წითელი ღამე /14 (+16) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /14 (+16)


22-07-2018, 19:37
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 522

წითელი ღამე /14 (+16)

თავი 14

- ესეთი რამე როგორ დაგვიმალე? - ერთ ადგილას ვერ ისვენებდა კაკი და მერამდენე ღერს ეწეოდა, უკვე დათვლაც შეუძლებელი იყო.
მე... მეგი მეტრეველი, თითქოს გამჭირვალე ყუთში ვიჯქი. მხოლოდ მათი ხმები მესმოდა და იმდენად ნათლად ვგრძნობდი ჩემი შეცდომებით გამოწვეულ საზიზღარ მდგომარეობას... იმდენად ნათლად რომ სიცოცხლე აღარ მინდოდა.
- არ მჯერა პროსტა... ასე როგორ შეიცვალე, ტო? - ვერ ჩერდებოდა კაკი. აქეთ-იქეთ დადიოდა და არცერთს არ აქცევდა ყურადღებას. იმდენად გაბრაზებული იყო ჩემზე, ალბათ მცირე შესაძლებლობა და ადგილზე მომკლავდა. მესმოდა მისი. მე უარესი რეაქცია მექნებოდა, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი. დათუნა კარის ჩარჩოზე იყო აყუდებული, ხელები გულზე დაეწყო და ფრთხილი მზერით მიყურებდა. ხმას არ იღებდა, რაც უფრო მტკენდა გულს. მინდოდა რომ მასაც ეჩხუბა, გაველანძღე, მაგრამ არა.
დათუნა ყოველთვის სხვა იყო ჩემთვის, როცა ასეთ თემებთან გვქონდა საქმე. ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, ნებისმიერ სიტუაციაში მოგცემდა რჩევას და გვერდით დაგიდგებოდა. გასაკვირი არაა, იმედგაცრუებული რომ არის.
იმედგაცრუება, როგორი საშინელი სიტყვა...
კაკი რომ სულ სხვა იყო, ეს ყველამ კარგად ვიცოდით. დათუნას სრული ანტიპოდი.
- ჩვენ შენი მეგობრები ვართ თუ ვიღაც ს*რები? - ბრაზს ვერ ეროდა. ისიც დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა, მთელ ხმაზე რომ არ ეღრიალა.
- საერთოდ რაზე ფიქრობდი, იმ ღამეს დაჭრილი, სახლში რომ წაიყვანე? - მხრებში გასწორდა დათუნა და ამჯერად ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. იმდენად იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა, ჩემს თავის საოცარი ზიზღი ვიგრძენი. - მიპასუხე მეგი, საერთოდ ფიქრობდი რამეზე?!
- არა... - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და თავი დამნაშავედ დავხარე. - არ ვიცი, რა დამემართა... რომ დავინახე ხუთი ბიჭი როგორ სცემდა ერთს, იმ წამს, მხოლოდ მისი გადარჩენა მინდოდა... - ვლუღლუღებდი ჩემთვის. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი, იმდენად მაწვებოდა ყელში რაღაც ამოუცნობი ბურთი.
- აი, პასუხი! საღოლ, ძაან მაგარია. - კაკიმ გააწყვეტინა დათუნას. ბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა. - იცი, რა მაგარ შარში ხარ? - ჩაეცინა ირონიულად. - არა, აზრზე არ ხარ, რამხელა საფრთხე ემუქრება შენს უტვინო თავს. თავს ძლივს ვიკავებ, აქვე რომ არ მოგკლა, ტო... ვახ, არ მჯერა, ბიჭო! - კეფაზე შემოიწყო ორივე ხელი და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
- არ ვიცოდი არაფერი... მართლა არ მეგონა, ასეთი რთული სიტუაცია თუ იყო. რას ვიფიქრებდი საქმე მკვლელობამდე თუ მივიდოდა...? - დაბალი ხმით ვლაპარაკობდი. იმდენდ დაბალი ხმით, რომ არა სამარისებური სიჩუმე, ვერც გაიგებდნენ. ხმა ერთი ტონითაც რომ ამეწია, ზუსტად ვიცოდი რომ ცრემლებს ვერ შევიკავებდი. რა აზრი ჰქონდა ჩემს ახსნა-განმარტებებს, როცა ისინი ჩემთან 100%ით მართლები იყვნენ. მე კი, მილიონი პროცენტით დამნაშავე.
- ვერ ვიჯერებ რა, გოგოს რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი... ფუ, ამის! ბაზარი არაა, შენი ცხოვრებაა, მაგრამ როცა ასეთ სერიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდი მაგ შენი წითელი თავით, უბრალოდ რომ გეთქვა, არა? შენ დღემდე ვერ იაზრებ რა ამბები ტრიალებს მანდ! ვაფშე, თავი ფილმში ხო არ გეგონა, სიყვარული ყველაფერს ამარცხებს და მსგავსი ს*რობები?
- კაკი, გეყოს რა და აცადე ლაპარაკი! - ნერვები მოეშალა ნიაკოს და წარბშეკრულმა გადახედა კაკის. ვიცოდი რომ ის უარესად იყო ჩემზე გაბრაზებული. მართალია, რაღაც დეტალები იცოდა... ნუ, რა რაღაც, თითქმის უმთავრესი, მაგრამ მაინც ტყუილი გამომივიდა და ეს სულაც არ მამართლებდა.
- კიდე მე მაჩუმებ, ტო? რა იყო ნია, შემთხვევით ყველაფერი ხო არ იცოდი და შენც გვიმალავდი? - იმდენად იყო გაღიზიანებული, სიტყვებს ვეღარ აკონტროლებდა. ნიაკოს პირველად დაუძახა ნია. მაგრამ კიდევ კარგი, ნიაკო არ იყო შეუგნებელი გოგო, ამხელა ამბავი რომ აეწია ასეთი ტონის გამო.
- კარგი რა კაკი, მართლა გეუბნები, არ ვიცი რა დამემართა... ვიცი რომ დამნაშავე ვარ! მაგრად შემეშალა თქვენთან. მაგრამ ყველა პრობლემა ერთად დამატყდა თავს, იქეთ გიორგის ქორწილი, მისი განრისხებული მშობლები, ამდენი გაურკვევლობა და მეც ვეღარ მივხვდი რა იყო სწორი, უბრალოდ ვეღარ გადაამუშავა ტვინმა ამდენი ინფორმაცია.
- ხოდა მაგას გეუბნები მერე გოგო, უტვინო რომ ხარ! გეთქვა თავიდანვე, დაგიშლიდით ურთიერთობას? ამის დედა შევ*ცი! მიშკას რომ არ ეთქვა, ვაფშე ვერც გავიგებდით, მგონი.
- მიშკამ... გითხრათ? - ჩემმა სმენის რეცეპტორებმა, მხოლოდ მიშკას სახელი აღიქვა, შემდეგ ის რომ მან ბიჭებს ყველაფერი უთხრა... გაოცებისგან პირი დავაღე. ეგ არამზადა! თვითონ მეუბნებოდა არავისთან არაფერი წამოგცდესო, ამის გამო ყველა მოვატყუე! ახლა თვითონ უთხრა ყველაფერი და დამნაშავეც მე გამოვედი. არა, ყველაზე დიდი დამნაშავე მე რომ ვიყავი, ისედაც ვიცოდი, მაგრამ ახლა უარეს მდგომარეობაში აღმოვჩდნი.
- ჰაჰ, მიშკამ, აბა ვინ? - ირონიული ღიმილით დამაჯილდოვა კაკიმ და სახე ხელებში ჩარგო. - რა გელაპარაკო ვაფშე? იმენა მაგრად დაგვადე!
- გეყოთ რა! მეც ძალიან მეწყინა მაგრამ არ იცოდა რას აკეთებდა, ვერ ფიქრობდა! თქვენც ეგრე მოიქცეოდით მის ადგილას და ახლა არ დაიწყოთ, არაო! ისე, ეგ მიშკაც მაგარი დაულაგებელია, თავიდანვე ეთქვა რა ხდებოდა. - დიპლომატიური მოლაპარაკება სცადა აქამდე ჩუმად მჯდარმა ლიზიმ.
- ნახე რა, - ამოიოხრა კაკიმ. - აუ, ეს ქალური სოლოდარობა შორს, რა! განდევნე, ძაან გთხოვ.
- ბიჭო ბაზარი არაა, მიშკას უნდა ეთქვა, მაგრამ ისეთი პონტი იყო, არ გამოდიოდა ეგრე! ჩვენ კი არ გეუბნებით რო აი, რატომ შეგიყვარდათქო? პროსტა არ უნდა დაგემალა, რა. თან ისეთ სიტუაციაში გაიცანი, იმენა რა! დღეიდან, ქერებზე ხუმრობა წითელთავიანებზეც ვრცელდება, ვსო! - ჩემს გვერდით ჩამოჯდა დათუნა. მის სიახლოვეს ვგრძნობდი და ესეც საკმარისი იყო, ჩემი აფორიაქებული სულიერი მდგომარეობის დასამშვიდებლად. საკმარისი იყო, მათთან ერთ ოთახში ყოფნა და ვმშვიდდებოდი, ყველანაირ პრობლემას თავს ვაღწევდი, მაშინაც კი, როცა დაუღალავად მეჩხუბებოდნენ. თითქოს ჩემში რაღაც ძალა შემოდიოდა და სრულიად სამყაროსგან ვითიშებოდი. ერთადერთი რაც მაწუხებდა, დანაშაულის გრძნობა იყო, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი. აღარ ვიცოდი, როგორ დამეღწია თავი მისგან.
- ისე, სხვათაშორის, თქვენც შეგეძლოთ რაღაცების თქმა, ჩუმ-ჩუმად რომ დაძვრებით და ყველაფერს გვიმალავთ! - რამდენიმე წუთის წინანდელი წყენა გაახსენდა ნიაკოს და ეგრევე შეტევაზე გადავიდა. ძირითადად კაკისთვის იყო განკუთვნილი ეს შეტევა.
- ხო, აი, თქვენღა მაკლიხართ ასეთ თემებში! ერთი დაქალიც რომ გყავთ გარეული, შეგიძლიათ მაგით იამაყოთ! - კაკი იმდენად იყო გაღიზიანებული, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის ელაპარაკებოდა, არავის შეარჩენდა სიტყვას. მითუმეტეს ნიაკოს, რომელზეც გაბრაზებული იყო. ამათი ჩხუბი გვაკლდა, ისედაც მე ვარ განხილვის თემად.
- წადი რა, კატაბალახა შეიყნოსე! - უპასუხა არანაკლებ გაღიზიანებულმა ნიამ. გულში ჩამეცინა. სულ არ იყო სიცილის დრო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, როცა გაბრაზებული ნია კაკის დასცხებდა. გაბრაზებული კაკი, რასაც მოიმოქმედებდა, ეგ კი, ნამდვილად არ იყო სასაცილო.
- აუ, გამასწარი ახლა აქედან, იცოდა სამამდე ვითვლი!
- ხო არ დაგტოვოთ?! - თვალები დაუბრიალა ლიზიმ ორივეს. - რა დღეში ხართ, საერთოდ? იმის ნაცვლად რომ რამე ნორმალური თქვათ და მეგის დაეხმაროთ, რაღაც უაზრობებზე ჩხუბობთ?!
- ჩემზე ნუ ნერვიულობთ, არავინ არაფერს დამიშავებს და არაა აუცილებელი ზედმეტი პანიკა! - ძლივს შევძელი ხმის ამოღება. ნამდვილად არ მინდოდა ზედმეტი სადარდებელი დამემატებინა ვინმესთვის, ჩემი სახით.
- დათუნა, დამაკავე ტო... უნდა მოვკლა ეს წითელთმიანი სურათი! - კოპებშეკრული სახით გადმომხედა კაკიმ. ისედაც დაძაბული იჯდა, ახლა საერთოდ გაბრაზების პიკზე იყო და მზერით მბურღავდა. ისეთი სახით იჯდა, იფიქრებდით ასეთი დაიბადაო. არადა, უიშვიათესი მოვლენა იყო კაკი და ასეთი სერიოზული გაბრაზება.
- კაკი, სერიოზულად ვამბობ. არ მინდა ჩემზე რომ ინერვიულოთ, არაფერი არ მომივა, მორჩა! ვისწავლე უკვე ჭკუა და ძალიან გთხოვთ, ნუ გამახსენებთ რა, ამ დღეს. აღარ შემიძლია მეტი. - დავიჩურჩულე ხრიწიანი ხმით და წყალი მოვსვი. იმდენად მტკიოდა ყელი იმ ბურთის გამო, წყალმაც კი არ მიშველა, პირიქით - უფრო გაამწვავა ტკივილი. თვალებიც კი მეწვოდა, სულ ცხელი ვიყავი. თავიდან გავიფიქრე სიცხე ხომ არ მაქვს-მეთქი, მაგრამ არა, ყოველთვის ასე ვიყავი როცა ძალიან ვნერვიულობდი რაიმეზე.

- მეგი, ჩვენ რომ არ გაგახსენოთ, იცოდე რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც ძალიან ცუდად გაგახსენებს, ამიტომ დაგვიჯერე ამ ერთხელ! - მკაცრი ხმა ჰქონდა დათუნას. თვალები მობეზრებულად ავატრიალე. გეგონებოდათ, რაღაც მაფიის წევრი ვიყავი, ან ქურდულ სამყაროში და თუ წამოვიდოდი, მომკლავდნენ. ზუსტად ასე აღიქვამდნენ ამ სიტუაციას კაკი და დათუნა. მე კი, ძალიან არ მინდოდა ეს ყველაფერი. ერთადერთი რაც მართლა მინდოდა, ჩემი ცხოვრების ამ ნაწილის დავიწყება და ჩვეული ცხოვრების გაგრძელება იყო. მაგრამ ვის ვატყუებ... საკუთარ თავს?! როგორ ვაპირებ ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას, როცა ჩემს უფროსს, ქმარი მოუკლეს.
- გავიგე დათუნა, გავიგე. - ხელი ავიქნიე მობეზრებულად, - მესმის! მაგრამ რა ვქნა, სულ შიშში ვიცხოვრო?! ვიქნები ჩემთვის და შემეშვებიან, როცა მიხვდებიან რომ მიშკასთან არაფერი მაკავშირებს.
- მეგი, ახლავე დატოვე ეგ დეტექტიურ-ზღაპრული ფილმი და რეალობაში დაბრუნდი, შენ რომ რამე დაგემართოს, მერე ჩვენ რა ვქნათ?! - ამოიტირა ლიზიმ და ტკიპასავით მომეწება. გამეღიმა, თუმცა ჩემი ღიმილი სევდიანს უფრო გავდა, ვიდრე ბედნიერს. გულის სიღრმეში, მეც მეშინოდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ ვიმჩნევდი და არც მომავალში ვაპირებდი რომ შემემჩნია.
- არ იტირო ლიზუ, ახალ წითელთავას მოგიყვან! - იმდენად დამაჯერებლად უთხრა დათუნამ, ცოტაც და ბოღმისგან გავსკდებოდი. მგონი სახეზეც დამეტყო.
- არ მინდა ახალი, ძველი მინდა მე. - უთხრა გადაჭრით და ხელი თმაში შემიცურა. ყოველთვის უყვარდა როცა ჩემს ტალღოვან თმებს ეფერებოდა, თან სულ ეძინებოდა. არადა, პირიქით ხდება ხოლმე, რეალურად.
- კარგი ხო, დავიტოვოთ. - მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა და მომღიმარ ნიაკოს თვალი ჩაუკრა. კაკი სახეს არ ასწორებდა, დაბღვერილი იჯდა და გვიყურებდა. ვიცოდი, გულში სულაც არ იყო ასე, უბრალოდ არ უნდოდა რომ შემემჩნია. თუმცა, ვერ ხვდებოდა იმას რომ საკუთარ თავზე კარგად ვიცნობდი. ვიცოდი როდის წყინდა რეალურად, როდის ბრაზდებოდა, რას იმჩნევდა და რას - არა. ყველაფერი ვიცოდი. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრებაა მათ ვაკვირდები და როგორ შეიძლება, რომელიმეს არ ვიცნობდე?!
მათი ერთი გამოხედვა, თუნდაც ერთი სიტყვა... მათი გვერდში დგომა, ნებისმიერ სიტუაციაში...
და მე ვხვდებოდი რომ მათ არ ვიმსახურებდი.
ისინი... უბრალოდ, ზედმეტად კარგები იყვნენ - მეგი მეტრეველზე.

წითელი, ანუ სისხლიანი ღამის გაგრძელება.

სახლში მისვლა არ შეეძლო, ეს ზუსტად იცოდა. ვერავითარი ძალა ვერ წაიყვანდა იქ, სადაც დედამისი იყო... მას თვალებში ვერ ჩახედავდა. საკუთარ არეულ სივრცეში წავიდა. ასე ეძახდა იმ სახლს, სადაც მაშინ მოდიოდა, როცა არეული სიტუაცია ჰქონდა. სადაც მისი მეგობრების გარდა, არავინ იყო ნამყოფი.
სახლი, რომელიც ბაბუამ დაუტოვა, დიდ მოგონებებს ინახავდა. ტყუილი იქნებოდა, თუ იტყოდა რომ იქ ყოფნა უყვარდა, მაგრამ სულიერად კი ნამდვილად მშვიდდებოდა. ახლა ყველაზე მეტად, სულიერი სიმშვიდე სჭირდებოდა რომ ცივი გონებით გადაეჭრა ისეთი საკითხები, რაც მისმა მკვლელობამ გამოიწვია. თამაზის მკვლელობით არაფერი მთავრდებოდა.
სახურავზე იჯდა, უყურებდა როგორ ანაცვლებდა დღე - ღამეს.
როცა მარტო დარჩები და ამ პროცესს დააკვირდები, ან ძალიან დამშვიდდები, ან სულაც - გაგიჟდები. გაგაგიჟებს სამყაროს ამოუცნობი მოვლენები, რომელიც ამ პროცესის ყურების დროს, დაგაფიქრებს.
მიშკა მშვიდობაძე გაგიჟების ზღვარზე იყო.
სხეული უთრთოდა, მომენტებში ისეთი კანკალი აიტანა, მოულოდნელობისგან ადგილზე ხტებოდა. დეჟა ვუს იმდენად მძაფრად გრძნობდა, თითქმის დარწმუნებული იყო რომ მისი ცხოვრების ეს მოვლენები, სადღაც ნახა...
იქნებ კიდევ ერთი კოშმარი იყო, რომელიც რეალობა ექცა.
სახურავზე ასვლისას, თან Jack Daniel’s-ი აიტანა და სიგარეტს მოუკიდა.
ეს დღეები, მისი ორგანიზმი იმდენ ნიკოტინს იღებდა, უკვირდა კიდეც ცოცხალი რომ იყო. თავის ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა, თვალებს დახუჭავდა თუ არა, იმ ღამეს ხედავდა. სხეულის ყველა ნაწილი, დაჭიმული ჰქონდა. ვეღარც იძინებდა, ვეღარც ისვენებდა. თვალები სულ გასწითლებოდა. ფერი კი, სრულიად დაჰკარგვოდა.
თითქოს, თავისი თავიც დაკარგა...
ფეხის ხმა რომ გაიგო, არც გარხეულა, თვალსაც კი არ ახამხამებდა. ერთიანად გაშეშებული, მხოლოდ სასმელს სვამდა, რომელიც ყელს უფრო და უფრო უწვავდა. უკან მიხედვის გარეშეც, კარგად იცოდა რომ თორნიკე და დემეტრე იქნებოდნენ.

- ბიჭო, მიშკა, - თორნიკეს ხმა იცნო, მაგრამ პასუხის გაცემაც კი ეზარებოდა. ნახევრად სავსე ბოთლი, კვლავ მიიყუდა და ერთი ამოსუნთქვით თითქმის ბოლომდე ჩაიყვანა. ჯერ კიდევ ცივი ბოთლი, ლოყაზე მიიდო. გრძნობდა რომ შინაგანად იწვოდა.
თორნიკემ მალევე შეამჩნია კედელთან მჯომი სხეული. მის გვერდით დაჯდა და მიშკას მზერას, თვალი გააყოლა. მშვიდობაძე სიცარიელეს უყურებდა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით, იმ სიცარიელეშიც იყო რაღაც, რისი დანახვაც ყველას არ შეეძლო.

- კახამ დაგვირეკა, ყველაფერი გვითხრა. - თორნიკეს მუდამ მხიარული ხმა, ჩავარდნოდა. სახეზე ყველა ემოცია ასახვოდა.
მიშკამ პასუხის ნიშნად, უბრალოდ ამოიოხრა და კვლავ მის სივრცეს დაუბრუნდა.
- ეკა ვნახე... - ჩაილაპარაკა ჩუმად და მიშკას რეაქციას დააკვირდა. დედამისის სახე რომ გაიგო, თავი სწრაფად მიაბრუნა თორნიკესკენ.
- როგორაა? - ჰკითხა მოუთმენლად, ხრიწიანი ხმით. მხრებში გასწორდა და ბოთლი იქვე დადო.
- შენ რომ თამაზი... ანუ, თამაზი რომ მოკალი არ იცის. ისე... რომ ემუქრებოდნენ, კახამ უთხრა. შენს ძმასთან არის ახლა.
- ჩემს ძმასთან?! - წამით გაუკვირდა, მერე თითქოს გონს მოეგო და მწარედ ჩაეცინა. - რა თქმა უნდა... მასთან არის. სულ მასთან იყო.
- კაი რა... შენზეც მკითხა, როგორ არის, სად არისო. - ხვდებოდა თორნიკე რომ მისმა სიტყვებმა უფრო ატკინა მიშკას. თუმცა, არც დამალვა ღირდა.
- დაიკიდე. - უპასუხა გადაჭრით და სიგარეტს მოუკიდა. კვლავ გადაუშვა ფილტვებში ნიკოტინი, რომელიც ნელ-ნელა მის ორგანიზმს წამლავდა.
- ყველგან სანიკიძის მკვლელობაზე ლაპარაკობენ, იმენა ტვინი მომე**ნა... იმდენ ყლ*ობა ვერსიას განიხილავენ, ლამის ვუთხრა ჩემმა ძმაკაცმა მოკლა, ნუ შე*ვეცითთქო! - ისეთი გაბრაზებული ხმა ჰქონდა თორნიკეს, მიშკამ სიცილი ვერ შეიკავა. წარმოუდგენელი იყო, თორნიკესთან ერთად, რამეზე არ გეცინა. უბრალოდ, მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტუაციას, თორნიკე ადამიანის გამხიარულებას ყოველთვის ახერხებდა.
- მერედა უთხარი შენ კიდე, მაგარი საამაყო პონტია. - ჩაეცინა მშვიდობაძეს. - დემეტრე სადაა?
- მოვა მალე, გიორგის უნდა შეხვედროდა. ტელეფონზე ვერ ვურეკავ, მაინც საშიშია უკვე ეგრე კონტაქტი.
- ხო, ეგ იასნა. რამე არ შეგეშალოთ და მაგ დედა მო**ნულებს, არ ჩაუვარდეთ. - ხმა დაუსერიოზულდა მიშკას.
- თამაზის ტანსაცმელში დატენილი იარაღი უპოვიათ, პროსტა ტელევიზიები ხმას ვერ იღებენ. ისე, გმირად ვინ აღიარებს მერე, მაგ დედა მო**ნულს.
- როგორი დედა მო**ნულიც არ უნდა ყოფილიყო, ის უკვე მკვდარია და ხო იცი, მოკლულ ადამიანს იგივე გმირის მნიშველობითაც იყენებენ. - ცალყბად ჩაეცინა მშვიდობაძეს.

მშვიდობაძე ჩუმად იჯდა, თავის ფიქრებში გართული, სიგარეტს ეწეოდა. თორნიკე აქეთ-იქეთ დადიოდა, სალაპარაკო თემასაც ვეღარ პოულობდა უკვე. ყველაზე მხიარულ ადამიანმაც კი აღარ იცოდა, მიშკასთვის რა ეთქვა, როგორ დაემშვიდებინა, ვერც ყურადღებას გადაატანინებდა სხვა რამეზე. თუმცა, მიშკა კი არა, ის უფრო მეტად განიცდიდა, მშვიდობაძის ცხოვრების არევას... თითქოს, მის მიმართ უფრო დიდი პატივისცემის გრძნობაც კი გაუჩნდა... არა იმიტომ, ადამიანი რომ მოკლა. არამედ იმიტომ, ორივესთვის მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლე რომ გადაარჩინა და კიდევ ბევრი მიზეზის გამო სცემდა დიდ პატივს მშვიდობაძეს.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არასდროსაა, არავინ იცის ვის რა ელის... არავინ იცის, დღეს და ხვალ რა მოხდება. ამიტომ წინასწარ ლაპარაკი ამ თემაზე, ძალიან რთულია.

- დემეტრე მოდის. - წამოიყვირა თორნიკემ, რომელიც სახურავიდან უყურებდა გამვლელებს. ისიც კარგად დაინახა, დემეტრე როგორ შემოვიდა სადარბაზოში. - მგონი ამოვისუნთქე. - ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა თავისი ძმაკაცი ცოცხალი რომ დაინახა. - გიორგი და კახა ნახა, უეჭველი ეტყოდა ისინი, როგორ უნდა მოვიქცეთ.
მიშკა ისევ სივრცეში იყურებოდა.
წითელ, საშინელ ღამეზე ფიქრობდა.
მისი ფიქრები მხოლოდ იქ იყო. მომენტებში წითელი, სისხლისფერი თმების სურნელიც აგონდებოდა. თითქოს, შვებას გვრიდა ეს მოგონებები.
ნაბიჯების ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. დემეტრე მოდიოდა, სახე სულ წაშლილი ჰქონდა. ასე ეთქმოდა მის მდგომარეობას. არეული გამომეტყველება, ხშირი სუნთქვა.
მშვიდობაძეს გადაეხვია, მხარზე ხელი დაარტყა და მის გვერდით ჩამოჯდა. ეტყობოდა, ბევრი ირბინა, ისე სუნთქავდა.
- რა იყო, შე*ემა, მოგდევდა ვინმე? - ჰკითხა თორნიკემ, რომელიც შეუმჩნევლად, სახურავის ამაღლებულ ადგილას იდგა და ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.
- გიორგიც ვნახე და კახაც, ამიხსნეს ვითარება... კაროჩე, ჯერ სიმშვიდეა, ოღონდ ჯერ! როდის რა მოხდება, არავინ იცის. ის ყლ* სანიკიძე უფრო საშიშია, ვიდრე თამაზი იყო. თან იმენა მაგარი გამოსი*ებულია. მოკლედ, რა! ყველაფერი მოგვარებულია და დღეს ღამე მიდიხარ რუსეთში. - აღელვებული იყო დემეტრე. პირველად, დაფიცებაც კი შემიძლია, პირველად ვხედავ ასეთ დემეტრეს.
- რაო? - მაღალი ადგილიდან გადმოფრინდა თორნიკე და დემეტრეს დააჩერდა ზემოდან. - რა უნდა ბიჭო, რუსეთში? პაბეგში უნდა იყოს, შე*ემა?
- რა პაბეგი, შე სი*რო, - ხელი აიქნია დემეტრემ, - თამაზის წინააღმდეგ ყველა სამხილი უნდა წაიღო, იქაც დაგხვდება რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები და მამუკას ციხიდან გამოიყვან, ტო. - გადახედა ჩაფიქრებულ მშვიდობაძეს.
- რამდენი ხნით? ჩვენც მივდივართ? - კითხვები დააყარა თორნიკემ.
- რამდენი ხნით, მე კი არა, ვაფშე არავინ არ იცის. - მხრები აიჩეჩა დემეტრემ, - შეიძლება ერთი წელი, ორი, ან ვაფშე რამდენიმე თვე. კაროჩე, რა. როცა დამთავრდება ეს ომი, მაშინ! თან ჩემი აზრით, მამუკას გამოსვლა, რაღაც ცვლილებებს გამოიწვევს და იმ პატარა ყლ* სანიკიძეს, ომს არ დააწყებინებენ. - სიგარეტი ამოიღო დემეტრემ და მოუკიდა. - ჩვენ ჯერ აქ ვიქნებით, კახას ვჭირდებით, რა და მერე წავალთ.
- არ მგონია, მალე დამთავრდეს ეს ომი. - ამოიოხრა მიშკამ. - მამუკას გამოყვანა სახიფათოა, მაგრამ თუ მოვახერხეთ, შეიცველება რაღაცები.
- ფუ, ეგ სი*ი! სადაც ვნახავ იქვე დედას მოვუ**ნავ, სანიკიძეს! - ნერვები ეშლებოდა თორნიკეს.
- მოკლედ, რუსეთში მიდიხარ, გაურკვეველი ვადით. - თქვა გადაჭრით დემეტრემ.
- მერე, მეგი? - ისევ წამოიყვირა თორნიკემ. მშვიდობაძე მხოლოდ ახლა დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე... მართლაც რომ, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?!
- რა დროს მეგია, შე*ჩემა.
- მარტო დამტოვეთ, - ფეხზე წამოდგა მშვიდობაძე და დაეჭვებული მზერით მჯდომ ძმაკაცებს გადახედა,- მე თვითონ ჩამოვალ ცოტა ხანში.

კვლავ მარტო დარჩა მიშკა, თავის სივრცესთან და ფიქრებთან. ისეთმა სიწითლემ მოიცვა მისი ცხოვრება რომ მეგის ადგილი იქ აღარ დარჩა...
ყველაზე მეტად, ამაზე ფიქრი უჭირდა მშვიდობაძეს.
ყველაზე მეტად, მისი გაშვება არ უნდოდა.
იმაზეც ბევრს ფიქრობდა, რამე არ დაეშავებინათ მისთვის.
მისი წასვლის შემდეგ, ქალაქში ვატოსთან ერთად დარჩებოდა და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. რას მოიმოქმედებდა ვატო სანიკიძე, შურის საძიებლად.
ფიქრისგანაც კი თავი უსკდებოდა. მომაბეზრებლად ამოიოხრა და კედელთან დაჯდა. სიგარეტს მოუკიდა და მეგის დაელოდა.
იცოდა, გრძნობდა რომ მოვიდოდა და მისთვის ყველაფრის თქმა მოუწევდა.

სახლში ვბრუნდებოდი, ფიქრებარეული, გაურკვევლობაში მყოფი და ტირილამდე მისული. მიუხედავად იმისა რომ მათ ყველაფერი გაიგეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელიც ვუთხარი, მაინც ვერაფერს ვუხერხებდი დანაშაულის გრძნობას. შიგნიდან მჭამდა, გულში ისეთ ჩხვლეტას ვგრძნობდი, თითქოს ვიღაც ნემსებს მარჭობდა და ასე ცდილობდა ჩემს წამებას. საშინელება იყო ეს ყველაფერი... მაგრამ მიშკასგან წამოსვლას მაინც ვერ უტოლდებოდა. ყველაზე მეტად, იქედან წამოსვლა გამიჭირდა. მაგრამ ჩემს თავს არ მივცემდი უფლებას, იქ რომ დავრჩენილიყავი. იმის წარმოდგენა რომ მიშკამ ადამიანი მოკლა, ისეთ ტკივილს მაყენებდა... უბრალოდ გაფიქრებაზეც კი, თვალების წვას ვგრძნობდი.
არასდროს დამავიწყებდა მისი ჩაწითლებული თვალები, რომელშიც მხოლოდ ტკივილის ამოკითხვა იყო შესაძლებელი. მისი არეული მზერა, მისი განადგურებული გამომეტყველება. სხეულის კანკალი, მძიმე და ხშირი სუნთქვა. ვერასდროს დავივიწყებ იმ მიშკას, იქ რომ ვნახე.
ამ ფიქრებისგან თავის დასაღწევად, ყურსასმენები გავიკეთე და ვცადე გონებაში სიმღერას ავყოლოდი. ყველაზე კარგი საშუალება იყო, არასასურველი ფიქრების გასაფანტად.
How I wish, how I wish you were here.
We're just two lost souls swimming in a fish bowl, year after year,
Running over the same old ground.
What have we found?
The same old fears.
Wish you were here.
ჩაბნელებული სადარბაზოს კიბეებს მივუყვებოდი, ბოლო ხმაზე ისმოდა ჩემს ყურებში pink floydის ხმა, რაც უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. თუმცა, სიმღერა უსწრაფესად რომ გაითიშა და ყურთან ცხელი სუნთქვაც ვიგრძენი, ერთიანდ გაშეშებულს, მხოლოდ მაშინ შემეშინდა და ადგილზე შევხტი.
- არ შემომიშვებ, მეგან? - ისევ ის ნაცნობი ხმა.
ისევ ვატო სანიკიძე.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

როგორც იქნა ❤️მოკლედ ძალიანმაგარი თავი იყო..შესანიშნავად წერ..აიიყველაზე მაგრა წერ..გთხოვმალე დადე შემდეგი თუ მოახერხებ ხვალ დილით გთხოვ❤️❤️❤️❤️

 



№2 აქტიური მკითხველი grafo

ძალით ძაბავ. ძალიან ბავშვურად გამოგდის.
მერამდენე თავია ვერ ვხვდებოდი და კიდევ ვერ მივხვდი ამ მეგანის დანაშაულს მეგობრების წინაშე.
რა ტყუილი, რა დანაშაული...ზრდასრუკი ადამიანია. ყველაფერი მეგობრებს რატომ უნდა შეუთანხმოს. ე.ი. მაგათ გარეშე ტუალეტში ვერ გასულა.
ძალიან საბავშვი ბაღი მოაწყვე, ძალიან.
ეს მიშკა სულ თვითგვემაშია. როცა გინდა აქრობ, გამოაჩენ. ვატოს გააქრობ, გამოაჩენ. ძაბავ, იმისთვის რომ "განძაბო", და იმისთვის რომ მერე ისევ არიო. რეალურად არახუნებენ მხოლოდ ეს მაგარი ტიპები სიტყვებს. და რაღაც 90.წლების დროინდელ შეხედულებებს მიჰყვებიან.
გამოაცოცხლე და დაასერიოზულე ცოტა ისტორია! გამოგივა!

 



№3  offline წევრი møøn šhinė

რაღაცნაირად მტკინვეული თავი იყო....
მეგი ღირსი იყო მეგობრები რომ გაუბრაზდნენ მაგრამ, ჩემი აზრით მეგი შეცდომებს ისე გაუაზრებლად უშვებდა რომ ვერ აცნობიერებდა რამდენად ცდებოდა. სამწუხაროდ❤
იარები ხესაც რჩება,
ქვასაც,
მიწასაც,
მაგრამ სხვაგვარად უხორცდებათ ადამიანებს. ❤
მეგი და მიშკა ძალიან კარგი წყვილია, და საერთოდ იდეალური წყვილები არ არსებობენ, ყოველთვის დაიტანჯები, უბრალოდ უნდა აირჩიო ვისთან ერთად გინდა დატანჯვა. ❤
ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ჩემი სიმარტოვე მახსენდება და მეცინება :D არვიცი მაგაზე რატოუნდამეცინებოდეს მაგრამ. ...
მეგის ძალიან სტკიოდა, მან იგრძნო მეგობრების თანაგრძნობა, ეს არ იყო გამოსავალი მაგრამ ეს იყო შვება ❤ არ უნდა მისცე ცუდ დღეს უფლება რომ გაფიქრებინოს ცუდი ცხოვრება გაქვს, ჩემი აზრით მეგი ძალიან იღბლიანია მიშკას რომ შეხვდა მაგრამ მიშკა უფრო❤ ძააალიან კარგი თავი იყო, საინტერესო ❤ მომეწონა, წარმატებები ❤

 



№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

ისე, მეგობრების ეგეთი რეაქციის არ მესმის.
გასაგებია, რომ მეგობარია,
მაგრამ თვითონ რომ ვერ ალაგებს გრძნობებს,
სხვას რას უნდა უყვებოდეს?

ნუ აჩხუბებ კაკის.
აბსურდია.

და ვატოს თუ რამის ერთი ადგილი აქ, გადავიდეს პრაქტიკაზეც.
გავიგეთ უკვე, რომ მეგის ნამდვილი სახელი იცის.

ვახ!
:)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№5  offline წევრი ცარიელი

როგორ მაინტერესეებს რა მოხდებაა.. მიშკას წასვლა რომ გარდაუვალია ვხვდები მაგას.. მაგრამ მეგანის მარტო დატოვება იქ სადაც ვატო სანიკიძეაა როგორია არვიცი.. უი ხოო.. თორნიკე ხომ მიყვარდა :დ დათუნაც შემიყვარდა ახლა :დდ მალე გელოდებიი ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№6 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება... იმედია, ცუდი არაფერი♥️ ნიჭიერი ხარ, უბრალოდ ცოტა გაანეიტრალე სიტუაცია, თორემ საკმაოდაა დაძაბული უკვე

 



№7 სტუმარი სტუმარი Salomee

ჯობს როგორც წერდი ისევ ისე დაწერო და არაფერი შეცვალო და არავის დაუჯერო იმიტომ რომ ეგ შენი წიგნია და რასაც წერ ვხვდები რომ გულით წერ და ცუდ კომენტარებზეც ვიცი რომ გული გტკივა მე მართლა მეწყინა ასეთი კომენტარები რომლებსაც არ ველოდი ამიტომ შენი აზრი გქონდეს და ისე განაგრძეე როგორც იყო და კიდეე ფილმის გადაღებაზეც იფიქრეე♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 



№8 სტუმარი ლია

სასწაული ხარ,
საუკეთესო ისტორიაა მომწონს ძალიან.
არავის კომენტარებს არ უსმინო,შენ ,შენი გააკეთე.
ბევრს ჰობად ექცა სხვისი ნერვების მოშლა.
ჩვეულებრივი შურია.ნიჭიერი ხარ გეტყობა.

 



№9 სტუმარი ეელა

ვერაფერი ვერ გავიგე ან 16+ რატო აწერია როდესაც არაფერი არაა ასეთი...მერე კიდე ავირია ვატოსთან იქნება თუ მშვიდობაძესთან ..რავიც რავიცი წარმატებები მაინც

 



№10 სტუმარი სტუმარი ნინი

მალე დადებ შემდეგს?

 



№11 სტუმარი

აი ძააალიან კაია! ყოჩაღ! ასე გააგრძელე! ჯობია რასაც და როგორც ფიქრობ ისე განავითარო და წაიყვანო...რამდენ კაცსაც აქვს წაკითხული იმდენი ერთ მომენტს სულ სხვადასხვა ნაირად დაწერდა, განავითარებდა, აღწერდა და მოკლედ კი მიხვდი რისი თქმაც მინდა! ეს შენი ისტორიაა და როგორც გინდა ისე უნდა დაწერო, აღწერო და განავითარო...
P.S. ველოდები ძალიან შემდეგ თავს..ნუ დააგვიანებ რა.. please ????

 



№12 სტუმარი სტუმარი გაბი

ოდესმე თუ დადებთ არ იქნება ურიგო :))

 



№13 აქტიური მკითხველი grafo

გაგვებუტა მგონი.

 



№14 სტუმარი სტუმარი darsi

სტუმარი გაბი
ოდესმე თუ დადებთ არ იქნება ურიგო :))

ასე აგრესიულად რატოო ? :D :D

 



№15 სტუმარი Ucnobi

Agar dadeb ?ramdeni dgea velodebi

 



№16  offline წევრი triniti

Vaime es tavi ra kargi iyo dzalian momewona efeqti rom daabrune istoriashi

 



№17 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან გაწელილია უკვე....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent