,,გურული ლამაზმანი " 2თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი " 2თავი


23-07-2018, 18:39
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 190

,,გურული ლამაზმანი

- რა ბავშვი? რა ჩაისვარა? რა საყვარელო?
გააფრინე?
_ სახლში შესულს წინ უდგება გაოცებული სახით ლაშა.
- რა გინდოდა საავადმყოფოში?
- კატამ მიკბინა, მერე ექიმს ვუთხარი სახლში შვილები მელოდებიან თქო.
_ ჩანთა იქვე მოისროლა და თავის ოთახში შევიდა.
- ისე ტყუილი არ გითქვამს, ხომ იცი შენ.
მართლა გელოდება ორი შვილი.
_ მუცელზე მოისვა ხელი ლაშამ.
- ლაშა ტყუილად რომ მელოდები იცი?
ახლა საჭმელს ვერ მოვამზადებ, თან სად გინახავს ჩემი მომზადებული საჭმელი?
- კვერცხი მაინც შემიწვი გოგო.
- შეგიწვა თუ დაგიწვა?
- შენ ხომ კაცი ვერაფერში ვერ გამოგიყენებს.
პიცას გამოვიძახებ გინდა?
- არა დიეტაზე დამაყენა იმ იდიოტმა.
- ვინ?
- ვინ და ექიმმა.
_ ცხვირწინ მიუხურა კარი ძმას და სააბაზანოში შევიდა.
წყალი მალევე გადაივლო, მოკლე შორტი და მაისური გადაიცვა და ისევ უკან დაბრუნდა.
- იცი რა მითხრა?
_ ბოლო ხმაზე დაიყვირა როდესაც დაინახა როგორ მიირთმევდა ლაშა პიცას.
- გაგისკდეს თავი.
_ შეშინებული წამოვარდა ფეხზე.
- რა ჯანდაბა გაყვირებს?
- როგორ ბედავ ჩემს წინ ესე რომ იცოხნები? ნამუსი არ გაგაჩნია?
- რა ვქნა დაო? კუჭს ვერ უბრძანებ.
- იცი რა მითხრა მეთქი?
- რაო რა გითხრა?
_ მოჩვენებითი ინტერესით ეკითხება დას და გემრიელად გააგრძელა ჭამა.
- რაო და ვერ დალევო.
ეს როგორ მაკადრა? რა გავაკეთო ახლა?
არ დალიოვო, არ ივარჯიშოვო, არ დაიტვირთოვო.
ღმერთო რა უაზრო 6 თვე მელის წინ.
- მოგიკვდი შენ.
_ წყენით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ლაშა ნუ მიშლი ნერვებს.
_ თვალები დაუბრიალა ძმას.
- დედა ეს რა მოგვივიდა, ეს რა დაგვემართა. ნწ ნწ.
ასე კარგია?
- გაოიღე ეგ პიცა პირიდან არ დაიხრჩო შე უბედურო.
ის ბარბის თოჯინა სად არის?
_ თვალი მოავლო სახლს თუმცა სოფი არსად ჩანდა.
- კლუბში.
- რატომ მითხარი?
_ მოჩვენებითი ცრემლი შეიმშრალა გოგომ.
- ლიკა ნორმალური ხარ? შენ თავად მკითხე.
- მერე არ შეგეძლო სიმართლე დაგემალა?
- მე კანონ მორჩილი ადამიანი ვარ, სიმართლეს ვერ დავმალავ.
- დაგეწვეს ეგ კანონი შენ.
_ გაბრაზებული შამოდგა ფეხზე.
- ყავა მინდა და არც ის არ შეიძლება.
- დაო სუნთქვა შეიძლება?
- სუნთქვა? მოიცა ახლავე გაჩვენებ სუნთქვას.
_ დიდი ლარნაკი აიღო და ძმას გაუქანა.
- ახლა ისუნთქე.
_ კარში გავარდნილ ბიჭს დაუყვირა და სამზარეულოში გავიდა.
- ანუ არაფერი არ ჭამოვო არა?
მე შენ გაჩვენებ სეირს.
_ მისაღებში გავიდა, ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ის ფურცელი ექიმმა რომ გამოუწერა.
ნომერი ამოიწერა და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
- გისმენთ?
_ მალევე გაისმა ბიჭის ხმა.
- მისმინე მერე, ვინ დაგიშალა?
_ გაბრაზებულმა ჩასძახა გოგომ.
- აკაკი ბიჭო, ყველაფერი რომ ამიკრძალე ის არ უნდა გეთქვა რა ვჭამო?
- შენ ხარ?
_ ჩაეღიმა ბიჭს.
- აბა ბებიაჩემი თამარა ხომ არ დაგირეკავდა?
შვილიშვილი რატომ მომიკალი შიმშილითო?
- რა ხდება?
- რას ჰქვია რა ხდება?
მშია მოვკვდი ქალი შიმშილით, ცხარე არაო, ცხიმიანი არაო.
ყავა არაო, ჩაი არაო.
არაფერი არაო, და რა ჯანდაბა ვჭამო მე?
- დღეს რომ არ ჭამო არ შეგიძლია?
- რას ქვია არ ვჭამო?
მოვკვდე?
_ გაკაპასდა მახარაძე.
- რა მოგკლავს? ერთი დღის შიმშილობა?
- საჭმლის გარეშე ერთი წუთიც ვერ გავძლებ.
- მაკარონი ჭამე.
_ ახარხარდა ბიჭი.
- მაკარონი რა საჭმელია?
- აბა იყავი მშიერი.
- ამოწყდი
_ გაბრაზებულმა გაუთიშა ტელეფონი.
- არ მიყვარს მე მაკარონი.
_ წყენით ჩაილაპარაკა ლიკამ და სამზარეულოში გავიდა.
სხვა გზა ნამდვილად არ ჰქონდა, ამიტომ მაკარონის მომზადება დაიწყო.
- რა უგემურია.
_ უკვე გამზადებულ მაკაროს, უცხიმო ყველი მოაყარა და ჭამა დაიწყო.
ცოტათი დანაყრდა, შემდეგ ყველაფერი მიასუფთავა და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
- შემოდი ღიაა.
_ დაიყვირა როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
- რა გჭირს?
_ გაკვირვებული ეკითხება მეგობარს ნინი.
- რა და ჯანდაბა.
_ დაწვრილებით მოუყვა გოგოს ყველაფერი.
- კატამ გიკბინა?
_ ბოლო ხმაზე ხარხარებს ჯაჭვლიანი.
- შენ მაინც ნუ მიშლი ნერვებს.
საშინლად მტკივა ნანემსარი, თან სიცხეც მაქვს მგონი.
_ ხელის გული მიიდო შუბლზე.
- მართლა სიცხე მაქვს.
_ იქვე მიგდებულ ტელეფონს დაწვდა და ექიმის ნომერზე დარეკა.
- ბატონო.
_ მომაბეზრებლად ჩასძახა ბიჭმა.
- შეგჭამა ბატებმა.
- ახლა რაღა მოხდა?
- სიცხე მაქვს.
- ვიცი. ორი დღე გექნება ტემპერატურა, ასევე ნანემსარიც გეტკინება.
სამ დღეში ისევ მოხვალ და ისევ გაგიკეთებ მეექვსე ნემსს.
_ მალევე გაარკვია სიტუაციაში გოგო.
- კარგი. და წამალი არ უნდა დავლიო?
- არა არანაირი წამალი რ მიიღო.
- გასაგებია.
-  ახლა დაიძინე, ძილი ნებისა.
_დამშვიდობება სცადა ბიჭმა, თან ამით მიახვედრა რომ აღარ უნდა შეეწუხებინა.
- მე შენ გაჩვენებ ტკბილ ძილს.
_ უკვე გათიშულ ტელეფონში ძასძახა და ნინის მიუბრუნდა.
- დაო შენ რამ შეგაწუხა?
- შენი დახმარება მჭირდება ლიკა.
- რა ხდება?
_ წინ წამოიწია გოგო.
- მოკლედ ხომ იცი რომ სპეცოპერაციას ვატარებდით?
- მერე?
- მოკლედ ვინც დავიჭირეთ მთავარი არ აღმოჩნდა.
_ წყენით ჩაილაპარაკა გოგომ.
- ანუ ის ჟირაფი გაგიბრაზდა?
_ მალევე აკისკისდა გოგო.
- მაგ შანს გაიშვებდა ხელიდა.
მოკლედ მთავარის დასაჭერად შენ მჭირდები.
- მეე?
_ უკვე სუნთქვაც უჭირდა ისე ჩიხვინებდა.
თუმცა როდესაც მეგობრის, სერიოზულ სახეს წააწყდა მალევე გაჩუმდა.
- მე როგორ უნდა დაგეხმარო?
- როგორ და იმ კაცთან მიხვალ,  თავისი კლუბი აქვს.
სადაც ნარკოტიკებს ასაღებენ, ახალგაზრდებზე.
შენც მიხვალ, თავს მოაწონებ დაალევინებ და მის კაბინეტში აი ამას დაამონტაჟებ.
_ მოსასმენი აპარატი დაუდო წინ.
- შემდეგ ისევ მიხვალ მასთან, ძალიან ადვილი "დასაკერია".  მოკლედ შენი იმედი მაქვს, ვიცი რომ თავს ძალიან ადვილად მოაწონებ.
- სიყვარულის ელექსიდი თუ გაქვს ჩავუყრი და იმწამსვე შევუყვარდები.
_ ხუმრობა სცადა გოგო.
- ლიკა.
_ გაბრაზდა ჯაჭვლიანი.
- კარგი ჰო.
- ლიკა იცოდე ეს საქმე რომ ჩამიგდო, შენს თავს ვერავინ გამომწიწკნის.
- კარგი დაგეხმარები.
- რაც არ უნდა გააკეთოს, იცოდე არ უნდა სცემო.
- რას ქვია რაც არ უნდა გააკეთოს?
კოცნა რომ დააპიროს?
- რა მოხდა მერე კაცისთვის არ გიკოცნია?
_ სერიოზული სახით ეკითხება მეგიბარი.
- კი მხოლოდ დემეტრესთვის.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა გოგომ.
- რით ვერ დაივიწყე ეგ?
_ ნაღვლიანი თვალები მიანათა მეგობარს.
- როგორ უნდა დამევიწყებინა ნინ?
ის ხომ ახლა ჩემი ოჯახის წევრია.
_ მოზრდილი ბურთი გაეჩხირა ყელში.
- ისევ გიყვარს?
_ ფეხზე წამოდგა და მეგობარს მიუჯდა გვერდით.
- აღარ. მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ, მაგრამ გული მტკივარ როდესაც მას ისევ უნდა შევხედო.
უნდა ვუყური როგორი ბედნიერია ის, ხვალ ჩამოდის.
ხვალიდან მისი ყურება მომიწევს, მომიწევს მის ლურკ თვალებს ყოველდღე ვუყურო.
_ ცრემლიანი თვალები მიანათა მეგობარს და თავი მხარზე ჩამოადო.
- შენც არ შეხედო თვალებში.
_ მეგობრის გამხიარულებას ცდილობს ნინი.
- შენ რომ არ მყავდე ნი.
- ადექი ახლა ვერ გიყურებ ესეთს, ხომ იცი ვერ ვიტან შენს თვალზე ცრემლს.
მე ჩემი მეგობრის გიჟობა მიყვარს, მე მისი ჭუათხელობა მიყვარს.
არა ის თუ როგორ მისტირის ჩემი გოგო ბავშვობის სიყვარულს.
_ ცრემლიანი თვალები შეუმშრალა გოგოს და გულში ჩაიკრა.
- ნი.
- ჰო ჩემო სიხარულო.
- შენ რატომ არასოდეს არ მიყვები შენს ტკივილზე?
მე ხომ ვიცი როგორ გტკივა უმამობა, რატომ არ აჩენ შენი გულის ტკივილს?
- იმიტომ რომ არ მინდა ვინმემ სუსტად ჩამთვალოს.
მეც მტკივა მაგრამ ამას არავის არ ვაჩვენებ, მათ შორის არც შენ.
განა არ გენდობი, გენდობი უბრალოდ.
მე არ მინდა შენი ბავშვობის მეგობარი, გულნატკენი ნახო.
_ თვალზე მომდგარ ცრემლს უფლება არ მისცა გადმოსულიყო.
უბრალოდ გაიღიმა, მეგობარი ფეხზე წამოაგდო აბაშანაში შეიყვანა.
სახე მობანა და შემდეგ საწოლში ჩააწვინა.
- დაიძინე ჩემო სიხარულო.
ხვალისთვის ძალები გჭირდება.
_ თავზე აკოცა გოგოს და უკნიდან მოეხვია.

_ დილით ადრიანად გაეღვიძა, თუმცა ნინი იქ არ დახვდა.
- როგორც ჩანს სამსახურში წავიდა.
_ მალევე წამოდგა ფეხზე და აბაზანაში შევიდა, დიდი ხნის ნებივრობის შემდეგ  მოკლე სარაფანი გადაიცვა და ოთახი დატოვა.
- დილამშვიდობის.
_ ღიმილით ესალმება სამზარეულოში მყოფებს, მაგრამ როდესაც დის გვერდით მჯდომში დემეტრე ამოიცნო ღიმილი სახეზე შეაშრა.
სახე დაისერიოზულა, ძმის მოწოდებული ერთი ჭიქა წყალი ერთიანად გამოცალა და ლაშას გვერდით დაიკავა ადგილი.
სიტყვებით შეუძლებელია აგიხსნათ რას გრძნობდა ლიკა.
თქვენ რას იგრძნობდთ, როდესაც თქვენ ყოფილი შეყვარებული თქვენი სიძე გახდება?
ყველაფერ საშინელებას გრძნობდა ახლა ლიკა, არა მას არ აღარ უყვარდა დემეტრე.
თუმცა წარსულის წყენა დავიწყების საშუალებას არ აძლევდა.
არ შეეძლო დაევიწყებინა, მისი დის საქციელი.
ამას ვერასოდეს დაივიწყებდა.
- კარგად ხარ?
_ ჩურჩულით ეკითხება ლაშა.
- კარგად ვარ.
_ ტკივილის მიუხედავად მაინც გაუღიმა ძმას.
- გუშინ როგორ გეძინა?
_ თავზე აკოცა დას.
- რავიცი მშვენივრად. შენ როდის დაბრუნდი?
_ გვიანი იყო, შენთან შემოვიხედე ისე გემრიელად გეძნათ ორივეს თქვენი გაღვიძება დამენანა.
- ჩემი თუ ნინისი?
_ წარბს უწევს ძმას.
- ჩუმად.
- ვაი მახარა შე საცოდაო.
_ თავში წამოარტყა ხელი ძმას.
- ლიკა როგორ ხარ?
_ მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩუმად მყოფმა დემეტრემ პირველად ამოიღო ხმა.
- მშვენივრად სიძევ შენ როგორ ხარ?
_ ირონიას არ იშურებს გოგო.
- კარგად.
_ ეს უფრო თავისგვის ჩაილაპარაკა ვიდრე გოგოს გასაგონად.
- მე უნდა წავიდე.
_ მალევე წამოხტა ფეხზე ლიკა.
- სად მიდიხარ?
- ნინისთან მივდივარ ძმაო, ჩემი დახმარება სჭირდება.
- დღეს იკას დაბადებისდღეა წამოხვალ?
- ვერა. მე მაინც არ ვსვავ და იქ ნერვები მომეშლება, ამიტომ სჯობს სახლში დავრჩე.
_ ლოყაზე ხმაურით კოცნის ძმას და სახლიდან უკანოუხედავად გადის.
- ღმერთო შენ მომეცი ძალა.
_ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა.
გაინტერესებთ რა გააკეთა სოფიმ?

7 წლის წინ, მაშინ როდესაც ლიკა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო შეუყვარდა, მასზე ბევრად უფროსი დემეტრე.
ნუ არც ისე ბევრად, მაგრამ გოგოსთვის შვიდი წელიც ბევრი იყო.
იმ უნივერსიტეტში სადაც ლიკა სწავლობდა, დემეტრე ლექციებს კითხულობდა.
ნინის ლექტორი გახლდათ, დანახვისთანავე მოახერხა ლიკასთვის თავის შეყვარება.
არ ვიცი რა გაუკეთა ესეთი, თუმცა გოგოს ის თავდავიწყებით უყვარდა.
მისი სიყვარულის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. დემეტრეს, ნინის მეშვეობით დაუახლოვდა.
როდესაც ორივემ თავიანთი გრძნობების შესახებ, ყველაფერი გაარკვიეს ლიკამ ბიჭი მის ოჯახს გააცნო.
სადაც დემეტრეს მიმართ გრძნობები სოფის გაუჩნდა.
იმ დღის შემდეგ დების ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა, სოფი სულ ცდილობდა გოგოს გამწარებას.
იმ წელს ლიკა, სამოდელო სააგენტოში მიიწვიეს.
თუმცა სოფიმ ეს ყველაფერიც თავის სასიკეთოდ ააწყო, " სრულიად შემთხვევით" დანა რომელიც სოფის ეკავა შელში, სალათის დასაჭრელად ლიკას მოხვდა მარჯვენა მხარეს.
რამაც საკმაოდ დიდი შრამი დაუტოვა გოგოს მარჯვენა ლოყაზე, რომელსაც ახლა მაკიაჟით იფარავს.
ამასაც არ დაჯერდა ქალბატონი სოფი და " სრულიად შემთხვევით" ლიკა ნიშნობის დღეს კიბიდან დაგორდა.
ერთ კვირაში კი სოფი, დემეტრეს საწოლში "სრულიად შემთხვევით" აღმოჩნდა თუმცა ამის შესახებ ლიკამ არაფერი იცოდა.
უბედური შემთხვევიდან, ერთ თვეში ლიკამ და დემეტრემ ხელის მოწერა გადაწყვიტა.
უბედნიერესი იყო გოგო, თეთრ ყვავილებიან სარაფანში გამოწყობილი.
თავზე გვირილების გვირგვინი დაიკოსა, უბრალო სადა მაკიაჟი გაიკეთა და მეგობრებთან ერთად წავიდა ხელის მოსაწერად.
თუმცა როდესაც ლიკას თანხმობა უნდა განეცხადებია, სოფი შემოვიდა ორსულობის ტესტით ხელში.
აი იქ კი ყველაფერი დასრულდა, გოგომ დემეტრეს ახსნა განმარტებებს არ მოუსმინა.
არც კონცერტები მოუწყვია.
უბრალოდ ბედნიერება უსურვა, წყვილს და იქაურობას გაეცალა.





ნამდვილად არ მეგონა თუ ესე ძალიან მოგეწონებოდათ.
მოკლედ ამ თავში შევეცადე, რაღაცეები ამეხსნა.
რადგან არ ვაპირებდი სოფის და ლიკას კომფლიქტის დეტალები, დიდიხნით გამესაიდუმლოებია.
მკლედ იმედია ყველაფერი გაიგეთ, თუ რამე კითხვა გექნებათ გელოდებით პირადში :დ
მინდოდა გასაგები ყოფილიყო ყველაფერი, იმედია მიხვდებით :დ
მადლობა თქვენ და მიყვარხართ ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მოცინარი

პირველი ვაარ :დდ ძლიივს :დდ წაციკითხავ ვიცინებ და მოვაალ ♡♡:)

 



№2  offline წევრი მია15

საინტერესო ჩანს და გააგრძელე.მომეწონა.ველი ახალ თავს

 



№3  offline მოდერი ლათინო

ვაღიარებ, წინა თავზე უფრო მეტი ვიცინე,მაგრამ ესეც კაი იყო
:დდ ნუ პრუნციპში აქ ექიმის და პაციენტის დიალოგის და ლაშას და ლიკას ჩხუბის გარდა რაზე უნდა მეხალისა,სოფის სიდამპლეზე?!
ნაგავი ეგ!

 



№4  offline წევრი teengirllove

vaimee ,kai iyo,yvelanairad..ubralod es sofi ukve nervebs mishlis ,das eseti ragac rogor unda gauketo ,sazizgari gogo..demetre kide im tvalebitaa satrevi

 



№5  offline მოდერი gogona migraciidan

მია15
საინტერესო ჩანს და გააგრძელე.მომეწონა.ველი ახალ თავს


ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ❤

ლათინო
ვაღიარებ, წინა თავზე უფრო მეტი ვიცინე,მაგრამ ესეც კაი იყო
:დდ ნუ პრუნციპში აქ ექიმის და პაციენტის დიალოგის და ლაშას და ლიკას ჩხუბის გარდა რაზე უნდა მეხალისა,სოფის სიდამპლეზე?!
ნაგავი ეგ!


გველი ეგგ ნწ ნწ.
ხო ჯობდა აქ გაგეგოთ ყველაფერი ვიდრე, მხიარული თავები ჩამეშხხამებია შემდეგ ❤

teengirllove
vaimee ,kai iyo,yvelanairad..ubralod es sofi ukve nervebs mishlis ,das eseti ragac rogor unda gauketo ,sazizgari gogo..demetre kide im tvalebitaa satrevi


ვათრევინო? :დდდდ
შემდეგ თავში მერწმუნე დემეტრეს მომენტზე იხოხებ სიცილით ????????????

სტუმარი მოცინარი
პირველი ვაარ :დდ ძლიივს :დდ წაციკითხავ ვიცინებ და მოვაალ ♡♡:)


გელოდებიი

 



№6 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ ძალიან კარგიაა

 



№7  offline მოდერი gogona migraciidan

სტუმარი თაკო
აუუ ძალიან კარგიაა


მიხარია რომ მოგეწონათ ❤

 



№8  offline წევრი Someone wandering

საინტერესოაა ძაალიააან
სოფი,ოოხხხ რაებიი უცალიჩიააა
მაგარიი რეპლიკები აქვს ლიკუნაას sweat_smile

 



№9  offline მოდერი gogona migraciidan

Someone wandering
საინტერესოაა ძაალიააან
სოფი,ოოხხხ რაებიი უცალიჩიააა
მაგარიი რეპლიკები აქვს ლიკუნაას sweat_smile


ძალაინ ველოდი შენს კომენტარს ჩემოკარგო ❤

 



№10  offline წევრი ბელუ შეროზია

ო ღმერთო!
როგორ შეიძლება ასე საძაგლად მოექცე ვინმეს, როგორც სოფი მოექცა!
მითუმეტეს საკუთარ დას! საშინელებაა. sweat
ამ თავს რაც შეეხება ძალიან მომეწონა და ველოდები, როდის შეხვდებიან ერთმანეთს კაკი და ლიკა heart_eyes
ყოჩაღი გოგო ხარ kissing_heart "მიხარიხარ" მე შენ !

 



№11  offline წევრი tamuna.s

ვერ გავიგე ასეთი რამ ჩაიდიმეს ერთმა თუ მეორემ და მშობკებმა და ძმამ ვითომ არაფერი ისე მიიღეს და სუფრის თავში წამოასკუპეს?! მარტო საქმრო ხომ არ წაართვა, ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა გოგო და საპატიო დაბრძანდება ვითომ არაფერი მომხდარა. ან სოფისთან და ან იმ დემეტრესთან თავმოყვარე ადამიანი გვერძე არ დადგება. ლიკას მთელს ოჯახზე წარმოდგენა დამეკარგა.

 



№12  offline წევრი tako.izek

სუპერ დუპერ მოთხრობა.სუპერ მხიარული,რომანტიკუკს არ ვიტყვი ჯერ ეგეთი ჩემ1ვის არ ჩანს

 



№13  offline მოდერი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
ო ღმერთო!
როგორ შეიძლება ასე საძაგლად მოექცე ვინმეს, როგორც სოფი მოექცა!
მითუმეტეს საკუთარ დას! საშინელებაა. sweat
ამ თავს რაც შეეხება ძალიან მომეწონა და ველოდები, როდის შეხვდებიან ერთმანეთს კაკი და ლიკა heart_eyes
ყოჩაღი გოგო ხარ kissing_heart "მიხარიხარ" მე შენ !


ვაიმე როგორ მიხარია რომ მოგეწონა, მეც მიხარიხარ შენ ჩემო კარგო ❤

tamuna.s
ვერ გავიგე ასეთი რამ ჩაიდიმეს ერთმა თუ მეორემ და მშობკებმა და ძმამ ვითომ არაფერი ისე მიიღეს და სუფრის თავში წამოასკუპეს?! მარტო საქმრო ხომ არ წაართვა, ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა გოგო და საპატიო დაბრძანდება ვითომ არაფერი მომხდარა. ან სოფისთან და ან იმ დემეტრესთან თავმოყვარე ადამიანი გვერძე არ დადგება. ლიკას მთელს ოჯახზე წარმოდგენა დამეკარგა.


ჯერ არ უნდა დაგეკარგოს რადგან ოჯახი არ მიხსენებია, ეგ კიდევ სულ სხვა ამბავია და შემდეგ თავში მაგასაც გაიგებთ

tako.izek
სუპერ დუპერ მოთხრობა.სუპერ მხიარული,რომანტიკუკს არ ვიტყვი ჯერ ეგეთი ჩემ1ვის არ ჩანს


ჰო ჯერჯერობით რომანტიკული არ ჩანს მიხარია რომ კითხულობთ ❤

 



№14 სტუმარი სტუმარი ნინი

უმაგრესი იყო მალე დადერაგთხოვ

 



№15  offline წევრი winter girl

ძალიან ძალიან მომეწონა.ორივე თავზე გულიანად ვიხარხარე.სულმოუთქმელად ველოდებიი მომდევნო თავების დადებას ❤️❤️

 



№16  offline მოდერი gogona migraciidan

სტუმარი ნინი
უმაგრესი იყო მალე დადერაგთხოვ


აუცილებლად მალე დავდებ ❤

winter girl
ძალიან ძალიან მომეწონა.ორივე თავზე გულიანად ვიხარხარე.სულმოუთქმელად ველოდებიი მომდევნო თავების დადებას ❤️❤️


ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ❤
ახალ თავს ხვალ შემოგთავაზებთ ❤

 



№17  offline წევრი meocnebe avadmyopi

მძულას...
მძალს...
მძაგს...
მძულს...
მძალს..
მძაგს...
შენ მე გამაგიჟო გინდა ხო სანამ მე ჩავსულვარ და მითტევკა ორივე თმებით და კუბოში ჩამოწვენია მანამდე იმედია შენ იზამ,ადამიანის მოკვლა გეხერხება ხელიარ..გიკაკნკალდება დღეს წიგნი დაავასრულე და ისიც შენნაირი იყო ისე მოკლავდა და გადაგიგრიხავდა თავს ფრჩხილი არ აუკანკალდენოდა
ძედა რა იყო ეს მალე დამიდე ახალი

 



№18  offline მოდერი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
მძულას...
მძალს...
მძაგს...
მძულს...
მძალს..
მძაგს...
შენ მე გამაგიჟო გინდა ხო სანამ მე ჩავსულვარ და მითტევკა ორივე თმებით და კუბოში ჩამოწვენია მანამდე იმედია შენ იზამ,ადამიანის მოკვლა გეხერხება ხელიარ..გიკაკნკალდება დღეს წიგნი დაავასრულე და ისიც შენნაირი იყო ისე მოკლავდა და გადაგიგრიხავდა თავს ფრჩხილი არ აუკანკალდენოდა
ძედა რა იყო ეს მალე დამიდე ახალი


რას მერჩი?
არ მომკლა ცოდო ვარ :დ
დღეს დავდებ ახალ თავს, ნუ ჯერ არ დამიწერია მაგრამ დავწერ :დდ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent