დესტრუქცია (1) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დესტრუქცია (1)


22-07-2018, 17:37
ავტორი lukakhati
ნანახია 822

დესტრუქცია (1)

სამშაბათი
დილით ადრე სახლიდან გამოსვლა არ მიყვარს. საღამოს მირჩევნია, განსაკუთრებით ივნისში, როდესაც უკვე აუტანლად ცხელა. თუმცა ხანდახან მგონია, რომ ამ ქალაქში ყველა კედელთან ერთად ამინდიც დიდი ხნის წინ შეიცვალა. საღამოობით ნიავი სასიამოვნოა. ადრე ყურსასმენების გარეშე სახლიდან არ გამოვდიოდი, მაგრამ მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ ყოველი მელოდია თავში უკვე ძლიერ მქონდა გამჯდარი, თავისუფლად დავდივარ ამინდს ვუსმენ და მის ხმას გონებაში საყვარელ მელოდიას ვაბამ. ცხოვრობს ჩემშიც რაღაც, რომლისაც ბოლომდე არ მესმის. დაუკოებელი, რომელიც წინ არ მიშვებს. ყველაფრის სიმბიოზია, რისი მიტოვებაც მინდა, მაგრამ არ მშორდება. იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ჩემს სხეულში, რომ კანის ნაწილი გახდა და ჩემს ჩრდილს კუდად მოჰყვება.
ნინოსთან შესახვედრად მივდიოდი, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემს ძმაზე, გუგაზე, ვფიქრობდი.
ორი სხვადასხვა ადამიანის სახე წარმომედგინა და მათ შორის ვიხლიჩებოდი. თითქოს წინ მედგა ორი ცხოვრება, ორი მომავალი და მეც უნდა ამერჩია ერთ-ერთი. არ მიყვარს სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება. უბრალოდ, არ შემიძლია. ყოველთვის ვოცნებობდი ვინმე ჩემს წინ დამჯდარიყო ეთქვა მომავალში რა მოხდებოდა, რა როგორ იქნებოდა, თუმცა მე ამის ბედნიერება არავინ მომცა. გუგაც ჩემი ნაწილია. სისხლი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს მუდამ დარჩება გაუწყვეტელ ბმად. ამის წინააღმდეგ ვერ წავალ.
მოღრუბლული ამინდია. შეუფერებელი ივლისისათვის. ნინომ ადრე შეხვედრა მოინდომა. მეც კმაყოფილი ვარ. დიდხანს არ მომიწევს მოცდა. ნუთუ ასეთი რთულია ერთ დღეს ყველაფერი დაივიწყო? სქელ ღრუბლებში ყოველი არასასურველი მოგონება გაფანტო. ამაზე პირველად არ ვფიქრობ - ერთხელ ეს უკვე ვცადე. ადრე, დიდი ხნის წინ, დამეუფლა სურვილი ჩემი წარსულის სილუეტი სამუდამოდ განცალკევებოდა ჩემს ჩრდილს. ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს - მიზეზი გახლდათ, რომ ცუდ დროს, შეუფერებელ ადგილას მოვხვდი, იქ დავმკვიდრდი და მისი ნაწილი გავხდი.
ხო, შემდეგ ერთ დღეს გავიღვიძე და საოცარი სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს არ ვარსებობდი, გამჭვირვალე ვიყავი. სწორედ ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე სახლიდან გადასვლა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ღამე განსხვავდებოდა სხვა დანარჩენებისაგან, უბრალოდ ამ ღამით რაღაც განსაკუთრებული მოხდა. კიბეზე, სამზარეულოსაკენ ჩავედი, კარადაში სიგარეტი ვიპოვე და, როდესაც ღია ფანჯრის რაფაზე მოსაწევად მოვკალათდი, საკუთარი თავი დავინახე - დაბეჩავებული, დანაღვლიანებული და ამ დროს, თითქოს ჩემს მზერას გავყევი და ყოველი დღე, ყოველი წამი დავინახე, როდესაც ჩემს ანარეკლს ამ ფანჯარაში ვუყურებდი. მათგან ყოველი სასიამოვნო იყო და ვერც კი მივხვდი, როგორ მოვედი აქამდე. როგორ წაყვა წრეს ჩემი მზერა და დაბრუნდა იმავე ადგილას. არც ის ვიცი, თუ რამ გამოიწვია ეს სიცარიელის შეგრძნება, მაგრამ ერთ დანამდვილებით გეტყვით - როდესაც სიგარეტს მოვუკიდა მინდოდა ყოველი დღე გრძელი ნაფაზებით ჩამეწვა, კვამლს ყველაფერი გაჰყოლოდა. ყოველი ადამიანი, რომელმაც ადამიანობაში რწმენა დამაკარგვინა, ყოველი დღე, რომელიც გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
ამ დღის შემდეგ ჩემს თავს პირობა ჩამოვართვი, რომ აუცილებლად შევიცვლებოდი და ახლა სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ახალი მომავლისაკენ. ნინო, მისი სახის გახსენება მათბობს. ფიქრებში გართულს გამოფხიზლება გამიჭირდა, როდესაც დანიშნულ ბარში ნინო დავინახე:
-პუნქტუალური ყოფილხარ - ღიმილით შემომეგება.
-დავაგვიანე? - დავიბენი, თვალები ბარის საათს გავაყოლე.
-არა, მე მოვედი ადრე.
-მშვენივრად გამოიყურები. - არ ვცრუობ, არ ვიცი ჩემი წარმოსახვის წყალობა იყო, თუ რეალობა, მაგრამ ნინო ამ დღეს სრულიად განსხვავებული მომეჩვენა. ბოლოს, როდესაც ვნახე მასთან სიახლოვე ვიგრძენი იმ კაეშანის გამო, რომელიც გულს ედებოდა, იმ დაუცრომელი სურვილის გამო ყველაფერი წარსულს ჩაებარებინა, რომელიც ორივეს გვაერთიანებდა. თუმცა ახლა ნინო სინათლეს ასხივებს და მისი ღიმილი ჩემს სხეულშიც აღწევს.
-ხო, - აზრი გამაწყვეტინა - იცი, რაც სახლი გავყიდე დავმშვიდდი.
-ასე, ადვილი იყო ყველაფრის მიტოვება.
-მე არაფერი მიმიტოვებია. - თვალი ამარიდა, ცხელი ყავიდან ამომავალ, გარემოში დაკარგულ ორთქლს უყურებს. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ჯერ არაფერი შემიკვეთია - ეს სახლი სულ იცხოვრებს ჩემში, მაგრამ იცხოვრებს ისეთი, როგორც მე მინდა. გამიგე, მე რომ იქ კიდევ დიდხანს დავრჩენილიყავი, ყოველი ბავშვობის მოგონება ნელ-ნელა გაიცრიცებოდა და სამუდამოდ დავრჩებოდი ამ კედლების შემხედვარე მხოლოდ მე, ჩემი ბედნიერი წარსულის გარეშე, მომავლის შიშის პირისპირ გაჩერებული. ეს მე არ მინდოდა, ამიტომ გავყიდე ბინა.
-შენი აზრით, წარსულს არ გაექეცი? - თითქმის ბურბუტით ვკითხე და ხელით მიმტანს დავუძახე.
- წარსულს ვერ გაექცევი. როგორც არ უნდა გინდოდეს. უბრალოდ... - გაჩუმდა, ყავა მძიმედ მოსვა - უნდა აირჩიო, თუ რა არის შენი წარსული.
-წარსულს ვერ აირჩევ. ხშირად მიფიქრია ამაზე - ახლა ჩემი ხმაც შეიცვალა და არ ვიცი, რატომ, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემს თავს ვხედავდი, ნინოსაც ვხედავდი, და ცხელ ორთქლთან ერთად ვლივლივებდი. - ჩემი აზრით წარსული უკვე გაყინული რამ არის.
-არ გეთანხმები. არჩევნის უფლება ყველას , ყოველთვის გვაქვს.
-მგონი ჯობს შევწყვიტოთ. მეეჭვება ახლა, ამაზე სალაპარაკოდ მოსულიყავი.
-პირიქით, სწორედ ამაზე სალაპარაკოდ მოვედი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვფიქრობ შემიძლია დაგეხმარო.
-დამეხმარო?
-აკი, გითხარი დამთხვევების მჯერა მეთქი. ჩემი აზრით, ჩვენი შეხვედრაც ბედის ოინი იყო.
-ზედმეტად რომანტიკოსი ყოფილხარ.
-რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდეს და ჩვენს ამბავს რომანტიკულიც დაერქვას - კიდევ ერთი ყლუპი მოსვა - არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ჩემი წინათგრძნობა არასდროს მღალატობს.
-და რას გეუბნება? - ასეთ საუბარს არ ველოდი. ცოტა იმედიც კი გამიცრუვდა.
-მინდა შენს შესახებ, რაც შეიძლება მეტი გავიგო.
-რისი გაგება გსურს?
-პირველ რიგში, თუ რატომ გადაწყვიტე მარტო გადასვლა?
-მოწევ? - ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე.
-კი, მაგრამ ტყუილად ცდილობ - მოხდენილი მოძრაობით, გრძელი ღერი თითებს შორის მოიქცია. ის მართლაც ისეთივე დახვეწილი იყო, როგორიც პირველი შეხვედრისას დამამახსოვრდა.
-დიდ დროს წაგართმევ. - მოვუკიდე.
-დრო ბევრი მაქვს - გრძელი ნაფაზი დაარტყა. შემომხედა და ასე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმისამოუღებლად მიყურებდა. თითქოს ყველაფერი ჩემს სხეულს ეწერა და ისიც მთელ ჩემს გამოვლილ ცხოვრებას კითხულობდა. ხმას ვერ ვიღებდი, მიჭირდა შესაფერისი სიტყვების პოვნა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სხეულში მრავალი ნაპერწკალი ერთმანეთს ეჯახებოდა.
-დაიწყე.
...და მეც დავაპირე დაწყება, როდესაც ტელეფომა დარეკა:
-უკაცრავად.
-რას ამბობ, უპასუხე.
-ხო, ნიტა - ნიტა გუგას მეუღლეა. კარგი გოგოა. მე თუ მკითხავთ გუგასთვის ზედმეტად კარგი.
-მათე, სად ხარ? - ამ თითქმის ყვირილით ნათქვამმა სიტყვებმა შემძრა. ნინომაც გაიგონა, პირი გაუშრა.
-რა ხდება, ნიტა?
-გაბრიელი, ცუდად არის. არ ვიცი რა სჭირს, გუგას ვერ ვუკავშირდები. არ ვიცი რა ვქნა, ძალიან მეშ...
-ნუ გეშინია, ახლავე წამოვალ. სახლში ხარ? - უკვე წასასვლელად მოვემზადე.
-კი, ძალიან გთხოვ იჩქარე.
-მეც მოვდივარ ნინომ მიმტანს ანიშნა ანგარიში მოეტანა.
-ძალიან გთხოვ, არ მინდა ამ ამბავში გაგრიო.
-სხვა გზა არ გაქვს. ღიმილით მითხრა და საფასური გადაიხადა.
-სად ჯანდაბაშია - ხამამღლა წამომცდა.
-გუგა,შენი ძმაა?
-კი... – პირველად ცხოვრებაში, ძალიან მომინდა ამ კითხვაზე „არა“ მეპასუხარ, მაგრამ ვერ შევძელი.
...მივრბოდით გუგას სახლისაკენ და ვგრძნობდი, ავის მომასწავებელ ნიავს სულამდე შეძრული ვგრძნობდი.
ოთხშაბათი

ოთხშაბათდან დიდი ნაწილი არ მახსოვს. უფრო სწორედ, თითქმის არაფერი მახსოვს ერთი დიალოგის გარდა :
-გუგას საყვარელი ჰყავს?
-არა.
-მათე, ლაპარაკი გავიგონე გორშია ვიღაც „მაგარ ნაშასთან“ ერთად.
...შემრცხვა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუგას არასწორი საქციელის გამო თავი უხერხულად მიგრძვნია, თუნცა ნინოს ბაგეებიდან ამ სიტყვების მოსმენა ყველაზე რთული მოსასმენი აღმოჩნდა. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო, მას საკუთარ ძმას არასდროს გავანცობდი. სასაცილოა, გყავდეს უფროსი ძმა, რომელიც ყოველთვის გარცხვენს. ვიცი დავიწყებაც, წაშლა გინდა, უბრალოდ არ შეგიძლია.
ხშირად ვადანაშაულებდი საკუთარ თავს ცუდ ძმობაში. წლებთან ერთად კი ერთ რამეს მივხვდი - მე არ შემეძლო სიყალბე და არ ვეგუებოდი აზრს, რომ
-ვიცი.
-და შენ ძმა ხარ?
-ნინო, არ გესმის.
-მათე, ბავშვს, შენს ძმისშვილს, რთულ ოპერაციას უკეთებენ. შენმა ძმამ ყველაფერი იცის და გორიდან არ მოდის იმიტომ, რომ ვიღაცა ნაშასთან ერთად ერთობა და შენთვის ეს ყველაფერი მისაღებია?
-მე პასუხს რატომ მთხოვ.
-ლაჩარი ხარ.
ეს ბოლო იყო, რაც გავიგონე. საავადმყოფოს წინ დიდ ხანს ვიდექი მარტო და ამ საშინელ სიტყვას გონებაში ვატრიალებდი. პასუხი ვერ გავეცი. ნინო ისე წავიდა, ვერაფრის თქმა ვერ შევძელი.
...ვიდექი ეზოში გაშეშებული და ვგრძნობდი, სულის შემძვრელ სიცივეს მთელი არსებით ვგრძნობდი.
კინაღამ დამავიწყდა. ეს მეორედ მოხდა - უკან დაბრუნებისას ჩემი ანარეკლი დავინახე. არ მომეწონა, საკუთარი ანარეკლის დანახვა საშინლად არ მომეწონა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი nathali lifhonava

პირველი ვარ^_^
ჩემი აზრით ზედმეტადაც კი იყო კარგი smiling_imp smiling_imp
ყველაზე მეტად გყვარობ smiling_imp
პირველად გიწერ კომენტარს^_^
ისე კი ყველა მაქ წანაკითხი
ბათ ეგ არაფერიი;დდ
საოცარიი ხარ<3
არააორდინალურად მაგარიი <3
მიყვარხააარ ლუკააა sunglasses <3
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

nathali lifhonava
პირველი ვარ^_^
ჩემი აზრით ზედმეტადაც კი იყო კარგი smiling_imp smiling_imp
ყველაზე მეტად გყვარობ smiling_imp
პირველად გიწერ კომენტარს^_^
ისე კი ყველა მაქ წანაკითხი
ბათ ეგ არაფერიი;დდ
საოცარიი ხარ<3
არააორდინალურად მაგარიი <3
მიყვარხააარ ლუკააა sunglasses <3

უღრმესი მადლობაა <3 <3 <3 <3 გავწითლდი ^^

 



№3 სტუმარი სტუმარი ნიკუშა

მომწონს!!!
უცნაური ამბავია, მაგრამ ჩამთრევი. სიმბოლოები მომწონს ყველაზე მეტად და მხატვრული სვლები :))
გოგოებს არ გეწყნოთ, მაგრამ კაცები სულ სხვანაირად ვწერთ :))
ასე გააგრძელე რა!

 



№4  offline ახალბედა მწერალი lukakhati

სტუმარი ნიკუშა
მომწონს!!!
უცნაური ამბავია, მაგრამ ჩამთრევი. სიმბოლოები მომწონს ყველაზე მეტად და მხატვრული სვლები :))
გოგოებს არ გეწყნოთ, მაგრამ კაცები სულ სხვანაირად ვწერთ :))
ასე გააგრძელე რა!

გაიხარე!!!

 



№5  offline წევრი ბელუ შეროზია

განსხვავებულია და საინტერესო!
ფსიქოლოგიურია როგორც ჩანს...
ველოდები გაგრძელებას.

 



№6  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ბელუ შეროზია
განსხვავებულია და საინტერესო!
ფსიქოლოგიურია როგორც ჩანს...
ველოდები გაგრძელებას.

Didi madloba ❤️❤️❤️

 



№7  offline მოდერი bla.ell

მხოლოდ ერთიდაიგივე მელოდიის ფონზე უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი...კარგი იყო და ველოდები ახალ თავს აბა შენ იცი კარგი დასაწყისია თანაც განსხვავდება სხვა ისტორიებისგან და დასაწყისი მომეწონა აღწერა და ახსნა...მეც მომინდა რამის დაწერა თუმცა დიდი ხანია ამის თავი არმაქვს...❤❤წარმატებას გისურვებ
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№8  offline ახალბედა მწერალი lukakhati

bla.ell
მხოლოდ ერთიდაიგივე მელოდიის ფონზე უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი...კარგი იყო და ველოდები ახალ თავს აბა შენ იცი კარგი დასაწყისია თანაც განსხვავდება სხვა ისტორიებისგან და დასაწყისი მომეწონა აღწერა და ახსნა...მეც მომინდა რამის დაწერა თუმცა დიდი ხანია ამის თავი არმაქვს...❤❤წარმატებას გისურვებ

მიხარია, რომ მოგეწონა <3 დიდი მადლობა!!! როცა მოიცლი სიამოვნებით წავიკითხავ ^^

 




კარგი და საინტერესო დასაწყისია, ლუკა. ველოდები გაგრძელებას blush

 



№10  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ქეთი იმერლიშვილი
კარგი და საინტერესო დასაწყისია, ლუკა. ველოდები გაგრძელებას blush

დიდი მადლობა ქეთი ❤️❤️❤️❤️

 



№11 სტუმარი Tiko

Damaintrige.... magaria dzaan. Velodebi gagrdzelebas sulmoutqmelad

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ძალიან მომწონს.
ჩამთრევია და ცხოვრებაში პირველად არ ვიცი, როგორ აპირებ გაგრძელებას :დდდ
ერთი საყვარელი პერსონაჟი მყავს უკვე, მაგრამ მაგას პირადში გეტყვი, რომელიც smiling_imp

 



№13  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Tiko
Damaintrige.... magaria dzaan. Velodebi gagrdzelebas sulmoutqmelad

დიდი მადლობა, შევეცდები დიდხანს არ გალოდინო <3
ენ ჯეინი
ძალიან მომწონს.
ჩამთრევია და ცხოვრებაში პირველად არ ვიცი, როგორ აპირებ გაგრძელებას :დდდ
ერთი საყვარელი პერსონაჟი მყავს უკვე, მაგრამ მაგას პირადში გეტყვი, რომელიც smiling_imp

ვუაიმე გყვარობ მე შენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent