ჩემი ბოროტი ტყუპისცალი (9) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბოროტი ტყუპისცალი (9)


25-07-2018, 13:43
ავტორი tako.izek
ნანახია 519

ჩემი ბოროტი ტყუპისცალი (9)

კატო

ეზოში ვიჯექი როდესაც მაია მოვიდა,ბედნიერებით აღსავსე ვიყავი როცა დავინახე მისკენ წავედი,მაგრამ მან თვალი ამარიდა.არაფერი არ უთქვამს ისე შევიდა,სახე ძალიან მოწყენილი და გულნატკენი ქონდა.ცრემლები წამომივიდა,მივხვდი რომ ამდენი ტყუილად ვიწვალე,აქ უნდა დავრჩენილიყავი.ჩემი ცხოვრება დაინგრა,დაინგრა შურისძიების გეგმაც.ვივახშმე ,თუ ვახშმობა ქვია,ერთი ლუკმაც ვერ გადავყლაპე.ოთახში შევედი და დავიძინე.დილით ისევ იმ ნაგავმა ექთანმა გამაღვიძა.ნეტავ იცოდეს როგორ ვერ ვიტან.
-ეხლა რაღა მოხდა?
-ადექით თქვენი ფსიქიატრი გეძახით.
წამოვიზლაზნე და წავედი.რა უნდა ეთქვა?ისედაც ყველაფერი მაიას სახეზე ამოვიკთხე.კარები შევაღე,ორივე იცინოდნენ,ბედნერები იყვნენ,გავბრაზდი :
-ყოჩაღ,ნამდვილად არ მეგონა ჩემი აქ დარჩენა ასეთუ გაგიხარდებოდათ.სახეები შეიცვალეს და მე შემომხედეს.შემდეგ კი ისევ სიცილი დაიწყეს.
-რა გაცინებთ?!მართალია ძალიან სასაცილოა ჩემი მდგომარეობა.კარგია ჩემი ტკივილით სავსე ცხოვრება თუ გაბედნიერებთ.ვინმე ხომ მაინც უნდა იყოს ბედნიერი არა?ტირილი დავიწყე და ოთახიდან გავედი.მთელი ძალით გავიქეცი,აღარავის სახის დანახვა აღარ მინდოდა.მეგონა რომ ისინი მაინც დამეხმარებოდნენ ,მაგრამ შევცდი,მათაც ისევე ახარებთ ჩემი უბედურება როგორც სხვებს.ოთახში შევედი და ლოგინზე დავვარდი.თავი ბალიშში ჩავრგე და მთელი ხმით ტირილი დავიწყე.როგორ ვერ ვიტანდი ვერავის.როგორ მინდოდა რომ მოვმკდარიყავი,ყველაფრისგან დავისვნებდი.ჩემი ძმა როგორმე შეეჩვეოდა ჩემი დის ქცევებს,მეც აღარ ვიქნებოდი და უფრო ბედნიერი იქნებოდა.კაცი რომელიც მომწონდა დამცინოდა,არადა რომ კითხო ჩემი უდანაშაულობისთვის იბრძოდა.მართალია რასაც მასზე ამბობენ,ვერ იტანს მართალ ხალსხ,ყველაფერს აკეთებს რომ აქეედან არ გაუშვას.კარების ხმა გავიგე.
-აქედან გაეთრიე?თქვენი არცერთის დანახვა არ მინდა?ნაგვები და უგულოები ხართ.ვითომ ჩემი უდანაშაულობისთვის იბრძოდნენ.სინამდვილეში კი მხოლოდთავიანთი სურვილებისთვის.თავი ბალიშიდან არ ამომიღია ისე ვტიროდი.მხარზე შეხება ვიგრძენი,შევიშმუშნე,ნიშნად იმისა რომ თავი დაენებებიათ,მაგრამ ვინ მოგეშვა?ხელი უფრო ძლიერად მომკიდა.მივხვდი რომ ანდრეა იყო.ბალიში ავიღე და მთელი ძალით მოვუქნიე.იმ გველმა აიცდინა.მე კი მთელი სისწრაფით გავიშხლართე ძირს,ამხელა ინერციას ვერ გავუძელი.მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი დავინახე,ავდექი და მეორედ მოვუქნიე ბალიში ამჯერადაც ავაცილე.ბალიში წამართვა და სიცილი დაიწყო.
-დამცინე ხო დამცინე,მეტისთვის მაინც არ ვარგივარ.ხელები გადავიჯვარედინე და ტუჩებ მობუსხული ლოგინზე ჩამოვჯექი.სიცილს კი მაინც არ წყვეტდა,როგორ მინდოდა რაიმე მძიმე ჩამერტყმია.ნაგავი,როგორ ვერ ვიტან.მიუხედავად ამისა მისკენ თვალს მაინც ვაპარებდი,ისევ ისე საყვარლად იცინოდა,გამეღიმა,მინდოდა მეც მასთან ერთად მეცინა ,მაგრამ ჩემი მდგომარეობა გამახსენდა და თავი შევიკავე.როგორც იქნა შეწყვიტა სიცილი.
-ხო გაჩუმდი,ეხლა ინებე და გადი აქედან სანამ ყვირილი არ დამიწყვია და მთელ დაწესებულებას არ გაუგია როგორი ნ*აძირალაც ხარ.ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა.-მე გითხარი რომ გარეთ გაბრძანებულიყავი,გეყოს ჩემი დამცირება.არც კი გაინძრა,იჯდა და მიყურებდა.ბალიში სახეზზე ნახევრად ქონდა აფარებული,მხოლოდ მისი მწვანე თვალები იცინოდა.მიუხედავად ამისა ძალიან გავბრაზდი, თავი ვეღარ მოვთოკე და მთელი ძალით სახეში დავარტყი.-ეხლაც აღარ გაბრძანდები ვაჟბატონო?თავი გააქნია.და ისევ ისე საყვარლად იღიმოდა.მეორედ მოვმართე ხელი,მაგრამ დამიკავა.მეორე ხელის დარტყმაც ვცადე, მაგრამ ისიც დამიკავა.ფეხები ხომ დამრჩა?! მაგრამ ფეხებით დამიჭიირა.-ხელი გამიშვა.ის არ გეყო რომ დამცინე ეხლა გინდა ინვალიდი დამტოვო?
-დამშვიდდი ამით ადამიანები ინვალიდები არ რჩებიან.
-მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ხმა ამოიღე.კარგია ხო რო დამცინიხართ.
-ჩვენ შენთვის არ დაგვიცინია.
-არა,როგორ გეკადრებათ,თქვენ ხომ მხოლოდ სიცილისგან იგუდებოდით.
-გეყოფა?
-რა უნდა მეყოს?მეგონა რომ მეხმარებოდით.თვქენ კი ბედნიერები იყავით იმით რომ მაიას გიჟის წოდება არ მოეხსნა.
-მაიას მოხსნეს გიჟის წოდება.უბრალოდ შენს სახეზე გვეცინებოდა.
-ყოჩაღ,კარგი მატყუარაც ყოფილხარ.გუშინ დავინახე როგორი დამწუხრებული და გულნატკენი მოვიდა.
-კი მოვიდა,მხოლოდ იმიტომ რომ მეორე დღეს შენი სახე გვაინტერესებდა.
-ნაგვები ხართ.ზუსტად ერთნაიერები,ერთმანეთს გადასარევად უხდებით.
-აჰა ანუ ეხლა მაიაზეც ეჭვიანობ ხომ?
-რა?საიდან მოიტანე რომ ვეჭვიანობ?ან მაიას გარდა ვიზე ვეჭვიანობდი?
-აბა რა ჰქვია იმას რასაც შენ ამბობ?მგონი ნინაზეც იეჭვიანე.
-უბრალოდ გამოვკვეთე თუ როგორებიც ხართ.ნინა?ეს ხომ სასაცილოა?
-კარგი როგორც გინდა.შენთან ამ თემაზე კამათს არ ვაპირებ.
-ანუ მაიას მოუხსნეს ხო?
-კი მოუხსნეს.
-მაშინ მეც მომხსენი შენი ხელები და ფეხები.
-ხო კარგი.რა უჟმური ვინმე ხარ.
-უჟმური შენ თვითონ ხარ?ჩემი სასამართლო როდის იქნება?
-არ ვიცი დამირეკავენ და მაშინვე გეტყვი.
-კარგი,მაგრამ მაინც ისეთივე ხეპრე ხარ როგორიც აქამდე.ენა გამოვუყავე და ლოგინზე გადავწექი.
-როგორც გინდა.
კმაყოფილმა ჩავიცინე.ესე იგი თავისუფლება მალე ჩემი იქნება.მაგრამ მანამდე ამ ორ გველს სამაგიერო უნდა გადავუხადო,გასაკვირია რომ ასე მალე დამნებდა ის ხომ ყოველვის ყველაფერზე მეწინააღმდეგება?არა უშავს შენც და მაიასაც გასწავლით ჭკუას.ექთანმა სასადილოში ჩამიყვანა,შემდეგ კი ეზოში გავედი.ქალბატონი მაია მომიჯდა გვერდში და ლაპარაკი დამიწყო.
-კატიუშა,ვიცი რომ ჩვენი სიცილი არასწორად გაიგე მაგრამ მაინტერესებდა როგორი სახე გექნებოდა.თუ ძალიან გეწყინა მაპატიე.
-ახლა უკვე იცი როგორი სახე მაქვს ღალატზე.შეგიძლია მიბრძანდე.მე არავის პატიებას არ ვაპირებ.სხვათაშორის კატიუშა არ მქვია,მე კატო მქვია.
-კარგი რა კატო,გეყოს ეს ბუტიაბოდა,ბავშვივით იქცევი.
ხმა არ გავეცი არ ვაპირებდი მისთვის პატიებას.მაგრამ ეს ღუტუნი ხომ კარგი საშუალებაა ჩემს შემოსარიგებლად.უკვე იცის რომ ამით ვაპატიებ,ხოდა ისევ დაიწყო.
-კარგი მაია გეყოს ,ხო იცი რომ ვერ ვიტან?
-არა,სანამ არ მაპატიებ არაფერიც.
-ხო კარგი ჰო,გაპატიე ეხლა ხელი გამიშვი.
-ანუ მაპატიე?!--ეჭვნარევი სახით გამომხედა.
-ჰო,გაპატიე.
-ძალიანაც კარგი.
-თუ გაგათავისუფლეს აქ რატომ ხარ?
-სრულად რომ მომხსნან და კიდევ რაღაცეები მოაგვარონ აქ უნდა დავრჩე.
-აჰა,გასაგებია.
-მხოლოდ ასე ლაკონიურად მიპასუხებ?
-მოიცა აბა რა უნდა გიპასუხო?
-არ ვიცი რამე მომიყევი.
-მაინც რა მოგიყვე?
-რავი?მმმ..მაგალითად გყოლია თუ არა ოდესმე შეყვარებული?ან თუ მოგწონებია ვინმე?
-არა შეყვარებული არასოდეს მყოლია და არც არავინ მომწონებია.
-არც მცირეოდენი სიმპათია არ გქონია?
-არა,ბიჭებს ყოველთვის თავიდან ვიშორებდი.
-როგორც ჩანს ბევრ რამეში ერთმანეთს ვგავართ.
-კი ვგავართ.რა კარგი იქნებოდა შენ რომ ყოფილიყავი ჩემი ტყუპისცალი?
-კი მაგრამ მე ხომ შენზე უფროსი ვარ?
-ოოოჰჰჰ,ხო ჩაგაშხამებს ადამიანს რა?
-მართლა როგორი ბავშვი ხარ?
-არაფერიც მე ოცი წლის ვარ.
-მერე რა ასაკი კი არ გართმევს ბავშვობას.
ასეთ ძალიან ბევრ სისულელეზე ვისაუბრეთ.შემდეგ ისევ სასადილო,ეზო,წამლების მიმღები ოთახი და ბოლოს დაძინება.აქედან გასვლა მარტო იმიტომ მინდა რომ ამ მოწყენილ ცხოვრებას თავი დავაღწიო.მეორე დილით რაღაცნაირ ხასიათზე ავდექი,თან რაღაც მინდოდა თან არ მინდოდა.ძალიან გაუგებარ ხასიათზე ვიყავი.ექთანი მოვიდა,ანდრეასთან შეხვედრა მქონდა.ალბათ გაიგო უკვე როდისაა ჩემი სასამართლო.

ანდრეა
-არა რა ეს გოგო ნამდვილი არანორმალური და გიჟია.მაგრამ ძალიან საყვარელი და კეთილი.ძალიან ბავშვური და გულღია.ყველაზე მეტად მასთან კამათი და კინკლაობა მიყვარს.მაშინ ვხვდები თუ როგორ ძალიან მიყვარს.მაშინ ვხვდები რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლება და ეს გოგო იქნება ამის მიზეზი.
-გამოდის ბატონო ანდრეა აღიარებთ თქვენს გრძნობებს.
-კიდევ შენ?
-აბა სხვა ვინ უნდა იყოს?
-შენ გარდა ყველა შეიძლება.
-კარგი ერთი,დავიჯერო ძალიან გინდა სულების ნახვა?
-შენს ნახვას ნაღდად სჯობს.
-არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობ მე შენი გრძნობები უფრო მაინტერესებს.
-ვითომ არ იცოდე?
-მე ვიცი უბრალოდ მინდა რომ შენი პირით აღიარო.
-შენთან არასოდეს არაფერს ვაღიარებ.
-ჩემთან არა კატოსთან აღიარე.
-ეგ შენი საქმე არაა ვისთან რას ვაღიარებ.ჯობია აქედან წახვიდე სანამ ვინმეს გიჟი ვგონებივარ.
-გიჟი ისედაც ხარ.
-შენ..გისმენთ.
-ანდრეა აბაშიძე ხართ?კატოს ფსიქიატრი?
-დიახ.
-მე ადვოკატი სალომე გრძელიძე ვარ.მე უნდა დავიცვა კატოს ინტერესები სასამართლოში.
-გასაგებია და სასამართლო როდის არის?
-ორ კვირაში.მინდა მანამდე კატოს გავესაუბრო,ხვალ დილით მოვალ.
-როგორც გნებავთ.ტელეფონი გავუთიშე და ისევ ფიქრებში გადავეშვი.კატოს დღეს ვერ ვეტყოდი, შეხვედრა მქონდა დანიშნული ერთ-ერთ პაციენტთან.ძალიან რთული პაციენტია.აი ზუსტად ისეთი მე რომ არ მიყვარს.საშინლად ამაზრზენი და უცნაური.როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს.ორ კვირაში კატოსაც გაათავისუფლებენ და მეც გავყვები უკან.ნამდვილად არ ვაპირებ ამ ჯოჯოხეთში დარჩენას.სანამ პაციენტთან შევიდოდე წასვლის განცხადება მოვამზადე და შევინახე.პაციენტთან დიდ ხანს მომიწია ყოფნამ,ხან რა სისულეზე ,ხან რაზე არ ილაპარაკე.ყველაფერ საზიზღრობას შეეხო გარდა ჩემს მიერ დასმული კითხვებისა.ნერვები ძალიან მეშლებოდა მის ასეთ ქცევაზე,როგორ მინდოდა ავმდგარიყავი და თავ პირი გამეერთიანებინა მისთვის.ფსიქიატრი და მე უნდა ვიყო გაწონასწორებული ამიტომ შევიკა თავი.როგორც ჩანს,სხვა ექიმებიც დაიღალნენ,ჩემი და იმ პაციენტის წვალებით და გარეთ გამომიყვანეს.პაციენტის მდგომარეობა და მისი აზრი აინტერესებდათ,ვითომ ვიდეო კამერით არ უყურებდნენ და არ იცოდნენ.პასუხები მოჭრთ გავეცი და სახლში წავედი.ჩემი კარების გაღება ვცადე მაგრამ გაღებული დამხვდა.როგორც წესი ჩემთან არავინ მოდის და არც ჩემი მეზობლები არ შედიან ჩემთან დაუკითხავად,უეჭველი ქურდია,მაგრამ კარები არც შემტვრეული და არც ნაწვალებია.ესეიგი ვიღაც ნაცნობია.არა რა აშკარად დეტექტივობისთვის ვარ გაჩენილი.რა მეშარებოდა ჩამებარებია იურიდიული და ხო ვიქნებოდი ბედნიერი.კარები შევაღე და ჩემი და კესო დამხვდა.კისერზე შემომაფრინდა.
-კესიკოოო,ჩემი საყვარელი დაიკო,ვაიმე ჩემი გოჭი როგორ მომენატრე.
-ეეე,გოჭს ნუ მეძახი.
-რატომ შენ ჩემი გოჭი არ ხარ?აშკარად ეწყინა ჩემი ნათქვამი.ტუჩებიმობუსხა და იატაკს დაუწყო ყურება.-კარგი რა ერთხელ დამიძახებია გჭუნა თუ ორჯერ?ლოყებზე ჩქმეტა დავუწყე.პატარაობიდან მიყვარდა მისი წვალება,განსაკუთრებით ლოყების.გემრიელი და ფუმფულა ლოყები ქონდა,სულ ვუწელავდი და მანამ ვკოცნიდი სანამ ტირილს არ დაიწყებდა.
-გეყოს!
-ოჰ პატარა ქალბატონს ჩხუბიც უსწავლია.
-დიახაც,და პატარა აღარ გავიზარდე.
-არა,შენ მაინც ისეთივე პატარა ხარ როგორიც ადრე.
-იცოდე თუ არ მორჩები ჩემს დაცინვას გეფიცები წავალ.
-კარგი ჰო,რა უბედურებაა რა არის?ყველა უჟმური და უხასიათო ემთან რატომ მოდის?.კარგი ის მითხარი როგორ ხარ?რა ხდება გერმანიაში ახალი?
-როგორც მიყურებ გადასარევად ვარ.და გერმანიაში რა უნდა ხდებოდეს?
-რა ვიცი იქნებ ვინმე გერმანელი გააბი მახეში.
-ააა,უკაცრავად?!მე როდის იყო ბიჭებს ვაბამდი მახეში?
-ოხ რა მატყუარა ხარ კესიკოოო,შენ არ იყავი სკოლის მთელ ბიჭებს თავგზას რო უბნევდი და მერე ტუალეტის ქაღალდივით რო ისროდი?
-მაშინ ხვა დრო იყო ახლა სხვაა.
-და რა შეიცვალა?
-რაღაც რაღაცეები შეიცვალა.
-მაინც..ვიცოდი თემა საიდაც მიყავდა ამიტომ თვალების ტამაში დავიწყე რომ ჩემთვის დროზე ეთქვა.
-შეიძლება ასეც ითქვას რომ...
-რატომ გაჩერდი?დროზე თქვი.-როდესაც ჩემი და რაღაცეებს მიყვებოდა ხოლმე ყოვეთვის ჭორიკანა ქალივით ვუსმენდი.მე და ჩემს დას მეგობრული ურთიერთობა გვქონდა,ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს,არასოდეს რაიმე არ მოგვიტყუებია ერთმანეთისთვის დაარც არასოდეს გამოგვიყენებია ჩვენი საიდუმლები ერთმანეთის წინააღმდეგ.
-უცებ გეტყვი,გავთხოვდი.
-რააა?მოიცა რა თქვი?
-გავთხოვდითქო.
-საძაგელო მე ქორწილში არ უნდა დაგეპატიჟებიე?არც უნდა დაკერეკა?
-უცებ გადაწყდა ყველაფერი და ვეღარ მოვასწარი შენთან დარეკვა.
-კარგი მაშინ ვერ მოასწარი და მერე რა გაკავებდა?
-ოოჰ,ნუ დაიწყებ ეხლა რა.
-ყველაფერი მომიყევი.როგორ გაიცანი?როგორ შეძელი რომ ვინმეს ერთგული ყოფილიყავი?ან საერთოდაც თვითონ რა პონტში მოგიყვანა?ბოლო ბოლო შენ ხომ ნამდვილი მახინჯი იხვის ჭუკი ხარ?ვიცოდე რომ გაბრაზდებოდა,ოთახში შევვარდი და კარები მოვიკეტე.
-ანდრეა!საზიზღარი ვინმე ხარ.ერთი თუ ასეთი მაგარი ბიჭი გამოდი და შემებრძოლე.
-არა იყოს მადლობა.
-გველოო!ხვალ გაჩვენებ სეირს.
-კი როგორ არა.ჩემს დას კარგად ვიცნობ,ხვალ აღარაფერი ემახსოვრება.აბაზანაში მინდოდა გასვლა მაგრამ ჩემი და იყო გარეთ.პირდაპირ საწოლში შევწექი.რა კარგია ჩემი დაიკო ჩამოვიდა.ამ სახლში მარტო აღარ ვიქნები.დილით ადრე გავიღვიძე კატოს საქმე მქონდა მოსაგვარებელი.წყალი გადავივლე,სანამ წავიდოდი ჩემს დასთან ოთახში შევედი.ისევ ისე საძაგლად ძინავს როგორც ადრე.გაიზარდა მაგრამ ვერ გადაეჩვია.ახლაც განზე ძინავს.ამხელა გოგოა და მაინც ბავშვურად ძინავს.თმებზე მოვეფერი და ვაკოცე.მასაც ისეთივეი თმები აქვს როგორიც დედას ჰქონდა,დედა ყოველთვის ერთსადაიმავე სუნამოს ისხამდა,როგორც ჩანს ჩემი დაც იმავეს იყენებს.დედაჩემი გამახსენდა,მისი ლამაზი თვალები.მისი მზრუნველი ხმა.ჩემი და მას ძალიან გავს,მადლობა უფალს რომ ის მაინც მყავს ცოცხალი,მადლობა უფალს რომ ისიც არ წამართვეს.მთელი ჩემი ოჯახი წარმომიდგა თვალწინ,ჩემი ძმა ამიკო ,დაიკო,მამაჩემი და დედაჩემი.ის საშინელი დღე როცა დასასვენებლად მიდიოდნენ.მე არ წავყევი,მთელი ოჯახი წავიდა ჩემს გარეშე.საღამოს მათთან დავრეკე მაგრამ არავინ პასუხობდა,ორმოცჯერ მაინც დავრეკე,ბოლოს პოლიციის ოფიცერმა მიპასხა,მითხრა ისინი ავარიაში მოყვნენ,ჩემი ძმა,დედა და მამა ადგილზევე დაიღუპნენ,ხოლო ჩემი დაიკო სასწაულებრივად გადარჩა.იმ დღიდან მოყოლებული მასზე განსაკუთრებულად ვზრუნავდი,რაც შემეძლო მაქსიმალურად მკაცრად ვექცეოდი,თავდაცვა ვასწავლე.მალე კი ჩემზე ძლიერი გახდა.
-დილამშვიდობისა ძამიკო,ისე სამსახურში არ გაგვიანდება.
-რა უშავს ცოტას თუ დავაგვიაებ,ბოლო ბოლო ჩემს გოჭუნიასთან ვარ და ვინ რა უნდა მითხრა?
-გეყოს.
-ჰო კარგი.
-სხვათაშორის ორ დღეში სიძე ჩამოვა ვაჟბატონო.
-ძალიანაც კარგი,როცა მოვალ ყველაფერს მაშინ მომიყვები.
-ხო წადი.
სახლიდან მალე გამოვედი,გზაში საჭმელი ვიყიდე და საავადმყოფოში წავედი.სანამ ადვოკატი მოვიდოდა მანამ კატოს უნდა დავლაპარაკებოდი.ადრე დავაძახებიე ექთანს,მიდოდა მასთან რაღაცეებზე მელაპარაკა,თუნდა სისულეებზე,შეიძლებოდა ამ დროს ჩემს გრძნობებში გამოვტყდომოდი.

კატო
დერეფანში სიხარულით აღსავსე მიბაჯიბებდი.კარები სიხარულით შევაღე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
-აბა გისმენთ.რა გნებავთ?
-კატო შენს ადვოკატს ვესაუბრე.მითხრა რომ სასამართლოს ორ კვირაში გაიმართება,მანამდე აქ მოვა და დაგკითხავს.
-კიდევ?რამდენჯერ უნდა დამკითხონ?
-არ ვიცი.პირველზე აქ მოვა.
-და ძალიან ადრე ხომ არ არის?იმ დროს დაგეძახებია როცა მოვიდოდა.
-იმ დროს რომ დამეძახებია,მერე შენთან სალაპარაკოდ ვეღარ მოვიცლიდი.
-მოიცა შენ რა ჩემთან სალაპარაკო გაქვს?
-კი ძალიან ბევრ რამეზე.
-გისმენთ..მეგონა რაიმე სერიოზულზე ილაპარაკებდა,მაგრამ ათას სისულელეზე ილაპარაკა,ხან რაზე ხან რაზე.ნერვები ძალიან მომეშალა.
-უკაცრავად მაგრამ აქ ამ სისულეების მოსასმენად მომიყვანე?
-არა.
-არა?რასაც შენ ლაპარაკობ ჩემს საქმე თუ ეხება საერთოდ ან ჩეთან თუ აქვს კავშირი?
-კი შენთან აქვს კავშრირი.
-და რომელს?ბომბეს და გლობალიზაციას?
-ეგენი არ?
-აბა მეტზე არც გილაპარაკია.
-კი,ამ საუბარს სხვა მიზანი ქონდა.
-შენ რა დამცინი?რა მიზანი?
-მაგალითად ის რომ როცა გაბრაზებული ხარ მაშინ შემიძლია გესაუბრო ჩემს..
-რა ჩემს?ენა რატომ გებმის?.ჩმთან მაქსიმალურად ახლოს მოვიდა.არ ვიცი რა უნდოდა მაგრამ მიისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა.მისი მწვანე თვალები უცნაურად დ მიყურებდა.გუგები გაფართოებული ქონდა.მისი სუნთქვა გახშირებული იყო,მისი გულის ცემა საშინლად ხმამაღლა ისმოდა.
-იცი რა?
-რა.
-შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე.შენ ის მომეცი რასაც აქმადე დავცინოდი.შენ მაზიარე იმ გრძნობას რასაც სიყვარული ქვია.არ ვიცი კიდევ რა უნდა გითხრა.არც ის ვიცი სიყვარულს როგორ უხსნიან,მე გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია,ამაში ძალიან ცუდად ვერკვევი.წლების განმავლობაში ქალთან სექსი მინდოდა.შენთან კი ეს სურვილი არ გამჩენია.
ძალიან მიხაროდა მისი ეს სიტყები,იმაზე ბედნიერი ვიყავი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
-შეიძლება ვერც მიტანდე.არ გინოდეს რომ შენთან ვიყო,მაგრამ არა უშავს,შენს ნებიესმიერ სიტყვას დავემორჩილები,თუნდაც არაფერს გრძნობდე მითხარი.არ მინდა ფუჭი იმედები დავაყარო.
მისი სიტყვები გულზე ძალიან მოხვდა,როგორ არაფერს ვგრძნობ?მთელი ღამეები მხოლოდ ამ იდოტის სახეს ვუყურებ.მთელი ღამეები მასზე ვფიქრობ და როგორ შეიძლება არაფერს ვგგრძნობდე?მისი მწვანე თვალები ამღვრეული იყო,ისეთი როგორც პატარა ბავშვებს აქვთ როცა ტირილისთვის ემზადებიან.არ დავუშვებდი იმას რომ მისი თვალები ასე ყოფლიყო.ჩემი გრძნობის შესახებ ვერაფერ ვიტყოდი ამიტომ თანხმობის ნიშნად ვაკოცე.ჩემი გული საგულედან ამოხტომას ცდილობდა,არც მისი გული იყო ნაკლები.ხელები წელზე მომხვია კალთაში ჩამისვა და მთელი ძალით მკოცნიდა.ხელები კისერზე შემოვხვიე.არასოდეს არავისთვის მიკოცნია,რამდენად გამომივიდოდა არ ვიცოდი, მაგრამ სულ არ მიუქცევია ყურადღება.მაინც ავყევი.ცოტა ხანს მომეშვა თვალებში დამიწყო ყურება და ჩამიხუტა,ცხვრირი მის კისერში ჩავრგე,მის სუნს ვგრძნობდი.ვგრძნობდი თუ როგორ უცემდა გული,მშვიდად ვიყავი რადგან ვიცოდი რომ ეს გული ჩემი იყო,მარტო ჩემთვის იძგერდა და სხვა ვერ წამართმევდა.ძალაიან ბედნიერი ვიყავი.არ მინოდა ანდრეას მოვშორებოდი,მაგრამ ეს საგიჟეთია,აქ ხომ არავინ არაფერს გაცლის,თანაც არ მინოდა ჩემს გამო საყვედური მიეღო.კარებში ვიღაც შემოვიდა ძამიკოს ძახილით,ანდრეას კალთიდან მალე წამოვდექი,დარცხვენილი ბავშვივით ლოყები სულ წითელი მქონდა,მაშინვე კარებში გავედი.დამშვიდება ვცადე,არ მინოდა ადვოკატს ასეთ მდგომარეობაში ვენახე.ოთახისკენ წავედი,ეს ექთანი ხომ ვერ მოვიცელე რა?სულ კუდში უნდა მსდიოს?ეზოში უნდა გავსულიყავი,არ მინდოდა მაგრამ ჩემს აზრს ვინ ითვალისწინებს?ეზოში განმარტოებით კუთხეში დავჯექი.როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი.ნელ-ნელა აზრზრე მოვედი.გავაცნობიერე რომ მარტო აღარ ვიქნებოდი,ჩემი სხეული იმ გრძნობამ მოიცვა რომელსაც ვერ ვიტანდი და ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა,ვერ ვხვდები როგორ შემოახწია ჩემში ისე რომ არ შევეწინაღმდეგე?არ ვიცი.ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ ბენდიერი ვარ.არ ყოფილა ცუდი გრძნობა.როგორც ჩანს მაიამ შემნიშნა და ჩემთან მოვიდა.
-კატო რამე მოხდა?ისეთი სახე გაქვს.
-არა არაფერი.
-როგორ თუ არაფერი?ძალაინ უხასიათოდ მეჩვენები..თავი ავწიე და ჩემი გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა სახე შეეცვალა.-მოიცა შენ რა ცუდად არ ხარ?
-საიადნ მოიტანე რომ ცუდად ვარ?
-მე რავიცი რაღაცნაირი სახით იყურებოდი.ანუ გაიგე როდის მიდიახარ აქედან და ბედნიერიც ამიტომ ხარ?
-სულაც არა.
-აბა სხვა რა შეიძლება იყოს ამ დაწყევლილ კედლებში ბედნიერების მომტანი?
-ისეთი რამ რასაც ეს კედლებიც კი ვერ შეაჩერებს?
-რაიყო ბომბი დაამონტაჟე სადმე?
-რა ბომბდი გოგო.საიდან მოიტანე ბობმბი?სხვა რაღაც არსებობს.
-სხვა?!მმმ...ალბათ ბულდოზერი.
-შენ რა მეკაიფები თუ მართლა ვერ ხვდები?
-რას გეკაიფები გოგო?ამ კედლებს მარტო ძლიერი არტიელიარა თუ დაამარცხებს.
-აუუუუ,დავიჯერო არ არსებობს სამყაროში ისეთი რამ რასაც შეუძლია ყველაფერი დაანგიროს თავიდან ააშენოს და სამყარო შეცვალოს?
-კი არსებოსბ,მაგრამ ძაან მეეჭვება იმას შენში შემოეღწია.
-და ვითომ რატომ?
-არამგონია აქ ისეთი ვინეს მოიძებნოს რომელიც შეიძ...
-რა იყო?ვინმე მოძებნე?
-არ არსებოსბ.
-რა არ არსებობს? მიხვდა და ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი როდის იტყოდა.
-ანდრეა.
-რა ანდრეა.
-ერტადერთი ვინც შეიძლებოდა აქ შეგყვარებოდა ანდრეა იყო,თან როცა მასაც უყვარხარ..რა მაგარია,როგორც ჩანს გამოგიტყდა გრძნობაში.
-კი,მაგრამ შენ საიდან იცოდი?
-ნუ შეიძლებ მითხრა და დახმარება მთხივა.
-რა?
-ხო იმ დღეს რომ ვიცონიდით თან მაგ საკითხზეც მელაპარაკა.
-საძაგლები ხართ ორივეხელები გადავაჯვარედინე და გავებუტე.
-ხომ ივი რომ აინც შემოგირიგებ?
-მერე?
-მერე და უნდა ჩაგეხუტო.
მაიას ჩავეხუტე,ძალიან მიხაროდა რომ ვინმე მაინც მეგდა გვერდში,ანდრეას შემდეგ.მყავს ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მყავს ადამიანი რომელსაც შემიძლია ვენდო,ვუწოდო მეგობარი და და.ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ამას ვერავინ წამართმევს.უცებ მოვიღუშე,ცემი და გამახსნედა,რომელიც არ დაუშვებდა ჩემს ბედნიერებას.უნდა ვიბრძოლო ანდრეასთვის და მაიასთვის,არ დავუშვებ რომ ისინი წამართვან.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი დარინა

როგორ მიყვარს მე ესენიიიიი, ანდრეას და კატოს წაკბენების გარეშე არ შემიძლიააა, კესოოო მომეწონა როგორი გულღია და ხალისიანია, ერთი სული მაქვს როდის გავლენ ფსიქიატრულიდან მაია და კატოოო.

 



№2  offline წევრი Farvana

დარინა
როგორ მიყვარს მე ესენიიიიი, ანდრეას და კატოს წაკბენების გარეშე არ შემიძლიააა, კესოოო მომეწონა როგორი გულღია და ხალისიანია, ერთი სული მაქვს როდის გავლენ ფსიქიატრულიდან მაია და კატოოო.


იმედი ვიქონიოთ რომ მომდევნო თავში

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Didi imedebit velodebi shemdeg tavs aba shen ici????????????

 



№4  offline წევრი Farvana

ყველანაირად ვეცდები იმედები არ გაგიცრუო

 



№5  offline წევრი triniti

Mokled veli shemdeg tavsetismetad var dainteresebuli.cota efeqti daekarga titqos magram mainc kargia.tumca mEti temperamenti chirdebat

 



№6  offline წევრი Onlyyou

Uhh befnirbit agsavse tavi iyooo dzalian magari ❤ agar daaagviano ra

 



№7  offline წევრი Farvana

triniti
Mokled veli shemdeg tavsetismetad var dainteresebuli.cota efeqti daekarga titqos magram mainc kargia.tumca mEti temperamenti chirdebat


ხო მაგას მეც მივხვდი რომ გადავხედე იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ

Onlyyou
Uhh befnirbit agsavse tavi iyooo dzalian magari ❤ agar daaagviano ra

აღარ დავაგვიანწბ ნუ ვეცდები

 



№8  offline წევრი Farvana

აუუ სორით რა გავაგზავნე ნაგრამ ჩემი ბრალით მოდერაცია ვერ გაიარა და ხვალ თუ შევძელი აუცილებლად დავდებ

 



№9  offline წევრი triniti

tako.izek
triniti
Mokled veli shemdeg tavsetismetad var dainteresebuli.cota efeqti daekarga titqos magram mainc kargia.tumca mEti temperamenti chirdebat


ხო მაგას მეც მივხვდი რომ გადავხედე იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ

Onlyyou
Uhh befnirbit agsavse tavi iyooo dzalian magari ❤ agar daaagviano ra

აღარ დავაგვიანწბ ნუ ვეცდები




მალე დადე რა ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent