გვირილების დედოფალი (თავი 8) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი (თავი 8)


22-07-2018, 13:11
ავტორი teengirllove
ნანახია 534

გვირილების დედოფალი (თავი 8)

თავი 8
მოდით დღეს ცოტა გადავუხვიოთ თემიდან, ალბათ ყველას გაინტერესებთ ვინ არის გურამი ,გაგა ,ელენე და საერთოდ ვინ არის და რა დაემართა ელიზას ..ამიტომ დღეს თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და მოკლედ მოგიყვებით ყველაფერს იმ დღემდე,როცა ჩვენი ამბის აღერა დაიწყო..

******
ელიზაბეთ ,იგივე ლიზა დადიანი ,დაიბადა ზუგდიდში დადინების ოჯახში ,მამა იოან დადიანი ,დედა კი თავადის ქალი ელენე ახვლედიანი ..
პატარა იყო ლიზა ,როდესაც მისი ოჯახი თბილისსში გადმოვიდა საცხოვრებლად ,მათთან ერთად წამოვიდა მისი უფროსი ნახევარძმა გაგა დადიანი, მამამისის პირველი ცოლის ეკატერინე ჯაყელის ვაჟი..
ელენე ახვლედიანი ცნობილი იყო თავისი გარეგნობით,სილამაზითა და კლდემამოსილებით,იმასაც ამბობდა ხალხი გაგას და ლიზას ერთმანეთისგან არ ანსხვავებსო და მართალიც იყვენენ ,ქალს ისევე უყვარდა მეუღლის მემკვიდრე როგორც თავისი პატარა ,ახალშობილი გოგონა..
ვერ ვიტყვი რომ ელიზას და გაგას შესაშური ურთიერთობა ჰქონდათ ,პირიქით ყველა ამჩნევდა როგორი ზიზღით უყურებდა ბიჭი უმცროს დას ..
13 წლის იყო ლიზა დედა პლევმონიით (ფილტვების ანთება ) რომ გარდაეცვალა და მისთვის აქამდე ლაღი და ბედნიერი ცხოვრება უარესობისკენ წავიდა , მეორე ცოლის სიკვდილი ძალიან რთულად გადაიტანა იოან დადიანმა , დარდს ქალებში და სასმელში ახრჩობდა , ხშირი იყო მისი სტუმრობა ბარიდან ბარში, სასტუმროებსა და ყავახანებში, კაცმა მთელი თავისი ქონება გაანიავა ,მთელი თავისი ნაშრომი და დატოვა შვილები მშრალზე ..
ამას ისიც დაემატა რომ უფროსი ვაჟი ,გაგა დადიანი სახლიდან წავიდა ,ცალკე დაფუძნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო, მოხუცი და მთვრალი მამის მოვლა კი 16 წლის ელიზას ევალებოდა ,ფულს ბიძები უგზავნიდნენ რომ როგორმე თავი გაეტანა ,ცოტახანში მამამისიც გარდაიცვალა ,იმხელა ბინაში ცხოვრება ,მარტო შეუძლებელი გახდა ამიტომ უფროს ძმასთან გადასვლა მოუწია ...
ძმასთან ცხოვრება არც ისე ცუდი იყო,მით უმეტეს გაგა ყოველ დილას გადიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა ,დილაობით ფულს უტოვებდა ხოლმე რომ მთელი დღის განმავლობაში რაიმე ეჭამა ..ასე გადიოდა დრო, იზრდებოდა მარტო,დადიოდა სკოლაში,გაიჩინა რამდენიმე მეგობარი ,შემდეგ სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტში მოეწყო ფილოლოგიურზე ..
ძალიან ლამაზი იყო დადიანის ასული,გარდატეხის ასაკში მთლად გაიფურჩქნა ,დედას ძალიან გავდა ზღვასავით ლურჯი თვლებით,რომლებიც ინტერესით აკვირდებოდნენ ყველაფერს,ქერა ტალღოვანი თმით ,სწორი ცხვირითა და სავსე წითელი ტუჩებით ..ბევრს მისდიოდა მასზე სული,მამაკაცების მზერას ვერ იშორებდა , ხან ვინ გამოელაპარაკებოდა ხან ვინ, მათ შორის დიდგვაროვნებიც იყვნენ,მაგრამ ლიზა ყურადღებას არავის აქცევდა..
უფროსმა ძმამაც შეამჩნია დის ასეთი ცვლილება , თითქოს სხვა თვალით შეხედა მას ,სახლშიც უფრო ხშირად ჩერდებოდა ,ურთიერთობაც გამოუკეთდათ ,თითქოს ცხოვრებამ რაღაც აზრი მიიღო,მაგრამ კარგს ყოველთვის მოსდევს ცუდი..
ერთ საღამოს სახლში სასწავლებლიდან დაბრუნებულს სახლში სტუმარი დაუხვდა ,მაღალი ,ჭაღარაშერეული მამაკაცი,რომელიც ასაკით ასე 40-45 წლის ინებოდა ,გაგას რაღაცას ემუსაიფებოდა ,როგორცკი გოგონა დაინახა მაშინვე აათვალიერა თავიდან ფეხებამდე ,შემდეგ ფეხზე წამოიმართა და ხელი გაუწოდა
-გურამ ჩიქოვანი - თავიდანვე არ მოუვიდა ლიზას კაცი თვალში,მაგრამ ეტიკეტი მოითხოვდა სტუმარს ზრდილობიანად მოქცეოდა ,ნაზად გაუღიმა ,გამოწვდილ ხელს შეახო თავისი პატარა ,თხელი თითები,მანაც არ დააყოვნა და ტუჩები დააწება ზედ ,რაზეც უსიამოვნოს გასცრა ახალგაზრდა დადიანს ,ხელი უხეშად გამოგლიჯა
-ლიზა...-ჩაახველა -ელიზაბეთ დადიანი - მშვიდად მიუგო და ძმას კითხვებით სავსე თვალებით გადახედა
-ბატონი გურამი მამას მეგობარი იყო,სტუმრად გვეწვია-მანაც მაშინვე აუხსნა თუ ვინ იყო სტუმარი
-მართლა? უცნაურია აქამდე არ მინახიხართ - გაკვირვებულმა ახედა კაცს
-დიახ ,მართლაც უცნაურია ,არადა რომ მენახეთ აუცილებლად დამამახსოვრდებოდით - ზრდილობიანად მიუგო მამაკაცმა და თავის ადგილს დაუბრუნდა ,ლიზაც მიიწვიეს სუფრასთან..
სადილი არც ისე საინტერესო აღმოჩნდა ,ლიზაც მთლად დაიძაბა რადგან აშკარად გრძნობდა გურამის მწველ მზერას ,მის რამდენიმე კითხვას ზრდილობისთვის გასცა პასუხი და ბოდიშის მოხდით გავიდა ოთახიდან ...იმ დღის შემდეგ მოუხშირა მამაკაცმა მათთან სიარულს , გოგონას მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდა..უცნაური გრძნობა გაუჩნდა ამ კაცისადმი, მისი დანახვა საშინლად არ სიამოვნებდა ,ყოველ მის ღიმილსა და ხელზე ამბორზე უსიამოვნოდ ცრიდა ორგანიზმში,მისი შავი ,ჩაბნელებული,არაფრისმთქმელი თვალები საოცრად აშინებდა ,სიცილის დროს ჩაშავებულ კბილებთან ერთად სამი ოქროს კბილიც რომ გამოუჩნდებოდა თავს ძლივს იკავებდა იქვე არ არეოდა გული..
ერთ საღამოს გეგამ ლიზა სალაპარაკოდ გაიხმო..ისიც მოწესრიგდა და მისაღებისკენ გავიდა ,გეგა აშკარად ნასვამი იყო,თვალები უცნაურად ჩასწითლებოდა ,მაგიდასთან იჯდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა
-გეგა - მშვიდად მიუგო გოგონამ ,მაგრამ მას არ გამოუხედავს ,თვალები გაფართოებოდა და ერთ ადგილს მიშტერებოდა - გეგა! - მეორედაც დაუძახა ,მიუახლოვდა და ფრთხილად შეახო ხელი ,კაცი შეკრთა ,დას მსუბუქად გაუღიმა და უთხრა მის წინ ჩამომჯდარიყო ,ლიზაც დაემორჩილა მის თხოვნას
-ელიზაბეთ,ახლა მშვიდად მომისმენ ,ხმას არ მოიღებ! -კატეგორიული ხმით დაიწყო,გოგონამ თავი დაუქნია ,ყოველთვის ერიდებოდა ძმის გაღიზიანებას ,რადგან იცოდა მას არ დაინდობდა ,მიუხედავად იმისა რომ ადრინდელთან შედარებით ცოტა გამოუკეთდათ მდგომარეობა,მას ისევ ეშინოდა გეგასი,მისი გაბრაზების ,რადგან როცა ბრაზდებოდა შეურაცხადი ხდებოდა ,ადამიანსაც კი მოკლავდა ..-მოკლედ ,მინდა სიხარულით გახარო ,რომ თხოვდები - გაუღიმა და მის სახეს დააკვირდა ...ლიზამ ერთი დაახამხამა თვალები,შემდეგ ხელზე იჩქმიტა იმაში დასარწმუნებლად რომ სიზმარში არ იყო
-რა? - ძლივს აღმოხდა მის ბაგეებს
-ხო,გილოცავ დაო
-რას მილოცავ ! -ფეხზე წამოდგა - შენ სულ გადაირიე?!
-მოკეტე და დაჯექი!-იმხელაზე იღრიალა ადგილზე შეხტა ,თავისდაუნებურად შეასრულა მისი ბრძანება ,ჩაწითლებულ თვალებს მზერა აარიდა
-მე არ გავთხოვდები - კატეგორიული ხმით თქვა,თავს ძლივს იკავებდა არ ეტირა
-მოგიწევს!
-ასეთი ტვირთი თუ ვარ შენთვის ,ავდგები და ისე წავალ სახლიდან -კიდევ აპირებდა რაღაცის ატქმა გეგას სიცილი რომ მისწვდა ყურს,გაკვირვებულმა შეხედა ძმას
-სად წახვალ ,საად? მამაჩემის მამასთან?
-ბიძებთან,ან ზუგდიდში დედის სახლში
-ვერსად ვერ წახვალ,ის სახლი მამამ გაყიდა ,ბიძები კი საქართველოში არ ცხოვრობენ
-ვიმუშავებ - უკანასკნელი იმედი მიეცა
-აბა ახლა ! -შეყვირა - გამუშავებ მე შენ !..
-კიმაგრამ რატომ მათხოვებ ,ვისზე ან ..
-გურამ ჩიქოვანზე - უცებ მიახალა -მამას მეგობარზე - ელიზა გაშრა ,გულმა ორმაგად დაუწყო ცემა ,სახეზე სულ გადაფითრდა ,ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გამოაღო
-რა? მეხუმრები ხო,გეგა მითხარი რომ ხუმრობ
-არა
-არ არის სასაცილო,საერთოდ არ არის -ხმაში ნერვიულობა დაეტყო ,გეგაც წამოდგა ფეხზე და წინ აესვეტა დას ,საშინელი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა
-მოკეტე ! რამდენს ლაპარაკობ, გეუბნები გათხოვდებითქო და მეტი აღარ გამამეორებინო!
-მე სრულწლოვანი ვარ ,შენ არ გაქვს უფლება მიბრძანო რა ვქნა ! - დაუყვირა და მაშინვე საშინლად აეწვა ლოყა , წამში დაუნამა სახე ცრემლებმა ,ვეღარაფერს ხედავდა ,ხელი ამწვარ ადგილას ჰქონდა მიდებული,გეგას ჩაეღიმა ,ქერა თმაში სწვდა და სახე საშინლად დამანჭა
-კიდევ ერთხელ დაძრავ სიტყვას და მოგკლავ,გესმის? ჩემი ხელით მოგკლავ
-მირჩევნია მომკლა ვიდრე იმ ბებერს გამაყოლო
-მოკეტე მეთქი ! - დაუღრიალა და ოთახისკენ წაათრია -აქედან ფეხს ვერ გამოადგამ -შიგნით შეაგდო და კარები გასაღებით ჩაუკეტა ..

გულაღმა იწვა საწოლზე ,თვალები ტკივილისგან ჰქონდა დასიებული,უკვე ორი დღე გაატარა გამოკეტილმა ,არც ტელეფონი ჰქონდა ,ფანჯრებიც ჩაერაზა ძმას ..ხელი დედის ყელსაბამზე ჰქონდა მოჭერილი,რომელსაც არასდროს იხსნიდა ,გულში ღმერთს დახმარებას სთხოვდა ..
ცოტახანში კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა ,ამას მისი გაღებაც მოყვა და ოთახში ვიღაც შემოვიდა.. ბრთხილად შეჰკივლა და მის საწოლთან მდგარი გურამი რომ დაინახა სწრაფად წამოხტა ,საწოლის კიდეს მოეჭიდა ..კაცს ჩაეღიმა ,ფრთხილად მიუჯდა საწოლს
-ლიზა - მშვიდად დაიწყო -ნუ გეშინია - შავი თვალებით გადახედა ,იქვე მჯდარ ,თვალებდასიებულ გოგონას ,რომელიც მთლიანად აეტანა კანკალს
-წადი!
-არა ,არ წავალ ..შენ ჩემი საცოლე ხარ -კატეგორიული ხმით უთხრა
-მე თქვენ ცოლად არ გამოგყვებით! -ზიზღით სავსე თვალები მიაპყრო
-გამომყვები ..თუ სიცოცხლე გინდა
-თქვენს გვერდით ცხოვრება ისედაც სიკვდილის ტოლფასია
-ნელ-ნელა მიეჩვევი..აი ნახავ მოგეწონები
-თქვენ ,ჩემზე 28 წლით დიდი ხართ,ფაქტიურად მამად მეკუთვნით
-მერე რა ,ადრეც ასე იყო..ძველად..
-რათ გინდათ ჩემხელა ცოლი? ცოლი რომელსაც ეზიზღებით!
-მე არა ,შენს ძმას სჭირდბაა..
-გეგას?
-ხო,ძალიან ბევრი ვალი აქვს ,საღამოიბით კაზინოშიც დადის ,მე გადავუხდი შენს სანაცვლოდ..გადავუხადე უფრო სწორად
-ანუ ,გამყიდა - ცრემლები წამოუვიდა
-ეგრე გამოდის..რას იტანჯავ შვილო თავს ,არც მაგდენად მოხუცი ვარ
-მე არ მინდა შენი ცოლობა..-კაცი ფეხზე წამოდგა ,კარებისკენ აიღო გეზი
-მოგიწევს ,გეგაზე უარესი ვარ იცოდე ! -თქვა და ოთახიდან გავიდა..

მაინც არ იშლიდა თავისას და კატეგორიულ უარს განაცხადებდა გათხოვებაზე ,გურამიც რამდენჯერმე შევიდა მასთან სალაპარაკოთ,ბოლოს მანაც გეგასავით გაარტყა სახეში ,როცა გოგომ უთხრა მეზიზღებიო ..რომ ნახა საშველი არ იყო ,სხვა რაღაც მოიფიქრა : ერთ დილას ,ადრე ,როცა გეგა შემოვიდა საჭმლის თეფშით ხელში უთხრა ,რომ თანახმა იყო ქორწილზე ,ძმამაც არ დააყოვნა და გულში ჩაიკრა ,ქორწილი ორ დღეში დანიშნეს..
-საქორწილო კაბის საყიდლად მივდივარ,ფული მომეცი - თავზე წაადგა ძმას
-ოჰო..რათ გინდა კაბა ,ისედაც არავინ მოდის სტუმარი
-ან კაბით გავთხოვდები ,ან საერთოდ არა ! -კატეგორიული ხმით უთხრა ,გეგამ ერთი ამოიოხრა და ფული გაუწოდა ,სწრაფად დაავლო ხელი ჩანთას და გარეთ გავიდა..სწორედ ასე აღმოჩნდა სვანეთში,ასე ვთქვათ იქ გაიხიზნა ..
მთელი თვე ეძებდნენ თბილისში გოგონას ,ბოლოს როგორღაც გაიგეს სადაც იყო და სვანეთისკენ აიღეს გეზი,ელიზას სახლი შემაღლებულ ადგილას ექირავებინა, ტყიდან მოდიოდა სახლში ძმა და გურამი რომ დახვდა .. ირონიული ღიმილი აქეკრა ორივეს სახეზე , ის კი კანკალმა აიტანა ,მთლად გადაფითრდა სახეზე და ისედაც სიცივეში უარესად შეამცივნა
-ესეიგი კაბაზე წახვედი ხო - ხმა გაუმკაცრდა
-გეგა მე...-აცრემლებულმა შეხედა და უკვე მეორედ მოხვდა სახეში მამაკაცის ხელი,ოღონდ ამჯერად ძმის არა..განრისხებულმა შეხედა მის წინ ატუზულ გურამს
-საზიზღარო,პატარა გველო - ხრიწიანი ხმით უთხრა - როგორ გაბედე ,ჩემი გასულელება ,როგორ! - მაჯაში ჩააფრინდა
-გამიშვი - ტკივილისგან დაიჭყანა
-ფეხი გამოადგი - გარეთ გაათრია ,მანქანაში უნდა ჩაეტენა ,თავში ქვა რომ უთავაზა ,დრო იხელთა და ტყისკენ აიღო გეზი,უკან გეგა დაედევნა ..
მირბოდა ,არ იცოდა სად , მხოლოდ მათგან თავის დაღწევა უნდოდა ,ბოლოს რაღაც ტრიალ მინდორზე აღმოჩნდა ,ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული,უნდა გაქცეულიყო ფეხი რომ აუსრიალდა და მაგრად დაარტყა ზურგი,ტკივილისგან სახე დაემანჭა ,იწვა და ცას შეჰყურებდა ,მერე რა რომ მარტი იყო,მერე რა ,რომ სციოდა და სახე ეყინებოდა ,არც იმის ეშინოდა თუ მოკვდებოდა ,პირიქით ასეც სურდა ..
უყურებდა ცისფერ ფონზე მოცურავე ღრუბლებს ,ულამაზესი იყო ეს ყველაფერი მისთვის ,ახლა ყველაზე მეტად უნდოდა იქ მოხვედრა , მისი ახალგაზრდული სიგიჟეები, სიცოცხლის სიყვარული,ცხოვრების ხალისი სადღაც გამქრალიყო და ცხოვრებაში პირველად მოუნდა სიკვდილი..
უკვე გრძნობდა როგორ ეყინებოდა სისხლი,როგორ ეცლებოდა ძალა ,ჯერ კიდევ ჰქონდა დრო,ჯერ კიდევ შეეძლო გადაერჩინა თავი,მაგრამ დანებება არჩია ,სიკვდილი არჩია ..ფიქრებში უკვე ღრუბლებში იყო,დედასთან ...ნელა ღრუბლებიც გაუფერულდა , ყველაფერი ერთმანეთს შეერია ,ყველაფერი ერთფეროვანი გახდა ,ბოლოს კი დაბნელდა ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი gogona migraciidan

ვაიმეე ყველფერს ველოდი ამის გარდა, საზიზღარი ამაზრზენი გეგა.
ფუუუ გურამიც რომ მისნაირი უპოვია, როგორ შეუძლია დას ესე მოექცეს, უბრალოდ ვერ ვხვდები.
ელიზას ადგილას რომ ვყოფილიყავი, იქვე მივახრჩობდი ორივეს.
მოკლედ ძალიან მომეწონა ეს თავი, გიგას და გურამის გამოკლებით.
ველოდები ახალ თავს ჩემო გოგოვ ❤

 



№2  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
ვაიმეე ყველფერს ველოდი ამის გარდა, საზიზღარი ამაზრზენი გეგა.
ფუუუ გურამიც რომ მისნაირი უპოვია, როგორ შეუძლია დას ესე მოექცეს, უბრალოდ ვერ ვხვდები.
ელიზას ადგილას რომ ვყოფილიყავი, იქვე მივახრჩობდი ორივეს.
მოკლედ ძალიან მომეწონა ეს თავი, გიგას და გურამის გამოკლებით.
ველოდები ახალ თავს ჩემო გოგოვ ❤

male davwer axals ..xo nu pataraa eliza da ra qnas ,aravin ar yavda irgvliv ,tan chaketes
.rogorcki garet gavida ki gaiqca mara ha :)))

 



№3  offline მოდერი ლათინო

არააა! რა არა? ანუ ეხლა რა მოხდა? გეგა და გურამი უნდა შემზიზღებოდნენ ხო? შემზიზღდნენ კიდეც. არა კი გამაფრთხილე გუშინ გურამი ისეთია გული აგერევაო მაგრამ მთლად ოქროსკბილება ბიძიასაც არ მოველოდი
:დდდ
კი,კაი თავი იყო. მომეწონა,პრინციპში რატო არ უნდა მომწონებოდა,ჩემი რაღაცნაირი ისტორიაა.
ახალი თავი ხაჩუ!!!!!

 



№4  offline წევრი ცარიელი

გურამი რომ ამაზრზენია და მეზიზღება ეგ გეცოდინება უკვე, მაგრამ საკუთარი ძმა ესე როგორ უნდა მოგექცეს :( როგორ შემეცოდა ელიზა.. იმედია კიდევ რამე საშინელება არ დაემართება, მაგრამ მეეჭვება ნორამ მოასვენოს :დდ მოკლედ გელოდები ახალი თავით <3
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline წევრი teengirllove

ლათინო
არააა! რა არა? ანუ ეხლა რა მოხდა? გეგა და გურამი უნდა შემზიზღებოდნენ ხო? შემზიზღდნენ კიდეც. არა კი გამაფრთხილე გუშინ გურამი ისეთია გული აგერევაო მაგრამ მთლად ოქროსკბილება ბიძიასაც არ მოველოდი
:დდდ
კი,კაი თავი იყო. მომეწონა,პრინციპში რატო არ უნდა მომწონებოდა,ჩემი რაღაცნაირი ისტორიაა.
ახალი თავი ხაჩუ!!!!!

xo ,me gagafrtxile da ha..axali yavi xachu da daideba male

mirandaa31
გურამი რომ ამაზრზენია და მეზიზღება ეგ გეცოდინება უკვე, მაგრამ საკუთარი ძმა ესე როგორ უნდა მოგექცეს :( როგორ შემეცოდა ელიზა.. იმედია კიდევ რამე საშინელება არ დაემართება, მაგრამ მეეჭვება ნორამ მოასვენოს :დდ მოკლედ გელოდები ახალი თავით <3

male davdeb axal tavs ,kulminaciasac mivuaxlovdit ukve..vnaxot ra moxdeba

 



№6 სტუმარი cota boroti

dges daviwye am istoriis kitxva da OMG aqamde sad iyavi chemo sizmara tavo !?
vagiareb dzalian monewona bebruxana gurams ver vitan imena dampalia sad modzebna am orma ertnairma ertmaneti erti degenerati gega da meore dampali gurami
a xo kide am tavshi ar iyo magram mainc chavakvexeb mesamesac
xo ra tqma unda gveli nora
ise nora da gurami rogor daamshvenebdnen ertmaneti

aaau es komentari damedoooo :(((jer ar damimtavrebia:D kai imas vambobdi ro gurami da nora mouxdebodnentqo :D
liza mecodeba :( nu kai tavi iyo magram tarigs rom davxede mivxdi Rom dagvianebuli iyo da momdevnoc ar daagviano ra pls da ise rogorc beboebi ityvian xutiani gogo xaar<33
miyvars sheni istoria winac dzalian monewona ise gurami amochemebuli gyavs?:)tiranshic sazizgari iyo nu mokled da konkretulad raaa
momwons da male dade :);)

 



№7  offline წევრი teengirllove

cota boroti
dges daviwye am istoriis kitxva da OMG aqamde sad iyavi chemo sizmara tavo !?
vagiareb dzalian monewona bebruxana gurams ver vitan imena dampalia sad modzebna am orma ertnairma ertmaneti erti degenerati gega da meore dampali gurami
a xo kide am tavshi ar iyo magram mainc chavakvexeb mesamesac
xo ra tqma unda gveli nora
ise nora da gurami rogor daamshvenebdnen ertmaneti

aaau es komentari damedoooo :(((jer ar damimtavrebia:D kai imas vambobdi ro gurami da nora mouxdebodnentqo :D
liza mecodeba :( nu kai tavi iyo magram tarigs rom davxede mivxdi Rom dagvianebuli iyo da momdevnoc ar daagviano ra pls da ise rogorc beboebi ityvian xutiani gogo xaar<33
miyvars sheni istoria winac dzalian monewona ise gurami amochemebuli gyavs?:)tiranshic sazizgari iyo nu mokled da konkretulad raaa
momwons da male dade :);)

:))) madloba ,mixaria rom mogwons ..xo getanxmebi axla davfiqrdi da gurami da nora ,vuhuu :)) ai daviwye wera ,or tavshi vamtavreb da vcdilob didebi iyos ,amitom vachianureb ,mara albat amis shemdegs male davdeb..
rac sheexeba saxel gurams ,martla ar davkvirvebivar :)) egre gamodis chemdauneburad amomichemebia

 



№8  offline წევრი .M.A.R.I.

მოკლედ ვიცი დავაგვიანე კომენტარი რაც მე არ მჩვევია
მაგრამ ინტერნეტი არ იყო ნორმანული;(((
რაც შეეხება ისტორიას
შ ო კ ი ა
ძალიან მომწონს
ნუ გურამი დაახლოებით ვიცოდი ვინც იყო
და ასეთ რამეს მოველოდი...
უფრო სხვანაირი რამე რომ
მომხდარიყო, აი უცნაური და ისეთი
რამ რაც სხვაგან არ ხდება
და ისეთი რამ რასაც სხვა წინასწარ ვერ მუხვდება
მაგ შემთხვევაში უფრო მიმეწონებოდა
მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოა
ძალინ მომწონს
და მართლაც რომ
ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა
თავიდან ეს ისტორია იმიტომ დავიწყე რომ
სათაური მომეწონა:/
გვირილების გარდა სხვა ყვავილები არ მიყვარს და...
მოკლედ უნდა გითხრა ყველაფერი
ძალიან მაგარია
მომწონს და მინდა რომ
მალე არ დასრულდეს
მაგრამ ვფიქრობ რომ
უფრო მოულოდნელობებიტ
სავსე უნდა იყოს
და ისეთი რაღაცები უნდა მოხდეს
რომ ძალიან გაგვაკვირვო❤️
ძალიან კარგი ისტორიაა
და წარმატებები)))❤️
რამდენს ვბოდიალობ ხოლმე;((

 



№9  offline წევრი teengirllove

.M.A.R.I.
მოკლედ ვიცი დავაგვიანე კომენტარი რაც მე არ მჩვევია
მაგრამ ინტერნეტი არ იყო ნორმანული;(((
რაც შეეხება ისტორიას
შ ო კ ი ა
ძალიან მომწონს
ნუ გურამი დაახლოებით ვიცოდი ვინც იყო
და ასეთ რამეს მოველოდი...
უფრო სხვანაირი რამე რომ
მომხდარიყო, აი უცნაური და ისეთი
რამ რაც სხვაგან არ ხდება
და ისეთი რამ რასაც სხვა წინასწარ ვერ მუხვდება
მაგ შემთხვევაში უფრო მიმეწონებოდა
მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოა
ძალინ მომწონს
და მართლაც რომ
ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა
თავიდან ეს ისტორია იმიტომ დავიწყე რომ
სათაური მომეწონა:/
გვირილების გარდა სხვა ყვავილები არ მიყვარს და...
მოკლედ უნდა გითხრა ყველაფერი
ძალიან მაგარია
მომწონს და მინდა რომ
მალე არ დასრულდეს
მაგრამ ვფიქრობ რომ
უფრო მოულოდნელობებიტ
სავსე უნდა იყოს
და ისეთი რაღაცები უნდა მოხდეს
რომ ძალიან გაგვაკვირვო❤️
ძალიან კარგი ისტორიაა
და წარმატებები)))❤️
რამდენს ვბოდიალობ ხოლმე;((

dzannac kai ro bodialob,miyvars me sheni bodiali :)))) xom..ase mqonda chafiqrebuli da ravici, samagierod bolos gagakvircebt albat ,ise ki mainteresebs ra reaqcia geqnebat :))))

 



№10  offline წევრი .M.A.R.I.

უი ჰომ ;დდ მე კი დაგვაგვიანე კომენტარი
მაგრამ მეპატიება;დდ
აღარ დააგვიანო ხოლმე შენ რა!❤️

 



№11  offline წევრი teengirllove

.M.A.R.I.
უი ჰომ ;დდ მე კი დაგვაგვიანე კომენტარი
მაგრამ მეპატიება;დდ
აღარ დააგვიანო ხოლმე შენ რა!❤️

kargi :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent