ტყუპები (9თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპები (9თავი)

25-07-2018, 09:06
ნანახია 3 688

ტყუპები (9თავი)

-არის კიდევ რამე რაც უნდა ვიცოდე. -კითხულობს მის მკლავებში მოქცეული ელენა.
-არა.
-მაშინ თავიდან დავიწყოთ. -მზერა გაუყარა ელენამ მათეს და მანაც გაუღიმა. -მაკოცე. -ფრთხილად იქცევს მათე მის სახეს ხელებში და ტუჩებზე ვნებიან კოცნას უტოვებს.
-შენ არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი? მაგალითად გუშინდელი ღამე როგორ გაატარე?
-გეყოფა ლაპარაკი. -ტუჩზე უკბინა ელენამ. -არ მაინტერესებს არავინ. წუხანდელი საღამოც სიფსიხის მორიგი შემოტევა იყო, არაფერი მომხდარა ჩემსა და ბაჩოს შორის.
-მინდიხარ. -მკლავში ჩაავლო მათემ ელენას ხელი და მხედველობის არედან მალევე გაუჩინარდნენ.
------------------------------------------

-გაიცანი ანკას შეყვარებული?
-არა დე ავცდით ერთმანეთს, რომ დაბრუნდებიან გავიცნობ. შენ როგორ ჩანს კმაყოფილი ხარ ხომ? -ლოყაზე მზრუნველად აკოცა ელენამ დედას.
-კარგი ბიჭია, ზრდილობიანი, შემდგარი ექიმი, ანკას თვალებში შესციცინებს, ფაქტია უყვარს. მე სხვა რა უნდა მინდოდეს?
-ანკასაც უყვარს.
-შენმა წუხანდელმა გასეირნებამ როგორ ჩაიარა?
-გთხოვ დე ბაჩოზე სიტყვა აღარ დაძრა კარგი?
-რატომ ელენა? -ანკას ბედნიერებით გამოწვეული სიხარული სევდით შეიცვალა ციალას სახეზე.
-მე და ის ძალიან განვსხვადებით დე. კარგი ბიჭია, მაგრამ მხოლოდ სამეგობროთ, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
-როდის აპირებ შენს თავს მიხედო?
-მალე დე მალე.
-ნეტავ შენს ბედნიერებასაც მომასწრო და მერე თუ გინდა მომკლა. -სახლის შესასვლელთან მანქანა გაჩერდა.
-ალბათ მამა მოვიდა. -თქვა ელენამ და ეზოში გავიდა. მანქანიდან გადმოსული ვოვა მისკენ გაბადრული დაიძრა. უნდოდა შეყვარებული გულში ჩაეკრა, ელენამ ღიმილით გაუწოდა ხელი.
-მე ელენა ვარ, ანკას ტყუპისცალი. -ვოვას ჯერ ღიმილი შეაცივდა სახეზე, ყელში გაჩხერილი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ელენას გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება.
-ფოტო ნანახი მაქვს მაგრამ რეალობაში რთულია თქვენი გარჩევა. -ტყუპების არევის გამო ძალიან დაიბნა ვოვა.
-არაუშავს. -შეაგულიანა დაბნეული სასიძო გივიმ. -თავიდან ყველას უჭირს გარჩევა. მიეჩვევი. -აი შენი გოგო. -თვალით ანიშნა მათკენ მომავალ ანკაზე.
-უკვე მომენატრე. -ყელზე მოეხვია ანკა შეყვარებულს.
-შენ დაში ამერიე. -ამოილუღლუღა ვოვამ.
-გასაკვირი ის იქნებოდა რომ არ აგრეოდი. -ლოყაზე აკოცა დაბნეულ ბიჭს.
-სახლში შევიდეთ. -ლუდს ხომ დალევ ვოვა?
-სიამოვნებით. -უკან მიყვა ვოვა გივის.
-აბა რას იტყვი?
-შესანიშნავია. -ცერა თითი აწია ელენამ და ტყუპისცალს მხარზე მოხვია ხელი.
-შენ რა ქენი?
-ასე თუ გავაგრძელებ მალე დიშვილს ჩაგახუტებ.
-იდიოტო. -მუჯლუგუნი უთავაზა ანკამ ელენას და დებიც მხიარულ ნოტაზე მომართულნი შეუერთდნენ მისაღებში ლუდის სმით გართულ ვოვასა და გივის.
-გამოდის ქალების საშოში ხელების ფათურით ხარ გართული ხომ?
-მამა. ის გინეკოლოგია. -ხუმრობით პასუხობს ანკა ვოვას ნაცვლად.
-და მე სხვა რა ვთქვი? -წარბები შეიჭმუხნა გივიმ.
-იმას რაც შენ თქვი უბრალოდ გინეკოლოგი ქვია მა.
-განმანათლა გოგომ. გირჩევნია დედაშენს მიეხმარო და საჭმელი მოამზადებინო. გვაცადე მამაკაცებს საუბარი.
-ღმერთო ჩემო, მამა რა პატარა ბავშვივით მტუქსავ. -სიყვარულით სავსე თვალები შეანათა მამას და სამზარეულოში დედასა და დას შეუერთდა.
***
-რაიყო?
-ძალიან ლამაზი ხარ.
-შენთვის გამოვიპრანჭე. -გაუღიმა ანკამ შეყვარებულს და მკლავზე ხელი აუსრიალა. თითის წვერებზე დადგა და ტუჩზე ნაზად აკოცა.
-ახლა რას ცდილობ ანკა? გველოდებიან. ვახშამი საგანგებოდ გამართეს ხომ გახსოვს?
-ხომ იცი რომ თუ სექსის სურვილი მაქვს თავს ვერ ვიკავებ. ხელი ნაზად ჩააცურა ანკამ შარვლისკენ და ყელში სველი კოცნა დაუტოვა სურვილით აღგზნებულ ვოვას. ამ უაკანასკნელმა ტუჩი გაილოკა, ანკას სახე მუჭში მოიქცია და ტუჩებზე ვნებიანი კოცნა დააკრო.
-ბოდიშს შენ მოუხდი მშობლებს დაგვიანებისთვის. მუცელზე შემოისვა და კედელზე ააკრო სასურველი ქალი. ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლა საცვლისგან. მერე საწოლზე მიაგდო. წამში გაიხადა კოხტად მორგებული ტანისამოსი და ქალის სხეულს ხარბად დაეწაფა. ანკას ვნებიანი ღიმილი დანარნარებდა სახეზე. -ჭკუიდან მშლი ანკა. -ამოიხრიალა ვოვამ გიჟური სექსის შემდეგ.
-ვიცი. -ყელზე უკბინა ანკამ. -ადე. გველოდებიან.
-ნუთუ. -გაუღიმა ვოვამ და ჩაცმა დაიწყო.
***
მაგიდას გარშემო ხუთნი უსხდნენ, სუფრის თავში ოჯახის უფროსი იჯდა. მარჯვნივ ცოლი უმშვენებდა გვერდს. ციალას გვერდით ელენა იჯდა. გივის მეორე მხარეს კი ვოვა რომელსაც გვერდით ანკა მიუსკუპდა.
-როგორ მიხარია დღევანდელი საღამო. -ცრემლი მოადგა ციალას სიტუაციის გამო.
-დედა არ გინდა. -გაუღიმა ელენამ და მზრუნველად შეეხო ხელზე.
-მხოლოდ გიო გვაკლია. -თავი ვერ შეიკავა ციალამ მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა.
-დედა.
-დედა.
-ერთხმად წამოიძახეს ტყუპებმა. ციალამ თვალი ელენასკენ გააპარა, რომელიც სახეზე ემოცია შეყინული ამაოდ ცდილობდა თვალს მომდგარი ცრემლის შეკავებას.
-მაპატიეთ. -ამოიხრიალა ელენამ ადგა და გავიდა.
-ყოჩაღ. -ჭიქა ხმაურით გაასრიალა ოჯახის უფროსმა.
-ზემოთ ვიქნები. -თქვა ვოვამ. ანკას შუბლზე აკოცა და ზევით ავიდა.
-კარგი დედა ნუღარ ტირი. -მხრებზე მოეხვია ანკა და მამას რომელიც გინებით იკლებდა იქაურობას გაგულისებული მზერა ესროლა.
-ასჯერ გითხარი ნუღარ ახსენებ გიორგისთქო, დააცადე ამ გოგოს საბოლოოდ ამოვიდეს წარსულის ტკივილისგან. მასზე მეტად გტკივა? რადგან არ ლაპარაკობს დაივიწყა? ყვიროდა გივი.
-მამა გეყოფა. -წყობიდან გამოვიდა ანკა. მოგვიანებით როდესაც ყველანი დაშოშმინდნენ ანკა ზემოთ ავიდა და პირდაპირ ელენას საძინებლში შევიდა. საძინებელი ცარიელი დახვდა. ტელეფონზე შეტყობინება აკრიფა და ელენას მესიჯი გაუგზავნა. (სად ხარ?) პასუხმა არ დააყოვნა.(-მათესთან.)
(-გინდა ვილაპარაკოთ?)
(-არა. ღამემშვიდობის)
(ღამემშვიდობის.)
***
-მაპატიე დღევანდელი საღამო.
-მოდი ჩემთან. -ვოვამ გულში ჩაიკრა მოწყენილი შეყვარებული. სახე დაუკოცნა. -არაუშავს.
-როგორ არ უშავას. ამ დღეს იმდენ ხანს ველოდი.
-მთავარი მე და შენ ვართ ანკა სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია ჩემთვის. ცუდი ის არის რომ ამ ტკივილით გიწევთ ყველას ცხოვება.
-ჰო საშინელებაა. -ანკას სხეულს დაუკითხავად მოწყდა ცრემლი და ვოვას გულზე დამხობილი მოურიდებლად აქვითინდა. ვოვამ მზრუნველად მოხვია ძლიერი ხელები და ახურებული თვალები დაუკოცნა. მოგვიანებით ანკას ჩაეძინა. დიდხანს უყურა ტირილით დასიებულ სახეზე ვოვამ, მისი ცქერისას გულში საშინელი სითბო ეღვრებოდა.
-მიყვარხარ. -უჩურჩულა და ტუჩებზე ნაზი კოცნა დაუტოვა.
***
-მიეცი აწმყოს უფლება შენში შოვიდეს და სრულიად მოიცვას შენი სხეულიც და სულიც. ნება მომეცი შენი ცხოვრება გავიზიარო ელენა.
-წინა ცხოვრებაში მწერალი ხომ არ იყავი? -სევდიანი ღიმილი შეანათა ელენამ მათეს და მის მკერდზე მიესვენა.
-გინდა ჩემთან დარჩე?
-არა დილით ვეღარ გავიპარები.
-ვის ვემალებით? -სიყვარულით გაუღიმა მათემ.
-არავის. მაგრამ მომწონს ეს სიტუქცია, ადნრენალინს იწვევს ჩემში.
-როგორც გინდა. -კოცნა დააკრო მათემ და ელენამაც მისი საძინებელი დატოვა. სამზარეულოში წყლისთვის შესულს ჩაფიქრებული ვოვა, სკამზე გაშოტილი ხვდება.
-ბოდიში. ვერ დავიძინე. -ფეხზე წამოიჭრა ეს უკანასკნელი.
-დალევ? -ორი ბოთლი ლუდი გამოიღო ელენამ და ერთი ვოვას გაუწოდა.
-სიამოვნებით.
-ანკას ძინავს?
-ხო ემოციებმა უმტყუნა.
-გიოს სიკვდილმა ყველას ცუდი კვალი დაატყო. მათ შორის ანკასაც. -მადლობა მინდა მოგიხადო, რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში ანკა სრულიად სხვა ადამიანი გახდა.
-მე კი მგონია ის თქვენი დაზავების შემდეგ შეიცვალა. -გაიღიმა ვოვამ და ლუდის მოზრდილი ყლუპი გადაუშვა ყელში. ანკამაც იგივე გაიმეორა. -შენს ცხოვრებაში რა ხდება?
-ერთ ბიჭს ვხვდები.
-ოჰო. ამის შესახებ რატომ არავინ არ იცის?
-მალე გაიგებენ.
-მიხარია შენი ამბავი. -თუ არ გეწყინება დაგტოვებ.
-ღამემშვიდობის. -ვოვა საძინებლისკენ წავიდა. ელენამ მაგიდაზე ანკას დატოვებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და აუზთან გავიდა. პუფში კომფორტულად მოთავსდა სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი შეუშვა ფილტვებში. თვალები დახუჭა და წამში იგრძნო სხეული სევდისფერი რომ გაუხდა, თვალის კუთხეში ცრემლი იგრძნო თუმცა არ შეწინააღმდეგებია. ცოტა ხანს ასე უხმოდ იჯდა, სიგარეტის კვამლში გახვეული და ლუდს ნელ-ნელა წრუპავდა. მერე თვალი გაახილა. სიგარეტი გადააგდო, წამოდგა და ტანსაცმლიანად გადაეშვა აუზში. მკლავი ძლიერად მოუსვა წყალზე და უარყოფითი განცდების განდევნას ასე შეეცადა. მოულოდნელად მარჯვენა ფეხზე ძარღვი გაეფსკვნა, ტკივილით დაიკლაკნა, სისხლი აუდუღდა, გულის ცემაც შეიცვალა და ცრემლმა უფრო მკვეთრად იწყო თვალებიდან გადმოდენა, ორჯერ ჩაიძირა და ორჯერვე ამოყვინთა. ძვლები ასტკივდა, სხეული გაეყინა, უჰაერობა ახრჩობდა, ფეხებს ვეღარ გრძნობდა, კიდევ ერთხელ დაეშვა ფსკერისკენ, ბოლოჯერ გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ, თვალებზე ბინდი აეკრო, სხეული მოდუნდა, გათბა და მონოტორული ნარნარი დაიწყო, გული გაჩერდა...
***
საწოლში ხელების ქნევით სიგიჟემდე მისულ ანკას ვოვა ძლიერად იკრავს გულში.
-დამშვიდდი ცუდი სიზმარი ნახე. შენთან ვარ. -მისი სხეულის დამორჩილებას ამაოდ ცდილობდა ვოვა. ანკას მთელი სახე დაუწითლდა, თვალები ჩაესისხლა, უჰაერობისგან ყელზე ირტყავდა ხელებს. -ანკა. -დაიღრიალა ვოვამ და გონს მისასვლელად სახეში ძლიერად გასცხო. ისიც თითქოს გონს მოეგო.
-მე არა, ელენა იხრჩობა. -ამოიყვირა და საძინებლიდან კისრისტეხით გავარდა, ვოვაც ყვირილით დაედევნა უკან, ანკას ყვირილზე მთელ ოჯახს გაეღვიძა. აუზის წინ შეშლილი აესვეტა და წყლის ზედაპირზე უძრავად გაშოტილი ტყუპისცალის დანახვისას ისტერიული კივილი ატეხა. ვოვა წყალში გადაეშვა და ელენას სხეული იქედან ამოათრია.
-ანკა მორჩი ისტერიკას. ფეხები დაუჭირე. ისიც დაემორჩილა, ემოციას მოერია და ცრემლი შეიკავა. ვოვამ რითმულად დაიწყო ელენას მკერდზე ხელის დაჭერა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. ამასობაში აუზთან მოიყარა ყველამ თავი. ციალას დაზაფრულ სხეულს ძლივს აკავებდა არანაკლებ დაზაფრული გივი. მათეც მოვარდა და მოწყვეტით დაეშვა ელენას სხეულთან. ვოვამ მზერა გაუსწორა ამ უკანასკნელს და ხელებიც გაუშეშდა. ძარღვები დააჯდა მთელ სხეულზე. მათეც ადგილს მიეყინა როცა მის შეშლილ თვალებს გადააწყდა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ. -დაიღრიალა ვოვამ.
-ამის დრო არ არის, მიხედე. -ტოლი არ დაუდო მოქიშპეს და მანაც ელენას გონს მოყვანის მცდელობა განაგრძო. ანკას მზერა მონაცვლეობით გადადიოდა ვოვადან მათეზე, არ იცოდა რა საერთო ქონდა ამ ორს მაგრამ აშკარად რომ დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს ამას მაშინვე მიხვდა. ჰაერში დაძაბულობამ იმატა. ციალა ბოლო ხმით კიოდა. მათე მზერას არ აშორებდა უსულოდ გართხმულ ელენას, ვოვა კი ისევ გამალებით იბრძოდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
-ჯანდაბა ელენა. ამოისუნთქე. -დაიღრიალა განწირულმა და მუშტი ძლიერად დაცხო ამ უკანასკნელს მკერდზე. -ელენამ თვალები დაქაჩა, ძლივს ამოიხრიალა და პირიდან წყალი ამოასხა. ვოვამ გვერდულად გადააბრუნა მისი სხეული და კისერი დაუჭირა. -ყველაფერი რიგზეა. -უჩურჩულა და ისევ მათეს გაუყარა გამჭოლი მზერა, რომელსაც ხელში მოექცია ელენას ათრთოლებული ხელები და ტუჩებით ნაზად კოცნიდა მის მტევნებს.
-ახლა არა. -ყრუდ ამოიხრიალა მათემ და ვოვამაც მოზღვავებულ ზიზღს კონტროლი გაუწია. ელენას სხეულს მოშორდა და არანაკლებ შეშინებული ანკა ჩაიკრა გულში.
-რა მოხდა? -ძლივს გასაგონად კითხულობს ელენა.
-უკვე ყველაფერმა ჩაიარა. -შუბლზე აკოცა მამამ ქალიშვილს და წამოდგომაში მიეხმარა.
-შენ დაგინახე ანკა. -სევდიანი თვალები შეანათა ტყუპისცალს. -გონება რომ დავკარგე, შენ გხედავდი, იხრჩობოდი.
-ეს ტყუბეს ხშირად ემართებათ. ანკა საწოლში იწვა და იგრძნო შენი საფრთხე, ისიც შენთან ერთად იხრჩობოდა.
-მთელი ბავშბა ასე ხდება. ყოველთვის მე როგორ უნდა გადაგარჩინო. -ძლივს გაუღიმა ანკამ თავიდან ბოლომდე გაწუწულ დას.
-ოთახში ამიყვანეთ რა. -მუხლები მოეკვეთა ელენას და მათემ მაშინვე ხელი შეაშველა, ხელში ბუმბულივით ააფრიალა და საძინებლისკენ წაიყვანა. -გული როგორ გიცემს. -ჩურჩულებს ელენა მათეს მკერდზე მისვენებული და ბაგეს ღიმილი უპობს.
-შემაშინე.
-მაპატიე კარგი? -ნაზი კოცნა დაუტოვა ყელზე და თვალები დახუჭა.
მოგვიანებით როდესაც ნაომარ და ძალა გამოცლილ ელენას ჩაეძინა, ციალა და გივიც დაწყნარდნენ და დასაძინებლად წავიდნენ. მათე ანკა და ვოვა მისაღებში უხმოდ ისხდნენ.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს? -სიჩუმე დაარღვია ანკამ. -ბიჭების მზერამ კიდევ ერთხელ გადაკვეთეს ერთმანეთი.
-ჩემი დის ყოფილი ქმარია. -მუჭები მომუშტა ვოვამ. ანკამ უხმოდ ჩარგო ხელებში თავი და აღარ უნდოდა ამ დაძაბულობის თანამონაწილე ყოფილიყო, საბოლოოდ თავს მოერია.
-რა ირონიაა. ელენა ალბათ გაგიჟდება.
-ელენა რა შუაშია? -სახეზე გაოცება აესახა ვოვას.
-ერთმანეთს ხვდებიან. -ამოიოხრა ანკამ და მათეს სევდანარევი მზერა მიაპყრო.
-რაა? -ფეხზე წამოხტა ვოვა, მათეც წამოიჭრა და რომ არა მათ შორის ჩამდგარი ანკა ერთმანეთს სიკვდილამდე მიიყვანდნენ.
-გეყოფათ. არ გინდათ. -შეევედრა ორივეს.
-არ ჩაერიო, ეს შენ არ გეხება ვოვა. -მისკენ კიდევ ერთხელ გაიწია მათე.
-არ დავუშვებ რომ კიდევ ერთი ქალი გააუბედურო.
-ჩემზე კარგად იცნობ შენ დას, ხომ იცი რომ შეშლილია, თავიდან ბოლომდე მისი დანაშაულია რაც მოხდა.
-არც კი გაბედო ნაბი*ვარო ჩემი დის ხსენება.
-გეყოფათ. -დაიღრიალა ანკამ. -ქუჩაში არ ხართ. ჩემ სახლში ხართ. თქვენი პრობლემები ისე მოაგვარეთ როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერაბთ. მამას იმფაქტი ორჯერ აქვს გადატანილი, არ დავუშვებ თქვენი ჩხუბის გამო მას რამე მოუვიდეს, არ დავუშვებ ჩემი და თქვენს გამო დეპრესიაში ჩავარდეს. ან ახლავე გაჩუმდებით და ნორმალურად დაილაპარაკებთ. ან არა და პრინციპში წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. -ტირილი აუვარდა ანკას. ვოვამ ხელები ძლიერად მოხვია ანკას სხეულს და გულზე აიკრო, შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა.
-წამოდი დავიძნოთ. -საძინებლისკენ წაიყვანა ატირებული შეყვარებული და ისედაც წყობიდან გამოსული მათე სინდისთან და აჭრილ ფიქრებთან მარტო დატოვა.
***
საძინებელში შესული ანკა მოწყვეტით ეშვება საწოლზე, ვოვას თვალებში უცქერს.
-ახლა რა იქნება?
-მათეს გულისხმობ? შენ წარმოდგენა არ გაქვს რა არაკაცთან აქვს შენს დას საქმე.
-ამას სიბრაზე გალაპარაკებს ვოვა.
-ოთხი წელი ჩემი დის ქმარი იყო, შენ მასწავლი როგორია?
-მესმის რომ შენს დაზე გული შეგტკივა. მაგრამ არამგონია მათე ცუდი ადამიანი იყოს.
-ორსულ ცოლს რომ გამოუცხადებ გშორდებიო როგორი საქციელია? -ანკამ სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე. ვოვა ფანჯრის რაფას დაეყრდნო და მზერა სივრცეში გადაკარგა. ანკა მასთან მივიდა სხეულზე ხელები მოხვია და გულით მის ზურგს აეკრო, დიდხანს იდგნენ ასე გარინდულები. ვოვას მზერა სადღაც გაქცეოდა, არც გონება იყო ამ მომენტში მასთან, ანკა კი მთელი სიცხადით გრძნობდა ხვალინდელი დღის გათენების შიშს. ელენაზე დარდი არ ასვენებდა.
-ქმრის სიკვდილის შემდეგ პირველი მამაკაცია ვისთან ურთიერთობასაც ეცადა. -ამოიხრიალა ანკამ.
-მათე მას არ იმსახურებს. დამიჯერე. -გაისმა სივრცეში ვოვას გაბოროტებული ხმა და ანკას მთელი სხეული ატკივდა მისთვის უცნობი ხმის ჟღერადობის გამო.
----------------------------------

ავტორის შენიშვნა:
არ მეგონა დღეს თუ შემოგთავაზებდით ახალ თავს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ შემომეწერა :) იმედია ისიამოვნებთ.
კიდევ მადლობა მინდა მოგიხადოთ ვინც ასე აქტიურად კითხულობთ და შეფასებებისგან თავს არ ზოგავთ:) მადლობა თითოეული სიტყვისთვის. სწორედ ამიტომ ვცდილობ მიუხედავად სამსახურში გაჩაღებული საზაფხულო საგიჟეთისა მაინც შევძლო რომ ყოველდღიურად მოგაწოდოთ ახალი თავი. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ცარიელი

ძაალიან მაინყერესებს რატომ დაშორდა ყოფილ ცოლს, არ მგონია ყველაფერი მათეს ბრალი იყოს.. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა რომ მისი ბრალი იყოს :დ გელოდები ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

mirandaa31
ძაალიან მაინყერესებს რატომ დაშორდა ყოფილ ცოლს, არ მგონია ყველაფერი მათეს ბრალი იყოს.. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა რომ მისი ბრალი იყოს :დ გელოდები ❤️❤️❤️

❤❤❤ შენთან საქმე მაქ რომ იცოდე :-D

№3 სტუმარი Ano

dzalian dzalin magaria da dzalian mainteresebs rato dashorda mate im qals??

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Ano
dzalian dzalin magaria da dzalian mainteresebs rato dashorda mate im qals??

ახლადმოსულს მოგესალმები ❤❤❤
მოვიფიქრებ რატომ დაშორდა. ჯერ არ გადამიწყვეტია :-D

№5  offline ადმინი შამანი

აი ეს თავი ძალიან მომეწონა. ზუსტად ისაა რაც მინდოდა და რაზეც გწერდი. ყოჩაღ შენ heart_eyes
--------------------
ა.ა.

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

შამანი
აი ეს თავი ძალიან მომეწონა. ზუსტად ისაა რაც მინდოდა და რაზეც გწერდი. ყოჩაღ შენ heart_eyes

ვიცოდი რომ უნდა მოგწონებოდა ❤

№7  offline ადმინი შამანი

მართლა ძალიან კარგი იყო heart_eyes არვიცი როგორ გაქვს შენ გადაწყვეტილი, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ვოვა ტყუილად არ არის გაბრაზებული მათეზე და მართლაც დააშავა მათემ სერიოზულად. ბოლო-ბოლო წმნიდანი ხომ არ არის, bowtie თან კიდე ამ ამბის გარჩევა და საქმე სერიოზულად დაიძაბება. joy მოკლედ ველი ინტერესით მომდევნო თავს heart_eyes
--------------------
ა.ა.

№8  offline წევრი triniti

Ra iyo axla es ratom miboroteb am bichs neta.mate ar iqneba damnashVe ubralod ver iqneba da nuitanjav bichs.es vova ar momwons me ragac

№9  offline მოდერი ჰალუცინოგერი

triniti
Ra iyo axla es ratom miboroteb am bichs neta.mate ar iqneba damnashVe ubralod ver iqneba da nuitanjav bichs.es vova ar momwons me ragac

რატომ მოსწონს ყველას მათე? ????????

№10 სტუმარი ნია

ის მომენტია როცა კომენტარს ვერ კავაკეთებ...

№11  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნია
ის მომენტია როცა კომენტარს ვერ კავაკეთებ...

რატომ ნია? :-(

№12  offline ადმინი შამანი

ჰალუცინოგერი
triniti
Ra iyo axla es ratom miboroteb am bichs neta.mate ar iqneba damnashVe ubralod ver iqneba da nuitanjav bichs.es vova ar momwons me ragac

რატომ მოსწონს ყველას მათე? ????????

მე გამონაკლისი ვარ joy bowtie
--------------------
ა.ა.

№13  offline მოდერი ჰალუცინოგერი

შამანი
ჰალუცინოგერი
triniti
Ra iyo axla es ratom miboroteb am bichs neta.mate ar iqneba damnashVe ubralod ver iqneba da nuitanjav bichs.es vova ar momwons me ragac

რატომ მოსწონს ყველას მათე? ????????

მე გამონაკლისი ვარ joy bowtie

:-D

№14 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian vafaseb shens mondomebas da mixaria rom chvens gamo tavs igli madloba????????????

№15 სტუმარი ნია

ჰალუცინოგერი
ნია
ის მომენტია როცა კომენტარს ვერ კავაკეთებ...

რატომ ნია? :-(

ვერ ვიტან იმ ვოვას! გამაბრაზა ახლა სასტიკად

№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი მარიკო
Dzalian vafaseb shens mondomebas da mixaria rom chvens gamo tavs igli madloba????????????

სასიამოვნოა ვიღლები, მთავარი ესაა :-)

ნია
ჰალუცინოგერი
ნია
ის მომენტია როცა კომენტარს ვერ კავაკეთებ...

რატომ ნია? :-(

ვერ ვიტან იმ ვოვას! გამაბრაზა ახლა სასტიკად

რა საყვარელი ხარ :-)

№17 სტუმარი ნია

ახლა ცოტა დამშვიდებულზე უნდა დავწერო ამ თავზეც, ტყუპების დამთბარი ურთიერთობა როგორ მომწონს <3 დების ასეთი ურთიერთობა მიყვარს და ტყუპები ხომ საოცრებები არიან ზოგადად. ანკას ფორიაქი და ელენას გადასარჩენად ჩართული ინსტინქტი იყო ამ თავის ყველაზე ემოციური მომენტი <3
ვოვას მიზეზით ანკა მეჩაგრება, რადგან არ გავარჩევ მათ ურთიერთობას, გამაბრაზა ამ ექიმმა კაცმა!:დდ
ჩემი ოქრო ბიჭი (ნუ ჩემი რა, ელენას ბიჭია:დ)როგორ ცუდად წარმოაჩინა წინა თავებში ჩემმა მოწონებულმა ვოვამ, ვერაფრით დამაჯერებს მათეს სიცუდეში. მიყვარს მე მათე და მიყვარს ის ელენასთვის <3
ანი, საოცრად ნიჭიერი გოგო ხარ და მიყვარხარ ძალიან <3

№18  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ესე რა ❤❤❤
გამიხეთქე გული :-D

№19  offline წევრი მეDina

რატომ მგონია რომ მათეს ყოფილი ცოლი ფეხმძიმედ სხვისგან იყო და ამიტომ დაშორდა მათე. ვოვამ კი ეს არ იცის და ამიტომ ნორმალურია რომ ბრაზობს. აუფ :დ ავაწყვე მე. ველით ხვალ ახალ თავს კარგოო :)
--------------------
☆NaT☆

№20  offline მოდერი ჰალუცინოგერი

მეDina
რატომ მგონია რომ მათეს ყოფილი ცოლი ფეხმძიმედ სხვისგან იყო და ამიტომ დაშორდა მათე. ვოვამ კი ეს არ იცის და ამიტომ ნორმალურია რომ ბრაზობს. აუფ :დ ავაწყვე მე. ველით ხვალ ახალ თავს კარგოო :)

:-
მეDina
რატომ მგონია რომ მათეს ყოფილი ცოლი ფეხმძიმედ სხვისგან იყო და ამიტომ დაშორდა მათე. ვოვამ კი ეს არ იცის და ამიტომ ნორმალურია რომ ბრაზობს. აუფ :დ ავაწყვე მე. ველით ხვალ ახალ თავს კარგოო :)

:-D

№21  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაა რეები ხდება აქ. მათე არ მინდა ისეთი აღმოჩნდეს სინამდვილეში, როგორიც ის ვოვას მიაჩნია. მგონია ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ელენაც ძალიან მეცოდება კიდევ ერთი მარცხისთვის. სასწაულად მინდა გაგრძელება, ვგრძნობ მათე ასეთი ცუდიც არ არის. საინტერესოა რა იყო ისეთი მიზეზი, რამაც მათეს ორსული ცოლი მიატოვებინა.

№22 სტუმარი მარიამი☺

ეს რაკარგი რაღაცაა????????
ძალიან მომწონს????????????????????

№23 სტუმარი Nini

ჰალუცინოგერი
მეDina
რატომ მგონია რომ მათეს ყოფილი ცოლი ფეხმძიმედ სხვისგან იყო და ამიტომ დაშორდა მათე. ვოვამ კი ეს არ იცის და ამიტომ ნორმალურია რომ ბრაზობს. აუფ :დ ავაწყვე მე. ველით ხვალ ახალ თავს კარგოო :)

:-
მეDina
რატომ მგონია რომ მათეს ყოფილი ცოლი ფეხმძიმედ სხვისგან იყო და ამიტომ დაშორდა მათე. ვოვამ კი ეს არ იცის და ამიტომ ნორმალურია რომ ბრაზობს. აუფ :დ ავაწყვე მე. ველით ხვალ ახალ თავს კარგოო :)

:-D

ზუსტად ეგრე ვიფიქრე მეც :დ არ მინდა მათე იყოს ცუდი ადამიანი. პირველ რიგში ელენა მეცოდება ამისთვის, თან მიყვარს უკვე მათე.
დღეს არ გელოდებოდი ამიტომ საიტზე არ შემოვსულვარ. ახლა უსაქმურობამ გამახსნევინა და როგორ გამიხარდა, ვერ წარმოდიგენ♥️♥️♥️

№24  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Chikochiko
ვაა რეები ხდება აქ. მათე არ მინდა ისეთი აღმოჩნდეს სინამდვილეში, როგორიც ის ვოვას მიაჩნია. მგონია ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ელენაც ძალიან მეცოდება კიდევ ერთი მარცხისთვის. სასწაულად მინდა გაგრძელება, ვგრძნობ მათე ასეთი ცუდიც არ არის. საინტერესოა რა იყო ისეთი მიზეზი, რამაც მათეს ორსული ცოლი მიატოვებინა.

თავს ბუ მანატრებ ❤

№25  offline წევრი kora

მომნატრებია საიტზე შემოსვლა და ასეთი გემრიელი სიახლეების კითხვა. ჯგუფში გადავაწყდი ლინკს და კარგი ვქენი რომ წავიკითხე. საინტერესოდ წერ და რომ მოვიცლი შენს სხვა სიახლეებსაც ვნახავ აუცილებლად
--------------------
kira.G

№26  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ცხრავე თავი ერთიანად წავიკითხე და ისეთი დანაკლისი მაქვს უკვე, ვეღარ ვითმენ შემდეგებს როდის წავიკითხავ.
დავიწყოთ თავიდან.
ელენე ზუსტად იქცეოდა როგორც უნდა მოქცეულიყო. არ ვამბობ ძაძები ჩაეცვა და სახე დაეხოკა, მაგრამ ანას მსგავსად ნამდვილად არ უნდა ეგრიალა ქმრის სიკვდილის შემდეგ. ძალიან გამიხარდა მისი გაბედნიერება და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაგრძელდება.
ანა პირველივე თავიდან მეზიზღებოდა. მისი საქციელებიდან გამომდინარე. როცა ელენას თანამშრომელთან დაწვა, ეს იყო სრული შოკი. უარესი ქცევის ღირსი იყო ელენასგან. ამის მიუხედავად, მაინც მომწონს ეს გმირი მისი მზრუნველობით და სიყვარულით.
რაც მათეს და ვოვას შეეხება, აღშფოთებული ვარ. არ ველოდი. მართლა.
ძალიან მადარდებს ელენეს და მათეს ურთიერთობა, ამიტომ იმედი მაქვს არაფერი ექნება მიქარული მათეს.
სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს ❤️
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№27  offline წევრი სიბილა

გაგრძელებაც რომ მინდოდა წამეკითხა anguished anguished

№28  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა
გაგრძელებაც რომ მინდოდა წამეკითხა anguished anguished

ატვირთულია მეათე თავი ❤

kora
მომნატრებია საიტზე შემოსვლა და ასეთი გემრიელი სიახლეების კითხვა. ჯგუფში გადავაწყდი ლინკს და კარგი ვქენი რომ წავიკითხე. საინტერესოდ წერ და რომ მოვიცლი შენს სხვა სიახლეებსაც ვნახავ აუცილებლად

ძალიან გამახარე ❤

ლუნი.
ცხრავე თავი ერთიანად წავიკითხე და ისეთი დანაკლისი მაქვს უკვე, ვეღარ ვითმენ შემდეგებს როდის წავიკითხავ.
დავიწყოთ თავიდან.
ელენე ზუსტად იქცეოდა როგორც უნდა მოქცეულიყო. არ ვამბობ ძაძები ჩაეცვა და სახე დაეხოკა, მაგრამ ანას მსგავსად ნამდვილად არ უნდა ეგრიალა ქმრის სიკვდილის შემდეგ. ძალიან გამიხარდა მისი გაბედნიერება და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაგრძელდება.
ანა პირველივე თავიდან მეზიზღებოდა. მისი საქციელებიდან გამომდინარე. როცა ელენას თანამშრომელთან დაწვა, ეს იყო სრული შოკი. უარესი ქცევის ღირსი იყო ელენასგან. ამის მიუხედავად, მაინც მომწონს ეს გმირი მისი მზრუნველობით და სიყვარულით.
რაც მათეს და ვოვას შეეხება, აღშფოთებული ვარ. არ ველოდი. მართლა.
ძალიან მადარდებს ელენეს და მათეს ურთიერთობა, ამიტომ იმედი მაქვს არაფერი ექნება მიქარული მათეს.
სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს ❤️

❤❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent