ნაკაწრები 2 თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 2 თავი


23-07-2018, 22:33
ავტორი lullaby
ნანახია 2 423

ნაკაწრები 2 თავი

- ნატა! - ვყვირი შეშინებული და ინსტიქტურად პირზე ვიკრობ თითებს. ვგრძნობ, როგორ მეთხვრება სახე სისხლით და ისტერიკა ტვინს მიწვავს. ხელები მიკანკალებს. არ ვიცი, მკლავებით სისხლი მოვიწმინდო ლოყებიდან, თუ ბეტონზე არაბუნებრივად მწოლიარე ნატა გამოვაფხიზლო. სახეზე სწრაფად ვისვამ მაჯებს და გოგოსთან ვიმუხლებ.
- ნატა. - მისკენ ვიწვდენ ხელებს, მაგრამ შეხებას ვერ ვბედავ. საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. ყელში გაჭედილი შიში მახრჩობს. მისი სხეული ერთიანად სისხლში წევს, რომელიც უშნოდ, უკუნისფრად დაღებული ყელიდან გადმოსდის. მთვარისა და ეზოს განათების შუქზე სითხე შემაძრწუნებლად ლაპლაპებს. ვხვდები, რომ ის ცოცხალი აღარაა, ვხვდები, მაგრამ გონება ჯერ კიდევ იმ ნატას მოლოდინშია, რომელიც სიგარეტით ხელში უნდა მეპოვა. მახსენდება, როგორ გამოვიდა დარბაზიდან - „ - იქ მაინც არავინ დამიშლის სიცოცხლეს.“ - მისი ნათქვამი თვალებს ცრემლებით მიბინდავს და გაუცნობიერებლად ვაფრინდები გოგოს მხრებს.
- ნატა! ნატა! გესმის ჩემი? ნატაა! - ვყვირი და ვგრძნობ, როგორ მაციებს. - ღმერთო, ნატა! - ნერწყვი სასულეში მცდება და ხველება მივარდება. ყელი და ფილტვები მეფხაჭნება. მის შავ კაბას ვებღაუჭები და ტირილი პანიკაში გადამდის. სხეული მიქვავდება და მუჭად შეკრულ თითებს ვეღარ ვშლი. მინდა, თვალი მოვაშორო მის საზიზღარ ჭრილობას ყელზე, მინდა, ამ სისხლის გუბეს მოვშორდე, მაგრამ არაფერი გამომდის. გულის შემაწუხებელ ფეთქვას მთელი სხეულით ვგრძნობ და მეშინია. მაშინებს სიკვდილი, რომელიც უკვე მეორედ მიყურებს ასე ახლოდან.
- ნატა! - ვერც კი ვაცნობიერებ, ისე ვყვირი გოგოს სახელს და ის-ისაა ხელები მისი სახისკენ მიმაქვს, რომ მხრებზე ვიღაცის თითები ძლიერად მებჯინებიან და ჯერ კიდევ თბილ სხეულს სწრაფად მაშორებენ.



მოგონება

***

2010 წელი, 28 ივლისი
პირველი დღე, დილა

- რა გაკივლებს? - კუდად შეკრულ თმაზე ექაჩება თენგო ნატას და მის ზურგჩანთას საწოლზე დებს.
- სუფთა ჰაერის ჭარბმა რაოდენობამ ემოციურ პიკს მიმაღწევინა. - ხელებს შლის როლში შესული გოგო და თვალებს ნეტარებით ხუჭავს. მეცინება.
ანანურში ვარ. სწავლა ერთი კვირაა, რაც დამთავრდა. პირველი კურსი ღირსეულად დავხურე და ახლა, ყველაზე ახლობელ ჯგუფელებთან ერთად აქ ვაპირებ განტვირთვას. დიდი იმედი მაქვს, რომ აქედან თბილისში სასიამოვნო მოგონებებით დატვირთული დავბრუნდები.
ხის პატარა კოტეჯში, სადაც ოთხი გოგო დავბინავდით, ორი ორსართულიანი საწოლი დგას, რომელიც თეონამ შემოსვლისთანავე მოსინჯა და შვებით ამოიოხრა. მეორე სართულს ვერ ავცდი. კედელზე ორი ნახატია ჩემოკიდებული. ერთზე ლარნაკში ჩალაგებული ყაყაჩოები ხატია, მეორეზე - ზღვის ტალღებზე მონავარდე გემი. კუთხეში მაგიდა დგას ოთხი სკამით. საწოლებს შორის, ფანჯრის ქვეშ კი პატარა ტუმბოა. კოტეჯს მცირე ზომის აივანი აქვს. საკმარისია მისი კუთხიდან ხელი გაიწვდინო, რომ მეორე კოტეჯის აივანზე აღმოჩნდები, სადაც ბიჭები დაბინავდნენ.
სულ რვანი ვართ. გოგონების კოტეჯში მე, ნატა, თეონა და ჩვენი გადარეული ჯგუფელი ლელა. მეორეში კი - მათე, თენგო, ბექა და ოთო. ანანურში ერთი კვირის გასატარებლად ჯგუფში მხოლოდ ჩვენ მოვგროვდით. სხვებისგან განსხვავებით, მე ეს სიმცირე ძალიან მახარებს. ალბათ იმიტომ, რომ დანარჩენ ჯგუფელებთან არც ისე ახლო ურთიერთობა მაქვს. გარდა ამისა, როცა საოცნებო ადგილას მიდიხარ, გინდა, რომ იქ განცდილი ემოციები მხოლოდ განსაკუთრებულებს გაუზიარო. ისინი კი ამ რვაში ნამდვილად არიან.
- აბა? - ღია კარზე აკაკუნებს მათე და მასვე ეყრდნობა. საწოლებზე მოთავსებული ოთხივე გოგო სინქრონულად ვატრიალებთ მისკენ თავს. - ამ თაკარა მზეში რის გაკეთებას ვაპირებთ?
- რა არის, ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე წუწუნებ. - ტუჩს იბზუებს ნატა და თმის ჩაწვნას აგრძელებს.
- ეს ერთი კვირა ისე გაიფრენს, როგორც ინგლისურმა გიფრინა მეორე შუალედურიდან. - ხითხითებს ბიჭი და ნატას ნასროლ ბალიშს კარის დახურვით იგერიებს.
- „სიტყვა ჯარიმა!“ - ჩამოვდივარ საწოლიდან და მათეს ნასიამოვნებ თვალებში ვუყურებ, რომლებიც ჩემ სიტყვებზე წამიერად იბნევიან და მალევე მოდიან გონს.
- ფუუუ! - მუშტს ურტყამს ბიჭი კარს. - არავითარი უნივერსიტეტთან დაკავშირებული სიტყვები.
- ახლა მიბრძანდები და ამ თაკარა მზისგან დასიცხულ გოგოებს, ცივ, ცივ, ცივ ყავას გაგვიკეთებ.
მათე თვალებმოჭუტული მიყურებს და მზერით მემუქრება.
- მიდი, მიდი, მაინც შენი ხვედრია, მათათო. - შებრუნებაში ვეხმარები და აივნიდან ზურგზე მიწოლით გამყავს. ოთახში დაბრუნებულს ნატა გამომწვევი მზერით მხვდება და ხელში სიგარეტის კოლოფს ატრიალებს.
- არა! - თავს ვაქნევ სიცილით. - გამორიცხულია! მაგრამ, ზუსტად ვიცი, შენ იქნები ის მოძალადე, რომელიც სიგარეტის მოწევას დამაწყებინებს.
- ხოდა ძალიან კარგი. ცხოვრება ძლიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს რამე აუკრძლო.
- დღის ფილოსოფია ნატაშკასგან. - ფხუკუნებს ლელა და მობილურში კრის აიზეკის wicked game-ს რთავს.



***

2010 წელი, 28 ივლისი
პირველი დღე, ღამე
ის-ისაა ნატას გაფრთხილებას ვაპირებ, რომ უკნიდან ოთო ეპარება, მაჯაზე კალიას აგდებს და გოგოს კივილთან ერთად ხარხარს იწყებს. თავს უსაფრთხოდ იგულებს თუ არა, გოგო თავის ყავის ფინჯანს იღებს და გაქცეულ ბიჭს მისდევს. კოცონთან დარჩენილი გამხიარულებული ახალგაზრდები მალევე ვჩუმდებით. ცალ ყურში ყურსასმენი მიკეთია და morcheeba-ს otherwise განმეორებაზე მაქვს დაყენებული. ცოტა ხნის წინ მოვრჩით „ამის პატრონმა რა ქნას“ თამაშს და ახლა სიცილისგან ატკიებულ კუნთებს ვასვენებთ. თენგოს ლუდის ბოთლი უკავია და თან სიგარეტს ეწევა. ლელა და ბექა ჩუმად ლაპარაკობენ. რამდენიმე თვეა შეყვარებულები არიან. მათი ურთიერთობა ისეთივე გიჟურია, როგორც მისი დაწყება. ბექა მეორე სემესტრში გადმოვიდა ჩვენს ფაკულტეტზე. პირველივე დღეს, როცა აუდიტორიაში შემოვიდა და მოკისკისე ლელა დაინახა, რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და უთხრა:
- ჯანდაბა, რა ლამაზი ხარ. მგონი მიყვარხარ.
- მგონი? ღმერთო, თავიდანვე ნუ გააფუჭებ ყველაფერს.
შემდეგ სახელები გაცვალეს და აუდიტორიიდან გავიდნენ. სულ ვფიქრობ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებები ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ ადამიანის ცხოვრებაში.
მოგონებების გამო მეღიმება. შემდეგ მათ გვერდით მჯდომ მათესკენ ვიხედები და მის წყლიან, მწვანე თვალებს ვაწყდები. ხელში მინდვრის ყვავილი უკავია და ნელ-ნელა ფურცლებს აცლის.
მათეს, ისევე, როგორც ყველას, ჩემ მიმართაც უკვე ერთი წელია მეგობრული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ... ხანდახან, არ ვიცი... ის ისეთი უცნაურია ჩემდამი, რომ გულს საშინელი ეჭვი მიღრღნის. აი ახლაც, მიყურებს და მთელი სახე უღიმის, მაგრამ მის მიღმა ფორიაქის კვალს ვხედავ. დიდი ხანი არაა, რაც ეს ეჭვი შემომიჩნდა, ამიტომ სულ ვცდილობ, არაფერი გავაბუქო. ჩვენ მეგობრობას ისეთი კარგი პერსპექტივა აქვს, ძალიან არ მინდა, რამემ ხელი შეუშალოს.
ის-ისაა ფიქრებს ვიფანტავ, რომ დაღმართზე ჩვენკენ მომავალ ორ ფიგურას ვხედავ. რამდენიმე წამში გვიახლოვდებიან და გვესალმებიან. ყველას მათზე გადაგვაქვს ყურადღება. ერთი გოგოა, მეორე ბიჭი. დაახლოებით ჩვენი ასაკისანი არიან. კოცონის შუქზე კანი ერთიანად ცეცხლისფრად უნათებთ.
- ღამე მშვიდობისა, მეზობლებო. - ამბობს ბიჭი. ხმა ისეთი მომნუსხველი აქვს, ჩემდაუნებურად ღიმილი მეპარება. ჩემებიც ესალმებიან. - მე დაჩი ვარ, ეს - ბაიაა. - გოგო ხელს გვიქნევს და ისევ სპორტული მოსაცმელის ჯიბეში იბრუნებს. - ჩვენც თქვენსავით დღეს დავბინავდით. ზემოთ ვართ. - ხელით გვანიშნებს დაახლოებით ორმოც მეტრში, ორსართულიან, მორებზე მდგარ სახლზე. ბიჭები მაშინვე დგებიან და ხელს ართმევენ. შემდეგ მათე დაჯდომას სთავაზობს და ისინიც ნატას და ოთოს ადგილებს იკავებენ. დაჩი ჩემ გვერდით ჯდება, ჩემკენ ორი წამით იხედება და მოსალმების ნიშნად მიღიმის. ზაფხულის ცხელ დღეს წამოქროლებული სიოსავით სასიამოვნო აურა აქვს. მის ცასავით მოკრიალე, ნათელ თვალებში ცეცხლი ირეკლება და საერთოდ არ მჭირდება დიდი დრო იმისთვის, რომ ამ ბიჭით მოვიხიბლო.
შეკრებილნი საუბარს განაგრძობენ, ერთმანეთის სადაურობას განიხილავენ და საერთო ენასაც მალე პოულობენ. მე ვცდილობ, ცისთვალებას არ მივაშტერდე, პლედის ქვეშ ვიშმუშნები და მეგობრებს ვზვერავ. მათეს თვალებს ვაწყდები და წამიერად, მაგრამ მაინც ვხედავ მის თვალებში კითხვის ნიშნებს. მაშინვე მობილურში გახსნილ სოციალურ ქსელს ვუბრუნდები და სქროლვას ვაგრძელებ. ამასობაში ნატა და ყავით გაწუწული ოთოც ბრუნდებიან. სტუმრების გაცნობის შემდეგ, გოგო გამარჯვებულის გამომეტყველებით ჯდება ბალახზე. ოთო კი მაისურს იხდის და მის კლათაში აგდებს.
- როგორც დამისვარე, ისე გამირეცხავ. - ამბობს კატეგორიული სახით, მაგრამ ღიმილი მაინც ეპარება.
- ღადაობ თუ მართლა გგონია, რომ ამას გავრეცხავ? - ისევ დგება ნატა და წარბებს ზემოთ ქაჩავს. ოთო საკმაოდ თავდაჯერებულად უქნევს თავს. გოგო კი ფხუკუნებს, მაისურს კოცონზე ადგებს და თავქუდმოგლეჯილი, კისკისით გარბის. იქ მყოფთ გაოცების შეძახილები გვხდება და ბიჭს ვაშტერდებით, რომელიც გაოგნებული უყურებს, როგორ იწვის მისი ლედ ზეპელინის გამოსახულებიანი ახალი მაისური, რომლითაც მთელი დღე თავი მოჰქონდა.
- ჩაძაღლდი, ავო სულო! - ყვირის უცბად ის და გოგოს მისდევს.
სიცილის ტალღა კოცონს გარშემო უვლის და ნელ-ნელა ცხრება. სასაუბრო თემა ახლდება და მეც ცალი ყურით ვისმენ. უცბად სტუმარი ჩემკენ იხრება და მეკითხება:
- რას უსმენ?
პირად სივრცეს ისე ამაღელვებლად მირღვევს და ისე ახლოს ხვდება ჩემთან, რომ რამდენიმე წამით პასუხის გასაცემად სიტყვებს ვერ ვპოულობ. გამჭვირვალე ცისფერი თვალები კი ეშმაკურად და მომლოდინედ მაკვირდებიან.
- Otherwise-ს.
- შეიძლება? - ყელზე ჩამოკიდებულ მეორე ყურსასმენს იღებს და საჩვენებელი თითით ატრიალებს.
- აა... კი, შეიძლება. - თავს ვუქნევ და ღიმილზე ღიმილით ვპასუხობ.
ყურსასმენს იკეთებს, ხელებს მუხლებზე იწყობს და მოსაუბრე ბიჭების მოსმენას განაგრძობს. ცოტა არ იყოს მწყინს, რადგან მთელი ოთხი წუთის მანძილზე ოდნავადაც არ ეტყობა, რომ მუსიკას აკვირდება. თუმცა, მთავრდება თუ არა ის, ყურსასმენს იხსნის და მიბრუნებს. იმ წამსვე სახლიდან ეძახიან.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - ისევ ჩემკენ ბრუნდება. ისევ ისე ახლოს.
- მაგრამ, სახელი არ მითქვამს.
- „სხვაგვარად“ სხვა დროს იყოს. ღამე მშვიდობისა. - ამბობს და დგება. დანარჩენებს ცალკე ემშვიდობება და ბაიასთან ერთად აღმართს ნელი ნაბიჯებით მიუყვება.




***
2016 წელი 28 მაისი
ღამე
ქაოსსაც თავისი ფერები აქვს. ისე აირჩევს, ისე მოგარგებს, თითის განძრევაც არ დაგჭირდება. შემდეგ გვერდით მოგიჯდება და გაგაბრუებს, დაგაბრმავებს, დაგაყრუებს და საბოლოოდ ჩაგძირავს. ყველაფერი, რასაც თავის გადარჩენისთვის ეცდები, საპნის ბუშტივით ჰაერში გაქრება.
გონს კივილს მოვყავარ. ისევ ნატას მივჩერებივარ და ახლა ვაცნობიერებ, რომ მისთვის ერთი წამითაც არ მომიშორებია თვალი. ვხედავ, როგორ ვარდება მუხლებზე თეონა და სახეზე ხელებს იფარებს. ვხედავ ფოტოგრაფს, რომელმაც სისხლის გუბიდან გამომათრია და ახლა მობილურზე საუბარს აღელვებული ასრულებს. ვხედავ თეგოს, რომელიც გამძვინვარებული ბორგავს, ტირის და იგინება. მათეს ვხედავ, რომელიც ძლივს სწყვეტს თვალს სისხლისგან დაცლილ ნატას და ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება. ეზოში შეკრებილ ხალხს ვხედავ, ბრბოს, რომელიც ვერაფრით მაფხიზლებს. ხმაური სადღაც შორიდან ჩამესმის. ყურებში რაღაც მიწივის. თვალები წამდაუწუმ ცრემლით მებინდება და ეზოში შექმნილი ქაოსის რაღაც მონაკვეთები დროდადრო ნისლში იძირება.
- მირა, - მხრებზე ძლიერად მაბჯენს თითებს მათე და თავისკენ მაბრუნებს. მის სახეს ჩრდილი ეცემა და ასე მგონია, ბიჭის სხეულით უკუნეთი მომშტერებია. - მირა, კარგად ხარ? - ჩემს სახეზე ინაცვლებენ მისი მხურვალე ხელისგულები და ახლაღა ვგრძნობ, როგორ მცივა.
- რა დაემართა?.. - ვეკითხები ბიჭს. საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. თავს ისევ ნატას სხეულისკენ ვაბრუნებ, მაგრამ მათე არ მანებებს, ხელებს მხვევს და გულში მიკრავს. - რა დაემართა, მათე? ეს ვინ გააკეთა...
- არ ვიცი, არ ვიცი... - ჩურჩულებს ის და მკლავებს უფრო ძლიერად მხვევს. დაძაბულობისგან ლოდს ემსგავსება. მხოლოდ მისი აჩქარებული გულის ცემა ამჟღავნებს მის ადამიანურობას.
ყვირილი, ტირილი და სირბილი არ წყდება. ყველა შოკშია, ყველა რაღაცას ელოდება. მე კი გამუდმებით ნატას სიტყვები ჩამესმის ყურებში: „- ეზოში გავალ, იქ მაინც არავინ დამიშლის სიცოცხლეს.“
ეს როგორ მოხდა? ეს რატომ მოხდა? ღმერთო, ნატა, ვის რა დაუშავე? ხელახლა მივარდება ტირილი და მათეს პერანგს ვებღაუჭები. ვტირი და ვერ ვიჯერებ, რომ მკვდარი ნატას გამო ხდება ეს. ვერ ვიჯერებ, რომ იქ, ბუჩქების ძირში ყელგამოჭრილი, სისხლისგან დაცლილი ნატა წევს.
- გამომართვი. - ხმაურის გამო მკრთალად ჩამესმის ვიღაცის რბილი ტემბრი და მანამ არ ვაქცევ ყურადღებას, სანამ მათეს თითები ლოყაზე არ მეხებიან.
- ეი, მირა. - ამბობს ის.
თავს ნელა ვიღებ მისი მკერდიდან და ჩვენ წინ ჩამუხლულ ფოტოგრაფს ვხედავ, რომელიც ჭიქით წყალს მიწვდის. თვალწინ მიდგება კადრები, როგორ მომწყვიტა ნატას სხეულს, როგორ ამაყენა სისხლის გუბიდან და ყელში რაღაც მეჩხირება.
- გმადლობ. - ჭიქას ართმევს მას მათე და ხელებში მაჩეჩებს. - მიდი, დალიე.
ის-ისაა გამორთმეული წყალი პირისკენ მიმაქვს, რომ საკუთარ სისხლიან ხელებს ვხედავ და ჭიქა ხელიდან მივარდება.
- ღმერთო! - ხელები, კაბა, ლოყები, ზურგი... ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ნატას სისხლით ვარ მოსვრილი და ვერც კი ვხვდები, ისე ვიწყებ სხეულიდან მის მოშორებას. - სისხლიანი ვარ, მათე. მომაშორე, მომაშორე, გთხოვ, მომაშორე...
- მირა, მირა, მოიცადე, დამშვიდდი, დამშვიდდი!.. - ხელებს მიკავებს ბიჭი და ჩემ დაწყნარებას ცდილობს.
- აქვე ონკანია. - ამბობს ისევ ფოტოგრაფი და ხელით ჩვენ უკან ანიშნებს.
- წავიდეთ. - მათე მაყენებს, წელზე ხელს მხვევს და მივყავარ. უსიტყვოდ მივყვები. ნაბიჯები მძიმეა. არ მაქვს სიარულის სურვილი. უკან, ნატასკენ მიხედვას ვაპირებ, მაგრამ მათე ისევ მაკავებს. ონკანთან მივყავარ. ხელებს მიჭერს და მბანს. სველ ხელებს სახეზე ვისვამ. შოკი ისე მაბრუებს, ხანდახან სუნთქვაც კი მავიწყდება და მკერდში რაღაც მიჭერს.
- რა მოხდა... - ტირილი მივარდება და სახეზე თითებს ვიფარებ. - ასე... ასე უცბად... როდის მოხდა, მათე. ნახევარი საათიც არ გასულა, რაც აქ გამოვიდა. ღმერთო, ნატა მკვდარია მათე, მკვდარი...
ის-ისაა მათე ჩემკენ იწევა, რომ თეონას ვხედავ, რომელიც ტირილით მოდის და მთელი ძალით მეხვევა.
ონკანთან ჩამომსხდრები, ერთმანეთზე ჩახუტებულები ვქვითინებთ და დრო ისე გადის, ვერ ვიგებთ. იქვე მოფუსფუსე, აფორიაქებული ჯგუფელების ხმაური შორიდან ჩამესმის. თეონა ტირილს არ წყვეტს და მეც აღარ მელევა ცრემლები. მათე თენგოსთან და ფოტოგრაფთან ერთად დგას. ის-ისაა მისთვის დაძახებას ვაპირებ, რომ ეზოში პოლიცია შემოდის. მათი დანახვისას გული უარესად მიმძიმდება. მათი გამოჩენა რეალობას კიდევ უფრო რეალურს და მტკივნეულს ხდის. თითქოს მანამდე რაღაც იმედი კიდევ არსებობდა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდა.
განახლებული ხმაური ერთიანად მღლის. თითქოს ქარიშხალი მეჯახება და ძალას მაცლის. სახლში მინდა, ძილი მინდა, ამ ამბის დავიწყება მინდა. დრო მინდა გავიდეს და ეს წუხილი მალე განელდეს. აღარც ეს დაკითხვა და ერთი და იგივე შეკითხვის ათასჯერ მოსმენა მინდა. საუბარი უარესად მხდის. იმის მოყოლა, თუ როგორ აღმოვაჩინე ნატა, საშინელ ტვირთად მაწვება მხრებზე. რატომ ვერ ხედავს ამას ეს ცივთავალება პოლიციელი? რატომ მისვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხები არ მაქვს და თავადაც მაინტერესებს? ყველაფერი ხომ ისედაც დაწყვრილებით ვუამბე, რატომღა მიბარებს ხვალ დაკითხვაზე? თვითონ შეძლებს, მკვდარი მეგობრის აღმოჩენის ამბის მოყოლას სამჯერ და ათასჯერ?
საშინლად ვიქანცები. დრო იწელება. გარშემო ყოველ წამს იცვლებაა რაღაც, გარდა ბჭყვრიალა ვარსკვლავებისა და მთვარისა. ახლაღა ვუფიქრდები იმას, რომ მხოლოდ ისინი არიან მოწმეები იმისა, თუ როგორ მოკლეს ნატა.
ვინ? ვინ მოკლა ნატა?



***
2016 წელი, 9 ივნისი
დილა

ჰაერში გამოკიდებული ძლივს ვსუნთქავ. ასე მგონია დედამიწა მემხობა. ფეხებით ვკიდივარ. ჩემ ქვემოთ გვამებით სავსე მდინარე მიედინება. ვგრძნობ შიშს, პანიკა შიგნიდან ყველაფერს მიჭამს, მაგრამ ვერ ვინძრევი, ვერც ვყვირი. შემდეგ წვიმა იწყებს მოსვლას, წითელი, თბილი წვიმა და გარემოს მეწამულ ნისლში ჰხვევს. გული ამოვარდნას მაქვს. ასე მგონია, ამ ბინძურ სითხეს კანი იწოვს და ჩემს სხეულს ცვლის. ყურებში კივილის და ხრიალის ხმები ჩამესმის. ფართხალს ვიწყებ. თოკი კი მოულოდნელად წყდება და თავით მდინარეში ვეშვები. ვხედავ, როგორ ვუახლოვდები იქ მყოფ გვამებს, რომლებიც წითლად შეღებილ საზარელ ხელებს ჩემკენ იშვერენ.
თვალებს ვახელ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და გამომშრალ ტუჩებს ვილოკავ. სიზმრის გახსენებაზე ტანზე ეკალი მაყრის და ვიშმუშნები. თავი საშინლად მტკივა ფიქრისგან, ტირილისგან, სტრესისგან, ყველაფრისგან. ერთი კვირის წინ ნატა დაკრძალეს. სიტუაცია საფლავთან ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. დედამისი ისტერიულად მოითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ ვინ მოკლა მისი შვილი. თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მის მეგობარს თვალებით გვჭამდა, მზერით გვაიძულებდა გვეთქვა ის, რაც არ ვიცოდით, რაც ჩვენც ძალიან გვინდოდა, რომ გვცოდნოდა. დაძაბულობისგან ახლაც კი მთელი სხეული მტკივა. ძვლები თითქოს მემსხვრევა და მოძრაობას მიშლის. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს, როგორ შეიძლება?
- გეყოფა. - მესმის მათეს უკმაყოფილო, ნამძინარევი ხმა და თავს მისკენ ვაბრუნებ. გუშინაც ჩემთან დარჩა. იმ საშინელი ღამის გამო წუთითაც არ დავუტოვებივარ მარტო. ასე რომ ყოფილიყო, შევიშლებოდი.
- თავისით ხდება, მათე. - საშინელი, ჩაწყვეტილი ხმა მაქვს. გვერდს მისკენ ვიცვლი. - გგონია მინდა ამაზე ფიქრი? დრო მჭირდება. ყველას გვჭირდება. ვიცი, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე.
- მხოლოდ დრო ვერაფერს შეცვლის, საკუთარ თავს შენც თუ არ დაეხმარები. - ოხრავს მათე და ბალიშს იდაყვით ეყრდნობა. ნამძინარევი თვალებით მიყურებს და თანაგრძნობით ეღიმება. - სამსახურში უნდა გახვიდე და ცხოვრება გააგრძელო.
- არა, არ შემიძლია. იქ...
- შეძლებ... - თითებს მსუბუქად მისვამს ლოყაზე.
- იქ რომ ვიქნები მათე, სულ იმ ღამეზე უნდა ვიფიქრო... - ხმა მიტყდება და სანამ ავტირდებოდე, სუნთქვას ვიკრავ.
- საქმეში მყოფს ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგრჩება. ახლა, აქედან გეჩვენება შეუძლებლად, თორემ, ნახავ, გამოგივა. მე ხომ გიცნობ. - თვალს მიკრავს მათე და ჩემი თმის ბოლოებს ეთამაშება.
- გმადლობ, მათე. - მისკენ ვჩოჩდები, თავს გულზე ვადებ და მის მკლავებში ვიკუნტები. ყოველთვის, როცა მასთან ასე ვარ, თავს დაცულად და თავისუფლად ვგრძნობ. მაგრამ, როცა ფიქრებს ვუღრმავდები, საკუთარი ეგოიზმი და კმაყოფილება ყელში მიჭერს ხელებს. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ამ კომფორტის გამო, შინაგან ქაოსს ოდნავადაც არ ვაქცევ ყურადღებას.
- მადლობა? - გაკვირვებული მეკითხება. - რისთვის, მირა...
- იმისთვის, რომ არ გიმსახურებ... ყველაფრის შემდეგ... შენ კი, მაინც აქ ხარ.
- დიდი ხანია თავად ვწყვეტ, ვინ დამიმსახუროს. ხოდა, სიურპრიზი - შენ ერთ-ერთი იღბლიანი ხარ. - მეცინება და ხელის ზურგზე ვკოცნი. - მპირდები, რომ სამსახურში გახვალ?
- გპირდები. - ვამბობ ჩაწყვეტილი ხმით. ნატას გარეშე ოფისის წარმოდგენა გულს მიმღვრევს და ცრემლებს ვერაფრით ვიკავებ.



***

2016 წ, 17 ივნისი
შუადღე

პოლიციის განყოფილებიდან წამოსული პირდაპირ სამსახურში მივდივარ... მკვლელობის გამოძიება წინ ვერ მიიწევს, მაგრამ ხანდახან მაინც გვიწევს რამდნიმე ჩვენგანს დეტალების დასაზუსტებლად გამომძიებელთან გასაუბრება. მისგან წამოსულს მიძნელდება ფიქრბის შეცვლა და ყურადღების საქმეზე გადატანა.
ახლა სტუდიაში მოწყობილ მწეველთა ოთახში ვარ. აქ გრილა. დიდ, ჟალუზებგადაწეული ფანჯრიდან კარგად ჩანს, როგორ აწვიმს თბილისს. ზაფხული ისე ცივად დაიწყო, ხანდახან ძვლებამდე ატანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრს ჰყავხარ ატანილი.
უკვე დიდი ხანია წითელ პუფში ვზივარ და ჩემ წინ, დაბალ მაგიდაზე დადებულ სიგარეტის თავახდილ კოლოფს დავყურებ. სტუდიაში ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. ერთი კვირაც არაა, რაც სამსახურში გამოვედი. ვაკვირდები აქაურობას და ვხედავ, რომ არაფერი იცვლება. ელენე, ჩვენი უფროსი, რამდენიმე დღეა ნატას მაგიდიდან მისი ნივთების ალაგებას გვავალებს, მაგრამ მეც და თეონაც ამ საქმეს გავურბივართ. ჩვენს კაბინეტში ახლა ორნი ვართ, მაგრამ ერთად იშვიათად ვჩერდებით. წარმოდგენა არ მაქვს, რას გავურბივართ. დარწმუნებული ვარ, თეონა ნატას სიკვდილს ჩემზე მეტად განიცდის, რადგან მათ უფრო ეთქმოდათ მეგობრები, ვიდრე მე და მას ან მე და ნატას, მაგრამ... მაგრამ იმ ტკივლითან, რომელთან ერთადაც ნატას სიკვდილს ვეგუები, სულ მარტო ვარ. მარტო ვარ და ვგრძნობ, რომ ამის ძალიან მეშინია.
სიგარეტის კოლოფიდან მზერა ანთებულ მობილურზე გადამაქვს. ელენეა, ჩემი უფროსი, თენგოს დედა. დაძაბულობას ვყლაპავ და ვპასუხობ.
- მირა, სად ხარ?
- მწეველების ოთახში. - ხმას ვიწმენდ.
- აჰ, მეგონა, წახვედი. საქმე მაქვს შენთვის, რას იტყვი?
- თეოს რომ მისცე?
- მირა... - ელენე ოხრავს. ალბათ უკვე თავი მოვაბეზრე ჩემი დეპრესიით. - მოდი რა, თავი ხელში აიყვანე?! რახან სამსახურში გამოხვედი, კეთილი ინებე და იმუშავე.
- ელენე...
- არავითარი, ელენე! როდემდე უნდა იარო მოჩვენებასავით? საქმე თავზესაყრელადაა. თუ არ შეგიძლია, შვებულებაზე მოგიწერ ხელს. ასე გინდა?
- არა, არ მინდა. - თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ. - კარგი, კარგი. - ვოხრავ. - მითხარი, რა საქმეა? ამოვიდე შენთან?
- იყავი. მოკლედ გეტყვი. ქორწილი გვაქვს აგვისტოში. გუშინ დარეკეს და შეხვედრა დღეისთვის დავთქვით. როგორც ჩანს, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ორასკაციანი ღრეობა რესტორანში. ამიტომ მინდა, რომ შენ წახვიდე.
- კარგი, კარგი. სად და როდის?
- ჩვენს კაფეში, ორ საათში.
- და ელენე, ფოტოგრაფზე რა ხდება? ჩასვით ვინმე შტატში? - ვეკითხები და ჩემდაუნებურად ის ბიჭი მახსენდება, იმ საშინელი დღიდან, რომელმაც ნატას სხეულს მომაშორა და რომლის სახელიც ვერაფრით დავიმახსოვრე.
- ორი დღეა ავიყვანეთ. შენ ისევ არ ხარ ჩვენთან. - უკმაყოფილო ხმა აქვს ქალს.
- ბოდიში. - შუბლზე ვისვამ თითებს. - ისიც წამოვა?
- ხო. მანდ იყავი. შენთან გამოვაგზავნი.
- ჯობია, მე... - ელენე ტელეფონს თიშავს. მობილურს ვდებ და ისევ სიგარეტის კოლოფს დავყურებ. ნივთები. ნივთები არაფერია მათთან დაკავშირებული მოგონებების გარეშე. ჯობია, ნატას მაგიდას მე მივხედო. მას არც და ჰყავს, არც ძმა. მამა ჩემსავით დიდი ხნის წინ დაეღუპა. დედა კი... ღმერთო, მისი დედა... არ ვიცი, მასთან შეხვედრას გავუძლებ თუ არა. იქნებ შეგროვებული ნივთები მათეს, ან თენგოს, ან სულაც თეონას გავატანო? ხუთი დღის წინ, როცა კიდევ ერთხელ გამოგვიძახეს დაკითხვაზე და იმ ქალს შევხვდი, თავი საშინლად ვიგრძენი. წლების განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა და მას მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობდი. ის ლამაზი, დახვეწილი ქალბატონი ადამიანს არ ჰგავდა. რამდენჯერაც მის თვალებს გადავაწყდი, იმდენჯერ საკუთარი თავი ნატას მკვლელად ჩავთვალე. მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ პოლიცია ვერაფერს და ვერავის პოულობს. მკვლელობა ისე სუფთადაა ჩადენილი, ეჭვი აქვთ, რომ ეს ამ საქმეში გამოცდილმა ადამიანმა დაგეგმა. ვერაფრით ვხვდები, რა კავშირი შეიძებოდა ჰქონოდა ნატას ასეთ პიროვნებასთან...
ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში და ყურადღების გადატანას წვიმაზე ვცდილობ, როცა კარის დახურვის ხმა მესმის. უკან ვიხედები და ოდნავადაც არ მიკვირს, როცა ჩემკენ მომავალ ნაცნობ ფოტოგრაფს ვხედავ.


***
პირველს, რასაც ვამჩნევ, მისი ხელებია, რომლებიც მანიშნებენ, რომ არაა საჭირო ადგომა. პუფში ვსწორდები და ვცდილობ გავფანტო ჩემ გონებაში ამოტივტივებული მოგონებები მის ხელებთან დაკავშირებით. აურა, რომელიც მას დააქვს, ჩემზე დამღლელად და ამაფორიაქებლად მოქმედებს. მსახიობობა კარგად გამომდის, ამიტომ ვიმედოვნებ, სახეზე არ მაწერია მისი გამოჩენით აღელვებული ჩემი ემოციები. ამ ადამიანს სულ მეორედ ვხვდები და ვერ ვიჯერებ, რომ მასთან ასეთი არეული ვხდები. ჩემ ირგვლივ აშკარად ავიწროვებს სივრცეს.
- გამარჯობა. - ამბობს საოცრად მომნუსხველი ხმით და კანზე ეკალი მაყრის. ჯანდაბა, მირა!
- გამარჯობა. - თავს ვუქნევ ოდნავ და ჩემ მეორე მეს ვაჯერებ, რომ მოსულს ძალიან ჩვეულებრივად ვათვალიერებ. რამდენიმე წამით, სანამ ჩუმად ვართ, ფეხზე დგას და ზემოდან დამყურებს. შავი ჯინსი და ნაცრისფერი ტანზე ოდნავ მომდგარი მაისური აცვია. ვანიშნებ, რომ დაჯდეს და ისიც ჩემ წინ პუფში მოწყვეტით ჯდება. ოთახს თვალს ავლებს და მზერას ჩემზე აჩერებს.
- როგორ ხარ? - მეკითხება. ტონი ისეთი აქვს, თითქოს დიდი ხანია მიცნობს და ცოტა ვიბნევი.
- ვცდილობ, არ ვიფიქრო.
- ეგ ხელს შეგიშლის.
- რაში? - ვერ ვხვდები და კოპებს ვკრავ.
- ცხოვრებაში. - ორი წამით პაუზას აკეთებს და შემდეგ ამატებს. - ჯობია იფიქრო და შეეგუო.
მის ნათქვამში სიმართლის ნაპერწკალს ვხედავ, თუმცა დიდად არ მინდა, რომ დავეთანხმო, ამიტომ საუბრის თემას ვცვლი.
- სამსახურის დაწყებას გილოცავ.
- გმადლობ, მირა, - ეჭვით ამბობს ჩემს სახელს და თვალებს ოდნავ ჭუტავს. - ასე გქვია, არა?
- ასე მქვია. - მეღიმება დაუგეგმავად.
- მე კალე ვარ. - პუფში სწორდება და ხელს მიწვდის. ნერწყვს ვყლაპავ და ხელს ვართმევ. ცივი, მაგრამ საოცრად რბილი კანი აქვს. ცერა თითს ჩემს კანზე ასრიალებს და ხელსაც ოდნავ მაჭერს. სუნთქვა მეკვრის. სანამ კიდევ ერთხელ დამაყრიდეს ეკალს, თითებს ვითავისუფლებ.
- კალე? უცნაური სახელია. მაშინ, წვეულებაზეც ვიკითხე, მაგრამ ვერაფრით დავიმახსოვრე. - ვეუბნები და გააზრების შემდეგ საკუთარ თავს ვლანძღავ. კალე. აი, თურმე რა ჰქვია.
- ჩემი სახელი იკითხე? - ღიმილის შეკავებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ამ დროს ისეთი მაცდურია...
- ფოტოგრაფის სახელი ვიკითხე.
- აჰ, რა თქმა უნდა.
მისი ირონია არ მომწონს და ეს გამოფხიზლების საშუალებას მაძლევს.
- მირა, ანუ მირანდა?
- გამოიცანი. - ნირწამხდარი თვალებს გვერდით ვაპარებ.
- მარტივი იყო.
მისი ზედმეტი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მაფხიზლებს.
- კალე, ანუ... - ჯანდაბა! თავში არაფერი მომდის მისი სახელი ხომ პირველად მესმის. ის კი მიცდის. შემდეგ ეღიმება და ამბობს.
- უბრალოდ, კალე.
- ხო, რა თქმა უნდა. ესეც საკმარისია.
- ჯერ-ჯერობით, კი. - თავს გვერდით ხრის და ნიკაპს თითებით იჭერს. ვერ ვხვდები, რა უნდა.
მის მზერას თვალს ვარიდებ და რამდენიმე წამით ფანჯარაზე ჩამოღვრილ წვიმას ვადევნებ თვალს. ასე მგონია, გარეთ ყინავს.
- ქორწილი როდის გვაქვს? - მესმის მისი ხმა და შეკითხვით გაოგნებული და დაბნეული პირდაპირ თვალებში ვაჩერდები.
- რა-ა? - ვეკითხები და უცბად ვხვდები, რომ საერთო საქმეს გულისხმობს. ფუუ... ის ყველაფერს ხვდება. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ წვეულებიდან იცნობს ჩემს ფიქრებს მის მიმართ და რასაც ახლა აკეთებს, ყველაფერს წინასწარი განზრახვით. - ხო, ქორწილი როგორც ელენემ მითხრა, ორ თვეშია. შეხვედრაზე დავაზუსტებ.
ვნერვიულობ. შინაგანად ვცახცახებ, ისე მიყურებს. ოდნავ წამოზრდილ წვერზე ფიქრიანად ისვამს თითებს და მოურიდებლად მზვერავს. თავს ვეღარ ვერევი.
- შეწყვეტ თუ არა ბოლოსდაბოლოს?
- შენ თუ ასე გინდა? - თითებს სახეს აშორებს და ჰაერში შლის, თითქოს მისთვის სულ ერთი იყოს ის, რასაც აკეთებს. შემდეგ მუხლებს ეყრდნობა და თვალებით სიგარეტის კოლოფზე მანიშნებს. - სავსეა.
- ნუთუ შეამჩნიე?.. - ირონიით თავს გვერდით ვხრი.
- როგორღაც. - ეღიმება. - მოწიე. დამშვიდდები.
მინდა ვუთხრა, რომ არ ვღელავ, მაგრამ ეს არაა სიმართლე. თანაც, არ მინდა ყველაფერთან ერთად ტყუილშიც გამომიჭიროს. ამიტომ, უკმაყოფილო თავის ქნევით შემოვიფარგლები.
- შეიძლება? - პასუხს არ ელოდება, კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს აცურებს და ჯიბიდან სანთებელას იღებს. კოლოფს საჩვენებელ თითს ადებს და ჩემკენ ასრიალებს.
- მოწევას თავი დავანებე.
- რატომ?
- მავნებელია. - ვამბობ და მოთმინების ნერწყვს ვყლაპავ.
- ესე იგი მავნებელია. - ღიმილით იმეორებს ჩემს ნათქვამს. აქამდე თითებში მოთამაშე სიგარეტის ღერს უკიდებს და კვამლს სიტყვებთან ერთად მდორედ უშვებს ბაგეებიდან. - სიგარეტი მანამაა მავნებელი, სანამ მოუკიდებ. კვამლს რომ გამოუშვებ, მერე უკვე ყველაფერი ფეხებზე გკიდია. - ტუჩებს ფრთხილად ილოკავს და კვამლადენილ ღერს მაწვდის.
შეკრული მუშტი თანდათან უფრო მჭიდროვდება და ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილები კანში მტკივნეულად მესობიან. შიგნიდან მესმის, როგორ ვყვირი "არას", მაგრამ ის პრობლემები, ის ტკივილი და ის უძილო ღამეები, რომლებსაც სიგარეტი ვერაფრით დაეხმარება, ჰაერივით ითხოვენ ნიკოტინს.
მუჭს ვშლი და უყოყმანოდ ვიღებ სიგარეტის ანთებულ ღერს მისი თითებიდან. თვალებში ვუყურებ და ხარბად ვუშვებ ორგანიზმში მონატრებულ კვამლს, რომელიც რეალურად არაფრად მარგია. ის კი პუფში კომფორტულად თავსდება და ცალყბა ღიმილით ადევნებს თვალს იმ ერთი ღერის ჩემს ფილტვებში გაუჩინარებას. ვგრძნობ, რომ მასთან ეს მხოლოდ დასაწყისია.
შემდეგ ვდგები, უხმოდ ვაგროვებ ჩემს ნივთებს და ჩუმად გავდივართ ოთახიდან.
არაფერი მომხდარა.


***

საღამოს ექვსი საათი ხდება. კაფეში, სადაც მე და ფოტოგრაფი წყვილს ველოდებით, გიტარის სასიამოვნო ხმა ტრიალებს. ჩვენი ახალი გიტარისტი ნოე „she wolf”-ის ქოვერ ვერსიას უკრავს. ეს კაფეც ელენესია და იმ კომპანიას ეკუთვნის, სადაც მე ვმუშაობ. კალეს ნიკაპი ხელის გულზე აქვს ჩამოდებული და მუსიკას გულისყურით უსმენს. გახსნილი შუბლით და „აქ არ მყოფი“ გამომეტყველებით ოდნავადაც არ ჰგავს იმ მაცდურ ადამიანს, რომელმაც ძალდაუტანებლად მომაწევინა სიგარეტი თითქმის სამი თვის თავშეკავების შემდეგ. ახლა ის მიმზიდველ, მეოცნებე ბიჭს ჰგავს, რომელიც არაფრით დაანებებს თავს მუსიკის მოსმენას დასრულებამდე და, რომელსაც ერთი სული აქვს ქორწილის გეგმას გაეცნოს.
მიმტანს ჩვენთვის ცივი ყავა მოაქვს. კალე არც კი აქცევს ყურადღებას. მეღიმება. შემდეგ მაგიდაზე დადებულ მის სიგარეტის კოლოფს ვხედავ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მათე და მასთან დადებული ნაძლევი მახსენდება. იძულებული ვარ მოვატყუო, რადგან, ბოლო დროს იმდენს ეწევა, ძალიან მინდა მოვუგო და პირობა შევასრულებინო. იმედი მაქვს, ვერაფერს მიმიხვდება. თუ საჭირო გახდება, ფოტოგრაფსაც გავაფრთხილებ.
- კარგად უკრავს. - ჩემ წინ მჯდომის სიტყვები მაფხიზლებს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. შემდეგ ჭიქებს ვიღებთ და ყავას ვსვამთ.
- ტკბილია. - შუბლს ვჭმუქნი.
- შაქარი აკლია. - თითქმის ერთდროულად ვამბობთ და ორი წამით ერთმანეთს ვუყურებთ.
- ხუმრობ?
- ხუმრობ? - ვამბობთ ისევ ერთად და შემდეგ ორივეს გვეცინება.
- ალბათ ბარმენს რაღაც აერია. იცის, რომ ტკბილი არ მიყვარს. - ვამბობ და ვცდილობ, მის ღიმილიან ბაგეებს არ მივაშტერდე.
- თუ ასეა, ალბათ მიმტანია დამნაშავე. - კალე წინ იხრება. თავის ჭიქას ჩემკენ ასრიალებს და ჩემსას იღებს. საწრუპ მილს ტუჩებში იქცევს და სითხეს სვამს. ტანზე ეკალი მაყრის და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ვერ ვიჯერებ, რომ ის ამას აკეთებს და, რომ ტკბილი ყავა უყვარს.
მის ჭიქას ვუყურებ, დაუფიქრებლად ვხვევ ცივ მინას თითებს და საწრუპს პირში ვიქანებ. ნამდვილად მიმტანის შეცდომა იყო. კალეს კიდევ ერთხელ ეღიმება და ის-ისაა, რაღაცის თქმას აპირებს, რომ ჩვენს მაგიდას ახალგაზრდა წყვილი უახლოვდება. ერთმანეთის გაცნობისა და ყავის შეკვეთის შემდეგ, ქორწილის დეტალებზე ვიწყებთ საუბარს. სარა ჩემთან ახლოს ზის და მისგან საკმაოდ მძაფრად, თუმცა არაშემაწუხებლად შოკოლადის მადისაღმძვრელი სურნელი მოდის. დაკვირვების ჩემი საშინელი ჩვევა საუბარში ჩაბმის მიღმა კარგად იმალება და წყვილს ჩუმად ათვალიერებს. ორივე საკმაოდ თამამი და კარგი მოსაუბრეა. ჩვენთან ლაპარაკის მიუხედავად, ერთმანეთთან კონტაქტს არ წყვეტენ. უღიმიან, თვალს უკრავენ, თითებზე ეფერებიან. ეს იმდენად ბუნებრივად და არაგამაღიზიანებლად გამოსდით, რომ რაღაც დროის მანძილზე ნოსტალგია წარსულში მაგდებს და ღიმილს ვერ ვიკავებ. მაგრამ, ყოველ ჯერზე ამაზე ფიქრი საშინელი სურათებით მთვრდება და ვნანობ, რომ აწმყოში არ დავრჩი.
- მირა. - მაგიდაზე კალეს ათამაშებულ თითებზე დარჩენილ თვალებს სწრაფად ვაშორებ და ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რომ რამდენიმე წამით აქედან გავქრი. მზერა მის ქარვისფერ თვალებზე გადამაქვს, ნათელსა და ეშმაკურზე. - ისე ჩაფიქრდი, - ცალ თვალს ჭუტავს და თავს მომღიმარი წყვილისკენ ატრიალებს. - სავარაუდოდ, რაღაც გრანდიოზული უნდა შემოგვთავაზო.
ღმერთო, არადა რა იცის, რაზე ვფიქრობდი. მადლობა კალე. მაგარ სიტუაციაში ჩამაგდე. ის-ისაა რაღაცის მობოდვას ვიწყებ, რომ სარა მასწრებს:
- იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. დაჩქარებული იდეები არ გვაწყობს, გააზრებული გვირჩევნია. თანაც...
- ჯობია სახლი ნახოთ, სადაც ხელისმოწერის ცერემონიის გაკეთება გვინდა. - ასრულებს გეგა.
- ამის თქმა მინდოდა. - იღიმის სარა.
- მართალია. ივლისის ბოლომდე ჯერ კიდევ დროა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. - ვამბობ და კალესკენ ნიშნისმოგებით ვაპარებ თვალებს. ცალყბად იღიმის. - სახლის სანახავად როდის წავალთ?
- რამდენიმე დღით ამსტერდამში მივდივართ. - ამბობს გეგა. - ჩამოვალთ თუ არა, დაგიკავშირდებით.
საუბარი დიდხანს აღარ გრძელდება. საკონტაქტო ნომრებს ვცვლით და ერთმანეთს ვემშვიდოდბებით. მათი კაფედან გასვლისთანავე კალეც დგება. მაგიდიდან თავის ნივთებს იღებს და ერთხანს ზემოდან დამყურებს.
- რა? - ვეკითხები და მხრებს ვიჩეჩავ.
- არაფერი, - თავს აქნევს, თუმცა ვხედავ, რომ ყოყმანობს. - მე წავალ, კარგი? საქმე მაქვს.
- კარგი. - სკამის საზურგეს ვეყრდნობი და მობილურს ვიღებ იმის ნიშნად, რომ ჩემთვის სულ ერთია. - ხვალამდე.
კალე ფოტოაპარატის ჩანთას მხარზე ფოსტალიონივით იკიდებს და ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან ბრუნდება. ინტერესით ვუყურებ.
- იქ, - ცერა თითს უკან იშვერს. - მწეველების ოთახს ვგულისხმობ... ზედმეტად ვითამამე, ხოდა... შენიდან გამომდინარე იყო. ვიცი, ისეთი არ ხარ, როგორადაც წარმოგიდგინე. ასე, რომ...
- საჭირო არაა. - ვაწყვეტინებ, თუმცა საკმაოდ დაბნეული ვარ. - მართლა, უბრალოდ დაივიწყე.
- კარგი. - თავს მიქნევს და საფეთქელზე საჩვენებელ თითს ისვამს. - და კიდევ. წეღან ფიქრობდი და იღიმოდი. შენ... ის ღიმილი ძალიან ლამაზი იყო და გიხდებოდა. მინდა, ოდესმე შენთვის ისეთი ადამიანი გავხდე, რომ იმ ღიმილის მიზეზი მითხრა. - ჰაერს სწრაფად ისუნთქავს და უკვე გაბრუნებული მემშვიდობება.
გაოგნებული ვაყოლებ თვალს და ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ, რომ მან მე აქამდე თავის ფიქრებში წარმომიდგინა. ვერ ვიჯერებ, რომ კალე მწეველების ოთახიდან და ჩემი ფიქრებით დაინტერესებული კალე ერთი და იგივე ადამიანია.



პ.ს. საოცრად გახარებული ვარ პირველი თავის გამო... რატომღაც მეგონა, რომ ეს დაძაბულობა თქვენთვის საინტერესო არ იქნებოდა. თანაც, იმდენი ხანია, არაფერი დამიდია, ალბათ მივავიწყდი აიტსთქო, ვფიქრობდი... მაგრამ რა ხდება 1400 მეტი ნახვა და 30 კომენტარი, რომელბიც ძალიან ძალიან მახარებენ <3 მადლობას გეუბნებით ასეთი დასაწყისისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე შეგინარჩუნებთ ინტერესს ^^

და იმედი მაქვს თქვენს ვარაუდებს გამიმხელთ, თუ რა ხდება აქ ;)

ვინც ახლა შემოხვედით... ბოლო ნაწყვეტის ჩამატება დამვიწყებია და ახლა ჩავამატე... დაარეფრეეთ და ჩამატებასაც გიჩვენებთ ... ბოდიშით ხალხობა >скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Maiaabuladze

აქაც პირველი ვარ ❤ წავალ წავიკითხავ და მოვალ

 



№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ ეს მათე და კალე, როგორ მიბნევენ თავგზას.
ორივე როგორი იდეალურთან ახლოს მდგომია და ამავე დროს საეჭვო. არადა ორივე საშინლად მომწონს მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთს ვენდობი...
როგორ ველოდი ახალ თავს შენ ხომ არ იცი...
რატომღაც პროლოგში მკვლელის ფოთლებთან მოალერსე ხელები და მათეს ნელ-ნელა ყვავილის ფურცლებთთან "ჭიდილი" ერთმანეთს დავუკავშირე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი წინ გვაქვს და არ მინდა წინასწარ უარყოფითი წარმოდგრნა შევიქმნა ვინმეზე...
ახალი თავით როდის გაგვახარებ?

 



№3  offline წევრი დარინა

ყოველთვის გკითხულობდი გამიხარდა რომ ახალი ისტორიით დაბრუნდიიიი, თათას გეგა და სარაც ვიცანიიი, არ ვიცი მაგრამ რატომღაც მათე არ მომდის თვალშიიი, ხო კარგი კალეს ვერ დავადგი თავი მარიამმა წინასწარ გაგვაფრთხილა მარტო ჩემიაოოო,.

 



№4 სტუმარი სტუმარი მარინა

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 



№5  offline მოდერი abezara98

ღმერთო, სარასა და შოკოლადის სურნელზე მაშინვე "chokolate" გამახსენდა, სხვა ვინ შე4იძლებოდა ყოფილიყო? blush და გეგა რომ დავინახე, საერთოდ გადავირიე blush მიყვარს მე ეგ ორი heart_eyes ხოო, რაც შეეხება მირას და კალეს blush რავი, მგონი საყვარლები არიან ერთად, მაგრამ მე ჯერ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ და უფრო მეტი მჭირდება laughing კალეზე სულ კალე ბლუმკვისტი მახსენდება (ისე, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია. მგონი პირველი დეტექტივი იყო რაც წავიკითხე heart_eyes ). ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვინ მოკლა ნატა, მაგრამ მე ჩემი ეჭვები მაქვს უკვე და ვნახოთ bowtie მოიცადეთ, კარგად დაგეგმილი იყოო მკვლელობაო, არა? open_mouth ახლა კიდევ ერთი ეჭვი გამიჩინე scream ოოოოოოო, რა ვქნა ახლა მე?
ახლაი თავი მჭირდება სასწრაფოდ და ახალი ფაქტები! laughing გელოდები საყვარელო და გეტყვი, რომ ძალიან საინტერესო და კარგი იყო heart_eyes heart_eyes წარმატებები kissing_heart

 



№6 სტუმარი სტუმარი მაიკო

გთხოვ გთხოვ მალე დადე რა, აი ძალიან მაგარია და ძალიან ინტრიგნული ❤️

 



№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

Maiaabuladze
აქაც პირველი ვარ ❤ წავალ წავიკითხავ და მოვალ

ხოდა ისევ გელი :დ <3

უცნობი ქ
ოჰ ეს მათე და კალე, როგორ მიბნევენ თავგზას.
ორივე როგორი იდეალურთან ახლოს მდგომია და ამავე დროს საეჭვო. არადა ორივე საშინლად მომწონს მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთს ვენდობი...
როგორ ველოდი ახალ თავს შენ ხომ არ იცი...
რატომღაც პროლოგში მკვლელის ფოთლებთან მოალერსე ხელები და მათეს ნელ-ნელა ყვავილის ფურცლებთთან "ჭიდილი" ერთმანეთს დავუკავშირე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი წინ გვაქვს და არ მინდა წინასწარ უარყოფითი წარმოდგრნა შევიქმნა ვინმეზე...
ახალი თავით როდის გაგვახარებ?

სალო :დდ ყვავილები და ფოთლები :დდ ჰო, გეთანხმები, ჯერჯერობით ყველაფერი საეჭოა და იმედია დიდხანს გაგრძელდება ასე... ამ ორს შორის არჩევანის გაკეთებაც ძნელია და დამნაშავის ძებნაც... თუმცა რა იცი რა ხდება :დდ
მიხარია, რომ მოგწონს და მადლობა, რომ მიმხელ შენს აზრებს <3

დარინა
ყოველთვის გკითხულობდი გამიხარდა რომ ახალი ისტორიით დაბრუნდიიიი, თათას გეგა და სარაც ვიცანიიი, არ ვიცი მაგრამ რატომღაც მათე არ მომდის თვალშიიი, ხო კარგი კალეს ვერ დავადგი თავი მარიამმა წინასწარ გაგვაფრთხილა მარტო ჩემიაოოო,.

მადლობა დიდი ერთგულებისთვის <3 გამიხარდა რომ შენიშნე ლორელაის პერსონაჟები... წინ ლამაზი ქორწილი გელით ;) მარიამს ყველაფერი კი არ უნდა დაუჯერო (თ გამიგო :დდდ)

სტუმარი მარინა
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

მადლობაა, ვეცდები მალე დავდო

abezara98
ღმერთო, სარასა და შოკოლადის სურნელზე მაშინვე "chokolate" გამახსენდა, სხვა ვინ შე4იძლებოდა ყოფილიყო? blush და გეგა რომ დავინახე, საერთოდ გადავირიე blush მიყვარს მე ეგ ორი heart_eyes ხოო, რაც შეეხება მირას და კალეს blush რავი, მგონი საყვარლები არიან ერთად, მაგრამ მე ჯერ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ და უფრო მეტი მჭირდება laughing კალეზე სულ კალე ბლუმკვისტი მახსენდება (ისე, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია. მგონი პირველი დეტექტივი იყო რაც წავიკითხე heart_eyes ). ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვინ მოკლა ნატა, მაგრამ მე ჩემი ეჭვები მაქვს უკვე და ვნახოთ bowtie მოიცადეთ, კარგად დაგეგმილი იყოო მკვლელობაო, არა? open_mouth ახლა კიდევ ერთი ეჭვი გამიჩინე scream ოოოოოოო, რა ვქნა ახლა მე?
ახლაი თავი მჭირდება სასწრაფოდ და ახალი ფაქტები! laughing გელოდები საყვარელო და გეტყვი, რომ ძალიან საინტერესო და კარგი იყო heart_eyes heart_eyes წარმატებები kissing_heart


საკელი კალე მეც კალე ბლუმკვისტის შემდეგ შემიყვარდა, მაგრამ "გოგონა დრაკონის ტატუთი"-დან :დდ
ვნახოთ, რამდენად გამყარდება შენი ეჭვები...
ხო მკვლელობა დაგეგმილი იყო, ვინ დაგეგმა ეგ უკვე შენ უნდა გამოიცნო :დდ
დიდი დიდი მადლობა, რომ აზრები გამიზიარე <3

სტუმარი მაიკო
გთხოვ გთხოვ მალე დადე რა, აი ძალიან მაგარია და ძალიან ინტრიგნული ❤️

ვეცდები ყველანაირად... მადლობა ^^

 



№8  offline წევრი ცარიელი

აუ რა ძალიან მაგარია, ჯერ-ჯერობით დაკვირვებოს ქვეშ მყავს ყველა :დდ წინასწარ ვერ ვილაპარაკებ.. თუმცა მგონი მათე მომწონს, რასაც დაჩიზე ვერვიტყვი.. მაინტერესებს ძალიან.. პ.ს. მირა სახელი გეხარდა :დდ
--------------------
ხელმოწერა

 



№9  offline აქტიური მკითხველი grafo

"ძვირფასო მარიამ, რამდენი ხანია არ მომიწერია"-ეს ინტონაციით უნდა წაიკითხო :D :D.
რა დავწერო. არაფერი მომდის თავში აზრად. მშვიდად მოგყვები. არც ვინმეზე რამეს ვეჭვობ და არაფერი. არ მომწონს დაჩი. არც მირა. მხოლოდ მათე მომწონს ჯერჯერობით, თუმცა არ ვიცი ბოლოს რას უმზადებ.
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ როგორი ნაწარმოებები გიყვარს (შენი პოსტებიდან ვიცი) მკვლელი თვალწინ გვყავს და ვერ ვხედავთ.
წარმატებები მარიამ და ყველა იმ მოლოდინის ასრულებას გისურვებ, რასაც ამ ისტორიისგან ელი :*.

პ.ს. მოახერხე და ისევ გავბრაზდი. რატომ უნდა დაგვვიწყებოდი ?! არ მომწონს საკუთარ თავზე ასე როცა საუბრობ. ამ მობილურით ვერ ვპოულობ წარბაწეულ სმაილს და ეგ იგულისხმება ბოლოში.

 



№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ყველაზე მაგარი ის იქნება მკვლელი ქალი რომ აღმოჩნდეს...

 



№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემი სარა და გეგა. ისე მომენატრნენ რომ აქ დანახვამ ნოსტალგია განმიახლა.
შეუდარებელი ხარ ხომ იცი, ხოდა ჩემს აზრებს პერსონაჟებზე აქ ვერ დავწერ.

 



№12 სტუმარი მარილი გემოვნებით

ისე უბრალოდ გეტყვი არსებობს სახელი კალენიკე რომელიც ძველად ერქვათ ქართველ კაცებს რომ ვკითხულობდი გამახსენდა ???? ძალიან კარგი გადმოცემის უნარი სიტყვების თანწყობა და ლექსიკა გაქვს მოვლენები იმ ტემპისაა როგორც უნდა იყოს უდაოდ საიტზე ერთ ერთი კარგი მწერალი ხარ

 



№13 აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს , მაგრამ შენი ისტორიებისგან მონატრებულს არმეყო რაც შეიძლება მალე დადე და უფრომსუყე თავი .

 



№14 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს.ეს ფოტოგრაფი ძალიან მაბნევს საეჭვოდ მეჩვენება რავიცი რავიცი მომენტში მათეც.ვნახოთ დაველოდები მოვლენების განვითარებას.

 



№15  offline მოდერი Yvavi.

კალე ღმერთკაცაა ვსიო :დ მირას მაგივრად მე მაბნევს ველური ეგ.
აუ ისტორია ისე საყვარლადაა ახლართული რო რავი, წინასწარ არ დავიწყებ მსჯელობას ;დ შარია მაინც ვერ გავარტყამ :დ
ნუ მიგვიანებ არაადამიანო, რო ვკითხულობ ცუდად ვხდები ისე კარგად “მიდის” სულ კადრებივით დაქრის ხოლმე ><

 



№16  offline წევრი ბელუ შეროზია

თურმე გუშინ აგიტვირთავს და მე დღეს ვნახე.
ჩემი გულის ხმა მესმოდა კიხვისას, დაძაბული ვკითხულობდი დასაწყისს, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო შერძნება იყო, რომ არ მინდოდა კითხვის დასრულება.
ეს თავი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი იყო, და ახლა ვხვდები, რომ ჯერ არც არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!

 



№17  offline მოდერი sopiko

არა, ვერ მომხიბლავს ეს კაცი, ვერა!
მე მაინც მათეს ერთგული ვრჩები ;დდ
ფოტოგრაფში ეჭვი მეპარება. ან მართლა გაორებულია ანუ მასში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს (ბოლო ფრაზიდან გამომდინარე ვფიქრობ ასე), ან კიდევ უნიკალურად მალავს საკუთარ თავს, თუმცაღა შენი დიალოგები... როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც მერყევა უნდობლობა კალესადმი.
გეგა და სარა რომ დავინახე, ვიფიქრე, საიდანღაც მეცნობიან_მეთქი და ძლივს ამომიტივტივდა თავში, საიდანაც. მიყვარს ასეთი გადაკვეთები. ძალიან ლამაზად და მელანქოლიურად ჩანს.
მათე კიდევ უფრო გაიზარდა ჩემს თვალში. იდეალური პიროვნებაა, მოკლედ, რა ;დდ
არც კი ვუშვებ, რომ ეგ შეიძლება იყოს ნატას მკვლელი... რა ეტყობა მაგას მანიაკისა? ;დდ
მირა თანდათან უფრო მაღიზიანებს, არადა კითხვა ჯერ ახლა დავიწყე. ვნახოთ, თუ შეიცვალა რამე, ყოველ შემთხვევაში ახლა ყველაზე ნაკლებად ის მომწონს ნაწარმოებში.
მოგონებებში დეტალების დაჭერას შევეცადე. დაჩი სავარაუდოდ მხოლოდ ერთხელ არ გამოჩნდება ჩვენს რომანში... შესაძლოა ბაიაც ვიხილოთ ისევ...
ხოდა ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ყველაფერს...
უნიჭიერესი ხარ
და როგორ უნდა დაგვვიწყებოდი, გვეტყვი ერთი?

 



№18  offline ახალბედა მწერალი lullaby

mirandaa31
აუ რა ძალიან მაგარია, ჯერ-ჯერობით დაკვირვებოს ქვეშ მყავს ყველა :დდ წინასწარ ვერ ვილაპარაკებ.. თუმცა მგონი მათე მომწონს, რასაც დაჩიზე ვერვიტყვი.. მაინტერესებს ძალიან.. პ.ს. მირა სახელი გეხარდა :დდ

ოო რა საინტერესოა დაჩი რატო არ მოგეწონა :დდდ ჰოო, შეი სეხნია პერსონაჟი მყავს ;)

grafo
"ძვირფასო მარიამ, რამდენი ხანია არ მომიწერია"-ეს ინტონაციით უნდა წაიკითხო :D :D.
რა დავწერო. არაფერი მომდის თავში აზრად. მშვიდად მოგყვები. არც ვინმეზე რამეს ვეჭვობ და არაფერი. არ მომწონს დაჩი. არც მირა. მხოლოდ მათე მომწონს ჯერჯერობით, თუმცა არ ვიცი ბოლოს რას უმზადებ.
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ როგორი ნაწარმოებები გიყვარს (შენი პოსტებიდან ვიცი) მკვლელი თვალწინ გვყავს და ვერ ვხედავთ.
წარმატებები მარიამ და ყველა იმ მოლოდინის ასრულებას გისურვებ, რასაც ამ ისტორიისგან ელი :*.

პ.ს. მოახერხე და ისევ გავბრაზდი. რატომ უნდა დაგვვიწყებოდი ?! არ მომწონს საკუთარ თავზე ასე როცა საუბრობ. ამ მობილურით ვერ ვპოულობ წარბაწეულ სმაილს და ეგ იგულისხმება ბოლოში.

ოო ამას ვის ვხედააავ ^^ როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა ჩემთან ^^ დაა აი მეორე ხარ, ვისაც დაჩი არ მოეწონა... მირა გასაგებია, დიდად არც მე მომწონს ეს ეგოისტი გოგო, მაგრამ ცისთვალება დაჩიმ რა დაგიშავათ? :დდ მიხარია, რომ დაინტერსდი... მომენატრა შენი აზრები ჩემს ნაწერზე... იმედია ინტერესს არ დაკარგავ... მადლობა დიდი <3

უცნობი ქ
ყველაზე მაგარი ის იქნება მკვლელი ქალი რომ აღმოჩნდეს...

სალოო :დდდ საინტერესო იქნება :დდ

ლორელაი
ჩემი სარა და გეგა. ისე მომენატრნენ რომ აქ დანახვამ ნოსტალგია განმიახლა.
შეუდარებელი ხარ ხომ იცი, ხოდა ჩემს აზრებს პერსონაჟებზე აქ ვერ დავწერ.

შენი ხალხობა მეც მომენატრა აქ ^^ მადლობა გოგონი კომპლიმენტისთვიის <3

მარილი გემოვნებით
ისე უბრალოდ გეტყვი არსებობს სახელი კალენიკე რომელიც ძველად ერქვათ ქართველ კაცებს რომ ვკითხულობდი გამახსენდა ???? ძალიან კარგი გადმოცემის უნარი სიტყვების თანწყობა და ლექსიკა გაქვს მოვლენები იმ ტემპისაა როგორც უნდა იყოს უდაოდ საიტზე ერთ ერთი კარგი მწერალი ხარ

კი მსმენია ეგ სახელი და ზალიან ლამაზად ჟღერს ^^ უღრმესი მადლობა... მოხარია, რომ მოგწონს ^^

lalita
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს , მაგრამ შენი ისტორიებისგან მონატრებულს არმეყო რაც შეიძლება მალე დადე და უფრომსუყე თავი .

ვეცდები, ვეცდები... მგონი თავები ისედაც დიდებია და იმასაც კი ვფიქრობდი, არ მოსწყინდეთთქო :დდ

სტუმარი თამო
ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს.ეს ფოტოგრაფი ძალიან მაბნევს საეჭვოდ მეჩვენება რავიცი რავიცი მომენტში მათეც.ვნახოთ დაველოდები მოვლენების განვითარებას.

კიი, ამ ეტაპზე ყველა საეჭვოა :დდ მადლობა, რომ კითხულობ ^^

 



№19  offline აქტიური მკითხველი grafo

დაჩი რატომ არ მომწონს?! ვეცდები ავხსნა. ჩასაფრებულ ცხოველს ჰგავს, რომელიც მსხვერპლს დიდი ხანია უთვალთვალებს+იცის როგორ ატაროს მსხვერპლი საკუთარ ჭკუაზე, რადგან "დამუღამებული" აქვს ის მანერები, რითაც ქალების მანიპულირება შეიძლება. დარწმუნებული ვარ მირაზე ყველაფერი იცოდა ისედაც, სანამ ეს გოგო ბანკეტზე შეამჩნევდა. თენგო უეჭველი მოუყვებოდა (მგონი სწორედ მახსოვს სახელი). 1-2 დაჟინებული მზერა, და მეტი რა უნდა მარტოხელა, გულგატეხილ ქალს. მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით მირას წარსული, მაგრამ დაჩის უკვე ეცოდინება.
არაგულწრფელია ჩემთვის ამ გადმოსახედიდან. დადგმული და ხელოვნირად შექმნილი პიროვნებაა.

 



№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

Yvavi.
კალე ღმერთკაცაა ვსიო :დ მირას მაგივრად მე მაბნევს ველური ეგ.
აუ ისტორია ისე საყვარლადაა ახლართული რო რავი, წინასწარ არ დავიწყებ მსჯელობას ;დ შარია მაინც ვერ გავარტყამ :დ
ნუ მიგვიანებ არაადამიანო, რო ვკითხულობ ცუდად ვხდები ისე კარგად “მიდის” სულ კადრებივით დაქრის ხოლმე ><

აუუ შენ რაგადარეული ხარ :დდდ აი ეგ მიხარიაყველაზე მეტად, რომ კარგად "მიდის"... არ გინდა გამოცნობები, მიყევი და ნახავ მარტივად :დდ

ბელუ შეროზია
თურმე გუშინ აგიტვირთავს და მე დღეს ვნახე.
ჩემი გულის ხმა მესმოდა კიხვისას, დაძაბული ვკითხულობდი დასაწყისს, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო შერძნება იყო, რომ არ მინდოდა კითხვის დასრულება.
ეს თავი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი იყო, და ახლა ვხვდები, რომ ჯერ არც არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!

როგორ მიხარია ეს ემოციები... უღრმეი მადლობა ჩემო კარგო. როგორ მინდა, რომ იმედები გავამართლო <ე

sopiko
არა, ვერ მომხიბლავს ეს კაცი, ვერა!
მე მაინც მათეს ერთგული ვრჩები ;დდ
ფოტოგრაფში ეჭვი მეპარება. ან მართლა გაორებულია ანუ მასში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს (ბოლო ფრაზიდან გამომდინარე ვფიქრობ ასე), ან კიდევ უნიკალურად მალავს საკუთარ თავს, თუმცაღა შენი დიალოგები... როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც მერყევა უნდობლობა კალესადმი.
გეგა და სარა რომ დავინახე, ვიფიქრე, საიდანღაც მეცნობიან_მეთქი და ძლივს ამომიტივტივდა თავში, საიდანაც. მიყვარს ასეთი გადაკვეთები. ძალიან ლამაზად და მელანქოლიურად ჩანს.
მათე კიდევ უფრო გაიზარდა ჩემს თვალში. იდეალური პიროვნებაა, მოკლედ, რა ;დდ
არც კი ვუშვებ, რომ ეგ შეიძლება იყოს ნატას მკვლელი... რა ეტყობა მაგას მანიაკისა? ;დდ
მირა თანდათან უფრო მაღიზიანებს, არადა კითხვა ჯერ ახლა დავიწყე. ვნახოთ, თუ შეიცვალა რამე, ყოველ შემთხვევაში ახლა ყველაზე ნაკლებად ის მომწონს ნაწარმოებში.
მოგონებებში დეტალების დაჭერას შევეცადე. დაჩი სავარაუდოდ მხოლოდ ერთხელ არ გამოჩნდება ჩვენს რომანში... შესაძლოა ბაიაც ვიხილოთ ისევ...
ხოდა ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ყველაფერს...
უნიჭიერესი ხარ
და როგორ უნდა დაგვვიწყებოდი, გვეტყვი ერთი?

რა პრობლემაა სოფ... მარიამს მეტი კალე დარჩება :დდ
მიხარია, რომ დიალოგები მოგწონს, ისე მიჭირ ეგ ამბავი რო ვერ გეტყვი... მირას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ ბოლომდე გამაღიზიანებელი დარჩება შენთVის )) დაჩი კი... კი ბატონო, დაჩი ერთი ეპიზოდის პერსონაჟი ნამდვილად არაა ^^ მადლობა სოფ შეფასებისთვის... მახარებ ძალიან <3

გასაგებია, სახელი შეგეშალა და იმიტომაც გამიკვირდა, დაჩიმ რა დააშავა წესიერადაც არ გა,მოჩენილა ჯერთქო :დდ შენ კალეს გულისხმობ და სრულიად მისაღებია შენი დამოკიდებულება ;)

 



№21  offline აქტიური მკითხველი grafo

ხოო, რა დაჩი. კალისტრატეს ვგულისხმობ :).
დაჩი ჯერ სათვალავში მისაღებიც არაა :D

 



№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

grafo
ხოო, რა დაჩი. კალისტრატეს ვგულისხმობ :).
დაჩი ჯერ სათვალავში მისაღებიც არაა :D

კი ბატონო, ჯერ ადრეა :დდდ

 



№23 მოდერი bla.ell

დედააა ჩემი სიხარული დაბრუნებულაააააააა რა კარგია ჯერ არ წამიკითხავს სამწუხაროდ ვერ მოვიცალე მაგრამ ჩავუჯდები და წავიკითხავ მანამდე მესამეც მოყვეს იქნებ და კაკრას ბედნიერად გავაგრძელებ იმასაააც მომენატრა შენი ნიკი ამ საიტზე❤❤❤❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№24  offline ახალბედა მწერალი lullaby

bla.ell
დედააა ჩემი სიხარული დაბრუნებულაააააააა რა კარგია ჯერ არ წამიკითხავს სამწუხაროდ ვერ მოვიცალე მაგრამ ჩავუჯდები და წავიკითხავ მანამდე მესამეც მოყვეს იქნებ და კაკრას ბედნიერად გავაგრძელებ იმასაააც მომენატრა შენი ნიკი ამ საიტზე❤❤❤❤❤❤

ვაიმე მე კიდევ შენი გამოჩენა მიხარია აქ ^^ შეიზლება დღეს საღამოს დავდო მესამე ზუსტად არ ვიცი... იმედია მოგეწონება <3

 



№25 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ტიტუუუ ჩემი სიკტილი რა ხთება აქ :O
ზოგადად სახელი კალე მომწონს, აი ფოტოგრაფი კი არა :) რაღაცნაირი ტიპია.
დაჩი მომეწონა. აი ძალიან!
და ახლა უცებ ეგ რომ აღმოჩნედეს მკვლელი -_-
არა რა, მე მაინც მგონია რომ კალე არაა "თლა" პატიოსანი.
და მირაც ნერვებს მიშლის :დ
დააა ტრაგედიაც მაინტერესებს, რა მოდა ადრე მირას ცხოვრებაში.
მეპატარავა რაღაცნაირად ეს თავი :)
მაგარია ძალიან, რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მეტი მინდა ♡
უმაგრესი ხარ ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent