წესების გარეშე სრულად » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესების გარეშე {სრულად}


25-07-2018, 09:37
ავტორი სალანდერი
ნანახია 6 236

წესების გარეშე {სრულად}

მე მაქსიმე ჩარკვიანი ვარ, ოცდახუთი წლის.
უკვე ათი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოში, სულ რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული.
თუმცა ჩემს თავზე სხვა დროს.
ახლა მინდა გიამბოთ ისტორია, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
. . .

ერთი წლის წინ კაფეში გავიცანი ქალი, რომელზეც ვაპირებ გიამბოთ.
ქალი, რომლის ცხოვრება სავსე იყო ვნებით, სიყვარულით, შეცდომებით, ბრძოლებით, პოპულარობით და ყველაფერი იმით, რის გამოც შეიძლება ითქვას რომ სიცოცხლე ღირს.
კაფეში მჯდომს, ჯერ თავზე წამომადგა, შემდეგ კი ჩემს წინ დაჯდა.
მუქი ყავისფერი კანით, ზომიერად ნავარჯიშები სხეულით, მწვანე ციმციმა თვალებით, ოდნავ დიდი ტუჩებით და ულამაზესი ნაკვთებით, ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე უფრო სრულყოფილად გამოიყურებოდა.
- გამარჯობა. - თავად დაიწყო საუბარი.
- გაგიმარჯოს. დაბნეულობა შემეტყო, რადგან მშობლიური ენა საკმაოდ დიდხანს არ გამეგონა.
- მე ანაბელი ვარ. - იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
- სასიამოვნოა, მე მაქსიმე. - ხელი გავუწოდე, თუმცა არ ჩამომართვა და მეც საუბარი განვაგრძე. - როგორ მიხვდით რომ ქართველი ვარ?
- დიდი ხანია გაკვირდები, უფრო ზუსტად მას შემდეგ, რაც სკამს ქართულად შეუკურთხე.
- გასაგებია. - ვთქვი და ერთი კვირის წინანდელი შემთხვევა გამახსენდა, როცა კაფეში სკამი ამისრიალდა და მართლაც ქართულად გავლანძღე.
- მიხარია რომ ჩემი გაცნობით დაინტერესდით. - ვთქვი და გავუღიმე.
- სიმართლე გითხრა შენით არასოდეს დავინტერესდებოდი, ქართველი რომ არ იყო და გამუდმებით რომ არ წერდე. - უემოციოდ საუბრობდა.
- გასაგებია, მე ჟურნალისტი ვარ. - ვცადე შეძლებისდაგვარად ამეხსნა.
- ჟურნალისტი, სიმართლე გითხრა მწერალი მეგონე, მაგრამ ეგ არაფერი შენც გამომადგები. - იმედგაცრუება შეეტყოა სახეზე.
- რას გულისხმობთ? - ვერ მივუხვდი სათქმელს.
- მინდა წიგნი დაწერო ჩემთვის. - პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- როგორც გითხარით, მე მწერალი არ ვარ. - ღიმილი გადამეფინა სახეზე.
- ეგ არ მაინტერესებს, შენგან არც დიდ მხატვრულობას მოვითხოვ და არც იმას, რომ ცხოველები აალაპარაკო, მე არ ვითხოვ კლასიკური შედევრის შექმნას, მხოლოდ მინდა ამბავი მოგიყვე, ორი ადამიანის ცხოველური ყოფის შესახებ და შენც ეს დაწერო.
- რატომ უნდა დაგთანხმდეთ? - ვინაიდან თავად ვერცერთ მიზეზს ვერ ვპოულობდი, ქალი კი საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენა, მსურდა მისი პირიდან მაინც გამეგო მიზეზი, რომლის გამოც თანხმობის მიცემა ღირდა.
- იმიტომ, რომ მსგავსი არასოდეს არაფერი გექნება მოსმენილი.
იმიტომ, რომ შეგიძლია ერთი დიდი, ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღო და კიდევ იმიტომ, რომ რამდენსაც მთხოვ იმდენს გადაგიხდი. - საქმიანი იყო მისი ტონი.
უსაზღვროდ ლამაზთან ერთად, უსაზღვროდ საინტერესო ჩანდა ანაბელი, ძალიან მტკიცედ საუბრობდა, მე მიყურებდა, მაგრამ თითქოს ვერ მხედავდა, წამით ისიც კი ვიფიქრე მის წინ გამჭვირვალე სილუეტად ხომ არ ვიქეცი და ჩემი გავლით, სივრცეს ხომ არ უშტერებდა თვალს.
მის მზერაში უზომო ტკივილი ჩანდა, იფიქრებდით სადაცაა ტირილს დაიწყებსო, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით მიხვდებოდით, რომ ამ მკაცრი მზერის პატრონს ტირილი არ შეეძლო.
ყინულის ყველაზე ლამაზი ქანდაკება მიმზერდა და ჩემს პასუხს ელოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მისი მზერით მონუსხული.
- აბა დაფიქრდი და ხვალ პასუხი შემატყობინე. - ისევ თავად გაფანტა უხერხული სიჩუმე, ფეხზე წამოდგა და დაუმშვიდობებლად დატოვა შენობა.
ძალიან დაბნეული წავედი სახლში, მთელი გზა ანაბელის თვალები მედგა წინ, რა უნდა შემთხვეოდა ადამიანს ასეთი მტკივნეული, ასეთი მწარე რომ ასეთი ჯოჯოხეთი დაენთო მის თვალებში.
მთელი ღამე ვფიქრობდი, ვინ იყო ეს ქალი და რა უნდოდა ჩემგან.
ან მე შევძლებდი კი მისი თხოვნის შესრულებას? ვინაიდან ამ დროისთვის არსად ვმუშაობდი, საქმეც არაფერი მქონდა, წერაც ასე თუ ისე შემეძლო და თანაც უზომოდ დავინტერესდი ისტორიით, რომელზეც ასე მოწიწებით საუბრობდა თავად მშვენიერება, გადავწყვიტე დავთანხმებოდი.
ბოლოს და ბოლოს ამით არაფერს ვაგებდი.
დილით ადრე, უკვე მტკიცე გადაწყვეტილებით მივაშურე ნაცნობ კაფეს და ანაბელის მოსვლას დაველოდე.
სამი საათი სრულდებოდა, როცა კაფეში შემოვიდა და ჩემს მაგიდასთან ისევე უცერემონიოდ დაჯდა, როგორც პირველად.
-გამარჯობა. - ამჯერად მე დავიწყე საუბარი.
- რა მოიფიქრე? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- თანახმა ვარ.
- ძალიან კარგი, მაგრამ რამოდენიმე პირობა მაქვს. - დღეს კიდევ უფრო სერიოზული და სევდიანი მეჩვენა.
- გისმენთ. - გამიკვირდა ისევ თავად რომ მიყენებდა პირობებს, თუმცა ჩავთვალე რომ მოსმენად ღირდა.
- 1. როცა ამბის მოყოლას დავიწყებ არ უნდა გამაწყვეტინო.
2. მხოლოდ იმდენს მოგიყვები, რამდენსაც მე ჩავთვლი საჭიროდ.
3. არ მინდა ინტერნეტში ჩემზე, რაიმე სახის ინფორმაცია მოიძიო.
4. იმისთვის რომ დარწმუნებული ვიყო, მესამე წესს არ დაარღვევ, მირჩევნია ჩემთან იცხოვრო წიგნის დასრულებამდე.
- არ ფიქრობთ რომ მეტისმეტად ბევრი წესია? - ყბა ჩამომივარდა მისი მოთხოვნების გადამკიდე.
- ჩემი პირობა ასეთია, თანახმა ხარ თუ არა? - უკან დახევას აშკარად არ აპირებდა.
- ჰო. - არც კი ვიცი, როგორ მივიღე ასე მალე გადაწყვეტილება.
- მაშ წავედით, შენი ნივთები ჩაალაგე. - სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე.
- დღესვე?
- ბევრი დრო არ მაქვს, რაც უფრო მალე დავიწყებთ, მით უფრო მალე დავასრულებთ. - რამდენიმე წამით ზემოდან დამჩერებოდა, შემდეგ კარისკენ წავიდა და მეც სწრაფი ნაბიჯით ავედევნე უკან.
მანქანაში ჩაჯდა და თვალით მანიშნა, მეც იგივე გამეკეთებინა.
- მანდ არა. - თითქმის იყვირა, როგორც კი მის გვერდით დაჯდომა დავაპირე.
კარი ფრთხილად მივხურე და ამჯერად უკან დავჯექი.
ჩემს სახლთან გავჩერდით, ანაბელი ქვემოთ დარჩა, მე ბინაში ავედი, ჩემი ნივთები სწრაფად ჩავალაგე და რამდენიმე წუთში დავბრუნდი უკან.
შემდეგი გაჩერება უზარმაზარი თეთრი სახლი აღმოჩნდა, რომელიც ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა.
ანაბელმა მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში შემიძღვა.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან. - მრავლობითში საუბრობდა, თუმცა სახლში ანაბელის გარდა არცერთი სულიერის კვალი არ ჩანდა სახლში.
მეორე სართულზე ავედით, გრძელი დერეფანი გავიარეთ და მუქ წაბლისფერ ხის კართან შევჩერდით, ანაბელი ოთაში შემიძღვა.
- ეს შენი ოთახი იქნება, შეგიძლია მოეწყო. - თვალი მოავლო და საუბარი განაგრძო. - მე ქვემოთ ვიქნები, თუ გინდა ჩამოდი და ცოტა დავლიოთ, თან უფრო კარგად აგიხსნი რა მსურს. - სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
მეც ბარგი ოთახში დავტოვე და მასთან ერთად ჩავედი ქვემოთ.
- "Johnnie Walker"_ი გირჩევნია თუ Jack Daniel's_ ი? - ვისკის ორი ბოთლი აათამაშა ხელში.
- Jack Daniel's. - ღიმილით ვუთხარი და ისიც სასმელის ბოთლით ხელში ჩემკენ წამოვიდა.
- აი ალექსი ამბობდა რომ "დენიელსი" "უოლქერთან" შედარებით ნამდვილი ტენესური ჭაჭაა. - ღიმილი მოერია, გვერდით მომიჯდა და ჭიქებში ჩაასხა სასმელი.
- მაინც რით ჯობია? - ვცადე ჩემი საყვარელი სასმელი დამეცვა.
- გემო, არომატი, მოქმედება, ალექსი ამბობდა რომ ამერიკული ვისკი შოტლანდიურთან სახსენებელიც არ არის, დენიელს_საც მხოლოდ მაშინ სვამდა როცა სხვა გზა არ იყო.
- ალექსი ვინ არის? - ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
- ალექსი, ალექსანდრე ალექსანდრია, მასზე ბევრს მოგიყვები რადგან შენი წიგნი სწორედ მის შესახებ იქნება.
- მე მეგონა თქვენზე უნდა დამეწერა. - აშკარა უკმაყოფილება რომ არ შემემჩნია ერთი ყლუპი მოვსვი.
- ჰო, ჩემზე და ალექსზე. - უგემურად დამეთანხმა და საუბარი განაგრძო. - საჭმლის მომზადებას არ ვაპირებ, აქვე ახლოს კაფეა და შეგიძლია იქ მიირთვა, ეს კიდევ ფული, ახლა რომ გამოიყენო, შენს ჰონორარზე წიგნს რომ დაასრულებ მერე. - კონვერტით ფული დააგდო მაგიდაზე და თავადაც მოსვა ერთი დიდი ყლუპი.
- მე ფულის გამო არ დაგთანხმებივართ.
- შენ ჩემთვის უნდა იმუშაო და სათანადო ანაზღაურებასაც მიიღებ. - მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს ერთი ღერი ამოაცალა და ტუჩებს შორის მოიქცია.
ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო ეს ქალი, მისი ულამაზესი თითების მოძრაობას ყურადღებით ვაყოლებდი მზერას.
- თქვენს გვერდით დაჯდომის უფლება რატომ არ მომეცით? - მის სევდიან თვალებს გავუსწორე მზერა.
- ის ალექსის ადგილია. - განსაკუთრებული სევდა ერეოდა ანაბელის ხმას, ალექსის სახელის ხსენებაზე, ამიტომ ვარჩიე აღარ ჩავძიებოდი.
- შეიძლება საჭმელი თავად მოვამზადო?
- რაც გინდა ის გააკეთე, წერას კი ხვალიდანვე უნდა შევუდგეთ. - მშვიდად წარმოთქვა, თავისი ვისკის ჭიქა აიღო და ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მდგომ სავარძელში გადაჯდა.
. . .
სწრაფად მოვშინაურდი, ბარგი ამოვალაგე, შხაპი მივიღე და ვახშმის მომზადებას შევუდექი.
ანაბელი არც არაფერში ჩარეულა და არც დამლაპარაკებია მთელი დღე, სავარძელში იჯდა და სიგარეტის ღერებს ერთმანეთის მიყოლებით ეწეოდა.
ვინაიდან სახლში ბევრი ვერაფერი ვიპოვე, სპაგეტი მოვამზადე, სუფრა გავშალე და ანაბელსაც დავუძახე.
ნელი ნაბიჯით შემოვიდა სამზარეულოში, ყავა დაისხა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- არაფერი გიჭამიათ. - ვუთხარი და მის თეფშზე გადავიტანე მზერა.
- ჯერ ერთი ჭამა არ მინდა და მეორე, მორჩი უკვე თქვენობით საუბარს. - ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამით დაყოვნდა. - მე ვიძინებ, ღამე მშვიდობის. - სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
მაგიდა მივალაგე და მეც ჩემს ოთახში წავედი.
ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა ინტერესი.
ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ ამბის რაღაც ნაწილი მაინც მომესმინა.
სწორედ ამაზე ფიქრში ჩამთვლიმა.
საშინლად მეძინა, ამიტომ გამთენიის ხანი იყო რომ გამეღვიძა.
ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე, მინდოდა ეზო დამეთვალიერებინა ანაბელის გაღვიძებამდე, თუმცა ის უკვე თავის სავარძელში დამხვდა ფანჯარასთან.
- დილამშვიდობის, შენ რა მთელი ღამე არ გეძინა? - ვიკითხე რადგან შევამჩნიე როგორ დაწითლებოდა თვალები.
- გამარჯობა, ეს შენი საქმე არ არის. - მოკლედ მომიჭრა და საუბარი განაგრძო. - ფული აიღე და ყველაფერი იყიდე რაც საჭიროა, მარკეტი აქვეა. - მეტისმეტად უხასიათო ჩანდა დღეს, ამიტომ მასთან კამათს წასვლა ვამჯობინე.
მალევე დავბრუნდი, თითქმის ყველაფერი მოვიტანე რაც სავარაუდოდ დაგვჭირდებოდა.
ანაბელი ჩვეულებისამებრ იჯდა სავარძელში და სიგარეტის იისფერ ბოლში გახვეული ფიქრს მისცემოდა.
- რამდენ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას? ხომ ხვდები რომ ორგანიზმი დიდხანს ვეღარ გაგიძლებს? - დღიურითა და საწერი კალმით ხელში ჩამოვუჯექი წინ.
- ეს შენ არ გეხება და ნუ ჩაერევი. - ისევ უხეშად გაიჟღერა მისმა პასუხმა.
- კარგი, როგორც იტყვი, ახლა კი თუ წინააღმდეგი არ ხარ დავიწყოთ. - ვთქვი და ანაბელმაც დაიწყო, მოყოლა ამბის, რომელმაც მთელი არსებით ჩამითრია და საოცარი სამყარო მიჩვენა.


* * *
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ვარ, ათობით ფილმში ვითამაშე და თითქმის ყველა ტელე გადაცემის, ყველაზე სასურველი სტუმარი გახლდით.
მერე სე'ქს სიმბოლოს იარლიყიც მომარტყეს და ჩემი პოპულარობა, საბოლოოდ გადაეშვა უკონტროლობაში.
მთელი დღე ჟურნალისტები დამდევდნენ, მირეკავდნენ რეჟისორები და სხვადასხვა როლებს მთავაზობდნენ. მოკლედ იმდენად ცნობადი სახე გავხდი, პირადი დაცვით მიწევდა ქუჩაში გასვლა, ან თუ მარტო მინდოდა გამესეირნა, რომელიმე მცველის მანქანით მივდიოდი, რომ მშვიდად მემგზავრა.
ჩემი ფოტოები ყველა ჟურნალის ყდაზე, ყველა ბანერზე, ჩემი სახე ყველა ტელე გადაცემაში, უკვე ნელ-ნელა მბეზრდებოდა, ამიტომ ფილმებს ვარჩევდი და მხოლოდ იმ ფილმებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი, რომლის სცენარიც განსაკუთრებით მომეწონებოდა.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, არც გართობას ვიკლებდი, ხშირად ვსვამდი კლუბებში, ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად, ზოგჯერ ტაბლეტებზეც არ ვამბობდი უარს და ამის გამო ჟურნალისტებისთვის, კიდევ უფრო საყვარელი საკბილო ვხდებოდი.
ერთ დღესაც ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა ანკამ, გადაწყვიტა რეჟისურაში მოესინჯა ძალები და ფილმი გადაეღო.
ნინის, ჩემს მეორე მეგობარს, კარგი სცენარის მოძიება დაავალა, მე კი მთხოვა, მის ფილმში მთავარი როლი მეთამაშა.
ბუნებრივია პროცესში ყველა ჩავერთეთ.
ბოლოს და ბოლოს ჩემი სახელიც კი გაყიდდა ფილმს, რაც არ უნდა ცუდი გამოსულიყო, თუმცა ჩემდა გასაკვირად ნინიმ საკმაოდ კარგი სცენარისტი იპოვა და მეც უფრო მომინდა რაც შეიძლება კარგად გამოსულიყო ყველაფერი.
სცენარი ერთი შეხედვით გაცვეთილი, თუმცა საკმაოდ კარგად შექმნილი და დალაგებული გახლდათ.
ფილმი თავზეხელაღებული ბიჭისა და შემდგარი, წარმატებული ქალის სიყვარულზე გვიამბობდა.
თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ვერაფრით ვპოულობდი მამაკაცს, რომელიც პარტნიორობას გამიწევდა.
რამდენჯერმე მოვაწყვეთ მსახიობთა შერჩევა, თუმცა ის ვისაც ვეძებდი არცერთხელ არ გამოჩენილა.
ანკას ვთხოვე ცოტა დრო მოეცა, რათა თავად მეპოვა პარტნიორი და ისიც, ვინაიდან სხვა გზა მაინც არ ჰქონდა მარტივად დამთანხმდა.
. . .
პარასკევი საღამო იყო, როგორც ყოველთვის საშინლად დაღლილი და ძალა გამოცლილი მივედი სახლში.
რადგან კვირის ბოლო დღე იყო შემეძლო ცოტა დამელია და თუ საჭირო იქნებოდა შაბათს მთელი დღე ვიძინებდი.
არც კლუბში წასვლის თავი მქონდა და არც ნაცნობ მეგობრების ნახვა მინდოდა, ამიტომ ჩემი დაცვის ერთ-ერთ წევრს დავუძახე და ვთხოვე სადმე, ისეთ ადგილას წავეყვანე, სადაც ჩემი ვინაობა არავის დააინტერესებდა და მშვიდად შევძლებდი დამელია.
ლევანმაც ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ კაფეში მიმიყვანა.
ჩემდა გასაოცრად როცა შიგნით შევედი ყურადღება არავინ მომაქცია.
ამ ამბავმა დიდი შვება მომგვარა, ნელი ნაბიჯით შევიწიეთ შენობის სიღრმისკენ და კუთხის მაგიდას მივუსხედით.
მიუხედავად იმისა რომ ბარი თანამედროვე დიზაინით გამოირჩეოდა, არც ხმამაღალი მუსიკა ისმოდა და არც შიგნით მყოფი საზოგადოება გამოირჩეოდა ხმაურიანობით.
მხოლოდ მანამ, სანამ შენობაში, შავ შარვალსა და შავი ტყავის ქურთუში შემოსილმა ახალგაზრდა მამაკაცმა არ შემოაბიჯა.
მაშინ მომენტალურად ახმაურდა დარბაზი, ბიჭი აშკარად კარგად ნაცნობი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის, უკან კიდევ რამდენიმე მამაკაცი მოჰყვებოდა.
ახალგაზრდამ ახმაურებულ ხალხს მშვიდად ჩაუარა, მილოცვები გულგრილად მიიღო, რამდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა და ჩემს პირისპირ მაგიდას მიუჯდა.
კარგად ვერ გავიგე რას ულოცავდნენ, რადგან აჟიტირებული ხალხის ხმა ერთმანეთს ერწყმოდა და საშინელ ხმაურად გარდაიქმნებოდა.
ახლა უკვე ჩემს პირისპირ იჯდა და შემეძლო კარგად დავკვირვებოდი.
მიმტანი მიუახლოვდა, ჭიქები და ბოთლით სასმელი დადგა მაგიდაზე, ტყავის ქურთუკიანს ლოყაზე აკოცა და ყურში რაღაც უთხრა, შემდეგ კი სასწრაფოდ გაშორდა მაგიდას.
ჭიქები სწრაფად შეავსეს, ჩემი ინტერესის ობიექტმა თავის გრძელი თითები შემოჰხვია ბროლის ჭიქას და მის ხელის მტევანზე პატარა ტატუ შევნიშნე.
ცოტ-ცოტას სვამდა და მოსაუბრეებს უსმენდა, თვითონ სულ რამდენჯერმე ამოიღო ხმა, მაგრამ ვერ გავარკვიე რას ამბობდა.
სულ ოდნავ ამოძრავებდა ბაგეს, ჟესტებს და მიმიკებს საერთოდ არ იყენებდა.
ისიც კი ვერ გავარკვიე მისი გამომეტყველებით, სასიამოვნო თემაზე საუბრობდა თუ უსიამოვნოზე.
მიუხედავად იმისა რომ დაჟინებით ვაკვირდებოდი, არც ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის, ფაქტი იყო რომ ვერ შემამჩნია და მეც თამამად განვაგრძობდი მის თვალიერებას.
თან ცოტ-ცოტას ვწრუპავდი.
- ლევან ვინ არის ეს ბიჭი? - პირად მცველს მივუბრუნდი, რომელიც გვერდით მეჯდა და თვალ-ყურს მდუმარედ მადევნებდა.
- ალექსი, ალექსანდრე ალექსანდრია, ბაიკერია, მოტო ბრბოლებში იღებს მონაწილეობას. - ისე ამიხსნა, მამაკაცისკენ არც გაუხედავს.
- ლევან, იცნობ მას? მგონი ფილმისთვის პარტნიორი ვიპოვე. - ღიმილი გადამეფინა სახეზე.
- ალექსს ყველა იცნობს აქ, თუმცა არ მგონია ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმოთ ქალბატონო ანაბელ.
- ვითომ რატომ? - სახეში მივაჩერდი პირად მცველს.
- თქვენც რომ იცნობთ, ამ კითხვას არ დამისვამდით. - მშვიდად ამიხსნა ლევანმა, თუმცა მას აღარ ვუყურებდი რადგან ალექსი თავისი მაგიდიდან ადგა და პირდაპირ ჩემკენ დაიძრა.
- ვინ ხარ? - მაგიდას დაეყრდნო და თვალი თვალში გამიყარა.
შავი მეტყველი თვალები ჰქონდა, ოდნავ გრძელი, შავი თმა უწესრიგოდ გასჩეჩოდა და იდეალურ ნაკვთებს მოკლე წვერი უფარავდა.
- მე, მე ანაბელი ვარ. - დაბნეულმა ვუპასუხე და უკვე ფეხზე მდგომ ლევანს ვანიშნე, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- ჩემგან რა გინდა ანაბელ? - მიუხედავად იმისა რომ მშვიდად და ხმადაბლა საუბრობდა, მეტისმეტად კატეგორიული და მომთხოვნი იყო მისი ტონი.
- მე, რა უნდა მინდოდეს?
- რაც ბარში შემოვედი თვალს არ მაშორებ, ჰოდა თქვი რა გინდა.
- კარგი ალექს, მე საქმიანი წინადადება მაქვს, თუ შეიძლება გარეთ გავიდეთ და მშვიდად აგიხსნი. - ღიმილით ავუხსენი, მისი მშვიდი მზერით გულმოცემულმა.
- თუ შენი შეყვარებული წინააღმდეგი არ იქნება წავიდეთ. - ლევანს გადახედა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ისიც შეუმჩნევია.
- ის ჩემი შეყვარებული არ არის. - მტკიცედ ვუთხარი. - ლევან ახლავე დავბრუნდები. - ამჯერად მცველს მივმართე და ფეხზე წამოვდექი.
- ქალბატონო ანაბელ. - აღელვება დაეტყო ლევანს.
- ნუ ღელავ მეგობარო, შენს გოგოს უვნებელს დავაბრუნებ. - კარისკენ დაიძრა და მეც უკან ავედევნე.
ვგრძნობდი როგორ გამომაყოლა შეშინებული მზერა ლევანმა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია.
- მე მისი გოგო არ ვარ. - დავუსისინე როგორც კი დავეწიე.
- აქ რა სუფთა ჰაერია, აბა გამანდე შენი საქმიანი წინადადება. - გარეთ გავიდა და მაშინვე გაჩერდა.
- მოკლედ, მე მსახიობი ვარ და მინდა ჩემი მეგობარი რეჟისორის ფილმში, მთავარი როლი შემოგთავაზო.
- შენს იუმორის გრძნობას ვაფასებ, მაგრამ ახლა ღადაობის ხასიათზე არ ვარ. - შენობაში შებრუნება დააპირა.
- არა, ალექს მე არ გეხუმრები. - მისი შეჩერება ვცადე და მაშინვე მოტრიალდა.
- მე მსახიობი არ ვარ ლამაზო. - საშინელ ვნებას ასხივებდა და მისი საოცარი სურნელი მიღიტინებდა ცხვირში.
- ასე ნუ მეძახი და მსახიობობა არც გჭირდება, იმას ითამაშებ, ვინც ისედაც ხარ.
- პირველი, დაიმახსოვრე, ლამაზო ცუდი მიმართვა არ არის და მეორე, პოპულარულობა უკანასკნელია რასაც ვისურვებდი. - სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა.
- შენ ისედაც საკმაოდ პოპულარული ხარ. - თვალებით კაფეში მყოფი ხალხისკენ ვანიშნე.
- ეს ჩემი პერიმეტრია ძვირფასო ანაბელ და ახლა ერთი აბეზარი სტუმარი შემოიჭრა მგონი. - ოდნავ გაიღიმა.
- ალექს კარგი რა, ზუსტად შენთვისა არის შექმნილი ის როლი.
- დროს ტყუილად კარგავ. - კატეგორიული იყო, თუმცა დანებებას არც მე ვგეგმავდი და უკვე ბარისკენ დაძრულ ალექსს ისევ უკან ავედევნე.
- ეს ჩემი დროა და რასაც მინდა იმას ვიზამ, შენ კი თუ მომისმენ, არ ინანებ გპირდები.
- საუბრისას დამსწრეები არ მიყვარს. - წამით მობრუნდა და ისევ სიარული განაგრძო.
- ლევანს თუ გულისხმობ, შემიძლია სახლში გავუშვა.
- ოჰოო, შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ, რომ აქ მარტო დარჩენის არ გეშინია? - კიდევ ერთხელ შეჩერდა და ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- მარტო არ ვიქნები, შენ ხომ აქ ხარ, მე კიდევ შენი სტუმარი ვარ და როგორც ღირსეულ მამაკაცს შეშვენის მშვიდობიანად მიმიყვან სახლში. - თავდაჯერებულობას ისედაც არასდროს ვუჩიოდი და მითუმეტეს როცა საქმე მიზანს ეხებოდა, აკი ლევანმაც შემაგულიანა რომ ალექსს ვერ დავითანხმებდი.
- კარგი ანაბელ, მხოლოდ იმიტომ მოგისმენ რომ შეძელი ჩემი დაინტერესება. - ღიმილი არ მოშორებია ისე მივუახლოვდით ჩემს მაგიდას.
- ლევან, მანქანა წაიყვანე და სახლში წადი. - მივმართე მცველს და ისიც მაშინვე ფეხზე წამოდგა.
- თქვენ?
- მე ალექსი მომიყვანს. - ლევანმა ალექსს გახედა, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
მცველმა კიდევ ერთხელ მესროლა საწყალი მზერა და რაკი მიხვდა გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი შენობა ზანტი ნაბიჯებით დატოვა.
- საიდან მოიტანე რომ სახლში მიგიყვან? - ღიმილით ჩამოჯდა სკამზე.
- უბრალოდ იმედი მაქვს. - მეც წინ ჩამოვუჯექი.
- საერთოდ იმედი ცუდი რამეა, მაგრამ ამ ერთხელ ვეცდები არ გაგიცრუო.
- არ გიყვარს როცა ადამიანს იმედებს უცრუებ? - გამეღიმა.
- კი, ძალიან მიყვარს.
- კიდევ რა გიყვარს? - იდაყვებს დავეყრდენი და სახეში მივაჩერდი.
- შემწვარი კარტოფილი. - ისევ გაიცინა და მიმტანს ანიშნა ჩვენთან მოსულიყო.
გოგონაც სასწრაფოდ მოგვიახლოვდა.
- რას დალევ ანაბელ? - სახეში შემომაჩერდა.
- სასმელებში ვერ ვერკვევი, რასაც შემომთავაზებ იმას. - გულწრფელად ვთქვი, რადგან არასდროს შემირჩევია სასმელი თავად, ყოველთვის მეგობრები არჩევდნენ.
- ვისკი? - თვალს არ მაშორებდა.
- ვისკი, მხოლოდ ჯეკ დენიელსი ვიცი, კარგი ვისკი იყოს.
- მარიამ, ჩემი სასმელი მოგვიტანე. - მიმტანს შეხედა და გოგონაც მაშინვე გაგვშორდა.
მდუმარედ ველოდით გოგონას დაბრუნებას, არცერთს არ ამოგვიღია ხმა სანამ მარიამი ვისკის ბოთლითა და ჭიქებით ხელში არ დაბრუნდა.
ალექსმა გოგონა გაუშვა და სასმელი თვითონ დაასხა.
- ეს "შავი ჯონი უოლქერია" ანაბელ, დალიე და გაიგებ ნამდვილი ვისკის გემოს, მოდაში შემოსული "ჯეკ დენიელსი" ამასთან ნამდვილი ტენესური ჭაჭაა. - ჭიქა გრძელ თითებში მოიქცია და ერთი ყლუპი მოსვა, საოცარი სანახაობა იყო, თუმცა ახლა მასზე მიშტერება ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, ამიტომ ჭიქას ხელი დავავლე და ჯადოსნურ სითხეს დავეწაფე.
- მართლა ძალიან კარგია. - ტუჩები გავილოკე მოწონების ნიშნად.
- მთელი საღამო ვსაუბრობდით, თუმცა ფილმს არცერთხელ არ შეხებია ჩვენი საუბარი.
მე ჩემს შესახებ მოვუყევი, ალექსმა დღევანდელ ბრბოლაზე მიამბო და აღნიშნა რომ 320კმ/სთ. სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ პირველი ადგილი დაეკავებინა.
მალევე ალექსის მეგობრებიც შემოგვიერთდნენ.
საკმაოდ საინტერესო და ენაწყლიანი ადამიანები ჩანდნე, ისე ჩავები მათთან საუბარში როგორც დიდი ხნის ნაცნობი.
არც დალევა შეგვიწყვეტია.
- მგონი ძალიან მთვრალი ვარ. - ყურში ვუთხარი ალექსს, რომელსაც უკვე შეემჩნია ჩემი სიმთვრალე და გვერდით მეჯდა.
- ნუ ღელავ ჩემთან არაფერი მოგივა. - ცალყბად გაიღიმა და თვალი ჩამიკრა.
ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი და დალევაც გავაგრძე.
"უოლქერმაც" თავის საქმე გააკეთა, ისე დავთვერი მახსოვრობა დავკარგე, დილით კი ალექსის საწოლში სრულიად შიშველმა გავიღვიძე.
* * *
ის ოთახში არ იყო, მე კი ვერაფრით ვიხსენებდი, რა მოხდა წინა ღამით.
ან რა საჭირო იყო გახსენება, ჩემი სიშიშვლე ისედაც ყველაფერს ამბობდა.
რა უნდა მეთქვა მისთვის, როგორ უნდა ამეხსნა, რომ ცხოვრებაში პირველად ჩავუწექი ლოგინში გაცნობის პირველივე საღამოს მამაკაცს?
რას ავუხსნიდი, თვალებში შეხედვაც კი შემრცხვებოდა.
ახლა მხოლოდ იმის იმედი შემეძლო მქონოდა, რომ მასაც არაფერი ემახსოვრებოდა.
- დილამშვიდობის. - მისმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
აბაზანიდან ახალგამოსულს ჰგავდა, მხოლოდ მოკლე შორტი ეცვა და ჯერ კიდევ სველი თმიდან, წყლის წვეთები ჩამოსდიოდა.
საკმაოდ მაღალი, მუქი ფერის კანით და უამრავი ტატუთი სხეულზე.
ალექსი ნამდვილად იდეალურად გამოიყურებოდა.
- დილამშვიდობის. - ვუპასუხე როგორც კი თვალი მოვწყვიტე.
- წვენს ხომ დალევ? - ჭიქა გამომიწოდა და მეც უჩუმრად გამოვართვი.
- ალექს, რა ჩავიდინეთ გუშინ? - ხმადაბლა ვიკითხე, თუმცა უხერხულობა რომელსაც მის შემოსვლამდე ვგრძნობდი, ნელ-ნელა იფანტებოდა.
- შენ რა არაფერი გახსოვს? - გაიცინა.
- შენთან ვიწექი არა? -თვალი ფრთხილად გავაპარე მისკენ.
- ჰო. - თავის დაქნევით დამეთანხმა.
- ჯანდაბა, ეს არ არის სწორი. - თავი დავხარე.
- დილაობით ყოველთვის ლექციებს კითხულობთ ქალბატონო ანაბელ? - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- არა. - მისმა მოულოდნელმა კომენტარმა და ღიმილიანმა სახემ მეც გამაცინა.
- გასაგებია, ესე იგი დღეს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს.
- მე არასოდეს ვწოლილვარ ერთი დღის გაცნობილ მამაკაცთან. - სასწრაფოდ ვცადე ახსნა.
- ჰო, არც მე.
- ანუ შენთვისაც პირველი იყო?
- ასეც შეიძლება ითქვას. - ჩემს პირისპირ იდგა და თავზე დამჩერებოდა.
- და როგორ, ჩვენ როგორ. . . - სიტყვა გამიწყდა.
- ზეწარი ორჯერ გადააგდე და ბალიში წამართვი. - ისევ უდარდელად გაიკრიჭა და საწოლზე ჩამოჯდა.
- ხომ მიხვდი რაზეც გეკითხები არა? - მაბრაზებდა ის ფაქტი, რომ თავს იკატუნებდა.
- თუ კონკრეტული პასუხები გინდა, კონკრეტული კითხვები დამისვი კარგი?
- უცხო ქალთან დაწოლა შენთვის "მოსული პონტია"? - ოდნავ ავუწიე ხმას.
- ჯერ კიდევ გუშინ მიმტკიცებდი რომ მთელი ქალაქი კი არა ქვეყანა გიცნობს და რაღა უცხო ანაბელ? - ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- კითხვაზე მიპასუხე ალექს.
- არა, არ არის მოსული პონტი. - თავი გადააქნია უარის ნიშნად.
- აბა განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს? - მისივე წინადადება გავიმეორე.
- მე არ მითქვამს რომ შენთან სექ'სი მქონდა. - მხრები აიჩეჩა.
- მოიცა, რა? - პირი დავაღე გაოცების ნიშნად.
- უბრალოდ მანქანაში ჩაგეძინა, შენი მისამართი არ ვიცოდი და ჩემთან წამოგიყვანე, ეს იყო და ეს. - აშკარად მობეზრდა ჩემი წვალება.
- და შიშველი რატომ ვარ?
- გხატავდი. - გაეცინა და საუბარი განაგრძო. - კარგი ვხუმრობ, ტანსაცმელი თავად გაიხადე, მითხარი ჩაცმულ დახურული ძილს ვერ ვიტან, თან ეს ტანისამოსი დასვრილია_ო. შიგნით კი. . .
- ჰო, ზოგჯერ თეთრეულს არ ვატარებ. - შევაწყვეტინე საუბარი. - ესე იგი შენთან არ ვწოლილვარ ხომ? - კიდევ ერთხელ გადავამოწმე.
- ესე იგი ჩემთან იწექი, მაგრამ უბრალოდ გვეძინა.
- მადლობა ღმერთს. - შვებით ამოვისუნთქე.
- ბატონო? - გაბრაზება და გაოცება შეეტყო.
- არა, ალექს შენ გამო არ ვამბობ, უბრალოდ ერთი დღის გაცნობილ ადამიანთან არასდროს ვწვები.
- ჰო არც მე, თორემ მთელი ღამე ამ სრულყოფილების ყურებას ვერ გავუძლებდი.
- შენ ფიქრობ რომ მე სრულყოფილი ვარ? - გამეღიმა მის უნებლიედ ნასროლ კომპლიმენტზე.
- ადექი, დღის შუქზე, ფხიზელი თვალით, უფრო კარგად შეგათვალიერებ და გეტყვი.
- ჩემი ტანსაცმელი სად არის? - სასწრაფოდ შევცვალე თემა.
- სარეცხ მანქანაში, გუშინ სასმელი გადაისხი, შეგიძლია ჩემი ჩაიცვა ან დაელოდე სანამ შენი გაშრება. - მშრალად, უემოციოდ ლაპარაკობდა.
- შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?
- რა თქმა უნდა. - თვალით მანიშნა აბაზანის კარისკენ.
- კარგი, ფანჯრისკენ შებრუნდი სანამ ტანსაცმელს ამოვარჩევ და შხაპის მისაღებად შევალ.
- ჰო რა თქმა უნდა, მე ხომ შიშველი არც კი დამინახიხარ. - ნაცნობი ღიმილი გადაეფინა სახეზე და ფანჯრისკენ მიბრუნდა.
საწოლიდან ავდექი, ტანსაცმლის კარადასთან მივედი და სანამ კარადას გამოვაღებდი მის ღიმილიან სახეს მოვკარი თვალი.
- შეიძლება გავიგო ახლა რა გაცინებს? - გაღიზიანება მეტყობოდა ხმაზე.
- დღეს შენ ზრუნავ ჩემს განწყობაზე, შეგიძლია ზეწარი შემოიფარო, რადგან ჩემი ფანჯრები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მინის არის და შენს შიშველ სხეულს საოცრად ირეკლავს. - გაიკრიჭა.
- ღმერთო, რა საზიზღარი ვინმე ხარ. - ფართხაფურთხით შემოვიფარე ზეწარი და კარადა გამოვაღე.
- აქ ყველაფერი შავი რატომ არის? - განვაგრძე საუბარი
- თეთრი თუ გინდა შეგიძლია ეგ ზეწარი გეცვას. - უკმეხად მომიგდო.
- მაგრამ შენი გარდერობი, მთლიანად შავი ტანსაცმლისგან შედგება.
- მაპატიე, დამავიწყდა გამეფრთხილებინე რომ არც ისე მრავალფეროვანი გარდერობი მაქვს.
მივხვდი რომ ალექსთან საუბარს დიდი აზრი არ ჰქონდა და ტანსაცმლის ამორჩევა ჩუმად განვაგრძე.
შხაპი მივიღე მისი შარვალი და მაისური ჩავიცვი და ამჯერად მე ავისვეტე მის წინ.
- მგონი პატარა გაქვს. - ირონიულად გაეცინა, როცა რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელში გამოწყობილი დამინახა.
- სახლში წამიყვან? - ვუთხარი მხიარული ტონით, მისი ირონია არ შევიმჩნიე.
- ჰო რა თქმა უნდა. - მანქანის გასაღებს დაავლო ხელი.
- და ფილმზე დაფიქრდები?
- ჰო. - მობეზრებით ამოილაპარაკა.
სახლიდან გამოვედით და კიბეებს ჩავუყევით.
ალექსს მანქანა გარეთ ჰყავდა დატოვებული.
- მეგონა მოტოციკლით იქნებოდი. - ვთქვი როცა მანქანის კარი გააღო
- ასეც იყო, მაგრამ არ მოინდომე მოტოციკლით მგზავრობა და მეგობრის მანქანით მომიწია შენი წამოყვანა.
მანქანაში ჩავსხედით, მისამართი ვუთხარი და ჩემი სახლისკენ გავემართეთ.
- ტანსაცმელი როდის დაგიბრუნო? - მშვიდად ვსაუბრობდი, თუმცა ელვის სისწრაფით მიმავალი მანქანა საშინლად მეღელვებდა.
- თუ გინდა დაიტოვე. - საჭეს ისე ჩაფრენოდა, თითები გაუთეთრდა.
- კარგი, დღეს დამირეკე კარგი? ამჯერად ფხიზელი გონებით მინდა გიამბო ფილმზე, რომლისთვისაც მჭირდები
- ჰო, ვეცდები. - ზოგჯერ ძალიან უცხვირპირო ჩანდა ეს ბიჭი.
- ნომერს ჩაიწერ?
- მითხარი, დავიმახსოვრებ. - ზედაც არ მიყურებდა.
ნომერი ვუკარნახე და ამასობაში სახლთანაც მივედით.
ალექსმა მანქანა გააჩერა.
- შენ არ გადმოხვალ? - ვკითხე ჩამოსვლისას.
- არა, ახლა დრო არ მაქვს.
- ყავას დავლევდით.
- სხვა დროს იყოს. - მიუხედავად უარისა, მისი პასუხი უხეშად არ ჟღერდა.
-კარგი რა გაეწყობა, მაშ შენს ზარს დაველოდები დღეს.
- კარგი, დროებით ანაბელ. - თქვა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
სწრაფი ნაბიჯით გავიარე ეზო და სახლში შევედი.
მისაღებში ანკა იჯდა.
- როგორ ხარ საყვარელო? ეს რა გაცვია? - ფეხზე წამოდგა და გადამეხვია.
- ცოტა დაღლილი, მერე აგიხსნი რა.
- კარგი ღამე გქონდა? - ეშმაკურად იღიმოდა.
- არ მახსოვს. - გულწრფელად ვუპასუხე და გამეღიმა, რადგან ალექსის ღიმილიანი სახე გამახსენდა, როცა ვუთხარი არაფერი მახსოვს_მეთქი.
- ოჰოო და ის შეშლილი ვინ იყო მანქანით? - ინტერესი გამოკრთოდა მის საუბარში.
- ალექსი.
- ვინ ალექსი? - თვალს არ მაშორებდა, იმის იმედად რომ ამალაპარაკებდა.
- შენი ფილმის მომავალი პერსონაჟი, უცნაური ბაიკერი ბიჭი.
- მთელი ღამე მასთან გაატარე? - თვალები გაუფართოვდა.
- ჰო, მაგრამ ნუ აჟიტირდი, უბრალოდ დავთვერი და დამეძინა, მეტი არაფერი.
- სიმპათიურია? და ფილმზე რა თქვა? - ვერ მშვიდდებოდა.
- ძალიან სიმპათიურია და ფილმზეც იფიქრებს, თუმცა მე რადგან მინდა რომ ითამაშოს ხომ იცი უკან არაფერზე დავიხევ და მაინც დავითანხმებ. - დავამშვიდე მეგობარი და თვითკმაყოფილება ვიგრძენი.
- აბა რა, შენს შარმს ეგ გაუმკლავდება? - გეღიმა და საუბარი განაგრძო. - კიდევ როდის ნახავ?
- დღეს დამირეკავს.
- არ გამაცნობ?
- როცა ფილმზე დამთანხმდება გაგაცნობ და ნუ შემჭამ ახლა. - თვალები დავუქაჩე და ანკამაც მაშინვე შეწყვიტა გამოკითხვა.
-კარგი კარგი წავედი მე, კარგა ხანია აქ ვარ უკვე და ალექსზე ყველაფერს მომიყვები რასაც გაიგებ. - ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა და წავიდა.
- ძიძა, ცოტა ხანს დაძინებას ვაპირებ და არავინ შემაწუხოს. - ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
საკმაოდ დიდხანს მეძინა, გვიანი ავდექი.
თავს უკვე ენერგიულად ვგრძნობდი, წყალი გადავივლე და ის იყო სავახშმოდ ვაპირებდი დაჯდომას, ტელეფონის ზარი რომ გაისმა.
დავხედე, ნომერი არ მეცნო, თუმცა მივხვდი ვინც რეკავდა და სასწრაფოდ ვუპასუხე.
- გამარჯობა ანაბელ. - გაისმა ალექსის ხმა.
- გამარჯობა ალექს, რა ხმა გაქვს, ყველაფერი რიგზეა? - მისი ხმის უცნაურმა ტემბრმა დამაფრთხო.
- ჰო, ჰო ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ დღეს, შენს ნახვას ვერ მოვახერხებ. - მშვიდად მიხსნიდა, თუმცა უცნაური ხმა არ შეცვლია.
- უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა?
- ასეც შეიძლება ითქვას. - ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი რა გაეწყობა, გმადლობ რომ დამირეკე. - არ მინდოდა მისთვის თავის მობეზრება.
- მე ხომ დაგპირდი, დროებით. - მითხრა და პასუხის დაბრუნებაც ვერ მოვასწარი ისე გამითიშა.
საშინელი ხმა ჰქონდა, თან ხმაური არ ისმოდა, რაც ნიშნავს რომ ალექსი სახლში იყო.
ვიფიქრე წავალ და ვნახავ რატომ მარიდებს-მეთქი თავს.
თან მიზეზიც მშვენიერი მქონდა, ტანსაცმელს მივუტანდი.
დიდ ხანს აღარც მიფიქრია, რადგან შესაძლოა ვეღარ გამებედა.
ეზოში გავედი და ლევანს, მანქანის მოყვანა ვთხოვე.
- სადმე გასვლას აპირებთ ქალბატონო?
- დიახ, მაგრამ საჭესთან თავად დავჯდები.
მიუხედავად იმისა რომ ლევანი ჩემს მარტო სიარულს არ ემხრობოდა, არ შემომკამათებია, მანქანა მომიყვანა და ალექსის სახლისკენ ავიღე გეზი.
კარზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე და როგორც იქნა გაიღო კიდეც. სადარბაზოშიც და სახლშიც ბნელოდა, ამიტომ მას კარგად ვერ ვხედავდი.
- ტანსაცმელი მოგიტანე. - დავიწყე საუბარი
- ხომ გითხარი, რომ შეგეძლო დაგეტოვებინა. - პირისპირაც კი უცხოდ ჟღერდა ალექსის ხმა.
- ისეთი ხმა გაქვს ვიფიქრე, რომ კარგად არ იყავი, შეიძლება შემოვიდე?
- ჰო რა თქმა უნდა. - გვერდზე გაიწია და სახლში შემიშვა.
მალე განათებულ მისაღებში აღმოვჩნდი, ალექსიც უკან შემომყვა და მისი დალურჯებული სახე დავინახე.
- ღმერთო ჩემო, რას გავხარ. - ვიყვირე შეშფოთებულმა.
- შენ ხომ მყავხარ დახატული. - გახუმრება სცადა, თუმცა მივხვდი რომ ტკივილის გადაფარვას ცდილობდა.
- ეს რა ჯანდაბაა, ავარიაში მოყევი?
- დამშვიდდი და ნუ ყვირი კარგი? - სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-მე ნუ ვყვირი? სარკეში ჩაიხედე? იცი რას გიგავს სახე? მთლიანად დალურჯებული და დასივებული ხარ. - ემოციების დამალვას ვერაფრით ვახერხებდი.
- ჰო ვიცი, ავარიაში არ მოვხვედრილვარ და თუ გაჩუმდები აგიხსნი. - თითებით ნერვიულად აწვალებდა თმას, აშკარად არ იყო აღფრთოვანებული იმით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვნახე.
- არა მოგვიანებით ამიხსენი, ახლა საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. - მასთან ახლოს მივიწიე.
- მორჩი, ნუ სულელობ, სავადმყოფოში ვერ წავალ და ნუღარ ყვირი მეზობლებს შემიშინებ.
- საავადმყოფოში რატომ ვერ წახვალ? - ისევ ხმამაღლა ვაგრძელებდი საუბარს.
-ჯანდაბა, ანაბელ ნუ ყვირი გთხოვ, თავი გამისკდება. - კბილებში გამოცრა.
- რამე სასმელი გაქვს? - ამჯერად მშვიდად ვიკითხე.
- კიი მაცივარშია.
- და ყინული?
- ეგეც, დალევა გინდა?
- გააფრინე? რა დროს დალევაა, ჭრილობებს დაგიმუშავებ. - მაცივართან მივედი, ყინული და სასმელი გამოვიტანე და ალექსთან დავბრუნდი.
- საჭირო არ არის, ასეთ დღეში პირველად არ ვარ, მალე გამივლის. - ჩემი დამშვიდება სცადა.
- უბრალოდ მოკეტე და სანამ ჭრილობებს არ დაგიმუშავებ ხმა არ ამოიღო, თორემ გავაფრენ. - ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.
- კარგი, კარგი. - სიმწრით გაიცინა და სამედიცინო ყუთი გამოიტანა.
ჭრილობების დამუშავებას, თითქმის ნახევარი საათი მოვანდომე.
წარბი და ქვედა ტუჩი გახეთქოდა, შუბლზე კარგად მოზრდილი კოპი აჯდა, თვალის გარშემო და საფეთქელთან სილურჯეები ჰქონდა.
- გტკივა? - ვუთხარი და გახეთქილ წარბზე პლასტირი დავაკარი.
- არა, უკვე დაამთავრე.
- ჰო, ახლა კი მომიყევი რა დაგემართა. - სახეში მივაჩერდი.
- რატომ? - მზერა ჩემსას გაუსწორა.
- უბრალოდ მენდე ალექს.
- მე არავის ვენდობი.
- ვიცი, მაგრამ შემომხედე და თუ ჩემს თვალებში, რაღაც ისეთს შეამჩნევ, რის გამოც არ შეგეძლება მენდო, შეგიძლია არაფერი მომიყვე.
ალექსი რამდენიმე წუთი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ კი საუბარი დაიწყო.
- მე არაკანონიერ ბრძოლებში ვიღებ მონაწილეობას. - ისე მიყურებდა, მივხვდი ჩემს რეაქციას ელოდა.
- რატომ აკეთებ ამას? - ვცადე აღელვება არ შემემჩნია.
- იმიტომ რომ ეს ჩემი საქმეა ანაბელ.
- შენი საქმეა ცხოველივით სცემო და გცემონ ფულის გამო? - კარგადაც ვერ ვახერხებდი ემოციების მოთოკვას.
- ამას მხოლოდ ფულის გამო არ ვაკეთებ, თუმცა შემოსავალიც დიდია. - მშვიდად ჩამოაყალიბა და ფეხზე წამოდგა...
- არ შეგიძლია თავი დაანებო? - მზერა გავაყოლე.
- არა, ერთ თვეში ფინალი შედგება.
- ეს ნიშნავს, რომ დღეს მოიგე?
- ჰო. - თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
- და დამარცხებული ცოცხალია?
- არ ვიცი. - ოთახში ბოლთისცემას მოჰყვა.
- ანუ შესაძლებელია ერთმანეთი შემოგაკვდეთ? - კიდევ უფრო ავღელდი.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი ანაბელ. - წამით გაჩერდა და მომაჩერდა.
- შესაძლოა ერთ დღეს რინგზე ახვიდე, უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე და მეუბნები რომ ამაზე ლაპარაკი არ გინდა? - კიდევ ერთხელ გადავამოწმე მოღებული ინფორმაცია და ვცადე თავადაც გადამეხარშა.
- ჰო, ზუსტად ამას გეუბნები. - ისევ თავის დაქნევით დამიდასტურა.
- ალექს ეს საშინელებაა, დამთანხმდი ფილმზე და შეეშვი ამ საზიზღრობას, ან ჯანდაბა თუ გინდა ნუ დამთანხმდები, ოღონდ ამას შეეშვი.
- გთხოვ სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე. - სევდა უკრთოდა თვალებში და მივხვდი, რომ ახლა მისთვის რამის დაძალება სისულელე იყო.
- კარგი ყავას გავაკეთებ. - დავთანხმდი, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო, ალექსი უნდა გადამერწმუნებინა, მე ხომ წინ ერთი თვე მქონდა და ეჭვიც არ მეპარებოდა რომ შევძლებდი.
- რამდენი წლის ხარ? - ვკითხე როცა ყავის დასალევად დავსხედით.
- 23_ის, შენ?
- 34_ის, მაგრამ ვერ ვხვდები, ასე რამ მოგაბეზრა სიცოცხლე, ოცდასამი წლის ასაკში?
- ფიქრობ სიცოცხლე მომბეზრდა? - თვალს არ მაშორებდა
- სხვა რა შეიძლება ვუწოდო იმას, რომ დღის ერთ ნახევარს სახიფათო რბოლებში ატარებ, მეორე ნახევარს კი უკანონო ბრძოლებში? - ყავა მოვსვი და ჯადოსნურმა სითხემ კიდევ უფრო მომაფხიზლა.
- ჩემი მოტოციკლი შეაკეთეს, ხვალ უკვე ჩემთან იქნება. - ამჯერად თვითონ შეცვალა საუბრის თემა.
- არც კი ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ არა, რბოლაში მონაწილეობას კიდევ როდის აპირებ?
- ალბათ ორი კვირა ვერ შევძლებ, ხელი მტკივა და მოტოს კარგად ვერ დავიმორჩილებ. - კეფა მოიქექა.
- ანუ ორი კვირა თავისუფალი ხარ? - გამეღიმა.
- ჰო ჩიტივით თავისუფალი. - თვითონაც გაიკრიჭა.
- ალექს, შეგიძლია ეს ორი კვირა ჩემთან ერთად გაატარო?
მინდა ჩემი სამყარო დაგანახო, რომ მიხვდე სიცოცხლის შესაგრძნობად, თვითმკვლელობის ზღვარზე სიარული არ არის საჭირო. - გულწრფელი ვიყავი, მინდოდა მისთვის სხვა, ახალი ცხოვრება მეჩვენებინა, მას უნდა ენახა რომ იმ სამყაროს იქეთ სხვაც არსებობდა და კიდევ ფილმი, ვიფიქრე თუ ორი კვირა მასთან სიახლოვის საშუალება მექნებოდა აუცილებლად დავითანხმებდი ალექსს.
- ფიქრობ შარვალ-კოსტუმში გამოვეწყობი და წვეულებებზე ვივლი შენთან ერთად? - ხმამაღლა გაეცინა.
- არ მესმის რას უწუნებ წვეულებებს, ან ლამაზ ტანსაცმელს. - მხრები ავიჩეჩე გაკვირვების ნიშნად.
- მირჩევნია ჩემი ცხოვრების ორი კვირა, რამე უფრო მნიშვნელოვანს მოვახმარო. - თვალი ჩამიკრა და გაჩუმდა.
მეც ვდუმდი, თუმცა თავში ელვის სისწრაფით მოდიოდა აზრები.
რა შეიძლებოდს შემეთავაზებინა ისეთი, რაზეც ალექსი დამთანხმდებოდა?
ამ ჭაობიდა უნდა ამომეთრია.
აზრები ერთმანეთს ცვლიდნენ და უცებ, თავში შესანიშნავმა აზრმა გამიელვა...
- ალექს, ძალიან მაგარი იდეა მაქვს. - სიჩუმე დავარღვიე.
- წითელი შარვალ კოსტუმი ხომ არ შევიძინო, იმავე ფერის ფეხსაცმელებთან ერთად? - სიცილს განაგრძობდა და ჩემს აღფრთოვანებაზე ყურიც არ შეუბერტყავს.
- ალექს სერიოზულად, მართლა კარგი იდეა მომივიდა. - ამოვიწუწუნე.
- კარგი, გისმენ. - უცებ დასერიოზულდა.
- მინდა ორი კვირით ჩემი პირადი მცველი იყო, თუ არ მოგეწონება თავს დაანებებ, თუ მოგეწონება შეგვიძლია დრო გავზარდოთ. - ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
- ნუ ბოდავ. - ისევ გაეცინა.
- კარგი რა ალექს, გთხოვ, რა მოხდება რომ ვცადოთ, შენ ხომ გიყვარს ახალი თავგადასავლები, ჰოდა გამოსცადე ესეც. - მისთვის საინტერესო კუთხით ვცადე მიდგომა.
- ანაბელ. - მობეზრებით ამოილაპარაკა.
- გთხოვ და გპირდები, ამ ორი კვირის მანძილზე, ფილმის შესახებ კრინტსაც არ დავძრავ.
- მოვიფიქრებ და დილით შეგატყობინებ. - ჩემგან თავის დასაღწევად უფრო ამბობდა, ვიდრე იმიტომ რომ მართლა აპირებდა დაფიქრებას.
- მპირდები?
- ჰო, გპირდები. - ოდნავ გაეღიმა.
- კარგი, მაშინ ახლა წავალ, შენც გამოიძინებ და დილით დამთანხმდები, მანამდე თუ რამე დაგჭირდება დამირეკე კარგი? - ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი.
- კარგი, გმადლობ. - უკან გამომყვა და კარი მანამ არ დაუხურავს სანამ კიბეები არ ჩავიარე.
მანქანაში დავჯექი და სახლში წავედი. გზაში ალექსზე ვფიქრობდი, თითქოს ღმერთმა შემახვედრა ამ ბიჭს.
მას შველა სჭირდებოდა, ამ საშინელებისგან უნდა დამეხსნა.
ახალი ინტერესი გამიჩნდა, ახალგაზრდა, საინტერესო ბიჭი სიკვდილს უნდა გადამერჩინა და ამისთვის უკან არ დავიხევდი,
ვერ მივცემდი უფლებას რინგზე ან მოტოციკლზე დაეტოვებინა საკუთარი სიცოცხლე.
ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, კიდევ ერთხელ იყო ჩემს ხელში ადამიანის მომავალი, ამჯერად არ შევშინდებოდი, ამჯერად აუცილებლად ვუშველიდი.
ჩემივე იდეებით აღფრთოვანებული, მალე მივედი სახლში, ჩემს ოთახში ავედი და გეგმების დაწყობას შევუდექი.
* * *
დილით ალექსმა არ დარეკა, ამიტომ ათი საათი გახდა თუ არა მე დავურეკე.
- გამარჯობა, აბა დღეს როგორ ხარ? - მივაყარე, ტელეფონის გახსნისთანავე.
- გაგიმარჯოს, უკეთ შენი წყალობით, შენ? - ახლაღა შევამჩნიე როგორი ბოხი, თუმცა თბილი ხმა ჰქონდა ალექსს.
- მე ლოდინს ვერ ვიტან, ამიტომ მთლად კარგად ვერ. - საყვედურის კილოთი მივმართე.
- არ მინდოდა გამეღვიძებინე, ამიტომ არ დავრეკე.
- ანუ თანახმა ხარ? - უცებ დამავიწყდა წყენა.
- არ მითქვამს რომ თანახმა ვარ. - სწრაფად უარყო.
- ალექს, კარგი რააა.
- ანაბელ, მე პროფესიონალი არ ვარ.
- მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივა და საერთოდ მოიცა, ახლა შენთან ამოვალ და მანდ ვილაპარაკოთ. - ხმის ამოღებაც არ ვაცადე ისე გავუთიშე ტელეფონი. მანქანა გამოვიყვანე და რამდენიმე წუთში ალექსის კორპუსთან ვიყავი.
სწრაფად ავირბინე კიბეები, ზარი დავრეკე და კარი გააღო თუ არა, მოურიდებლად შევაბიჯე ოთახში.
- ჭრილობები როგორ გაქვს? - მისაღებში გავჩერდი და ალექსს დაველოდე.
- უკეთ. - აშკარად გაოცებული ჩანდა.
- აბა მაჩვენე? - ახლოს მივიწიე და კარგად დავაკვირდი, მდგომარეობა ნამდვილად უკეთესი იყო.
- ახლა პირადი მცველი არ გყავს? - წარბი ასწია სანამ მე დალურჯებულ სახეს ვუთვალიერებდი.
- კი ლევანი, მაგრამ დანარჩენები დავითხოვე და ვინაიდან სახლსაც ჭირდება ერთი ადამიანი რომელიც დაიცავს, ხშირად მიწევს მარტო გასვლა, თანაც მხოლოდ ამ მანქანით. - ისე ვანიშნე თითქოს მანქანა იქვე იდგა.
- და მხოლოდ ამ მანქანით რატომ?
- იმიტომ, რომ ვერ ცნობენ და შედარებით მშვიდად დავდივარ. - სწრაფად ავუხსენი.
- ანაბელ სიამოვნებით გავხდებოდი შენი პირადი მცველი, მაგრამ მე პროფესიონალი არ ვარ, ეს კი სახიფათო საქმეა. - გვერდი ამიარა და ფანჯარასთან დადგა.
- მე მეგონა ხიფათი მოგწონდა.
- მომწონს კიდეც, მაშინ, როცა სასწორზე მხოლოდ საკუთარ თავს ვდებ. -სივრცეს უშტერებდა თვალს, არცერთი წამით არ გამოუხედავს ჩემკენ.
- მე გენდობი ალექს.
- რატომ? - ჩემკენ მოტრიალდა
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ გენდობი. - ახლოს მივიწიე და ისევ მის პირისპირ აღმოვჩნდი.
- მიზეზების მოფიქრება რომ დაგეწყო, არც დაგიჯერებდი. - ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა თითები.
-ესე იგი შევთანხმდით? - თვალებგაფართოებულმა გავუწოდე ხელი.
- არასდროს ნებდები არა? ჯანდაბა, კარგი, შევთანხმდით. - ერთი ღრმად ამოიოხრა და ჩემს გაწვდილ ხელს თავისი შეაგება.
- დღეს დაისვენე და ხვალიდან დავიწყოთ, ან ეს სილურჯეები ხვალაც არ გაივლის და თუ თავს კარგად გრძნობ ბარემ დღეიდან დავიწყოთ. - ახალი ამბით აჟიტირებული მეტისმეტად სწრაფად ვლაპარაკობდი.
- ღმერთო, რა მოუშორებელი ჭირი ავიკიდე. - კიდევ ერთხელ გაიღიმა და საუბარი განაგრძო. - ანაბელ, დაიმახსოვრე, არავითარი შარვალ-კოსტუმები და არავითარი ჩემი ჩაცმა დახურვის საკითხში ჩარევა.
- როგორც იტყვი, ახლა კი სწრაფად ჩაიცვი, სამსახურში ვაგვიანებ, საღამოს გეგმებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
ალექსი რამდენიმე წუთში გამოეწყო, შავი ჯინსი, შავი მაისური, ბაიკერის ბათინკები და ტყავის ქურთუკი მოერგო.
- აბა, როგორ გამოვიყურები? - მისი არანორმალურად სასიამოვნო არომატი ტრიალებდა მთელს ოთახში.
- პირად მცველზე უფრო, ჩეჩენ ყაჩაღს გავხარ. - სიცილით ვესროლე მანქანის გასაღები და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი კარისკენ.
ალექსიც უკან მომყვა, მანქანაში ჩავსხედით და რამენიმე წუთში უკვე ტელევიზიაში ვიყავით.
- გამარჯობა. - დავიძახე შესვლისთანავე. ყველა თითქმის თავაუწევლად მომესალმა, მხოლოდ ანკა გამოემართა ჩემკენ.
- გამარჯობა ბელს, გამარჯობა ალექს. - თქვა და გაიკრიჭა.
- მოემზადეთ, ცოტა ხანში გადაღება დაიწყება. - ხმამაღლა მოგვაძახა რეჟისორმა.
- გაგიმარჯოს. - ხელი გაუწოდა ალექსმა ანკას.
- ალექს, ეს ანკაა ჩემი მეგობარი, ისიც მსახიობია, მაგრამ რეჟისორობაც მოინდომა, ანკა ეს ალექსია. - ანკამ სწრაფად ჩამოართვა ხელი, რამდენიმე წუთით აკვირდებოდა და თითქოს რაღაცას იხსენებდა.
- ვიცი, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. - ბოლოს და ბოლოს ამოღერღა.
- მართლა? - ალექსს გავხედე, თუმცა
მან თავი გააქნია უარის ნიშნად.
- რბოლას ვესწრებოდი და ვიღაც იდიოტი გადამეკიდა, ალექსმა უთხრა რომ მასთან ერთად ვიყავი და სახლში წამომიყვანა. - სწრაფად ამიხსნა ანკამ.
- არ მახსოვს, თუმცა სასიამოვნოა. - მეტისმეტად ნაძალადევი იყო ალექსის ღიმილი.
- მოიცა, რბოლაზე რა გინდოდა?
- აბა გამოიცანი, ბაიკერ ბიჭს ვეძებდი, რომელიც ჩემს ფილმში ითამაშებდა.
- ანუ შენ მას მოტოციკლზე დაუჯექი? - ვთქვი ანკას გამბედაობით გაოცებულმა.
- ჰო, თან მგონი ცოტა ნასვამიც იყო, თუმცა როგორც ხედავ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- ალექს, ნასვამი რომ მოტოციკლს მართავ, რამდენად კანონიერია? - წარბ აწეული მივუბრუნდი, ჩემს უკან მდგომ სხეულს.
- ვფიქრობ ოდნავ უკანონოა. - იმ საზიზღარი ღიმილით იღიმოდა, ასე საოცრად რომ უხდებოდა.
- ჯანდაბა, არსებობს რამე, რასაც კანონიერად აკეთებ?
- კი, შენ დაგელოდები გარეთ წესის ყველა დაცვით. - გაიცინა და დაგვტოვა.
გადაღებები საღამომდე გაგრძელდა და საკმაოდ დაღლილი გამოვედი გარეთ. ანკა ყვირილით ამედევნა და უკვე მანქანასთან მისულს მომეწია.
- მეც წამიყვანეთ სახლში კარგი? - პასუხს არც დალოდებია ისე ჩახტა მანქანაში.
ანკა მთელი გზა ლაპარაკობდა, ალექსს რაღაცებს უყვებოდა, ისიც გულგრილად უქნევდა თავს და ისე იქცეოდა თითქოს ყურადღებით ისმენდა, ჩემი მეგობრის ლაყბობას.
როგორც იქნა ანკას კორპუსთან მივედით, დიდის ამბით დაგვემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა.
- ახლა საით? - მშვიდად იკითხა ალექსმა.
- წესით წვეულებაზე უნდა მივდიოდე, მაგრამ ვინაიდან შენ არ გინდა და სიმართლე ითქვას არც მე, შენს გემოვნებას ვენდობი, სადაც გინდა იქ წავიდეთ.
ალექსმა მანქანა დაძრა და ცოტა ხანში ისევ მის ბინასთან აღმოვჩნდით.
- აქ რას ვაკეთებთ? - გაურკვევლობამ მომიცვა.
- ტრანსპორტი უნდა შევიცვალოთ. - მითხრა მანქანა თავის ავტოფარეხში შეიყვანა, კარი გამიღო და თვალებით მანიშნა გადავსულიყავი.
მის ნებას დავყევი, ალექსმა კი ჩაფხუტი მომაწოდა.
- მე არ შემიძლია, მოტოციკლით არასოდეს მიმგზავრია. - სიმწრით გადავყლაპე ნერწყვი.
- რაღაც ყოველთვის ხდება პირველად, უბრალოდ მენდე. - მითხრა და თვალები დახარა.
ჩაფხუტი გამოვართვი და გარეთ დაველოდე, სანამ მოტოციკლს გამოიყვანდა.
- ამის გაკეთება არ ვიცი. - ხელში ავათამაშე ალექსის მოწოდებული ჩაფხუტი.
მიახლოვდა, გამომართვა და თვითონ დამიმაგრა.
- ახლა მაგრად მომეჭიდე. - მითხრა როგორც კი მოტოციკლზე დავჯექი და ადგილს მოსწყდა.
- ქალაქის ცენტრი გაიარა და პატარა მარკეტის წინ გაჩერდა.
- როგორი იყო? - მკითხა როგორც კი ჩაფხუტი მოიხსნა.
- საოცარი. - ვუპასუხე გულწრფელად.
მის სხეულზე მოჭიდებულს, ნამდვილად არ მიგრძვნია შიში.
- მარკეტში შემოხვალ?
- მე, მე არა. - დამაბნია მოულოდნელმა კითხვამ.
- არ გინდა ჩემთან ერთად შეგამჩნიონ? -
პასუხს არ დაელოდა, ისე შევიდა მარკეტში, მეც უკან შევყევი და გვერდით ამოვუდექი.
- ღმერთო ჩემო შენ ანაბელი არ ხარ? - თვალებ გაფართოებული მომჩერებოდა გამყიდველი.
- ჰო, მაგრამ ეს არავინ უნდა გაიგოს კარგი? - თვალი ჩავუკარი ახალგაზრდა გოგონას.
- რა თქმა უნდა, როგორც იტყვით, იცით როგორ მიყვარხართ? ავტოგრაფი შეიძლება? - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ისე მაჩეჩებდა ფურცელსა და საწერ კალამს ხელში.
- რა თქმა უნდა, ფურცელი და საწერი კალამი გამოვართვი და წარწერა გავუკეთე.
"პატივისცემით ჩემს მეგობარს, საიდუმლოს შენახვისათვის ანაბელისგან"
გავუღიმე და უკან დავუბრუნე თავისი ნივთები.
- თუ შეიძლება ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი მომეცით და სულ გავქრები აქედან. - გაიცინა ალექსმა.
გამყიდველმა ვისკის ბოთლი მოგვაწოდა.
- კიდევ ერთ საიდუმლოს ხომ დამალავ, ამ ვარსკვლავი ქალბატონის ხათრით? გაიკრიჭა ალექსი და სასმლის ბოთლი ქურთუკში შემალა.
- ამჯერად საით? - ვიკითხე როგორც კი მოტოციკლთან დავბრუნდით.
- ლისის ტბაზე.
- დალევას ვაპირებთ?
- ჰო და შეიძლება ცეცხლის გარშემოც ვიცეკვოთ. - გაიცინა და ჩაფხუტი გამიკეთა
მოტოციკლი დაძრა და შემდეგი გაჩერება უკვე სანაპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა რომ უკვე კარგად ბნელოდა, ხალხი მაინც ბლომად ირეოდა.
ალექსმა განმარტოვებული ადგილი მოძებნა და პირდაპირ მიწაზე დაჯდა.
- აქ ასე დავსხდეთ? - თავზე დავადექი და ზემოდან დავაჩერდი.
- ჰო, დღის ერთ ნაწილს თუ ისე ვატარებთ, როგორც შენ გინდა, მეორე ნაწილი ჩემს სურვილებს დაეთმობა. - ღიმილით დამიდასტურა და მეც გვერდით მივუჯექი.
- აქაურობა ძალიან ლამაზია. - მე დავარღვიე სიჩუმე.
- ჰო, ღამით ლისის ტბაზე არასდროს ყოფილხარ? - სასმელს თავი მოხსნა და მომაწოდა.
- არა, მე ამის ფუფუნება არ მაქვს. - ერთი ყლუპი მოვსვი და ისევ ალექსს დავუბრუნე.
- როგორ ატარებ მთელ დღეს?
- ვმუშაობ, მერე ან წვეულებაზე მივდივარ, ან კლუბში მეგობრებთან ერთად, ან რომელიმე გადაცემაში სტუმრად, მერე კი ვიძინებ, დილით ისევ თავიდან იწყება. - ვლაპარაკობდი და ვაკვირდებოდი როგორი უკმაყოფილო სახით სვამდა ალექსი "დენიელს_ს"
- და ამ ცხოვრებით აპირებ ჩემს მოხიბვლას?
- ნუ მაიმუნობ, მაგას ჯობია შენს შესახებ მომიყვე რამე, მშობლები გყავს?
- არა, მოკვდნენ. - მოკლედ მომიჭრა
- როგორ?
- დედა ათი წლის ვიყავი, სიმსივნით რომ დაიღუპა, მამა თექვსმეტის ვიყავი რომ მოკლეს.
- რა იგრძენი როცა დედა გარდაიცვალა? - მის ხმაში სევდა არ იგრძნობოდა.
- ბავშვი ვიყავი და გული მეტკინა.
- და როცა მამა გარდაიცვალა?
- ვიგრძენი რომ ბევრი მტერი მყავს. - კიდევ რამდენიმე ყლუპი მოსვა და ისევ მე გადმომცა ბოთლი.
- მაგრამ გული არ გეტკინა?
- არა. - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მიპასუხა.
- იმიტომ, რომ არ გიყვარდა?
- იმიტომ, რომ უკვე სხვა პრიორიტეტები მქონდა.
- ცუდად გექცეოდა? - მის პროფილს მივაჩერდი.
-არა, რაც ვიცი ყველაფერი მამაჩემისგან ვისწავლე.
- და რა იცი? - არ მინდოდა დამესევდიანებინა.
- მოტოციკლის და მანქანის მართვა, იარაღის და დანების გამოყენება, უშუ და კიდევ რაღაცები.
- ყველაფერი გავიგე უშუს გარდა. - გამეცინა. - უშუ რა არის?
- უშუ, ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების, საერთო სახელია.
- მოიცა ანუ ყველა ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას მოიცავს, კარატეს, კუნგ ფუს და ასე შემდეგ?
- ორასზე მეტი სახეობაა ცნობილი, ყველას ნუ ჩამომათვლევინებ ახლა.
- ძალიან საინტერესოა, ბევრი რამ მოგისწრია ალექს.
- სხვა გზა არ მქონდა. - ისევ სივრცეს უშტერებდა თვალს და იმასაც ვერ ვხვდებოდი რამდენად მძიმე ან მარტივი შეიძლებოდა ყოფილიყო მისთცის ეს საუბარი.
- როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება ათი წლის შემდეგ? - ისევ მე დავარღვიე რამდენიმე წითიანი სიჩუმე.
- როცა ვიცი, რომ ოცდაათ დღეში რინგზე ვარ ასასვლელი, ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ ათი წლის გეგმები დავისახო.
- ანუ დღევანდელი დღით ცხოვრობ?
- უბრალოდ ყოველი წამით. - დამიდასტურა და სახეში შემომხედა.
- შენ ძალიან უცნაური ხარ ალექს. - სასმელი უკვე იწყებდა მოქმედებას, აშკარად გამათამამა.
- უარესებიც უთქვამთ, ამიტომ ამას კომპლიმენტად მივიღებ. - გაიღიმა
და შეამჩნია როგორ მოვიბუზე.
- შეგცივდა? - მშვიდად იკითხა და ქურთუკის გახდას შეუდგა.
- ჰო, ცოტა.
- ძალიან ბანალური კია მაგრამ ჩემსას დაგითმობ. - თავისი ქურთუკი მომახურა და მისი სურნელით გაჟღენთილ სითბოში ჩავიძირე.
- შენ? - ვკითხე როგორც კი ხმის ამოღება შევძელი.
- მე არ მცივა.
- რა სუნამოა? - მაიმც ვერ დავფარე ინტერესი.
- ვერსაჩეს ბლუ ჯინსი. - ცოტა ყოყმანის შემდეგ გაიხსენა.
- ძალიან მომწონს, ზოგადად მომწონს მამაკაცის სუნამოები, მაგრამ ეს კიდევ უფრო ძალიან მომეწონა. - ცხვირი ჩავრგე ქურთუკში და გამაბრუებელი არომატი დიდი დოზით ჩავიშვი ფილტვებში.
- ჰო, ეგეც მამაკაცის არის, მაგრამ მე თუ მკითხავ "უნისექს" უფრო შეეფერება.
სწორედ ამ საუბარში შემოგვესწრო უზარმაზარი ტიპი.
- გამარჯობა მეგობარო. - ზრდილობიანად თუმცა უხეშად იყვირა ლანდმა.
ალექსი ფეხზე წამოდგა, თუმცა უცნობის ფონზე სასაცილოდ პატარაც კი შეიძლებოდა გეწოდებინათ მისთვის.
- გაგიმარჯოს. - ხელი ჩამოართვა.
- აქ რას აკეთებ, შეგამჩნიე და ვიფიქრე ხომ მშვიდობა აქვს_მეთქი. - ამაზრზენად საშიში ხმის ტემბრი ჰქონდა უცნობ გოლიათს.
- კი მეგობარო, ყველაფერი რიგზეა.
- შენი მეგობარია? - თვალებით ჩემკენ ანიშნა.
- ჰო. - მშრალად უპასუხა და თვალით მანიშნა ადგილზე დავრჩენილიყავი, რადგან წამოდგომა დავაპირე.
- მშვენიერი არჩევანია ძმაო, ისე და ხვალ რბოლაში მონაწილეობ?
- არა, ხელს კარგად ვერ ვიყენებ.
- მაგრად მოგხვდა? - გაიცინა და სიცილი, ხმაზე უფრო ამაზრზენად ჩამესმა.
- ისე რა. - გაეცინა ალექსსაც.
- კარგი ძმაო, ხელს აღარ შეგიშლით, მაგრამ ეს გოგო, უეჭველად უნდა მოიყვანო ჩვენთან კლუბში, ასეთ სილამაზეს დამალვა არ უნდა. - ამჯერად მე შემომცინა უცნობმა.
- ბიჭები მომიკითხე, ამ დღეებში შემოგივლით. - კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ალექსმა და უცნობიც გაგვშორდა.
- ვინ იყო? - ვიკითხე, როგორც კი ალექსი ისევ გვერდით მომიჯდა.
-კლუბის მეპატრონე. - მოკლედ მიპასუხა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- ცოტა საშიში ვინმე ჩანს.
- ჩემთან ერთად ხშირად თუ იქნები, ასეთი ტიპების აღარ შეგეშინდება.
-მშვენიერი ბონუსია, მის კლუბში როდის წამიყვან? - ბოთლი გამოვართვი და ბოლო ყლუპი მე დავლიე.
- როცა ასეთი ტიპების აღარ შეგეშინდება. - ღიმილით ამიხსნა.
- გოგონები ხშირად დადიან იქ?
- მხოლოდ მიმტანები.
- მგონი მე უფრო ვინტერესდები შენი ცხოვრებით, ვიდრე შენ ჩემით. - გწრფელად გამეცინა.
-ჯერ ყველაფერი წინ გაქვს,ახლა კი ადექი სახლში წაგიყვან.
უსიტყვოდ ავდექი და თავი მივუშვირე რომ ჩაფხუტი გაეკეთებინა.
- არ გეშინია ნასვამი რომ ვარ? - თვალებში მომაჩერდა
- შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ.
- ეგ ერთადერთია, რისი უფლებაც ჩემს გვერდით ნამდვილად გაქვს.
- და რისი უფლება არ მაქვს?
- შეჩვევის. - მოკლედ მომიჭრა.
- ფიქრობ რომ შეგეჩვევი?
- დარწმუნებული ვარ.
- დღეს "უოლქერის" მაგივრად "დენიელსი" იყიდე, რატომ? - თემა შევცვალე.
- "უოლქერს" ასეთ მარკეტებში ვერ იშოვი და იმიტომ. - სწრაფად დამახურა ჩაფხუტი და ისევ მის ზურგს ავეკარი.
ისე ვიყავი ფიქრებში გართული, ვერც მივხვდი სახლთან როგორ მივედით.
ალექსი დამემშვიდობა და დამპირდა რომ დილით მანქანით დაბრუნდებოდა.
გავიღვიძე თუ არა, პირველ რიგში ფანჯრიდან გადავიხედე, მანქანა ეზოში იდგა.
სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ალექსი ძიძასთან ერთად ყავას სვამდა.
- დილამშვიდობის, შეიძლება შემოგიერთდეთ? - ღიმილით მივესალმე ორივეს.
- რა თქმა უნდა. - სწრაფად წამოდგა ძიძა და ყავა ჩემთვისაც დაასხა.
- დილამშვიდობის, აბა დღეს როგორი გრაფიკი გვაქვს. - გამომეპასუხა ალექსი.
- ძალიან დატვირთული, ორამდე ფილმის გადაღებაა, მერე გადაცემის ჩაწერაზე უნდა მივიდე, საღამოს კიდევ ანკას დაბადების დღის წვეულებაზე, თან დიზაინერმა კაბა რომ შეკერა, არც კი მომიზომია, იმედი მაქვს კარგად მექნება. - სხაპასხუპით ჩამოვთვალე და ძიძას ყავის ფინჯანი გამოვართვი.
- აბა რას იტყვი ცოტა ხომ არ დაუჩქარებ, ბევრი საქმე გქონია.
- ჰო, მოდი წავიდეთ, ყავას მოგვიანებით დავლევ. - ფეხზე წამოვდექი.
სწრაფად ჩავსხედით მანქანაში და ალექსს ხმა არ ამოუღია ისე მიმიყვანა გადასაღებ მოედანზე.
ორსაათამდე ფილმმა დამაყოვნა, იქედან ტელევიზიაში მივედით, სადაც საათ ნახევარი დავყავით.
- ახლა კი დიზაინერთან. - ვიყვირე და მანქანაში ჩავხტი.
- გუკაა. - დავიყვირე როგორც კი სამკერვალოში თავი შევყავი.
- ეს ვინ მოსულა, სად ხარ გოგო ამდენ ხანს. - მითხრა და ნაზად გადამკოცნა.
- კაბა მზად არის, იმედს ვიტოვებ ზუსტად მომერგება, გადაკეთების დრო არ მაქვს. - ფეხებს ვაბაკუნებდი მოლოდინის რეჟიმში.
- ჩემი შეკერილი კაბა ზუსტად მოგეტევა, ეჭვიც არ შეგეპაროს. - ცხვირი აიბზუა -ისა და შენ მარტო მოხვედი? - განაგრძო საუბარი.
- არა მეგობარი მახლავს, უფრო ზუსტად პირადი მცველი.
- ლევანი? მერე არ უნდა შემოიყვანო გოგო? - გუკას დიდი ხანია ლევანი მოსწონდა.
- ლევანი არ არის ახალია, მოგვიანებით აგიხსნი. - წარბები ავწიე უარყოფის ნიშნად.
- ისეთივე სიმპათიურია როგორც ლევანი? - ტუჩები გაბზიკა.
- ძალიან სიმპათიურია, მაგრამ შენ ლევანზე იფიქრე ჯობია. - გავიცინე.
- რომ არ გამაცნო არ გაპატიებ, მიდი მე კაბას მოვიტან, შენ კიდე ის შემოიყვანე.
ვიცოდი გუკა მოსვენებას არ მომცემდა, ამიტომ ალექსს დავუძახე და ისიც მალევე შემოვიდა შიგნით.
- კაბა მინდა განახო. - თავის მართლებასავით გამომივიდა, თუმცა ალექსი მშვიდად იდგა.
ამასობაში გუკაც დაბრუნდა
- პირადი მცველი, ახალი პირადი მცველი, ნახვამდის ლეო. - დაიძახა, კაბა მე შემომაჩეჩა და ალექსთან მივიდა.
- შეიძლება გავიგო რატომ მათვალიერებს ისე თითქოს უცხო პლანეტელი ვიყო? - მე შემომხედა ალექსმა, რადგან გუკა მიდ ირგვლივ ტრიალს და თვალიერებას განაგრძობდა.
- შენ ძალიან სიმპათიური ხარ, მაგრამ ძალიან უცნაურად გამოიყურები. - პასუხი დამასწრო გუკამ.
- თავში ბატის ბუმბული შენ გაქვს გაჩრილი და კიდე მე გამოვიყურები უცნაურად? - ირონიულად ჩაეღიმა ალექსს.
- ვაიმე, ბატის კი არა ფარშევანგისაა.
- უკაცრავად, ლამაზ ტრა'კიანი ქათმის ყოფილა. - ღიმილს განაგრძობდა და ზემოდან დაჰყურებდა ჩემს დიზაინერს.
- ალექს, გუგა, მორჩით. - ჩავერი და კაბის გასასინჯად შევედი.
უკან რომ დავბრუნდი, ბიჭები ისევ რაღაცაზე კამათობდნენ.
- აბა როგორ გამოვიყურები? - ორივემ ჩემკენ გამოიხედა.
- ნამდვილი ფერია ხარ. - ჩემკენ გამოემართა გუკა.
- ანაბელ, ეს სერიოზულად ფიქრობს რომ კომპლიმენტი გითხრა?
- ალექს. - გაბრაზებულის იმიჯი მოვირგე.
- კარგი ჰო, შესანიშნავად გამოიყურები.
ალექსის კომპლიმენტით კმაყოფილი, შევბრუნდი უკან და კაბა გამოვიცვალე.
- წავედით? - ღიმილით ვკითხე ალექსს, რომელიც ისევ გუგას ეკამათებოდა.
- ანაბელ, დაიმახსოვრე, ერთადერთი კაცია რომელსაც ცოლად გავყვები. - თითი ალექსისკენ გაიშვირა დიზაინერმა.
- მსოფლიო მოსახლეობიდან მხოლოდ მე და შენ რომ გადავრჩეთ, მაშინაც კი არავითარი შანსი არ გექნება ჩემთან. - მოთმინება აშკარად ეწურებოდა ალექსს.
- მისმინე შე უცხვირპიროვ და სიმპათიურო, აიღე რაც მოგწონს და ჩაიცვი, ძალიან მაგარი შარვალ-კოსტუმები მაქვს, შენ კიდევ ყველაფერი მოგიხდება. - მის გაბრაზებას არ იმჩნევდა გუგა.
- ის შარვალ-კოსტუმს არ იცმევს და საერთოდ არაფერს ჩაიცვამს იმათგან რასაც აქ ვხედავთ. - ჩავერთე საუბარში და ალექსიც თავის ქნევით დამეთანხმა
- რატომ? - თითქმის შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
-იმიტომ, რომ არ მინდა შენსავით გამოვიყურებოდე. - ამჯერად თავად უპასუხა.
- კარგი მორჩით, წავედით ალექს, გუკა ანკასთან გნახავ. - საუბარი მანამ შევაწყვეტინე სანამ ისევ ჩხუბში გადაეზრდებოდათ.
- უცნაური ტიპები მოგწონს? - იკითხა როგორც კი მანქანაში ჩავჯექით.
- ფაქტი სახეზე ხარ. - მეტისმეტად სერიოზული იყო ჩემი პასუხი და ალექსსაც ხმა აღარ გაუცია.
სალონში მიმიყვანა, იქვე ჩავიცვი და ანკას დაბადების დღეზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში წავედით.
- არ გადმოხვალ? - ვუთხარი როცა მანქანა რესტორნის ეზოში გააჩერა.
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ წვეულებებს ვერ ვიტან.
- ალექს გთხოვ, მარტო ნუ გამიშვებ.
- ლევანს დავურეკავ და მოვა თუ გინდა.
- არა, მინდა რომ შენ წამოხვიდე. - ძალიან მინდოდა შიგნით შემეყვანა.
- იქ საფრთხე გემუქრება?
- არა, შენობას დაცვა ჰყავს, უბრალოდ მინდა რომ შენც იქ იყო. - მის მოტყუებას არ ვაპირებდი.
- მე აქ მირჩევნია. - იმდენად მტკიცე იყო მისის პასუხი, მივხვდი შეკამათება აღარ ღირდა, გაბრაზებული გადავედი მანქანიდან და შენობაში შევედი თუ არა ანკა შემომეგება.
- აი საღამოს მთავარი ვარსკვლავიც, ჩემთან ერთად. - თქვა და გადამეხვია.
- გილოცავ. - მთელი გულით ჩავეხუტე მეგობარს.
- მადლობა, მარტო ხარ?
- ჰო.
- შენი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან, ერთიც ვერ ამოარჩიე წვეულებისთვის? - ტუჩაბზუებული მიყურებდა.
- არავის ხასიათზე არ ვიყავი ანკა.
- მდაა, ის სად არის?
- ვინ?
- ვითომ არ იცის, ალექსი სად არის, რატომ არ წამოიყვანე? - ჩემს ზურგს უკან სივრცეს ათვალიერებდა იმის იმედად რომ ალექსს მოჰკრავდა თვალს.
- გარეთა არის, თქვა რომ წვეულებებს ვერ იტანს და იქ დამელოდება.
- დიდი უცნაური ვინმეა, მაგრამ მაინც შემოვიყვან, წამო გავიდეთ. - ხელი დამავლო და კარისკენ წავედით.
მანქანასთან მივუახლოვდით, ალექსი იჯდა და ტელეფონში იქექებოდა.
- გამარჯობა არანორმალურო. - დაიყვირა ანკამ და მანქანის კარი გამოაღო.
- გამარჯობა იუბილარო. - ალექსი გადმოვიდა, დაბადების დღე მიულოცა და ხელი ჩამოართვა.
-მე უნდა მოვსულიყავი არა, რატომ არ შემოდი? - გაბუტული ლაპარაკობდა ანკა.
- წვეულებებს ვერ ვიტან. - გულწრფელად აღიარა.
-ეს ჩემი წვეულებაა, რაც უკვე ნიშნავს რომ ჩვეულებრივი არ არის, შემოდი გთხოვ რა. - დანებებას არ აპირებდა ანკა.
-ღმერთო ჩემო ახლა შენ უნდა დაიწყო? აქ უფრო კარგად ვარ.
-ალექს ძალიან გთხოვ. - ჩავერთე საუბარში
- ოო ღმერთო, კარგი კარგი, თქვენს წუწუნს ვინ გაუძლებს.
ალექსთან ერთად დავბრუნდით რესტორანში, ანკა მეტისმეტად კმაყოფილი ჩანდა თავისი მიღწევით, ჩემს კმაყოფილებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.
ჩემს მეგობარს რა თქმა უნდა უამრავი სტუმარი ყავდა, ხალხი მალე შეზარხოშდა, სტუმრების ნახევარი ცეკვავდა, მათ შორის მე და ანკა, ნახევარიც ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და სხვა და სხვა თემებზე საუბრობდნე.
მხოლოდ ალექსი იჯდა თავისთვის და ვისკის წრუპავდა.
- არ იცეკვებ? - ვუთხარი და მხარზე შევეხე.
- რა გინდა ვიცეკვო, სამბა? იქნებ ჩა ჩა ჩა თუ ქართული გირჩევნია, იქნებ კინტაური, ან იქნებ შალახო? - გაიკრიჭა.
- მოგწყინდა? - მივხვდი რამდენად რთული იყო მისთვის აქ ყოფნა.
- შენ ერთობი? - კითხვა დამიბრუნა.
- ლისზე უფრო მომეწონა.
- გინდა წავიდეთ?
- ანკას ეწყინება ალექს.
- ეს გადარდებს? - ჩემს თვალებში ეცადა პასუხის ამოკითხვას.
- კი, ის ჩემი მეგობარია. - დავუდასტურე.
- კარგი.
- მეგობრები გყავს ალექს?
- უსულო საგნები ითვლება?
- არა.
- მაშინ არა - თავი გადააქნია უარის ნიშნად.
- მე?
- ჩვენ მეგობრები ვართ? - კითხვებზე კითხვით მპასუხობდა.
- არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ?
- ჯერ არ მიფიქრია.
-შენი ოთახი მოგეწონა? - სასწრაფოდ შევცვალე თემა.
- რა ოთახი?
- ძიძამ ოთახი არ გაჩვენა?
- შენს სახლში დარჩენას არ ვაპირებ ანაბელ.
- იცი რას ნიშნავს პირადი მცველი?
- ჰო, მაგრამ მე დღის განმავლობაში შემიძლია მხოლოდ.
- პირობას გადადიხარ ალექს.
- არა ანაბელ მე მართლა. . .
- მორჩი ალექს, სიტყვა სიტყვაა. - გავაწყვეტინე საუბარი. - შენ დამპირდი რომ ორი კვირა ჩემი პირადი მცველი იქნები, რაც ნიშნავს რომ დღეც და ღამეც დამიცავ, ახლა კი შეგვიძლია სახლში წავიდეთ.
ისე მტკიცედ ვლაპარაკობდი, საკუთარი თავის თავად გამიკვირდა.
მასაც აღარაფერი უთქვამს, ანკას დავემშვიდობეთ, მანქანაში ალექსს მხარზე თავი ჩამოვადე და დამეძინა. დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე
ალექსმა ფორთოხლის წვენი შემომიტანა.
- დილამშვიდობის, ძიძამ შენს გასაღვიძებლად გამომიშვა. - ჭიქა მომაწოდა და თავზე დამადგა, ის პირველი დილა გამახსენდა მის საწოლში რომ გავიღვიძე და მივხვდი, ამ სამ დღეში რამდენად ნაცნობი და ახლო გახდა, ის უცნობი ბიჭი ჩემთვის.
- დილამშვიდობის, თავი საშინლად მტკივა. - ვუთხარი და წვენი მოვსვი.
- ადექი გაგვიანდება.
- დავურეკავ და ვეტყვი რომ დღეს არ შემიძლია მისვლა.
ალექსმა ტელეფონი მომაწოდა. რეჟისორს ავუხსენი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, ბუნებრივია დიდი წინააღმდეგობა ვერ გამიწია და მალე გამოჯანმრთელება მისურვა.
ძიძამ ასპირინი დამალევინა და თავის ტკივილმაც მალე გაიარა.
- ალექს, რადგან როგორც იქნა მოვიცალე, სახლს დაგათვალიერებინებ. ვუთხარი და ხელი ჩავავლე.
თითქმის ყველა ოთახი მოვიარეთ, ბოლოს სარდაფში ჩავედით, სადაც სპორტ დარბაზი იყო მოწყობილი.
- ჯანდაბა, აი მესმის სამოთხე. - კრივის ტომარას, რამდენჯწრმე ძლიერად უთავაზა.
- ჩემს პირად მწრთვნელობასაც ხომ არ შეითავსებდი? - გამეცინა.
- სიამოვნებით.
- ჰოდა ძალიან კარგი, ისე ამ ოთახში შეძლებ იმ შენი რინგისთვის კარგად მოემზადო. - ვლაპარაკობდი თუმცა ალექსჯ ყურადღებას არ მაქცევდა, მხოლოდ ოთახს ათვალიერებდა მოჯადოებულივით.
- ალექს არ გინდა იმ ბრძოლაზე ვისაუბროთ? - შავი ფერის პუფში ჩავჯექი.
- რა გაინტერესებს? - არც მოუხედავს ისე მკითხა.
- ვის ეჯიბრები?
- კარმენ ხაჯიბეგოვს.
- და რა შეგიძლია მითხრა მასზე?
- ბევრი არაფერი. - მხრები აიჩეჩა.
სანამ ალექსმა ყველა მოწყობილობა სათითაოდ დატესტა, მე ვინმე ხაჯიბეგოვის ბიოგრაფია მოვიძიე ინტერნეტში.
საშინლად დიდი და ამაზრზენი კაცი იყურებოდა ფოტოებიდან.
მის ბიოგრაფიაში ეწერა, რომ აკრძალული ილეთების გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკანონო შეჯიბრებებში მონაწილეობა.
- ალექს მითხარი რომ ხუმრობ, ამ ტიპთან აპირებ ბრძოლას? - ტელეფონის ეკრანი მისკენ შევაბრუნე, რომ ფოტო დაენახა.
მისმა მზერამ შემაშინა, რაღაც ამაზრზენი აკიაფდა ალექსის თვალებში და სასწრაფოდ ჩავაქრე ტელეფონი.
- ის შენზე ორჯერ დიდია და სავარაუდოდ ორჯერ ღონიერიც. - გავაგრძელე როგორც კი თვალები ჩაუწყნარდა.
- სამაგიეროდ მე ოთხჯერ სწრაფი ვარ. - კბილებში გამოცრა.
- მას არცერთხელ არ წაუგია ალექს...
- რაღაც ყოველთვის ხდება პირველად ანაბელ.
- და თუ ეს ის შემთხვევა არ იქნება?
- გარისკვად ღირს. - უდარდელი მომეჩვენა მისი ტონი.
- ფულის გამო? რამდენს გიხდიან ამ ცხოველთან ბრძოლისთვის?
- მხოლოდ ფულისთვის არა, თუმცა ბევრს მიხდიან.
- ყველაფერს გავაკეთებ, რომ უარი თქვა ამ ბრძოლაზე. - მტკიცედ მოვახსენე.
-სისულელეა ანაბელ, ვერ გადამარწმუნებ და ტყუილად არც ეცადო. - ისევ კრივის ტომარას მიუბრუნდა.

. . .

დღეები სწრაფად გადიოდა, მე და ალექსი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით სახლში თუ გარეთ.
ჩემი მეგობრებიც ძალიან მიეჩვივნენ, თითქმის არ არსებობდა ჩემს ირგვლივ ადამიანი, რომელსაც ის არ მოსწონდა. ერთნაირად იპყრობდა ყველა სქესის ადამიანის გულს, ანკა და ნინი პირდაპირი მნიშვნელობით გიჟდებოდნენ მასზე.
ალექსმა ანკას მოტოციკლის მართვაც კი ასწავლა.
მე და ნინის უშუ_ს საბრძოლო ხელოვნებაზე გვიამბო და რამდენიმე მოძრაობაც შეგვასწავლა, რომელიც რატომღაც ძალიან სასაცილოდ გამოგვდიოდა.
- ანკა, ანაბელ, პირველი კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ასეთები არ მახსოვხართ. - გაგნვიცხადა ნინიმ როცა სპორტ დარბაზად გადაკეთებულ, ჩემი სახლის ქვედა სართულზე, ოთახში ვისხედით და ალექსის ვარჯიშს თვალყურს ვადევნებდით.
- ჰო, ალექსმა თითქოს ახალი სიცოცხლე გვაჩუქა, ყველა ოცდასამი წლისანი ვხდებით მის გვერდით. - დაეთანხმა ანკა.
- ხვალ რბოლაში მონაწილეობს. - ვთქვი და ჩემდა უნებურად ამოვიოხრე.
- ეს სახიფათოა არა ბელს? - თვალები გაუფართოვდა ნინის.
- რა თქმა უნდა სახიფათოა, მაგრამ არ ვიცი ეს მას როგორ გავაგებინო.
- ალექს! - ხმადაბლა დაუძახა ანკამ და ისიც ჩვენთან მოვიდა.
- რა? - სამივეს სათითაოდ შემოგვხედა
- ანაბელმა თქვა რომ ხვალ რბოლაში იღებ მონაწილეობას.
- ჰო, მართალია. - თვალი თვალში გამიყარა.
- ალექს ეს სახიფათო არ არის? - ხმადაბლა საუბრობდა ანკა.
- არა.
- მე ვიცი, რომ ბევრი მრბოლელი კვდება ავარიით.
- მე არასოდეს მომსვლია ავარია. - მხრები აიჩეჩა.
- რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. - გავიმეორე მისივე ფრაზა.
- ეს ჩემი ფრაზაა. - გაეცინა.
- შეგიძლია საავტორო უფლებისთვის მიჩივლო. - უგემურად გამეღიმა.
- ალექს არ შეგიძლია უარი თქვა მონაწილეობაზე? - მეტისმეტად სერიოზული იყო ანკა.
- არა, ფსონები უკვე დადებულია.
- ფეხებზე რომ დაიკიდო?
- და თქვენ რომ დაიკიდოთ ფეხებზე ეგ რბოლა არა?
- ჩვენ შენზე ვღელავთ. - გულწრფელად ჩაერია ნინი.
- თქვენ ჩემს შეცვლას ცდილობთ და მე ეს არ მომწონს. - ალექსი ადგა და ოთახიდან გავიდა.
გაყოლა დავაპირე.
- აცადე მგონი მართლა ზედმეტი მოგვივიდა, თვითონ დაბრუნდება. - შემაჩერა ანკამ.
ალექსი არ დაბრუნდა, ცოტა ხანში კი მისი მოტოციკლის ხმა გავიგეთ.
ეზოდან მოწყვეტით გავარდა.
მაშინვე ქვემოთ ჩავედი.
- ლევან ალექსი სად წავიდა? - პირად მცველს მივმართე.
- არ ვიცი ქალბატონო ანაბელ, არაფერი უთქვამს.
- კარგი, დაბრუნდება აცადე. - წყნარად თქვა ანკამ, რომელიც როგორც ჩანს უკან გამომყვა.
ალექსი მთელი ღამე არ გამოჩნდა.
- პოლიციაში დარეკეთ, სადმე იპოვნონ, ასე არასოდეს მოქცეულა.
- ბელს სანამ ოცდაოთხი საათი არ გავა, ძებნას მაინც არ დაიწყებენ, ამიტომ აზრი არ აქვს. - თავისთვის ბურტყუნებდა ანკა.
- ლევანს უთხარით იმ ადგილებში მოძებნოს, სადაც ხშირად დადის და სანამ არ იპოვის არ დაბრუნდეს.
- ახლავე. - ოთახიდან გავიდა ძიძა.
- ბელს დამშვიდდი რა, ახალგაზრდაა ალბათ ვინმესთან ერთობა, რა თავს იკლავ? - ჩემი დამშვიდება სცადა ნინიმ.
- ჰო შენც მაგრად დაამშვიდე. - მოკლედ მოუჭრა ანკამ და მართალიც იყო, იმის გაფიქრებაც, რომ ალექსი ვიღაცასთან იყო და მე უბრალოდ არ ვადარდებდი, ტვინში სისხლს მიქცევდა.
ორი საათი გავიდა ლევანის წასვლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი ისმოდა მისგან.
* * *
- ასე ჯდომა აღარ შემიძლია, რამე უნდა მოვიმოქმედო. - ფეხზე წამოვდექი და ის იყო გარეთ გასვლას ვაპირებდი, ეზოში ჯერ ალექსის მოტოციკლი შემოვიდა, შემდეგ ლევანი შემოჰყვა მანქანით.
ძალა გამომეცალა, ჯერ კიდევ მიჭირდა იმის გააზრება როგორი ნანერვიულები ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
ალექსთან სერიოზული ჩხუბი მომიწევდა და ამისთვის ძალების მოკრება მჭირდებოდა.
ანკა ალექსს ჩემი ოთახის კართან შეეგება.
- კარგად ხარ არანორმალურო? - ჰკითხა შეძლებისდაგვარად მხიარულად.
- კი, კი კარგად ვარ.
- მგონი ჯობია ახლა არ ნახო, ძაან გაგიჟებულია, ცოტა ხანი აცადე დამშვიდდეს და მერე დაელაპარაკე. - წინ აესვეტა და ოთახში შემოსვლის საშუალება არ მისცა.
- კარგი ნუ ღელავ იმედი მაქვს გადავურჩები. - ანკა გვერდზე გაწია და ოთახში შემოაბიჯა.
ახლოს მოიწია თუ არა სილა გავაწანი.
არც კი ვიცი როგორ გავბედე.
გოგონები ჩვენთან მოცვივდნენ, არ ვიცი რა იფიქრეს, ის რომ მე მოვიმოქმედებდი კიდევ რამეს, თუ ის რომ ალექსი დამიბრუნებდა სამაგიეროს.
თუმცა ალექსი არ განძრეულა და მეც აღარ მქონდა განძრევის თავი.
თითქოს ის სილა საკუთარ თავს გავარტყი ისე მეტკინა, ძალა გამომეცალა და იატაკზე დავვარდი. ალექსიც მაშინვე დაიხარა.
- ღმერთო, ბელს ეს რა დღეში ხარ. - თქვა ნერვიული ტონით, რომელიც მანამდე არასდროს შემიმჩნევია.
- მაპატიე ალექს, მე არ ვიცი როგორ, არ ვიცი როგორ. . . - დაგარტყი_მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით გადმომცვივდა.
მგონი ჯობია მარტო დავტოვოთ თქვა ნინიმ და ფეხზე წამოდგა.
ანკა ალექსთან მოვიდა
- ასეთ დღეში არასდროს მინახავს და ნუ გამიგიჟებ კარგი? - მის ყურთან დაიხარა, ხმადაბლა უჩურჩულა და თვალი ჩაუკრა.
- ჩვენ ქვემოთ ვიქნებით თუ რამე დაგჭირდეთ. - დამიბარა და ოთახიდან გავიდნენ.
- ანაბელ, ადექი რა. - დანაშაულის გრძნობასთან შერწყმული თხოვნა ისმოდა მის ხმაში.
- არ შემიძლია. - ვერაფრით ვახერხებდი ცრემლების შეკავებას.
ალექსმა თავად ამიყვანა,საწოლზე დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა და სახეში შემომაჩერდა.
- გგონია უფლება გაქვს ფეხებზე დამიკიდო, მთელი ღამე დაიკარგო და არაფერი გამაგებინო, შენ შეგიძლია გაერთო და მე ამ დროს ნერვები უნდა დამაწყდეს? სად იყავი? ვისთან იყავი მთელი ღამე? - ტირილ-ტირილით მივაყარე კითხვები.
- აღარ განმეორდება გესმის? გპირდები რომ აღარ განმეორდება, უბრალოდ ჩემზე არასდროს არავის უნერვიულია და ჩემთვის ეს რაღაც ახალია, ამიტომ უნდა მაპატიო კარგი? - გულზე მიმიხუტა.
- შემეშინდა, უამრავი მტერი გყავს, შესაძლოა ნებისმიერრს მოეკალი. - მის მკერდზე მიკრული ხმადაბლა ვლუღლუღებდი.
- ყველაფერი კარგადაა, გპირდები მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.
ალექსი დამპირდა, მე კი მშვენივრად ვიცოდი, რომ პირობას არასდროს გატეხდა.
- წარმოდგენა არ გაქვს რა მდგომარეობაში ვიყავი. - თავი ავწიე და სახეში მივაჩერდი.
- ზედ გეტყობა. - მითხრა და არც მოუტყუებია, ადამიანის სახე დაკარგული მქონდა.
ხელები კისერზე მაგრად მოვხვიე, თავის მის კისერში ჩავრგე და ვიგრძენი, რომ არცერთ კითხვაზე აღარ მაინტერესებდა პასუხი, მთავარი იყო რომ ეს აღარ განმეორდებოდა, რადგან ის დამპირდა.
- მაინც რას მიკეთებ ასეთს? - საშინლად მარტივად მაგრძნობინა მისი დაკარგვის საშიშროებამ რამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო ეს ბიჭი და ბაგეები ფრთხილად შევახე მის კისერს.
- ვირის ტვინს გაჭმევ. - გაიცინა თუმცა ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა სიამოვნებისგან.
- ნუ მაიძულებ იმის დაჯერებას რომ ეს მოქმედებს ასე საშინლად, თორემ არც შენ აგცდება ვირის ტვინის ჭამა.
- დავიძინოთ? - სწრაფად მკითხა
- გეძინება? - მის მუქ ყავისფერ, სევდიან თვალებს გავუშტერე მზერა.
- ჰო და ვფიქრობ რომ შენც გეძინება.
- კი, ერთი ნაბიჭ'ვრის გამო, მთელი ღამე თეთრად გავათენე. - გამეცინა.
- შემიძლია გითხრათ რომ ის ნაბი'ჭვარი ძალიან წუხს და უკვე დაგპირდათ კიდეც, რომ აღარ განმეორდება მსგავსი რამ.
- ბათინკებით აპირებ ძილს? - მისი ფეხებისკენ გავაპარე მზერა.
- შემიძლია გავიხადო.
- თუ გინდა გეცვას, ოღონდ ეს ქურთუკი მომაშორე. - მკლავზე მოვქაჩე.
ალექსმა ფეხსაცმელი და ქურთუკი გაიხადა, თავის ადგილს დაუბრუნდა და
მალევე ჩაეძინა.
სამაგიეროდ მე არ მომეკარა ძილი, მისი მკლავებიდან ფრთხილად დავიხსენი თავი, შხაპი მივიღე და ქვემოთ ჩავედი.
- კარგად ხარ ჩემო გოგო? - შემომეგება ძიძა.
- ჰო კარგად ვარ ძიძა, გოგონები წავიდნენ? - მხოლოდ ახლა გამახსენდა მათი არსებობა.
- კი, ალექსი როგორ არის? - ინტერესი უღვიოდა თვალებში.
- ნუ გეშინია არ მომიკლავს. - გამეცინა და ხელი მოვხვიე ძიძას.
- სადილს ზემოთ ამოგიტანთ, ცოტა დასვენება არცერთს არ გაწყენთ. - ლოყაზე მაკოცა ქალმა.
- მადლობა, არც კი ვიცი რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე, მაგრამ მე თვითონ წავიღებ. - პასუხს არ დავლოდებივარ, ლანგარს ხელი დავავლე, ოთახში ავედი, ლანგარი მაგიდაზე დავდგი და ალექსის თავთან დავიხარე.
- ჰეი ძილისგუდავ. - ხმადაბლა დავიჩურჩულე, მინდოდა წამეკბინა და მეთქვა, ძალიან გეტყობა წუხანდელი ღამის უძილობა_მეთქი, მაგრამ თვალი გაახილა თუ არა, ისევ ენა ჩამივარდა.
- დიდ ხანს მეძინა? - მკითხა და თვალები მოიფშვნიტა.
- ჰო საკმაოდ, ადექი ჭამე. - საწოლზე დავჯექი.
- არ მინდა.
- ასეთი რა გაჭამეს აქამდე რომ მოგყვა? - მაინც წავკბინე.
ალექსმა ხელი მომქაჩა,საწოლზე დამაგდო და ზემოდან მომექცა.
- შეგიძლია მისაყვედურო, მეჩხუბო, ან გამარტყა, მაგრამ ეს შორიდან კბენა, შენი სტილი არ არის ბელს.
- საზიზღარო. - გამეცინა, რადგან ჩანაფიქრს მიმიხვდა. - ადექი და ჭამე. - გავიმეორე.
- არ მინდა_მეთქი. - ისევ თვითონ მომშორდა.
- მე მინდა რომ ჭამო.
- და დიდი ხანია ისე ვიქცევი, როგორც შენ გინდა? - წვერზე ჩამოისვა ხელი.
- ყოველთვის მე ვიქცევი ისე, როგორც შენ გინდა, ერთხელ რომ დამიჯერო შენც არ მოკვდები. - თავდაჯერებით კი ვლაპარაკობდი, თუმცა მშვენივრად ვიცოდი რომ ალექსი არაფერს გააკეთებდა ვინმეს ჭკუაზე.
ჩემდა გასაოცრად ფრთხილად წამოდგა, ლანგარი მოიტანა და საწოლში დაბრუნდა.
- შენ რა ჩემს საწოლში აპირებ ჭამას? - ვიკითხე გაოცებულმა
- ვაპირებ არა, ვაპირებთ, მე და შენ.
- შენ მე ჭკუიდან გადამიყვან. - ვუთხარი და ისევ გამეცინა.
მთელი დღე სახლში გავატარეთ, მაგრამ მოსაღამოვდა თუ არა ალექსი მზადებას შეუდგა.
- მაინც მიდიხარ არა? თავიდან ვერ იგდებ ამ რბოლას. - უკვე მოტოციკლთან იდგა, ჩაფხუტის გაკეთებას აპირებდა.
- უკაცრავად, ჩემი თავი მიხმობს.
- ნუ იკრიჭები ალექს, ეს სახიფათოა და დროა გაიზარდო. - ხმას ავუწიე.
- წასვლის წინ უნდა ვიჩხუბოთ? - ჩაფხუტი დაიმაგრა.
- არა, არ ვჩხუბობთ, უბრალოდ ვლაპარაკობთ. - შევეწინააღმდეგე.
- ეს მე ვლაპარაკობ, შენ კი ყვირი.
- მაშინ მეც წამიყვანე.
- იქ საშინელი სიტუაციაა, შენ არაფერი გესაქმება. - მოკლედ მომიჭრა.
- და შენ რა გესაქმება?
- მე იქ გავიზარდე. - თქვა და მოტოციკლი ისე დაძრა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი.
- ლევან! - დავიძახე.
- დიახ ქალბატონო ანაბელ.
- იცი სად ტარდება შეჯიბრებები, რომელშიც ალექსი მონაწილეობს? - სწრაფად ვსაუბრობდი.
- არა, მაგრამ ვიცი სად აღნიშნავენ გამარჯვებას.
- სად?
- იმ კლუბში სადაც გაიცანით.
- ჰო, ჯანდაბა როგორ დამავიწყდა, კარგი მიდი ტელეფონი მომიტანე.
- იქ მარტო ვერ წახვალთ. - ადგილიდან არ დაძრულა ლევანი.
- შენი ბრძანებებიღა მაკლია ახლა. - ნერვებმა მიმტყუნა.
- მაპატიეთ უბრალოდ ეს სახიფა...
- ლევან, გითხარი ტელეფონი მომიტანე_მეთქი. - შევაწყვეტინე საუბარი და ისიც სწრაფი ნაბიჯით გამშორდა.
ორიოდ წუთში ტელეფონთან ერთად დაბრუნდა, გამოვართვი, მანქანაში დავჯექი და ანკას სახლისკენ წავედი.
- ანკა შენთან მოვდივარ, კორპუსთან დამხვდი, ჩაცმული. - ვუთხარი ტელეფონზე და მაშინვე გავთიშე.
- ხო მშვიდობაა? - შეშინებულმა იკითხა როგორც კი მანქანაში ჩაჯდა.
- არ ვიცი.
- არანორმალურს მოუვიდა რამე?
- დღეს რბოლაა ანკა.
- კარგადაა? ავარიაში ხო არ მოხვდა? - აშკარა აღელვება დაეტყო.
- არა, ახლახან წავიდა.
- და იქ მივდივართ?
- არა, კლუბში მივდივართ, სადაც ალექსი მოგებას აღნიშნავს, იქ ეცოდინებათ სად ტარდება შეჯიბრი.
მანქანა კლუბთან მივაყენე და მეგობართან ერთად შევედი შიგნით.
- ახლა რა ვქნათ ბელს? - ბარს მოავლო მზერა ანკამ.
- მაგიდასთან დავსხდეთ, მიმტანი ალექსს იცნობს და რბოლაზეც იცის, სად ტარდება ეგეც ეცოდინება.
ისევ ნაცნობი კუთხის მაგიდისკენ გავემართე, მეგობარიც უკან მომყვა და ნაცნობ ადგილას მოვკალათდი.
- რას მიირთმევთ? - თავზე დაგვადგა ნაცნობი მიმტანი.
- გამარჯობა, მიცანი? - ვკითხე როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე.
- შენ ვინ არ გიცნობს? - პასუხი დაასწრო ანკამ.
- რა თქმა უნდა, მას ვინ არ იცნობს, ალექსის მეგობარი ხარ არა?
- ჰო, მე ანაბელი მქვია, შეგიძლია მითხრა დღევანდელი რბოლა სად ტარდება? - ახლა ყველაზე ნაკლებად მიმტანთან საუბარში დროის კარგვა მინდოდა.
- აქ, ეგ მხოლოდ ივანმა იცის. - ტუჩები გაბუშტა გოგონამ.
- ივანი ვინ არის?
- კლუბის მეპატრონე...
- შეგიძლია დაუძახო? - ზრდილობიანად ვთხოვე.
- ჰო, ახლავე. - თქვა და დაგვტოვა
- რა თქვა? ალექსის მეგობარი ხარო? აქ რა ტელევიზორს არ უყურებენ, შენ როგორ ვერ გცნობს, თუ იხუმრა? - აღშფოთებული ლაპარაკობდა ანკა
- აქ ალექსია მთავარი ვარსკვლავი, ტელევიზორს კი როგორც ჩანს არ უყურებენ. - გამეცინა მეგობრის აღშფოთებაზე.
ამ საუბარში მაგიდას ნაცნობი სახე მოუახლოვდა.
- გამარჯობა. - უხეშად იყვირა.
- გამარჯობა, მე ანაბელი ვარ. - ვთქვი იმის იმედად, რომ თვითონ მაინც გაიხსენებდა, საიდან მეცნობოდა.
- მახსოვხარ, ალექსის ანაბელი არა? ზღვის ნაპირზე შევხვდით ერთმანეთს, შეიძლება ჩამოვჯდე? - ღიმილით დამყურებდა.
აი თურმე საიდან მახსოვდა, ის ახმახი იყო, ზღვის ნაპირზე რომ მოგვესალმა, თუმცა ახლა ისეთი საშინელი აღარ მეჩვენა.
- ჰო რა თქმა უნდა, დაბრძანდით. - ვუპასუხე წუთიერი დუმილის შემდეგ.
- აქ იმისთვის ვარ, რომ მინდა გავიგო, დღევანდელი რბოლა სად ტარდება. - განვაგრძე საუბარი
- ალექსი მონაწილეობს არა? - თქვა და ჩვენს წინ ჩამოჯდა
- დიახ.
- თვითონ არ გითხრათ, სად უნდა მისულიყავით? - დაეჭვებით შეგვათვალიერა ორივე.
- მას არ უნდა, რომ რბოლას დავესწრო. - სწრაფად ავუხსენი.
- მაშინ შემიძლია სასმელზე დაგპატიჟოთ და უფლებ მოგცეთ ალექსს აქ დაელოდოთ. - ფეხზე წამოდგა.
- ესე იგი არ მეტყვით შეჯიბრი სად ტარდება?
- ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, სასმელს ახლავე მოგიტანენ, სასიამოვნო იყო თქვენი კიდევ ერთხელ ხილვა. - თავი დაგვიკრა და წავიდა.
- ახლა რა ვქნათ? - ფრთხილად შემომაპარა ანკამ.
- მე აქ დაველოდები, შენ თუ გინდა სახლში წადი.
- არა გოგო, აქ მარტო დაგტოვებ? თან იმ არანორმალურზე მეც ვღელავ.
მიმტანმა სასმელი მოგვიტანა.
- შენი სახელი? - ვკითხე სანამ ლანგარს მაგიდაზე დადგამდა.
- ნათია.
- ნათია დიდი ხანია ალექსს იცნობ?
- კი. - მშრალად დამიდასტურა.
- რა შეგიძლია მითხრა მასზე?
-ის რომ ტყუილად ნერვიულობთ, კარგად იქნება, კიდევ ის რომ ალექსი ქალებით ნაკლებად ინტერესდება და ისიც, რომ რომც მოსწონდეს, მისთვის ზედმეტად დიდი ხართ.
- გმადლობ, შეგიძლია დაახვიო. - შეუღრინა ანკამ
- შენ არასწორად გაიგე ჩვენი ურთიერთობა, მე უბრალოდ მინდა ალექსს დავეხმარო. - ვცადე ამეხსნა ნათიასთვის.
- ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ალექსი თუ არ ივარჯიშებს, ბრძოლას ვერ მოიგებს, რაც თქვენ გაგიცნოთ სპორტ დარბაზში არ მინახავს, ამიტომ თუ ნამდვილად გინდათ დაეხმაროთ, უბრალოდ ნუ ჩაერევით მის ცხოვრებაში. - უხეშად მომაყარა და მაგიდას სასწრაფოდ გაეცალა.
დრო ძალიან ნელა მიდიოდა, ჩვენი მოსვლიდან ორ საათზე მეტი გავიდა, მაგიდასთან მოუსვენრად ვიჯექი და პირს ვერაფერს ვაკარებდი.
მოულოდნელად, ისევ ივანი მოგვიახლოვდა.
- გილოცავთ, ალექსმა მოიგო. - ხელი ნაზად ჩამომართვა.
- მართლა? ანუ კარგად არის? - თვითონაც ვიგრძენი, თვალები როგორ გამიბრწყინდა.
- დიახ, რამდენიმე წუთში აქ იქნება. -
ამის თქმა იყო და ალექსი, რამდენიმე ადამიანის თანხლებით შემოვიდა ბარში.
ივანი მასთან მივიდა, რაღაც უთხრა და ხელით ჩვენკენ ანიშნა.
ალექსიც მაშინვე აქეთ გამოემართა. გზად რამდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა, გულგრილად მიიღო მილოცვები და ჩვენს მაგიდასთან მოვიდა.
-არანორმალური უვნებელია. - საზეიმოდ გამოაცხადა ანკამ და ალექსს ჩაეხუტა
- წავიდეთ? - ფრთხილად მოიშორა ანკა და მშვიდად შემოგვხედა ორივეს.
- შენ მეგობრებს არ ეწყინებათ? - ვკითხე.
- მე მეგობრები არ მყავს. - თქვა და კარისკენ გაემართა.
- ეეე აბა მე ვინ ვარ? - ჩაერია ანკა.
- შენ განსაკუთრებული ხარ. - გაიცინა.
- მაგარია, "არანორმალური" და "განსაკუთრებული", ანაბელსაც მოვუფიქროთ რამე და ეგაა.
- მე მშვენიერი სახელი მქვია ისედაც, ზედმეტსახელები არ არის საჭირო. - ჩავერთე
- უი ალექს, იცი რომ ანაბელს აქვს ზედმეტ სახელი?
- მართლა? - გაიკვირვა.
- ჰო მეც დღეს გავიგე, ეტყვი თუ მე ვუთხრა ბელს? . - დამეჭყანა.
- შენი მეგობრები "ალექსის ანაბელს" მეძახიან და სავარაუდოდ ამას გულისხმობს. - წარბები ავზიდე.
ალექსს ჩაეღიმა, მანქანაში ჩავსხედით, ჯერ ანკა მივიყვანეთ ბინასთან, შემდეგ კი სახლში დავბრუნდით.

. . .

დღეები სწრაფად გადიოდა.
ალექსს იმაზე მეტად დავუახლოვდი, ვიდრე წარმომედგინა.
ჩემს ცხოვრებაში პირველად დადგა მომენტი, როცა მივხვდი, რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე გამიჭირდებოდა, მას კი ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლამდე.
მე ყოველ დღე ერთი და იმავე თემაზე ვიწყებდი საუბარს, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაგვდიოდა.
ვერ ვხვდებოდი რატომ ამოიჩემა ეს ბრძოლა ასე, ვერც იმას ვხვდებოდი როგორ შეძლო ამ ბიჭმა სამ კვირაში ის, რაც ოცდათოთხმეტი წლის მანძილზე ვერავინ მოახერხა.
ფაქტი ერთი იყო, ნებისმიერი გზით უნდა შემეჩერებინა ალექსი, რადგან მას არავითარი შანსი არ ქონდა ამ ბრძოლის მოგების.
ამას მათი ფოტოების შედარებითაც, მარტივად მიხვდებოდა ადამიანი.
- დღეს რას ვაპირებთ? - ოთახში შემოაბიჯა დილით, უკვე წესად ექცა.
- დღეს აგარაკზე მივდივართ.
- და სამსახური?
- ვისვენებ, გუშინ გავაფრთხილე რეჟისორი.
ფეხზე ავდექი,ჩავიცვი, ალექსი უკვე მანქანაში დამხვდა და აგარაკისკენ დავიძარით.
დაახლოებით ორ საათში ჭიშკარს მივადექით, მებაღემ მაშინვე იცნო მანქანა და შიგნით შეგვიშვა.
- ქალბატონო ანაბელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. - ზრდილობიანად მოგვესალმა და თავი დაგვიკრა.
- გამარჯობა დათო როგორ ხარ?
- კარგად გმადლობთ, დღეს დარჩენას აპირებთ?
- ჰო, დილამდე დავრჩებით. - ვთქვი ისე, რომ ალექსის უარი არც შევიმჩნიე.
- კარგი, დილით დავბრუნდები თორმეტისთვის. - ზრდილობიანად დაგვიკრა თავი და წავიდა.
-აქ აპირებთ დარჩენას ქალბატონო ანაბელ? - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ალექსს.
- ვაპირებ არა, ვაპირებთ მე და შენ. მისივე წინადადადება გავუმეორე და გავიცინე. - ჰოდა კიდევ, ეს ქალბატონო ანაბელ საიდან მოიტანე?
- შევამჩნიე რომ ყველა ასე გეძახის. - მხრები აიჩეჩა.
- კარგ დროს კი შეამჩნიე ღმერთმანი. - გამეცინა.
- ის რატომ წავიდა? - თვალებით ჭიშკრისკენ მანიშნა.
- ვინ მებაღე?
- ჰო..
- იცის რომ აქ მარტო ყოფნა მიყვარს.
- მარტო ყოფნა, მარტო რას აკეთებ აქ?
- განახებ, მაგრამ ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება.
- ანუ მე არ წავიდე? - ხმადაბლა საუბრობდა და ეზოში მიმავალს უკან ნელი ნაბიჯით მომყვებოდა.
- სად უნდა წახვიდე?
- აბა მარტო ყოფნა მიყვარსო?
- დღეს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს, შენ რაღაცები შეცვალე ჩემს ცხოვრებაში.
- არ მინდა რომ ჩემთან გულწრფელი იყო ანაბელ. - თავი დახარა.
- არც მე, ამიტომ წამოდი დავლიოთ.
ალექსი უჩუმრად შემომყვა ოთახში, ჭიქებში ვისკი ჩავასხი და მოვწრუპე.
- ახლა კი ჩემს საიდუმლოს გაჩვენებ. - ხელზე მოვქაჩე და როიალთან მივიყვანე.
დაკვრა დავიწყე, ალექსი ჩუმად იჯდა, მისმენდა და სასმელს წრუპავდა. რამდენიმე მუსიკა დავუკარი და ცოტაც დავლიეთ.
ალექსმა მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს მოჰკრა თვალი და ხელში აიღო.
- ვისია?
- ალბათ დათოსი. - ვთქვი და ახლოს მივედი.
მან ერთი ღერი ამოაცალა კოლოფს და მოუკიდა.
- რას აკეთებ, შენ ხო არ ეწევი?
- საერთოდ არა, მაგრამ როცა ვნერვიულობ კი, როგორც ჩანს დათომ ჩემს ბედად დატოვა. - ღრმა ნაპასი დაარტა და ფილტვებში ჩაუშვა სიგარეტის ბოლი.
- არ გეტყობა რომ ნერვიულობ. - საშინლად უხდებოდა სიგარეტი, მის გრძელ თითებს.
- აბა რა მეტყობა?
- ის რომ სასმელი მოგერია.
- მართლა?
- ჰო, თვალები აგიწყლიანდა და გიბრწყინავს. - მის სევდიან თვალებს დავაკვირდი, იმდენად რამდენადაც ჩვენს შორის გაფანტული, იისფერი კვამლი ამის საშუალებას მაძლევდა.
- იქნებ ტირილს ვაპირებ? - გაეღიმა.
- შეგიძლია?
- არ ვიცი.
- არასოდეს გიტირია ალექს?
- კი, დედა რომ მოკვდა მაშინ, პატარა, იდიოტი, ლაწირაკი ვიყავი.
- მინდა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. - ვუთხარი და მისი ყბის ძვალს მივაწებე ტუჩები.
- მგონი სასმელი შენც მოგერია. - ისევ გაიღიმა
- არა, არა ხომ იცი მარტივად არ ვთვრები. - სწრაფად უარვყავი.
- ჰო, მე თუ არა, აბა ვინ იცის, არასოდეს მინახიხარ მთვრალი. - გაიკრიჭა. - რატომ არ აღიარებ რომ სასმელი მარტივად გერევა? - სიცილს განაგრძობდა.
- შენ რატომ არ აღიარებ რომ შემეჩვიე? - ჯიქურ შევხედე
- რისი მოსმენა გინდა ანაბელ?
- იმის, რომ იდიოტი არ ვარ და მხოლოდ მე არ შეგეჩვიე.
-იდიოტი არ ხარ, უბრალოდ ნასვამი ხარ, გამოიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება. - მოკლედ მომიჭრა.
- შენ იცი რომ სიმთვრალე არ მალაპარაკებს ალექს.
- მე ვიცი, რომ ნასვამი ხარ და ახლა დაიძინებ.
ალექსმა ხელი ჩამავლო და საძინებელში შემიყვანა.
საკმაოდ მალე ჩამეძინა და დილითაც გამთენიის ხანს გავიღვიძე.
ალექსს გულგრილად მივესალმე, არც თვითონ გამოუჩენია დიდი ინიციატივა, მანქანაშიც უჩუმრად ჩავსხედით და ქალაქში ისე დავბრუნდით, არცერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
სახლში მივედით თუ არა, ის აბაზანაში შევიდა, მე კი მანქანაში დავბრუნდი და ანკასთან ავედი.
- როგორ ხარ ბელს? ხომ მშვიდობაა? - მკითხა გაკვირვებულმა, ასე ადრიანად მისული რომ დამინახა.
- ჰო, ჰო მშვიდობაა, უბრალოდ დღეს მინდა შენთან ერთად გავერთო სადმე.
- ვაუ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ, არანორმალური არ წამოვა? - გარემოს თვალი მოავლო, იმის იმედით რომ ალექსს დაინახავდა.
- არა, არ მინდა ალექსმა გაიგოს, რომ აქ ვარ. - მოურიდებლად შევაბიჯე სახლში და შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილე, მეგობრის ცნობისმოყვარეობა.
- იჩხუბეთ? - უკან მომყვებოდა.
- არა.
- აბა, რატომ არ გინდა გაიგოს, რომ აქ ხარ?
- უბრალოდ მჭირდება, რომ მისგან შორს დავფიქრდე რაღაცებზე.
- მასთან ერთად სხვა გვარად ფიქრობ? - წარბი ასწია.
- მასთან ერთად, საერთოდ ვერ ვფიქრობ ანკა.
- ბელს რა ხდება თქვენს შორის? - საუკეთესო დრო შეარჩია კითხვის დასასმელად.
- არაფერი.
- ანუ?
- ანუ არაფერი ფიზიკურ დონეზე. - დავაკონკრეტე.
- და იმის იქეთ?
- წარმოდგენა არ მაქვს ანკა.
- გიყვარს?
- ის ათი წლით პატარაა ჩემზე და სრულიად სხვა სამყაროდან არის.
- ვიცი, მაგრამ . . .
- ანკა, ეგ "მაგრამ" მიშლის ზუსტად ნერვებს, ჩემს სხეულში და ტვინში, ერთდროულად მიმდინარეობს პროცესი სახელად, "ცუდად ვიყოთ ალექსის გარეშე" - საუბარი შევაწყვეტინე.
- მე მგონი მაგ პროცესს უფრო მოკლე სახელიც აქვს, უბრალოდ ამის აღიარების გეშინია.
- აღიარების კი არა გაცნობიერებისაც მეშინია. - ვაღიარე გულწრფელად.
- და რატომ?
- ანკა მე 34 წლის ვარ ის 23, სრულიად სხვა წრეში ბრუნავს და თითქმის მთელი მისი ცხოვრება უკანონობაა, არ ფიქრობ რომ შენი კითხვა სულელურად ჟღერს?
- ამ მიზეზთაგან, რომლის გამო შეგიძლია ალექსზე უარის თქმა?
- უკვე საკმაოდ დიდი ვარ სიყვარულობანასთვის, თანაც ასეთი არასტანდარტულისთვის. - ხელებში დავმალე სახე.
- და ახლა რას აპირებ ანაბელ?
- დღეს საღამოს კლუბში წასვლას და მაგრად დათრობას.
- დღევანდელი დღე არ მიგულისხმია მაგრამ კარგი, მშვენიერი იდეაა, მაშინ საღამომდე კარგად გამოიძინე და საღამოს ძველებურად გავერთოთ.
- ჰო სიამოვნებით, ტელეფონსაც ვთიშავ. - მობილური ამოვიღე, გამოვრთე და იქვე მაგიდაზე დავაგდე.
-კარგი, მეც გავთიშავ, ვნახოთ რა გამოგივა ბელს, მაგრამ არ ინერვიულებს? - გამომცდელად მიყურებდა.
- იმედი მაქვს კი. - კმაყოფილების ღიმილი გამეპარა.
- კარგი ცოტა დაისვენე, გამოიძინე მე სამსახურში გავალ, ცოტა საქმეები მაქვს და საღამოს გავაფრინოთ.
ანკა წავიდა, მე ჯერ კარგა ხანს ვიწრიალე, ბოლოს კი დივანზე, ტელევიზორის ყურებაში ჩამეძინა.
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, როცა ანკამ ფრთხილად შემაღვიძა.
- ბელს შვიდი საათია, არ წავიდეთ? - ჩემს თავთან დახრილი ჩურჩულებდა.
- ღმერთო, რამდენ ხანს მძინებია, რა თქმა უნდა წავიდეთ.
- ძალიან გამოღლილი ხარ დაო, ასე არ შეიძლება, მიდი ჩემი ტანსაცმლიდან რამე ამოარჩიე, დღეს კარგი საღამო გველის. - თავი დანანებით გადააქნია და ლოყაზე მაკოცა.
ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი.
ჩემს მანქანაში ჩავსხედით და ჩვენს საყვარელ ბარში შევედით.
- მე მეტს აღარ დავლევ, ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც ხომ უნდა აზროვნებდეს. - თქვა ანკამ ცოტა ხნის შემდეგ, რადგან შეამჩნია რომ მე გაჩერებას არ ვაპირებდი და ერთი-მეორის მიყოლებით ვცლიდი ვისკის ჭიქებს.
- კარგი აზრია, მე უკვე მაგრად მომეკიდა, თან ალექსს არ უყვარს როცა ნასვამი ვარ. - თავში შემოვირტყი ხელი, როგორც კი გავიაზრე რომ ისევ მასზე ვფიქრობდი.
-როგორც მახსოვს, ალექსის ფეხზე დაკიდებას აპირებდი. - ხმამაღლა გაეცინა ანკას.
- ჰო, მაგრამ რთულია. - დამნაშავე ბავშვივით დავხარე თავი.
- კარგად ხარ?
- აქ რომ იყოს, ბევრად უკეთ ვიქნებოდი.
- ჯანდაბა მეგობარო, ეს რა დღეში ხარ. - თავი გააქნია. - ახლა რას აპირებ?
- არ ვიცი.
- ალექსი ყველას მოგვწონს ბელს, მაგრამ თქვენს შორის, რაღაც განსაკუთრებული ხდება.
- ეს არ არის სწორი ანკა.
- ფეხებზე დაიკიდე სწორი და არასწორი, უბრალოდ კარგად მინდა იყო. - ხმას აუწია.
- ექვსი დღე დარჩა ბრძოლამდე. - მიუხედავად იმისა რომ თქმა არ მინდოდა თავი ვეღარ მოვთოკე.
- რა ბრძოლამდე?
- ალექსი არალეგალურ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას და ვიღაც ცხოველთან აპირებს ბრძოლას, შეიძლება რინგზე მოკლან ანკა. - ყელში მომდგარი ცრემლები სიმწრით გადავყლაპე.
- გადამრევს ეგ მართლა არანორმალური, უნდა გადააფიქრებინო ბელს.
- არ გამომდის.
- მის სიკვდილს დაუშვებ? - ხელზე მომიჭირა ხელი და თვალებში ჩამაჩერდა.
- არა ანკა, არა, ვერ დავუშვებ, მართალი ხარ, სახლში უნდა წავიდე ანკა. - ხელი გამოვაცალე და ფეხზე ავდექი.
გარეთ გამოვედით და ის ის იყო მანქანისკენ გავემართეთ, ჩვენკენ მომავალ ალექსს მოვკარი თვალი.
- მითხარი რომ ბოლომდე არ დამერხა და არ მელანდება. - ხელი მაგრად ჩავჭიდე მეგობარს.
ის გასაღებს ეძებდა ჩანთაში და სანამ თავი ასწია, ალექსი ჩვენთან გაჩნდა.
- ა ა ალექს? აქ რას აკეთებ? - დაბნეულობა შეეტყო ანკას
- თქვენ გელოდით. - უპასუხა მშვიდი ტონით.
- დიდი ხანია აქ ხარ?
- არა, დაახლოებით ორი საათია.
- შიგნით რატომ არ შემოდი?
- ხელი არ შეგიშალეთ. - მიუხედავად იმისა რომ ხმაზე არ ეტყობოდა, შემეძლო დამეფიცა, გაცეცხლებული იყო.
- ჩვენ უბრალოდ ვსვამდით.
- მე ეს არ ვიცოდი.
ანკა საუბარს წელავდა, რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო, ალექსი კი ჩემს იქ ყოფნას არც იმჩნევდა.
- ალექს! - დავიწყე დამნაშავე ბავშვივით
- მანქანაში ჩაჯექი ანაბელ. - მითხრა და ისევ ანკას მიუბრუნდა -
წამოდი შენც მიგიყვან სახლში.
- არა, მე დავრჩები, ჭკვიანად იყავით, ხვალ დაგირეკავ ბელს.
- ხვალამდე. - დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი.
ალექსი ცოტა ხანს კიდევ ელაპარა ანკას, შემდეგ გვერდით მომიჯდა და მანქანა უსიტყვოდ დაძრა.
- შეიძლება თავი მხარზე დაგადო? - დავარღვიე სიჩუმე
- ჰო.
- ჩემზე გაბრაზებული ხარ? - ვკითხე მას შემდეგ, რაც მისი მოცემული უფლება გამოვიყენე.
- არა.
- არ გინდა მეჩხუბო?
- არა.
- ასე ცივად ნუ მელაპარაკები.
- როგორ გელაპარაკო, მადლობა გადაგიხადო რომ სულელი ღლაპივით მოიქეცი? - კატასტროფილულად ჰქონდა დაჭიმული ყბები.
- ამ მანქანაში მხოლოდ ერთი ღლაპი ზის. - ვთქვი და გავიცინე
- ჰო, მეც ასე ვფიქრობ. - დამეთანხმა მშრალად...
- შენ ხო არ გავიწყდება რომ ოცდასამი წლის ხარ? - ვუთხარი რაც შემეძლო შახამიანად.
- არა ანაბელ, ჩვენს შორის მხოლოდ ერთს დაავიწყდა დღეს თავისი ასაკი და ეს მე ნამდვილად არ ვყოფილვარ. - ირონიულად იღიმოდა.
- ინერვიულე? - ვკითხე ჩუმად
- არა.
- იმიტომ, რომ ფეხებზე გკიდივარ?
- ჰო.
- ამას მართლა ამბობ? - თავი წამოვწიე.
- შენ როგორ ფიქრობ? - კითხვა დამიბრუნა.
- მე, საერთოდ არასდროს არ ვიცი, შენ რას ფიქრობ და ეს მაგიჟებს.
- მე კიდევ ის მაგიჟებს, თინეიჯერი ლაწირაკივით რომ იქცევი.
- კარგი, ახლა უკვე შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, ესე იგი გაბრაზდი?
მანქანა უხეშად გააჩერა და ჩემკენ მობრუნდა.
- გინდა გაიგო გავბრაზდი თუ არა? ჰო, გავბრაზდი, თანაც იმდენად რომ სიამოვნებით გამოვიყენებდი ყველა საბრძოლო ილეთს, რომელიც ვიცი შენს წინააღმდეგ, მაგრამ ეჭვი მაქვს მაინც ვერაფერს გაიგებს შენი სასმლით გაჟღენთილი ორგანიზმი, დღეს ოცჯერ მაინც დაგირეკე, მერე ორი საათი ბართან გელოდე, საიდანაც ასე გალეშილი გამოდი და ახლა კიდევ აქეთ იკბინები.
საუბარი დაასრულა და მანქანა ისევ დაძრა.
- უბრალოდ მინდოდა რომ გენერვიულა. - ისევ ჩამოვადე თავი მხარზე.
- გილოცავ.
- ალექს მომისმინე.
- ხვალ მოგისმენ, ახლა შენი ხმის გაგონება აღარ მინდა
მისი გაღიზიანება არ მინდოდა და გადავწყვიტე სურვილი შემესრულებინა.
მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია, არც ის მახსოვს სახლში როგორ მივედით, თუმცა დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე.
გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, ხალათი მოვიხურე და იმ ოთახში გავედი, სადაც ალექსი მეგულებოდა.
ეძინა, მაგრამ როგორც კი საწოლს მივუახლოვდი თვალი გაახილა.
- დილამშვიდობის, არ გეძინა?
- დილამშვიდობის, კი, მაგრამ ფხიზელი ძილი მაქვს, თუმცა მეეჭვება სიტყვა ფხიზელის მნიშვნელობა იცოდე. - ცინიკურად გაიღიმა.
- რამდენ ხანს აპირებ ასე საუბარს?
- უბრალოდ დაძინებას ვაპირებ, შეიძლება? - თქვა მშრალად.
- კი, შეიძლება. - ვუპასუხე და ფანჯარასთან სავარძელში ჩავჯექი.
- აქ ყოფნას აპირებ?
- ჰო.
- გაცივდები, ვერ ხედავ? ფანჯარა ღია მაქვს.
- ვხედავ და ვხვდები რომ ანკა მართალია, მხოლოდ არანორმალურს შეუძლია ასეთ სიცივეში ფანჯარა დატოვოს ღია.
- ანაბელ გაცივდები. - შემომიღრინა.
- შენ ხო ფეხებზე გკიდივარ?
- ჯანდაბა, ეს ვის გადავეყარე, მოდი აქ. - თქვა და საბანი გადასწია.
- შენს საწოლში?
- ტექნიკურად ის ჩემი არც არის, შენია და თან, ჩემიც რომ იყოს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა ჩემს საწოლში დაიძინებ.
დიდი თხოვნა არ დამჭირვებია, ძალიან მციოდა და საბანში შევძვერი.
- გაყინული ხარ, სულ პატარა ბავშვივით როგორ უნდა იქცეოდე? - ჯერ კიდევ მიღრენდა.
- შენ კიდევ ძალიან ცხელი ხარ. - ცხვირი გავუხახუნე.
- მგონი კლიმაქსი დამეწყო. - გაეცინა.
- შევრიგდით? - ვიკითხე მისი ღიმილით გულმოცემულმა
- ერთმანეთს ვემდუროდით? - ისევ კითხვით მიპასუხა.
- შენ ხომ გაბრაზდი.
- დიდი ხანია იმ ასაკიდან გამოვედი, გაბრაზებას რომ გაბუტვით გამოხატავენ.
ძალიან მშვიდად საუბრობდა, თუმცა როგორც ყოველთვის, ახლაც ჯოჯოხეთური ცეცხლი ენთო თვალებში, ვუყურებდი და მქონდა შეგრძნება, რომ უფსკრულში ვიხედებოდი.
ალექსს რაღაც წვავდა შიგნიდან და მე უძლური ვიყავი, რატომ არ მიყვებოდა რა სჭირდა ან როგორ უნდა გამეგო? უამრავი კითხვა მქონდა და არც ერთი პასუხი.
* * *
დრო იმდენად სწრაფად გარბოდა, გააზრებასაც ვერ ვასწრებდი.
აი კიდევ ერთი საშინელი დღე გათენდა.
საშინელი იმიტომ, რომ ყოველი გათენება ყელში მიჭერდა, ყოველი დილა უფრო აახლოვებდა ალექსის ბრძოლას, იმ საზიზღარ არსებასთან. მხოლოდ ოთხი დღე დარჩა, განგაშის ზარივით ჩამიკაკუნა თავში ფრაზამ და ციებ-ცხელებიანივით შემაკანკალა.
შხაპი მივიღე და ალექსის ოთახში გავედი ფანჯარასთან იდგა შორტისამარა სიგარეტს ეწეოდა და ფანჯრიდან იხედებოდა.
- დილამშვიდობის. - ზურგიდან ჩავეხუტე.
- დილამშვიდობის, კარგად ხარ? - მკითხა ჩემი მოულოდნელი ჟესტით გაკვირვებულმა და ჩემკენ შემობრუნდა.
- ნორმალურად, შენ? ნერვიულობ?
- არა. - მოკლედ მომიჭრა.
- აბა რატომ ეწევი?
- წარმოდგენა არ მაქვს, თუ გაწუხებს შემიძლია გადავაგდო.
- მომაწევინე. - ვთხოვე და მისივე თითებში მოქცეულ სიგარეტის ღერს ღრმა ნაფაზი დავარტყი.
- ნუ მოწევ.
- რატომ? - პირში დაგუბებული ბოლი გამოვუშვი და სახეში მივაჩერდი.
- ჯანმრთელობისთვის საზიანოა. - გაეცინა.
- იმ ბრძოლაზე უფრო საზიანო? - ვკითხე და ისე, რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია, სიგარეტს კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი.
- თავიდან ნუ დაიწყებ ანაბელ.
- მე ნუ დავიწყებ?
- ჰო, შენ ნუ დაიწყებ, გამუდმებით ეგ გიტრიალებს თავში.
- და სხვა რა უნდა მიტრიალებდეს? - ტრადიციისამებრ კამათით იწყებოდა ჩვენი დილა.
- მაგალითად ის, რომ სამსახურში აგვიანებ.
- გადაღებები დამთავრდა, ახალი კონტრაქტების გაფორმებას ჯერ არ ვგეგმავ. - მოკლედ ავუხსენი.
- რატომ? - ახალ ღერს მოუკიდა და ამჯერად თვითონ მომაწოდა.
- საინტერესო სცენარი არ ჩანს და იმიტომ.
- აბა რა უნდა გავაკეთოთ?
- მთელს ძალას, შენს გადარწმუნებას მოვახმარ. - ვთქვი მტკიცედ.
- ანაბელ მორჩი, ამ ბრძოლაზე უარის თქმა არ შემიძლია, გესმის? არ შემიძლია. - სასოწარკვეთილი ჩანდა ჩემი სიჯიუტით.
- იმიტომ, რომ გეშინია რამეს დაგიშავებენ? ის ხალხი გადაგეკიდება?
შეგიძლია დროებით აქედან წახვიდე, თუ მარტო არ გინდა, მეც შემიძლია შენთან ერთად წამოსვლა, სადმე სხვა ქვეყანაში, სახლს ვიყიდით და დროებით აქ არ გამოჩნდები. - ახლა, ამ წუთას, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
- ჰო, კარგი აზრია, იქ ბაღსა და ბოსტანს მოვაშენებთ, ბაჭიებივით გავმრავლდებით და ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვრებთ არა? - ცინიკურად ჩაიცინა.
- შენზე დაქორწინებას არ ვგეგმავ, ნუ გეშინია. - ტუჩები გავბუშტე.
- კონსტიტუცია გიკრძალავს თუ ბიბლია?
- თუ გაგაჩნია მორალი, თავად ხდები საკუთარი თავის კონსტიტუციაც და ბიბლიაც. - ისე ბრძნულად ჩამოვაყალიბე, საკუთარი თავის გამიკვირდა, ამ არეული ტვინით კიდევ ფილოსოფოსობას რომ "ვაწვებოდი".
- ანუ მორალი გიკრძალავს? - კიდევ ერთხელ გადაამოწმა და ნიკაპზე ჩამოისვა ხელი.
- არ მითქვამს რომ რამე მიკრძალავს და თემას ნუ მიცვლი ალექს, უბრალოდ მინდა რომ ცოტა ხნით გაერიდო ამ ყველაფერს.
- არსად წასვლას არ ვაპირებ ანაბელ, ეს არის ჩემი ცხოვრება. - ღრმად ამოიოხრა და მოწევა განაგრძო.
- რატომ არ გინდა რომ შეცვალო? - მუქ ყავისფერ ირისებს ვაკვირდებოდი, იმის იმედად რომ რამეს მაინც ამოვიკითხავდი შიგნით.
- იმიტომ, რომ მე ყოველთვის იდეალური ვიყავი ცხოვრებისთვის, რომლითაც ვცხოვრობ და სულაც არ ვაპირებ, ვინმესთან ერთად ბაღ-ბოსტანში მუშაობას და გამრავლებას.
- ჰო, ბაჭიებივით გამრავლება ნამდვილად არ გვაწყობს, მაგრამ ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. - ვიგრძენი ხელები სიმწრის ოფლმა როგორ დამიცვარა.
- და რა გადარდებს ყველაზე მეტად? - ინტერესი გაუკრთა თვალებში.
- შენი სიცოცხლე ალექს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, რამე რომ დაგემართოს.
- ნუ სულელობ, შენ არაფერ შუაში ხარ. - სასწრაფოდ უარყო და ისევ წვერზე მოისვა ხელი, ყოველთვის ასე იქცეოდა როცა რამეს უარყოფდა, ან რამეზე ნერვიულობდა, აი დაბნეულობისას კეფას იქექავდა, ან თმას აწვალებდა.
- უკვე ვარ. - ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- ნუ მანანებინებ, რომ შენთან საქმე დავიჭირე. - ზურგი მაქცია და ისევ ფანჯარას მიუბრუნდა.
- ახლა არ ნანობ? - მის რელიეფურ მხრებს ავაყოლე მზერა.
- არა, არ ვნანობ. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
- წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ, რაკი ვერაფრით ვახერხებ შენს გადარწმუნებას, ვარჯიშით სულს ამოგხდი, რომ ის ცხოველი მარტივად დაამარცხო. - მკლავში დავქაჩე და ასე ნახევრად შიშველი ჩავიყვანე, სპორტდარბაზად გადაკეთებულ, ჩემი სახლის სარდაფში, სადაც ვარჯიშს შევუდექით.
- ანკას დავურეკავ, ეგ და ნინი გამოვლენ და გაგვართობენ, სანამ შენ მაგ კრივის ტომარას ებრძვი. - ვუთხარი როცა უკვე ძალიან დაღლილი, იქვე მდგომ დივანზე დავეშვი.
ალექსი ტომრის ცემას განაგრძობდა, მე კი გოგონებს დავურეკე და ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული ანკა რომ მოვიდა.
-გამარჯობა ბელს, გამარჯობა არანორმალურო. - მოგვესალმა და ალექსის გადასაკოცნად გაიწია
- არ გირჩევ, სულ სველი ვარ. - უკან დამფრთხალივით გაიწია ალექსი.
- ეგ არაფერი, შენი კანის ცრემლებიც კი ძალიან მესექსუალურება. - სიცილით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და ჩაიხუტა.
რამდენიმე წუთს იდგნენ ასე, ბოლოს ანკა მოშორდა და ალექსმა ისე ამოისუნთქა, თითქოს დიდი ტვირთი მოიშორა.
- მე დაგტოვებთ. - ხმადაბლა თქვა და ტომარას მიუბრუნდა.
- ეს შენც შეამჩნიე? - ამჯერად მე მომიბრუნდა ანკა.
- რა?
- ალექსს როცა ეხუტები, სუნთქვას წყვეტს და იყინება.
- რა სისულელეა, ნინი სად არის? - თემა გადავიტანე.
- სისულელე კი არა, ეგრე აკეთებს, უკვე მეორედ ჩავეხუტე და ორივეჯერ ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდა, ნინიც აქვე იქნება ალბათ. - ტელეფონი ამოიღო და მასთან გადარეკა.
- სახლთან ვარ თითქმის. - კითხვის დასმაც არ გვაცადა ნინიმ
- რაღაც უნდა გთხოვო და შემისრულებ? - ჩურჩულზე გადავიდა ანკა.
- კი, აბა რას ვიზამ, მითხარი.
- რომ მოხვალ, ალექსს ჩაეხუტე და რეაქციას დააკვირდი კაი? - ტელეფონი პირთან კიდებ უფრო ახლოს მიიტანა და დაიჩურჩულა.
- რა ხდება? - ცუდად თუმცა მაინც მესმოდა ნინის ხმა.
- არაფერი, უბრალოდ მე და ანაბელს რაღაც გვაინტერესებს.
ნინის რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს, ტელეფონი გავთიშეთ და ეზოში მანქანის შემოსვლის ხმაც გაისმა. ცოტახანში კი ოთახში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შემოკაკუნდა ნინიკო.
- გამარჯობათ გოგონებო. - დაიძახა და პირდაპირ ალექსისკენ გაეშურა.
- როგორ ხარ? - აზრზე მოსვლაც არა აცადა ისე ჩაეხუტა.
- მე, მე კარგად, შენ? - უპასუხა როგორც კი ნინის თავიდან მოშორება შეძლო.
-მეც კარგად. - მშრალად გაეპასუხა და ამჯერად ჩვენთან ჩამოჯდა.
- ყოველთვის ასე შვრება? - თვალით ალექსისკენ გვანიშნა.
- როგორ? - ვიკითხე მე. - შენც შეამჩნიე ხო? - თვალები გაუბრწყინდა ანკას.
- როგორ და სანამ ჩახუტებული ხარ, არ სუნთქავს და წამებში იყინება. - ანკას კიდევ უფრო გაუბრწყინდა თვალები.
- ვაიმე, თქვენ პირი შეკარით? - გამეცინა.
- გინდა, ძიძამ და ლევანმაც მოსინჯონ და თუ მართალი აღმოვჩნდები, შენ და ალექსი დღეს ჩვენთან ერთად დალევთ.
- და თუ მე აღმოვჩნდები მართალი?
- ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ. - ხელი გამომიწოდა და გამეჭყანა.
მეც ხელი ჩამოვართვი, ზემოთ ავედი, ძიძას და ლევანს ვთხოვე ალექსს რამდენიმე წუთით ჩახუტებოდნენ და რეაქციას დაკვირვებოდნენ.
- კი მაგრამ, არ იტყვის ყველას ერთად რამ მოგანდომათ ჩემთან ჩახუტებაო? - შემეპასუხა ლევანი
- რამეს მოიფიქრებ, ჭკვიანი ბიჭი ხარ, თან თქვენ ხომ დამეგობრდით? - მხარზე ხელი მოვუთათუნე ძველი მეგობარივით.
-ჰო დავმეგობრდით, კარგი როგორც იტყვით. - თითქოს იძულებით დამეთანხმა და მეც ქვემოთ დავბრუნდი. ოთახში პირველი ძიძა შემოვიდა, ალექსს წინ დაუდა და საუბარი დაუწყო, ამ დროს ლევანიც შემოგვიერთდა.
- ეს ბრძოლა სახიფათოა არა? - საკმაოდ ხმამაღლა ესაუბრებოდა ალექსს ძიძა.
- არც ისე. - გაიცინა და სწრაფად უარყო.
- რამე რომ მოგივიდეს? - ძიძა გულწრფელად წუხდა და ეს ეტყობოდა კიდეც.
- საქართველო დედაენას არ დაკარგავს ამით.
- შენ ყველაფერი გამოგივა. - მშვიდად უთხრა ძიძამ და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოეხვია.
- რაკი ყველა ჩაგეხუტა, ბარემ მეც აქ ვარ. - ვითომ ხუმრობით თქვა ლევანმა და გულში ჩაიკრა.
ალექსმა ის ბევრად უფრო სწრაფად მოიშორა და საუბარი დაიწყო.
- მე რა რამე მჭირს და მიმალავთ? - გაოცებულმა შემოგვხედა ყველას.
- საიდან მოიტანე? - გავიკვირვე.
- აბა რა გამომშვიდობება მომიწყვეთ?
- გამომშვიდობება არა ის. - იმდენად ერთხმად გავიცინეთ, აშკარად შეგვეტყო ხელოვნურობა.
- შეიძლება ვარჯიში გავაგრძელო?
- ჰო. - ისევ ერთხმად დავიძახეთ და სწრაფად მოვშორდით ალექსს.
ლევანმა და ძიძამ, ზუსტად იგივე გაიმეორეს რაც ანკამ და ნინიმ.
- ბელს, მას არასდროს ჩახუტებიხარ? - ღიმილით მკითხა ანკამ, როგორც კი მარტო დავრჩით.
- კი. - თითქმის ყვეკა ჩახუტება გავიხსენე, იმდენად მძაფრად ვგრძნობდი ალექსის შეხებას, შეუძლებელი იყო მსგავსი რამ გამომპარვოდა.
- და არასოდეს შეგიმჩნევია რომ ასე ემართება? - დაკითხვას განაგრძობდა მეგობარი.
- არა!
- მაშინ კიდევ ერთხელ სცადე და ამჯერად კარგად დააკვირდი, დარწმუნდები რომ მართლები ვართ. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი საკუთარ სიმართლეში და ალექსს ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
- შეიძლება ჩაგეხუტო? - დამნაშავე ბავშვივით ამოვიღურღულე და თავი დავხარე.
- ანაბელ, არ ამიხსნი რა ხდება? - გაბრაზება შეერია ხმაში.
- თუ ჩამეხუტები აგიხსნი. - ხელები მისკენ გავიშვირე, ალექსმაც თავისი გრძელი დაკუნთული ხელები მომხვია და რამდენიმე წუთს ასე ვიდექით, თუმცა ისევ არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
- აბა ამიხსნი? - თქვა როგორც კი ხელი გამიშვა.
- აქ მოდით. - დავუძახე ანკას და ნინის.
-ისინი ამტკიცებენ, რომ სუნთქვას წყვეტ და იყინები, როგორც კი ვინმე ჩაგეხუტება. - ავუხსენი ალექსს
- მართალია. - მშრალად დამეთანხმა ის.
- ამას რატომ აკეთებ? - კმაყოფილი ჩაერია ანკა.
- უბრალოდ ვერ ვიტან ჩახუტებას და ეს, ჩემი ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია, კონკრეტულ ქმედებაზე. - უკმაყოფილოდ ლაპარაკობდა, ისე თითქოს ახლახანს დიდ საიდუმლოს ავხადეთ ფარდა.
- ანუ ეს თავისით ხდება? - კიდევ ერთხელ ჩავეძიე.
- ჰო, როცა ვინმე მეხუტება, სული მეხუთება და ვერ ვსუნთქავ, გაყინვითაც ალბათ ამიტომ ვიყინები.
- მაგრამ მე? - კითხვით სავსე მზერით შევხედე ალექსს.
- არ ვიცი რატომ, მაგრამ შენს ჩახუტებაზე ასეთი რეაქცია არ მაქვს. - ისევ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- ახლა გასაგებიაა. - მრავლისმეტყველად თქვა ანკამ და გაგვშორდა.
- რატომ არ გემართება ჩემთან იგივე? - ქვემოდან ავხედე ალექსს.
- წარმოდგენა არ მაქვს. - თავი დახარა.
- შენს გამო, სანაძლეო წავაგე და დღეს დალევა მოგვიწევს. - გავიცინე რომ უხერხულობა გამეფანტა.
- რა სანაძლეო?
სიცილით ავუხსენი რაც მოხდა.
- ახლა კი გასაგებია, რატომ ჩამეხუტეთ ყველა სათითაოდ. - გაეცინა თვითონაც.
ძიძას სასმელი ქვემოთ ჩამოვატანინე და დალევა დავიწყეთ.
- დღეს ალექსი უნდა დავათროთ. - საზეიმოდ გამოაცხადა ანკამ.
- მისი დათრობა კი გაგიჭირდებათ. - გამეცინა, რადგან გამახსენდა, რომ მთვრალი ალექსი არასდროს მინახავს.
- ჰოდა ლევანს დავიხმართ. - წამოიყვირა ნინიმ.
ლევანი ჩამოიყვანეს და დალევა განაგრძეს, ამჯერად ჩემს გარეშე, ვინმე მაინც უნდა ყოფილიყო ფხიზელი.
რამდენიმე საათში, ისე დათვრნენ ლევანიც და გოგონებიც, სტუმრების ოთახებამდე სიმწრით მივათრიეთ. როცა ყველა დაწოლილი დავიგულე და ძიძამაც დამაიმედა რომ ყურადღებას მიაქცევდა, ალექსთან დავბრუნდი.
- ძალიან მთვრალი ხარ? ვკითხე და წინ ჩამოვუჯექი.
-ძალიან ბელს, ძალიან. - თავის ქნევით დამიდასტურა და ჩემს მუხლებზე დადო თავი.
- აქამდე მთვრალი არასოდეს მინახიხარ. - თმაში შევუცურე ხელი.
- აქამდე მთვრალი არასოდეს ვყოფილვარ. - მუხლზე მაკოცა და თავი აწია.
- დაწვები? - ხმადაბლა ვკითხე და თვალებში მივაჩერდი.
- არა, გარეთ უნდა გავიდე. - არც თვითონ მაშორებდა თვალს.
- გარეთ სად?
- არ ვიცი, უბრალოდ გარეთ.
- გინდა ივანის კლუბში წავიდეთ? - გავიხსენე სწრაფად, მარტო ვერსად გავუშვებდი, ახლა ჩემი გვერდით ყოფნა სჭირდებოდა და, სიმართლე ითქვას მეც არანაკლებ მჭირდებოდა მისი.
- წამიყვან? - ისე გაუბრწყინდა თვალები, თითქოს რაღაცსაოცრებას დავპირდი.
- რა თქმა უნდა. - ვთქვი და ფეხზე ავდექი, ალექსს ხელი მივაშველე თუმცა არ დამანება, თავისით წამოდგა და ისე რომ ფეხი არ შეშლია, მანქანაში ჩაჯდა.
- რაც ერთმანეთს ვიცნობთ, პირველად ვზივარ მე საჭესთან და შენ გვერდით. - ვთქვი როგორც კი გვერდით მივუჯექი და მანქანა დავძარი.
კლუბთან გავაჩერე, ალექსმა მიხმარება ისევ არ დამანება, თუმცა სიმართლე ითქვას არც სჭირდებოდა.
შიგნით შევედით თუ არა, ივანი მოგვესალმა და ჩვენი კუთხის მაგიდასთან მიგვაცილა.
- რას დალევთ? - იკითხა.
- მე ყავას, ალექს შენ? - ამჯერად მას მივუბრუნდი.
- მე როგორც ყოველთვის. - ღიმილით დაამატა და ივანიც გაგვეცალა.
რამდენიმე წუთში მიმტანი მოვიდა, მოგვესალმა, ყავა და ერთი ბოთლი ჯონი უოლქერი მაგიდაზე დადგა და ისიც ივანის გზას გაუყვა.
- კარგად ხარ ალექს? - მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოიყურებოდა, მაინც მოუსვენრად ვგრძნობდი თავს.
-ასე კარგად ჯერ არც ვყოფილვარ. - სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
- მოწევა დაიწყე, ხვდები? - გამეღიმა.
- ჰო, შენი ბრალია. - ამომხედა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ჩემი?
- კი, შენი. - თავის ქნევით დამიდასტურა.
- რატომ? - ღიმილიანი სახით მივჩერებოდი, ასეთი თბილი და საღერღელ ახსნილი ალექსი აქამდე არასდროს მენახა.
-იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობ.
- ჩემზე ნერვიულობ? - გამიკვირდა.
- ჰო, შენზე და საერთოდ, რაც შენ გაგიცანი, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ჩემს ცხოვრებაში პირველად.
- მაგალითად? - მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ალექსის სიმთვრალით ვსარგებლობდი, მაგრამ ამ შანსს ვერ გავუშვებდი, მინდოდა მეტი მცოდნოდა მასზე, შემეძლო მთელი დღეები მესმინა, ოღონდ კი რამე დამეჭირა, რამე ისეთი რაც მის გადარწმუნებაში დამეხმარებოდა.
- მაგალითად, პირველად არ მეძინა მარტოს, პირველად დარჩა სხვა ადამიანი ჩემს ბინაში, პირველად შემაცვლევინეს აზრი, პირველად გავასეირნე ადამიანი ჩემს საყვარელ ადგილებში, პირველად ვარ ასეთი მთვრალი, პირველად შევეჩვიე ვიღაცას და პირველად ვინერვიულე სხვა ადამიანზე. - ჩამოთვლა დაასრულა და ისევ მე შემომხედა.
- დედა რომ გარდაიცვალა მაშინ არ ინერვიულე?
- მაშინ პატარა ვიყავი, უბრალოდ მეტკინა.
- მამა რომ გარდაიცვალა მაშინ?
- მაშინ უბრალოდ შურისძიება მინდოდა.
- მერე, იძიე შური?
- ჯერ ვერა, მაგრამ აუცილებლად ვაზღვევინებ.
- ანუ შურისძიებას ახლა აპირებ? - ვგრძნობდი რომ რაღაც ხელჩასაჭიდისკენ მივდიოდი.
- ჰო, მე ბევრი ვიშრომე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი ამ დონემდე, ახლა ბოლო ნაბიჯიღა დამრჩა და მამაჩემის მკვლელი პასუხს აგებს, თუმცა აღარ გვინდა ამაზე საუბარი, ხასიათს ნუ გავიფუჭებთ. - თვითონვე გაწყვიტა საუბარი და სანამ პასუხის დაბრუნებას მოვასწრებდი იქვე მდგომ ივანს მიუბრუნდა.
- ივან, სასმელზე არ დაგვეწვევი? - მიუხედავად იმისა რომ ახლოს იდგა, მაინც ხმამაღლა დაუძახა, ივანიც მდუმარედ მოგვიახლოვდა, ჩამოჯდა და ჩემთვის განკუთვნილ ჭიქაში დაისხა სასმელი.
- ასეთი ნასვამი, არასდროს მინახიხარ ალექს. - ღიმილით უთხრა და ჭიქა გამოცალა.
- მეგობრების ბრალია. - არც ალექსი ჩამორჩა და მანაც ბოლომდე ჩაცალა თავისი ჭიქა.
- მეგობრებიც გაგიჩნდა?
- ჩემი არა, ანაბელის მეგობრების.
- გასაგებია, მიხარია რომ კარგად ხარ ძმაო, მაგრამ ბრძოლაზე რას აპირებ, აზრი ხომ არ შეიცვალე? - კიდევ ერთი ჭიქა შეივსო.
- მასთან ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, საპირფარეშოში გავალ და სანამ არ დავბრუნდები აქ იყავი, მარტო არ დამიტოვო. - მოკლედ მოუჭრა თვალებით ჩემკენ ანიშნა და მაგიდასთან, ივანთან ერთად დამტოვა.
- რას აპირებს ბრძოლაზე? - ამჯერად მე მკითხა, როგორც კი ალექსი მოშორებით დაიგულა.
- ვერ გადავაფიქრებინე. - სევდიანად ამოვიოხრე.
- ის ალექსს მოკლავს, როგორმე უნდა შეაჩერო. - უემოციოდ წარმოთქვა.
- მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. -
- მე მაქვს ერთი იდეა , ხელი გამომიწოდე. - ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა.
ხელი გავუწოდე მან კი რამდენიმე თეთრი აბი ჩამიდო ჩამიდო შიგნით.
- ეს რა არის? - ხმადაბლა ვკითხე
- ნარკოტიკია, თუ მას ჯიბეში გიპოვნიან დაგიჭერენ, ასე რომ კარგად შეინახე.
ამასობაში ალექსიც დაბრუნდა, მე სასწრაფოდ ჯიბეში ჩავიყარე აბები, ივანიც დაგვემშვიდობა და მაგიდას გაეცალა.
- წავიდეთ? - სიტყვის მასალად ვკითხე ალექსს, რადგან ჩემი გონება მთლიანად იმ აბებით იყო მოცული, რომელიც ახლახან ჩავიყარე ჯიბეში.
- როგორც იტყვი. - კიდევ ერთხელ დაისხა და ჭიქა გამოცალა.
- კარგი, წავიდეთ უკვე. - წამოვდექი და ხელი შევაშველე.
ალექსს უკვე ფეხი ერეოდა, ამიტომ ხელი გადამხვია და გარეთ ერთად გამოვედით.
მანქანა უჩუმრად დავძარი, ჯერ კიდევ ივანის ნათქვამზე ვფიქრობდი.
- თუ მე მოვკვდები, არ მინდა რომ გული გეტკინოს. - სიჩუმე დაარღვია ალექსმა.
- შენ არ მოკვდები და კიდევ, ეს გაფრთხილება, მეტისმეტად დაგვიანებულია. - კბილებში გამოვცერი.
იმდენად დავიძაბე, მთვრალმა ალექსმაც კი მარტივად შეამჩნია და ხმა აღარ გაუცია.
სახლში მივედით ალექსი თავის ოთახში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე.
- გინდა დავრჩე? - არც კი ვიცი როგორ, მაგრამ შევთავაზე.
- არა. - სწრაფად უარყო და გახდას შეუდგა.
- რატომ? - გამეღიმა.
- იმიტომ, რომ ნასვამი ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რას მოვიმოქმედებ.
- გეშინია რომ შეცდომას დავუშვებთ? - მაისურის გახდაში მივეხმარე.
- მეშინია, რომ შეცდომა უკვე დავუშვით.
- ეს გადარდებს ალექს?
- მხოლოდ შენს გამო.
- მაშინ მოკეტე და მიიწიე. - ალექსის გვერდით მოვკალათდი და გულზე ჩამოვადე თავი.
ძალიან მალე ჩაეძინა, მე კი რა თქმა უნდა თვალიც ვერ მოვხუჭე.
დილის ხუთი საათი იქნებოდა, ქვემოთ ჩავედი, რომ ყავა დამელია და იქ უკვე დამხვდა ანკა.
- დილამშვიდობის, რამ გაგაღვიძა ასე ადრე? - გამიკვირდა მისი დანახვა.
- დილამშვიდობის ბელს, თავი მტკიოდა და ყავის დასალევად ჩამოვედი, შენ რამ გაგაღვიძა?
- არ მიძინია. - ამოვიოხრე, ყავა დავისხი და მეგობარს მივუჯექი.
- რატომ, რომელიმე ცუდად გახდა?
- არა ანკა, ახლა რაღაცას მოგიყვები და ყურადღებით მისმინე. - ვთქვი და პასუხს არც დავლოდებივარ ისე სხაპა-სხუპით მოვუყევი ყველაფერი, რაც მისი დაძინების შემდეგ მოხდა.
- ანუ მან საკაიფო ტაბლეტები მოგცა? - პირის დახურვას ვერ ახერხებდა.
- ჰო.
- კი მაგრამ რა უნდა? რომ ალექსს ბრძოლის დღეს მიაღებინო და გონება დააკარგინო, თუ უნდა რომ ტაბლეტებზე შეაჯინო? რა დამპალი ყოფილა, არა და როგორ კარგად გვექცეოდა იმ დღეს, ვინ გონიხარ ბელს? - ხმადაბლა ბურდღუნებდა.
- რა ბრძოლის დღეს მივაღებინო, ან ტაბლეტებზე შევაჯინო, შენ კიდე მთვრალი ხო არ ხარ? - გამაბრაზა ანკას მიუხვედრელობამ.
- აბა რა უნდა, რატომ მოგცა ეს აბები?
- უნდა რომ ალექსს ჯიბეში ჩავუდო, მერე კი პოლიცია დავაყენო თავზე.
- რაა? - ემოციები ვეღარ მოთოკა...
- ნუ ღრიალებ გოგო, ძინავთ. - პირზე ხელი ავაფარე.
- უნდა რომ ალექსი დაიჭირონ?
- რომ არ დაიჭირონ, რინგზე მოკვდება.
- ანაბელ შეგიძულებს, ამას არასდროს არ გაპატიებს ხვდები?
- ანკა, მე უბრალოდ მინდა რომ სიკვდილს გადავარჩინო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
- რამდენია სასჯელი ამ აბებზე?
- ბევრი, მაგრამ ფულით ნებისმიერ სასჯელს მინიმალურამდე დააგდებ, ეგეც რომ არა, ის მაინც მეცოდინება რომ ცოცხალია. - თანდათან მიჯდებოდა ჭკუაში ივანის მოწოდებული იდეა.
- ანუ ამ ტაბლეტების ჩადებას მისთვის, სერიოზულად აპირებ? - თვალები გაუფართოვდა და პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ თვითონ განაგრძო საუბარი.
- ანაბელ, თუ ამას მართლა გააკეთებ დიდი სისულელე იქნება, ალექსი არასოდეს გაპატიებს, მას სამუდამოდ დაკარგავ, ამიტომ კარგად დაფიქრდი გაიგე?
- უკეთესი იდეა გაქვს მის გადასარჩენად? - ამჯერად მე დავუნრუნე კითხვა.
- უბრალოდ კარგად დაფიქრდი ბელს, კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე.
ყავა ისე დავლიეთ, ხმის ამოღება ვერცერთმა ვეღარ გავბედეთ.
ანკა სტუმრების ოთახში აბრუნდა, მეც კიდევ ერთი ყავა დავასხი და ალექსს წავუღე.
მას ჯერ კიდევ ეძინა, გვერდით ფრთხილად მივუწექი და ცხვირი მის კისერში ჩავრგე.
სასიამოვნო არომატი ჰქონდა, ალექსის კანისა და სუნამოს სურნელი ერთმანეთს შერეოდა, ხელი ყელიდან მუცლისაკენ ჩამოვაყოლე, ასე კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნობოდა, რამდენად ნავარჯიშები იყო მისი სხეული.
- ის ძლიერია, ძალიან ძლიერი, მაგრამ იმ ცხოველს მაინც ვერ მოერევა. - გამიელვა თავში.
მაისური აეწია და რამდენიმე იარა გამოუჩნდა, ნეტავ საიდან აქვს? რა გამოიარე ალექს? რატომ არასოდეს საუბრობ წარსულზე? მაისური გავუსწორე თავი გულთან მივუტანე და მის გულისცემას დავუგდე ყური.
- შესაძლოა სამ დღეში შეწყდეს, რა უსამართლობაა, სამ დღეში შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, ამას არ დაუშვებ ანაბელ, შენ ამას არ დაუშვებ. - ვუთხარი ჩემს თავს და ღრმად ამოვისუნთქე, როგორ მსიამოვნებდა ალექსის სუნთქვით დარღვეული სიჩუმე...
ნეტავ რა ხდებოდა ჩემს თავს?
თუმცა ვის ვატყუებდი, მშვენივრად ვიცოდი რაც ხდებოდა.

. . .

თვალებს ახელს და მზერას ჩემს ხელს აყოლებს, თითებს თმებში მიცურებს და ეთამაშება.
- მეშინია. - ვეუბნები ისე რომ არც ვესალმები.
- ჩემი? - მპასუხობს მშვიდად
- უშენობის. - ყელში მომდგარ, ბოღმით გაჯერებულ ცრემლებს ვყლაპავ და სხეული მეწვის.
დუმს და ღრმად სუნთქავს, ამით ვხვდები რომ ნერვიულობს.
- მაპატიე. - ამბობს და თითქოს ყველა ემოციას ატანს, ამ ერთ სიტყვას.
- რა გაპატიო? რომელი ერთი?
- გამოჩენა მაპატიე და თუ წავალ ეგეც.
- ხვდები რომ ვერ დაამარცხებ არა?
- არ ვიცი ანაბელ.
-რატომ რისკავ საკუთარ სიცოცხლეს?
- მჭირდება ანაბელ, გეფიცები ეს ბრძოლა მჭირდება.
- მე შენ მჭირდები. - ვამბობ და მძულს ჩემი გულწრფელობა.
- ნუ მეუბნები ამას. - ცდილობს შემაწყვეტინოს.
- რომ არ გითხრა, სიტყვები დამახრჩობენ. - ვგრძნობ როგორ მერევა ცრემლები და ხმაში ბზარი მიჩნდება.
ის ისევ ღრმად სუნთქავს და ჩემს თმებში, თითებს ათამაშებს.
- მიყვარხარ. - ვამბობ და ისტერიკული ტირილი მივარდება, საკუთარი უსუსურობის შეგრძნებისას.
- არ ვიცი ეს როგორ დავუშვი ალექს, მე არასდროს, არავის დაკარგვის არ შემშინებია და ახლა, ამ ასაკში, პატარა გოგოსავით ავცანცარდი, გულს მირევს ჩემი თავი, გულს მირევს ყველაფერი რაც ჩემს გონებაში ხდება, გულს მირევს ეს გრძნობაც და ვიცი რომ ამორალურად ვიქცევი, ყველა პრინციპს რწმენას და ტრადიციას ვღალატობ, მძულს ყველა და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მაგრამ შენი დათმობა არ შემიძლია, ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებ, ასე უბრალოდ სიკვდილის უფლებას ვერ მოგცემ.
ისევ დუმს და ეს დუმილი იმდენად იწელება, რომ მგონია არასოდეს დასრულდება.
- შენ ყველაზე კარგი რამე ხარ ჩემს ცხოვრებაში. - მპასუხობს და საკუთარ ტუჩს კბენს.
თავს მხოლოდ ახლა ვიღებ მისი გულიდან და ნაცნობ მზერას ვაწყდები.
- ძალიან მჭირდები. - ვეუბნები და ვკოცნი, პირველად ხდება რომ თავს არ მარიდებს, ფრთხილად ვიწევი მისკენ, ამჯერად მე ვაცურებ მის თმაში ხელს.
- თმას რატომ არ იჭრი? - პაუზას ვიღებ და თვალებში ვუყურებ.
- კიკინები უნდა გავიკეთო. - გაღიმებას ცდილობს.
- არ მინდა რომ შეიცვალო. - ისევ მის ტუჩებს ვეძებ.
- არ გვინდა, ახლა არა. - კოცნის მაგივრად გულში მიხუტებს.
- რა იქნება ახლა? - ვკითხულობ, მისი სურნელით გაბრუებული.
- ჯერ კიდევ შეიძლება, ბაჭიებივით გამრავლებასა და ბედნიერად ცხოვრებაზე დაფიქრება.
- რა მოხდებოდა ჩვენი ურთიერთობა რომ ჩვეულებრივი იყოს? - ღრმად ვსუნთქვას, მინდა რაც შეიძლება მეტი ჰაერის მოლეკურა დავიჭირო და ალექსის სურნელით ამოვივსო ფილტვები.
- არ შედგებოდა. - მშრალად მპასუხობს
- რატომ?
- შენ ხომ უცნაური რაღაცები მოგწონს?
- მაგალითად შენ. - ვეუბნები და ამჯერად მე ვიღიმი.
- სიგარეტი არ გინდა? - კითხულობს დამნაშავე ბავშვივით.
- გაქვს?
ჯიბიდან კოლოფს იღებს და მაწოდებს, ამჯერად მე ვუკიდებ და ჩემი ხელიდან ვეწევით ორივე.
- რა მოხდება ასე სამუდამოდ რომ გაგრძელდეს?
- სიგარეტი დაგვიმთავრდება. - გაღიმებას ცდილობს.
- როგორ მოახერხე ეს? - ვეკითხები და საშინლად სევდიან, თაფლისფერ თვალებში ვიძირები.
- რა? - სიგარეტს ღრმა ნაფაზს ურტყამს.
- ის, რომ ოცდაშვიდი დღე გავიდა ჩვენი შეხვედრიდან და მე შენს გარეშე არ შემიძლია.
- გამთენიისას მეტისმეტად მგრძნობიარე ყოფილხართ, ქალბატონო "ალექსის ანაბელ". - ბოლო სიტყვებზე განგებ ურტყამს მახვილს და ეშმაკურად იღიმის.
სიგარეტიანი ხელი, ისევ მისკენ მიმაქვს, სიგარტს პირში იტოვებს, ხელს კი თავის ხელს ადებს.
მისი თითები ჩემსაზე ბევრად გრძელია. მე წითელი მანიკური მისვია ხელზე, ლამაზი სამაჯური და ორი ბეჭედი მიკეთია, მას მხოლოდ სვირინგები და იარები აქვს.
- ჩვენი ხელებითაც კი მარტივად მიხვდება ადამიანი, რომ სხვა და სხვა სამყაროს ვეკუთვნით. - ამბობს და სიგარეტს აქრობს.
- მეც მინდა სვირინგი. - მოულოდნელად მახსენდება ბავშვობის სურვილი.
- მართლა? - აღფრთოვანებას, პატარა ბავშვივით გამოხატავს.
- ჰო. - მისი სიხარულით გულმოცემული, კიდევ უფრო თამამად ვუდასტურებ.
- წაგიყვან და გაგიკეთებ. - საწოლიდან დგება და კარადაში, ტანსაცმლის ძებნას იწყებს.
- შენ რამდენი სვირინგი გაქვს? - მოწევას მარტო ვაგრძელებ.
- არ ვიცი, არასდროს დამითვლია.
- მაჩვენებ?
- ჰო, წყალს გადავივლებ და გამოვალ. - აბაზანაში შედის.
დილანდელი ამბებით გაბრუებულს, გონზე მოსვლა მჭირდება, საწოლზე ვჯდები და ფეხებს ცივ იატაკს ვახებ.
რამდენიმე წუთში, მოკლე შორტსა და მაისურში ჩაცმული, ბრუნდება თმა სველი და გაჩეჩილი აქვს.
მოდის და ჩემს ფეხებთან, მუხლებზე დგება.
- ქვემოდან დავიწყოთ თუ ზემოდან? - კითხულობს და მზერას მაპარებს.
- რას გულისხმობ? - წინადადების გაშიფვრას ვერ ვასწრებ.
- სვირინგების ჩვენება, ქვემოდან დავიწყო თუ ზემოდან? - იცინის.
- აჰჰ, ქვემოდან. - ვამბობ ისე, რომ არც ვფიქრდები.
ფეხს ზემოთ სწევს და ცერა თითის ბალიშზე გაღიმებულ სმაილს მიჩვენებს. - დედა რომ გარდაიცვალა მაშინ გამიკეთა მამამ. - ამბობს და სანამ რამის თქმას მოვასწრებ, კოჭზე დახატულ ობობას მაჩვენებს. - ბავშვობაში ყველაზე ხშირად მათ ვეთამაშებოდი, შეიძლება ითქვას ბავშვობის მეგობრები არიან. -
ახლა მეორე ფეხს მიჩვენებს. -
აქ ჩინური იეროგლიფია, სიკვდილს ნიშნავს. - მიხსნის.
შემდეგ მიყოლებით მიჩვენებს, მუხლის თავებზე დახატულ ქსელებს, ბორკილებს და კიდევ რამდენიმე უცნაურ იეროგლიფს.
- ახლა წელს ზემოთ. - ამბობს და მაისურს იხდის.
ზურგზე დახატულ უზარმაზარ დრაკონს ვხედავ, რომელიც ზურგს თითქმის მთლიანად ფარავს. - ეს რისთვის? - ვკითხე, რადგან თვითონ არ ამიხსნა. უბრალოდ იარების დასამალად.
- ეს გველი უკვე იცი. - ამჯერად მუცელთან მიჩვენებს გველს, რომელიც გულამდე ადის, შემდეგ ხელს მიშვერს და პატარა სიტყვას ვხედავ, "შურისძიება". - ეს ერთადერთი ქართული სიტყვაა, ჩემს სხეულზე. - მიხსნის და მეორე ხელს მიშვერს. - ესეც ნახე უკვე, ხელების შედარებისას. - საჩვენებელ თითზე დახატულ, ლომის თავზე მანიშნებს.
- და ეს? - კისერზე მიხატულ სვირინგს ვეხები და პირველად ვახერხებ მის ამოკითხვას.
"And breathe me" (შემისუნთქე), წერია უბრალო ინგლისური შრიფტით.
- ეს ჩემთვის ყოფილა. - ვამბობ, სანამ პასუხს დამიბრუნებს და კიდევ ერთხელ ვრგავ ცხვირს მის კისერში.
ისიც ორივე ხელით მეხვევა და მიხარია, რომ ის საშინელი რეაქცია, ჩემთან ჩახუტებისას არ აქვს.
- შეგიძლია დღეს ღია ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა? - ვეუბნები და მისი ყელიდან ცხვირი ამომაქვს.
- ხომ იცი რომ არასოდეს ვიცვამ.
- მოიცა მე მოგიტან, ამას წინათ გიყიდე რაღაც. - ჩემს ოთახში გავდივარ და ღია ფერის დახეული ჯინსით და თეთრი, მოკლე სახელოიანი მაისურით ვბრუნდები.
- გინდა დახეული ჯინსი ჩავიცვა? - უცნობი, სახიფათო ობიექტივით ათვალიერებს.
- ჰო, თუ თეთრ კედებსაც ჩაიცმევ უფრო გამახარებ. - ფეხსაცმელზე ვანიშნებ და მხრებზე ხელებს ვაწყობ.
- ოღონდ ფეხსაცმელი არა. - ტრიალდება.
შარვალს და მაისურს ყელზე ვხვევ და გაისინჯე_მეთქი თვალებით ვახვედრებ.
უსიტყვოდ იხდის შორტს, ჩემს მიცემულ შარვალსა და მაისურს იცმევს და სარკესთან მიდის.
მოჯადოებულივით უყურებს საკუთარ ანარეკლს.
- როგორია? - ვეკითხები და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
- უცხო. - მპასუხობს და თვალებში სევდა უდგება.
- თუ ცუდ ხასიათზე უნდა დადგე, შეგიძლია გაიხადო. - მასა და მის ანარეკლს შორის ვდგები და შარვლის საქამრეზე ფრთხილად ვქაჩავ.
- არაუშავს მივეჩვევი. - თმაზე ხელს ფრთხილად მატარებს, მეც ცალ ხელს საქამრეს ვაშორებ და თმას კიდევ უფრო ვუჩეჩავ.
ამჯერად თავის გარდა, ჩემი სურნელიც აქვს, მაისურს მივაშხურე და იმიტომ ალბათ.
კარში ანკა შემოდის და თავს აშკარად უხერხულად გრძნობს.
- შემოდი. - ეუბნება ალექსი და ჩემგან განსხვავებით, არ იბნევა.
- არა, ქვემოთ ვიქნები, ყავაზე დასაძახებლად ამოვედი. - ამბობს და კარს იხურავს.
- რა იფიქრა? - ეცინება ალექსს და ფეხზე იცმევს.
რამდენიმე წუთში ქვემოთ ჩავდივართ.
- ალექს, როგორ გიხდება. - ამბობს ნინი და აღფრთოვანებას ვერ მალავს.
ახლოს მოდის და ყურადღებით ათვალიერებს.
- მართლა ძალიან გიხდება, შენი საშინელი რეაქცია რომ არა, ჩაგეხუტებოდი. - უდარდელად იკრიჭება ანკაც.
- ყავას მოვიტან. - ამბობს ალექსი და სამზარეულოში გადის.
- რა მოიფიქრე იმაზე? - ამჯერად მე მეკითხება ანკა.
ტუჩებზე ხელს ვიდებ და ვანიშნებ, რომ ჩუმად იყოს, ისიც მაშინვე ჩუმდება.
ალექსს ყავა შემოაქვს და ჩუმად ვსვამთ, თითქოს დუმილის დარღვევის, ყველას გვეშინია.
- დღეს გასვლას ვაპირებ, ახალ ფილმზეა საუბარი და სცენარს უნდა გადავხედო, ასე რომ დროებით დაგტოვებთ. - ვამბობ და ფეხზე ვდგები,
ალექსიც ჩემს მოძრაობას იმეორებს.
- შენ დარჩი, ივარჯიშე. - ზედაც არ ვუყურებ.
- მარტო წახვალ?
- ჰო და მალე დავბრუნდები. - ალექსი აშკარად გაკვირვებული, ჩვენი დიალოგით, სავარძელში ეშვება.
მე უახლოეს განყოფილებაში მივდივარ, ჩემი მეგობარი პოლიციის უფროსის სანახავად.
- გამარჯობა. - ვესალმები და დემეტრეს წინ ვდგები.
-ასე მარტივად, როგორ შემოგიშვეს? - იღიმის, მესალმება და სკამს მიწევს რომ დავჯდე.
- მიცნეს შენმა ბიჭებმა, კარგად მოწყობილხარ დემე.
- ჩემს ცხოვრებას, მხოლოდ შენ აკლიხარ იდეალურობამდე. - მიღიმის და თავს ხრის.
- ახლა თავიდან ნუ დაიწყებ, შენთან რაღაცის სათხოვნელად მოვედი. - თემას სასწრაფოდ ვცვლი.
- შენი თხოვნა, ჩემთვის ბრძანებაა, მითხარი რა გინდა.
დემესთან, დაახლოებით ნახევარ საათს ვჩერდები და სახლში ვბრუნდები.
- ყველაფერი კარგადაა, რა გჭირს? - მეკითხება ალექსი და ჩემი ოთახისკენ მომყვება.
- ცოტა ხნით მარტო დამტოვე. - ვგრძნობ, რამდენად უხეშად ჟღერს, ჩემი პასუხი და ალექსი ოთახიდან გადის.
ბოლთას ვცემ, ჯერ ჩემს ოთახში, შემდეგ ალექსის ოთახში გავდივარ და მისი ქურთუკის ჯიბეში, ივანის მოცემულ აბებს ვყრი.
ქვემოთ ჩავდივარ და ალექსს თვალებში ვერ ვუყურებ.
- რა გჭირს? - მეკითხება და ჩემკენ მოდის.
უხმოდ ვეხუტები და ტირილი მივარდება.
ის უსიტყვოდ ეთამაშება ჩემ თმას და მძიმედ სუნთქავს, ეს ნიშნავს, რომ ღელავს.
- ალექს რას არ მაპატიებ არასდროს? - ვეკითხები ცრემლიანი თვალებით.
- არის რამე, რაც უნდა ვიცოდე? - კითხვას მიბრუნებს და დაჟინებული მზერით მაკვირდება, მწვავს ეს მზერა.
- არა. - სწრაფად უარვყოფ.
- ანაბელ რამეზე უნდა ვინერვიულო?
- არა, არც კი ვიცი დღეს რა მჭირს. - თავის მართლებას ვცდილობ.
- გინდა სადმე წავიდეთ?
- გოგონები წავიდნენ? - ამჯერად მე ვპასუხობ კითხვაზე, კითხვით.
- კი.
- მაშინ ლისის ტბაზე წავიდეთ.
- ქურთუკს ავიღებ. - ამბობს და ოთახში მარტო ვრჩები.
სწრაფად ბრუნდება, მანქანაში ვსხდებით და სანაპიროსკენ მივდივართ.
- გააჩერე. - ვეუბნები, როგორც კი ნაცნობ მარკეტს ვუახლოვდებით.
ის უსიტყვოდ მემორჩილება.
ამჯერად მე შევდივარ მარკეტში და სანამ ჯეკ დენიელსის ბოთლით, უკან გამოვალ, ალექსი მანქანაში მელოდება.
მანქანას მოშორებით ვაჩერებთ და ფეხით მივდივართ იმ ადგილთან, სადაც პირველად ვიყავი.
ამჯერად პირველი მე ვჯდები ქვიშაზე და ისიც გვერდით მიჯდება.
ბოთლს ვხსნი და რამდენიმე ყლუპს შეუსვენებლად ვსვამ, ალექსი დუმს და სიგარეტს უკიდებს.
- გინდა? - მშვიდად მეკითხება.
- მხოლოდ შენი ხელით. - ვპასუხობ და ფეხებს შორის ვუჯდები.
ზურგით მკერდზე ვეყრდნობი და სიგარეტს რამდენიმე ღრმა ნაფაზს ვურტყამ.
- არაფრის თქმა არ გინდა? - ვეუბნები, რომ საზიზღარი სიჩუმე დავარღვიო.
- მგონი ამ კითხვას მე უნდა ვსვამდე.
- ყველაფერი კარგად იქნება არა? - ვეკითხები და გული ყელში მიცემს.
ის დუმს.
ამჯერად დუმილი მსიამოვნებს და არ მინდა დავარღვიო.
თუმცა ტელეფონის ზარი არღვევს მყუდროებას, ალექსს ურეკავენ.
ის შარვლის ჯიბიდან ტელეფონს იღებს და პასუხობს.
ფეხზე დგება და მოშორებით მიდის, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ბრუნდება.
- ვინ იყო? - ქვემოდან ვუყურებ.
- ივანი.
- რა უნდოდა?
- უნდა წავიდე. - მშვიდია, როგორც ყოველთვის.
- აქ მტოვებ?
- ასე მიცნობ? ადექი, სახლში მიგიყვან და მერე წავალ.
- მეც რომ წამიყვანო? - თვალს არ ვაშორებ.
- არა, სახლში მიგიყვან და მერე წავალ.
- მაშინ აქ ვრჩები. - ვამბობ ჯიუტად.
- ხომ იცი, რომ აქ მარტო არ დაგტოვებ?
- კი და ამიტომ, შენთან ერთად წამიყვან. - ფეხზე ვდგები, შარვალიდან ქვიშას ვიცლი და მანქანაში ვსხდებით.
მალე ივანის ბართან ვჩერდებით და შიგნით შევდივართ.
- გამარჯობა. - გვესალმება ივანი და ხელით მაგიდისკენ გვითითებს, სადაც ორი უცნაური ტიპი ზის.
- ჩემს დაბრუნებამდე აქ იყოს. - ეუბნება ალექსი და ჩემკენ ანიშნებს.
- შენთან ერთად მოვდივარ. - ვამბობ ისეთი მტკიცე ტონით, რომ ალექსი ხვდება, კამათს აზრი არ აქვს.
ხელს მკიდებს და სხვა ცარიელ მაგიდასთან ვსხდებით.
- აქ იყავი. - ამბობს და ახლოს მსხდომ, იმ ორ ტიპს უჯდება.
ვბრაზობ, მაგრამ ვცდილობ მოვთოკო და მთელი გულისყურით ვცდილობ, მოვისმინო რაზე საუბრობენ.
ალექსი ორს პირისპირ უზის და სახეზე, დამცინავი ღიმილი დასთამაშებს,
რამდენიმე წუთით მშვიდად ლაპარაკობენ, ბოლოს ერთი შედარებით უფროსი ასაკის კაცი, ბრაზდება და მაგიდაზე ხელს ურტყამს.
- ინანებ, მასთან არანაირი შანსი არ გაქვს, უბრალოდ არ მინდა ოდნავ მაინც გავრისკო, თორემ შენც იცი რომ შანსი არ გაქვს. - ყვირის.
- მე კი არაფერი მაქვს გასარისკი, ანგარიშის გათანაბრების დროა. - ოდნავ მაღალი ტონით უბრუნებს პასუხს ალექსი და ისე რომ დამცინავი ღიმილი, სახიდან არ შორდება, ფეხზე დგება, ჩემთან მოდის, ხელს მკიდებს და გარეთ გავდივართ.
- ეს რას ნიშნავს? - საკუთარი სასოწარკვეთილი ხმა, ყურს მჭრის მანქანაში ჩაჯდომისას.
- ყველაფერს აგიხსნი. - ამბობს და მანქანის ძრავს ამუშავებს..
- რა ხდება ალექს, ვინ იყო ეს კაცი, რა უნდა შენგან?
-მამაჩემის მკვლელი. - მპასუხობს ისე, თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერი იყოს.
- რაა?
- მან რინგზე მამაჩემი მოკლა, შეეძლო მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, მაგრამ საკონტროლო დარტყმამ თავში, ყველაფერი დაასრულა.
- და ახლა რა უნდა შენგან?
- უნდა რომ ფინალზე უარი ვთქვა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ის მურათ ხაჯიბეგოვია, კარმენის მამა.
- იმ ახმახის მამა, ვისაც უნდა ებრძოლო? - კოდევ ერთხელ ვამოწმებ, მიღებულ ინფორმაციას.
- ჰო, ანგარიშის გათანაბრების დროა, ის ისევე დაკარგავს საყვარელ ადამიანს, როგორც მე.
- ალექს ეს ხომ ბრძოლა იყო, ნებისმიერი შეიძლება მოკვდეს, შურისძიება რა საჭიროა, მამაშენმა ხომ იცოდა რაზეც მიდიოდა.
- არ გესმის ანაბელ, მე რინგთან ახლოს ვიდექი და ვთხოვდი, რომ ძირს დაგდებული მამაჩემისთვის, ბოლო დარტყმა არ მიეყენებინა, ის უკვე გამარჯვებული იყო და ეს დარტყმა არაფერს წყვეტდა, უბრალოდ ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა და საკუთარი თვალით მაყურებინა, მამაჩემმა ტვინი როგორ დაასხა რინგზე, მაშინ დავპირდი რომ სამაგიეროს გადავუხდიდი. - ბრაზმა გადაურბინა სახეზე.
ხმას ვერ ვიღებდი, ენა ჩამივარდა, აი თურმე რატომ იყო ალექსისთვის, ეს ბრძოლა ასე მნიშვნელოვანი.
- არასდროს მაპატიებს, რომ ვერ იჩხუბოს, მას ეს სჭირდება, ის აბები ჯიბიდან ისევ უნდა ამოვუღო. - გამიელვა თავში და პოლიციის სირენაც გაისმა.
* * *
ალექსმა მანქანა გადააყენა, პოლიციამ გაგვჩხრიკა და ალექსის ჯიბიდან, ჩემი ჩადებული ნატკოტიკი ამოიღო.
ალექსი აბებს უყურებს, თუმცა რეაქცია არ აქვს.
- განყოფილებაში მოგიწევთ წამოსვლა. - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი და ალექსს ხელს კიდებს.
ის ჯერ ერთ პოლიციელს უგრეხს ხელებს, შემდეგ მეორეს და თითო-თითოჯერ ურტყამს, ორივე გონწასული ეცემა ასფალტზე, შემდეგ მე მკიდებს ხელს და სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებ, უკვე მანქანაში ვზივართ.
- ეს რა ჯანდაბა იყო? - ვეკითხები და თვალებზე ხელს ვიფარებ.
- გეფიცები, აბები ჩემი არ იყო.
- აბებზე არ გეუბნები, პოლიციელები, ისინი მოკალი? - ვხვდები თანდათან როგორ ვუწევ ხმას. - ალექს რა იყო ეს?
- ილ გოპ პილ სა, ანუ ერთი დარტყმით გათიშვა, არავინ მომიკლავს, რამდენიმე წუთში მოვლენ გონზე. - ამბობს უდარდელად.
- შენ ნორმალური ხარ? ხვდები რამხელა პრობლემა შეგექმნება პოლიციასთან? - უკვე ვყვირი
- დამშვიდდი კარგი? ახლა სახლში მიგიყვან და ყველაფერი კარგად იქნება, მათ ჩემი დაჭერის უფლებას ვერ მივცემდი, ამ აბების გამო, იცი რამდენი ხნით ჩამაყუდებდნენ? მე კიდევ სამი დღე დამრჩა ბრძოლამდე. - სწრაფად მიხსნის და მანქანას ეზოში აჩერებს.
- ახლა ყურადღებით მისმინე ანაბელ, მე მანქანას წავიყვან, შენ კი პოლიციაში დარეკავ და მოუყვები რაც მოხდა.
ეტყვი რომ წარმოდგენა არ გქონდა აბებზე, მერე მოუყვები როგორ დავარტყი პოლიციელს, მანქანაში რომ ძალით ჩაგსვი და სახლთან დაგტოვე, შენი მანქანა კი წავიყვანე, პრობლემები არ შეგექმნება, მაქსიმუმ რამდენჯერმე დაგიბარონ პოლიციაში და ჩვენება ჩამოგართვან გესმის? - ელვის სისწრაფით მიხსნის და გააზრებასაც რომ ვერ ვახერხებ წესიერად, არ იმჩნევს.
- და შენ?
- მე იმ ნაბი*ვარ მურათს ვიპოვი და ფეხებით დავკიდებ, ეს აბები მაგის ჩადებულია, ასე ბინძურად უნდოდა თავიდან მოვეშორებინე. - წამით რისხვა უკრთია თვალებში, შემდეგ ისევ მე მომმართავს. - ანაბელ, ხომ გჯერა, რომ აბები ჩემი არ არის? - მეკითხება და თვალებში მიყურებს.
- ჰო. - ვპასუხობ და მთლიანად ვკანკალებ.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ახლა კი წადი, ის იდიოტები მალე მოვლენ გონს და მანქანის ძებნას დაიწყებენ.
- არ დაიწყებენ, ახლა დავრეკავ და არ დაიწყებენ. - ნერვიულად ვამბობ.
- მგონი ემოციური შოკი გაქვს, კარგი წამოდი სახლში შეგიყვან და მერე წავალ. - მეუბნება და მანქანიდან გადადის, კარს მიღებს ხელს მკიდებს და სახლისკენ მივყავარ, ჩემს ოთახთან ვჩერდებით.
- ახლა კი უნდა წავიდე, თავს გაუფრთხილდი და არაფერზე ინერვიულო. - შუბლზე მკოცნის.
- ალექს, აბები ჩემია, ის მურათს არ ჩაუდია. - ვეუბნები, როგორც კი ზურგს მაქცევს.
- ამას იმიტომ მეუბნები, რომ არ გინდა მასთან წასვლით თავი საფრთხეში ჩავიგდო ხო? - წამიერად ჩერდება.
- დარჩი გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი. - საცოდავად ჟღერს ჩემი ხმა.
- პოლიცია მალე აქ იქნება ანაბელ.
- არ იქნება. - ვპასუხობ და ტელეფონზე ვრეკავ.
- ვინ არის ის ავადმყოფი ანაბელ, რაში გაყავი თავი? სად ხარ მითხარი, მოვდივარ. - ხმამაღლა მიყვირის დემე ყურმილს იქედან.
- ყველაფერი კარგადაა დემე. - ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ნამტირალები ვარ.
- რა არის კარგად? ორი საუკეთესო პოლიციელი კინაღამ მომიკლა, იმ ავადმყოფმა.
- უბრალოდ დაივიწყე და მაპატიე კარგი? ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა.
- ანაბელ, ამის გამო შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შემქმნოდა ხვდები?
- ჰო ვხვდები და გპირდები, რომ აღარ განმეორდება.
- აბები? - ცდილობს დამშვიდდეს.
- საკუთარი ხელით გადავყრი, ბიჭები ხომ კარგად არიან?
- რა კარგად, ერთი ახლა მოვიდა გონს და მაშინვე მე დამირეკა, მეორე ჯერ კიდევ არაა აზრზე ნორმალურად მოსული. - ისევ იღრინება.
-კარგად იქნებიან და მაპატიე, რომ შარში კინაღამ გაგხვიე. - ხმადაბლა ვამბობ.
- მასთან ფრთხილად იყავი კარგი? - მაფრთხილებს.
- ყველაფერი კარგადაა. - საუბარს აღარ ვაცდი ისე ვთიშავ ტელეფონს და მაშინვე, ალექსისა და ძიძას გაოცებულ სახეებს ვაწყდები.
- ძიძა, ყველაფერი კარგადაა, შეგიძლია წახვიდე. - ვეუბნები და ისიც უსიტყვოდ მემორჩილება.
- ეს რას ნიშნავს? - მეკითხება ალექსი და ჩემს ოთახში შესვლას მასწრებს.
- აბები ჩემი იყო. - უკან მივყვები.
- ანაბელ, რატომ მეუბნები ამას?
- ალექს, მართლა ჩემი იყო, ის შენს ჯიბეში მე ჩავყარე, მერე კი ჩემს მეგობარ პოლიციელს, ვთხოვე დაჭერის სცენა გაეთამაშებინა, ის არ გააფორმებდა შენს ნარკოტიკს და რამდენიმე კვირაში გარეთ გამოგიყვანდი, ამით კი ბრძოლას გადარჩებოდი. - ვაყრი ტირილ-ტირილით.
- შენ გოგო ნორმალური ხარ? - თვალებში ცეცხლი ენთება და ვხვდები რამდენად გაბრაზებულია.
- ალექს, გეფიცები არ ვიცოდი, რატომ იყო ის ბრძოლა, შენთვის ასე მნიშვნელოვანი. - ცრემლები მცვივა.
- მოგკლავ, ღმერთს გეფიცები საკუთარი ხელით მოგკლავ. - ყვირის და ჩემკენ გაცოფებული მოდის, იმდენად შეშლილი თვალები აქვს ვხვდები, მართლა შეუძლია ამის გაკეთება, ნელ-ნელა უკან ვიხევ და კარადას ვეჯახები. ის ჩემს წინ დგას და მუშტს მთელი ძალით იქნევს, ჩემს მაგივრად კარადის სარკეს ურტყამს და ხელიდან სისხლი სდის.
- ალექს, რას აკეთებ? ღმერთო, მომეცი შეგიხვიო. - მისკენ მივდივარ, მაგრამ ხელს მკრავს.
- არ შემეხო, არ მომეკარო, ახლოს არ მოხვიდე, თორე არ გაცოცხლებ.
- ალექს გთხოვ. - ვემუდარები.
- რას მთხოვ გოგო, რას მთხოვ, ეს, ეს როგორ, ამას როგორ მიკეთებდი, ამას როგორ აკეთებდი, ამის დედაც? - ბოლო ხმაზე ყვირის და ირგვლივ, ყველაფერს ლეწავს.
- გთხოვ, გემუდარები, მომეცი უფლება ხელი შეგიხვიო. - არაფერი არ მადარდებს იმის გარდა, რომ ხელიდან სისხლი სდის.
ოთახში ლევანი შემოდის და ალექსის შეშლილი სახე და დალეწილი ნივთები აშკარად აშფოთებს.
- ყველაფერი რიგზეა დაგვტოვე. - ვეუბნები, თუმცა არ მემორჩილება.
- ახლა მარტო ვერ დაგტოვებთ, თუ გინდათ სამსახურიდან დამითხოვეთ, მაგრამ მარტო ვერ დაგტოვებთ. - ჩემკენ მოდის ლევანიც.
- და აქ რომ ხარ, რას გააკეთებ რო? შენი აზრით მისი მოკვლა თუ მომინდება, შენ შემაჩერებ? - ალექსიც ჩემკენ მოდის, მაგრამ ლევანი შუაში გვიდგება.
- ალექს, უკან დაიწიე გთხოვ. - მუშტებ შეკრული დგას ლევანი და ცდილობს ჩხუბი თავიდან აიცილოს.
- მიდი და გამაჩერე. - ყვირის და ლევანს ხელს კრავს.
- გაიწიე. - ვთხოვ პირად მცველს.
-ვის ახლა ვერ აზროვნებს და შეიძლება რამე დაგიშავოთ. - მშრალად მპასუხობს და ადგილიდან ფეხს არ იცვლის.
- წადი შენი, მისი მოკვლა თუ მომინდება, შენ ვერ გამაჩერებ. - ირონიულად იცინის ალექსი.
- ასე ფიქრობ? მაშინ მოდი და გავარკვიოთ, ვის რა შეუძლია. - საჩხუბრად ემზადება ლევანი.
- არა გთხოვთ, ღმერთო არა, ალექს, ლევან. - ვყვირი და შუაში ამჯერად მე ვდგები.
ალექსი ისევ ხელს მკრავს და ამაზე გაბრაზებული ლევანი, მუშტს პირველი იქნევს დასარტყმელად.
ალექსი იცილებს, თუმცა ლევანი ზედიზედ რამდენჯერმე კიდევ იქნევს ხელს.
ალექსს არცერთი არ ხვდება, ლევანი ძალიან ბრაზდება და გამეტებით იწყებს მუშტების ქნევას, თუმცა დარტყმის მიყენებას ვერაფრით ახერხებს. ალექსი მის დარტყმებსაც ისევე მშვიდად იგერიებს, როგორც ჩემი და ძიძას კივილს აიგნორებს, ბოლოს ჰაერში ხტება და ისე სწრაფად ურტყამს ფეხს, რომ მოძრაობის დაფიქსირებას ვერ ვასწრებ, შემდეგ კი ლევანიც ისევე ეცემა იატაკზე, როგორც ორი პოლიციელი რამდენიმე წუთის წინ.
- ღმერთო, რას აკეთებ, ეს რა ჯანდაბაა. - ვყვირი თუმცა მხოლოდ ხავილინამომდის ყელიდან.
- ტიმიო სამ ჯუნგ ჩაგი, ანუ ფეხის სამმაგი დარტყმა. - მექანიკურად, რობოტივით მპასუხობს ალექსი, შემდეგ კი თითქოს გონზე მოდის.
- სასწრაფოში, სწრაფად სასწრაფოში დარეკეთ, შეიძლება მოკვდეს. - ხმამაღლა ყვირის და ლევანთან იმუხლება.
ძიძა სასწრაფოს იძახებს და ლევანი რეანომობილით საავადმყოფოში მიჰყავთ.
ალექსი ფეხზე დგება და ოთახიდან გადის, უკან მივყვები, მიუხედავად იმისა რომ არ ტირის, თვალები ჩვეულებრივზე წყლიანი აქვს.
- გთხოვ, მომეცი უფლება ხელი შეგიხვიო. - ვეუბნები და მის წინ მუხლებზე ვდგები, ცოტა ხანს მიყურებს და შემდეგ თვითონაც მუხლებზე ეცემა.
-კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან. - ვეუბნები და აწყლიანებულ თვალებზე ვანიშნებ. ახლოს იწევა და თმაზე, ხელს ფრთხილად მისვამს.
_ დღეს გადამირჩი, მაგრამ თუ კიდევ
გადამეღობები გზაზე, არ გაცოცხლებ. - კბილებს აღრჭიალებს, ფეხზე დგება და სახლიდან მიდის.
მისი მოტოციკლის ხმა ისმის და ვხვდები, ეზოდან როგორ გადის, მე კი ძიძა მიახლოვდება.
- მე საავადმყოფოში წავალ, ლევანის ოჯახის წევრებს უკვე დავურეკე და მიდიან, შენ ხომ კარგად ხარ ჩემო გოგო? - მეკითხება და ცდილობს ფეხზე წამომაყენოს.
- ჩემი ბრალია ძიძა, ყველაფერი ჩემი ბრალია. - არაადამიანური ხმით ვხავი და ვგრძნობ, ნერვული შეტევა როგორ მეწყება.
რამდენიმე წუთი ვერაფრით ვმშვიდდები, იატაკზე დაჩოქილი ისტერიკულად ვტირი და საკუთარ დაბადებას ვწყევლი, შემდეგ ანკა მახსენდება, მახსენდება, რომ მას შეუძლია ალექსის დამშვიდება.
- ტელეფონი მომიტანე ვამბობ. - სლუკუნით და ძიძა, ბრძანებას მაშინვე ასრულებს.
- ანკა ამ წუთში მოდი ჩემთან. - ჩავყვირი, როგორც კი ტელეფონს ხსნის.
- ნამტირალევი ხარ, რა ხმა გაქვს? - აღელვება მაშინვე ეტყობა.
- ამ წუთში_მეთქი, ძალიან მჭირდები.
- მოვდივარ, ათ წუთში მანდ ვარ.
ანკა მალე მოდის, მე ჭიშკართან ვხვდები და ალექსის სახლისკენ მიმავალ გზაზე, ყველაფერს ვუყვები.
- ხომ გაგაფრთხილე ანაბელ, ხომ გაგაფრთხილე. - მეუბნება და თავს აქნევს.
- მიდი შენც მეჩხუბე. - ჯერ კიდევ ვსლუკუნებ.
- როგორ გეჩხუბო, ისედაც ადამიანის სახე გაქვს დაკარგული. - ჩუმად ამბობს და ალექსის კორპუსთან აჩერებს მანქანას.
მის ფანჯარაში შუქი ანთია და იმედი ნაპერწკალი მიღვივდება.
-ვმადლობა ღმერთს, რომ შეხვალ კარი ღია დატოვე და ხელი მაშინვე შეუხვიე, მე ჯერ არ დავენახები. - ვაფრთხილებ ანკას, სანამ კიბეზე ავდივართ.
კარზე დაკაკუნებას ვაპირებთ, თუმცა ღიაა, ამიტომ წინ ანკა შედის, მე კი უკან ვჩერდები და ყურს ვუგდებ.
- როგორ ხარ? - ისმის ანკას ხმა.
- კარგად. - პასუხობს სავარაუდოდ ალექსი, თუმცა მის ხმას არ ჰგავს.
- ღმერთო რას გავხარ ალექს, სულ სისხლიანი ხარ, ბინტი სად გაქვს, ხელი უნდა შეგიხვიო. - ანკა კარადაში იწყებს ძებნას, გული ვეღარ მითმენს და შევდივარ, თვალებით ვანიშნებ სად დევს სამედიცინო იარაღები და ჩემკენ ზურგით მჯდომ ალექსს ვხედავ.
- რა გააკეთე? - ეუბნება ანკა და მის ხელს ფრთხილად ეხება.
- მე რა გავაკეთე? თუ იმან რა გააკეთა? -
ალექსი სიგარეტს ეწევა.
- მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ შენი გადარჩენა უნდოდა ალექს.
- ვინ თხოვა? - შემიძლია დავიფიცო, ზუსტად ვიცი როგორი გამომეტყველებითაც ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი.
- ალექს მორჩი რაა, შენ ვერ ხვდები? მისთვის მნიშვნელოვანი ხარ, ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო და მერე უცებ უცხადებ, რომ შეიძლება მოგკლან, რა რეაქციას ელოდი მისგან? - მშვიდად ლაპარაკობს ანკა.
- მან თავიდანვე იცოდა ამის შესახებ
- მაგრამ თავიდან ასეთი მნიშვნელოვანი არ იყავი ალექს.
- შენ ანაბელს ამართლებ, აქ მან გამოგიშვა არა? - გაბრაზება ეტყობა მის ხმას.
- ჯერ ერთი არავის ვამართლებ, მერე მეორე მან მითხრა რაც მოხდა, მაგრამ მე არავის ჭკუაზე არ დავდივარ და მესამე, შენ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ხარ და არჩევანის წინაშე რომ ვმდგარიყავი, მეც ისევე მოვიქცეოდი როგორც ანაბელი მოიქცა.
ალექსი დუმს.
- შენთვის არაფერს ნიშნავს ის? - ისევ ანკა განაგრძობს საუბარს.
თუმცა პასუხი კვლავ არ ისმის.
- რას გააკეთებდი მის ადგილზე, შენ რომ ყოფილიყავი და ანაბელს სიკვდილი ემუქრებოდეს? - არაფრის დიდებით არ ეშვება.
- მე არ ვეცდებოდი მის შეცვლას. - მშვიდად პასუხობს და ეს უკვე გავს ალექსის ხმას.
- მას შენი შეცვლა კი არა, გადარჩენა უნდა.
- გვიანია, უკვე მეტისმეტად ვარ ჩაფლული.
- არ გტკივა? - ეკითხება და ხელის გადახვევას იწყებს.
- არა.
- ალექს, ანაბელს დაახლოებით შენი ასაკის ძმა უნდა ჰყავდეს, თორმეტი წლის იყო, თავისი ერთი წლის ძმასთან ერთად დატოვეს სახლში, ოთახში ცეცხლი გაჩნდა, სწრაფად მოედო ყველაფერს, ანაბელს შიშისგან ბავშვი დაავიწყდა და გარეთ გამოიქცა, მხოლოდ ეზოში გამოსულს გაახსენდა, რომ პატარა იქ დარჩა, მაგრამ დაბრუნება შეეშინდა და ბავშვი სახლში დაიწვა. - ნერწყვი სიმწრით გადავაგორე ყელში, წლები იყო ამ ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი მაგრამ, არცერთი წამით არ მიგრძვნია თავი მშვიდად, თითქოს მთლიანად გამეხსნა ჭრილობა, ფეხებში ძალა გამომეცალა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო, ახლა ალექსს ვჭირდებოდი, ის მაინც უნდა გადამერჩინა.
- რას აპირებ ალექს, რას უპირებ ანაბელს. - ისევ ანკამ განაგრძო საუბარი, რადგან ალექსი ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, თავჩაქინდრული იჯდა და ხმამაღლა ხვნეშოდა.
- აღარ მგონია ჩემი ნახვა მოუნდეს და ორივესთვის ასე აჯობებს. - ხმადაბლა ამოილუღლუღა.
- და თუ მომინდება? - ფრთხილად მივუახლოვდი და მხარზე შევეხე.
- შეიძლებოდა მომეკალი. - მპასუხობს ისე, რომ ზედაც არ მიყურებს.
- დიდ მადლს მოისხამდი. - ისევ ცრემლები მცვივა.
- მე კინაღამ მოგკალით, ჯერ შენ, შემდეგ ლევანი.
- გპატიობ. - მის ფეხებთან ვიმუხლები და თვალებში ვუყურებ.
- რატომ?
- იმიტომ, რატომაც შენ გთხოვ მაპატიო ის სისულელე, რომელიც ჩავიდინე.
- ლევანი კარგადაა? - თემას მიცვლის.
- არ ვიცი, ძიძას დავურეკავ. - ვეუბნები და ტელეფონზე ვრეკავ.
- ძიძა ლევანი როგორ არის? - ვეკითხები როგორც კი ტელეფონს ხსნის.
- ტვინის შერყევა აქვს, თუმცა საშიში არაფერია, კარგად იქნება, ალექსი? - კითხვას მიბრუნებს..
- კარგადა არის, კარგი მოგვიანებით დაგირეკავ. - მოკლედ ვპასუხობ და ვუთიშავ.
- კარგადაა? - დამნაშავე ბავშვივით მიყურებს ალექსი.
- ტვინის შერყევა აქვს. - საშინლად მინდება იმ ბავშვურ თვალებში ვაკოცო.
-როგორ მარტივად გამომძვრალა ეგ ნაბი*ვარი, დარტყმის სიძლიერეზე მეტი უნდა ვივარჯიშო. - იღიმის.
- მე დაგტოვებთ, ოღონდ დამპირდით, რომ ერთმანეთს არ დახოცავთ. -გაიღიმა ანკამ.
- ესეც წაიყვანე სახლში. - მასზე გადაიტანა მზერა ალექსმა.
- შენთან სალაპარაკო მაქვს. - ვპასუხობ და ანკა ოთახიდან მანამ გადის, სანამ კიდევ მოვასწრებთ ხმის ამოღებას.
- შენს ცხოვრებას დაუბრუნდი ანაბელ. - ფეხზე დგება ალექსი და ოთახში ბოლთისცემას იწყებს.
- რომელ ცხოვრებას, შენ რომ თავდაყირა დამიყენე, იმას? - მის წინ ვდგები და ვაიძულებ გაჩერდეს.
- ბარი-ბარში ვართ, შენც ზუსტად იგივე გაუკეთე ჩემსას.
- მაგ ხელით როგორ აპირებ ბრძოლას? - ისევ შევცვალე თემა და მზერა მის დაჭრილ ხელზე გადავიტანე.
- თავიდან არ დაიწყო და ჭკუიდან არ ამწიო ახლა. - კბილებში გამოცრა.
- დამშვიდდი, არაფერს ვიწყებ, მინდა იცოდე რომ შენს გვერდით ვიქნები.
- ჩემს გვერდით?
- ჰო ალექს, დღევანდელი დღე უკვე დაღამდა, თუმცა წინ კიდევ ორი დღე გაქვს, კარგად მოემზადები და აუცილებლად გაიმარჯვებ, მამაშენის და ჩემს გამო. - მკერდზე მივეკარი.
- როცა ამ ბრძოლას მოიგებ, შემდეგ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი გაიგე? არავითარი ბრძოლები და არავითარი რბოლები. - ვბურტყუნებდი და მაისურს ცრემლებით ვუსველებდი.
- ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი ჩაივლის, ახლა წამოდი ლევანი ვნახოთ. - ოდნავ გამწია და თვალებში შემომაჩერდა.
. . . .
ალექსის მოტოციკლზე ვსხდებით და საავადმყოფოში მივდივართ.
- მადლობა ღმერთს, ყველა კარგად ხართ. - წინ მოდის და ორივეს გვეხვევა ძიძა.
ლევანის პალატაში შევდივართ
- როგორ ხარ? - ეკითხება ალექსი და ეშმაკურად უღიმის.
- რამდენიმე კოპი და ტვინის შერყევა მაქვს, შენგან მეტს ველოდი, მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ ხარ. - დასცინის ლევანი.
- გამშველებელს მეტი ხვდებაო არ გაგიგია?
- გამიგია, მაგრამ ამისთვის პასუხს გაგებინებ იცოდე. - მოზრდილ კოპზე ანიშნებს, რომელიც გადახვეულ თავზეც მარტივად ემჩნევა.
- კარგი კარგი დაისვენე და რომ გამოჯანმრთელდები, ერთხელ კიდევ მოგდებ. - ემშვიდობება და პალატიდან გადის ალექსი, მე რამდენიმე წუთით კიდევ ვრჩები.
- აბა წავიდეთ სახლში, ლევანს რამდენიმე დღეში გამოწერენ. - ამბობს ძიძა, როგორც კი მეც გარეთ გამოსულებს მხედავს.
ორივე ვეთანხმებით, მე და ალექსი მოტოციკლით ვბრუნდებით, ძიძა ტაქსით.
- აქ დარჩი კარგი? ეს თხოვნა მაინც შემისრულე. - ვეუბნები, როგორც კი ვაცნობიერებ, რომ წასვლას აპირებს.
უსიტყვოდ შედის თავის ოთახში და ძალაგამოცლილი ეშვება საწოლზე.
- უკვე გვიანია, კარგად გამოიძინე, დილით ვარჯიშს უნდა შეუდგე. - ვეუბნები შუბლზე ვკოცნი და მარტო დარჩენის საშუალებას ვაძლევ.
გარეთ გამოსულს მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს გონებაში "ორი დღე", მხოლოდ ორი დღე დარჩა მოსამზადებლად.
. . .
დილით ადრე შევდივარ მის ოთახში, თუმცა ალექსს არ სძინავს.
- დილამშვიდობის. - ვამბობ და საწოლზე ვჯდები.
- დილამშვიდობის.
- ხელი როგორ გაქვს? - ფრთხილად ვეხები.
- პატარა ნაკაწრებია, მალე გაივლის. - უდარდელად იჩეჩავს მხრებს.
- შენ თავს გეფიცები, შენ თუ სიტყვა "ნაკაწრის" მნიშვნელობა იცოდე. - მეცინება და მოგვიანებით ვაცნობიერებ რომ ალექსი დავიფიცე.
- ტყუილზე ნუ მიფიცებ, ისედაც ერთი დაბანა ვარ დარჩენილი. - იღიმის და ლოყაზე მკოცნის.
- ადექი, ბინტი გამოვიცვალოთ, სისხლიანია.
უსიტყვოდ დგება, აბაზანაში შედის და დაახლოებით ათ წუთში ჩაცმული ბრუნდება.
- შენით მოიხსენი? ვეკითხები და ხელს ვათვალიერებ, რომელზეც ბინტი აღარ ჩანს.
- ყველაფერი კარგადაა.
- ამ ხელით ჩხუბს როგორ აპირებ? - კარგად ვათვალიერებ, მთლიანად დაჭრილ მტევანს.
- ფეხები უფრო მჭირდება, ხელით მაინც ვერაფერს გავაგებინებ იმას. - იცინის.
- წამოდი, დღეს და ხვალ, მთელი დატვირთვით ივარჯიშებ და ამას პირადად გავაკონტროლებ. - თვალებს ვუბრიალებ.
- როგორც თქვენ ბრძანებთ. - მპასუხობს და ოთახიდან გავდივართ.
თითქმის მთელი დღე ვარჯიშობს, საღამოს კი ნინი და ანკა მოდიან. გოგონებს ვესალმები და დასასვენებლად დივანზე ვჯდები.
- ალექს არ შემოგვიერთდები? - ეჭყანება ანკა.
- არა, მას დასვენების დრო არ აქვს. - ვპასუხობ მის მაგივრად და "მეტიც არ მინდა ხმა ამოიღო" მზერით ალექსს ვაჩერდები. ისიც ვარჯიშს განაგრძობს.
- რას ფიქრობ ბელს? - მეკითხება ანკა და სერიოზულ სახეს იღებს.
- ძალიან მეშინია.
- მას შემდეგ რაც ლევანს ერთი დარტყმით ტვინის შერყევა დამართა, კიდევ ფიქრობ, რომ არავითარი შანსი არ აქვს? - წარბს სწევს გაოცების ნიშნად.
- მე მჯერა მისი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ, შენ არ გინახავს ვის უნდა ეჩხუბოს. - ოფლით დაცვარულ შუბლს ხელით ვიწმენდ.
- მანახე რაა. - ამბობს ანკა და ჩემკენ ჩოჩდება.
- გუგლში კარმენ ხაჯიბეგოვის სახელის და გვარის აკრებისთანავე, ისევ იმ უზარმაზარი არსების სურათს ვაწყდები და ანკას ტანში აჟრიალებს.
- რაა, ეს ადამიანია, რა ჯანდაბაა, ამას როგორ უნდა მოერიოს, უროს თუ დაარტყამს თავში, თორე ამას რა გათიშავს, შენ ნორმალური ხარ? - უყვირის ალექსს, მასთან მიდის და ხელს კრავს.
- გაჩერდი. - მშვიდად პასუხობს.
- მე გავჩერდე, თავს რატომ იკლავ შე მართლა არანორმალურო? - გულზე ხელებს ურტყამს და ფეხებს აბაკუნებს.
- ახლა შენ ნუღარ დაიწყებ რაა. - ხელებს უჭერს ალექსი და იძულებულს ხდის გაჩერდეს.
- ამის უფლებას როგორ აძლევ ანაბელ? - ამჯერად მე მიყვირის და ცდილობს ალექსს ხელი გააშვებინოს.
- მე მოვიგებ გესმის? აუცილებლად მოვიგებ. - თვალს არ აცილებს ანკას და ისიც ნებდება, რადგან ხვდება, რომ ხელს ვერ გააშვებინებს.
- ავადმყოფები ხართ, არანორმალურები, არც კი ვიცი ასე ზუსტად, როგორ იპოვეთ ერთმანეთი, ორივე აფრენთ გაიგეთ? ორივე აფრენთ. - რიგ-რიგობით გვიყურებს საყვედურის მზერით.
ალექსი ხელს უშვებს, ანკა კიდევ ერთხელ ურტყამს გულზე.
- ნეტავ შენზე ძლიერი ვიყო, ერთს ისეთს დაგლეწავდი, ცხოვრებაში რინგი აღარ გეხსენებინა. - საყვედურის კილოთი აყრის და ფეხების ბაკუნით უკან ბრუნდება.
- დღეს არ იქნება ბრძოლა? - ამჯერად მე ვეკითხები ალექსს.
- კი ათზეა როგორც ვიცი.
- წავიდეთ, ვუყუროთ.
- რატომ? - გაკვირვება ეტყობა სახეზე.
- მინდა მზად ვიყო ხვალინდელი დღისთვის. - მშვიდად ვუხსნი.
- ხვალ სერიოზულად აპირებ წამოსვლას?
- მარტო ეგ კი არა, მეც. - საუბარში ერთვება ანკა. - ახლა კი ადექი, წყალი გადაივლე და წაგვიყვანე, ის მაინც გვეცოდინება რას უნდა ველოდეთ. - ისევ თვითონ აგრძელებს საუბარს.
- არა. - გვპასუხობს მშვიდი, თუმცა მტკიცე ტონით.
- რატომ? - ანკა ეპასუხება.
- იმიტომ, რომ არ მენდობა, ჰგონია ისევ პოლიციაში წავალ. - ვერთვები საუბარში.
- ეს არაფერ შუაშია. - მაწყვეტინებს ალექსი...
- შუაში კი არა თავშია, უბრალოდ მენდე და წაგვიყვანე. - სახეში ვაჩერდები.
- ჯანდაბა, კარგი. - წუწუნით მთანხმდება, ოთახიდან გადის და თითქმის ნახევარი საათის შემდეგ ბრუნდება.
- წავედით? - გვეკითხება და სამივეს გვიყურებს.
- ჰო. - ფეხზე ვდგებით და მანქანაში ვსხდებით.
ქალაქის გარეუბანში გავდივართ და ალექსი, ავტოფარეხის მაგვარ შენობასთან ჩერდება, რომელსაც ხის კარები აქვს.
სანამ ალექსი კარზე აკაკუნებს, ჩვენ მანქანიდან გადმოვდივართ, ვიღაც ტატუებიანი და ჩაწნულ წვერიანი კაცი, ხის კარს აღებს და ალექსს გულითადად ესალმება.
- ყველა შენ გახლია? - მზერას გვავლებს სამივეს.
- ჰო. თავის დაქნევით უდასტურებს ალექსი.
- წავედით. - ამბობს ტატუებიანი და წინ მიგვიძღვის.
ფარეხში მხოლოდ დაშლილი მანქანები და მისივე ძველი ნაწილები ყრია. საკმაოდ დიდ გზას გავდივართ, შემდეგ კიბით, მიწის ქვემოთ ვეშვებით და სასმლის სუნი გვცემს, მალე ხალხით სავსე უზარმაზარ ადგილას შევდივართ. აქაურობა რეტორანს გავს, მხოლოდ ერთი განსხვავებით, შუაში რინგია მოწყობილი, მაგიდები კი ირგვლივ ლამაზად დაუწყვიათ.
ძალიან ბევრი ხალხია, ტერიტორიაც დიდია.
საზოგადოების უმეტესობა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ჯენტლმენებია, რომელთაც ასევე საზეიმოდ გამოწყობილი ქალბატონები ახლავთ.
ვერც მიხვდები რომ აქ, ადამიანების ცემა-ტყეპის საყურებლად არიან მოსულები.
ალაგ-ალაგ ტატუებსა და კიკინებში გამოწყობილი კაცებიც ჩნდებიან.
ჩვენს თანამგზავრს, ერთ-ერთ მაგიდასთან მივყავართ, რომელიც საკმაოდ ახლოა რინგთან და ყველას სათითაოდ გვიწევს სკამს,
ვსხდებით და მადლობას ვუხდით.
- ვინები გამოდიან დღეს? - გულგრილად ეკითხება ალექსი.
ახლა მხოლოდ ის დგას ფეხზე, ტატუებიანთან ერთად!
- ბონდარენკო და გაჩეჩილაძე.
- ნორმალური ბრძოლა იქნება, ერთმანეთს არ დახოცავენ. - მშვიდად ურთავს ალექსი.
- ნამდვილ სანახაობას ხვალ ველით ძმაო. - ზურგზე ხელს ფრთხილად ურტყამს ტატუებიანი.
ალექსი ემშვიდობება და ისიც მიდის. თუმცა ჩვენს მაგიდასთან მომსვლელთა რიცხვი, არ წყდება.
ალექსს, ხვალინდელ ბრძოლაში წარმატებას, დაუღალავად უსურვებენ.
- ეს ყალბი ნაბიჭ'ვრები ვითომ ძაან ადარდებთ შენი სიცოცხლე. - ხმამაღლა ამბობს ანკა, როცა კიდევ ერთი შარვალ-კოსტუმიანი გვშორდება.
- რას დალევთ? - ანკას წუწუნზე, ყურსაც არ იბერტყავს ალექსი.
- ჩვენ მარტინის. - ამბობს ანკა. - მე და შენ წვენს. - ვეუბნები ალექსს და ვანიშნებ, რომ კამათი გამორიცხულია.
- ახლავე დავბრუნდები, სასმელს მოვიტან. - მაგიდას სწრაფი ნაბიჯით შორდება.
ალექსის მოსვლამდე, მაგიდას ვიღაც ახმახი უახლოვდება და დაუკითხავად მიჯდება გვერდით.
- აქ ჩემი მეგობრის ადგილია. - ვუხსნი მშვიდად.
- შენი მეგობრის? - აშკარად ნასვამია უცნობი.
- ჰო, ჩვენი მეგობრის და აქედან თუ არ დაახვევ, თავ-პირს დაგამტვრევს როცა დაბრუნდება. - ნერვებს ვერ თოკავს ანკა.
- მაშინ აქ დაველოდები და ვნახოთ, რისი ტრა'კი აქვს. - საზიზღრად იცინის.
- აქ ვინმე ჩემს ტრა'კზე საუბრობდა? - თავზე გვადგება ალექსი და ჭიქებს მაგიდაზე აწყობს.
- შენ, შენ ხვალ ბრძოლა არ გაქვს? - მისი დანახვა, უცებ აფხიზლებს.
- ჰო მაქვს, დღეს კიდევ საკმაოდ ნავარჯიშები ვარ და სულაც არ მინდა, ვინმე შემომელახოს.
- არა, არა, რა გვაქვს საჩხუბარი, მიხარია შენი ნახვა და ხვალ შენზე საკმაოდ დიდი ფსონის დადებას ვაპირებ. - სწრაფად უხვდება გადაკრულ სიტყვას.
- ძალიან კარგი, მაშ თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჩემს ადგილას დავდებ ზემოთ ხსენებულ ტრა'კს.
უცნობი სასწრაფოდ დგება და ალექსს დაჯექიო ანიშნებს.
- იმედი მაქვს თავში ბოთლს არ ჩამარტყამ, როცა დავჯდები. - პირისპირ უდგას და იცინის.
- რას ამბობ ძმაო. - ალექსის სიცილით გულმოცემულს, თვითონაც ეღიმება.
- ხვალ შენი ფსონისთვის ბოლომდე დავიხარჯები, შენ კი სამაგიეროდ გოგონების პატივისცემა ისწავლე. - სკამზე ეშვება ალექსი.
- ჰო, რა თქმა უნდა, მე ცუდი არც არაფერი მიკადრებია.
- მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწარი, ახლა კი შეგიძლია წახვიდე. - ხელით ანიშნებს და უცნობიც სასწრაფოდ გვემშვიდობება.
- მართლა არანორმალური ხარ. - ამჯერად, აღტაცებით ამბობს ანკა.
- მოკლედ ქალის დანახვაზე, ჭკუას კარგავენ ეს სირ'ები. - ბრაზით ამბობს და თავის წვენს წრუპავს.
ცოტა ხანში, ჩვენთან კიდევ ერთი ჯენტლმენი მოდის.
- მეგობარო. - ყვირის და ალექსს გულში იხუტებს!
- დღეს რა გულითადი ხარ, დიდი ფსონები დაიყარა არა? - ნაგლად უცინის.
- კარგი რა, ხომ იცი შვილივით მიყვარხარ.
- არ მინახავს, რომ შენი შვილის სიცოცხლე, რისკის ქვეშ დაგეყენებინა. - ღიმილი არ შორდება ალექსს.
- მე შენს მხარეს ვარ და ვიცი, რომ მოიგებ, შეიძლება დავჯდე? - ჩვენც გვათვალიერებს მამაკაცი.
- არა, სხვა დროს ვილაპარაკოთ. - მოკლედ უჭრის და ჭაღარაც მალევე მიდის.
- ვინ იყო? - ვკითხულობ.
- შენობის მეპატრონე, ამ ყველაფრის ორგანიზატორი და მამაჩემის ბავშვობის მეგობარი.
- ნაბიჭ'ვარი. - კიდევ ერთხელ ამბობს ანკა.
- დღეს ეს გოგო ცუდ ხასიათზე გვყავს, ლანძღვა გინების გარდა, მისგან არაფერი მომისმენია. - სიცილით ამატებს ალექსი.
ბრძოლა მალე იწყება, ორი ახალგაზრდა ბიჭი, ერთმანეთს გამეტებით სცემს.
- წავიდეთ აქედან. - ვამბობ და ალექსს ქურთუკზე ვქაჩავ.
- კარგად ხარ? - მეკითხება და ფეხზე დგება.
- ამის ყურება არ შემიძლია გაიგე? არ შემიძლია. ხმას ვუწევ, ალექსი ხელს მხვევს შენობიდან გამოვდივართ და ძლივს ვსუნთქავ, ჰაერი არ მყოფნის.
- ყველაფერი კარგადაა, აქ აღარ მოგიყვან. - ალექსი მიხუტებს და მისი გულისცემა მამშვიდებს.
- რომ წარმოვიდგენ, რომ ხვალ იქ მათ მაგივრად შენ.. შენ.. - წინადადების დასრულებას ვერ ვახერხებ.
- ანაბელ, ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეგიძლია წახვიდე და აღარასოდეს მოიხედო უკან, შენ ჯერ კიდევ გაქვს არჩევანის საშუალება და მე შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. - ისე მიხსნის, მკერდიდან არ მიშორებს
- მე შენ გირჩევ და ათასჯერ რომ მომცენ არჩევანის უფლება, არცერთხელ არ ვიტყვი უარს შენზე. - ცრემლები ღაპაღუპით მდის და ალექსს, რაც შემიძლია ძლიერად ვეკვრი.
- ნორმალური ადამიანები რომ იყოთ, ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდოთ და მსოფლიო ფეხებზე დაიკიდოთ, მაგრამ თქვენ და ნორმალურობა საიდან სად? - ყვირის ანკა და მანქანის ფანჯრიდან თავს ყოფს.
- ამის დროც მოვა, ახლა კი სახლში წავიდეთ. - ყურში მეუბნება ალექსი და მანქანაში მაჯენს.
ჯერ ანკას და ნინის ტოვებს სახლში, შემდეგ კი ჩვენც სახლში ვბრუნდებით.
დრო საშინლად სწრაფად მიდის, იმდენად სწრაფად გათენდა და დაღამდა რომ ვერც გავაცნობიერე. მთელი დღე სახლიდან არ გავსულვართ. ალექსი მთელი დღე, ტომრის ცემამ იმდენად დაღალა, რომ მისაღებში დივანზე ჩაეძინა.
გავაღვიძე და თავის ოთახში ავიყვანე, წყალი გადაივლო და ჩვეულებისამებრ თმაგაჩეჩილი გამოვიდა.
- შეიძლება ამ საღამოს შენთან დავრჩე? - ვუთხარი და წინ დავუდექი.
- არ ვიცი ანაბელ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ თავის შეკავებას. - თვალს არ მაშორებს.
- და რატომ იკავებ თავს? - საკუთარმა სითამამემ, თავადაც გამაოცა.
- იმიტომ, რომ არ ვიცი ხვალ რა მოხდება და მეშინია, რომ გული გეტკინება.
- შენი აზრით ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ფიქრობ, ფიზიკური სიახლოვე რამეს შეცვლის ჩვენს შორის? - მზად ვიყავი გაუჩერებლად მეღრიალა ახლა.
- რაც მოხდება შენს თავს დააბრალე. - თქვა და უხეშად მიმიზიდა თავისკენ.
* * *
დილით ჯერ კიდევ გამთენიისას გამეღვიძა და ჩემს თავქვეშ ამოდებულ, მის ხელს ფრთხილად შევეხე.
- დილამშვიდობის. - მთელი ძალით მეხუტება.
- ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი საოცარი ღამის შემდეგ, დღეს ამ ყველაფრის გადატანა მოგვიწევს. - მეც ხელებს ვხვევ და წარმოსადგენზე ძლიერად ვეკვრი მის სხეულს.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- ვიცი. -მის გულისცემას ყურს ვუგდებ. - ვერცერთი მუსიკა ვერ შეედრება. - ვფიქრობ და ყელში ვკოცნი.
- დღეს ადრე უნდა წავიდე. - ხმადაბლა ლაპარაკობს.
- მეც შენთან ერთად მოვდივარ.
- არა არა, შენ ამას ვერ გაუძლებ.
- შენთან ერთად ყველაფერს გავუძლებ ალექს.
- არა ანაბელ, არ მინდა რომ ინერვიულო. - მიხსნის და თვალებში მიყურებს.
- ჰო, აქ სულ არ ვინერვიულებ. - სიმწრით მეცინება.
- დარწმუნებული ხარ რომ წამოსვლა გინდა? - მეკითხება და მზერას მაპარებს, რადგან ხვდება კამათს აზრი არ აქვს.
- რა თქმა უნდა, სიგარეტი გინდა? - ვეუბნები, მისი კომოდიდან კოლოფს ვიღებ, ვუკიდებ და ჩემივე თითებიდან ვეწევით.
- რამდენჯერ ვინატრე დროის გაჩერება, რაც შენ გიცნობ? - სიზმარში ჩარჩენილივით ვლაპარაკობ.
- ერთ დღესაც აუცილებლად გავაჩერებთ ანაბელ.
ცრემლები მახრჩობს, მაგრამ არ მინდა ვიტირო, ალექსის ნერვიულობას ვერიდები.
- დღეს არ ივარჯიშებ? - ვეკითხები.
- არა, უნდა დავისვენო, მხოლოდ ბრძოლის წინ გავხურდები.
- არც შეჭამ?
- არა, დამამძიმებს, ჩემი მთავარი იარაღი კი სისწრაფეა. - არაფერს ვპასუხობ, არც თვითონ იღებს ხმას და ახლა, ეს დუმილი გვაერთიანებს.
გვიანობამდე ვიწექით, ალექსის სუნთქვით დარღვეული სიჩუმე, იმდენად მსიამოვნებდა, რომ მივხვდი ყველაზე კარგი რამ ხდებოდა ახლა ჩემს თავს და არ ვიცოდი, ეს რამდენ ხანს გასტანდა. გვიან ავდექით, ანკა და ნინიც მოვიდნენ და ყავის დასალევად დავსხედით. ყველას სახე ჩამოგვტიროდა და თითოეულ სიტყვას, უდიდესი ძალდატანების ხარჯზე ვამბობდით.
- მორჩით რა, რას დამტირით? - საყვედურის ტონით მოგვმართა ალექსმა, როცა ანკას თვალებზე ცრემლი შეამჩნია და გვერდით მიუჯდა.
- შენ ჩემი მეგობარი ხარ, ის მეგობარი, რომელიც აქამდე არასოდეს მყოლია ანკა.
ანკა უსიტყვოდ მოეხვია და ცრემლები გადმოცვივდა.
ამასობაში კარში ლევანი შემოვიდა, ჯერ კიდევ თავ-შეხვეული.
- როგორ ხარ? - პირველი ალექსს გადაეხვია, შემდეგ კი ყველას ხელი ჩამოგვართვა.
- შენ როგორ ხარ? აქ რამ მოგიყვანა? - გაკვირვებით ათვალიერებს ალექსი.
- ამ ბრძოლას გამოვტოვებდი? უნდა გიყურო, ერთი მაგრად როგორ მოგდებს ის ვიღაც და გული მოვიფხანო. - ლევანი ხუმრობდა, თუმცა არავის გაეცინა ალექსის გარდა, მისი სიცილიც მწარე ჩაღიმებას უფრო ჰგავდა.
- წასვლის დროა. - თქვა და ფეხზე წამოდგა, ყველა მასთან ერთად ავდექით და მანქანაში ჩავსხედით. ლევანი საჭესთან, ალექსი გვერდით, მე და ანკა უკან.
ნინიმ თქვა, რომ ამის ყურება არ შეეძლო და დაგვერეკა, როგორც კი ალექსი "მოიგებდა".
ძიძამ და ნინიმ წარმატებები უსურვეს და ლევანმაც, ნაცნობ შენობასთან ისე მიგვიყვანა, სიჩუმის დარღვევა ვერცერთმა ვერ გავბედეთ.
ალექსს ყველა ისე ელოდა, როგორც წითელ ხალიჩაზე ელიან, რომელიმე ფილმის მთავარ ვარსკვლავს. მიუხედავად კონკურენტის აშკარა უპირატესობისა, ალექსს ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა.
რატომღაც მისი უამრავ ადამიანს სჯეროდა.
- მზად ხარ? - მითხრა როგორც კი შენობაში შევედით და ხელი ჩამჭიდა.
რინგთან საკმაოდ ახლო მაგიდა შევარჩიეთ და იქ დავსხედით.
ალექსი უკვე მოსამზადებლად აპირებდა გასვლას, როცა დღევანდელი დღის, მეორე მთავარი ვარსკვლავი შემოვიდა და პირდაპირ ჩვენი მაგიდისაკენ დაიძრა.
ალექსი ფეხზე წამოდგა, თუმცა სხვაობა მათ შორის დიდად არ შემცირებულა. კარმენი, იმაზე დიდი იყო, ვიდრე ფოტოებში, ალექსის წონას სავარაუდოდ ორჯერ მაინც აღემატებოდა და ორი თავით მაღალიც გახლდათ.
ერთმანეთს ხელი ზრდილობიანად ჩამოართვეს და წარმატება უსურვეს.
- რაკი ასე მოგენატრა, დღეს მამაშენთან მიგაბრძანებ. - მშვიდი ტონით უთხრა იმ იმედით, რომ ალექსს მწყობრიდან გამოიყვანდა.
- ვინაიდან აქ არ შეიძლება, ამ სიტყვებისთვის, რინგზე მაგარ პანღურს ამოგკრავ.
- როცა მოგკლავ, შენს გოგოს ჩემთვის დავიტოვებ. - ამჯერად მე გადმომხედა კარმენმა.
- მას სუსტი ქალიშვილები არ იზიდავს პატარავ. - გესლიანად დაუბრუნა ალექსმა და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა.
კარმენი მალე გაეცალა ჩვენს მაგიდას და გზაში რაღაც გაურკვეველი ჩაილაპარაკა, თუმცა ალექსს ყურადღება არ მიუქცევია.
- რატომ არ უთხარი, რომ შენი გოგო არ ვარ? - არც ისე დიდი ხნის წინ, ალექსისთვის ნათქვამი, ეს წინადადება გავიმეორე და გამეცინა.
- როდესაც პანღურს ამოვარტყამ, აუცილებლად ვეტყვი. - თვითონაც გაიცინა და წასვლა დააპირა.
- შეიძლება შენთან ერთად ვიყო სანამ რინგზე ახვალ? - არცერთი წამის დაკარგვა არ მინდოდა.
- ჰო, ლევან, თუ რამე ისეთი მოხდება, გოგონები სახლში წაიყვანე. - ლევანმა ალექსს ხელი ჩამოართვა და წარმატება უსურვა, ანკაც კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
- წაეთრიე ახლა, სანამ ისევ ვიტირე. - უთხრა და მუშტები ფრთხილად მიარტყა.
მე და ალექსი შენობის სიღრმეში, გამოსაცვლელად განკუთვნილ ოთახში შევედით.
მან ტანზე გამოიცვალა და გახურება დაიწყო, მე ვიჯექი და ცრემლები თავისთვის მდიოდა.
- ნუ ტირი რა, აღარ შემიძლია ამის ყურება. - ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩამიდო.
რამდენიმე წუთს ვიყავით ასე, სანამ ჭაღარა კაცი არ შემოვიდა და ალექსს არ უთხრა, რომ რამდენიმე წუთში რინგზე უნდა გასულიყო.
ალექსი ადგა, ჩამეხუტა, მაგიდასთან დამაბრუნა და მაკოცა.
პირველად მისი ინიციატივით და პირველად სხვების დასანახად.
- კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან. - მითხრა, თვალი ჩამიკრა და გამშორდა.
ჯერ კიდევ სიტუაციის გადახარშვას ვცდილობდი, როცა მიკროფონის ხმა გაისმა და ალექსი მოწინააღმდეგესთან ერთად რინგზე დავინახე.
გული არანორმალურად მიცემდა, არცერთი სიტყვა არ გამიგია, რომელიც წამყვანმა გამოაცხადა, თუმცა მალევე ჩამოვიდა რინგიდან და ბრძოლაც დაიწყო.
პირველად დარტყმა კარმენმა სცადა, თუმცა ალექსს არ მოხვედრია, მან კიდევ რამდენჯერმე სცადა დარტყმა, თუმცა ალექსი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდა და კარმენმა დარტყმა ვერაფრით მოახერხა.
ახლა ალექსის ჯერი დადგა, მისი დარტყმები იმდენად სწრაფი იყო, ვერ ვაფიქსირებდი და მხოლოდ კარმენის რეაქციით ვხვდებოდი როდის, სად ურტყამდა.
მალე ცხვირიდან სისხლიც წასკდა.
ამან კარმენი საშინლად გააცოფა, გალიაში გამოკეტილი ცხოველივით დაიწყო, მუშტების ქნევა და პირველი დარტყმაც გამოუვიდა.
ალექსი მოწყვეტით დაეცა რინგზე, თუმცა სანამ კარმენი, მეორედ დარტყმას მოახერხებდა, ალექსმა წამოდგომა მოასწრო.
ჩხუბი ძალიან გახურდა, ალექსი ოცჯერ მაინც ურტყამდა, სანამ კარმენი ერთს მოახვედრებდა, მაგრამ მისი დარტყმების ატანა, ალექსს ძალიან უჭირდა.
ყოველი დაცემის შემდეგ, უფრო რთულად ახერხებდა ფეხზე წამოდგომას და ყოველი წამოდგომის შემდეგ, უფრო ნელდებოდა მისი მოძრაობა.
ორი დარტყმა მიაყენა ზედიზედ და ალექსს, რინგზე დაცემულს, ცხვირპირიდან სისხლი წასკდა.
ლევანს გავექეცი და რინგთან ახლოს მივედი.
- ადექი გთხოვ, ჩემს გამო, მამაშენის გამო. - ვუყვირე და მისი თვალების მოძებნა ვცადე.
- არ მისცე უფლება ბოლო დარტყმა მოგაყენოს. - ჩემი ხმა თვითონ მჭრის ყურს და ალექსიც წამოდგომას იწყებს. კიდევ ორჯერ ურტყამს კარმენი, თუმცა თითქოს ეს დარტყმები დადებითად მოქმედებენ და ალექსი ფეხზე დადგომას ახერხებს.
მოძრაობას ვამჩნევ, რომელიც მეცნობა.
ალექსი ჰაერში ხტება და ფეხით, სამმაგ დარტყმას ასრულებს.
მიწაზე მყარად ხტება და კიდევ ერთხელ ასრულებს იგივე მოძრაობას.
კარმენი, გონზე მოსვლას ვერ ასწრებს და ალექსი თავში კიდევ რამდენჯერმე ურტყამს.
ამჯერად კარმენი ეცემა, ის კიდევ ერთხელ ხტება ჰაერში და ამჯერად იდაყვით, გულ-მკერდში აყენებს დარტყმას.
კარმენს პირიდან სისხლი სდის და რაღაცის თქმას ცდილობს, თუმცა ალექსს ისეთივე შეშლილი თვალები აქვს, როგორც ბოლოს ჩემთან ჩხუბისას და ვხვდები, რომ ვერაფერი შეაჩერებს.
- გააჩერეთ ეს ნაბიჭ'ვარი. - ყვირის მურათი და ჩემს გვერდით დგება.
მეორე მხრიდან ლევანი ხელს მიწვდის, ვეყრდნობი და ეს მეხმარება, რომ ფეხზე მყარად ვიდგე.
ალექსი, კიდევ რამდენიმე დარტყმას აყენებს კარმენს და როცა ხვდება, რომ კარმენს წამოდგომის თავი აღარ აქვს, რამდენიმე წამით ყოვნდება.
მურათი თხოვნას იწყებს, ალექსს თხოვს რომ საკონტროლო დარტყმა არ შეასრულოს.
ალექსი ჩვენკენ იწევა, მურათს სახეში აფურთხებს და მზერა ჩემზე გადმოაქვს.
- არ გააკეთო, გთხოვ არ მოკლა. - ვჩურჩულებ, რადგან ხმა აღარ ამომდის. არ ვიცი ჩემი ტუჩების მოძრაობით ხვდება, თუ არა რას ვამბობ, მაგრამ თავს უარის ნიშნად აქნევს და საკონტროლო დარტყმას ასრულებს. კარმენის თავი საშინელ ხმას გამოსცემს და სისხლის გუბე დგება, თუმცა მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ რომ მკვდარია, როცა მურათის არანორმალური ღრიალი მესმის. ალექსი მუხლებზე იწევა, თუმცა წამოდგომას ვეღარ ახერხებს.
წამყვანი რინგზე ადის და ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობს, თითქოს ამ წუთას, მის თვალწინ, კაცი არ მომკვდარა.
- წამიყვანე აქედან. - ჩუმად ამბობს ალექსი და ტუჩების მოძრაობით, უფრო ვიგებ მის სურვილს, ვიდრე ხმით.
აქეთ-იქედან ვუდგებით ალექსს მე და ლევანი, ასე გადაკიდებული გამოგვყავს და მანქანაში ვსხდებით.
ამჯერად, ანკა და ლევანი წინ, მე და ალექსი უკან.
- ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ საავადმყოფომდე გაძელი. - ვთხოვ და ჩემს ფეხებზე დადებულ, სისხლიან სახეზე ვეფერები.
საავადმყოფოსთან ვჩერდებით და ალექსი სასწრაფოდ შეჰყავთ შიგნით.
საავადმყოფოს კორიდორში დაჩოქილი, მხოლოდ მის გადარჩენას ვეხვეწები ღმერთს, როცა ექიმი გამოდის და ამბობს, რომ ალექსი კარგად იქნება.
- შინაგანი სისხლჩაქცევები და რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. - ამბობს ექიმი და მასთან შესვლის ნებას მრთავს.
სასუნთქ აპარატზე შეერთებულ, მძინარე ალექსს, ხელზე ვეხები და ვაცნობიერებ, რომ სიგიჟემდე მიყვარს. იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე წარმომედგინა და იმაზე მეტად, ვიდრე ეს შესაძლებლად მიმაჩნდა.
ვხვდები, რომ ის არის ყველაფერი, რაც მჭირდება და სხვა არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა.
. . .
საავადმყოფოში ათი დღე ტოვებენ.
მე, მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებ და ის ფაქტი, რომ საავდმყოფოში ვართ, სულაც ვერ მიშლის ხელს, თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნო.
ალექსი ძალების აღდგენას სწრაფად ახერხებს, მხოლოდ მოტეხილი ხელი შუშდება შედარებით ნელა.
მისი საავადმყოფოდან გამოყვანის დღეც დადგა, დილით ადრე ავდექი და მასთან წასასვლელად მოვემზადე. ხვალიდან ყველაფერი ახლიდან დაიწყებოდა, ბოლოს და ბოლოს ხუმრობა ხომ არ იყო, ამდენი რამის გადატანა მოვასწარით და სიმშვიდეს ვიმსახურებდით.
ამაზე ფიქრით გამოვედი სახლიდან მანქანაში ჩავჯექი და საავადმყოფოსკენ დავიძარი.
მალე მივედი, მანქანა იქვე, შესასვლელთან გავაჩერე და სანამ გადმოვიდოდი, ცხვირთან ჯერ ცხვირსახოცი, შემდეგ კი მძაფრი სუნი ვიგრძენი და გონება დავკარგე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, თუმცა დაბმულმა გავიღვიძე და პირველი რაც დავინახე ჩემთვის ყველაზე საძულველი ადამიანის, მურათის სახე იყო.
- ანაბელ ლაშხი, ოცდათოთხმეტი წლის, მსახიობი და ტელე წამყვანი, ფოტომოდელი და ქვეყნის სექს სიმბოლო. - ჩემს ბიოგრაფიას ხმამაღლა მიყვება და ცდილობს, ჩემი ემოცია დაიჭიროს, თუმცა პასუხს არ ვუბრუნებ.
- ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული, შემდგარი ქალი ხარ, რატომ ალექსი? შეგეძლო შენივე შესაფერის მამაკაცს გაჰყოლოდი ცოლად. - მოჩვენებითი დანანებით აქნევს თავს.
- შემდეგ კი ბაჭიებივით გავმრავლდებოდით და ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვრებდით არა? - მახსენდება, ალექსის ნათქვამი წინადადება და ვიღიმი.
- არასწორი ადამიანი შეარჩიე სიყვარულის ობიექტად ანაბელ.
- სიყვარულის ობიექტებს, არ არჩევენ იდიოტო და შენ, წარმოდგენა არ გაქვს რა არის სიყვარული. - გაღიზინებული ვპასუხობ.
- ასე რამ გაგასულელათ, ან შენ, ან ის?
- შენ ვერასოდეს მიხვდები ამას მურათ.
- არ ვიცი აცნობიერებ თუ ვერა, მაგრამ მე შემიძლია აქვე მოგკლა, ამიტომ შენს ადგილას, უფრო თავაზიანად ვისაუბრებდი. - მკაცრად მიყურებს.
- როგორც ალექსის მამა მოკალი არა?
- ესეც მოგიყვა? ღმერთო ჩემო, არა და როგორ მომწონდა ეგ ნაბიჭ'ვარი, ძალიან ღრმად შეუტოპავს, მაინც რა გაუკეთე ასეთი? - საშინელი ღიმილით იღიმის.
- შენი აზრით, ადამიანებს რამის გაკეთება სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინმე უყვარდეთ?
- იცი, ერთხელ შენმა ალექსმა მითხრა, რომ მასზე სუსტი ვიყავი, რადგან მყავდა ადამიანები, რომელთა დაკარგვისაც მეშინოდა. - დამეფიცება, ამ იდიოტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მესიამოვნა, მის მიერ დამცინავად წარმოთქმული, სიტყვათა შეთანხმება "შენი ალექსი".
- მერე? - უდარდელად ვპასუხობ.
- მერე ის, რომ ახლა მასაც ჰყავს ასეთი ადამიანი, შენ, მისი ერთადერთი სისუსტე ხარ ანაბელ და ეს ნიშნავს, რომ შენ გახდები ჩემი ჯოკერი. - ხმამღლა ხარხარებს, თითქოს 10 დღის წინ მას კი არა, მე მომიკლეს შვილი.
- მოვკვდები და ამას არ დავთანხმდები. - ბრაზი მიპყრობს.
- შენ კი მოკვდები, მაგრამ მე შენს მოკვლას არ ვაპირებ, უბრალოდ ალექსის გამოსაჭერად მჭირდები, ამბობენ, რომ ეს კარგად გამოგდის. - სკამს აჩოჩებს და ჩემს პირისპირ ჯდება.
- სიამოვნებით ჩამოგხსნიდი მაგ იდიოტ სიფათს, შეეშვი ალექსს, გპირდები, რომ საერთოდ წავიყვან საქართველოდან, ის შენ პრობლემებს აღარ შეგიქმნის, უბრალოდ მომეცი უფლება წავიყვანო. - ჩხუბიდან, სწრაფად გადავდივარ მოლაპარაკებაზე.
- კარგი ერთი, მან ჩემი შვილი მოკლა და გგონია, რომ ასე მარტივად გავუშვებ?
- წადი შენი, ალექსი ყველაზე დიდი ხიფათია შენთვის და ჩემი მოკვლა, მხოლოდ იმიტომ არ შეგიძლია, რომ მისი სახელის ხსენებაზეც კი მუხლები გიკანკალებს. - ამჯერად მე ვიღიმი ირონიულად.
- გმირი გგონია არა? ვნახოთ შენს გმირს რისი გაკეთება შეუძლია შენთვის. -
პირში ჩვარი ჩამჩრა და ალექსს ხმამაღალ რეჟიმზე ჩართული ტელეფონით დაურეკა.
- ბატონო. - მოისმა ალექსის აღელვებული ხმა.
- გამარჯობა ალექსანდრე.
- შენ ბებერო ნაბიჭ'ვარო, შენ გყავს არა? სად ხარ? მოვდივარ. - სწრაფად აყრის.
- მოდიხარ? მოდიხარ კი არა, იმას აკეთებ რაც მე მინდა, გაიგე? - მშვიდად საუბრობს მურათი.
- მას, რომ თმის ღერიც ჩამოუვარდეს, შენი სისხლისას, არავის დავტოვებ ცოცხალს და შენ იცი, რომ ამის გაკეთება შემიძლია. - შედარებით მშვიდდება ალექსიც, ან უბრალოდ თამაშობს.
- ახლა, იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ მემუქრებოდე, ჯოკერი მე მყავს, ასე რომ თითქმის გავიმარჯვე. - ამაზრზენად ხარხარებს.
- ანაბელი ერთადერთი ჯოკერი არ არის, ნუ გავიწყდება, რომ მეორე ვაჟიც გყავს, თავისი პატარა ლეკვებით, ასე რომ ხმები, შენი გამარჯვების შესახებ, მეტისმეტად გაბუქებულია.
- არ გაბედო და ჩემს შვილს და შვილიშვილებს არ შეეხო. - ამჯერად მურათი უწევს ხმას.
- ჰოდა რას მეუბნებოდი, სად შევხვდეთო? - ასუხობს ალექსი და ნათლად წარმოვიდგენ, როგორი ირონიული ღიმილი ეფინება სახეზე.
- იქ, სადაც მე და მამაშენი ვხვდებოდით.
- ერთ საათში მანდ ვიქნები, მანამდე ანაბელი დამალაპარაკე.
მურათი ტელეფონს მაწვდის და პირიდან ჩვარს მაცლის.
- ალექს, არ მოხვიდე, გთხოვ არ მოხვიდე. - ჩავყვირი ყურმილს.
-ანაბელ მისმენ? ჩემი ხომ გჯერა? გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება, ერთ საათში შევხვდებით და სახლში უვნებელი დაბრუნდები. -
ალექსი მშვიდად საუბრობს და მისი ხმის ტემბრი, მეც მამშვიდებს.
- ნუ მოხვალ გთხოვ. - კიდევ ერთხელ ვემუდარები.
- შენ ვერავინ შეგეხება, სანამ მე ცოცხალი ვარ გესმის? მალე გნახავ.
ალექსი კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ მურათი ტელეფონს მართმევს და აღარ მესმის.
- დანარჩენს სხვა ცხოვრებაში უამბობ. - ეუბნება და ტელეფონს უთიშავს. მურათი ხელ-ფეხს კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს და მანქანის უკან სავარძელზე მაჯენს.
თითქმის ორმოცი წუთი ვმგზავრობთ, კლდის პირას ვჩერდებით და მურათს, მანქანიდან ასფალტზე გადავყავარ. თავზე მადგას და იარაღს მიშვერს. დაახლოებით ათ წუთში, ალექსის მოტოციკლის ხმა ისმის, აწყვეტილი მოდის და ჩვენთან ახლოს უხეშად ამუხრუჭებს.
- რა პუნქტუალურობაა ძვირფასო ალექს, მხოლოდ შენ შეგეძლო, ერთ საათში თბილისიდან აქამდე მოსვლა, მე აქვე ვიყავი და ორმოცი წუთი მაინც დამჭირდა. - ცინიკურად უღიმის.
- იარაღი დაუშვი არ გაგივარდეს. - აფრთხილებს ალექსი და ჩვენკენ ფრთხილად მოდის.
- ღმერთო ჩემო, ალექს რას ვიფიქრებდი, რომ მის გამო საკუთარ თავს გაწირავდი, მე უფრო ჭკვიანი მეგონე.
- მასთან მიახლოების უფლებას თუ არ მომცემ, თავ-პირს დაგილეწავ.
- ნუ მემუქრები, იარაღიც კი არ გაქვს, ასე რამ გამოგაშტერა, აქ საერთოდ რამ მოგიყვანა?
- იარაღი არ მჭირდება, სანამ შენი ბებერი თითებით, სასხლეტს ორჯერ გამოკრავ, მანამდე გაგამგზავრებ შენს ბიჭთან ჩარტერული რეისით.
მურათი, ალექსს ჩემთან მოსვლის უფლებას აძლევს, ისიც მაშინვე მიახლოვდება, პირიდან ჩვარს მაცლის და გულში მიკრავს.
ნაცნობი გულის ცემა, ყველა ორგანოს ერთიანად მიმშვიდებს და მავიწყდება, რომ ჯერ კიდევ სიკვდილს ვუყურებთ თვალებში.
- კარგად ხარ? - მეკითხება და სახეს ფრთხილად მიკოცნის.
- ეს გულის ცემა, ეს სურნელი, როგორ შემიძლია ცუდად ვიყო, როცა შენ აქ ხარ? მიყვარხარ, ალექს, ვიცი რომ ახლა, ამის დრო არ არის, მაგრამ მინდა იცოდე, რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და შენს გვერდით გატარებულ თვე-ნახევარს, უკვე გავლილ და დარჩენილ სიცოცხლის წლებში არ გავცვლი. შენ ყველაფერი ხარ, რის გამოც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება შედგა.
- მაშინ ნუ იბღვირები. - შუბლზე მკოცნის და ხელებს, კიდევ უფრო მაგრად მხვევს.
- შენ ჩემი მზე ხარ და არასოდეს უნდა მოიღრუბლო ანაბელ, არასოდეს არ უნდა მოიღრუბლო.
მის კისერში ვრგავ თავს და იმ სურნელს ვისუნთქავ, რომელიც ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს მირჩევნია.
ალექსი მურათისკენ ბრუნდება.
- გაუშვი, შენ ის არ გჭირდება. - ამბობს მშვიდად.
- ის გავუშვა და აქ შენთან ერთად მარტო დავრჩე, იდიოტი გგონივარ ალექს?
- ეგეც მართალია, შენი ბებერი სახსრების იმედად, ჩემთან მარტო დარჩენა, დიდი რისკი იქნებოდა.
- ათი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, მე შენ გიჩვენებდი სეირს. - აშკარად ბრაზდება მურათი.
- როგორც შენმა ბიჭმა მიჩვენა არა? - ნაგლად უღიმის ალექსი.
- გიკრძალავ მისი სახელის ხსენებას. - ხმას უწევს.
- ჯერ ერთი, მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს და მეორეც, სახელი საერთოდ არ მითქვამს სი'რო.
- ალექს, მე და შენ, ორივეს დედამიწა ვეღარ დაგვიტევს გესმის? - მთელი ძალით ცდილობს აკანკალებული სხეულის დამორჩილებას.
- სულ შენი ბრალია, ჭამის მეტს არაფერს აკეთებ და ორას კილოს მიაჭირე, თორე ჩემს დატევას რა უნდა, სამოცდაათი კილო ვარ სულ. - ალექსი ღიმილს განაგრძობს.
- გულის სიღრმეში, სუსტი კლოუნი ხარ და რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლა, ამას ვერაფერი შეცვლის. - ცდილობს მწყობრიდან გამოიყვანოს.
-როგორ ტეხავს არა? ამ სუსტმა კლოუნმა, დიადი ხაჯიბეგოვის ღირსეული შთამომავალი, სახით რომ ათრია.
- მოვრჩეთ ლაყბობას. - ბრაზს ვეღარ თოკავს მურათი.
- კარგი, მიდი თქვი რა გინდა.
- ვერ მოვისვენებ თუ მეცოდინება რომ ცოცხალი ხარ. - სახიდან ოფლი წურწურით ჩამოსდის მურათს და მსუქანი თითებით იწმენდს.
- რა დამთხვევაა, არც მე ვარ დიდად აღფრთოვანებული შენი არსებობით, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რა გინდა.
- მინდა მანქანაში ჩაჯდე და ამ კლდიდან გადაეშვა. - მოკლედ ამბობს მურათი.
- ბებიაშენის არ გინდა? მე კლდიდან გადავხტები, მერე ანაბელს მოკლავ, უკან გადმომაყოლებ და სახლში მშვიდად დაბრუნდები, მშვენიერი იდეაა, მაგრამ რატომღაც არ მაწყობს. - უდარდელად იჩეჩავს მხრებს.
- არა ალექს, ეს ყველაფერი მე და შენ დავიწყეთ და ჩვენვე უნდა დავასრულოთ, მანქანაში შენთან ერთად მე დავჯდები, რადგან აქ არაფერი დამრჩა. - სევდა უელავს დიდრონ თაფლისფერ თვალებში.
- კარგი. - ალექსი მთელი ძალით მიკრავს მკერდში და ჩემს ტირილნარევ თხოვნას, ყურს არ უგდებს ისე თანხმდება მურათს.
- თანახმა ხარ რომ ერთად მოვკვდეთ? - აშკარად გაოცებული მურათი პირის დახურვას სიმწრით ახერხებს.
- ჰო, იმ ქვეყნად საძებნელი აღარ გამიხდები, პირდაპირ გაგიერთიანებ ცხვირ-პირს.
- იცოდე, თუ ზედმეტ მოძრაობას შეგამჩნევ, წამითაც არ დავფიქრდები ისე მოვკლავ მას. - თვალებით ჩემკენ ანიშნებს.
- ჩემი თითოეული მოძრაობა გაშინებს ბებერო, ეს ნიშნავს, რომ უკვე დამარცხდი, ახლა კი ცოტა ხნით მოგვშორდი, რომ მას დაველაპარაკო. მართალია ბებერი ხარ, მაგრამ არც იმდენად რომ ათი ნაბიჯის გადმოდგმა ვერ მოასწრო, თუ გაქცევას დავაპირებ.
მურათი საკმაო მანძილით გვშორდება, ალექსი ჩემს პირისპირ მუხლებზე დგება და სახეში მიყურებს.
- რომ არ დავთანხმებოდი, შესაძლოა წამოუაროს, ორივე დაგვხოცოს და აქედან მშვიდად წავიდეს. - შუბლზე მკოცნის.
- ასე ვერ მომექცევი ალექს. - სასოწარკვეთილების ზენიტს ვაღწევ.
- მომისმინე ანაბელ, შეიძლება ყველაზე ცუდი ტიპი ვარ, ამას ახლა რომ გეუბნები, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე შემიძლია. ჩემს ცხოვრებაში, არც ერთი ბედნიერი წუთი არ ყოფილა, გარდა იმ დროისა, რომელიც შენთან გავატარე. მინდა ცხოვრება გააგრძელო გესმის? ჩემთვის უნდა გააგრძელო, ვერ გთხოვ რომ დამივიწყო, იმიტომ რომ იმდენად საზიზღარი ვარ, არ მინდა დაგავიწყდე. - ნერვიულად საუბრობს.
- ალექს შენი სიცოცხლე, მე შენი სიცოცხლე მჭირდება. - სიმწრით ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს.
- შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ამიტომ თავს გაუფრთხილდი.
- საშინელება ხარ, საზიზღარი ხარ, ეგოისტო, მიდიხარ, ისე მიდიხარ, რომ ჩემზე არ ფიქრობ, მე როგორ გავაგრძელო? ნუ გააკეთებ ამას გთხოვ, ალექს, თუ უნდა ორივე დაგვხოცოს, მაგრამ შენს გარეშე, არსად დარჩენა არ მინდა, შენ რომ არ იქნები რა გავაკეთო? მე რა მრჩება ალექს? აქ რა მინდა? რისთვის მტოვებ?
- მე მოგონებებს გიტოვებ, სიყვარულს გიტოვებ, ჩემს გულს გიტოვებ, ამ სიგიჟეს გიტოვებ, რომელიც ერთად გავიარეთ და სცენარს, კარგ სცენარს ახალი ფილმისთვის. გთხოვ, დაწერე ეს ყველაფერი და გადაიღე, შენ ხომ გიყვარს აზრიანი სცენარები, შეიძლება ამაზე აზრიანი და გიჟური სცენარი მოიფიქროს ვინმემ? ამაზე მაგარს ვინ რას გადაიღებს? ეს ჩემი და შენი დღიური იქნება, დღიური იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვრო წესების გარეშე, მხოლოდ შენ არ ითამაშო კარგი? სხვა ალექსი და ანაბელი შექმენი, ჩვენს გარეშე. - სახეზე მეფერება.
- ასე ვერ მომექცევი, შენ ჯერ ოცდასამი წლის ხარ, ყველაფერი ახლა უნდა დაიწყო.
- ანაბელ, იმას რაც მე თვენახევარში განვიცადე, ადამიანებმა საუკუნეებიც რომ იცოცხლონ, ვერ განიცდიან, შენ მე ცხოვრება მაჩუქე და მაპატიე, რომ იგივეს გაკეთება მე ვერ შევძელი, სუსტი ვარ, ეგოისტი და ნაბი*ვარი, მაგრამ ეს ჩემი ბრძოლაა, ეს ისაა რაც შენამდე იყო, მე იმდენად ვარ ჩაფლული, რომ შენ ჩემი ამოთრევა არ შეგიძლია, უბრალოდ გახსოვდეს რომ მიყვარხარ და მიხარია, რომ რინგზე არ მოვკვდი, რადგან შენთვის ამის თქმას ვერ მოვასწრებდი.
- მეც მიყვარხარ. - ვამბობ და მთელი ძალით ვკოცნი, ვაცნობიერებ რომ ეს კოცნა უკანასკნელია, უკანასკნელად ვკოცნი, უკანასკნელად ვეხები, უკანასკნელად ველაპარაკები, ვეღარასოდეს ვნახავ თვალებს, რომლებშიც საკუთარი თავის დანახვა, სიცოცხლეს ათი წლით მიხანგრძლივებს, ვხვდები რომ მას გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებ და ამ კოცნაში ვატან, ყველა გრძნობას რომელიც მის მიმართ მაქვს, სიყვარულს, ტკივილს, ბრაზს, საყვედურს, პროტესტს, ისიც იმავეს აკეთებს, მხოლოდ უფრო ნაზად.
- ახლა გააჩერე დრო, გემუდარები, ახლა მაინც გააჩერე. - ვეხვეწები ისე, თითქოს მას მართლა შეეძლოს ამის გაკეთება.
ჯიბიდან ვერცხლის ძეწკვზე დაკიდებულ პატარა "A"_ს ფორმის კულონს იღებს და ყელზე მიკეთებს.
- ალექსი და ანაბელი ან უბრალოდ "ალექსის ანაბელი". - მეუბნება და კულონს კოცნის. - დრო გაჩერებულია გესმის? რამდენჯერაც გულზე დაიხედავ გაგახსენდები და თუ ოდესმე ტკივილის გამო, თვალებიდან ცრემლი წაგსკდება იცოდე, რომ მე ყოველთვის ისე ვიდგები შენს წინ, როგორც ახლა. არ აქვს მნიშვნელობა დამინახავ თუ ვერა, შენ ხომ თვალებით არ შეგყვარებივარ? მხედველობა ილუზიაა ანაბელ, თვალები დახუჭე და მიგრძნობ. მანამ, სანამ ეს მედალიონი გულზე გექნება, ჩემი კოცნა გაგაღვიძებს ყოველ დილით და ისინი ვერ წაგართმევენ იმას, რომ შენ ჩემი ხარ.
- შენ ყველაფერი ჩაანაცვლე ალექს, შენ გახდი ჩემთვის ყველაფერი და ახლა უფლება არ გაქვს ხელიდან გამომეცალო, ვიცი რომ სიგიჟეა, სიგიჟეა ყოველი წამი, ჩვენი პირველი შეხვედრიდან დღემდე, სიგიჟეა ის, რაც ჩვენს შორის ხდება, სიგიჟეა ის რაც დამემართა, მაგრამ შენ ის ხარ რასაც ჩემს ცხოვრებაში არასდროს შევცვლიდი. - ყველაფრის თქმა მინდა მოვასწრო.
- მე შენი გული ვარ. - გულზე მკოცნის. - თუ დაგჭირდები, სულ აქ ვიქნები გესმის? ყოველთვის აქ ვიქნები, ახლა კი თვალები დახუჭე, ჩემი წასვლა კი არა, ჩემს გვერდით ყოფნა უნდა დაგამახსოვრდეს.
მის ყელში თავს ვრგავ, ჩემი ცრემლი ყელს უსველებს, მე კი არანორმალურად ღრმად ვსუნთქავ, რომ მისი სურნელი სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში.
ალექსი ტელეფონს იღებს და რეკავს. ანკას უხსნის სად უნდა მოვიდეს და თხოვს რაც შეუძლია სწრაფად წამოვიდეს.
- მოვდივარ, შენც ხომ მანდ იქნები? - ეკითხება ანკა.
- აბა რა, ყოველთვის აქ ვიქნები მეგობარო. პასუხობს და ტელეფონს მანამ თიშავს, სანამ ანკა კიდევ რამის თქმას მოასწრებს.
მის მკერდთან ჩამომაქვს თავი და საყვარელ გულისცემას ვისმენ. პირველად ვგრძნობ როგორ უჩქარდება გულისცემა და ვერ ვიტან, რომ საყვარელი რიტმი ირღვევა.
-ვრას გეუბნება ანაბელ, ჩემი გულს ცემა რას გეუბნება? - ინტერესი უკრთის თვალებში.
- იმას, რომ მეც შენი გული ვარ.
- ის არ ტყუის, მას შენ არასოდეს მოუტყუებიხარ. - ამბობს და თვალებს კოცნით მიხუჭავს.
შეშლილივით ვყვირი, მანქანის დაქოქვის და ვარდნის ხმები მესმის, მერე კი მეხსიერება მიწყდება.
როცა აზრზე მოვედი და ალექსის ნახვა მოვითხოვე მითხრეს, რომ მისი სხეული სანახავად არ ვარგოდა, თუმცა მხედველობა ხომ ილუზიაა, რა მნიშვნელობა ქონდა როგორ გამოიყურებოდა, ამიტომ მე ვნახე ის. უკანასკნელად მოვეფერე და ვაკოცე.
ეს პირველი კოცნა იყო, რომელიც მან ვერ იგრძნო.
- კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან. - ბოლოჯერ ვუთხარი მაშინ

. . .
ანაბელს თხრობა ცრემლებმა შეაწყვეტინა.
ვგრძნობდი, როგორ ახრჩობდა მოწოლილი დარდი.
ალექსის ყოველ ხსენებაზე, თითო სიკვდილს გადიოდა.
ცოტა რომ დამშვიდდა საუბარი განაგრძო.
- ალექსი დავკრძალე, თუმცა მისი საფლავის ნახვა არ შემეძლო. ყველა ჟურნალ გაზეთმა ჩვენს შესახებ დაიწყო წერა, მათ არ მივცემდი უფლებას ის ეთქვათ, რაც არ იცოდნენ, თავისი ბინძური ხელებით არ უნდა ეფოთიალათ, ჩემი და ალექსის სუფთა გრძნობებში, ამიტომ აქ წამოვედი, მერე კი კაფეში შენ გიპოვე.
- მე არასოდეს არაფერი გამიკეთებია, ალექსის სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ აბების ჩადების გარდა, ამიტომ მისი ბოლო სურვილიც უნდა შემესრულებინა. ახლა სცენარი მაქვს, საქართველოში დავბრუნდები და ფილმს გადავიღებ ალექსს ამ ყველაფერს მოვუყვები და დარწმუნებული ვარ მასთანაც მალე წავალ. ის ისევე ვერ გაძლებს უჩემოდ დიდხანს, როგორც მე ვერ ვძლებ მის გარეშე. - ბოლო ფრაზამ თითქოს შვება მოჰგვარა.
- შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე საქართველოში? მინდა ყველა ის ადგილი ვნახო, სადაც შენ და ალექსი დადიოდით, მინდა ყველაფერი უფრო დეტალურად შევიგრძნო. - თხოვნით მივმართე ანაბელს.
- წამოდი. - ჩემდა გასაოცრად მარტივად დამთანხმდა.
- თქვენ საოცარი ისტორია გქონდათ ანაბელ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდა ეს. - ვუთხარი და გასამგზავრებლად მზადებას შევუდექით.
მეორე დღეს, მე და ანაბელი საქართველოში ჩამოვფრინდით. გავიცანი ანკა, რომელიც სულაც აღარ იყო ისეთი მხიარული, როგორც ანაბელი მიამბობდა.
გავიცანი ძიძა და ლევანი.
ყველა მათგანში იყო დარჩენილი თავის წილი ალექსი.
ვნახე ალექსის საყვარელი კლუბი, ლისის ტბა, მოტოციკლი, მისი ბინა, ოთახი, სადაც ხან ანაბელთან და ხან მის გარეშე ეძინა, სადაც ვარჯიშობდა. ვნახე მისი გარდერობი, რომლის ნახევარი ანაბელს ამერიკაში წამოეღო, ნახევარი კი საქართველოში დაეტოვებინა. (ანაბელი ალექსის ტანსაცმელთან ერთად იძინებდა).
ვნახე ყველა ადგილი, სადაც დადიოდა და მოსწონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ისინი ისეთი სულაც აღარ იყო, როგორადაც ანაბელი აღწერდა, რადგან მათ ალექსი აკლდათ, ჩემი წილი ალექსი, რომელიც ანაბელმა მიწილადა.
- არაფერია ღირსშესანიშნავი ამ ქალაქში, ალექსის გარეშე. - თავისთვის ჩაიბურტყუნა ერთხელ ანაბელმა.
ჩვენ ყოველდღე დავდიოდით ალექსის საფლავზე, ანაბელი ხშირად ადებდა თავს მის საფლავს და ამბობდა, რომ ყველაფერს დათმობდა, ახლა ალექსის გულისცემა რომ გაეგონა.
შემდეგ ფრხილად დგებოდა და მის გულზე დაყრილ მიწაზე, თითებით რაღაცას წერდა, თუმცა წაკითხვის საშუალება არასდროს მოუცია.
ჩვენ გადავიღეთ ფილმი, რომლის რეჟისორი ანაბელი თავად იყო.
- მე ყველაფერი გავაკეთე, რაც მას უნდოდა. - თქვა როცა სახლში მიმყავდა, ფილმის პრემიერის შემდეგ.
იმ დღეს განსაკუთრებით მხიარული მეჩვენა ანაბელი, ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ეს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისია_მეთქი, მაგრამ
მომდევნო დილით ანაბელი ალექსის საფლავზე, გარდაცვლილი ვიპოვეთ. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც სამედიცინო დასკვნამ აჩვენა, რომ ანაბელი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ალექსის საფლავზე მარტო დარჩენილმა კი, მის გულზე ანაბელის თითებით ნაწერი, პატარა წერილი ამოვიკითხე.
ანაბელს მიწაზე ლამაზად გამოეყვანა რამდენიმე სიტყვა.

"ნება მომეცი ისევ შეგისუნთქო"
"ანაბელის ალექს"скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ცარიელი

პირველი ვარ :დ წავედი წავიკითხავ და მოვალ <3
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline მოდერი სალანდერი

სასტიკად გამიხარდა რომ დასრულდა, რედაქტირება იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე დაწერა თავის დროზე.
დასასრული სხვანაირი არ წარმომედგინა და ვერ მოვიბოდიშებ blush
მადლობა რომ მოგვყვებოდით და იმედი მაქვს ისიამოვნებთ smirk

mirandaa31
პირველი ვარ :დ წავედი წავიკითხავ და მოვალ <3

გელოდებიიიიი kissing_heart heart_eyes

 



№3  offline წევრი ბელუ შეროზია

ღმერთო ეს რა იყო?!
ვიტირე,
ვიტირე იმდენი, რამდენიც აქამდე არასდროს მიტირია,
არც ერთ ისტორიაზე!
ბოლო ნაწილი ძლივს დავასრულე,
გეუბნები ასოებს ვერ ვარჩევდი, ისე მქონდა თვალები დაბინდული!
პირველად ვახიარებ ავტორთან, რომ მის ისტორიაზე ვიტირე,
რადგან ვფიქრობდი, რომ იტირო მოგონილ ისტორიაზე ეს სისულელეა
და რომ ეს უბრალო ნაწერებია,
მაგრამ ეს ბევრად მეტია,
ისე ნათლად შევიგრძენი ანაბელის ტკივილი, რომ ასე მეგონა მე ვიყავი ის
და მე დავკარგე ჩემი სიცოცხლის აზრი!

იცი რა?
მადლობას ვერ გეტყვი ამ შეგრძნებისთვის, რადგან ეს ის შეგრძნება არ არის, რომელიც მსურს გავიგო...
მაგრამ გეტყვი რომ შენ ხარ საოცარი ადამიანი,
საოცრად ნიჭიერი,
საოცარი გადმოცემის უნარის მქონე,
იმდენად საოცარი, რომ მეც კი ამატირე!
აი ამისთვის კი შემიძლია ნამდვილად, რომ მადლობა გადაგიხადო!

პ.ს ახლა, რომ დამცინო ასეთი სენტიმენტალური კომენტარისთვის მართალი იქნები,
მაგრამ მომინდა იმის დაწერა რაც ნამდვილად ვიგრძენი.

 



№4  offline წევრი ცარიელი

აუ ეს რაიყო :( გავსკდი ტირილით:( ალბათ სხვანაირ დასასრულს არც უნდა დავლოდებოდი.. თუმცა იმდენად მეტკინა ორივე.. ალექსი შემიყვარდა, საუკეთესო პერსონაჟი იყო თითქმის იდეალური ჩემთვის. ძალიან კარგი ხარ შენ <3 არვიცი რაგითხრა.. იცოდე რომ საუკეთესო ხარ <3 ველოდები ახალ იატორიას იცოდე იქ მაინც არ გვატირო :დ ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline მოდერი სალანდერი

ბელუ შეროზია
ღმერთო ეს რა იყო?!
ვიტირე,
ვიტირე იმდენი, რამდენიც აქამდე არასდროს მიტირია,
არც ერთ ისტორიაზე!
ბოლო ნაწილი ძლივს დავასრულე,
გეუბნები ასოებს ვერ ვარჩევდი, ისე მქონდა თვალები დაბინდული!
პირველად ვახიარებ ავტორთან, რომ მის ისტორიაზე ვიტირე,
რადგან ვფიქრობდი, რომ იტირო მოგონილ ისტორიაზე ეს სისულელეა
და რომ ეს უბრალო ნაწერებია,
მაგრამ ეს ბევრად მეტია,
ისე ნათლად შევიგრძენი ანაბელის ტკივილი, რომ ასე მეგონა მე ვიყავი ის
და მე დავკარგე ჩემი სიცოცხლის აზრი!

იცი რა?
მადლობას ვერ გეტყვი ამ შეგრძნებისთვის, რადგან ეს ის შეგრძნება არ არის, რომელიც მსურს გავიგო...
მაგრამ გეტყვი რომ შენ ხარ საოცარი ადამიანი,
საოცრად ნიჭიერი,
საოცარი გადმოცემის უნარის მქონე,
იმდენად საოცარი, რომ მეც კი ამატირე!
აი ამისთვის კი შემიძლია ნამდვილად, რომ მადლობა გადაგიხადო!

პ.ს ახლა, რომ დამცინო ასეთი სენტიმენტალური კომენტარისთვის მართალი იქნები,
მაგრამ მომინდა იმის დაწერა რაც ნამდვილად ვიგრძენი.

ბელუუუ ❤ ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე, რომ გამიზიარე ემოციები და იმისთვის რომ ყოველთვის გულწრფელი ხარ ❤
ახლა მეც გამოვტყდები და გეტყვი, რომ ჩემს სადისტურ მხარეს, ძალიანაც უხარია რომ გატირა :დ
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ❤ სასწაული გოგო ხარ შენ ❤

mirandaa31
აუ ეს რაიყო :( გავსკდი ტირილით:( ალბათ სხვანაირ დასასრულს არც უნდა დავლოდებოდი.. თუმცა იმდენად მეტკინა ორივე.. ალექსი შემიყვარდა, საუკეთესო პერსონაჟი იყო თითქმის იდეალური ჩემთვის. ძალიან კარგი ხარ შენ <3 არვიცი რაგითხრა.. იცოდე რომ საუკეთესო ხარ <3 ველოდები ახალ იატორიას იცოდე იქ მაინც არ გვატირო :დ ❤️❤️

მირანდაა ❤ დავიწყოთ იმით რომ ჩემი საყვარელი სახელი გქვია შენ და შემდეგ პერსონაჟ გოგოს აუცილებლად მირანდა "მიმი" ერქმევა ❤
მეორე რიგში ძალიან მიხარია რომ ყოველთვის "ჩემთამ ერთად" ხარ და ერთერთი ხარ მათ შორის ვინც ყოველთვის გულწრფელად მიზიარებს თავის შეხედულებას, კრიტიკაა, მოწონება თუ არ მოწონება ❤
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის მოკლედ ❤ სხვა რა უნდა გითხრა ❤

 



№6 სტუმარი ucnobi

რომ გითხრა მეც გული მეტკინა დამიჯერებ?საოცრება ხარ

ასეთი შეგრძნება არასოდეს განმიცდია..წარმატებები

 



№7  offline წევრი ჟიზელი

შენს ისტორიებზე სულ ამის დაწერა მინდება - " სხვანაირი დასასრული უბრალოდ ვერ იქნებოდა". დასასრულზე ბევრს აღარ ვბოდიალობ ხოლმე ხომ იცი, აღარ მეღლიცინება... და სიტყვებიც ზედმეტად მიმაჩნია. ველოდები ახალს ^^

 



№8  offline მოდერი სალანდერი

ucnobi
რომ გითხრა მეც გული მეტკინა დამიჯერებ?საოცრება ხარ

ასეთი შეგრძნება არასოდეს განმიცდია..წარმატებები

დაგიჯერებ და ჰო დიდი მადლობა kissing_heart

ჟიზელი
შენს ისტორიებზე სულ ამის დაწერა მინდება - " სხვანაირი დასასრული უბრალოდ ვერ იქნებოდა". დასასრულზე ბევრს აღარ ვბოდიალობ ხოლმე ხომ იცი, აღარ მეღლიცინება... და სიტყვებიც ზედმეტად მიმაჩნია. ველოდები ახალს ^^

იმაზე მეტი თქვი ვიდრე შესაძლებელი იყო heart_eyes უბრალოდ მადლობა და ვერაფერი სხვა kissing_heart

 



№9 სტუმარი სტუმარი ნანა

ხო ვიცოდი, მაგრამ მაინც... საუკეთესო ხარ! მაშტაბური ინტრიგანი :))) მიყვარხარ ფიქრო ❤️❤️❤️

 



№10  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
ხო ვიცოდი, მაგრამ მაინც... საუკეთესო ხარ! მაშტაბური ინტრიგანი :))) მიყვარხარ ფიქრო ❤️❤️❤️

ჩემო ძალიან გამორჩეულო და მნიშვნელოვანო ❤
უღრმესი მადლობა ❤

 



№11  offline წევრი naattii

მომკალი, მომცელე, გამანადგურე... მაგრამ მაინც საოცრება ❤ მიყვარს რა შენი ისტორიების კითხვა ❤

 



№12  offline მოდერი სალანდერი

naattii
მომკალი, მომცელე, გამანადგურე... მაგრამ მაინც საოცრება ❤ მიყვარს რა შენი ისტორიების კითხვა ❤

ნათიიი ❤
როგორ გითხრა მიხარია_მეთქი, მაგრამ ძალიან მიხარია ❤
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№13 სტუმარი სტუმარი სალომე

მოვკვდიი ტირილით ამ დილაუთენიაა ;((

 



№14  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი სალომე
მოვკვდიი ტირილით ამ დილაუთენიაა ;((

საალოო ❤❤

 



№15  offline წევრი -ლილუ

იცი რატომ ხარ საუკეთესო მწერალი?! გადმოცემის უნარი გაქვს იმდენად მაღალი ხარისხის,რომ ზუსტად იგივე გრძნობები მეუფლება კითხვისას, რაც მთავარ გმირს... ასე რომ დღეს ჩემშიც დატოვე,,ჩემი წილი ალექსი''... არ გეტყვი ვიტირეთქო, ამას ტირილი არ ერქვა ჩვეულებრივად ვბღაოდი... მეგალაქტიკები შენ მე და რა გავაკეთო)ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ საერთოდ და მადლობა თითოეული იმ ემოციისთვის, რასაც შენი ნაშრომები ჩემში იწვევს...(გადღლილი და რობოტული დღის მერე შენი ისტორიის წაკითხვა მაგრძნობინებს,რომ მეც ადამიანი ვარ)... ველოდები სიახლეს,ვიცი შენც ემოციურად გადაღლილი იქნები სხვანაირად არ შეიძლება ისეთ სასწაულებს წერ,მაგრამ არ გვყოფნი და სულ მეტი გვინდა.....ყველაზე ყველაზე საუკეთესო ხარ)))

 



№16  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
იცი რატომ ხარ საუკეთესო მწერალი?! გადმოცემის უნარი გაქვს იმდენად მაღალი ხარისხის,რომ ზუსტად იგივე გრძნობები მეუფლება კითხვისას, რაც მთავარ გმირს... ასე რომ დღეს ჩემშიც დატოვე,,ჩემი წილი ალექსი''... არ გეტყვი ვიტირეთქო, ამას ტირილი არ ერქვა ჩვეულებრივად ვბღაოდი... მეგალაქტიკები შენ მე და რა გავაკეთო)ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ საერთოდ და მადლობა თითოეული იმ ემოციისთვის, რასაც შენი ნაშრომები ჩემში იწვევს...(გადღლილი და რობოტული დღის მერე შენი ისტორიის წაკითხვა მაგრძნობინებს,რომ მეც ადამიანი ვარ)... ველოდები სიახლეს,ვიცი შენც ემოციურად გადაღლილი იქნები სხვანაირად არ შეიძლება ისეთ სასწაულებს წერ,მაგრამ არ გვყოფნი და სულ მეტი გვინდა.....ყველაზე ყველაზე საუკეთესო ხარ)))

ლილუ, სერიოზულად არ ვიცი ხოლმე შენს სასწაულ კომენტარებს რით ვუპასუხო. ❤
წარმოდგენაც არ შეიძლება იმის რამხელა ემოციას, მუხტს, ბედნიერებას და ა.შ და ა.შ. მანიჭებ ❤
ჩემი პირადი სასწაული ხარ შენ ამ საიტზე და სულ რომ არაფერი შენ გამო ღირდა "აქ" მოსვლა ❤
მადლობელი კი არა ბედნიერი ვარ ამ წუთას, შენი და ჩემი არსებობით ამ საერთო სივრცეში და უღრმესი მადლობა მინდა რომ გითხრა ❤
თუ მუზამ არ იზარმაცა, საკუთარ თავს ზარმაცობის უფლებას არ მივცემ ❤

 



№17  offline წევრი მარიკუნაა♥️

როგორ საშინლად მოუხდა ეს დასასრული...
არ მიტირია, არ მოგატყუებ.
და არც გული დამწყვეტია.
ეს ასე უნდა ყოფილიყო,
გვინდოდა თუ არა ჩვენ.
:)))))))
კარგი ხარ სალანდერ, ძალიან კარგი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№18  offline მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
როგორ საშინლად მოუხდა ეს დასასრული...
არ მიტირია, არ მოგატყუებ.
და არც გული დამწყვეტია.
ეს ასე უნდა ყოფილიყო,
გვინდოდა თუ არა ჩვენ.
:)))))))
კარგი ხარ სალანდერ, ძალიან კარგი.

უღრმესი მადლობა ❤
ძალიან გამახარე ❤

 



№19  offline წევრი elene2619

არ ვიცი ეს რა იყო. დაწყების დღიდან ვკითულობ და მაინც არ ვაძლევდი თავს იმის უფლებას რომ მეფიქრა ცუდზე, ბოლოს კი იმდენი ცრემლი დამიტოვა რო სიტყვებიც კი ზედმეტია. საოცრებაა ეს არის ჩემი როგორც მკითხველის შეფასება. <3

 



№20  offline მოდერი სალანდერი

elene2619
არ ვიცი ეს რა იყო. დაწყების დღიდან ვკითულობ და მაინც არ ვაძლევდი თავს იმის უფლებას რომ მეფიქრა ცუდზე, ბოლოს კი იმდენი ცრემლი დამიტოვა რო სიტყვებიც კი ზედმეტია. საოცრებაა ეს არის ჩემი როგორც მკითხველის შეფასება. <3

ძალიან დიდი მადლობა ელენე ❤
ძალიან მიხარია რომ გამოჩნდი ❤

 



№21 სტუმარი ხათუ

ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია, დიდი სიამოვნებით ვნახავდი ასეთ ფილმს, ჩემი საყვარელი დასარულია, მძაფრი და დასამახსოვრებელი, მართლაც ბრავოოო. სიტყვები მართლაც არ მყოფნის, უმაგესიააა.:) <3

 



№22  offline მოდერი სალანდერი

ხათუ
ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია, დიდი სიამოვნებით ვნახავდი ასეთ ფილმს, ჩემი საყვარელი დასარულია, მძაფრი და დასამახსოვრებელი, მართლაც ბრავოოო. სიტყვები მართლაც არ მყოფნის, უმაგესიააა.:) <3

ძალიან დიდი მადლობა ❤
სხვათაშორის რამდენჯერმე მირჩიეს სცენარების კუთხით მუშაობა და ვიფიქრებ ამაზე აუცილებლად ❤

 



№23  offline წევრი tamari1999

შეფასებაზე ხელი დამეჭირა და ბოდიში მართლა. შემთხვევით იყო... გამაგიჟა ამ ისტორიამ. მთელი დღეა ვკითხულობ დ ავერ ვშორდები. ძალიან მაგარია. იმდენ ემოციას იტევს იმდენ გრძნობებს იტევს რიმ რეალურად წარმოვიდგინე ყველაფერი. აიი ყველაფერი და ვიგრძენი.. ალექსის ანაბელი ვიგრძენი და ალექსი ვიგრძენი. წარმატებები შენ. და მადლობა ამ ემოციების პიკისთვის❤❤

 




ვაჰ, გადამრევს ეს გოგო თავისი საინტერესო და მძაფრი ისტორიებით. უდავოდ ძალიან მოთხოვნადი სცენარისტი გამოვიდოდა შენგან heart_eyes გიყვარს მკითხველის გულებზე "გავლა-გამოვლა" და გამოგდის კიდეც stuck_out_tongue_winking_eye წარმატებები და ყოველთვის დაველოდები შენს ნაწარმოებებს.

 



№25  offline მოდერი სალანდერი

tamari1999
შეფასებაზე ხელი დამეჭირა და ბოდიში მართლა. შემთხვევით იყო... გამაგიჟა ამ ისტორიამ. მთელი დღეა ვკითხულობ დ ავერ ვშორდები. ძალიან მაგარია. იმდენ ემოციას იტევს იმდენ გრძნობებს იტევს რიმ რეალურად წარმოვიდგინე ყველაფერი. აიი ყველაფერი და ვიგრძენი.. ალექსის ანაბელი ვიგრძენი და ალექსი ვიგრძენი. წარმატებები შენ. და მადლობა ამ ემოციების პიკისთვის❤❤

უღრმესი მადლობა საინტერესო შეფასებისთვის ❤
ძალიან ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონათ ❤

ქეთი იმერლიშვილი
ვაჰ, გადამრევს ეს გოგო თავისი საინტერესო და მძაფრი ისტორიებით. უდავოდ ძალიან მოთხოვნადი სცენარისტი გამოვიდოდა შენგან heart_eyes გიყვარს მკითხველის გულებზე "გავლა-გამოვლა" და გამოგდის კიდეც stuck_out_tongue_winking_eye წარმატებები და ყოველთვის დაველოდები შენს ნაწარმოებებს.

უღრმესი მადლობა ❤ ცოტა ძალიან "სხვანაირად მძაფრად" ველოდი შენს შეფასებას ❤
ძალიან ძალიან გამიხარდა ❤

 




სალანდერ, ცუდი სიზმრები კი არ მესიზმრება, რომ ავტორი უმიზეზოდ კრიტიკის ქარცეცხლში გავხვიო smiley ასეც რომ იყოს, თავს შევიკავებდი კომენტარისგან და არ გაწყენინებდი.
ორმაგი სიუჟეტია-რაც უკვე კარგია და ნაწარმოებს სიღრმეს სძენს. რაც შეეხება შინაარსს- ბრძოლა სიყვარულის გადარჩენისთვის, შურისძიებისთვის, ფულისთვის და ამისთვის კაცის კვლა, დაუნდობლობა, ზიზღი და ბოლოს საკუთარი თავის ზედ მიყოლებაც -ეს უკვე შენი ფანტაზიის ნაყოფი და თანამედროვე სამყაროს ბნელი მხარეა და ვერავინ შემოიჭრება ვერც შენს კომპეტენციებში და ვერც იმ რეალურ სიტუაციებს აუქცევს გვერდ, რაც მართლა ხდება. ასეთ გმირებს ქმნი და მკითხველმა ისეთები უნდა მიიღოს, როგორებიც არიან, თუმცა რა თქმა უნდა, მე როგორც მკითხველს, ყოველთვის მიჩნდება იმის გრძნობა, რომ არასწორად იქცევიან და ვამტყუნებ ხოლმე. რატომ მომწონხარ იცი? თითქმის ერთნაირი ინტერესები გვაქვს -ადამიანის ფსიქიკა, კრიმინალი და სამყაროს თავისებურებები -შენც ეს გაინტერესებს. ერთადერთი, რითაც განვსხვავდებით, წერის სტილით და გმირებით -"ჩემები" სიკვდილისკენ არ მიმყავს.
სხვა რა გითხრა? შეეცადე, ხშირად არ მოკლა მთავარი გმირები-სხვა რომ არაფერი, მკითხველს უყვარდება და უნდა, ბოლოს მაინც ნახოს ბედნიერი, თუმცა ესეც შენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვერაფერს შეგიკვეთავთ, მაშინ სალანდერი აღარ იქნები.

 



№27  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
სალანდერ, ცუდი სიზმრები კი არ მესიზმრება, რომ ავტორი უმიზეზოდ კრიტიკის ქარცეცხლში გავხვიო smiley ასეც რომ იყოს, თავს შევიკავებდი კომენტარისგან და არ გაწყენინებდი.
ორმაგი სიუჟეტია-რაც უკვე კარგია და ნაწარმოებს სიღრმეს სძენს. რაც შეეხება შინაარსს- ბრძოლა სიყვარულის გადარჩენისთვის, შურისძიებისთვის, ფულისთვის და ამისთვის კაცის კვლა, დაუნდობლობა, ზიზღი და ბოლოს საკუთარი თავის ზედ მიყოლებაც -ეს უკვე შენი ფანტაზიის ნაყოფი და თანამედროვე სამყაროს ბნელი მხარეა და ვერავინ შემოიჭრება ვერც შენს კომპეტენციებში და ვერც იმ რეალურ სიტუაციებს აუქცევს გვერდ, რაც მართლა ხდება. ასეთ გმირებს ქმნი და მკითხველმა ისეთები უნდა მიიღოს, როგორებიც არიან, თუმცა რა თქმა უნდა, მე როგორც მკითხველს, ყოველთვის მიჩნდება იმის გრძნობა, რომ არასწორად იქცევიან და ვამტყუნებ ხოლმე. რატომ მომწონხარ იცი? თითქმის ერთნაირი ინტერესები გვაქვს -ადამიანის ფსიქიკა, კრიმინალი და სამყაროს თავისებურებები -შენც ეს გაინტერესებს. ერთადერთი, რითაც განვსხვავდებით, წერის სტილით და გმირებით -"ჩემები" სიკვდილისკენ არ მიმყავს.
სხვა რა გითხრა? შეეცადე, ხშირად არ მოკლა მთავარი გმირები-სხვა რომ არაფერი, მკითხველს უყვარდება და უნდა, ბოლოს მაინც ნახოს ბედნიერი, თუმცა ესეც შენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვერაფერს შეგიკვეთავთ, მაშინ სალანდერი აღარ იქნები.

არა, ზოგადად საინტერესოა შენი ხედვა ჩემთვის და განსხვავებულად მიტომ ველოდი ❤
ინტერესებს რაც შეეხება ძალიან სწორად ამოიცანი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია მაგ მხრივ სამუშაო, ბოლომდე ვერ ვრისკავ ან ფსიქიკას ჩავუყვე ან კრიმინალს, სადღაც შუაში მიჭირავს მაინც, სიღრმეების მეშინია ცოტა :დ
მთავარი გმირების სიკვდილს რაც შეეხება, ყოველთვის მინდა აქამდე არ მისვლა მაგრამ დასასრული თავისით იწერება ხოლმე ზოგჯერ და რამდენჯერაც შევცვალე მე თვითონაც უკმაყოფილო დავრჩი, ისე კი რა თქმა უნდა სულ დრამაში არ ვაპირებ გაჭედვას, ბედნიერებასაც ვაღირსებ ზოგჯერ :დ

 



№28  offline წევრი სიბილა

ჰო, შესუნთქვა და სევდიანი ამოსუნთქვა, თანმდევი სიგიჟით:A.შეიძლება ასე მიშტერებული კითხულობდე რამეს, სანამ ბოლოში არ გახვალ?

აი დაცვამ ჯერ არ დაწეროოო, აბა, კიი:და არა მარტო: ბოლომდეც შევისუნთქავ!!!

 



№29  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
ჰო, შესუნთქვა და სევდიანი ამოსუნთქვა, თანმდევი სიგიჟით:A.შეიძლება ასე მიშტერებული კითხულობდე რამეს, სანამ ბოლოში არ გახვალ?

აი დაცვამ ჯერ არ დაწეროოო, აბა, კიი:და არა მარტო: ბოლომდეც შევისუნთქავ!!!

ძალიან გამაბედნიერე ახლა შენ მე ❤ სულ ღიმილით ჩავიკითხე შენი კომენტარი ❤
ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№30 სტუმარი სტუმარი სოფი

სულის მოუთქმელად წავიკითხე..ეს რაღაც საოცრება იყო რაც ბევრმა უნდა ნახოს და წაიკითხოს.არასდროს მიტირია რამის კითხვის დროს მაგრამ,ეხლა ესეც მოხდა.....უღრმესი მადლობა ამ საოცრების შექმნისთვის....????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent