დაკვეთილი მისია /6/ » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკვეთილი მისია /6/


25-07-2018, 17:20
ავტორი Someone wandering
ნანახია 652

დაკვეთილი მისია /6/

სიო თმას უწეწავს,თბილი ნიავი სახის ნაკვთებს საამოდ ელამუნება,ცაზე არსებულ მზეს ცდილობს რომ თვალი გაუსწოროს,თუმცა მზის კაშკაშა სხივები ხელს უშლის,სახეს ხელით იჩრდილავს და ირგვლივ არსებულ ვარდების სუნს ფილტვებში ღრმად ისუნთქავს.ფეხის ხმა ესმის,ირგვლივ მიმოიხედა,თუმცა დაცარიელებულ პარკში მხოლოდ საკუთარ თავს გრძნობს,უკნიდან ვიღაც თვალებზე ხელს აფარებს,წამოიკივლა და შეშინებულმა შეხედა მომღიმარ აბელს
-შენ? აქ რა გინდა?
-მე?მოიცა დავფიქრდე...გასეირნება გადავწყვიტე და შენ დაგინახე,შემდეგ შენკენ წამოვედი მეთქი ვილაპარაკებთთქო,თუმცა ისე შეგეშინდა...-ჩაიცინა
-ეს მოპარვები დამუღამებული გაქვს გეტყობა
-შენზე ვტესტავ-მხრები აიჩეჩა და კატოს გვერდით მოთავსდა
-დატესტვას შედეგი აქვს როგორ ატყობ-თვალებში მიაჩერდა
-კაი ტოო,ეგრე როგორ შეგაშინე ახლა ნუ სულელობ
-კიდევ მე ვსულელობ?-გაკაპასებულმა თითი გულ-მკერდზე მიიდო
-სწორედაც რომ ეგრეა. აქ ხშირად მოდიხარ? აქამდე არ დამინახიხარ.
-და შენ?
-კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ ძალიან მაინტერესებს-თვალები აატრიალა-მე ყოველთვის დილაადრიან ვდგები,რომ კომპანიაში წასვლამდე ეს სილამაზე ვიხილო-ჩაიღიმა და ირგვლივ არემარეს მოავლო თვალი
-მე დილაადრიან იშვიათად ვიღვიძებ,დღეს გამონაკლისი მოხდა და ამ სილამაზის სანახავად გამოვედი-თვალი აარიდა აბელს
-მოიცა,შენ თვალს მარიდებ?-ჩაიცინა
-ეგღა მაკლია რომ თვალი აგარიდო,რა მიზეზი უნდა მქონდეს?-ანერვიულდა
-ვაა უკვე მივხვდი რაშია საქმე-აფხუკუნდა-სიზმარში ეროტიულ პოზებს ვამუღამებდით ჩვენ ორი,ასეა?-კატო გაშრა,გაქვავდა და სახეზე აჭარხალდა,მაინც საიდან მიხვდა რომ აბელი ნახა სიზმარში?თან მხურვალედ რომ უკოცნიდა მარწყვივით ტუჩებს
-შენ...შენ არ ხარ ნორმალური-ფეხზე წამოიჭრა,თუმცა აბელმა მკლავით დაიჭირა,სახე მის ხელებში მოიქცია და თმა ყურს უკან გადაუწია,შემდეგ მისკენ დაიხარა და ყურთან ახლოს აკოცა
-როგორი იყო?....სიზმარში-ვნებამორეული,დაბოხებული ხმით წარმოთქვა მის ყურთან და ბიბილო კბილებს შორის მოიქცია,რაზეც კატოს კვნესა წასკდა,ბიჭი კი მოშორდა
-აბელ...მეჩქარება-მავედრებელი ხმით შეხედა ბიჭს,ვერ გაეგო რას უშვრებოდა ასეთს ის,თინიჯერობის დროს ბევრი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოსწონდა ვიზუალურად,თუმცა შეყვარებული ერთხელ ჰყავდა, არ მოსწონდა ისეთი ურთიერთობები, რომელსაც სახელი ერქვა.რომელთა გზაც ოდესმე დასარულისკენ გაგრძელდებოდა,მიუხედავად იმისა რომ ამის გაკონტროლება ორ ადამიანზეა დამოკიდებული ასეთი სახის ურთიერთობებს ყოველთვის გაურბოდა,თან ეშინოდა...იმედგაცრუების ეშინოდა,რომ საყვარელი ადამიანი გულს ატკენდა,როგორც პირველი სიყვარული.
-ერთიც და გაგიშვებ-ჩაიცინა-რეალურად უკეთესად ვასპარეზობ-მზერა კატოს ტუჩები სთვის არ მოუშორებია,შემდეგ კი მოწყურებულ დაეწაფა ტკბილ ბაგეებს,ძალიან ნაზად და ფაქიზად უკოცნიდა ჯერ ქვედა,შემდეგ ზედა ტუჩს,შიგადაშიგ კბილსაც გამოსდებდა,კატო არც გაძალიანებია,თავადაც ესიამოვნა და ქაჯივით ხომ არ დაუწყებდა ხელის კვრას?თავიდან აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა მის ირგვივ,ხოლო შემდეგ რბილი ტუჩების შეხება იგრძნო და ისც აჰყვა კოცნაში,მარჯვენა ხელი ოდნავ მოშვებულ წვერიან ლოყაზე ძლიერად მოკიდა,მარცხენა კი კისერზე შემოხვია.როდესაც ჰაერი აღარ ეყოთ ერთმანეთს მოშორდნენ და გახშირებული სუნთქვა დაიწყეს-საოცრება ხარ ტკბილო-ბიჭმა ცხვირის წვერზე აკოცა და ასეთი დაბნეული დატოვა პარკში-შეხვედრამდე კატიუშა
********
ნია თეატრიდან ბრუნდებოდა,როდესაც მისკენ მომავალი რეზი დაინახა,იმდენად მონატრებული ჰყავდა რომ სირბილით გაეშურა მისკენ და წელზე შემოახტა,ოდნავ შებარბაცდნენ,გოგომ ბიჭის ყელში ჩარგო თავი და სასიამოვნო,გრილი სურნელი შეისუნთქა,რეზის ამ ქმედებამ მარცხენა ნაწილი უფრო აუძგერა. გოგომ ქვემოდან ახედა და ყბის ძვალზე აკოცა
-როგორ მომენატრე-ამოიტირასავით და ბიჭის მკლავებიდან გათავისულდა-შენ? საერთოდ არ მოგენატრე?-თავი დახარა. რეზიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა
-როგორ შეიძლება რომ არ მომნატრებოდი ფერია?-თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა
-1 კვირაა ერთმანეთს არ შევხვედრილვართ,ძალიან მაკლდი, რას მიშვრები ბიჭო ასეთს?-გადაიკისკისა,რეზი კი მომღიმარი სახით უყურებდა,ახლაც ამჩნევდა ნიას აციმციმებულ თვალებს,რომელიც ასე ძალიან იზიდავდა. ბიჭი მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ძლიერად აკოცა,მისი მტევანი თავისაში მოიქცია და ტუჩები მიადო
-ძალიან ძალიან მოგენატრე? ჩემი გოგო-მკლავებში მოიქცია და თავზე აკოცა,ახლა მან შეიგრძნო სასიამოვნო სურნელი. გული ტკიოდა,რომ ნიას ატყუებდა, 1 კვირის განმავლობაში გაანალიზა ის ყველაფერი რასაც მის მიმართ განიცდიდა,ვერ დაუშვებდა რომ ამ გოგოს რამე დამართნოდა,რაღაც უხილავი ძალა არ აძლევდა იმის საშუალებას რომ მისთვის ტკივილი მიეყენებინა.-საქმეები მქონდა ნი,დაკავებული ვიყავი ამიტომ ვერ ვახერხებდი შენთან შეხვედრას
-ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს შენ-ამოიბურტყუნა-დღეს მძიმე დღე აქვს ჩვენ ოჯახს-თავი დახარა
-რა ხდება? რას ნიშნავს მძიმე დღე გაქვთ?
-ჩვენი დამხმარე ელზას ქმარი,რომელიც წლების წინ ჩვენთან მუშაობდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა,ძალიან მიყვარდა პეტრე ბიძია,იცი რა საყვარელი,მხიარული და გამგები კაცი იყო?-ცრემლები წასკდა. ბიჭმა ნათქვამი გადახარშა,წარსული მოაგონდა,სწორედ ამ დღეს მისი ბიძა(დედის ძმა) გარდაიცვალა,რა თქმა უნდა ისე მოაწყვეს,რომ ავარიად ჩაეთვალად,თუმცა მან გაარკვია,რომ ბიძამისის მკვლელობაში დამნაშავე ნუგზარ ორჯონიკიძეა. ტვინში სისხლმა აასხა,მთელი სხეული დაეძაბა. ნიას თვალზე ცრემლი რომ შენიშნა გულში რაღაც ჩასწყდა
-ეი პატარავ, გთხოვ, არ იტირო რა-თვითონაც ძლივს იკავებდა თავს რომ არ აღრიალებულიყო და ირგვლივ ყველაფერი არ დაელეწა,პეტრე მისთვს მამასავით იყო.
-ეს ცხოვრება უსამართლოა. რატომ? ასეთი კარგი ადამიანი რატომ უნდა ყოფილიყო იმ დაწყევლილი ავარიის მსხვერპლი?
-ცხოვრება ვერაგია,მაგრამ უნდა გავუძლოთ ჩემო ლამაზო, ერთად ყველაფერს შევძლებთ,მთავარია საკუთარ თავის რწმენა და ჩემდამი ნდობა. ამ ცხოვრებას კარგი მხარე უნდა მოვუძებნოთ. -შუბლზე აკოცა და ზურგზე ძლიერად მოხვია ხელები
-შენ ძალიან კარგად იცი ნიკას შემდეგ როგორ მდგომარეობაში ვიყავი,ახლა უბრალოდ სინანულს ვგრძნობ, ის 1 წელი მენანება მასთან ერთად რომ გავატარე,რა სულელი ვიყავი...-თავი გააქნია-შემდეგ შენ შეგხვდი,შენც ხომ იცი რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ? არ ვიცი ვინ ხარ ჩემთვის,არ ვიცი რას ფიქრობ ჩემზე ,თუმცა მეც ვიცი რას წარმოადგენ ჩემთვის,ჩემთვის შენ მეგობარზე მეტი ხარ რეზი-ამღვრეული თვალები ბიჭს გაუსწორა-აი ასეთი ვარ, ასეთი ემოციური,თუმცა ძალიან გულწრფელი-მხრები აიჩეჩა
-სწორედ ასეთი სუფთა რომ ხარ მაგიტომ ხარ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, გესმის? არც ჩემთვის ხარ სულერთი,თუმცა...მე არ გიმსახურებ ნია.მოვა დრო და შეიძლება მეც ისე შეგძულდე როგორ ნიკა,შეიძლება უარესადაც კი,მაგრამ დაიმახსოვრე რასაც ახლა გეუბნები გულიდაც წამოსულია. შენ ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი ხარ ამ ქვეყნად. ჩემი,ტკბილი და თბილი გოგო-ცრემლები მოაშორა და რბილ ტუჩებზე ნაზად შეეხო,მარილიანი სითხე გოგოს ტუჩებს უსველებდა და ბიჭს საშუალებას აძლევდა მთლიანად შეგრძნო ნიას გემო,ენები ერთმანეთს შეუსრიალებს და ზოგჯერ კბილსაც წაატანდნენ ერთმნეთის ტუჩებს. გოგო ბიჭს ყელზე ჩამოკიდებოდა,ბიჭი კი უკვე ყელზე უტოვებდა სველ კოცნებს. ახლა იცის რა სურს მისგან,ახლა ნამდვილად დარწმუნებულია,რომ ამ გოგოს მეტ ტკივილს ვეღარ მიაყენებს.
-შენ მე ტკივილს ვერადროს მომაყენებ რეზი-შუბლი, მის შუბლს მიადო-რამეს მიმალავ?
-მალე ყველაფერს გაიგებ ჩემო გოგო,თუმცა დაიმახსოვრე, შენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ.
********
ევა კაბინეტში საჭირო დოკუმენტებს ეძებდა,ვაჩე გასაუბრებაზე იყო წასული,გასაღები კი ევას დაუტოვა,გოგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ერთსაათიანი ძებნის შემდეგ საჭირო დოკუმენტებს მიაგნო,სადაც წარმოდგენილ იყო ნარკოტიკების საზღვარზე გადატანის შემთხვევები და სხვა არაკანონიერი ქმედებები,რომლის დამკვეთი ნუგზარ ორჯონიკიძე იყო. თვალები გაუფართოვდა,რომ ის დოკუმენტი იპოვა,რაც დაეხმარებოდა ნუგზარის დაკვეთილი მისიის შესრულებაში. თუმცა უკვე ვაჩეც არ წამოადგენდა მისთვის არარაობას,თან მისი მიზანი იყო გაერკვია რა აკავშირებდა ამ 2 ოჯახს,ცალკე კიდევ წულაიების ოჯახს. ნუგზართან საქმეს დაასრულებდა,თუმცა ამ მტრობის მიზეზს მაინც გაარკვევდა,უკვე აზარტში იყო შესული,მიუხედავად იმისა,რომ ამას ანაზღაურობასთან არასნაირი კავშირი აღარ ექნებოდა.
-კატო,კოზირი ჩემ ხელშია,ასლები უნდა გავაკეთოთ და დამკვეთს შემდეგ უნდა გადავცეთ
-გასაგებია,შენ ხვალ გაქვს დასვენება,ასე რომ ყველაფერს ხვალ მოვაგვარებთ,კიდევ რამე ხომ არ გჭირდება?
-არა, ამჯერად არაფერი. შენ რა ხმა აგქვს? ისევ აღგზნებულ ძროხას მაგონებ
-ხვალ გეტყვი ყველაფერს და ეს ძროხა რა ჯანდაბაა კიდე
-ოჰოო,ეს უკვე მომწონს,დამაინტრიგე ხომ იცი? მოიცა მოიცა, აბელი ხომ არ ნახე? ასე მხოლოდ მასთან შეხვედრის დროს კრუტუნებ
-ხვალ გეტყვი ყველაფერს მეთქი
-ამათ უყურე შენ,იმაიმუნეთ ხო? სულ წაიბილწა ეს ხალხი-სიცილით გათიშა ტელეფონი.
ხმაურის ხმა შემოესმა და კაბინეტი დატოვა.
-ვაჩე, მაგიდა გავაწყო?
-აუ კი რა ევა, შხაპს მივიღებ და მოვალ-დაღლილი ხმა ჰქონდა
-კარგი,როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო
-კარგად ჩაიარა, როგორც იქნა მშვენიერი კადრი ავიყვანე,ძალიან კარგი გოგოა
-ვაა ვიზუალურად თუ გამოცდილების მხრივ არის კარგი?-თვალები დააწვრილა პასუხის მოლოდინში
-რა ეჭვიანი ცოლივით მკითხე-გადაიხარხარა-ორივე მხრივ მშვენიერი გოგოა
-ძალიან კარგი,წარმატებებს ვუსურვებ ლამაზმანს-ჩაიცინა და სამზარეულოში გავიდა.თან ბურტყუნი დაიწყო-ორივენაირად მშვენიერი გოგოა-დაიჭყანა და ვაჩეს გასცინა. სადილი გააწყო და ტელეფონიც ამღერდა,უცნობი ნომერი იყო
-გისმენთ?
-გამარჯობა მშვენიერო ქალბატონო
-გაგიმარჯოს,ვინ ბრძანდებით?
-ლაშა ვარ,აი მაშინ ჰამაკში რომ გესაუბრებოდა-ჩაიცინა. ჰმ,თავის გახსენებაც ასეთი უნდაო,გაიფიქრა ევამ.
-დიახ გიცანით. ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაქვთ?-ამანაც დასვა კითხვა რა
-თუ მოისურვებ არაფერია ძნელი...მინდოდა კაფეში დამეპატიჟებინე თუ გცალია ამ დღეებში-ევამ თვალები გადაატრიალა
-ნამდვილად არ მცალია ამ დღეებში ძალიან დაკავებული ვარ,ბატონმა ვაჩემ განმიცხადა რომ ეს კვირა ძალიან დატვირთული მექნება
-კარგი, მაგრამ შემიძლია ვაჩეს ერთი დღე შენი თავი ვთხოვო
-რას ნიშნავს ჩემი თავი თხოვო, ხომ გითხარი არ მცალია-მეთქი, კაფეში სასიარულოდ მითუმეტეს-ხმა გაიმკაცრა
-კარგი,მაშინ სხვა დროს იყოს
-არ ვიცი, ვერ შეგპირდებით
-სხვა დროს შეგეხმიანები ევა
-ნახვამდის-ნერვებმოშლილმა დაგდო ტლეფონი და დახლს ხელებით დაეყრდნო-ესღა მაკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის, რას შემომიჩნდა,ან რა კაფე აიტყდა,ან...
-ანუ ამ კვირაში ძალიან დაგტვირთე?-უკან გაიხედა და კარზე აყუდებული ვაჩე დაინახა
-მისმენდი? ვერ შეგამჩნიე
-ვინ იყო? თაყვანისმცემელი?-ჩაიცინა
-თაყვანისმცემელი არა ტოროლა-ხელი აიქნია-ის ხისთავიანი ლაშა იყო,1 კვირის წინ რომ იყვნენ აქ ბიზნესპარტიორები აი მაშინ იყო მოსული
-ხისთავიანი?-თვალები დააწვრილა-მე წინააღმდეგი არ ვარ შეგიძლია მიიღო შემოთავაზება კაფეზე-ზურგი აქცია და მაგიდას მიუჯდა,ევა უკან გაჰყვა,ისიც სკამზე მოთავსდა და ბიჭს მიუბრუნდა
-ვაჩე...არ მინდა შეხვედრა და მაგიტომ ვუთხარი უარი,თუ რამე გითხრას უპასუხე შენც, რომ დაკავებული ვარ რა-მავედრებელი სახით შეხედა
-რატომ არ გინდა შეხვედრა? მშვენიერი ბიჭია,რას უწუნებ?
-სურვილს მიზეზი არ სჭირდება-მკაცრად უთხრა-ან ჩემი ნომერი საიდან გაიგო,შენ უთხარი?-ვაჩემ მამის მკვლელი თვალებით გამოხედა
-მე რატომ ვეტყოდი? არ გაუჭირდებოდა შენი ნომრის გაგება ხომ არ გავიწყდება ვინ არის?
-ეგეც ახლა ფარული აგენტი არ მყავდეს-თვალები აატრიალა
-არა დეტექტივია,რომელიც ჩემ სახლში შემოპარვას ცდილობს და შენ გიყენებს-თქვა ირონიულად,ევას კი სახე წაეშალა
-ძალიან სასაცილოა,პირდაპირ მოვკდი სიცილით.
-წყალი დალიე,გაგრილდები ისედაც ცხელა
-არ მინდა,მადლობა-ისე უპასუხა,თითქოს არ ეხუმრა-ხვალ 10-ზე წავალ სახლში გთხოვ
-ხო,როგორც სხვა დღეებში ისე..მოიცა,რატომ მთხოვ?
-სხვა დღეებში 11-ზე მივდიოდი ვაჩე, რა გჭირს?
-ადრე მიდიხარ, რატომ? ლაშას უნდა შეხვდე-თვალი თვალში გაუყარა
-კიდევ ერთხელ ახსენებ ლაშას და აღარაფერს მოგიმზადებ-ფეხზე წამოდგა და ოთახში ავიდა
-ფულს ტყუილად კი არ გიხდი ქალაბტონო?! არ გამიკეთებ და მიბრძანდები აქედან
-ისე შემეშინდა ფეხები მიკანკალებს
-ხოდა არ დაგორდე მაგ კიბიდან,შენი მოვლის თავი არ მაქვს
-იუმორის მამა მოკალი ახლა ,ამ წამს-უცბად შემობრუნდა,წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ფეხი გადაუბრუნდა,მოაჯირს მიეყრდნო,თორემ დაგორდებოდა-ვაიმეე როგორ მტკივაა-წამოიყვირა,ვაჩე კი მისკენ გაიქცა-შენი ბრალია,დამშხამა აქ
-რა მოგივიდა? რა ჯანდაბაა ევა სიარულიც მე გასწავლო?
-მტკივა...ძალიან-ტირილი დაიწყო
-კარგი,ნუ ტირი-ხელში აიყვანა და ოთახში შეიყვანა
-რა მოუხერხებელი ხარ რა, აი ამიტომ არ უნდა ილაპარაკო ბევრი
-აუუ,ახლა შენ ლაპარკობ ბევრს ისედაც მომტყდა მგონი ფეხი-ხელები სახეზე აიფარა,ვაჩე მისკენ დაიძრა და ხელები ჩამოაწევინა
-გეყოს ახლა ბღავილი,ექიმს დავურეკავ და მოვა-სახე მის ხელებს შორის მოიქცია და ექიმს გაესაუბრა.
-როდის მოვა ექიმი? მე რომ ძალიან მტკივა?-ამღვრეული თვალები მიანათა
-მალე მოვა ევა,ახლა საავადამყოფოში წასვლა რომ დავაპირო დიდიხანი მოგვიწევს გზაში ყოფნა,სწობს ოჯახის ექიმს დაველოდოთ,კარგი? შეიძლება უბრალოდ ნაღრძობია...მოდი ვნახოთ
-არაა,არაა შენ მატკენ ვაჩე,ამომიტრიალებ და დამტოვებ უფეხოდ-აწრიალდა
-ნუ წრიალებ თორემ მართლა მოგტეხავ ახლა-შეუღრინა
-აქ გტკივა?-ხელი კოჭზე დაადო
-ხოო-ამოიკნავლა. ვაჩემ ტერფს ფრთხილად შეახო ხელი და გვერდით გადასწია,რასაც ევას გამაყრუებელი ყვირილი მოჰყვა
-ააააა ვაიმეე-წამოიტირა-ფეხი მომტეხა,ღმერთო რა დავაშავე, ფეხის ამპუტაცია დამჭირდება, დედა, დედიკო, დე მიშველე რა, ეს რა მიქნა, დამტოვა ფეხის გარეშე,რა გავაკეთო ახლა? როგორ გავაგრძელო ცხოვრება? ვინ შემომხედავს ამ მახინჯს?-ღრიალებდა
-დაამთავრე გამოსვლა?-ზემოდან დახედა-ფეხი ჩაგისვი და მადლობა მითხარი.ექიმიც მალე მოვა და მალამოებს გამოგიწერს ალბათ,დაჟეჟილი გაქვს. ევამ ხელები სახიდან ჩამოიღო და ფეხის გამოძრავებას შეეცადა,გაუჭირდა,თუმცა ისე ძალიან აღარ სტკიოდა
-შენ წინა ცხოვრებაში ექიმი იყავი?
-მე არ ვიცი რა ვიყავი,მაგრამ შენ რომ ნამდვილად კლოუნი იქნებოდი ეგ კი ვიცი-თვალები აატრიალა
-სიცილის ძალაც არ მაქვს თორემ გადავიხარხარებდი-ჩაიცინა-მადლობა
-ჩემთან ვალში ხარ-თვალი ჩაუკრა
-ოხ შე...ცუდო კაცო-ჩაიბურტყუნა-ნუ ახლა, შენ და უანგარობა ისე შორს ხართ არც გამიკვირდა-ცხვირი აიბზუა
-ღმერთო ვინ შემომიჩინე ეს დედაკაცი-ხელები ზევით აღმართა ბიჭმა და სავარძელში ჩაჯდა
ექიმი მალე მივიდა მათთან და გამაყუჩებელი და მალამოები გამოუწერა.
-წამალი როდის უნდა მივიღო?
-რამე მითხარი?-ჩაფიქრებული სახით გახედა ვაჩემ
-რაზე ფიქრობ? წამალზე დაგისვ კითხვა. როდის მაძლევ მეთქი
-ვაა უკვე მოცემაზე მეჩალიჩები ევანგელია?-თვალები დაააწვრილა
-ფუუ, უზრდელო,იმბეცილო. გადი მომშორდი აქედან
-აიღე წამალი,სანამ გადაგაყლაპე ახლა-სიცილით მიაწოდა ტაბლეტი,დაალევინა და ოთახი დატოვა-იმედია ხვალ კოჭლობით მაინც გაივლი,არც მოტეხილია,არც ნაღრძობი,დაჟეჟილობაა უბრალოდ
-არ მჭირდება შენი მოვლა ავდგები აბა რას ვიზამ?
-მადლობის მაგიერია ხო? ხოდა,ვალს შემისრულებ,მოფიქირებ მერე რამეს-თვალი ჩაუკრა და ოთახში მარტო დატოვა
-ოხ ეს გაპუტული ქათამი-ხელები დაიგრიხა გამარებულმა-სიმპათიურიც-ჩაიცინა


P.S. აბააა,ველი თქვენ აზრს,ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Someone wandering

მუღამი აღარ მაქვს საერთოდ დადების, თქვენ აზრს ვერ ვგებულობ,ნახვებიც ძალიან ცოტა აქვს ვისთვის ვდებ საერთოდ? 2 ადამიანისთვის?

 



№2 სტუმარი სტუმარი უბრალო ადამიანი

ველოდებოდი heart_eyes ვაჩე შემიყვარდაა joy იმედია გააგრძელებ წარმატებები

 



№3 სტუმარი Maco maco

ველოდებოდი, გააგრძელე ძალიან მოგვწონს, ვაჩე როგორი "დასტოინია" რაღაც ძალიან ინტრიგნული ხდება, ველოდები შემდეგს

 



№4 სტუმარი ნი ა

მალედადეე რაა ძაალიანნ მაგარიააა

 



№5  offline წევრი triniti

Ravi me magalitad dzalin momwons vxalisob kidec

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent