წესების გარეშე 2 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესების გარეშე {2}


22-07-2018, 17:08
ავტორი სალანდერი
ნანახია 583

წესების გარეშე {2}

ის ოთახში არ იყო, მე კი ვერაფრით ვიხსენებდი, რა მოხდა წინა ღამით.
ან რა საჭირო იყო გახსენება, ჩემი სიშიშვლე ისედაც ყველაფერს ამბობდა.
რა უნდა მეთქვა მისთვის, როგორ უნდა ამეხსნა, რომ ცხოვრებაში პირველად ჩავუწექი ლოგინში გაცნობის პირველივე საღამოს მამაკაცს?
რას ავუხსნიდი, თვალებში შეხედვაც კი შემრცხვებოდა.
ახლა მხოლოდ იმის იმედი შემეძლო მქონოდა, რომ მასაც არაფერი ემახსოვრებოდა.
- დილამშვიდობის. - მისმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
აბაზანიდან ახალგამოსულს ჰგავდა, მხოლოდ მოკლე შორტი ეცვა და ჯერ კიდევ სველი თმიდან, წყლის წვეთები ჩამოსდიოდა.
საკმაოდ მაღალი, მუქი ფერის კანით და უამრავი ტატუთი სხეულზე.
ალექსი ნამდვილად იდეალურად გამოიყურებოდა.
- დილამშვიდობის. - ვუპასუხე როგორც კი თვალი მოვწყვიტე.
- წვენს ხომ დალევ? - ჭიქა გამომიწოდა და მეც უჩუმრად გამოვართვი.
- ალექს, რა ჩავიდინეთ გუშინ? - ხმადაბლა ვიკითხე, თუმცა უხერხულობა რომელსაც მის შემოსვლამდე ვგრძნობდი, ნელ-ნელა იფანტებოდა.
- შენ რა არაფერი გახსოვს? - გაიცინა.
- შენთან ვიწექი არა? -თვალი ფრთხილად გავაპარე მისკენ.
- ჰო. - თავის დაქნევით დამეთანხმა.
- ჯანდაბა, ეს არ არის სწორი. - თავი დავხარე.
- დილაობით ყოველთვის ლექციებს კითხულობთ ქალბატონო ანაბელ? - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- არა. - მისმა მოულოდნელმა კომენტარმა და ღიმილიანმა სახემ მეც გამაცინა.
- გასაგებია, ესე იგი დღეს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს.
- მე არასოდეს ვწოლილვარ ერთი დღის გაცნობილ მამაკაცთან. - სასწრაფოდ ვცადე ახსნა.
- ჰო, არც მე.
- ანუ შენთვისაც პირველი იყო?
- ასეც შეიძლება ითქვას. - ჩემს პირისპირ იდგა და თავზე დამჩერებოდა.
- და როგორ, ჩვენ როგორ. . . - სიტყვა გამიწყდა.
- ზეწარი ორჯერ გადააგდე და ბალიში წამართვი. - ისევ უდარდელად გაიკრიჭა და საწოლზე ჩამოჯდა.
- ხომ მიხვდი რაზეც გეკითხები არა? - მაბრაზებდა ის ფაქტი, რომ თავს იკატუნებდა.
- თუ კონკრეტული პასუხები გინდა, კონკრეტული კითხვები დამისვი კარგი?
- უცხო ქალთან დაწოლა შენთვის "მოსული პონტია"? - ოდნავ ავუწიე ხმას.
- ჯერ კიდევ გუშინ მიმტკიცებდი რომ მთელი ქალაქი კი არა ქვეყანა გიცნობს და რაღა უცხო ანაბელ? - ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- კითხვაზე მიპასუხე ალექს.
- არა, არ არის მოსული პონტი. - თავი გადააქნია უარის ნიშნად.
- აბა განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს? - მისივე წინადადება გავიმეორე.
- მე არ მითქვამს რომ შენთან სექ'სი მქონდა. - მხრები აიჩეჩა.
- მოიცა, რა? - პირი დავაღე გაოცების ნიშნად.
- უბრალოდ მანქანაში ჩაგეძინა, შენი მისამართი არ ვიცოდი და ჩემთან წამოგიყვანე, ეს იყო და ეს. - აშკარად მობეზრდა ჩემი წვალება.
- და შიშველი რატომ ვარ?
- გხატავდი. - გაეცინა და საუბარი განაგრძო. - კარგი ვხუმრობ, ტანსაცმელი თავად გაიხადე, მითხარი ჩაცმულ დახურული ძილს ვერ ვიტან, თან ეს ტანისამოსი დასვრილია_ო. შიგნით კი. . .
- ჰო, ზოგჯერ თეთრეულს არ ვატარებ. - შევაწყვეტინე საუბარი. - ესე იგი შენთან არ ვწოლილვარ ხომ? - კიდევ ერთხელ გადავამოწმე.
- ესე იგი ჩემთან იწექი, მაგრამ უბრალოდ გვეძინა.
- მადლობა ღმერთს. - შვებით ამოვისუნთქე.
- ბატონო? - გაბრაზება და გაოცება შეეტყო.
- არა, ალექს შენ გამო არ ვამბობ, უბრალოდ ერთი დღის გაცნობილ ადამიანთან არასდროს ვწვები.
- ჰო არც მე, თორემ მთელი ღამე ამ სრულყოფილების ყურებას ვერ გავუძლებდი.
- შენ ფიქრობ რომ მე სრულყოფილი ვარ? - გამეღიმა მის უნებლიედ ნასროლ კომპლიმენტზე.
- ადექი, დღის შუქზე, ფხიზელი თვალით, უფრო კარგად შეგათვალიერებ და გეტყვი.
- ჩემი ტანსაცმელი სად არის? - სასწრაფოდ შევცვალე თემა.
- სარეცხ მანქანაში, გუშინ სასმელი გადაისხი, შეგიძლია ჩემი ჩაიცვა ან დაელოდე სანამ შენი გაშრება. - მშრალად, უემოციოდ ლაპარაკობდა.
- შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?
- რა თქმა უნდა. - თვალით მანიშნა აბაზანის კარისკენ.
- კარგი, ფანჯრისკენ შებრუნდი სანამ ტანსაცმელს ამოვარჩევ და შხაპის მისაღებად შევალ.
- ჰო რა თქმა უნდა, მე ხომ შიშველი არც კი დამინახიხარ. - ნაცნობი ღიმილი გადაეფინა სახეზე და ფანჯრისკენ მიბრუნდა.
საწოლიდან ავდექი, ტანსაცმლის კარადასთან მივედი და სანამ კარადას გამოვაღებდი მის ღიმილიან სახეს მოვკარი თვალი.
- შეიძლება გავიგო ახლა რა გაცინებს? - გაღიზიანება მეტყობოდა ხმაზე.
- დღეს შენ ზრუნავ ჩემს განწყობაზე, შეგიძლია ზეწარი შემოიფარო, რადგან ჩემი ფანჯრები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მინის არის და შენს შიშველ სხეულს საოცრად ირეკლავს. - გაიკრიჭა.
- ღმერთო, რა საზიზღარი ვინმე ხარ. - ფართხაფურთხით შემოვიფარე ზეწარი და კარადა გამოვაღე.
- აქ ყველაფერი შავი რატომ არის? - განვაგრძე საუბარი
- თეთრი თუ გინდა შეგიძლია ეგ ზეწარი გეცვას. - უკმეხად მომიგდო.
- მაგრამ შენი გარდერობი, მთლიანად შავი ტანსაცმლისგან შედგება.
- მაპატიე, დამავიწყდა გამეფრთხილებინე რომ არც ისე მრავალფეროვანი გარდერობი მაქვს.
მივხვდი რომ ალექსთან საუბარს დიდი აზრი არ ჰქონდა და ტანსაცმლის ამორჩევა ჩუმად განვაგრძე.
შხაპი მივიღე მისი შარვალი და მაისური ჩავიცვი და ამჯერად მე ავისვეტე მის წინ.
- მგონი პატარა გაქვს. - ირონიულად გაეცინა, როცა რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელში გამოწყობილი დამინახა.
- სახლში წამიყვან? - ვუთხარი მხიარული ტონით, მისი ირონია არ შევიმჩნიე.
- ჰო რა თქმა უნდა. - მანქანის გასაღებს დაავლო ხელი.
- და ფილმზე დაფიქრდები?
- ჰო. - მობეზრებით ამოილაპარაკა.
სახლიდან გამოვედით და კიბეებს ჩავუყევით.
ალექსს მანქანა გარეთ ჰყავდა დატოვებული.
- მეგონა მოტოციკლით იქნებოდი. - ვთქვი როცა მანქანის კარი გააღო
- ასეც იყო, მაგრამ არ მოინდომე მოტოციკლით მგზავრობა და მეგობრის მანქანით მომიწია შენი წამოყვანა.
მანქანაში ჩავსხედით, მისამართი ვუთხარი და ჩემი სახლისკენ გავემართეთ.
- ტანსაცმელი როდის დაგიბრუნო? - მშვიდად ვსაუბრობდი, თუმცა ელვის სისწრაფით მიმავალი მანქანა საშინლად მეღელვებდა.
- თუ გინდა დაიტოვე. - საჭეს ისე ჩაფრენოდა, თითები გაუთეთრდა.
- კარგი, დღეს დამირეკე კარგი? ამჯერად ფხიზელი გონებით მინდა გიამბო ფილმზე, რომლისთვისაც მჭირდები
- ჰო, ვეცდები. - ზოგჯერ ძალიან უცხვირპირო ჩანდა ეს ბიჭი.
- ნომერს ჩაიწერ?
- მითხარი, დავიმახსოვრებ. - ზედაც არ მიყურებდა.
ნომერი ვუკარნახე და ამასობაში სახლთანაც მივედით.
ალექსმა მანქანა გააჩერა.
- შენ არ გადმოხვალ? - ვკითხე ჩამოსვლისას.
- არა, ახლა დრო არ მაქვს.
- ყავას დავლევდით.
- სხვა დროს იყოს. - მიუხედავად უარისა, მისი პასუხი უხეშად არ ჟღერდა.
-კარგი რა გაეწყობა, მაშ შენს ზარს დაველოდები დღეს.
- კარგი, დროებით ანაბელ. - თქვა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
სწრაფი ნაბიჯით გავიარე ეზო და სახლში შევედი.
მისაღებში ანკა იჯდა.
- როგორ ხარ საყვარელო? ეს რა გაცვია? - ფეხზე წამოდგა და გადამეხვია.
- ცოტა დაღლილი, მერე აგიხსნი რა.
- კარგი ღამე გქონდა? - ეშმაკურად იღიმოდა.
- არ მახსოვს. - გულწრფელად ვუპასუხე და გამეღიმა, რადგან ალექსის ღიმილიანი სახე გამახსენდა, როცა ვუთხარი არაფერი მახსოვს_მეთქი.
- ოჰოო და ის შეშლილი ვინ იყო მანქანით? - ინტერესი გამოკრთოდა მის საუბარში.
- ალექსი.
- ვინ ალექსი? - თვალს არ მაშორებდა, იმის იმედად რომ ამალაპარაკებდა.
- შენი ფილმის მომავალი პერსონაჟი, უცნაური ბაიკერი ბიჭი.
- მთელი ღამე მასთან გაატარე? - თვალები გაუფართოვდა.
- ჰო, მაგრამ ნუ აჟიტირდი, უბრალოდ დავთვერი და დამეძინა, მეტი არაფერი.
- სიმპათიურია? და ფილმზე რა თქვა? - ვერ მშვიდდებოდა.
- ძალიან სიმპათიურია და ფილმზეც იფიქრებს, თუმცა მე რადგან მინდა რომ ითამაშოს ხომ იცი უკან არაფერზე დავიხევ და მაინც დავითანხმებ. - დავამშვიდე მეგობარი და თვითკმაყოფილება ვიგრძენი.
- აბა რა, შენს შარმს ეგ გაუმკლავდება? - გეღიმა და საუბარი განაგრძო. - კიდევ როდის ნახავ?
- დღეს დამირეკავს.
- არ გამაცნობ?
- როცა ფილმზე დამთანხმდება გაგაცნობ და ნუ შემჭამ ახლა. - თვალები დავუქაჩე და ანკამაც მაშინვე შეწყვიტა გამოკითხვა.
-კარგი კარგი წავედი მე, კარგა ხანია აქ ვარ უკვე და ალექსზე ყველაფერს მომიყვები რასაც გაიგებ. - ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა და წავიდა.
- ძიძა, ცოტა ხანს დაძინებას ვაპირებ და არავინ შემაწუხოს. - ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
საკმაოდ დიდხანს მეძინა, გვიანი ავდექი.
თავს უკვე ენერგიულად ვგრძნობდი, წყალი გადავივლე და ის იყო სავახშმოდ ვაპირებდი დაჯდომას, ტელეფონის ზარი რომ გაისმა.
დავხედე, ნომერი არ მეცნო, თუმცა მივხვდი ვინც რეკავდა და სასწრაფოდ ვუპასუხე.
- გამარჯობა ანაბელ. - გაისმა ალექსის ხმა.
- გამარჯობა ალექს, რა ხმა გაქვს, ყველაფერი რიგზეა? - მისი ხმის უცნაურმა ტემბრმა დამაფრთხო.
- ჰო, ჰო ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ დღეს, შენს ნახვას ვერ მოვახერხებ. - მშვიდად მიხსნიდა, თუმცა უცნაური ხმა არ შეცვლია.
- უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა?
- ასეც შეიძლება ითქვას. - ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი რა გაეწყობა, გმადლობ რომ დამირეკე. - არ მინდოდა მისთვის თავის მობეზრება.
- მე ხომ დაგპირდი, დროებით. - მითხრა და პასუხის დაბრუნებაც ვერ მოვასწარი ისე გამითიშა.
საშინელი ხმა ჰქონდა, თან ხმაური არ ისმოდა, რაც ნიშნავს რომ ალექსი სახლში იყო.
ვიფიქრე წავალ და ვნახავ რატომ მარიდებს-მეთქი თავს.
თან მიზეზიც მშვენიერი მქონდა, ტანსაცმელს მივუტანდი.
დიდ ხანს აღარც მიფიქრია, რადგან შესაძლოა ვეღარ გამებედა.
ეზოში გავედი და ლევანს, მანქანის მოყვანა ვთხოვე.
- სადმე გასვლას აპირებთ ქალბატონო?
- დიახ, მაგრამ საჭესთან თავად დავჯდები.
მიუხედავად იმისა რომ ლევანი ჩემს მარტო სიარულს არ ემხრობოდა, არ შემომკამათებია, მანქანა მომიყვანა და ალექსის სახლისკენ ავიღე გეზი.
კარზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე და როგორც იქნა გაიღო კიდეც. სადარბაზოშიც და სახლშიც ბნელოდა, ამიტომ მას კარგად ვერ ვხედავდი.
- ტანსაცმელი მოგიტანე. - დავიწყე საუბარი
- ხომ გითხარი, რომ შეგეძლო დაგეტოვებინა. - პირისპირაც კი უცხოდ ჟღერდა ალექსის ხმა.
- ისეთი ხმა გაქვს ვიფიქრე, რომ კარგად არ იყავი, შეიძლება შემოვიდე?
- ჰო რა თქმა უნდა. - გვერდზე გაიწია და სახლში შემიშვა.
მალე განათებულ მისაღებში აღმოვჩნდი, ალექსიც უკან შემომყვა და მისი დალურჯებული სახე დავინახე.
- ღმერთო ჩემო, რას გავხარ. - ვიყვირე შეშფოთებულმა.
- შენ ხომ მყავხარ დახატული. - გახუმრება სცადა, თუმცა მივხვდი რომ ტკივილის გადაფარვას ცდილობდა.
- ეს რა ჯანდაბაა, ავარიაში მოყევი?
- დამშვიდდი და ნუ ყვირი კარგი? - სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-მე ნუ ვყვირი? სარკეში ჩაიხედე? იცი რას გიგავს სახე? მთლიანად დალურჯებული და დასივებული ხარ. - ემოციების დამალვას ვერაფრით ვახერხებდი.
- ჰო ვიცი, ავარიაში არ მოვხვედრილვარ და თუ გაჩუმდები აგიხსნი. - თითებით ნერვიულად აწვალებდა თმას, აშკარად არ იყო აღფრთოვანებული იმით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვნახე.
- არა მოგვიანებით ამიხსენი, ახლა საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. - მასთან ახლოს მივიწიე.
- მორჩი, ნუ სულელობ, სავადმყოფოში ვერ წავალ და ნუღარ ყვირი მეზობლებს შემიშინებ.
- საავადმყოფოში რატომ ვერ წახვალ? - ისევ ხმამაღლა ვაგრძელებდი საუბარს.
-ჯანდაბა, ანაბელ ნუ ყვირი გთხოვ, თავი გამისკდება. - კბილებში გამოცრა.
- რამე სასმელი გაქვს? - ამჯერად მშვიდად ვიკითხე.
- კიი მაცივარშია.
- და ყინული?
- ეგეც, დალევა გინდა?
- გააფრინე? რა დროს დალევაა, ჭრილობებს დაგიმუშავებ. - მაცივართან მივედი, ყინული და სასმელი გამოვიტანე და ალექსთან დავბრუნდი.
- საჭირო არ არის, ასეთ დღეში პირველად არ ვარ, მალე გამივლის. - ჩემი დამშვიდება სცადა.
- უბრალოდ მოკეტე და სანამ ჭრილობებს არ დაგიმუშავებ ხმა არ ამოიღო, თორემ გავაფრენ. - ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.
- კარგი, კარგი. - სიმწრით გაიცინა და სამედიცინო ყუთი გამოიტანა.
ჭრილობების დამუშავებას, თითქმის ნახევარი საათი მოვანდომე.
წარბი და ქვედა ტუჩი გახეთქოდა, შუბლზე კარგად მოზრდილი კოპი აჯდა, თვალის გარშემო და საფეთქელთან სილურჯეები ჰქონდა.
- გტკივა? - ვუთხარი და გახეთქილ წარბზე პლასტირი დავაკარი.
- არა, უკვე დაამთავრე.
- ჰო, ახლა კი მომიყევი რა დაგემართა. - სახეში მივაჩერდი.
- რატომ? - მზერა ჩემსას გაუსწორა.
- უბრალოდ მენდე ალექს.
- მე არავის ვენდობი.
- ვიცი, მაგრამ შემომხედე და თუ ჩემს თვალებში, რაღაც ისეთს შეამჩნევ, რის გამოც არ შეგეძლება მენდო, შეგიძლია არაფერი მომიყვე.
ალექსი რამდენიმე წუთი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ კი საუბარი დაიწყო.
- მე არაკანონიერ ბრძოლებში ვიღებ მონაწილეობას. - ისე მიყურებდა, მივხვდი ჩემს რეაქციას ელოდა.
- რატომ აკეთებ ამას? - ვცადე აღელვება არ შემემჩნია.
- იმიტომ რომ ეს ჩემი საქმეა ანაბელ.
- შენი საქმეა ცხოველივით სცემო და გცემონ ფულის გამო? - კარგადაც ვერ ვახერხებდი ემოციების მოთოკვას.
- ამას მხოლოდ ფულის გამო არ ვაკეთებ, თუმცა შემოსავალიც დიდია. - მშვიდად ჩამოაყალიბა და ფეხზე წამოდგა...
- არ შეგიძლია თავი დაანებო? - მზერა გავაყოლე.
- არა, ერთ თვეში ფინალი შედგება.
- ეს ნიშნავს, რომ დღეს მოიგე?
- ჰო. - თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
- და დამარცხებული ცოცხალია?
- არ ვიცი. - ოთახში ბოლთისცემას მოჰყვა.
- ანუ შესაძლებელია ერთმანეთი შემოგაკვდეთ? - კიდევ უფრო ავღელდი.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი ანაბელ. - წამით გაჩერდა და მომაჩერდა.
- შესაძლოა ერთ დღეს რინგზე ახვიდე, უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე და მეუბნები რომ ამაზე ლაპარაკი არ გინდა? - კიდევ ერთხელ გადავამოწმე მოღებული ინფორმაცია და ვცადე თავადაც გადამეხარშა.
- ჰო, ზუსტად ამას გეუბნები. - ისევ თავის დაქნევით დამიდასტურა.
- ალექს ეს საშინელებაა, დამთანხმდი ფილმზე და შეეშვი ამ საზიზღრობას, ან ჯანდაბა თუ გინდა ნუ დამთანხმდები, ოღონდ ამას შეეშვი.
- გთხოვ სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე. - სევდა უკრთოდა თვალებში და მივხვდი, რომ ახლა მისთვის რამის დაძალება სისულელე იყო.
- კარგი ყავას გავაკეთებ. - დავთანხმდი, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო, ალექსი უნდა გადამერწმუნებინა, მე ხომ წინ ერთი თვე მქონდა და ეჭვიც არ მეპარებოდა რომ შევძლებდი.
- რამდენი წლის ხარ? - ვკითხე როცა ყავის დასალევად დავსხედით.
- 23_ის, შენ?
- 34_ის, მაგრამ ვერ ვხვდები, ასე რამ მოგაბეზრა სიცოცხლე, ოცდასამი წლის ასაკში?
- ფიქრობ სიცოცხლე მომბეზრდა? - თვალს არ მაშორებდა
- სხვა რა შეიძლება ვუწოდო იმას, რომ დღის ერთ ნახევარს სახიფათო რბოლებში ატარებ, მეორე ნახევარს კი უკანონო ბრძოლებში? - ყავა მოვსვი და ჯადოსნურმა სითხემ კიდევ უფრო მომაფხიზლა.
- ჩემი მოტოციკლი შეაკეთეს, ხვალ უკვე ჩემთან იქნება. - ამჯერად თვითონ შეცვალა საუბრის თემა.
- არც კი ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ არა, რბოლაში მონაწილეობას კიდევ როდის აპირებ?
- ალბათ ორი კვირა ვერ შევძლებ, ხელი მტკივა და მოტოს კარგად ვერ დავიმორჩილებ. - კეფა მოიქექა.
- ანუ ორი კვირა თავისუფალი ხარ? - გამეღიმა.
- ჰო ჩიტივით თავისუფალი. - თვითონაც გაიკრიჭა.
- ალექს, შეგიძლია ეს ორი კვირა ჩემთან ერთად გაატარო?
მინდა ჩემი სამყარო დაგანახო, რომ მიხვდე სიცოცხლის შესაგრძნობად, თვითმკვლელობის ზღვარზე სიარული არ არის საჭირო. - გულწრფელი ვიყავი, მინდოდა მისთვის სხვა, ახალი ცხოვრება მეჩვენებინა, მას უნდა ენახა რომ იმ სამყაროს იქეთ სხვაც არსებობდა და კიდევ ფილმი, ვიფიქრე თუ ორი კვირა მასთან სიახლოვის საშუალება მექნებოდა აუცილებლად დავითანხმებდი ალექსს.
- ფიქრობ შარვალ-კოსტუმში გამოვეწყობი და წვეულებებზე ვივლი შენთან ერთად? - ხმამაღლა გაეცინა.
- არ მესმის რას უწუნებ წვეულებებს, ან ლამაზ ტანსაცმელს. - მხრები ავიჩეჩე გაკვირვების ნიშნად.
- მირჩევნია ჩემი ცხოვრების ორი კვირა, რამე უფრო მნიშვნელოვანს მოვახმარო. - თვალი ჩამიკრა და გაჩუმდა.
მეც ვდუმდი, თუმცა თავში ელვის სისწრაფით მოდიოდა აზრები.
რა შეიძლებოდს შემეთავაზებინა ისეთი, რაზეც ალექსი დამთანხმდებოდა?
ამ ჭაობიდა უნდა ამომეთრია.
აზრები ერთმანეთს ცვლიდნენ და უცებ, თავში შესანიშნავმა აზრმა გამიელვა...
- ალექს, ძალიან მაგარი იდეა მაქვს. - სიჩუმე დავარღვიე.
- წითელი შარვალ კოსტუმი ხომ არ შევიძინო, იმავე ფერის ფეხსაცმელებთან ერთად? - სიცილს განაგრძობდა და ჩემს აღფრთოვანებაზე ყურიც არ შეუბერტყავს.
- ალექს სერიოზულად, მართლა კარგი იდეა მომივიდა. - ამოვიწუწუნე.
- კარგი, გისმენ. - უცებ დასერიოზულდა.
- მინდა ორი კვირით ჩემი პირადი მცველი იყო, თუ არ მოგეწონება თავს დაანებებ, თუ მოგეწონება შეგვიძლია დრო გავზარდოთ. - ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
- ნუ ბოდავ. - ისევ გაეცინა.
- კარგი რა ალექს, გთხოვ, რა მოხდება რომ ვცადოთ, შენ ხომ გიყვარს ახალი თავგადასავლები, ჰოდა გამოსცადე ესეც. - მისთვის საინტერესო კუთხით ვცადე მიდგომა.
- ანაბელ. - მობეზრებით ამოილაპარაკა.
- გთხოვ და გპირდები, ამ ორი კვირის მანძილზე, ფილმის შესახებ კრინტსაც არ დავძრავ.
- მოვიფიქრებ და დილით შეგატყობინებ. - ჩემგან თავის დასაღწევად უფრო ამბობდა, ვიდრე იმიტომ რომ მართლა აპირებდა დაფიქრებას.
- მპირდები?
- ჰო, გპირდები. - ოდნავ გაეღიმა.
- კარგი, მაშინ ახლა წავალ, შენც გამოიძინებ და დილით დამთანხმდები, მანამდე თუ რამე დაგჭირდება დამირეკე კარგი? - ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი.
- კარგი, გმადლობ. - უკან გამომყვა და კარი მანამ არ დაუხურავს სანამ კიბეები არ ჩავიარე.
მანქანაში დავჯექი და სახლში წავედი. გზაში ალექსზე ვფიქრობდი, თითქოს ღმერთმა შემახვედრა ამ ბიჭს.
მას შველა სჭირდებოდა, ამ საშინელებისგან უნდა დამეხსნა.
ახალი ინტერესი გამიჩნდა, ახალგაზრდა, საინტერესო ბიჭი სიკვდილს უნდა გადამერჩინა და ამისთვის უკან არ დავიხევდი,
ვერ მივცემდი უფლებას რინგზე ან მოტოციკლზე დაეტოვებინა საკუთარი სიცოცხლე.
ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, კიდევ ერთხელ იყო ჩემს ხელში ადამიანის მომავალი, ამჯერად არ შევშინდებოდი, ამჯერად აუცილებლად ვუშველიდი.
ჩემივე იდეებით აღფრთოვანებული, მალე მივედი სახლში, ჩემს ოთახში ავედი და გეგმების დაწყობას შევუდექი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Queenofmoon

რა მეთქმის?ძალიან მომწონს! პირველივე თავის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ინტერესი,მომწონს შენი ისტორიები,პერსონაჟები ყოველთვის ძალიან საინტერესოები გყავს.
რა თქმა უნდა,ველი შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes blush

 



№2  offline მოდერი სალანდერი

Queenofmoon
რა მეთქმის?ძალიან მომწონს! პირველივე თავის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ინტერესი,მომწონს შენი ისტორიები,პერსონაჟები ყოველთვის ძალიან საინტერესოები გყავს.
რა თქმა უნდა,ველი შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes blush

ძალიან მიხარია ❤
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№3  offline წევრი ბელუ შეროზია

მეც მინდა ალექსის მსგავსი მცველად!!
უხ რაფერ მინდა! smiling_imp
სასწაული და გამოულევადი გოგო რომ ხარ იცი. heart_eyes ეს ისტორიებიც რაფერ სასწაული გაქ!
გუმანით ვგრძნობ, რომ წინ საოცრებები გველოდება.
იმასაც ვხვდები, რომ ჰეფი ენდი არ იქნება confounded
ტკბილი თავი იყო, რა თქმაუნდა. kissing_heart
იმას კი არ ითვალისწინებ რომ ამდენი ტკბილი ცუდია ჯანმრთელობისთვია joy joy
არიქა ცოდვა არ დაიდო joy joy
მოსასპობი ვინც ალექსი ასე მიჟეჟა imp
და ბოლოს ისევ და ისევ გელოდები relaxed

 



№4  offline მოდერი სალანდერი

ბელუ შეროზია
მეც მინდა ალექსის მსგავსი მცველად!!
უხ რაფერ მინდა! smiling_imp
სასწაული და გამოულევადი გოგო რომ ხარ იცი. heart_eyes ეს ისტორიებიც რაფერ სასწაული გაქ!
გუმანით ვგრძნობ, რომ წინ საოცრებები გველოდება.
იმასაც ვხვდები, რომ ჰეფი ენდი არ იქნება confounded
ტკბილი თავი იყო, რა თქმაუნდა. kissing_heart
იმას კი არ ითვალისწინებ რომ ამდენი ტკბილი ცუდია ჯანმრთელობისთვია joy joy
არიქა ცოდვა არ დაიდო joy joy
მოსასპობი ვინც ალექსი ასე მიჟეჟა imp
და ბოლოს ისევ და ისევ გელოდები relaxed

დავბრუნდები ძალიან ძალიან მალე ❤
შენ ხარ სასწაული გოგო მე კი არა ❤
ალექსისნაირი ყველას გვინდა და მაინც აკლია რაღაც :დ

 



№5  offline წევრი ცარიელი

ძალიან კარგია.. კიდევ ერთხელ იყო ჩემს ხელში ადამიანის მომავალიო ესრას ნიშნავს ნეტავ? გავიგებთ მალე ალბათ.. ძაან დამაინტრიგე ახლა შენ.. გელოდებიი რაა <3
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline მოდერი სალანდერი

mirandaa31
ძალიან კარგია.. კიდევ ერთხელ იყო ჩემს ხელში ადამიანის მომავალიო ესრას ნიშნავს ნეტავ? გავიგებთ მალე ალბათ.. ძაან დამაინტრიგე ახლა შენ.. გელოდებიი რაა <3

ძალიან მიხარია რომ მელოდები ❤
რა თქმა უნდა გაიგებთ ყველაფერს ❤
მადლობა ❤

 



№7  offline წევრი Margo Tokyo

დიადო მოდერო,
რა მაგრად წერ?!
პირველი თავი რომ წავიკითხე, ალექსის და ანაბელის მომავალზე დავფიქრდი, ვიფიქრე როგორ უნდა წაიყვანოს მოვლენები ისე, მათი ამბავი უფრო და უფრო სიანტერესო რომ გახდეს-მეთქი და აჰა!
მეორე თავის კითხვა დავამთავრე თუ არა, ეგრევე მივხვდი, წინ მაგარი ამბები რომ გველის!
მიუხედავად შენი ბოროტი ხასიათისა და უკვდავი მოდერობისა, უნდა ვაღიარო რომ ძალიან, ძალიან საინტერესოდ წერ!
გელი, გელიი, მოგელიი...

 



№8  offline მოდერი სალანდერი

Margo Tokyo
დიადო მოდერო,
რა მაგრად წერ?!
პირველი თავი რომ წავიკითხე, ალექსის და ანაბელის მომავალზე დავფიქრდი, ვიფიქრე როგორ უნდა წაიყვანოს მოვლენები ისე, მათი ამბავი უფრო და უფრო სიანტერესო რომ გახდეს-მეთქი და აჰა!
მეორე თავის კითხვა დავამთავრე თუ არა, ეგრევე მივხვდი, წინ მაგარი ამბები რომ გველის!
მიუხედავად შენი ბოროტი ხასიათისა და უკვდავი მოდერობისა, უნდა ვაღიარო რომ ძალიან, ძალიან საინტერესოდ წერ!
გელი, გელიი, მოგელიი...

მოკვდავო, კი არ შემეფერება მარა ცოტა ძან მევასები :დ
დიდი მადლობელი ❤
შემდეგში იქნება უკეთესი და უკეთესი ❤

 



№9 სტუმარი Nini

Saocrad ubralo weris stili gaqvs.mokled waukitxavoba ar gamova))).warmatebebs gisurveb.

 



№10  offline მოდერი სალანდერი

Nini
Saocrad ubralo weris stili gaqvs.mokled waukitxavoba ar gamova))).warmatebebs gisurveb.

დიდი მადლობა ❤

 



№11  offline წევრი -ლილუ

უსაზღვროდ მაგარი მწერალი ხარ! ნაშრომი უკომენტაროდ...საუკეთესო ხარ! ეხლა ვერც ვაზრობ რა შეილება დაგიწერო... ველოდები შემდეგ თავს))) იმდენად მაგრად წერ სერიოზულად მაფიქრებ შენს არაამქვეყნიურობაზე laughing

 



№12  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
უსაზღვროდ მაგარი მწერალი ხარ! ნაშრომი უკომენტაროდ...საუკეთესო ხარ! ეხლა ვერც ვაზრობ რა შეილება დაგიწერო... ველოდები შემდეგ თავს))) იმდენად მაგრად წერ სერიოზულად მაფიქრებ შენს არაამქვეყნიურობაზე laughing

შენ მაფიქრებ მე შენს არაამქვეყნიურობაზე ❤
შეუძლებლად და წარმოუდგენლად დიდი მუხტი და პოზიტივი მოგაქვს ❤
სულ შენნაირი მკითხველები მინდა მე (გავიჯეჯილე :დ)
და სულ მინდა მეწერინებოდეს რომ იმედი არასდროს გაგიცრუოთ ❤
მადლობას აღარ და ვეღარ გეუბნები ❤

 



№13 სტუმარი 0000

ამ მოთხრობას უკვე უამრავჯერ ვკითხულობ და ძალიან მომწონს, მაგრამ ეს უკვე მოსაბეზრებელია იმის ნაცვლად რომ ახალი მოთხრობა დაწერო ძველებს შლი და ისევ თავიდან დებ, სახელშეცვლილს უკვე თვეებია ,,ეშმაკის სათამაშო''ს ველოდები მაგრამ 2-3 თავის შემდეგ ისიც იშლება.
კარგ ისტორიებს წერ მაგრამ იმათ ვისაც უკვე ყველა შენი ნამუშევარი წაკიხული აქვსდა რაიმე ახალს ელის იმედებს უცრუებ და ამით მკითხველსაც დაკარგავ.

 



№14  offline მოდერი სალანდერი

0000
ამ მოთხრობას უკვე უამრავჯერ ვკითხულობ და ძალიან მომწონს, მაგრამ ეს უკვე მოსაბეზრებელია იმის ნაცვლად რომ ახალი მოთხრობა დაწერო ძველებს შლი და ისევ თავიდან დებ, სახელშეცვლილს უკვე თვეებია ,,ეშმაკის სათამაშო''ს ველოდები მაგრამ 2-3 თავის შემდეგ ისიც იშლება.
კარგ ისტორიებს წერ მაგრამ იმათ ვისაც უკვე ყველა შენი ნამუშევარი წაკიხული აქვსდა რაიმე ახალს ელის იმედებს უცრუებ და ამით მკითხველსაც დაკარგავ.

პირველ რიგში გამარჯობა, მადლობა და მიხარია რომ მოგწონს.
ახლა რაც შეეხება შენს შენიშვნას, იდეაში მხოლოდ ერთხელ ავიღე ყველა ისტორია და ახლა რედაქტირებულს ვაბრუნებ უკან.
როგორც კი მოვრჩები დაიწყება ახლების დადებაც.
ეშმაკის სათამაშოს რაც შეეხება, ძალიან მირთულდება წერა და ნამდვილად ვერ დაგპირდებით რომ მალე იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent