სისხლში მოცეკვავე (თავი 39-45) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 39-45)


24-07-2018, 17:35
ნანახია 435

სისხლში მოცეკვავე (თავი 39-45)

ნაწარმოები „სისხლში მოცეკვავე“ არის დეტექტიური ჟანრის, სადაც იძიებენ ახალგაზრდა ქართველი ბალერინის, ლიზა მეტრეველის მკვლელობას. მოქმედება ორ ქვეყანაში-აშშ-ში და საქართველოში ხდება. გამოძიებას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და პარალელურად, სტუდენტები ნიკა ხურცილავა და ფაბიანა ვერდინო ატარებენ.
იდუმალებით მოცული მკვლელობა საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს... არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დასრულდება გამოძიება.

თავი 39
რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო რთული ხდებოდა ლიზა მეტრეველის მკვლელობის გამოძიება. ოჯახის წევრები თითქმის ყოველ დღე სიახლის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ ამაოდ. საქმეში აღარაფერი იყო ხელმოსაჭიდი... ნათია და დეივიდი ახალგაზრდა სტუდენტების კერძოდ წამოწყებული საქმიდანაც არ ელოდებოდნენ დიდ შედეგებს, მაგრამ ხელს უწყობდნენ, რადგან ხედავდნენ, ორივე ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოძიებისთვის ხელი შეეწყოთ.
ერთ საღამოს, როცა სამსახურიდან დაბრუნებული დეივიდი კომპიუტერთან მუშაობდა, ოთახში დედამისი შევიდა და მის სახელზე მისული ფოსტა შეუტანა. წერილი ნიუ-იორკის საბალეტო დასის ხელმძღვანელობისგან იყო, -ამცნობდნენ, რომ მისი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად წარმოდგენას გეგმავდნენ და სურვილი ჰქონდათ, რომ ლიზას ოჯახის წევრებიც დასწრებოდნენ:

მისტერ მილერ,
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლის, ნიჭიერი ბალერინის ლიზა მეტრეველის პატივსაცემად ნიუ-იორკის საბალეტო დასის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახალი საბალეტო წარმოდგენა, რომელიც 17 მაისს, საღამოს 18:30 სთ-ზე გაიმართება, მიეძღვნას მის ხსოვნას.
იმედი გვაქვს, რომ მობრძანდებით.
კეთილი სურვილებით,
ნიუ-იორკის საბალეტო დასის ადმინისტრაცია.
05. 03. 2017

დეივიდს გული სიამაყის გრძნობით აევსო, რომ მისი მეუღლე დღემდე ახსოვდათ და აფასებდნენ. ოთახიდან გავიდა და წერილის შინაარსი სამზარეულოში მოფუსფუსე დედას გააცნო. ახალი ამბის გაგებაზე ქალბატონ ლუსის თვალზე ცრემლები მოადგა და შვილს ჩაეხუტა. დიდ ხანს იდგნენ დედა-შვილი ასე გაუნძრევლად და გონებაში ლიზას იხსენებდნენ. არც ერთი მათგანი საუბრობდა მასზე, უნდოდათ, ერთმანეთს გაფრთხილებოდნენ და გული არ სტკენოდათ, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ მათი ფიქრები მხოლოდ ლიზას უკავშირდებოდნენ.


თავი 40
დეტექტივები აილინ მოლსკის პირადი ცხოვრების გამოძიებას შეუდგნენ. აილინი პროფესიით გინეკოლოგი იყო და ორ ადგილას მუშაობდა – ოფისში და საავადმყოფოში.
ცოტა ხანში, პოლიცია მიხვდა, რომ დეივიდის ყოფილი საყვარლის წარსულის შესწავლა გამოძიებას დიდს არაფერს მისცემდა. ამასთანავე გაირკვა, რომ მკვლელობის წინა ღამეს საავადმყოფოში მორიგე იყო და დილით დაახლოებით 8.30 საათზე სხვა სმენამ შეცვალა. ასე, რომ ისიც გამორიცხეს ეჭვმიტანილების სიიდან.
პოლიციის კაპიტანი საკუთარ კაბინეტში მუშაობდა, როდესაც ოფიცერმა კარი შეუღო და ვინმე მირზობახტიორ რუზმუჰამედოვის მოსვლის ამბავი ამცნო.
-მისტერ ფერგეს, ერთი პიროვნება მოვიდა და ამბობს, რომ თქვენთან სასწრაფო საქმე აქვს.
-შემოვიდეს. –უთხრა კაპიტანმა და სტუმართან სასაუბროდ მოემზადა.
ოთახში ტაჯიკური წარმოშობის დაბალი და შავთმიანი, შუახნის მამაკაცი შევიდა, კაპიტანს მიესალმა და გაუღიმა.
-რამ შეგაწუხათ? – ჰკითხა მისტერ ფერგესმა.
-მე ტაქსის მძღოლი გახლავართ. აქ მოსვლაზე დიდ ხანს ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ რაც ვიცოდი, თქვენთვის ყველაფერი მეთქვა. ტელევიზიით ვნახე, რომ პოლიცია 9 დეკემბრის დილით მანჰეტენზე თავის ბინაში მოკლული ბალერინის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებდა, რომელიც გრძელ შავ თმას, შავ სათვალეებს, წვერს და მუშის უნიფორმას ატარებდა.
-დიახ. –კაპიტანი დაეთანხმა და იმედისმომცემი თვალებით შეხედა წინ მჯდომს.
-დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთი მგზავრი მე წავიყვანე ჩემბერის ქუჩის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან.
-ზუსტად გახსოვთ?
-დიახ, დიახ. არაფერი მეშლება, ის იყო.
-დაწვრილებით მომიყევით ყველაფერი.
-ის მუნჯი იყო, მხოლოდ მიმიკებით და ჟესტებით საუბრობდა. ფურცელზე დაწერილი მისამართი მაჩვენა, რომელიც ბრუკლინის ერთ-ერთ მისამართს მიუთითებდა.
-სად წაგიყვანათ?
-ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან ჩამოვიდა.
-მისამართი ზუსტად გახსოვთ?
-დიახ, ახლავე დაგიწერთ. –ჯიბიდან საწერი კალამი ამოიღო და კაპიტანს მისამართი დაუწერა.
-1513 Voorhies Ave; Brooklyn, NY 11235 – კაპიტანმა ჩაფიქრებით წაიკითხა ტაქსის მძღოლის მიერ დაწერილი მისამართი და გამოკითხვა გააგრძელა:
-რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ მგზავრისთვის?
-რაღაცაზე ნერვიულობდა.
-სათვალე არ მოუხსნია? სახეზე ხომ არ დაგინახავთ?
-არც სათვალე, არც სამუშაო ჩაფხუტი და არც ხელთათმანები არ მოუხსნია და ხშირად იწმენდდა ოფლს სახეზე. სწორედ ამ უცნაურმა ქცევებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება.
-როგორ გადაგიხადათ, საბანკო ბარათით თუ ნაღდი ანგარიშწორებით?
-“ქეში” მომცა.
-მისტერ რუზმუჰამედოვ, მე თქვენ ფოტოს გაჩვენებთ, რომ დავრწმუნდეთ, ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვსაუბრობთ. –უთხრა კაპიტანმა და ეჭვმიტანილის ფოტო აჩვენა. მირზობახტიორ რუზმუჰამედოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ ეს პიროვნება მიიყვანა აღნიშნულ მისამართზე.
-კიდევ რამეს ხომ ვერ გაიხსენებთ? რამე ჩვევას მაგალითად...
-ჩვევაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ცელოფნის შავი პარკი ეჭირა.
-თქვენი მანქანა უნდა დავათვალიეროთ –აცნობა კაპიტანმა.
-დიახ, არ არის პრობლემა. –მიუგო ტაქსის მძღოლმა.
-მადლობა, რომ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეთ და ითანამშრომლეთ გამოძიებასთან.
-არაფერს.-კიდევ ერთხელ გაუღიმა მოქალაქემ.
იმ დღეს, პოლიცია სასწრაფოდ შესაბამის ქმედებებზე გადავიდა. დეტექტივები იმედს გამოთქვამდნენ, რომ საქმის ახალი დეტალები სიმართლისკენ გზას გაუხსნიდათ.


თავი 41
ერთ დილას, მეილის შემოწმების დროს ნიკა ხურცილავას ფაბიანას წერილი დახვდა, სადაც ატყობინებდა, რომ იმ დღეს, საღამოს 20:00 საათისთვის ევა ვაგნერთან ჰქონდათ შეხვედრა დანიშნული და თუ დრო ჰქონდა, გაჰყოლოდა.
***
საღამოს ნიკა და ფაბიანა ევას საკუთარ გალერეაში, ჩელშისი ესტუმრნენ. მან სტუდენტები კარგად მიიღო და მზად იყო, ყველა შეკითხვისთვის ეპასუხა. ფაბიანა იქ არსებულმა ხელოვნების ნიმუშებმა ისე გაიტაცა, მთავარ საქმეს დროებით მოწყდა და ნახატებში ჩაიძირა.
ევას არ გამორჩენია გემოვნებიანი დამთვალიერებელი, კმაყოფილი სახით მიუახლოვდა და მხატვრების შემოქმედებაში ჩაკარგული ფაბიანა შემდეგი სიტყვებით გამოაფხიზლა:
-იცი, რას ნიშნავს ხელოვნებით მიღებული ორგაზ’მი?
-არა. –გაოცებული სახით შეხედა გოგონამ.
-ნებისმიერი ხელოვანი საკუთარ სულიერ სამყაროს აშიშვლებს და ჩვენამდე ხან სათუთი გრძნობებით და სინაზით, ხან ურცხვად, მგზნებარე ვნებებით მოაქვს. გააჩნია, როგორ ხასიათზე იყო შემოქმედებით პროცესში, თუ მოახერხა და მის მიერ შექმნილ ლაბირინთში გაგხვია, ჩათვალე, რომ შენამდე თავისი გრძნობები მოიტანა. ასე მიდის მნახველი შემოქმედებით ორგაზ’მამდე და მერე იმ ხელოვანსაც ვერასოდეს ივიწყებს. –ღიმილით უხსნიდა ფაბიანას.
-ვიცით, რომ ძალიან დაკავებული ხართ. მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. მგონი დროა, რაზეც მოვედით, იმაზე ვისაუბროთ, მისის ვაგნერ- ნიკამ ზრდილობიანად შეაწყვეტინა ევას ხელოვნებაზე საუბარი.
-სიამოვნებით დაგეხმარებით. –სავარძლებისკენ წავიდა ევა და ახალგაზრდებიც უკან გაიყოლა.
-ზედმეტ დროს აღარ წაგართმევთ და პირდაპირ შეკითხვებზე გადავალთ. შეგიძლიათ, გვითხრათ, დეივიდთან დაშორების ზუსტი მიზეზი?- პირველი კითხვა ფაბიანამ დასვა.
-მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. დეივიდთან დაშორების მიზეზი პირდაპირ ჩვენი შვილის სიკვდილთან და ჩემს მიერ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ სისუსტესთან არის კავშირში. ორი წლის იყო, როდესაც თამაშის დროს სათამაშო მოედანზე თითი გაიჭრა და ინფექცია შეეჭრა. საშინელი დღეები გამოვიარეთ, ტეტანუსი დაემართა და სამწუხაროდ ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. ამ დიდ ტრაგედიას ის მოჰყვა, რომ ტკივილს ნარკოტიკებით ვუშველე, მაგრამ მოგეხსენებათ, ესეც დროებითი იყო. როგორც კი გონზე მოვდიოდი, შვებისთვის ისევ ჰეროინს ვეძებდი. ერთი სიტყვით, ნარკოტიკებზე დამოკიდებული გავხდი. დეივიდმა ამას ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ ერთმანეთს დავშორდით.
-ბავშვს ყველა ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა? –იკითხა ნიკამ.
-რა თქმა უნდა. მისი პირადი პედიატრი ჩემი ყოფილი დედამთილი იყო, ასე, რომ ამ მხრივ, ყველაფერი რიგზე ჰქონდა ჩემს შვილს. თავის დროზე ბავშვის სამედიცინო ისტორიაც გამოიკვლიეს და აბსოლუტურად ყველა ვაქცინა ჩატარებული ჰქონდა.
-საკვირველია. –ჩაფიქრდა ფაბიანა.
-საკვირველი არაფერია, აცრა 100%-იან გარანტიას მაინც ვერ გვაძლევს. ყველაფერი ბედისწერაა. ალბათ, უფალს ასე სურდა და მის ნებას წინ ვერ აღვუდგებით.
-როგორი ურთიერთობა გქონდათ ოჯახის წევრებთან? –თემა შეცვალა ნიკამ.
-არაჩვეულებრივი. ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან ისევ კარგ დამოკიდებულებაში ვარ. ვერ გეტყვით, რომ ყოველ დღე ვკითხულობთ ერთმანეთს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ცუდად არ დავშორებულვართ და არც ერთმანეთის მტრები გავმხდარვართ.
-დეივიდთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
-დეივიდთანაც კარგი დამოკიდებულება მქონდა, ვიდრე ლიზას ამბავი არ მოხდებოდა. როგორც კი პოლიციამ განყოფილებაში დამიბარა, მას შემდეგ ვატყობ, რომ ჩემს მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა ამის არანაირი მიზეზი არ აქვს. მე ალიბი მაქვს, რასაც ყველა დაადასტურებს. 9 დეკემბერს ნიუ-იორკში არ ვყოფილვარ, ჩემი მეგობრის ქორწილში ვიყავი. ეს ინფორმაცია გადამოწმდა კიდეც და პოლიციას ჩემზე ეჭვი აღარ აქვს.
-დეივიდმა თუ იცის თქვენი ალიბის შესახებ? იმიტომ გეკითხებით, რომ მაინტერესებს, ისევ აგრესიული დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ თუ შეიცვალა? –ჩაეძია ფაბიანა.
-ნამდვილად არ ვიცი, რა იცის დეივიდმა. ალბათ, პოლიცია ჩემზე ეტყოდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აღარავის ენდობა და ეს სამწუხარო ფაქტია. მე მისი მეუღლე ნამდვილად არ მომიკლავს.
-თუ იცის, რომ ალიბი გაქვთ, რატომ არ გენდობათ?-არ ეშვებოდა გოგონა.
-ალბათ, ეჭვი აქვს, რომ მკვლელი დავიქირავე, მაგრამ როგორ დავუმტკიცო, რომ რამდენადაც ნაწყენი არ უნდა ვყოფილიყავი მასზე, მეუღლეს არ მოვუკლავდი-ამას არ ჩავიდენდი? პოლიციამ ყველა ჩემი საბანკო ანგარიში გამოიძია. ის ფაქტი, რომ ფინანსურად ძლიერი ოჯახი მყავს, იმის მიზეზს არ იძლევა, რომ ჩემზე იფიქრონ, ადამიანის მკვლელობას შევუკვეთავდი. ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დეივიდთან შერიგების არანაირი შანსი არ მაქვს.
-თქვნმა ოჯახმა როგორ მიიღო დეივიდთან განშორების ამბავი?
-ძალიან ჩვეულებრივად. ჩემი მშობლები არასოდეს ერეოდნენ ჩემს პირად ცხოვრებაში.
-იცნობდით ლიზა მეტრეველს? –ახალი კითხვით მიმართა ნიკამ ევას.
-არა.
-როდესაც დეივიდის მეორე ქორწინების შესახებ შეიტყვეთ...
-ვიცი საითაც მიგყავთ საუბარი. მისი მეორედ ქორწინების შესახებ რომ გავიგე, ვერ ვიტყვი, რომ სიხარულით ცას ვეწიე, მაგრამ დეივიდს თავის ცხოვრება ჰქონდა, მე-ჩემი. ყველას აქვს ბედნიერად ცხოვრების უფლება და მას კარგის მეტს არაფერს ვუსურვებდი.
-გასაგებია. –თავი დაუკრა ფაბიანამ და ნიკას გადახედა, -აინტერესებდა, კიდევ რამე ხომ არ უნდოდა, რომ ევასთვის ეკითხა.
-თუ რამე გაინტერესებთ, შეგიძლიათ კიდევ მკითხოთ. მზად ვარ, თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო. –სიჩუმე დაარღვია ევამ.
-ამ ეტაპზე, მეტი შეკითხვა არ მაქვს. –ღიმილით უთხრა ქალბატონს ნიკამ.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ფაბიანასაც არაფერი ჰქონდა ევასთან გასარკვევი, ორივე ერთმანეთს შეატოვა და თავად ნახატების თვალიერებას დაუბრუნდა. ნიკა რამდენიმე წუთს დაელოდა ხელოვნებაში ჩაკარგულ ფაბიანას და რომ მიხვდა, მისი იქიდან წამოყვანა ასე უბრალოდ არ მოხდებოდა, ევასთან თავი ამ სიტყვებითღა იმართლა:
-კარგით, აღარ მოგაცდენთ, სანამ ფაბიანა ამ ხელოვანისგან არ დაორსულებულა, უნდა დაგემშვიდობოთ. -როგორც კი სიტყვა დაასრულა, გოგონას სწრაფად მიუახლოვდა, ხელი მკლავზე მოკიდა და სთხოვა, გარეთ გაჰყოლოდა.
თავდაპირველად ევა ვერ ვერ ჩასწვდა ნიკას სიტყვებს, მაგრამ მერე რომ დაფიქრდა, რატომ უთხრა, ისეთი კისკისი ატეხა, ცრემლებამდე ხარხარში გადაუვიდა.
-რა უთხარი ასეთი, რომ ასე ისტერიულად იცინის?-გაკვირვებული ეკითხებოდა ფაბიანა ნიკას.
-არაფერი, ჩვენი წასვლის დრო მოვიდა-თქო და დავემშვიდობე. –ეშმაკურად გაეღიმა ბიჭს.
ფაბიანამ მხრები აიჩეჩა, ვერაფერს მიხვდა.
-რას ფიქრობ ევაზე, ჩაიდენდა მკვლელობას? – ნიკამ სხვა თემაზე გადაუტანა გოგონას ყურადღება.
-არა მგონია. გული მიგრძნობს, ევა ვაგნერი ამ საქმეში უდანაშაულოა. მკვლელი სხვაგან უნდა ვეძებოთ. რატომღაც მგონია, რომ საქართველოში მივაგნებ იმას, რასაც ვეძებ. აი მერე კი გამიიოლდება დამნაშავის პოვნა–ხმამაღალ ფიქრებს აჰყვა ფაბიანა.

თავი 42
ექსპერტებმა მირზობახტიორ რუზმუჰამედოვის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც ლიზა მეტრეველის დნმ-ს დაემთხვა და ამტკიცებდა, რომ ბალერინას მკვლელი ნამდვილად მგზავრობდა ტაქსით, რომელსაც აღნიშნული მძღოლი მართავდა. საქმეში იმედის მომცემი გარემოებები გამოიკვეთა.
დეტექტივები დებორა გარეტი და კრისტოფერ გრეი ტაქსის მძღოლის მიერ მითითებული მისამართისკენ დაიძრნენ.
-მუნჯი მამაკაცი... ჰმ... საინტერესოა. ამ საქმეს ნაირფეროვნება არ აკლია.-ჩაილაპარაკა რებეკამ.
-ამაზე ნაირფეროვანი საქმეებიც გამოგვიძიებია.-ამხნევებდა ქალს მარკი.
-შენ გატყობ, რაც უფრო გვირთულდება საქმე, მით უფრო მეტ აზარტში შედიხარ.
-აბა, რაა. მარტივ საქმეებში მუღამს ვერ ვიჭერ. –გაიხუმრა მარკმა და რებეკას თვალი ჩაუკრა.
როდესაც დანიშნულების ადგილს მიუახლოვდნენ, სხვადასხვა დაწესებულებებით გადატვირთულ ქუჩის ხედს თვალი შეავლეს და ერთმანეთს გადახედეს.
-რას მიყურებ? ვიღაცას რთული საქმე იტაცებდა. –ღიმილით შეახსენა რებეკამ.
-ასეც არის. –ღიმილით დაეთანხმა მარკი. –აბა, მზად ხარ?
-აჰამ... –თავი დაუქნია რებეკამ.
დეტექტივები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ ირგვლივ მდებარე შენობებში მაცხოვრებლებს, სავაჭრო პუნქტებში და სხვა დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს, მაგრამ ვერავინ გაიხსენა მუნჯი კაცი სამუშაო უნიფორმით. გადაამოწმეს ქუჩის კამერებიც, მაგრამ სამწუხაროდ დეკემბრის თვის მონაცემები უკვე დიდი ხნის წაშლილი იყო.
-აი, ეს იცის მოქალაქეობრივმა უპასუხისმგებლობამ, კრისტოფერ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ იაზრებს სიტყვებს “If you see something, say something!” –ს რა დატვირთვა აქვს. მეეჭვება, რომ ტაქსის მძღოლმა მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირის წინ გაიგო, რომ ასეთი გარეგნული მონაცემების მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვეძებდით. ერთმანეთს უყურებენ, ჰგონიათ, რომ თუ თავად არა, სხვა ითანამშრომლებს პოლიციასთან და თავს აღარ იწუხებენ განყოფილებაში მოსვლით. ერთი სიტყვით, “ზედმეტად დახარჯულ” დროს გაურბიან, ახლა კი ყველაფერი გვიანია, ვერ ვადგენთ რომელი მიმართულებით წავიდა მეტრეველის მკვლელი მას შემდეგ, რაც რუზმუჰამედოვმა ამ მისამართზე მოიყვანა. წარმოგიდგენია, რამდენად გაგვიადვილდებოდა გამოძიება, ვიდეო კამერაზე ასახული ჩანაწერები რომ გვქონოდა? კაცმა არ იცის იმ საზიზღარმა მკვლელმა სამხილები სად წაიღო ან რომელ ნაგვის ურნაში ჩაუძახა. რაც დრო გადის, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. ვინ იცის, ამდენი ეჭვმიტანილის არმიაც არ გვყოლოდა. –არ ცხრებოდა გაბრაზებული რებეკა.
- არა და დიდი იმედი მქონდა, რომ რაღაცას მაინც გავიგებდით. კარგი, წავიდეთ, აზრი არა აქვს ამდენ მოთქმას და წუხილს. რაც არის, არის. ნელ-ნელა მივყვეთ ამ საქმეს და დაველოდოთ რა იქნება. –გამხნევების მიზნით მხარზე დაჰკრა ქალს მარკმა და მანქანის კარი გაუღო.
იმედგაცრუებული დეტექტივები განყოფილებაში დაბრუნდნენ.

თავი 43
მიყვარს როდესაც სასცენო ფარდა იხსნება და მაყურებლის წინაშე ჩემი სამყარო იწყებს გაცოცხლებას. ეს მოზღვავებული ენერგია, რომ არ გამოვუშვა და სხვასაც არ გადავდო, არ მომასვენებს და შემაწუხებს. ცეკვა ის არის, რაც საშუალებას მაძლევს, ჩემი ემოციები და განწყობები გარშემო მყოფებს გადავცე, მოვაჯადოვო და ცოტა ხნით მოვწყვიტო იმ რეალობას, რომელიც გვინდა თუ არა, ზოგჯერ არც თუ ისე სასურველია. მიხარია, როდესაც მაყურებელი ბალეტის სამყაროში შემოდის, ეზიარება მას და რამდენიმე წუთით პერსონაჟების ამბებით ცხოვრობს. მაბედნიერებს მათი კმაყოფილი სახეები, აპლოდისმენტები, ყვავილები, ყველა წამი თუ წუთი, რომელიც წარმოდგენას უკავშირდება –მეგობრებო, ეს ლიზა მეტრეველის სიტყვებია, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს წარმოთქვა. შეგახსენებთ, რომ იგი გახლდათ ნიუ-იორკის საბალეტო დასის გამორჩეული ბალერინა და არაერთ წარმოდგენაში ასრულებდა წამყვანი სოლისტის როლს. დღეს, ახალი წარმოდგენის პრემიერაა, რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფების მიერ შეიქმნა და ძველი და ახალი ტექნიკის მშვენიერი შერწყმაა. რა თქმა უნდა, ლიზას ძირითადი სტილი კლასიკური ბალეტების ცეკვა იყო, შეუძლებელია დავივიწყოთ მისი შესრულება “დონ კიხოტში”, “მძინარე მზეთუნახავში” “ბაიადერასა” და სხვა მრავალში, მაგრამ ყოველთვის გახსნილი და მოტივირებული იყო ახალი ტექნიკის შესწავლასა და დახვეწაზეც. ეს საღამო ლიზას ეძღვნება და მადლობა გვინდა გადავუხადოთ მისი ოჯახის წევრებს: დედას ნათია მეტრეველს, მეუღლეს დეივიდ მილერს და მის დედამთილს ქალბატონ ლუსი მილერს, რომლებიც მობრძანდნენ და თვალ-ყურს ადევნებენ წარმოდგენას.
სცენაზე მყოფ მამაკაცს დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვები, როდესაც დეივიდ მილერს უცნობმა მამაკაცმა წერილი გადასცა და დასძინა, რომ უკანა რიგებიდან მიაწოდეს და სთხოვეს, სწორედ მისთვის მიეწოდებინა. დეივიდმა მადლობა გადაუხადა, კონვერტი შეინახა და წამყვანის მოსმენა განაგრძო.
მალე ფარდა გაიხსნა და როგორც ლიზა იტყოდა, სხვა სამყარო გაცოცხლდა. ცეკვის თანამედროვე ტექნიკა განსხვავებული ინტერპრეტაციებით აღწევდა მაყურებლამდე და მათ გულებს ატყვევებდა. მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა დარბაზში, რომლის გონება სხვაგან იყო და ვიდრე წერილის შინაარსზე ფიქრს ვერ იშორებდა, მის წინ მოცეკვავე ბალერინები მხოლოდ ბუნდოვნად ისახებოდნენ და შემდეგ იდღაბნებოდნენ. ბოლოს ცდუნებას ვეღარ გაუძლო, დარბაზი ცოტა ხნით დატოვა და წერილი წაიკითხა. ფურცელზე გაზეთიდან ამოჭრილი ასოებით მხოლოდ ორი წინადადება ეწერა: მკვლელი დარბაზშია და სიამოვნებით ადევნებს თვალს წარმოდგენას. ის მალე დაისჯება!
ლიზას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო წარმატებით დასრულდა.
-სწორედ ისეთი იყო, ჩემს ლიზას რომ მოეწონებოდა: საინტერესო, დახვეწილი და არტისტიზმით გაჯერებული. –კმაყოფილებით აღნიშნა ცრემლმორეულმა ნათიამ.
-გეთანხმები ჩემო კარგო, ეს ნამდვილად ის არის, რაც მას ეკადრებოდა. –დაუდასტურა ქალბატონმა ლუსიმ.
დეივიდმა ნათია მანქანით სახლამდე მიიყვანა და თავად დედასთან ერთად სახლისკენ აიღო გეზი. გზაში სიტყვა არ დაუძრავს.

თავი 44
ნიკას და ფაბიანას წინასწარ ჰქონდათ გეგმები გაწერილი და უკვე იცოდნენ საქართველოში ჩასვლისთანავე თითოეული წამი და წუთი როგორ გამოეყენებინათ. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ერთხელ კიდევ გადახედეს და გაანალიზეს ყველაფერი და მეორე დილას ტაქსით ჟFK-ის აეროპორტის გზას დაადგნენ. თორმეტ საათიანმა ხანგრძლივმა ფრენამ ორივე ძალიან დაღალა და პირველ დღეს ძალების მოკრებას მოუნდნენ.
-მშვენიერი ქალაქია თბილისი. ასეთი არაფერი მინახავს. აი, იმ შენობის არქიტექტურა თუ არ ვცდები აზიურ სტილს წააგავს. –სასიამოვნოდ გაოცებული ათვალიერებდა აბანოთუბანს ფაბიანა.
-ამ შენობას “ჭრელ აბანოს” უწოდებენ. მართალი ხარ, ირანული არქიტექტურის გავლენით არის შექმნილი. აქ ძველთაგანვე სამკურნალოდ, გასართობად და დასასვენებლად იკრიბებოდნენ როგორც ქალაქის მაცხოვრებლები, ასევე უცხო ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები და დღესაც ასე გრძელდება. აქ ყველა აბანოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თბილი წ....ბი ბუნებრივად ამოედინება ნიადაგიდან და სამკურნალო თვისებებით არის გაჯერებული. მას გოგირდის წ....ბი ჰქვიათ და ბევრ დაავადებას ჰკურნავენ.
-ვაუ, დაუჯერებელია. აი, ის ნაგებობა რა არის? –ზევით აიხედა და თითით ანიშნა აბანოების ზევით მედიდურად მდგარ ნარიყალას ციხეზე.
-ის ძალიან ძველი და ისტორიული ნაგებობაა, ნარიყალას ციხეს ეძახიან, მაგრამ თავდაპირველად მე-4 საუკუნეში დააფუძნეს და “შურის ციხე” უწოდეს. გინდა ავიდეთ? ბოტანიკურ ბაღსაც დაგათვალიერებინებ.-შესთავაზა ნიკამ ფაბიანას.
-რა თქმა უნდა. –სიხარულით დათანხმდა გოგონა.
ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ ამერიკელი ტურისტი როგორც ნარიყალას ციხე-სიმაგრით, ასევე ყოფილი სამეფო ბაღის იშვიათი სახეობების ფლორით მოიხიბლა. იმ დღესვე მოინახულეს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად წოდებული მეტეხის უბანი. ფაბიანა ყურადღებით აკვირდებოდა ქვაფენილით გაწყობილ ქუჩებს და გამუდმებით აჩხაკუნებდა კამერას.
დღის ბოლოს, ორივეს ძალიან მოშივდათ, ერთი სული ჰქონდათ, სადმე სავახშმოდ შესულიყვნენ. ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შემდეგ ფაბიანამ ნიკას შეხედა და ღიმილით უთხრა:
-ნიკა, შენი ძალიან მშურს.
-რატომ ვითომ?
-ქართველებს ულამაზეს დედაქალაქთან ერთად, არაჩვეულებრივი სამზარეულოც გქონიათ.
-შენ დანარჩენი კუთხეები და ბუნება არ გინახავს, აი იქ არის ნამდვილი საქართველო.
-ხოდა, აქედან ისე არ წავალ, სანამ ყველაფერს არ დამათვალიერებინებ.
-მგონი გავიწყდება აქ რისთვისაც ჩამოვედით. –სიცილით ჩაილაპარაკა ნიკამ.

თავი 45
ერთ დილას სამსახურში მისვლისას ნათია მეტრეველს სამუშაო მაგიდაზე წერილი დახვდა. კონვერტზე გამომგზავნის სახელი დაფიქსირებული არ იყო. მხოლოდ დაბეჭდილი ასოებით ეწერა ადრესატის სახელი. როდესაც თანამშრომლებს ჰკითხა, ხომ არ იცოდნენ, როგორ აღმოჩნდა იგი მის სამსახურში, მენეჯერმა უთხრა, რომ დილით კარების გაღებისას ძირს დაგდებული ნახა. სავარაუდოდ ვიღაცამ კარების ქვეშ შეაცურა...
ნათიას შიშის გრძნობა დაეუფლა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა. საბოლოოდ, შიშს მოერია და კონვერტი გახსნა. წერილში დაბეჭდილი ასოებით ეწერა:
“მე ის პიროვნება ვარ, ვინც თქვენი შვილის ლიზა მეტრეველის მკვლელის ვინაობა იცის. მას თქვენც კარგად იცნობთ. მალე ყველაფერი გამოაშკარავდება. შესაძლოა, შემდეგ წერილში მისი სახელი და გვარიც გაცნობოთ და გპირდებით, ძალიან გაოცდებით.
თქვენი კეთილის მსურველი.”
ნათიას გული აუჩქარდა. -ვინ შეიძლება, იყოს წერილის გამომგზავნი? ეს რა ჯანდაბაა? ვიღაც მგონი ჩემს ნერვებზე თამაშობს... კი, უთუოდ ასეა. კეთილის მსურველი როგორ შეიძლება იყოს, თუ ამდენი ხნის განმავლობაში მკვლელის ვინაობა იცის და ჩუმად არის? რატომ დუმს ამდენ ხანს? ღმერთო, შენ მიშველე... რაღაცაშია საქმე, ეს ამბავი არ მომწონს... –აფორიაქებდა ფიქრები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Cira

Droze gagvagebine keti mkvlelis vinaoba damatkda nervebi

 




სტუმარი Cira
Droze gagvagebine keti mkvlelis vinaoba damatkda nervebi

ვაი, რა საყვარელი ხარ heart_eyes არავინ გყავს ეჭვმიტანილი? იქნებ შენმა ვერსიამ გაამართლოს wink

 



№3 სტუმარი ჰჟგჯკჩგ

ჩემი აგატაა კრისტიიი

მე ახლა დედამთილზე ვეჭვოოობ'.ეჭვიანი ქალი ჩანს,ეგოისტიი...გოუუ ონ ქეთი

 



№4  offline წევრი ცარიელი

ვაიმე რა საიბტერესოაა.. ნიკა ძაან მევასება რაა ❤️ ვინ არის მკვლელი რა საინტერესოააა.. მალე მინდა ახალი თავი რომ რაც შეიძლება მეტი რამ შევიტყოო ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
ვაიმე რა საიბტერესოაა.. ნიკა ძაან მევასება რაა ❤️ ვინ არის მკვლელი რა საინტერესოააა.. მალე მინდა ახალი თავი რომ რაც შეიძლება მეტი რამ შევიტყოო ❤️❤️

ნიკა მეც მევასება, დიდი მაიმუნი ბიჭია ეგ wink დაწყნარდი, მალე გაიგებ ყველაფერს, მირანდა heart_eyes

ჰჟგჯკჩგ
ჩემი აგატაა კრისტიიი

მე ახლა დედამთილზე ვეჭვოოობ'.ეჭვიანი ქალი ჩანს,ეგოისტიი...გოუუ ონ ქეთი

ვაჰ, ეს ვინ არის? რა საყვარელი ხარ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემო კარგო kissing_heart აი ემ ქიიფ გოუინგ wink

 



№6 სტუმარი ჰჟგჯკჩგ

ქეთი იმერლიშვილი
mirandaa31
ვაიმე რა საიბტერესოაა.. ნიკა ძაან მევასება რაა ❤️ ვინ არის მკვლელი რა საინტერესოააა.. მალე მინდა ახალი თავი რომ რაც შეიძლება მეტი რამ შევიტყოო ❤️❤️

ნიკა მეც მევასება, დიდი მაიმუნი ბიჭია ეგ wink დაწყნარდი, მალე გაიგებ ყველაფერს, მირანდა heart_eyes

ჰჟგჯკჩგ
ჩემი აგატაა კრისტიიი

მე ახლა დედამთილზე ვეჭვოოობ'.ეჭვიანი ქალი ჩანს,ეგოისტიი...გოუუ ონ ქეთი

ვაჰ, ეს ვინ არის? რა საყვარელი ხარ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემო კარგო kissing_heart აი ემ ქიიფ გოუინგ wink

ჰაჰას ერთხელ გიწოდე მასე,აბა თუ მიხვდები რომელი ვარ,მობით ვარ შემოსული,ვამოწმებ თუ დაიდო ახალი თავი-თქო????

 




[quote=ქეთი იმერლიშვილი][quote=mirandaa31]ვაიმე რა საიბტერესოაა.. ნიკა ძაან მევასება რაა ❤️ ვინ არის მკვლელი რა საინტერესოააა.. მალე მინდა ახალი თავი რომ რაც შეიძლება მეტი რამ შევიტყოო ❤️❤️[/quote]
ნიკა მეც მევასება, დიდი მაიმუნი ბიჭია ეგ wink დაწყნარდი, მალე გაიგებ ყველაფერს, მირანდა heart_eyes

[quote=ჰჟგჯკჩგ]ჩემი აგატაა კრისტიიი

მე ახლა დედამთილზე ვეჭვოოობ'.ეჭვიანი ქალი ჩანს,ეგოისტიი...გოუუ ონ ქეთი[/quote]
ვაჰ, ეს ვინ არის? რა საყვარელი ხარ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემო კარგო kissing_heart აი ემ ქიიფ გოუინგ blush

ჰჟგჯკჩგ
ქეთი იმერლიშვილი
mirandaa31
ვაიმე რა საიბტერესოაა.. ნიკა ძაან მევასება რაა ❤️ ვინ არის მკვლელი რა საინტერესოააა.. მალე მინდა ახალი თავი რომ რაც შეიძლება მეტი რამ შევიტყოო ❤️❤️

ნიკა მეც მევასება, დიდი მაიმუნი ბიჭია ეგ wink დაწყნარდი, მალე გაიგებ ყველაფერს, მირანდა heart_eyes

ჰჟგჯკჩგ
ჩემი აგატაა კრისტიიი

მე ახლა დედამთილზე ვეჭვოოობ'.ეჭვიანი ქალი ჩანს,ეგოისტიი...გოუუ ონ ქეთი

ვაჰ, ეს ვინ არის? რა საყვარელი ხარ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემო კარგო kissing_heart აი ემ ქიიფ გოუინგ wink

ჰაჰას ერთხელ გიწოდე მასე,აბა თუ მიხვდები რომელი ვარ,მობით ვარ შემოსული,ვამოწმებ თუ დაიდო ახალი თავი-თქო????

მარიამ კაკაბაძე, შენ იმალები ჯჰპყ-ს უკან? შენ რა გითხარი laughing

 



№8 სტუმარი სტუმარი ნინა

მუშის ფორმაში ჩაცმულ პირზე სულ მქონდა მაინც ეჭვი, მაგრამ ეხლა ეჭვი ლუსიზე გამიჩნდა. არვიცი ჯერ რაშიუნდა დაჭირვებოდა ამხელა სიბოროტე, მაგრამ ვნახოთ. ავტორი ყველა ნაწილში სხვადასხვა პირზე მიგვანიშნებს.თუმცა, ვფიქრობ კიდევ გამოჩნდება რამოდენიმე ეჭვმიტანილი და ამის შემდეგ მომიწევს უფრო მეტი პოპკორნი მოვიმარაგო.

 




სტუმარი ნინა
მუშის ფორმაში ჩაცმულ პირზე სულ მქონდა მაინც ეჭვი, მაგრამ ეხლა ეჭვი ლუსიზე გამიჩნდა. არვიცი ჯერ რაშიუნდა დაჭირვებოდა ამხელა სიბოროტე, მაგრამ ვნახოთ. ავტორი ყველა ნაწილში სხვადასხვა პირზე მიგვანიშნებს.თუმცა, ვფიქრობ კიდევ გამოჩნდება რამოდენიმე ეჭვმიტანილი და ამის შემდეგ მომიწევს უფრო მეტი პოპკორნი მოვიმარაგო.

აჰაჰაჰ... პოპკორნი მომეწონა smile მადლობა, რომ კითხულობ და შენს აზრს გვიზიარებ. ძალიან ვაფასებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent