ნადირობა №3 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა №3


25-07-2018, 16:23
ავტორი Life is Good
ნანახია 2 316

ნადირობა №3

ბარის დახლთან დაბრუნებული ნიკა სახით დარბაზისკენ შებრუნებული ცალი იდაყვით დაყრდნობოდა დახლის პრიალა ზედაპირს, ვისკის წრუპავდა და საერთოდ არ უსმენდა გიორგის ლაპარაკს.თავს სულ ტყუილად უქნევდა არადა ,მისი მზერა ბარის კუთხეში მაგიდასთან მოთავსებული გოგონებისკენ იყო მიბყრობილი.მაგიდასთან დაბრუნებული ქერა ემოციით, რომ ელაპარაკებოდა რაღაცას გვერდით მჯდომს და სავარაუდოდ ეს საუბარი მესამე გოგონას ეხებოდა რომელიც სკამის საზურგეს ნახევარი ტანით მიყრდნობილი სიგარეტს აბოლებდა და სახეზე ირონიანარევი ღიმილით ტელეფონში რაღაცას ეძებდა და რომელიც, გვიან შეამჩნია დათუნაშვილმა.გოგო ხანდახან ამოხედავდახოლმე საუბარში გაქაფულ მეგობრებს და მოკლე მოკლე პასუხებით იფარგლებოდა.
-კარგი გოგოა-ეშმაკურად ჩაიცინა გიორგიმ
-ვინ?-ცალი წარბი ასწია დათუნაშვილმა და მეგობარს ისეთი სახით გადახედა თითქოს აზრზე არ იყო ვისზე იყო ლაპარაკი.
-ვისაც უყურებ მთელი ათი წუთის განმავლობაში!-ცალყბად ჩაიცინა გიორგიმ.
-და ვის ვუყურებ?-გამომცდელად ახედა ნიკამ.
-ეხ ნიკუშ...ნიკუშ...-ორაზროვნად გაიღიმა მამაკაცმა და ჭიქაში დარჩენილი ვისკი ერთ ყლუპად გამოცალა.
-კი კარგი ბავშვია...-პირი გააწკლაპუნა ნიკამ და კიდევ ერთხელ გახედა მაგიდასთან მსხდომთ. მისი ყურადღების სამიზნემ რომელმაც ზუსტად ამ დროს გამოხედა და წამით გადააწყდნენ მათი თვალები ერთმანეთს.გოგონამ თვალი უცებ აარიდა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.-ძალიან ლამაზია.
-მერე რას ელოდები?- ინტერესით იკითხა გიორგიმ.
-ნუ გაატრაკე-ჩაიცინა ნიკამ-ზუსტად 20 წუთის უკან მამაკაცების საპირფარეშოში მაგის დაქალთან მქონდა სექსი მაგარი ყ@ლე უნდა ვიყო ახლა, რომ ავდგე და გასაცნობად მივიდე იმ გოგოსთან.-სახეზე ხელი ჩამოისვა დათუნაშვილმა და სკამიდან წამოდგა.
-და რა მოხდა მერე?
-შენ ეგ არ უნდა გეშლებოდეს გიო...-მხარზე დაარტყა ხელი მეგობარს ნიკამ.-სულ, რომ არაფერი და ამ დროს ყველაფერი...იმ გოგოსთან რამე? შანსი არაა ეგ, ჩემი მხრიდან ყველაზე დაბალი დონის გამომჟღავნება იქნება.
-და თუ მოგწონს...
-მომწონს რაა...უბრალოდ ავღნიშნე რომ კარგი გოგოა,ეფექტური და დარწმუნებული ვარ ამ ბარში მყოფი მამაკაცების ნახევრის ყურადღება დაიმსახურა...არც მე ვარ განსხვავებული.მონადირე, თავისუფალი კაცი ვარ რომელმაც გოგო დაინახა და მოეწონა...უბრალოდ მოეწონა.გამიგეე?
-ვერა -გაიცინა გიორგიმ და ისიც ადგა.
-მაშინ აგიხსნი ...ის არ არის ქალი რომელიც სექსისთვის შეიძლება გამოიყენო...მარილი აკლია.
-მაგრამ ლამაზია
-ხოო...ლამაზია მაგრამ ხომ არსებობს საჭმელი რომელიც ვიზუალურად მადისაღმძვრელია მაგრამ უგემურიი?!
-აღარ გეკამათები-ხელები ასწია სიცილით გიორგიმ.
-ხოდა ძალიან კარგი...წავიდეთ.-მხარზე მიარტყა ხელი და კარებში პირველი გაატარა.

* * *
დილით განყოფილებაში მისულ დათუნშვილს დადარაჯებულივით კარში შეეგება უფროსი. წესივრად გამარჯობის თქმაც არ აცადა ისე შეაგდო კაბინეტში და მაგიდაზე ცხელი ყავით სავსე ფინჯანიც კი დაახვედრა.გაკვირვებულმა ნიკოლოზმა წარბი ასწია და გურამს თვალი თვალში გაუყარა.
-რა უნა მთხოვო?- გაიცინა დათუნაშვილმა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-რა კარგად მიცნოობ..-გაიცინა სამადაშვილმა და წვერზე ხელი რამოდენიმეჯერ ჩამოისვა.
-გურამ?!
-ყავა დალიე და მერე გეტყვი...-სავარძლიდან წამოდგა მამაკაცი და როდესაც ნიკამ სიგარეტი ამოიღო და მოსაკიდებლად სანთებელაც მოიმარჯვა აყვირდა:-რა გაატრაკე ტო..რამდენჯერ უნდა გითხრა აქ ნუ ეწევითქოო?!
-შენ სათხოვარი გაქვს...ასე ,რომ რაღაც რაღაცეების დათმობა გვიწევს ბოს!-მხრები ნიშნის მოგებით აიჩეჩა ნიკამ და სიგარეტს მოუკიდაა.
-სტაჟიორი უნდა მოგამაგრო.-თავი მოიფხანა გურამმა.
-ნუ გაატრაკე?-სავარძლიდან წამოხტა დათუნაშვილი.-შანსი არ გაქვს გურამ...მე რატო?! აი ლევანის სასტავს მიამაგრე...ან ვახოს...ან ვაბშე შენ ატარე წინ და უკან ოღონდ მე არა რაა...
-რა უნდა ასწავლონ შენმა ჩამოთვლილმა სასტავმაა?-წარბები შეკრა გურამმა-მხოლოდ ორი კვირა...-ორი თითი გაბზიკა სამადაშვილმა-ჩემი ხათრით...მხოლოდ ორი კვირა კარგი ბავშვია.
-მერე მცალია მე ბავშვების სამწყემსავად?ვაბშე შვებულებაში ვარ რაა...-იფეთქა უცებ ნიკამ.
-ე ,ბიჭო ნუ გადამაყოლე მაგ შენ შვებულებას...შენს მეტი წესიერი გამომძიებელი არ მყავს ამ დედააფეთქებულ განყოფილებაში თან ,შენ გენდობი ახლობლის ბავშვია და ძალიან მთხოვა...მიდი რაა ნიკა.
-აუ რატო შემეც@იით?!-ამოიწუწუნა დათუნაშვილმა და გურამის საწყალმა სახემ საბოლოოდ დააყრევინა ფარ -ხმალი.-კარგი, ტვინს თუ მომიტყნავს ტყვიას დავახლი შუბლში...
-დაგიჭერენ შენ უბედურო და მოუწევს დედაშენს ამერიკიდან პასელკების გამოგზავნა.
-მაგარი არასწორი ხარ შენ ძმობას გეფიცები...-მეორე ღერი ამოიღო სიგარეტის კოლოფიდან მაგრამ არ მოუკიდებია ტუჩებს შორის ქონდა მოქცეული.
-ბიძაშენი ვარ...-გაიცინა გურამმა.
-სამწუხაროდ ნათესავების არჩევა არ გამომდის...მოიყვანე აბა ის შენი ბავშვი ვნახო ვინ არის!- ხელში შერჩენილი ყავის ცარიელი ფინჯანი ხმაურით დადგა მაგიდაზე და იმ წუთს გაღებული კარის ზღურბლზე გამოჩენილ გიორგიზე გადაიტანა მზერა..რომლის გვერდითაც მაღალი,სპორტული აღნაგობის ასე 22,23 ოდე წლის გოგონა იდგა.მოკლე...თითქმის ნოლზე გადაღებული და თეთრად შეღებილი თმით...შავი ჯინსის შარვალში სწორი გრძელი ფეხები ადვილად შესამჩნევად მოუჩანდა მოკლე მკლავიანი შავი მაისური ეცვა მიკი მაუსის ნახატით...სწორი ცხვირი,მსხვილი ტუჩები...გრძელი სახე და საკმაოზე ლამაზი ნაკვთებით...ჭაობისფერი თვალები ნუშისებრი ჭრილებიდან ზედმეტად ცოცხლად იყურებოდა.აშკარა იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის მოყვარული გახლდათ რაც მის ტანს თვალსაჩინოდ ეტყობოდა.
გიორგის უკვე მოესწრო მისი გაცნობა რადგან ზედმეტად შინაურულად უღიმოდანენ ერთმანეთს.
-ლიზა გაიცანი ეს ნიკოლოზ დათუნაშვილია-ხელით წარბშეკრული მამაკაცისკენ მიუთითა რომელიც ,ჯერ- ჯერობით მისი თვალიერებით გართულიყო მერე ცხვირი შეჭმუხნა და გაღიმებულ გოგოს ისე მტრულად გადახედა ღიმილი სახეზე შეაშრა გაოგნებისგან.-ეს კი ლიზა ერგემლიძეა დღეიდან ერთად მოგიწევთ მუშაობა კარკვეული დროის მანძილზე და იმედი მაქვს გაუგებთ ერთმანეთს.
ღიმილით დააყოლა ბოლოს გურამმა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
-გისმენთ?-რამოდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ ისმენდა მოწოდებულ ინფორმაციას ბოლოს მადლობა გადაუხადა და ტელეფინი გათიშა.
-მშვიდობაა?-უფროსის გამომეტყველება არ მოეწონა გიორგის.
-გორში მიდიხართ ბიჭებო...ჩვენი მესაფლავის გვამი აღმოუჩენიათ ამ დილით იმ თხრილში სადაც ცხონებული ჯოლოგავას ნეშტი განისვენებდა წელიწად ნახევრის განმავლობაში მშვიდად.

* * *
უკვე შუადღე იყო შავი რენჯროვერი ნაცნობ აღმართზე, რომ ავიდა და სასაფლაოს კართან მოწყვეტით დაამუხრუჭა.ირგვლივ რამოდენიმე კრიმინალური პოლიციის მანქანა იდგა...სასაფლაოს სიღრმეში კი ჯოლოგავას საფლავთან ექსპერტ კიმინალისტების რამოდენიმე კაციანი ჯგუფი მუშაობდა.შიო ანდრონიკაშვილს ქალაქელი გამომძიებლის დანახვაზე საზეზე უსიამოვნო გამომეტყველება გადაეკრა გაცოფებული ადგილს მოსწყდა და წინ მომავალ დათუნაშვილს შუა გზაში შეეგება.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?-კბილებსშორის გამოსცრა ანდტონიკაშვილმა და მის უკან მდგარი გიორგი და ახალგაზრდა ქალი ბოროტი მზერით შეათვალიერა.-ეს ჩემი გამოძიებაა და თქვენ არაფერი გესაქმებათ
-საქმეში სისხლი ურევია ბატონო შიო-კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა ნიკოლოზმა-შესაბამისად უკვე ჩვენი საქმეა აქ მომხდარი ინციდენტი.რაც შეეხება შენს გამოძიებას თუ გქონდა ჩესნად მოაგვარებდი და დედაქალაქს არ სთხოვდი დახმარებას...
-რა უფლებით მიწყვიტავ ვის და როდის ვთხოვო დახმარება?
-მომისმინე...-ზედმეტად ახლოს მიიწია დათუნაშვილმა და მამაკაცი ცივი მზერით გაბურღა-გზიდან ჩამომეცალე და მაცადე ვაკეთო ჩემი საქმე...ეს უკვე ჩემი გამოძიებაა და დამავალებ ხელებს დაუკითხავად თუ არ მოაფათურებ იქ სადაც უკვე აღარაფერი გესაქმება.
-ნიკა!-მხარზე შეეხო გაცოფების ზღვარზე მყოფ მეგობარს გიორგი.
-მაცადე!-ხელი აიქნია ნიკამ.და ისევ ანდრონიკაშვილს მიუბრუნდა..
-ეს ჩემი ქალაქია...
-ქალაქი სავსეა მოსიარულე მძორებით...ღმერთმა მშვიდობაში მოგახმარის მაგრამ იმდენი არ ჰქნა ეჭვი შევიტანო შენს სუფთა საქმიანობაში ბატონო შიო და პირადად მე არ ვიზრუნო თქვენს ჩარეცხვაზე...არ გირჩევთ ჩემთან ხუმრობას რადგან, არც იმდენად კარგი ხასიათი მაქვს...ახლა კი გამატარე!!-ხელის უხეში მოძრაობით გვერძზე გასწია მამაკაცი და წინ,საფლავის თხრილისკენ დაიძრა.
-იცოდე ამას ასე არ დავტოვებ-თითი დაუქნია შიომ დათუნაშვილს.
-მე შენს ადგილზე პენსიაში გავიდოდი! უბრალოდ ჩამომეცალე...მეტი არაფერი პირადული!-თავი დაუქნია ნკამ და ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული საფლავისკენ გაემართა.ლენტი ასწია ,შიგნით შევიდა და თხრილს დაკვირვებული მზერა შეავლო.
-რამე იპოვეთ?-ჰკითხა იქვე მოფუსფუსე რამოდენიმე კაციან ჯგუფს...
თხრილში ჩასულმა ორმა მამაკაცმა ზუსტად იმ წუთს ამოსწიეს მიცვალებული და ზემოთ მყოფთა დახმარებით...ნაყარ მიწაზე ფრთხილად დაუშვეს.გვერდით ამომდგარი გიორგის ზურგს უკანა ფერწასული ერგემლიძე მონდომებით ცრდილობდა სუნთქვის დარეგულირებას.რაც დათუნაშვილის გამჭრიახ მზერას არ გამოჰპარვია და ამით თითქოს გამხიარულებულმა გართობა გადაწყვიტა.ექსპერტებს ორი წყვილი სამედიცინო ხელთათმანი გამოართვა ერთი სწრაფად მოირგო ხელებზე და მეორე თვალებგაფართოებულ ქალს გაუწოდა.
-ცოდოაა-ლაღიძე მიუხვდა მეგობარს ჩანაფიქრს და ჩუმად გადაულაპარაკა.
-აბა სტაჟიორო...-ტუჩის კუთხეებში გაპარული ღიმილი შეიკავა ნიკამ და ფერწასულ ლიზას თვალი თვალში უტეხად გაუყარა.-ეს ისეთი პროფესიაა ხშირად მოხვდები ასეთ სიტუაციაში და ის, რომ მიცვალებულების გეშინია ან გული გერევა არანაირად არ არის გასასამართლებელი საბუთი!.-წარბი აუწია და ერთიანად დაკრუნჩხულ ლოთი დარაჯის უსულო სხეულთან დაიხარა.რომელსაც ნამდვილად არ დასდგომოდა კარგი დღე...ტანზე შემოხეოდა სამოსი,ცალი ფეხსაცმელი ეცვა და კიდურები სახსრებში ჰქონდა გადატეხილი...ეტყობოდა წინააღმდეგობას უწევდა რაზეც მის ფრჩხილებში ჩარჩენილი მიწის ნარჩენები მეტყველებდა.ერთი ,ორი ფრჩხილიც ასტყდომოდა. სადისტურად იყო ნაწამები. თვალები ,ბუდეებიდან დანით ან რამე სხვა ბასრი საგნით ჰქონდა ამოთხრილი და მთელს სახეზე სისხლი და მიწა შეხმობოდა.
-რა დედისტყვნაა?-შეიგინა დათუნაშვილმა და გვამის მეორე მხარეს ჩამჯდარ ქალს გახედა რომელსაც სახეზე მიწის ფერი დასდებოდა.
-ჯანდაბაა!-წამოიძახა ლაღიძემ და სახე დაჭყანა.-ვიღაც მაგრად გაუბრაზებია ....მოიცა აქ რა აქვს?
მიცვალებულის პირიზე მიუთითა ნიკას რომელმაც, სახე ზიზღით დამანჭა და მოქნილი თითების დახმარებით სწრაფად გაუხსნა მჭიდროდ შეკრული ყბა
-ჯანდაბაა...ფუ ამის დედაც...ენა აქვს ამოჭრილი-წამოიძახა და იმ წუთს ფეხზე ფეთიანივით წამომხტარ ლიზას გახედა დამფრთხალმა რომელიც მოშორებით,მაღალი საფლავის ქვისკენ წელში მოხრილი გარბოდა.-აუ ,საბავშვო ბაღიაა?!
-სადისტი ხარ?-წარბი შეკრა ლაღიძემ და მეგობარს ბრაზით გადახედა რომელმაც, სისხლით დასვრილი ხელთათმანები გაიძრო და იქვე ნაგვის პარკში ჩაყარა.-დაინახე რომ ცუდად გახდა და ეშინია მიცვალებულების შენ კი აიძულე დამდგარიყო და ეყურა როგორ დაძვრებოდი მკვდარი ლოთის ,აყრილებულ ყბაში!
-მიდი მიხედე,ბევრს ნუ ლაპარაკობ...-გაეცინ ნიკას
-მიდი და შენთვითონ მიხედე ძმაო...ბაზარი არაა არ გსიამოვნებს მაგრამ ,ორი კვირა მოგიწევს ატანა და რაც უფრო მსუბუქად მიუდგები ამ ფაქტს მით მალე შეეგუები.მიდი.. მიდი...მე ბატონ შიოს გავესაუბრები ერთი ორი ტკბილი სიტყვით.-მხარზე ხელი უბიძგა და თითქმის ძალით გააგდო იმ მიმართულებით საითაც ერგემლიძის სუსტი სხეული გაუჩინარდა.
-მიდი და უფლება არ მისცე მიცველებულს მიუახლოვდეს და საერთოდაც, თბილისში დარეკე და გამოიძახე ჩვენი კრიმინალისტების ჯგუფი...ამ შენძ@რეული კაცის ლაქიებს არ ვენდობი!-პასუხს არ დალოდებია ისე დაიძრა იმ მიმართულებით საითაც მანამდე ლიზიკო გაიქცა.
-ძეწკი სად!...ფუ...-სახე უსიამოვნოდ დამანჭა დათუნაშვილმა და თან სიგარეტს მოუკიდა...ღრმად ჩაისუნთქა კვამლი და ღერი ძირს დააგდო ფეხით გასრისა და იქაურობა მოათვალიერა-სად ჯანდაბაში წავიდა?
ჩაილაპარაკა თავისთვის .ბევრი ძებნა არ დასჭირვებია მალევე დალანდა ანგელოზის გამოსახულებიან თეთრ ქვასთან მიწაზე მჯდარი,ზურგით ქვას ეყრდნობოდა და სახეზე აეფარებიანა ორივე ხელი.
-კარგად ხაარ?-ქალის წინ ჩაჯდა დათუნაშვილი...
-შენ ,საერთოდ არცკი მიცნობ..სულ რაღაც სამი საათია მნახე და უკვე ვერ მიტან... დაგიშავე რამეე?!-შეცვლილი,აშკარად ნამტირალევი ხმით ამოილაპარაკა გოგომ.
-არ მეგონა ესე ძალიან თუ გეშინოდა მიცვალებულების...-თავის მართლების ტონით თქვა ნიკამ
-მეზიზღება...რა გავაკეთო შენსავით კაიფს თუ ვერ ვუჭერ მკვდარი ლოთის პირში ძრომიალს?!არ შემიძლია-სახიდან ხელები მოიშორა ლიზამ და ტირილისგან დაწითლებული თვალები შეანათა მის წინ ჩაცუცქულ დათუნაშვილს.
-კაი ტოო!-ნიკა ნამდვილად არ ელოდა ასეთ მდგომარეობაში თუ დახვდებოდა გოგო და ახლა ნამდვილად ინანა ის უწყინარი გართობა.-რა გატირებს ლიზიკოო?-ქალისკენ გადაიხარა და ცერებით სახეზე ჩამოგორებული ცრემლები შეუმშრალა.-მისმინე..გინდა ბოდიში მოგიხადოო?
-მაგით რა შეიცვლება?-ჩაეცინა ლიზას.
-არ ვიცი..-მხრები აიჩეჩა ნიკამ-სინდისს დავიმშვიდებ.
-ისევ საკუთარ თავზე ფიქრობ-თვალები ისევ აემღვრა ერგემლიძეს.
-კარგი...მაპატიე ხოო?ბაზარი არაა ....@სავით მოვიქეცი...ბოდიში.-გაიღიმა ნიკამ და ქალისკენ გადაიხარა-აღარ იტირო რაა...-მის სახესთან მიიწია და ყბის ძვალზე ფრთხილად შეეხო ტუჩებით.ქალის ნაზ კანს საოცარი სურნელი ასდიოდა...ნიკამ მისდა უნებურად ღრმად შეისუნთქა თავბრუდამხვევი სურნელი და თითქოს აზრზე მოვიდაო გვრლნაკბენივით ცივად მოშორდა -წამოდი, თუ გინდა მანქანაში დაიცადე შენ დაახლოებით საათნახევარი მოგვიწევს აქ გაჩერება ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი გამოვიძახე ამათ დიდად არ ვენდობი თან ეგეც, რომ არა უკვე ჩემი გამოძიებაა...უკეთ ხარ?-გვერდით მიმავალ ქალს იდაყვზე მსუბუქად შეეხო ხელით.
-კი გმადლობ...-ჰაერი ცხვირით ხმაურიანად შეისუნთქა ლიზამ და გაუღიმა ნიკას.
უკან დაბრუნებულებმა დაინახეს როგორი გაცეცხლებული მიაბიჯებდა შიო ანდრონიკაშვილი თავის ხალხთან ერთად სასაფლაოს გასასვლელისკენ.დიდხანს არ მოუწიათ ლოდინმა მალევე ადგილზე იყვნენ კრიმინალისტების მთელი არმია და გადაქექილ ტერიტორიის ყველა კუთხე კუნჭულს ძირფესვიანად იკვლევდნენ.მიცვალებულს სამედიცინო პარკი გადააფარეს და მორგში გადაასვენეს გაკვეთის ჩასატარებლად.დათუნაშვილმა და ლაღიძემ კი კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ჯოლოგავას ქვრივთან გასაუბრება.რომელიც რატომღაც ისევ არ დახვდათ სახლში...ამასობაში უკვე დაღამებულიყო და დედაქალაქში დაბრუნებულმა სამეულმა მეორე დღისთვის გადადო ჯოლოგავას ქალიშვილთან სტუმრობა მაგ დროისთვის ლოთი თენგიზას ექსპერტუზის პასუხებიც მზად იქნებოდა და ერთი ნაბიჯით მაინც წაიწევდნენ წინ.
-შენ სად ცხოვრობ?-სარკიდან გახედა საჭესთან მჯდომმა ნიკამ ლიზას.
-ნებისმიერ მეტროსთან ჩამოვალ...მნიშვნელობა არ აქვს.
-გვიანია უკვე და გაგიყვანთ..-ნახევარი ტანით შემობრუნდა გოგოსკენ ლაღიძე.
-არა, შეწუხება არაარის საჭირო...
-კარგი რაა.. რა შეწუხებაა?
ამ დროს ნორმალური სიჩქარით მიმავალმა ჯიპმა მოწყვეტით დაამუხრუჭა რუსთაველზე, მეტროს წინ და საჭეზე ხელებდაწყობილმა დათუნაშვილმა სარკიდან გაბურღა შეშინებული ბეღურასავით აწურული გოგო.-აი, მეტრო!
-უღრმესი მადლობა!-ცივადვე უპასუხა ლიზამაც და მანქანიდან გადასულმა უხეშად მიაჯახუნა კარი.ნიკამ.მანქანა სწრაფად დაძრა და გზა განაგრძო
-სულ გაგიჟდიი?-თვალებგაფართოებულმა ლაღიძემ მეგობარს გადახედა.
-ნერვებს მიშლის ...ხო შესთავაზე არაა?ეს თავის დაფასებები რა პონტია ტო?-გაარკვია მეგობარი სიტუაციაში.
-ნერვებს რატომ გიშლის დღეს გაიცანი?
-ხოდა უკვე მიშლის...
-დაგენძრა ნიკოლოოზ??-გაიცინა გიორგიმ-მოგეწონაა?
-რა მომეწონა შიგ ხო არ გაქვს?!-უცებ იფეთქა დათუნაშვილმა.-თვალებში "ტარმაჟენია" გაქვს? რას გავს ვერ ხედაავ?
-ეხლა ატრ@აკებ...ძაან მაგარი გოგოა...
-ტვინს თუ წაიღებ აქვე ჩამოგსვავ შენც..
-ესე მძღრენი თუ უნდა გესვას სახეზე ჩემს სახლამდე გამიჩერე და მართლა ჩავალ...
წესიერად დამთავრებული არ ჰქონდა მართლა რომ გააჩერა ნიკამ მანქანა და მისკენ ნახევარი ტანით შებრუნდა.-მიბრძანდი.
-სირ@ოო...წადი შენიც..-შუა თითი აჩვენა ლაღიძემ და მანქანიდან გადახტა.ნიკამ კი გიჟივით მოსწყვიტა მანქანა ადგილს და მალე თვალს მიეფარა.

* * *
სწრაფად ჩაირბინა რუსთაველის მეტროს ესკალატორი და თან მთელი გზა საკუთარ თავს ლანძღავდა ესეთი დებილი და მეამიტი, რომ გააჩინა განგებამ.ახსენდებოდა დათუნაშვილის საქციელი და ბრაზისგან ლამის იყო თითები დაეჭამა.მამაკაცი რამდენადაც სიმპათიურია იმდენად ბოროტი და აუტანელია აღმოჩნდა.არა ნამდვილად არ უნდოდა მათი შეწუხება და მათთვის გზის გამრუდებ მაგრამ ,ფორმები ხომ გააჩნია თქმას? ისე ჩამოაგდო მანქანიდან...ფუ რა დებილი ხარ ლიზიკოო!!! შეუძახა საკუთარ თავს და ზედა დიდუბეში ამოსული ფეხით გაუყვა კინო საქართველომდე ასასვლელ გზას...გვიანი იყო და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღარ მოძრაობდა. ტაქსების და საკუთარი მანქანის ყოლოს ფუფინება კი ნამდვილად არ ჰქონდა.ხშირად უწევდა ქალაქში ფეხით გადაადგილება რადგან, ობლად გაზრდილს სოფლად მცხოვრები ბებიისგან გამოგზავნილი მიზერული თანხა ქირის და საჭმლის ფულად ძლივს ყოფნიდა და ნამდვილად ვერ მისცემდა თავს ზედმეტის ხარჯვის უფლებას. სწავლის პარალელურად სუპერმარკეტში მუშაობდა მოლარედ, მაგრამ პრაქტიკების გამო მოუწია წამოსვლა რადგან უფროსმა უთხრა შენ ვერ დაგელოდები ჯობია სხვა ავიყვანოვოო. 8 წლის იყო ლიზიკო ერგემლიძე მამა ცეროზით, რომ გარდაიცვალა.დედამ კი ისედაც ყელში ჰქონდა ლოთი და ავადმყოფი ქმრის მოვლა პატრონობა ...მესამე კლასელი ბავშვი დედამთილს მიუგდო და დროა საკუთარ თავს და ცხოვრებას მივხედო ისედაც წლები დაგახარჯეთ თქვენო.წავიდა და მისი ასავალ დასავალი კაცისშვილს აღარ გაუგია...სოფლის სკოლასთან შეგუება დიდად არ გასჭირვებია. მალევე გაიჩინა მეგობრები და უმეტეს დროს მათთან ატარებდა.კარგად სწავლობდა,სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმ წელსვე ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტში იურდიულ ფაკულტეტზე ას პროცენტიანი გრანტით.ბებია კვლავ სოფელში ცხოვრობდა...სკოლაში მუშაობდა მათემატიკის პედაგოგად და პარალელურად ,აბიტურიენტებს ამზადებდა სახლში საიდანაც აღებული ფული თითქმის სრულად ხმარდებოდა ლიზას თბილისურ მოღვაწეობას.დედაქალაქში ჩამოსვლიდან პირველ წელს ერთ სტუდენტ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა და ქირას იყოფდნენ.მაგრამ ,მალევე იკამათეს და დაიშალნენ მიზეზი კი ყოველ მეორე დღეს მაკას საწოლში აღმოჩენილი ორის ნაცვლად ოთხი ფეხი გახლდათ...და ამ ფეხებს ყოველთვის სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ.შემდეგ გაირკვა, რომ თბილისელი მაკა თავს სწორედ ასე ირჩენდა და საკუთარი შემოსავლის წყარო ჰქონდა.
სახლში მისულმა სწრაფად აირბინა მეორე სართულამდე აქა იქ კუთხეებ ჩამოტეხილი კიბეები და გახუნებულ კართან შეჩერდა.გაჭირვებით გახსნა საკეტი და სახლში შესულმა გზადაგზა დაიწყო ტანსაცმლის გახდა.. ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოირეცხავდა იმ ჭუჭყს და სიბინძურეს დღევანდელმა დღემ რომ მოუტანა.

* * *
მორგში საშინლად მძიმე სუნი ტრიალებდა...მაღალ მაგიდაზე დასვენებული მიცვალებულისთვის სამედიცინო პარკი გადაეფარებინათ თეთრ ხალათიანი ექსპერტიზის ექიმი კი მოშორებით, მაგიდასთან იდგა და გადაშლილ ლურჯ საქაღალდეში გულმოდგინედ ინიშნავდა რაღაცას.
-ლადოო!!!ვლადიმერ?!-ხმაურით შემოვიდა დადუნაშვილი მორგში.-აბა რა ამბები გვაქვს თავადოო?!ვიპოვეთ დამარხული ძაღლის თავი თუ ვერაა?!
-ოო ნიკოლოოზ...რა კარგია ესეთი შემართებით რომ ხაარ!-გაიცინა ლადომ სათვალე მოიხსნა და მამაკაცს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
-ხელები ხო დაიბანე?-სახე დამანჭა დადუნაშვილმა და იქვე ინსტრუმენტების მაგიდაზე მდგარ ცხელი ყავით სავსე ფინჯანს დაავლო ხელი, მოსვა და სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის
-აქ ნუ ეწევი!-წარბი აუწია ლადომ და მიცვალებულს გადაფარებული ნაჭერი გადახადა.
-რატო? თენგიზა გააპროტესტებს?-გაიცინა ნიკამ სიგარეტს მოუკიდა ღრმა ნაპასი დაარტყა და კვამლისგან ერთიანად დაცალა ფილტვები.შემდეგ ღერი ტუჩის კუთხესთან გადაიტანა და დაწვრილებული თვალებით და ხელში მომარჯვებული ყავის ფინჯნით ინტერესით დაიწყო დაკვირვება ლოთი თენგიზას უკვე გასუფთავებულ გვამზე.
-სიკვდილამდე სცემეს რაზეც მისი დამტყვრეული კიდურები და ნეკნები მიგვანიშნებს...ყელზე აღენიშნება სილურჯეები რომელიც სავარაუდოდ თოკის კვალია.თვალები ბასრი ორლესული დანით ან რაიმე მაგდაგვარი საგნით არის ამოთხრილი...ნაკვეთი ჭრილობის სიღრმე 8 სმ-ს შეადგენს.სავარაუდოდ პირს არ აღებდა და ძალით გააღებინეს რადგან წინა კბილები ძლიერი დარტყმების შედეგად აქვს ჩამტვრეული.
-მეტი სხვა არაფერია?-ყავა მოსვა დადუნაშვილმა და ცხვირაბზუებული დააკვირდა გვამს.
-შინაგანი ორგანოების გამოკვლევისას დადგინდა, რომ ღვიძლი სანახევროდ დაშლილი ჰქონდა...ანუ გული, რომ არ დაგწყდეს გეტყვი-ყავის ფინჯანი გამოართვა ლადომ და ყავა მოსვა-ისედაც მალე დაიბრიდებოდ.
-დამამშვიდე ხო იციი-გაიცინა ნიკამ.
- მისი ორგანიზმის ტემპერატურა აჩვენებს, რომ სადღაც 12 საათის გარდაცვლილია. თხრილიში გადაგდებამდე ბევრად ადრე მოკვდა...შემდეგ კი მოათრიეს და იმ თხრილში ჩააგდეს სადაც თქვენ იპოვეთ.
-ანუუ?!-წარბები შეყარა ნიკამ.
-ანუ მე შენს ადგილზე იქიდან დავიწყებდი ძებნას სადაც ბოლოს ნახეთ...მაგრამ ვიჩქარებდი რადგან ,ეშმაკს არ სძინავს და ვიღაც ზედმეტად არაპროფესიონალურად მოქმედებს...-მაგიდას რომელზეც ლოთი თენგიზას სხეული ესვენა ზურგით მიეყრდნო ლადო და ისე ნება ნება სვამდა ყავას თითქოს აქოთებულ მორგში სანახევროდ გახრწნილი გვამების გარემოცვაში კი არა რომელიმე ელიტურ ბარში იყო.
-თუმცა უმართლებს მაგ ახვა@რს... ჯერ ვერ გამოვიჭირე.-კბილებში გამოსცრა დათუნაშვილმა.-გავედი მე საბოლოო დასკვნას მერე გადავხედავ ,რაც მაინტერესებდა კი გავიგე...მადლობა ვლადიმერ...საჭორაოდ მოგვიანებით შემოგივლით-თვალი ჩაუკრა უკვე კართან მისულნა დათუნაშვილმა თეთრხალათიანს.-ჯიგარი ხარ.
-მხოლოდ თქვენთვის შეფ...-გაიცინა ლადომ და შუბლთან გაშლილი ხელი მიიდო როგორც პატაკის ჩასაბარებლად გამოძახებულმა რიგითმა.


დერეფანში გამოსულმა თვალი მოავლო იქაურობას და კაბინეტისკენ აიღო გეზი სადაც, სავარძელზე გადაწოლილ გიორგის ფეხები მაგიდაზე შემოწწყო და ყავას მიირთმევდა.
-აქ ხარ?-კარი მიხურა ნიკამ და თავისი მაგიდისკენ გაემართა.-რაიყო შენ არ მელაპარაკებიი?!
-ეგ რა შუაშიაა?
-შუაში კი არა თავშია ...შენი ბრალია ავარდი ფინთი გოიმივით...და ვაბშე მაგარი არასპრავედლივად გამიტრაკე ძმაო...სად არის ლიზა?
-მოძებნე...
-კარგიი...მოვძებნოთ ლიზაა...კარგი ბატონოო!!-ბუზღუნით გაემართა კარისკენ და ზღურბლზე შემდგარი მეწყვილისკენ შემოტრიალდა.-წადი ლადოსთან გაეცანი ექსპერტიზის დასკვნას ,მე და ლიზა ჯოლოგავას ქალიშვილს ვესტუმრებით ყავაზე იქიდან ,რომ დავბრუნდებით კი გორში მივდივართ პრაგულკაზე.
-არის უფროსოო...
ირონიულად გაიცინა გიორგიმ და კარში გასულს შუა თითი აჩვენა.
ვაკეში,ტაბიძის ქუჩაზე ორ სართულიანი საკმაოდ პომპეზურ სახლთან გადმოვიდნენ მანქანიდან.კარზე ზარი დარეკა დათუნაშვილმა და დაელოდა. დაახლოვებით ორი წუთის შემდეგ გაიღო კარი და ახალგაზრდა წაბლისფერთმიანმა გოგონამ ინტერესით დააწვრილა თვალები...ძალიან მოკლე ჯინსის შორტები და განიერი ტოპი ეცვა...თმა მხრებზე დაჰყროდა და მსხვილ ტუჩებს უკმაყოფილოდ ბრეცავდა. დათუნაშვილს მოულოდნელობისგან ელდა ეცა და გაოცებულმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ნაცნობი ქალი და მზერა მის თვალებზე გადაიტანა.შემდეგ ტუჩის კუთხეებში გაპარულ ღიმილს თავი მოუყარა და ზედმეტად ჩახლეჩილი სექსუალური ხმით თქვა:
-გამარჯობათ? მთავარი გამომძიებელ ნიკოლოზ დათუნაშვილი.ქალბატონ ეკატერინე ჯოლოგავასთან გვინდა გასაუბრება.-ხელი გაუწოდა ნიკამ.
-მარიამ არეშიძე-თლილი თითები შეაგება მამაკაცის ხელს გოგონამ-ეკატერინეს შვილი!მობრძანდით დედას დავუძახებ...-გვერძზე გადგა მარიამი და სტუმრები სახლში შეატარა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან მაგარია

 



№2  offline წევრი ცარიელი

ეს ახალი გოგო მომეწონა მე :დ მარიამი არ გვინდა კაცო არ აცანცარდეს ახლა ნიკოლოზი :დ გიორგი მომწონს მე კიდე <3 მოკლედ შეუდარებელი ხარ ფეფო ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი Someone wandering

mirandaa31
ეს ახალი გოგო მომეწონა მე :დ მარიამი არ გვინდა კაცო არ აცანცარდეს ახლა ნიკოლოზი :დ გიორგი მომწონს მე კიდე <3 მოკლედ შეუდარებელი ხარ ფეფო ❤️

აუუ ხოო მეცც ლიზა დამევასა მაგრაად
ვააა აიი ვერ წარმოვიდგენდი მარიამი თუ იმ ქალის შვილი იყო
თავგზა ამებნა მოკლედ რაა

 



№4  offline წევრი tamuna.s

აი მაგრად ვღადაობ ასეთ ინტრიგაში რომ გვაგდებ. ჯერ კიდე რომ ვერ ვხვდები რომელი გოგო გყავს გათვლილი ნიკასთვის. მარიამი თუ ლიზა? :დდდ

 



№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა...ამას არ ველოდი. ვისი ვისშია ვეღარ გავიგე :D.
შეგირცხვა ცხვირი. როგორ დეტალურად გქონდა აღწერილი მესაფლავის მდგომარეობა, ლამის გული შემიწუხდა.

ამ მკვდრების ასავალ-დასავალი მარტო მე მაინტერესებს?! :D :D

 



№6  offline წევრი Someone wandering

grafo
მდაა...ამას არ ველოდი. ვისი ვისშია ვეღარ გავიგე :D.
შეგირცხვა ცხვირი. როგორ დეტალურად გქონდა აღწერილი მესაფლავის მდგომარეობა, ლამის გული შემიწუხდა.

ამ მკვდრების ასავალ-დასავალი მარტო მე მაინტერესებს?! :D :D

არააა მეც მაინტერესებს რა თქმა უნდა მაგრამ რა კომენტარი გამეკეთებინა მაგათზე ევრ ვხვდები, მგონი შიო რარაცას ცუღლუტებს ასე ვფიქრობ საეჭვოდ იქცევაა

 



№7  offline წევრი tamuna.s

Someone wandering
grafo
მდაა...ამას არ ველოდი. ვისი ვისშია ვეღარ გავიგე :D.
შეგირცხვა ცხვირი. როგორ დეტალურად გქონდა აღწერილი მესაფლავის მდგომარეობა, ლამის გული შემიწუხდა.

ამ მკვდრების ასავალ-დასავალი მარტო მე მაინტერესებს?! :D :D

არააა მეც მაინტერესებს რა თქმა უნდა მაგრამ რა კომენტარი გამეკეთებინა მაგათზე ევრ ვხვდები, მგონი შიო რარაცას ცუღლუტებს ასე ვფიქრობ საეჭვოდ იქცევაა


არა მკვდრების ამბავი მეც ძაან მაინყერესებს. მე მგონია რომ შიო და თავისი ლაქია ატრიალებენ ასეთ ამბებს. ყიველშემთხვევაში ხელს აფარებენ დამნაშავეს.

 



№8 სტუმარი ლიკ ლიკ

მგონი სამკუთხედი კიარა სასიყვარულო მრავალკუთხედი გველოდება, ერთი ხმა ლიზას :)

 



№9 სტუმარი ნია

ლიზა არის ზუსტად ისეთი გოგო რომელიც უხდება ნიკოლოზისნაირ მკაცრ და მოუხეშო კაცს.
მარიამი დიდად წინა თავშიც არ მომეწონა რატომღაც, მეტიც, მგონია რომ რაღაც ინფორმაციას ისიც ფლობს მომხდარ დანაშაულზე...
შიო რომ გარეულია ამ ყველაფერში ეჭვიც არ მეპარება, შეიძლება თვითონ არა, მაგრამ ვიღაც ისეთს აფარებდეს იქნება ხელს ვინც მისთვის მნიშვნელოვანია.
აუუუ ოღონდაც ნიკა-ლიზას წყვილი გქონდეს იდეაში და მეტი არ მინდა სხვა არაფერიიი <3 <3 <3

 



№10 სტუმარი სტუმარი დი კო

აუუ ავტორი რა ინტრიგას გვიტოვებ ყველა თავის ბოლოს რააა :))))
ძალიან ძალიან საინტერესოაააა❤

 



№11 სტუმარი Tiko

Me ratomgac nikas da mariamis wyvili momwons, mariami amocanasavit aris tan magdas daqali roa upro didi intrigaaa.

 



№12 სტუმარი tamara83

არ მყოფნის ერთი თავი აშკარად!! წინა ორი უკვე მეორედ გადავიკითხე. ავტორო მოუთმენლად ველოდები ახალ ინტრიგებს, ძალიან ძალიან მომწონს

 



№13 სტუმარი makukuna

ვახ, ფეფო, შენს ისტორიებში რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, შენც არაპროგნოზირებადი ხარ და შენი გმირებიც smile blush როგორ გემრიელად იცი ხოლმე უბრალო დეტალის გადმოცემაც კი. აი, ერთ საწოლში ოთხი ფეხის აღმოჩენაზე ბევრი ვიცინე.

თავიდან ეს სტაჟიორი ვიღაც ფუფუნებაში გაზრდილი, გათამამებული გოგო მეგონა, გავლენიანი მამიკოს მეგობრების დახმარებით სამსახურში მოწყობილი. შეიძლება, ჩვენი მონადირის გაღიზიანების მიზეზიც ეს იყო, არ ვიცი. რატომღაც, უკვე ვგულშემატკივრობ ლიზას და მინდა, რომ რაღაც წვლილი შეიტანოს ამ გამოძიებაში და დაეხმაროს ბიჭებს.

გიორგი მომწონს ძალიან heart_eyes

არ ვიცი, შენ შეიძლება ამ ისტორიით მხოლოდ ერთობი, მაგრამ მე რომ მაგარ "მუღამში" შევედი, ეს ვიცი bowtie

 



№14  offline მოდერი Life is Good

მოვედიიი kissing_heart ესეიგი, ძალიან მომწონს ამდენნი რომ.ხართ და ასე რომ გამოხატავთ მოწონებას.ჩემო ტკბილებო და საყვარლებოოო...მიხარიხართ უზომოდ...ყოველგვარი საზღვრების გარეშე..ბოდიშით სათითაოდ რომ ვერ გპასუხობთ.დღეს მძიმე დღე მქონდა და დავიღალე :)) ჩემი ენერგიის დეპოზიტზე ნოლს ქვემოდ ვარ :)) აქ მოგიხდით მადლობას....მადლობაააა!!!! დანარჩენი გავაგრძელოთ სახლშიი smile

 



№15 სტუმარი ano ani

მომწონს ფაქტია ისიც ფაქტია მაგიური ძალა რო გაქ მიზიდვის :დდდდდდ ისიც მომწონს ასეთი უხეში ველურული აღვირახსნილი ^_^ ხო ნიკასთვის მომწოს ლიზითქო მოგატყუებ არა მაგისთვის მარიამი მომწონს და მამკალი :დდდდ ხო ეს ლიზი იყოს ლაღიძის არა პრაბლემა ქურდულად გავყავი ხედავ :დდდდდდდდდდდ ხო მომწოს რო ესმის მეგობრობა ადამიანობა და ყველაფერი ხოო ასე რო მარიამი და ნიკა ერთად უნდა იოს და იმედია მარტო მე მინდაზე არა :დდდდდდდდ

 



№16  offline წევრი kora

ახლა მოვრჩი ყველა თავის წაკითხვას და მოხიბლული ვარ შენით. ძალიან კარგად წერ, გამრთული ნაწერი გაქ და უკვე შენს სხვა ისტორიებსაც ვარჩევ რომ წავიკითხო<3
არ ვიცი რას გეგმავ, მაგრამ ნიკასთან ლიზას ვისურვებდი. რაღაცნაირი გოგოა, უბრალო, არც ფულით და კარგი ცხოვრებით განებივრებული და ვფიქრობ საოცრად მოუხდებოდა ნიკას ცხოვრების სტილს. ასეთ მოუხეშო სექსუალურ მამაკაცთან რატომღაც ასეთ უბრალო და მაინც განსაკუთრებულ გოგოს ვისურვებდი მის მეგზურად. ეს ჩემი აზრია და უბრალოდ გამოვხატე, ასე რომ მოუთმენლად ვუცდი რას როგორ იზამ და როგორ განვითარდება მოვლენები. წარმატებები <3
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent