დაკვეთილი მისია /5/ » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკვეთილი მისია /5/


23-07-2018, 20:17
ავტორი Someone wandering
ნანახია 627

დაკვეთილი მისია /5/

3 საათზე ციხის გისოსებთან იდგა და პატიმრის ნახვისთვის თანხმობას ელოდა,10წუთიანი ლოდინის შემდეგ მისთვის ნაცნობი,თუმცა ამავდროულად უცნობი სახის წინ იჯდა,თვალებში უყურებდა,რომლიდანაც კვლავ შემორჩენილ ბრაზსა და დანანებას ამღჟღავნებდა
-გამარჯობა რეზი-ნაოჭიან სახეზე ღიმილი გამოკრთოდა კაცს
-გამარჯობა ბაბუა-ცინიზმით ჩაილაპარაკა ბიჭმა
-რამ შეგაწუხა? ჩემთან ვიზიტით თავს არ იწუხებ-ინტერესიანი მზერა მიაპყრო შვილიშვილს,რომელიც მისკენ გადაიხარა
-ჩემი ვიზიტის ღირსი არც ხარ!-შეუღრინა-კვლავ ამ კითხვას დაგისვამ,რატომ? რატომ გააკეთე ეს?
-გააჩნია რას გულისხმობ შვილო ჩემო
-ძალიან კარგადაც იცი რას,მოთმინებიდან ნუ გამომიყვან,წლებია აქ ხარ ჩამპალი და კიდევ შეგრჩა თავის მართლების ძალა? შევეცი შენ კაცობას-წყობილებიდან გამოვიდა და მაგიდას ხელი დასცხო
-ეჰ, უკვე დავაჟკაცებულხარ რეზი...ერთადერთი რასაც ჩემ თავს ევრ ვპატიობ ის არის,რომ თემურ ორჯონიკიძის ცოლი შეეწირა ამ ყველაფერს
-შენ გამო იცი მე რომ ვისჯები? იცი რა დრეში ვარ? იმ ნაძირალა მაფიოზთან მაქვს დაჭერილი საქმე,მარიონეტად მაქცია, იცი ვინ არ ამ ყველაფრის თავი და თავი? შენ! გასაგებია?! შენ ჩამაგდე ამ ჭაობში. შენ დამინგრიე ცხოვრება შენი ამოლარული საქციელის გამო,შენი მრცხვენია, მკვლელი ბაბუის მრცხვენია!
-თემურ ორჯონიკიძე სიკვიდლს იმსახურებდა გასაგებია? იმ ძაღლს ძაღლური აღსასრული ეკუთვნოდა,სწორედ მაგ არაკაცმა გააკოტრა ჩემი კომპანია,ითაღლიდა, მილიონი მომპარა და პრესაში სახელი შემიბღალა, მასთან ანგარიშგასასწორებლად რომ მივედი,აქეთ გადმოვიდა შეტევაზე,ნეხვი მიწოდა,მეც მეტი ვეღარ მოვუთმინე და იარაღი დავუმიზნე,ვიფიქრე შევაშინებ მეთქი,მაგრამ შენც არ მომიკვდე,ახარხარდა და ჩემკენ დაიძრა რომ იარაღი წაერთმია,ამ დროს მისი ცოლი შემოვიდა კაბინეტში.ისე უეცრად მოხდა ყველაფერი ვერ მიხვდვი,ჩვენ გვაშველებდა,როდესაც იარაღმა გაისროლა და ნინას მოხვდა, თემური გამწარდა, დამერია,მუშტები მომიქნია,იქვე იარაღი ეგდო,ავიღე და გულში ვესროლე .აი ასე იყო ბაბუა ეს ამბავი. მე სამუდამო მომისაჯეს,მაგრამ მირჩვნია აქ ვიყო, მირჩევნია მზის სინათლე არ დავინახო მხოლოდ იმიტომ,რომ უდანაშაულო ქალი მოვკალი,თორემ ის ღორი სიკვდილს ნამდვიალდ იმსახურებდა,ხოდა მიიღო კიდეც.
-მე...ეს ყველაფერი არ ვიცოდი,მხოლოდ ის ვიცოდი,რომ მკვლელი ხარ. ახლაც ხარ და სიცოცხლის ბოლომდე იქნები! არ აქვს გამართლება შენ საქციელს,ადამიანის მკვლელობით რას შეცვლიდი? შეცვალე რამე? ხომ ხარ ჩამპალი 4 კედელს შუა?
-შენ ვერასდროს გამიგებ რეზი და არც უნდა ეცადო ჩემ გაგებას. შენ მე არ მგავხარ, შენ პატიოსანი,ჩემი თბილი ბიჭი ხარ ბაბუ,უსამართლობას ვერასდროს იტანდი, ჩემი ვაჟკაცი ხარ. შენ ის მითხარი ორჯონიკიძეს რა ჯანდაბა უნდა? ეგეც მამისივით არაკაცი ყოფილა,მაგის დამსხმელ გამკეთებელიც რომ მოვ**ან
-1 წლის წინ სახლში მისმა კაცებმა მომაკითხეს,იძულებით წამიყვანეს მასთან და ულტიმატუმი წამიყენა,ბაბუაშენის ცოდვებისსთვის შენც მოგთხოვო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი სიკვდილით დამემუქრა. მე ისეთი ცივსისხლიანი არ ვარ,რომ ყველაფრისდა მიუხედავად შენი სიკვდილის მიზეზი ვიყო. ხოდა ასე, მისი კაცი ვარ,თუმცა მკვლელობასთან შეხება არ მაქვს,მე ხომერიკების უმცროსი ქალიშვილის შებმა მევალება,შემდეგ ხმარება და მიგდება. ხომერიკებს რატომ მტრობს არ ვიცი. ოხ მაგის....
-რეზი...შენ? შენ არ შეგიძლია გოგოს ასეთი ტკივილი მიაყენო,შენ ხომ ყოველთვის იცავდი მათ როცა საჭირო იყო? მაგ ნაბიჭვარს ემორჩილები ჩემ გამო, ჩემ გამოა ეს ყველაფერი ამის დედაც-შეიკურთხა კაცმა-ის გოგო როგორ უნდა გააუბედურო? ეს შენ საქციელს რა გავს რეზი
-კარგი ხომ არ მატყუებ?-ირონიულად ჩაიცინა-შენი დაზუსტება და გოდება არ მჭირდება გაიგე?! მეც კარგად ვიცი,რომ გოგოებზე ძალადობას კი არა, შეურაცხყოფასაც კი ვერ ვიტან. ნია ისეთი უბრალო და გულწრფელია შეუძლებელია რამე დავუშავო. არ ვიცი რა ვქნა, საერთოდ არაფერი არ ვიცი, ამის დედასაც რომ შევე*ი.
-რამე გამოსავალს იპოვი. ჭკვიანი ბიჭი ხარ
-მართალი ხარ, ჭკვიანი ვარ და რაც მთავარია შენ არ გგავარ, მკვლელი არ ვარ.
-პატიებას არც გთხოვ,უბრალოდ მინდა რომ ერთხელ მაინც ჩემ სიცოცხლემდე ის ნაპერწკალი დავინახო შენ თვალებში,რომელიც მაგრძნობინებს,რომ იმ ქვეყნად მშვიადად შემიძლია წავიდე
-არ ვიცი ეს დღე ოდესმე დადგება თუ არა
-მე დაგელოდები შვილო, სხვა რა დამრჩენია? ამ 4 კედელს შორის მხოლოდ ერთი რამ ვისწავლე-ლოდინი.
-თქვენი დრო ამოიწურა-აცნობა ფორმიანმა ქალმა
-კარგად,ბაბუა.
რას გრძნობდა რეზი? სიბრაზეს,სინანულს,წყენას? ამ ყველაფერს რაღაც დოზით განიცდიდა სხეულში,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში ის მომენტი,როდესაც სურს რომ უბრალოდ გაქრეს,სადღაც მარტო აღმოჩნდეს,ამ ფიქრებს ადგილი მოუნახოს და უგზოუკვლოდ გაფანტოს. რეზი ყოველთვის სამართლაინი პიროვნება იყო,პროფესიით ეკონომისტია,დედ-მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა ავარიაში,რამაც დიდი დაღი დაასვა,მაშინ სულ რაღაც 6 წლის იყო,თუმცა ისინი კარგად ახსოვს. ვიტყვი იმასაც,რომ მას ფოტოგრაფიული მახსოვრობა აქვს. რას განიცდიდა ნიას მიმართ? მოსწონდა ის? მის მიმართ მხოლოდ სიბრარულს განიცდიდა,არ მოსწონდა,უბრალოდ ებრალებოდა ის,რომ ნუგზარისა და მის მარწუხებში ჩავარდა. როდესაც ნიკა მასზე ძალადობდა სწორედ იმ დროს უთვალთვალებდა,ტვინში სისხლი ჩაექცა,როდესაც ეს სანახაობა გადაეშალა წინ, მოძალადეებს ვერ იტანს,მათ ერთ დიდ ნაგავდ თვლის.
********
ევა და კატო კომპიტერს მიუსხდნენ და წლების წინანდელი მკლვლელობის შემზარავ მკვლელობას გაეცნენ.
-რა საშინელებაა, კომპანიის გამო როგორ შეიძლება ადამიანის მოკვლა?
-ანუ ალექსი წულაია იყო ამ კომპანის მფლობელი,რომელსაც მილიონი გამოსცინცლა თემურ ორჯონიკიძემ,მკვლელობის დეტალები ცნობილი არ არის,ცნობილია მხოლოდ ის,რომ ალექსიმ მოკლა თემურ ორჯონიკიძე და ნინა ახალაძე. ალექსი ორჯინიკიძეს ერთადერთი შვილიშვილი ჰყავს,რეზი წულაია.
-ხო აი, ეს ბიჭი უნდა იყოს,ბაბუამისთან აქვს ფოტოები გადაღებული და ატვირთულია. მეტი ინფორმაცია არ გვაქვს მასზე სამწუხაროდ.
-გავარკვიეთ ორჯონიკიძეებისა და წულაიების მტრობის მიზეზი,თუმცა მთავარი ისაა ხომერიკებთან რა მტრობა აკავშიებს მას?
-ვაჩე ხომერიკს ეს საბუთი რატომ ჰქონდა კაბინეტში? საინტერესოა
-რაღაც ისე არ არის...-ევა ჩაფიქრდა-რა საერთო აქვს ამ სამ ოჯახს?
-მცირე ინფორმაცია გვაქვს,თუმცა პირველ ჯერზე არაუშავს,კაბინეტში კვლავ მოგიწევს ფუსფუსი
-ნამდვილად ეგრეა,რადაც არ უნდა დაგვიჯდეს სიმართლე უნდა გავარკვიოთ.
-ორჯონიკიძის დოკუმენტები ვერ ნახე ხო? არც დაურეკავს ნუგზარს.
-არ მინახავს,მხოლოდ დღეს შევძელი რამდენიმე წუთით მარტო კაბინეტში ყოფნა
-დღეს იცი ვინ შემხვდა?
-სემ სმიტი....უი ეგ გეია,ასე რომ არ მაწყობს,რადგან თუ შენი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებ,ნამდვილად ისეთ ვინმეს შეხვდი ჰორმონები აგითუხთუხა
-საიდან მოიტანე ეს ჰორმონები ახლა? გაგიჟება შეიძლება
-აბა აღგზნებული ძროხასავით რატომ იყურები?-თვალები დააწვრილა ევამ
-წადი ხრამში გადახტი რაა-ხელი აიქნია კატომ-ეგრე ხო? ხოდა არ გეტყვი ვინ შემხვდა
-მიდი რა მითხარი, ბავშვივით იქცევი
-აბელი შემხვდა
-რომელი ის სიმპათიური მამრი,კაპოტზე შემხტარივით რომ ეცეკვებოდი?
-რა შედარებებია მოკლედ-ხელები ზევით აღმართა კატომ-არა,მეორე, ვაჩეს ძმადნაფიცი-სახე დამანჭა
-მე ეგ მამრი მირჩევნია. ძალიან სიმპათიურია, ხო არ დავეჩალიჩო ნეტა?-თვალები დააწვრილა
-შენ გააფრინე ხო? რა ჯანდაბად გინდა მაგ იმბეცილთან საქმის დაჭერა?
-ვინაა გოგო იმბეცილი,ისეთი თავაზიანი,ხუმარა და საყავრელი ბიჭია რომ შემოგეჭმება ხელში
-ერთი ეგაა ხელში შემოსაჭმელი და მეორე დონატები. ფუ როგორ ვერ ვიტან დონატს....ხო ისეთი თავაზიანია,ქათმის ფილას რომ ვიღებდი, უკნიდან მომიახლოვდა და მითხრა ასეთი კაბა რომ გაცვია ასთ მოძრაობებს ნუ აკეთებ აქ მარტო შენ არ ხარო-თვალები აატრიალა
-ვაიმე,შეხედე რაები ხდება. აუ მაგარი ბიჭია რაა-გადაიხარხარა
-ნუ სულელობ შენი ჭირიმე რა. იცი, ის სუპერმარკეტი მამამისის ყოფილა,იმ დროს კი მე ჩივილით ვიმუქრებოდი,ეს ფილები ასე შორს რატომ აწყვია დაბალი ხალხი ან ბავშვები როგორ მიწვდებიან მეთქი
-აუ ცუდად ვარ, ჰაერი მჭირდება, უნდა გავიდე აივანზე-ხელებს იქნევდა ევა და ხტუნვა-ხტუნვით ოთახს ტოვებდა.
ამ დროს ოფისის ტელეფონმა დარეკა.
-''შენვილის'' ოფისი გისმენთ
-მოგესალმებით. ქალბატონი კატო ბრძანდებით? ნუგზარ ორჯონიკიძე ვარ
-მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიახ კატო ვარ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-რამე სიახლე ხომ არ არის ჩემ საბუთებთან დაკავშირებით?
-ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,რომ საბუთები მოვიპოვოთ,ვფიქრობთ ასე ადვილი არ იქნება,კაბინეტი კარგად არის დაცული.
-გასაგებია, ხომ იცით თქვენი იმედი მაქვს
-რა თქმა უნდა ბატონო ნუგზარ.
********
-ევა, დღეს ჩემი ბიზნესპარტნიორები მოდიან და ვახშამი 5 კაცზე გააწყვე
-გასაგებია,რომელ საათზე მოვლენ?
-6-თვის აქ იქნებიან, ახლა 3 საათია,მანამდე მოასწრებ თავისუფლად,არა? რამე პროდუქტი ხომ არ მოვიტანო?
-არა,რაც საჭიროა კერძების გასამზადებლად ყველაფერი მაქვს
-კარგი,მაშინ საღამომდე
-საღამომდე
6 საათისთვის ვაჩე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად სახლში მივიდა,მაგიდას მიუჯდნენ და საუბარი დაიწყეს,როდესაც ევა კერძებით ხელში დაიძრა მათკენ
-მადლობა ევა,კერძები კიდევ დარჩა გამოსატანი?-იკითხა ვაჩემ
-მხოლოდ დესერტი,თუმცა მას მოგვიანებით შემოვიტან
-კარგი-ევამ ოთახი დატოვა
-ეს მშვენიერი გოგო დაკავებულია?-იკითხა ერთ-ერთმა,რომელსაც ვაჩემ გაკვირვებულმა შეხედა
-არ ვიცი დაკავებული არის თუ არა-კბილებში გამოსცრა
-ძალიან ლამაზი გოგონაა-აღნიშნა ახალგაზრდამ
-ვფიქრობ აქ კომპანიასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ და არა ჩემ დამხარეზე-ძლივს შეძლო რომ გაეღიმა,ნამდვილად არ ესიამოვნა რომ ევაზე ასე საუბრობდა ეს კაცი
-ბატონი ვაჩე მართალია, ლაშა შვილო ეგ თემა იმ გოგოსთან განიხილე თუ დაგაინტერესა
-მართალი ხარ მამა,მაგის დროც მოვა-ჩაიღიმა,ვაჩემ კი კბილები გააღრჭიალა
საბოლოოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ორივე მხარე კმაყოფილი იყო,სწორედ ამ დროს ევა შემოვიდა დესერტით ხელში
-გმადლობთ მშვენიერო ქალბატონო-ევას რეპლიკა არ ესიამოვნა და ვაჩეს გადახედა,თვითონაც არ იცის,რატომ
-ევა შეგიძლია დაგვტოგვტოვო-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ვაჩეს-მადლობა
-თქვენის ნებარვთვით მეც დაგტოვებთ ცოტახნით-გაიღიმა ლაშამ და ევას გაჰყვა,რომელიც სამზარეულოს მაგივრად ეზოში გავიდა. ვაჩეს ტვინში სისხლა აასხა, ნამდვილად არ სურდა რომ მის ბიზნესპარტნიორს ასეთი ინტერესი გამოეჩინა ევას მიმართ. გგონიათ ეჭვიანობდა? არა, ეს ეჭვიანობა როგორ იქნებოდა, ამ გოგოს წესიერად არც იცნობდა,უბრალოდ მისთვის არასასიამოვნო იყო იმის წარმოდგენა,რომ ლაშას გარკვეული მიზნები გაუჩნდა ევას მიმართ.
ევა ჰამაკში მოთავსდა,ძალიან კარგი ამინდი იყო,თვალები დახუჭა და სახე ცას მიუშვირა.ცოტა ხნის შემდეგ სიმძიმე იგრძნო,ჰამაკის ნაწილი ჩაიზნიქა და ევაც ინსტიქტურად უცნობის კალთაზე დამხობილი აღმოჩნდა,ვერ გაიაზრა რა მოხდა,სანამ უცნობმა მკლავებზე ხელი არ მოჰკიდა
-როგორ ხარ? არ მინდოდა შენი შეშინება
-არაუშავს...აქ, რა გინდათ?-მაშინვე წამოდგა ჰამაკიდან და მშვიდად კითხვა
-ძალიან კარგი ამინდია და გადავწყვიტე გამოვსულიყავი
-კარგი,ისიამოვნეთ
-რატომ მიდიხარ,შენც ხომ ამინდის გამო გამოხვედი?-თვალები მოჭუტა
-მე უკვე დავტკბი ამინდის ხილვით,ახლა წავალ თქვენის ნებართვით.
-ჩემგან ნებართვას თუ ელი ვერ მიიღებ, მინდა რომ აქ დარჩე
-რამე გნებავთ მოგიტანოთ? მე აქ დამხმარე ვარ-მოთმინებით მიაჩერდა
-მხოლოდ ის მინდა,რომ ჩემ გვერდით დაჯდეთ-ევამ თვალები აატრიალა
-მართლა აღარ მსრუს აქ დაარჩენა,თან ბატონ ვაჩეს შეიძლება დავჭირდე-პირველად ინატრა,რომ ვაჩეს მისთვის დაეძახა
-ძალიან ჯიუტი ხარ იცი? კარგი წადი-ჩაიცინა
-გმადლობთ,რომ ნება დამრთეთ-ირონიულად მიუგო. ლაშამ კი ულამაზეს სხეულს ვნებიანად გააყოლა თვალი და ნერწყვი ხმაურიანად გადაწყლაპა
სახლში შესულს სტუმრები კარში შეხვდნენ,რომლებიც შინისკენ მიმავალ გზას დაადგნენ,მათ დაემშვიდობა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. სამზარეულოში იყო,როდესაც ვაჩე დაადგა თავს
-რა უნდოდა?-სხვათაშორისად ჰკითხა
-ჰამაკში ვიჯექი და გვედით მომიჯდა-რომ გაახსენდა რა დაემათა სიცილი აუტყდა-უცბად შემეშინდა და კალთაში ჩავუვარდი ხელებით-ამის გაგონებაზე ვაჩე გაოცებულმა და ბრაზშეპარულმა შეხედა
-რა ქენიი?-თუმცა ბოლოს სიცილი წასკდა
-ხო, აი ასე, კალთაში ჩავუვარდი,მაგრამ მერე წამოვდექი
-მთავარია სხვა რამეში არ შეუვარდე-აბურტყუნდა
-რა თქვით?-თვალები დააწვრილა
-რავი ისეთი არაფერი-თავი გააქნია და ხელები ჯიბეში ჩაიწყო
-ეგ არაფერი იყო?-გაკვირვება გამოეხატა სახეზე-მგონი თქვენ არ გაინტერესებდეთ მე ვის შევუვარდები-უთხრა გაბრაზებულმა,წყენნარევი ხმით. ზოგადად სხვისი აზრი არ აინტერესებდა,თუმცა ვაჩეს აზრი მისთვის არ იყო სულერთი,ბოლოს და ბოლოს მასთან ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა
-ცუდად გამომივიდა. მართალია არ მაინტერესებს ვისთან და როდის გექნება სექსი-თქვა თუ არა სამზარეულო დატოვა. ევამ თვითონაც არ იცის რატომ,მაგრამ ცრემლები წასკდა,თავის ოთახში აირბინა და კარებს მიეყრდნო.
ნახევარი საათი ასეთ მდგომარეობაში იყო,როდესაც ვაჩემ დააკაკუნა ოთახის კარზე,ცრემლები უკვე შეშრობოდა,თუმცა თვალები საშინლად ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა,კარი გააღო თუ არა ვაჩეს გაოცებულ სახეს თავისი გაუსწორა,უემოციოდ აუარა გვერდი. ბიჭს იმ მომენტშო საკუთარი თავი შეზიზღდა
-ვიცი იმიტომ ამომაკითხეთ,რომ ჭურჭელი არ დამირეცხავს,ბოდიშით
-ევა მოიცადე-მკლავი დაუჭირა და სახე მისას გაუსწორა-მაპატიე
-არ არის საჭირო-ხელი გაითავისუფლა
-პატიებას იშვიათად ვითხოვ.თან ისეთ ადამიანებს ვთხოვ პატიებას,რომლებიც ჩემთვის სულერთნი არ არიან
-მე თქვენთვის სულერთი არ ვარ? რამეს წარმოვადგენ?
-რა თქმა უნდა არა, სულერთი როგორ უნდა იყო, ჩემი დამხმარე ხარ, ჩემ სახლში ცხოვრობ,მეგობრები არ ვართ,თუმცა თუ წინააღმდეგი არ ხარ შეგვიძლია ვიყოთ-თბილად გაუღიმა
-გასაგებია,კარგი-მანაც გაუღიმა
-მოდი ჩემთან-ბიჭმა მკლავები მოხვია და გულში ძლიერად ჩაიკრა-და კიდევ, თქვენობით აღარ მომმართო,თავი 50 წლის მგონია-ჩაიცინა
-კარგი,დღეიდან ვაჩეთი მოგმართავ-მანაც ჩაიცინა
-რა კარგი სუნი გაქვს თმაზე ტოო
-ვარდია-გოგომაც ჩაიცინა-შენც კარგი სუნამოს სუნი აგდის-თვალები მილულა.

P.S. მაინტერესებს თქვენი აზრი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ლიკ ლიკ

აუუ ყოველდღე მაინც დადე:) ველოდები ხოლმე

 



№2  offline წევრი Someone wandering

ლიკ ლიკ
აუუ ყოველდღე მაინც დადე:) ველოდები ხოლმე

ზოგჯერ მუზა არ მაქვს და მაგიტომ ვერ ვწერ. ამიტომ არ გპირდეპით ტყუილად. თუმცაა გვიან არ დავდებ, შეიძლება ხვალ დავდო ახალი. მე თქვენი აზრი მაინტერესებს, ეს უფრო სტიმულს მაძლევს

 




გააგრძელე რაა მომწონს ძალიან heart_eyes

 



№4  offline წევრი triniti

Dzalianomwons magram es chaexuta da ragaceebi cota dastoini iyos es vache ar sheizlebaa cota distancia xom unda iyos bolo bolo damxmarea da ara qalbatoni ise eqcevian cota iseti temaa.es rezi xo vafshe veraa tavis matorze ra shantaji ris babua tan mkvleli babua cixidan cota iseti temaa

 



№5  offline წევრი Someone wandering

triniti
Dzalianomwons magram es chaexuta da ragaceebi cota dastoini iyos es vache ar sheizlebaa cota distancia xom unda iyos bolo bolo damxmarea da ara qalbatoni ise eqcevian cota iseti temaa.es rezi xo vafshe veraa tavis matorze ra shantaji ris babua tan mkvleli babua cixidan cota iseti temaa

დიდი მადლობა აზრის გამოხატვისთვის, ვაჩე ზედმეტს რატომ აკეთებს? არ შეიძლება დამხმარეს ჩაეხუტოს და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს? მაიმცდამაინც მხოლოდ სამსახურეობრივად უნდა ურთიერთობდეს? ნუ ასეცაა, დიდ ყირადრებს არ აქცევს და არც ჩახუტებებით ანებივრებს. რეზი კიდე თავს ვერასდროს აპატიებდა რომ მისი მიზეზით ვინმე მოეკლათ მათ შორის მკვლელი ბაბუაც კი. თან ბაბუამისმა აღნიშნა რომ იქ ორჯონიკიზის მამის დასაშინებლად წავიდა, თუმცა რაც მოხდა თავადაც ნახეთ.

 



№6  offline წევრი triniti

Someone wandering
triniti
Dzalianomwons magram es chaexuta da ragaceebi cota dastoini iyos es vache ar sheizlebaa cota distancia xom unda iyos bolo bolo damxmarea da ara qalbatoni ise eqcevian cota iseti temaa.es rezi xo vafshe veraa tavis matorze ra shantaji ris babua tan mkvleli babua cixidan cota iseti temaa

დიდი მადლობა აზრის გამოხატვისთვის, ვაჩე ზედმეტს რატომ აკეთებს? არ შეიძლება დამხმარეს ჩაეხუტოს და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს? მაიმცდამაინც მხოლოდ სამსახურეობრივად უნდა ურთიერთობდეს? ნუ ასეცაა, დიდ ყირადრებს არ აქცევს და არც ჩახუტებებით ანებივრებს. რეზი კიდე თავს ვერასდროს აპატიებდა რომ მისი მიზეზით ვინმე მოეკლათ მათ შორის მკვლელი ბაბუაც კი. თან ბაბუამისმა აღნიშნა რომ იქ ორჯონიკიზის მამის დასაშინებლად წავიდა, თუმცა რაც მოხდა თავადაც ნახეთ.



ველი მოვლენების განვითარებას..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent