ტყუპები (7თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპები (7თავი)

23-07-2018, 09:01
ნანახია 2 988

ტყუპები (7თავი)

-მალე შევხვდებით პატარავ. -თქვა და ელენა მარტო დატოვა. კარი დაკეტა თუ არა საწოლზე შემოხტა და პატარა ბავშვივით ხტუნვას მოყვა. ბედნიერი იყო. გამარჯვებით და სამაგიეროს გადახდით სრულ ადრენალს განიცდიდა. ღრუბლებში დაფრინავდა, გულის ცემას ვერ იოკებდა და ბედნიერების კივილი ყრუდ გაჩხეროდა ყელში. სიაომვნებისგან დამონებული საწოლზე გულაღმა გაიშოტა და თვალებსაც დაუკითხავად მოწყდნენ სიხარულის ცრემლები.
--------------------------------------

-რაზე ფიქრობ?
-როგორ გგონია?
-არა მე კი ვიცი მაგრამ. -ღიმილით გაკრა ანკამ საწოლზე განაბულ ელენას ფეხი.
-ნუ მეღადავები.
-ძალიან მიხარია შენი ამბები ელენა.
-მეშინია ანკა.
-რისი?
-ტკივილის.
-რატომ ფიქრობ ყოველთვის ცუდზე?
-ჩემდაუნებურად მემართება.
-ცხოვრებით დატკბი ელენა. დამიჯერე.
***
ჰამაკში მთვლემარე ელენა დედის ხმამ რეალობაში დააბრუნა. თავს გამოფხიზლება აიძულა და სახლისკენ აიღო გეზი.
-დედა რა გაყვირებს?
-სტუმარი გვყავს.
-ჰოო. -სახე უსიამოვნოდ დაჭყანა ამ უკანასკნელმა.
-გახსოვს ბაჩო?
-ვინ ბაჩო დედა?
-აი დედამის რძლად რომ მოსწონდი.
-მეღადავები ხომ? -სახე აელეწა ელენას.
-კარგი რა მოგივიდა. გაიგო რომ ჩამოხვედი და გვესტუმრა.
-გაიგო თუ შვილის მომავლით შეშფოთებულმა დედამ მიუტანა ნეტა ამბავი?
-არ შეგიძლია ეს ცინიზმი ცოტა ხნით მოიშორო? -ცრემლი მოადგა ციალას შვილის უკმეხობის გამო. ცრემლის დანახვაზე ელენაც გატყდა.
-კარგი მაპატიე.
-მისაღებში გელოდება. ზრდილობიანად მოიქეცი. -ზურგი აქცია დედამ ელენას და ისიც უხალისოდ შევიდა სტუმრის სანახავად.
-გამარჯობა ბაჩო. -ნაძალადევად გაუღიმა ბიჭს და ხელი გაუწოდა.
-ელენა? -დაბნეული მზერა შეაფეთა ბიჭმა მოკლე შორტში გამოწყობილ გოგოს და ვნებით აათვალიარა მისი გრძელი ფეხები. -შესანიშნავ ფორმაში ხარ.
-მადლობა. დალევ რამეს?
-ლუდს თუ შეიძლება.
-ახლავე მოვიტან. -ელენა უხალისოდ გავიდა სამზარეულოში, მაცივარი გააღო და ორი ბოთლი ლუდი გამოიღო. გასასვლელად შემობრუნებული კი მათეს აეკრა სხეულზე.
-ჯანდაბა შემაშინე. გამატარე. -მის მოშორებას შეეცადა მაგრამ მათემ მსუბუქი ბიძგით ააკრა ელენას სხეული მაცივარზე. -გეყო.
-რა იყო? ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა?
-ეჭვიანობ? -გაუღიმა ვნებით თვალებანთებულ მათეს.
-ეგღა მაკლია.
-მაშინ გამატარე. -ხელით მიაწვა მკერდზე. მათემ ისევ უკან დაბრუნება აიძულა. ფეხზე ძლიერად მოუჭრა ხელი. ელენამ ტკივილისგან ყრუდ დაიკვნესა და თვალები დახუჭა.
-ცხოველი ხარ მათე. სინაზის ნატამალი არ გაგაჩნია.
-ნაზი რომ ვიყო არ მოგეწონებოდი. -უჩურჩულა მათემ ყურში.
-გამატარე. -მათემ მოულოდნელი სველი კოცნა დააკრო ყელზე და მაცივარს მიყრდნობილი ელენა იქვე დატოვა. ელენამ ღრმად ამოისუნთქა, მაცივარი გამოაღო და თავი იქედან მომავალ სიგრილეს მიუშვირა. შემობრუნებული ანკას ეშმაკურ მზერას გადააწყდა.
-რა?
-არაფერი მითქვამს.
-აუტანელი ხარ.
-ამჯერად რა დავაშავე. -გაუღიმა ანკამ ტყუპისცალს. ერთი ბოთლი ლუდი ხელიდაან აართვა და ყელში გადაუშვა. -სანამ სულ გათბა წაუღე სტუმარს.
-ვერ გიტან.
-მეც მიყვარხარ.
***
-შენზე მომიყევი.
-პატარა სააგენტო გავხსენი. ჩამოსულ ტურისტებს გიდობას ვუწევ და ჩვენ ხეობას ვაცნობ.
-შესანიშნავი ბიზნესია. ყოჩაღ.
-შენი საქმე როგორ მიდის.
-ძველებურად. კარიერა, კარიერა და კარიერა. -გაუღიმა ელენამ ბიჭს.
-პირადმა რა დაგიშავა?
-დრო არ მაქვს. -ელენამ ეზოში გამავალ ფანჯარაში გაიხედა, წელზემოთ შიშველ მათეს მოკრა თვალი, რომელიც მისკენ ზურშექცევით იდგა და ბიჭებს სამუშაო მითითებებს აძლევდა. მისი დაკუნთული მხრების დანახვისას ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და ლუდის მოზრდილი ყლუპი გაუაზრებლად გადაუშვა ყელში.
-რას უყურებ? -ინტერესით მიუახლოვდა ბაჩო.
-არაფერს. -რაფიდან ჩამოხტა ელენა. -გინდა ბაღში გავისეირნოთ?
-სიამოვნებით. -გარეთ გამოსულმა ელენამ მათეს მზერა იგნორში გაატარა და ბაჩოსთან ერთად ბაღის დაბურულ ხეებში გაუჩინარდა.
-დიდი ხნით რჩები?
-ალბათ კიდევ ათი დღე. მერე შვებულება მეწურება.
-გინდა ხეობა დაგათვალიერებინო?
-მოვიფიქრებ კარგი?
უხმოდ ჩაუყვნენ მდინარისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს. -მგონი ძალიან შორს წამოვედით. -უკან მიიხედა ელენამ.
- მერე რა?
-აქაურობას კარგად არ ვიცნობ.
-მე ვიცნობ. -ხელზე შეეხო ბაჩო ელენას და ისიც შიშით შეხტა. -რა იყო?
-მაპატიე. დავბრუნდეთ კარგი?
-ჩემი გეშინია?
-უნდა ჩეშინოდეს?
-არა რა თქმა უნდა.
-არ მეშინია უბრალოდ სახლში მინდა.
-ისევ ისეთი ჭირვეული ხარ. -გაუღიმა ბიჭმა და გზა დაუთმო. სახლამდე ისევ უხმოდ იარეს.
-შემოხვალ?
-არა იყოს. ცხენები ისევ გიყვარს?
-ვგიჟდები. -გაუღიმა ელენამ.
-მშვენიერია. ხვალ გამოგივლი და ცხენით მოვინახულოთ ხეობა. რას იტყვი? -ბაჩოს ზურგს უკან მდგომ გაგულისებულ მათეს მოკრა ელენამ თვალი, მომენტალურად გახალისდა.
-კარგი.
-მაშ ხვალამდე. -ლოყაზე აკოცა ბაჩომ ელენას და წავიდა.
-რა? -თვალით ანიშნა მათეს.
-გამოდი. -ასევე თვალით ანიშნა მათემ და ბაღში გაუჩინარდა. ელენა უკან გაყვა.
-რა გინდა? -მათე მისკენ ტრიალდება, შეშლილ თვალებს ანათებს. ორ დიდ ნაბიჯს დგამს და წამში აკრავს ელენას წელზე ძლიერ ხელებს. მზერა ტუჩებზე ეყინება, საპასუხოდ ელენა მთელ ირონიას სახავს ბაგეზე. ფრხილად აცურებს ორივე ხელს მათეს მხრებზე. -ეჭვიანობ არა? რას ელოდები?
-სანამ არ მეტყვი არ გაკოცებ.
-მაშინ მთელი ცხოვრება მოგიწევს ლოდინი რადგან ამას არასდროს გეტვი. -გაუღიმა ელენამ, თავი გაითავისუფლა მისი მკლავებიდან და საღერღელაშლილი მათე ფიქრებთან ერთად მარტო დატოვა.
***
-რა გჭირს?
-ვოვა ჩამოვიდა?
-სად, აქ?
-არა თბილისში.
-მერე?
-ვფიქრობ დავპატიჟო თუ არა.
-თუ გინდა ტაპატიჟე. რა გჭირს? ხომ მოგწონს? -თვალები შუბლზე აუვიდა ელენას.
-ზედმეტადაც კი.
-მაშინ რა განერვიულებს.
-ზუსტად ის მანერვიულებს რომ მომწონს.
-იცი ანკა მგონი მე და შენ როლები გავცვალეთ. -ახარხარდა ელენა.
-ამაში გეთანხმები. -მხარი აუბა ანკამ დას სიცილში.
-მიდი, მიდი დაპატიჟე. უთხარი ჩამოვიდეს.
-კარგი. -ტელეფონი აიღო ანკამ და შეყვარებულთან მესიჯი გაგზავნა. პასუხმაც არ დააგვიანა.
-რაო?
-ხვალ ჩამოვა.
-დედას ვეტყვი. გაგიჟდება. გაანადგურებს მთელ პირუტყვს სახლში. მამა ბოცებს დახსნის სასიძოს საპატივცემულოდ.
-მოკეტე გოგო. შენ ის მითხარი მათეს რას უშვები ესეთს ძარღვებდახექილი რომ დაეხეტება.
-მდა.

-ძალიან საყვარლები ხართ.
-აჰა.
-კიდე არ აკოცე?
-მელოდება როდის "შევეხვეწები" ხომ იცი რომ ამას არ გავაკეთებ.
-ვიცი. ტუჩი ჩატეხა ანკამ.
-წყობიდან გამოვიყვან.
-უკვე გამოიყვანე.
-კარგად არა.
-სადისტი ხარ რა.
-ვიცი. -სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა ელენას და საწოლზე მოწყვეტით გაიშოტა.

***
შებინდებული იყო. ელენა აუზის პირას მიგდებულ პუფში ჩაფლული სასიამოვნო ფიქრებში ფარფატით სრულებით მოწყვეტილიყო რელობას.
-ხომ ვთქვი არათქო. -მოესმა ბაღის შუაგულიდან მათეს ღრიალი. შიშმა მომენტალურად აიტანა, წამოდგა და ფეხაკრებით წავიდა იქეთ საიდანაც ხმა ისმოდა. ხეებს შორის წინდაუკან მოსიარულე მათეს სილუეტს მოკრა თვალი და ხეს ქურდივით ამოეფარა. ტოტებიდან განაგრძო გაგულისებული მათეს თვალთვალი, რომელიც ტელეფონში ვიღაცას საშინლად ეჩხუბებოდა. -ჩამოვალ და ამაზე მერე ვისაუბროთ. -ყურმილი გათიშა მათემ და მუშტი მთელი ძალით დაკრა ხეს. ელენა უკან გატრიალდა და დაზაფრული აუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს. შეშინებული შევარდა სახლში და საძინებელის კარი ისე გადაკეტა კაცი იფიქრებდა მოსაკლავად მისდევდნენ. მათეს აღრიალებული ხმა ყურებში ჩაესმოდა და შიშმა ერთიანად აიტანა. სხეული აუცახცახდა და ამაოდ ცდილობდა თავის ხელში აყვანას.
-ელენა გამიღე. -მოესმა კარს მიღმა მათეს გატეხილი ხმა. გაინაბა, სუნთქვა შეიკავა და კედელს უმწეოდ აეკრა. -ვიცი რომ აქ ხარ დაგინახე, გამიღე გთხოვ. -ბზარი გაჩნდა ამ უკანასკნელის ხმაში. -გააღე. -ამოიხრიალა და მუშტი დაკრა კარს. ელენა შიშისგან შეხტა და ყრუდ დაიკივლა, ცრემლი ვერ შეიკავა და იქვე ჩაიკეცა სადაც იდგა.
-იქნებ რა მინდა გითხრა ელენა. გააღე კარი.
-წადი. -ამოიგმინა ელენამ ნამტირალევი ხმით.
-შენ რა ტირი? გააღე თორე შემოვამტვრევ. -ელენამ ფრხილად გადაწია კარის კლიტე და ოდნავ შეაღო კარი.
-რა გინდა?
-რა გატირებს?
-ვის უყვიროდი?
-შენ არ გეხება. -ელენამ კარის დაკეტვა სცადა, მაგრამ მათემ დაიჭირა, ბეჭით ძლიერად მიაწვა და ოთახში ძალით შევიდა. კარი შიგნიდან ჩაკეტა. მერე ატუზულ ელენას მიუბრუნდა, გაუღიმა და მისკენ დაიძრა. ელენამ უკან გადადგა ნაბიჯი. -რა გჭირს? -ადგილს მიეყინა მათე.
-ვის უყვიროდი?
-ჩემ დას.
-რატომ?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ვერ ვიტან ქალებს რომ უყვირიან.
-ელენა გრძელი ამბავია და ეს შენ არ გეხება.
-მართალი ხარ მე არ მეხება.
-მოდი ჩემთან. -მის შეხებას შეეცადა მათე.
-გადი ჩემი საძინებლიდან.
-ელენა.
-გადი. და მორჩი თამაშს.
-რა თამაშს?
-ვერ ვიტან საიდუმლოებებს.
-არანაირი საიდუმლო არ მაქვს.
-მე კი ვფიქრობ რომ გაქვს. გადი გთხოვ და საერთოდ თუ მალე დაამთავრებ ამ უაზრო რემონტს და აქედან წახვალ მადლობას გეტყვი.
-ელენა აქ ხარ? გაისმა კარს მიღმა ელენას მამის ხმა.
-ხო მამა რა იყო?
-ბაჩო გელოდება.
-ახლავე ჩამოვალ.
-ბაჩო? -ირონია აესახა მათეს სახეზე.
-ეს შენ არ გეხება.
-ვითომ? -წამში მოიქცია მათემ ელენას სიფრიფანა სხეული მკლავებში და სხეულზე მჭიდროდ აიკრო.
-გამიშვი მათე. აზრი არ აქვს. -მათემ გულმოდგინეთ შეათვალიერა ელენას სახეზე ასახული სიცივე, გულში რაღაც ძალიან ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო. თვალები დახუჭა, შუბლი სასურველი ქალის ყელში ჩარჩო და ტუჩი ნაზად დააკრო ყელზე. ელენა უძრავად იდგა მის მკლავებში მოქცეული.
-წავიდე?
-ჰო. -მათემ ლოყაზე აკოცა ელენას და ოთახიდან გავიდა.
***
-მაპატიე ძალიან გვიან მოგაკითხე ხომ? -დანახვისთანავე შეაგება ბაჩომ ელენას ეს სიტყვები. -ელენამ სახლის ზღურბლთან მოსაუბრე მათეს და ანკას მოკრა თვალი, კიდევ ერთხელ და ნათლად ჩაესმა მისი ღრიალი ყურებში და ტანში უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. -კარგად ხარ? -მკლავზე მზრუნველად შეახო ბაჩომ ხელი და ელენას მზერაც მათედან ბაჩოზე გადანაცვლდა.
-მანქანით ხარ?
-ხო.
-სადმე წამიყვანე.
-სიამოვნებით. -მკლავში ხელი გაუყარა ელენამ და მანქანისკენ დაიძრნენ.
-მოეშვი. -მოესმა ანკას ხმა, რომელიც აშკარად გამწარებულ მათეს იჭერდა.
-სად წავიდეთ?
-სადმე, სადაც დალევა შეიძლება.
-ლეგენდები დადის იმის შესახებ, რომ შენ არასოდეს სვამ.
-ასეა. ხო და მოდი დავანგრიოთ ეს ლეგენდები.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-რამე გაწუხებს?
-უბრალოდ დაქოქე მანქანა და წამიყვანე იქ სადაც შემიძლია დავლიო. ძნელია? -ტონს აუწია ელენამ. -ჯანდაბა მაპატიე ბაჩო. არ ვიცი რა დამემართა.
-ის ბიჭი ვინ არის შენ დას რომ ელაპარაკებოდა.
-არავინ.
-დარწმუნებული ხარ? ვფიქრობ ის უნდა იყოს შენი წყობიდან გამოსვლის მიზეზი. მითხარი რა ხდება.
-არაფერი ბაჩო, უბრალოდ საზაფხულო რომანი და მორჩა.
-რას დალევ?
-ვისკს.
-იყოს ვისკი. გაზს ძლიერად მიაჭირა ფეხი და მანქანაც ადგილს საოცარი სისწრაფით მოწყდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი ნია

არ ვიცი რაღა ვთქვა, ამ თავში ელენა არ მომეწონა...
მათე არ ჰგავს ისეთ კაცს რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს რამეს, თუ უყვირა მიზეზი ექნებოდა და ელენასთვის არ თქმასაც მიზეზი აქვს, არც ვითონ იჩენს გულახდილობის ინიციატივას ამ ბიჭთან. ის რომ მათეზე გრძნობებს სახელს ვერ არქმევს არ ნიშნავს იმას რომ ბაჩისთან უნდა გამოთვრეს
ანკას და ვოვას უფრო ვუცდი მგონი აწი <3

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნია

აჰა... ❤ გამოჩნდებიან უკვე შემდეგ თავში ❤
ელენაც დაალაგებს ყველაფერს. ჭკვიანი გოგოა ????

№3  offline წევრი Onlyyou

Sauketezo iyo sityvebis maragi amomewura imdenad karfia iyo ❤

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Onlyyou
Sauketezo iyo sityvebis maragi amomewura imdenad karfia iyo ❤

❤❤❤

№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა მალე დამთავრდა. ეტყობა ძალიან შევედი ეშხში. მდაა ელენემ მგონი მაგრად აურია. ზედმეტები არ მიქაროს მაგან ბაჩოსთან, თანაც ახლა მოუნდა გამოთრობა. მათესაც ძალიან ცუდად ექცევა. მგონი ზედმეტი იყო ელენეს რეაქცია მათეს ყვირილზე. არადა თვითონ უარესად იქცევა

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Chikochiko
რა მალე დამთავრდა. ეტყობა ძალიან შევედი ეშხში. მდაა ელენემ მგონი მაგრად აურია. ზედმეტები არ მიქაროს მაგან ბაჩოსთან, თანაც ახლა მოუნდა გამოთრობა. მათესაც ძალიან ცუდად ექცევა. მგონი ზედმეტი იყო ელენეს რეაქცია მათეს ყვირილზე. არადა თვითონ უარესად იქცევა

ფიცხია და ზოგჯერ დაუფიქრებელი ❤

№7 სტუმარი Nini

უმორჩილესი თხოვნა იქნება ჩემგან: მათემ ბოლომდე შეიკავოს თავი და არ აკოცოს ელენას სანამ არ თხოვს. მესმის რომ ძლიერია მაგრამ მისი სიძლიერე უკვე მარაზმში გადადის. ძალიან მომწონს მათე არ უნდა უწევდეს ამდენის ატანა. ან ბაჩისგან რაღა უნდა ელენას. მოკლედ მაგ გოგოსი ვერ გავიგე. მაინტერესებს მათი წყვილი ძალიან და გელოდები სულმოუთმენლად♥️

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini
უმორჩილესი თხოვნა იქნება ჩემგან: მათემ ბოლომდე შეიკავოს თავი და არ აკოცოს ელენას სანამ არ თხოვს. მესმის რომ ძლიერია მაგრამ მისი სიძლიერე უკვე მარაზმში გადადის. ძალიან მომწონს მათე არ უნდა უწევდეს ამდენის ატანა. ან ბაჩისგან რაღა უნდა ელენას. მოკლედ მაგ გოგოსი ვერ გავიგე. მაინტერესებს მათი წყვილი ძალიან და გელოდები სულმოუთმენლად♥️

აუ ამ თავში რაღაც ძაან ამერია ეს გოგო და შემდეგ თავში დალაგდება და თან საკმაოდ კარგად გპირდები :-) არ ვიცი მათე მოითმენს თუ არა მაგრამ ელენა რომ გატყდება ამის პორობას გაძლევ ❤

№9 სტუმარი ნია

ჰალუცინოგერი
ნია
არ ვიცი რაღა ვთქვა, ამ თავში ელენა არ მომეწონა...
მათე არ ჰგავს ისეთ კაცს რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს რამეს, თუ უყვირა მიზეზი ექნებოდა და ელენასთვის არ თქმასაც მიზეზი აქვს, არც ვითონ იჩენს გულახდილობის ინიციატივას ამ ბიჭთან. ის რომ მათეზე გრძნობებს სახელს ვერ არქმევს არ ნიშნავს იმას რომ ბაჩისთან უნდა გამოთვრეს
ანკას და ვოვას უფრო ვუცდი მგონი აწი <3

აჰა... ❤ გამოჩნდებიან უკვე შემდეგ თავში ❤
ელენაც დაალაგებს ყველაფერს. ჭკვიანი გოგოა ????

ჭკვიანი გოგო რომ არის იმიტომაც მომეწონა თავიდანვე, მაგრამ მე ჯანდაბას, აი მათეს რომ მიბრაზებს ეგ არ მომწონს არც მე და არც მათეს :დდდ
ჰოდა კიდევ, იცოდე გამაგიჟებ მათე თუ დანებდება პირველი. ელენამ გამაბრაზა და კომპენსაციის სახით მოვითხოვ თვითონ შეეხვეწოს ამ ოქრო ბიჭს კოცნას :დ

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ვაიმე ნია ❤❤❤ ნუ შემაცვლევინე მთელ სიუჟეტს გეხვეწები :-D

№11  offline აქტიური მკითხველი grafo

აი, მერამდენე თავია უკვე თავს ვიკავებ და მეტი აღარ შემიძლია. რომ გავჩუმდე ჩემს ჯანმრთელობას შევუქმნი საფრთხეს :D :D.
ღმერთო, რა ძაან დებილი გოგოა. ეტყობა ქმართანაც ძალიან იშვიათად ჰქონდა სექსი , ისიც მისიონერულ პოზაში, გაგებაში არ არის მამაკაცების და მაგიტომ არის საბავშვო ბაღის თამაშებით რომ ერთობა.
ქალს რომ უყვირიან არ ჰყვარებია. აუფ. თვითონ ისე იქცევა, კედელზე როგორ არ ააკრეს აქამდე მიკვირს.
მათე ჩააბარე ვინმეს ეგ სარემონტო სამუშაო და წადი სახლში, თორემ გაგიფუჭდება ნერვები ჩემსავით.
თავიდანვე ვთქვი რომ ეს გოგო ეგოისტია და საერთოდ არავის სიყვარულს იმსახურებს. თურმე ამაყია და კოცნას არ შეეხვეწება. ჯერ რომ ქალს ან კაცალს კოცნა სახვეწარი გაუხდება, მაგ ურთიერთობის დედაც...
ანკაც უშნოდ ერევა. ამ ელენეს იმდენი და იმხელა პრობლემა აქვს ტვინში, ყველა თუ შეეშვება იქნებ აზრზე მოვიდეს.

პ.ს. არ მიპასუხო თუ გინდა. უყურადღებობაში არ ჩაგითვლო არანაირად :D :*

№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

[quote=grafo]აი, მერამდენე თავია უკვე თავს ვიკავებ და მეტი აღარ შემიძლია. რომ გავჩუმდე ჩემს ჯანმრთელობას შევუქმნი საფრთხეს :D :D.
ღმერთო, რა ძაან დებილი გოგოა. ეტყობა ქმართანაც ძალიან იშვიათად ჰქონდა სექსი , ისიც მისიონერულ პოზაში, გაგებაში არ არის მამაკაცების და მაგიტომ არის საბავშვო ბაღის თამაშებით რომ ერთობა.
ქალს რომ უყვირიან არ ჰყვარებია. აუფ. თვითონ ისე იქცევა, კედელზე როგორ არ ააკრეს აქამდე მიკვირს.
მათე ჩააბარე ვინმეს ეგ სარემონტო სამუშაო და წადი სახლში, თორემ გაგიფუჭდება ნერვები ჩემსავით.
თავიდანვე ვთქვი რომ ეს გოგო ეგოისტია და საერთოდ არავის სიყვარულს იმსახურებს. თურმე ამაყია და კოცნას არ შეეხვეწება. ჯერ რომ ქალს ან კაცალს კოცნა სახვეწარი გაუხდება, მაგ ურთიერთობის დედაც...
ანკაც უშნოდ ერევა. ამ ელენეს იმდენი და იმხელა პრობლემა აქვს ტვინში, ყველა თუ შეეშვება იქნებ აზრზე მოვიდეს.

პ.ს. არ მიპასუხო თუ გინდა. უყურადღებობაში არ ჩაგითვლო არანაირად :D

არიან ადამიანები ვინც სექსზე მეტ სიამოვნებას სწორედ რომ წვალებლობით განიცდიან :-) თან ძალიან ბევრი ადამიანია ვინც კოცნის სურვილის მოთოკვით სრულ ადრენალინს განიცდიან. შესაძლოა და ასაცაა რომ ეს ავადმყოფაა. ხო და ესენიც ავადმყოფები არიან. აცადე გაერთონ ახალგაზრდები. :-D

№13 სტუმარი ნია

ჰალუცინოგერი
ნია
ჰალუცინოგერი
ნია
არ ვიცი რაღა ვთქვა, ამ თავში ელენა არ მომეწონა...
მათე არ ჰგავს ისეთ კაცს რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს რამეს, თუ უყვირა მიზეზი ექნებოდა და ელენასთვის არ თქმასაც მიზეზი აქვს, არც ვითონ იჩენს გულახდილობის ინიციატივას ამ ბიჭთან. ის რომ მათეზე გრძნობებს სახელს ვერ არქმევს არ ნიშნავს იმას რომ ბაჩისთან უნდა გამოთვრეს
ანკას და ვოვას უფრო ვუცდი მგონი აწი <3

აჰა... ❤ გამოჩნდებიან უკვე შემდეგ თავში ❤
ელენაც დაალაგებს ყველაფერს. ჭკვიანი გოგოა ????

ჭკვიანი გოგო რომ არის იმიტომაც მომეწონა თავიდანვე, მაგრამ მე ჯანდაბას, აი მათეს რომ მიბრაზებს ეგ არ მომწონს არც მე და არც მათეს :დდდ
ჰოდა კიდევ, იცოდე გამაგიჟებ მათე თუ დანებდება პირველი. ელენამ გამაბრაზა და კომპენსაციის სახით მოვითხოვ თვითონ შეეხვეწოს ამ ოქრო ბიჭს კოცნას :დ

ვაიმე ნია ❤❤❤ ნუ შემაცვლევინე მთელ სიუჟეტს გეხვეწები :-D

კარგი ჰო ჩუმად ვარ, ბოდიში, უბრალოდ ხომ იცი ესე გამოვხატავ ემოციებს :(:(:(

№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ძაან საყვარელი ხარ, ბოდიშს ნუ იხდი აზრის დაფიქსირების გამო ❤❤❤

№15 სტუმარი ნია

[quote=ნია][quote=ჰალუცინოგერი][quote=ნია][quote=ჰალუცინოგერი][quote=ნია]არ ვიცი რაღა ვთქვა, ამ თავში ელენა არ მომეწონა...
მათე არ ჰგავს ისეთ კაცს რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს რამეს, თუ უყვირა მიზეზი ექნებოდა და ელენასთვის არ თქმასაც მიზეზი აქვს, არც ვითონ იჩენს გულახდილობის ინიციატივას ამ ბიჭთან. ის რომ მათეზე გრძნობებს სახელს ვერ არქმევს არ ნიშნავს იმას რომ ბაჩისთან უნდა გამოთვრეს
ანკას და ვოვას უფრო ვუცდი მგონი აწი <3[/quote]

აჰა... ❤ გამოჩნდებიან უკვე შემდეგ თავში ❤
ელენაც დაალაგებს ყველაფერს. ჭკვიანი გოგოა ????[/quote]

ჭკვიანი გოგო რომ არის იმიტომაც მომეწონა თავიდანვე, მაგრამ მე ჯანდაბას, აი მათეს რომ მიბრაზებს ეგ არ მომწონს არც მე და არც მათეს :დდდ
ჰოდა კიდევ, იცოდე გამაგიჟებ მათე თუ დანებდება პირველი. ელენამ გამაბრაზა და კომპენსაციის სახით მოვითხოვ თვითონ შეეხვეწოს ამ ოქრო ბიჭს კოცნას :დ[/quote]

ვაიმე ნია ❤❤❤ ნუ შემაცვლევინე მთელ სიუჟეტს გეხვეწები :-D[/quote]

კარგი ჰო ჩუმად ვარ, ბოდიში, უბრალოდ ხომ იცი ესე გამოვხატავ ემოციებს :(:(:( და მაინც იგივე აზრზე ვარ :დდდდდ დიახაც უნდა შეეხვეწოს :)

№16  offline წევრი Lineta

Nu anka rom momwons avgnishnr ukve. Ukve warmidgenili myavs sacodavi vova ra dfeshi agmochbdeba. Sulierad gaanadgurebd :D
Elena ise sakaifod ukravd mates nercrvebze sicilit vkvdebi. Velodebi axal tavs❤

№17  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Lineta
Nu anka rom momwons avgnishnr ukve. Ukve warmidgenili myavs sacodavi vova ra dfeshi agmochbdeba. Sulierad gaanadgurebd :D
Elena ise sakaifod ukravd mates nercrvebze sicilit vkvdebi. Velodebi axal tavs❤

ხვალ დილით ჩაგახუტებ ახალ თავს ❤❤❤
მიხარია რომ შემოგვიერთდი

№18  offline წევრი triniti

Am gogos tvini saertod ar aqvs iqneb ratom uyviroda gaerkves jer da ra afsurdia uazro butiaoba da shishi

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent