავედევნეთ. დავედევნეთ და თხუთმეტ წუთში ყველაზე საშინელი სურათის მომსწრეები გავხდით. დიტო ხიდიდან გადაიჩეხა. იმდენად ძლიერი იყო შეჯახება რომ ძალიან მცირე იყო შანსი რომ რომელიმე ცოცხალი ყოფილიყო. სწრაფად მივეჭერი მირეის და იმ ბიჭის მანქანას. ჩემი გოგო სულ სისხლიანი იყო. მისი თეთრი კაბა წითლად იყო შეღებილი. უგონო მდგომარეობაში იყო,სრულიად დაუძლურებულს ჩამოეყარა ხელები და კისერიც უკან გადაეგდო,რაც მთავარია პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა.ბიჭიც უგონო მდგომარეობაში იყო,არც ის იყო მსუბუქად მაგრამ მირეისთან შედარებით ნამდვილად მსუბუქი იყო მისი მდგომარეობა. ლაშამ სასწრაფო გამოიძახა. სამივე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მე მირეის გავყევი,ლაშა კი თავისი მანქანით აგვედევნა. სამი სასწრაფოს მანქანა მიქროდა,სამი ადამიანი კვდებოდა და მათი გადარჩენა მხოლოდ ღვთის ნებაზე იყო დამოკიდებული.
საავადმყოფოში რომ მივედით პირველი სიახლე დიტოსგან იყო. სიახლე რომელმაც მეც და ლაშაც გაგვთელა.მიწაზე დაგვანარცხა,სუნთქვა შეგვიკრა. დიტომ არ იბრძოლა,უბრალოდ დანებდა და წავიდა. არ ეცადა რომ ჩვენთან დარჩენილიყო,არ იფიქრა ჩვენზე და ეგოისტურად,მაშინ შეწყვიტა სუნთქვა როცა ყველას ასე ძალიან გვიჭირდა.
მირეის გადარჩენა რომ შეძლეს ამან ფრთები შეგვასხა მაგრამ ერთი ფრთა მაშინ მოგვტყდა კომაშიაო ექიმმა რომ გვითხრა. რეანიმაციაში ჰყავდათ,მის ოთახთან მივედი და პატარა ფანჯრიდან დავაკვირდი. უამრავი მილი ჰქონდა მიერთებული,მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა ყველა ძალას მართმევდა. ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა თვალებიდან. ყველაზე ძვირფასი იყო რაც კი გამაჩნდა. მხოლოდ ახლა მივხვდი იმას რომ ფასდაუდებელია ის ბედნიერება როცა შეგიძლია საყვარელი ადამიანის ღიმილს უყურო,საუბრის მანერას დააკვირდე,უბრალოდ შეეხო.
არ მინდოდა მირეი ასეთ მდგომარეობაში მენახა. არ მინდოდა ჩემი გადარეული გოგო ასეთი წყნარი და დასუსტებული როდესმე მენახა. ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ მისი ერთი თითის ოდნავი შეტოკებაც ამდენად ბედნიერს გამხდიდა. ამაში ხომ დიდი არაფერია,მაგრამ რეალურად ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
დიტოს დაკრძალვაზე განცდილმა ემოციებმა საბოლოოდ დამაკრგვინეს შეგრძნება იმისა რომ ადამიანი ვარ. საშინელაბა იყო დედამისის გლოვის ყურება და მოსმენა. საცოდაობა იყო დიტოს მამის შეუკავებელი ცრემლების ყურება და დიტოს გაყინულ სხეულზე შეხება. სულს მტკენდა იმის ყურება თუ როგორ უჭირდა ლაშას მისი. ბავშვობის მეგობრის მიწისთვის მიბარე პირველად ვხედავდი მას ასეთ განადგურებულს. აი მე კი რა მემართებოდა ვერ გეტყვით,ერთიანად დამაცარიელა საყვარელი ადამიანის დაკარგვამ,მაგრამ მისი გლოვა არ შემეძლო ისე როგორც მინდოდა. არ მქონდა უფლება გამომეხატა გრძნობები და არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია თუ როგორ მშლიდა ჭკუიდან ის ფაქტი რომ დიტოს ვეღარასოდეს დავინახავდი,ვეღარასოდეს დაველაპარაკებოდი. მერე რა რომ ის ისე მიყურებდა როგორც მირეის მეგობარს,როგორც დას,რა მნიშვნელობა აქვს ის რად მთვლიდა? მთავარია მე მიყვარდა,მიყვარდა ისე რომ ეს სიყვარული უამრავ ჭრილობას და უზარმაზარ ტკივილს მაყენებდა.არ მქონდა უფლება ეს ვინმესთვის გამემხილა.არც იმის უფლება მქონდა ახლა ძალა რომ დამეკარგა,მირეის ვჭირდებოდი. დიტოს შემდეგ მის დაკარგვას უბრალოდ ვერ გავუძლებდი. ერთმა ავარიამ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
კიდევ ერთი შოკი მაშინ განვიცადეთ მირეს "ჭრელთვალებას" და რომ აღმოჩნდა თეკო. გოგონა რომელიც ლაშას თავდავიწყეით შეუყვარდა მაშინ როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა ჩვენთან. ერთი წელი გაატარა მის დაკვირვებაში და შორიდან ტრფიალში,შემდეგ კი უნივერსიტეტი დაამთავრა.თუმცა უნივერსიტეტთან განშორება მას პრობლემას არ უქმნიდა. ხშირად დადიოდა უნივერსიტეტში ჩვენი მიზეზით,თუმცა მასაც ძალიან კარგად აკვირდებოდა. ხშირად დავყავდით ერთად და ამით ბედნიერდებოდა. არასოდეს დამავიწყდება დიტოს სახე როცა ცხრა დღის შემდეგ თეკო უკვე გამოჯანმრთელებულ ძმასთან ერთად მოვიდა მირეს სანახავად. როდესაც ყველაფერი გაირკვა ლაშა უბრალოდ ადგა და წავიდა.ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი გოგო ასე უბრალოდ დატოვა მაგრამ მე ისევ გავუგე,მივხვდი რომ ახლა ყველაზე ძალიან მარტო ყოფნა და ფიქრი სჭირდებოდა. ისიც მეცოდებოდა და საკუთარი თავიც.ღმერთმა ჩვენი დაცინვა რატომ გადაწყვიტა უბრალოდ არ მესმის. ზუსტად ორი კვირის შემდეგ გამოვიდა რეანიმაციიდან ექიმი და გვითხრა რომ მირეი გონს მოვიდა. აი მაშინ ვიგრძენი ყველაზე დიდი ბედნიერება. თავიდან მაჩუქა ღმერთმა მისი თავი. მაშინ მივხვდი რომ შეგრძნებები მიბრუნდებოდა და სწორედ მაშინ მივხვდი რომ წინ კიდევ ბევრი სირთულე გველოდა. ალბათ ბევრი ჩემს ადგილზე ლუკას შეიზიზღებდით. მას დააბრალებდით ყველაფერს და უბრალოდ გადაწყვეტდით რომ ის არ იმსახურებს თავისუფლებას. გადაწყვეტდით რომ ყველაფერში ის იყო დამნაშავე და სასამართლოში უჩივლევდით. ყველაზე საშინელი სიტყვებით გამოლანძღავდით რაც კი არსებობს და ამით გულს დაიმშვიდებდით.ალბათ ბევრი თქვენგანი მასზე ხელსაც აღმართავდა. ალბათ ყველაზე საშინელ ადამიანად შერაცხავდით,მაგრამ მე ეს არ შემეძლო. რომ ვუყურებდი როგორ დადიოდა საავადმყოფოს დერეფანში და თან ჩუმად ლოცულობდა მირესთვის, მთელი ხუთი დღე რომ სახლში არ წასულა და რეანიმაციის კარებს არ შორდებოდა,ცრემლების გადაყლაპვას რომ ცდილობდა და ძალას არ კარგავდა,მეც რომ მამხნევებდა და მირეის სიძლიერის რომ სწამდა სწორედ ამის გამო გადავწყვიტე რომ ის იყო ადამიანი რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გულში იმსახურებდა ადგილს. მივხვდი რომ სულაც არ იყო ისეთი თავზეხელაღებული როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. ვგრძნობდი რომ მის გვერდით მირეის დიდი ბედნიერება ელოდა,მაგრამ იქამდე უამრავი დაბრკოლება ექნებოდათ გადასალახი. აი სანამ ბედნიერებამდე მიაღწევდნენ რამდენად გაუძლებდა ამ დარტყმებს მათი ურთიერობა ეგ ნამდვილად არ ვიცი. ექიმმა რომ გვითხრა გონს მოვიდაო ემოციები ვეღარ მოთოკა და მთელი ძალით მომეხვია,თან ყვიროდა რომ დარწმუნებული იყო ამაში. ექიმმა რომ გვითხრა სანერვიულო აღარაფერია და სახლში წადით,ყველასთვის აჯობებსო მან ხელი ჩამავლო და კაფეტერიაში წამიყვანა. ყველაფერი დაწვრილებით მიამბო,მათი ქორწინებიდან დაწყებული დაჭრით დამთავრებული.ამდენი ხანი ამას საიდუმლოდ რომ ინახავდა და მირეის არაფერს ეუბნებოდა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ის მირეის ბედნიერებაზე ყოველთვის იზრუნებდა.
-სალომე,რადგან მირეი უკვე გონს მოვიდა ალბათ რამდენიმე დღეში გამოწერენ და მინდა რომ ის ჩემთან წავიყვანო. აღარ მინდა სახლში მარტო იყოს და იტანჯებოდეს.შენს გარდა აღარავინ ჰყავს და ვიცი,მჯერა რომ შენ მას აუცილებლად დაეხმარები,მაგრამ მინდა მეც ვიყო მასთან. ხვდები ალბათ რომ ის ჩემთვის უკვე ზედმეტად ბევრს ნიშნავს. არ მინდა ფიქრობდე რომ ამას ჩვენი წარსულის გამო ვამბობ,არა! იმ დღეს კლუბში,აი სულ თავიდან...საერთოდ არ ვიცოდი რომ ეს გოგო ჩემი ბავშვობის უდიდესი ნაწილი იყო მაგრამ შევხედე და მივხვდი მას რომ გონებიდან ვეღარ ამოვგდებდი. მინდა რომ ჩემთან წავიყვანო და წავიყვან კიდეც,მაგრამ ვიცი ამას რომ ვერ აიტანს. ვხვდები და ვაანალიზებ რომ შეიძლება შემიზიზღოს, ისიც ვიცი რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ორივე ძალიან დავიტანჯებით მაგრამ მე მზად ვარ! მზად ვარ ამას გავუძლო და მეტიც,ბედნიერებისთვის ვიბრძოლო. ახლა ვერ გეტყვი რომ სიგიჟემდე მიყვარს,მაგრამ მან რომ ჩემში შემოაღწია ეს ზუსტად ვიცი.
აცრემლებული თვალებით ვუსმენდი მის მონოლოგს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემს მირეს გაუმართლა და ბაბუამ ღირსეული ქმარი შეურჩია თავიდანვე.
-მე შენს გვერდით მიგულე!
ვუთხარი და გავუღიმე. მანაც ღრმად ამოისუნთქა და ღიმილით დამიქნია თავი. მერე ანგარიში გაასწორა და სახლში მიმიყვანა,თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა.


.მირეი...
თვალი რომ გავახილე,იმის შემდეგ სრული ერთი დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად და ყველაფრის გასახსენებლად. სხეული ერთიანად დაჭიმული მქონდა და ყველაფერი მტკიოდა. მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი ვინმეს რომ გამოჩენილიყო,მაგრამ მეორე დღის საღამომდე არავინ გამოჩენილა.როცა პალატაში გადამიყვანეს სალო შემოვარდა და მაგრად მომეხვია.
-გაფრთხილებ! კიდევ ერთხელ თუ გადაწყვეტ რომ ასე გვაწვალო გეფიცები აღარაფერს დაველოდები და ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს გესმის?!
-დამშვიდდი,აღარ ვაპირებ მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდე. ნუ ახლა რომ ვარ არც ეს იყო ჩემზე დამოკიდებული...დიტო როგორაა? ლუკა?
-ლუკა კარგადაა,ნუ ღელავ აქ არის და შემოვა მალე. მირე ერთადერთ რამეს გთხოვ უბრალოდ მოუსმინე მას კარგი? ნუ მოიქცევი სტანდარტული ქალივით და აყალმაყალს ნუ მოაწყობ.უბრალოდ მოუსმინე და ნუ შეეწინააღმდეგები,გთხოვ!
-სალომე რა ხდება?
-ლუკა აგიხსნის და ეცადე გაიგო კარგი?
-რა გავუგო? რანაირად გავუგო ქორწილიდან რომ წამომიყვანა ეგ როგორ გავუგო? მისი ბრალია,რომ არ გამოჩენილიყო ახლა ასე არ ვიქნებოდით არც მე და არც დიტო!
-სტანდარტულივით იქცევი! როგორ შეცვლილხარ ამ ორ კვირაში?! მე რომ ვიცნობდი ის გოგო ყოველგვარ სტანდარტებს და საზღვრებს ამსხვრევდა,შენ კი მისგან ძალიან განსხვავდები!
-სალომე რა გინდა?
-უბრალოდ მოუსმინე და მერე მიიღე გადაწყვეტილება!
ადგა და წავიდა,მე კი რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიყავი წამომჯდარი საწოლზე და ვერაფერს ვხვდებოდი. რა ორი კვირა? რომელ ორ კვირაე მელაპარაკებოდა? ამ ფიქრებიდან კარებზე კაკუნმა გამომიყვანა.
-შეიძლება?
თავი შემოყო ლუკამ,თუმცა ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე შემოვიდა, კარები მიხურა და ჩემს წინ დაიკავა ადგილი.
-რა გინდა?
იმდენად ცივი იყო ჩემი ხმა თავადაც ვერ ვიცანი. არც ის მოელოდა,შეცბა თუმცა მალევე დაილაგა სახე და ჭრელი თვალები შემომანათა, რომლებიც ისევ მოქმედებდნენ ჩემზე.
-ვიცი მოსმენილის შემდეგ ყველაზე საზიზღარ ადამიანად ჩამბეჭდავ გონებაში,მაგრამ ჩემი ვალია ყველაფერი გითხრა.
-შემოვლებს შეეშვი და პირდაპირ მითხარი!
-ახლა ასე ლაპარაკი არ დაიწყო,იმიტომ რომ მე ჩემიც მეყოფა და არ მინდა წყობილებიდან გამოვიდე და რამე გაწყენინო,ამიტომ მაცადე დასრულება და მერე უბრალოდ გამომყევი!
ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო მისი ხმა რომ ჩემდაუნებურად დავემორჩილე.
-ვიცი უამრავი კითხვა გაწუხებს. აქედან ახლა ყველაზე მეტად ის გაინტერესებს დიტო როგორაა,მაგრამ თავადაც დაინახე რა მოხდა და როგორ,მემგონი უკვე ხვდები რა ხდება ხო?
ისევ მის ჭრელი თვალები შემომანათა,ვხედავდი როგორ უწითლდებოდა ნელ-ნელა. როგორ ეჭიმებოდა სხეული და როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რაღაც ისე ვერ იყო. უფროსწორად ძალიან ცუდად იყო. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე,ძალა მჭირდებოდა რომ ეს კითხვა დამესვა.
-მოკვდა?
ძლივს,საცოდავი ხმით ამოვიკნავლე და მის ხმას დაველოდე რომელიც უკვე დარწმუნებული ვიყავი განაჩენი იქნებოდა,განაჩენი რომლის გაპროტესტების სურვილიც აუცილებლად მექნებოდა,მაგრამ უაზრო იქნებოდა.
-ჰო!
ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა. თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ვეცადე ცრემლები არ წამომსვლოდა,ვხვდებოდი რომ წინ ბევრად უფრო რთული რეალობა მელოდა ამიტომ ძალა არ უნდა დამეკარგა.
-მისმინე მირეი,ვიცი ჩემში ხედავ დამნაშავეს,ვიცი ფიქრობ რომ მის მკვლელი მე ვარ....
-შენ მისი მკვლელი არ ხარ!
მაშინვე გავახილე თვალები და მთელი სიმკაცრით წარმოვთქვი. თავადაც არ ვიცი როგორ ან რატომ,მაგრამ ის არ იყო მკვლელი. დიტოს მკვლელი არ არსებობდა.
-მირეი...
დაბნეულმა ამოილუღლუღა.
-მოდი სანამ რამის მოყოლას გადაწყვეტდე იქამდე მე აგიხსნი ყველაფერს,რადგან ვხვდები დაბნეული ხარ. ვიცი ფიქრობდით რომ გავგიჟდებოდი და სრულ ქაოსს მოვაწყობდი,ყველაფერს დავლეწავდი და მკვლელოს ძახილით გაგადებდი პალატიდან და ამას მოელი ყოველ წამს. ჩემს თითოეული ბაგეების შეხსნაზე გგონია რომ მკვლელს გიწოდებ.
მაგრამ მიუხედავად ჩემი მდგომრეობისა,ვინარჩუნებ საღ აზრს და ვხვდები რომ ეს განგებ არ მოგიწყვია. ისიც ვიცი რომ არა დიტოს დაუფიქრებელი საქციელი ახლა ისიც ცოცხალი იქნებოდა და ჩვენც ალბათ სხვაგვარად,სხვა ვითარებაში მოგვიწევდა ლაპარაკი შენს ნათქვამ " ჩემს ცოლს ცოლად ვერავინ მოიყვანს"-ზე.მაგრამ რეალობა ასეთია,დიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და მანვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. არ არსებობს დიტოს მკვლელი და ის მითუმეტეს შენ არ ხარ! არ იფიქრო რომ ახლა სრულიად მშვიდად ვგრძნობ თავს და დიტოს სიკვდილი სრულებით ,უბრალოდ ვიცი,ვხვდები რომ მის უაზრო გლოვას აზრი აღარ აქვს,ალბათ უკვე დაგვიანებულიცაა. ახლა ვხვდები რომ სალომე მართალი იყო და დიტო არ მიყვარდა,რომ მყვარებოდა დამიჯერე ახლა არც შენ იქნებოდი ცოცხალი და დიტოს გვერდით შენც მიუწვებოდი,ალბათ მთელ ქვეყანას გადავწვავდი და იმ ცეცხლშივე დავიწვებოდი მეც,მაგრამ დიტო ჩემი მხოლოდ მეგობარი იყო. საკუთარ თავს ვაცხოვრებდი ილუაზიაში რომ მე შეყვარებული გოგო მერქვა,ჩემთვის დიტო ვერასოდეს გასცდებოდა მეგობრის საზღვარს. კარგი იყო,სხვებისგან განსხვავდებოდა,იცოდა ადამიანების ფასი და მეც სიგიჟემდე ვუყვარდი. მე კი მის გრძნობებზე ვთამაშობდი,ჩემდა უნებურად. მარტო ვიყავი,სრულიად მარტო როცა შანსი მთხოვა,მეც დავთანხმდი.მეგონა ასე თავს მარტო აღარ ვიგრძნობდი,ჩემი იდიოტი ჭკუით კი ყველაფერი გავანადგურე.დიტოსთვის რომ მაშინ უარი მეთქვა,მართალია დავკარგავდი და გვერდში არ მეყოლებოდა,მაგრამ ისუნთქებდა მაინც,მერე ალბათ იპოვიდა იმას ვინც მისი ღირსი იქნებოდა. ვერ ხვდები, არა! ვერ მიხვდები. არ გესმის ჩემი. უამრავ რაღაცას ფიქრობ მაგრამ არც ერთია სწორი. ფიქრობ რომ ახლა ჩემზე გულგრილი და უგრძნობი ადამიანი არ არსებობს მაგრამ...
-მაგრამ ამ სიმშვიდის შენარჩუნება რამდენად გიჯდება არავინ იცის! ხომ ასეა?
ჩემი სათქმელი მან დაამთავრა და ისევ გამოიწვია ჩემი დაშტერება.
-შეგეძლო ეს ყველაფერი არ გეთქვა,უბრალოდ თვალებში შემიგეხედა და გაგიგებდი. ხომ ხედავ?! გშიფრავ. შეეშვი მაგ ქვედა ტუჩს,ნუღარ აჭერ ასე ძალიან კბილებს,აკანკალებულ ნიკაპს ასე მაინც ვერ გააჩერებ! შეეშვი ცრემლების ყლაპვას,ბოლოს მაინც ვერ დაიტევ და უბრალოდ ამოუშვი,დაიცალე,თორემ ცოტა ხანში შეიშლები.
სკამიდან საწოლზე გადმოჯდა და თმებზე ჩამომისვა ხელი.
-მომშორდი!
-რა?
-დაბრუნდი შენს ადგილზე!
ისევ ისეთი ცივი ხმა,ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა.არ მინდოდა მასთან ასეთი უხეში ვყოფილოყავი,მაგრამ ვერ ვაკონტროლებდი.
-მზად ხარ?
-კი,პირდაპირ მითხარი!
-ჩემი ცოლი ხარ!
მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა.თავიდან გავოცდი,შემდეგ კი ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-შენ რა დამცინი? არა,ნამდვილად მეღადავები ხო?
-მისმინე,ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა...
-რას მოვუსმინო? რამე ზღაპარი დაწერე?
არ ვწყვეტდი სიცილს,რომელიც უნდა ვაღიარო და მე თვითონვე მაღიზიანებდა.ჩემში უამრავი მირეი ცხოვრობდა და ვერ ვხვდებოდი, ვერ ვაკონტროლებდი,რომელი როდის იღვიძებდა.
ძარღვები დაეჭიმა და სუნთქვა გაუხშირდა. რომ არა მისი მოთმინების უნარი ალბათ აქვე დაამხობდა ყველაფერს.
-მისმინე,ახლავე შეწყვეტ მაგ უაზრო სიცილს და ბოლომდე მაცდით მოყოლას!
-კიდევ?
არ ვჩერდებოდი მე.
-ამის დედა შევ**ი! მომისმინე მეთქი!
დაიღრიალა მთელ ხმაზე და წყლიანი დოქი კედელს შემოაფშვნა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?
არც მე ჩამოვრჩი ყვირილში.
-მაგიჟებ, გესმის? მაგიჟებ! უბრალოდ დაჯექი და ჩუმად მომისმინე!
-არ მინდა გესმის? არ მინდა შენი მოსმენა! იცი რატომ? იმიტომ რომ მომბეზრდა! ბოლოს ნამდვილი ბედნიერება როდის შევიგრძენი არ მახსოვს! რა ჯანდაბა გინდოდა? რატომ გამოჩნდი?
-მირეი დამშვიდდი!
-არა! ვერა! ვერ დავმშვიდდები!
-კარგი,არ ხარ მზად მოსასმენად! მაგრამ ახლავე უნდა იცოდე რომ ზეგ გაგწერენ და ჩემს სახლში მოდიხარ! როდესაც ჩავთვლი რომ ღირსი ხარ სიმართლე იცოდე მერე მოგიყვები ყველაფერს!
-რა?
-რაც გაიგე,მეორედ გამეორებას არ ვაპირებ! აქედანვე შეაჩვიე შენი თავი რომ ჩემს სახლში მოგიწევს ცხოვრება! მოგიწევს შეეგუო ჩემს მშობლებს და დას!რაც მთავარია იცი,შენ ჩემი ცოლი ხარ და არ ვაპირებ ჩემგან შორს გაცხოვრო!
ცივი ხმით ამოისისინა და კარები მთელი ძალით გაიჯახუნა. მეც იქვე დადებული ჭიქა გავუქანე უკვე დაკეტილ კარებს და ისიც წამში იქცა ნამსხვრევებად,როგორც ჩემი ცხოვრება,ოცნებები და გეგმები.

კარებში გასულ ლუკას სალომე მიეჭრა.
-რა ხდება? რა თქვა? როგორ არის?
-დიტოს სიკვდილს ბევრად მარტივად შეხვდა,ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. არც მე მაბრალებს რამეს.
-ჩემი გოგო! მჯეროდა რომ ასეც იქნებოდა. კარგი და... თქვენს ქორწინებაზე რა თქვა?
-მოსმენა არ უნდა. წყობიდან გამომიყვანა და უარესად რომ არ გამერთულებინა ყველაფერი წამოვედი. იცის რომ ჩემთან წავიყვან. შედი რა მასთან! იქნებ შენ დაარწმუნო.
-მე მოვუყვე?
-არა! ეგ მე უნდა ვუთხრა,ამას შენ ვერ დაგავალებ.
-კარგი.

კარებზე ისევ დააკაკუნეს,ამჯერად სალო იყო.
-მირე...
-გადი,მარტო მინდა ყოფნა!
-მირე რა გჭირს? ფერი არ გადევს!
-შემეშვით! ყველა შემეშვით! რამდენს უნდა გავუძლო? აღარ კმარა? ასეთი ბედი რატომ მაქვს? ხო გავუძელი,დიტოს სიკვდილის გამო სკანდალები ხომ არ მოვუწყვე?! რა უნდოდა, რატომ გამომიყვანა წყობიდან? რომელ ცოლობაზე მელაპარაკება? რანაირად ვარ მისი ცოლი როცა წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის?
უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ვეღარ ვმშვიდდებოდი,ზედმეტი ტვირთი იყო ჩემთვის და ამდენს მარტო ვერ გავუძლებდი.
-დამშვიდდი მირე! არ არის ცუდი ადამიანი.აი ნახავ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! დამიჯერე ბედნიერი იქნები. ხომ გჯერა ჩემი? ახლა დამშვიდდი, გთხოვ! ჩემი ხათრით...
მაქსიმალურად მაგრად მხვევდა ხელებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მის მკლავებში კი მალევე მოვდუნდი. ერთადერთი საყრდენი იყო ჩემთვის ეს გოგო. მადლობა ღმერთს რომ ის მაინც დამიტოვა.ემოციებისგან დაღლილი დავწექი საწოლზე და მაშინვე გავითიშე. მას შემდეგ ლუკა აღარ გამოჩენილა. გაწერის დრო რომ მოვიდა საბუთებს ხელი მოაწერა,ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა. არ მქონდა ფართხალის და შეწინააღმდეგების ძალა.
-არ მინდა შენთან ერთად ყოფნა! არ მინდა შენი ცოლობა!არ ვიცი რა როგორ არის,მაგრამ თუ მართლა შენი ცოლი ვარ...შენს თვალში თუ ოდნავ მაინც წარმოვადგენ რამეს უბრალოდ გავეყაროთ და დავასრულოთ სანამ არ დაწყებულა,გთხოვ!
გამქარალი ხმით ვემუდარებოდი,მაგრამ სულ ტყუილად.
-გაჩუმდი!
ცივად ამოისისინა და მანქანა დაქოქა. ალბათ ერთ საათზე მეტი ვიარეთ,ვერც გზას ვაკვირდებოდი და ვერც ვერაფერს ვიგებდი,უბრალოდ სავარძელზე მიბმული ვიჯექი და სივრცეს მივშტერებოდი. ვერც ვფიქრობდი,უბრალოდ,ჩვეულებრივი უსულო საგანივით ვიჯექი ერთ ადგილას და მივშტერებოდი ერთ წერტილს. ვეღარც ვტიროდი.დროდა დრო გადმომხედავდა,ჩუმად შეიკურთხებდა და გზას გახედავდა ისევ. ერთ დიდ სახლთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. სახლისკენ მიდიოდა როცა უკან შემობრუნდა,ისევ იმ ადგილს მიმხარი რომ დამინახა ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და კარები გამოგლიჯა.
-გადმოდი!
ძლივს შეკავებული სიმშვიდით მითხრა,მაგრამ ისევ ჩემგან დაუკითხავად დავაიგნორე მისი ნათქვამი და ზედაც არ შემიხედავს.
-გადმოდი მეთქი!
დაიღრიალა ბოლო ხმაზე,მაგრამ არც ეხლა მქონდა რეაქცია. დავინახე სახლის კარები დაახლოებით ორმოცდა ათი წლის ქალმა რომ გააღო და გარეთ გამოვარდა,მას ის კაციც მოჰყვა კლუბში რომ იყო და სწრაფი ნაბიჯით გამოიქცნენ ჩვენკენ.
-ლუკა, რა ხდება შვილო?
ანერვიულებული ხმით ჰკითხა ქალმა.
-დედა ამას უთხარი ან ახლავე გადმოვიდეს აქედან ან ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
ისევ ღრიალებდა მთელ ხმაზე. არც ახლა მქონია მის ხმაზე რეაქცია,მინდოდა რამე მომემოქმედებინა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი,უბრალოდ ძალა არ მქონდა.
-ამის დედაც! მირეი რატომ მაგიჟებ?
არ წყმარდებოდა ლუკა.
-ის არის?
ათრთოლებული ხმით იკითხა ქალმა და ისე რომ არავის პასუხს დალოდებია გულში ჩამიკრა. ახლა კი შევკრთი,თითქოს გამოვფხიზლდი გაკვირვებულმა დავხედე ჩემზე მოხვეულ ხელებს.
-შემოიყვანეთ როგორმე თორემ გეფიცებით რამეს დავმართებ!
კბილებში გამოსცრა ლუკამ და სახლისკენ წავიდა.
-ღმერთო ჩემო,როგორი გამხდარი ხარ?! ძალიან სუსტად ხარ შვილო,ვიცით შენი მდგომარეობა და გვესმის რომ გიჭირს,ნუ ღელავ შენს გვერდით ვართ!
თბილი ხმით მელაპარაკებოდა ქალი და უსაფრთხოების ღვედს თავისი ხელით მიხსნიდა. გადმოსვლაშიც ის დამეხმარა და როცა წელში გავსწორდი ისევ მაგრად მომხვია ხელები.
-როგორ გავხარ ორივეს ჩემო ლამაზო!
-კარგი ქეთი,გეყოს,ამოასუნთქე გოგო! შვილო გთხოვ ძალა მოიკრიბე,ახლა ის მამონტიც ცუდადაა და ნუ შეგეშინდება,გადაუვლის მასაც და ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.
აი ისევ ავტირდი. მათმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მივხვდი ქალბატონმა ორივეს გავხარ-ში ჩემი მშობლები რომ იგულისხმა, მაგრამ რა საერთო ჰქონდათ მათ ჩემს მშობლებთან არ ვიცოდი. ორივემ ჩამიკრა გულში და ვიგრძენი! ის სითბო ვიგრძენი რომელიც არასოდეს მიგრძვნია. მშობლების სითბო ვიგრძენი.
-შემოდი სახლში,გაცივდები აქ!
გულზე ამიკრო ქალმა და ჩემთან ერთად შევიდა სახლში. ლუკა იქით-აქეთ დააბოტებდა და როცა შევედი გააფთრებულმა ჩამავლო ხელი მაჯაში და მეორე სართულზე ამიყვანა.
-ეს იქნება შენი ოთახი,სანამ არ გადაწყვეტ რომ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გინდა,სანამ არ შეეგუები რომ ქმარი გყავს აქ შეჭამ,აქ დალევ და აქედან საერთოდ არ გამოყოფ ცხვირს!ყველაფერი რაც დაგჭირდება კარადაშია.
-კარგი.
ისევ გამქრალი ხმით ამოვთქვი. თუმცა შეწინააღმდეგებას რა აზრი ჰქონდა?! იქნებ ასე უკეთესიც ყოფილიყო. მას იშვიათად ვნახავდი.
-შენ მე შემიწირავ!
ერთი ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა. როგორც კი მარტო დავიგულე თავი ტამსაცმელი მოვიშორე სააბაზანოში შევედი და ცხელ წყალს შევეყუდე.ახლა ვერც ამან დამამშვიდა,მხოლოდ ჭუჭყი მომაშორა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი ის ჩავიცვი რაც პირველად მომხვდა ხელში. საწოლზე დავჯექი,მუხლბს შემოვხვიე ხელები და ოდნავ გადაწუელი ფარდიდან გავხედე ჰორიზონტს. არა! არ მამშვიდებდა, ძალიან მეხამუშებოდა ასეთი ნათელი ფერები ახლა,მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ წერტილს რამდენი საათი მივშტერებოდი არ ვიცი. არავინ შემოდიოდა და არც არავინ ინტერესდებოდა ჩემით. ასე მეც უკეთესად ვგრძნობდი თავს. საღამოს ლუკა შემოვიდა,ლანგრით საჭმელი ,წვენი და წყალი ამომიტანა,თუმცა ისეთი სახით დადიოდა რომ მეჭამა ნამდვილად მოვიშხამებოდი.
უსიტყვოდ აპირებდა გასვლას როცა შევაჩერე.
-გამიშვი!
-ჭამე!
მხოლოდ ეს მითხრა და კარები გაიხურა.

ალბათ ყველას ცხოვრებაში დამდგარა ის მომენტი, როცა ფიქრობ დაუსრულებლად და უბრალოდ ვერ ხვდები რატომ სუნთქავ? არსებობს ტკივილი და გამოცდა,რომელსაც ღმერთი თავის შვილებს უგზავნის, მაგრამ რომ ჰკითხოთ რატომ ალბათ ვერც გიპასუხებთ. ფიქრობთ და ვერ ხვდებით რა აზრი აქვს შენს არსებობას,როცა თავს უმნიშვნელოდ და უსარგებლოდ თვლი,როცა ფიქრობ რომ არავის სჭირდები,სწორედ მაშინ დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მთლიანად ცვლის შენს სცხოვრებას და ან ბოლომდე განარცხებს მიწაზე,ისე რომ წამოდგომას ვეღარასოდეს შეძლებ,ან მთლიანად შეცვლი შენს უაზრო ცხოვრებას და თავს იგრძნობ ბედნიერად,ისევ შეიგრძნობ რომ ადამიანი ხარ. ახლა ჩემს ცხოვრებაშიც ეს მომენტია. უამრავი დრო მაქვს იმისთვის რომ ვიფიქრო,დაუსრულებლად ვიფიქრო ჩემს მისიაზე,რომელიც არსად ჩანს,არ გამაჩნია არანაირი მიზეზი იმისთვის რომ ვისუნთქო. ამ ბოლო პერიოდში,ერთადერთი რითითაც შემეძლო თავი ბედნიერად მეგრძნო თავისუფლება იყო,ახლა არც ის აღარ მაქვს. ერთ ადგილზე ვიყავი მიყინული,არც ვჭამდი,არც ვსვადი და ამით საკუთარ თავსაც ვანადგურებდი და ლუკას მოთმინებასაც. ვხვდებოდი,თავადაც ვხვხდებოდი რომ ამ პროტესტს აზრი არ ჰქონდა,მაგრამ თუ დავუფიქრდებით ჩემს ცხოვრებაში არაფერს ჰქონდა აზრი,თვითონ ცხოვრებასაც კი. ყველაზე მეტად რაც მტკენდა იყო ის რომ სალომესთან ლაპარაკიც ამიკრძალა ბატონმა ქმარმა. ვერ ვხვდებოდი ამით რის მიღწევას ცდილობდა,საერთოდ არ მესმოდა მისი!

ერთ დღეს კარებზე ისევ დააკაკუნეს. ვიფიქრე რომ ისევ ლუკა იქნებოდა,ამიტომ არც ცრემლების შემშრალებით შემიწუხებია თავი და მითუმეტეს არც მისკენ მიტრიალებით. ისევ ოდნავ გადაწეული ფარდის მიღმა მყოფ თავისუფლებას ვუცქერდი და ისევ ვცდილობდი მეფიქრა.
-შეიძლება?
ოთახში ბიჭის უცხო ხმა გაისმა,სასიამოვნო ხმა.მინდოდა მეპასუხა,უბრალოდ ძალა არ მქონდა. ბიჭმაც დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა და ოთახში შემოვიდა.
" ეგ თუ მართლა მასე ფიქრობს,ესეიგი ყველაფერზე თანახმა ხარ". ამომძახა ალტერეგომ კისკისით და ამაზე მეც ჩამეცინა. აჰა, მეც სუსტ არსებებს დავემსგავსე და ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლები. გავიფიქრე ჩემთვის და ბიჭს თვალები შევანათე. თუმცა რა შევანათე,საერთოდ თვალები არც მიჩანდა იმდენად მქონდა დასიებული ქუთუთოები.
-შეიძლება დავჯდე?
ისევ იმ თბილი ხმით მკითხა და ამდენად ოდნავ დავუკარი თავი.
" კიდევ კარგი,თორემ ან მუნჯიაო იფიქრებდა ან ყველეფერზე თანახმააო"
არ ჩერდებოდა მეორე მე.
-შენთან ლაპარაკი მინდა,მაგრამ იმდენად ხარ დასუსტებული მეეჭვება შენ სიტყვის თქმაც შეძლო,ამიტომ უბრალოდ მომისმინე კარგი?
ისევ ოდნავი თავის დაკვრით ვანიშნე დაეწყო.
-მე ნიკა ვარ,ლუკას ბავშვობის მეგობარი. არ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ მას ჩემზე უკეთ ვერავინ იცნობს. მე არ მაქვს უფლება სიმართლე გითხრა,ამას ის თავად გეტყვის,მაგრამ ამისთვის საჭიროა ძლიერი იყო. ძალას კი ღმერთი არ გაჩუქებს,ის შანსს გაძლევს და ისეთ ბედნიერებას გიგზავნის რასაც ქეთის მომზადებული საჭმელი ჰქვია და ჭამე რა! ძალაც მოგემატება და ის მამონტიც,მისაღებში რომ დააბოტებს ცოტა დამშვიდდება. ყველას გვცოფავს, ვაფშე ყველას. იმ დღეს ყვირილი რომ გესმოდა,ჩიტს ეჩხუბებოდა ზედემეტად ბევრს დაფრინავ და მაწუხებო. აღარ იცის რა გააკეთოს,ერთ ადგილას ვერ ჩერდება. ყველასთან ღრიალებს და ცდილობს გაბრაზებული და გაცოფებული გალოჩნდეს,მაგრამ საიდუმლოს გაგანდობ და გეტყვი რომ ძალიან სტკივა შენი მდგომარეობა. თითოეული შენი გადაგდებული პურის ნაჭერი გულს სტკენს. არა იმიტომ რომ მას უწევს მაღაზიაში წასვლა,არამედ იმიტომ რომ ასე საკუთარ თავს ავნებ. სანამ საავადმყოფოდან წამოგიყვანდა დიდი შემართებით იყო,იცოდა რომ გაგიჭირდებოდათ,მაგრამ ამბობდა რომ მზად იყო. ნუ გაგიკვირდება მისი ასეთი ქცევები. ზურა შენ გგონია ცდება მამონტს რომ ეძახის? სვანია ეგ ჩემი*ა,ბოდიში წამომცდა მარა მართლა სვანია ეგ ჩემ...და მართლა მამონტის ხასიათი თუ არ ქონდეს ძმობას გეფიცები. ერთ რამეს გთხოვ რა! ხომ ხედავ რომ ამ სიჯიუტით არაფერი იცვლება? ის იქეთ კვდება შენ აქეთ. ხვდები რომ მისთვის სულ ერთი არ ხარ,თუ ვერ ხვდები ახლა გეცოდინება. ხოდა ახლა ადექი და ცადე რამე შეცვალო,უკვე მერამდენე დღეა ნორმალური ადამიანივით არც ერთს გიცხოვრიათ. ამ "რამის" შეცვლა კიდე იმით დაიწყე რომ შენს თავს შეახსენო,რომ ნორმალური ადამიანები საჭმელს ჭამენ. მერე რა რომ მამონტის ცოლი ხარ,მაგ მხრივ შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ.

დაამთავრა ლაპარაკი და გამიცინა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი ძალა. მივხვდი რომ არსებობს ვიღაც,ვინც უბრალოდ გვერდში დამიდგება და დამეხმარება,თუნდაც ეს ლუკას მეგობარი იყოს.
-შეიძლება ჩაგეხუტო?
საკუთარი ხმა თავადაც ვერ ვიცანი,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ მომენტში,ჩემთვის მაინც.
-რომ არ ვიცოდე შენი გამოვლილი ტანჯვა კაცი მეგონებოდი ისეთი ხმა გაქვს.
გამიცინა და თვითონვე მომხვია მკლავები.
და სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ ის მე მივიღე,მივიღე როგორც მეგობრად და როგორც ძმად.

რომ გითხრათ ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ბედნიერი ცოლ-ქმარივით ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით თქო თქვენც გაგეცინებათ და მე უკვე მეცინება. არაფერი შეცვლილა,არ ცდილობდა ჩემთან ნორმალურად ელაპარაკა და არც მე ვიჩენდი ამის ინიციატივას. ისევ არ მიბრუნებდა ტელეფონს და ისევ არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ სალოსთან მელაპარაკა.სასახლეში გამოკეტილ პრინცესას ვგავდი,ოღონდ იმ განსხვავებით რომ პრინცესას არაფრით ვგავდი...
ერთ დღეს თეკო შემოვიდა. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა,უბრალოდ ვერ გამოვხატე. ზედმეტად დასუსტებული ვიყავი და მგონი გრძნობებიც აღარ გამაჩნდა.
-მირე,ცოტა ხანში ლუკა შემოვა და ყველაფერს მოგიყვება. ეცადე გაუგო კარგი?
-ეს შესამზადებლად ვიღაცეების შეგზავნა რა კარგად აქვს დამუღამებული.
ამოვისისინე ირონიულად და კარებს გავხედე. ვიცოდი იქ იდგა და ესმოდა. მანაც არ დააგვიანა და კარები შემოაღო.
-თეკო,შეგიძლია გახვიდე!
-ლუკა იცოდე...
-უბრალოდ გადი,ყველაფერი ვიცი და უაზრო ლექციებით უკვე ტვინს...აქ შეჩერდა და ჩაახველა. თეკო გადი!
ისიც დაემორჩილა და კარები ფრთხილად გაიხურა. ახლა ჩემკენ მოტრიალდა,სკამი საწოლთან დადგა,ჩემგან ზურგით. უკუღმა დაჯდა და საზურგეს ხელები ჩამოაწყო.არ იფიქროთ რომ მხოლოს მე ვიყავი შეცვლილი. ისიც ჩემსავით იყო შეცვლილი, ფიხიკურადაც,ხასიათითაც და ქცევებითაც.
-მოკლედ ახლა მომისმენ...
-არ ვაპირბ მოსმენას.
-მოგიწევს!
-არ მოგისმენ მეთქი!
-ხმას არ ამოიღებ და ისე მომისმენ!
-არა!
-კი!
-არა!
უეცრად ფეხზე წამოხტა,უჯრები გადაქექეა. რაღაცას ეძებდა,როცა იპოვა გახარებული წამოვიდა ჩემკენ წებოვანი ლენტით ხელში.
-ახლა არ მითხრა რომ...
-დამაცადე და არ გაინძრე!
ეშმაკური ღიმილით მომიახლოვდა. როცა მივხვდი რასაც აპირებდა თავადაც არ ვიცი როგორ ,მაგრამ ფაქტია გავიქეცი. მივრბოდი და რაც ხელში მომყვებოდა ყველაფერს ვესროდი. ისიც სიცილით მომსდევდა,თავიდან მე სრული სრიოზულობით, ისე მივრბოდი თითქოს რაიმე საშინელებას გავურბოდი,მერე კი გავაანალიზე რაც ხდებოდა და მთელ სახლში სიცილით დავრბოდი.
ყველაფერს რომ ვესროდი უკვე გითხარით ხო?! დიახ,ამ ყველაფერში რკინის შანდალიც იგულისხმება რომელიც პირდაპირ შუბლში მოხვდა და როგორც არ უნდა გაოცდეთ თავი გაუტყდა. მე არ დავკვირვებივარ ისევ გავიქეცი,მაგრამ როცა მივხვდი რომ არავინ მომსდევდა უკან მივბრუნდი. შუბლიდან სისხლი მოსდიოდა. გაოგნებულმა ავიფარე პირზე ხელები და თვალებიც ვჭყიტე. მოულოდნელად თვალები დახუჭა და ძირს მოწყვეტით დაეცა. მეც სასწრაფოდ მივვარდი და ზემოდან დავყურებდი გათიშულს,როცა მოულოდნელად ხელი ხელში ჩამავლო და მეც მის ზემოდან მოვექეცი. თვალებში მაშტერდებოდა და მეც მაშტერებდა,ამაზე კი ეშმაკურად ეღიმებოდა. შუა მისაღებ ოთახში ვიყავით გაშხლართულები და არც ერთს გვაწუხებდა სირცხვილის გრძნობა. უეცრად კარების ხმა გაისმა და მეც სასწრაფოდ მივატრიალე თავი.
კარებში ნიკა და თეკო იდგნენ.
-აუ გადი გოგო გადი!
თვალებზე ხელი ააფარა ნიკამ და ისევ უკან დააბრუნდა,ის იყო კარებს ხურავდა ლუკამ რო დაიყვირა.
-შემოდით და ნუ დებილობთ რა!
-რას ვდებილობთ ბიჭო,კარები მაინც ჩაკეტეთ საძინებელში თუ ვერ ეტევით.
ჩამოარაკრაკა გახალისებულმა და დივანზე კომფორტულად მოკალათდა. ამის გაგონებაზე ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი.
-მე ზემოთ ავალ.
ამოვილუღლუღე დაბნეულმა და წასვლა დავაპირე.
-მოდი გოგო აქ! რო მირბიხარ დამავიწყდება თუ რა?
არ აჩუმებდა ნიკა ენას.
-ჩაიწყვიტავ ხმას თუ ჩაგაწყვეტინო?
კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ.
-შენ ჩუმად იყავი. გააჩუმა ლუკა და ახლა მე მომიბრუნდა.
-მოდი აქ,შენ უნდა იზრუნო ახლა პატარა ლუკაჩოებზე თორე...
-ნიკა გეყოს! ღმერთს გეფიცები ჩემი ხელით დაგაკლავ მაგ დივანზე.
-უიმეე კარგი ხო! ნერვებზე თამაშს აღარ მაცდიან!
მიუხედავად იმისა რომ მრცხვენოდა მაინც მეცინებოდა ნიკას რეპლიკებზე.
-არა მართლა უნდა ავიდე! საქმე მაქვს ნიკა,არ მრცხვენია!
უფრო დავუკონკრეტე და გავუცინე.
-ჰო და ეგრე!
მასაც გაეცინა და ლუკას თვალი ჩაუკრა.
ჩემს ოთახში ავედი,ტანსაცმელი გავიხადე და სააბაზანოში ცხელ წყლას მივუშვირე ზურგი. ახლა უამრავ რამეზე მინდოდა ფიქრი,მაგრამ ვერ ვახერხებდი. აზრები მეფანტებოდა და ცოტა ხნის წინ მომხდარი მახსენდებოდა. ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ სიმართლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს საკუთარი თავის გლოვას აღარ ვაპირებ!

.....
ჩემს ოთახში ვიწექი და ვფიქრობდი,თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი ერთ დღეში.გუშინ ჯერ კიდევ ცოცხალ-მკვდარი ვიჯექი საწოლზე და ადგილიდან ვერ ვინძრეოდი იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი,ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მივხვდი ლუკას ასეთი დამოკიდებულება რომ ჩემი ბრალი იყო,მე გამოვიწვიე. თუმცა ყველაფერს ხომ ჩემგან დაუკითხავად ხდებოდა?!

ამ ფიქრებიდან კარებზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა.
-შემოდით!
-შემოვედი!
კარები შემოხსნა ლუკამ და ფართე ღიმილით მომიახლოვდა,მეც გამეღიმა.
-მზად ხარ მომისმინო ისე რომ თავი არ გამიტეხო?
-ჰო მართლა,როგორ გაქვს?
-კარგადაა არ იღელვო! მომისმენ?
წარბების ქვემოდან ამომხედა და ტუჩი ნერვულად მოიკვნიტა.
მეც ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში და თავი მსუბუქად დავუქნიე.
-ხო მაგრამ ასე ნუ გამოშტერდები ხოლმე!
გაეღიმა კმაყოფილს.
-არ ვშტერდები!
-როგორ არა!
-არა მეთქი!
-კარგი! უკვე დავიღალე!
-ჰოდა გისმენ!
-მოკლედ....პირველ რიგში უნდა იცოდე ის რომ მამაჩემი მამაშენის უახლოესი მეგობარი იყო. სვანეთში ერთ სოფელში ცხორობდნენ,ოჯახებითაც მეგობობდნენ. ამიტომ ბაბუაჩემმა და ბაბუაშენმა მამის მხრიდან გადაწყვიტა რომ უფრო უნდა დაახლოებულიყვნენ და ამაში ჩვენ ასე ვთქვათ გამოგვიყენეს და დაგვაქორწინეს...ეგრე ნუ მიყურებ მაშინ მოსული პონტი იყო! მამაშენის გარდაცვალებამ ნუ შენ უკეთესად იცი როგორ იმოქმედა დედაშენზე,ამის გამო ერთი თვე ჩვენთან ჰყავდი ჩემს მშობლებს,მერე დედაშენი დამშვიდდა და წაგიყვანა,ჩვენ კი საფრანგეთში წავედით რომ ჩემი და შენი გზები სამუდამოდ გაყრილიყო და ერთმანეთს აღარ შევხვედროდით. ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა მაშინ ჩამოვედით აქ და უკვე ოთხი წელია აქ ვცხოვრობთ.
ვიცი შოკში ხარ, მაგრამ დედას გეფიცები თუ ერთ სიტყვას მაინც ვამატებდე.
-შეუძლებელია! დედაჩემი,ამდენი წელი ტყუილში მაცხოვრებდა! მიმალავდა რომ გათხოვილი ვარ,რა მოხდებოდა დიტოს რომ გავყოლოდი ცოლად? ეს ხომ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
ჯერ კიდევ გაოგნებული ვლუღლუღებდი და ვგრძნობდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლით.
-დამშვიდდი! გთხოვ ნუღარ ტირი. გეყოს რაც ინერვიულე და რაც მანერვიულე! მირი ნუღარ ტირი!
ჩემი ამ სახელის გაგონებაზე გამეღიმა. არ ვიცი,შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ ის სხვანაირად წარმოთქვამდა.
-აი ასე! იმედია გლოვას აღარ აპირებ!
-არა,აღარ ვაპირებ!
-უეჭველი იცი?
თვალებმოჭუტულმა გადმომხედა.
-უეჭველი ვიცი.
მეც იგივენაირად ვუპასუხე და ორივეს გაგვეცინა.
-ახლა შეგიძლია სალომეს დაურეკო,ტელეფონი ფანჯარაზე დევს უკვე რამდენი დღეა?!
-რა? ტელეფონი აქ იყო?
-აქ იყო,მაგრამ შენ ვერაფერს ამჩნევდი.
-შეიძლება აქ მოვიდეს?
-მოვიდეს!
-მადლობა!
ბედნიერმა შემოვკარი ტაში და მთელი ძალით მოვეხვიე,ცოტა ხანში კი გამოვფხიზლდი და ხელები დამორცხვილმა ჩამოვწიე.
-ეგენი კიდე ნუ გაგიტყდება,ცოლ-ქმარი ვართ და მოსულა!
-ლუკაა!
-ოჰ ეს რას მოვესწარი!
-უკვე ვფიქრობ თავი ისევ ხომ არ გაგიტეხო?
-ჯერ სალომეს დაურეკე და მერე!
-კარგი,ახლა გადი!
-ნწ,აქ უნდა ვიყო თორემ ზუსტად ვიცი ტელეფონით გამჭორავთ და მერე სალაპარაკო აღარ გექნებათ! თქვენზე ვღელავ თორე სხვა არაფერი პირადული!
ხელები ჰაერში გაშალა და მეც გამეცინა. სალომეს დავურეკე და პირობა მომცა ხვალ აუცილებლად მოვიდოდა.
დილით სალომეს თავზე დახტომამ გამაღვიძა. როგორ მომნატრებია ასე გაღვიძება. ბედნიერმა ღიმილმა გამიპო ბაგეები და ფრთხილად გავახილე თვალები.
-არ მითხრა რომ ეხლა მაგ ბალიშს თავზე არ დამაფარებ და მერე კივილით არ გამაგდებ ოთახიდან!
გაფართოებული თვალებით ჩამომირაკრაკა. მე კი გამეცინა და მაგრად მოვხვიე მკლავები.
-ჩემო გოგოვ! როგორ მომენატრე! ამ მამონტმა როგორ არ მომცა უფლება შენთან მაინც მელაპარაკა,ერთი თვე როგორ გავძელი?!
-მაგ მამონტს პასუხს მე პირადად მოვთხოვ!
გამიცინა და მანაც მომხვია მკლავები.
-სალოო!
კატის თვალებით ავხედე და ტუჩი მოვიკვნიტე.
-ჰო,რა უნდა მთხოვო?
-მაპატიე რა!
-რა გაპატიო?
-ამდენი ხანი მქონდა დასაფიქრებლად,ყველაფრის გასაანალიზებლად და მივხვდი არ გიმსახურებ!
ვხვდებოდი როგორ მერთმეოდა საუბრუს უნარი,ხმა მიქრებოდა და თვალები ცრემლებით მევსებოდა. ის კი ისევ ურეაქციო სახით მიყურებდა,ვერც იმას ვიტყვი თვალები ჰყიდდნენ თქო.უბრალოდ არაფერს იმჩნევდა,საუკეთესოდ მალავდა თავის გრძნობებს ფარდის უკან. იცით როგორი იყო სალომე? მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა. ერთი იყო უგრძნობი ადამიანი,რომელიც საშინლად ცივი იყო და გრძნობები არ გააჩნდა,უფროსწორად მას საუკეთესოდ მალავდა და მეორე იყო პატარა ბავშვი! ბავშვი რომელსაც ეგონა რომ ყველა უნდა ჰყვარებოდა,მიუხედავად იმისა ის ამას იმსახურებდა თუ არა. მიამიტი იყო და ყველა "კეთილ ბიძიას" უჯერებდა. ამ ორი ადამიანის თანაცხოვრება ერთ სხეულში კი უბრალოდ ძალიან რთული იყო. ურთულესია ხვდებოდე რომ შენს სხეულში ორი სულია,ისინი კი ვერასოდე თანხმდებოდნენ.
-რაზე ლაპარაკობ? გთხოვ ჩვენს ურთიერთობას ჩვეულებრივს ნუ გახდი და ნუ დაიწყებ ჩემო გოგო ბოდიში რომ ასე გტანჯე ის ვქენი...ეს ვქენი! მირეი გთხოვ!
-საოცრება ხარ! ბოლომდე მომისმინე და არც კი გაბედო შემეწინააღმდეგო!
-ოჰ! ქმარმა დაგამუღამებინა?
-სალომე მომისმენ?
-მიდი ჰა გისმენ!
-მისმენ, მისმენ მაგრამ ჩუმად ვარ! ხომ ხედავ სიტყვებს თავს ვერ ვაბამ?! მთელი ეს თვე რაც აქ ვარ გამოკეტილი ფიქრის მეტი არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემს უაზრო ცხოვრებაზე არ ვფიქრობდი. წარსულს ვიხსენებდი,ყველა მოგონება თავში ამომიტივტივდა რაც თქვენთან მაკავშირებს.თითოეული ჩვენი შეხვედრა გამახსენდა,ერთად რომ ვიკრიბებოდით ჩვენ ოთხი და მივხვდი რამდენად ბრმა ვიყავი! როგორ ვერ ვამჩნევდი შენს თვალებს,როგორ ვერ ვგრძნობდი რამხელა ტკივილის გაყენებდი,რატომ გეცოდებოდა დიტო ასე ძალიან,რატომ ფიქრობდი მის გრძნობებზე ასე ძალიან,ყველაფრის მიუხედავად კი ჩემთვის ეძებდი საუკეთესოს. მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით იდექი,საყვარელი ადამიანის ქორწილში პატარძლის მეჯვარეობა აიღე საკუთარ თავზე და არაფერი თქვი,არც კი მოინდომე რომ დიტოსთვის ყველაფერი გეთქვა. არ გაეგოისტდი,არ სცადე ჩვენი დაშორება. თითოეული შენი ნათქვამი "არ გიყვარს " მხოლოდ ახლა ვხვდები რომ უდიდესი ტკივილით იყო გაჟღენთილი.მხოლოდ ახლა შევძელი გამეშიფრა თითოეული შენი მზერა დიტოსკენ რომ იყო მიმართული მაგრამ ბევრს არაფერს ამბობდა. გეფიცები საკუთარი თავი შემზიზღდა ასეთი ტკივილისთვის რომ გიმეტებდი. საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ,ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანი ხან. ნუღარ მიაყენებ ასეთ ტკივილს საკუთარ თავს,ნუღარ გაიმეტებ შენს თავს ასე, უბრალოდ მითხარი ყველაფერი. გამლანძღე,მითხარი რომ შენი ტკივილის ერთადერთი გამომწვევი მე ვარ. თუ გინდა შემიზიზღე,შენც მომაყენე ისეთი დარტყმა რომ ვერ გავუძლო! უბრალოდ გთხოვ საკუთარ თავს სიჩუმით ნუ დაიტანჯავ!
მაპატიე,გთხოვ მაპატიე საყვარელი ადამიანი რომ წაგართვი!
ვტიროდი,გამალებით ვიწმენდი ცრემლებს მაგრამ მაინც ვერ ვაჩერებდი. არ მინდოდა სალომე ისევ ჩუმად ყოფილიყო,არ მინდოდა მას სტკენოდა,იმიტომ რომ მე არ მედარდა. არ მინდოდა ერთის ბედნიერება მეორეს დანგრეულ ცხოვრებაზე ყოფილიყო აგებული. არ მინდოდა სალო უბედური ჩემს გამო რომ ყოფილიყო. ისიც ტიროდა,ცრემლებს ვერ იკავებდა,თუმცა მაინც ამაყად ცდილობდა ცრემლები ჯებირებს არ გადმოსცდენოდა.
-ახლა მომისმენ და ყველაფერს კარგად დაიმახსოვრებ! ეს სიძემ მასწავლა.
ეცადა გაეცინა და გამოუვიდა კიდეც.
-არასოდეს თქვა რომ არასწორად ვიქცეოდი როცა ვმალავდი. არც კი გაბედო რომ საკუთარი თავი დაწყევლო იმის გამო რომ დიტო ჩემს გვერდით არ იყო,არც კი გაბედო რომ თავი დაიდანაშაულო იმაში რომ დიტო ახლა ცოცხალი არ არის. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო,არ მინდოდა ვინმეს სცოდნოდა. ჰო,რომ გაგეგოთ მანამდე,შენც და დიტოსაც...რა,დიტო შენ დაგივიწყებდა და მე შემიყვარებდა?! გინდა გითხრა რა მოხდებოდა? შენ აღარ გადადგამდი ამ ნაბიჯს,აღარ იქნებოდით ერთად,შენ შეიძლება ტკივილი არ გეგრძნო,მაგრამ დიტოს ცხოვრებას დავუნგრევდი. უშენობით გამოწვეულ ტკივილს მე თავად მივაყენებდი,ჩემს საყვარელ ადამიანს მე თვითონ დავტანჯავდი. მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები! ყველაზე მეტად,იმიტომ რომ შეგეჩვიე. იცი რატომ არ ვამბობდი არაფერს? იმიტომ რომ მასთან ყოფნით დიტოს აბედნიერებდი. მე კი მიხაროდა ჩვენს შორის ერთი მაინც რომ იყო ბედნიერი... ჰო მტკიოდა ,ცალმხრივი სიყვარული ხომ ტკივილის მეტი არაფერია? ერთდროულად აღმაფრენაცაა და გულის დაავადებაც. ნურასოდეს იტყვი რომ შენი ბრალია მე რომ მტკივა,უფროსწორად მტკიოდა! შენ იყავი ადამიანი რომელიც დიდ ბედნიერებას მანიჭებდა,საყვარელი ადამიანის ბედნიერებით გამოწვეულს!
დაამთავრდა და ცრემლები სახიდან მოიშორა,ყელში გაჩხერილი ბურთიც გადაყლაპა და ისევ ის ჯიუტი მზერა მსტყორცნა.
-და ახლა რაღა გითხრა?
-არაფერი,უბრალოდ ჩაიწყვიტე ეგ ხმა და დაივიწყე ყველაფერი.
გამიცინა და მეც გამეღიმა მის სიტყვებზე. მაგრად მოვხვიე ხელები და მთელი ძალით ჩევიხუტე.

როცა ორივე დავწყნარდით სხვადასხვა თემაზე გავაბით ლაპარაკი. უეცრად კარებზე დააკაკუნეს.
-შეიძლება?
-ოჰ სიძევ,მოდი მოდი გაგჭორეთ უკვე!
ხელი აუწია და გაეკრიჭა.
-გამაკვირვეთ! რას შვებით,არ გინდათ სადმე წავიდეთ? მე პირადად მაგრა მშია. აი ეს რო ეხლა ქეთომ გამიგოს დარწმუნებული ვარ ორი წლის ბავშვივით საჭმლით ხელში გამომეკიდება,მაგრამ მემგონი ჯობია გარეთ გავიდეთ,რას იტყვით?
-აღარ ხუმრობ ხო იცი?
-შენ კიდე ამოიღე ხმა,რას გაშტერდი!
-რავიცი,წავიდეთ.
დაბნეულმა ამოვილუღლუღე.
-მაშინ ეხლა სალომე გავა,შენ გამოიცვლი და წავალთ.
ეშმაკურად ჩაიცინა,რასაც ჩემი თვალების გაფართოება მოჰყვა.
- არსადაც არ გავალ,ჩემი კი არ სცხვენია?!
-ამას არა მაგრამ მე მრცხვენია!
თვალი ჩაუკრა და გაეკრიჭა.
-ეს დიდი ხანია ასე გაგითამამდა?
სიცილით მომიტრიალდა სალომე და თითი ლუკასკენ გაიშვირა.
-დაახლოებით ერთი დღეა.
გამეცინა მეც.
-კარგი მაშინ მე გავალ,აბა სალომე არ მაცდის არაფერს და...
-არა კი არის ღირსი ეხლა მარტო დავტოვო შენს წინაშე, მაინტერესებს რას აპირებს!
-არც კი გაბედო!
წამოვიყვირე დამფრთხალმა და ლოყები ამიწითლდა.
-აჰა! თვითონ ეშინია ჩემი.
-ლუკა გაჩუმდი და გადი!
-კარგი,კარგი მივდივარ!
ხელები აწია დანებების ნიშნად და სიცილით გავიდა ოთახიდან.
-ძალიან შეეცვალა დამოკიდებულება!
ავღნიშნე ფაქტი ღიმილით.
-უნდა შეეცვალა კიდეც,დრო იყო!
გამიღიმა მანაც და ჯინსის შარვალი და ზოლიანი მაიკა მომაყარა.
მალევე მოვემზადე და მე და სალო ქვემოთ ჩავედით. მისაღებში ნიკა და ლუკა რაღაცაზე საუბრობდნენ,ჩვენ რომ დაგვინახეს მაშინვე გაჩუმდნენ.
-ვახ ეს ვინ გამოჩნდა! აღარ იმალები ოთახში?
-შენ რომ არ წამკიბინო არ შეიძლება?
-გავშინაურდით და რამე?!
-სხვანაირად არ შემიძლია.
-ჰოდა მოგიწევს აიტანო!
ენა გამომიყო და მეც გამეცინა.სალომე და ლუკა კი ღიმილით გვიყურებდნენ.
-წავედით.
ტაში შემოჰკრა ლუკამ.
უამრავი რამ შეუკვეთეს,სიმართლე გითხრათ ჩვენც და კიდე ექვს კაცს დაანაყრებდა,საბოლოო ჯამში ათკაციანი სუფრა გაიშლებოდა.
-დარწმუნებულები ვართ რომ ამდენს შევჭამთ?
-ჩვენ არა მაგრამ შენ მოგიწევს!
თვალი ჩამიკრა ნიკამ.
-რატომ მაინც და მაინც მე?
-რა გეგონა აბა ერთი თვე რომ თითქმის არაფერი გიჭამია?
ახლა ლუკა მომიბრუნდა.
-და თქვენი ჭკუით ერთი თვის საჭმელს ახლა შეაჭმევთ?
გაეცინა სალომეს.
-ვაპირებ!
გაუღიმა ლუკამ.
-არაა?! ახლა იმდენს ნუ იზამთ რო ახლავე ავდგე და გავიქცე! დედას გეფიცებით გამკეთებელი ვარ!
ჩემს რეაქციაზე ყველას გაეცინა და ჭამას შევუდექით. მომნატრებია ჭამა...საერთოდ ყველაფერი მომენატრა ძველი ცხოვრებიდან. ჭამას რომ მოვრჩით ავლაგდით და მანქანაში ჩავლაგდით,გეზი მთაწმინდისკენ ავიღეთ.
ჯერ ფეხით დავლაშქრეთ ამხელა ტერიტორია,მერე კი ატრაქციონები დავიპყარით. ექსტრემალური ატრაქციონებისკენ სულ ძალით მიმათრევდნენ. ხან ლუკა მექაჩებოდა ხელზე და ნიკა ზურგიდან მაწვებოდა ხან პირიქით,მოკლედ როცა კივილით ავიკელი მთელი მთაწმინდა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტეს რომ ფეხით გავლა ახლა დამამშვიდებდა. გაბუტული ვუყურებდი სამივეს და არც ერთს ხმას არ ვცემდი. ბოლოს ლუკამ ბამბის ნაყინი მიყიდა და ამით შემომირიგა.
-კაი ტოო, თუ ეგრეა წამო მე იმენა ნაყინს გიყიდი და ვაფშე აღარ გამიბრაზდე!
მომიბრუნდა ნიკა და სიცილის შეკავებას შეეცადა.
-არ მინდა.
-მაშინ ისე შემირიგდი.
-შეგირიგდი უკვე,ისე გახვეწნინებ.
გავეღრიჯე და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად გავიქეცი. მივბროდი და ნიკაც მომსდევდა,ლუკა ღიმილით გვიყურებდა,სალომე კი სიცილისგან იკეცებოდა. ჩემს დევნაში ,ალბათ ასე სამოცი წლის ქალი ვერ შეამჩნია და პირდაპირ შეასკდა. სამივე ერთმანეთს ვასკდებოდით სიცილით ქალმა ჩანთა რომ დაუშინა ნიკას,ის კი თავზე ხელებს იფარებდა და საცოდავი ხმით ეხვეწებოდა გეყოფათ დედიაო.ბოლოს ძლივს გამოვგლიჯეთ ქალს ხელიდან და წამოვიყვანეთ. უკვე მუცელი მტკიოდა სიცილისგან,ბოლოს ასე როდის ვიცინე აღარც მახსოვს. როგორღაც დავსერიოზულდით და ახლა ნიკა იყო ჩემზე გაბრაზებული,თან მხოლოდ ჩემზე. ყველანაირად ვეცადე მისი შემორიგება,მაგრამ არ გამომივიდა.
-კარგი შეგირიგდები!
გადმომხედა და ეშმაკური ღიმილი მოეფინა სახეზე.
-რის სანაცვლოდ? ოღონდ აქ ცეკვა და სიმღერა არ მომთხოვო და ყველაფერს შეგისრულებ!
-დარწმუნენული ხარ რომ სიტყვების შესწორება არ გინდა?
-კი!
-მაშინ აკოცე.
თავით მანიშნა ლუკაზე და თვალი ჩაუკრა ძმაკაცს. მასაც მეტი რა უნდოდა, ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-არაა?!
-შენ უკვე თქვი.
უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-კარგი რაა,უსამრათლობაა!
-ან აკოცებ ან არ შეგირიგდები!
მომლოდინე მზერა მსტყორცნა სამივემ.
-ჯანდაბას შენი თავი ნიკოლოზ ამილახვარო!
ამოვიბურტყუნე და ლუკას ლოყაზე ვაკოცე,მისი გაკვირვებული მზერაც დავიმსახურე.
-ეეე ეხლა ჩვენ დებილი ბავშვები ვართ თუ რა პონტია?!
აყვირდა ისევ ნიკა.
-ვერ გავიგე რა გინდა?
ავწიკვინდი მეც.
-შენს გასაკეთებელსაც მე ვაკეთებ ქალბატონო,ამისთვის ერთ სურვილს შემისრულებ!
მითხრა ლუკამ და ისე რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ტუჩებზე მეცა...ისევ.

....
საღამოს დავბრუნდით სახლში,სალო ჩემთან რჩებოდა. ოთახში შევედით და დასაწოლად მოვემზადეთ კარები ლუკამ რომ შემოგვიღო.
-სხვათაშორის ქმარო გოგოების ოთახში სანამ შეაჭრი უნდა დააკაკუნო!
-ქმარო?
წარბები აწკიპა მან და მზერა მთლიან სხეულზე ამატარა, მეც ლოყები ამიწითლდა.
-ანუ...
-ანუ ქმარი ვარ და მაქვს უფლება ჩემი ცოლის ოთახში შევიდე,ხო?
ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და ვხვდებოდი რომ ან უნდა გავქცეულიყავი ან ჩემი საქმე წასული იყო.
-როცა ცოლის დაქალიც იქაა არა!
სირცხვილის გრძნობა სადღაც მოვისროლე და გადავწყვიტე სითამამე გამომეჩინა.
-აჰამ,გასაგებია! რა აზრის ხარ სალომე სხვა ოთახში რომ გადავიყვანოთ?
აი აქ კი ვინატრე მიწა გამსკდომოდა და ლუკა ჩაეტანა.
-სალომე თავს ძალიან კარგად გრძნობს ამ ოთახში თავს და თუ შეიძლება მიეცი უფლება დაისვენოს!
სააბაზანოდან თმის მშრალებით გამოვიდა სალო.
-მომიწევს ვიღაც ისევ იქ დავაბრუნო სადაც იყო!
ჩაიბურტყუნა თავისთვის და მერე ისევ ორივეს გადმოგვხედა.
-კარგით,მე გავდივარ და არ ინერვიულოთ,გვიან დავბრუნდები.
-არ ვნერვიულობთ სიძევ, მაგრამ ახლავე ნუ მოინდომებ ქალებში გაქცევას.
-კარგი წავედი და ცოლო,იზრუნე სალომეს ენის დამოკლებაზე.
თვალი ჩამიკრა და სიცილით გავიდა ოთახიდან.
-ცოლო იზრუნე სალომეს ენის დამოკლებაზე...
ჭყანვით გამოაჯავრა სალომემ და ისევ სააბაზანოში შებრუნდა თმის გასაშრობად.

როცა უკვე მეც და სალოც საწოლში ვიწექით და სიზმრებში მივფრინავდით შემოსასვლელი კარების ხმა გავიგე,მივხვდი ლუკა იქნებოდა,ამიტომ არანაირი რეაქცია არ მქონია ისევ ძილის გაგრძელება ვცადე. კარებზე ჩუმი კაკუნი გაისმა და მეც ზლაზვნით წამოვდექი,კარები გავაღე და მოულოდნელად, დასისხლიანებულმა ლუკამ პირზე ხელები ამაფარა რომ არ მეკივლა და ოთახიდან გამათრია,კარები გამოხურა და ზემოდან დამაჩერდა. წარბი ჰქონდა გატეხილი და ტუჩიდანაც სისხლი მოსდიოდა.
-თუ კივილს არ აპირებ ხელს გაგიშვებ.
მითხრა ჩურჩულით და მეც ოდნავ დავუქნიე თავი.
-კარგი გოგო ხარ.
მითხრა და ხელი შემიშვა.
-რა ჯანდაბა დაგემართა?
ვუთხარი ჩუმი ყვირილით.
-წამოდი,წამოდი მომხედე გეხვეწები!
-მე? რანაირად?
-გოგო,დანით რო ვიყავი დაჭრილი მაშინ გამიწმინდე ჭრილობა და ამათ ვერ მიხედავ?
-რავიცი...
-აუ ეხლა ქეთოზე ნუ დამაძახებინებ კივილით აიკლებს ყველაფერს.
-ჰო კარგი, ჯანდაბა! დამელოდე ნივთებს გამვიტან.
ოთახში შევბრუნდი და სააბაზანოდან საჭირო ნივთები გამოვიტანე. თავის ოთახში შევიდა და მეც შევყევი.მართალია უხერხულად ვგრძნობდი თავს მის უცნაურ მზერას რომ ვაწყდებოდი,მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია. როგორც იქნა გასუფთავებას მოვრჩი და ოთახიდან უნდა გავსულიყავი მისმა ხმამ რომ შემაჩერა .
-უნდა დამეხმარო!
-ახლა რაღა მოხდა?
უკან მივბრუნდი და თვალებში ჩავაშტერდი.
-რანაირი ცოლი ხარ, რა იყო ქმარი დაჭეჭყილი მოვიდა სახლში და არც ინტერესდები რა მოუვიდა.
-ვიცი რომ არ მეტყვი და რა აზრი აქვს?
-მოდი დაჯექი და ყველაფერს მოგიყვები.
ხელით მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი.მეც დავემორჩილე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-დას ვკარგავ!
ამოილაპარაკა ნაღვლიანმა.
-თეკოს? რატომ? რა ხდება?
-ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა მოგიყვე,ამიტომ...
-დაგაცადო და ხმა არ ამოვიღო.დავიზეპირე უკვე ეს სიტყვები.
მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები და ინტერესით მივაშტერდი.
-ჰო,რა ვქნა მიწევს გამეორება. კარგი,მოკლედ ლაშა და დიტო...ჰო ზუსტად ეგენი ვინც გაგახსენდნენ ჩემთან და ნიკასთან ზედმეტად ცუდად იყვნენ. ანუ თავიდან გოგოს თემა იყო ნიკას და ლაშას შორის.ორივეს მაგრა ევასებოდა და ნუ რათქმაუნდა ერთმანეთთან ვერ იყვნენ. სულ ჩხუბი და სულ გარჩევები იყო,რა თქმა უნდა მეც ვერეოდი,ნუ ეს უკვე ჩვენი თემაა რატომ,პროსტა კაცობის ამბავია ხო ხვდები?! ბოლოს აღმოჩნდა ისე რო ეს გოგო ამერიკაში წავიდა და მემგონი ახლაც იქაა.ამათ შორის ეს მტრობა ისევ დარჩა,მიუხედავად იმისა რო ეს გოგო ახლა ორივეს მაგრა კი**ა. მერე ეგ შენი დიტო და ლაშა გამომეცხადდნენ ვიღაცეებთან ერთად და ბატონმა მჭედლიშვილმა დანა გამიყარა,სასაცილოა მაგრამ შენ გადამარჩინე. ავარიის მერე როცა თეკოსთან ერთად მოვედი შენს სანახავად ლაშა ეგრევე გაშპა სადღაც,ამან დამაეჭვა მაგრამ ვიფიქრე რომ ჯოხი ჩემს კისერზე გადატეხა და უბრალოდ აღარ უნდოდა ჩემი დანახვა,ნუ იტოკში დავიკიდე რა! მერე შევნიშნე თეკოს ცვლილები და დალაპარაკება რომ ვცადე...ჩემს დას ეგ თქვენი ლაშა უყვარს და იმ ნაბ...მაგის გამო იტანჯება. მერე ლაშამ დამირეკა,დაბრუნებულა ვაჟბატონი! შეხვედრა დამინიშნა და მითხრა სალაპარაკო გვაქვსო,ამ საღამოს სწორედ მასთან წავედი. დავინახე თუ არა ეგრევე მუშტი გავუქანე ცხვირში ნუ მოკლედ ეგ შენი ძმაკაციც მაგრად დაიჭეჭყა და მეც მხედავ რა მჭირს. ერთმანეთი კარგად გავალამაზეთ და მერე დავჯექით და ვილაპარაკეთ.მასაც უყვარს ჩემი და პროსტა ამ ამბების მერე არ შემიძლია უფლება მივცე მასთან ერთად იყოს. ვიცი,ვხვდები რომ ახლა უაზრო პრინციპების და სიამაყის დრო არ არის,მაგრამ არ შემიძლია ისეთ ლაშას ჩავაბარო ჩემი დის თავი როგორსაც მე ვიცნობ.ვერ ვენდობი,ხომ გესმის?
-ანუ? ის...მაშინ დიტომ დაგჭრა?
-არ აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა,დას ვკარგავ.
-და მე რა უნდა გირჩიო?
-ლაშას შენ უკეთ იცნობ და ხო ხვდები რა?!
-ჰო,გასაგებია. ლაშას უკვე წლებია ვიცნობ და შემიძლია გითხრა რომ ყველაზე უკეთ იცის როგორ უნდა მოექცეს გოგოებს...ნუ მიყურებ ეგრე მართლა მასეა. თეკოს რომ მოსწონდა ვიცოდი,ანუ ხო რა... დაბადების დღეზე მივხვდი რომ დიტოსაც მოსწონს. უფროსწორად ერთმანეთი უყვართ. მე თავად მოგცემ იმის გარანტიას რომ ლაშა თეკოს ბედნიერს გახდის,უბრალოდ მიეცი შანსი თეკოს იყოს ბედნიერი. ლაშას ის უნდა გაჰყვეს ცოლად და არა შენ.
-კარგი ერთი,მასე ადვილია?! თან რა ქორწილი ტო,ღადაობ?
-აბა როგორ ფიქრობ მთელი ცხოვრება შორიდან დაიფერფლებიან?
-შანსი არაა! რანაირად გავათხოვო ?!
-ახლავე არავის მიჰყავს,უბრალოდ უნდა შეეგუო ამ აზრს რომ ისიც გაგიფრინდება ერთ დღეს.
თვალი ჩავუკარი .
-ეე,ეხლა მოიცა. ამათ რო უფლება მივცე მერე ის სახლში მოაკითხავს ხოლმე და სადმე წაიყვანს,თბილ სიტყვებს ეტყვის,ჩემს თავს ხო საერთოდ დაავიწყებს,შეეხება, აკოცებს...არა ტო,არა შანსი არაა!
წამოიყვირა და ოთახში იქით-აქეგ სიარულს მოჰყვა,მე კი მის საქციელზე ხმამაღლა გამეცინა.
-რა გაცინებს?
-თეკოზე ეჭვიანობ?
-არა!
-კი!
-არა მეთქი!
-კი,კი!
-მეც ძმა ვარ!
ამაზე მე კიდევ უფრო ავჭიხვინდი.
-ნუ იცინი თორემ დაგსჯი!
ეშმაკური ღიმილით მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა. მე კი წამსვე შევწყვიტე სიცილი და დაბნეულმა დავიწყე თვალების ცეცება. ნელი ნაბიჯით მოდიოდა ჩემკენ და მეც უფრო ვიბნეოდი.
-ისა...მანდ გაჩერდი!
-რატომ?
არ ჩერდებოდა ის.
-იმიტომ რომ...აქ რა გინდა?
-ვაპირებ რომ...
-რომ რა?
-მე ვაპირებ...
-რას? რატომ მაწვალებ?
ავყვირდი მე,ის კი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა. საწოლზე ხელები დააწყო ისე რომ მე მათ შორის მომიქცია და ღიმილით ჩამაშტერდა თვალებში. მე კი ვერ აღგიწერთ რა დამემართა,სუნთქვაც აღარ შემეძლო,გული კი ლამის იქვე გადმომვარდა. ცოტა ხანი ასე მიყურე მერე კი ჩაეცინა.
-ისუნთქე.
ეს მითხრა და მთელ ხმაზე ახარხარდა. ნეტავ ამ დგომარეობაში სიცილი არ დაეწყო,ნეტავ ჯერ გასწორებულიყი და მერე ეცინა. სიცილისგან ძალა დაკარგა და მთელი ძალით დამაწვა ზედ. მეც გაბრაზებულმა და სუნთქვაშეკრულმა მივკარი მკერდზე ხელი მთელი ძალით და გვერდზე გადავაგდე,მან წონასწორობა ვეღარ შეიკავა და პირდაპირ იატაკზე აღმოჩნდა. ახლა მე ავტეხე მთელ ხმაზე ხარხარი და სანამ რამეს დამიშავებდა ოთახიდან გამოვიქეცი. ჩემს ოთახშიც ფხუკუნით შევედი და საწოლზე დავემხვე. დაძინებამდე ერთხელ გადამკრა მთლიან სახეზე ბედნიერმა და იდიოტურმა ღიმილმა და მერე სიზმრებში გადავეშვი.
ნუ გამოთქმაა ასეთი თორემ იმ ღამეს სიზმარი არც კი მინახავს.

დილით ადრე გამეღვიძა,სალოს ისევ ეძინა. მე კი საშინლად მომშივდა,მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი. იქ ქალბატონი ქეთი დამხვდა და თბილად გამიღიმა.
-მოგშივდა საყვარელო?
-ჰო, ცოტა და ვიფიქრე რამეს მოვიმზდებ თქო.
-არა რას ამბობ,მითხარი რა გინდა და მე მოგიმზადებ.
-როგორ გეკადრებათ ქალბატონო ქეთი,თავად მივხედავ ჩემს თავს.
-არავითარი ქალბატონო ქეთი,შეგიძლია უბრალოდ ქეთი დამიძახო.ახლა კი მითხარი რა მოგიმზადო.
-მოდით მაშინ ერთად მოვამზადოთ ყველასთვის საუზმე კარგით?
-კარგი მაშინ,მომეხმარე. მაცვრიდან ბოსტნეული გამოიღე და გარეცხე,მერე დაჭერი და დანარჩენს მივხედოთ.
სიცილით მომცა მითითებები და მეც ღიმილით და დიდი მონდომებუთ ვაკეთებდი ყველაფერს რასაც მეტყოდა.
-როგორ წვალობდი შვილო!
ნაღვლიანად გამიღიმა და სახეზე ხელი ჩამომისვა.
-ალბათ საჭირო იყო.
მეც გავუღიმე და ვეცადე იქვე არ ავტირებულიყავი.
-როგორ მიხარია შენი გამოჩენა შენ არც იცი. პატარა რომ იყავი სულ თან დაგვსდევდი მე და ზურას,დედაშენი და მამაშენი იძახდნენ მოგაშვილებთო.
ისევ გაეღიმა წარსულის გახსენებაზე და თვალები ცრემლით აევსო. ვხვდებოდი რომ უკვე შეუძლებელი იყო ცრემლების შეკავება ამიტომ ბოდიში მოვუხადე და სააბაზანოსკენ გავიქეცი.ვიგრძენი როგორ დამისველა სახე მარილიანმა სითხემ. ცრემლები შევიმშრალე,სახეზე წყალი შევისხი და გარეთ გამოვედი. კარების გაღებისთანავე ლუკამ ჩამავლო მკლავში ხელი და მის ოთახში შემათრია.
-გაგიჟდი?
-არა,უნდა მიშველო.
-ისევ?
-ჰო.
-ახლა რაღა ხდება?
-მაკიაჟი უნდა გამიკეთო.
-რა?
გამეცინა მის ნათქვამზე,მაგრამ როცა მის სერიოზულ სახეს გადავაწყდი მეც დავსერიოზულდი.
-სერიოზულად?
-ჰო,ჩემი წარბი არ უნდა ნახოს დედაჩემმა.
-და წარბზე რა გაგიკეთო? ან ტუჩზე?
-რავიცი მე.
დაიღრინა გაღიზიანებულმა.
-კარგი დამელოდე.
სიცილით გამივიტანე ჩემი ოთახიდან მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები.
-ახლა ასე მოვიქცევით...ჩამოხვალ გაბრაზებული სახით და როცა მთელი ოჯახი კითხვებს დაგაყრის ეტყვი რომ მე გაგიკეთე რადგან სურვილი წააგე.
-რა ჭკვიანი მყავხარ.
გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. დავიბენი თუმცა მაინც გამეღიმა. მაკიაჟის კეთების პროცესი იმაზე მეტად სახალისო იყო ვიდრე წარმოვიდგინე. სიცილისგან ძალაგამოცლილს ხან რა მივარდებოდა ხან რა. თავიდან ლუკანიღრინებოდა თუმცა მერე ისიც ამყვა და მთელ ხმაზე ვიცინოდით ორივე.
-მორჩა,მზად ხარ ქმარო...თუ ცოლო?
ფიქრიანი მზერა ვსტყორცნე და სანამ რამეს მესროდა გამოვიქეცი. კარები გავაღე და უნდა გავქცეულიყავი კარები ცხვირწინ რომ დამიკეტა და მისკენ შემაბრუნა. მთელი ძალით მომხვია წელზე ხელები და მაკოცა,ცოტა ხანი გაოგნებული ვიდექი მაგრამ მერე მეც ავყევი.
-კარგი გვეყოს.
მომშორდა და არეული სუნთქვა მომაფრქვია.
მეც კარების სახელურს დავწვდი და ჩამოვწიე მაგრამ მან ისევ გამაჩერა.
-ერთიც და ვსო!

......

ქვემოთ რომ ჩავედი ყველა სასაუზმოდ იჯდა მაგიდასთან.უფროსწორად თეკო არსად ჩანდა.
-თეკო ნიკასთან ერთადაა მაღაზიებში გავუშვით,მალე მოვა.
გადმომხედა ღიმილით ქეთიმ. მარტო მე ვფიქრობ რომ ამ ოჯახს აზრების კითხვის ნიჭი აქვს?
ჩემს ფიქრებზე მეთვითონ გამეცინა და მოურიდებლად მივუჯექი მაგიდას. ცოტა ხანში ნიკა და თეკოც მოვიდნენ,თეკოს ვაკვირდებოდი და მივხვდი მასაც კარგად შეეძლო გრძნობების შენიღბვა.
-ვაა რძალი?! პრივეტ!
ხელი ამიწია ნიკამ და პარკები თაროზე დააწყო,მერე კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
-თეკო,დედა შენ არ დაჯდები?
-არაა,არ მშია.
მკრთალად გაუღიმა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
-ნიკა, ამ ჭუჭყიანი ხელებით რომ შეუდექი ჭამას,წადი დროზე დაიბანე!
აქოთქოთდა ქალი.
-ნწ,ვიტამინებია ქეთუშ!
თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
-ასე ორი ერთნაირი მე პირადად არსად შემხვედრია!
ხელები აწია ბატონმა ზურამ.
-კაი ტო,იმ მამონტის რა მეტყობა მე?!
-ეგ მამონტი იქნება ახლა თავს რომ გაგიტეხავს!
გაისმა ლუკას ხმა და ყველა კიბეებისკენ მიტრიალდა,მე კი ვცდილობდი სიწილი შემეკავებინა.
-დედა შვილო,რა გჭირს?
გაოგნებულმა ჭყიტა თვალები ქეთიმ.
-ლუკა რა არის ეხლა ეს?
შეუბღვირა კაცმაც.
-ბიჭო ასეთი ლამაზჯ ცოლი მყავდეს და გავპიდ***დე?
ახარხარდა ნიკაც.ლუკამ ერთი შეუბღვირა და მაგიდასთან დაიკავა ადგილი.
-მაგ ლამაზი ცოლის დამსახურებაა ზუსტად.
წარბები შეკრს ლუკამ.
-ოჰ,ნუთუ?
წარბები ავწკიპე და ღიმილით მივაჩერდი.
-შენ გაუჩალიჩე?
სიცილით მომიტრიალდა ნიკა.
-აუ ძმა ხარ!
ხელი გადამხვია და ისევ ხარხარი ატეხა.
-სანიკიძე,ხმა ჩაიწყვიტე!
კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ. უკვე აღარც მე შემეძლო და მთელ ხმაზე ავკისკიდი მეც,დანარჩენებიც ამყვნენ.
კიბეებზე სალომე ჩამოდიოდა თვალების სრესვით და როცა ლუკა დაინახა მზერის გასაწმენდად თვალები რამდენჯერმე დაახამხა,მერე კი ისიც მთელ ხმაზე ახარხარდა.
-აუ ჩემი კაი რაა!
ჩანგალი ხმაურით დააგდო მაგიდაზე და უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან, ცოტა ხანი ყველა დავსერიოზულდით და კარებს მივაშტერდით. ნიკამ ხმამაღლა დაითვალა ერთიდან ხუთამდე და ლუკამაც არ დააყოვნა ისევ შემოაღო კარები,მაგრად მიხურა და კიბეებზე გაბრაზებული ნაბიჯებით ავიდა.ამაზე კი ისევ ერთად,ერთხმაში ავხარხარდით.


.......ლუკა.......
ყოველდღე,თითოეული წამი,თურმე ტკივილს მაყენებდა. მთელი თვე ოთახში იყო ჩაკეტილი და გარეთ გამოსვლაზე არც კი ფიქრობდა.თითქმის ყოველდღე ვაკითხავდი,ის კი ერთსადაიმავე პოზაში მჯდომი მხვდებოდა. გარეთ იყურებოდა და ვხვდებოდი,აქედან წასვლას ნატრობდა. რამდენჯერმე ისიც ვიფიქრე გავეყრები თქო,უკვე მზად მქონდა საბუთები და მასზე ხელიც მოვაწერე,მაგრამ როცა მისთვის უნდა შემეტანა ნიკამ გადამაფიქრებინა.იმდენად ვიყავი არეული ვეღარ ვხვდებოდი რა იყო სწორი და რა არასწორი. საბუთები დავხიე და გადავყარე,მივხვდი რომ მისი გაშვებით ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი.თავადაც არ ვიცოდი რას ვგრძნობდი,არეული და დაბნეული დავაბოტებდი. ერთ დღეს ნიკამ პირდაპირ მაჯახა გიყვარდებაო,ამის შემდეგ სულ ამ სიტყვას ვატრიალებდი გონებაში და თანდათან მეც ვიჯერებდი. მაშინ დავრწმუნდი ნიკას სისწორეში მისი სიცილი რომ დავინახე ამდენი ხნის შემდეგ,პირველად. მისმა სიცილმა ყველაფერი გადაატრიალა ჩემში და პირველმა რაც გონებაში გამიელვა იყო ის რომ მე ის მიყვარს!


......მირეი.....

დღითიდღე იცვლებოდა ყველაფერი. ჩემს ცხოვრებაში კვლავ ჩნდებოდა ნათელი ფერები,ისევ მიბრუნდებოდა სიცოცხლის ხალისი სულ სხვა გარემოში,სულ სხვა ადამიანებთან. ჩემი ცხოვრება ამ ერთმა თვემ ძირფესვიანად შეცვალა. ღმერთმა ყველაფერი ძველი წამართვა და დიდ უდაბნოში,უწყლოდ დამტოვა. მიუხედავად იმისა რომ მთელი თვე მქონდა დასაფიქრებლად ამ კითხვაზე მაინც ვერ ვიპოვე პასუხი და მეც როგორც ადამიანებს გვჩვევია " ალბათ ასე იყო საჭირო "-თი დავხურე თემა. და მართლაც ალბათ ასე იყო საჭირო,საჭირო იყო დამეკარგა ძველი ადამიანები რომ მეპოვნა ახლები,საჭირო იყო რომ ტკივილში მეცხოვრა,რათა დამეფასებინა ბედნიერება,საჭირო იყო შემზიზღებოდა ლუკა რომ მერე შემყვარებოდა. ჰო შემიყვარდა! მიუხედავად იმისა რომ ადამიანები ხშირად დიდი ხნის მანძილზე ვერ ვუტყდებით საკუთარ თავს ამაში,მე არასოდეს მიჭირდა საკუთარ თავთან გულახდილად საუბარი. თავიდან შემეშინდა,ვფიქრობდი რომ ისევ არასწორად ვურჩევდი გრძნობებს სახელს,მაგრამ ბედს მივენდე.თუმცა საკუთარ თავში არასოდეს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული,მე ის შემიყვარდა და ვიცი,ვერასოდეს გადავიყვარებ! როცა საკუთარ თავს გავუმხილე ლუკასადმი ჩემი გრძნობების შესახებ შიში ვიგრძენი,შემეშინდა იმის რომ ლუკა როდესმე გაშორებას მოინდომებდა.
............
დრო გადიოდა,არ ვიცოდი მომავალში რა იქნებოდა,მაგრამ ახლა,ამ წამს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური თუ არა,მასთან მიახლოვებული მაინც იყო. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ადრე დავკარგე ოჯახი,მიუხედავად იმისა რომ თითეოული ადამიანის ჩემი ცხოვრებიდან გაქრომამ გულზე უზარმაზარი დაღი დამასვა, მაინც გავუძელი და ახლა ბედნიერი ვარ. იყო პერიოდები როცა უბრალოდ მინდოდა სუნთქვა შემეწყვიტა,თვალები დამეხუჭა და აღარასოდეს მენახა მზის შუქი,მაგრამ არ მქონდა უფლება,რაღაც ძალა არ მაძლევდა უფლებას რომ დავნებებულიყავი. ერთი თვე,მთელი ერთი თვე გაუნძრევლად ვიჯექი,არ მინდოდა არავის დანახვა. ადამიანები მზიზღდებოდნენ და რომ არა ნიკას სიტყვები ალბათ ახლაც იგივენაირად ვიჯდებოდი. მაშინ როცა ამდენი ხნის შემდეგ ლუკამ გამიღიმა,მივხვდი რომ ჩემი ტანჯვა დასრულდა,მივხვდი რომ მანაც ყველაფერი წარსულს მიაბარა და გადაწყვიტა რაღაც შეცვლილიყო .თითოეული დღე ბედნიერი იყო. საკუთარი მშობლებივით შევიყვარე ზურა და ქეთი. სულ რომ არაფერი,ისინი ჩემი მშობლების განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათი თბილი ღიმილი ბედნიერს მხდიდა,მათი დაძახებული "შვილო" ჟრუანტეკს მგვრიდა. მერე რა რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ? მათ მე შვილით შემიყვარეს და არც მე მქონდა უფლება ეს არ დამეფასებინა.
ბევრი ფიქრის შემდეგ ლუკამ ლაშას შანსი მისცა მისი და რომ გაებედნიერებინა. თეკოც ბედნიერი ღიმილით დაფარფატებდა სახლში,როცა კარებზე დააკაკუნეს.
-მირე,გააღე რა!
გამომძახა თეკომ და მეც კარების გასაღებად წავედი. კარებში ლაშა იდგა,ყვავილებით ხელში. გამეცინა,ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ხნის შემდეგ მას თუ ამ ფორმაში დავინახავდი.
-სიდედრი უნდა მოთაფლო მაგით თუ სიმამრი?
გადავიკისკისე,მაგრამ სიცილი სახეზე შემეყინა მის ცივ და ზიზღნარევ მზერას რომ წავაწყდი.
-ლაშა,შენ ისევ...
-თეკოსთან ვარ,სახლშია?
-ლაშა გთხოვ...
-სახლშია თუ სხვა დროს მოვიდე? უი,ბედნიერი წუთები ხომ არ ჩაგაშხამეთ შენ და შენს ქმარს?

შეიცვალა,ჰო ისიც შეიცვალა!მანაც ზურგი მაქცია,მანაც მატკინა,ისიც წავიდა.
-სახლშია!
თავი დავხარე რათა ცრემლები არ დაენახა და სახლში შევბრუნდი. ისიც შემომყვა და თვალებით თეკოს ძებნა დაიწყო. თეკომაც სამზარეულოდან გამოყო თავი.
-ვინ არის?
-შენთან არიან.
ვუთხარი ცრემლნარევი ხმით და ჩემშ ოთახში ავედი.

იცვლებიან,ადამიანები საოცრად მოკლე დროში იცვლებიან! ვიღაც ან რაღაც აიძულებთ მათ რომ ყველაფერი დაივიწყონ და უბრალოდ სხვა ადამიანები გახდნენ,გაუცხოვდნენ. იმ ადამიანებს ივიწყებენ რომლებთანაც უამრავი მოგონება აკავშირებთ. დღეს უკვე აღარვინ ფიქრობს შენზე,აღარავის ანაღვლებს რომ მათი სიცივე შენ გტკენს,არავინ ფიქრობს შენს გრძნობებზე. იცვლებიან ადამიანები,მათ დრო ცვლის. ყველაფერზე არიან წამსვლელები რომ გატკინონ.არ ცდილობენ რომ იყვნენ ბედნიერები,უბრალოდ სიამოვნებას იღებენ,სიამოვნებთ სვისი ტანჯვა და ალბათ ამაშია მათთვის ბედნიერება.არ ვიცი,მე მათი არ მესმის!

კარები დაუკაკუნებლად შემოხსნა ლუკამ, მეც მაშინვე შევიმშრალე ცრემლები და გავუღიმე.
-რა ხდება?
-არაფერი,რამ შეგაწუხა?
-რავიცი,ცოტა ხნის წინ ქვემოთ მეგულებოდი და ახლა აქ ზიხარ. რამე მოხდა?
-არაფერი განსაკუთრებული.
-ლაშამ ხო არ გითხრა რამე?
-ნეტა ეთქვა!
-რა გააკეთა?
წამოენთო მაშინვე და კარებს გახედა,თითქოს ის იქ დახვდებოდა.
-არაფერი.

ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვნახეთ ერთმანეთი და მეგონა სულ სხვანაირად შევხვდებოდით ერთმანეთს. გავუღიმე,გავუცინე,მან კი მხოლოდ სიცვით მიპასუხა. ისევ ბრაზობს ჩემზე,დამნაშავედ მთვლის,ვერ მპატიობს დიტოს დაკარგვას და მართალიცაა, ჩემი დაუფიქრებლობის ბრალია ყველაფერი!
ისევ ავტირდი,ვეღარ დავმალე წყენა,ტკივილი. ლუკამაც არ დააგვიანა და სწრაფად მომხვია ხელები.
-აი ნახავ გადაუვლის,მე დამჭეჭყა და ახლა მშვიდად გრძნობს თავს,თუმცა შენზე ხელს ვერ აწევს და რა ქნას გაბრაზება როგორ ჩაახშოს არ იცის. აი ნახავ,დაფიქრდება და მიხვდება რომ შენი ბრალი არ არის!
-არ იქნება მასე,შენც ხომ იცი რომ არ იქნება და რატომ ცდილობ ილუზიაში მაცხოვრო?
-და შენ რატომ ცდილობ რომ ყველაფერში ცუდი დაინახო? გავა დრო და დამშვიდდება,შეეგუება დიტოს დაკარგვას და მიხვდება შენს,თეკოს და სალომეს გარდა რომ არავინ ჰყავს და მოუწევს შეგირიგდეს.
-იმედია!
-წამო ეხლა ქვემოთ,მობეზრდა ამ კედლებს შენი ყურება. მთელი ერთი თვე გიყურებდნენ და გიტანდნენ,დაასვენე, ცოდოები არიან.
გამიცინა და ხელი ჩამავლო,მეც სიცილით გავყევი და ქვემოთ ერთად ჩავედით. კიბეებზე რომ ჩავდიოდით ლაშამ ამოგვხედა,ირონიული ღიმილით შეგვათვალიერა და ისევ ქეთის მიუბრუნდა,რომელიც ნამდვილად კმაყოფილი იყო შვილის არჩევნით.
-მირეი, ნახე შვილო ვინ მოვიდა?!
-ვიცი ქეთი დეიდა.
სიმწრით გავუღიმე და დივანზე,ლაშას პირდაპირ დავიკავე ადგილი.
-ვნახეთ უკვე ერთმანეთი ქალბატონო ქეთი,ხომ ასეა მირე?
გადმომხედა ისევ ისეთი ცინიკური ღიმილით და მერე ისევ ქეთისკენ შებრუნდა.
-მემგონი აქ არ არის წარსულის გამო ადამიანებზე პასუხის მოსათხოვად შესაფერისი ადგილი,ხომ ასეა ლაშა?!
იგივენაირი ტონით და ღიმილით აათვალიერა ლუკამ ლაშა.
-ნამდვილად ასეა! ასეა,ასეა და მემგონი დროა წავიდე, ხო?
-ახლა არ მოხვედი?
გაკვირვებულმა ახედა თეკომ შეყბარებულს.
-სხვა დროსაც მოვალ.
თვალი ჩაუკრა,შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა.
-გავაცილებ!
ფეხზე წამოვხტი და მას ავედევნე. სწრფი ნაბიჯით მიდიოდა და ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, მე რომ დავუძახე.
-რა მოხდა? დიტოს შესახებ ხომ არ გაინტერესებს რამე?
-ლაშა გეყოფა! მოდი უბრალოდ დავილაპარაკოთ და...
-რაზე დავილაპარაკოთ? იმაზე ხომ არა, ჩემს ძმაკაცს როგორ ატყუებდი და მისი სიკვდილი თუ როგორ ძაან გ***ია?!
-ლაშა,უბრალოდ მომეცი შანსი რომ აგიხსნა!
-არ მცალია შენთვის!
-ლაშა,ყველაფერს ანადგურებ! ვერ ხვდები რომ არასწორად იქცევი? არ არის ჩემი ბრალი ახლა რომ დიტო ჩვენს გვერდით არ არის!
-შენი ბრალია! შენ რომ იმ შენს ლუკას არ გაჰყოლოდი,ახლა შენ აქ,დიტო კი საფლავში არ იქნებოდა.
-გთხოვ,ერთ შანსს გთხოვ!
-ჯანდაბა, წამოდი! წამოდი და მითხარი რისი თქმაც გინდა! მერე კი შენთან დამაკავშირებელ ყველა გზას ჩავჭრი.
მთელ ხმაზე დაიღრიალა და მეც მაშინვე ჩავჯექი. იმ კაფეში მიმიყვანა, უნივერსიტეტის მერე რომ მივდიოდით ჩვენ ოთხი.
-აბა გისმენ...
-შენთვის ჩემს სიტყვებს რამე ფასი აქვს? უბრალოდ არ მინდა უაზროდ ჩათვალო ჩემი სიტყვები.
-გააჩნია რას მეტყვი!
მხრები აიჩეჩა და მომაშტერდა.
-ვიცი, ვხვდები რის გამოც მექცევი ასე, მაგრამ არ არის ჩემი ბრალი ლაშა! ჰო კარგი თუ მაინც ჩემში ხედავ დამნაშავეს არ მინდოდა,არასოდეს მდომებია თქვენთვის ტკივილის მოყენება. არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო.
-რატომ ატყუებდი?
-მაშინ მთხოვა შანსი როცა სულ მარტო ვიყავი,საკუთარმა დედამაც რომ მიმატოვა სწორედ მაშინ გამოჩნდა...
-და შენც მასში დაინახე ხელჩასაჭიდი.
სიმწრით გაეცინა.
-ჰო...მერე საკუთარ თავთან მიწევდა ბრძოლა,მეგონა შემიყვარდებოდა! ცოლადაც იმ იმედით მივყვებოდი რომ შემიყვარდებოდა,მაგრამ ვერ შევიყვარე...ლაშა,ჩემი მხრიდანაც შეხედე! ასე უსამართლოდ ნუ მომექცევი. მთელი თვე ერთ ოთახში ვიჯექი და ჩემთვის, ჩუმად ვიტანჯებოდი!არაფერი აღარ გამაჩნდა,კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ვნანობ,გეფიცებ ვნანობ დიტოს რომ დავთანხმდი,მაგრამ ასე აეწყო! ვიცი როგორ გიჭირს,შენი ბავშვობის ნაწილი იყო,მაგრამ რა მოხდება რომ არ მაპატიო? ყოველთვის როცა თეკოსთან მოხვალ მეც ხომ დამინახავ,წარსულს გააქრობ? ყველა მოგონებას დაივიწყებ? ლაშა დაფიქრდი გთხოვ! დიტო დაკარგე,მაგრამ ჩვენ მაინც ნუ დაგვკარგავ.
-რა ვქნა,არ შემიძლია პატიება მირეი! მინდა მაგრამ ვერ გპატიობ!
-და რომ გაიგო ვკვდები? ერთ მშვენიერ დღეს რომ დაგირეკონ და გითხრან მირეი მოკვდაო,მაპატიებ? მაშინ მაინც შეძლებ თავისუფლად ისუნთქო?
-რამეს მიმალავ?
მაშინვე წინ წამოიწია და მთელი სხეულით დაიძაბა.
-არაფერს...ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.
-რა სისულელეზე მელაპარაკები ახლა? რა სიკვდილზე ლაპარაკობ?
-მითხარი რომ მოვკვდე მაპატიებ?
-თუ ნაპატიები არ მექნება კი!
მის პასუხზე სიმწრით გამეცინა,შუშის ჭიქა რომელიც მაგიდაზე იდგა მაგიდის კუთხეზე მივაფშვენი და შუშის ნაწილი მაჯასთან მივიტანე.ხელები მიკანკალებდა მაგრამ მიღირდა.
-მირეი რა ჯანდაბას აკეთებ?
ფეხზე წამოვარდა ლაშა,თუმცა უკვე გვიანი იყო. ნამსხვრევი სამჯერ გადავისვი ხელზე და სისხლიც თქრიალით წამოვიდა.
-რა გააკეთე? ეს რა ჯანდაბა გააკეთე?
ვგრძნობდი ნელ-ნელა ძალა როგორ მეცლებოდა და გონებას ვკარგავდი.
-მაპატიე?
ამოვიხრიალე ხმაწართმეულმა.
-ჯანდაბა,გაპატიე!
მხოლოდ ეს გავიგონე,მერე კი გონება დავკარგე.

გონს რომ მოვედი,სიმართლე გითხრათ გამიკვირდა. არ მეგონა სისხლისგან თუ არ დავიცლებოდი და ყველაფერი თუ იქვე არ დამთავრდებოდა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და პირველი რაც დავინახე ჩემს წინ მჯდომი თავდახრილი ლაშა იყო.
-ლაშა!
დავუძახე სუსტად.
-მირე,მაპატიე გთხოვ! არ უნდა მეთქვა,ვნანობ! გეფიცები აღარ გიხსენებ...
-დამშვიდდი და ნუ ქოთქოთებ! ლუკას დაურეკე და უთხარი აქედან ახლავე წამიყვანოს!
-დავურეკავ,მაგრამ ჯერ შენი წასვლა არ შეიძლება.სუსტად ხარ.
-სუსტად ვარ და სწორედ ამიტომ არ შეიძლება ჩემი აქ ყოფნა!
-კარგი.

......
პალატის კარები ლუკამ შემოხსნა და ამ მდგომარეობაში რომ დამინახა კიდევ უფრო ანერვიულდა.
-რა ჯანდაბა მოხდა?
-არაფერი მნიშვნელოვანი,უბრალოდ აქედან წამიყვანე!
-ხელი რატომ გაქვს შეხვეული? ვინმე ამიხსნის აქ რა ჯანდაბა ხდება?
კბილებს შორის გამოსცრა და ანთებული თვალებით გადმოგვხედა ორივეს.
-ჩემი ბრალია,ჩემს გამო გააკეთა!
თავი დახარა ლაშამ.
-რა გააკეთა? მირეი...სერიოზულად?! თქვენ რა,დამცინით? ამის იდიოტური გამოხტომის გამო თავს იკლავდი? რაზე ფიქრობდი მითხარი! რამე რომ მოგსვლოდა?
-რაზეც ვფიქრობდი ის იყო რომ ლაშას დაკარგვას ვერ გადავიტანდი და მას ჩემთვის უნდა ეპატიებინა,თუნდაც ამისთვის ისეთი რამის ფასად რასაც სიცოცხლე ჰქვია! და ჰო კიდევ,ნუ იღელვებ არაფერი მომსვლია და თუ არ გინდა რომ მომივიდეს აქედან უნდა წამიყვანო!
დავასრულე ლაპარაკი და შევატყვე როგორ უჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება.
-ხვდები ხო რომ სულ ცოტა მაკლია და აქვე დაგამხობთ ყველაფერს?!
-სანამ დაგვამხობ წავიდეთ!
გავუცინე და საწოლიდან წამოვიწიე.
-მე წავალ.
ამოილაპარაკა ლაშამ და პალატა დატოვა.
-ლუკა გთხოვ მასე ნუ მიყურებ! არაფერი მომსვლია ხომ ხედავ?
-ჯანდაბა,შენ გამაგიჟებ მე!
-სხვა ვერც ვერავინ,ქმარო!
-ნუთუ?!
-დიახ! რამე პრობლემაა?
-არა,არანაირი!
გამიცინა და პალატა მანაც უკანმოუხედავად დატოვა. ხელები დაუძლურებულმა ჩამოვყარე,ერთი ამივიხვნეშე და კედლებს მოვავლე თვალი.

მიუხედავად იმისა რომ მთელი სამი საათი ვუმტკიცებდი ექიმს რომ წასვლა უკვე შემეძლო მან მაინც დაგვტოვა საღამომდე. ამით კი ექთანი გოგონა ზედმეტად კმაყოფილი ჩანდა,რომელიც დაუფარავად ათვალიერებდა ლუკას. ამას ლუკაც კარგად ამჩნევდა და ვხვდებოდი რომ ცოტაც და ახარხარდებოდა. ბოლოს როგორც იქნა დავაღწიეთ თავი ექიმისა და ექთნის კლანჭებს და საავადმყოფოს შენობა სიცილით დავტოვეთ.
-ცოტაც და ქმარს აგახევდნენ,ასე მშვიდად როგორ იყავი?
-არც უცდია ახევა,უბრალოდ ოცნებობდა. აი ახევა რომ გადაეწყვიტა მერე შენ უნდა გენახა სახის ახევა.
თვალი ჩავუკარი და ორივე ერთხმაში ავხარხარდით.
-მჯერა შენი შესაძლებლობების,მაგიტომ მტკივა ჯერ კიდევ თავი.
ხელები ჰაერში გაშალა და იმ სილურჯისკენ მანიშნა რომელიც ჯერ კიდევ კარგად ეტყობოდა.
-რა ჩემი ბრალია თუ ასეთი მძიმეა ის შანდალი?
გაეცინა და მანქანა დაქოქა.

.......
-იცინეთ და დატკბით ბედნიერებით,ჯერ არ დაწყებულ ბედნიერებას ჩაგაშხამებ მირეი!
........

სახლის კარები შევაღეთ თუ არა მაშინვე გაისმა ნიკას ხმა.
-ჩემი სუიციდისკენ მიდრეკილი რძალიც მოვიდა! რა ქენი აბა,მოიკალი თავი?
-კი ნიკა,მოვიკალი და ის იყო უნდა წავსულიყავი საიქიოში როცა გამახსენდა რომ შენ აქ მრჩებოდი. რა ქენი,ჩაალაგე ბარგი? მივდივართ!
-ღმერთო ჩემო,ეს რა ენამოსწრებულია!
შეცხადა ნიკოლოზმა და ქეთის და ზურას გადახედა.
-დედა,ეს არსება სულ ჩემს სახლში რატომ ზის? შენი რომელიმე დაქალია და მე არ მახსოვს?
ინტერესით მიაშტერდა ლუკა ქეთის.
-აჰა უყურე! იპოვა თავისი ქერა და დაავიწყდა შავგვრემანი!
-აუ ეს რამდენს ლაპარაკობს ტო! წადი შვილო სახლი არ გაქვს?
-ლუკა,გეყოს!
ხმა გაიმკაცრა ქეთიმ.
-ჰო კარგი,მშია!
-ხოდა ძალიან კარგი! ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა და გაჭმევ!
გაეღრიჯა ნიკა.
-ახლა ეს აქედან გაიტანეთ!
-რა გინდა ბიჭო,მუქთაა და შეირგე!
-ნიკა,მე ახლა მშია, ერთი კვირის მერე კი არა!
-ერთი კვირის მერეც მოგშივდება,მაინ მამონტი ხარ და აი ნახავ სახვეწარს რომ გაგიხდი!
-წადი რა ნინასთან,არ მიდიხარ? გელოდება გოგო!
-ვინ არის ნინა?
ერთხმაში შევძახეთ მე და ქალბატონმა ქეთიმ.
-ეს ჭორიკანა ქალები! ბოდიში შენთან ქეთუშ,შენთვის არ მიკადრებია!
მიუბრუნდა ქეთის ღიმილით, მე კი ენა გამომიყო.
-კარგი რძალო,ნუ მიყურებ ეგრე! მოგიყვება შენი ქმარი.
-კარგი მაშინ,მე ოთახში ავალ და დავისვენებ.
-ოჰ თორე დაიღალე ეხლა შენც!
შანსი არ გაუშვა ნიკამ და რეპლიკებიც არ დაიშურა,თუმცა დავაიგნორე და ოთახში ავედი.
სალომეს ზარმაც არ დააყოვნა.
-გისმენ სალო!
-მისმენ კი არა,როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? სუსტად ხომ არ ხარ? იცოდე არაფერი დამიმალო,ხელი ხომ არ გტკივა? ვაიმე მირეი ამოიღე ხმა!
მთელ ხმაზე კიოდა სალომე,მე კი მის ასეთ აფორიაქებულ ხმაზე მეცინებოდა.
-მაცდი?! მოკლედ შენი კითხვები თანმიმდევრობით ვერ დავიმახსოვრე,მაგრამ გიპასუხებ რომ კარგად ვატ და არაფერი მჭირს.
-შენ მე გამაგიჟებ! ასეთი სისულელე როგორ გააკეთე? არაფერზე ფიქრობდი? რამე რომ მოგსვლოდა? არ გეყო რაც გვტანჯე?
-კარგი სალომე,ლუკას ლექციებიც მეყოფა!
-იცოდე მსგავსი რამ აღარ გაბედო!
-აღარ მომიწევს,დამშვიდდი!
-ჯანდაბა,კარგი წავედი. სესილიას უნდა გავყვე,შემჭამა მთელი ორი დღეა.
-მომიკითხე დეიდაშენი.
გამეცინა მის დაღლილ ხმაზე. სესილი ნამდვილად კარგი და საყვარელი ქალი იყო,უბრალოდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ამით ყველას ენერგიას ართმევდა.
......
-მირეი! რაიყო გოგო მოკვდი? მირე! მირი გაიღვიძე,გეყოს!
დილით ლუკას ხმა მაღვიძებს.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემს კუთვნილ ოთახში ამ დილაუთენია?
ამოვიზმუვლე და ვცადე ძილი გამეგრძელებინა.
-აუ მიდი ადექი რა! უნდა გამომყვე,იმ დებილს რამე რო არ ვაჩუქო გადაგვდგავს.
-ნიკაზე ვსაუბრობთ?
-ჰო.
-კარგი რა ლუკა,ადამიანს ერთ კვირაში აქვს დაბადების დღე და შენ რატომ გადაწყვიტე რომ დღეს უნდა უყიდო საჩუქარი,თან ასე ადრე! წადი რა დაიძინე!
-რა ერთ კვირაში გოგო?! გუშინ ღადაობდა,დღეს აქვს ! და ჰო მართლა შენც დაპატიჟებული ხარ.
-დღეს? აბა ის ერთი კვირა რა იყო?
-ეგეც ბავშვია,თან დებილი! თავისი აზრით შემამოწმა,მახსოვდა თუ არა რომ მისი დაბადების დღე დღეს იყო.
-ვაიმე! მაგის გამო რამდენს დავცინებ. ნამდვილი ძმა ხარ,ქმარო!
მთელ ხმაზე ავხარხარდი და ასე სიცილ-სიცილით მივემზადე წასასვლელად. მოკლედ აღგიწერთ იმ ოთხ საათს რომელიც ორივესთვის ტანჯვა იყო. დავდიოდით მაღაზიიდან მაღაზიაში და არ ვიცოდით რა უნდა გვეჩუქებინა მისთვის. ბოლოს როგორღაც იშოვა ლუკამ საჭირო ნივთი,მე პირადად გირჩევთ საუკეთესო მეგობარს დაბადების დღეზე ძაღლებიანი ჰალსტუხი ბავშვების სექციიდან და სქელი წინდები არ აჩუქოთ. მიუხედავად იმისა რომ ლუკას ვეუბნებოდი რამე ნორმალური ეყიდა,ის მაინც არ იშლიდა თავისას. სამაგიეროდ მე გადავწყვიტე საათის ყიდვა.
-როგორია,ვუყიდო?
-დააკვდება მაჯაზე!
გამიცინა ლუკამ.
-კარგით,ამას ავიღებთ!
მაღაზია დავტოვეთ და უკვე მანქანაში ვიჯექი ლუკა რომ აყვირდა.
-გადმოდი!
-რა?
-გადმოდი,გადმოდი!
მანქანის კარები გააღო და ძალით გადამათრია.
-ლუკა,რა ხდება?
-კაბა!
-რა კაბა?
-კაბა არ გვიყიდია.
-კარგი რა,ძაღლებიანი ჰალსტუხი არ ეყოფოდა ახლა კაბაც უნდა უყიდო?
-ეგღა მაკლია იმ საქონელს კაბა ვუყიდო,შენთვის უნდა შევარჩიოთ!
-შანსი არაა! მე ახლა კაბის საყიდლად არ ვივლი!
-მოგიწევს.
-არ ვაპირებ თქო!
-ვალდებული ხარ!
-ვითომ რატომ?
-სურვილი მაქვს!
-ჯანდაბა,წამოდი!
არც კაბა იყო ადვილი საშოვნელი. არა,კაბების მეტი რა იყო,უბრალოდ ისეთი არ იყო როგორიც ორივეს მოგვწონდა. არ მეგონა ამდენად პრეტენზიული თუ იქნებოდა. მთელი მაღაზია ჩვენ გვიყურებდა როცა იმაზე დავიწყეთ კამათი რომ ის შინდისფერი კაბა უფრო მოკლე იყო,ვიდრე მის წინ რომ ვნახეთ მწვანე კაბა. ბოლოს როგორღაც შევთანხმდით,უფროსწორად იმდენად დავიღალეთ რომ სულ რომ შიშველი წავსულიყავი არც ერთს გვექნებოდა პრეტენზია. ზურმუხტისფერი,სადა კაბა შევარჩიეთ. მისი შესაფერისი ფეხსაცმელი სახლში მეგულებოდა,ამიტომ სალაროსთან დადებული ფეხსაცმლის ყუთი ავაცალე ბატონ ქმარს და თავის ადგილას დავაბრუნე.
სახლში რომ მივედით უკვე შვიდის ნახევარი იყო.
-ჯანდაბა ლუკა შენ!
-რა გინდა?
-რა მინდა და ახლა საათნახევარში როგორ მოვემზადო?!
-ჩვეულებრივად.ჩაიცვამ კაბას,ასევე ფეხსაცმელს,თმას ოდნავ დაივარცხნი და ეგაა!
-ჯანდაბა, მომშორდი ნუღარ მაცდენ!
-ღმერთმა ამხელა ხმა რატომ მოგცა? რათ გინდოდა?
-ლუკა გადი!
-ჰო კარგი,თავი მტკივა უკვე!

პირველ რიგში წყალი გადავივლე,მერე კი მომზადებას შევუდექი. უნდა ვაღიარო ეს კაბა ძალიან მომწონდა. მალევე ჩავიცვი და მაკიჟიც მალევე გავიკეთე. თმა დავისწორე და მაშინ როცა უკვე გვვდიოდი ლუკამ შემოაღო კარები.
-გვეჩქ....ძალიან ლამაზი ხარ!
-გმადლობთ,ვიცი!
-ეს ნიკამ გადმოგდო? არა,მისგან შორს უნდა დაგაჭერინო თავი თორემ ორს რა აგიტანთ?!
-გვეჩქარება!
....
ნიკასთან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. წვეულება ეზოში ჰქონდა მოწყობილი და საკმაოდ კარგად გაფორმებული. ეზოში შევედით თუ არა ნიკა გამოგვეცხადა როგორც ყოველთვის ბედნიერი ღიმილით.
-ღირსი იყავი მართლა ერთ კვირაში მოვსულიყავი!
გაუცინა ლუკამ და მეგობარს გადაეხვია.
-გილოცავ!
-ვა რძალი? საჩუქარი მომიტანე?
-კი!
-ჰო,მაშინ მოდი,გაკოცებ!
გამიცინა და ლოყაზე მაკოცა.
-არ ხარ ღირსი,მაგრამ ეს ჩემგან!
-კაი ღადაობ?! დამაკვდება მაჯაზე!
გამიცინა და ისევ გადამეხვია.
-ნინა აქ არის?
-ჰო,აბა სად იქნება?!
-მე არ გამაცნობთ? საერთოდ ვინ არის მაგის შესახებ რომ წარმოდგენაც არ მაქვს რა უნამუსობაა?!
-დამშვიდდი,მნიშვნელოვანი არაფერი! მხოლოდ მის ცოლად მოყვანას ვაპირებ.
-კაი?! სერიოზულად? სასწრაფოდ წადი და მოიყვანე,უნდა გავიცნო და ვკითხო შენ რატომ უყვარხარ!
-დაიცა გოგო,არ დაფიქრდეს!
მითხრა და მთელ ხმაზე ახარხარდა. ცოტა ხანში თავად მოვიდა სასიამოვნო გარეგნობის გოგონა ჩვენთან. დაახლოებით ჩემი ტოლი იქნებოდა.
-მოდი ცოლო...ბოდიში საცოლევ! ლუკას იცნობ,ეს კი მისი ცოლი მირეია! აი ის მე რო გოყვებოდი!
-მართლა? სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც,იმედია ვიმეგობრებთ!
გავუღიმე მეც.
-რას ქვია იმედია ვიმეგობრებთ? სხვა გზა გაქვთ?
-წამოდი ნინა,წამოდი შენთან სერიოზულად მაქვს საქმე!
ხელი ჩავავლე გოგოს და უნდა წამეყვანა ნიკა რო ჩაგვიხტა შუაში.
-იცოდე მართლა რომ დაფიქრდეს არ გაპატიებ!
შემომიბღვირა და მისი ხელი გამომტაცა.
-დავფიქრდი უკვე და მივხვდი რომ არანაირი მიზეზი არ მაქვს რომ მიყვარდე,უბრალოდ უკვე გვიანია გადაწყვეტილების შეცვლა!
-ჯიგარი ხარ,დაკა ხელი!
ახარხარებულმა ლუკამ გაუწოდა ხელი და ნინამაც მაგრად ჩაარტყა. შევცდი,ნაზი მხოლოდ გარეგნობა აქვს მას!
საღამოს იდეალურად ვატარებდით.ნინაც ბევრად ახლოს გავიცანი,ნიკას მსგავსად მანაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ლუკას სხვა მეგობრებიც გავიცანი და როცა მივხვდი რომ ჩემი წინააღმდეგი არავინ იყო,ძალიან გამიხარდა.
-მირე,შეგიძლია გამომყვე?
-რა ხდება,ლუკა?
-საქმე მაქვს,გამომყევი.
...
-რა ხდება ლუკა? კარგად ხარ?
-არა!
-რა მოხდა?
-შემიყვარდი!
-რა გეტაკა თქ...რა?
-რაც გაიგე,ასე უბრალოდ ადექი და უნამუსოდ შემაყვარე თავი. იმდენად რომ შენს გაშვებას ვერასდროს შევძლებ,ამიტომ არც კი იფიქრო გაყრაზე,თორემ გაფრთხილებ,ფიქრსაც აგიკრძალავ!
-ბარემ ისიც მითხარი არანაირი ძმაკაცები და დაქალებთან ერთად თუ წახვალ შვიდზე სახლში იყავი თუარადა კოჭებს დაგიხვრეტო!
-დამცინი?
-არა.
-აბა რას აკეთებ?
-არ ვიცი.
-ამ დროს რას ამბობენ არ იცი?
-კი ვიცი!
-მერე?
-არ გეტყვი!
-არ შეიძლება ეგრე!
-კარგი,გეტყვი მაგრამ ერთ სურვილს შემისრულებ.
-კაი,აბა რა სურვილი?
-ახლავე დამიბრუნებ ჩემს კუთვნილ ბეჭედს,რომელიც წამოსვლის წიმ ჯიბეში ჩაიგდე.
-ეგ ჩემთვის რომ გეცდია უკეთესი იქნებოდა,მაგრამ რადგან არ იშლი,აჰა გამომართვი!
-მოიცა,შენ არ უნდა გამიკეთო?
-კიდე რა გინდა? აქეთ დამცინი და როგორ ფიქრობ შეგარჩენ?
-ეგრე არ შეიძლება!
-შეიძლება,შეიძლება!
-ეს ეხლა...პირველად ვიკეთებ ქორწინების ბეჭედს და ეგეც ჩემით გავიკეთო?
-აბა კიდე ვინმე გინდა?
ცინიკური ღიმილიც მაჩუქა და წასასვლელად მოემზადა.
-ვერ გიტან!
-ვერც მე.
მომაძახა და მეგობრებისკენ დაიძრა. ნაბიჯებიც კი კმაყოფილი ჰქონდა ამ თუთიყუშისთავიან სპილოს.
ღმერთო რა ჯანდაბებს ვამბობ?
არაუშავს,მეპატიებ. ბოლოს და ბოლოს დავინიშნე... არა, სანამ კიდევ რამე იდიტობას გავიფიქრებ, ჯობია წავიდე,ღმერთო შენ მიშველე!
აბეზარი ფიქრების თავიდან მოსაშორებლად თავი გავაქნიე და მეც ბავშვებისკენ წავედი.
იმ საღამოს ზედმეტზე ბევრი დავლიე. დარწმუნებული ვიყავი რომ მეორე დთეს არაფერი მემახსოვრებოდა,მაგრამ მაშინ ეს სულ არ მაღელვებდა. სახლში როგორ მივათრიეთ მე და ლუკამ ერთმანეთი არ მახსოვს,ნიკას დაბადების დღიდან მხოლოდ ის მახსოვს როგორ ესროლა ლუკამ ნიკას მოტოციკლის გასაღები,რომელიც მერე გაირკვა რომ ნიკას ოცნება იყო. მაშინ მასზე გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი ალბათ მისით ვიამაყებდი. დილით არც თუ ისე სახარბიელო და ზედმეტად სამარცხვინო მდგომარეობაში გავიღვიძე. საწოლიდან წამოვხტი და მაშინვე სააბაზანოში შევიკეტე,თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი.ცოტა ხანში ბატონი ქმარიც ჩამოვიდა,ჩემს დანახვაზე ტუჩის კუთხე დამცინავად ჩატეხა და სამზარეულოში შეაბოტა. მეც დრო ვიხელთე და ჩემს საძინებელში შევიკეტე.
-სალოო!
-გისმენ,რა გაკივლებს?
-არ ვკივი!
-ვიცი.
-სალო მოდი რაა, რაღაც უნდა გითხრა!
-მოვდიოდი ისედაც.
-კარგი გელოდები.
ნახევარ საათში სალომაც შემოყო ჩემს ოთახში თავი და მაშინვე საწოლზე დაემხო სახით.
-აბა,რისი თქმა გინდოდა?
-სალო...
-ჰა!
-მოხდა.
-რა მოხდა?
-მოსახდენი.
ამის გაგონება და მისი მთელ ხმაზე აჭიხვინება ერთი იყო,ამას კარებს იქეთ ლუკას ხარხარი დაემატა და ისევ ვინატრე მიწა გამსკდომოდა და ორივე ჩაეტანა.
-რა მოხდა?
სიცილს ვერ წყვეტდა სალომე.
-მოსახდენიო!
შემოსძახა ლუკამ სიცილით და ჩემი სახის დანახვაზე მაშინვე უკან დაბრუნდა.
-სალომე გეყოს!
-კარგი,დავწყნარი!
დაწყნარდა,რა თქმა უნდა! სამი წამიც არ იყო გასული სიცილის ახალი ტალღა რომ ამოუშვა.

.......
-მოკლედ,ბატონო ნიკოლოზ როგორც მივხვდი დამეხმარები.
ოთახში ბიჭის ბოხი ხმა გაისმა.
-დაგეხმარები. და რა უნდა გავაკეთო?
-თვითონ გვიკარნახებენ,შენ თავისუფალი ხარ.
-კარგი, საბა.
....
შემდეგი ერთი თვე ჩემთვის პირდაპირი მნიშვნელობით ტანჯვა იყო. სალომეც მემგონი ჩემს ჯინაზე გადმოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად და ორივე ერთად,სალოც და ლუკაც დამცინოდნენ და ჩემს მოთმინებას ცდიდნენ. იქამდე არ მომეშვნენ სანამ არ მატირეს. თავადაც არ ვიცი რა ჯანდაბამ ამაბღავლა ,მაგრამ ფაქტია იმ დღეს ცრემლად დავიღვარე.
-კარგი რა მირე,როდემდე უნდა იყო გაბუტული?
მისაღებში ვიჯექით ყველა,მათ შორის ნიკაც და ნინაც.
-შემეშვით!
-ეს მაინც არ გირიგდებათ და მე მაინც მითხარით რა სჭირს!
თავი წამოყო ნიკამ და უკვე მეასეჯერ ითხოვა სიმართლეში გარკვევა.
-არ გაბედოთ! არც კი გაბედოთ მას უთხრათ,თორემ ესეც რომ დამემატოს გეფიცებით თავს მოვიკლავ!
-კარგი დამშვიდდი,არ ვეუბნებით! გინდა შოკოლადის ტორტი?
-რაა?
-შოკოლადის ტორტი.
-არა.
-რატომ?
-გული მერევა.
ძლივს ვთქვი ეს ორი სიტყვა და მაშინვე სააბაზანოში გავიქეცი.

ყველანი გაოგნებულებუ უყურებდნენ წამში გამქრალ გოგოს.
-ლუკა,რამდენად ზუსტად ვამბობ არ ვიცი,მაგრამ მემგონი ჯობია ექიმს ესტუმროთ.
ღიმილით წამოყო თავი ნინამ.
-კაი ტო,ერთი ტირილი ვაპატიოთ,ეგრე ძაანაც არ შეშლილა რო ფსიქიატრიულში დავაწვინოთ!
-აუ ეს რა დებილია ჩემი! ბიჭო,რა ფსიქიატრიული? შენი ცოლი რო ორსულადაა მაგას შენზე ადრე მე უნდა ვხვდებოდე?
მიაყარა ნიკამ და ძმაკაცის გაოგნებულ სახეზე ბოლო ხმაზე გადაიხარზარა.
-არა?!
-კი სიძევ კი!
ახლა სალომემ აათამაშა ეშმაკურად წარბები.
-მირიი!
მთელ ხმაზე დაიღრიალა და გოგოს საპირფარეშოში შეუხტა.

........
-საბა,მირეი ორსულად არის.
-რა?
-ზუსტად არ ვიცით,ექიმთან მიდიან.
-ჰოდა ძალიან კარგი,მიხვალ და ექიმს მოელაპარაკები. ვერ უნდა გაიგონ რომ ორსულად არის და მეტიც,ეტყვის რომ დედა ვერასოდეს გახდება. ამით საქმე გამიადვილდება!
-კარგი.
მხოლოდ ეს თქვა და ტელეფონიც გათიშეს.
-შენი დედაც საბა მჭედლიშვილო,შენი დედაც!
შეუკურთხა და საავადმყოფოსკენ დაიძრა
........
-ლუკა ამიხსნი რა ხდება?
-მირე,დაჯექი.
მეც მის ნებას დავემორჩილე და მოსაცდელში სკამზე ჩამოვჯექი.
-აჰა,დავჯექი.
-მემგონი შვილი გვეყოლება!
ბედნიერმა მომახალა და დამეფიცება ასეთი გრძნობა არასოდეს განმიცდია. ბედნიერებისგან ცრემლები გაუაზრებლად წამომცვივდა.
-მირეი ავალიანი!
-არ ვარ ავალიანი,მაგრამ არაუშავს. დიახ!
-წამობრძანდით,ანალიზებს ავიღებთ!
....
-ექიმო მზად არის პასუხები?
ექიმის კაბინეტში თავი შეჰყო ლუკამ.
-კი,მოდით ბავშვებო.
სევდიანად გაგვიღიმა კაცმა.
-რა ხდება ექიმო?
-მზად ხართ?
-მზად ვართ.
ღიმილით გადმომხედა ლუკამ და ექიმს აციმციმებული თვალები შეანათა.


ჩემი ნება რომ ყოფილიყო დროს იმ მომენტზე გავყინავდი ლუკამ რომ გადმომხედა და ექიმის სიტყვებს არ მოვისმენდი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო არასოდეს მოვიდოდი ამ მომენტამდე,ჩემი ნება რომ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში ყვეკაფერს შევცვლიდი. ყველაფერს დავთმობდი და ექიმის ნათქვამ "მირეი,შვილო, შენ დედა ვერასოდეს გახდები"-ს არ მოვისმენდი. უბრალოდ ვერ აღრგიწერთ რა დამემართა. იმედგაცრუებამ,წყენამ,ტკივილმა,ერთიანად მოიცვა ჩემი სული. სულ სხვა პასუხს მოველოდი,მეგონა ცოტაც და ჩემს ოცნებას ფრთები შეესხმეოდა,თუმცა ექიმის სიტყვებმა მთლიანად ჩამოშალა ჩემი ოცნების კოშკები და ყველაფერი ნამსხვრევებად აქცია. ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებდა იყო ის,რომ უშვილო ვიყავი. პირველი რამაც გონებაში გამიელვა იჰო ის რომ ლუკა ჩემს გამო ვერასოდეს გახდებოდა მამა.
არ მაცადა ღმერთმა ბედნიერი ვყოფილიყავი,არ უნდოდა ერთხელ მაინც მქონოდა შანს რომ დედობით გამოწვეული ბედნიერება შემეგრძნო. ექიმის სიტყვებმა უბრალოდ ყველაფერი გაანადგურა,მათ შორის ჩვენც. ასეთივე განადგურებულები დავბრუნდით სახლში.თავიდან მეტკინა ზურას და ქეთის გაბრეყინებულ და მომლოდინე თვალებს რომ გადავაწყდი. ბავშვებიც დიდი ინტერესით ელოდნენ სასიხარულო ამბავს,მაგრამ ყველაფერი ისე არ არის ამ ცხოვრებაში როგორც ჩვენ გვინდა.პირიქით,არაფერია ისე როგორც ჩვენ გვინდა,როგორც ჩვენ გვაწყობს.
-ნუ მიყურებთ ასე,უშვილო ვარ!
საბოლოოდ გამომაცალა ძალა ამ სოტყვების თქმამ. აღარ შემეძლო მათი სახეების ყურება.უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა.
ჩემი და ლუკას ოთახის კარები როგორც კი დავხურე მაშინვე ჩავიკეცე და მთელ ხმაზე ავტირდი. ვგლოვობდი,ისევ მიწევდა საკუთარი უსუსური თავის ატანა. ისევ ისეთი უუნარო ვიყავი,ისევ ისეთი სუსტი. მეზიზღებოდა,საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმიტომ რომ შვილის გაჩენა არ შემეძლო. როცა მივხვდი რომ ტირილის ძალაც აღარ მქონდა უბრალოდ საბნის ქვეშ შევძვერი და საბანი თავზე წამოვიფარე. გაქრობას ვცდილობდი,თუმცა არც ეს შემეძლო.აღარაფერი შემეძლო.
ღამით ვიგრძენი ლუკა როგორ მომიწვა გვერდით,თუმცა ძილს თავი ვერ წავართვი,დაღლილობამ თავისი გაიტანა.
-გთხოვ,ცოტა ხანს გაუძელი.სულ ცოტა ხანს!

.....
მეორე დღეს როგორც კი გათენდა დილიდანვე გავიპარე გარეთ. ვეძებდი იმ ადგილს სადაც ვერავინ მომაგნებდა,უნდა მეფიქრა,ამაში კი ხელი არავის უნდა შეეშალა. პირველად,ამდენი ხნის შემდეგ პირველად მომინდა მამასთან ავსულიყავი,მასთან ცოტა ხანს მაინც მელაპარაკა.

-ბოდიში მა! ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოვედი შენთან და ხომ ხედავ,ერთი ცალი ყვალილიც კი არ ამომიტანია. დამავიწყდა მა,მაპატიე! ხომ ხედავ როგორი უსირცხვილო შვილი გყავს? მხოლოდ მაშინ ამოვედი როცა მიჭირს. არა,ადრეც მტკიოდა,მაგრამ ეს სულ სხვაა მა! ახლა მხოლოდ შენი ჩახუტება მიშველიდა, მაგრამ შენც არ მყავხარ. დედაც წავიდა,არც კი მიკითხავს სად. ახლა რომ ჩემს გვერდით იყოთ ალბათ თქვენს მხარზე ვიტირებდი,მაგრამ არ ხართ! აღარავინ დამრჩით,თუმცა ალბათ ასე ჯობია! ჯობია მარტო ვიყო,ყველასგან შორს. ასე არ გავნებთ,აღარ გატკენთ ჩემი სისუსტით. გაიგე ექიმმა რა მითხრა? დედა ვერასდროს გახდები,უშვილო და უსარგებლო ხარო! ლუკას ვერასოდეს გახდი სრულფასოვნად ბედნიერსო! რა დავაშავე? რითი დავიმსახურე? ბევრ რამეს ვითხოვ? მხოლოდ ბედნიერი ოჯახი მინდოდა,სხვა ხომ არაფერი?! შენც ზურგი მაქციე,მა? შენც მებუტები? აღარც შენ გამიღიმებ,აღარც შენ დამამშვიდებ,ხომ ასეა?! კარგი მამა,მესმის შენი! შენც მართალი ხარ,გაქვს უფლება რომ ჩემზე ნაწყენი იყო! თავს აღარ მოგაბეზრებ,მე წავალ.
ბოლოჯერ შემოვხვიე ცივ ქვაზე გამოსახულ მამის პორტრეტს ხელები და ის იყო უნდა ავდმგარიყვავი ვიღაცის ხელი რომ ვიგრძენი ზურგზე. არც კი შემიხედავს მისთვის,ისე ვუთხარი.
-ლუკა,გთხოვ მარტო დამტოვე!
-ლუკა არა,საბა!
სრულიად უცხო ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას და მეც მაშინვე ფეხზე წამოვდექი.
-უკაცრავად,გიცნობთ?
დაეჭვებულმა ავათვალიერე ბიჭი.
-შენ არა,მაგრამ მე გიცნობ,მირეი!
-კარგი,ვინ ხართ? რა გნებავთ?
-ვინ ვარ? საბა,საბა მჭედლიშვილი. გარდაცვლილი დიტო მჭედლიშვილის ძმა.

ისევ ისე ცივი და მკაცრი ხმით გამაცნო საკუთარი თავი. აქ კი ისევ გამაოცა ღმერთმა. როგორც ჩანს ჩემთვის სიურპრიზები არ ენანება.
......

ჯერ ისევ გაოგნებული ვიდექი მამის საფლავთან და სრულიად უცხო ადამიანს გაშტერებული ვუყურებდი.

-დიტოს ძმა?
-წამოდი და ყველაფერს აგიხსნი,თან შენთან შემოთავაზება მაქვს.
....
-კარგი, გისმენ საბა.
-რას მისმენ?
-შემოთავაზება გქონდა.
-კი და უკვე დამთანხმდი.
-როგორ?
-როგორ და აი ასე! თუ გინდა რომ შენმა ლუკამ შენგან შორს,მაგრამ მაინც თავისუფლად ისუნთქოს მოგიწვეს ისე მოიქცე როგორც მე გეტყვი.
-ვერ გავიგე?!
-როგორ ფიქრობ,ჩემი ძმის სისხლს ვინმეს შევარჩენ? რამდენად შესაძლებელი გგონია რომ შენ და შენს ქმარს ბედნიერების უფლებას მოგცემთ? თუმცა უი,მაპატიე. თქვენ ხომ ახლა გლოვა გაქვთ გამოცხადებული?!
-შეშლილი ხარ ვიღაც,შენს მოსმენას არ ვაპირებ.
წამოვენთე მაშინვე და სკამიდან წამოვვარდი.
-ახლავე შენს ადგილს დაუბრუდი!
დაიგრგვინა ბოლო ხმაზე და მეც იძულებული გავხდი დავმორჩილებოდი.
-რას ითხოვ?
-შენს თავს ან ლუკას სიცოცხლეს! რავიცი თავად აარჩიე.
-რა ჯანდაბა გინდა თქო?!
-აქ შენი ყვირილის მოსასმენად არ მოვსულვარ. გაინტერესებს რა უნდა გააკეთო? კიბატონო,კარგად მომისმინე იმიტომ რომ მეორედ არ გავიმეობ! ერთ კვირას გაძლევ რომ შენს ქმართან ერთად ბედნიერად გაატარო, მაგრამ აქვე გაფრთხილებ,გაქცევაზე არც კი იფიქროთ! ორივეს დაგხოცავთ და იმიტომ. ამ ერთი კვირის შემდეგ კი, შენი საყვარელი ქმრის დაბადების დღეზე სახლში ხანძარს გააჩენ და შენ იქედან მე გამოგიყვან,შენს მაგივრად კი იქ გვამს დავტოვებთ. შენი საყვარელი ოჯახი იფიქრებს რომ იქ დაიწვი,შენი ძვირფასი ქმარი ალბათ ვერ გადაიტანს და ან გალოთდება,ან წამალში იპოვის შვებას ან უბრალოდ ისიც თავს მოიკლავს. შენ ამ დროს კი ჩემი ცოლი იქნები და ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გეტყვი,გასაგებია?!
-და რაში გჭირდება ეს ყველაფერი?
-მე არა,დიტოს სულს სჭირდება სიმშვიდისთვის! შენი ქმარი დაიტანჯება,ნუ ბონუსად შენც!
-ფსიქოპატი ხარ!
-დრო 168 საათი გაქვთ შენ და შენს საყვარელ ქმარს,ერთ კვირაში შევხვდებით.
-არ ვარ თანახმა!
-რას ნიშნავს არ ხარ თანახმა? გინდა შენი ქმარი მოკვდეს? ავალიანის ქვრივობას აპირებ? მე რომც არ მოვკლა,როგორ ფიქრობ რამდენ ხანს გაძლებს უშვილო ქალთან ერთად ცხოვრებას?თვითონვე დაგშორდება,ამიტომ არ ღირს მსხვერპლის გაწირვა!
-გულს მერევა შენს დანახვაზე!
-ეგ გულის რევა ჩემი დანახვით არაა გამოწვეული.
-ნაგავი ხარ!
-და ჰო კიდევ,აღარ გაბედო ჩემთან მასე ლაპარაკი.ახლა შეგიძლია წახვიდე!

......
კაფე სრულიად შოკში მყოფმა დავტოვე,არ მესმოდა რა უნდა გამეკეთებინა.ხომ ვამბობ? ღმერთი ჩემთვის სიურპრიზებს არ იშურებს და უხვად მიგზავნის. თუმცა საფიქრალი რა მქონდა? ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც ამას საბა ამბობდა.სასიკვდილოდ დაავადებულებს,ექიმები რომ განაჩენს გამოუტანენ და ეტყვიან ამდენი დაგრჩა სიცოცხლეო სწორედ იგივე სიტუაციაში ვიყავი მე. ზოგს უმართლებს და წლებს აძლევენ სასიცოცხლოდ,საყვარელი ადამიანების გვერდში გასატარებლად. მე კი ამაშიც არ გამიმართლა.ერთი კვირა,მხოლოდ ერთი კვირა მქონდა იმისთვის რომ მეცოცხლა. სახლში რომ დავბრუნდი ყველა ნანერვიულებული დამხვდა. ჰო,ღელავდნენ ჩემზე! აყალმაყალის მიუხედავად, ჩემმა ბოდიშმა ყველას ყველაფერი დაავიწყდა. ბავშვებს ვთხოვე ეს ერთი კვირა ჩვენთან ერთად გაეტარებინათ და ყველა ერთად სადმე წავსულიყავით. საბოლოოდ გადაწყდა რომ ბაკურიანში მივდიოდით ექვსი დღით,მეშვიდე დღეს კი ლუკას დაბადების დღეზე აქ ვიქნებოდით.სწორედ იმ ღამეს დასრულდებოდა ყველაფერი.
მე,ლუკა,სალო,ლაშა,თეკო,ნიკა და ნინა მანქანებში გადავნაწილდით და ბაკურიანისკენ ავიღეთ გეზი. უნდა ვაღიარო და ასეთი დრო არასოდეს გამიტარებია. ვცდილობდი ყოველი წამი დამეფიქსირებინა და ღრმად ჩემებეჭდა გონებაში. საბასთან ცხოვრებას და ჩემი საყბარელი ადამიანების მომაკვდინებელ მონატრებასთან გამკლავებას მხოლოდ მოგონებებით თუ შევძლებდი.მოგონებებით,რომელსაც ჩემი გონებიდან და გულიდან ვერანაირი ძალა ვერ ამოშლიდა. ვხვდებოდი ლუკა რომ გრძნობდა იმას თუ როგორ მიჭირდა.ნიკაც უცნაურად მიყურებდა,მაგრამ ვფიქრობდი რომ მეჩვენებოდა. ის ექვსი დღე იმდენად თბილი იყო რომ ჩემს გაყინულ მომავლს,ოდნავ მაინც შეალღობდა. გეფიცებით მეც ის ვიგრძენი რასაც მომაკვდავები გრძნობენ ბოლო დღეებში. თითოული დღის დასრულება სუნთქვას მიკრავდა. მეექვსე დღეს უკვე აღარ მინდოდა დამენახა მთვარე,მთვარე რომელიც ჩემთვის ოცნებასთან ასოცირდება. და მაინც,როცა მთვარემ ჩვეულებას არ უღალატა და გააგვინთა ღამე, როცა მეექვსეჯერ ამობრწყინდა სწორედ მაშინ შემზიზღდა ის. სიყვაული თურმე ოცნებებსაც გვაზიზღებს...
ლუკას დაბადების დღეზე ყველა ბედნიერი დააბოტებდა. ვცილობდი არ შემემჩნია და საღამომდე მაინც ვყოფილიყავი ბედნიერი,მაგრამ არ შემეძლო.თითქოს კონკია ვიყავი,რომელსაც არ სურდა თორმეტი საათი გამხდარიყო,არ უნდოდა მისი ეტლი ისევ უბრალო გოგრად გადაქცეულიყო. ღმერთმა ყველაზე ორიგინალური ცხოვრება მე მაჩუქა. ერთ დღეს ვტიროდი,მეორე დღეს ბედნიერებისგან დავფარფატებდი.მესამე დღეს თუ ცრემლად ვიღვრებოდი და მეგონა რომ ეს სამყაროს დასასრული იყო, მეოთხე დღეს კიდევ უფრო უარესს მიგზავნიდა და მარწმუნებდა რომ მე უფრო მეტის ატანაც შემიძლია. საღამოს როგორც წინასწარ გეგმავდნენ წვეულება მოაწყვეს,ყველა წყვილი ცეკვავდა,ჩვენც მათ შორის.
-ლუკა,რომ წავიდე ...
-დამშვიდდი!
-მაცადე! აი მაგალითად მოულოდნელად რომ ავდგე და შენი ცხოვრებიდან გავქრე,რას იზამ?
-მოგაკითხავ!
-მაგრამ...
-გაჩუმდი,მომენტს ნუ მიფუჭებ რა!

ტელეფონზე ზარის ხმაც გაისმა და აი მესმის მომემტის გაფუჭება!
-ვინ არის? არ უპასუხო!
-არა ლუკა,მნიშვნელოვანია!
-მირეი, რამეს მიმალავ?
-მაპატიე!
მხოლოდ ეს ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით შევედი სახლში,ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მითხრეს და საკუთარი ნებით მივუახლოვდი უფსკრულს. ცოტა ხანში
შორიდან ვუყურებდი თუ როგორ იწვოდა ის სახლი,რომელიც თავიდან მეზიზღებოდა,მაგრამ შემდეგ მას ჩემი სახლი ვუწოდე,ჩემს სახლში კი ყველაფერი მიყვარდა. მიუხედავად იმისა რომ ამ სახლში დიდი ხანი არ მიცხოვრია,მაინც შევძელი უამრავი მოგონების შენახვა,ახლა კი ის იმ მოგონებენთან ერთად იწვის! ყველაფერი საკუთარი ხელით გავანადგურე,ახლა კი ამას შორიდან ვუყურებ. იმ სახლთან ერთად,იმ დღეს ჩემი სულიც დაიფერფლა.

საბამ ერთ მიტოვებულ შენობაში მიმიყვანა და პატარა ითახში ჩამკეტა.
-ხუთი დღე აქ იქნები,როცა დაგკრძალავენ მერე ჩემთან გადაგიყვან!

ჰო,ხუთი დღე ამ სოროში გავატარე. თავს ტყვედ ვგრძნობდი,თუმცა სხვა რა მერქვა? ამიერიდან მთელი ჩემი ცხოვრება ტყვეობა იქნებოდა. პირი არაფერზე დამიკარებია,არც წყალი დამილევია. სულ ხუთი დღე ვიყავი მათგან მოშორებით და უკვე სუნთქვა აღარ შემეძლო. გულის რევები მიხშირდებოდა და ამისგან უკვე ყელიც მტკიოდა და ხმაც ჩახლეჩილი მქონდა. ძალაგამოცლილი ვეგდე საწოლზე და წუთებს ვითვლიდი. ხუთი დღის შემდეგ საბა გამოჩნდა თავის ბიჭებთან ერთად. შავი ტანსაცმელი მომცა,შავი მზის სათვალე და შავი თავსაბურავი. ასე ნამდვილ ჯაშუშს ვგავდი,ჯაშუშს რომელიც საკუთარ დაკრძალვაზე მიდის. ძალა რომ მქონოდა საკუთარ თავს დავცინებდი. სასაფლაოზე მიმიყვანა საბამ. მოშორებით ვიდექი და ყველას განადგურებულ სახეს ვხედავდი. შესაძლებლობა რომ მქონოდა მაშინვე გავიქცეოდი და ყველას მაგრად მოვეხვეოდი,მაგრამ ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა.
შორიდან ვუყურებდი ადამიანებს,რომლებსაც ამ ხუთ დღეში ფერი ეცვალათ.

სალომე-სალო,ჩემი სალო. იმდენი დარტყმის მიუხედავად მაინც არ ტყდებოდა და ამაყად იჭერდა თავის პოზიციას და მუდამ იმეორებდა "არ მტკივა"-ო. მიუხედავად იმისა რომ ის ყოველთვის სხვებზე მეტად განიცდიდა,ყველაზე მძაფრად სტკიოდა მაინც ყველას არწმუნებდა რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა. სალო,რომელიც მე მახსოვს არასოდეს ტიროდა ხალხის დასანახად,ახლა კი ის "ჩემს საფლავზე" ცრემლად იღვრება.

ნიკა-ბიჭი, რომელმაც ერთი საუბრით შემაყვარა თავი. ყოველთვის რომ მხიარულად და ლაღად იგრძნობდი მის გვერდით თავს. მუდამ რომ სიცილის ხასიათზე იყო,გამუდმებით რომ რეპლიკებს ისროდა, ახლა "ჩემს საფლავზეა" დამხობილი და უხმოდ გლოვობს.

თეკო-გოგო რომელსაც პირველი კურსიდან ვიცნობ,მუდამ რომ იღიმიდა,ყოველთვის რომ მზად იყო დახმარების ხელი გამოეწვდია,ყოველთვის რომ შეეძლო დაემშვიდებინე ახლა "ჩემს საფლავთანაა" დაჩოქილი და მას დახმარების ხელს არავინ უწვდის.

ლაშა-ბიჭი რომელმაც ჩემს გულში უზარმაზარი ადგილი დაიკავა. ბიჭი რომელსაც ძმას ვუწოდებდი,ლაშა იყო ის ვის გამოც ზეც თანახმა ვიყავი,ლაშა იყო ის ბიჭი ვისი წყენინებაც ვერ ავიტანე. ლაშა იყო ბიჭი რომელიც მუდამ გართობის ხასიათზე იყო. ჩემი ძმა იყო,რომელთან ერთადაც უამრავი სიგიჟე მაქვს ჩადენილი,ახლა ის ბიჭი "ჩემს საფლავთან" დგას და ჩემს სურათს უყურებს თვალცრემლიანი.

ზურა და ქეთი კი ახლადშეძენილ შვილს გლოვობდნენ,რომელიც უკვე წაართვა ღმერთმა.

ლუკა? ლუკა სულ მარტო,განცალკევებით თავჩახრილი იჯდა და დარწმუნებული ვარ ფიქრობდა იმაზე თუ რა მოხდებოდა რაღის შეცვლა რომ შესძლებოდა. ვგრძნობდი რომ მასაც და თუთოელ მათგანს ჩემი სიკვდილი ბოლოს უღებდა და უნდა ვაღიარო ეს,ეგოისტურად მახარებდა.
მესაფლავეებმა საფლავის თხრა დაასრულეს,ლუკამ კი საკუთარი ხელით მიაბარა მიწას "ჩემი" სხეული.

რთულია უყურო საყვარელი ადამიანის დაკრძალვას,მაგრამ საშინელებაა უყურებდე თუ როგორ გგლოვობენ,გმარხავენ და გივიწყებენ საყვარელი ადამიანები...

-მორჩნენ უკვე შენს დატირებას და დღესვე შეგვიძლია ვიქორწინოთ.
ჩურჩულით მითხრა საბამ,ხელი ჩამავლო და მანქანაში ჩამაჯინა.
არ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის თავი. სასაცილოა,მაგრამ საკუთარი დაკრძალვის დღეს ვთხოვდებოდი. მისი მოთხოვნისამებრ თეთრი,საპატარძლო კაბაც მოვირგე და მის გვერდით მჯდომი ველოდებოდი რეგისტრატორს.
მანაც ჩვეულებისამებრ დაზეპირებული სიტყვებით წარმოთქვა.
-პატივცემულო საბა მჭედლიშვილო,თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ აწ უკვე გარდაცვლილი მირეი ქალდანი?
-რას ლაპარაკობთ ბატონო?
დაიძაბა საბა.მეც გაოგნებული ვუსმენდი რეგისტრატორს. მან კი ჩაახველა და ხელის აწევით გვანიშნა მაპატიეთო.
-უკაცრავად შვილო ჩემო,მომიტევეთ!
აფხუკუნდა ისევ.
-რა ჯანდაბა ხდება?
იღრიალა საბამ.
-არაფერი, შვილო ჩემო დაჯექი!
-თქვენ რა დამცინით?
წყობილებიდან გამოვიდა დიტო.
-დამშვიდდი,ქორწინდები შვილო!
-თანხმა ვარ!
წამოიყვირა და ანიშნა განაგრძეო,რეგისტრატორმაც განაგრძო.
-პატივცემულო აწ უკვე გარდაცვილო მირეი ქალდანო,თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ საბა მჭედლიშვილს?
-უკვე მეორედ გიხდით ბოდიშს შემოჭრისთვის,მაგრამ რა ვქნა რომ ჩემს ცოლს ცოლად ვერავინ მოიყვანს,მითუმეტეს თუ ის ორსულად არის!
გეფიცებით ასეთი არასოდეს არაფერი მიგრძვნია,კარებში მდგომ ლუკას ისე ვუყურებდი,თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. აი აქ კი ჩვენმა რაგეისტრატორმა ვეღარ შეიკავა სიცილი და ბოლო ხმაზე ახარხარდა. ჯერ ულვაშები მოიძრო,მერე სათვალე,ბოლოს პარიკიც და წითელ ხალათში გამოწყობილი ნიკა შემრჩა ხელში,რომელსაც სიცილისგან თავისივე ხალათისფერი დაედო სახეზე.
-თქვენ რა,დამცინით?
აღრიალდა საბა.
-არა როგორ გეკადრებათ ბატონო საბა. თქვენ ბრალი გედებათ ადამიანის შანტაჟში და ფულის გამოძალვაში.ორი წუთი მოიცადე და ლამაზ სამაჯურებსაც გაგიკეთებენ.
ირონიული ღიმილით დასცქეროდა ნიკა.
-ჰო მართლა,ფულის გამოძალვა მე დავამატე!
გადმომიჩურჩულა ნიკამ,მე კი ბედნიერმა ხელები ძალიან მაგრად მოვხვიე.
-გაჩერდი თორე პატარა ლუკაჩო შემოგვეჭყლიტება.
ლუკა კარებს არ სცილდებოდა მანამ სანამ საბა პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილებით არ გაათრიეს.
ბოლოს მანაც შვებით ამოისუნთქა, სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდა და მთელი ძალით მომხვია ხელები.
-კაი შე**მა გეყოფა,შენი შვილი შემოგეჭყლიტება.
-მოიცა რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი?
-ჩამოჯექი რძალო და მოგიყვები,მაგრამ დაგვპირდი რომ არც ერთს გამიგვიქანებ რამეს და არც მეორეს.
-გპირდებით!
-მოკლედ ეგ შენი საბუნია ბევრად უფრო ადრე გამოჩნდა და დამიკავშირდა მე,თქვენს დაშორებაში დიდი როლი უნდა მეთამაშა,წინააღმდეგ შემთხვევაში ნინას უბრალოდ მოკლავდა. მეც ეგრევე დავთანხმდი,ყოველგვარი ფიქრის გარეშე და მან გამაფრთხილა რომ თუ პოლიციას შევატყობინებდი დამარჩენებსაც მიგაყოლებდათ. ეს პოლიცია კიბატონო,არც გამხსენებია,მაგრამ ლუკას ამას ვერ დავუმალავდი! შენმა ლუკაჩომაც იცოდა ყველაფერი და მეც. მას ვეხმარებოდი,მაგრამ რეალურად სამარეს ვუთხრიდით. ის უშვილობა კიდე მოგონილია.გვაპატიე,მაგრამ ანალიზის პასუხების გაყალბება მისი ერთერთი მოთხოვნა იყო და რომ არ შეგვესრულებინა ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებოდა. შენ დედა ხარ,თან ძაან ძერსკი ბავშვის,იმენა ჩემი და სალოს ნათლულის,ხო არ დადაობ შენ?!
-მაოცებთ!
ბედნიერმა მოვხვიე ორივეს ხელები.არ მჯეროდა,უბრალოდ არ მჯეროდა რომ ამ კოშმარს ასეთი ბედნიერი დასარული ექნებოდა. ნიკას ნათქვამს ვერ ვიჯერებდი,სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე მონიტორზე გამოსახული ჩემი პატარა.
ბავშვი ჯანმრთელი იყო,თუმცა ამდენმა ნერვიულობამ და უჭმელობამ მის ჯანმრთელობას საფრძე შუქმნა,ამიტომაც დასვენება იყო საჭირო. წამლებიც გამოგვიწერა და გამოგვიშვა კაბინეტიდან.
ბედნიერი მოვკალათდი მანქანაში და ლუკას გადავხედე.
-წამო სვანეთში დავგაზოთ!
მოულოდნელად წამოიყვირა.
-ახლა?
-ჰო აქედან პირდაპირ იქ წავიდეთ. ჯერ ჩვენ ვიყოთ,მერე ბავშვებიც ამოვლენ,რას იტყვი?!
-თანახმა ვარ. მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო!
-მიდი,გისმენ!
-წასვლამდე...დიტოსთან ამიყვანე გთხოვ!
ხმადაბლა ამოვთქვი,მანაც გამიღიმა და მანქანას მიმართულება შეუცვალა.

-დიტო,მოვედი. შეიძლება აქ ამოსვლის უფლება არ მაქვს,მაგრამ ვერ შევძლებდი ბედნიერად გამეგრძელებინა ცხოვრება,თუ კი მეცოდინებოდა რომ ჩემზე ნაწყენი ხარ. ვიცი,არ გიმსახურებდი! არ ვიყავი შენი ღირსი... შენ კარგი იყავი,ძალიან კარგი. მიყვარდი როგორც მეგობარი,მაგრამ მაპატიე რომ შენს გრძნობებს იგივეთი ვერ ვპასუხობდი.რა ვქნა,ვცდილობდი შემყვარებოდი მაგრამ არ გამომდიოდა! ვხვდები, შენს სიკვდილში ჩემი ხელიც რომ ურევია. თავიდანვე რომ უარი მეთქვა ახლა შენ ცოცხალი იქნებოდი და როცა ამაზე ვფიქრობ გულს რაღაც მიღრღნის. დამნაშავე ვარ და მინდა პატიება გთხოვო! არ იფიქრო,გთხოვ ნუ იფიქრებ რომ შენმა სიკვდილმა ჩემზე არ იმოქმედა. უბრალოდ ვერ ვიაზრებდი,გონება შენც ხომ იცი რა არეული მქონდა?! მაპატიე გთხოვ!

ერთი ცალი სანთელი ავანთე,ცრემლები შევიმშრალე და მანქანაში დავბრუნდი.ახლა მზად ვიყავი შემეგრძნო ბედნიერება და ვყოფილიყავი კმაყოფილი იმით,რაც მაქვს...

ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე,მთავარია იმდენად არ დააღოთ პირი გაოცებისგან რომ შემდეგი სიურპრიზისთვის პირის ოდნავ გაღებაც ვერ შეძლოთ...

ეს ჩემი ისტორია იყო,მოგიყევით იმ ცხოვრებაზე რომელსაც დასაწყისიდანვე ეტყობოდა,ნორმალური რომ ვერასოდეს იქნებოდა. მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში მუდამ გადააწყდებით დაბრკოლებებს,თითოეული ნაბიჯის გადადგმისას რომ სირთულეებს გადააწყდებით ამისი არ უნდა გეშინოდეთ. თამამად გადადგით ნაბიჯი და ნელ-ნელა მოაგვარეთ პრობლემები,ცხოვრებას სწორედ ეს სირთულეები აძლევს ხიბლს. რომ არ არსებობდეს დარდი და ტკვილი,არ გვეცოდინებოდა ბედნიერების ფასი. ასე რომ ნუ იდარდებთ თუ კი რაღაც ისე ვერ არის როგორც თქვენ გინდათ. ეს ხომ ცხოვრებაა? ცხოვრება,რომელიც არავინ იცის რას გვიმზადებს ხვალ.
......
დასასრული.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი teengirllove

პირველი ვარ :)))აქაც კი )))) მიყვარს ,მიყვარს ,მიყვარს ეს ისტორია ,ძაკიან,შენზე მეტადაც ;)))
პ.ს. მთლიანად წაკითხვა დამეზარა და მარტო ის მომენტები წავიკითხე ,ლუკას შევარდნებით როა ქორწილში :)))

 



№2  offline მოდერი ლათინო

teengirllove
პირველი ვარ :)))აქაც კი )))) მიყვარს ,მიყვარს ,მიყვარს ეს ისტორია ,ძაკიან,შენზე მეტადაც ;)))
პ.ს. მთლიანად წაკითხვა დამეზარა და მარტო ის მომენტები წავიკითხე ,ლუკას შევარდნებით როა ქორწილში :)))

ხოდა გიყვარდეს ჩემზე მეტად.ვნახოთ მერე რომელი პერსონაჟი დაგიწერს ახალ ისტორიას :დ .... ისე რამ გაგამწარა აქაც პირველ რო ხარ,რა მაფიაა?! :დდდ

 



№3  offline წევრი nathali lifhonava

თავოდან ბოლომდე წავიკითხე
შენთავს ფიცავარ;დდ<3
ყველაზე მეტად მიყვარს
დასასრულიი ვუიმე ისეთი კაი იყო
ბაე შენ ვერც კი მიხვდებიიიიიი;დდდდდდდდდდ
kissing_heart kissing_closed_eyes
ყველაზე მაგარიიიიხაარრ
kissing_heart
კისს უუ ბაეეე kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№4  offline წევრი teengirllove

ლათინო
teengirllove
პირველი ვარ :)))აქაც კი )))) მიყვარს ,მიყვარს ,მიყვარს ეს ისტორია ,ძაკიან,შენზე მეტადაც ;)))
პ.ს. მთლიანად წაკითხვა დამეზარა და მარტო ის მომენტები წავიკითხე ,ლუკას შევარდნებით როა ქორწილში :)))

ხოდა გიყვარდეს ჩემზე მეტად.ვნახოთ მერე რომელი პერსონაჟი დაგიწერს ახალ ისტორიას :დ .... ისე რამ გაგამწარა აქაც პირველ რო ხარ,რა მაფიაა?! :დდდ

არანაირი მაფია ,ზოგადად მე უნდა მჭირდებოდეს შეხსენება რომ შენს ცხოვრებაში პირველი ადგილი მიკავია ,ოჯახის და ნიას მერე?

 



№5  offline წევრი Mtirala

აი, ღიმილისგან ტუჩები და მთელი სახე მტკივა :)))))
ეს იყო საოცრება!

საოცრება იყო მრავალი ზღაპრის მიუხედავად :დდდ
ცოტა არარეალურად მომეჩვენა ბავშვების დაქორწინება, ხო ხვდები, რა.
მერე მამამისის უცნაური ავარია, დედამისის გაუჩინარება, დიტოს სიკვდილი, მირეის თვითმკვლელობის მცდელობა, საბას გამოჩენა...
მაგრამ! ამ ყველაფერს ისეთი საოცარი მუხტი ჰქონდა!
:)))))))
სათაურიდან გამომდინარე ძალიან პოზიტიური ისტორია მეგონა,
ვერ ვიფიქრებდი ამდენი დრამა თუ იქნებოდა.
თუმცა იმდენი კომედიური მომენტი იყო სიცილს ძლივს ვიკავებდი :დდდდ
განსაკუთრებით ნიკა იყო ჩემი პოზიტივი და ჩემი სრული კომედია. :))
თავი განსაკუთრებით შემაყვარა და დამამახსოვრა!
ნიკა! ნიკოლოზი! ჩემი ბიჭი! :დდდდდ ❤^^

დიტო თავიდანვე მაღიზიანებდა. :///// :დდდდ
ლაშა კიდე მესიყვარულა :)^^^
ნუ სალომე როგორი ადამიანი და მეგობარი იყო ყველამ ვიცით.
მისთვისაც მინდოდა ბიჭი, მაგრამ იქნებ დიტოს ერთგული დარჩა სამუდამოდ?!
ნუ მირეი და ლუკა სულ სხვა განზომილება იყო :)))
ორი უწი-პუწი ადამიანი :დდდდდ

ერთ პატარა რჩევასაც მოგცემ :) (იმედია არ მიწყენ)
თეკლე და საბა ისე შემოიყვანა რომ არცერთხელ არ გიხსენებია.
შეგეძლო სადმე ლაითად გეხსენებინა, მაგალითად ლუკას ბავშვობის მოგონებებში, რომ და ჰყავდა და ასე.
ნუ საბა ძმაკაცი რომ ყოფილიყო ან მამა, ბიძაშვილი შეიძლებიდა მოულოდნელად შემოგეყვანა, მაგრამ როდესაც მირეი დიტოს მთელი ცხოვრება იცნობდა აუცილებლად უნდა სცოდნოდა რომ ძმა ჰყავდა.
(იქნებ იცოდა და მე ვერ შევამჩნიე?! მომიტევე)

ძალიან ძალიან მაგარი იყო
და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ!
ყოჩაღ!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№6  offline წევრი mariam m.k

mmmmm aqa siamovneba Melis uewveli iseti komentarebia .......,,,,,,,,.?..?/)$/)/61$ emociebs gagiziareb efeqtidan tu viyavi gamosuli

 



№7  offline მოდერი ლათინო

mariam m.k
mmmmm aqa siamovneba Melis uewveli iseti komentarebia .......,,,,,,,,.?..?/)$/)/61$ emociebs gagiziareb efeqtidan tu viyavi gamosuli

აუციელბალად...დაგელოდები :)))

 



№8  offline წევრი Hela

სასიამოვნო წასაკითხი იყო ნუ რავიცი მე პირადად მომეწონა
იყო გადაჭარბებული მომენტები
ზღაპარივით ამბავი იყო
მაგრამ საერთო ჯანში მაინც კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent