ნადირობა №1 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა №1


23-07-2018, 17:03
ავტორი Life is Good
ნანახია 2 711

ნადირობა №1

შუაღამე ახალი გადსული იყო ნიჩბებით შეიარაღებულმა, ორი მამაკაცის მაღალმა სილუეტმა სწრაფი ნაბიჯით რომ გადაჭრა გზა და სასაფლაოს ჟანგმოდებული ჭიშკარი ჭრიალით გააღო. მაღალი ბალახში შეაბიჯა და სწრაფად გაემართნენ სასაფლაოს სიღრმისკენ.მაღალი ნაძვნარით დაფარული სოფლის სასაფლაო ცაზე ჩამოკიდებულ სავსე მთვარეს გაენათებინა, რომელიც ხან მიიმალებოდა ღრუბლებში და ხანაც გამოჩნდებოდა.თითქოს აზარტში შესული დამალობანას თამაშობსო.მაღალ ბუჩქებში პატარა ცხოველმა გაიფაჩუნა,სადღაც ყვავმა დაიჩხავლა და ნაძვის კენწეროზე ღამის გუშაგმა გამოანათა თავისი სიბნელეს შეჩვეული თვალები.ძველ და უკვე მივიწყებულ სასაფლაოზე,ჯარისკაცებივით ჩარიგებულიყვნენ მაღალი საფლავის ქვები...ერთი -ორგან უპატრონოობისგან გავერანებულ საფლავს ღობე მორღვეოდა და თავთან ჩარჭობილი ჯვარი შინაურ ცხოველს გადაეთელა...
-ზუსტად იცი სადაც არის?-გადმოხედა შედარებით მაღალმა თავისზე ერთი თავით დაბალს რომელისაც ნიჩაბი მხარზე გაედო და ზემდან მოხვეული მკლავით სიგარეტის მოკიდებას ცრდილობდა.
-მე რა ჩემი ფეხები ვიცი, გუშინაც აქ ვიყავი თუ?-მოუკიდა როგორც იქნა და ღრმად ჩაისუნთქა კვამლი.
-ამის დედას შევეცი!-ამოიღმუვლა მაღალმა და ფეხსაცმლის ძროხის ფუნაში დასვრილი ძირის ბალახზე გაწმენდას შეეცადა.-შენი პატრონი მოვტყან.
დაბალმა სიგარეტის ახალმოკიდებული ღერი მოისროლა და მარცხნივ გადაუხვია რამოდენიმე მეტრი გაიარა და დაბალი მესერით შემოღობილ საფლავთან შეჩერდა.ინტერესით დააკვირდა მაღალ ქვაზე გამოსახულ შავთეთრ სურათს და შიგნით უპარდონოდ გადააბოტა .
-რაქენი იპოვეე?-ზურგს უკან მიადგა მაღალი.
-ესაა?-სურათის ქვეშ წვრილი ასოებით დაწერილი სახელი და გვარი ამოიკითხა და წელში გასწორებულმა ორი თითი მიუკაკუნა ქვას-ცვეტში ეგაა რაა.
-ჰეე რა კაციი...-გაიკრიჭა მაღალიც და მესერს სხარდატ გადაევლი.-ისე ძმაოო.. ამდენი ფული გქონდეს და ეგრე ტრაკულად მოკვდეე?! მაგრად ტეხავს!
სულ მალე ირგვლივ ჩამოწოლილ სამარისებულ სიჩუმეს მიწაში ჩასობილი ნიჩბების და არეული სუნთქვის ხმა არღვევდა.

* * *
ზუსტად არ ახსოვს რამდენი დალია, მაგრამ უგონოდ მთვრალი და საღ აზროვნება დაკარგული რომ არ ყოფილა ეგ კარგად ახსოვს...ახსოვს როგორ სექსუალურად იხდიდა საცვლებს მის წინაშე მდგარი ქერა ქალბატონი,ისიც ახსოვს სიამოვნებისგან აკრუსინებული ისე მჭიდტოდ რომ ეკვროდა მთელს სხეულზე გონის დაკარგვამდე მიბყავდა.მსხვილი ტუჩები ჰქონდა,არეული მზერა ალბათ სამი- ოთხი ზომა მკერდი და მკვრივი უკანალი სექსის დროს პირდაპირ რომ გიწვევდა დასარტყმელად...იმდენად აქტიური და იმდენად ენერგიული იყო თითქმის დილამდე არ გაჩერებულან და ბოლოს სიამოვნებისგან გაბადრულ ქალს ისე ტკბილად დაეძინა იფიქრებდით ,სიზმრად სამოთხეს ხედავს და თავად ამ სამოთხეში მობინადრე ანგელოზიაო.ანგელოზი ნამდვილად არ იყო...არა მართლაც არ იყო .ან თუ იყო ზნედაცემული უფრო შესატყვისებოდა მის ყოფას.ხო ზნე დაცემული ქერა ანგელოზი ელასტიური ტანით და უშრეტი ენერგიის წყაროთი.სახელიც არ უკითხავს,რომელ სახელზე იყო ლაპარაკი როცა ორივეს ალკოჰოლი ტვინში ურტყავდა და მოჭარბებული ჰორმონები გარეთ გამოხეთქვას ლამობდნენ.
საწოლის თავთან,ტუმბოზე მობილური აწკრიალდა და პირდაპირ აიძულა თავი დაეხსნა ძილის სასიამოვნო მარწუხებისგან.ნომრისთვის არც დაუხედუა ისე უპასუხა.
-ალო!-ბალიშში სახეჩარგულმა ყრუდ ამოიდუდღუნა.
-დროულად განყოფილებაში ! გურამი გაცეცხლებულია ეკლებზე ზის!
-აუ რატო შემე@ციით?-ამოიოხრა და საწოლის თავს მიეყრდნო ზურგით-მთვრალი ვარ ,მთვრალი და უძინარი.
-ქერა თუ შავგვრემანი?- ეშმაკურად ჩაიცინა ხაზის მეორე ბოლოს მყოფმა მამაკაცმა.
-ალბინოსი...
-ნუ გაატრაკე.
-მარტო ვერ მიხედავ?-სახე მოისრისა მამაკაცმა და გვერდით მწოლიარე ქალს გადახედა რომელიც შეირხა.საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და ფანჯრისკენ გადაინაცვლა.-მიდი რა ძმობას გაფუცებ!
- შანსი არ გაქვს @შვილი ვიყო!ადექი გამოეთრიე, გორში მივდივართ,ისეთი საქმეა მაგრად გავერთობით...გელოდები!-პასუხს აღარ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი.
-დედას შევეციი..-ამოიოხრა მამაკაცმა და აბაზანისკენ გადაინაცვლა,სწრაფად გადაივლო წყალი შავი ჯინსი ამოიცვა,ფეხები კონვერსის კედებში ჩაჰყო და უკვე ლიფტთან მისულმა გაუყარა მკლავები მოკლესახელოიან მაისურში.
განყოფილებაში მისულს კარის ზღურბლზე მეწყვილე, გიორგი ლაღიძე მოეგება და მის დანახვეზე სახე ისე დაჭყანა რაც იმის მანიშნებელი იყო ,რომ საშინლად კი არა უსაშინლესად გამოიყურებოდა.მუყაოს ჭიქაში ჩამოსხმული უშაქრო ყავა გაუწოდა.
-რას გავხარ? ტანკმა გადაგიარაა?
-არა ქერამ..-კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და თავი ძლივს შეიკავა ყურებამდე გაბადრული მეგობრისთვის სიფათში მაგრად რომ არ ეხია.-რახდება? რამე ისეთი თუ არ არის რაც ჩემი მშვიდი ძილის მიზნობრივად დარღვევას გაამართლებს დაგხოცავთ ყველას...
-წამოდი და გაიგებ.-მხარზე ხელი მიჰკრა ლაღიძემ და უფროსის კაბინეტისკენ წაიყვანა.კარი შეაღო და პირველმა შეყო თავი.
-ბატონო გურამ!
-მოდი ლაღიძე, მოდი!...სად არის ის ბედოვლათი?!-წარბის აწევით იკითხა მამაკაცმა და ლაღიძის უკან მდგარის დანახვაზე სახე დაუსერიოზულდა.
-აგვიანებ როგორც ყოველთვის ნიკოლოზ!
-რატომ გავიწყდებათ ეს დედანატყნავი რომ მეც ადამიანი ვარ,ხანდახან ვსვამ ,ვაჭამ და ვფსამ...ხოო ქალებშიც დავდივარ და სხვათა შორის მეძინა და საერთოდაც მე შვებულებაში ვარ!-სიგარეტის კოლოფი ამოიღო მობეზრებული სახით ნიკამ და სავარძელზე დაეხეთქა.
-აქ ნუ ეწევი!- წარბები შეყარა გურამმა.
-რაიყო? პილიციაში მიჩივლებთ?-გაიცინა ნიკამ და ღრმად შეისუნთქა სიგარეტის კვამლი.-ჰე,დაიწყეთ ახლა რატომ ვარ მე,შვებულებაში მყოფი კაცი დილის ხუთ საათზე განყოფილებაში? რომ მახსენდება სახლში,ჩენს ლოგინში ვინ დავტოვე ტირილი მონდებაა!!-არარსებული ცრემლები შეიმშრალა ნიკამ.
-გორში მიდიხართ შენ და გიორგი...სასაფლაოზე დღეს ღამით დაუდგენელმა პირებმა ვინმე ავთანდილ ჯოლოგავას ნეშტი ამოიღეს მიწიდან და მიიმალნენ.-ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა გურამმა.
-კარგი რა გურაამ ,კარგი ტო! რა გორი და სასაფლაო მაგის დედაც...არ გინდა ამ საქმეზე ვინმე დამწყები გაუშვაა?-შეიცხადა ნიკამ.
- დათუნაშვილი მაგრად ატრაკებ!-ტონს აუწია გურამმა
-რატო ვატრაკებ ტო?! ვიღაც კაცის დამპალი მძორის მოსაძებნად გვიშვებ ამხელა ხალხს...როცა, შეიძლება სიცოცხლეში იმდენად თეს@ლი და გარე@წარი იყო ბევრს გაუმწარა ცხოვრება...პახოდუ დილას მაღვიძებ დედამოტყნული ...რაჯანდაბა ჰქვიაა?-გურამის წინ დადებულ საქაღალდეს დასწვდა და ჩაიხედა.-ხოო ვიღაც ავთოს...ავთუნას თუ ავთუთუნას გამო?!-თეატრალურად შეიცხადა მამაკაცმა და სიგარეტის ღერი ყავის ჭიქაში ჩაუძახა.ლაღიძე გულმოდგინებით შეეცადა ტუჩის კუთხეებში გაპარული ღიმილი დაეფარა მაგრამ, შეუძლებელი იყო ...მოაღო პირი და იმხელა ხმაზე ახარხარდა გაოგნებული გურამი და ნიკა წარბაწეული უყურებდნენ წელში ორად მოკეცილ გიორგის.
-აბა დამშვიდდი!-ხმა გაიმკაცრა გურამმა და მკვლელი მზერა მოავლო დათუნაშვილს და გიორგის სუნთქვის დარეგულირებას რომ ცრდილობდა.-ეს ავთუთუნა თავის დროზე წამყვანი ფიგურა იყო ბიზნესში.
-როდის? კომუნისტების დროს?-ისევ გაეცინა ნიკას.
-მაგრად ატრაკებ შენ ძმობას გეფიცები!აქ ლაზღანდარობას არ ჯობია დროულად აიბარგოთ და დააწვეთ გორშიი? რაც მალე მიხვალთ მალე მორჩებით ამ საქმესაც...ნებისმიერი წვრილმანი მაინტერესებს-წარბი აუწია ნიკას და კარისკენ ანიშნა დროულად გადიო.-ეს საქმე გამიხსენით და ნერე ზემოდან კიდევ ერთ თვიან ანაზღაურებად შვებულებას მოგცემ...დადექი ნერე და სვი,ფსი და იხმარე ქერა ნაშები! ახლა კი დაახვიეთ ა ქედან და საინტერესოს სანამ არაფერს ნახავთ არცკი დამირეკოთ.
მამაკაცებმა უკმაყოფილო სახით დატოვეს განრისხებული უფროსის კაბინეტი და სწრაფი ნაბიჯით დაეშვნენ კიბეზე.
ცა უკვე ალიონს ეგებებოდა და მუქი სილურჯე მტრედისფრად შეღებილიყო...ქალაქის მკვიდრთ ნელ ნელა შეფხიზლება დაეწყოთ და კანტი კუნტად მიმოდიოდნენ ცარიელ ქუჩებში.ნარინჯისფერ უნიფორნაში გამოწყობილი მეეზოვე ყურში გაჩრილი ყურსასმენებით,ღიღინ- ღიღინით ხვეტავდა ბორდიულის კიდეებში დაყრილ ნაგავს...მაწანწალა ქუჩის ძაღლები კი ნაგვის ყუთებთან დარჯად დამდგარიყვნენ და ელოდნენ როდის როდის გადააგდებდა ვინმე ჭამისთვის ვარგის პროდუქტს.
-ჩემი მანქანით წავიდეთ,გზაში დავითრევთ რამე ენერგეტიკულებს ...ან ვაბშე, ყავა დავლიოთ თუარა ისე ვარ შეიძლება სადმე ავყირავდე და მიმეძინოს.-სახეზე მოისვა გრილი ხელები დათუნაშვილმა და ეზოში გაჩერებული ჯიპისკენ სწრაფი ნაბიჯით გაიკვლია გზა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბელუ შეროზია

ძალიან საინტერესო ჩანს. მომწონს ნიკოლოზი!
ძალია მომწონს!
ველოდები გაგრძელებას heart_eyes

 



№2 სტუმარი ნია

ძალიან მომწონს უკვე მაგრამ მეორეც მომწონდა და იმას აღარ გააგრძელებ?

 



№3 სტუმარი Tiko

Rogor momwons sheni ,, nagli'' personajebi ro icode... sulmoutqmelad velodebi axal tavs.

 



№4  offline წევრი Someone wandering

ოხხ აი ასეთი ტიპაჟები მევასებიან მე,როგორც ნიკააა. გინებაც რო უხდებათ აუუჰჰ laughing
სულმოუთქმელად ველი ახალ თავს
კარგიი ხარრ ძაალიაააანნნ

 



№5 სტუმარი makukuna

ესე იგი, ჩემს ტერმინოლოგიაზე აშკარა გავლენა გაქვს უკვე. მეგობრები გაოცებული მეუბნებიან, ასეთი ფრაზებს როდის იყენებდი და საიდან მოგაქვსო. ხოდა, მეც პასუხი მზად მაქვს: ნუ გაატრაკეთ!!! smile heart_eyes heart_eyes

 



№6 სტუმარი სტუმარი დი კო

აღარ მინდა პაპასკირი დათუნაშვილი მყავს ახლა ❤❤❤ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევ მოკლედ...ეგრე გააგრძელე ❤❤❤❤

 



№7  offline წევრი tamuna.s

აუ შენ ნიკს რომ ვხედავ ვბედნიერდები. მორიგი ენერგიული და დინამიური ისტორია გველოდება ასეთივე პერსონაჟებით ვატყობ მე. უკვე მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 



№8  offline წევრი დარინა

არ მეგონა ბარათელის მერე ვინმე თუ შემიყვარდებოდააა მაგრამ ნიკოლოზზე უკვე შეყვარებული ვარ, აი ვგრძნობ რომ წინ კიდევ ძალიან მაგარი ისტორია გველოდება და წინასწარ ნირვანაში ვვარდებიიი, მიყვარს შენი ნიკის დანახვა უკვე ვიცი რომ უმაგრეს ისტორიას შემოგვთავაზეებ.

 



№9  offline წევრი cicino

მაგარია ნიკოლოზი მაგრად მევასება უკვე. ველი შემდეგ თავს.

 



№10 სტუმარი სტუმარი Solo

კარგი ჩანს :)) ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 



№11  offline მოდერი Life is Good

ბელუ შეროზია
ძალიან საინტერესო ჩანს. მომწონს ნიკოლოზი!
ძალია მომწონს!
ველოდები გაგრძელებას heart_eyes

მიხარიაა:)) ხვალ იქნება გაგრძელება

ნია
ძალიან მომწონს უკვე მაგრამ მეორეც მომწონდა და იმას აღარ გააგრძელებ?

მეორეს სრულად დავდებ მოგვიანებით :))

Tiko
Rogor momwons sheni ,, nagli'' personajebi ro icode... sulmoutqmelad velodebi axal tavs.

არ დავაგვაიმებ პირობას ვდებ smile

Someone wandering
ოხხ აი ასეთი ტიპაჟები მევასებიან მე,როგორც ნიკააა. გინებაც რო უხდებათ აუუჰჰ laughing
სულმოუთქმელად ველი ახალ თავს
კარგიი ხარრ ძაალიაააანნნ

kissing_heart

makukuna
ესე იგი, ჩემს ტერმინოლოგიაზე აშკარა გავლენა გაქვს უკვე. მეგობრები გაოცებული მეუბნებიან, ასეთი ფრაზებს როდის იყენებდი და საიდან მოგაქვსო. ხოდა, მეც პასუხი მზად მაქვს: ნუ გაატრაკეთ!!! smile heart_eyes heart_eyes

smile smile

სტუმარი დი კო
აღარ მინდა პაპასკირი დათუნაშვილი მყავს ახლა ❤❤❤ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევ მოკლედ...ეგრე გააგრძელე ❤❤❤❤

თავში ფანტაზიების მთელი კასკადია...ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და მელოდებით heart_eyes

tamuna.s
აუ შენ ნიკს რომ ვხედავ ვბედნიერდები. მორიგი ენერგიული და დინამიური ისტორია გველოდება ასეთივე პერსონაჟებით ვატყობ მე. უკვე მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

heart_eyes heart_eyes

დარინა
არ მეგონა ბარათელის მერე ვინმე თუ შემიყვარდებოდააა მაგრამ ნიკოლოზზე უკვე შეყვარებული ვარ, აი ვგრძნობ რომ წინ კიდევ ძალიან მაგარი ისტორია გველოდება და წინასწარ ნირვანაში ვვარდებიიი, მიყვარს შენი ნიკის დანახვა უკვე ვიცი რომ უმაგრეს ისტორიას შემოგვთავაზეებ.

მადლობა დიდი დარინა heart_eyes

cicino
მაგარია ნიკოლოზი მაგრად მევასება უკვე. ველი შემდეგ თავს.

თავს არ შეირცხვენს ჩვენი ნიკო smile

სტუმარი Solo
კარგი ჩანს :)) ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

წინ მთელი აყალ-მაყალი გვაქვს smile

რუსა რუსა...სხვანაირად ვერ ვცემ თქვენს კომენტარს პასუხს.ესეიგი რა ხდება: ვერ მივხვდი რისი გაგრძელება გგონიათ? და რაც შეეხება გინებას...არ ვიცი? ეს ისტორიები გასართობად იწერება და როგორც მე ასევე თქვენ დროს ვკლავთ და დღის რაღაც გარკვეულ ნაწილს ვიხალისებთ.ბოდიში თუ არასასიამოვნოდ და ცუდად ხვდება ჩემი ბილწსიტყვაობა ყურს.მაგრამ წერის თავისუფალი სტილი მაქვს და რასაც ვგრძნობ წერის მომენტში ის გადმომაქვს ფურცელზე.არ შემიძლია მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი მით უმეტეს ამ დონის ისტორიებში და კიდევ ერთი...მე არ მაქვს პრეტენზია მწერლობაზე.ვერთობი და გართობთ...ხვალ შეიძლება ესეც მომბეზრდეს და სხვა გასართობი მოვძებნო:)) ძალიან დიდი ბოდიში მართლა უცენზურო სიტყვებისთვის...მაპატიეთ

 



№12  offline აქტიური მკითხველი grafo

შენს ისტორიებში კაცს რომ გინება გაუკვირდება. გინება რომ არ ვნახო, ალბათ ვიფიქრებ რომ რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს :D :D
კაი ბიჭი სჩანს ნიკო. პაპააკირისნაირი ცანცარას მერე, კი გვჭირდებოდა ასეთი.

 



№13  offline წევრი ცარიელი

შები ისტორიები გინების გარეშე ვერ წარმომიდგენია. ძალიან მომწონს. იმედია მეც ცვევაში არ გადამივა ბოილწსიტყვაობა :დ კარგი ხარ ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№14  offline მოდერი Life is Good

mirandaa31
შები ისტორიები გინების გარეშე ვერ წარმომიდგენია. ძალიან მომწონს. იმედია მეც ცვევაში არ გადამივა ბოილწსიტყვაობა :დ კარგი ხარ ❤️

smile smile

grafo
შენს ისტორიებში კაცს რომ გინება გაუკვირდება. გინება რომ არ ვნახო, ალბათ ვიფიქრებ რომ რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს :D :D
კაი ბიჭი სჩანს ნიკო. პაპააკირისნაირი ცანცარას მერე, კი გვჭირდებოდა ასეთი.

როგორ მიხარია შენი კრიტიკის მსხვერპლი ჯერ, რომ ვერ გავხდიი smile smile ხოო ნიკოა რაა

 



№15 სტუმარი ლიკ ლიკ

მგონი მაგარი გამოვა ესეც მაგრამ ის სტუმარი თბილისში აღარაა მე ვერ ვხედავ თუ აღარ აგრძელებ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent